მისი ქალიშვილი (მესამე)
მისი ქალიშვილი 3 #მისიქალიშვილი საკუთარი თავი შემზიზღდა, მისმა შეხებამ ასე რომ გამტეხა. სიბრაზემ სხეულში დამიარა და მთელი ძალით გავაწანი სახეში სილა. ასეთ რეაქციას აშკარადა რა ელოდა. შეკრთა და თვალები ავად აენთო. _ ხელი გამიშვი! და აღარ გაბედო ჩემთან მოკარება! _ გაფითრებულს ხელი ვკარი და გავერიდე. _ რატომ არ მეკითხები რატომ წავედი? თუ მიზეზი ისედაც კარგად იცი? _ მე ერთი რამე ვისწავლე ლილუ! მხოლოდ ახლანდელით უნდა იცხოვრო, რადგან არასდროს იცი რას გიპირებს მომავალი! რატომ წახვედი? განა ამას ახლა რამე აზრი აქვს? იმიტომ წახვედი, რომ ეს თავად გინდოდა! არ გამითვალისწინე! ახლა იგივეს ვაპირებ მეც! საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი ამაზე!_ მიმოიხედა და იქვე მაგიდაზე მიგდებულ ჩემს ჩანთას დასწვდა. ვერ მივხვდი რას ეძებდა შიგ. ყველაფერი დაუდევრად გადმოაპირქვავა. ჩემი პირადობა მოხვდა თვალში და ხელში აიღო. ინტერესით დააკვირდა. მის გამომეტყველებაზე გაოცება დავიჭირე. სახე აწია და თვალმოჭუტულმა შემათვალიერა. _ გვარი შეიცვალე ლუ? ახლა ლილუ მუჯირი გახდი? შენ არ იყავი ის ქალი, რომ დასცინოდი სხვებს, ქორწინების მერე ქმრის გვარზე გადადიანო?!_ უცნაურმა ბრაზნარევმა მხიარულებამ დაუსერა სახე._ რაო რა მითხრა ბავშვმა? ლევანი ქვია მამასო? ანუ ლევან მუჯირი ბრძანდება თქვენი მეუღლე ქალბატონო ლილუ?_ დამცინავად დამიკრა თავი_ ამის გამო ხარ ასე გულადად? ლევანი ერთ_ერთი ცნობილი ადვოკატი იყო ქალაქში, იმდენად ცნობილი, რომ არც გამკვირვებია იასემ რომ იცოდა მისი ვინაობა. _ გგონია მისი პროფესია გიშველის არა? ვის _ვის და სწორედ მას ეცოდინება ყველაზე უკეთ, რომ შენთან კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება , რომ შენ რეალურად ჯერ ისევ ჩემი ხარ! _ რა მნიშვნელობა აქვს რაღაც უაზრო ფურცელს იასე? მე მას ვაღიარებ ქმრად! აი ეს არის მთავარი!_ თავი ხელში ავიყვანე. ზურგი ვაქციე და კიბეებისკენ წავედი._ ჩავთვლი ,რომ დროებით ვარ შენი სტუმარი! და ნერვასაც არ ავიშლი! მის მოსვლას დაველოდები და დამიჯერე, ის ნამდვილად მოვა! პასუხი არ გაუცია. ვიცოდი იდგა და მიყურებდა. რას ფიქრობდა, რა გეგმა ჰქონდა ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ გარეგნულად ვცდილობდი თავის მოჩვენებას, რომ არ მეშინოდა მისი, საკუთარ თავს ვახსენებდი მისგან გაქცევის მიზეზს. _ ის მკვლელია ლუ! ცივსისხლიანი მკვლელი და მოღალატე! მას შვილი ჰყავს! _ ვიმეორებდი გულში. და ამ ორი რეალობიდან რომელი უფრო მტკენდა გულს ვერც კი ვხვდებოდი. ჩვენ, მე და ლევანმა, ერთმანეთი სკოლაში გავიცანით. როცა ჩვენს კლასში გადმოვიდა ერთი გამხდარი სახედაკენკილი და წითური, ფრიადოსანი ბიჭი. იმ მოძველბიჭო, თვალებდაქაჩული ბიჭების ფონზე ის ერთი უწყინარი „ბოტანიკოსა“ იყო. თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა. ხშირად ხდებოდა დამცირების და დაცინვის ობიექტი. თუმცა სულიერად ძლიერი არასდროს ეცემოდა. თავიდან შორიდან ვაკვირდებოდი და აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც მასზე მუდმივად ახორციელებდა კლასი, ის მაინც მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავი მისი შეუპოვრობით. ერთ დღეს კი ქალაქის პარკში დავინახე, ტბის პირას იჯდა, ხელში განუყრელი წიგნით და წიგნის ნაცვლად შორეულ ჰორიზონტს გასცქეროდა მეოცნებე თვალებით. ჯერ შორიდან ვუყურე. შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს სახე, ეს ემოცია უკვალოდ არ უნდა გამქრალიყო. ჩუმად მივეპარე გარინდულს და ფოტო გადავუღე. _ უნებართვოდ სურათების გადაღება კანონით რომ ისჯება იცი?_ მკითხა ისე, რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. _ უბრალოდ ძალიან ლამაზი კადრი იყო და ფოტოგრაფების სამყაროში ლამაზი კადრის უბრალოდ ხელიდან გაშვება არანაკლები დანაშაულია, უნებართვოდ სურათის გადაღებაზე!_ ვუპასუხე მე. ნელა მოატრიალა თავი. ინტერესით დამაკვირდა და მაშინღა მივხვდი, მანამდე უბრალოდ შემჩნეულიც კი არ ვყავდი. მას თავისი სამყარო ჰქონდა, სამყარო სადაც განსხვავებული კანონზომიერება მოქმედებდა. და როგორც ყველაფერს განსხვავებულს, ისიც საგულდაგულოდ მალავდა ამ თავის უჩინარ მხარეს. _ დაჯექი!_ მითხრა და მეც მაშინვე მივუჯექი გვერდით. ისევ შორეულ ჰორიზონტებს გახედა იდუმალი მზერით. _ მე ლილუ მქვია!_ ვუთხარი სიჩუმით დაღლილმა. გაეღიმა. _ მე კორბენ დალასი!_ მიპასუხა ღიმილით. _ რას კითხულობ კორბენ?_ ვკითხე სრული სერიოზულობით. ახლა ორივეს გაგვეცინა. _ პატარა უფლისწულს! _ ეგ ხომ ბავშვებისთვისაა?_ ისე გავიოცე, თითქოს მეც ბავშვი არ ვიყავი. წიგნზე მსმენოდა, თუმცა წაკითხული არ მქონდა და თქმის მომერიდა. პირველად ცხოვრებაში, გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ ამდენად უმეცარი ვიყავი მის ფონზე. სწორედ ამიტომ მოვიშველიე ირონია. თუმცა ამჯერადაც გამაოცა ლევანმა. თვალმოჭუტულმა ღიმილით გამომხედა. _ ოცნებობ ლილუ?_ მკითხა ინტერესით. თავი დავუქნიე. ვინ არ ოცნებობს ამ სამყაროში? ზოგს ხომ მხოლოდ ოცნებითღა უდგას სული?! მით უფრო მეათე კლასელი თინეიჯერი გოგო! _ ხოდა ეს წიგნი მათთვისაა, ვინც ოცნებობს!_ დახურა და გამომიწოდა. უცნაურად ლამაზი ყდა ჰქონდა, უზარმაზარი წითელი ვარდი შორეულ პლანეტაზე, როგორც სურვილი და პატარა წითელ შარფიანი ბიჭუნა, ქარში აფრიალებული ოქროსფერი თმით და ფეხებთან გატრუნული წითური მელიით. რატომღაც იმ მელიას მივამსგავსე ლევანი და არა უფლისწულს. გაოცებით ავხედე. ის კი ისევ ისე თვალმოჭუტული მაკვირდებოდა._ სცადე! მითხრა მშვიდად _ იცი მას ჰგავხარ?_ თითი მელიას დავადე. _ გინდა დაგპირდე? _ რას? _ რომ ვიქნები მასავით საუკეთესო მეგობარი შენთვის!