შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლის კერა ნანგრევებში(4)


18-07-2024, 04:46
ავტორი Azula
ნანახია 1 190

***
მეძინა, არ მეძინა, აბსოლუტური გაურკვევლობა იყო ჩემთვის. ისე გამოანათა მზემ, მართლა მეძინა თუ არა, ვერ გავიაზრე. უძილარი, მკვდარ–ცოცხალი წამოვდექი საწოლიდან და სარკეში ჩავიხედე. ცოცხლის ნამდვილად არაფერი მეტყობოდა. ფანჯარაში გავიხედე. დაჩის მანქანა ისევ აქ იდგა. იმდენად გათიშული ვიყავი, ემოციებისგან გათანგული, უბრალოდ შეყინული მიმიკით შევავლე თვალი და ამოვისუნთქე.
სამზარეულოში გავედი. დედაჩემი კედელს მიყრდნობილი ჩაფიქრებული იჯდა.
–დე, გინდა ვისაუბროთ?–თბილად მომიგო მან და ცხელი ჩაი დამისხა.
–ახლა არა,დე,–მაქსიმალურად დავატანე თავს ძალა ამ უძილარზეც ცრემლები არ გადმომეყარა.
–მიყვარხარ, დე, გთხოვ, სულ ბედნიერი იყავი,–მომეხვია ჩემი ნატანჯი დედიკო.
სოფოს გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი მთლიანად გარდაისახა. ქალი, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, სამივე დედმამიშვილს გვაწვალებდა, ჩვენზე ბევრად ბავშვური, ჩვენზე ბევრად აქტიური, ხან რა ოინს მოიმოქმედებდა, ხან რას, ჩემი მშვენიერი უფროსი დის გარდაცვალების შემდეგ, უბრალოდ დაჭკნა, გაიცრიცა, ჩაქრა და მთლიანი ემოცია, რაც კი გულში გააჩნდა, მხოლოდ მე და თემოს გვიწილადა. ახლა გამორჩეულად ვედარდებოდით, იმ მცირე ბედნიერებას ჩვენი ღიმილით იღებდა. ყველაფერს გადამეტებით შეიგრძნობდა, მაგრამ სოფოს შემდეგ, ვერც მე ვაძლევდი იმ ბედნიერებას, რითაც ოდნავ მაინც შევუმსუბუქებდი ყოფას. ვერც მე გადამქონდა, ვერ ვინელებდი. ვცდილობდი, მასქიმალურად ამეარა გონება და გული ამ საკითხისგან, რადგან ისე მაწამებდა, გულს ნაგლეჯებად მიქცევდა, მანადგურებდა, ამით კი დედის მდგომარეობას ვერაფრით წავადგებოდი.
დედას ძლიერად მოვეხვიე და ბევრი ვაკოცე. ამ სისხამ დილას არ მინდოდა მისი დღე გამეფუჭებინა. წინ დავისვი და გავუღიმე.
–ყველაფერი კარგად არის, ჩემო ლამაზო დედიკო. არაფერი მიჭირს, თმა იმიტომ შევიჭერი, რომ რაღაც სიახლე მჭირდებოდა. დაჩის ჩამოსვლა მთლად ადეკვატურად ვერ გადავიტანე. თითქოს ემოციების დაბალანსება ვცადე. მაგრამ ყველაფერი კარგად არის, შენი სადარდო ნამდვილად არაფერია, ბევრი გაიღიმე, კარგი? ჩემზე არ ინაღვლო,–დედას დარდი ყველაფერს მავიწყებდა, ოღონდაც კარგად ყოფილიყო და ჩემს ტკივილს ისე გავაქრობდი, მეც შიგვე მოვეტნიე, არ მაწუხებდა.
–დაჩის ისევ ძალიან უყვარხარ,–გამიღიმა დედამ და თვალი ჩამიკრა.
–უჰ, რას ამბობ, ახალი სატრფო ჰყავს,–გავუცინე მას.
–ხო, გავიგე, ლენკამ მომიყვა,–გაიცინა მანაც,–გჯერა ახლა შენ ეგ? –გამომცდელად შემომხედა ნანამ.
–და რა არის დაუჯერებელი? ძალიანაც შეეფერებიან, ჩვენს სახლში მოიყვანა, ჩვენს ყოფილ სახლში, უფრო სწორად. ისე ათვალიერებდა ყველაფერს, თითქოს ვინმე საზოგადო მოღვაწის სახლ–მუზეუმი ყოფილიყოს, მაგრად არ აინტერესებდა თავისი შეყვარებული მის ყოფილ მეუღლესთან მანდ რომ ცხოვრობდა,–ვიცინოდი მე, დედაც გავაცინე,–მართლა, ნეტავ გენახა, მერე ყავა რომ გადამესხა, ისე მომიკითხა, თითქოს ძალიან ვედარდებოდი, მოკლედ ან ძალიან ანგელოზია, ან დებილი, რას გაიგებ, ფაქტია, დაჩის აბედნიერებს, ხოდა იყვნენ და იხალისონ.
–უჰ, ნეტა არ მეზღაპრეობდე. ბიჭი გათეთრდა, თმაშეჭრილი რომ დაგინახა, ყველა ღერი მაგას ეტკინა, შენს სანაცვლოდ, ახლაც უყვარხარ, თან ზუსტად ისე,–არ ჩერდებოდა დედაჩემი.
–რომ ვყვარებოდი, 5 წლით არ დამტოვებდა,–მხრები ავიჩეჩე მე.
–სიყვარული თუ ნამდვილია, დედამიწას შუაზე გაჭრის და მაინც მოგაგნებს, ეს ასეა, მე კიდევ თქვენს სიყვარულში დარწმუნებული ვარ,–დასვა ნანამ წერტილი.
–დავბერდი ამასობაში,–გამეცინა მე.
–უყურეთ ერთი ამას,–თვალები მოჭუტა დედამ,–აბა, მე რაღა გამოვდივარ? წინ გაქვთ, თეკლა, ყველაფერი, დამიჯერე, მე ვიცი, შენ ხომ არ იცი, ხოდა მე მაცალე, აი –მე და აი –შენ, ყველაფერი კარგად იქნება,–ლოყაზე მიჩქმიტა დედაჩემმა და ფეხზე წამოდგა.
მე კიდევ დიდხანს დავრჩი მაგიდასთან. ფანჯრიდან მომზირალ დაჩის მანქანას ვუცქერდი და წარმოვიდგენდი მის და დაჩის ურთიერთობას, ალბათ ცოტა მაკლდა გაგიჟებამდე. როგორც კი საათმა 8 აჩვენა, ფეხზე წამოვდექი და სახლი დავტოვე, სრულიად უძილარი, განადგურებული სამსახურს მაინც ვერ ავირიდებდი.
ერეკლე ისევ ისეთივე აჟიტირებული დამხვდა, დიდი სიხარულით შემომეგება, თუმცა რომ მიხვდა, მე აშკარად ვერ ვიყავი, ისიც დასევდიანდა.
შესვენებამდე უბრალოდ მარტივი ხუმრობებით ცდილობდა ჩემს გამხიარულებას, შესვენებისთვის კი იქვე ახლოს, კაფეში შემომთავაზა გასვლა.
ძალიან მესიკვდილებოდა, მაგრამ სამსახურში მარტო ჯდომა უარესად გადამრევდა.
კაფეში უბრალოდ ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე და თვალები ფანჯარას გავუშტერე.
–აბა, მოყევი, უკმაყოფილო ხარ ვარცხნილობით?–დარდიანი იყო ერეკლე.
–არანაირად, უბრალოდ ჩემებს ძალიან არ ესიამოვნათ ეს გადაწყვეტილება და ჩემზეც ცუდად იმოქმედეს,–შევთხზი მე.
–მესმის, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ განსხვავებულ ემოციურ ფონზე მოიქეცი ასე და შენზე დარდობენ,–თავი დამიქნია ერეკლემ.
–რა ვიცი, შესაძლოა, მაგრამ მე არაფრის ახსნის სურვილი და ნერვები არ მქონია, უბრალოდ შევიჭერი და მორჩა.–გავუღიმე მას და ახალმოტანილ ყავას სული შევუბერე.
–უბრალოდ კი არ შეიჭერი, რაღაც საოცარმა ძალამ გიბიძგა ამ უფრო საოცარი გადაწყვეტილებისკენ,–მეპრანჭებოდა ერეკლე.
-კარგი ახლა, მორჩი ჩემს ქებას,–მეზედმეტა მე.
–მაშინ აღარ გამოიხედო ჩემკენ, გხედავდე და კომპლიმენტები ენის წვერზე არ მოგორავდეს, შეუძლებელია,–ისევ გაიბრძოლა ერეკლემ.
–გაგლახავ ახლა,–გავიცინე ისევ შეწუხებისგან.
ერეკლემაც შეწყვიტა მცდელობები და უბრალოდ ღიმილიან მზერას დასჯერდა.
კაფედან მალევე გამოვედით, იმდენად მალე რომ ლენკასთვის ჩემი სურათის ჩაგდებაც მოვასწარი.
მაშინვე ტელეფონი აწკრიალდა.
–მიკრო ინფარქტი მაქვს შენ გამო, იდიოტო,–ქშინავდა ლენკა.
–რა იყო, გოგო, ეგრე არ მოგეწონა?–წავიპრანჭე მე.
–მომეწონა, თუ არა, მაგაზე სხვა დროს, ეს რამ გაქნევინა?–გამოშტერდა ის,–ასე შეიტყე დაჩის მონატრება?–იცინოდა უკვე.
–რა უგულო ხარ, გოგო,–შევიცხადე,–დაჩი რა შუაშია,–პაუზა გავაკეთე მე,–ხო კარგი, კარგი, შენთან რას ვიპრანჭები,–გამეცინა მე,–ძალიან ცუდია?
–არა, ლამაზი და კოხტა ხარ, რეგვენო შენ,–ვგრძნობდი ლენკას სევდანარევ ღიმილს,–დღეს საღამოს დაჩი–დათის უკვდავ კოლაბორაციას ხომ დაესწრები? მთელი კლასი იქნება, ლამის,–შემომაპარა ლენკამ.
–პლუს ერთებით?–ვუკბინე მაინც.
–შენ რა ხარ, ვინც არ გიცნობს,–იცინოდა ჩემი დაქალი,–ხო, პლუს ერთებით.
გასაგები იყო ყველაფერი, ჩემი საყვარელი დაჩი თავის საყვარელ ქრისტინასთან ერთად გამოჩნდებოდა ასპარეზზე.
გუშინდელი ემოციების, გუშინდელი გამოცდილების შემდეგ, მაინც სიჯიუტეს აწვებოდა, არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა, რას განვიცდიდით ცალ–ცალკე, ან თუნდაც ერთად, მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ჩემთვის ეწყენინებია. მივცემდი მეც ამის საშუალებას.
–კი, დავესწრები, პლუს ერთით,–ვუთხარი ლენკას და ტელეფონი დავკიდე.
ოთახში პუფში ჩამოვჯექი და საკუთარ ფიქრებს გავყევი.
სწორად ვიქცეოდი? თუ საშინლად? შეიძლება დაჩის შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მაინც მეძნელეობდა წვეულებაზე ერეკლესთან ერთად მისვლა. თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ ის ჩვენი კლასის, უახლოესი მეგობრების სივრცეში, სივრცეში, სადაც ურთიერთობა დავიწყეთ, სადაც ჩვენი წყვილი ყველაზე დაფასებული და საყვარელი იყო, სივრცე, რომელსაც საკუთარი ურთიერთობის დასასრულივით ეტკინა ჩვენი გაყრა, დათა ამ სივრცეში სხვა ქალთან ერთად მოდიოდა. მეტი რა უნდა ექნა იმისთვის, რომ ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოეხატა. გუშინ, მაშინ, როცა მთვრალი იყო, სრულიად სხვაგვარად იქცეოდა, ვენანებოდი, ვედარდებოდი, ვეძნელებოდი, მაგრამ დღეს, ერთი წამითაც არ აპირებდა ჩემს გათვალისწინებას. გული, ტვინი და ნერვები ერთმანეთს ებრძოდნენ. სამად ვიყავი გაყოფილი და სამივე ერთ აზრზე იყო, მე იქ ერეკლესთან ერთად არ უნდა მივსულიყავი. ვერ მივიდოდი, ვერ შევძლებდი დაჩისთვის თვალებში ჩახედვას მაშინ, როცა გვერდით სხვა კაცი მედგა. ვერასდროს შევძლებდი.
ერეკლესთვის წვეულებაზე არაფერი მითქვამს, ისე წამოვედი სამსახურიდან. უსაშველოდ მეძინებოდა, მშიოდა, დედა მინდოდა. სრულ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი, სახლში უნდა წავსულიყავი და დამეძინა, უბრალოდ დამეძინა და გავრიდებულიყავი ყველა არასასურველ სიტუაციას, მაგრამ მე მაზოხისტივით მერჩია დაჩი მენახა, თუნდაც სხვა ქალის გვერდით, ვიდრე სახლში ვმჯდარიყავი იმ ცოდნით, რომ ის იმ მომენტს ჩემ მიღმა, სხვა ადამიანთან ერთად ატარებდა.
