შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე! (ნაწილი 14)


14-07-2024, 20:41
ავტორი llella
ნანახია 1 413

ასეთი მშვიდი, მე ის არასოდეს მინახავს, ჩვეულებრივ თემაზეც რომ ვსაუბრობთ მაშინაც კი.
-ზედმეტების გარეშე-სვანიმ გააჩერა და გააფრთხილა.
ვერანდაზე გავედით და მოაჯირს დაეყრდნო.
-ჯერ მე გიხდი ბოდიშს, ის თავისას მოგიხდის გპირდები.
-არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი დალაგდეს და აღარ იყოს ესეთი სიტაუციები.
-ჩემი ხომ გჯერა?
-რა თქმა უნდა, რას მეკითხები? მე იმას ვგულისხმობ, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი მომაბეზრებელია, ასე მგონია ღმერთი ჩემგან გადასახადს ითხოვს ყოველი ბედნიერებისთვის, მე კიდევ არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა და რა კედელს შევასკდე.
-ჩემი მინუსია ეგ ახვარი რომ ეგრე იქცევა.
-კარგი რა...
-პატარავ, მსგავსი რაღაცეები ცალ ყურში უნდა შეუშვა და მეორედან გამოუშვა.
-და შენ რატომ არ შვრები ეგრე?-ამოვისლუკუნე.
-იმიტომ, რომ მე კაცი ვარ, მე ორივე ყურით უნდა გავიგონო და პირიდან გამოშვებას, ხელის გაქანება ჯობია.
-დამპირდი, რომ არაფერს გააკეთებ, გთხოვ.
-პატარავ, გპირდები, რომ უკანონოს და ისეთს, რომ მე, ან შენ დავზარალდეთ, ეგეთს არ ვიზამ.
-რას შვრებით ბიჭო, გაიყინა გოგო-გამოგვაკითხა დათუნამ.
უკან შებრუნებულებს ბიჭებმა გადახედეს უჩას და მანაც რაღაც ანიშნა, ამის მერე, კი ყველაფერი ისე გაგრძელდა, ზარის შემოსვლამდე რომ იყო, თითქოს ის დაძაბულობა მოიხსნა.
-რძალო, იმედია მაგ დებილზე არ იგრუზები-გამომხედა დათუნამ-თუ გინდა შენზე დაბოღმილი რომ არ იყოს, მე დავწვები მასთან-ამაზე ბიჭებმა გადაიხარხარეს.
-მე ვიცოდი, რომ მღალატობდი, შე გაფუჭებულო-დატუქსა ლევანმა.
-ანუ მე თავისუფალი ვარ?-გახედა ევამ.
-თავისუფალი იქნება, თავი არ მომატაცებინო ქალო-თითი დაუქნია მუქარის მიზნით.
ლამის გათენებას იწყებდა, რომ დავიშალეთ.
-თავს როგორ გრძნობ?-ღიმილით მკითხა უჩამ.
-ცოტათი არეული ვარ და გაკვირვებული.
-რაზე აბა?
-იმაზე, რომ ისე იყო ყველა, თითქოს არაფერი გაუგონიათ უცნაური.
-პატარავ, ის პერიოდი, რომელსაც უშენოდ ვატარებდი, იმდენი რამ გავიგეთ შენზე და იმდენი რამ გავარკვიეთ, რომ დამიჯერე, სადაც სისხლის ჯგუფი ვიცოდი, იქ...
-ფუ კაი რა-გავაჩერე.
-ყველამ იცის რომ არ გაგკარებია არავინ და ისე ღადავის მომენტი ქონდათ ჩემზე, რომ არც კი მიგიკარებს, ისეთი სერიოზული გოგოა ეგო.
-უცნაური რაღაცეები გაინტერესებთ ამ ბიჭებს.
-სიტუაციის მოძიების მომენტს მოყვა ეგ-გაიცინა.
-იმედია არაფერი მოხდება ცუდი.
-მილა, როდის იყო, რომ მე რამეს ვაკეთებდი და ეს ცუდი ყოფილიყო.
-მიხვდი შენ მე რაზეც ვთქვი.
-კი კი, მშვიდობა იქნება-გამიცინა და ამ დროში სახლამდეც მივედით.
დილით გაღვიძებულზე შეტყობინება დამხვდა მოსული და გამეცინა კიდევაც.
„სამსახურიდან მომიწია წასვლა ქალაქგარეთ და ხვალ ჩამოვალ, არ ინერვიულო და მიყვარხარ პატარავ“ რაზეც მე ვუპასუხე „ერთი ნაკაწრიც რომ გქონდეს ან შენ, ან ბიჭებს, სამსახურს განახებ მე შენ“ თქო, მხოლოდ სიცილის სმაილები მომწერა და მივხვდი, რომ ეს ადამიანი, რეზოსთვის პასუხის გაცემის გარეშე, მშვიდად ვერ დაიძინებდა და მეც ზედმეტი არ მითქვამს. იმავე ღამეს დამირეკა.
-რას შვრება ჩემი ვნებების ამრევი ქალბატონი?
-ნასვამი ხარ?-მის ხმაზე გამეცინა.
-აუუ, ცოა დავლიე შნს თვს ვფიცავრ-იმართლა თავი.
-გამოტოვებული ასოებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ბევრი დაგილევია.
-გაბრაზდი გულო?-გაბავშვდა.
-ქუჩაში არ დაიძინო მთავარია.
-არა გულო, რა დავიძინო, ჩვენ აქ რა გეგმა შევადგინეთ იცი?
-გისმენ აბა.
-ლევანამ მე ევას ვიტაცებო 3 დღეშიო.
-3 დღეში თუ იტაცებს კარგი მაშინ-გამეცინა მის ნაბოდიალებზე.
-მართლა გეუბნები-დამაჯერებელი ხმა მიიღო.
-კი, კი მჯერა თქო და სად მიმყავსო.
-დედაჩემს უნდა მივუყვანო და ვაცემინოო, ასე რომ მაბრაზებს და არ უნდა ჩემთანო.
-შენც ეგრე უნდა გექნა უჩა?-სიცილი ამივარდა.
-აუ არა, მე და ლევანა ერთი ვართ?-რას მკადრებ ხმა ჰქონდა-მე ზე სიმპატიურობა ვარ, თან ნახე საწოლში რა მაგარი ვარ, აი ნახე პირველი გოგო თუ არ გავაკეთო-გამოაცხადა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გაიჯგიმა თქო.
-შენ ისე არ ქნა, მაქ სხვას გაუკეთო გოგო-ამივარდა სიცილი.
-ღადაობ?! ჩემს პატიოსნებას არ დაედოს ხელი-გაიცინა მანაც-მე შენთან მინდა ოაჯხი და შვილიც შენგან მინდა.
-ვიცი ჰო, მიდი ეხლა დაისვენე და ილოცე ნაკაწრიც კი არ გქონდეს, თორემ...
-შენ ჭკუით იყავი, თორემ დაგანახებ ზურგი რა დღეში მაქ, ეგეც ნაკაწრებია რა გგონია შენ-სასაცილოდ დამემუქრა-ჭკუით იყავი პატარავ, ხვალ გნახავ.
ევას ამბავზე გამეცინა, ერთი პერიოდი ვიფიქრე დავურეკავ ვეღადავები მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე და მხოლოდ ძილს მივეცი თავი.
თურმე სად ხარ... როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ყეზას თვალი არ უჩანს.
დილის 9 საათი იქნებოდა, ტელეფონზე რომ დამირეკეს.
-ბატონო.
-გულო ახლა არ წაიქცე.
-უჩა, მართლა დააორსულე ვინმე მანდ?-გამეცინა და უკვე ვიღვიძებდი.
-ბათუმში ვართ-დაბნეულმა მიპასუხა.
-რა დროს ჩამოდით, ნასვამები არ იყავით რომ გელაპარაკე?
-მე და დათუნამ დავლიეთ და ბიჭებმა კიდევ, ლევანს არ დაულევია და მან ჩამოგვიყვანა.
-კი მაგრამ... მშვიდობაა? შენი ხმა არ მომწონს, კიდევ რამე მოხდა ადამიანო?
-ჩვენთან არაფერი მომხდარა, ყველაფერი იდეალურზე იდეალურადაა, მაგრამ მშვიდობის რა გითხრა... განა მთლიანობაში მშვიდობაა, მარა რავიცი რა...
-უჩა, არ მომწონს ეგ ლაპარაკი, რა ხდება მეთქი.
-უცებ ჩაიცვი, ჩამოდი და გზაში ყველაფერს გეტყვი.
-ეზოში ხარ?
-ჰო, 2 წუთიც არ მინდა და მოვალ.
-კარგი.
დაბნეულმა ვუპასუხე და სასწრაფო ტემპით ჩავედი ძირს.
დადიოდა წინ და უკან და ეცინებოდა თითქოს, მივუახლოვდი თუ არა, ჩემკენ წამოვიდა.
-ერთი დღეა არ მინახავხარ და ლამის გავგიჟდი, სასწაულად მომენატრე ჩემო პატარავ.
-მეც მომენატრე, რა მოხდა არ მომიყვები?
-დაჯექი მანქანაში და გზად ყველაფერს გეტყვი.
-კარგი.
ღვედი შევიკარი, მოვკალათდი ლამაზად და ისევ ინტერესით გავხედე.
-ლევანმა ღამით, ევა მოიტაცა.
-კაი რას მეღადავები ახლა, მართლა გეკითები.
-არ ვღადაობ მილა-დამნაშავე თვალებით გამომხედა.
-კარგი ეხლა მეთქი, სულ არ არის სასაცილო.
-ცუდი ხომ არაფერი მომხდარა.
-ღმერთს გაფიცებ...-ლამის გულზე დამარტყა-კი მაგრამ, აბა ლევანს არ დაულევიაო?
-არც დაულევია მერე, სრულიად ფხიზელი იყო.
-აბა გააფრინა ბიჭო?-ისტერიული სიცილი ამივარდა.
-ჩვენს სამომავლო გეგმებზე ვლაპარაკობდი, ქორწილზე, ოჯახზე და 2 საათში გამოაცხადა 3 დღეში ვიტაცებო, ჩვენც ახლა ნასვამები ვიყავით, გავიცინეთ და დავეთანხმეთ, მერე უეცრად აიჩემა ბათუმში უნდა წავიდეთ, სასწრაფო საქმე მაქვსო და რომ თქვა ვიტაცებო, არ დავუჯერეთ, იმდენად უჟურია ეგეთებში, არ გარისკავს მაგდენს თქო ვთქვით და გამოვყევით მაინც, არ გაგვიყოლა, მე მარტო წავალო და ამიტომ უფრო არ დავიჯერეთ, ვიფიქრეთ უბრალოდ ჩამოსვლა უნდაო და ამან კიდე, მართლა მოიტაცა თურმე...
-ღმერთო, სად არიან?-შოკისგან წამოვიძახე.
-სად და სახლში-გაიცინა.
-სად სახლში?-უაზრო კითხვებს ვუსვამდი უკვე.
-ლევანისთან სახლში მილა, ვიცი რომ დაიბენი და გაურკვევლობაში ხარ, მაგრამ არც ისე ცუდადაა ყველაფერი, როგორც გგონია-გაიცინა და ხელი ჩამკიდა.
-მე იმას უფრო ვდარდობ, შენს ძაკაცს რამე არ დაემართოს, თორემ ევას არაფერი მოუვა-გამეცინა დამშვიდებულს.
-გიჟია რა.
-რამ გადარია ერთი ეგ ბიჭი, ან ევა როგორ დაითანხმა ამ ყველაფერზე.
-მიაკითხა თურმე, მანქანაში დაჯდა თუარა, დაძრა მანქანა და გიტაცებო უთხრა და ეგრევე კარებები დაკეტა, რომ ევა არ გადამხტარიყო-სიცილი აუვარდა.
-კიდევ კარგი მიმხვდარა ამას-მეც ავყევი.
რამოდენიმე წუთში ლევანის სახლთან ვიყავით, ლამის ეკიპირება ჩავიცვი და ისე ავედი კიბეებზე, ისეთი ხმები გამოდიოდა.
-ახლა რომ მოგკლა, ხომ გამომიშვებენ 20 წელში მაინც და ეგ მირჩევნია, დარჩენილი ცხოვრების შენთან ერთად გატარებას.
-ახლა ნერვები არ მომიშალო, ცოლი ხარ ჩემი და დამთავრებული ამბავია-დაემუქრა ლევანი.
-უზრდელი და ხეპრე ხარ!
-მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ევაჩკა-დაამშვიდა დათუნამ-ბავშვზე მუშაობის დროს, მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ შენ დაგემსგავსოს ტვინით და ეგაა რა-გაიცინა.
-დათუნა, დაგაყოლებ ზედ ამ დებილს იცოდე.
-ამიხსენით წესიერად რა მოხდა-გავიცინე და საუბარში ჩავერთე.
-მილა, მილა გეხვეწები წამიყვანე რა ამ დებილისგან-მომვარდა დანახვისთანავე.
-ლევან, გაფიცებ, მართლა მოიტაცე?-შოკი მაინც მქონდა.
-მართლა მოიტაცა, მართლა, აბა ვითომ-ვითომ მოტაცება როგორია რძალო?-ჩაერია სვანი-დილით უთხრა ამ შტერმა რაღაც და ამაზე ავარდა, თორემ კი იყო მშვიდად, მე რომ გაჯობე ცოლის მოყვანაში, მიხვდი.
-ხალხო, ან გამოშტერდით, ან მე მაშტერებთ-გავიცინე-თუ მოიპარე და დალაგდით გუშინ, დღეს რაღა უნდა, რატომ გკლავს და რატომ ფიქრობს რომ ჩაჯდომა უკეთესია?
-ეს დებილია და ამასთან გაჩერებას, მე არ ვაპირებ!-ევა ცაცხანებდა.
-წამომყევი ერთი შენ გენაცვალე-გავიცინე და გავიყოლე ევა საძინებელში.
საწოლზე ჩამომჯდარი ევა დაბნეული მიყურებდა.
-ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ეს თუ მე გადამხდებოდა თავს, არასოდეს მეგონა, რა მოტაცება, რა ესე შექმნილი ოჯახი.
-გგონია გავამტყუნებ? პირიქით, ვიცი როგორც გიყვართ ერთმანეთი და შენი ამრიდებელი ხასიათის გამო, ეს ბიჭი უცოლო ვერ დარჩებოდა, ასე რომ ძალიან კარგად მოიქცა.
-მილა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ საერთოდ მომხდარს.
-მოიცა, მე რაღაც მომენტი ვერ მივხვდი.
-რა აბა?
-რა და, სვანი ამბობდა, ღამე მოწყვნენ და ლევანმა რაღაც გითხრა თითქოს და ამაზე აიჭერი და რა მოხდა? თუ მე მგონია რაღაც არასწორად?
-მოკლედ, რომ დავჯექი მანქანაში და მითხრა მოგიტაცეო, დიდად წივილ-კივილი არ დამიწყია, რაც არ უნდა იყოს, მიყვარს და ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ.
-აბა რა გინდა? რა გაჩხუბებდა დილით.
-სისულელეა, არც კი მინდა ამაზე საუბარი და საერთოდ, არავისთან გაჩერებას არ ვაპირებ.
-ევა, გელოდები ახლა.
-სულელია გეფიცები, ოღონდ მართლა, კი გითხარი, რომ არ მიყვირია და რაღაც, მშვიდად მელაპარაკა მანაც და მოკლედ არავითარი უთანხმოება არ გვქონია, სახლში მოვედით, ყავა დავლიეთ და მოკლედ...
-ევა, თუ არ გააგრძელებ დაგაკლავ ადგილზე-გამეცინა აფორიაქებულ დაქალზე.
-იცოდე არ დამცინო.
-რა?
-არ დამცინო მართლა, თორემ ხმას აღარ გაგცემ.
-ამისთანა რა მოხდა გაფიცებ?
-რომ მაკოცა მეც ავყევი და მოკლედ, რომ მიაწია იმაზე საქმემ-ეს იმაზე, ისე სასაცილოდ თქვა, ლამის გადავკვდი-მილა, ხომ გითხარი არ დამცინო თქო.
-არ დაგცინი, ეს „იმაზე“ რა იყო.
-აუ, ხომ მიხვდი რასაც ვამბობ.. მოკლედ, ლამის საცვალი მეცვა მარტო, რომ ადგა და მომშორდა.
-ეგ ახლა ვერ მივხვდი და თავი გოიმი მგონია, გქონდათ და მოგშორდა უეცრად?
-არა ქალო, არც კი გვქონია, მეფერებოდა და საცვალთან მისული გაჩერდა და უხმოდ გამერიდა, მე კიდე დებილივით ვიწექი საწოლზე და ჭერს ვუყურებდი.
-მერე?
-რა მერე? ბოლოს ავდექი ჩავიცვი, ის მისაღებში გავიდა და დივანზე დაწვა, მე კიდევ აქ მეძინა.
-ხალხო, თქვენ უბერავთ? არ შეილებოდა, რომ დაგელაპარაკათ და გაგერკვიათ ეგ? იქნებ რატომ მოიქცა ეგრე.
-რატომ და პიდარასტია!-მის ნათქვამზე მასვე გაეცინა.
-აი ეგ გამორიცხე დაო-გამეცინა მეც.
-მე სახლში მივდივარ და სხვა არ ვიცი.
-არაფერსაც არ მიდიხარ, ეგრე დებილობებს ვინც აყვა, ზუსტად იმათმა დაკარგეს ლამის ყველაფერი, დაჯდები ახლა და დაელაპარაკები და გაარკვევ რა მოხდა და ა.შ.
მისაღებში გავედით, ყველა ჩუმად იჯდა, მე ვუთხარი ყველას, რომ უნდა წავსულიყავით და წინააღმდეგობაც არავის გაუწევია, ლევანი და ევა კი მარტონი დარჩნენ.

ევას ნაამბობი:
-გძულვარ არა?!-უეცრად მკითხა, როგორც კი მარტონი დავრჩით.
-არა, არ მძულხარ.
-ძალიან მცხვენია ჩემი თავის-თავი დახარა და ისე მელაპარაკებოდა.
-აი ეგ, ძალიან კარგია რომ თქვი, მაგრამ მაინც ინტერესი მკლავს, რა არ მოგეწონა ჩემში ასე, რომ ნახევრად შიშველი დამტოვე საწოლზე და დივანზე დაიძინე.
-ჩემი სინდისი და კაცობა.
-უკაცრავად?!-დავიბენი.
-კი იცი, რომ მინდოდა ქორწილი და ამბები, მაგრამ იმდენად გამაჭედინე ბოლოს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, განა რომ წამოგიყვანე, იქედანვე მაწუხებდა საკუთარი თავი და ფიქრები, მაგრამ არ მინდოდა მეღიარებინა, რომ დაგაძალე და რაღაც ოცნებები ჩაგიხშე, მერე ჩემი საქციელი, პირველი კოცნა, ჩახუტება, შეხება, შენი შიშველი სხეული-ნერწყვი ძნელად გადაყლაპა-ვნებას ვეღარ ვაკონტროლებდი, შეიძლება სულელი და ატეხილი გგონივარ, რომელიც საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრობს, მაგრამ დამიჯერე, მე უფრო მაწუხებს შენი დარდი და ტკივილი, ვიდრე შენ და ეს ფაქტია. საკუთარი თავი მძულდა რომ ეგრე მოვიქეცი და შენ არ გაგითვალისწინე.
-ლევან, მე რომ არ მდომოდა შენთან ყოფნა და რაც მთავარია, შენთან დაწოლა, მამაზეციერიც ვერ მაიძულებდა ამას, მე გააზრებულად ამოგყევი სახლში, თორემ დაკეტილი კარები გააჩერებდა ჩემს „არას“? როგორ გგონია? ხომ შეგეძლო გეთქვა და გულნატკენს არ ჩამძინებოდა.
-არ მინდა დაგაძალო და ისე გამოვიდეს, რომ მოგიტაცე და ვსო, ჩემი ცოლი ხარ და უნდა დაწვე ჩემთან, მინდა ეს ორივეს გვინდოდეს.
-მერე და მინდა-რომ ვთქვი, მხოლოდ მაშინ გავიაზრე რა დებილობა წამოვროშე და თავი ხელებში ჩავრგე, რასაც ლევანის სიცილი მოყვა.
სიჩუმე ჩამოვარდა, აღარც ლევანი იცინოდა და თითქოს სუნთქვაც გაეჩერებინა, თავი ნელა წამოვწიე და გავხედე ადამიანს, რომელიც თითქოს თვალსაც არ ახამხამებდა, ისე მაკვირდებოდა. უცნაურად გამოიყურებოდა მამაკაცი, რომელიც წინ მეჯდა და სხვანაერი სახითა და გამომეტყველებით შემომცქერიდა.
წამოვარდა დივნიდან, ხელი ჩამავლო მაჯაში, ფეხზე წამომაგდო და იმ წამსვე მეძგერა ტუჩებში.



------
გამარჯობა.
უზომოდ მაინტერესებს რას ფიქრობთ. ველოდები შეფასებებსა და კომენტარებს.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგს. ყველაზე მეტად რაც მომწონს, არეულად არ წერთ და ყველაფერი სწორად მიყვება ერთმანეთს..<3

 


№2 სტუმარი mari

გვიან მიჩვენებს და რატომ?
ძალიან მომწონს....♥️თითქოს რეალობაა ისე გადმოსცემთ ყველაფერს...

 


№3 სტუმარი ნესტან

ჰა ჰა კარგი სამხიარულო თავი კი იყო ამდენი დაძაბულიბის შემდეგ ველოდები ახალ თავს წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent