შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ოდისეა (ნაწილი II)


21-07-2024, 11:35
ავტორი Wooden Monkey
ნანახია 1 531

პირველ რიგში მადლობა ლოდისთვის და იმ მოტივაციისთვის რომელიც თქვენ მომეცით. მუზის ხან ყოფნაში და ხან არ ყოფნაში შეიქმნა მეორე ნაწილი და ალბათ სწორედ ამან წაიღო ამდენი დრო.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ბოდიშს ვიხდი შეცდომებისთვის, რადგან ვაპირებ მთლიანად როდესაც მოვრჩები ისტორიას მაშინ დავარედაქტირო. ყოველი ნაწილის დამთავრებისას ძალიან აჟიტირებული ვარ, ამიტომ პირდაპირი ვდებ ხოლმე.
მადლობა და იმედი მაქვს ისიამოვნებთ "თბილისური ოდისეის" მეორე ნაწილით!

***

ნაწილი II

-დღეს ვინ შემხვდა იცი? - მზე ჩადიოდა ეთო რომ შემოვიდა სახლში, როგორც ყოველთვის “კლასიკურად.”
ფეხსაცმლის კაკუნით გამოვიდა აივანზე და გვერდით დამიდგა
-აბა? - ფეხები მაგიდიდან ჩამოვიღე და ღიმილით ავხედე თავზე წამომდგარს.
-ამდენი აივანზე ყოფნა ალერგიას მოგცემს, ცოტახანი სახლშიც შედი ხოლმე - გვერდით ჩამომიჯდა და ახლა მან ასწია გაშიშვლებული ტერფები დაბალ მაგიდაზე
-რა თქვი ვინ შემხვდაო? - არ მივაქცია ყურადღება მის ნათქვამს და გავხედე თვალებ დახუჭულს
-ვიკა - დაიყვირა ოდნავ ხმამაღლა და გამიცინა
-ვინ ვიკა - დავიბენი
-ღმერთო რა მოხდებოდა ამისთვის კარგი მეხსიერება გებოძა? - ცაში აიხედა ხელების ქნევით - გაფრინდაშვილი, ჩვენი კლასელი
-ააა, ვიკა - გამახსენდა და გამეღიმა - რამდენი ხანია არ მინახავს - მონატრებული გამიხდა მზერა.
-ხოდა, აი ზუსტად ერთ საათში ნახავ - საათზე დაიხედა და სერიოზული სახით გამომხედა
-არა, ნაკლებს არ მოველოდი ნამდვილად… - ჩემთვის დავიდუდღუნე და მობეზრებით გავხედე იმ “ერთადერთს”
-რა ვქნათ ჩხეიძე, ვიცი განუმეორებელი ვარ, ერთადერთი ვიყავი და ისიც შენ შეგხვდა, მაღიარე - თვალები ისევ დაეხუჭა, და ისე მელაპარაკებოდა
-არაფერი გეშველება - თავი გავიქნიე სიცილით, და სახლში შევედი მოსამზადებლად.

***
სადღაც, საიდუმლოდ შენახულ წარსულში…

ბნელ კუთხეში მდგომ ორ ადამიანს მხოლოდ მთვარე და ღმერთი გადმოჰყურებდათ ციდან.
ჩუმად იდგა ორივე, თითქოს ხმის ამოღება უჭირდათ
-შემომხედე რა - გაისმა მამაკაცის ხმა და თითქოს ამ ხმამ ექოსავით გაირბინა ქალის გონებაში, თითებს რომ დაჰყურებდა და თავს არ სწევდა - გასაგებია - თავი დააქნია - კიდევ შეგახო ხელი ხომ? - არ სწევდა მაინც ქალი თავს, გრძნობდა თანდათან როგორ ეხუთებოდა უჰაერობისგან სხეული - ვიკა, შემომხედე - სახეზე მოკიდა ორივე ხელი, სიცივისგან გაყინულ სახეს შეახო თავისი თბილი და შემოახედა ქალი მისკენ - ნაბი”ვარი
-ნუ მიყურებ - თავი აიქნია ქალმა, რომლის სახეზეც მკრთალად ანათებდა ყვითელი სინათლე
-თითებს თითო-თითოდ დავატეხ - ცივად გამოსცრა დანახულისგან გაგიჟებულმა
-გთხოვ, სანი - ამღვრეული თვალებით შეხედა.
-ნუ მთხოვ, რას დაგამსგავსა, როგორ შეგეხო…დავამახინჯებ - ავად გაიღიმა
-არაფერს არ იზამ სანი! შენ გგონია მე არ ვიცი რასაც ვგავარ? ჰმ? ვიცი! მშიშარა, უთავმყოვარეო ქალს ვგავარ, რომელიც ხმას არ იღებს, მეზიზღება ჩემი თავი ამ ყველაფრის გამო, იმის გამო რომ ძალა არ მაქვს რომ მე მას გავუსწორდე გესმის? ვერ ვიტან ჩემს თავს, იმიტომ რომ ხმა წამართვა მან…- მომენტალურად აკაკნკალდა ქალის სხეული - რა საცოდავი გავხდი სანი?
-შენ თუ ის? - ირონიულად გაუღიმა, ხელები მოჰხვია ქალს, და ჩაიხუტა საყვარელი სხეული
-არაფერი არ მაქვს იმისთვის, დავამტკიცო რომ ასეთი ღორია…
-არ დაგტოვებ გესმის ჩემი? ყველაფრისას მიიღებს, აქ თუ არა იქ მაინც - მაღლა ანიშნა, სიყვარულით გაუღიმა და მისწვდა ქალის ტუჩებს, კუთხეში რომ გაჰხეთქვოდა.

***
თეთრ ნაჭრის ფართო შარვალზე, გულამოღებული ცისფერი ზედა გადავიცვი, ფეხზე შავი ბალეტები, ჩანთა ავიღე, და ეთოს გავძახე
-მზად ვარ, წამოდი, ზედმეტად არ მიეჩვიო აივანს და ჩემსავით არ გახდე დამოკიდებული
-რამხელა სიტყვა თქვი ირა, არ დაიღალე? - გრძელ ქვედაბოლოს ბოლოებს არხევდა, და ისე ნელ-ნელა მოდიოდა
-ბოდიშით, ამას ვინ ამბობს? - თვალები ოდნავ მოვჭუტე და გავხედე, სარკეში მომყურეს, რომელსაც უკვე ამოეცვა ფეხსაცმელები
-ჰა ჰა ჰა როგორი სასაცილოა - “გაიცინა”
-წავედით, წავედით - სიცილით გავედი გარეთ.
ღიმილით შევედით საყვარელ “კაfეში”, მომსახურე პერსონალს თავი დავუკარით მისალმების ნიშნად, და ადგილი ფანჯარასთან დავიკავეთ
-გამარჯობათ, შეუკვეთავთ თუ ვინმეს ელოდებით? - თინეიჯერი გოგონა მოგვიახლოვდა, სათნო ღიმილი აეკრა სახეზე, გულწრფელი თუმცა მაინც ეტყობოდა დაღლა სახეზე
-სამი ცივი ჩაი თუ შეიძლება, დასაწყისისთვის - გაუღიმა ეთომ
-კარგით - უთხრა მიმტანმა და გაგვშორდა
-იქნებ არ უნდა ცივი ჩაი? - დაეჭვებულმა გავხედე
-ენდომება, ენდომება არ გახსოვს როგორ უყვარდა ცივი ჩაი? ყოველთვის დაჰქონდა ხოლმე - მოგონებების გახსენებას მოჰყვა ეთო - აი, მოდის - ჩემს უკან მანიშნა, გავიხედე მეც.
ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით მოიწევდა ჩვენსკენ, ოდნავი ღიმილით, შავი გიშერივით თმა დაეყარა მხრებზე, და როგორც მაშინ, ისევ უბრჭყვინავდა ლურჯი, ზღვისფერი თვალები. მონატრება ვიგრძენი დიდი ხნის უნახავის და სკოლის წლების მიმართ
-ირა - გადამეხვია წამომდგარს მონატრებით - როგორ მომენატრე
-რამდენი ხანი გავიდა - რამოდენიმე წუთი ჩახუტებულები ვიდექით და უფრო მეტხანს ვიდგებოდის ეთოს ხმა რომ არა
-კარგით, კიდევ გადავევხევით ერთმანეთს, მოდი დაჯექი - თავი ჩვენს წინ მდგარ სკამზე ანიშნა
ნახევარ საათში ადგილს სიცილით ვიკლებდით.
-დამპალი ქალი ყველა როგორ გამოგვაგდო? - გაბრაზებული მზერით იხსენებდა ეთო დღეს, როდესაც ყველა გამოგვაგდო კლასიდან მათემატიკის მასწავლებელმა - მზიამ.
-ყველაზე მაგარი მომენტი იყო, ლიანამ რომ ჩამოიარა და ოცდაათივე კლასთან აყუდებული რომ დაგვინახა - ცრემლებს იწმენდდა გაფრინდაშვილი
-ლიანა ზუსტად მაშინ შემიყვარდა, თორემ მაქამდე მეშინოდა - ღიმილით მოიხსენია ჩვენი დირექტორი ლიანა მეტონიძე - გახსოვს ირა იმხელაზე, რომ დააცემინე კაბინეტში გაიგო ლიანამ და გამოვარდა გარეთ რა მოხდაო? - გამახსენა ბავშვობის “სირცხვილი” და დიდი ნაკლი.
-ამბობს ადამიანი, რომელიც პირველი გარბოდა კლასიდან გასაცდენად - გადავხედე ვიკას
-ეგრე იძახე და მე ვიყავი ის ერთადერთი კლასს, რომ გყრიდათ სკამებიდან, ერთადერთი გამცემლიძე რჩებოდა ხოლმე, მე იქ კლასს ვაერთიანებდი, ის კიდე კლასში რჩებოდა, ხომ იყო გასაგდები და კლასელის სახელის ჩამოსართმელი? - აღშფოთებულმა შემოგვხედა მე და გაფრინდაშვილს სიცილს ძლივს რომ ვიკავებდით
-კი, გვახსოვს როგორ აერთიანებდი კლასს, გახსოვს როგორ ცემე დათი და ნოდო? ერთმანეთს ნუ ურტყამთო - ახლა მე გადმომხედა ვიკამ
-საწყალი ბიჭები სულ შიშით ეხუტებოდნენ ერთმანეთს - გამახსენდა დღე კლასში შესულმა ჩახუტებული ბიჭები რომ დავინახე, რომლებიც საცოდავად შეჰყურებდნენ თავზე წამომდგარ ეთოს გულზე ხელდაკრეფილი რომ უყურებდა ბიჭებს
-მაგ დღის შემდეგ იყვნენ ერთად სულ, მომენატრნენ - ფანჯარაში გაიხედა ეთომ, თითქოს მის მოგონებებს უყურებდა გამჭირვალე მინაში
-ხო…ანდრია - გავიხსენე გარდაცვლილი კლასელი
-ყველა ფიქრობდა ერთმანეთი გიყვარდათ, მაგრამ ყოველთვის დასავით გიყურებდა - ეთომ გამიღიმა - გახსოვს მეექვსე კლასში როგორ გაბრაზდა, ბახტაძემ სიყვარული რომ აგიხსნა?
-ბახტაძემ? - ეშმაკურად გადმომხედა ვიკამ
-ოოო, მეექვსე კლასელები ვიყავით - ხელი ავიქნიე, ვერ მოვიშორე ღიმილი იმ დღის გახსენებისას, სკოლიდან რომ ვბრუნდებოდით ჩვეულებრივ, მე, ეთო, დათი ბახტაძე და ანდრია…

***

მიდიოდნენ ქუჩაზე ოთხნი, ზურგჩანთა მოკიდებულები, და არე-მარეს სიცილით იკლებდნენ, როგორც გუშინ და იმის წინათ. ყოველთვის ასე იყვნენ, გზად პირველი დათის ჩამოიტოვებდნენ, შემდეგ ანდრია აცილებდა ორივეს, მერე კი თვითონაც მიდიოდა სახლისკენ.
-ირა, რაღაც უნდა გითხრა - თავჩაქინდრული იყო დათი და ისე მიჰყვებოდა თანაკლასელებს იმ დღეს
-ჰო დათი - მოკლე თმა ყურზე გადაიწია გაღიმებულმა და მის გვერდზე მდგომს გახედა
-მიყვარხარ - ოთხივე გაჩერდა, სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის
-რა? - გაოგნებულმა ძლივსღა იკითხა, და მასზე მაღალს ახედა
-ხო გითხარი არ უთხრა - თქო ბახტაძე? - ირას გვერდზე მდგომმა ხუჭუჭთმიანმა ბიჭმა ხმა ამოიღო, და ირა აქეთ გამოსწია
-ვეღარ მოვითმინე - დასჯილი ბავშვივით იდგა მეგობრების გვერდზე დათი და არა და არ სწევდა თავს მაღლა
-არცერთი დამელაპარაკოთ - გაბრაზებულმა გახედა ორივეს ირამ, და ეთოს გაუყარა ხელი - წამოდი ეთო
-მე რა შუაში ვარ ირინკა? - მიაძახა წინ წასულს
-ორივე იდიოტები ხართ! - მათკენ შემობრუნდა, უთხრა და ჩქარი ნაბიჯებით გაშორდა მათ დანელიასთან ერთად
-მართლა იდიოტები ვართ - თავი გააქნია ფიზიკურად დიდმა მაგრამ გულჩვილლმა ბახტაძემ და მასზე დაბალ ანდრიას დახედა
-ვართ კი არა ხარ, შენი ბრალია - გაუბრაზდა - წამოდი, წავიდეთ - თავით ანიშნა ქუჩისკენ…