დაჩის მანქანა ისევ ჩემს ეზოში იდგა. ალბათ, საღამოს გამოუვლიდა და პირდაპირ დათასთან წავიდოდა. მე ისევ და ისევ გიჟივით შევცქეროდი ამ მარტივ ლექსუსს, თითქოს სული ჩაედგმეოდა და ენას ამოიდგამდა, მეტყოდა, შე საცოდაო, როგორ გიჭირსო და ფარიდან ცრემლს გადმოაგდებდა.
ჩემი უძილობა ნამდვილად პიკს აღწევდა.
სახლში შევედი თუ არა ოთახში ავაჭერი. გადმოვახვავე კოსმეტიკა და ისე შევიკაზმე, თითქოს პირველ პაემანზე მივდიოდი. ლამაზი კაბაც მოვირგე და საათს დავხედე.
7 ხდებოდა, დათი 8 ზე გველოდა, შესაბამისად, დაჩი ან მომდევნო ათი წუთის განმავლობაში გაჩერდებოდა ტაქსით ჩემს ეზოში, ან მანქანის წაყვანას დღესაც გადადებდა.
გუმანმა არ მომატყუა, ჩემს თვალებს მართლაც მოხვდა ტაქსიდან გადმოსული ორი ადამიანი, ხელიხელ გადახვეული ორი პიროვნება, ერთი ჩემთვის ძალიან ნაცნობი.
გულმა რეჩხი მიყო, ვაზედმეტებ?პათეტიკური ვარ? გავუფრინე? არ ვიცი, იქნებ სამივე, მაგრამ ისე მემძიმა, ისე მეტკინა, თითქოს ჩემს აღსასრულს ჩავხედე თვალებში.
კიბეები ჩავირბინე, ვერ გავჩერდებოდი, უბრალოდ მზერის პატრონი ვერ ვიქნებოდი, შორს ვერ დავდგებოდი. კარი გამოვაღე, დაჩი მანქანას აღებდა, ქრისტინა წინა სავარძელზე თავსდებოდა.
დაჩიმ დამინახა, ხელი დამიქნია და ჩემკენ წამოვიდა. არანორმალურად აკონტროლებდა თავის შეგრძნებებს, მიმიკებს, ემოციებს. ნუთუ გუშინდელი მესიზმრა? ნუთუ მომეჩვენა?
–საღამომშვიდობისა, თეკლა, როგორ ხარ?–გამიღიმა დაჩიმ და გადამკოცნა. ჩემს თმაზე ემოციაც არ გაკრთომია.
–გადასარევად, შენ?–ისევ ნაცნობი ციებ–ცხელება.
–ძალიან მზად დღევანდელი ღამისთვის, ხომ დაგვემგზავრები?–მანქანისკენ გააბრუნა მზერა.
აქ უკვე გავჭედე, სწორ–მართალი, ცოდვა–მადლი ისე ირეოდა ჩემს გონებაში, თითქოს სამყაროს ყველაზე ძნელი გადაწყვეტილება მე მომანდეს.
და, ცხადია, მაზოხიზმი:
–დიდი სიამოვნებით,–თავი დავუკარი დაჩის და ფანჯრიდან მომზირალ ქრისტინას ღიმილით ხელი დავუქნიე.
–შენი სახლის წინ ვარ და არ შემიძლია შენები არ მოვიკითხო, თუ გინდა ჩაჯექი მანქანაში და მალევე მოვალ.
დაჩი კარისკენ წავიდა.
ცხადია, მანქანისკენ ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, მანამ, სანამ დაჩი უკან გამობრუნებული არ ვიხილე.
შემდეგ მანქანაში უკან დავიკავე ადგილი და სიცილი და გულისრევა ერთად მომინდა. ვიჯექი დაჩის მანქანაში და თან უკან.
ყველაფერი საშინლად მოქმედებდა ჩემზე. მანქანაში უკან ჯდომაც კი ტრაგედიული იყო. ხუთი წელი რა იყო იმასთან, რაც ჩვენ გვაკავშირებდა? თუმცა საკმარისი მაინც აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს გამოცდილებაც მიმეღო. საოცარია ცხოვრება, კაცი ბჭობს და ღმერთი იცინის.
ცოტა მაკლდა, ერეკლესთვის არ მიმეწერა. მე თუ ასე ვმწარდებოდი, დაჩის რაღად ვიცავდი, გამოეცადა მასაც რა შეგრძნება იყო ეს.
დათის ნაქირავებ სახლამდე დრო ისე გაიწელა, გზაში ათჯერ გადავიფიქრე ერეკლესთან დარეკვა, ათჯერ კი უკანვე გადმოვიფიქრე. მაგრამ გული მაინც არ მიმდიოდა, ვერ შევძელი და არ შემეძლო.
ლენკა როგორც კი დავინახე, შვება ვიგრძენი, ძლიერად ჩავეხუტე, ის ყველაფერს გრძნობდა, ყველაფერს ხვდებოდა. მხარზე მაკოცა და უსიტყვოდ მაგრძნობინა, რომ ჩემ გვერდით იყო და სულ ასე იქნებოდა. ცოტა გულზე მოშვებული, გამხნევებული შევხვდი ბავშვებს, ჩემს მეგობრებს, კლასელებს, უბნელებს–ცხოვრების განუყოფელ ნაწილებს.
თმაზე ბევრი კომპლიმენტიც მივიღე, მივხვდი, ლენკას უკვე დამუშავებული ჰყავდა ყველა, შეცხადებისგან და შეშფოთებისგან თავი შეეკავებინათ.
ჯერჯერობით ნორმალურად ვგრძნობდი თავს. დათას, როგორც ეკადრება, ყველა სახის დასალევი ჰქონდა სააშკარაოზე გამოტანილი.
დაჩის შემოსვლა ერთი დიდი ამბავი იყო, გიჟური ოვაციებით შეხვდნენ, ქრისტინასაც ყველა თბილად შეხვდა. ცხადია, ქაჯი მეგობრები არასდროს მყოლია. სახლი ნელ–ნელა გაივსო ჩვენით. დაჩის ესიყვარულებოდნენ და ბევრს იცინოდნენ.
ამ კამპანიაში, ცხადია, მე მონაწილეობას ვერ ვიღებდი. გონებაში ისევ აზრთა ორთაბრძოლა მქონდა გამართული, ვფიქრობდი, უძილარზე ღირდა არყის დალევა, თუ არა. ცხადია, საღი აზრი, გონება და გამოცდილება, ხმამაღალ და კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, თუმცა იმდენად სუიციდურ განწყობაზე ვიყავი, დაე, განმეხორციელებინა კიდევ ერთი მაზოხისტური აქტი.
ნელ–ნელა მივეპარე სასმელს და როგორც ჩემს განწყობას შეესაბამებოდა, ისე გადავკარი, ძალიან ბრუტარულად და სასოწარკვეთილად.
დაჩის საბოლოოდ ენაზე ტყავი რომ გადასძვრა და საზოგადოებაც ოდნავ მაინც დანაყრდა მისით, სასმელის გასაღებამ და მუსიკის ჟღერადობამ მოიმატა. ლენკა ისე დამტრიალებდა თავს, თითქოს 15 წლისანი ვიყავით და პირველად გვქონდა ალკოჰოლთან ურთიერთობა.
არც ქრისტინა უდებდა ტოლს საზოგადოებას, აქტიურად შეექცეოდა სასმელს.
მე უკვე ისტერიულ მდგობარეობაში ვიყავი გადასული. სავარძელში მოქცეული, ვაანალიზებდი ერთ ხელზე რამდენი თითი მება. რა თქმა უნდა, უძილობა და არაყი, ვერ იქნებოდა საუკეთესო და სასარგებლო ტანდემი და მე ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ ასე მერჩია, 32 წლის ,ადეკვატურ, ჩამოყალიბებულ ქალად ყოფნას, ჩემდა სამწუხაროდ, ისევ ირაციონალურ თინეიჯერად მერჩია დარჩენა.
მაშინ ხომ მაინც მყავდა დაჩი.
ლენკა უცებ სიხარულით წამოხტა და დათის გაჰყვირა:
–ნახე, რა მოგიძღვნა,–იცინოდა ჩემი დაქალი.
მე უკვე მქონდა ვარაუდი, რას გააჟერებდა ჩემი მეგობარი.
ოთახში გაისმა „ქუჩაში ერთხელ“, დათის და ლენკას ახალგაზრდობის საერთო საყვარელი მუსიკა.
დათიმ გაიგონა თუ არა ჰანგები, სიცილით მოკვდა, ლენკას ხელი მოხვია და ლურჯ–იისფრად განათებულ ოთახის ცენტრში დააბზრიალა. სიტუაცია დათბა. ტირილი მომინდა. რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ქრისტინამ დაჩის ხელი სტაცა, ცენტრისკენ გამოქაჩა და სხეულზე მოეხვია. დაჩის მკერდზე თავი მიადო და გაიტრუნა.
ეს დღეები, გულის რევა ხშირად მიტევდა, მაგრამ ახლა მართლა ვიგრძენი კისერში მოწოლილი წნეხი. ფეხზე წამოვვარდი და საპირფარეშოში წვალებით გავვარდი. ლურჯი და იისფერი შუქების წყალობით, ჩემი გასვლა არც ისეთი დრამატული ჩანდა, როგორიც იყო.
გული ამერია, ხილულმა სცენამ იმოქმედა თუ ფინლანდიამ, ვერ გეტყვით.
თავი მოვიწესრიგე, ახლა არ იყო გამოტვინების დრო. ერეკლეს მისამართი მივწერე და ვთხოვე, როგორც კი შეძლებდა აქედან წავეყვანე.
როგორც კი მშვიდი, წყნარი ჰანგები მიწყდა, გარეთ გამოვედი. ყველა ცენტრში მოთავსებულიყო და ცეკვავდა. სწორი მომენტი იყო ჩემი გაპარვისთვის, გარეთ გამოვედი, ზაფხულის მიუხედავად საკმაოდ გრილოდა, ქარიანი ღამე იდგა.
დაჩი შესასვლელში ჩამუხლული იჯდა და ეწეოდა, დამინახა თუ არა, სიგარეტის შეკვრა გახსნა, შემომთავაზა, მე თავი ავუქნიე და მასთან ჩამოვჯექი. ჰაერი მჭირდებოდა. დაჩიზე მეტად ჰაერი, საღი გონება და სიმშვიდე მჭირდებოდა.
–ვერ იყავი წეღან მგონი კარგად,–ამოიბუტბუტა დაჩიმ. არყის არომატი ამოაყოლა თან. ბიჭი პათოლოგიური მსმელი გამხდარა თვალსა და ხელშუა, გავიფიქრე მე და გამეცინა,–რა იყო სასაცილო?–გაიკვირვა მან.
–ორი დღეა გაბმულად სვამ, არ იყავი ასეთი, გამიკვირდა და მაგაზე გამეცინა,–დავაწყე წინადადება.
–ჰო, ბევრი რამე არ იყო ასე ადრე,–გამოკვეთა ბოლო სიტყვა.
–ადრე,–გავიმეორე მე და ქარმა სულში გამიარა.
–კითხვა დაგისვი,–მოჭუტული თვალებით ამომხედა დაჩიმ.
–რომელი?–უკითხავად ავიღე დაჩის სიგარეტი და გავუკიდე.
–წეღან კარგად ვერ იყავი–თქო?–არ დაუცხრა დაჩის ინტერესი.
–აქვს შენთვის მნიშვნელობა?
–აუ, ნეტა, რა ტვინს ვი**ნავ, ჭკუას ვერ სწავლობ,–იმედი გაუცრუვდა დაჩის.
–გული ამერია,–ვთქვი ბოლოს.
–ახლა როგორ გრძნობ თავს?–მზრუნველად შემომხედა მან,–გინდა სახლში წაგიყვანო? ნუ ამ სიფხიზლით ვერა, მაგრამ ტაქსს გამოვიძახებდი,–მაგიჟებდა ეს ბიჭი, ამას მერჩივნა, პირველივე ნახვისას ეთქვა, თეკლა, მე შენ ძალიან მ*იდიხარ, გადამიყვარდი, აღარ მაჯავრებ, მოდი ვიმეგობროთ, ნეტავ ასე ყოფილიყო.
ეს უკვე ჩემს ნერვებს სხვანაირად მოხვდა.
–გამაფრენინებ, მაორებ დაჩი, შიზოფრენიას ვუახლოვდები. ნახევარი საათის უკან წყნარ, რომანტიკულ მუსიკაზე ქრისტინას ეცეკვებოდი და ახლა ჩემს მდგომარეობაზე დარდობ? სახლშიც მიგყავარ და ყველაფერი? როგორ გავიგო, ხომ შეიძლება, ერთ დღესაც მართლა გავუფრინო, რა დავაშავე ეგეთი, რომ ცხოვრება გიჟად დავასრულო?–ცოფებს ვყრიდი მე.
–თეკლა, გამბზარე, გაბზარული ვარ, დამსხვრეული ვარ, რას ვერ ხვდები, შენ იცი, ეს 5 წელი ჩემთვის რა იყო? მერჩივნა დაშორების დღეს აღარც გამეღვიძა, ვიდრე ეს გამომეცადა. ხვდები, რა გადავიტანე? გავფუჭდი, აღარ ვარ ის, ვინც გახსოვდა, გა–ვი–ბზა–რე. ვცდილობ, რაღაც ემოცია დავიბრუნო, სიმწარის გარდა რაღაც კიდევ ვიგრძნო, ვცდილობ ვისწავლო, როგორ ვიცხოვრო გაბზარულმა. ჩემი თავის შეკეთებასაც არ ვცდილობ, თეკლა, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, იმას ვცდილობ, ასეთი ჩემი თავის ატანა ვისწავლო, ხვდები, რა დღეში ვარ? ვერ ვფუნქციონირებ, ვერ ვარსებობ, სადღაც გავიჭედე, სადღაც დავიკარგე, ვეღარ ვწვდები ჩემს თავს, სადღაც მოვკვდი და ვერც მოვიმგლოვე, ვერც დავისვენე, უბრალოდ გავიჭედე ამ მკვდარ, მძიმე მასასთან ერთად. უბრალოდ ვცდილობ, ვიარსებო,–ცრემლები ღვარა–ღვარა მდიოდა. სუნთქვას ვერ ვარეგულირებდი, ვხვდებოდი ისტერიკაში ვვარდებოდი. სოფოს გარდაცვალების შემდეგ, ხშირად მემართებოდა, ისიც მავიწყდებოდა, როგორ მესუნთქა. დაჩიმ ამ სიტუაციაშიც მე შემინანა. მისი ტკივილი დაივიწყა, მისი ცრემლები დაიშრო, როცა დამინახა როგორ მიჭირდა ჟანგბადის მიღება, როგორ მიჭირდა იმის დანახვა, რა დღეში ჩავაგდე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი. მომეხვია და გულში ჩამიკრა.
–დამშვიდდი, დაწყნარდი ჩემო პატარა, მოდი, ერთად ვისუნთქოთ, ყველაფერი კარგად არის,–ჩემთან ერთად სუნთქავდა დაჩი და ზურგზე მეფერებოდა,–კარგად არის ყველაფერი, ჩშ..,–მიჩურჩულებდა ყურში, არ წყვეტდა ზურგზე მოფერებას, თვითონაც ცრემლად იღვრებოდა, მაგრამ ჩემი დარდი უფრო ედარდებოდა.
დაჩიმ წამომაყენა და მანქანაში ჩამსვა. უკანა სავარძელზე მოთავსდა და მიმიხუტა.
ნელ–ნელა დავწყნარდი, გული დამიმშვიდდა, ყელის წვა შემინელდა, ისტერიკის შეკავებისგან დაძაბული კუნთები დამიწყნარდა. შებოჭილი სხეულიც მოეშვა. სუნთქვასაც მარტივად ვახერხებდი. ცრემლებმაც შეწყვიტეს დინება. დაჩის კისერში ჩამძვრალი ყველაფერი მშვიდი იყო.
–გარეთ ხომ არ გერჩია?–მკითხა, როგორც კი დაწყნარებული დამიგულა.
თავი გავაქნიე და უკეთესად მოვთავსდი. კარგად ვიცოდი, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა, ამით არაფერი მომეტევებოდა და არც არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო, თუნდაც ნახევარი საათით იმ ზღაპრული სიმშვიდის მიღწევა, რაც მხოლოდ დაჩისთან შემეძლო.
ჩემს ჯიბეში არსებული ტელეფონი ახმაურდა. ტვინში სისხლი ჩამექცა, მივხვდი ვინც იყო, ამ წუთას ისე მინდოდა ხელები ძირში წამეტეხა, მაგრამ რას გავხდებოდი, რეალობისთვის თვალი უნდა გამესწორებინა. ტელეფონი ამოვიღე, დაჩი ინტერესით უყურებდა ეკრანს.
–გისმენ, ერეკლე,–ვუპასუხე ზარს, დაჩიმ წარბები აქაჩა.
–დიდი მადლობა, რომ გამითვალისწინე, შეგიძლია სულ 5 წუთით დამიცადო? და ჩამოვალ,–მიკანკალებდა ხმა.
ერეკლე მხიარულად დამეთანხმა.
ტელეფონი დავკიდე. მარჯვნივ სახის გაბრუნებაც კი მაშინებდა.
–აბა, ვინაა ერეკლე?–გაიღიმა დაჩიმ. წამიერად შეიცვალა მისი აურაც კი.
–ჩემი თანამშრომელია, ცუდად რომ გავხდი, მივწერე, რომ მოეკითხა და წავეყვანე,–ძლივს ჩავხედე თვალებში.
–გასაგებია,–მითხრა მშრალად.
მივხვდი, რომ რაღაც სასწაულად გავაფუჭე, დაჩის თხოვნის თვალებით შევხედე, უნდა გაეაზრებინა, უნდა მიმხვდარიყო, რატომ დავურეკე ერეკლეს. და მართლა, რატომ დავურეკე ერეკლეს? გავიფიქრე მე. დაჩის და ქრისტინას ცეკვა არ იყო საკმარისი მიზეზი?
–არ გადადიხარ?–ცივი იყო დაჩის ხმა.
უხმოდ გადავედი. ისეთი მძიმე ემოცია შევიგრძენი, თითქოს თავიდან დავშორდით ერთმანეთს, თითქოს თავიდან დავასრულეთ ურთიერთობა და თითქოს თავიდან გამომეცალა საყრდენი. როგორ მინდოდა უკან მობრუნება, დაჩის მანქანაში ასვლა და ყველაფრის ახსნა, როგორ მინდოდა დრო უკან დამებრუნებინა და ერეკლესთვის საერთოდ არ მიმეწერა. რა იქნებოდა, გონება არ გადამკეტვოდა, დავმშვიდებულიყავი და ეს სისულელე არ მექნა. რისთვის, რატომ? წარმოუდგენლად ვბრაზობდი საკუთარ თავზე. თითქოს დაჩი თავიდან დავკარგე, თავიდან გავაქრე, უარესად გავბზარე.
ერეკლეს მანქანამდე როგორ მივედი, არ მახსოვს, ჩავჯექი თუ არა, ერეკლეს მადლობა გადავუხადე, ვთხოვე, ჩემთვის არაფერი ეკითხა და უბრალოდ წავეყვანე. მან ზუსტად გაითვალისწინა ჩემი თხოვნა, სახლამდე მიმიყვანა და გაჩერებულზე ერთი მარტივი კითხვა მაინც მომიგო:
–რაიმეთი შევძლებ დახმარებას?–ნაღვლიანი იყო ერეკლე.
თავი გავაქნიე, კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და სახლისკენ გავიქეცი.
თბილისში საშინელი ქარი იყო, ვხედავდი ლამპიონის შუქზე აბრდღვიალებულ მტვერს, მოფრიალე ფოთლებს და ვგრძნობდი ქარს ფოთლებთან ერთად, ჩემი სულიც როგორ მიჰქონდა.

***
ვალენტინობა დღეს მე და დაჩი ბაკურიანში შევხვდით, პირველად დავდექით თხილამურებზე და ვნანობდით, ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც როგორ ვერ მოვიფიქრეთ საზამთრო კურორტზე დასასვენებლად წასვლა.
გუნდაობისგან გადაღლილები სასტუმროში ამოვედით და დაღლილ–დაქანცულები საწოლზე გავიშოტეთ.
–როგორ გაგიწითლდა ლოყები სიცივისგან,–მიღიმოდა დაჩი.
–სიცივისგან თუ თოვლში რომ მაყვინთავე მაგისგან,–ვიცინოდი მეც.
დაჩიმ სქელი სვიტრი გადამაძრო და გულზე მიმიკრო. მშვიდად ვიწექით და სულიერად ვისვენებდით. მე მაგისტრატურის დამღლელი პროცესისგან, დაჩი კი სამსახურისგან. ყველაზე დიდი შვება იყო ჩვენთვის ამგვარი კონდიცია. მხოლოდ ჩვენ, თბილი ოთახი ზამთრის შემთხვევაში, ცივი ზაფხულის, სიჩუმე და უმაღვიძარო ტელეფონი.
საღამოს რესტორანში გვინდოდა დასხდომა. ერთად მოვემზადეთ. დაჩის თმები შევჭერი და გავალამაზე. მერე ჩემს თავსაც მივაქციე ყურადღება და გამოვიკაზმე. დაჩის უზომოდ უყვარდა ჩემი დაკვირვება, როცა ვემზადებოდი. ყურადღებით ათვალიერებდა რას რის შემდეგ ვაკეთებდი. რა ეტაპს რა დროს ვუთმობდი. კონცენტრირებული შევშტერებოდი სარკეს. ჩვევაში მქონდა, საკუთარ თავს მხოლოდ ჩემს თავს ვანდობდი, მაკიაჟი, თმა, ჩაცმულობა, საკუთარ ქორწილშიც კი ჩემს თავზე ავიღე. ყველაფერი დახელოვნებული მქონდა, დაჩიც ამ მართლა ხანგრძლივ პროცესს მთელი ინტერესით უცქეროდა და ამისგან სიამოვნებასაც კი იღებდა.
ყველაფერი რომ დავასრულე, ფეხზე წამოვდექი და დაჩის წინ დავტრიალდი. მანაც მოწონების ნიშნად ტაში დამიკრა და გადამეხვია.
ულამაზესი დღე იყო და ულამაზესადაც უნდა გაგრძელებულიყო. მე და დაჩი ყველანაირი საქმის და პასუხისმგებლობის გარეშე ვისვენებდით, ვერთობოდით, ვეფერებოდით ერთმანეთს და ვტკბებოდით.
ვერც ვიფიქრებდი, რომ ამ ემოციას რამე გადაწონიდა, რესტორნისკენ მიმავალთ დაჩის დაურეკეს. პირველივე ბგერიდან ვიგრძენი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. საუბრის პროცესში დავინახე, დაჩის როგორ გადაუვიდა სახიდან ფერი. როგორ აღელდა და დაკიდებისას ისეთი თვალებით შემომხედა, მივხვდი, ახლა ბევრად მერჩია, დაჩის ხმა არ ამოეღო და ის ამბავი, რაც მან გაიგო, ჩემამდეც არ მოსულიყო. ეს დაჩიმაც იგრძნო, იქვე ჩამოსასხდომი ვიპოვნეთ და დავსხედით.
დაჩი გადამეხვია და გულზე მიმიკრა. ყველაფერს ველოდი, მაგრამ იმას არც ერთი წამით არა, რაც დაჩიმ მითხრა. ჩემი და, ჩემი ახალგაზრდა, 26 წლის და, ჯანმრთელი, ლამაზი, აქტიური, გონიერი, სიცოცხლის მოყვარული ავარიაში მოყვა. იმ წუთას ადამიანისთვის შესაძლებელი, ყველაზე მძიმე და მწარე შეგრძნება დამებადა. ყველაზე მწარე ის ჭრილობაა, რომელსაც ვერასდროს დაიშუშებ. რა პრობლემაც არ უნდა შემხვედროდა, თავს ყველაზე მძიმე სიტუაციაში ჩავიგდებდი და მაინც მოვაგვარებდი, მაგრამ ამისთვის რა მეშველა, როგორ მეშველა. როგორ გადამერჩინა ჩემი და, რომელსაც ვეღარასოდეს ვნახავდი, როგორ გადამერჩინა დედაჩემი, რომელიც საკუთარ შვილს სამუდამოდ უნდა გამომშვიდობებოდა. დეტალებში, სიცხადით და მთელი ემოციით ვგრძნობდი, როგორ მეშლებოდა ცხოვრება ზედ თავზე. ყველაფერს როგორ სძვრებოდა ფერი, როგორ ერთმეოდა აზრი, როგორ ეცვლებოდა სახე, როგორ იცრიცებოდა და როგორ ხდებოდა შავი, მძიმე და მტკივნეული.
ის რამდენიმე დღე, რომელიც მე გამოვცადე, რომლის ყურებაც და შეგრძნებაც მომიწია, იყო ის, რამაც ყველაზე მძიმე, ყველაზე უშნო ლაქა გადაასხა ჩემს ცხოვრებას. აღუწერელი, გაუხსენებელი შეგრძნებები, რომელზეც მართლა რომ დაფიქრდე, გონებაში რომ გაატარო, რომ გაანალიზო, გულამდე მიიტანო, შეიძლება სუნთქვა გაგიჩეროს, შეიძლება გული გაგიჩეროს. პიროვნება ჩამომეშალა, სული გამეყინა, ემოცია გამიქრა. ვგლოვობდი ჩემს გარდაცვლილ დას, ყველაზე ძნელი კი ის იყო, რომ ცოცხალი დედის გლოვაც მიწევდა. ამოუხსნელია ოჯახის წევრის ამქვეყნიდან წასვლა. სადღაც, ქვეცნობიერში სულ გახსოვს, რომ გამოცდი, ერთ დღეს მართლა გამოცდი და აღარც კი უფიქრდები მერე რა იქნება. ჩემამდე ეს იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე უნდა მოსულიყო. მართლა ვგრძნობდი, გეფიცებით, ვგრძნობდი, როგორ ჩამიქრა ნათელი, როგორ მოვკვდი ცოცხლად. აღარ ვიცოდი, სად მეპოვნა ხსნა. დაჩი სიცოცხლის ბოლო წვეთსაც მე მომცემდა, მე გამიზიარებდა, ოღონდაც ეს გადამეტანა, მაგრამ იმდენად გავიცრიცე, იმდენად დავიშრიტე, არაფერს ჰქონდა აზრი. არაფერს ჰქონდა ძალა. მე გლოვის ყველაზე მწარე, მძიმე შრეში ვიყავი მოქცეული და ამ შრეში მთლიანად გავცვდი.
თვეები მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ვერ ვიპოვე ძალა, საკუთარი თავისთვის მეშველა. დედას რომ ვხედავდი ისეთს, როგორიც იყო, უარესად მყინავდა და იმ ენერგიასაც ვკარგავდი, რის გამომუშავებასაც დიდი ხანი ვცდილობდი. ვერ ვაჯობე ჩემს თავს, ტკივილში ჩავიკარგე. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი.
პირველი 6 თვე სრულ აგონიაში გავატარე, დაჩი ყველანაირად ცდილობდა ეს გაუსაძლისი სიტუაცია ოდნავ მაინც გასაძლები გაეხადა. მაგრამ არაფერი მშველოდა. ვერაფერი მშველოდა. უკონტროლოდ მჭამდა ტკივილი. ბოლოს ისე შევიჭამე, ჩემთან ერთად დაჩიც გავცრიცე. ვეღარ ვახერხებდი ვყოფილიყავი ის, ვინც ადრე, დაჩი ყველაფერს აანალიზებდა, ხვდებოდა, მაცლიდა გლოვას, მაცლიდა ემოციურობას, მაცლიდა ყველაფერს, რაც მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დამჭირდებოდა. ერთი არ დაუწუწუნია, პირიქით, მთლიანად ჩართული იყო ჩემი გამოჯანსაღების პროცესში. ხვდებოდა რას განვიცდიდი, ხვდებოდა რამაც გამაქრო და მაქსიმალურად ცდილობდა რაღაც ხელჩასაჭიდი ეპოვნა, რაღაც მცირე მაინც, ამ მარწუხებისგან ოდნავ მაინც რომ დავეხსენი.
თუმცა, სიტუაცია არ უმჯობესდებოდა. ძალიან შევიცვალე, სოფოს გარდაცვალებიდან ორი წლის განმავლობაში დაჩი ისევ გვერდით მყავდა, თუმცა იმდენი უსაფუძვლო ჩხუბი, კამათი, ჩემგან ულოგიკო სიბრაზე დაგროვდა. ყველაფერზე შემეძლო ცირკი მომერთო. არაფერი მომწონდა და აღარაფერი მაბედნიერებდა. აგრესიას ვერ ვაკონტროლებდი, ჩემს თავს საერთოდ ვეღარ ვცნობდი. დაჩიც ჭკუიდან გადამყავდა. დიდხანს ითმენდა, დიდხანს მიძებნიდა ახსნას და ელოდა, როდის ამოვისუნთქავდი, შველასაც არ ვაცლიდი, უბრალოდ ცხოვრებისგან გაბოროტებული ვიყავი. გადავღალე, გადავქანცე, სახლში მოსვლის სიხარული წავართვი, ჩემი ნახვის ბედნიერება წავართვი, ჩემი თავი წავართვი.
ერთ დღეს უბრალოდ გავიაზრეთ, რომ ერთმანეთისთვის ბედნიერებაზე მეტი ტკივილი მოგვქონდა და ამ ყველაფრისთვის წერტილი უნდა დაგვესვა.
გადაწყვეტილება ჩემი იყო.

