სულელის მოგზაურობა (თავი II)
თავი მეორე მაგი ძაღლი ვეტერინართან დავტოვე, ხურჯინი მხარზე მოვიკიდე , თეთრი ვარდი კი თმაში ჩავიმაგრე. გადავწყვიტე ჩემი ძველი მეგობრისთვის შემევლო, რომელიც უკვე 5 წელია ნანახი არ მყავდა…ტაქსი გამოვიძახე ის თვალის დახქმხამებაში გაჩნდა ჩემს წინ, ჩავჯექი თუ არა მანქანა აფრინდა მე კი ქალაქის ხედს შეცქეროდი, ვფიქრობდი ჩემს მეგობარზე, მას ბავშვობაში ყოველთვის აქებდნენ ეს ის ადამიანი გახლდათ, რომელიც ყველანაირი ნიჭით იყო დაჯილდოვებული მას არასდროს ეშინოდა საკუთარ სურვილებს და ოცნებებს მიყოლოდა საინტერესოა, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ალბათ ახლა ზედმეტად წარმატებული და საქმიანია იმისთვის,რომ ჩემზე დრო დაკარგოს… ამ ფიქრებში გართულს დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიე,როდესაც მანქანიდან გადმოვედი ჩემს წინ დაღვრემილი, გამხმარი სუროს ფოთლებში ჩაფლული სახლი დამხვდა, კარში თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა მელოდებოდა,თვალთან უსასრულობის ტატუ ჰქონდა გამოსახული, ხოლო ყელზე წითელი შარფი მოეხვია სახეზე კი ეშმაკურმა ღიმილმა გაულვა. მივუახლოვდი თუ არა ეგეევე გადავეხვიე შემდეგ კი სახლში შევედით. სამზარეულოში დავჯექი, მეგობარო გაზქურასთან ყავას ადუღებდა.ჩემი ყურადღება ხის დაძველებულმა და გადაქერცლილმა მაგიდამ მიიქცია,რომელსაც კატის ნაკაწრები ეტყობოდა, მაგიდაზე სრული არეულობა იყო ერთ მხარეს მიმოფანტულ მონეტებს დაინახავდით რომლის ზემოდანაც წაქცეული ფინჯანი ეგდო,მეორე მხარეს კი ხისგან გამოთლილ საქსოვ ჩხირებს და პატარა დანას. “ბოდიში გიხდი არეულობისთვის” მითხრა მან და მაგიდის ალაგება დაიწყო. მე დაბნეული ვუცქერდი მას ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდებოდა ადამოანი,რომელსაც ყველანაირი ნიჭი ჰქონდა იმისთვის,რომ წარმატებას მიეღწია სიღატაკესა და სიცარიელეში ცხოვრობდა. მსურდა მეკითზა მისთვის აქამდე, როგორ მოვიდა ის ხომ გამბედავი ადამიანი იყო ცხოვრების იმ ყველა ხელსაწყოთი, რომელიც ნათელ მომავალს პირდებოდა. რა არის მაგი ხრიკის გარეშე? რა არის ნიჭი შრომის გარეშე? რა არის რისკი მიზნის გარეშე? ათასი მსგავსი კითზვა მებადებოდა გონებაში… მეგობარმა ყავა მომიტანა და მაგიდაზე დადო მე ხელში ავიღე და მოვსვი… ჩემს ირგვლივ ყველაფერმა გაორება დაიწყო რამდენიმე წამის შემდეგ კი სრულ სიბნელეში აღმოვჩნი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.