_ გული უცნაურად გამიკრთა. ეს არ იყო საპირისპირო სქესის მიმართ მიზიდულობა. ეს ბევრად მეტი იყო. მე ჩემი სულისსაფერი ადამიანი ვიპოვნე იმ დღეს. იმ დღის შემდეგ ის იყო კორბენი და მე ვიყავი ლუ! განუყრელი ორი მეგობარი, როგორც უფლისწული და მისი ჭკვიანი მელია. _ ნენე!_ დავუძახე შვილს და სამზარეულოში შევიხედე. ნენე მაგიდას მიჯდომოდა და უზარმაზარ, მარწყვით გამოტენილ ნამცხვარს მუსრს ავლებდა. დამინახა და ხელით მიმიხმო. _ შენ არ გინდა ნამცხვარი დედა? ძალიან გემრიელია! _ ეს სულ შენ შეჭამე გოგო?_ ვითომ გავბრაზდი ისე შევიკარი წარბი. _ უკაცრავად ქალბატონო, კიდევ მოითხოვა და ნება დავრთე!_ ამიხსნა დამხმარე ქალმა. _ თქვენ ლია ხომ?_ ვკითხე და „დიახო!“ მიპასუხა. თან ინტერესით მათვალიერებდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემზე მანამდეც სმენოდა რაღაც. _ ხოდა ქალბატონო ლია, მე ქალბატონოს ნუღარ დამიძახებთ! მით უფრო ამ სახლში! უბრალოდ ლუ ვარ. თუ მაინცდამაინც ლილუ! მაგრამ არა ქალბატონო! ხომ გასაგებია?_ ისევ თავი დამიქნია. _ მადლობა უთხარი ნენე ლია დეიდას და წამოდი!_ უკმაყოფილო სახით წამოდგა ჩემი მსუნაგი გოგო. ერთი სული მქონდა იქაურობას გავცლოდი. ის სახლი სულს მიხუთავდა. ნელა ავიარე კიბეები და ჩემი ყოფილი საძინებლის წინ გავჩერდი. ვერაფრით ვაიძულე თავი რომ კარი გამეღო. მანამ ვიდექი ასე გაშეშებული, სანამ ნენემ არ მომიყვანა გონს. _ რას ველოდებით დედა?_ მკითხა და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. კარი თამამად შეაღო და ოთახში შეაბიჯა. არ ვიცი გინახავთ თუ არა მიცვალებულის ოთახი, რომელსაც ჭირისუფალი თითს არ აკარებს?? სწორედ ასეთი შეგრძნება დამეუფლა ჩემს ნაცნობ ნივთებს შორის. თითქოს მე მკვდარი ვიყავი და ეს ოთახიც და მთელი ეს სახლიც ჩემი მოსაგონარი პანთეონი იყო. კარადას მივუახლოვდი, ჰაერი ჩავისუნთქე და ფართოდ გამოვაღე. ყველაფერი რაც კი ხუთი წლის უკან დავტოვე უცვლელად დამხვდა. ყელი გამიშრა. კანკალმა ამიტანა. _ ცუდად ხარ დედა? _ დავინახე როგორ ჩამჭიდა ნენემ პატარა თითები, დავინახე, მაგრამ არ მიგრძვნია. ნელა დავეშვი მუხლებზე. სახეზე ხელები ავიფარე. ვცადე არ მეტირა. ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. _დედა ცუდადაა!_ ყვირილით გაიქცა ნენე ოთახიდან. _ რა მოგივიდა? თვალები გაახილე ლუ?_ მესმოდა მისი შეშინებული ხმა და ჩემში პანიკური შეტევა მწიფდებოდა, _ ეს რას ნიშნავს იასე!_ ხელი კარადისკენ გავიშვირე. _ ეს რა ჯანდაბაა? ამას რა ჰქვია იცი? აკვიატება ჰქვია და ავადმყოფობაა! შენ არ ხარ კარგად იასე! შენ დახმარება გჭირდება. ისიც ჩემ წინ ჩემსავით მუხლებზე იდგა და თვალს არ მაცილებდა. მისმენდა, მაგრამ არ სურდა ჩემი სიტყვების გააზრება. თავს უარის ნიშნად აქნევდა _ უბრალოდ შენი გაშვება ვერ შევძელი! რა არის ამაში ასეთი? უბრალოდ თავი დავიჯერე, რომ ერთ დღესაც დაბრუნდებოდი და ყველაფერს იმ მომენტიდან გავაგრძელებდით, სადაც გავჩერდით. ხომ ხედავ მართალი ვიყავი!