***
ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. ოთახში ბოლთას ვცემდი. დაახლოებით ერთი საათის უკან დაჩის ვყავდი ჩახუტებული და მე ასე უაზროდ გავაფუჭე ყველაფერი.
ტელეფონი მოვიმარჯვე და დაჩის დაახლოებით 5–ჯერ დავურეკე, არც ერთხელ მიპასუხა. წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ ბრაზობდა.
ტელეფონს არ პასუხობდა, ის მაინც ვიცოდი, რომ დილას აუცილებლად იქნებოდა ჩვენს ყოფილ სახლში, მადონას თქმით ყოველ დღე მოდიოდა ბიჭებთან ერთად. გადავწყვიტე, რომ დილას აუცილებლად უნდა წავსულიყავი, აუცილებლად უნდა მელაპარაკა, მაგრამ სახლში რა დამედგომებოდა, ტანსაცმელი და რამდენიმე თავის მოსაწესრიგებელი ნივთი ჩავაბარგე და დილის 3 ზე ტაქსს გამოვუძახე.
ღამის თბილისი მარტივად გავიარეთ და სახლამდეც მივედით, ნახევრად მძინარე საძინებელ ოთახში შევედი და საწოლში მოვთავსდი. 5 წლის განმავლობაში ერთი ღამეც კი არ მოვსულვარ, იმდენად მეძნელებოდა ამ ოთახის ხილვა, იმდენად არ მინდოდა იმის წარმოდგენა რომ აქ ჩვენ აღარ დავწვებოდით, აღარ ჩავეხუტებოდით, აღარ ვუყურებდით ფილმებს, აღარ ვისაუბრებდით დილამდე, ამ შეგრძნების გამოცდას მერჩია საბოლოოდ ამეარა გვერდი ამ სახლისთვის.
რა თქმა უნდა, ვერ ვიძინებდი, ბავშვივით ვაწყობდი ტექსტს, თუ რა უნდა მეთქვა დაჩისთვის. გონება მიხურდებოდა, ტირილი უკვე აღარ მინდოდა, აღარ მინდოდა სიმძიმე, გლოვა, ჯავრი, დარდი, უბრალოდ ამოსუთქვა მინდოდა ამ წუმპისგან. ხომ შეიძლებოდა გულიდან ეს მძიმე ტვირთი ერთ დღეს მაინც ჩამხსნოდა. ხომ შეიძლებოდა ერთხელ მაინც ვყოფილიყავი ბედნიერი, მსუბუქი, ამჩატებული. ერთხელ მაინც ვყოფილიყავი ცხოვრების მადლიერი და ამდენი მძიმე წლის შემდეგ, ერთხელ მაინც ამოსულიყო ჩემთვისაც მზე.
6-ის წუთები იქნებოდა, როცა კარზე ჩხაკუნი გავიგე. აშკარად ვიღაც ძალიან ცდილობდა კარის გაღებას. შიშისგან ფერი დავკარგე. ესღა მაკლდა ბონუსად ბედნიერებისთვის. ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გიჟივით შევვარდი, პირველივე დანა ხელში მოვიქციე და ზურგსუკან მოვმართე ხელი. კარზე კიდევ გრძელდებოდა წვალება, მე კიდევ ვაანალიზებდი, რომ შანსი იყო იმის, ადამიანისთვის ზიანი მიმეყენებია. შუბლი მთლიანად დამეცვარა, თვალებმოჭუტული გავცქეროდი კარს.
3 წუთიანი წვალების შემდეგ კარი შეიღო. ბრძოლისთვის შემზადებულს უგონოდ მთვრალი დაჩი შემეჩეხა თვალწინ. ძლივსძლივობით ჩაკეტა კარი და ბარბაცით წამოვიდა.
ყბადაღებული შევცქეროდი მის მოძრაობას. ყველანაირ მდგომარეობაში მყავდა ნანახი, თუმცა ასეთი არა. დანა სასწრაფოდ თავის ადგილას დავაბრუნე და დაჩის მივუახლოვდი.
–დაჩი, კარგად ხარ?–ხელებში ჩავაფრინდი მე.
–მელანდები?–ამოთქვა მან.
–არა, ყველაფერი კარგადაა, მართლა აქ ვარ,–გამეცინა მე,–წამო, დაგაწვინო,–საძინებლისკენ მივუძღოდი მე.
–იცი, როგორ მშია? მეძინება და მშია, მაგრამ უფრო მშია,–სამზარეულოსკენ მიიწეოდა დაჩი.
–შეურცხვა დათის ცხვირი, არ გაჭამა, ბიჭო?–გავოგნდი მე.
–მხოლოდ ვსვამდი, ახლა მარტო ჭამაზე ვფიქრობ.
–ესე იგი, საკმარისად მთვრალი არ ხარ, თორემ ჭამაზე რა დაგაფიქრებდა,–ვიცინოდი მე.
–თე, მუშებისთვის კარტოფილი, ძეხვი, კვერცხი და რაღაც პროდუქტები მაქვს ამოტანილი, რამე გამიკეთე, გთხოვ,–დაჩის ძალიან გაფრენილი ჰქონდა, მგონი ვერ აანალიზებდა დროის მონაკვეთს, ვინ ვიყავი, ვინ იყო და საერთოდ რას ვაკეთებდით.
გული საოცრად ჩამწყდა. მხოლოდ სიმთვრალეში ახერხებდა ცოტა ხნით მაინც იმ ყველაფრის დავიწყებას, რაც ასე ვატკინე, ამ დროს უფრო იოლი იყო მისთვის, გრძნობებისთვის კარი გაეხსნა. გული მიკვდებოდა. მენატრებოდა ჩვენი ერთად არსებობა.
დაჩი მაგიდასთან ჩამოჯდა და ჩემი ცქერა არ შეუწყვიტავს. მე სულ ცრემლების ყლაპვით დავთალე კარტოფილი და კვერცხთან ერთად შევწვი.
დაჩის ნახევრად ეძინა ცხვირწინ რომ დავუდე.
ხელზე მაკოცა და მადლობა გადამიხადა.
როგორ მენატრებოდა ეს სიტუაცია. დაჩი გემრიელად ილუკმებოდა, აქებდა ჩემს არც ისე გემრიელ, არაფრით გამორჩეულ კერძს, თან რაღაცას ვუყურებდით და ბევრს ვსაუბრობდით. არ არსებობდა ჩვენს მარტო ყოფნაზე დიდი იდილია. მე კი ეს დავკარგე.ვცდილობდი ემოციები დამებალანსებინა, არ იყო სწორი მომენტი ტირილისთვის.
უხმოდ შეექცეოდა დაჩი, რომ დანაყრდა კიდევ მაკოცა და ფეხზე წამოდგა.
–არ გინდა, მოვწიოთ?–ეზოსკენ აიქნია თავი დაჩიმ,–ცოტა არ იყოს, გამოვფხიზლდი.
გარეთ გამოვედით და ჰამაკში ჩავსხედით. დაჩიმ სიგარეტის შეკვრა ამოაცურა ჯიბიდან და ორი ღერი ამოიღო. ერთი მე მიწილადა.
–აქ რატომ მოხვედი?–შემეკითხა ის.
–შენთან საუბარი მინდოდა,–ვუპასუხე მას და მისი პროფილის თვალიერება დავიწყე.
–და რამე აზრი აქვს?–მკითხა მან გათანგული, გადაღლილი ხმით.
–ყველაფერს აქვს აზრი სანამ ვგრძნობ, რომ სადღაც, გულის სიღრმეში, ისევ მგრძნობ,–ვუთხარი რეალობა.
–და თუ ასე არ არის?–ისევ არ მიყურებდა დაჩი.
–თუ ასე არ არის, ბედს დავჯერდები, 5 წელი გავძელი უშენოდ და მეტსაც ვიწვალებ როგორმე,–სიმწრით გამეღიმა მე.
–როგორ დავიღალე,–სუნთქვას დარდი ამოაყოლა მან,–იცი, რომელი პერიოდი მენატრება ხოლმე? რომ გეპრანჭებოდი და ყველგან დაგსდევდი. ეს დრო რომ ყოფილიყო დასაჭერი გავხდებოდი აუცილებლად,–გაიცინა დაჩიმ,–სიამოვნებით დავბრუნდებოდი უკან და გამოვაპანჩურებდი ჩემს თავს ყველა ლოკაციიდან,–დანაღვლიანდა ისევ.
–ანუ, რომ შეგეძლოს ჩვენს ისტორიას წაშლიდი?–გამომცდელად შევხედე მას.
–ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე, რა ჯობდა, ეს ყველაფერი საერთოდ არ ყოფილიყო და ტკივილის გარეშე მეცხოვრა, თუ მაინც გამომეცადა და ამის საფასურად ტკივილი გადამეხადა,–დაიწყო დაჩიმ,–და ყოველთვის,–ხმა გაებზარა მას,–ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხამდე მივდივარ, რომ მიღირდა. უშენობას ნებისმიერი ტკივილი მერჩია,–გული გამებზარა, ახლა არ ვიტირებდი, არ იყო ამის დრო.
–სად ვიპოვნეთ ორმა მაზოხისტმა ერთმანეთი?–ვეცადე მეხუმრა და წვალებით გავიღიმე.
–კი ვიპოვნეთ, მაგრამ ნეტავ შეგვენარჩუნებინა კიდეც,–გაიცინა დაჩიმ.
–გულს გამიხეთქავ, დაჩი,–მართლა ვკვდებოდი უკვე.
–რა იყო, არ მოგწონს? არ მოგწონს შენი ცოდვების გახსენება?–მწარედ გამიღიმა მან.
–მკლავს,–მერამდენეჯერ ავტირდი, აღარ მახსოვს.
–ძალიან კარგი,–ფეხზე წამოდგა დაჩი,–წამობრძანდი ახლა, დავისვენოთ დილამდე.
ფეხზე წამოვდექი, დაჩი ძალიან მარტივად საძინებლამდე შემიძღვა. დაბნეული მივყვებოდი.
ორივენი საწოლში მოვთავსდით.
–მოიწიე,–ამოიზმუვლა მან.
ხელით მიმიახლოვა და გულმკერდით ზურგზე მომიკრო. ცხვირი ჩემს თმებში ჩაყო და გაირინდა.
უკვე მართლა მეგონა, რომ მელანდებოდა, ან უკვე სიზმარში ვიყავი, მაგრამ გამოღვიძება არც ერთი წამით არ მინდოდა.

____
მადლობა ყველას, ვინც კითხულობს. ველოდები შეფასებას, წინა თავზე ბევრმა გამაწითლეთ და იმედია ამ თავით იმედები არ გაგიცრუეთ.
ბევრი მადლობა!
<3 <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან გამეხარდა რომ ვნახე ახალი თავი. რა კარგია ძალიან ვისიამოვნე. იქნებ ისევ დაახლოვდნენ ეს ორი გზაარეული-თან როგორ უყვართ ერთმანეთი.

 


№2  offline წევრი Azula

სტუმარი ნინო
ძალიან გამეხარდა რომ ვნახე ახალი თავი. რა კარგია ძალიან ვისიამოვნე. იქნებ ისევ დაახლოვდნენ ეს ორი გზაარეული-თან როგორ უყვართ ერთმანეთი.

მადლობა რომ შეაფასეთ<3

 


№3 სტუმარი სტუმარი Someone

უკარგესიიიააა!!!! გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე, მართლა ისეთი კარგია, იმდენ კარგ გრძნობას გადმოსცემს, მინდოდა რო ჯერ არ დამთავრებულიყო.. იმედი მაქვს შემდეგს მალე დაგვიდებ, ჩათვალეე შენიი ნაწერების ხშირი მკითხველი ვარ)
ბევრ გულსსს გიგზავნიი ;Dd <333

 


№4 სტუმარი სტუმარი Masho12

როგორ ველოდებოდიი, როგორი კარგიაა, მადლობა და ბევრი წაატება შენ, ველიი ახალსსს????????????????????

 


№5  offline წევრი Azula

სტუმარი Someone
უკარგესიიიააა!!!! გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე, მართლა ისეთი კარგია, იმდენ კარგ გრძნობას გადმოსცემს, მინდოდა რო ჯერ არ დამთავრებულიყო.. იმედი მაქვს შემდეგს მალე დაგვიდებ, ჩათვალეე შენიი ნაწერების ხშირი მკითხველი ვარ)
ბევრ გულსსს გიგზავნიი ;Dd <333

დიდი დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!!! <3<3<3<3

სტუმარი Masho12
როგორ ველოდებოდიი, როგორი კარგიაა, მადლობა და ბევრი წაატება შენ, ველიი ახალსსს????????????????????

ბევრი მადლობა , იმედია მალე იქნება<3<3<3

 


№6  offline წევრი ვიპნი

გული მიკვდება რომ ვკითხულობ,რა რთულია ეს ყველაფერი

 


№7  offline წევრი Azula

ვიპნი
გული მიკვდება რომ ვკითხულობ,რა რთულია ეს ყველაფერი

მადლობა რომ კითხულობთ<3<3<3

 


№8 სტუმარი სტუმარი Ancho

Karga xania aseti kargi da saintereso araferi wamikitxavs, gmadlobt tqven da aucileblad gaagrdzelet❤️

 


№9  offline წევრი Azula

სტუმარი Ancho
Karga xania aseti kargi da saintereso araferi wamikitxavs, gmadlobt tqven da aucileblad gaagrdzelet❤️

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვუს<3<3<3

 


№10 სტუმარი ნაესტანი

მომწონს ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№11  offline წევრი Azula

ნაესტანი
მომწონს ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

დიდი მადლობა <3<3<3

 


№12 სტუმარი ნიაკო.

თავსს ნუუ მოგვანატრებბ, ველოდებიით ახალსსს❤️❤️????????

 


№13  offline წევრი Azula

ნიაკო.
თავსს ნუუ მოგვანატრებბ, ველოდებიით ახალსსს❤️❤️????????

იქნება<3<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent