შორი მთიდან
ჯერ კიდევ პატარები იყვნენ... ძალიან პატარები როცა განგებამ მათი შეხვედრა და წამება გადაწყვიტა... წამება რატომ?! ნამდვილი სიყვარული ხომ წამებაა ორი გულისა... ჩვეულებრივ დღეს მეზობელი სოფლიდან ბრუნდებოდა, ცხენით, როცა ეზოში მომღიმარმა სახემ მიიქცია მისი ყურადღება. იღიმოდა ჟღალთმიანი არსება, მთის ნიავი კი წელს ჩამოცდენილ თმას უწეწავდა, ყავისფერი თვალები; უმანკო წითელი ტუჩები კი მკაცრი მთის მზეს კიდევ უფრო მარწყვისფერი გაეხადა და უელავდა. 10 წლის იქნებოდა გოგონაც, რომელიც იმ დღის მერე აღარ უნახავს.. სად გაქრა ? რად დაეკარგა სვან ბიჭს, რომელიც ღამეებს ათენებდა მასზე ოცნებაში, მისი თვალების დანახვას ნატრობდა 10 წლის იესე. ბევრი წლის მერე იესეს დედაქალაქში გადმოსვლა მოუწია, მთის სიყვარულით გაჟღენთილი ბიჭისთვის აუტანელი იყო ქალაქის ხმაურში გადმოცხოვრება, სხვა გზა არ დაუტოვეს.. მის ოჯახს ასე სჭირდებოდა... ქალაქის ცენტრში იქირავეს ბინა სანამ მათი სახლის მშენებლობა დასრულდებოდა. სკოლის შეცვლაც მოუწია. ყველამ იცოდა რო მარტივი არ იქნებოდა მისი ადაპტაცია ქალაქთან. გათენდა ის უბედური დღე როცა იესე სკოლაში პირველად უნდა მისულიყო. სკოლაში უკვე იცოდნენ ახალი ამბავი რომ სვანი თანაკლასელი უნდა მოსულიყო იმ დღეს პირველად. ყველას აინტერესებდა, გოგოები ჩურჩულებდნენ რომ თვალი მოკრეს მაღალ განიერი ბეჭების მქონე ბიჭს, მრგვალი დიდი შავი თვალებით, პატარა ცხვირითა და ტუჩებით , შავი დავარდნილი თმებით, მკაცრი გამოხედვითა და ხმით, დიდი ხელებით. იესემ ფეხი შემოდგა სკოლაში , ჩაისუნთქა და გაემზადა იმ წინაღობების გადასალახად რაც იცოდა რომ შეხვდებოდა მისი განსხვავებულობიდან გამომდინარე. დერეფანს მიუყვებოდა და არ იმჩნევდა თვალებს რომელიც მისკენ იმზირებოდნენ. საკლასო ოთახიდან ცექმა გოგონამ ძალით ,,გამოათრია" ჟღალთმიანი ტასო და ზუსტად იესეს წინ გაჩერდნენ. წამიც გაჩერდა, მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს, ტასო მიესალმა და დაბნეულობისგან ეგრევე იპოვა გზა რომ მოშორებოდა მთასავით ყმაწვილს. -ლილი: ეს ის არის რო გეუბნებოდი სვანეთიდან პირდაპირ აქ ჩამოვიდა მეთქი -ტასო: ააა მოსულა უკვე? -ლილი: ამბობენ ძალიან მკაცრიაო (ეშმაკურად ჩაუცინა ლილიმ) -ტასო: მერე ჩვენ რა, არ მგონია დიდხანს გაძლოს ამ ველურებში ზარი დაირეკა საკლასო ოთახებში დაბრუდნენ , იესეს უჭირდა კლასში შესვლა სადაც იცოდა რომ ისიც დახვდებოდა, დააკაკუნა და შევიდა. -იესე: სალამი შეიძლება? დამრიგებელი თბილი ღიმილით შეეგება და ოთახში მიიწვია; -გაიცანით ბავშვებო ეს არის იესე დადვანი ჩვენი ახალი მოსწავლე. იესეს არ გამოპარვია უკანა მერხზე მჯდომი ბიჭების ჩუმი ხითხითი , გოგოების ინტერესი და მორცხვი ყავისფერი თვალები. ეცადა არ შეემჩნია და უკანა მერხზე დაჯდა. დღემ გასაოცრად მშვიდად ჩაიარა , მაგრამ ეს სიმჩიდე ქარიშხლის მომასწავლებელი იყო. ტასო სხეულით გრძნობდა უკნიდან მზერას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.