მხოლოდ ღმერთმა იცის ( საცდელი)
მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი ისტორია ვიცი ძალიან ვიჩქარე, მაგრამ სულმა წამძლია, ამას საცდელად ვდებ, თუ დაგაინტერესებთ მერე თავებსაც გავზრდი უფრო. ხოდა კიდევ არ დამვიწყებია ,,ზოგჯერ წინ გვყავსაც მალე ავტვირთავ საიტზე,, ახლა კი გიტოვებთ ამ ისტორიას ბოლოს გამიზიარეთ თქვენი აზრები. საკმაოდ რთული ოპერაცია, შეასრულეს ერთ-ერთი დასახლება იხსნეს ტერორისტებისგან ეს მისი ბოლო მისია, გახლდათ აშშ- ში ხუთწლიანი მოღვაწეობა იქ დაასრულა და ახლა სამშობლოში ბრუნდებოდა თავის დანაყოფთან ერთად. ქუჩებში გამოფენილიყვნენ მთელი მოსახლეობა და დიდი ოვაციებით აცილებდნენ ამ საოცარ მეომრებს უნდა ითქვას, რომ ადვილი პროფესია,ნამდვილად იყო მუდმივად ყურადღებით და ფხიზლად უნდა იყონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან საფრთხისგან ამის გარდა საკმაოდ სისხლიანი საქმეა, ვინ იცის დღეში რამდენი კაცის დახოცვა უწევთ. ტერორისტია, თუ არა ისინი გამიზნულად ხელყოფენ მათ სიცოცხლეს, რისგამოც ეს მძიმე ტვირთი მხრებით უნდა ზიდონ თუმცა, იმით იმშვიდებენ თავს, რომ მართალია ხოცავენ, მაგრამ ამით იცავენ მოსახლეობის და ხალხის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს. შავ ფურგონებში რამდენიმე ბიჭი კუზაოში იდგენენ. ერთ- ერთი მათგანი მოშორებით მდგარ პატარა ბიჭუნასკენ გაემართა ,რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდა ამ შავსამოსიან ბიძიებს. ეს უკანასკვნელი ბუჭუნასთან მივიდა და მედალიონის მაგვარი ბროში გაუწოდა. ბავშვი გაოგნებული იდგა და არ იცოდა რა ექნა რამდენჯერმე გაუწოდა შემდეგ კი ბავშვის მამამ გამოართვა, წასვლის წინ ჟესტების ენაზე ხელით ანიშნა გაიღიმეო, მართალია მას სახე არ უჩანდა ნიღბის ქვეშ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ნიღბის ქვეშ თავადაც იღიმოდა, ბავშვები მისი სისუსტე იყო და ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ქონდა პატარებთან. მამაკაცი ფურგონზე ავიდა. მის გვერდით მდგომმა ფორმიანმა მხარში ხელი დაკრა იმის დასტურად, რომ კარგად მოიქცა. დიდიხნის მგზავრობის, შემდეგ გამთენიისას უკვე თბილისში იყვენენ ჩასულები. შენობაში შევიდნენ და ფორმები გამოიცვალეს. ჯერ ჩამოსულიც არ იყო, წესივრად სამშობლოში, რომ უკვე მეთაურმა დაიბარა. დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა კაბინეტს და კარზე დააკაკუნა. _ შეიძლება? კარი ოდნავ გამოაღო და ნახევარი ტანით შიგნით შევიდა. _ შემოდი.- მიუგო კაცმა და ისიც მის მაგიდასთან მივიდა. – ჩემი ნახვა გინდოდათ? _ კი, მაქსიმე, შენთვის ახალი დავალება მაქვს.- მშვიდად მიმართა. _ კარგით, რა ბატონო ანზორ ,რა დავალება, ახლახანს ჩამოვედი და თქვენ უკვე ახალ საქმეზე მიშვებთ.- აშკარად არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ისევ უნდა წასულიყო.- ჩემს გარდა ვერავინ ნახეთ?!- დასძინა ბოლოს. – ყველაზე მეტად შენ გენდობი, რადგან ჯგუფში ყველაზე ძლიერი და შეუპოვარი ხარ , ამის გარდა საუკეთესო სნაიპერი. ამიტომ შენს გარდა ამ საქმეს ვერავის ვანდობ.- მკაცრი ხმით მიუგო. – რა უნდა გავაკეთო?- დაღლილმა მიუგო. – შენ გევალება იპოვო, ნოდარ ამილახვარის, ქალიშვილი, რომელიც მისმა მტრებმა გაიტაცეს. _ კი, მაგრამ რას წარმოადგენს ეს კაცი? _ ის ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენია მთელს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. კაცი განადგურებულია, რადგან უკვე რამდენიმე დღეა, რაც გოგონა გაიტაცეს, როდესაც უნივერსიტიდან შინ ბრუნდებოდა. –კარგი და გაქვთ ცნობა ამის შესახებ, კვალზე, რომ გავიდეთ? – საქმეც ის არის, რომ პოლიცია კვალზე ვერ გავიდა, მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ოღონდ გოგონა იპოვე და გპირდები, ხანგრძლივ შვებულებაში გაგიშვებ, შვილო. - იცოდა ანზორმა, რომ ბიჭს, რაც არ უნდა ეწუწუნა, იგი მაინც დასთანხმდებოდა, რადგან, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა, მაქსიმე ყველაფერს გააკეთებდა, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა სწორედ ეს სიამოვნებდა მას და ბედნიერებას ანიჭებდა სხვისი დახმარება. – კარგით, მაჩვენეთ ცნობები ამ გოგონას შესახებ.- მიუგო მან. _ აი, გამომართვი.- მაგიდიდან საქაღალდე აიღო და გაუწოდა. ბიჭმა საქაღალდე გამოართვა და მიუგო. – კარგი, ახლა სახლში წავალ და იქ გავეცნობი ინფორმაციას. – შენი იმედი მაქვს, შვილო. – დარწმუნებული იყავით რომ,მალე გოგონას უვნებელს დავაბრუნებ.- მტკიცედ და დმაჯერებლად წარმოთქვა, იქიდან გამოსულმა გზად ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. ხუთი წელია არ ყოფილა მშობლიურ სახლში იქ სადაც მთელი ბავშვობა გაატარა ალბათ ოჯახის წევრები, როგორ ელიან მის დაბრუნებას სახლში. ტაქსი გააჩერა ფული გადაიხადა, საბარგულიდან თავის სამგზავრო ჩანთა ამოიღო და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა სასურველ სართულს მეოთხე სართულსაც მიუახლოვდა თავის ბინის კარებთან შეჩერდა და კარზე ზარი დარეკა. კარები საშვალო ასაკის ქალმა გააღო და როდესაც კარის ზღურბლზე მონატრებული შვილის სხეული დაინახა სიხარულისგან წამოიკივლა. – მაქსიმე,შვილო.- გახარებულმა წამოიძახა და მოეხვია.- როგორ მომენატრე ჩემო ბიჭო. – მეც ძალიან მომენატრეთ ყველა.- მშვიდად მიუგო. – დედა, რა ხდება ვინ მოვიდა?- დერეფანში გოგონა გამოვიდა და როდესაც უფროსი ძმა დაინახა გაექანა და მოეხვია. – როგორ გაზრდილხარ, ქაჯო.- მკრთლად გაუღიმა და თმები აუჩეჩა. – ეე, პატარა კი აღარ ვარ უკვე 19 წლის ვარ ჩემო ძამაო.- აბუზღუნდა გოგონა. როდესაც, მათთან საუბრით გული იჯერა, თავის ოთახში გავიდა თავი მოიწესრიგა, საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა და იმ საქაღალდეს დაწვდა, რომელიც მეთაურმა მისცა მაინც საინტერესო იყო, ვინ იყო ის ბიზნესმენი, რომლის ქალიშვილიც კრიმინალებმა გაიტაცეს. საქაღალდის ფაილი გახსნა და ფურცლებთან ერთად პატარა ფოტო სურათი ძირს ჩავარდა იატაკიდან სურათი აიღო და ხელში გოგონას სურათი შერჩა, რომელიც მომხიბლელად უმზერდა. პატარა შავგრემანი ხვეულთმიანი, გამხდარი გოგონა იყო. ერთი შეხედვით შეუხედავი ნამდვილად არ იყო და უნდა ითქვას, რომ ძალიან ლამაზიც კი არის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.