ზამთრის მელანქოლია
ზამთრის მელანქოლია " დუმს და შემკრთალა კვლავ ზამთრიანი არე და მარე, ღრუბლების ტახტზე დასკუპებულა ნამგალა მთვარე, და ნიავი ქრის ხანდისხან ჩუმი, ხანაც მღელვარე, მსუბუქი ბინდი გადაჰფენია ჭარმაგ მწვერვალებს. ლამპიონები მოჰფენენ ნათელს არეულ ფიქრებს, მაქვს პასუხები, მაგრამ რატომღაც ვუყურებ კითხვებს, გონებას დაღლილს, როგორც ჭაობი მომენტი ითრევს, წამი იცვლება და კვლავ ფხიზელი შევცქერი სიზმრებს. წარსულის აჩრდილს კვალად დაჰყვება ნაცნობი სევდა, მელანქოლია შემოპარული უცებ გაბევრდა, ცრემლმა თავხედმა გამოსვლა სცადა, ვეღარ გაბედა, ღიმილი მინდა, არ შემიძლია, გული დაბერდა. დუმს და შემკრთალა კვლავ ზამთრიანი არე და მარე, ღრუბლების ტახტზე დასკუპებულა ნამგალა მთვარე, და ნიავი ქრის ხანდისხან ჩუმი, ხანაც მღელვარე, მსუბუქი ბინდი გადაჰფენია ჭარმაგ მწვერვალებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.