შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აგირჩიე! (ნაწილი 13)


13-07-2024, 00:29
ავტორი llella
ნანახია 1 761

-შე მჟავე კიტრო, შე გაფუჭებულო ადამიანო-უყვიროდა დათუნა და თან ტიროდა.
-კარგი ახლა დავით, რაიყო.
-რაიყო კიარა, რომ ადგები აქედან, მართვის მოწმობის თეორიის ყველა ბილეთს ჩავიბარებ ზეპირად-მხარი აუბა ლევანმა-იცი მაინც როგორ ვინერიულეთ?
-ლევან, კარგი რა, შენ მაინც ნუ მტუქსავ.
-ნუ გტუქსავ კიარა, რძალი არ იყოს აქ, დაგაკარგინებდი ვაჟიშვილობას-გადმომხედა ლევანმა და გამიცინა, მე კიდევ უჩას გვერდით ვიჯექი და მის ხელს ჩავფრენოდი.
-ოჰ, კაი ახლა, მაგან ვაჟიშვილობა პამპერსის გაკეთებას რომ დაანება თავი, მაშინ დაკარგა და მილასთან დაკარგავს კიდე ქორწილის ღამეს-გამოაცხადა დათუნამ და უჩას დაბღვერილ მზერას ჰკიდა თვალი თუ არა, გაქვავდა.
-მე აქ სამუდამოდ არ ვწევარ, რომ ავდგები, ხომ წარმოგიდგენია რაც მოგივა?!
-აუ ნუ მემუქრები შე ლაყე კვერცხო, ნელა იყავი უშვილო არ დაგტოვო.
-მოკეტე დათუნა თუ ძმა ხარ-ჩემს დაბნეულობას რომ ჰკიდა თვალი უჩამ, გაეცინა.
-ექთნებს ვეტყვი იმპოტენციის წამლები შეგიყვანონ სისხლში და ივლი დაგდებული სპილოთი.
-კარგი ეხლა ბიჭო, გეყოს მეთქი-დაუღრიალა უჩამ და თმაზე მომეფერა.
-კაი ხო, დანარჩენს რომ ადგები მერე გაწამებ ფსიქოლოგიურად, აბა ფიზიკურად ქე წვალობ ქორწილამე.
-დათუნა კარგი რა...-უკვე ჩემი შერცხვენილობის პიკი იყო და პომიდორს ვემსგავსებოდი ფერით.
-გცემთ ორივეს-დაუყვავა და თითი დაუქნია მუქარის ნიშნად.
ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ მალე გამოწერეს უჩა საავადმყოფიდან და სახლში წავედით. ბიჭები წუთითაც არ შორდებოდნენ და არ ტოვებდნენ მარტო, შენზე არ ინდობა, ახლა კლდიდან მოინდომებ გადავარდნასო და ემუქრებოდნენ, ან წესიერად მოიქეცი, ან კიდევ ქორწილამდე გამოგკეტავთო.
დაღამებას იწყებდა და ნიშნობამდე 2 დღე იყო დარჩენილი, ზარი რომ შემოვიდა ტელეფონზე.
-ჩემი მომავალი ცოლი როგორაა?-თბილად მითხრა და მეც გამეღიმა.
-ცოტათი დაძაბული და არეული, ბატონი უჟმურობა როგორაა?
-ბატონი უჟმურიბა იქნება ღამე ძილს რომ განატრებ.
-რაიყო ახლა ეგ?!-დავუცაცხანე და გამეცინა.
-რა და ადექი ახლა, მოემზადე და მოვალ მალე.
-რა ხდება რომ?
-ლევანმა კაფეში წავიდეთო.
-კარგი აზრია, ტვინც გავანიავებ.
-დღეს გიტაცებ თან-გამიცინა-მიდი მოემზადე, შენებმა იციან.
-როგორ თუ მიტაცებ?
-ხვალ მიგიყვან სახლში, მიდი მიდი, 10 წუთში შენთან ვიქნები.
