შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელის მოგზაურობა (თავი I)


3-08-2024, 21:39
ავტორი starotlogy
ნანახია 342

შესავალი
შემოდგომის საღამო იყო, ქარის ამოვარდნასთან ერთად წვიმა წამოვიდა, ცამ კი ჭაობის ფერი მიიღო...ოთახში სანთლის შუქზე ბავშვობის სურათებს ვუცქერდი და ვფიქრობდი სად გაქრა ის მეოცნებე ბავშვი, რომელიც კოსმოსში გაფრენას აპირებდა, რომელსაც სურდა ჯამბაზი გამოსულიყო, ადამიანი რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, ახლა ერთ ჩვეულებრივ კორპორატიული სამსახურის მონად იქცა საიდანაც არ იცოდა თავი როგორ დაეღწია. ხალხი ცხოვრობს მე კი მხოლოდ ვარსებობ! ხახლი ცხოვრობს მე კი მხოლოდ ვარსებობ! გაიძახის ჩემი გონება გაუჩერებლად. ფიქრებში ვიყავი გართული სწორედ ამ დროს ფანჯარაში დრონი შემოფრინდა და ხელში ნაცრისფერი პატარა ყუთი ჩამიგდო, რომელიც წამში ფერფფლად იქცა. დრონმა ფერფლი შეისრუტა და გაფრინდა. ხელში რკინის ყუთი შემრჩა შუაში ლინზა ჰქონდა ჩამონტაჟებული და ვიბრირებდა მის გვერდზე დამოაგრებულ ღილაკს შევეხე თუ არა მომენტალურად ჩაირთო და ოთახის სიგრძეზე დიდი ჰოლოგრაფიული ეკრანი გადაიშალა. „ მე ხელოვნური ინტელექტი ტარო მულტივერსი ვარ მზად ვარ შენი ცხოვრების ნებისმიერი ალტერნატიული ფილმი შევქმნა მომენტალურად, თვეში სულ რაღც 20 ლარად თუ თანახმა ხარ გთხოვ თავი დამიქნიო" მეც ისე მოვიქეცი ,როგორც მოწყობილობამ მითხრა შემდეგ ჩემი სახის დასკანირება მომთხოვა, რამდენიმე წუთში ეკრანი გაშავდა მის შუაში კი ტაროს დასტა გამოჩნდა რომლიდანაც ერთი კარტი ამოვარდა. ზედ სულელი ეწერა.
„თუ არ გსურთ ეკრანის ყურება გთხოთ შინაგანი ბლუთუზი გააქტიუროთ იმისთვის რომ თქვენთვითონ იქცეთ ფილმის ნაწილად" განაცხადა მოწყობილობამ.

ზურგით სავარძელს მივეყრდენი და ზუსტად ისე მოვიქეცი როგორც მან ამიხსნა. რამდენიმე წამში თვალები გამილურჯდა თითქოს რეალობიდან სიზმარში გადავინაცვლე...

თავი I სულელი
თვალები გავახილე, კლდის კიდეზე ვიდექი, მხარზე პატარა ხურჯინი მქონდა გადადებული, ხელში კი თეთრი ვარდი მეჭირა. უკნიდან ძაღლის ყეფა შემომესმა, როდესაც მომიახლოვდა მის მოსაფერებლად დავიხარე , სწორედ ამ დროს დამიცდა ფეხი და კლდიდან გადავვარდი
სიმართლე გითხრათ პირველად ვიგრძენი თავი უშიშრად უბრალოდ თავლები დავუჭე და სამყაროს მივენდე ...თვალებ გავახილე ჩემი სახლის წინ ვიყავი, ეზოში თეთრი დაღვრემილი ძაღლი იყო მიბმული, რომელიც გამწარებული ყეფდა, დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. სახლის კარი შევაღე, სადაც საკუთარი თავი დავინახე, რომელიც სანთლის შუქზე დასევდიანებულ ბავშვობის სურათებს შესცქეროდა. ჩემი ყურადღება ხის სტენზე მდგარ ვაზაში მყოფ ჩამომხმარმა და გაშავებულმა ვარდმა მიიქცია მახსოვს ზუსტად ასეთი შავი და გახრწნილი ხდებოდა ჩემი გული სხვისი ბედნიერების დანახვისას.
ვარდიდან ყურადღება მის გვერდზე დადებულ ხურჯინზე გადავიტანე, რომელიც ოთახის ნახევარს იკავებდა. მასში წარსულის იმედგაცრუებებით სავსე ფოტოსურათები იყო, ხურჯინი თვალის ყოველ დახმამხამებასთან ერთად იზრდებოდა. სიმართლე გითხრათ ამ სცენის დანახვისას მივხვდი რომ ჩემს წინ მყოფი ადამიანის მიმართ ბრაზი გამიჩნდა ის ხომ დღეების უმეტესობას საკუთარი თავის შეცოდებაში ატარებდა იმის მაგივრად, რომ გამბედაობა გამოეჩინა და საკუთარ ცხოვრებაში რაიმე შეეცვალა... სახლის კარი გამოვიხურე ეზოში მიბმული ძაღლი განვათავისუფლე და გზას გავუდექი თან იმ კლდეზე ვფიქრობდი საიდანაც გადმოვვარდი სწორედ იმ კლდიდან გადმოვარდნამ მიმახვედრა თუ სადამდე არ მსურს დაცემა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent