სისხლიანი ვარდები (თავი 2)
1 კვირა გასულიყო მისი გათავისუფლებიდან.არსად არ გადიოდა.მხოლოდ სახლში და ეზოში ისიც იმ დროს,როცა გარეთ არავინ ეგულებოდა.ახლა?ახლა ღამის 3 საათის დასრულებას ითვლიდა.იჯდა სახურავზე და გაჰყურებდა მისთვის მივიწყებულ,საყვარელ ხედს.ხელში სიგარეტი ეჭირა,რომელიც ჩუმად ეყიდა გუშინ წინ ღამე.გაჰყურებდა ღამის აბრას.ჩაბნელებულ ორსართულიან სახლებს,სახლზე დიდი ეზოთი და განათებულ ქუჩებს.ნაწვიმი იყო.ციოდა.მაგრამ თვითონ ვერ გრძნობდა.ცა მალე მოიღუშა და მალეც გადაიწმინდა.ნამგალა მთვარე,ვარსვლავებთან ერთად დაჰყურებდა თავზე.თვითონ კი ამაყად აღმართულ მთებს უყურებდა.ნიავი წითელ,ცეცხლისფერ,ტალღოვან გრძელ თმებს უფრიალებდა.მართლა ალქაჩი მოგაგონდებოდა მისი დანახვისას.ლამაზი ალქაჯი.ეზოს გადაავლო თვალი.ყველა მოგონება თვალწინ ედგა.ამ ქუჩებზეც და ამ ეზოზეც.ახსოვდა როგორ დარბოდა,რამდენჯერ გადაუტყავებია ფეხები,რისი დამადასტურებელიც მის მუხლებზე რამდენიმე შრამია,რომლის მიმართაც ზიზღი არასდროს გასჩენია.თითოეული ინახავდა რაღაც მაინც სასიამოვნო მოგონებას.ამ ეზოშიც ახსოვდა მის უკან,დამცველად აღმართულ თუთის ხეზე რამდენჯერ ასულა და რამდენჯერ ჩამოვარდნილა.ახსოვდა ამ ეზოში თავის კუსასთან ერთად,როგორ დარბოდა.ისიც ახსოვდა მაიასთვის სრულიად უცხო ბავშვებს,რომ მოიყვანდა და მთელ ეზოს იკლებდა.ახსოვდა როგორ წუწაობდნენ შუა წვიმაში,იმის მიუხედავად,რომ დედები სახლიდან უკიოდნენ და ემუქრებოდნენ.გაეღიმა თვალცრემლიანს.ყველაფერი შეცვლილიყო.აღარაფერი იყო ისე როგორც ადრე. სიგარეტი ჩააქრო,ამოიოხრა ფეხზე წამოდგა და ადრინდელი წესით ჩახტა ეზოში.ხეს ორი ფოთოლი მოაგლიჯა გაახვია და კარგად მოჭმუჭნა ხელში,შემდეგ ისევ გადაახვია ფოთოლში და იქვე ნაგავში ჩააგდო.შესასვლელად ემზადებოდა უცნაური ხმა,რომ გაიგონა.თავიდან ყურადღება არ მიაქცია მაგრამ,როცა ხმამ იმატა და მიხვდა ვიღაცას უჭირდა წარბები შეკრა.თავიდან იფიქრა თავს დავანებებ არაა ჩემი საქმეო მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა.ოდნავ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ჭიშკრისკენ,კარები გამოაღო და გაიხედა.სუნთქვა შეეკრა.სწორედ მის ჭიშკარს მიყუდებოდა დაჭრილი და "გალამაზებული" უმცროსი ნაკანი.ნერწყვი წვალებით გადყლაპა -ტატო?!რა გჭირს?!-მასთან მივიდა და წაქცევის პირთან მყოფს ხელი შეაშველა.ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა მაგრამ არ იმჩნევდა -ალექსანდრა...-ამოიოხრა ბიჭმა და ნაცნობ ქალს თვალებში ჩახედა-სოსო ბიძია სახლშია? -კი,კი სახლშია...მოდი,შეგიძლია სიარული?-ბიჭმა ოდნავ თვალებ მიხუჭულმა დაუქნია თავი და წვალებით გადადგა ნაბიჯი-ვინ ჩაგაგდო ასეთ დღეში პატარა ნაკანო?!კიდევ ვერ გაიზარდე?!-ეუბნებოდა ბრაზით ალექსანდრა და ნელა მიჰყავდა სახლისკენ შუქი აანთო და დაჭრილი დივანზე დააწვინა.ახლა კარგად ხედავდა ნაცნობ ყავისფერ თვალებს ალექსანდრა.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.საჭირო ნივთები მოიმარაგა და გვერდზე მიუჯდა გაკვირვებულ და შიშით მომზერალს -რა? -შენ უნდა გამიკერო?-ჰკითხა შეშინებულმა ტატომ-გოგო რას ამბობ სისხლის დანახვისაც გეშინია...-სიტყვა ვერ დაასრულა ტატომ,როცა გაიაზრა ერთ დროს უფროს "დას" ახლა კი გაუცხოვებულს რას ეუბნებოდა -ტატო დამშვიდდი,მაგაზე უარესებისთვის მიმიხედია-თვალების ტრიალით უთხრა და ბიჭს მაიკის გახდაში დაეხმარა-ვინ გაგალამაზა თქო?-გაუმეორა მკაცრად -არაა საჭირო...-წარბები აზიდა ქალმა არასასურველ პასუხზე -როცა ვამბობ,მიპასუხე ნაკანო! -მეზობელი სოფლიდანაა,ერთი გოგოს ძმაა-უპასუხა მორიდებით და დივანზე კომფორტულად მოთავსდა რათა კარგად შეეხედა მის წინ მჯდომისთვის-დაქალებულხარ... -შენ დაკაცებულის ჯერ არაფერი გეტყოფა ასე,რომ იგივეს ვერ დაგიბრუნებ!-უთხრა მტკინვეულად და ნიშნის მოგებით-შენ შვილო დებილი ხომ არ ხარ?!ვის გაუგია გოგო მოგწონდეს და მის ძმასთან ხელ ჩართული ბრძოლა გამართო?!შენი ამბავი,რომ ვიცი შეიძლება ის საცოდავი უარეს დღეში იყოს-ეუბნებოდა გამწყრალი ხმით და დანა ჩარჭობილ ადგილს მიუბრუნდა-საავადმყოფოში წასვლაზე არ გიფიქრია? -პირადი ექიმი მიზის გვერდზე რა საავადმყოფო-გაიცინა ოდნავ ბიჭმა-რას ფიქრობთ ექიმო,გადავრჩები?-კითხა ირონიულად ბიჭმა -ახლა კი მერე არა-მოკლედ მოუჭრა-ვიღაც ვიღაცეები მაგ საქციელისთვის გაზღვებინებენ-ბოლო სიტყვები ჩაიჩურჩულა და თვალები აარიდა,ოდნავ სულელურად გაღიმებულ ბიჭს-არაა ღრმა ჭრილობა.გავასუფთავებ და გადავახვევ... -სანდრა-მიმართა უმცროსმა ნაკანმა -გისმენ... -ყველას მოგვენატრე...გაგვიჭირდა შენს გარეშე...გეფიცები-უთხრა ბიჭმა,გაშეშებულ და თავჩაღუნულ გოგონას-ყველას გვგონია,რომ არ მიგვიღებ და მაგიტომ გარიდებთ თავს.გვეშინია.გვეშინია,რომ გეზიზღებით და შენს ზიზღს ვერავინ გადავიტანთ.მაგიტომ გარიდებთ თავს თუ არადა,ხომ იცი როგორ გვიყვარხარ.ხომ იცი ჩვენი ტრადიციები,რომლებიც ყველას ჩვენდაუნებურად დაგვყვა -გთხოვ გაჩერდი ტატო...-უთხრა ალექსანდრამ.მტკინვეულ ადგილზე აჭერდა ტატო.აღარ უნდოდა ჭრილობის უარესად ატკიება -ვხვდები,რომ შენც ეგრე ხარ ჩვენს მიმართ განწყობილი და სანამ,რომელიმე პირველ ნაბიჯს არ გადადგამს მუდამ ასე იქნება.პირველ ნაბიჯს კი ჯერ-ჯერობით მე ვდგამ ალექსანდრა.ვფიცავ,არასდროს დამიჯერებია შენი დანაშაული...არ დამიჯერებია იმ უაზრო სამხილების.მენატრებოდი ისე,როგორც უმცროს ძმას მოენატრებოდა უფროსი. გელოდებოდი...და არა მარტო მე-მართლაც,რომ პირველი ნაბიჯი გადადგა ტატომ.პირველი და სამართლიანი.პირველი და ვისგან?თვით უმცროსი ნაკანისგან.პირველი და მამაცური.პირველი და იმ კედლის დამგრევი,რომელიც 10 წლის წინ აიგო ალექსანდრა ადამიასა და აბრას შორის... * * * -სად იყავი?!-როგორც კი ფეხი შეადგა,უმცროსმა ნაკანმა სახლში ეგრევე აჯახა წინ დახვედრილმა აშკარად ახალგაღვიძებულმა უფროსმა ძმამ და დედამ,წნევის აპარატით ხელში -ბიჭო,შენ სულ გაუბერე ხო?!-ეგრევე მივარდა შვილს ეთერი,მაგრამ როგორც კი მისი სახე დაინახა ეგრევე ლოყაზე იტკიცა ხელი-რა გჭირს ტატო?! -არაფერი-მოკლედ მოუჭრა ანერვიულებულ ქალს და თავზე აკოცა,გულში ღმერთს მადლობას უხდიდა ის ჭრილობა,რომ ვერ შეამჩნია ეთერიმ-აუ ეთო მშია... -შენ გაჭმევ რასაც საჭიროა!-დაუცაცხანა ქალმა და წკლიპურტი უთავაზა თავში ტატოს,შემდეგ შეტრიალდა და გაზი შეუნთო,გაზზე დადებულ საჭმელს -ვინ დაგმართა ეს რა იყო ტატო?!რა ვეღარ გაიზარდე?-ბოლო სიტყვების მოსმენისას ჩაეღიმა ბიჭს,ალექსანდრას სიტყვები გაახსენდა. -არაფერი კიტა,გიორგის გავუიასნე ცოტა-გვერძე მიუჯდა ძმას,ოდნავ სახე მოეღრიცა ტკივილისგან,მაგრამ ეგრევე გაასწორა.შეამჩნია კიტამ.რას გამოაპარებდით მის ყავისფერ,მახვილ თვალებს?თვალები დაუქაჩა ძმას,მანაც საპასუხო გასცა.არ შეიმჩნიეს არაფერი დედასთან -ხო და მერე,სესილიმ მოგხედა არა დედა გენაცვალოს?-ირონიულად კითხა შვილს ეთერიმ და გაცხელებული კერძი წინ დაუდო -არა რა სესილი,ალექსანდრა გამოჩნდა მხსნელის სახით სოსოსთან მის...-სიტყვა ვერ დაასრულა,როცა მიხვდა რეები წამოროშა.დედას ახედა,რომელიც გაკვირვებული უყურებდა,მაგრამ წამში გაარჩია უცნაური მზერა და კიტასკენ გაპარებული თვალები.თვითონაც ნელა გახედა ერთ წერტილზე მიშტერებულ ძმას -წავალ მე დავიძინებ-უეცრად წამოდგა ფეხზე შორტის ამარა კიტა,რაზეც ორივე შეხტა.მასთან ერთი თავით დაბალ ქალთან მივიდა და შუბლზე აკოცა,შემდეგ კი უკან მოუხედავად გაემართა თავისი ოთახისკენ ქალმა უმცროს ნაკანს გახედა და მის წინ ჩამოჯდა.ცოტახანი სიჩუმეში გაატარეს დედა-შვილმა.მხოლოდ ტატოს ოდნავი კოვზის ხმა ისმოდა -რაო?-ბოლოს სიჩუმე დაარღვია ქალმა.თითქოს ისიც ამ კითხვას ელოდა ეგრევე დაიწყო საუბარი -დედა...არაა ისე თქვენ,რომ გგონიათ -რას გულისხმობ? -თქვენ,ხომ გგონიათ,რომ მან უარგვყო?მასაც ასე ჰგონია.უნდა გენახა მისი სახე,რომ დამინახა.განა სოსომ მომიარა?თვითონ,თავისი ხელით.წამით ჩავხედე თვალებში და გეფიცები ისეთ რაღაცას გადავაწყდი გული მე გამიხდა ცუდად...საერთოდ არაა ისეთი თქვენ,რომ გგონიათ.ისევ ის სანდრაა,უბრალოდ კვლავ მიღება სჭირდება.პირველი ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება,რომელიმე მხარეს.მარტო ჩემი სიტყვებით ვერაფერს გავხდებით.თვითონ გაუჭირდება.ყველაზე მეტად იმ ამბებმა ის დააზარალა.წესივრად არ იყო სრულწლოვანი გამხდარი,ეგრევე ციხეში რომ უკრეს თავი.ადრე გახსოვს სისხლზე რა ემართებოდა.მახსოვს რამდენჯერაც წაიქცეოდა და პატარა ნაკაწრიდან წამოსულ სისხლს დაინახავდა ეგრევე გული მისდიოდა.ახლა?ახლა რეაქცია არ ჰქონია.მხოლოდ ჩემი სტკიოდა.ყველა ენატრება.სანამ გამომიშვებდა ისე ჩამეხუტა ვერ წარმოიდგენ,თითქოს ყველა მონატრება ამ ჩახუტებაში ჩაკლა მაგრამ მაინც ვერ ვუშველე-ლაპარაკობდა უმცროსი ნაკანი.მის წინ მჯდომი ქალი კი ტუჩებს იკვნეტდა და აღარ იცოდა სად წასულიყო,რა გაეკეთებინა აი უფროს ნაკანს კი...კედელზე მიეყრდნო შუბლი,ყურები უწიოდა მოსმენილისგან.თვალები ისე დაეხუჭა სტკიოდა და გასწითლებოდა.მაგრამ რა შედარება იყო ფიზიკური ტკივილი სულიერთან,იმის მიუხედავად რომ ხელის გულიდან უკვე სისხლი სდიოდა * * * -სანდრა,გაიღვიძე?-ღიმილით გახედა ახალ ჩამოსულს ქალმა და კვლავ ტაფას მიუბრუნდა -დილამშვიდობისა-ჩაიჩურჩულა და გვერდზე ისე ამოუდგა მაიას,ზედ არ შეუხედია.ოდნავ მოიღუშა მაია რაც ალექსანდრამაც შეატყო-რას ამზადებ?-კითხა და ოდნავ ტუჩი მოიკვნიტა.უნდოდა ოდნავ სითბო ეჩვენებინა,მაგრამ მაინც უხერხულად იყო.ქალმა კვლავ ღიმილი აიკრა სახეზე -ბლინებს -მშვენიერი...-ჩაიჩურჩულა და ტუჩი მოიკვნიტა-დაგეხმარო რამეში?.. -არა ჩემო გოგო,არაფერი არ მინდა...დაჯექი და მალე იქნება-სკამზე მიუთითა და ისიც წამში დაემორჩილა.ცოტახანი სიჩუმეში გაატარეს მაგრამ ბოლოს ქალმა ვეღარ მოითმინა -ალექსანდრა-შეყოვნდა,მაგრამ როცა მიხვდა,რომ თქმა საჭირო იყო საბოლოოდ უთხრა-გარეთ გასვლას არ აპირებ?-გაშეშდა გოგო და ოდნავ ახედა დედინაცვალს.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა -რაზე გავიდე მაი?რამე ხდება?-კითხა ოდნავი ღიმილით,თითქოსდა კითხვას ბოლომდე ვერ მიუხვდა მაგრამ ქალის გამოხედვაზე სკამს მიეყრდნო და ამოიოხრა -გადი ალექსანდრა...მართლა...აღარაა დრო,ძველ ცხოვრებას დაუბრუნდე?-გოგონას ოდნავ ჩაეცინა -ძველ ცხოვრებას ვერასდროს დავუბრუნდები მაი,ხომ იცი?ოთახში ავალ-წამოდგა,ნაცრისფერი მოკლე შორტი გაისწორა,გრძელი ზურმუხტისფერი ზედაც ჩამოიწია,მაგრამ როგორც კი შეტრიალდა გაშეშდა -შეიძლება?-ღიმილით იკითხა ნაცნობმა ადამიანმა.ყველას გადაავლო თვალი.შეუმჩნევლად თვალები აუცრემლიანდა საშინლად მოაწვა ნოსტალგია ნაცნობი სხეულების დანახვისას.მათთან ერთად ჰქონდა ბავშვობა გატარებული.თავი ოდნავ გადახარა და ოდნავ გაუღიმა,თავი დაუქნია და ისინიც წამში შემოლაგდნენ სახლში.სიჩუმე ჩამოწვა.მომღიმარ მაიას თავის დაკვრით მიესალმნენ და ალექსანდრას შეთვალიერება ღიმილით განაგრძეს,ისევე როგორც ის აკეთებდა.იღიმოდა მაია და ხვდებოდა თავისი გაზრდილის სიტყვები მართალი არ იყო.დაუბრუნდებოდა ძველ დროს და შეიძლება უკეთესიც გამხდარიყო.უჩუმრად გავიდა სამზარეულოდან,მარტო დატოვა დაბნეული ახალგაზრდები.წლების შემდეგ,აწ უკვე გაზრდილებს კვლავ ხედავდა.კვლავ ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,მაგრამ ვერც ერთი ვერ ბედავდა პირველი ნაბიჯის გადადგმას -ჯანდაბა,ესე გაშეშებული დიდი ხანი ვერ ვიქნები, გამატარეთ!-ამოთქვა,თვალების ტრიალით წაბლისფერთმიანმა გოგონამ და წამში დაუდგა წინ გოგონას-სანდრა...-ჩაიჩურჩულა და მონატრებულ მეგობარს,თავისი აცრემლიანებული,დიდი,ცისფერი თვალებით ჩახედა მის ნაცრისფერებს-ეხლა,რომ არ ჩაგეხუტო მოვკვდები!-უთხრა და წამში შემოხვია სუსტი მკლავები,მასზე ოდნავ მაღალს წელზე.ცრემლებმა ჯებირები გადმოკვეთეს-ჯანდაბა,მომენატრე!- უთხრა და მაგრად მოუჭირა გაშეშებულს ხელები,მაგრამ როგორც კი მისი შემოხვეული ხელები იგრძნო გაეღიმა და ახლა ღიმილით ატირდა.მალევე ალექსანდრას 3 სხეული ეხვეოდა და იკრავდა გულში.ჩუმად.სიტყვის უთმელად.იგრძნო ქალმა მასში ერთ-ერთმა,დიდ დანგრეულმა ნაწილმა,როგორ დაიწყო ნელ-ნელა ფეხზე წამოდგომა -მოგვენატრე... -მეც-ჩაიჩურჩულა აცრემლიანებულმა და ოდნავ ტუჩზე იკბინა-მეც მომენატრეთ * * * ჰამაკში გვერდზე ნუცა ეჯდა,წინ კი ირაკლი და ნერსე ერთიან,გრძელ სკამზე დამსხდარიყვნენ.ხმას ვერ იღებდნენ.რომ ამოეღოთ არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ,სანამ გადაპარსულ,ყავისფერთმიანმა არ გააღო პირი,მაგრამ მალევე დაკეტა.შემდეგ ისევ გააღო და ერდადერთი სიტყვა აღმოხდა -ალექსანდრა...-ამოიჩურჩულა ნერსემ ისე,რომ ყველას გაეგო.გახედა მონატრებულ მეგობარს და ღრმად ამოიოხრა-სანდრა...-რაღაცის თქმა უნდოდა კვლავ,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვერ უყრიდა სიტყვებს თავს.არ უნდოდა რამე არასწორი ეთქვა მისთვის -არ გინდა ნერსე...-თავი ჰამაკზე გადაეგდო,თვალებმიხუჭულს და ისე ამოთქვა.ახლა მზად არ იყო.მაგრამ ამაოდ ბიჭი არ გაჩერდა.ღრმად ამოიოხრა -თავს არ ვიმართლებთ.უბრალოდ გვინდა ჩვენი ხედვიდან დაგანახოთ ყველაფერი-ჩაიჩურჩულა ბიჭმა და მოჭუტული თვალებიდან მომზირალს სევდიანად გაუღიმა-იცი?ახალი ჩამოსული ვიყავი ის ამბავი,რომ გავიგე.შენს დაბადების დღეზე ხომ ვერ ჩამოგასწარი,მაგრამ ვგრძნობდუ.მაგ დღეს მთელი დღე უცნაურად ვიყავი.14_ის დილის საათებში უკვე აქ ვიყავი.უჩვეულად მიწყნარებული იყო აბრა.ჩემებმაც არაფერი არ იცოდნენ.ყველაფერი მაშინ გავიგე შენს ჭიშკარს,რომ მოვადექი.იცი რა ვიგრძენი?თითქოსდა შინაგანად დავიშალე.თითქოსდა ჩემი რაღაც სულის ნაწილი ამომგლიჯეს და არ ვიცი...დაფლითეს-საუბრობდა ბიჭი,უჭირდა მასაც ამაზე საუბარი.მაგრამ უნდოდა ამაზე საუბარი.საჭიროდ თვლიდა,გაეხსენებინა ის დაწყევლილი დღე-ჭიშკარის შემოღება მინდოდა მაგრამ ჩაკეტილი დამხვდა.არც არავინ არ იყო იქვე.არადა ვიცოდი,რომ სახლში უნდა ყოფილიყავით და ჭიშკარიც ღია უნდა გქონოდათ.ირაკლისთან დავრეკე.მან მითხრა ყველაფერი რაც მოხდა-წამით გახედა თავჩაღუნულს,რომელიც თავში ალაგებდა სიტყვებს.ოდნავ ნაღვლიანად ჩაეცინა ქერასაც -ხო...მე ვუთხარი და ისიც ჩემთან ერთად გატყდა-ჩაიჩურჩულა ქერამ და თავი ხელებში ჩარგო.თავი წამოწია ალექსანდრამ,რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ირაკლიმ კვლავ გააწყვეტინა-ალექსანდრა წამით არ გამივლია თავში ის,რომ შენ შეგეძლო მისი მოკვლა!შეიძლება რამე დაგეშავებინა,მაგრამ მოკვლა?!არასდროს გეფიცები!რომ დაგინახე სისხლიანი,როგორ დაეცი მუხლებზე,განადგურებული...ამის დედაც-შეიკურთხა-ვერაფერი გავაკეთე.უბრალოდ გავშეშდი და ვერაფერი მოვიმოქმედე -მეც იქ ვიყავი...ხომ იცი არა?-გააგრძელა ნუცამ-მეშინოდა.გვეშინოდა იქ მოკითხვის.პოლიციას,რომ ჩავაფრინდი,როცა იმ ჯანდაბას გიკეთებდა მაჯებზე...ძალა არ მეყო გამომეგლიჯე.არც ჩვენს სიტყვებს არ ჰქონია არაფრის ძალა.ვერ მოვედით იქ.ორი მიზეზის გამო.მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც შიში იყო-ცრემლიანი თვალებით შეხედა ალექსანდრას,რომელსაც აღარ შეეძლო.კვლავ უნდოდა ხმის ამოღება.იმის თქმა,რომ მათ არანაირად არ ადანაშაულებდა,მაგრამ კვლავ არ დააცადეს-გვეშინოდა,რომ იქ გამომწყვდეულს დაგინახავდით და გვეშინოდა,რომ არ მიგვიღებდი.სწორედ მანდ დავუშვით შეცდომა.არც კი გვიცდია შენთან არანაირი კონტაქტი.შეგვეშინდა შენი უარყოფის და შენი უდანაშაულო,გამომწყვდეული თვალების-უთხრა და გაშეშებულს ჩაეხუტა-ბოდიში რა...ძალა არ გვეყო,რომ გადაგვერჩინე-ეჩურჩულებოდა და ძლიერად იკრავდა გულში მონატრებულს.ვერ გაუძლო ალექსანდრამაც და მანაც მოხვია ხელები სულის მეგობარს -თქვენ რა შუაში ხართ-ამოთქვა,ცრემლების შეკავების მცდელობაში გართულმა-არც კი ვიცი რა გითხრათ იმის გარდა,რომ არანაირი დანაშაული და საბოდიშო თქვენ ჩემთან არ გაქვთ...პირიქით-მათთან გაიხსნა.ადრეც ასე იყო.სხვებთან,რომ მოგეკლა ვერ გახსნიდი.ვერ დაანახავდა თავის ნამდვილ სახეს.მხოლოდ მათთან.და კიდევ რამდენიმესთან.... -მალე ყველაფერი ისე იქნება,როგორც 10 წლის წინ,ჩემო ლამაზო ხომ იცი?-უთხრა ნარსემ,დამაჯერებელი ტონითა და თვალებით-შეიძლება უკეთესადაც იყოს.რა იცი-გაუღიმა და ისიც გააღიმა,იმის მიუხედავად,რომ მაინც არ სჯეროდა ამ სიტყვების ქალს -რადგან ჩვენ ეს შევძელით რაღა გვიჭირს.ძვლივს-ამოთქვა ირაკლიმ და გოგონებს ჰამაკში ჩაუსკუპდა-კვლავ შენთან ვართ!ჰალილუიაა -ბიჭო ჩაწყდება!რას აკეთებ!-დაუყვირა ნუცამ და ფეხზე წამოდგომა სცადა მაგრამ ბიჭმა უკან დააბრუნა და დაებღვირა -რა ჩაწყდება გოგო.თქვენ ორნი ჩიტის წონაც არ ხართ და ეს ჰამაკი მარტო ჩემს წონას...-სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო ბიჭმა,უეცრად რაღაცის ტკაცუნის ხმა,რომ გაიგეს და წამში აღმოჩნდნენ რბილ ბალახზე დამხობილები და აწუწუნებულები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.