_ ჯიუტად იმეორებდა ის _ სად გავჩერდით იასე? სად გავჩერდით? იცი სად გავჩერდით?_ უკვე ვკიოდი და ვეღარც იმას ვხვდებოდი, რომ ნენე იქ იყო და ვაშინებდი. ისევ მან გაიაზრა, და ბავშვი კვლავ ლიას გააყვანინა ოთახიდან. _ დამშვიდდი ლუ! დამშვიდდი და ისუნთქე! ყველაფერი კარგად იქნება! _ მხრებში ხელები მომკიდა და წამომაყენა. _ არა! ასე არ გამოვა! თავის არიდებას ნუ ცდილობ!_ ვუყვირე გაცოფებულმა._ მიპასუხე, იცი მაინც სად გავჩერდით? თავი უარის ნიშნად გააქნია. _ ეგ რომ მცოდნოდა, ვინ იცის იქნებ მოგინელებდი კიდეც!_ საწოლზე ჩემ წინ დაჯდა. _ აი იქ!_ ხელით აივნისკენ მივანიშნე_ იმ აივანზე დავსრულდით ჩვენ იასე! იმ წამს, როცა შენ ვიღაც ალბათ შენი მორიგი კახპის საყვარელს ტივნი გაასხმევინე! აი იმ წამს გაჩერდა დრო და არა მაშინ, როცა მე წავედი! გაოგნებული მიყურებდა. მივხვდი არაფერი იცოდა იმ საღამოზე. არ იცოდა, რომ მე ყველაფერი დავინახე. ალბათ ყურადღებაც არ მიუქცევია ნაგავში გადაყრილი ტკბილეულის, სანთლებისა და სხვა მოსართავებისთვის. ან როგორ შეამჩნევდა, სად ეცალა იმ საღამოს ამისთვის?! _ როგორ ბედავ და სიყვარულზე ხმას როგორ იღებ? ღალატზე შენ როგორ მესაუბრები? _ ვუყურებდი და ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. მინდოდა მომკვდარიყო, გამქრალიყო ჩემი არსებობიდან. _ მასეთი ზიზღით ნუ მიყურებ ლუ!_ სახიდან ცრემლები მომწმინდა._ ყველაფერი სხვანაირად იყო! _ სხვანაირად? როგორ სხვანაირად? ის კაცი იმისთვის არ მოკალი, რომ ვიღაც ქალი შენგან ორსულად იყო? _ გაჩუმდი ლუ!_ ვხედავდი მოთმინებას ჰკარგავდა._ რაც არ იცი, იმაზე ნუ ლაპარაკობ! _ არ ვიცი და არც მაინტერესებს! რადგან მე შენთან არაფერი აღარ მაკავშირებს! მძულხარ და მეზიზღები! უნდა წავიდე აქიდან! ახლავე უნდა წავიდე! _ ფეხზე წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი. დამეწია და წელზე ხელები მომხვია. ვკიოდი, ვყვიროდი, ვლანძღავდი და მთელ იმ ტკივილს, რასაც წლების მანძილზე საკუთარ თავში ვაკავებდი ახლა ვათავისუფლებდი. არც კი ვიცი ამდენი ტკივილი როგორ და რანაირად ეტეოდა ჩემში. _ დამშვიდდი ლუ!_ ჩურჩულებდა ის მგონი უფრო თავისთვის და ჩემს გაკავებას ცდილობდა. როდის როდის ამოთავდა ჩემგან მისი სიძულვილი და დავრჩი ცარიელი. სრულებით ცარიელი და უღონო. ფრთხილად დამაბრუნა საწოლზე და გვერდით მომიწვა. _ სიძულვილიც სიყვარულია ლილუ! ამის რომ არ მჯეროდეს, აქ არ მოგიყვანდი! _გადი ოთახიდან, ეს ყველაფერი მოაშორე აქიდან! გულს მირევს ყველა ის მოგონება, რაც შენ გიკავშირდება! ქმართან დამარეკინე იასე! ისე ნუ იზამ, რომ შენი სიკვდილიც ვინატრო!_ ისე მეფერებოდა თმაზე, თითქოს ჩემი სიტყვები არ ესმოდა. ყოველთვის ჯიუტი იყო. უცნაურია რომ სწორედ ამ თვისების გამო შემიყვარდა ერთდროს და ახლა ამ თვისების გამო მძულდა. _ შენ დაგავიწყდი ლილუ! დაგავიწყდა, რომ გიყვარვარ! მაგრამ მე გაგახსენებ! და დამიჯერე, მერე ისევ ძველებურად ბედნიერები ვიქნებით!_ თვალები დავხუჭე და ძილ_ ბურანს მივენდე. სადღაც გონების შორეულ კიდეში გამიელვა, რომ წყალს შეაპარა რაღაც. სიფხიზლისა და ძილის საზღვართან წარსულის ლანდებს ვხედავდი. ჩვენს პირველს კოცნას მახსენებდა ჩემი არეული გონება და იმდენად ცხადად შევიგრძნობდი მის სიახლოვეს, სურნელს და გემოს, რომ ვეღარ ვხვდებოდი მესიზმრებოდა მისი ალერსი თუ ეს მართლაც ხდებოდა. უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა დილით. ნენე იცინოდა აივნის ქვეშ. სწრაფად ავდექი და გამაოცა ენერგიის სიუხვემ სხეულში. თითქოს მთელი წელი მეძინა თავს ისე დასვენებულად ვგრძნობდი. თითქოს წინა საღამოს ისტერიკა არ მქონოდა. იგივე ტანსაცმელი მეცვა, რითაც ამ სახლში მოვედი. გულზე მომეშვა. მივხვდი სიზმარი იყო ის , რაც ვნახე და განვიცადე იმ ღამეს. თუმცა უსიამოვნო , მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ მხოლოდ სიზმარი. გამოდის ფრთხილად უნდა მოვკიდებოდი იმას, რასაც ამ სახლში შემომთავაზებდნენ. ეს არანორმალური კაცი ყველაფერზე იყო წამსვლელი. კაცმა არ იცის რა აზრები მოსდიოდა თავის ავადმყოფ ტვინში. აი სწორედ ასე ვფიქრობდი მასზე იმ დილას. ეზოს გადავხედე და გამიკვირდა. ხელოსნები სათამაშო სივრცეს არემონტებდნენ. ყველა ძველ ფიცარს და ჭანჭიკს აახლებდნენ და ლამაზ ფერებში ღებავდნენ. ნენე კი მათ გარშემო დარბოდა და მხიარული ჭყიოდა. იასე არსად ჩანდა. მაგრამ, რა თქმა უნდა მისი ბრძანება სრულდებოდა იმ წამს. სახლიდან ლია გამოვიდა და ნენეს ჭიქით წვენი გამოუტანა. ბავშვმა გაუღიმა , ჭიქა გამოართვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ფეხებს მხიარულად აქანავებდა და მუშაობაში გართულ მუშებს უთვალთვალებდა. სულაც არ მესიამოვნა ის, რაც დავინახე. იასე ისე იქცეოდა, თითქოს ნენე და მეც აქ დიდხანს ვაპირებდით დარჩენას. დავფიქრდი რანაირად მომეხერხებინა და ლევანისთვის ხმა რანაირად მიმეწვდინა. თვალში ისევ ლია მომხვდა და სწორედ ის ამოვიღე მიზანში. _ სადაა იასე?_ ვკითხე ლიას როცა სახლში შემობრუნდა. _ უფროსი ქალბატონო გასულია! დაიბარა, სია შეადგინოთ საყიდელი ნივთების და საღამომდე მოგართმევთ!_ მიპასუხა ქალმა გაზეპირებულივით. _ რა ნივთები ? _ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. _ თქვენ ხომ ბრძანეთ თქვენი ოთახის განახლება და ალბათ ახალ სამოსს და სხვა აუცილებელ ნივთებს გულისხმობდა ბატონი იასე! გაოცებული უკან ოთახში ავბრუნდი და ახლაღა შევამჩნიე, რომ ოთახი სრულებით ცარიელი იყო. მხოლოდ ცარიელი ავეჯიღა იდგა. სანამ მეძინა იმ არანორმალურს ყველაფრის გატანა მოესწრო. ესეც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ რაღაც დასაძინებელი დამალევინა. არა! ამ კაცის ნდობა არ შეიძლებოდა. _ არადა ყველაფერი რა ლამაზი იყო?_ მომესმა ზურგსუკან ლიას ხმა. _ ლია დეიდა მითხარით, რამდენი ხანია ამ სახლში ხართ?_ ქალს ვანიშნე დამჯდარიყო. აშკარად დიდი ჭორაობისმოყვარე ვინმე ჩანდა. ერთი სული ჰქონდა რაც იცოდა და არ იცოდა ყველაფერი მოეყოლა. _ ამ სახლში სადღაც ოთხი წელია ვმუშაობ. მანამდე ქალბატონ ირმას ვეხმარებოდი სანამ ორსულად იყო!_ ნაცნობი სახელის ხსენებაზე ყური ვცქვიტე._ _ ირმა ვინაა ლია დეიდა? _ქალბატონი ირმა ბატონი იასეს... _ ლია!_ მკაცრმა და მრისხანე ხმამ ენა მუცელში ჩაუგდო საბრალო ქალს._ მგონი შენი მოვალეობის ფარგლებს ძალიან გასცდი! ახლავე გადი! ვუყურებდი მის მოქუფრულ მაღალ შუბლს. უკან გადავარცხნილ შავ თმას. შუბლზე გაჩენილ ნაოჭებს რომლებიც სიბრაზის დროს დაღად ესახებოდა სახეზე. მრისხანე ლურჯ თვალებს, რომლებსაც შეეძლოთ უკიდეგანო სიცივე ესხივებინათ უკონტროლო სიბრაზის დროსაც კი. ლია გავიდა და ისევ პირისპირ დავრჩი კაცთან, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით დამატყვევა. __ ეს ყველაფერი არ დასრულდება კარგად!_ ვუთხარი ავად _ მე კიდევ ვფიქრობ, რომ უკვე არაჩვეულებრივი დასასრულია! _ მიპასუხა ყრუ ხმით._ რა გამოკითხვას უტარებ ჩემს პერსონალს? გინდა შენ გამო სამსახური დაკარგოს? _ ვინ არის ირმა ბატონო იასე?_ ვკითხე დამცინავად და სავარძელს კომფორტულად მივეყრდენი. _ ირმა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია!_ ურცხვად მიპასუხა მან. _ ხო, ეჭვიც არ მეპარება მაგაში! ის ქალი მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვის გამოც მკვლელობა შეგიძლია!_ გამეცინა მე. ვცადე შინაგანი ღელვა არ შეემჩნია. _ გიყურებ და არ მჯერა, რომ ჩემთან ხარ!_ ისევ თავისას მიერეკებოდა ის. _ და ირმას ვაჟი იასე? ბოდიში , თუ ასე უნდა მეკითხა: თქვენი ვაჟი იასე?_ ცოტა ხანს დაკვირვებით მიყურა და მერე ისე მოულოდნელად ახარხარდა, შიშისგან სავარძელზე შევხტი კინაღამ. _ აჰააა, ახლა გასაგებია! ჩემი ეჭვიანი პატარა ქალი!_ მომიახლოვდა და თავზე დამადგა._ შენ გარდა ქალი არ მყვარებია მე! შენ ხარ ერთადერთი! ამიტომაც ვერავის დავუთმობ შენს თავს! მე შვილი არ მყავს. ფანჯრიდან გაიხედა. _ვიცოდი ნენეს უყურებდა. _ის ბავშვი ჩემი უნდა ყოფილიყო! და ასეც იქნებოდა შენ რომ არ გამქრალიყავი! ის შენი ლევანი მხოლოდ ნენეს უპირობო სიყვარულმა გადაარჩინა ჩემგან! თორემ ისე გავაქრობდი აქამდე.... _ როგორც იმ კაცის გვამი გააქრე არა?_ ვკითხე დაცინვით. _ რაც არ იცი, ნუ ლაპარაკობ!_ დაიხარა და ხელები სავარძლის სახელურებს დააწყო._ დასაკარგი დრო არ გვაქვს საყვარელო! წადი გაემზადე! მე და შენ ერთ ადგილას მივდივართ! _ გაგიჟდი არა? _ გამეცინა მე. _ფიქრობ სადმე გამოგყვები? თანაც ბავშვს აქ მარტოს დავტოვებ? _ ნენეს ქვეყნის საუკეთესო დაცვა იცავს ჩემო მშვენიერო.! აი შენ კი არ გეკითხები არაფერს! _ მაჯაში ხელი ჩამავლო და რასაც ქვია წამათრია სადგომისკენ. _ არ მიყვარს შარვალი რომ გაცვია! თუმცა ვერაფერს ვიტყვი, ამ ოთხ წელიწადში უფრო სასურველიც კი გამხდარხარ. ჰმ, როგორც სჩანს კარგად გივლიდა ქმარი! რომ ვნახავ მადლობას ვეტყვი!_ ირონიასა და ბრაზს შორის იუმორისთვისაც ნახულობდა ადგილს. _ გამიშვი ხელი იასე! ვერ მაიძულებ იმას, რაც არ მინდა!_ მოულოდნელად მანქანის კარს მიმაჯახა. მთელი სხეულით დამფარა და ისე დავპატარავდი მის ჩრდილქვეშ, რომ საკუთარმა სხეულმაც მომიჭირა. _ ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ ლუ! თორემ მიმტყუნებს თავშეკავება და აქვე მივიღებ იმას, რაც ასე ძალიან მსურს შენგან! _ ხელი ჩემი ყელიდან მკერდისკენ ჩააცურა._ რას იტყვი, ხომ არ ვცადოთ წარსულის გახსენება? ხომ გახსოვს, სწორედ აქ, როგორ გიყვარდა ალერსი! _ თავიდან მომწყდი!_ ვუთხარი შეშინებულმა. ამ კაცს საერთოდ აღარ ვიცნობდი. და არც ვენდობოდი. გაეცინა ჩემს რეაქციაზე. _ არასდროს გესმის? არასდროს გაიძულებ იმას, რაც თავად არ გინდა! მაგრამ გთხოვ, სულ ოდნავ შენც გადმოდგი ჩემკენ ნაბიჯი ლუ! არ დაიჯერო, რომ რამე მაიძულებს უარი ვთქვა შენზე და გაგიშვა! სულ რომ არასდროს მინდომო, მე მსურხარ და მიყვარხარ ორივესთვის სამყოფად! და ნუ გეშინია ჩემი! _ ადვილი სათქმელია არა? მით უფრო დასაჯერებელია მოძალადე რომ გეუბნება ამას!_ სახე მისგან მივაბრუნე, რომ არ დამენახა ის საოცარი მსგავსება თავგზას რომ მიბნევდა მისი დანახვის პირველივე წამიდან. _ რატომ მეძახი მოძალადეს? რადგან სახლში დაგაბრუნე? _ ისე გულწრფელად გაიოცა, ლამის დავუჯერე კიდეც, რომ ვერ ხვდებოდა. _ მარტო მე მომიტაცე? ნენე? მასზე რას იტყვი? _ საოცარი ბავშვია! მშურს შენი ქმრის, სიამოვნებით წავართმევდი შენს თავთან ერთად მასაც! უარს არც მე ვიტყოდი ასეთ ლამაზ ქალიშვილზე, თან მგავს კიდეც არა?_ ამ სიტყვებმა კეფაში დამკრა ელდასავით და ფეხებამდე დამიარა. _ შენ ღამის წყვდიადებზე ლამაზი თვალები თუ ექნებოდა სხვა გოგოს, რას წარმოვიდგენდი!_ მითხრა და მანქანაში ძალით ჩამსვა. მოუარა და თავადაც ჩაჯდა. მანქანა დაქოქა და უკანა ხედვის სარკეში ჩაიხედა. ჩაიხედა და წამით გაშეშდა. ინტერესით დააკვირდა საკუთარ თვალისფერს. მერე თავი უარის თუ დაუჯერებელი აზრის გასაფანტავად გააქნია და მანქანა დაქოქა. მთელი გზა უცნაურად დუმდა. მხოლოდ ხანდახან საკუთარ თავს თუ შეავლებდა სარკეში მზერას და ყოველი ჩახედვისას უფრო და უფრო იქუფრებოდა. ჩემი გულის ფეთქვა მესმოდა დაგუბებულ ყურებში. _ აი თურმე რა ყოფილა შური?!_ ჩაილაპარაკა უცებ თავისთვის. გაოცებულმა შევხედე. _ცხოვრებაში მგონი არასდროს არაფერი მდომებია მის ქალიშვილზე მეტად ლუ!_ მითხრა უცნაური მზერით, თვალებმოჭუტულმა. _ სად მივდივართ?_ ვკითხე თემის შესაცვლელად, თორემ ლამის იყო სული შემხუთვოდა მისი დაეჭვებული მზერისგან. _ ამაღამ თვალისმომჭრელად უნდა გამოიყურებოდე, ძვირფასი სტუმარი გვეყოლება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.