***
-ხოდა ასე იყო ეს ყველაფერი - ღიმილით დაასრულა ამბის მოთხრობა ეთომ
-შეხედე შენ ბახტაძეს - ანდრიას გამო მოჰგვრილი სევდის გასაფანტად ამოილაპარაკა ვიკამ ღიმილით. სამივემ ვიცოდით როგორი უსამართლობა იყო ანდროს სიკვდილი იმ დღეს, ბანკეტიდან წასული სისხლისგან რომ დაიცალა ავტოავარიის გამო. ბანკეტის დღეს ყველას წაგვშორდა სახეზე სკოლის დამთავრების ბედნიერი ღიმილი, ცრემლებმა ჩაანაცვლეს ეს ყოველივე. კიბეზე მჯდარი ეთოსთან ერთად ვტიროდი ანდრიას, ასე ზალიან რომ მიყვარდა, არ მემეტებოდა ასეთი დაუმსახურებელი სიკვდილისთვის, ის არა.
-შენგელია სამინისტროში მუშაობსო გავიგე და მართალია? - ფიქრებისგან ვიკას ხმამ გამომიყვანა
-კი, შენგელია კი არა ლაურა გათხოვდა - სიცილით თქვა
-დავიდოვნა? - სიცილით მოაყოლა გაფრინდაშვილმა
-კი, ეშველება ალბათ მის ნერვებს რამე, ჩვენ ჯანდაბას უკვე აღარ ვნახულობთ მის “სწერვა” სახეს, ახლანდელი ბავშვები მეცოდებიან “დვოიკა შვილი, დაჯექი” - გამოაჯავრა რუსული აქცენტით ქალბატონი ლაურა
-ნუ, მაგ ქალს ყველა ეზიზღებოდა მაგრამ შენ განსაკუთრებით, შემოსული არ იყო უკვე დაფასთან “გიწვევდა”
-ვერ იყო ნუ, აბა ჩემი რუსულის მოსმენა რომ მოგინდება ყოველ დღე, არ ვიცი, არ ვიცი - თავი გააქნია აქეთ-იქით დანელიამ.
დიდი ხანი ვიჯექით, მოგონებებს არ ვაძლევდით საშუალებას გაფრენილიყვნენ, ვაგრძელებდით და ვაგრძელებდით მათ გახსენებას, ვიხსენებდით როგორ გაეპარა ეთოს მათემატიკის გაკვეთილზე მეორე კლასში, რადგან თამრიკომ არ გაუშვა, სირცხვილს არ გრძნობდა მაშინ ეთო, მხოლოდ თავის წითელ მანტოს, რომელიც ცრემლიანი სახით გადააგდო ნაგავში, რარა თქმა უნდა ჩემთან ერთად.
დაიცალა ადამიანებისგან კაfე, ბოლოს ჩვენც გამოვედით.
-კარგი იყო, მჭირდებოდა ასეთი შეხვედრა - მოგვიბრუნდა მე და ეთოს ვიკა და გაგვიღიმა, თითქოს ამ ღიმილით გადმოსცემდა ყოველ ემოციას მასში რომ იყო. - გამეხარდა რომ შეგხვდით, კარგად - ორივეს გადაგვეხვია
-შეგეხმიანებით აუცილებლად, რაც არ უნდა დაგჭირდეს აქ ვართ მე და ირა - ჩახტუებულს ელაპარაკებოდა ეთო
-ვიცი, ვიცი - გაეცინა ვიკას, ზურგი გვაქცია და ტროტუარს გაუყვა, შებრუნებუმა ხელი დაგვიქნია
-ისევ ისეთი ლამაზია - გაღიმებული არ აცილებდა თვალებს ეთო ვიკას ზურგს
-არ შეცვლილა - მეც დავეთანხმე
-გახსოვს სანის რომ უყვარდა, ყველამ იცოდა მათზე, ყველას ისეთი სიყვარული უნდოდა როგორიც მათ ჰქონდათ - დანანებით გამიყარა ხელკავი
-მახსოვს - გამეღიმა სევდიანად და გავაგრძელე გზა ბავსვობის მეგობართან ერთად, ისევ ისე როგორც მაშინ, მეხუტე კლასში.

***
სასაფლაოზე ქალის ფეხსაცმლის კაკუნი მდუმარებას არღვევდა, ასე რომ ჩასაფრებულიყო საფლავებს შორის. დადიოდა წვრილ-წვრილ კიდეებზე და თვალებით ეძებდა იმ ერთადერთს. საყვარელი სახელი და გვარი რომ შენიშნა გაეღიმა, ისე როგორც იცოდა ხოლმე, სიყვარულით, ტკივილით და სევდით, რომელიც თან დაჰყვებოდა მომხდარის შემდეგ.
ყვავილები თეთრი კენჭით დაფარული საფლავიდან აიღო და ახალი დადო, საფლავის ქვას ხელი გადაუსვა, და ეულად ჩამოგორებულ ცრემლს ყურადღება არ მიაქცია.
-ახალი ყვავილები მოგიტანე, გახსოვს ყვავილები როგორ გეზიზღებოდა? - გაეცინა - დღეს ეთო და ირა ვნახე, ეთო ისევ ისეთია, გიჟი, ირაც არ შეცვლილა. დღეს თითქოს უკან დავბრუნდი, იქ სადაც შენ იყავი, სანერვიულო მხოლოდ მათემატიკის საკონტროლო მქონდა, ჯანდაბა…- ზეცას შეხედა, შემდეგ კი ისევ გაუსწორა თვალები საფლავს - მენატრები, ღამე ხანდახან გგრძობ ხოლმე, თითქოს, თითქოს ისევ მეხები, ჩემთან ხარ, მაგრამ თვალებს ვახელ თუ არა ქრები და შენთან ერთად ქრება გრძნობაც იმის რომ ჩემთან ხარ. მაპატიე, თუ შეძლებ მაპატიე, ბოდიში იმისთვის რომ მე ვარ მიზეზი ახლა შენ რომ აქ არ ხარ, და ისევ ვერ უღიმი ადამიანებს - ცრემლები ქალის სახეს ფარავდნენ, ცრემლები წვიმასავით ასველებდნენ საფლავს, თითქოს ცრემლებმე მიწაში ჩააღწიესო, თითქოს მასაც შეეხნენ და გააღვიძესო. შეხება რომ იგრძნო მხარზე, უკან მიიხედა, გაეღიმა დანახულზე
-აკა? - მაინც იკითხა, უნდოდა ეჭვი გაექრო დანახულში
-აღარ ვარ “ბავშვი?” - გაუღიმა ბიჭმა ქალს, ცრემლებისგან სახე რომ დანამვოდა და იღიმოდა მთელი არსებით. გაახსენდა სახელი რომელსაც მის ნერვების ასაშლელად ეძახდა ხოლმე ქალი
-ღმერთო ჩემო - ესღა აღმოხდა გახევებულს, და ბიჭის გაშლილ მკლავებში ჩაიმალა. თითქოს დანახულით დედამიწა იღიმოდა მთელი არსებით, ორი ადამიანი რომელმაც ის დაკარგეს ერთნაირად, მათი წილი და სინათლის სხივი მათ ცხოვრებაში.
ერთი შეხედეს საფლავის ქვას, სევდიანად გაიღიმეს, და გვერდიგვერდ ჩაუყვნენ გზას
-როგორ ხარ მომიყევი - ხელი გადახვია გვერდზე მდგომს
-რავიცი, კარგად. საკუთარი დიზაინის წარმოება დავიწყე, თანდათან საზღვარგარეთაც გამაქვს, შენ როდის ჩამოხვედი? ეროვნულ ნაკრებში აპირებ თამაშს? - ღიმილით გახედა გვერდით მდგომს, ბიჭს მზერა ქუჩისთვის გაესწორებინა. საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო, მწარედ ეცინებოდა მოლოდინებზე რომლებიც ბევრს ჰქონდა მასზე ის კი რას შვრებოდა? მისი ადამიანობის დაკარგვაზე თვითონვე მიდიოდა, მკვლელის გზას გადიოდა მისი გაცნობიერებული ნაბიჯებით.
-არა მაგისთვის არ დავბრუნებულვარ - სუსტად გაუღიმა
-სიყვარულმა ჩამოგიყვანა თბილისში ბავშვო? - გაიცინა ხმამაღლა, ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა ქალს ნამდვილი მიზეზი ახვლედიანის დაბრუნების. სერიოზულ პროფილს დააკვირდა ქალი, ღიმილი სახეზე შეახმა, თითქოს ელდა ეცაო, გულში და გონებაში ცუდად გაუელვა აზრმა, რომელმაც წამებში სიგიჟის ზღვარს მიაღწია. შეჩერდა, და ბიჭს გახედა
-რისთვის დაბრუნდი აკა? - რამოდენიმე ნაბიჯით წინ წასულს შეხედა თვალებში ასე ძალიან რო უნდოდათ დამალვა
-შენ როგორ გგონია ვიკა? - გაუღიმა ახვლედიანმა ქალს, სევდიანად, როგორც იცოდა ხოლმე
-არ მინდა მეგონოს ის რასაც ვფიქრობ, ამიტომ შენგან მინდა მოვისმინო, რატომ დაბრუნდი აკა? - ჯიუტად გაუმეორა კითხვა, სათქმელად მარტივი თუმცა ბიჭისთვის ძალიან მძიმე
-დასამთავრებელი რომ უნდა დავამთავრო მაგისთვის - ჯიბეებში ჩაიწყო ხელები - ამიტომ დავრუნდი ვიკა, ეს არის საზიზრარი პასუხი, დავამთავრო ის ვინც ახლა ვისგანაც წამოვედით ის დაამთავრა, ჩემს თვალწინ - ტონს არ ცვლიდა, თუმცა გაბრაზება მაინც ეტყობოდა
-და გგონია მისი მოკვლა შენ უკეთესს გაგხდის?! შენ გგონია მისნაირ ნაბი*ვარს რომ მოკლავ მოგეხსნება ის, რაც ათი წელია მაგ მხრებით დაგაქვს?! ჰა?! მიპასუხე, გგონია კარგ და სწორ კაცად ჩაითვლები მისნაირ არა ადამიანს რომ მოკლავ?! გგონია შენ, - თითით მისკენ ანიშნა - გექნება უფლება მას რაიმე უთხრა?! შენ რომელიც მისნაირად გაისვრის ხელს სისხლში?! დაფიქრდი! თუ მხოლოდ გასროლაა მარტივი და წერტილის დასმა იმ ყველაფრისთვის ზურგსუკან რომ გიდგას? თუ ასეა მაშინ სანის ტყუილად დაუხარჯავს დრო შენთან, ტყუილად უამაყია შენით ყოველ წამს მისი სიცოცხლის განმავლობაში - ქუჩებში ქალის მაღალი ტონი არღვევდა სიჩუმეს
-შენ გგონია არ ვიცი ეს ყველაფერი? მაგრამ ვერ ვსუნთქავ ვიკა, ვიხრჩობი როდესაც ვფიქრობ ის ღორი სადღაც არის ყველას უღიმის როგორც ერთი პატარა ანგელოზი, მე კი სასაფლაოზე დავდივარ და სანის ღიმილის მაგივრად ქვას ვუყურებ
-ეგ გრძნობა მეც გამომიცდია, თუმცა დამიჯერე აკა, არ მისცე მაგ სურვილს გაგანადგუროს, მის საფეხურზე შენი ნებით ნუ დაეცემი, ნუ დაივიწყებ მათ - ზევით ანიშნა თვალებით - ნურც სანის და ნურც მის ნასწავლ ღმერთს - ბოლოჯერ გაუღიმა, ზურგი აქცია და წავიდა.
თავზე გადაისვა ხელები ბიჭმა, მოუნდა ეღრიალა, თავისი არასწორი თავი შეეზიზღა იმ წამს.

მთვარე იმალებოდა ღრუბლებს უკან იმ ღამეს, თითქოს მანაც იგრძნოო რაღაც საშიშის, რაღაც ბოროტების მოახლოება.
ქუჩას მიუყვებოდა მის გვერდით შავი მანქანა რომ გაჩერდა, გააზრება ვერ მოახერხა ისე დაუდგნენ წინ ხუთი ახმახი. ირონიულად ჩაიცინა ახვლედიანმა, მოლოდინი რომ გაუმართლდა
-რა ხდება ბიჭებო? - ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი და მზერას არ აშორებდა თითოეულს - არ მითხრათ რომ დაიკარგეთ - სიცილით გაუშტერა მზერა ერთ-ერთს - ახლოს არ მოხვიდეთ არაბულის ჩასვრილის სუნი აქაც მცემს - სახე “შეჭმუხნა”
-ესეიგი ჩასვრილის ხო? - წინ გადადგა შუათანამ მისკენ ნაბიჯები
-რა იყო არაბულმა ყრუ ლეკვები აარჩია? - ცინიზმს არ იშორებდა ხმის ტონიდან
-უხ მე შენი… - ამოიგმინა ერთ-ერთმა, და მძიმედ დაარტყა სახეში ბიჭს.ახვლედიანი წაბარბაცდა, ორმა ძლიერად წაუჭირა ხელი მხრებში, და შუათანისკენ მისწიეს
-არაბულმა მოკითხვა გადმოგცა - ავად გაუღიმა და დაკავებულს მუშტი მთელი ძალით დაარტყა მუცელში
-არაბულს გადაეცი, ცოცხალი ა - სისხლი გადააფურთხა, და მოახლოებულს თავით ცხვირი გაუტეხა.
-უხ შენი…მიდი - თავით ანიშნა კაცს აკასკენ
-კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სახე ბიჭებო, რადგან თქვენებს მე კარგად ვიმახსოვრებ - ესღა თქვა და გონება სიბნელემ მოიცვა.

***
ახალ შემდგარი ჰქონდა ფეხი კოტე მიქელაძეს ბინაში, დაღლილმა სავარძელზე რომ დაემხო, და თვალები მიხუჭა. ბინაში მხოლოდ ქუჩებზე გავლილი მანქანების ხმა ისმოდა, ტელეფონის ზარი რომ გაისმა.
-გურიელი თუ არის… - ამოიგმინა ბიჭმა და ტელეფონს დასწვდა - გისმენ - სერიოზული ხმით უპასუხა და სავარძელში გასწორა თვალგახელილი
-შენს მეგობარს დახმარება სჭირდება -ერთიანად უცნობი და თან ნაცნობი ხმა რომ გაიგო ფეხზე წამოდგა
-რომელი ხარ - შეკითხვად არ ჟღერდა, მანქანის გასაღები აიღო მაგიდიდან და ბინიდან გავიდა
-ეგ შენთვის ახლა პრიორიტეტი არ უნდა იყოს მიქელაძე, მისამართს მოგწერ, სეროზული ჯერ არაფერი მოსვლია, თუმცა მაინც იჩქარე რა იცი რა ხდება
-რამე თუ მოუვიდა თედოს იცოდე გიპოვი და… - სუნთქვა გაუხშირდა მიქელაძეს რომელმაც მანქანის კარები გამოაღო და მასში ჩაჯდა
-სულლ დამავიწყდა დაკონკრეტება, გურიელზე არ მითქვამს - ჩაიცინა დამპლურად ყურმილს იქით მყოფმა, უცნაურად დაუარა მთელ სხეულში მიქელაძეს, გონებამ ხმამაღლა იყვირა ბავშვობის მეგობრის სახელი
-სწორად მიხვდი, ახვლედიანი. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო საქმეები მიხმობს, შეხვედრამდე კონსტატინე - გათიშა თუ არა უცნობმა ტელეფონზე “მესიჯი” მოვიდა, სადაც დაწვრილებით იყო მისამართი დაწერილი. დაჭიმული სხეულით ატარებდა ბიჭი მანქანას, მთელი სიჩქარით მიაქროლებდა ღამის თბილისში მასს და უკან გამაყრუებელ ხმებს ტოვებდა.
შუა ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა. ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა სიბნელეში დამხობილ მასას, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. ტვინში სისხლი ჩაექცა ბავშვობის მეგობარი რომ დაინახა, მასთან დაემხო
-აკა - თავი აუწია და აიძულა თვალები გაეხილა - თუ ახლა რამე მოგივიდა, გეფიცები სანის ხელებიდან გამოგგლეჯ და თავიდან გცემ, ოღონდ ახლა არ მოგივიდეს არაფერი და ამ ათ წელსაც დავივიწყებ…გაახილე ბიჭო თვალები, ათი წლის შემდეგ ასეთი დამახინჯებული უნდა მენახე? - თითები ოდნავ მიარტყა სახეზე
-ცოცხალი ვარ… - თვალები გაახილა
-გილოცავ, ცოცხალი ხარ - ამოისუნთქა მიქელაძემ და მიწაზე მყოფი წამოაყენა - დამეყრდენი
-საავადმყოფოში არ წამიყვანო, არაფერია სერიოზული - ერთი მკლავი გადახვეული ჰქონდა ბიჭისთვის და კოჭლობით მიჰყვებოდა მანქანისკენ
-ძლივს დადიხარ ბიჭო, რა არაფერია სერიოზული? - მის გვერდზე სავარძელზე მოათავსა და კარი მიუხურა
-არ მინდა აჩიმ გაიგოს - სისხლი მოიწმინდა სახედან - შენც იცი რომ დაურეკავენ - გადმოხედა მიქელაძეს, რომელიც გზას თვალებს არ აშორებდა, ჩაეღიმა მეგობარზე, იგრძნო მონატრება, კიდევ ერთხელ აფეთქდნენ მოგონებები მის გონებაში.

***
სამზარეულოში ვიყავი, და წინ მჯდომ იოს ღიმილიანი სახით ვუყურებდი
-რა იყო? - გამომხედა ინტერესით
-არაფერი, უბრალოდ კარგია შეყვარებული შვილის ყურება - მხრები ავიჩეჩე და სკამზე გადავწექი შეპარული ღიმილით
-ირა - უკმაყოფილოდ გამომხედა
-უბრალოდ ფაქტი ავღნიშე - გავიცინე, და ზურგსუკან დავუდექი - მარა ხო სიმართლეა? - ხვეულ თმაში თითები ავხლართე
-ირა კაი რაა,ციციც საკმარისია ამ ყველაფრისთვის - ამოიბურტყუნა
-აა ციციმ იცის უკვე? - გამეცინა - ნუ გეშინია დე, ციცი შეინახავს საიდუმლოდ…რა ქვია? - შევაპარე კითხვა
-ანო - ზემოდან ვაკვირდებოდი მის სახეს, არაფერი მითქვამს, მინდოდა მას ჰქონოდა სურვილი მოყოლის - არ მკითხავ სხვას არაფერს?
-რა უნდა გკითხო მე იო? - გამეღიმა ისევ
-რავიცი - მხრები აიჩეჩა და ხილს დასწვდა - გინდა? - თავი გავქანიე - როგორი გოგოა, რა გვარია…
-როცა მოგინდება ეგ ყველაფერი მომიყევი კარგი? თუ არ მიყვები ესეიგი ჯერ არ გინდა მოყოლა ან კიდევ რწმუნდები შენს თავში. ერთს გეტყვი თუ დარწმუნებული არ იქნები არ დაასერიოზულო ურთიერთობა, ან საერთოდ არ დაიწყო კაი?
-ვიცი
-ვიცი რომ ი… - წინადადება გამიწყდა ზარის ხმა რომ გავიგე - ვინ უნდა იყოს ამ დროს - დაეჭვებული გავედი შემოსასვლელში
-ირა კოტე ვარ - კარის მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა გავიგე. კარის გაღებისას ჯერ კოტეს მოვკარი თვალი მერე კი მასზე დაყრდნობილ ახვლედიანს გავუშტერე მზერა.
-ეს რა… - ძლივს ამოვღერღე ოთხი ასო
-შემოვალ ირა რა - მზერით მტხოვა კოტემ
-მოდი - გვერდზე გავიწიე, და აკას დასისხლიანებულ სახეს მზერა ავარიდე
-ირა რა ხდება? - იო გამოვიდა სამზარეულოდან
-იო მოდი დამეხმარე - თავით ანიშნა კოტემ აკასკენ, დაბნეული მზერა იომ უკან მოიტოვა და ახვლედიანის მკლავი კისერზე გადაიდო
-დივანზე დააწვინეთ და მოვალ - სააბაზანოდან და სამზარეულოდან ყველაფერი ავIრე რაც გასუფთავებაში დამეხმარებოდა და სასტუმრო ოთახში შევედი
-გაიწიეთ - უკან გავწიე იო და კოტე, და სპირტით დასველებული ბამბა სახეზე მოვუსვი - გასაკერი არაფერი აქვს რაც გასაკვირია მაგრამ კარგია - ვბუტბუტებდი და თან ბამბას ვატარებდი სახეზე, ვაკვირდებოდი უეცრად თვალები რომ გაახილა, თავისთვის დამახასიათებელი მზერით შემომხედა, თვალები ავარიდე, მაისური ავუწიე და გარუჯულ კანზე დალურჯებებს დავაკვირდი - იო საყინულეში ყინული დევს, ნაჭერში გაახვიე და მომიტანე - იოს გავხედე მანაც თავიი დამიქნია
-დალიე - ორი აბი გამაყუჩებელი გახეთქილ ტუჩთან მივუტანზე, თითქოს შეხებას ვერ ვბედავდი, თითქოს თუ შევეხებოდი დავიწვებოდი. ცივი თითები თავ ქვეშ ამოვუდე, და წამოვაწევინე წყალი რომ დაელია. დივნიდან წამოდგომას ვაპირებდი, მისი თითები რომ ვიგრძენი მკლავზე, შეხება ისეთი ნაზი იყო, თვალები დავხუჭე და მსიკენ მივბრუნდი
-მადლობა - დაბალი ხმით მითხრა, თავი დავუკარი და იოს გამოწვდილი ყინული დალურჯებულ ადგილებში დავადე
-შეძლებ დაიჭირო? - თვალებში ჩავხედე, თითქოს ასე უფრო გავიგებდი ჰქონდა თუ არა ძალა, უხმოდ დამიქნია თავი და ყინულზე ჩემი ხელი მისმა ნატიფმა თიტებმა ჩაანაცვლეს. უჰაერობის გამო აივანზე გავედი, ღამის ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.
-ბოდიში ირა რა - გვერდზე კოტე დამიდგა
-რისი ბოდიში კოტე - გავუღიმე
-ცუდ სიტუაციაში ჩაგაყენე, უბრალოდ სხვაგან არ ვიცოდი სად…
–რად მინდა ახსნა მიქელაძე? უცხო ვარ?
-არა
-როგორც ბატონი თედო დაგეხმარებოდა უსიტყვოდ, როგორც შენ დაეხმარე იმას უსიტყვოდ, ისე გეხმარები მეც კარგი?
-კარგია რომ ხარ ირა - გამიღიმა
-უჰ, ზედმეტად - გავიცინე დაძაბულობის მოსახსნელად და სახლებს გავუსწორე მზერა
-რა მოხდა? - ცოტახნის შემდეგ კითხვა დავსვი
-არ ვიცი… - სახეზე ჩამოისვა ხელები - მეთვითონაც არ ვიცი რა მოხდა და საერთოდ რა ხდება
-მეგონა ის ტრიო აღარ იყავით - აივნიდან თავით ვანიშნე დივანზე მწოლიარეზე
-მეც მასე მეგონა - აივნის მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო
-ვიცი ნებისმიერს ასე დაეხმარებოდი, მაგრამ ახლოა აკა შენთვის, შენი ადამიანია, ასე რომ არ ყოფილიყო ასეთი სახე არ გექნებოდა - ოდნავი ღიმილი დამკრავდა სახეზე. არაფერი უთქვამს, იცოდა მართალი რომ ვიყავი.

***

ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ვპოულობთ ისეთებს, რომლებიც შეგვიყვარებენ რაც არ უნდა ცუდი ვიყოთ, ისინი ჰყვარობენ ჩვენ იმ მხარესაც, როელსაც ჩვენ ბნელს ვუწოდებთ. ვპოულობთ ისეთებს, რომლებიც სიბნელეში თვითონვე შექმნიან იმ სინათლეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყველაფერი კარგის დაწყების ნიშანია. ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან, თუმცა ყველას ცხოვრებაში ერთი მაინც არის, რომელიც წამოგაყენებს წაქცეულს, უიმედობისას იმედს მოგცემს, გაგიღიმებს და გეტყვის რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასეთი ადამიანი გვჭირდება ყველას, გვჭირდება ისეთი ადამიანები რომლებიც ნებისმიერ დროს გვეტყვიან მიყვარხარს. ასეთი ადამიანები გვანახებენ ჩვენი თავის უკეთეს ვერსიას.

ისინი ვისაც არ ჰყავთ ასეთები გვერდით ცოდოები არიან. საცოდავია ადამიანი თუ არავინ ჰყავს მას ვისაც უყვარს, ვისაც გული შესტკივა მასზე ვინც ანახებს მას, მისი თავის უკეთეს ვერსიას. ზოგს უმართლებს და ბევრი ჰყავს “ისეთი” ადამიანი გარშემო, ზოგი კი საცოდაობის გზაზე მიჩანჩალებს, რადგან არავინ ჰყავს, ვინც გზიდან გაიყვანს და კარგ, სწორ გზაზე დააყენებს.

ასეთი ადამიანები ხშირად მარტოსულობას, უსიყვარულობას ეჩვევიან, ზოგის სული კი სიბნელით იწყებს შევსებას იმ დანაკლისის გამო რომელსაც სიყვარულის არ ქონა ეწოდება.

***
წარსულის ბაირაღებს შორის.

იმ ღამეს ჩამქრალი სულები დაძრწოდნენ ქალაქში, თითქოს მათაც იგრძნეს კიდევ ერთი დაღუპული, კიდევ ერთი უსულოდ დაცემული, მათაც იყნოსეს დაღვრილი სისხლი, თითქოს ასე რომ აყროლებდა ღამის თბილისს.

მთვარის სინათლე აღწევდა ჩაბნელებულ ბინაში, რომლის ერთ-ერთ ოთახში ქალი მოკალათებულიყო სავარძელში. სიჩუმეს მხოლოდ მისი სუნთქვა არღვევდა. ცრემლები კარგა ხნის შემხმარი ჰქონდა ლამაზ სახეზე ახლა, რომ თმები უფარავდნენ ნაწილს. იჯდა გარინდული და ელოდა კარის გაღების ხმას.
ოთახში თითქოს ექოსავით გავარდა საკეტის ხმა, შემდეგ კი ნაბიჯების, რომლებიც თანდათან უახლოვდებოდნენ ქალს.
რომ მიხვდა წინ დაუდგა სილუეტი დახრილი თავი ასწია, და სიბნელეში ნაპოვნ თვალებს თავისი გაუსწორა. იგრძნო როგორ გაეჩხირა გულის რევის შეგრძნება ყელში, თითქოს სადაცაა და ზიზღისგან იქვე აღებინებსო.
-რამე მოხდა? - მამაკაცის ხმამ მიაღწია მის ყურებამდე. ირონიულად ჩაიცინა, და კარგად დააკვირა წინ მდგომს, რომელმაც ჰალსტუჰი მოიხსნა და იქვე დივანზე მიაგდო.
ქალი სავარძლიდან წამოდგა და მამაკაცს მიუახლოვდა. მამაკაცმა მის ხელში ბასრი საგანი რომ დააინახა ცინიკურად გაიღიმა და ცოლს გაუსწორა სახე.
-კარგი გრძნობაა? - დაბალი ხმით ამოთქვა სიტყვები და ამ სიტყვებს ამოაყოლა ის ზიზღი იმ წამს რომ ახრჩობდა კაცის მიმართ.
უყურებდა მასზე მაღალს ზიზღით, თავის თავს ვერ დააჯერა იმ წამს, ვერ იჯერებდა, რომ ამ კაცის ცოლი ერქვა, კაცის, რომელიც ადამიანის მკვლელი იყო, ვერ იჯერებდა, რომ ამ კაცის გვერდზე ეძინა წლები, კაცის, რომელიც ტკივილისთვს იმეტებდა წლების განმავლობაში, გაბრაზდა საკუთარ თავზე და მასში ჩასახლებულ დამპალ შიშზე ასე რომ დააჩანაკა და ჩატოვა თავისივე ნებით ორმოში, სადაც სინათლეც ვერ აღწევდა ბოლოს.
-ჰმ? კარგი გრძნობაა მკვლელის წოდების ტარება?! სისხლიანი ხელები - ხელებზე ანიშნა თვალებით
-კი ძალიან კარგი გრძნობაა - გაუღიმა ქალს, ეშმაკის ღიმილი ჰქონდა ბატონ არაბულს, შეხედავდი და მიხვდებოდი ბოროტების წერტილი რომ გამხდარიყო ეს ადამიანი, თვით ღმერთის გაჩენილი.
ქალმა კაცს შეაფურთხა
-შენ რა კაცი ხარ, შენ რა ადამიანი ხარ, როგორ ცხოვრობ ამდენი სიბოროტით?! ღმერთის არ გეშინია? როგორ შეგიძლია ღამე დაგეძინოს სხვისი სისხლის შემხმარს, როგორ შეგიძლია ვიღაც მიწაში ჩააწვინო და შენი დამპალი ცხოვრება გააგრძელო?! - ბლაგვი საგანი იატაკზე დააგდო, და ხელები დაუშინა უემოციოდ მდგომს, თითქოს ამით ტკივილს ჩაახშობდა, თითქოს ამით მას გააცოცხლებდა. სიტყვებს გაჰკიოდა სახლში და ბრაზს ანთხევდა მამაკაცზე.
-გეყოს…მე მოვკალი გესმის?! მე! - მაჯები გაუკავა ქალს და უღრიალა მისი ხმის გადასაფარად - მე მოვკალი ის ვის სიყვარულში შენი მთელი ცხოვრება გაატარე, მის სიკვდილს ვუყურე გესმის?! ვუყურე როგორ დაიცალა სისხლის ბოლო წვეთისგან! - ხელი უხეშად შეუშვა ქალს.
-ხომ აიღე ეგ დანა? ხოდა რას უცდი? მოვედი, აქ ვარ, ხომ ასე გინდივარ მკვდარი, მის ადგილზე ყოფნას ხომ ჩემი თავი გერჩივნა? ასე არ არის ვიკა? - ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა - მიპასუხე!
-ცდები - თავი გააქნია, სევდიანად გაუღიმა და კივილისგან ხმა ჩამწყდარმა უპასუხა - და იცი რატომ ნიკუშა? მე ისევ შემრჩა ის რაც შენ დიდი ხნის წინ დაკარგე - ღმერთი. იმის მიუხედავად, რომ შენ, სიკვდილი სანატრელი გამიხადე, მაინც შემრჩა მიზეზი ვიცხოვრო, რომ შენს გამო მიტოვებული ჩემი ცხოვრება გავაგრძელო. - მამაკაცს გვერდი აუარა და ნელი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ
-რატომ? - კითხვა დააწია ქალს და მსიკენ შებრუნდა
ქალი შედგა, და მისი უკვე ყოფილი ქმრისკენ შებრუნდა
-რა რატომ?
-რატომ ვერასდროს შემიყვარე? რატომ ის და არა მე? - სიბნელეში მაინც შეამჩნია კაცის თვალებში ცრემლები, გაეღიმა
-შენ არასდროს გიყვარდი - ღიმილს არ იშორებდა სახიდან - რადგან საყვარელ ქალებს არ აცხოვრებენ ტკივილში, როგორშიც შენ წლები მაცხოვრე ისე, რომ გაქცევის საშუალებაც კი არ დამიტოვე. რატომ ის და არა შენ? ის იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გავუძელი შენს ყოველ შეხებას, შენს მიერ შექმნილ ჯოჯოხეთს, შენ კი იყავი მიზეზი იმისა რომ მე ერთ დღეს იმ ფანჯრის რაფაზე ვიდექი - იმ ფანჯრისკენ მიუთითა, საიდანაც მთვარის სინათლე აღწევდა მათ შორის. ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა, ზურგი აქცია აწი უკვე წარსულს, და ჯოჯოხეთის კარი უკან მიიხურა.

***

დილა იყო უკვე, საათის ისრები ციფრ ცხრას უთითებდნენ. ღამით დაღლილი სხეული საწოლიდან წამოვწიე, მოვწესრიგდი და კოჭებამდე სიგრძის შავი, აბრეშუმის თეთრი კოპლებიანი კაბა გადავიცვი და ფეხშიშველა გავიკვლიე გზა იოს ოტახისკენ, ერთი შევუხედე და ფრთხილად მოვიხურე კარი. “სტუმარს” ჯერ არ ეღვიძა, ამიტომ დრო ვიხელთე და ისიც შევამოწმე. მის მშვიდ ძილზე გამეღიმა, შემდეგ კი სამზარეულოში გავუჩინარდი.
ინტერესს ჩემს გონებაში ვერაფერი ვუქენი, ეჭვები არა და არ ქრებოდნენ თავიდან, კითხვები მქონდა მაგრამ არავინ რომ მეკითხა.
ტაფაზე დაცხობილ ბლინს დახლზე მიყრდნობილი ველოდი. მზერა ერთ წერტილზე მქონდა მიშტერებული ხმა რომ გავიგე
-მგონი ბლინი დაგეწვა - ბოხი ხმა ჰქონდა ახალ გაღვიძებულს
-რა? - გონს რომ მოვედი მისკენ მივიხედე, დამპლურად მიღიმოდა და თვალებით უკვე დამწვარ ბლინზე მითითებდა - ფუ შენი - დამწვარი ბლინი ნაგავში გადავაგდე და გაღიზიანებულმა ტაფა გაზქურაზე დავდე. ბლინზე არ გავბრაზებულვარ, საკუთარმა თავმა გამაღიზიანა გონებიდან გვერდზე მდგარი რომ ვერ მოვიშორე.
სიცილით გააქნია თავი, გვერდზე დამიდგა, ბლინის ასაღები ხელიდან ამართვა, ისე რომ ჩემს თითებსაც მოედო. მშვიდად დაასხა ჩემი საფირმო ცომი ტაფაზე და ისე მოირგო მზარეულის როლი, თითქოს გუშინ ღამით მე ვიყავი კარებთან მეგობარზე დაყრდნობილი.
-შენ ცუდად არ ხარ? - წარბის აწევით შევხედე მას, რომელიც მშვიდი სახით აბრუნებდა ბლინს
-ასე ძალიან კარგია ჩემი ცუდ ამპლუაში ყოფნა? - გაიცინა და ტაფიდან მზერა ჩემსკენ გადმოიტანა
-ასე ძალიან კარგია უცნობის ამპლუაში ყოფნა, თანაც აქ?! - თვალებით სამზარეულოზე ვანიშნე
-ესეიგი უცნობი? - ღიმილს არ იცილებდა სახიდა, თითქოს თამაში ყოფილიყოს ეს ყოველივე
-რა გაგიკვირდა? - ხმით შევიცხადე, თითქოს ჩემს ფიქრებზე გაბრაზებული, მასზე ვანთხევდი ბრაზს ამ დიალოგით
-ძალიან კარგია - ჩემი სიბრაზე არ შეიმჩნია, მითხრა და ბლინით სავსე თეფში მაგიდაზე დადო
-რა, შენ რომ უცნობი ხარ თუ ჩემს სახლში რომ ხარ? - თვალები გავუსწორე მისას
-ორივე - თვალი ჩამიკრა, წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე დადგა და ჩემი თვალიერება დაიწყო. მზერა ფანჯარაზე გადავიტანე. კითხვის ნიშნების დატოვებას არ წყვეტდა.
ჩაიდანმა “წუილი” რომ დაიწყო, წამოვდექი, მისი მაღალი სხეული ოდნავ გავწიე. ის იყო ჭიქებში ცხელი სითხე უნდა ჩამესხა, უკნიდან სიახლოვე ვიგრძენი
-ნუ მეუხეშები - ჩაიდანი ამართვა, გვერდზე გამწია, როგორც ის მე, რამოდენიმე წამის წინ, და თვითონ დაიწყო ჭიქების წყლით ავსება.
მივხვდი პატარა გოგოსავით ვიქცეოდი, ამიტომ სიმშვიდე შენარჩუნებულმა მისგან შორს გავიწიე, და გულხელდაკრეფილი დაველოდე მას.
ის იყო მაგიდას უნდა მივსხდომოდით კარზე რომ დააკაკუნეს, აკას თითქოს შიში გაუკრთა თვალებში, დაძაბულობასაც მოვკარი თვალი.
-კოტე იქნება ალბათ - გავაფრქვიე ეს სიტყვები, მინდოდა დამემშვიდებინა. არანაირი რეაქცია არ ჰქონიდა, მზერა გამაყოლა კარისკენ წასულს.
რკინის კარი გამოვაღე, და კოტე რომ დავინახე გამეღიმა, თითქოს მეც მომეშვა ის დაძაბულობა რაც ახვლედიანმა გადმომდო.
-შემო კოტე - გვერდზე გავიწიე და შემოსულს გადავკოცნე - ესენი რად გინდოდა? - პროდუქტებით დატვირთულ ცელოფნებზე ვანიშნე
-კაი რა - გამიღიმა, და სერიოზული სახით შეაბიჯა სამზარეულოში, სადაც ახვლედიანი, დახლიდან ჭიქებს მაგიდაზე ალაგებდა. მივხვდი ძალით რომ არ უყურებდა კოტეს.
-დაჯექი კოტე, ჩაის დალევ? - სკამზე მივუთითე
-არა ირა, მალე წავალ - გამიღიმა და ახლა აკას გადახედა - მაისური მოგიტანე - ერთ-ერთ ცელოფანზე ანიშნა, მხოლოდ ახლა ინება ახვლედიანმა გაეხედა კოტესკენ, მადლობის ნიშნად თავი დაუქნია, თითქოს სიჩუმის ფიცი ჰქონდა დადებული და ვერ გატეხდა.
-მე გავალ - უხერხულად ამოვილაპარაკე, ორივეს მზერა დავაიგნორე და სამზარეულოდან ოთახში გადავინაცვლე.

***
სადღაც შორს, ბავშვობის მოგონებებში.

თავ დახრილები ისხდნენ მათზე უფროსის წინ, ერთი თითებს აწვალებდა, მეორეს უკან წაეღო ორივე ხელი, მესამე კი ჯიბეებში მალავდა ოდნავ გადატყავებულ თითებს.
მათ შემყურე სიცილს იკავებდა ბიჭი, რომელიც სერიოზული, ოდნავ მკაცრი სახით უყურებდა “სამ მუშკეტერს.”
-აბა, ჩუმად იქნებით, თუ იტყვით რატომ იჩხუბეთ? - გადახედა სამივეს
-სანი ჩვენი ბრალი მართლა არ იყო - ამოხედა ერთ-ერთმა, იმან ნერვიულობისგან ხელები რომ ჰქონდა გაოფლიანებული, ამ უკანასკნელის გამო კი უკან მალავდა
-ისეთი თავგანწირული ჩხუბოდი შვილო, მაგას მივხვდი - გაიცინა, და პერანგის საყელო გაუწორა - აკა აწიე თავი და მითხარი რატომ იჩხუბეთ, და ზოგადად ისეთი რამე არ გააკეთოთ ხოლმე მერე თავი დასაწევი რომ გაგიხდეთ, ამაზე შევტანხმდეთ კაი? - უთხრა და იმ წამსვე ასწიეს თავები თინეიჯერებმა, ჩაეცინა ბიჭს და ბიძაშვილს შეხედა - გისმენ აკა
-ხო იცი რომ სეროზული მიზეზი რომ არ გვქონოდა არ ვიჩხუბებდით?
-აკა გელოდები - წარბი ასწია
-ხო იცი ჩვენს სკოლაში ლიზიკო რომ არის? - გაახსენა მათი სკოლელი - ხომ იცი ცოტა ენა ეჩლიფება, და უყვარს ბავშურობა
-ჯერ ბავშურობაზე რომ დასცინებ ვიღაცას სანი, და რომ დასცინებ შენზე უმცროს… - ჩაერთო აკას გვერდით მდგომი ბიჭი რომელიც მთელ ემოციებს დედბდა თითოეულ სიტყვაში კი არა ასოში
-აცადე - გამოექომაგა მეორე მხარეს მდგომი კოტე
-ჩვენ სკოლაში მივდიოდით, უფროსკლასელები იდგნენ და სკოლისკენ წასულს დასცინოდნენ, პირდაპირი გაგებით, ლიზიკომ ვერაფერი თქვა…
-მერე კოტიკომ უთხრა “არ შეიძლება ეგრე რომ იქცევითო” იმ ზაზამ “რა თქვენი საქმეა გაიარეთო” მერე…
-ნუ ჩაგერთო ჭყონდიდელი ბიჭო, ამოისუნთქე - კოტემ უთხრა
-მე ვყვები რა მოხდა სინამდვილეში - ცხვირი ასწია გურიელმა
-წერტილ-მძიმე არ გამოგრჩეს ნელა იყავი - დუდღუნს აგრძელებდა მიქელაძე
-იმათ მაგივრად შენ უნდა მეცემე - ამოილაპარაკა “ნაწყენმა” და ხელები გულზე დაიკრიფა
-გეყოთ - სიცილით თქვა სანიმ და სამივეს ხელები გადახვია, სადღაც იგრძნო სიამაყის გრძნობა სამივეს მიმართ - ჩხუბი ყველგან, ყველა კონტექსტში ჩხუბია და ყველგან ცუდია, ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს უკვე
-ხო მაგრამ - ეცადა გაეპროტესტებინა რაღაცა თედოს
-არავითარი მაგრამ. თქვენ ვიღაც დაიცავით, ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩხუბამდე საქმე არასდროს მიიყვანოთ, თუ თავის არიდება შესაძლებელია რა თქმა უნდა, კარგად დაიმახსოვრეთ, პატარა კაცზე საცოდავი არავინ არის - უთხრა და მათთან ერთად სვა დაიწყო - წამოდით ქეთოსთან აგიყვანთ სამივეს, გავიგე ალუბლის “პეროგი” გაუკეთებია - წაიმღერა და ერთ-ერთს ხელი გადახვია.

***
ბავშვობის ხმებს გონებაში ვერაფერს უშვრებოდნენ.
ისხდნენ ჩუმად, და ერთმანეთს მზერას არ არიდებდნენ, თითქოს ამ სიტუაციაში სიტყვები ზედმეტი იყო, ან არასაკმარისი იმისთვის, რომ ის მანძილი დაეფარათ წლების განმავლობაში რომ გაეზარდათ თავიანთი ნებით ორ მეგობარს, ვისთვისაც ათი წლის წინ რომ გეკითხათ არასდროს დაშორდებოდნენ თუმცა ახლა აქ იყვნენ, უმზერდნენ ერთმანეთს, ათი წლის წინ განუყრელები, ათი წლის შემდეგ.
-იტყვი რა ხდება თუ შემდეგში გინდა, თედოს დაურეკონ სიტყვებით, კვდება და უშველეო? - თითქოს ამ სიტყვებით ბარიერი გადალახა მიქელაძემ. აკამ თითქოს ამოსიუნთქა, ფილტვებს ჰაერი ჩაასუნთქა
-დაგირეკეს? - გაკვირვებულმა მეგობრის წინ დაიკავა ადგილი
-კი, მეგონა ვიღაც დამცინოდა, მაგრამ…შენთვითონაც იცი - ხელი ჩაიქნია და ისეთი თვალებით დააკვირდა მეგობარს თითქოს რაღაცის გამოკვლევას ცდილობსო, და ასეც იყო. გაურკვევლობაში მყოფი ბიჭი ცდილობდა უცნობი კარტები გადმოეტრიალებინა
-ნაბი*ვარი - კბილებში გამოსცრა ახვლედიანმა, სკამის საზურგეს მიეყრდო, და თვალები დახუჭა
-ვისზე ამბობ? - მისკენ გადაიწია კოტე და საქმიანი იერით შეხედა თვალებ დახუჭულს. ბიჭმა თვალები გაახილა, ცოტახნით უყურა მეგობარს
-არაბულზე - მძიმე ამოსუნთქვას ამოაყოლა ორივესთვის დაწყევლილი გვარი.
ამ გვარის ხსენებამ ახსნა ყველაფერი მიქელაძისთვის, უყურებდა ახვლედიანს და ვერაფერს ხედავდა დამძიმებული სხეულის გარდა, რომელიც სავსე იყო შურისძიების სურვილისგან, თითქოს ცოტაც და სუნსაც კი იგრძნობდა კოტე. უხმოდ ადგა მეგობრის ამბით შეძრწუნებული
-არაფერს მეტყვი? - მოლოდინით სავსემ უთხრა ამდგარს
-გაუაზრებლად რომ აპირებდე იმის გაკეთებას რაც ასე ძალიან გინდა, შემოგარტყამდი და გეტყოდი, რომ არ ღირს ყველაფრის დასაკარგად ეგ შენი დამპალი სურვილი, მაგრამ თვალებშივე გეტყობა გააზრებული გაქვს ფურთხის ღირსად რომ არ აგდებ არავის და არაფერს, მათ შორის სანის შენივე სურვილის გამო - სიმწრით გაუღიმა - გახსოვს ერთხელ ჩვენზე დიდ ბიჭებს რომ ვეჩხუბეთ? - სუნთქვა შეეკრა აკას, დახუთული ჰაერი უკვე ყელში ახრჩობდა. თავი ნელა დაუქნია, და იატაკს დაუწყო ყურებდა, თავის შეცდომას თვალი ვერ გაუსწორა.
-ცამეტი წლისები ძალიან ვამაყობდით, გახსოვს სანიმ რა გვითხრა? “პატარა კაცი ყოველთვის საცოდავიაო.” ხოდა, აქ მდგომი მე გეუბნები აკა, ნუ გახდები პატარა ადამიანი ამ სამყაროში, ნუ მაფიქრებინებ რომ შენ ამაზე დიდი არ ხარ, კაი? - ხელი მხარზე რამდენჯერმე დაჰკრა, და სამზარეულოდან გასასვლელ გზას გაუდგა.
ირას დაემშვიდობა, და წავიდა.
თითქოს უკვე დაშორებული უფრო დაშორდა თავის ბავშვობას.
სახეზე ხელები ჩამოისვა, იჯდა და თითქოს თავის თავში უფრო ღმად კეტავდა თავის ღმერთს, მასში გამომწყვდეული მაინც რომ უღიმოდა ახვლედიანს, მაინც უწვდიდა ხელს, არ ნებდებოდა, არ სწირავდა მის გაჩენილს.
ღმერთისგან მოშორებით იყო გრძნობა, სურვილი შურისძიების, რომელსაც ახლდა ზიზღი და სიბნელე, რომელიც თანდათან შთანთქავდა ბიჭს. პარაზიტივით ჩასახლებულიყო ადამიანში და ვრცელდებოდა მასში, ან უკვე გავრცლებულიყო, იმდენად, რომ აბრმავებდა ადამიანს, მისთვის ეს ხომ სიამოვნება იყო?!

***
რამოდენიმე წუთი ვიცადე, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით შევედი სამზარეულოში. შესულს აკა, ფანჯრის წინ მჯდარი დამხვდა, რომელსაც უბრალოდ მზერა გაეშტერებინა დილის თბილისისთვის.
-გიპატიებია? - დახლთან ვიდექი ზურგით, თითქოს მინდოდა ეგრძნო რომ მარტო არ იყო. კითხვამ ოდნავ დამაბნია, ზემოდან დავხედე, თვალები ისევ ფანჯრისთვის გაესწორებინა. ისე ჩანდა თითქოს დაღლილი იყო, გამოფიტული
-რა? - პირი გავაღე და ბგერები თითქმის ჩურჩულით გამოვუშვი ტუჩებიდან, ხმა ჩამიწყდა გეგონებოდათ
-გიპატიებია? - ჩემსკენ შემობრუნდა და სახეზე მომაშტერა
-კი - თავი დავუქნიე, თვალები დავხუჭე ივას გახსენებისას, მოგონებებით აივსო გონება. თვალი გავახილე თუ არა გავუსწორე თვალი ახვლედიანს, რომლის თვალებშიც ამოიკითხავდით ტკივილს, თითქოს შიგნიდან აწამებენო იფიქრებდით, შეუძლებელია არ გეფიქრათ. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი მაგიდას და უკვე გაციებული ჩაის ჭიქების ალაგება დავიწყე.
-როგორ? - ვერ მივხვდი რატომ მისვამდა ასეთ კითხვებს. ნიჟარასთან გავჩერდი, დავეყრდენი ორივე ხელით და რამოდენიმე წამის შემდეგ მისკენ შევბრუნდი.
-არასწორად მისვამ შეკითხვას აკა…მთავარი ის კი არ არის როგორ აპატიებ ადამიანი სხვას, მთავარია რატომ და რისთვის პატიობ - ვუღიმოდი ახვლედიანს - შენ თუ ვინმეს გინდა აპატიო, პირველ რიგში უნდა განთავისუფლდე იმ წყენისგან და ბრაზისგან რომელიც შენ გაქვს, არ დაივიწყო, უბრალოდ განთავისუფლდი, პატიების შემდეგ კი იმტვირთს ვეღარ იგრძნობ რომელიც ასე გამძიმებს. - მშვიდად ვსაუბრობდი - იცი, ადამიანებს ჰგონიათ, რომ პატიებით სხვა ადამიანებს ანთავისუფლებენ, არადა ნამდვილი პატიებით მხოლოდ საკუთარ თავს ეხმარები. - რამოდენიმე წუთი იჯდა და იატაკს დასჩერებოდა და თითები ერთმანეთში გადაეხლართა. შემდეგ კი, უხმოდ წამოდგა, წინ დამიდგა
-მადლობა ი-რა - გამიღიმა როგორც სჩვეოდა, შეხება რომ გიგრძენი ხელზე, გამაკანკალა, დავინახე მისი ჩაღიმება ალბათ ჩემს რეაქციაზე. ვუყურებდი როგორ ფრთხილად წაიღო ჩემი ხელი კუთხეში გახეთქილი ტუჩებისკენ, ნელი კადრივით ვუყურებდი მის მოძრაობებს. მისი ტუჩები რომ ვიგძენი ჩემს კანზე, თვალები დავხუჭე, ეს უკანასკნელი კი საზიზღარი სიამოვნებისგან გამოწვეული ჩემი რექაცია იყო. საკუთარმა მემ დაიყვირა “რა თინეიჯერი გოგოსავით იქცევი” არ ვიცი რა დამემართა, ვიდექი და არაფერს ვაკეთებდი.
-იოს მადლობა გადაეცი ჩემგან - ექოსავით გაისმა გონებაში მისი სიტყვები შემდეგ კი გაუჩინარდა.
გაოგნებული გონებით და ჩემს თავზე გაბრაზებული ვალაგებდი სამზარეულოს. კანიდან თითქოს ვერ ვიშორებდი მის ტუჩებს. ფიქრებში გართული მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, სახლში ჩვეული შემოსვლით რომ შემოვიდა ეთო.
-შენი სადარბაზოდან გამომავალი აკა ახვლედიანი შემხვდა და ეჭვები მაქვს ამ შუა ხნის წლებში - ჩანთა სკამზე დადო და მე გამომხედა - რა იყო რა სახით იყურები ჩხეიძე?
-რა სახით ვიყურები? - სახე ავარიდე, და მაცივრიდან მისი საყვარელი წვენი გამოვიღე
-თითქოს უნახებელი დაინახე - წვენი ჭიქებში დასხა. ყელგამომშრალი ჭიქას დავწვდი და ბოლომდე დავლიე
-ნუ მაშინებ რა მოხდა - გულზე ხელი მიიდო, და გამომხედა.
-რატომ გაშინებს ეთო? - მის უკან ახალგაღვიძებული იო რომ დავლანდე გამეცინა
-რავიცი იო, დედაშენია და მისი ბუნება - მხრები აიჩეჩა და ხმამაღლა ოგორც სჩვეოდა ხოლმე ისე გადაიკისკისა. გაგვეცინა მეც და იოსაც. - მოდი დაჯექი რამდენი ხანია არ მინახავხარ - სკამზე ანიშნა
-ირა, აკა წავიდა? - ამის კითხვა და ეთოს თავის შემობრუნება ჩემსკენ ერთი იყო, მეც კი გავიგე კისრის გატკაცუნების ხმა.
-ვინ აკა? - სერიოზული სახით შემეკითხა ბავშვობის მეგობარი, არა, უფრო საშიში სახით
-ახვლედიანი - ამოვთქვი მეც და დანელიას რეაქციას დაველოდე
-ა, აქ იყო? - ხელის მტევანს დაეყრდნო და სახეზე თვალები მომავლო
-ხო - ვუთხარი, წამოვდექი და ბლინები დავუდე ორივეს
-ამას წავიღებ, ეთო შენ დაკითხვა განაგრძე - ბლინი გადაახვია, ეთოს ლოყაზე აკოცა, მე თავზე და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოსკენ
-სად მიდიხარ ვაჟბატონო? - მე თითი დამიქნია “მოგხედავო” და გაუჩინარებულ ჩემს შვილს გასძახა
-ჯერ არსად, მოვწესრიგდები და…- ოთახიდან ყრუდ გაისმა იოს ხმა
-როდის აქეთ მოდის ბატონი ახვლედიანი აქ? - ჩურჩულით გამომხედა
-გრძელი ამბავია - თავი გადავაქნიე
-ხოდა შენ უფრო ვრცლად მომიყევი, მომინდომა გრძელი ამბები - ხმით გამაჯავრა
-გუშინ ღამით კოტე მოვიდა, ხო იცი კოტე? - გავხედე
-კი, მიქელაძეზე ამბობ ხო?
თავი დავუქნიე, და განვაგრძე მოყოლა.
-აკაც მასთან ერთად იყო, უფროსწორად მასზე იყო - შევასწორე სიტყვა და თავი გავაქნიე სცენის გახსენებისას
-რას ქვია მასზე იყო? - დაბნეული შემომყურებდა დანელია
-დასისხლიანებული იყო, უგონოდ - ვუთხარი და მის გაოგნებულ სახეს მშვიდად შევეგებე
-დაიწყო - ესღა ამოტქვა და წვენი მოსვა
-რა დაიწყო - სიგარეტს მოვუკიდე და ინტერესიანი თვალებით დავაკვირდი წინ მჯდომს
-ომი, ირა, ომი დაიწყო - თქვა და მე გამომხედა ბოლისგან მოჭუტული თვალებით - გაწევ თუ დავიხრჩო ამ შუა ხნობის გზას?
-რა ომი ეთო?! ან ეს შუა ხნობა საიდან მოიტანე?! რამე ახალია?! - გამეცინა როგორც ყოველთვის და სიგარეტი საფერფლეში ჩავაჭ*ლიტე
-თავს დავდებ ახვლედიანი ასე არაბულმა გაალამაზა - მაგიდაზე საჩვენებელი თითი რამდენჯერმე დააკაკუნა და სკამის ზურგს მიეყრდნო
-გიორგის ვეტყვი ექიმთან წაგიყვანოს, მგონი ვერ ხარ დღეს შენ სრულ…
-როდის ვიყავი მე სრულ ჭკუაზე ირინა? - თქვა და გამომხედა, მე მხრები ავიჩეჩე.
-რას ამბობდი?! - გავხედე დაბნეულმა, არაბულის მნიშვნელობას ახვლედიანთან ერთად ვერ ვხვდებოდი.
-უკვე გვიანია ეთო დანელია ცხოვრების პარტნიორის გამოცვლა - თავის თავს უთხრა და მე მომიბრუნდა - პოლიციამ “არა” მაგრამ თბილისში ყველამ იცის ვინ მოკლა სანი ახვლედიანი, ყველა ჩუმად არის მაგრამ ყველამ იცის ვინ დახვრიტა მანქანა იმ დღეს სადაც აკა ახვლედიანიც იჯდა, რა თქმა უნდა შენს გარდა ირა ჩხეიძე, შენ ყველაში არ ითვლები - სამწუხარო სახით გამომხედა, “გავუღიმე” და დაველოდე ამბის ბოლომდე მოყოლას - სანი ახვლედიანი ნიკუშა რაბულის შეკვეთით დახვრიტეს. არაადამიანი უნდა იყო ახვლედიანის ნაირი კაცი ასე არაკაცურად მოკლა, ვირთხა - კბილებიდან გამოსცრა, მე კი ისევ გაოცებული შევყურებდი
-ნიკუშა არაბული, ხომ… - ეთოზე მიშტერებული ვიხსენებდი ამ ნაცნობ სახელს და გვარს
-ხო, ვიკას ყოფილი ქმარია - თავი დამიქნია
-ღმერთო ჩემო - ესღა ამოვთქვი და ფანჯარას გავუსწორე მზერა.
-კარგი… - ამოთქვა ეთომ - შენ როდის იწყებ სამსახურს?
-ივლისის შუა რიცხვებში, რა იყო?
-მინდა ყველანი კოჯორში ავიდეთ, როგორც მაშინ - მითხრა და ნეტარი სახე მიიღო მოგონებების გახსენებისას
-კვირის ბოლოს ავიდეთ, ციცის და ლევანს ვეტყვი - თავი დავუქნიე “კი ბატონოს” სახით
-ვიცოდი დამთანხმდებოდი - დაიკივლა, გადამკოცნა, ჩანთას ხელი წაავლო და სამზარეულოდან გავიდა
-ა, მაგისთვის ამოხვედი? - გამეცინა მეგობრის საქციელზე და გავძახე გასასვლელში გასულს
-გაგიკვირდა? - თავი შემოჰყო სამზარეულოს კარებში
-შენგან?! არაფერი არასდროს! - შევიცხადე და გავიცინე
-მხოლოდ შენთვის ირუშ, მხოლოდ შენთვის. იოს ჩემგან დაემშვიდობე, უთხარი რომ მიყვარს, და კოჯორში ამოვიდეს, არ მინდა ეს სიტყვები “ვერა” “დრო არ მაქვს” და ასე შემდეგ - ხმამაღალი ლაპარაკით მიდიოდა კარისკენ, ვუყურებდი მას სამზარეულოს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი
-გიო და ნატალი მომიკითხე - მივაძახე ბოლო წამებში - არაფერი ეშველება - დიდი ხნის ჩაქნეული ხელი ისევ ჩავიქნიე და ჩავიცინე.

ახვლედიანების ამბავი ვერ მოვინელე, მაინც არ ამოდიოდა ჩემი გონებიდან კავშირი ვიკას და ნიკუშა არაბულს შორის, და ვერც აკას შურისძიების სურვილი. ამბით შეძრწუნებული ვიყავი, ან როგორ შემეძლო ამომეგდო გონებიდან ასეთი სისასტიკე, რომელიც ერთმა ადამიანმა მეორეს გაუკეთა?! არ და ვერ შემეძლო.

ციცისთან გასვლა გადავწყვიტე.
თავი მოვიწესრიგე და, კარადიდან თეთრი, კოჭებამდე ქვედაბოლო გამოვიღე. ამავე ფერის უბრალო, მოკლე მკლავიანი მაისური გადავიცვი და თხელი, პატარა ჭრელი შარფი გავიკეთე ყელზე. ფეხზე ბალეტები აოვიცვი, და სასტუმრო ოთახში გავედი, სადაც აივანზე გასული იო დამხვდა
-იო შენ ჯერ გადიხარ? - გავძახე საყურეების ძებნაში გართულმა
-ჯერ არა, რომ მოსაღამოვდება გიოსთან ავალთ მე და დათი, რა იყო - ოთახში შემოვიდა
-მე ციცისთან მივდივარ, კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს - დავარიგე - სად წავიღე ნუ - ოთახში აქეთ-იქით დავდიოდი
-რას ეშებ ირუშ? - გამიღიმა
-საყურეებს - ვუთხარი და დივანზე დადებულ საფულეს დავხედე “ალბათ ამოუვარდა” გავიფიქრე, და ავიღე.
-ამეებს? - მომიახლოვდა იო საყურეებით ხელში - ეს აკასია? - საფულეზე მიმანიშნა
-ხო - ვუთხარი და ხელში მომარჯვებულ ჩანთაში ჩავიდე - მადლობა - გავუღიმა ვაკოცე, და სწრაფად ავუჩეჩე თმები
-თმებს გადავიპარსავ ირა - გამომხედა წარბშეკრულმა
-ვერ გაბედავ. წავედიი - დავეჭყანე და გასასვლელში სარკეშ, საკუტარ ანარეკლს გავკარი თვალი.

სადარბაზოს კიბეებზე ავდიოდი. გამეღიმა, სახლიდან გამომავალი მელოდიის მოსმენისას. ყოველთვის სასიამოვნო იყო სხვადასხვა კომპოზიციის მოსმენა, ბავშვობაში და ახლაც.
ბინის კარი ფრთხილად შევაღე, რომ ხელი არ შემეშალა მოსწავლისთვის. სასიამოვნო ღიმილით გავემართე სასტუმრო ოთახისკენ, რომელშიც ერთი კარი ყოფდა ოთახს. ერთ მხარეს მე ვჯექი სავარძელში, მეორე მხარეს კი ფორტეპიანოსთან მჯდარი ბიჭი, რომელიც მონდომებით უკრავდა შესტოკოვიჩის “მეორე ვალსს”.

მელოდია დასრულდა თუ არა, რამოდენიმე წუთში კარიც გაიღო, საიდანაც ციცის ესაუბრებოდა ბიჭს, რჩევებსა და დარიგებებს აძლევდა.
-კარგი დანიელ, გელოდები შემდეგ კვირას - ესღა უთხრა და მე გამომხედა - შენ როდის მოხვედი? - ამათვალიერა გაკვირვებულმა
-ცოტა ხნის წინ, არ მინდოდა ხელი შემეშალა ალექსისთვის - კარში მდგომ ბიჭს გავხედე, რომელიც მიღიმოდა
-გამარჯობა - თავი დამიქნია
-შესანიშნავად უკრავ - ღიმილით ვუთხარი და ოთახში მდგომ პიანინოზე მივანიშნე
-მადლობა. ციცი მას მე წავალ, მადლობა გაკვეთილისთვის - ორივეს მადლობის ნიშნად თავი დაგვიქნია
-წამოდი გაგაცილებ. დედა მომიკითხე აუცილებლად - ესღა უთხრა და კარის ხმაც გავიგე.

-გყავს კიდევ მოსწავლეები? - სავარძლიდან წამოვდექი და სამზარეულოსკენ გავიკვლიე გზა, ციციც უკან გამომყვა
-კი, საღამოს მყავს ანო. ისეთი კარგი გოგოა - გაეღიმა მოსწავლის გახსენებისას და სამზარეულოს დახლს ჩამოეყრდნო - გემახსოვრება შენ, რამოდენიმეჯერ შეხვდი
-ციცი, შენი თითქმის ყველა მოსწავლე მყავს ნანახი, რომ ვნახავ გამახსენდება, ხო იცი სახელებთან ვერ ვარ კარგად - ლოყაზე ვაკოცე - ლევანი სად არის? - მოვიკითხე მამაჩემი
-კახეთში წავიდა, ხვალ დილით ჩამოვა - მითხრა, და მაგიდასთან ჩამოჯდა
-რატომ? რამე პრობლემები შეიქმნა? - დაინტერესებული ვუყურებდი ციცის, რომელსაც აშკარად დასტყობოდა ლევანის გარეშე მოწყენილობა
-რაღაც პრობლემები შეიქმნა ღვინოსთან დაკავშირებით. გუშინ გაბრაზებული იყო, ხოდა დამტოვა ასე
-ციცი ერთი ღამით - გამეცინა გულვილ დედაზე, რომელსაც არ უყვარდა ლევანის გარეშე დაძინება. ბავშვობაშიც ასე იყო, სანამ მამა არ დაბრუნდებოდა სამსახურიდან ციცი სავარძელში იჯდა და ელოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს?! ღამე ჩემს ნერვებს მოშლა არ უნდა?! - ისე შემეკითხა თითქოს, სერიოზულად მეკითხებოდა
-ციცი შენ არ ბერდები - თავი გავაქნიე
-კომპლიმენტად ვიღებ - თითი დამიქნია, გამიცინა და სახეზე მომეალერსა - რა გჭირს? რაღაცნაირი სახე გაქვს დე - დამაკვირდა სახეზე. გონებაში გუშინ ღამით მომხდარმა გამიელვა
-არ-არაფერი, ცუდად მეძინა ცოტა - ვიცრუე და შეძლებისდაგვარად გავუღიმე
-სადილზე ხომ დარჩები? ქეთოც უნდა გადმოვიდეს - თავზე მაკოცა და სამზარეულოს დახლს მიუახლოვდა
-შენს სადილზე ყოველთვის, ქეთოსაც ვნახავ - ვუთხარი და მისი ყურება დავიწყე თუ როგორ ამზადებდა მის საყვარელ რულეტს.

***

კოტე მიქელაძის ბინაში, აქეთ-იქით დადიოდა გურიელი, ხელებს ჰაერში იქნევდა და დაუმშვიდებლად “ესაუბრებოდა” სავარძელში მჯდომ მეგობარს, რომელსაც შუბლზე მიედო ხელი
-თედო - ხმამაღალი ტონით შეჰყვირა წინ მოსიარულეს - ტვინი ამტკივდა. დაჯექი და ისე განაგრძე ქოთქოთი ან ერთ ადგილზე გაჩერდი, სანამ ორივე ფეხი მოგამტვრიე - კბილებში გამოსცრა
-ეს, მაშინებ ვითომ?! - წარბები აწია - რანაირად არ დამირეკე მიქელაძე, შენ მოგიკითხა მიქაელმა შენ - წინ დაუდგა ბავშვობის მეგობარს დოინჯით
-დრო არ იყო-თქო, შენ არ გესმის?! რომ დარეკა იმ სი*მა “ეგრევე” წავედი, ბოდიში გურიელი, მაგრამ “ნაღდად” არ მქონდა დრო გაგუდული გამეღვიძებინე - ამოხეთქა ბიჭმა - დაკმაყოფილდი?!
-კარგი. ვიცით ვინ იყო? - დაწყნარებულმა, საქმიანი იერით გადახედა უკვე წამომდგარ მეგობარს, რომელმაც ნერვიულად გადაიხედა ფანჯრიდან
-არაბული - მეგობრის შეუხედავად თქვა
-ბოდიში?! - ესღა ამოთქვა გახევებულმა
-ხო. მიხვდა რატომაც ჩამოვიდა აკა, ეცა სუნი ნაბი*ვარს - სიმწრით გაეღიმა ამ ადამიანის გახსენებისას
-ესეიგი თავი გამოყო ვირთხამ სოროდან - ჩაეცინა თედოს და დივანზე დაესვენა - რა უნდა ვქნათ? აკა…
-აკა უნდა შევაჩეროთ - გამოხედა მეგობარს მიქელაძემ
-ეს ამბავი მშვიდად არ ჩაივლის - ამოიოხრა დივანზე მჯდომმა და ხელები სახეზე ჩამოისვა
-ისე უნდა ვქნათ მშვიდად ჩაიაროს - გაყინული ხმა ჰქონდა კოტეს. გაახსენდა წარსულის მოგოებები, გაახსენდა ერთი გარდაცვლილი, მეორე კი ცოცხალ-მკვდარი მეგობარი.
-სულაბერიძეს დაურეკე - ესღა ამოილაპარაკა და აივანზე გავიდა.

***
-ირა, მაგიდას გააწყობ? მე მანამდე შევალ გამოვიცვლი - ოდნავ დასვრილ მაისურზე დაიხედა
-რა თქმა უნდა, მიდი გამოიცვალე - ვუთხარი და წამოვდექი.
მაგიდის გაწყობა დავიწყე. ის იყო, ბოლო შტრიხი შევიტანე კარზე კაკუნი რომ გაისმა. ღიმილით გავემართე შემოსასვლელში, და კარი გავაღე.
-ქეთევან - კარში შემოსულს გადავეხვიე. ეს ადამიანი ასხივებდა ყველაზე თბილ გრძნობებს, ქეთევანთან არასდროს იგრძნობდით ცუდად თავს, მარტივი მიზეზით - ის უბრალოდ ასეთი იყო.
-როგორ ხარ - ჩახუტებულმა მკითხა
-შენ როგორ ხარ? - თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა ისე ვკითხე, თავი უხერხულადაც კი ვიგრძენი
-რავიცი - მაინც დაეტყო ოდნავი სევდა მის პირ-სახეს
-ციცი იცვლის და მალე გამოვა, წამოდი ჩვენ დავსხდეთ - თავით სასტუმრო ოთახისკენ ვანიშნე, და პირველი ის შევატარე
-ციციმ მითხრა, რომ ლევანი კახეთში წავიდა, ხომ მშვიდობაა? - გამომხედა
-რაღაც პრობლემებია, მაგრამ ჩემი აზრით ლევანს პრობლემა აი იქით ოთახში ელოდება - თვალებით ციცის და ლევანის ოთახისკენ ვანიშნე და წარბები ავწიე
-ვიცი, დღეს დილას ისეთი სახით მითხრა ლევანმა დამტოვაო, მეთქი რა ხდება - გადაიკისკისა და ლამაზი ღიმილი გამოაჩინა, თუმცა მაინც შენიშნავდით სევდას თვალებში, თითქოს მისი ჭაღარაც სევდის ბრალი იყოო, თუმცა ქეთევანს სილაღე არ ტოვებდა, ან პირიქით, ქეთევანი არ ტოვებდა სილაღეს.
-დამცინით ხო?! - კარში ციცი გამოჩნდა, ტანსაცმელი გამოეცვალა და თმებიც ლამაზად შეეხვია.
-ჩვენ?! - შეიცხადა ჩემს გვერდით მჯდომაა - არასდროს ციცი, ეგრე გვიცნობ?! - “იწყინა” შემდეგ კი ჩუმად ჩაიცინა.
-გადაიღე, მიდი, გადაიღე - თავი გააქნია სიცილით ციციმ და კერძისგენ ხელი გაიშვირა.

***
ბინაში საკეტის ხმა გაისმა, და ცარიელ ბინაში მაღალი სხეულიც გამოჩნდა. ბიჭმა ნელი ნაბიჯებით გაიკვლია გზა ოთახისკენ, და ყველაფრისგან დაღლილი ჩაესვენა სავარძელში. თავი გადასწია და თვალები დახუჭა, თითქოს ამით ყველა ფიქრს გააქრობდა გონებიდან, თითქოს ამით დაავიწყდებოდა ყველაფერი, თითქოს ამით გაათავისუფლებდა მის მხრებს, ახლა რომ უდიდეს ტვირთს ეზიდებოდნენ.
ოთახში მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა ისმოდა, ეს უკანასკნელიც მაშინ დაირღვა კარებზე ზარი რომ გაისმა.
თვალები გაახილა, სავარძელში წამოჯდა, გაიკვირვა ვინმეს მოსვლა აქ. დაინტერესებული გაუყვა გზას კარისკენ. კარი გააღო თუ არა მზერა გაუშტერდა
-მამა?! - ესღა ამოთქვა და ზღურბლის უკან მდგარს შეხედა
-შემომიშვებ? - თვალებით ანიშნა ბინისკენ.
ამ ერთი სიტყვით ჩასწყდა თითქოს რაღაც გულში. თითქოს ამ კითხვამ გაახსენა რამდენად გაზრდილიყო მანძილი მამა-შვილს შორის, როგორ ასცდნენ ერთმანეთს ყველაზე ახლობლები.
-კი - ამოილაპარაკა და გვერდით გაიწია.
გამქრალიყო კაცის სახიდან ის სახე, ყოველთვის ღიმილი რომ დაჰკრავდა თან. ახლა აჩი ახვლედიანი სევდა შეპარულ, ტკივილიან სახეს ატარებდა. რომელ მამას არ ასტკივდებოდა შვილი, რომელიც არასწორ გზას გააზრებულად ირჩევდა? რომელ მამას არ ასტკივდებოდა შვილი, რომელიც ამხელა ტვირთს დაათრევდა თინეიჯერობის ასაკიდან? რომელს? სტკიოდა აკა მამამისს, რადგან ვერ შველიდა, რადგან ვერ ფარავდა, როგორც პატარაობაში, ვერ იცავდა როგორც მაშინ, და ეს მწარედ ეწვოდა უფროს ახვლედიანს.
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ორი ახვლედიანი, და ერთნაირ მზერას არ აცილებდნენ ერთი მეორეს.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კაცი შვილს.
-ასე ვინ გაგალამაზა - სახე ოდნავ გვერდით გააწევინა, რომ კარგად დაენახა ჩალურჯებები
-კაი რა მამა - დანანებით გაიღიმა და მისივე ფერის თვალებში ჩახედა წინ მდგომს, მიახვედრა “იცი ისედაცო”
-ქეთო ნერვიულობს, მაგრამ ბოდიში, ეს ალბათ აღარც გაინტერესებს
-აჩი! - მკაცრად შეხედა მამამისს - არ გინდა - თავი ოდნავ გვერდით გადახარა, თითქოს თხოვაო
-შენ არ გინდა აკა - გაუღიმა სევდით სავსემ - შენ არ გინდა, დამიჯერე. - ღიმილს არ იშორებდა სახიდან - არ გინდა ყოველ დილით გაიღვიძო, და საკუთარ თავს შეეგებო, თავს, რომელიც მკვლელი იქნება. დამიჯერე არ გინდა, შენი თავი, რომელიც სარკეშიც კი ვერ შეხედავს საკუთარ თავს, არ გინდა თავი, რომელიც ვერ დაიხედება საკუთარ ხელებზე, ვერ შეხედავს მათ, რადგან ეცოდინება რამდენად ბინძურია - ყოველ ტკივილს და ემოციებს აყოლებდა კაცი თითოეულ სიტყვაში - არ გინდა სირცხვილი იგრძნო საკუთარი თავის, არ გინდა თავ ჩახრილი შეხვდე სანის იქ - ზევით ანიშნა.
იდგნენ ერთმანეთის წინ ტკივილით, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდებოდა წლების განმავლობაში.
იცოდა უმცროსმა სინამდვილე იმ სიტყვებში, რომლებსაც წინ მდგომისგან ისმენდა, თუმცა თავის სიმართლეს გვერდს ვერ უვლიდა, ვერ არიდებდა მზერას თავის მწარე, თითქოს დაწყევლილ სიმართლეს, რომელსაც ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული ბიჭში.
-არ გესმის მამა - თავი გააქნია იმედ გაცრუებულმა. უცრუებდა გულს, მისი თავი რომელიც არასწორი იყო მამის ნათქვამ სიმართლესთან, რომელიც დარწმუნებული იყო, მისი მომავალი რეალობა იქნებოდა. ალბათ, სწორედ ეს სიმართლე აკავებდა ახლა.
-შეიძლება მე არ მესმის მაგრამ, როდესაც ფიქრობ ამ ყველაფერზე, დუდუ და ანანია გაიხსენე, შენი ოჯახი გაიხსენე, ქეთო გაიხსენე, რომელიც დღე და ღამ შენზე ლოცვაში ატარებს, ანანია გაიხსენე, რომელსაც სანის შემდეგ შენ დარჩი, შენ კი შენს თავსაც ართმევ, თანაც შენივე ნებით. სანი გაიხსენე, რომელიც აქ რომ იყოს ამ დამპლური ფიქრის გააზრებისასასაც კი გაგლანძღავდა, თანაც ძალიან. რასაც მე არ ვაკეთებ. შენ თუ ყველას დაივიწყებ ვინც ჩამოვთვალე, მაშინ ლაპარაკსაც აზრი არ ჰქონია, და ახლაც ტყუილად ვდგავარ შენს წინაშე. - მკლავები ოდნავ გაშალა
-ცუდად ვარ აჩი გესმის?! - დაბალი ხმით დაიწყო და დივანზე მჯდომარემ და ქვემოდან ახედა მამამისს - ყოველ ღამე მესიზმრება სროლები, შემდეგ სანის სხეული მანქანიდან გადმოთრეული, ვყვირი, არავის ესმის. ვიხრჩობი აჩი, გესმის?! ვერ ვსუნთქავ, არ მყოფნის დამპალი ჰაერი რომ ვისუნთქო, სანამ, სანამ ის ნაბი*ვარი წყნარად დადის წვეულებებზე - თითქოს სული ეხუთებაო, წამოდგა და ფანჯარა გამოაღო, ღრმად ჩაისუნთქა ოდნავ გრილი ჰაერი
-შენ თუ გგონია შემდეგ გეყოფა ძალა, რომ ისუნთქო, შენ თუ გგონია რომ სამყოფი ჰაერი გექნება, როდესაც გეცოდინება მკვლელი გახდი, მაშინ, მაშინ იარაღს მეთვითონ გადმოგცემ შვილო - გვერდით დაუდგა უკვე გაზრდილს - თუ ეს მოგცემს ისევ შანსს რომ ისუნთქო, თუ ეს მოგცემს ხალისს ისევ იცხოვრო, თუ ეს მე მტყუანს გამხდის, მაშინ მეთვითონ მოვაშვერინებ იმ არაკაცს შუბლს შენსკენ - თითი სადღაც გაიშვირა, შემდეგ კი დანანებით ჩაიქნია თავი.
ნაღვლიანი ღიმილით მოეფერა შვილს მხარზე, ერთი ორჯერ მსუბუქად დაჰკრა და ნელი, დინჯი ნაბიჯებით გაუყვა გზას კარისკენ.
დატოვა მარტო მის, მართლაც რომ, წყეულ სიმართლესთან ერთად.

***

საპირფარეშოდან გამოსული ის იყო მაგიდასთან უნდა დავბრუნებულიყავი, ციცის და ქეთევანის საუბარი, რომ მოვისმინე. ნაცნობი სახელის გაგონებაზე ყურადღებით დავცქვიტე ყურები, ამ საუბარში ქეთევანმა ახსენა აკას სახლის მდებარეობა, თუმცა დაზუსტებით არა.
ვიცოდი საფულეს ქეთევანისთვის მიცემას ბევრი რამ მოჰყვებოდა, ამიტომ კითხვა ციცისთვის გადავინახე, და მაგიდას ისე მივუჯექი თითქოს არაფერი არ გამიგია.
ბევრი ვისაუბრეთ. მსიამოვნებდა ის ფაქტი რაღაც დოზით რომ ვაღიმებდით და ვაცინებდით ქეთევანს. ქალი რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი, დარწმუნებული ვიყავი ღიმილის გარდა არაფერს იმსახურებდა ამ სამყაროში. სამწუხარო ფაქტი იყო მისი სევდა. ათი წლის წინ მასზე ვერაფერს შეამჩნევდით გარდა ლამაზი ღიმილისა, რომელსაც აკას ღიმილი წააგავდა.

საღამომაც დააკაკუნა ფაჯრებზე. მზე ჩადიოდა და თავის სინათლესთან ერთად თანდათან უჩინარდებოდა.
-მე წავალ ციცი, მალე შენი მოსწავლეც მოვა - გაგვიღიმა ორივეს, და წამოდგა - მოსწავლე რომ წავა ჩემთან შემოდი - თავით კარისკენ ანიშნა
-შემოვალ, შემოვალ - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად ციციმ.
-მოდი ჩაგეხუტო ჩემო გოგო - ჩემკენ გამოიწია და მომხვია გრძელი მკლავები
-მიყვარხარ ქეთ ხო იცი - მის გასაგონად ვსაუბრობდი
-მეც ძალიან მიყვარხარ ირა, რა მალე გაიზარდეთ - ღიმილით ჩამომისვა თლილი თითბი ლოყაზე - შენ გიჟ დაქალს გადაეცი გეპატიჟება ქეთო-თქო, შენც მოდი ხოლმე ჩემთან - “საყვედურით’ გამომხედა
-ვეტყვი აუცილებლად - თავი დავუქნიე, და ღიმილით დავადევნე თვალი მას და ციცის, რომლებიც თანდათან გასასვლელისკენ მიემართებოდნენ.

მაგიდის ალაგებას, რომ მოვრჩით მე და ციცი, სასტუმრო ოთახში დივანზე დავსხედით ორივენი. როგორც ბავშვობაში, კალთაში ჩავუდე თავი და მის სახეს დავაკვირდი. გამახსენდა როგორ არ მინდოდა ციცი დაბერებულიყო, გამახსენდა პირველად რომ დავინახე მის თმაში ჭაღარა როგორ დამცრა გულში რაღაცამ. მაშინ მივხვდი, რომ ვერ შევაჩერებდი სიბერეს, ამიტომ შევიყვარე ის ჭაღარაც ციციში, როგორც ეს ლევანმა გააკეთა წლების წინ.
ვაკვირდებოდი ციცის ღიმილით
-რა იყო? - ღიმილით დამხედა
-არ ბერდები ციცი - გავიკრიჭე უფრო
-გახსოვს როგორ ატირდი პატარა რომ იყავი? არასდროს დაბერდეო - გადაიკისკისა ხმით, და თავზე ხელი გადამისვა
-თმებს ნუ იღებავ - ვუთხარი და ხელზე ვაკოცე
-ჭაღარა ვიარო? - გაიცინა - თანაც არ მიხდება, და მითუმეტეს მახსენებს რომ წლები მემატება
-ლევანს ძალიან მოსწონს შენი ჭაღარა - წარბები ეშმაკურად ავწიე
-ლევანს რომ კითხო ისევ ის ოცი წლის ციცი ვარ, მაგრამ ვარ?! - გაიცინა და თავი გააქნია აქეთ-იქით ლევანის გახსენებისას
-ციცი, რაღაცას ჰკითხავ, ოღონდ შენებურები არ დაიწყო, იმიტომ რომ ვერ გაგცემ პასუხს კარგი?! - შევაპარე და დივანზე წამოვჯექი. ჩვენი საუბარი გამახსენდა პირველად, რომ ვუთXარი რომ სიგარეტს ვეწეოდი.
-ბოლოს ასეთი შეპარვით ლაპარაკი რომ დაიწყე შვილო, სიგარეტის მოწევა შემომაპარე და ახლა რა ხდება?! - შემომხედა
-აკას სახლის მისამართი იცი? - ვუთხარი და მზერა ავარიდე
-კი. რა იყო კი მაგრამ? - ეჭვნარევი მზერით გამომხედა
-მეტყვი? - თხოვნა შემეპარა ხმაში
-გეტყვი ირა, მაგრამ შენ რა გინდა აკასთან?
-გეტყვი მაგრამ დღეს არა - ვუთხარი და ვაკოცე ლოყაზე.

ნახევარ საათში ლისისკენ ავდიოდი. შიგადაშიგ, გვერდით, სავარძელზე დადებულ საფულეს გავყურებდი და ვფიქრობდი
-რას აკეთებ ირა - ჩემს თავს ვეუბნებოდი, მანქანას კი თითქოს სხვა ატარებდა.
მანქანა კორპუსთან გავაჩერე, მაშინვე არ გადავსულვარ. ვუყურებდი ამ საფულეს, და მაინც ვფიქრობდი უკან ხომ არ მივბრუნებულიყავი, მაგრამ საფულე ხომ უნდა დამებრუნებინა?
-დავუბრუნებ და წამოვალ - ჩავიჩურჩულე ჩემთვის, თითქოს ამით საკუთარი თავი გავამხნევე, ტყავისგან შეკერილ საფულეს ხელი დავტაცე, და მანქანიდან გადავედი.
წვიმა დაწყებულიყო, სწრაფად დავფარე მანძილი მანქანიდან სადარბაზომდე და ახლა ნელი ნაბიჯებით ავუყევი კიბეებს.
რკინის მასიური კარის წინ დავდექი და ზარი დავრეკე. სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ, არც ფეხის აბიჯებიმესმოდა და არც საკეტის ხმა თავისთავად.
არ ვიცი რამ მიბიძგა, თუმცა სახელური ჩამოვწიე.
კარი ღია იყო. დავიძაბე, შიშმა გამიელვა სხეულში.
ნელი ნაბიჯებით შევედი ჩემთვის უცნობ ბინაში, სადაც სიჩუმე ჩამოწოლიყო. შესასვლელს გავყევი, რამად სასტუმრო ოთახისკენ მიმიყვანა.
პატარა მაგიდასთან ჩაკეცილი სხეული რომ დავლანდე, პირიდან ხმა წამსკდა, მასთან მივირბინე და ჩახრილი თავი ავაწევინე
-აკა - ლოყებზე შევახე ორივე ხელი და ვეცადე გამომეფხიზლებინა. ვიგრძენი ალკოჰოლის მძაფრი სუნი. თვალები მაგიდაზე მდგომ სასმლის დაცლილ, შუშის ბოთლებზე გადავიტანე - აკა, შემომხედე - რამდენჯერმე ოდნავ დავკარი ხელი ლოყაზე. როცა შევამჩნიე თვალებს თანდათან ახელდა, ამოვისუნთქე ცოტა
-აი ასე - გავუღიმე ოდნავ
-ირა - ახლოს მყოფმა ჩაიჩურჩულა, მაკვირდებოდა, თანდათან აანალიზებდა რომ მე ვიყავი
-მომეხმარე აგაყენო კარგი? - გამამხნევებლად გავუღიმე, მისი მკლავი კისერზე გადავიდე, და ავაყენე. დივანზე დავსვი
-ასეთს არ უნდა მხედავდე - თავი გააქნია, ცხელი თითები სახეზე ჩამომისვა - რა ლამაზი ხარ - გაიღიმა, თითოეულ ნაკვთს შეეხო - ჯანდაბა ჩხეიძე - თითქოს თავის თავს შეახსენა ჩემი ვინაობა, თითები გასწია ჩემი სახიდან, და დივანს მიეყრდნო - ამას არ უნდა ვაკეთებდე - თავი გააქნია, ნებისმიერი მიხვდებოდა, რომ თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. მე უბრალოდ ვუყურებდი და ვუსმენდი თითოეულ ნათქვამს - ერთი თხოვნა შემისრულე ირა - გამიღიმა. ღმერთო, ეს ღიმილი - არ მომცე უფლება შეგეხო კარგი? - მისებურად მიყურებდა, მხოლოდ აკა ახვლედიანს თუ შეეძლო შემოეხედა ასე
-კარგი - ესღა გავჟღერე ოთახში, სადაც მოლოდ ახვლედიანის და ჩემი ხმაურიანი სუნთქვა ისმოდა - ოღონდ ჯერ დავრწმუნდები რომ კარგად ხარ - დავაყოლე, და ისევ წამოვაყენე დივნიდან - წამოდი, დავწვეთ
-ბოდიში, ბოდიში - თავისთვის ჩურჩულებდა, ალკოჰოლის სუნი მაინც ვერ ფარავდა მის სუნამოს. ჩემზე დაყრდნობილი მიმყავდა თითით ნაჩვენებ ოთახისკენ და ცხელ სუნთქვას კანზე მაფრქვევდა.
საწოლზე დავაწვინე, უფროსწორად ვერ შენარჩუნებული სწორასწორობის გამო თვითონ დამეხო საწოლზე. ფეხსაცემლი გავხადე, და პერანგის შეხსნა დავუწყე. ჩემი თავისთვის რომ შემეხედა ალბათ გავიცინებდი. გუშინ ვერ შემჩნეულ ნაიარევს შევხედე, რომელსაც ადგილი მკერდის ქვემოთ დაეკავებინა. თითები ნაზად გადავუსვი
-პირობა ირა, პირობა - გავიგონე მისი ხმა, ჩამეცინა.
-პირობა მხოლოდ შენზე მოქმედებს, მე არ მეხება - მოვშორდი მის სხეულს, იმ რამდენიმე ტატუსაც ავარიდე თვალი, და ზემოდან დავაცქერდი მძინარეს. სიმპათიური იყო, მძინარეც კი, მთვრალიც კი.
საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ჩავჯექი, და მზერა ფანჯრებისკენ გადავიტანე.
არ ვიცოდი მე რას ვაკეთებდი ახვლედიანის ბინაში, მასზე ზრუნვა, უბრალოდ დიდი ხნის ოჯახების ახლობლობას დავაბრალე. სინამდვილეში კი უბრალოდ არ ვაღიარებდი, გაურკვევლობას, რომელიც ღრმად იყო ჩასახლებული ჩემში.

***

სადღაც, ბავშვობის მოგონებებს შორის

ეზოში თამაშობდნენ გოგო-ბიჭები კალათბურთს. ახალ დადგმულ ფართან ბურთს ხელიდან ხელში აწვდიდნენ. მეზობლებს ესმოდათ ბავშვების “აქეთ”, “არიის”, “ახვლედიანი”, “კესო”, მათი გამაყრუებელი ხმა არღვევდა სიჩუმეს, აქა იქ რომ მოფანტულიყო ბარნოვზე.
მაისი იყო, ეზოში აყვავებული პატარა ვარდები თავიანთი სილამაზით აღნიშნავდნენ მათ თვეს.
ზუსტად ამ ვარდებს აუარა გვერდი ირამ, და ეზოში შევიდა. გვერდით სამი წლის იო მოჰყვებოდა, რომელიც პატარა თითებს დედას ნეკა თითს არ უშვებდა. შავი კულულა თმები შუბლზე დაჰყროდა და უწყინარი სახით, მშვიდად მოჰყვებოდა დედას, რომლის ტანს ატმისფერი, მუხლებამდე კაბა ამშვენებდა. ჩხეიძეს წაბლისფერი, მხრებამდე თმები ლამაზად დაეწნა და ისე მიდიოდა ეზოში.
-ბურთი - გოგოს ხელი უშვა პატარამ, და ბიჭისკენ გაიწია, რომელიც ბურთს აქეთ-იქით ათამაშებდა, და მაქსიმალურად ცდილობდა მოწინააღმდეგე დაეიგნორებინა
-იო - ბავშვისკენ წავიდა სიცილით ირა, აუღელვებელი ღიმილი დაჰკროდა სახეზე - ბავშვებო - მოთამაშეებს გადახედა - ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ერთს ასროლინებთ? - ბავშვებმა თამაშI შეწყვიტეს, ბურთით ხელში მდგომი ახვლედიანი მისკენ წაიწია, უნებლიედ გაეღიმა გოგოს დანახვისას.
-რა თქმა უნდა ირა - გოგო გამოექომაგა, და ხელებ გაშვერილი წავიდა ბავშვისკენ - იო წამო, ვისროლოთ - თავით ფარისკენ ანიშნა. გაბრჭყვიალებული თვალებით შესცქეროდა ბურთს ბიჭი, შემდეგ კი ფარს.
-აკა ბურთი მომე ერთი წამით რა - გოგომ შეხედა ბიჭს, რომელიც უბრალოდ იდგა და ღიმილიანი სახით შესცქეროდა მასზე ბევრად უფროს გოგოს.
-აკა - ხელი აუქნია გოგომ თვალებთან
-ხო - მზერა ერთიდან მეორეზე გადაიტანა, შემდეგ კი ბავშვისკენ - აგწიო? - დაიხარა და ბავშვს სახეში შეხედა, ოდნავ მსგავსებას შეამჩნევდით პატარასა და მისგან მოშორებით მდგომს შორის, თუმცა არა დიდ მსგავსებას.
ბავშვმა თავი ბეჯითად დაუქნია და ხელები მისკენ გაიშვირა.
-ოპაა - ბავშვი ფრთხილად აიყვანა, ბურთიც დააჭერინეს პატარა იოს და ფარში ჩააგდო კიდეც ბურთი, რსაცა მთელი ეზო ქომაგებით შეხვდა. აივნებიდან იყურებოდნენ კორპუსის მცხოვრებნი, ღიმილით შეჰყურებდნენ ამ სანახაობას.
-მადლობა აკა ძალიან დიდი - ბავშვი რომ მიუყვანა გაუღიმა და თავი დაუქნია მადლობის ნიშნად - მადლობა ბავშვებო - გახედა ახლა სხვებს. ეს გოგოსთვის შცეულებრივი მომენტი იყო, და ასეც დარჩა, თუმცა ბავშვებშ იყო ერთი, რომლის გონებამაც დაიმახსოვრა ატმისფერი კაბა, ლამაზად დაწნილი თმა და მშვიდი ღიმილი.
იმ მაისის დღეს, პატარა ვარდები მხოლოდ მათ თვეს არ აღნიშავდნენ, ისინი პატარა ბიჭისთვის დიდი სიყვარულის დაწყებას აღნიშავდნენ.

***

აწმყო.

სწრაფი ნაბიჯებით აიარა კიბეები ბიჭმა. წვიმას დაესველებინა მთლიანად. გალუმპული იდგა კარებთან და მონდომებით აკაკუნებდა კარებზე, ცოტახანში ნაბიჯების ხმაც გაისმა, შემდეგ საკეტის, რამოდენიმე წამში კი ბებიის გაკვირვებული მზერა უყურებდა დასველებულს.
-ბე - გაეღიმა, და აკოცა ქალს
-ეს რა გიქნია ბებო? - გახევდა კარებში ქალი, და თავზე ანიშნა შვილიშვილს, რომელსაც კულულები მოეშორებინა
-არ მოგწონს? - გაუცინა, და სახლში შევიდა
-როგორ არ მომწონს ბე, მაგრამ არ დაგენანა მაინც შენი თმა?
-შენ არ იყავი ირას რომ ეუბნებოდი დაირალა ბავშვი გადაპარსეო?
-მაგ დროს ხუთის იყავი ბე - გაიცინა პატარა იოს გახსენებისას
-რა მნიშვნელობა აქვს - მხრები აიჩეა
-გიხდება, სიმპათიური ხარ - თავზე გადაუსვა ხელი - ირა გაგიჟდება…ბიჭო სულ დასველებულხარ - თავი გააქნია, დატუქსა შვილიშვილი, და ოთახში გაუჩინარდა მაისურის გამოსატანად
-ციცი, თავსხმა წვიმაა გარეთ - თავით ფანჯრისკენ ანიშნა და მაისური უცბად გადაიძრო
-აიღე, შენი დატოვებულია - ლამაზად დაკეცილი პერანგი გაუწოდა, და სამზარეულოში გავიდა
-შენ მოსწავლეები არ გყავს? - შეპარული ხმით ჰკიტხა და უკან აედევნა პერანგის კვრით ქალს. ციციმ გაიცინა, და შვილიშვილს მიუბრუნდა
-სადაცაა მოვა ანო, გამარჯობა მოამზადე ბე - თავისთვის აკისკისდა და ჩაიდანი წყლით გაავსო
-მივქარე რა, ძალიან მივქარე - სკამზე ჩამოჯდა და თავს შემოუძახა
-ჩუმად ვარ - პირი თითქოს დაკეტაო და კარადიდან ტკბილეული გამოიღო
-ირა წავიდა უკვე?
-ხო - ესღა ამოთქვა ქალმა
ბიჭი თთქოს მიხვდა სად შეიძლებოდა ირა ყოფილიყო, ამიტომ უბრალოდ თავი დაუქნია ბებიას და თეფშზე დადებულ შოკოლადს დასტაცა ხელი.

საათი საღამოს შვიდ საათს აჩვენებდა, კარებზე ზარი რომ გაისმა
-ჩემი ანოც მოვიდა - სიყვარულით აევსო თვალები ქალს, და კარისკენ გაიკვლია გზა
-ციცი, ეჭვიანობას ვიწყებ უკვე - წაიმღერა და ცხელი სითხე მოსვა ჭიქიდან.
სამზარეულოს კარებიდან კარგად ჩანდა სახლში შემოსული გოგო. მთლიანად დასველებულიყო, მოკლე კულულა თმები სისველის გამო დასწორებოდა და დაგრძელებოდა. ჯინსის ქვედაბოლოზე, თეთრი მოკლე მკლავიანი მაისური მოერგო, ქვემოთ კი წითელი ბალეტები.
ბიჭმა მზერა გაუსწორა გოგონას, რომელიც იმ მომენტში მასწავლებელს უყურებდა ღიმილიანი სახით.
-რამეს მოგცემ ანო, ასე გაიყინები - ბიჭს გაეღიმა, და თითქოს მოეშვა, თითქოს მასში მზრუნველობამ გაიელვა.
-არაუშავს ციცი მას, თან არ მცივა - უთხრა და ბიჭისკენ გაექცა მზერა, რომელიც ოდნავი ღიმილით შეჰყურებდა ბებიას და გოგოს.
თავი დაუქნია იომ გამარჯობის მიზნად. იგივე გაიმეორა ჩარკვიანმა
-მიდი სამზარეულოში შედი, იო ჩაის დაგისხამს, მე რამეს მოგცემ და დავიწყოთ გაკვეთილი. - ოდნავ უბიძგა გაჯიუტებულმა ქალმა სამზარეულოსკენ თვითონ კი ოთახში გაუჩინარდა.
-ოხ ციცი - თავი ჩახარა და ბებიაზე ჩაიცინა, შემდეგ კი დასერიოზულებულმა გახედა სამზარეულოში შემოსულ გოგონას.
ანო გულდაწყვეტით უყურებდა ბიჭს, რომელსაც მისი ცნობილი კულულები აკლდა. თუმცა თავში ფიქრი იმისა, რომ იო სიმპათიური იყო თავიდან ვერ ამოიგდო. ჩანთა სკამის გვერდზე დადო, თვითონ კი იოს პირდაპირ ჩამოჯდა უხერხულად.
დამალული ღიმილით წამოდგა ბიჭი, და მშვიად დაასხა ჭიქაში წყალი.
-შაქარი? - გახედა გოგონას, რომელიც ცოტაც და აკანკალდებოდა - თუმცა შენთვითონ… - ის იყო საშაქრე უნდა დაედგა მის წინ გოგომ რომ შეაწყვეტინა
-უშაქროდ ვსვამ - თქვა, ბიჭს გაეღიმა - რა იყო? - გახედა გაკვირვებულმა
-არაფერი - თავი გააქნია და გაღებული ფანჯარა დაკეტა.
ესიამოვნა ანოს მისი ყურადღება, ან რომელ გოგოს არ ესიამოვნებოდა ბიჭისგან ასეთი, ჩუმი ყურადღება, თან ბიჭისგან რომელიც…კარგით მგონი ბევრს ვლაპარაკობ.
-მეც მოვედი - ციცი შემოვიდა მაისურით ხელში.
ნაცნობი ტანისამოსი რომ შეამჩნია ბებიის ხელებში იომ, თავი აქეთ-იქით გააქნია
-რატომ შეწუხდი ციცი მას - უხერხულად წამოდგა ფეხზე
-გაცივდები და შემდეგ ვერ მოხვალ, მერე მე მეწყინება - მაისური მისცა - მიდი გამოიცვალე, მე ფორტეპიანოსთან დაგელოდები - თავით აბაზანისკენ ანიშნა.
გოგო რომ აბაზანაში მიიმამა, ეშმაკური მხერით გახედა ბებიამ შვილიშვილს
-არა რა, მაღიარე - ამაყი მზერით დახუჭა თვალები და დატრიალდა
-გაღიარებ ციცი, ვინც შენ არ გიცნობს - თავი გააქნია და ღიმილით მიეყუდა სამზარეულოს დახლს.

იო ისევ იმ სავარძელში ჩაჯდა, არ უნოდა გამოეტოვებინა ის ერთი საათი, რომელიც ალბათ ყველაზე ჩქარა გადიოდა.
ფართხუნა მაისურით შემოვიდა გოგო, ოდნავ შემშრალი თმები კვლავ კულულებად იწყებდნენ გადაქცევას.
ის იყო ოთახში უნდა შესულიყო ბიის ხმამ რომ შეაჩერა
-გიხდება - მისკენ არ გაუხედავს
-მადლობა ესღა უთხრა და ოთახში შევიდა, ფორტეპიანოსთან მოთავსდა და შეუდგა იმ საქმეს რომელიც ასე ძალიან უყვარდა.

***

გელით სულმოუთმენლად!!



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, მოუთმენლად ველოდები შემდეგს ❤️❤️

 


№2  offline წევრი Wooden Monkey

სტუმარი თეო
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, მოუთმენლად ველოდები შემდეგს ❤️❤️


დიდი მადლობა, ბევრს ნიშნავს ასეთი შეფასება ჩემთვის:)))

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

წავიკითხე. რაღაც ეპიზოდებმა ჩემი ცხოვრება გამახსენა. მიხარია კიდევ ერთი თბილისური ისტორია რომ იწერება...და საკმაოდ კარგად იწერება.
სითბო,მეგობრობა,სწორი კაცობა,სიყვარული - ყველაფერია ამ ისტორიაში.
გაგიკვირდებათ და სულ ძალიან ცოტათი ცოლზე შეყვარებული ნიკა არაბულისაც მესმის, ძალიან ცოტათი.მეცოდებიან ასეთი ბიჭები.
ველოდები შემდეგ თავს, მადლობა ავტორს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია და უკვე გელოდებით????♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან საინტერესოა და კარგი ისტორიიაა მალე ველოდები ახალ თავს

 


№6  offline წევრი Wooden Monkey

სტუმარი ხათუნა
წავიკითხე. რაღაც ეპიზოდებმა ჩემი ცხოვრება გამახსენა. მიხარია კიდევ ერთი თბილისური ისტორია რომ იწერება...და საკმაოდ კარგად იწერება.
სითბო,მეგობრობა,სწორი კაცობა,სიყვარული - ყველაფერია ამ ისტორიაში.
გაგიკვირდებათ და სულ ძალიან ცოტათი ცოლზე შეყვარებული ნიკა არაბულისაც მესმის, ძალიან ცოტათი.მეცოდებიან ასეთი ბიჭები.
ველოდები შემდეგ თავს, მადლობა ავტორს

სტუმარი ხათუნა
წავიკითხე. რაღაც ეპიზოდებმა ჩემი ცხოვრება გამახსენა. მიხარია კიდევ ერთი თბილისური ისტორია რომ იწერება...და საკმაოდ კარგად იწერება.
სითბო,მეგობრობა,სწორი კაცობა,სიყვარული - ყველაფერია ამ ისტორიაში.
გაგიკვირდებათ და სულ ძალიან ცოტათი ცოლზე შეყვარებული ნიკა არაბულისაც მესმის, ძალიან ცოტათი.მეცოდებიან ასეთი ბიჭები.
ველოდები შემდეგ თავს, მადლობა ავტორს


გეთანხმებით, ნიკა არაბულის გაგება შესაძლებელია, თუმცა ამ ისტორიაში ის იქნება მაგალითი ისეთი ადამიანის, რომელიც ავადმყოფურ სიყვარულს გამოხატავს, თუმცა ნაჩვენები იქნება მისი მორალი, მიზეზები, იმის მიუხედავად რომ ეს ორი უკანასკნელი გამართლება არ იქნება ნიკასთვის.
მიხარია, რომ მოგწონთ და მადლობა, რომ კითხულობთ და ელოდებით!!!

 


№7 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები...მაგრამ ასეთი ტკივილისთვის როგორ მეცოდება ეს ადამიანები...სიკვდილს არაფერი ამართლებს თუნდაც სიყვარული,ჩვენ არ გვაქვს უფლება უფლის სიცოცხლე შეუზღუდოთ... იმედია ყველაფერი კარგად იქნება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️

 


№8  offline წევრი Wooden Monkey

ნესტან
ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები...მაგრამ ასეთი ტკივილისთვის როგორ მეცოდება ეს ადამიანები...სიკვდილს არაფერი ამართლებს თუნდაც სიყვარული,ჩვენ არ გვაქვს უფლება უფლის სიცოცხლე შეუზღუდოთ... იმედია ყველაფერი კარგად იქნება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️


მადლობა რომ წაიკითხეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი!!
ზუსტად ეგ მინდა გადმოვცე ამ ისტორიით, თუ როგორ ებრძვის ადამიანი (აკა) შურისძიების სურვილს, რომელსაც ბევრი ამარცხებს, ბევრი არა.
ვნახოთ აკა რომელი ნაწილის კუთვნილი გახდება.
მადლობა კიდევ ერთხელ!!!

 


№9 სტუმარი სტუმარი ინგა

თითქოს მსუბუქი წასაკითხია, მაგრამ ისეთი თემაა ამოწეული, იმდენი ნიუანსითა და ქვტექსტებით, საინტერესოა, როგორ გაატარებთ პერსონაჟებს ბეწვის ხიდზე

 


№10  offline წევრი Wooden Monkey

სტუმარი ინგა
თითქოს მსუბუქი წასაკითხია, მაგრამ ისეთი თემაა ამოწეული, იმდენი ნიუანსითა და ქვტექსტებით, საინტერესოა, როგორ გაატარებთ პერსონაჟებს ბეწვის ხიდზე


მადლობა აზრის გაზიარებისთვის!!
იმედი მაქვს ასე საინტერესოდ გაგრძელდება.

 


№11 სტუმარი სტუმარი მარინა

საინტერესო საკითხავია.სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა.კარგად გადმოსცემ ადამიანთა ურთიერთობას,ზრუნვას და შინაგან სამყაროს.მე მაინც მგონია სიკეთე გაიმარჯვებს.წარმატებას გისურვებ

 


№12 სტუმარი სტუმარი ბარბარე

აუ როდის დადებ შემდეგ თავს გავგიჯდი ისე ველოდები

 


№13  offline წევრი Wooden Monkey

სტუმარი ბარბარე
აუ როდის დადებ შემდეგ თავს გავგიჯდი ისე ველოდები


ახლა დავიწყე მესამე ნაწილი. მეც თქვენსავით ვლოდები, მართლა მუზაზეადამოკიდებული. ბოდიშით ლოდინისთვის და მადლობა რომ ასე ელოდებით შემდეგ ნაწილს:)))))

სტუმარი მარინა
საინტერესო საკითხავია.სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა.კარგად გადმოსცემ ადამიანთა ურთიერთობას,ზრუნვას და შინაგან სამყაროს.მე მაინც მგონია სიკეთე გაიმარჯვებს.წარმატებას გისურვებ

მადლობა ძალიან დიდი ასეთი შეფასბისთვის. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
მადლობა დიდი!!!!

 


№14 სტუმარი სტუმარი ბარბარე

როდის დადებ ახალ თავს :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent