შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,აფთარი,, თავი I


8-08-2024, 13:35
ავტორი Tuta Moon
ნანახია 861

შემოდგომის მოჟამული საღამო იყო. ციდან წამოსული ნამქერივით წვრილი წვიმა სახეში ეხლებოდა. კაშენეში ცხვირჩარგულს მხოლოდ ის სურდა, რომ სახლამდე მალე მიეღწია და თბილად მოკალათებულიყო გამათბობელთან. თან რამე ცხელი დაელია. ქუდიდან ჩამოცურებულ ჩალისფერი თმის კულულზე წვიმის წვეთი ეკიდა. იმდენად შეამცივნა, რომ მამის გაფრთიხელაბა უგუნებელყო და სწორედ იმ ქუჩაზე გადაუხვია, რომელიც სახლამდე სწრაფად მისვლას პირდებოდა.
- სადმე გეჩქარება ციცქნა? - მოესმა ზურგს უკან რამდენიმე წყვილი ფეხის ხმა.
გაყინული თითები აუკანკალდა და ტუჩები აუთრთოლდა. აზრადაც არ გაუვლია უკან მიბრუნება ისე აუჩქარა ფეხს. თუმცა ამაოდ. ძლიერად მოხვეული ხელი იგრძნო და გაბრძოლება სცადა. კივილსაც მოახერხებდა, მისი გაჩუმება, რომ ვერ მოეხერხებინათ პირზე აფარებული ჩვრით. შეშინებული მზერა მოავლო თავდამსხმელებს. სამი დათვალა, მაგრამ სახეები არ დაუნახავს. ხელ-ფეხის ქნევა სახეში გარტყმით შეაწყეტინეს და შეშინებული ძალით ჩატენეს მანქანაში.


***
- ჰეი აფთარო! - დაძახებამ ცამდე აწვდილი მუსიკის ხმა ვერ გადაფარა.

მანქანების სახელოსნოს კარი ფართოდ იყო გახსნილი და ეს მუსიკა, რომ არა იფიქრებდი აქ სულიერს რა ესაქმებაო.

- მგონი ჩვენთვის არ სცალია. - ბიჭმა თავი გააქნია და საკუთარი შესაკეთებელი მანქანის ცხვირზე ჩამოჯდა.

- ალბათ საქმეშია გართული, მოიცა უკეთ დავუძახებ. - მეორემ იქვე მიგდებული მეტალი აიღო და ფარეხის კარს ძლიერ შემოკრა. მუსიკამ საგრძნობლად იკლო და სახელოსნოს სიღრმიდან სილუეტი გამოძვრა.

გამხდარი, საშუალო სიმაღლის, ტოპზე გადაცმული სასაცილო კომბინიზონში გამოწყობილი, მზისფერთმიანი გოგონა დღის სინათლეზე გამოვიდა.

- უჩა?! - სტუმრის დანახვისას ჯერ კოპები შეკრა, მერე კი ფართოდ გაიღიმა და მისასალმებლად მუშტად შეკრული თითები გაუშვირა ბიჭს.

- სერიოზულად? - ჩაილაპარაკა მანქანასთან მყოფმა მის დანახვისას.

- ეს ვინ არის? - არც გოგონას გამოპარვია უცხო პირი თავის ტერიტორიაზე.

- მეგობარია, მანქანის შეკეთება უნდა, ხოდა შენზე უკეთესს ვის ვურჩევდი? - გაიღიმა უჩადწოდებულმა.

აფთარმა შემფასებლური სახით გახედა უჩას მხარს უკან მდგომ 1994 წლის ,,BMW,, მარკის ავტომობილს და მისკენ წავიდა. უჩაც უკან გაჰყვა ხელოსანს.

- მათე გაიცანი ეს აფთარია, როგორც უკვე გითხარი, ერთერთი უმაგრესი თავის საქმეში.

- მართლა ასე გქვია? - ჰკითხა მათემ მანქანის თვალიერებაში გართულ გოგონას.

აფთარმა სერიოზული სახით გამოხედა, თუმცა პასუხი არ გაუცია. ამიტომ ისევ ბიჭმა განაგრძო საუბარი:

- იცი რა მანქანა? - დამცინავად გაისმა მისი ხმა.

- კი ვიცი, - უპასუხა და ავტომობილის ახდილ ცხვირს ჩახედა. - ნადრიფტავები ჯართი.

მათეს დამცინავი სახე წაეშალა, უჩა კი სიცილისგან გაიგუდა ლამის.

- მაგარი მანქანაა, რას ერჩი?

- არ მითქვამს, რომ მანქანაა ცუდი. - აფთარმა მხრები აიჩეჩა.

- იცი მე..

- დატოვებ? - სიტყვის თქმა არ აცადა მათეს ისე დაუსვა კითხვა.

- კი დავტოვებ. - უპასუხა დაბნეულმა.

- გასაღები. - ხელი გაუწოდა, და მისკენ გამოწვდილ მკლავზე დახატული მრისხანე მზერით აღბეჭდილი ბუს ტატუ მაშინვე თვალში მოხვდა. ემოციები აემღვრა სხეულში, სისხლი ისე აუდუღდა, ცოტაც და ტანზე ხანძარი წაეკიდებოდა. აჩქარებული სუნთქვის შესაჩერებლად ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ფილტვებში დაიტოვა. ისევ გუდვის შეგრძნება დაეუფლა. თითქოს არსაიდან გამოჩენილი ხელი ყელში ძლიერ უჭერდა თითებს. გამოწვდილი გასაღები შკავებული ემოციით ჩამოართვა. მხოლოდ უჩას დაემშვიდობა ხელის ოდნავი მოძრაობით და ფარეხში გაუჩინარდა.

ფარეხში კი კვლავ ხმამაღალი მუსიკის ფონზე ამოსუნთქვას ხმაც ამოაყოლა, ძლიერად შეკრულ მუჭში მოქცეული გასაღები მაგიდაზე მიაგდო და რამდენიმე წუთის წინ შეკავებული ემოციები იქვე დაკიდებულ სავარჯიშო ტომარას დააცალა.


***

- მართლა დარწმუნებული ხარ?

- რას გულისხმობ? - უჩამ ცერად გახედა ჩაფიქრებულ მათეს.

- ამ.. პატარა გოგოში.. - შესაფერისი სიტყვა შეურჩია აფთარს და ისე მოიხსენია, როგორც ვერაფრისშემძლე ბავშვი.

- ეგ პატარა გოგო, როგორც შენ უწოდე ხელწამოსაკრავი არაა. - უჩას ჩაეღიმა და ავტომობილს სიჩქარე შეუცვალა. - დამიჯერე მეგობარო, იმაზე მეტი იცის შენივე მანქანაზე ვიდრე შენ.

- გამორიცხულია, - თავი უიმედოდ გააქნია მათემ. - საერთოდ როგორ იპოვე?

- ერთხელ საბურავის შეცვლაში დამეხმარა, ეგ რომ არა გზაზე დავრჩებოდი. - ამასწინათ გიყვებოდი კიდეც, შენ უგულოდ მისმენდი, მერე მეც თავიდან ამომივარდა.

- და ასე კარგად როდისღა მოასწარი მისი გაცნობა? - მათემ სიგარეტს მოუკიდა და მინა ჩამოსწია.

- სხვათაშორის, აფთარი შენამდე გავიცანი და მგონი შენზე კარგადაც. - გაეცინა, როცა მათეს გაღიზიანებული გამოხედვა შეატყო.


- რა ქვია?

- აფთარი.

- სინამდვილეში?

- არც ეგეთი ძმაა, ნამდვილი სახელი გამომეძალა, ეგ გოგო ბევრს არასდროს ლაპარაკობს პირადზე, მხოლოდ მანქანებზე შეუძლია ვრცელი პასუხი გაგცეს. - ჩაფიქრებულს გვერდულად გახედა უჩამ. - რა იყო? რას ეძიები?

- კარგი რაა.. - მინიშნებას მშვენივრად მიუხვდა, მაგრამ თავი მოხერხებულად დაიძვრინა - უბრალოდ, მგონია მანქანას გადასაგდებს გახდის.

- ვნახოთ. - უჩას ცალყბად ჩაეღიმა.


***

მოგონებების არეულ მორევს გონებაში დენის დარტყმებივით გრძნობდა. ძალით გაკავებული მაჯების ტკივილი თავიდან განუახლდა თითქოს, ყელში გახრჩობამდე წაჭერილ თითებს ახლაც ისევე გრძნობდა, როგორც მაშინ გონების დაკარგვამდე.

- ,,ისუნთქე,,

ახსენებდა საკუთარ თავს და დარტყმისგან შერხეული ტომრის ჯაჭვიც საშინლად ჟღრიალებდა.
სიბნელეში გამართული ბრძოლა უსამართლო იყო, დაუნდობელი და არათანაბარი. თვალებში და ხმაში ჩამდგარი შიში უმოწყალოდ სასტიკი, თუმცა არც ისეთი როგორც ის სამი უსულო მანიაკი.

- ,,არ გეშინია, აღარ გეშინია,,

ახლაც ისევე გაებზარა ხმა, მაგრამ წლების წინ ამომშრალი თვალებიდიან ცრემლები უკვე დიდიხანია რაც აღარ მოსდიოდა. სხეულის ტკივილი, იმდენად აუტანელი იყო, რომ მსგავსი აღარაფერი უგრძვნია მის შემდეგ. ისევ საკუთარმა გონებამ უშველა, როცა სხეულს დაძინება აიძულა.

- ,,აღარ გტკივა აფთარო, გონებას ვეღარაფერი დაგაკარგვინებს,,

უფრო გამეტებით დაუშინა სიმწრით შეკრული მუჭები სავარჯიშოს.

ისევ იმ ქუჩაზე დააბრუნეს და მანქანიდან ისე გადმოაგდეს როგორც ნაგავი. სხეულზე საცეცებივით შემოხვეული სიცივე ოდნავადაც არაფერი იყო იმ სულის ტკივითან რასაც იმ წუთას განიცდიდა. ძლივს აითრია ნაჯიჯგნი სხეული და სახლისკენ წაბარბაცდა. კიბეები მოაჯირზე დაყრდნობილმა აიარა, ჩანთაში გასაღები მოძბნა და აკანკალებული ხელით ძლივს მოარკო საკეტს.

ჩაბლენებულ და გაყინულ სიღრმეში შეაბიჯა. სადღაც გულის სიღრმეში შვება იგრძნო, როდესაც გაიაზრა, რომ მარტო იყო.

დედა უკვე წლებია აღარ ჰყავდა, ისევ რომ ჰყოლოდა, რა მოხდებოდა ახლა? ალბათ შეგვიანებისთანავე მოძებნიდა? იქნებ სულაც ერთად გაევლოთ ის ქუჩა და სულ არ გამხდარიყო მოსაძებნი.

მამა, როგორც ხშირ შემთხვევაში, ახლაც სამსახურში იყო. იმდენს ცდილობდა, იმდენს წვალობდა მისთის. რა მოხდებოდა ახლა სახლში, რომ ყოფილიყო? იქნებ იმედები გაცრუებოდა თავის თექვსმეტი წლის პატარა გოგონასგან?

ჩანთა შესასვლელშივე მიაგდო და საპიფარეშოსკენ გაიქცა. სანამ ტანსაცმელი გაიხადა, გული აერია და ძლივს მოითქვა სული, შემდეგ ყველაფერი ერთ ცელოფანში გამოკრა და იქვე მიმალა, რომ მომდევნო დღეს უჩუმრად გადაეგდო.

ბოლოს კი დაორთქლილ შხაპში შეაბიჯა. აცრემლებულმა და თითქმის ჭკუიდან შემცდარმა, ლამის კანი შემოიხია სხეულიდან. საკუთარი თავის ყოველი შეხება სძულდა ტკივილთან ერთად. ემოციისგან გადაღლილი სველ კედელს მიეყრდნო და ისე ჩაცურდა ქვემოთ, მკლავები მუხლებზე შემოიხვია და ასე რამდენიმე საათი დაჰყო აბაზანაში ხმით ატირებულმა.


ბოლოს და ბოლოს შეძლო თავის ხელში აყვანა და მუჭების ქნევა შეწყვიდა, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო, ამიტომ მუხლებზე დაეშვა და ხელებს დაეყრდნო. აჩქარებული გულისცემით სწრაფ-სწრაფად სუნთქავდა, შუბლზე მიწებებული თმა მტვრიანი მაჯით გადაიწია. ნელ-ნელა სუნთქვის დარეგულირება დაიწყო.

ყოველთვის იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. იცოდა, რომ ამ დღის დადგომისას ძლიერი უნდა ყოფილიყო. შინაგანი ფსიქიკა რასაც ამდენი ხანი ასანთის ღერებივით ფრთხილად აწყობდა, ვერ უნდა ჩამონგრეოდა.

- ,,ძლიერი ხარ აფთარო! წამოდექი! შენს შიშს თვალებში ჩახედე, მერე კი სახეში შეაფურთხე!,,



№1 სტუმარი უტა

კარგია, )))

 


№2 სტუმარი ნია

საოცარი ისტორიას. საინტერესო და დაძაბული. ბოლოს ხომ საერთოდ. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

გთხოვთ დაწეტეთ რა ინტერვალით უნდა დადოთ. იმედია არ დაიკარგებით და დიდხამს არ გვსლოდინებთ. წარმატებებს გისურვებთ
.

 


№3  offline წევრი Tuta Moon

ნია
საოცარი ისტორიას. საინტერესო და დაძაბული. ბოლოს ხომ საერთოდ. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

გთხოვთ დაწეტეთ რა ინტერვალით უნდა დადოთ. იმედია არ დაიკარგებით და დიდხამს არ გვსლოდინებთ. წარმატებებს გისურვებთ
.

მალმალე დაიდება შესაძლოა ერთიანადაც დავდო, რადგან თითქმის დასრულებულია უკვე

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

წარმატებებს გისურვებთ საოცრად წერთ. კარგი იქნება თუ ერთნაირად დადებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent