შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ღმერთმა იცის...(3თავი)


1-08-2024, 20:24
ავტორი La dolce vita
ნანახია 2 057

თავი მესამე


– აბა, სად მივდივართ?
– პირდაპირ იარეთ.- გაბრაზდბულმა ჩაილაპარაკა. და იქვე მოკალათდა, რაღაც ნაირი მზერით უყურებდა ფორმიანებს განსაკუთრებით დადეშქელიანს, ვინ იცის გულში რა მზაკვრობებს ფიქრობდა ეს კაცი.
– იცოდე, თუ ისევ მომატყუებ არ გაცოცხლებ.- გააფრთხილა.
– თუ გინდათ ახლავე მომკალით თქვენ თუ არა ისინი მომკლავენ. ასე, რომ მე დასაკარგი არაფერი მაქვს.
– რაა? შენი სიცოვხლე არაფრად გიღირს? - წამოიძახა მეორე ბიჭმა.
– რატომ წვალობთ, ტყულად მე ეგ მაოცებს. პოლიციამ ვერ მოაგნო, მათ და რატომ გგონიათ, რომ თქვენ შეძლებთ.- ირონია ჩააქსოვა ხმაში.
– შენ გირჩევნია, გვითხრა სად არის შენი ბოსი?!
_ მიდით და გაიგეთ.- ანთებული თვალებით გადახედა მათ და თვალის დახამხამებაში ამოაძვრინა იარაღი შუბლზე მიიდო და თავი მოიკლა.
– ჯანდაბა, შენ თავს! - დაიყვირა. ესღა გვაკლდა. წამოიძახა გაბრაზდბულმა და კაცის ცხედარი იქვე მონდორში დატოვა.
– ახლა, როგორ მოვიქცეთ, ეს ერთი მოწმე იყო და ამანაც თავი მოიკლა.- აწუწუნდა ერთ-ერთი.
_ იქამდე არ დავბრუნდებით სანამ გოგონას უკან არ დავაბრუნებ მაინც გავალ კვალზე, თუ საჭირო იყო ქვესკნელშიც ჩავალ და იქ მოვძებნი. რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას. -ფურგონში ჩასხდნენ და გზა, განაგრძეს არ იცოდნენ სად უნდა ეძებნათ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, მაგრამ მაქსიმე ისეთი იყო, იქამდე არ მოისვენებდა სანამ არ იპოვიდა ტყუილად კი არ ამბობს ანზორი, რომ შეუპოვარია, ასეც არის არ ნებდება, არ ისვენებს დაუღალავად მიიწევს მიზნისაკენ და ასრულებს კიდეც ახლაც ამ მოტივით აგრძელებდა ძიებას, პირველ რიგში მშობელს მისცა პირობა, რომ შვოლს დაუბრუნებდა კაცს ერთადერთ იმედს და შვილს ვერ დაუკარგავდა და კიდევ მისი ვალი იყო, გოგონა ეპოვნა და გადაერჩინა.
– რიონი,რიონი! კობრა ვარ- გაისმა მეთაურის ხმა რაციაში.
– გისმენ მეთაურო.- უპასუხა მაქსიმემ.
– რა ქენით, აბა მიაგენით იმ ხალხს?
– ერთ- ერთს მივაგენით, მაგრამ თავი მოიკლა.- ნერვებ მოშლილმა წამოიძახა.
– რაა?! რას ამბობ, ახლა რას აპირებ აბა, შვილო?
– რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი, ბატონი ანზორ.
– მჯერა,შენი აბა შენ იცი.- უთხრა და ხმაც შეწყდა.
ჩუმად იჯდა და ფიქრობდა, როგორ ემოქმედა და დაეგეგმა ყველაფერი, როგორ გასულიყო მათ კვალზე. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, მარტო ემოქმედა, რადგან ასე მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა და შეუმჩნეველიც დარჩებოდა.
– ბევრი ვიფიქრე და გადავწყვულიტე, მარტო გავაგრძელო მათი ძებნა.- წარმოთქვა სერიოზული სახით.
– კი, მაგრამ გაგიჭირდება, ისინი ბევრნი იქნებიან და შენ კიდევ ერთი.- მიუგო ბიჭმა.
– მესმის, გიორგი, მაგრამ არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს ძიების პროცესი ამიტომ მირჩევნია ფეხით გავაგრძელო აქედან გზა, თქვენ კი უკან დაბრუნდით პროკურატურაში.
– ხო, მაგრამ ეს არ იქნება, სწორი ბატონი ანზორიც გაგიჟდება.
– ვიცი, რომ გაგიჟდება, მაგრამ ჩემთვის ასე აჯობებს უფრო შეუმჩნეველი ვიქნები თან მანქანაც ვეღარ ივლის ისეთი მთიანი ადგილებია. ფეხით მირჩევნია.
– კარგი, როგორც გინდა კონტაქტზე ვიქნებით თუ რამე დაგჭირდა დახმარება შეგვეზმიანე და მაშინვე წამოვალთ.
– კარგი.- მხარზე დაკრა ხელი.


***


დაიარებოდა ტყეებს შორის და ყველაფერს ამოწმებდა იქნებ სადმე მიეგნო, იმ ხალხისთვის თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო იყო, არსად ჩანდნენ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, ან სად უნდა მოეძებნა ისიც კი არ იცოდა. დაღლილ- დაქანცული ერთ ხეს შეაფარა თავი. იქვე ხის ძირში ჩამოჯდა და სული მოითქვა. პატარა პორტფელიდან გოგონას სურათი ამოაძვრინა და წარბებშეყრილი დახედა.
– ჯერ არცერთი საქმე არ ჩამიგდია და არც ამას ჩავაგდებ, არ ვიცი ვინ ხარ შენზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთი ბიზნესმენის ქალიშვილი ხარ დიდი ალბათობით გათამაბული მამიკოს გოგო უნდა იყო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს არაკაცული საქციელია უმწეო გოგონაზე თავდასხმა, გპირდები მალე გიპოვი. - საუბრობდა თაისთვის ისე მართლა, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი უსაშველო ძიება, რომელსაც ბოლო არ უჩანდა იმას კი ხვდებოდა, რომ ასე მარტივად ვერ მიაგნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა იყო, მაინც სასტიკად ცხელოდა ღია ცის ქვეშ მზე საშინლად აჭერდა რისგამოც ბიჭს ცხელოდა. აბა, რა იქნებოდა მზის გულზე ფორმით შემოსილი, რომ ივლის კაცი. რაღაც უნდა ემოქმედა და გეგმა შეემუშავებინა საკმაოდ გონიერი ახალგაზრდა იყო მაქსიმე და ახლაც გონებაში ალაგებდა, როგორ ემოქმედა ისე,რომ თვალში საცემი არ გამხდარიყო გადაწყვიტა ჩვეულებრივი სამოსი გადაეცვა და ისე გაეგრძელებინა ძიება. ფორმა გაიხადა სპორტული ტანის სამოსი გადაიცვა იარაღი ქამარში დამალა და გზა განაგრძო.

****

უკვე დღეებიც კი აერია, იმდენი ხნის წამოსულია და ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენმა სიარულმა დაღალა მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ და არ ჩერდებოდა, მან სიტყვა მისცა და ის თუ პირობას დებდა ასრულებდა კიდეც. მისი ყურადღება რაღაც ძველმა შენობამ მიიქცია მაშინვე იმ ადგილთან მიიპარა და კედელს ამოეფარა რათა გაეგო, რა ხდებოდა.
– როდემდე აპირებს, ბატონი ნუგზარი ამ გოგოს დატყვევებას?- ფხუკუნებდა კაცი.
– ალბათ იქამდე სანამ ნოდარს არ დაითანხმებს.
– რაღაც მეეჭვება, ეს მოხდეს ნოდარი ძალიან პრინციპული და საკმაოდ წესიერი კაცია იმისთვის, რომ ნუგზარს უფლება მისცეს ნარკოტიკი გააყიდინოს.- ამ დიალოგს ყურს უგდებდა მაქსიმე ზურგჩანთიდან იარაღი ამოიღო და უხმაუროდ მოიშორა ორივე თავიდან, შემდეგ კარებთან მივიდა და წიხლით შეანგრია, კარები.
შესასვლელში არავინ იყო, ყველა კუთხე კუნჭული მოიარა ,მაგრამ პირველ სართულზე არავინ იყო, უეცრად გოგოს კივილის ხმა შემოესმა და საიდანაც ხმა მოდიოდა იმ მხარეს გაიქცა. იმ წამსვე იქ შევარდა იქ მხოლოდ სამი კაცი დახვდა. მოჭუტული თვალებით გახედა შემდეგ ერთ- ერთ მათგანს წვდა.
– სად დამალეთ გოგონა?!- დაუყვირა.
– შენ ვინ ხარ?!
– აქ კითხვებს მე ვსვავ, ასე რომ მიპასუხე.- კბილებში გამოსცრა.
– არაფერსაც არ გეტყვი, აქ არავითარი გოგო არ არის, მემგონი რაღაც გერევა.- ურცხვად ტყუოდა.
– ესეიგი, აქ არ არის ხო?- თქვა და გვერდით მოისროლა. ჯიბიდან იარაღი ამოიღო და მათ დაუმიზნა.
– აბა, გისმენთ სად არის გოგო?!- თან იარაღი გადატენა. ერთ- ერთს თვალები გაურბოდა. მეორე მხარეს და ამანაც ინსტიქტურად უკან მიიხედა დაინახა, გოგონა, როგორ გაათრიეს გარეთ.
– ფუ, შენი!- შეიკურთხა, შემდეგ მათ მიუბრუნდა და სამივე გაისტუმრა იმ ქვეყნად და გარეთ გავარდა დაინახა მანქანაში, როგორ ჩატენეს და წაიყვანეს ესეც უკან აედევნა, მანქანის ფანჯრიდან გოგონას სახეს მოკრა თვალი, რომელიც საქარე მინას ხელებს ურტყავდა და შველას ითხოვდა ბევრი დევნის, შემდეგ მუხლები ეკვეთება და ძირს ვარდება.
– ჯანდაბა, ჯანდაბა! ასე ახლოს იყო ჩემთან, მაგრამ ხელიდან დამისხლტა.- უკვე საკმაოდ გვიან იყო და გზის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა დილამდე დაცდა მოუწევდა.- არაუშავს ადრე თუ გვიან მაინც ვიპოვი და ყველას გავანადგურებ.
უკან დაბრუნდა იმ შენობაში რათა შეემოწმებინა ყველაფერი, იმ ადგილას მივიდა სადაც გოგონა ჰყავდათ, უეცრად თვალში ბზინავი ნივთი მოხვდა ახლოს მივიდა და ჩაიმუხლა და ყელსაბამი იპოვა, რომელიც მოშორებით ეგდო ხელში აიღოდა დახედა სადა და ნაზი ანგელოზის კულონიანი, ძეცკვი იყო ჯიბეში ჩაიდო და წამოდგა.
რატომღაც გონებიდან არ ამოსდიოდა გოგონას შეშინებული და ცრემლიანი თვალები, რომელიც შველას ითხოვდნენ. სენტიმენტალური არასდროს ყოფილა და არც ზედმეტ ემოციებს აძლებდა უფლებას გამოემჟღავნა ამისთვის ზედმეტად ცივი იყო დადეშქელიანი.


მეორე დღეს ძებნა დაიწყო, არ იცოდა საიდან დაეწყო ძიება, იქვე ახლოს დატოვებული მოტო შეამჩნია და მოტოსთან მივიდა. ტყეში ძებნას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან უკვე მაიგნო, ადგილ მდებარეობას, შესაბამისად სხვაგან გადამალავდნენ. შენიშნა, რომ გზაც გადიოდა აქედან ესეც ამ გზაზე წავიდა. მანქანის ნაკვალებს დააკვირდა და გადაწყვიტა მას გაყოლოდა
– ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს ნაკვალები. მოტოციკლეტი აამუშავა და გზას, დაადგა.-ვერსად დამემალებიან რადაც არ უნდა დამიჯდეს მაინც ვიპოვი.- ფიქრობდა გულში მიზმად ჰქონდა დასახული, მათი პოვნა. სადღაც 20 კილომეტრის გავლის შემდეგ ნაკვალებიც იკარგება წინ კი გზა ჯვარედინია მხოლოდ ღმერთმა უწყის რომელ მხარეს წავიდნენ. გადაწყვიტა ინტუიციას ენდოს ამიტომ ხელმარცხნივ წავიდა, სადაც ცარიელი მინდვრების მეტი არაფერი იყო, მხოლოდ ხეები.
ტელეფონი მოიმარჯვა და თავის კოლეგას გადაურეკა.
– გისმენ, მაქსიმე?- გაისმა ბიჭის ხმა.
– გიორგი, გამარჯობა შენი დახმარება მჭირდება.- აღმოხვდა დაღლილი ხმა ბიჭს.
– აბა, გისმენ.
– მოკლედ, შუა ტყეში ვარ და ვერტმფრენი მჭირდება, რომ ზემოდან დავზვერო ტყე.
– გასაგებია, ახლავე გამოვუშვებ ვერტმფრენს.- მიუგო ბიჭმა.
– კარგი, გელოდები.

აზრი აღარ ჰქონდა სიარულს შეუძლებელი იყო ამ უღრან ტყეში რამის მიგნება, იქვე ხის ძირში ჩამოჯდა. ძალიან იყო დაღლილი კვირაზე მეტი არ ძინებია და არ უჭამია ნორმალურად. ამ დაუსრულებელმა. გზებმა კი საშინლად დაქანცა. ხეს მიაყრდნო თავი უკან გადაწია და თვალები დახუჭა რათა გონება მოკრიბა. არ იცოდა რა იქნებოდა შემდეგ და კიდევ რამდენ ხანს გასტანდა ეს უსასრულო ძიება. არავინ ვიცით ბედისწერა რა თამაშს გვეთამაშება და სადამდე წაგვიყვანს ეს თამაში. თვალები ჰქონდა დახუჭული და როდესაც გოგონას სახე მოეჩვენა. გეგონება კოშმარი ენახოს სიზმარში ისე წამოვარდა.
– ჯანდაბა, რა მჭირს, რატომ არ ამომდის გონებიდან მისი სახე. ალბათ სინდისის ქენჯნა მაწუხებს ასე ახლოს, რომ იყო და ვერ დავიხსენი.- თავისთავზე მოეშალა ნერვები, რომ ვერ უშველა. მიუხედავად იმისა, რომ გულცივის როლს თამაშობდა სინამდვილეში ის ძალიან გულკეთილი იყო, უბრალოდ თავისი პროფესიიდან გამომდინარე გახდა ასეთი უხეში და ცივი. მამა ღრმა ბავშვობაში დაკარგა და თავადაც თინეიჯერობის ასაკიდან გადაწყვიტა ოჯახს დახმარებოდა სწავლაზე უარი თქვა და ამ გზას გაჰყვა შეგნებულად ერთი სიტყვით მძიმე ცხოვრების შედეგი იყო.

ვერტმფრენი მიწაზე დაეშვა და დადეშქელიანიც იქითკენ წავიდა და ვერტმფრენში ავიდა. სამხედრო ვერტმფრენი იყო მწვანე ფერის და დიდი ზომის ნელ-ნელა ჰარში აფრინდნენ.
– აბა, რა ხდება მაქსიმე?- იკითხა გვერდით მჯდომმა.
– არაფერი, ხელიდან დამისხლტდნენ გოგოსთან ისე ახლოს ვიყავი და ვერაფერი გავაკეთე.- უკმაყოფილოდ გააქნია თავი.- შემდეგ მათ კვალს გავყევი და სადღაც უკავრიელ ტყეში ამოვყავი თავი, მივხვდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი. მინდა მთელი ტყის ტერიტორიას შემოვუარო და დავზვერო იქნებ რამეს მივაგნო.- მიუგო.

მთელს ტყის ტერიტორიას შემოუარეს და ყველგან ზვერავდა სადაც შეიძლება, ყოფლიყვნენ.
– შეგიძლია, ვერტმფრენი ცოტა ძირს დაუშვა.- მიმართა პილოტს და მანაც დაუშვა ქვემოთ. არე-მარეს გადაავლო თვალი და მანქანაბი შენიშნა.
– ეს არის, აქ იქნებიან.- წამოიძახა.- მადლობა ბიჭებო, წავედი.
– მარტო გაუმკლავდები?
– კი.- მოკლედ მოუჭრა თოკი მოისროლა ძირს, შემდეგ ჩასრიალდა და მთელი ძალით შევარდა ფანჯარაში. სახე, რა თქმა უნდა, შენიღბული ქონდა.
ის ოთახი ცარიელი იყო ამიტომ შენობის დათვალიერება დაიწყო. იარაღით მომარჯვებული ისე შეუმჩნევლად და მოქნილად მოქმედება, რომ ხმასაც კი არ გამოსცემდა. ვინც გზაზე ხვდებოდა, ყველას თავიდან იშორებდა. ბოლოს თავი ერთ დიდ ოთახში ამოყო სადაც ათობით ავაზაკები იყვნენ შეკრებილნი.მათ დანახვისას დადეშქელიანმა სხეულის ყველა კუთი გაავარჯიშა და საქმეს შეუდგა. არ ინძრეოდა და მათ მოქმესებას ელოდა. ერთ- ერთი მისკენ გამოექანა დიდი კეტით ხელში, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა, ბიჭი ჰაერში ახტა და მთელი ძალით ჩასცხო მუცელში წიხლი და ძირს დაანარცხა კაცი უგონოდ დაეცა იატაკზე.
– აბა, შემდეგი ვინ არის?- იკითხა და თითით ანიშნა მოდიო. ამ მოქმედებაზე გაღიზიანებული ავაზაკები მისკენ ღრიალით გაიქცნენ თუმცა, ვერაფერს გახდნენ რადგან ჯერ არ მისულებს უკვე ავტომატით სული გააფრთხობინა.
აუჩქარებლად და დინჯად მიიწევდა წინ და ერთი მეორის მიყოლებით იშორებდა თავიდან. საოცარი იყო, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი ავაზაკის მოგერიება.
როდესაც ყველა ჩამოიცილა დაინახა კაცი, რომელიც ირონიული სახით იდგა.
– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.- ამაზრზენად ჩაიცინა.- ამიტომაც მომზადებული დაგხვდი..
– სად არის გოგონა.- დაუყვირა.
– მინდა ავღნიშნო, რომ მართლაც საოცარი მეომარი ხარ, რადგან ჩემს ავაზაკებს ერთი ხელის მოსმით მოუღე ბოლო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ისინი კი მოკალი, თუმცა ეგეთი კიდევ უამრავი მყავს. ამ დროს მოულოდნელად ვიღაც მიეპარა უკნიდან და გააკავეს.
– რა საცოდავი ხარ იცი, გეშინია ხომ ჩემი ამიტომაც უბრძანე შენს ხალხს ჩემი გაკავება.
– გაჩუმდი!- დაუყვირა.- ახლა ჩემს ხელში ხარ. ამაზე სიცილი აუტყდა.
– რაო, რა თქვი, მე ვარ შენს ხელში? ის რომ გაკავებული ვარ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს ვიზამ. უბრალოდ მაინტერესებს სადამდე შეტოვავ. მეორე მხარეს გადაღობილი იყო სეტკით და სწორედ იქით ჰყავდათ გოგონაც.
– გაინტერესებს სად არის გოგონა? ახლავე გაიგებ. გამოიყვანეთ!- გასძახა თავის ხალხს. ცოტაცანში სეტკის იქით გოგონა გამოჩნდა, რომელიც შველას ითხოვდა.
– აი ისიც, აბა ვნახოთ რა შეგიძლია!.
– ნუ, გეშინია,მალე დაგიხსნი ამ ხალხისგან.- დაუყვირა ბიჭმა და მთელი ძალით მოიშორა თავიდან, ჩხუბი ატეხა და ყველას იგერიება, თუმცა უკნიდან ისევ ვიღაცამ გააკავა მერე კი ყველამ ცემა დაუწყო. შეშინებული და განადგურებული უყურებდა გოგონა, მათ რომლებიც გამეტებით ურყავდნენ მუცელში დადეშქელიანს მუშტებს
– ნუ ურტყავთ, გთხოვთ!- წამოიძახა გოგონამ.
– გაჩუმდი!- დაუყვირა ერთ- ერთმა.
– თავი დამანებე! - შეეწინაღმდეგა, რის გამოც სახეში გაარტყა კაცმა.
როდესაც ეს დაინახა საშინლად გამწარდა, რადგან ვერ იტანდა, ქალზე რომ ძალადობდნენ მთელი ძალით კრა ხელი ვინც აკავებდა და გაავებული და გააფრთრებული დაუწყო იგრგვლივ მყოფთ ცემა საკმაოდ კარგად ფლობდა კარატეს ილეთებს და შეეძლო ერთი ხელის მოსმით დაეშალა ადამიანი. იმ წუთას თითქოს მხეცად ქცეულიყო ისე იქცეოდა დადეშქელიანი. მისმა ასეთმა ქმედებებმა რა საკვავირველია ყველა დააფრთხო.
– წაიყვანეთ გოგონა!- მხოლოდ ამის თქმა მოასწრო კაცმა, როდესაც ბიჭი გამხეცებული დააცხრა თავზე და გამეტებით დაუწყო ცემა.
– მიშველეთ!- კიოდა გოგონა ახლაღა მოტვინა, რომ გოგონას დახმარება ჭირდებოდა.
დაინახა, როგორ წაიყვანეს და როგორ ჩაკეტეს მანქანაში სადაც ჯაჭვებით იყო, შემორტყმული. სწრაფად წამოდგა ფეხზე და გოგონასკენ წავიდა, თუმცა გააკავეს.
– აბა, ახლა რას იზამ?- დაისისინა კაცმა.
– მოგკლავ!
– ძალიან კი ეცადე მაგრამ ვერაფერს გახდი, ახლა გოგონა გაზით სავსე მანქანაშია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს.- ახარხარდა.
– რაა?!
– ჰო, მორჩა გოგონას ვეღარ დაიხსნი. - მანქანის ირგვლივ ბოლო დადგა და შიგნითაც ბოლით ივსებოდა გოგონა, ცდილობდა თავის დაღწევას იქიდან, თუმცა მანქანა ჩარაზული იყო და თვითონაც მიბმული იყო ჯაჭვით. უყურებდა დადეშქელიანი და გამწარებული ყვიროდა.
– არა, ამას არ დავუშვებ სიცოცხლის ფასადაც, რომ დამიჯდეს აქედან დავიხსნი.
ისევ გაიბრძოლა მთელი ძალით ახტა ჰაერში და წიხლის კვრით მოიშორა ავაზაკები. სანამ იქამდე მივიდოდა, ვიღაცამ თავში ჩაარტყა და გათიშა.
გოგონა, ფანჯრიდან ყვიროდა იქნებ ხმა მიეწვდინა მისთვის.
– ადექი, გთხოვ! ასე ნუ დამტოვებ!- ყვრიოდა გოგონა და ნელ-ნელა ძალას კარგავდა. მისი ხმა თითქოს მოესმა ბიჭს და მანაც თვალები გაახილა. სახე მთლიანად სისხლით ჰქონდა მოსვრილი. თვალები გაახილა და ფეხზე წამოხტა ირგვლივ არავინ ჩანდა. მაშინვე მიირბინა გავარვარებულ მანქანასთან და ჯაჭვებს წდა. მათ ჩამოხსნას შეეცადა, არ იყო ადვილი მათი ჩამოხსნა. რაც ძალი და ღონე ჰქოდა მოქაჩა და მოგლიჯა ჯაჭვი მანქამას, შემდეგ კარები შეანგრია და იქიდან უღონოდ მყოფი გოგონა გადმოიყვანა.
– გაახილე, თვალები მიდი!- სახეზე ურყტყავდა ხელს,რომ გონს მოეყვანა, მაგრამ გოგონა არ რეაგირებდა.
– მიდი, შენ უნდა გადარჩე შინ უნდა დაბრუნდე მამა და დედა გელოდება. - ყვიროდა. ბოლოს ტუჩები გაახსნევინა და ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა. რამდენჯერმე ჩაბერა ჰაერი და მალე გოგონას ხველა აუტყდა, შემდეგ კითვალები გაახილა.
– მადლობა, ღმერთს..- ამოისუნთქა ბიჭმა გოგონა, შეშინებული და სუსტი თვალებით უცქერდა სრულიად უცხო მამაკაცს, რომელმაც იგი ტყვეობისგან იხსნა.
– კარგად ხარ..- ჩუმი ხმით უთხრა. მან კი საპასუხოდ თავი დაუქნია.
ბიჭი ფეხზე წამოდგა და გოგონაც წამოაყენა.
– ყველაფერი დამთავრდა, ნუ გეშინია, მალე სახლში წახვალ.- მიუგო ბიჭმა.- ახლა კი გამომყევი აქედან უნდა გავიდეთ. - გასასვლელელი კარი მოძებნეს და გარეთ გავიდნენ. როგორც კი ფილტვებში გრილი ჰაერი შეუშვა ამოისუნთქა,თუმცა ამდენი დაძაბულობის და სტრესის ფონზე ნერვიული შეტევა დაეწყო და ატირდა. ბიჭი მოთმინებით ეკიდებოდა მას იცოდა,რაც გადაიტანა და როგორ უჭირდა ახლა მას. ამიტომ მოთმინებით უცდიდია, მის დამშვიდებას.
– მეგონა, ვეღარ გადავრჩებოდი, ძალიან შემეშინდა, შენც რომ გაითიშე და არ მოდიოდი გონს ამან უფრო შემაშინა.- სლუკუნებდა გოგონა.
– ყველაფერი დამთავრდა ისინი ვეღარაფერს დაგიშავებენ.
– მადლობა…
– მადლობის გადახდა არ არის საჭირო ეს ჩემი მოვალეობაა. ახლა უნდა წავიდეთ თორემ თავზე დაგვაღამდება.
– ჩემს გამო შენც დაშავდი…
– ეგ არაფერია..
– აქედან როგორ გავალთ?
– არ ვიცი, ზურგ ჩანთაც წამართვეს იქ მქონდა ყველაფერი.- ამოიოხრა.
ტყეში დადიოდნენ და არ იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ უკვე ბინდი ჩამოწოლილიყო და ტყეში სიარულიც საშიში იყო.

– მალე, მივალთ შინ?- იკითხა გოგონამ
– არ ვიცი.- წინ მიდოიოდა და გოგონა უკან მისდევდა.
– მხეცი.- წამოიძახა.
– რა მითხარი?!- წარბებშეყრილმა გამოხედა.
– შენთვის არ მითქვამს, ხმა მომესმა მხეცის უფროსეორად გარეული ტახის.
– ღმერთო, შენ მომეცი გამძლეობა.
– შეგიძლია, ცოტახნით მაინც გაჩუმდე.
– ბევრს იმიტომ ვლაპარკობ, რომ მხეცები დავაფრთხო.- ჩაიბრუტუნა.
–თუ არ გაჩუმდები, იცოდე აქ დაგტოვებ უყურე უკვე ბნელდება და დარწმუნებილი იყავი მალე მგლებიც გამოვლენ და მერე რა გეშველება.
– მგლები?- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ისე კითხა.
– ხო,მგლები.
– შენ ამას არ იზამ ხომ ასეა?
– ვითომ, რატომ ვერ ვიზამ?
– იმიტომ, რომ აქამდე მოხვედი ძლივს მიპოვე და ახლა გინდა მგლების ლუკმა გავხდე.
– არ გჯერა, კარგი.- თქვა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა წინ, რა თქმა უნდა მის დატოვებას არ აპირებდა, უბრალოდ მის შეშინება უნდოდა. ცოტახანში ისიც აედევნა.
– კარგი, დამელოდე!- დაუყვირა და სწარად გაიქცა.

უკვე ძალიან გვიანი იყო და თვითონაც ძალიან დაიღალნენ ამდენი სიარულით ერთ ხის ძირს შეაფარეს თავი იქვე ჩამოჯდნენ.
მობუზული იჯდა გოგონა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. მშიერ მწყირვალე იყო და თან სიცივისგან ერთინად ცახცახებდა.
– გცივა?- კითხა გოგონას მან კი თავი დაუქნია საპასუხოდ. მოსაცმელი გაიხადა და გოგონას შემოაცვა.
– შენი აზრით კიდევ გვიპოვიან?
– არ ვიცი, ყველაფერია მოსალოდნელი ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ეცადე გვერდიდან არ მომშორდე.- სერიოზული სახით უთხრა.
– კარგი.. ემმა.
– რაა?
– მე ემმა მქვია შენ?
– მაქსიმე.- უპასუხა და ხეს მიეყდნო.

გვიან ღამე იყო, როდესაც გოგონას ტირილმა გამოაღვიძა ძილში მოთქვამდა და ტიროდა. ბიჭმა შეანჯღრია და მისი გაღვიძება დაიწყო.
გოგონამ წამოიძახა და გაიღვიძა.
– რა მოხდა, კოშმარი დაგესიზმრა?
– ჰო… ძალიან შემეშინდა. იმ ყველაფრის შემდეგ ძილი აღარ მეკარება რამდენჯერაც თვალს ვხუჭავ მაშინვე კოშმარი მესიზმრება.
– შეშინებული ხარ და მაგის ბრალია, არაფერია მალე ყველაფერი დაგავიწყდება.

...
ესეც ახალი, თავი მეგობრებო, ვიცი დიდხანს გალოდინეთ, მაგრამ დრო არ მქონდა ახლა კი უკვე შემიძლია თავისუფლად ვწერო. წაიკითხეთ და გამიზიარწთ თწვენი აზრები რას ფიქრობთ.



№1 სტუმარი ნინნ

უკარგესია და უკარგესად წერ, ძალიან მომწონს ველიიახალსს❤️

 


№2  offline წევრი La dolce vita

ნინნ
უკარგესია და უკარგესად წერ, ძალიან მომწონს ველიიახალსს❤️

ძალიან დიდი მადლობა მიხარია თუ ასეა.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent