შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე! (ნაწილი 11)


10-07-2024, 16:07
ავტორი llella
ნანახია 1 770

ჩახველებას უჩას ნათქვამი მოყვა...
-უნდა გაკოცო!
ბაგეები როდის შეერწყა ერთმანეთს არ მახსოვს, არც ის მახსოვს როდის მიეკრო მისი სხეული ჩემსას, უგონოდ და ნაზად მკოცნიდა და ლამის გული წამსვლოდა სიამოვნებისგან, წუთის მერე გაიწია ცოტათი და თვალებში ჩამხედა, თვალებში ვნება იკითხებოდა და მასაც არანაკლებ დაბინდული მზერა ჰქონდა, მარჯვენა ხელი ნაზად შეახო ჩემს მხარს და ხალათი გადაწია, დაიხარა და მოშიშვლებულ მხარზე ნაზად მეამბორა, თუმცა ტუჩები მხრიდან არ მოუშორებია, ვიგრძენი იგივე ხელის შეხება წელზე, ნაზად რომ სრიალებდა ატლასის პიჟამაზე და მომენტებით, ძალას ვგრძნობდი, მოუზომავს და ძლიერს ჩემს თეძოზე.
-ეს არაა სწორი-ვლუღლუღებდი შემორჩენილი ძალით და ხმით.
-სწორია-ყრუდ მესმოდა მისი.
ძირს დაცემული ხალათი ფეხის ტერფებით ვიგრძენი და ჭიანჭველების მარშმა გაიარა თუ არა ჩემს სხეულში, თვალები ფართოდ გავახილე და ვეცადე ცოტაოდენი აზრი მაინც დამეტანებინა ჩემი საქციელებისთვის.
-უჩა!-სასაცილო იყო ის სიმკაცრე, რომლისაც მეც კი არ მჯეროდა.
-გისმენ-კისერს მოუშორებელმა მიპასუხა.
-უჩა...
ბოლო კნავილის მაგვარი აღმომხდა, როცა მისი ახურებული ხელი ჩემს საჯდომს შეეხო და ლამის დავიკივლე სიამოვნებისგან, ამას მკერდზე პიჟამას გარედან მისი ტუჩების შეხება რომ მოყვა. გონებაარეული მივხვდი, რომ მეც მინდოდა უჩა ვარშანიძე იმავე სურვილითა და ვნებით, როგორითაც მას, რომ აბსურდი იყო იმ სურვილზე შეწინააღმდეგება, რომელიც მთელს ამ სახლსა და არემარეზე დიდი და მასიური იყო.
ერთი ამომხედა, წელში გასწორდა და მკაცრად დამაკვირდა.
-არ მინდა ინანო, გესმის? თუ კი რამეა, გავჩერდები, არ მინდა ინანო ერთი წამიც ჩემთან გატარებული. თუ კი არ ხარ მზად, ან რავიცი რამე, შენ მითხარი და მე გავჩერდები, მართალია მინდიხარ უზომოდ, მაგრამ გავჩერდები, ხომ გესმის არა?-ლუღლუღებდა თავისთვისაც გაურკვევლად.
ჩემი კისერზე შემოწყობილი ხელებით მიხვდა, რომ შეეძლო გაეგრძელებინა, ნაზად შევეხე მის მხრებს, პერანგის ღილები ნელა შევუხსენი და მის მზერას ნათლად ვგრძნობდი, როგორ აკვირდებოდა ყველა ჩემს მოძრაობას, მის შიშველ მხრებს რომ ვკიდე თვალი, ერთი ვნების კორიანტელი თავში ისევ დამიტრიალდა, ავხედე დაბნეული და არეული თვალებით და მის ქმედებას დაველოდე.
სულ წამი დამჭირდა იმის გააზრებისთვის, რომ პიჟამა აღარ მეცვა, ფანჯრიდან შემოსულმა ნიავმა მაცნობა, რომელსაც ჩემს სხეულზე დაედო ბინა, მის წინ შიშველი ხარო, მხოლოდ ქვედა საცვლით ვიდექი და ლამის იყო სირცხვილისგან დავპატარავებულიყავი.
ფიქრებსა და მორიდებას დაეჯახა მისი ბაგეების შეხება ჩემს მკერდზე, მეორეს ხელით ძლიერად უჭერდა და ლამის იყო ვიფიქრე მომაძროს უნდა თქო, ვნების ბურუსში გახვეულმა, ნაზად ამიყვანა ხელში და გააგრძელა ჩემი ტუჩების დაპყრობა, მიმაწვინა საწოლზე და ჩემს ზემოთ მოთავსდა, ცალი ხელი წელზე ისე შემომაჭდო, ვიფიქრე ეშინია არ გავექცე თქო, მეორე ხელით ისევ მკერდის შესწავლით იყო დაკავებული, მისი მცოცავი ტუჩები ჩემს მხრებზე, მკერდზე და მუცელზე მონაცვლეობით, გონებას მაკარგვინებდა და ვერ გამეგო, ეს სიამოვნების ექსტაზი გულს გამიჩერებდა თუ არა. საბოლოოდ, მთლიანი სხეულის შესწავლა რომ დაასრულა და დამეწაფა ტუჩებზე, დაბუჟებასა და სიამოვნებას ერთიანად ვგრძნობდი, ის 3 ჭიქა ღვინო და სიგარეტის სუნი, მის სუნამოში შერეულიყო და ვნების ელექსირად მეძლეოდა.
-დარწმუნებული ხარ?-დამხედა ზემოდან და დავინახე, როგორ დაებერა ძარღვები-არ მინდა ინანო და თავი დაიდანაშაულო მერე, არ მინდა... მოკლედ ხომ ხვდები...
წამოვიწიე და მის ტუჩებს ნელა შევეხე, რაც მისთვის უკვე პასუხი იყო. უკანასკნელი ნაჭრებიც მოაშორა სხეულებს და ნაზად შემეხო ხელით ბარძაყზე, ისევ თვალებში მიყურებდა და ელოდა, იქნებ რაიმეზე შევდრკებოდი, თითქოს მასაც ეშინოდა მოსალოდნელის. საბოლოოდ რომ დარწმუნდა ჩემს სურვილსა და მასზე მინდობლობაში, მოექცა ჩემს ფეხებს შორის და შუბლზე მაკოცა.
-მინდიხარ-ხრიალით აღმოხდა, ლამის დამაკვდა მკერდზე და ხელები შემომხვია მუცელზე.

მერე კი...

მერე, მხოლოდ შავი ცა მახსოვს გადაჭედილი ვარსკვლავებით, ქარი, რომელიც ძლიერად ეხეთქებოდა ფანჯრის რაფას და სადაც იყო ჩამოელეწა იქაურობა, უჩას გამალებული და დამძიმებული სუნთქვა და ჩემი კვნესა, რომელსაც საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი, ჩემი ფრჩხილები მის ზურგსა და კისერზე მახსოვს და ის ბედნიერი ღამე მასთან ერთად გატარებული.
სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდით ორივე და ლამის იყო გონება დამეკარგა ძალაგამოცლილს, რომ არა მისი მკლავები, რომლებიც ძლიერად ჩამეჭიდნენ და ნაზად მიმიხუტეს, მის გულ-მკერდზე დავდე თავი და მარჯვენა მხართან შემორჩენილ დიდ შრამს ვუსვამდი თითს.
კანკალმა ამიტანა უეცრად, ალბათ გააზრებისა და დალაგების მომენტი ჰქონდა ჩემს გონებას, როგორც კი იგრძნო, რომ კანკალს ვყავდი ატანილი გაიწია და მხარზე მომიჭირა ხელი.
-რატომ კანკალებ?-გაოცება და დაძაბულობა ერთიანად შეეტყო სახეზე-მილა რა გჭირს?
-არაფერი უჩა..
-გატკინე რამე? უხეშად შეგეხე?
-არა თქო, ხომ გითხარი.
-დამენახე, ნამდვილად არაფერი გტკივა? წყალი მოგიტანო?
-არა, არაფერი.
-ოღონდ ის არ მითხრა, რომ გძაგს ჩემი შეხება-ჩამხრჩვალი ხმით მითხრა წამის მერე.
-ნუ სულელობ-ვცადე გამეღიმა.
თუმცა სხეული მართლაც რომ მტკიოდა, რაც ჩეულებრივი ამბავი იყო, პირველი გატარებული ღამის შემდეგ.
-მითხარი, ნანობ? არ დამიმალო!
-უჩა გთხოვ...
-მიპასუხე! ნანობ რაც ჩვენს შორის მოხდა?!-უკვე საწოლზე წამომჯდარი მელაპარაკებოდა, მე კიდევ სირცხვილისგან სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი.
-არა, არ ვნანობ.
-არ მომატყუო.
-არ გატყუებ.
-აბა? ანუ გტკივა ხომ?
-მერიდება.
-რისი, ან ვისი?-გაოცებულს აღმოხდა და დამაკვირდა.
-საკუთარი თავის-არ დამიმალია.
-რას გულისხმობ? ვერაფერი გავიგე.
-საკუთარი თავის მერიდება, ასე რომ მოხდა და შენს წინ ახლა ერთი საცოდავი ნაჭერიც არ მაფარია, არ ვნანობ, ეგ ამოიგდე თავიდან, მე ჩემით გადავდგი ეგ ნაბიჯი და ყველაფერი იდეალურადაა, უბრალოდ გააზრებას დრო მიაქვს, იმის გააზრების, თუ რა მოხდა-მის ხელს ძლიერად ჩავეჭიდე.
-შენ ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი ხარ და იცოდე, მხოლოდ მე მეკუთვნი და საერთოდ, არ უნდა გერიდებოდეს, ამ წამს მე ყველაზე ბედნიერი და ამაყი კაცი ვარ-მაკოცა ნაზად და მიმიხუტა-ხომ არ გცივა?
-სულ ცოტათი, მგონი ამინდი იშლება.
-მოვიტან პლედს.
-უჩა...-ფეხზე წამომდგარს გავხედე.
-გისმენ.
-მიყვარხარ!
-გემიმეორე, გთხოვ.
-მიყვარხარ!
სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ და უეცრად მაკოცა.
-ჩემი ბედნიერება ხარ ქალბატონო-თმაზე მომეფერა და გამიღიმა.
პლედი მომახურა, მიმიხუტა და დავიძინეთ.
მეორე დღეს ყველა ერთად ვერთობოდით, საკმაოდ ბევრი დალიეს ბიჭებმა და ლამის ჩვენი მისათრევი გახდნენ საწოლებამდე, ამ ღამეს ევა ჩვენთან დარჩა, მე ამ გიჟის გვერდით ოთახში აღარ დავიძინებო, გამოაცხადა.
დილით დავუბრუნდით ბათუმს და ყოველდღიურობას.
-მა, 1 კვირაში მოვა უჩა ოჯახთან ერთად-ყველანი ერთად რომ ვისხედით, მაშინ ვუთხარი მამას.
-მობრძანდნენ ბატონო, მე ბებია-ბაბუებს უნდა ვუთხრა მამა.
-მეც ეგ უნდა მეთქვა-ჩაერია დედა.
-კი, აუცილებლად.
მთავარი მომენტი გავიარეთ, ის 2 დღე ჩვეულებრივად გავიდა, უჩა მუშაობდა და არ ეცალა წესიერად, მხოლოდ ღამე ახერხებდა რომ ვენახე.
კვირა შესრულდა და დღე დადგა, როცა უნდა მოსულიყვნენ, ნერვიულობისგან სადაც იყო ჭკუიდან შევშლილიყავი, ვხუმრობდი, ასეთი სანერვიულო თუ იყო, რომ მცოდნოდა არ დავთანხმდებოდი ამ ყველაფერს თქო, რაზეც დედაჩემს კატასტროფული რეაქცია ჰქონდა, ჩემი პატარა ოჯახი, ბებიები და ბაბუები და რაც მთავარია ევა მყავდა ჩემი მხრიდან, უჩას კი მისი მშობლები, ბიძამისი, ბებია-ბაბუები, ლევანი და დათუნა ახლდა.
ვაჟბატონი ჩემს გვერდით დაჯდა, მე ევა მომიჯდა, მას კი ლევანი, სასაცილო ის იყო, რომ მას ჩემზე მეტად ემჩნეოდა ნერვიულობა.
-უჩა, ბიჭო ცოტა მოეშვი-ჩასჩურჩულა ლევანმა.
-ადვილი სათქმელია, ცოლს პირველად ვინიშნავ.
-ძაან დაძაბული ზიხარ შენს ძმობას ვფიცავარ, ბებიამისი ისე გიყურებს, ლამისაა თავზე ხელი გადაგისვას და შეგიცოდოს-დასცინა თავზე დამდგარმა დათუნამ.
უფროსებმა ბევრი ილაპარაკეს, ბოლოს კი უჩას მამა ადგა ფეხზე და მამაჩემს მიუბრუნდა.
-კოტე, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ეს პერიოდი, განვლილი ჩვენს მიერ კარგი იყო თუ ცუდი, იყო დასამახსოვრებელი, დღეს შენს ოჯახში კარგი და საპასუხისმგებლო საქმით ვარ მოსული, შენი შვილის ხელი მინდა გთხოვო ჩემი ვაჟისთვის.
-ბატონო კოტე, თქვენი შვილის ხელს გთხოვთ-უჩა წამოდგა ფეხზე და მამას გახედა დაძაბულმა.
-თქვენ ითხოვეთ-შეხედა ორივეს-მამა, შენ რას იტყვი, შენი ხელის სათხოვნელად არიან-გამიღიმა კოტემ და როცა ჩემგან თანხმობა მიიღო გაიღიმა-თანახმაა.
უჩა თვალს არ მაშორებდა, დათუნას მიწოდებული ბეჭედი გამოართვა და გამიკეთა.
-ახლა ოფიციალურადაც ჩემი ხარ-მიჩურჩულა ყურში და ლოყაზე მაკოცა.
-გილოცავთ!-დაიყვირა დათუნამ და გადაგვეხვია ორივეს.
მოლოცვები ყველასგან მივიღეთ ვინც იქ იყო, ემოციურად მშლიდა ის აზრები, რომ აწი ოფიციალურად გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ჩემებისგან წასვლა და მათ გარეშე ცხოვრება დაიწყებოდა, რაც სევდას მგვრიდა და მაშინებდა ცოტათი.
-ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები!-ძლიერად ჩამჭიდა ხელი.
ბედნიერების ცრემლები, ღიმილი, ხმაური, მოლოცვები.
ადამიანი როგორი ძლიერია.


ლამის 2 კვირა ნიშნობის ამბებში გავიდა, სადაც იყო ბათუმის ყველა რესტორანი და დარბაზი გვენახა, ყველაფერი უკვე თავბრუს მიხვევდა და სადაც იყო ხასიათში გადამსვლოდა დაღლა.
-მე პირადად არ გავთხოვდები, გადავიწვი-წუწუნი დაიწყო ევამ და ლევანს მიეყრდნო.
-მართლა ძაან დავიღალე-ჩამოვჯექი ბორდიულზე.
-გაცივდები მილა, თავს უნდა მიხედო ახლა შენ-დამტუქსა უჩამ და ფეხზე წამომაყენა.
-დამაჯინე რა, ფეხები გამომეგრიხა ადამიანო-გავიცინე.
-მანქანაში დაჯექი.
რესტორანიც დავჯავშნეთ, კაბაც შევიკერე და უჩამაც კი მოირგო როგორც იქნა ნიშნობისთვის ტანსცმელი, ლევანს ჯერ კიდევ ვერაფერი შეერჩია და ისევ ევას დაათრევდა მაღაზიებში. დათუნას სტუმრების დაპატიჟება დაავალეს და ყველა ნახევარ საათში რეკავდა, ამოგივარდათ თავი თქვენც და მეც, რომ ამაზე დაგთანხმდითო.
-დღეს დასალევად მივდივართ და იცოდეთ-დივანზე გადაკიდულმა სვანიმ გამოაცხადა.
-შენ გაგახარა ღმერთმა-გაუხარდა ლევანმა.
-ლოთო-დაუცაცხანა ევამ.
-შენით ვარ მე ლოთი, ჩემო სიხარულო.
-მომშორდი სულელო-ჩასახუტებლად წასულ ლევანს მიკრა ხელი და გადააგდო კრესლოდან.
-მართლა კარგი აზრია ისე, ცოტა განტვირთვა გვჭირდება ხალხო-დაეთანხმა დათუნაც.
-გადაგლეჯვებს არ ვართ-გაიცინა ნინიმ.
მე უჩაზე ვიყავი მიყუდებული, ხმას არ ვიღებდით არცერთი, თმაზე მეფერებოდა და მეც გატრუნული ვიყავი.
საათი 9ს უახლოვდებოდა სახლიდან რომ გავედით, ლევანმა აიჩემა მე ვიცი კარგი კლუბი და იქ წავიდეთო და ჩვენც მას გავყევით, ხმაურის მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ ეს სტრესი და დაღლილობა უნდა მომეშორებინა, თანაც სასწრაფოდ.
-აბა მეგობრებო ჩამოთვალეთ ვინ რას დალევთ-გამოაცხადა დათუნამ და გაეშურა შეკვეთის მისაცემად.
-მილა, გამყვები?-ევამ მიჩურჩულა.
-კი, წამო.
აივანზე გავედით და მოაჯირს გადაკიდებულმა ამოიოხრა.
-მემგონი, რისიც მეშინოდა, ის დამემართა.
-რას გულისხმობ?-გავიოცე და გავხედე.
-რას და მგონი მიყვარდება ლევანი.
-დედააა... რას მეუბნები? მართლა? ვაიმე, რა მაგარია!
-მილა, გახმოვანება რომ მდომოდა, იქ გეტყოდი-გაიცინა.
-უი, მაპატიე, მართლა ძალიან გამიხარდა ამის მოსმენა უბრალოდ, მას უთხარი?
-ხვალისთვის პაემანზე დამპატიჟა, უნდა ვილაპარაკოთო.
-მერედა ძალიან კარგია, გაერკვევით.
-რომ არ იყოს ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა და ვვოცნებობ?
-მაშინ, ისე იქნება, როგორც ფიქრობს და ოცნებობს ლევანი, ნუ იგრუზავ თავს ცარიელ ადგილას.
-იქნებ მართალიც ხარ.
უკან შევბრუნდით და დალევაც დაიწყეს, მე მხოლოდ კოქტეილი დავლიე.
საპირფარეშოში გავედი და უკან დაბრუნებულმა, უჩა ვერ დავინახე.
-დათუნა, უჩა სადაა?
-გავალ წყალს ავიღებ და მოვალო ესე დაიბარა.
-კარგი.
მიახლოებით 10 წუთი გავიდა და რომ არ ჩანდა ევას ვუთხარი გამყევი თქო.
-ვნახავ სადაა და მოვალთ-დავუბარე ბიჭებს.
-მე გამოგყვები-მითხრა ლევანმა და ევას ანიშნა დარჩიო.
არ ვიცი რა საჭირო იყო წასვლა და მოძებნა, არ ვიცი რამ მაიძულა, რომ წყლის მოსატანად წასულ საქმროს გავაკითხე, რომ მომეყვანა, მაგრამ ჯობდა, რომ საერთოდ არ ავმდგარიყავი იმ დივნიდან.
საპირფარეშოს შესასვლელის გვერდით ხმა მეცნო და შევჩერდი, უკან გადმოვდგი რამდენიმე ნაბიჯი და გავშეშდი, ალბათ 5 წამი დასჭირდა ჩემს გულს, რომ ნაფლეთებად ქცეულიყო და სულს თვალებიდან სევდა, ცრემლებად გადაექცია, ღაწვებზე ცრემლები თავისით მომდიოდა და სუნთქვა მავიწყდებოდა დრო და დრო.
-მილა...-ლევანის ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე.
-წამიყვანე აქედან-ჩუმად ვუთხარი ისე, რომ უჩასა და ვიღაც გოგოსთვის თვალი არ მომიშორებია.
-მილა მისმინე, უბრალოდ ელაპარაკებოდა.
-ლევან, თუ კი შეგიძლია, წამიყვანე, თუ არა და ტაქსის გამოვიძახებ.
-მე წაგიყვან! დამელოდე ერთი წამით-გამოაცხადა და უჩასკენ წავიდა.
ლევანის მიახლოება, უჩას გაოგნება და შეშფოთება ერთი იყო.
მიყურებდა შეშინებული და დაბნეული, დავინახე როგორ გადმოდგა ერთი ნაბიჯი ჩემკენ და ეგრევე შეჩერდა, კანკალსაც ვხედავდი და იმ დარდს მის თვალებში, რომელიც ჩემი დანახვის მერე ჰქონდა.
-წავიდეთ, გთხოვ-მოახლოებულ ლევანს შევევედრე.
-მილა გაჩერდი!-მთელს სივრცეში უჩას ღრიალი ისმოდა.
ნაბიჯს არ ვუკლებდი და გამწარებული მივდიოდი კარებისკენ, არ მინდოდა მისი დანახვა.
-მილა მეთქი! არ გესმის? დაიცადე!
-რა ხდება?-ხმაურზე დათუნა გამოვარდა და მას სხვები მოყვნენ.
-ლევან, მოშორდი და გაჩერდით ეს დედამო**ნული!
-უჩა რა ხდება მეთქი?! არ გესმით? ლევან!-უკვე დათუნაც უმატებდა ხმას.
მე არავის არ ვაქცევდი ყურადღებას და მივდიოდი ლამის სირბილით წინ, ნაწილებად დაფლეთილი გულისთვის ჩამევლო ხელი და გაგუდულ და დახშულ ფილტვებს ვევედრებოდი არ შეეჩერებინათ მუშაობა, რომ უჰაერობისგან არ გავთიშულიყავი.
-მილა...
მაჯაზე ხელის შეხებამ გამაჩერა და მომატრიალა, წინ უჩა იდგა აცრემლიანებული და წაშლილი სახით.
-2 წუთით გაჩერდი...
სასაცილოა, მის მანქანაში პირველად რომ დავჯექი, იქ რა სიმღერაც ჩაირთო, ყურადღება მიიქცია და ვუთხარი, რომ მომეწონა თქო, ის ჩაირთო და სიჩუმეს მხოლოდ ის სიმღერა, ჩემი ცრემლები და უჩას ჩაწითლებული თვალები არღვევდა.
-მომისმინე, მხოლოდ ამას გთხოვ.
-ლევან, გთხოვ წავედით-დავაიგნორე მისი ნათქვამი და ლევანს გავხედე, რომლის უკან ევაც იდგა და ისიც ტიროდა.
-არ გაექანო ლევან!-დაიყვირა-ადგილიდან არ დაიძრა!
-ლევან...-უკვე ვეღარ ვიკავებდი ცრემლებს.
-არ გაბედო და არ მიუახლოვდე, თორემ დაგაკლავ ადგილზე.
-მოკეტე! მოკეტე გესმის?-დავუღრიალე და გულ-მკერდზე ორივე ხელით შევეჯახე, რომ გამრიდებოდა-მოკეტეე!-დავიღრიალე.
-მომისნიმე უბრალოდ, სხვა ხომ არაფერს გთხოვ! ვსაუბრობდით ხომ დაინახე, არაფერი მომხდარა.
-უნამუსო ხარ გესმის?! ზუსტად ეგრე მესაუბრებოდა ის ბიჭიც რესტორანში, თუ კარგად გახსოვს და იმედია ისიც გახსოვს, რაც მოყვა მაგ საუბარს-უკვე ყვირილს ჩემი ატირებული ხმა შეერწყა და საცოდავი სანახავი ვიყავი გვერდიდან.
-გაჩერდი მილა, გეყოს-დათუნა მომიახლოვდა რომ დავემშვიდებინე.
-მე გავჩერდე?!
-ხმას დაუწიე სანამ კარგ ჭკუაზე ვარ!-დამიღრიალა უჩამ და მაჯაში ჩამაფრინდა-მომისმინე და აგიხსნი ყველაფერს.
-რას ამიხსნი? რას? იმას, თუ როგორ გეფერებოდა სხვა გოგო მიგდებულ ადგილას?
-რას შვრებოდი?-დათუნა მექანიკურად გაბრუნდა უჩასკენ.
-ეგრე არ იყო მილა, აგიხსნი მეთქი დამელაპარაკე ლამაზად, დამშვიდდი.
-რას შვრებოდა და 2 წელი და 6 თვე მიყვარდიო იძახა, ყველა და ყველაფერი შეყარა ირგვლივ, ამ იდიოტმა ბეჭედიც დატოვა ჩემთან ოჯახში, ჩემი თავიც ჩაიბარა და მე ვენდე მას, ვენდე როგორც ყველაზე დებილმა გოგომ, ყველაზე ჩერჩეტმა, მან კი ეს გამოიყენა და თურმე ის სიტყვები, ის საქციელები, იმაზე ფარსი ყოფილა, ვიდრე რაიმე მომხდარი ჩემს ცხოვრებაში, რა სირცხვილია...! მხოლოდ მას აქვს ხასიათი თურმე დათუნა და მხოლოდ მე არ უნდა მომიახლოვდეს ვინმე.
-მილა, არავის გავკარებივარ, იდეალურად დაინახე ყველაფერი და ისიც დაინახე, რომ მე მას მართლა არ მივკარებივარ.
-უჩა, ახლა საშინელ დღეში აქვს ნერვები ძმაო-მიუახლოვდა არანაკლებ ანერვიუებული ლევანი-წავიყვან მას და ევას და მერე, სხვა დროს ისაუბრეთ.
-ლევან გთხოვ ბიჭო, შენ ხომ მაინც დაინახე, რომ არ გავკარებივარ...-სასოწარკვეთილი ხელების გაშლით ელაპარაკებოდა უჩა ლევანს და ევედრებოდა ჩემთვის აეხსნა ყველაფერი-ხომ იცი, რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი.
-ვიცი უჩა, მე რას მიხსნი, უბრალოდ ახლა ისეთ დღეშია, საუბარს აზრი არააქვს.
-დამირეკე რომ მიიყვან.
-ეგრევე დაგირეკავ-ჩემკენ წამოვიდა, მე ევაზე ვიყავი მიკრული და არაადამიანური ხმით ვტიროდი, მანქანისკენ წავედით როცა უკან ღრიალის ხმა გავიგე.
-მიწაც რომ გასკდეს, სხვისი ვერ გერქმევა მიქელაძე მილა, ჩაიბეჭდე თავში, მე არ ვიყო უჩა ვარშანიძე, თუ შევარგო შენი თავი ვინმეს.
ევას ბინამდე როდის მივედით არ მახსოვს, მთელი ღამე ვტიროდი და წამით ვერ დავიმშვიდე თავი, ევა და ლევანი არ მომშორებიან მთელი ღამე. უჩას დაურეკა ლევანმა, ევასთან არის და არ ინერვიულო, მეც აქ ვარო.
დილა იყო საშინელი, 12 საათი არ იქნებოდა, რომ გავიგე კარეზე ზარი და ევას სიტყვები
-მილა, უჩაა...-მას თითქოს ჩემზე მეტად შეშინებოდა.
-გააღე და დაგვტოვე, თუ შეგიძლია ცოტახნით.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.



-----
გამარჯობათ, როგორც იქნა სახლში ვარ :)
არ მიყვარს დაგვიანება, მაგრამ მუცელში პატარა ჭირვეულობს და ვართ ერთ ამბებში.
იმედია მოგწონთ!



№1  offline წევრი Basil II

Dzalian sayvarlobaa martla❤️
Velodebi shemdeg tavs sulmoutqmenlad❤️
Bevri bevri warmateba shen da shens pataraaas❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

როგორ ველოდებოდიი ❤️ ძალიან მომწონს, ავაფეთქე ეს დღეები საიტი იმდენჯერ შემოვედი ????‍♀️ წარმატებები, ველი ახალ თავს ❤️

 


№3  offline წევრი llella

Basil II
Dzalian sayvarlobaa martla❤️
Velodebi shemdeg tavs sulmoutqmenlad❤️
Bevri bevri warmateba shen da shens pataraaas❤️
madloba ❤️❤️

სტუმარი ნინი
როგორ ველოდებოდიი ❤️ ძალიან მომწონს, ავაფეთქე ეს დღეები საიტი იმდენჯერ შემოვედი ????‍♀️ წარმატებები, ველი ახალ თავს ❤️

მადლობა დიდი ????

 


№4 სტუმარი mari

ველოდები დიდი ემოციებით????????????????

 


№5 სტუმარი ნესტან

რა იყო ეს ბომბი აფეთქე და დაგვტოვე ეგრე შოკში ვარ ნეტავ რა მოხდება არა და არ მინდა ამათი სიყვარულის დამთავრება ძლივს მიღწეულის მაგარი წყვილია არ მოველოდი ასეთ ამბავს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ჯამთელობა შენ და შენ პატარას ❤️♥️♥️❤️????????????

 


№6 სტუმარი მე

გამარჯობა. თუ თქვენ ამას წერას და ისტორიას ეძახით , კარგია. ბარბარიზმებით გადაჭედილი.
საშინლად დმახინჯებული ქართული ლექსიკა. კიდევ ერთ თვეში შეიყვარა და გათხოვდა?

 


№7  offline წევრი llella

მე
გამარჯობა. თუ თქვენ ამას წერას და ისტორიას ეძახით , კარგია. ბარბარიზმებით გადაჭედილი.
საშინლად დმახინჯებული ქართული ლექსიკა. კიდევ ერთ თვეში შეიყვარა და გათხოვდა?

ისტორიაცაა და ჩემი ცხოვრებავ, კი თვეებში შევიყვარე და გავყევი კიდევაც ცოლად, წიგნის გამოცემას არ ვაპირებ, ასე რომ ნუ გამომეკიდებით, ვიდაც მოწონს კითხულობს და ვისაც არა, არა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent