საქართველოში ხდება ***-ობა
საქართველოში ხდება ***-ობა, გამოქლიავდა მთლიანად ერი. ვერ მიხვდა ჩვენი მოსახლეობა, ხელისუფლება არს მათი მტერი. საქართველოში ხდება ***-ობა და ჩვენ ერთმანეთს ვაგინებთ ყველა. ყველამ დავკარგეთ ჩვენი მეობა და კვლავ წავიდა ცხოვრება ნელა. საქართველოში ხდება ***-ობა და მიდის ბრძოლა "პირველობისთვის". სულ დაგვიკარგავს ჩვენ გამძლეობა და ყველა ვიბრძვით იმ ზეობისთვის. საქართველოში ხდება ***-ობა, ლიტერატურის დრო მიდის ჩვენგან. აქ უცხოეთით მიდის მხნეობა, შოთას, ილიას ვაგინებთ ყველგან. საქართველოში ხდება ***-ობა, აქ გალაკტიონს დასცინის ერი. ვხედავ ნელნელა თავზე მემხობა ხალხი - ცხოველთა მასა და შტერი. საქართველოში ხდება ***-ობა, ჰეი უგნურნო, მე თქვენთვის ვმღერი. მე ლექსით მიღირს მოწამეობა, გაბო*და ბევრი მღვდელი და ბერი. საქართველოში ხდება ***-ობა, თურმე ტალახში დაგორავს ყველა. ხალხის ღორებსაც შეშინებიათ, თურმე გარბოდნენ, რადგან აქ ბნელა. საქართველოში ხდება ***-ობა, ხალხი ცხოველთა მოდგმასაც არ ჰგავს. აქ ხომ ბატონობს მექრთამეობა, ხალხს სიყვარულისაც მგონი არ სწამს. საქართველოში ხდება ***-ობა და არვის არ სურს ქვეყნის ტარება. სურთ დააბოლონ ჩვენი ზნეობა, სურთ სავარძელში წყნარი მთქნარება. საქართველოში ხდება ***-ობა და ფულად გიღირთ თქვენი თმის ღერი. თქვენ გირჩევნიათ მევახშეობა იმას, რომ გერქვათ ნამდვილი ერი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.