შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი იყავი! (თავი6)


25-06-2024, 20:02
ავტორი MmariiamM))
ნანახია 800

ნივთები შევაგროვე, სახლის კარი გამოვიხურე და გზას დავადექი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გასული ორი წელი არაფერს ნიშავდა, მე კვლავ გავრბოდი, გული ისევ ძველებურად მტკიოდა, მაგრამ იყო კიდევ რაღაც იმედის ნაპერწკალი სიბნელეში. ადამიანი რომელიც მაშინ არ მყავდა გვერდით.
დევდარიანი ჩუმად იჯდა და მანქანის საჭეს ხელებს ძლიერად უჭერდა. სიტყვის უთქმელად და შემოუხედავად აგრძელებდა გზას. ბიძაჩემის ხალხმა ქუთაისამდე გაგვაცილეს და შემდეგ უკან დაბრუნდნენ, ჩვენ კი თბილისამდე დიდი გზა გვქონდა გასავლელი. უკვე ორი საათი გავიდა რაც გურია დავტოვეთ, ამ ხნის მანძილზე მას ხმა არ ამოუღია მეტიც არც კი შერხეულა. გაუნძრევლად იჯდა და გზას გაჰყურებდა.
მისი სიჩუმე ნელ-ნელა მაგიჟებდა, მინდოდა მცოდნოოდა რაზე ფიქრობდა. რიკოთის უღელტეხილზე ვიყავით როცა სიჩუმე დავარღვია, განა იმიტომ რომ საუბარი მინდოდა არა უბრალოდ სიჩუმეს ვეღარ ვუძლებდი.
-მანქანა გააჩერე დევდარიანო
-რა? რატომ?-დაბნეულმა გადმომხედა
-ასე გაგრძელება აღარ შემიძლია შენი სიჩუმე მკლავს, ნელა და მტკივნეულად
-მე არ მინდა შენთვის ტკივილის მოყენება ელენა, სიჩუმე შენი არჩევანია რომელსაც მე პატივს ვცემ
-მანქანა გვერდით გადააყენე ბევრი დრო დაგვჭირდება
-რისთვის?- ყურადღება არ მიმიქცევია მისი შეკითხვისთვის მანქანიდან გადავედი და ისიც უკან გამომყვა
-ახლა რასაც მოგიყვები სამყაროში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის დათამ, ბიზაჩემმა და ჩემმა მშობლებმა-ღრმად ჩავისუნთქე ძალა მჭირდებოდა ამ ამბის მოსაყოლად, უკვე ორი წელი გავიდა რაც ამ ამბავზე ბოლოს ვისაუბრე- ათი წლის ვიყავი როცა მამაჩემი გარდაიცვალა. ბიძიამ სკოლაში მოულოდნელად მომაკითხა და სახლში წამომიყვნა, მთელი გზა ჩუმად იყო, ვერაფერს ვხვდებოდი სანამ ჩემი სახლის ეზოში უამრავი ადამიანი არ დავინახე თავმოყრილი. მამა აღარ იყო და მე ძალა უნდა მეპოვნა რომ ცხოვრება გამეგრძელებინა და დედას გვერდში დავდგომოდი, ამიტომაც ჩემი ტკივილი და პრობლემები გულში ღრმად დავიმარხე და დედისთვის დასაყრდენი მხარი გავხდი...
-ასეთმა პატარამ ეს როგორ მოახერხე?-გაოცებას ვერ მალავდა
-რთული არაა სანამ ხალხია გარშემო უბრალოდ უნდა გაუძლო, შემდეგ კი ღამე დადგება მარტო დარჩები და შეგიძლია ტკივილს და ცრემლებს გასაქანი მისცე.
-ხო მაგრამ შენ ბავშვი იყავი ...
-ჩემი ბავშვობა მამის გარდაცვალებისას დასრულდა. მე შეგუების გარდა სხვა არჩევანი არ მქონდა. ორი წლის შედეგ კი დედაჩემი შეხვდა სხვა კაცს რომელმაც მას გაღიმება აიძულა, ნელ-ნელა ვხედავდი როგორ დაუბრუნდა დედაჩემს ცხოვრების ხალისი და ჩვენი ცხოვრებაც დალაგდა. კახა მართლაც კარგი ადამიანია დედაზე სულ ზრუნავდა, უბრალოდ მე ვერ შემიყვარა, გამუდმებით მაგრძნობინებდა რომ მისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი, მაგრამ დედის ბედნიერების გამო ამას შევეგუე. საკუთარ სახლში ფეხის წვერებზე დავდიოდი რომ ზედმეტად არავის მოვხვედროდი თვალში. შემდეგ კი თექვსმეტი წლის ასაკში შევხვდი მას გიორგის - მისი სახელის წარმოთქმისას ვიგრძენი როგორ გამიძნელდა სუთქვა, თითქოს ისევ იქ ვიყავი, სკოლის კიბეებზე და ვხედავდი როგორ მიყურებდა და მიღიმოდა.
-თუ არ შეგიძლია ამაზე საუბარი მე გავიგებ და დაგელოდები -მხარზე ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა
-არა ან ახლა ან არასდროს- ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე დაა მოყოლა განვაგრძე, უნდა მომეყოლა, ახლა თუ გავჩუმდებოდი შეიძლება ვეღარასდროს მეპოვა ძალა ამ საუბრისთვის- თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი იყო. იმას მაძლევდა რაც მამაის სიკვდილის შემდეგ ყველაზე მეტად მაკლდა, სიყვარული. თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვალა, ეჭვიან და კონტროლის მოყვარულ პიროვნებად გადაიქცა, თავიდან მისი ეჭვიანობა ბავშურად მახარებდა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი გართულდა გამუდმებით ვჩხუბობდით. ერთ დღეს კი ჩემი ცხოვრება დამთავრდა. მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი კარგ დროს ვატარებდი, ცოტა დავლიე კიდეც. მაშინ მე და ალკოჰოლი ვერ ვმეგობრობიდთ, ცუდად გავხდი და წაყვანა ვთხოვე. ახლაც ბუნდოვნად მახსოვს როგორ მომაკითხა გაცოფებული იყო, მაქნანაში ძალით ჩამსვა და მეტი აღარაფერი. დილით უცხო სახლში, სხვის საწოლში სრულიად შიშველს გამეღვიძა. ვერ ვიგებდი რა მოხდა, ის კი ჩემს წინ იდგა და კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა. იმ ღამით მან ჩემზე იძალადა, ეს რომ გავაცნობიერე ისტერიკა დამეწყო, ვემუქრებოდი რომ ვუჩივლებდი. თავიდან ჩემს დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ წასვლა რომ დავაპირე გონება დაებინდა, ისე მცემა გონს საავადმყოფოში მოვედი. თვალი რომ გავახილე პალატაში მხოლოდ კახა დამხვდა, სახეში არც კი მიყურებდა, არ უკითხავს რა დამემართა ან როგორ ვიყავი. უბრალოდ მითხრა რომ გიროგის ცოლად უნდა გავყოლოდი, რადგან მე მისი სახელი შევლახე და ქუჩაში თავი არ გამოეყოფოდა. ვემუდარებოდი ახსნას ვცდილობდი მაგრამ არვინ დამიჯერა, საკუთარმა დედამაც ზურგი მაქცია.როცა დედამ არ დამიჯერა მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრება საუმუდამოდ დაინგრა, მშობელმა დედამ ზურგი მაქცია და ულტიმატუმი წამომიყენა, ან გვათხოვდებოდი ან სახლიდან გამაგდებდა. არჩევანი არც ისე დიდი იყო ამიტომ სამყაროში იმ ერთადერთს დავურეკე ვისთვისაც ჯერ კიდევ ფასეული ვიყავი ბიძაჩემს. მან გადამარჩინა, კახას ფული მისცა და დედაჩემთან ერთად საზღვარგარეთ გაუშვა, მე კი თბილისში ბინა მიყიდა და აქ გამომგზავნა. გიორგი ის კი არასდროს დასჯილა ჩადენილი დანაშაულისთვის.-საუბრის დასრულებისას ვირგრძენი როგრო დატრიალდა გარშემო ყველაფერი და გავიგონე ლევანის რღიალი, შემდეგ კი სიბნელეში გაუჩინარდა ყველაფერი
-ელენა თვალები გაახლიე გთხოვ-არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ, მისი სიტყვები რომ ჩამესმა
-დამშვიდდი კარგად ვარ -ძვლივს წარმოვთქვი სიტყვები მის დასამშვიდებლად, რადგან შეშლილი სახე ჰქონდა
-ჩემი ბრალია არ უნდა დამეძალებინა შეთვის ყველაფრის მოყოლა
-ეს ჩემი არ ჩევანი იყო. ახლა კი იცი დევდარიანო ვინ ვარ სინამდვილეში არარაობა რომელიც საკუთარ დედას დღემდე მეძავი ჰგონია. ასე რომ ახლა მიზეზეი გაქვს ჩემგან ძალიან შორს წახვიდე, გეფიცები არ დაგადანაშაულებ.
-შენ სულ გააფრინე ხომ?-უცებ დაირილა- რატომ უნდა წავიდე, იმიტომ რომ ვიღაც ნაბიჭვარმა ცხოვრება გაგიმწარა, თუ იმიტომ რომ ოჯახმა ზურგი გაქცია
-შეცოდება არ მჭირდება დევდარიანო, ამას უკვე შევეგუე, მარტოც კარგად ვართმევ თავს
-ახლა კარგად მომისმინე მახარძის ქალო ამას მეტჯერ აღარ გავიმეორებ
არსად არ წავალ არ მიგატოვებ, ამ წამიდან სიცოცხლის ბოლომდე შენთან ვიქნები და შენც ვერ გამექცევი ვერსად
-ამის თქმა როგორ შეგიძლია იმის მერე რაც მოგიყევი, როგორ შეგიძლია ისევ ძველებურად შემომხედო
-შენ არაფერი დაგიშავებია გესმის. შენ ისევ ის ძლიერი, ლამაზი და ამაყი პატარა ქალბატონი ხარ რომელმაც მესტიაში ჩემი გული მოიპარა.
-დევდარიანო აჯობებს ეს შანსი გამოიყენო და შორს წახვიდე, ჩემი ცხოვრება ჭაობიივითა ყველას თან ითრევს. ვერ ხედავ საკუთარ სახლში დაბრუნებაც კი არ შემიძლია
-უარს ვამბობ ამ შანსზე და ეს ჩემი არჩევანია. საკუთარ სახლში კი მაშინ დაბრუნდები როცა მოგინდება, იმ ნაბიჭვარს კი ჩემი ხელით მოვკლავ თუ ოდესმე მოგიახლოვდება. ახლა კი ჯობია გზა გავაგრძელოთ უკვე გვიანია.
-ერთ კითხვასაც დაგისვამ და მერე წავიდეთ
-გისმენ
-რატომ დამიჯერე?
-რას გულისხმობ?-დაბნეულმა გამომხედა
-შეენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაიჯერე ჩემი მონაყოლი მაშინ როცა საკუთარმა დედამ არ დამიჯერა, რატომ?
-მე შენ გხედავ- თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა-შეუძლებელია ამ თვალებმა მომატყუოს
-ხო მაგრამ ....
-არავითარი მაგრამ. ახლა მანქანას დავძრავ და ეს საკითხი სამუდამოდ დაიხურება, მართალია წარსულის გამოსწორება არ შემიძლია მაგრამ ამ წამიდან ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს
-სახლში წამიყვანე...



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საშინება გადახდა პატარა გოგოს...ხომ იმსახურებს ბედნიერებას...ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent