წარსულიდან მომავლამდე (დასასრული)
ხანდახან, ჩვენი ცხოვრება სერიალის სიუჟეტს ჰგავს. თუმცა, უფრო ხშირად, უარყოფითი კუთხით. სერიალის ბოლოს ყველაფერი იდეალურადაა. „ბოროტსა სძლია კეთილმან“ და „დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“; მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ე. წ. „ჰეფი ენდი“ მხოლოდ რჩეულების ხვედრია. თუმცა, ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს საზიდი და ფასადის მიღმა, სხვის გულში რა ხდება, არავინ ვიცით. ხშირად გვინატრია ისეთი ადამიანის ცხოვრება, რომლის რეალობა რომ გვცოდნოდა, ამ ნატვრას წამსვე უკუვაგდებდით. ყველა ადამიანს, რაღაც გარკვეული როლის თამაში გვიწევს მისი უდიდებულესობის - საზოგადოების წინაშე. გამოკითხვა რომ ჩატარდეს, 100-დან 100 ადამიანი იტყვის, რომ ვერ იტანს თამაშს, ტყუილს, ღალატს. არადა, ყველა ადამიანში, დადებით თვისებებთან ერთად, ცხოვრობს მოთამაშეც, მატყუარაც და მოღალატეც. რომელს რა დროს წარმოვაჩენთ და რა დოზით გამოვიყენებთ, ეს უკვე თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. მაგრამ ცხოვრებაც თავის მნიშნელოვან როლს ასრულებს, რა თვისებები გახდება ჩვენთვის პრიოტრიტეტული სამომავლოდ. ნიკა ნავერიანი ვახტანგ მექვაბიშვილის ერთადერთი დისშვილი გახლდათ. ეს უკანასკნელი საკმაოდ გვიან დაქორწინდა და მამობის გრძნობაც 45 წლის ასაკში გამოსცადა. მანამდე, მისთვის ნიკა იყო ყველაფერი. უსიტყვოდ უსრულებდა ყველა კაპრიზს და ვერ წარმოედგინა ნავერიანს, თუ რამე იქნებოდა მისთვის მოუწვდომელი, სანამ ქეთა ჩარკვიანი არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მისმა უარმა გააგიჟა და მიზნად დაისახა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ქეთა მისი გამხდარიყო. ქეთას სამსახურიდან წასვლის ამბავმა გააგიჟა ნიკა. ჩუმად დაყვებოდა ყველგან, იცოდა ყველაფერი მის შესახებ, იცოდა მეტრეველს რამხელა ადგილი ეჭირა ქეთას ცხოვრებაში; ისიც იცოდა, რომ მალე გაამჟღავნებდნენ დამალულ სიყვარულს და მერე, ნავერიანი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამიტომაც, ბევრი აღარ უფიქრია და მოქმედებაზე გადავიდა. მაგრამ არ არსებობს იდეალური დანაშაული. მეტრეველი უმოქმედოდ არ გაჩერებულა. მეგობარს ჰკითხა რჩევა, რომელიც პოლიციაში მუშაობდა და კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომელსაც ნიკასთვის დღე და ღამ უნდა ეთვალთვალა. სანამ ბოლომდე გაირკვეოდა ყველაფერი, ერჩივნა, ქეთასთან დისტანცია დაეცვა. თანაც, ახლა უკვე თავად იყო ნაწყენი ქეთაზე. ამდენი ეხვეწა, ემუდარა და სანამ თავისი თვალით არ ნახა ქეთამ და ლოგიკურად არ დააკავშირა მოვლენები, ახსნის საშუალებაც არ მისცა. ხომ შეიძლებოდა, რომ უბრალოდ დამჯდარიყო და მოესმინა? მაგრამ არა! სრული უნდობლობა გამოუცხადა. ნუთუ იმ 2 თვის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა დათამ ისეთი, რომ პატარა ნდობა მაინც მოეპოვებინა?! საერთოდ, ძვირფასი ადამიანები ნებისმიერ ქმედებას უფრო მძაფრად აღვიქვამთ, მეტად გვიხარია და გვწყინს მათგან. თავის ბინაში უნდოდა გადასვლა დათას, მაგრამ ლიკა აპროტესტებდა, იქ ვინ მოგხედავსო? ქმარსაც იყოლიებდა, მაგრამ დათამ გადაწყვეტილება მიიღო. სადარბაზოსთან სათვალთვალო კამერა დაამონტაჟებინა დამატებით, დამხმარე ქალიც მოძებნა, რომელიც კვირაში 2 დღე მოვიდოდა, სახლის საქმეებს გააკეთებდა და სადილსაც მოამზადებდა. ქეთას სწერდა, ურეკავდა, მაგრამ ეს იყო რაღაცნაირად მშრალი საუბარი. კარგად ხვდებოდა ჩარკვიანი, დათას ცვლილების მიზეზს, ამიტომაც დუმდა. უხმოდ იტანდა დათასგან დაწესებულ „სასჯელს“, მაგრამ გულში ქარიშხალი უდუღდა. რაღაც უნდა ემოქმედა. აქამდე თუ სულ დათას მოქმედებას ელოდა, ახლა თავის თავზე აიღო ინიციატივა და მოულოდნელად მიადგა. დათამ ძველი ნაცნობივით გადაკოცნა და არაფრისმთქმელი სახით შეუშვა სახლში. - დალევ რამეს? - რაღაც ხომ უნდა ეთქვა. - არა. სალაპარაკოდ მოვედი. - ახედა ქვემოდან. - ტელეფონზე ვერ მეტყოდი? წვალებაც აღარ მოგიწევდა. - ჩვეული ირონია დაბრუნებოდა დათას ხმას. - დათა, არ გინდა. - სთხოვა ქეთამ. - რა არ მინდა? რა უნდა მითხრა? გითხარი, არ მახსოვს რა მოხდამეთქი. არ ვიცი მასთან სექსი მქონდა თუ არა. შენ ხომ ეს გადარდებს? ხოდა, არ ვიცი, გიღალატე თუ არა. და თუ მქონდა? რას იზამ? მთელი ცხოვრება შემახსენებ? - მე რომ დამმართნოდა ანალოგიური რამ, რას იზამდი? - ძლივს მოერია თავს, რომ არ ეტირა. - რას ვიზამდი გითხარი უკვე. ჯერ გავბრაზდებოდი. როცა ცოტა დავმშვიდდებოდი, მოგისმენდი. გავარკვევდი ყველაფერს და დედას მო...დი ყველას, ვინც მაგ საქმეში იქნებოდა გარეული. მე შენ გენდობოდი... - ახლა? - შიშით ჩაეკითხა ქეთა. - ახლა გული მაქვს ნატკენი. ზუსტად ვიცი, რომ სხვასთან არ მიღალატებ. ამას ვგრძნობ, მაგრამ გვერდში დგომა რომ დამჭირდეს, რაღაც მსგავსი რომ მოხდეს, არ მაქვს შენი იმედი. - ამის შემდეგ, რაც გინდა მოხდეს, მე შენ გენდობი. - ცდილობდა დამაჯერებელი ყოფილიყო. - ქეთა, მალე დაღამდება. წამოდი, სახლში გაგიყვან. - მშრალად უთხრა. ძლივს აითრია ტანი. ამას ვერ გადაიტანდა. ეს დათას დაკარგვას უდრიდა. ახლა აქედან რომ გასულიყო, იცოდა, აღარასოდეს დაუბრუნდებოდა დათას, რა ტკივილის ფასადაც უნდა დასჯდომოდა. ეს ბოლო მცდელობა იქნებოდა. ამის თქმას არ აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო. თუ დათა ისევ დისტანციას დაიჭერდა, მოკვდებოდა და აღარ დაუბრუნდებოდა. მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა. აღარ იყო დათას თვალები დანისლული მწვანე ტბები. ჩაშავებოდა და არაფრისმთქმელი მზერით ათვალიერებდნენ ქეთას. - მიყვარხარ! შენგან ველოდი ამ სიტყვებს, მაგრამ არასოდეს გითქვამს. მიყვარხარ და ყველა უშენოდ გატარებული წამი მტკივა. ვიცი, რომ უნდა მომესმინა შენთვის, მაგრამ შეცდომა დავუშვი. თუ შეგიძლია, მაპატიე. მაგრამ იცოდე, ახლა თუ აქედან გავალ, ჩვენი ურთიერთობა სამუდამოდ დამთავრდება. ამ წამს ყველაზე მეტად შენი ჩახუტება მინდა, შენი სურნელი, შენ თითები ჩემს სხეულზე... - თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავებას ცდილობდა. თითებით ოდნავ შეეხო სახეზე, მერე აიწია და მსუბუქად აკოცა. დათა გახევებული იდგა. არც არაფერს ამბობდა, არც რამე ემოცია ეხატა სახეზე. გარეთ საშინლად წვიმდა. თითქოს ცა ჩამოიცა. თითქოს მთელი წლის სამყოფი წვიმა დღეს მოვიდა. ქეთას შეკავებულ ცრემლსაც ცა ტიროდა. ჩანთა აიღო და შებრუნდა. მორჩა, დასრულდა ყველაფერი. აღარც მობრუნდება. ამიტომაც, ცრემლებს გასაქანი მისცა. კარი გამოაღო, მაგრამ მოულოდნელად მიუკეტეს. შემოაბრუნა და კარებზე ააკრა. - გგონია, გაგიშვებ? - მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა - მაგრამ აი ამას ვამბობ. ისევ იმავეს აკეთებ. ისევ არ მენდობი. გგონია, რომ შენი გაშვება შემიძლია. რა გავაკეთო, შენი ნდობა რომ დავიმსახურო? - მაკოცე! ოღონდ ეს უბრალო კოცნა არ უნდა იყოს - ეშმაკურად გაუღიმა ქეთამ. გიჟურად კოცნიდნენ ერთმანეთს, მოწყურებულად, მთელი მონატრებით. - მენატრებოდი... მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ... - მეც... მეც მერე იყო ნაცნობი საწოლი, დათას გიჟური ალერსი... საყვარელი ქალი მის მკლავებში იყო ისევ, მის ყველა ქმედებას იმეორებდა, კოცნიდა, ეფერებოდა, რიტმულად აყოლებდა დათას სხეულის მოძრაობას თავისას და უარესად ახელებდა. გარეთ ქარიშხალი იდგა, მაგრამ არაფერი ესმოდათ. - ტყუილად ვიწვალე, გესმის? ეს შტერი ადგა და თავისი ფეხით მიადგა სახლში. - ბობოქრობდა ნიკა ნავერიანი. ტელეფონიდან ამშვიდებდნენ, მაგრამ უარესი ემართებოდა. მოულოდნელად ოთახის კარი ბიძამისმა შემოაღო. - იცოდე, არ მომწონხარ და ფრთხილად იყავი. ისე არ გაიხადო საქმე, რომ მეც ვერ გიშველო. - საყვედურნარევი ხმით უთხრა მექვაბიშვილმა. - არაფერს ვაკეთებ. შენ სულ ეჭვის თვალით ნუ მიყურებ. - კარგად რომ გიცნობ, იმიტომ გიყურებ. უკვე ორჯერ გადაგარჩინე ციხეს. მესამე შანსი არ არსებობს. - გამოუტანა განაჩენი. - მისმინე, ცოტახანს შორს უნდა დაიჭირო თავი ჩემგან. ვითომ არ შევრიგებულვართ. ცოტა გადაიღოს წვიმამ და სახლში გაგიყვან. მანჩოსაც კი არ უთხრა, რომ შევრიგდით. სანამ ყველაფერს არ გავარკვევ, არავინ უნდა იცოდეს ჩვენ შესახებ. ასე მქონდა დაწყობილი, მაგრამ დღეს გეგმა ამირიე. ნიკას ეცოდინება აქ რომ ხარ. გვითვალთვალებენ ორივეს. ქუჩაშიც ეცადე, რომ დისტანცია დაიჭირო ჩემგან. არაფრის შეგეშინდეს, ყველაფერს მოვაგვარებ. - ნეტავ ჯერ არ გადაიღოს წვიმამ! - ინატრა ქეთამ. ეფერებოდა მონატრებულ დათას. ოღონდ, ეს არ იყო ჩვეულებრივი მოფერება. ხან ხელის ზურგს ჩამოუვამდა სახეზე, ხან თმაში შეუცურებდა თითებს, ხან მის ნავარჯიშებ პრესს მისწვდებოდა. - გტკივა? - ეკითხებოდა ჭრილობებზე. დათას ეღიმებოდა. გულაღმა იწვა. 1 წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ქეთა მთლიანად მისი იქნებოდა. ზედმეტად კმაყოფილი იყო, თუმცა, ბოლომდე ბედნიერი - ვერა. სანამ ნიკა იქნებოდა მათი აჩრდილი, ეს ბედნიერება სრულყოფილების ხარისხს ვერ მიაღწევდა. არ უნდოდა, ქეთა შეეშინებინა. - ნახე, წვიმას არ სურს, რომ გადაიღოს! - თავით მიანიშნა ფანჯრისკენ. - მაშინ გამოვიყენოთ ეს დრო! - იდუმალი ხმით ჩასჩურჩულა ქეთამ და ზემოდან მოექცა. დათა წამოჯდა. წელზე შემოიწყო ქეთას ფეხები და მის მკერდს შეეხო. ქეთას ციებიანივით გააკანკალა. თამამად მიუშვირა მკერდი და უკან გადაიხარა. წვიმის ხმას ეწყობოდა ქეთას კვნესა და დათას გახშირებული სუნთქვა. წვიმა გადაღებას არ აპირებდა. თითქოს უნდოდა, ამდენი მონატრების შემდეგ, ერთმანეთით დამტკბარიყვნენ. ახალი წელი ახლოვდებოდა. თვენახევარზე მეტი იყო, რაც შერიგების ამბავს მალავდნენ. ერთმანეთს მაქსიმალურად ერიდებოდნენ. მხოლოდ ტელეფონზე საუბრობდნენ უსასრულოდ, მაგრამ ეს მონატრებას ვერ აქარვებდა. - ახალ წელს ჩემები გრანდიოზულ ფართის აწყობენ სახლში და უნდა მოხვიდე! - სულმოუთქმელად მიაყარა მანჩომ. - მაგრამ დათას იქნება ალბათ. კახა დაპატიჟებდა უკვე. იქნებ შერიგდეთ კიდეც. - მოვალ, მანჩი. უარის თქმას არც ვაპირებდი. უკვე ცუდად ვარ სახლში ყოფნით. მანჩოს მშობლებს დიდი, 3 სართულიანი სახლი ჰქონდათ, საკმაოდ ლამაზი ეზოთი. ყოველდღე ათობით სამშენებლო კომპანია მოდიოდა ტერიტორიის შესყიდვის მიზნით და მილიონებს სთავაზობდნენ, მაგრამ მანჩოს მამა - ზურაბი უარზე იყო. ფული ნამდვილად არ უჭირდა. ბიზნესის საოცარი ნიჭი ჰქონდა. მშობლების დატოვებულ ქონებას 10 იმდენი მიამატა. სულ უნდოდა, მანჩო თავისთან ჩაერთო საქმეში, მაგრამ ეს უკანასკნელი უარზე იყო. ვერაფერს აძალებდა ზურაბი. უხაროდა კიდეც, ასეთი დამოუკიდებელი რომ იყო მისი ქალიშვილი. საგანგებოდ ემზადებოდა ქეთა. უნდა ენახა ის, ვის გამოც ამდენ მონატრებას იტანდა. სარკეში რომ ჩაიხედა, კმაყოფილების შორისდებულები ამოუშვა. ამ თვენახევრის განმავლობაში, აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. ამიტომაც, ვიზაჟის კურსები გაიარა. აღფრთოვანებული იყო საკუთარი ნახელავით. ულამაზესი შავი კაბა ჩაიცვა. ლალი აპროტესტებდა, ამ ახალწელს რა შავი აგიტყდაო, მაგრამ ქეთამ მხოლოდ გაუღიმა, ხმაურიანად აკოცა ლოყაზე და განაიარაღა. სულ ასე იყო. ლალის თითქოს მკაცრი დედის იმიჯი ჰქონდა, მაგრამ ქეთამ კარგად იცოდა, როგორ გენეიტრალებინა დედის სიმკაცრე. ტაქსით მივიდა დანიშნულების ადგილამდე. საგანგებოდ გამოწყობილი მანჩო გამოეგება. - ის აქაა. გითხარი მაინც - ყურში ჩასჩურჩულა. ქეთას გულმა დარტყმა გამოტოვა. სახლში შეაბიჯეს. და აი ისიც. უსიმპატიურესი იყო მეტრეველი. ძლივს გადააგორა ნერწყვი ქეთამ. მივიდა, ნაცნობივით გადაკოცნა და მონატრებული სურნელი ღრმად შეისუნთქა. - ულამაზესი ხარ ამ კაბაში, მაგრამ მე შიშველი უფრო მომწონხარ. - ისეთი ხმით უთხრა დათამ, ლამის წინასწორობა დაკარგა ქეთამ. უამრავი სტუმარი იყო შეკრებილი. ახალ წელს ყველა აივანზე შეხვდა. სვამდნენ, ერთობოდნენ... მანჩო საკმაოდ მთვრალი იყო და ქეთასაც აძალებდა დალევას. რამდენიმე ჭიქა დალია ჩარკვიანმაც, მაგრამ ცდილობდა, კონტროლი არ დაეკარგა. მაინც იმოქმედა სასმელმა. პირველ სართულზე ყველა საპირფარეშო დაკავებული იყო. მეორეზე ავიდა. თავი მოიწესრიგა. სველი ხელი ჩამოისვა გახურებულ გულ-მკერდზე. ცოტა გონზე მოვიდა. კარი გამოაღო თუ არა, ვიღაცამ სტაცა ხელი და მესამე სართულზე თითქმის ძალით აიყვანა, ოთახში შევარდა, ქეთაც შეიყოლა და კარი გადაკეტა. სიბნელეში ვერაფერს არჩევდა ქეთა. შიშისგან ენა ჰქონდა ჩავარდნილი. - ახლა რომ არ მოგეფერო, მოვკვდები. - ჩაესმა ნაცნობი ხმა და მოეშვა. ჩამრთველი მოძებნა. რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ სინათლისთვის თვალი შეეჩვია. - შენ ნორმალური ხარ? გული გამიხეთქე, ლამის მოვკვდი. გაექანა მეტრეველისკენ და მუშტები დაუშინა. ხელები გაუკავა დათამ სიცილით და კედელს ააკრა. - ახლა ისეთი სექსუალური ხარ, როგორც არასდროს! - ბარძაყზე აატარა თითები და უკანალზე მოუჭირა. - ხელი გამიშვი. ავადმყოფი ხარ! - ბრაზი არ განელებოდა ქეთას. - ასე უფრო მაგიჟებ. - ყურადღებას არ აქცევდა მეტრეველი ქეთას ბრაზს. - იცოდე, ბევრი დრო არ გვაქვს. - თან საცვალს მისწვდა. თითებმა სწრაფად მოძებნეს ყველაზე სენსიტიური ადგილი, დათას ტუჩები კი ქეთას ტუჩებზე ნებივრობდნენ. ისე სწრაფად გახადა კაბა, გონზე მოსვლა ვერ მოასწრო ქეთამ. ახლა მკერდს ჩააფრინდა დათა. კოცნით ჩამოუყვა, მერე ქვემოთ ენით წაეთამაშა. ჩუმი კვნესა მოწყდა ქეთას ბაგეს. ზემოთ წამოწია დათა და პერანგის ღილები ჩაუხსნა. გიჟიგით კოცნიდა, თან ქამარს ეტანებოდა გასახსნელად. როგორც იქნა გახსნა, მერე შარვალიც მიაყოლა და ხელით მიეფერა. - მალე, თორემ ვეღარ ვითმენ. - ჩასჩურჩულა დათას. მეტი თხოვნა არც დასჭირვებია მეტრეველს. რამდენიმე წამში შეუერთდა საყვარელი ქალის სხეულს. მანჩოს ხვეწნის მიუხედავად, ქეთამ სახლში გადაწყვიტა წასვლა. ტაქსიში იჯდა და მერამდენედ ატრიალებდა გონებაში მომხდარს. ყელზე ულამაზესი ვერცხლის ძეწკვი და სვაროვსკის თვლებით მოჭედილი ულამაზესი კულონი ეკეთა. ეს იყო დათას საახალწლო საჩუქარი იმ დაუვიწყარ სექსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თავის გემოზე ვერ ნახულობდა მეტრეველს, მაინც ბედნიერი იყო. ტაქსის მძღოლს თანხა გადაუხადა და გადმოვიდა. თენდებოდა. საშინელმა სიცივემ აუწვა სახე. ყინვამ მარწუხებივით მოუჭირა მთელს სხეულზე და აიძულა ნაბიჯი აეჩქარებინა. სადარბაზოში შედიოდა, რომ ვიღაცამ თმაში ხელი ჩაავლო და პირზე ხელი ააფარა. - მეჯლისიდან დაბრუნდი პრინცესა? - გაიგო საძულველი სისინი. წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ნიკას კიდევ ერთი მიეშველა და მანქანაში შეტენეს. გულმა მტკივნეულად უჩხვლიტა. დასაკარგი დრო არ იყო, იდაყვი მთელი ძალით ჩასცხო ნეკნში ნიკას. საშინელი ტკივილი იგრძნო ქეთამ. არაადამიანური ხმით დაიბღავლა ნავერიანმაც და წამიერად ხელი შეუშვა. ამით ისარგებლა ქეთამ, მანქანიდან გადახტა და მიშველეთო, ატეხა ყვირილი. თან სადარბაზოსკენ გარბოდა. მძღოლმა სწრაფად დაქოქა მანქანა და ადგილს მოსწყდა. - დამერხა! ახლა ნამდვილად დამერხა! - ყვიროდა გამწარებული ნავერიანი. - სადაა ჩემი მობილური? ჩქარა, ვახოს დაურეკე! ბოლოჯერ უნდა მიშველოს. - ერთიანად კანკალებდა. ამასობაში ქეთა სახლში აიყვანა ლალიმ. პოლიციის გამოძახება არავის გახსენებია. - ვინ იყო, იცნობ, მამი? - მეათასედ ეკითხებოდა თამაზი. ხმას ვერ იღებდა ქეთა. ყურებზე ხელს იფარებდა და უხმოდ ტიროდა. - შეეშვი! ვერ ხედავ, რომ ცუდადაა? - დაუცაცხანა ლალიმ. - წამოდი, დე, დაწექი. აი, ეს წამალი დალიე. დაგამშვიდებს. ოთახში შეიყვანა. თავისი ხელით გახადა ტანსაცმელი, პიჟამა ჩააცვა, ჩააწვინა და გვერდით მიუწვა. ქეთა ჩაეხუტა დედას. ბავშვობაში რამე რომ ეწყინებოდა, ან შეეშინდებოდა, ან უხაროდა, ასე ეხუტებოდა დედას. მამას ნებიერა იყო, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში დედის ჩახუტებას სთხოვდა სხეული. ახლაც, დედის მკერდში თავჩარგული ჩუმად ტიროდა. სუსტი მხრები უცახცახებდა. ლალი უხმოდ განიცდიდა, ეფერებოდა თავის ერთადერთს. - კარგი, დე, დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა. მე შენთან ვარ. ყველაფერმა ჩაიარა. ეცადე, რომ დაიძინო. - ჩურჩულით ეუბნებოდა. როგორც იქნა, ჩაეძინა ქეთას! - გადამრევ შენ! იმისთვის გიხდი, რომ როცა ყველაფერი ჩაივლის, მაშინ გავიგო ინფორმაცია? - უყვიროდა გაგიჟებული მეტრეველი დეტექტივს. - რომ მოეტაცა, სად მიდიოდი? ხომ მოგკლავდი ჩემი ხელით, რამე რომ დაეშავებინა იმ სირს ქეთასთვის? ხომ გითხარი, 24 საათი გეთვალთვალა? და ახლა რას მიკეთებ? იმის მაგივრად რომ შენს საქმეს აკეთებდე, ჩემთან ზიხარ. - ნუ აჭარბებ. ამდენი ინფორმაცია შეგიგროვე. შენი დაჭრის ამბავზეც გავარკვიე. შენ კი რას ელოდები? რატომ აქამდე არ წახვედი პოლიციაში? - არ დაუთმო დეტექტივმაც. - ვაღიარებ, რომ შემეშალა. ყურადღება მოვადუნე, მაგრამ მთელს ნაშრომს წყალში ნუ ჩამიყრი. სასწრაფოდ მიმართე პოლიციას და საჩივარი შეიტანე. ვახო მექვაბიშვილმა მაინც ვერ გაწირა ერთადერთი დისშვილი. იმ ღამესვე მანქანით გაუშვა თურქეთში, იქიდან კი საფრანგეთში. ყველა გავლენა გამოიყენა ყველასთან, რომ იქნებ როგორმე მოეგვარებინა ეს საქმე. კარგად ხვდებოდა, რომ მისი გათამამებულ-გაფუჭებული იყო ნიკა. უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ იბობოქრა, ხელიც გაარტყა, უფულოდ დატოვებით დაემუქრა, მაინც ვერ გაწირა. გული იმით დაიმშვიდა, რომ ნიკას საქართველოში აღარ ჩამოესვლებოდა. როდესაც თვითმფრინავი აფრინდა ათათურქის აეროპორტიდან, ნიკამ ბოროტი ღიმილით დახედა ქეთას მომღიმარ ფოტოს. „გაგიმართლა, მაგრამ რა იცი, რა ხდება. იქნებ კიდევ შევხვდეთ ოდესმე და განანებ, რომ ჩემი სიყვარული უარყავი“ - გაიფიქრა და დაპატარავებულ შენობებს გადმოხედა ზემოდან. აპრილი იწურებოდა. მზე უხვად აგზავნიდა სხივებს, ყინვით შეწუხებული ბუნების გასათბობად. გაზაფხული სუნი იდგა. ქეთა ფსიქოლოგისგან მოდიოდა. ჯერ ისევ ჰქონდა შიში, რომ ქუჩაში ნიკას გადაეყრებოდა. ნაცნობი ჯიპი დალანდა ქუჩის გადაღმა და შვებით ამოისუნთქა. დათა ელოდა. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ხმაურიანად აკოცა. - იცი, მანჩო ყაზბეგში წასულა. არ გინდა, რომ დავადგეთ? - ჭინკები ათამაშდნენ მწვანე ტბებში. - მოიცადე, უჩემოდ წავიდა? - ეწყინა ქეთას. - ჰო, ციალა გამხდარა შეუძლოდ. დამირეკა და მითხრა, ქეთა წამოიყვანე და წამოდიო. - სერიოზულია რამე? - შეშფოთდა ჩარკვიანი. - არ მგონია. ალბათ წნევის ბრალია. სახლში გაგიყვან, ჩემოდანი ავიღოთ და წავიდეთ. დედაშენთან უკვე დავრეკე და იცის. 1 წელი ხდებოდა ყაზბეგში არ ყოფილა. წელს ადრე დათბა. აქ ივლისშიც კი გრილოდა, მაგრამ სხვა წლებთან შედარებით ისე არ ციოდა. თოვლი მხოლოდ მთის წვერებზე იყო შემორჩენილი. მიწიდან მოკლე ბალახს წამოეყო თავი მწვანედ. თუმცა, მთას რას გაუგებ? შეიძლება ხვალ თოვლი მოვიდეს. ამით გაგრძნობინებს, რომ მისი ხასიათი კანონზომიერებას არ აქვემდებარება. ნისლის ფთილები ისევ უწესრიგოდ ეყარნენ მთის კალთებზე. მყინვარი ჯაშუშივით უთვალთვალებდა გარემოს ნისლიდან. ხან წვერს გამოაჩენდა, ხან შუა ნაწილს, ხან, რამდენიმე წამით მთლიანად გამოჩნდებოდა და მერე ისევ ნისლის საბურველში გაეხვეოდა. ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ბოლოს წამოკრიფა ნისლები, გვირგვინივით შემოიდგა თავზე და კაი ხანს ასე იყო. თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა. „ნისლი ფიქრია მთებისა...“ თერგი ჩვეული ღრიალით მიაგორებდა ტალღებს. მისი ხმაური ექოსავით ისმოდა. „თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“ . მიჰქრის გაშმაგებული და არ აინტერესებს, მის ქებას იტყვიან თუ ძაგებას. ისევ მტკიცედ ცდილობს მისი მუქარის განეიტრალებას გერგეთი. ისევ იმედი იღვრება ცისა და მიწის გასაყარზე აგებული ტაძრიდან, თითქოს გზას გიჩვენებს, სად უნდა ჰპოვო სულიერი სიმშვიდე და ამქვეყნიურ ამაოებას დააღწიო თავი. - წამო, ჯერ დარიალში გადავიდეთ. - ეუბნება დათა. - მერე ციალა? - წუხს ქეთა. - ხომ გითხრა მანჩომ, უკეთესად არისო? - კარგი, გადავიდეთ. - ნებდება ბოლოს. რაღაცნაირი მაცოცხლებელი ჰაერია დარიალში. ჩრდილოეთის უხილავი კარიბჭე ყოველთვის ჟრუანტელს ჰგვრის მნახველს. მაღალ მთებში ჩაკარგულ ხეობას იდუმალი ელფერი დაჰკრავს. თითქოს შიშს და რიდს ერთდროულად გგვრის. მანქანიდან გადმოვიდნენ. მუქი მთები ამაყად იმზირებიან. იციან, კარგად იციან საკუთარი სიდიადე. ძლიერი ქარი ჰქრის. „დელგმის დარად დარიალში ვიჭრები, მივქრი ჯიქურ და პირქარი მჭექარობს. ქარაფებში ირხევიან ფიჭვები, შენს მიმოხვრას მაგონებენ მზექალო“. - სადღაც, თითქოს ფიქრის იქით იმეორებს დათა. - გაბრიელ ჯაბუშანურის თითქმის ყველა ლექსი მის სიყვარულს, მზექალს ეძღვნებოდა. - ისევ აგრძელებს ჩაფიქრებული. - როგორი სიყვარული იცოდნენ ადრე. ახლა კი გაუფასურებულია ეს სიტყვა. იმეორებენ გაუაზრებლად და საქმით არაფერს აკეთებენ. როგორ ფიქრობ, ამდენ ხანს რატომ არ მითქვამს ეს სიტყვა შენთვის? - თავისკენ შეატრიალა ქეთა - შესაფერის ადგილს და სიტუაციას ველოდი. მინდოდა, სამუდამოდ დაგხსომებოდა. მინდოდა, ჩვენთვის მაინც ყოფილიყო ეს სიტყვა თავისი რეალური მნიშვნელობის საპირწონე. მიყვარხარ და მინდა, რომ სამუდამოდ ჩემ გვერდით იყო. თანახმა ხარ? - მეც მიყვარხარ! - გაუღიმა გულაჩუყებულმა და ჩაეხუტა. - ხოდა, დარიალია ჩვენი სიყვარულის მოწმე! - ქეთას თმაში ჩამალა სახე. ისევ ამაყად იმზირებოდნენ თმაშევერცხლილი მთები, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა სიამაყე იყო. ისინი მოწმე იყვნენ დიდი სიყვარულისა. ზუსტად ისინი იმსახურებდნენ, რომ საკრალური სიტყვა მათი თანდასწრებით წარმოთქმულიყო, მაგიური შელოცვასავით. ქარი ისევ ძლიერად ქროდა და სად, ქვეყნის რომელ მხარეში მოყვებოდა ამ სიყვარულის ამბავს, კაცმა არ იცის. „მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს - შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ. ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის, შენი თმები მაგონდება, მზექალო.“. დასასრული. თავიდან, დროის გაყვანის მიზნით დავიწყე აქ წერა. დასაწყისშივე აღვნიშნე მიზეზი და ისიც, რომ არაფერზე პრეტენზია არ მაქვს. წლებია საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ქართველებთან იშვიათად მაქვს შეხება. რა თქმა უნდა საკუთარი ენა არ დამვიწყებია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კითხვის დროც არ მაქვს ხშირად, ჩემი ლექსიკური მარაგი საკმაოდ მწირი გახდა. აქვე ვკრებდი ტექსტს და რომ გადავხედე, ბევრი სტილისტურად გაუმართავი წინადადება იყო, ასევე პუნქტუაციის პრობლემაც... უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი. თუნდაც 1 ადამიანი ხომ წაიკითხავდა ამას? თუ სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ პოსტს, ხომ ვცდილობ, გადავიკითხო და ისე დავდო? სწორედ ამიტომაც, ვეცადე, რომ მეტ-ნაკლებად გამომესწორებინა შეცდომა. თუმცა, ბევრი რამ მაქვს დავიწყებული გრამატიკიდან და იმედი მაქვს, ძალიან არ გამაკრიტიკებთ ამის გამო. არც ველი, რომ ეს რამე განსაკუთრებულია. ჩვეულებრივი, მზესუმზირასავით "საკნაწუნო" თავის შესაქცევი ამბავია ბანალური სიუჟეტით, მაგრამ მაინც ვეცადე, პატარა პრობლემებზე გამემახვილებინა ყურადღება. თუნდაც იმაზე, რაიონებში როგორი შეზღუდულია გათხოვილი ქალების უმეტესობა, ან როგორ ცუდად მოქმედებს არასწორი აღზრდა ბავშვზე, როგორც ნიკას შემთხვევაში მოხდა. ან კიდევ, როგორი გაუფასურებულია სიტყვა "მიყვარხარ" . მადლობა თითოეულს, ვინც თქვენი ძვირფასი დრო ამ ამბის წასაკითხად დახარჯეთ. ბოდიში, თუ იმედი გაგიცრუეთ. ნიკას არ დასჯაც დღევანდელი რეალობაა: როდესაც ძლიერი მფარველი გყავს, შენთვის ყველაფერი "მოსულა". რაც შეეხება პეიზაჟების აღწერას, ეს ჩემი სუსტი წერტილია. მანგლისის ამბები ხალხისგან მაქვს მოსმენილი, როცა დასასვენებლად ჩავდიოდი. ყაზბეგი და ზოგადად მთა უზომოდ მიყვარს და მენატრება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და შორიდან გეფერებით ჩემო ქართველებო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.