მხოლოდ ღმერთმა იცის... (თავი1)
თავი1 ესეც გაგრძელება, მადლობა, რომ მოგწონთ და კითხულობთ, არ ვიცი რამდენად გამომივა, ეს ჟანრი, მაგრამ ვეცდები ყოველი თავი საინტერესო იყოს. შემდეგი თავები აიტვირთება, უკვე აგვისტოს თვეში, რადგან ეს კვირა წერისთვის დრო არ მექნება. წაიკითხეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები რამდენიმე წუთი დააკვირდა, გოგოს გამოსახულებას, მაგრამ შემდეგ უკუაგდო ეს ფიქრები. – ლამაზია, თუმცა ის მილიონერის გათამამებული ქალიშვილია, რომელსაც მამიკო ყველა ახირებებს უსრულებს.- გაიფიქრა გულში. ზედმეტად თავი არ შეუწუხებია, ამაზე ფიქრით არც ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას გოგოს მას აღიქვამდა, როგორც ერთ- ერთი მორიგი მსხვერპლი ტერორისტების მიერ თვლიდა, რომ ეს მისი სამსახურია და თავის საქმეს ასრულებდა, მაგრამ წარმოდგენაც კი, არ ქონდა რა სიურპრიზებს უმზადება ეს სამყარო მას. ისე კი ბრაზობდა, რომ დასვენების საშვალება არ მისცეს და პირველივე დღესვე გაუშვეს ახალ ოპერაციაზე, თუმცა თავის საქმეს არ ღალატობდა, უყვარდა ხალხის დახმარება. მეორე დღეს დილით ადრე გავიდა სახლიდან რათა ყველაფერი მოესწრო. ჯინსის ფართო შარვალი ეცვა თეთრი მაისური, სახეზე კი შავი სათვალეები. გარაჟიდან მოტო გამოიყვანა და ფედერაციაში წავიდა. მეთაურის კაბინეტთან მივიდა და კარები ოდნავ გამოაღო. – შეიძლება?- სერილზული გამომეტყველებით მიუგო. – შემოდი, შენ გელოდებოდი.- დასძინა კაცმა. – ბატონო, ანზორ სანამ კერძოდ ამ ოპერაციაზე წავიდოდე მინდა, გოგონას ოჯახს დაველაპარაკო, რომ უკეთ გავიგო. – სწორედ მაგიტომ გელოდებოდი, მამამისია აქ და შენი ნახვა უნდა.- უთხრა და კარებში საშვალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა. – გამარჯობა, შენ ხარ ის ცნობილი სნაიპერი?- იკითხა კაცმა. _ დიახ, მე გახლავართ.- სერიოზული გამომეტყველებით მიუგო. _ მითხრეს ძალიან სწრაფი და უშიშარი მეომარიაო. ამიტომ შენი იმედი მაქვს, რომ ჩემს გოგონას შინ უვნებლად დააბრუნებ. – ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, ბატონო,ნოდარ ახლა მთავარია,მათ კვალზე გავიდეთ ამისთვის თქვენი დახმარება დამჭირდება. – გისმენ? – დეტალურად მიამბეთ იმ ხალხის შესახებ ვინ არიან რას წარმოადგენენ? – მე თამბაქოს ბიზნესს ვაწარმოებ შვილო, ამ ხალხს კი უნდოდა ნარკოტიკი შემოეტანათ ჩემთან გასაყიდათ რის გამოც მტკიცე უარი ვუთხარი. ამის გამო გადამემტერნენ და ჩემი ერთადერთი ქალიშვილის მოკვლით დამემუქრნენ მეგონა უბრაკოდ ჩემი შეშინება უნდოდათ, მაგრამ ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ შენი შვილი დავჭერითო, მიმანიშნეს, რომ მუქარა შეასრულეს და დავფიქრებულიყავი საბრალო ბავშვი სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან. ცოტახანი მიყუჩდნენ, მაგრამ სამი დღის წინ მძღოლთან ერთად შინ ბრუნდებოდა მძღოლი დაჭრეს და ჩემი შვილი გაიტაცეს.- მძიმედ ამოიოხრა კაცმა. – გასაგებია, ხომ არ იცით ვინმე მათი თამამძრახველების ადგილმდებარეობა? – აჰ, კი მემგონი, ერთის ვიცი ქალაქ გარეთ აქვთ ქარხანა გახსნილი.- დასძინა კაცმა. – ძალიან, კარგი ეს ბევრ რამეში დაგვეხმარება.- ფეხზე წამოდა. – ოღონდ შენ ჩემი ქალიშვილი დააბრუნე და დანარჩენი მე ვიცი. –კარგი, წავალ გავემზადები. – მაქსიმე, შენთან ერთად კიდევ სამი მეომარი წამოვა. – კარგი.- მოკლედ მოუჭრა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გასახდელში. – ხო, გეუბნებოდი ნოდარ ეს ბიჭი, არის ცეცხლი არაერთი ურთულესი ოპერაცია, აქვს შესრულებული ამერიკაში. დამიჯერე მათ კვალზე ძალიან მალე გავა. – ღმერთმა გისმინოს. სპეციალური ფორმა მოირგო ბრონის ჟილეტიც ზემოდან გადაიცვა, შემდეგ ძაღლი გაამზადა ეს სპეციალურად გაწვრთვილი მალინუაას ძაღლია, რომელიც ძალიან სხარტი, სწრაფი და ასევე გაძლიერებული ყნოსვის უნარი აქვს. ფურგონში ავიდნენ და გზას, დაადგნენ. ქალაქიდან საკამოდ შორს იყო ის ადგილი სადაც ის ხალხი იმყოფებოდა, – ისე რა ნაგავი, უნდა იყო ადამიანი, რომ შენი მიზნებისთვის საბრალო გოგონა, გამოიყენო.- სიჩუმე ერთ- ერთმა დაარღვია . – ეგეთები, ტყვიით არიან დასახვრეტები. - აყვა მეორეც, მაქსიმე კი მათ საუბარს უგდებდა ყურს. რას ფიქრობდა თავად ამ საკითხზე, ამას არ ამხელდა სხვებთან მას ბევრი ლაპარაკი არ სჩვევოდა, თუ არ იყო აუცილებელი არაფრის დიდებით არ ამოიღებდა ხმას, გარეგნულად საკმაოდ ცივი ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხალხში რატომღაც მისი ცივი და წარბ შეყრილი მზერის ყველას ეშინოდა ამიტომ ზედმეტად ვერავინ ვერაფერს უბედავდა თავის სიფიცხის გამო. საკმაოდ გრძელი გზა, ქონდათ გასავლელი გზად საეჭვო, მანქანა შენიშნეს, რომელსაც სადღაც მიეჩქარებოდა, ინტუიცია არასდროს ღალატობდა და ზუსტად იცოდა, რომ აქ რაღაც საეჭვო ხდებოდა. მძღოლს ანიშნა გაჩერებულიყო და შემდეგ ავტომატით წინ გაიჭრა. დანარჩენი სამი ბიჭი უკან მიყვებოდა. მიზანში ამოიღო ის ფურგონი და საბურავები დაუხვრიტა ავტომატით ხელში თავს დააცხრა ფურგონის მძღოლს. _ ხელები მაღლა!- დაუყვირა და მძღოლს მიეჭრა. – რა ხდება, ვინ ხართ?- დაბნეული და შეშინებული საუბრობდა კაცი. – ახლავე, გაიგებ ვინც ვართ.- დაბოხებული ხმით დაუყვირა კარები გამოუღო საყელურში წვდა და გარეთ გამოათრია. – გახსენი! – რა გინდათ, ჩემგან? – ბევრს ნუ ლაპარაკობ და გახსენი ჩანთები .- იარაღი შუბლზე მიადო კაცმა, შიშის ზარით გახსნა ჩანთები და იქ დიდი რაოდენობის კოკაინი აღმოჩნდა. – რა არის ეს?!- დაუყვირა. _ რა არის?- კითხვას კითხვითვე უპასუხა. – კითხვას ნუ მიმეორებ და გამეცი პასუხი სად მიგქონდა ეს ნარკოტიკი.- კისერში მტკივნეულად ჩაავლო. – მე..მე.. არაფერი ვიცი, იმას ვაკეთებ რაც დამავალეს. – ვინ დაგავალა? _ არ ვიცნობ, მითხრეს, რომ ნარკოტიკი უნდა გადამეტანა ქალაქ გარეთ და ფულს გადამიხდიდნენ. – თქვენნაირი ხალხი დასახვრეტია ადგილზე. ახლა კარგად მომისმინე იმას გააკეთებ რასაც გეტყვი, წინაღმდეგ შემთხვევაში აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ. – არ მომკლათ გთხოვთ. გავაკეთებ რასაც მეტყვით. _ ძალიან კარგი, შენ ახლა ჩაჯდები და წახვალ იმ ხალხთან ჩვენ კი უკან გამოგყვებით გასაგებია? – დიახ. საბურავები გამოუცვალა მანქანას შემდეგ ჩაჯდა და გზას, დაადგა ისინიც უკან მიყვნენ. სადღაც ორ საათში უკვე ადგილზე იყვნენ. მოშორებით გააჩერეს მანქანა და ჩუმად მიიპარნენ. – ახლა, რა გავაკეთო? – დროებით გაქრი აქედან, შემდეგ მოხვალ და ჩვენებს მისცემ პოლიციას.- მკაცრად მიუგო ისიც იმწამსვე აორთქლდა ადგილიდან. შენობაას ჩუმად მოუარეს წრე და შესასვლელ კართან შაშხანა ააფეთქეს შიგნით შევიდნენ. წინ მიიწევდა ისე, რომ ხმასაც კი არ გამოსცემდა. იქვე ჩაიმუხლა და რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მდგარი კაცი მიზანში ამოიღო და უხმაუროდ ესროლა რის შედეგადაც კაცი, ინერციით წინ წავიდა და დაეცა. თავდაჯერებული მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა წინ ალყაში მოაქცია ნარკო დილერები. ერთ- ერთი დაიჭირა და ხელები გაუკავა. – სად არის შენი უფროსი?!- კბილებში ავად გამოსცრა. – ვინ ხარ რა გინდა? – ვინ ვარ ძალიან გაინტერესებს არა? კარგი, გეტყვი მეტ სახელად სიკვდილის ანგელოზს მეძახიან და შემიძლია ავტომატით აქვე გაგასხმევინო ტვინი, თუ არ მეტყვი სად წაიყვანეს ნოდარ ამილახვარის ქალიშვილი. – ააა, თქვენ მან გამოგგზავნათ, ტყუილად ნუ გაირჯებით ეგ კაცი შვილის ნატვრით მოკვდება იმის, ფიქრით ცოცხალია, თუ არა ვინ იცის იქნებ აღარც არის ამ ქვეყნად.- ამაზრზენად გადაიხარხა. – ამას უყურე რა დიდ გულზეა, კი არ იცის რა ელის.- დასჭექა და იარაღი გადატენა.- როგორც ჩანს არ იცი შენ წინ ახლა ვინ დგას, თორემ დიდ გულზე არ იქნებოდი. სამამდე ვითვლი, თუ არ მეტყვი სად არიან ცემაში ამოგხდი სულს. - გააფრთხილა და კარგადაც მოხვდა სახეში დადეშქელიანის მუშტები სახეში. – აბა, გისმენ? - თუ გინდათ მომკალით არ გეტყვით. – ღმერთო, მოთმინება მომეცი.- ყელში მწარედ ჩაავლო ხელი და ჰაერში ასწია,- მეტს აღარ გავიმეორებ ან ახლავე მეტყვი გოგონას ადგილ მდებარეობას ან არა და დაგახრჩობ, დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი ასე, რომ სანამ მოთმინების ფიალა ამევსო ამოღერღე.- დასჭექა მრისხანედ და უფრო წაუჭირა ყელში ხელი, რისგამოც კაცმა ხრიალი ატეხა. – კარ...გი...გეტყვი.- ძლივს ამოიხრიალა. დადეშქელიანმა კი ძირს მოისროლა. _ გისმენ? – ზუსტად არ ვიცი რა ადგილია, მაგრამ აქედან ძალიან შორს არის ის ადგილი.- ეცადა მოეტყუებინა, მაგრამ დადეშქელიანს რას გამოაპარებდა. – შენ რა დამცინი! – არა, რატომ. _ არა, ხო გგონია, ამ ზღაპრებს დავიჯერებ ხო? საკმაოდ კარგად ვიცნობ შენნაირ არაკაცებს ასე, რომ შენი ერთი სიტყვისაც კი არ მჯერა. შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ. – მე რომ იქ დამინახონ მომკლავენ. _ და რა გგონია, ისინი თუ არა მე არ მოგკლავ ასე, რომ უკან დასახევი გზა, არ გაქვს. ხელი კრა და უნიძგა წინ წასულიყო, კაცი გაუძალიანდა, თუმცა ვერაფერს გახდა მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს. – აბა, გოდები სად მივდივართ? – პირდაპირ იარეთ.- გაბრაზდბულმა ჩაილაპარაკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.