-ჰოო, კარგი კარგი.
ჯუჯღუნით ვუპასუხე და მომზადებას შევუდექი, სასწაულად დაღლილი ვიყავი, თითქოს ფეხებზე ლოდები მქონოდა და მიწაში ჩავქონდი. წუწუნის მიუხედავად, მაინც მოვემზადე და ჩავედი.
მონატრებული მქონდა უჩას ამ მდგომარეობაში ნახვა, მანქანაზე მიყრდნობილი სიგარეტით ხელში, სასწაული სანახავი იყო მისი უბრალო ჩაცმულობის სტილით, რომელიც მაინც უზომოდ შვენოდა.
-ჩემი ქალბატონი მოსულა-დამინახა მისკენ მიმავალი და გადამეხვია.
-უცნაურია, რომ შემამჩნიე-გამეცინა.
-მე ყოველთვის, ყველაფერს ვამჩნევ.
-საით?-ღვედს ვიკრავდი, როცა ვკითხე.
-ლევანას კაფეში მივდივართ.
-ლევანს თავისი კაფე აქვს?
-ჰო, მამამისმა აჩუქა და ამანაც მაგრად მოხოდა.
-ვა, კარგია ძალიან და დღეს აპირებთ დალევას?
-არა, დღეს მე და შენ იქ ცოტახანს გავჩერდებით და მერე მივდივართ პაემანზე.
-ეგ იდეა მომწონს და სად ვაპირებთ?
-ეგ საიდუმლოა-გამიღიმა და ხელით მანიშნა, ჩემი ხელი მიმეცა მისთვის.
მეც გავუწოდე ჩემი ხელი და ძლიერად ჩავკიდე მისას, უცებ დავაკვირდი და გავიაზრე, რომ ეს ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შენაძენი, ყველაზე ძლიერი საყრდენი და ძალა, რომ მასთან მე უდაოდ უსუსური ვხდები და ვიხსენებ ბავშვობას, როცა არაფერს არ ვნერვიულობდი და მქონდა საშუალება, რაღაც მომენტებით დავმტკბარიყავი, მისი ხელი ისე ძლიერად მეკავა, თითქოს წამართმევდა ვინმე, მაგრამ რეალობა მაინც რეალობაა, თუ კი ის ჩემია, მაშინ ჩემია ბოლომდე.
-ამ ჩაცმამ ხომ ჩემი ნერვები შეიწირა-დაიჯუჯღუნა როგორც კი გადმოვედით მანქანიდან.
-შენ თვითონ არ თქვი, ჩემთან როგორც გინდა ისე ჩაიცვიო?
-მაგას არ ვგულისხმობ მილა.
-აბა?
-აბა ის, რომ მინდიხარ, მინდა აი ეგ ნაჭრები სულ არ ფარავდეს შენს უნაზეს სხეულს და მინდა მოგიქციო ხელებში, ისე გაკვნესო რომ...
-კარგი ეხლა-ხელზე მოვქაჩე და გავაჩუმე.
-ამ მორიდებულობას რა უნდა ეშველოს ნეტა?
-ჩემი მორიდებულობა არაა პრობლემა, შენი თავხედობა კიდევ ძალიანაც არის.
-თავხედი ვიქნები გენაცვალე, შენს თავს უყურებ?-გამიცინა და თმაზე მომეფერა.
-გეყოს მეთქი.
-მეყოს ჰო, მეყოს-ამ დროში ბავშვებსაც მივუახლოვდით.
ევა საკმაოდ უცნაურად იჯდა ლევანისგან მოშორებით, ლევანიც უხასიათოდ იყო ტელეფონში ჩამძვრალი და არავის არ აქცევდა ყურადღებას.
-გეღირსათ მოსვლა?-გამოაცხადა დათუნამ, დაგვინახა თუ არა.
-რა ნირ წამხდრები სხედხართ, რა უბედურებაა-უჩამ გადახედა ბავშვებს.
-ოოო, ეგ არ იკითხოთ-გაიცინა დათუნამ-აქ დრამები აიწიააა, მეც კი არ ავიყვანდი ძუძუებიან ქალს ხელში, ისეთი ამბავი იყო.
-რას ბოდიალობს?-გაკვირვებულმა ვკითხე ევას.
-არაფერს-ცხვირაბზუებული გახედა ლევანს, მე და უჩამაც ლევანს გავხედეთ.
-აგერ ეს-ევაზე მიგვითითა დათუნამ-მიესალმა ვიღაც ეგრეთწოდებულ „უიი ვაჩე, როგორ გამიხარდა შენი აქ ნახვა“-ს და გადაკოცნა და აგერ ამან-ლევანისკენ გაიშვირა ახლა თითი-ისე იეჭვიანა, ლამის კაფე დახურა იმის გამო, რომ ეჩხუბა.
-ვაჩე ჩამოვიდა?-გავიოცე და ევას ვკითხე, ამ ჩემს ნათქვამზე კი უჩას ჰქონდა უცნაური რეაქცია და გადმომხედა, რაზეც დათუნას აუვარდა სიცილი.
-ახლა არ დაიწყოთ თქვენ, თორემ გავაფრენ-გამოაცხადა და ხელები აიქნია.
-ვაჩე ვინაა?-მკითხა გაბრაზებულმა უჩამ წარბაწევით.
-ვაჩე ვინაა და ევას ბიძაშვილი-ამის თქმა და დათუნას ხარხარი ერთი იყო.
-აუუუ ლევანაა, აღარ ვარ კარგად, ანუ ეს გოგო რომ ამბობდა ძმაა ჩემიო, მართლა ყოფილა ბიჭოб შენ კიდე გაიძახოდი მე ძმაკაცობა არ ვიცი გოგოსა და ბიჭს შორისო.
-ბიძაშვილია?-წამოვარდა ფეხზე ლევანი.
-ხომ გითხარი ძმაა თქო, ჩემთვის ბიძაშვილები დებისა და ძმების როლს ასრულებენ.
-რა სულელი ხარ მოკლედ-გამეცინა-მერე ვერ კითხე წესიერად?
-აუ რძალი, ვიცი? ბინდი გადამეკრა თვალებზე და...
-ბინდი თვალებზე კიარა, ტვინზე გადაგეკრა შენ-გამოაცხადა ევამ და ლევანს დაუბღვირა.
-აუ გულო, კაი რა-ახლა მიცუცქვა დაუწყო-ნუ მიბრაზდები.
-რას ნუ გიბრაზები, რა გაეჭვიანებს.
-ეს წყვილები შემშლით მე-დაიცაცხანა დათუნამ და გვანიშნა ყველას მოკეტეთო.
-მოკლედ, მეგობრებო, ვინ რას დალევთ.
როგორც იქნა საბოლოოდ დალაგდნენ და აღარ უჩხუბიათ, ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ, უჩა წამოდგა ფეხზე მერე, მოუბოდიშა ყველას მე და მილამ უნდა დაგტოვოთო და წავედით, გზა ვერ ვიცანი.
-უჩა, მგონია რომ ტყეში მიგყავარ რომ მომკლა.
-მოსაკლავი კი ხარ, მაგრამ ტყეში და რაც მთავარია ცივი იარაღით არა-გაიცინა და ფეხზე მომეფერა.
-შენ მემგონი საავადმყოფოში რაღაცა გაგირიეს და ძაან აღგზნებული ხარ.
-შენი თავი გამირიეს-გამიცინა და გზას გახედა-პატარავ...
-ჰმ...-მეც გავხედე ინტერესით.
-შვილი მინდა.
-გვეყოლება უჩა, ღმერთით ყველაფერი იქნება.
-ასე მგონია, ამ დრომდე ჩემი ცხოვრება არაფერს წარმოადგენდა, რაც შენ გამოჩნდი, სხვა ადამიანი ვარ, საერთოდ სხვა-მანქანა ბულვარის წინ მიაჩერა და ისე მელაპარაკებოდა, ჩემკენ არ გამოუხედავს და არც საჭისთვის მოუშორებია ხელები-ახლა, თითქოს სხვა მიმართულებით ვიხედები და ვფიქრობ, ადრე არ მინდოდა ახალი დღის დადგომა, ერთი დღით ვცხოვრობდი, ახლა ყოველი დღე მინდა რომ გამითენდეს, მინდა დაგინახო, შენი ხმა გავიგო, თუნდაც შეშლილი დამიძახე, როგორც ქალზე, უზომოდ მოჯაჭვული ვარ შენზე, ესე ერთი ქალი მდომოდა მთელი ცხოვრება... სახლში, ხალში, საწოლში, მხოლოდ შენ მიდგხარ თვალწინ... ჩემი თავის მე მიკვირს. შვილები მინდა, შენნაერი მწვანე თვალები რომ ჰქონდეთ, ხუჭუჭა თმა და ეგ ლამაზი ტუჩები მინდა ჰქონდეს შენი, ხასიათით მე მინდა რომ მგავდეს, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორზეც ვვოცნებობ, მინდა ყველაფერი კარგად იყოს.
-ყველაფერი აგისრულდება, გპირდები-ჩემკენ მოვაბრუნე და ნაზად ვაკოცე.
-მუდამ ჩემთან იყავი რა, იმ კამათის დროს რომ მიხსენე სხვა შეიძლება იყოსო, სული დავლიე გეფიცები, მეგონა იქვე დავანგრევდი მთელს კორპუსს, შეიძლება ავადმყოფი ვარ, გეფიცები არ ვიცი, ასე მგონია ხოლმე, რომ ზედმეტად გისაკუთრებ და უკვე ჩემი გონების, გულისა და სხეულის ნაწილად მიმაჩნიხარ, მაგრამ ისიც კი წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ვიღაც იარსებებს შენს ირგვლივ ჩემ გარდა, არ მემეტება შენი თავი სხვა კაცისთვის, მხოლოდ ჩემი მკლავებისთვის მემეტება შენი სხეული, რომ ვფიქრობ შენს სიცილსა და ტირილს სხვა გაიზიარებს, მგონია ვკვდები, კაცად არ ვვარგივარ მაგ დროს მე.
-რატომ დაიწყე ამაზე საუბარი?-დაბნეულობა შემომაწვა.
-მილა... მილა... უცნაურია ეს ცხოვრება.
-უჩა რა გჭირს? მშვიდობა გაქვს?
-საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ მილა და ეს მაშინებს, კაცურ სიტყვას გეუბნები, მაგრად მაშინებს თან.
-ეეჰ, უჩა... ძალიან კარგი თვისებაა განა ეგ, რა გგონია ცუდია? რომ შეგიძლია ესე მყარად და გარკვევით საუბარი იმაზე, თუ რას გრძნობ და რას განიცდი, ეს შესანიშნავია, მე რომ შემეძლოს ჩემი თვალებით დაგანახო საკუთარი თავი, დამიჯერე, გატირებდი სიყვარულო, მხოლოდ შენი ვარ და არავინ მინდა სხვა, მხოლოდ შენ ერთი უნდებხარ ჩემს გულსაც, გონებასაც და სხეულსაც და იცოდე, რომ არასოდეს ვიარსებებ შენს გარეშე. შენ ხარ ის მამაკაცი, რომელსაც მე ჩემი თავი ვანდე, გგონია მე არ მქონდა ის მომენტები ცხოვრებაში, რომ ვინმესთან დავწოლილიყავი? რომ ეგ ნაბიჯი გადამედგა? კი იცი, რომ რეალურად ამ ყველაფერზე სხვანაერად ვფიქრობ, მიმაჩნია, ნუ მიმაჩნდა, რომ მხოლოდ ქორწინებისა და დალაგების მერე უნდა ვყოფილიყავი მამაკაცთან, მაგრამ ახლა ეგრე არ ვფიქრობ, შენ ჩემს ცხოვრებისეულ ხედვებზე და პრიციპებზე წინ ხარ. იქ, სადაც ჩემს თავს გადავახტი, დამიჯერე, შენ ის ფასი გაქვს, რაც არავის არააქვს.
ძლიერად ჩამეხუტა და მთელი ძალით დააკვდა ჩემს ტუჩებს.
გვიანი ღამე იყო უკვე, სასტუმროსთან რომ გააჩერა.
-რომანტიულ ღამეს ხომ არ ინებებდით?-გაიცინა და კარები გამიღო.
-საინტერესოა.
ვარდებით მორთულ ოთახში შევედი თუ არა, მკვდარი სიჩუმე ჩამოვარდა, როცა უეცრად აღმომხდა კვნესა, ყურს მიაკრო ტუჩები და მუცელზე შემომხვია ცალი ხელი, ცალი კიდევ მარცხენა მკერდზე ჰქონდა.
-უჩა...-სიამოვნებისგან თავი უკან გადავაგდე და დაველოდე მის ქმედებებს.
-მომენატრე- აღმოხდა და კაბის გახსნას შეუდგა.
არ ვიცი რა ეშმაკებმა მიბიძგეს, მისკენ შევბრუნდი და გაგიჟებულმა ვაკოცე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და მხრების მაღლა აწევით ფეხის წვერებზე ავიწიე, თითქოს გაუკვირდაო ჩემგან ეს ქმედება და უარესად გადარეული მიჭერდა ვნებისგან ხელებს სხეულზე.
-ჭკუიდან გადაგყავარ-მიმკვდარმა ამოილაპარაკა და ქამრის გახსნას შეუდგა.
წამოდენიმე წამში მოიშორა ტანისამოსი, კედელსა და მის შორის მომაქცია და ისე მეძგერა კისერზე, მხრებზე მოვხვიე ხელი, რომ არ წავქცეულიყავი.
-არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ...
-მინდა რომ იყო..!-ჭკუიდან გადასული, უკვე მთლიანად ემოციებსა და სურვილებზე ვიყავი აყოლილი.
ცალი ფეხი ამაწევინა მაღლა და კომფორტულად მოკალათდა, თვალები გადაატრიალა და ძლიერად მაკოცა, როცა იგრძნო ჩვენი შერწყმა და ისე ნაზად მოძრაობდა თავიდან, მეგონა ყველაზე მშვიდ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, წამის მეასედში ვიგრძენი შეხების ცვლილებაც, ისიც, თუ როგორ უმატა ტემპს, ძალას, სიმძლავრეს და რავიცი კიდე რა ვთქვა, ზუსტად იმ მომენტში მეგონა, რომ ჩემი მამაკაცი ცხოველად გადაქცეულიყო და ეს თითქოს მეტ ვნებას და სურვილს მიჩენდა, მას ავყევი და ბოლომდე მოვეშვი. იმ ღამეს, ჩვენ გარდა, არავინ არსებობდა.
საწოლზე მიმკვდარი ვიწექით ორივე და სუნთქვას ვერ ვარეგულირებდით.
-ხომ არაფერი გტკივა პატარავ?-დამხედა და თავზე მაკოცა.
-არა, რატომ მეკითხები ყველა ჯერზე ამას?-გავიცინე.
-იმიტომ, რომ ჩემი სურვილები და ფიქრები ვიცი და ვიცი, რომ არ მყოფნი და ვერ ვძღები შენით, ამიტომ მეშინია თავის კონტროლი არ დავკარგო და უხეშად არ შეგეხო.
-არა, ყველაფერი რიგზეა, ნუ...
-რა ნუ?-დაფეთებული წამოვარდა და დამხედა.
-გარდა იმისა რომ ყავა მინდა საშინლად-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-მე კიდევ რა არ ვიფიქრე, ახლავე გაგიკეთებ.
ეს გიჟი ვაჟბატონი, შიშველი წამოტანტალდა საწოლიდან და შეუდგა ყავის მომზადებას.
-უსირცხვილო-დავეჭყანე და ვანიშნე, ჩაიცვი თქო.
-მაშინაც უსირცხვილო ვარ, როცა ბოლო ხმაზე გაკვნესებ?-ჩემკენ წამოვიდა.
-მაშინ ყველაზე მეტად ხარ.
-მაშინაც უსირცხვილო ვარ, როცა ხმა გივარდება სიამოვნებისგან?
-მაშინაც-ნერწყვი ძნელად გადავყლაპე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
-მაშინაც უსირცხვილო ვარ, როცა შენი ტუჩების, მკერდის, საჯდომის და ზოგადად სხეულის გემო მომწონს?
უკვე ჩემს ზემოთ იყო მოქცეული და ისე მელაპარაკებოდა, ჩაცოცდა ქვემოთ და ვნების გარდა აღარაფერი გამხსენებია, სიამოვნებისგან კანკალმა ამიტანა და ლამის იყო ცეცხლი წამკიდებოდა, ამ ყველაფერს მისი ხელების უხეში შეხება დაემატა ჩემს მკერდზე და ასტრალში ვიყავი გასული, თუ საერთოდ აღარ ვარსებობდი, ვერ გამერკვია.
-დასვენება გვჭირდება-წამოვიძახე და ვეცადე როგორმე მომეშორებინა.
-მე არ დავღლილვარ!-ჩამხრჩვალი ხმით გამოაცხადა მკაცრად, უცებ გადამაბრუნა და ვნებიანად დამისვა ენა ხერხემალზე.
-დამ... დამიჯერე და... დაიღალე უჩა...-საუბარი დამავიწყდა ლამის.
ისევ ვიგრძენი, როგორ ნაზად ვხდებოდი მისი და სრულაიდ მოვეშვი, „ეს ადამიანი გიჟია!“ საკუთარ თავს ვუთხარი და მუცლითა და მკერდით ბოლომდე ჩავეხუტე საწოლს, მან კი თეძოებზე ძლიერად მომკიდა ხელი და ჩემი არეული ბგერებისთვის და კვნესისთვის არ მიუქცევია ყურადღება, ისე გააგრძელა საკუთარი საქმე, მხოლოდ ერთს იმეორებდა დრო და დრო „ჩემი ხარ!“
როგორც იქნა ყავაც გააკეთა, აივანზე გავედით და იქ ვსაუბრობდით.
-ნერვიულობ არა?-მის კალთაში მქონდა ფეხები ჩალაგებული, მე ცალკე ვიჯექი, ფეხებზე მეფერებოდა.
-იმედია ნიშნობას გულისხმობ და არა იმას, რომ აივანზე აპირებ ახლა ჩემთან სექ**თ დაკავებას-გადავიხარხარე და თვალი თვალში გავუსწორე.
-ნიშნობას ვგულისხმობ კი-გაიცინა-და ისე, ეგ ცუდი აზრი არაა.
-ცოტას, ახალი ეტაპია და უკვე იმის გააზრების მომენტი უფროა, რომ მე ოჯახიდან მივდივარ.
-კი მაგრამ, ხომ არ ტოვებ ქვეყანას, ყოველ დღე ნახავ.
-შენ ნერვიულობ?
-ალბათ, მხოლოდ იმაზე, რომ მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს, ისე როგორც შენ ოცნებობ და გინდა, სხვა აღარაფერი მაქვს სანერვიულო, ნუ გარდა იმისა, რომ ჩემი პატარა გოგონა მინდა, რომ ჩვენს სახლში ბაჯბაჯებდეს და ჩემს დანახვაზე თვალები უბრწყინავდეს.
-ჯერ არ გაჩენილი ბავშვი მიისაკუთრე?-გამეცინა.
-ყველაზე კარგი მამა ვიქნები, ღმერთის ნებით, მაგრამ გათხოვება და ამბები არ გამაგონოთ, აქედანვე გაფრთხილებთ-გაიცინა.
-ჯერ ჩაისახოს ბავშვმა, აცადე.
-ყველაფერი იქნება, ისე იდეალურად უნდა იყოს ყველაფერი, რომ მეტი არ შეიძლება, რაც უშენოდ ვიწვალე და უშენოდ ვიყავი, საკმარისი იყო ჩემთვის, ახლა მართლა ბედნიერება მინდა.
-ყველაზე ბედნიერი იქნები უჩა, გპირდები, ისე რა მაინტერესებს-გამეცინა.
-რა აბა?
-რა და გოგო რომ არ იყოს პირველი და ბიჭი იყოს, მერე?
-პატარავ, ეს ჩემი ოცნებაა, თორემ ოღონდ ჯანმრთელი შვილი გვყავდეს და მეტი არ მინდა არაფერი.
საუბარს შეყოლილებმა, საბოლოოდ დაძინება გადავწყვიტეთ და დილით სახლებში ვიყავით.
-ხვალ ნიშნობაა მამიკო-დილის ყავას მივირთმევდით, რომ დაიწყო საუბარი მამაჩემმა.
-ჰო, ხვალაა.
-ნეტავ, მე უფრო ვნერვიულობ, თუ შენ?-გაიცინა.
-მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად ახლა უჩა ნერვიულობს-გაიცინა დედამ.
-ეგეც მართალია.
-მართლა უზომოდ ნერვიულობს, გეგონება ცოლი მოყავს-ამივარდა სიცილი.
-აბა ბიჭო-ახარხარდნენ.
ნიშნობა? ნიშნობა ყველაზე ლამაზი დღე იყო, უჩა კლასიკურად იყო გამოწყობილი და ისე დადიოდა, თითქოს ლოდები ადევსო მხრებზე.
-ბიჭი, თუ არ დამშვიდდები, ფეხებს გაგატანებენ ამ გოგოს-უჩურჩულა დათუნა, როცა მოსაწევად იყვნენ გასულები.
-აუ დამანებე თავი, ვერც ვსვამ თორემ...
-კაი ყოფილა?-გაიცინა სვანიმ.
-ლიპარტელიანი, ახლა მკვლელობას ჩავიდენ და იცოდე-დაუცაცხანა.
-ამდენი ოქრო, სიძესაც თუ უწევდა მე რა ვიცოდი-გამოაცხადა ლევანმა-ცოლს მოვიყვანდი ეგ რომ მცოდნოდა, აბა რას ვიზამდი.
-ევას ვეტყვი, ბაჯაღლოს ბეჭდის ნაცვლად, ბიჟუტერია გიყიდოს-გაეხუმრა უჩა.
-აუ, მაგან თანახმა ვარო მითხრას და მე ვიყიდი ყველაფერს-სევდიანად თქვა ლევანმა.
-ერთად ხომ ხართ?-გაუკვირდა სვანის.
-მეც ვერ გავიგე როგორ ვართ.
-აბა გენაცვალე, ცოლის მოყვანა ადვილი რომ იყოს, აგერ ეს ამ დღეში იქნებოდა?-გაიცინა დათუნამ-პაწა ოფლი თუ არ მეიწრიტე, აფერი არ გამუა-ჩაუაჭარულა.
-ღმერთმა თქვენ ჭკუა მოგცეთ და მე ფული-სერიოზული სახით თქვა სვანიმ და ბიჭებს გადახედა.
-ძაან გული მეტკინა ახლა თოკაა-ქალის ხმით უთხრა ლევანმა და კისერზე ჩამოეკიდა.
ნიშნობა ლამაზად ჩამთავრდა და ჩვენც სახლებში წავედით, აფთერ ფართის მსგავსი გვქონდა ახალგაზრედებს, უჩამ უთხრა კოტეს, მე რომ დღეს არ დავლიო, ხვალამდე ვერ გავაწევო და კოტეც დათანხმდა.
-დედაა, ეს რა პელენწუკა ყოფილა, თუ ხედავთ ერთი თქვენ-გაიკვირვა ლევანმა და დივანზე ჩაესვენა ევასთან ერთად.
-მოხვალ ჩემს დროს და ვნახავთ-დაუბღვირა უჩამ და მიმტანს ანიშნა მოდიო.
შეკვეთა ჩაიწერა თუ არა, წავიდა და უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც შემოსულმა ზარმა დაარღვია, დავხედე ტელეფონს და გაკვირვება და მოულოდნელობა დამეტყო სახეზე. ტელეფონი მეკავა ხელში, მაგრამ აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა და უჩას გავხედე, მანაც გამომხედა და ტელეფონს დახედა.
-ვინაა?-წარბები შეკრა, როცა ჩემი გამომეტყველება დაინახა.
-რეზოა...-ყოფილის სახელი ვუხსენე თუ არა, ტელეფონი გამომტაცა ხელებიდან და უპასუხა, ამ სახელის გაგონებაზე ბიჭებიც დაიძაბნენ, ამაზე მე ნერვიულობამ მიმატა.
„-გისმენ-უპასუხა უჩამ და ხმამაღალზე ჩართო.
-მილა მინდოდა.
-მისი საქმრო ვარ.
-უჩა ხარ?
-გისმენ მეთქი, რა გინდა?
-თქვენი კარგად ყოფნა, რა უნდა მინდოდეს.
-ბიჭო, მემგონი კარგად ვერ დაგამახსოვრე თავი, პასუხი გამეცი, თორემ ჩამოგაკითხავ ახლა და ვეღარ ილაპარაკებ.
-მილააა, იწექი მასთან? იწექი მილა?-იმდენად იღრიალა, რომ გავიგონეთ ყველამ
-რა თქვი?-უჩა გაშავდა, ბიჭები წამოიწივნენ, სვანის სახეზე ფერი ეცვალა და უჩას მუხლზე ხელინ მაგრად დააბჯინა, არ ადგესო.
სასწრაფოდ გამოართვეს დათუნამ და ლევანმა ტელეფონი უჩას.
-შენს დედას შევცე*მ, ქალაქიდან ფეხი არ გაადგა შე -დაიღრიალა ლევანმა და ტელეფონი გამორთო-ნაწლავებს ამოგიღებ, მაცადე შენ ჩამოვიდე.
უჩა შეშინებული თვალებით მიყურებდა და ელოდებოდა რას ვიზამდი, ხმა არ ამომიღია და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ადამიანების სიბოროტეს საზღვარი არააქვს.
-როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი...-გაქვავებული ვუყურებდი კედლის ერთ წერტილს.
-ბედნიერი როცაა ადამიანი და სხვა ამაზე იბოღმება, მაგაზე სწორი ბედნიერება და ცხოვრების გზა, უბრალოდ არ არსებობს და იცოდე-გავიგე ევას ხმა.
ისევ სიჩუმე და ტყვიასავით გავარდნილი უჩას ხმა.
-წამო ერთი წამით.
ასეთი მშვიდი, მე ის არასოდეს მინახავს, ჩვეულებრივ თემაზეც რომ ვსაუბრობთ მაშინაც კი.



-------
ესეც ახალი თავი, ველოდები შეფასებებს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეს ბოლოს ვერ ვიგებ ძლივს დალაგებული ურთიერთობა აურიეს აცადონ დაქორწინება????????????

 


№2 სტუმარი mari

ვფიქრობ აღარ დაელოდება ქორწილს....ბედნიერ დასასრულს ველი....

 


№3 სტუმარი mari

ველოდები სულმოუთქმელად....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent