შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი ქალიშვილი( საცდელი თავი)


13-07-2024, 21:44
ავტორი ვე რა
ნანახია 2 447

1თავი

მაღაზიიდან გამოვედი, დატვირთული ურიკა მანქანასთან მივაგორე და საბარგული გავაღე.
_ დედა იქ მინდა!_ ურიკაში ფეხმორთხმით მჯდარმა ნენემ პატარა თითი იქვე სათამაშო სივრცეში მდგარი საქანელებისკენ გაიშვირა. ნენე ჩემი ოთხი წლის გოგონაა. ლურჯი თვალებით და ხვეული მზისფერი თმით. რადგან საქანელა იქვე იდგა, არ დამიშლია. სანამ პარკებს საბარგულში ვაწყობდი, მანამ გულს გაიხარებდა. ფრთხილად ამოვსვი ურიკიდან.
_ მიდი, ოღონდ ყურადღებით! მალე დაგიძახებ!_ გავაფრთხილე სერიოზული ხმით და ხელი გავუშვი. ნენე ხტუნვა_ ხტუნვით გაიქცა სათამაშოდ. მე კი პროდუქტის ამოლაგება გავაგრძელე.
საბარგულისაკენ დახრილი მობილურის მოულოდნელ ზარზე შევკრთი და ტელეფონი ხელიდან გამივარდა. თვალი კი მოვკარი ჩემი ქმარი მირეკავდა, მაგრამ ხმის გაცემა ვერ მივასწარი ისე დაენარცხა ჩემი ძვირფასი, საახალწლო საჩუქარი ასფალტს და ნაწილებად გაიშალა.
_ ჯანდაბა ლუ! _შევუძახე საკუთარ თავს საკუთარივე მოუქნელობით გაცეცხლებულმა. არა, ლევანი მხოლოდ გაიღიმებდა ამაზე და მეტი არაფერი, მაგრამ მე თავად არ მიყვარდა უაზრო და უმიზნო მფლანგველობა. ახლანდელი სიტუაციის მიუხედავად არასდროს მავიწყდებოდა საიდან მოვდიოდი. „ოთხმოცდაათიანების“ შვილი ვარ, ბებიისგან ნასწავლი მომჭირნეობა ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი.
ის იყო ბოლო პარკი საბარგულში მოვათავსე და დავხურე, რათა ნენე მომეხმო, რომ მანქანის შუშაში არეკლილმა გამოსახულებამ ადგილზე მიმალურსმნა. მოულოდნელობისგან გავშრი, გავიყინე. ხელი ყელზე წავივლე, ისეთი შეგრძნება მქონდა, ვიგუდებოდი და უჰაერობამ, თუ სპაზმებმა გულისრევის საშინელი შეგრძნება მომიტანა. საბარგულის მუქი შუშიდან ჩემი არცთუ შორეული წარსული დაჟინებით მიყურებდა. წარსული, რომელსაც გამოვექეცი, მაგრამ ამ გაქცევის მიუხედავად მუდმივად გულზე მაწვა მონატრებად, გაუნელებელ სურვილად და ტკივილად. თუმცა ტკივილი სჭარბობდა სურვილს. ხელი მინაზე არეკლილი გამოსახულებისკენ წავიღე და წამით გამიელვა, რომ ისევ მეჩვენებოდა. იმის გახსენებამაც კი, რა ბნელი და მარტოსული დღეები გამოვიარე, უფლება ამ მომცა მის ლანდს თუნდაც მხოლოდ ანარეკლში შევხებოდი.

_ გამარჯობა ლუ!_ მომესმა ჩახლეჩილი, მკაცრი და ირონიული ხმა. ახლაც კი ამდენი წლის შემდეგ, ამ ლამის მივიწყებულმა ხმის უხეშმა ხავერდმა სხეულში ჟრუანტელად დამიარა. _ ვატყობ, მიცანი!
ისე თქვა, თითქოს შესაძლებელი იყო ოდესმე ვერ მეცნო. საკუთარ თავს სუნთქვა ვაიძულე და უკან შევბრუნდი. ნამდვილად ის იყო. ის_ ჩემი ცხოვრების ტკივილი და ტკივილნარევი სიტკბოება. ცალი თვალით ნენეს გავხედე. ვინატრე, ახლა აქ არ ყოფილიყო. ვინატრე ლევანთან დამეტოვებინა.

_ აბა, არ მომსალმები ნენე?_ იმდენად მომიახლოვდა, რომ დედამიწაზე ჩემთვის სამყოფი ჰაერიც არ დამიტოვა. ვიგრძენი, როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა და როგორ დაბნელდა სამყარო ჩემ გარშემო. მხოლოდ ნენე მიტრიალებდა თავში ახლა.
ნენე.... ნენე.... ნენე....

გონს რომ მოვედი, უცხო მანქანაში ვიჯექი, გვერდით ნენე მეჯდა და გაოცებისგან გაფართოებული ლურჯი თვალებით შემომყურებდა.
_გაიღვიძე დედიკო?_ მკითხა ბავშვური მიამიტობით.
ბავშვს ხელი მოვკიდე და გულში ჩავიხუტე. სწრაფად წამოვიწიე. ის ჩემ გვერდით იჯდა. ქვასავით უგრძნობი სახით წინ იყურებოდა. მანქანა კი სადღაც უცხო გარემოში მიქროდა ისარივით. ნენე მეორე მხარეს მოვიქციე და მათ შორის ბარიერივით აღვიმართე.
_ სად მივდივართ? _ ვკითხე დამფრთხალმა და ნენე უფრო მეტად ჩავიკარი გულში.
_ სახლში!_ მიპასუხა მოკლედ და მივხდი, სანამ ადგილამდე არ მივიდოდით მნიშვნელოვანზე არაფერზე მიპასუხებდა.
ჯიბეები მოვიქექე ინსტიქტურად და მერეღა გამახსენდა, მობილური რომ გავტეხე.
_ ქმარს უნდა დავურეკო!_ ვუთხარი მტკიცედ. მხოლოდ ჩაეღიმა.
_ დამარეკინე! გთხოვ!_ ვცადე უფრო შემერბილებინა ტონი. წარბიც არ შეუხრია.
_ ქმართან დამარეკინე, ინერვიულებს!_ უკვე თავის შეკავება მიჭირდა.
_ რომელ ქმართან? ერთი შენს გვერდით ზის, როგორც ხედავ!_ მკითხა დამცინავად.
_ რომელიც უფრო ღირსეულია მასთან!!_ უკვე ხელები მიკანკალებდა ბრაზისგან. ერთდროულად მიყვარდა ეს კაცი და მძულდა კიდეც. მიყვარდა იმ წარსულის გამო, რომელმაც ბედნიერებას მაზიარა, მაგრამ მძულდა იმ ტკივილისთვის, რომელიც მის გამო და მისი მიზეზით გადავიტანე.
_ ღირსება!_ ჩაეცინა ჩვეული ირონიით._ ამას ამბობს ქალი, რომელიც სიტყვის უთქმელად გაიქცა და ის კაცი მიატოვა, ვისაც სიყვარულს ეფიცებოდა წინა ღამეს არა?!
_ რაც იყო წარსულია! და მე არ ვაპირებ ეგ წარსული ვქექო!_ გავაწყვეტინე ბრაზით და ნენე კვლავ გულში ჩავიკარი._ მე ყველაფერი დავივიწყე!
_ ვინაა დედიკო ეს ცუდი ძია?_ ალბათ ჩემი ხმის ტონიდან გამომდინარე მიხვდა პატარა, რომ მის გამო ვნერვიულობდი. _ნუ გეშინია, მამას ვეტყვი და დასჯის!
ნენესთვის მამამისი ევერესტის წვერი იყო, ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი, ფარი და მახვილი, ლევანისთვის კი ნენე სამყაროს ათვლის წერტილი. ამ ორს ისე ესმოდა ერთმანეთის, ხანდახან საკუთარი თავი მათ ურთიერთობაში ზედმეტი მეგონა. და ეს ყველაფერი ჩემი ქმრის დამსახურება იყო. და არა მარტო ეს, საერთოდაც ნენე რომ ამ ქვეყანას მოევლინა, სწორედ ლევანის გმირობის და ერთგულების ამბავი იყო და მეტის არაფრის.
წარსულის გახსენებამ უარესად გამაღიზიანა.
_რას აპირებ? რა გინდა ჩემგან?_ ვკითხე და ჩემდაუნებურად ხმა ამიკანკალდა. თანდათან ვიაზრებდი მის სიახლოვეს. თანდათან მიტანდა მისი სურნელი, თითქოს დავიწყებული, მაგრამ ძვალსა და რბილში გამჯდარი და სისხლში მოჩუხჩუხე. არადა რამდენი დრო დამჭირდა მის დასავიწყებლად! რამდენი უძილო ღამე, რამდენი ტკივილი და აგონია გავიარე, სანამ ის გავხდებოდი, რადაც დღეს ვგრძნობდი თავს. რომ არა ლევანი, რომ არა ნენე და რომ არა ის ორიოდე სწორი ადამიანი , ვინც მისი ამბის შემდეგ შემომრჩა, ჩემგან არათუ ნენე, კვალიც კი აღარ დარჩებოდა.
_რას ვაპირებ? _ გამომხედა მგონი პირველად და გულში ისარივით გამიარა მისმა თვალების ფერმა. სწორედ ისე, როგორც შვიდი წლის წინ. ძლივს პირშეკრული იარა განმიახლა და თვალებიდან ცხელ ცრემლებად იწყო დენა.
_ აქამდე ერთი მიზანი მქონდა_ შენი პოვნა! ახლა გიპოვნე და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, როგორ სასჯელს მოვიფიქრებ შენთვის! სიმართლე გითხრა, არ მეგონა ასეთ სიტუაციაში თუ გიპოვნიდი! _ ნენეს გახედა სევდიანად._ ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა! და ამის გამო უფრო მძულხარ ლუ!
_ გძულვარ?_ გამეცინა მე_ შენ სიძულვილი არ იცი რა არის იასე!
_ სახელიც გხსომებია, არადა უკვე ვიფიქრე, რომ დაგავიწყდა!_ ისე უცნაურად შემომხედა. ვიფიქრე ჩემს ფიქრებსაც კი ხედავდა.
_ დედიკო, მამა მინდა!_ ამოიტირა მოულოდნელად ნენემ და ორივე ხელი თვალებზე აიფარა. ჩემიდან მზერა ნენეზე გადაიტანა. კვლავ უცნაური სევდა დავუნახე მზერაში.
_ რა ჰქვია?_ მკითხა ინტერესით. ხმაც დაურბილდა.
_ ნენე მქვია! ჩემ მამიკოს ლევანი!_ ჩემს ნაცვლად ბავშვმა გასცა პასუხი.
_ ლამაზი თვალები გაქვს ნენე! _ გაუღიმა და მისკენ ხელი წაიღო. ბავშვს ისე გადავეფარე თითქოს რამეს დაუშავებდა. სახე ტკივილმა დაუსერა.
_ შენ ჩემში ისევ მხეცს ხედავ ლუ?
_ უნდა გამიშვა იასე!_ ვუთხარი ის, რაც გულში მქონდა_ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო! და შენ ეს ჩემზე კარგად იცი!
_ შენ...._ შემომხედა და ისევ მომნუსხა მისმა მზერამ._ არ შემიძლია ლუ! ხუთი წელია გეძებ! ხუთი წელია ჩემი ბრაზი, რისხვა და ტკივილი გქვია! გიპოვნე და არ ვიცი, რას ვგრძნობ ახლა!
_ იასე, მე ბავშვი მყავს! ქმარი! მე ახლა ახალი ცხოვრება მაქვს! ჩვენი წარსულის ხათრით უნდა გამიშვა!
_ და ამას ჩემი კანონიერი ცოლი მეუბნება? რომელმაც დამამცირა, მიმატოვა, გამანადგურა და ახლა რას მეუბნები? რომ უჩემოდაც ბედნიერი ხარ? _ ხმა ისევ გაუცივდა, სახეც ჩვეულად გაუქვავდა. ვცნობდი ამ მზერას. სწორედ ეს სახე ვნახე იმ ღამეს, ეს თვალები, ეს გამოხედვა. ჩემი თვალით დავინახე, როგორ ასწია იარაღი და მის წინ მუხლებზე მდგარ კაცს როგორ დაუმიზნა. მანამდეც მესმოდა ჭორები მის საქმიანობაზე, მაგრამ მოშურნეების მიერ წარმატებული ადამიანისთვის გამოგონილ ტყუილად ვთვლიდი. არ შეიძლებოდა ჩემი იასე ის ყოფილიყო, ვისზეც გაზეთები და ჟურნალისტები ათას სისაძაგლეს ყვებოდნენ. არ მჯეროდა, რომ კაცი, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ხელით მიწნავდა გვირილების გვირგვინს მეორე დღეს ამ ხელით ვიღაცას სიცოცხლეს ართმევდა. რომ ტუჩებით, რომლებითაც მე მკოცნიდა, სხვა დროს ვიღაცას განაჩენს გამოუტანდა. თვალები დავხუჭე და ის უკანასკნელი საღამო გავიხსენე.

იმ ღამეს რაღაც მსურდა მისთვის მომეყოლა, რაღაც ძალიან სასიხარულო. ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი. მის გაუფრთხილებლად დავბრუნდი სახლში, არ დამირეკია. ვახშამი გავამზადე, მაგიდა გავაწყვე და სანთლებიც გავამზადე. ამ საღამოს უნდა გვეზეიმა. მიკვირდა, რომ სახლში არავინ იყო, დაცვა მუდმივად რომ მორიგეობდა კართან არ იდგა. მის მოლოდინში დივანზე ჩამეძინა. უცნაურმა ხმაურმა გამომაღვიძა. კამათის ხმა იყო. უფრო სწორედ ერთი ადამიანი გამეტებით ცდილობდა ვიღაცის დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში. ავდექი და აივანს მივუახლოვდი ფეხაკრეფით. გული მომიწურა ცუდმა მოლოდინმა.
_ მას არ გავკარებივარ! ფიქრადაც კი არ გამივლია! მე ხომ ვიციდი ვინ იყო ის ქალი შენთვის იასე!_ გაოცებულმა უფრო მივაყურადე უცნობ ხმას.
_ ირმა თავად ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს! ყველაფერი სწორედ მაგ დროს მოხდა!_ ვინ ქალზე საუბრობდნენ? ვინ იყო ირმა?_ თანაც ვიცოდი ორსულად იყო, რა უაზრობაა ხვდები? იმიტომ მოიტყუა, რომ ხელი ვკარი!
აივნის მოაჯირიდან ჩახლართულ ლიანებს შორის გავიხედე. ვიღაც, ვინც მანამდე არასდროს მენახა, იასეს წინ მუხლებზე იდგა. გათეთრებულ სახეზე შიში აღბეჭდვოდა, ხვდებოდა ყოველი მისი სიტყვა ამაო იყო და უცილობელ აღსასრულს ვერ გადაურჩებოდა.
თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით გავიაზრე, მაშინ, როცა მისი სახე და უიმედობისგან აზრდაკარგული თვალები სიზმრად გადამეკიდნენ. ჩემს ღამის კოშმარებად იქცნენ. ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ მიყურებდნენ და მე მესმოდა მათი უსიტყვო საყვედური:
„ რატომ არ დამეხმარე? რატომ არ გადამარჩინე?!“
მაგრამ მე არ ვიცოდი, ვერც წარმოვიდგენდი, თუ იმ ამბავს ასეთი დასასრული ექნებოდა. თავდახრილ გაშეშებულ იასეს ანდრო მიუახლოვდა, მისი მარჯვენა ხელი იყო ანდრო. მისი ნდობით სავსე ადამიანი. მისი განუყრელი მეგობარი. სურათები გაუწოდა. შორიდან ვერ ვხედავდი, რა იყო აღბეჭდილი იმ ფოტოებზე, მაგრამ იასეს აკანკალებულ ყბაზე მივხვდი, კარგი არაფერი. სურათები მუხლებზე მდგომს ზედ მიაყარა. დაჩოქილმა ამოიგმინა. იასემ ხელი ქამრისკენ წაიღო, შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სიზმარში. ქამრიდან იარაღი ამოიღო, მშვიდად დაუმიზნა დაჩოქილს. დავინახე, როგორ ჩამოუგორდა იმ კაცს ლოყაზე უმწეობის ცრემლი. მერე თვალებზე ავიფარე ხელი და იარაღის მოგუდულმა ხმამ დამაყრუა. გეფიცებით, ის უცნაური ტკაცანის ხმა ძალიან დიდხანს არ ამომდიოდა ყურიდან...

მანქანა გაჩერდა და თვალი გავახილე. მაღალი მოწითალო გალავანი დავინახე. გავიფიქრე, რომ აღარ მეგონა მას თუ ოდესმე კიდევ ვნახავდი. დაცვამ კარი გააღო და მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მანქანა ულამაზესი ეზოს ნაცვლად ვეშაპის ბნელ ხახაში ეშვებოდა. მანქანა სახლის წინ გაჩერდა. იასე გადავიდა, მოუარა , კარი გამომიღო და ყრუ ხმით მითხრა:
_ კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება ლუ!



№1 სტუმარი Елка

Далиаен саинтересо историаа моутменлад давелодеби шемдег тавс. Мадлоба.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

დაინტერესო დასაწყისია ძალიან.ველოდები შემდეგ თავს;)

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

გააგრძელეთ ძალიან კარგი იყო დასასრული

 


№4 სტუმარი გიული

გააგრძელეთ,როგორ მიყვარს თქვენი ისტორიები

 


№5  offline წევრი Tamusia

Gaagrdzelee heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ვგიჟდები თქვენ ოსტორიებზე. უნიჭიერესი ხართ

იმედია მალე დადებთ გაგრძელებას. უკვე გელოდებით. დავინტეტესდი ძალიან

იმედია მალე დადებთ გაგრძელებას. უკვე გელოდებით. დავინტეტესდი ძალიან

იმედია მალე დადებთ გაგრძელებას. უკვე გელოდებით. დავინტეტესდი ძალიან

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№7 სტუმარი ნია

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნია
გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

მონდა დავასრულო და ერთიანად დავდო. არ დამაგვიანდება.

გიული
გააგრძელეთ,როგორ მიყვარს თქვენი ისტორიები

მადლობააა
Елка
Далиаен саинтересо историаа моутменлад давелодеби шемдег тавс. Мадлоба.

მადლობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent