ლავანდისფერი მარტო'სულობა
მარტოობას ისეთი სევდის სუნი აქვს, გულმუცელს რომ აგიწრიალებს. მარტოობის დღეები გაუფერულებს, გტანჯავს, უსუსურს გხდის და დროთა სვლას ანელებს. ილევა ჩვენი ცხოვრება...ილევა, მაგრამ ჩვენთვის, მხოლოდ და მხდოლოდ ჩვენთვის. უკან მოიხედავ, თითქოს ბევრნი ხართ, შენთან არიან, მხარს გიჭერენ, მაგრამ არა...მარტო’სული ხარ. მხოლოდ შენ ხარ და არავინ სხვა. მომწონს, ტკივილი მათრობს, სევდა მამშვიდებს, ღიმილს მავიწყებს და მაჩვევს რაღაც ჩემეულს, თავისებურს, მომხიბვლელსა და ამოუცნობს. მარტო’სული ვარ, ყოველთვის ვიყავი და ალბათ ვიქნები. გულმუცელი მეწვის, მგონი ფილტვებშიც წყალი მაქვს, სუნთქვა მიჭირს, ჩემი ქალაქი ყელშია. ხალხი მომბეზრდა თავისი აურაცხელი პრობლემებით, არაფრისმთქმელი სახით ან პირიქით, ზედმეტი ცნობისმოყვარეობით. მთაში უნდა გავიხიზნო, რათა დავმშვიდდე, საკუთარ თავს მოვუსმინო და ვიგრძნო-ცოცხალი ხარ. *** -თაია, რა ფერია შენი სევდა? -გაინტერესებს? უცნაურია... -ახლა რომ გითხრა, მე შენი ყველაფერი მაინტერესებს-მეთქი, რას იფიქრებ? -ჩემი პასუხი მშვენივრად იცი, დანიელ -ვიცი, მაგრამ მინდა შენს თითოეულ სიტყვას ხელახლა ვუსმინო-იმედიანი ღიმილით შეხედა მისთვის ძვირფასს -ვიფიქრებ, რომ ბანალური ხარ -ბანალურობა ზოგჯერ ასწორებს, არა?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა, მაგრამ როგორც კი გოგოს არაფრისმთქმელ სახეს დააკვირდა, უბრალოდ გაეღიმა-ჩამეხუტე -რატომ ხარ აქ, დანიელ?-გოგოსკენ თავად მიჩოჩდა, მინდვრიდან გვირილა მოწყვიტა და მას გაუწოდა-ყვავილებსაც ვტკენთ... -შენთვის ვარ-გულში ძლიერად ჩაიკრა სუსტი სხეული, ლოყა გოგონას თავს დაადო და იქვე ნაზად აკოცა, თმის ბოლოები ხელში მოიქცია, შეიგრძნო მისი ლავანდის სურნელი-მიყვარს შენი სურნელი-თვალები მინაბა ბიჭმა-მაპატიე, ყვავილის ტკენისთვის -დანიელ, არ შემიძლია, მართლა. გულს გატკენ-ლოყაზე გრილი ხელები ჩამოუსვა ბიჭს და თბილი მზერით დააკვირდა მის უძირო მწვანეებს -მერე და ვინ თქვა, რომ ჩემი გულის ტკენა არ მიღირს ამად, პატარავ?-შუბლზე აკოცა-ნუ ღელავ, მთავარია შენ არ გეტკინოს. ჩემი არასდროს შეგეშინდეს, გთხოვ -შენი როგორ შემეშინდება, ძვირფასო-გაიღიმა-ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ ჩემი ცხოვრების, დანიელ-თვალიდან კურცხალი ცრემლი გადმოუგორდა და შუბლი ნიკაპზე მიადო ბიჭს-მაპატიე უსუსურობა -შემომხედე, თაია-ნიკაპზე თითები ჩაავლო, თვალები გაუსწორა, წინ ჩამოყრილი თმა ნაზად შეუსწორა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა-ნუ მთხოვ პატიებას მხოლოდ იმიტომ, რომ განსაკუთრებული ხარ და ემოციებს გამოხატავ. მე აქ ვარ, შენთან. იყავი ის, ვინც ხარ, იტირე, იჩხუბე, გაიღიმე, თუნდაც ნივთები დაამსხვრიე, მე არსად წავალ, მანამ სანამ შენ არ მოისურვებ. -მე არც ახლა მინდა, რომ აქ იყო, დანიელ...-გაუბედავად, გბელნაკბენივით მოშორდა ბიჭს, თითქოს ეშინოდა -გთხოვ...ძალიან გთხოვ, ამას ნუ მეუ...-გააწყვეტინა -შენ გთხოვ, ძალიან გთხოვ...ნუ მაიძულებ უფრო მეტად შეგეჩვიო და შენ ნუ... -თაია, ბევრჯერ გაგიმეორე და კვლავ გიმეორებ - მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს! -რა იცი?-თბილად გაეღიმა. იცოდა, დანიელი არასდროს ატკენდა გულს, იცოდა მისი ხასიათი, არასდროს უნახავს ბიჭი, რომელსაც შეეძლო უანგარო, წრფელი სიყვარული, არასდროს უნახავს ბიჭი, რომელიც მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა, არასდროს უნახავს ბიჭი, რომელიც წონასწორობასა და სიმშვიდეს მაშინაც კი ინარჩუნებდა, როდესაც გაბრაზებული იყო-შენ არაფერი იცი, ჩემო -იცი, რომ არ გავბრაზდები, იცი რომ პასუხს არ მოგთხოვ, იცი რომ გულს მტკენ, თაია-გაეღიმა-იცი, მაგრამ ეგოს იმშვიდებ. ჰო, ეგრე ნუ მიყურებ-თმა ყურზე გადაუწია და იქვე ნაზად აკოცა-ეგოს იმშვიდებ. გგონია მარტო ყველაფერს გაუმკლავდები, რომ არავინ გჭირდება, საბოლოოდ ყველა მიგატოვებს და გატკენს. თითქმის 1 წელია, 1 წელია მიცნობ, ნუთუ ვერ დავიმსახურე შენი ნდობა, პატარავ -არა მარტო ჩემი ნდობა, შენ მე დიდი ხნის წინ დამიმსახურე, დანიელ, მაგრამ არ გამოდის, ვერ...ჩემთვის არ მემეტები, ჩემო სიყვარულო-თავი მკერდზე მიადო-ასე ვიყოთ, ცოტახნით, გთხოვ -ვერაფერს ფიხერხებ, რა გიყო?-წარმოთქვა 5 წუთიანი დუმილის შემდეგ და გოგო ძლიერად ჩაიკრა გულში, თითქოს იცოდა, გრძნობდა, აღარფერი იქნებოდა ძველებურად -არ მომიხერხო, არ ვიმსახურებ -შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, დაიმახსოვრე! არასდროს გაბედო და ჩემთან არ თქვა, რომ არ გიმსახურებ, თაია! განა, ვინ ვარ? ვინ ვარ, თუ არა ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც წრფელი გულით უყვარხარ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემთვის ვინ ხარ, სიტყვები უძლურია, ჩემო პატარავ-სევდა ჩასდგომოდა თვალბში, ხმაში, სულსა და გულში -მიყვარხარ, დანიელ -ვიცი, ჩემო, ჩემ... -შენც ხომ გიყვარვარ, დანიელ-ვერ მოითმინდა, სიტყვა გააწყვეტინა ბიჭს,ზემოდან ახედა და დააკვირდა მის ღიმილიან, მომლოდინე სახეს -ყველგან, ყოველთვის, მხოლოდ შენ მიყვარხარ, ჩემო - დაეწაფა მის სანუკვარ, თბილ, ტკბილ ბაგეებს და კვლავ შეიგრძნო საყვარელი ქალის სურნელი. *** -ეშმაკი ქალი ხარ თაია-უწყრებოდა მეგობარი -არც არასდროს მითქვამს, რომ არ ვარ, სანდრო-საბუთებიდან თავი არ აუღა, ისე გასცა პასუხი კაბინეტში ახლახან შემოსულ ბიჭს-ან სად გცალია ჩემი ეშმაკობისთვის? სარჩელები მზად არის? - წარბის აწევით გახედა მეგობარსა და კოლეგას -რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქმე-თვალი ჩაუკრა გოგოს-ახლა მეორე, შეუბრალებელი ხარ, რადგან გიორგის ერთ შანნსაც არ აძლევ, ის ბიჭი ყოველ დღე მეუბნება, იქნებ როგორმე დაარწმუნო, რომ შემხვდესო და... -სანდრო! გგონია, ისეთი კაცი მჭირდება გვერდით, რომელიც უარის მიუხედავად ჩემს უახლოეს მეგობარს ეკედლება და ჩემს შეხვედრაზე დათანხმებას სთხოვს? უტრაკო კაცები არ მჭირდება და საერთოდაც, კაცი არ მჭირდება, შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ! -დამშვიდდი, არ მცემო, ქალბატონო თაია-ხელები აწია დანებების ნიშნად-გიორგი ჩემი ნათესავია და ამიტომ შემომჩივლა შენგან უგულებელყოფილმა, გეფიცები ტვინი მომი*ნა -მთელი ცხოვრება ეგრე დარჩება, ჩემგან უგულებელყოფილი-თვალი ჩაუკრა-გადაეცი, რომ ნუ ცდილობს შემოვლითი გზებით ჩემთან უკუკავშირს, გავეცი უკვე შესაბამისი პასუხი -მოიცა, მოიცა, რამე ხომ არ მიქარა მაგ გამოქლიავებულმა?-თვალები დააწვრილა ბიჭმა და თაიას მიუახლოვდა -გაებედა?! -კარგი, კარგი, არ გჭირდება ჩემგან დარიგება ბიჭებთან როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ ჰო იცი, თუ რამე დაგჭ... -მუდამ ჩემთან ხარ და იქნები-გაუღიმა მისთვის ძირფას ადამიანს -კარგი გოგო ხარ-მიუახლოვდა და თბილად ჩაეხუტა, შუბლზე მსუბუქად აკოცა-ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს, თაია -კარგი, ჰო, გავიგე, სანდროო. სამსახურში ვართ, გაიწიე ახლა-ძლივს მოიშორა ბიჭი -ასე უნდა მეგობრობა? ნწ ნწ, მე ყველაფერს ვიმახსოვრებ, წავედი, ისევ ჩემს სარჩელებს თუ ვენდომები, თორემ სიყრმის მეგობარიც კი ხელს მკრავს უკვე-არარსებული ცრემლი მოიწმინდა -მასხარა ხარ-სიცილით თავი გააქნია -უი, ერთიც და დაგტოვებ, თქვენო აღმატებულებავ-კარისკენ მიდიოდა, უეცრად რომ შემოტრიალდა -ამჯერად რა ხდება?-ხელები გადაიჯვარედინა პასუხის მოლოდინში -დანიელ... -გეყოფა, სანდრო!-ტანში გაცრა-არაფერი თქვა...გთხოვ-ბოლოს ვედრებით დაამატა, თავის გატეხვა არ სურდა, წარსულს არასდროს იხსენებდა, ვერ... -ჩამოდის. სევდა და ტკივილი იგრძნო მთელ სხეულში, მუხლები ისე დაუსუსტდა, მაგიდის გვერდით ჩაიმუხლა და თავი მუხლებში ჩარგო. კურცხალი ცრემლი ჩამოუგირდა - 1, 2, 3... -მეტისმეტია, ღმერთო... *** რა ფერი აქვს გრძნობის მონატრებას? მაცდუნებელი ლავანდისფერი. და მაინც, რატომ ეყრება ორი მთრთოლვარე სული ერთმანეთს?! ***. -რა გინდა დანიელ, ჩვენ ხომ შევთ... -რაზე შევთანხმდით თაია, რაზე? ეს შენ გადაწყვიტე, რომ აღარ გენახე. როგორ შეგიძლია ასე ერთი ხელის მოსმით ხაზი გადამისვა? -ხომ გამიცანი, არა? -რომ გაგიცანი ამიტომ ვარ აქ, ვიცი, გეშინია. გეშინია მომავლის, შენი გრძნობების, ან იქნებ, ჩემიც?-ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა და თითქის ბოლო ამოსუნთქვაც ამოაყოლა სიტყვებს -არა, არა...-ბიჭს მიუახლოვდა და ლოყაზე ხელები მიადო-შენ არასდროს იქნები მიზეზი ჩვენი განშორებისა, ჩემო სიუყვარულო, გთხოვ...არ გავამძაფროთ ჩვენი სიტუაცია -რას მეუბნები, თავად თუ ხვდები, პატარვ?-ნამსხვრევებად იქცა ბიჭი, არ იმჩნევდა, მაგრამ თვალებიც კი შუშის გაუხდა -მე ერთი ეგოისტი გოგო ვარ, რომელსაც უნდა იურისტი გახდეს, რომელსაც უნდა საკუთარი თავი სწავლას შეალიოს და საკუთარი თავი მარტოობას მიუძღვნას-ტკივილიანი ხმით წარმოთქვა ეს უბადრუკი სიტყვები-მე, მე... -შენ მშიშარა გოგო ხარ, რომელიც გაურბის იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც არავინ აკისრებს! მე შენ სწავლას გიშლი? ვინ მომცემს ამის უფლებას ან რატომ ვიკადრებ ამას? თავადაც სწავლაზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს იმაში, რომ მიყვარდე, ჩემი თავი შენ მოგიძღვნა და ჯანდაბაა...მიყვარხარ, გესმის? მე შენ ძალიან მიყვარხარ, პატარავ-შუბლი შუბლზე მიადო გოგოს, მთელი სახე დაუკოცნა და თბილად ამოილაპარაკა-ნუ დამტოვებ, გთხოვ...შენთან მინდა -მეშინია. მეშინია ჩვენი, დანიელ. -ჩვენ შენი მშობლები არ ვართ თაია!-თვალი გაუსწორა გოგოს შავ, ცრემლიან თვალებს-მე არ ვარ ნაძირალა, რომელიც გულს გატკენს, შენ არ ხარ ის, ვინც მსხვერპლი იქნება ამ ურთიერთობაში! შენ ჩემი მზე ხარ, მე შენი მთვარე, თუ როგორ ამბობ ხოლმე?-სევდიანად გაეღიმა -მე შენი მცხუნვარე მზე, შენ ჩემი მანათობელი მთვარე... -მწვავ, ნამდვილად მწვავ, მაგრამ შენ გარეშე ჩავქრები, გესმის? 21 წლის ბიჭი ვდგავარ და გეხვეწები, გეხვეწები, რომ არ დამტოვო, ღმერთო, ცხოვრებაში არავინ მყვარებია, არავის გადავუყვანივარ ჭკიუიდან, თაია, არც კი მჯერა ახლა რას ვაკეთებ, საკუთარ თავმოყვარეობას ვაბიჯებ? არა! საყვარელი ქალის შენარჩუნებას ვცდილობ, რადგან მე შენთან მინდა, მე შენი სიყვარული მინდა, მე მინდა არაფერი გეტკინოს, მე მინდა მუდამ გაღიმებულ იყო, მინდა შენი ცრემლები დავაშრო, ჰო, ნუ იღიმი და ნუ ტირი...-ცრემლები შეუშრო და ლოყაზე თბილად აკოცა, იქვე ამოიჩურჩულა-მხოლოდ სიხარულის ცრემლებს უნდა ვხედავდე, როცა რამე შეგაწუხებს სასთუმალთან მე უნდა ვიყო, გესმის ჩემი? მხლოლოდ მე და სხვა არავინ. ამას ვერ და არ ავიტან! -შეუვალი გაუხდა ხმა-არ ვაპირებ შენს დატოვებას, არ ვაპირებ ხელი გკრა, არ ვაპირებ მიგატოვო და შენც არ მოგცემ ამის უფლებას, გესმის?! -რატომ გიყვარვარ დანიელ, განა რა მოგეცი ტკივილის მეტი...-სახეზე ხელები აიფარა -შენი თავი, პატარავ-გულში ძლეირად ჩაიკრა სუსტი, ფარატინა სხეული და თავზე ძლიერად აკოცა-ნუ ამბობ ამას, შენ მე გჭირდები, ნუ ფიქრობ, რომ არასაკმარისი ხარ, გთხოვ...ერთად გავუმკლავდებით -მეშინია, არ მინდა ერთ დღეს გავიღვიძო და მარტო ვიყო, არ მინდა შენი ბალიში ცარიელი დამხვდეს, არ მინდა მარტო ვიტირო, არ მინდა მარტო მტკიოდეს, არ მინდა, ხვდები? მაგრამ მგონია, რომ ვერ ამიტან, ვერ გამიძლებ... -შენ ამიტან? აიტან დანიელს, რომელიც ზოგჯერ უხასიათოდ იქნება? აიტან დანიელს, რომელიც ზოგჯერ გადაღლილობისგან ქანძგაწყვეტილი იქნება? აიტან დანიელს, რომელსაც შეიძლება ზოგჯერ არაფერი უნდოდეს? აიტან? -ავიტან, ჯანდაბა, დანიელს ყველგან და ყიველთვის ავიტან!-ცხარე ცრემლით ტიროდა საკუთარ უსუსურობას, სიმხდალეს, ეგოისტობას და დანიელს -ერთმანეთის სიყვარულს ავიტანთ, მთელი ცხოვრება, ჩემო ფერია. ორი მთრთოლვარე გული შეერთდა. ხელები სახეზე. ტუჩები ტუჩზე. გული გულის წილ, სული სულის წილ. *** გათენდა დილა, არ გასათენებელი. ხელები საწოლზე. სისხლიანი თვალები ცარიელი ბალიშისკენ. გული გულის წილ. სული სულის წინ. დამსახურებული მარტო’სულობა. დაუფასებელი სიყვარული. ცრემლიანი ცარიელი ბალიში. *** -მოგესალმებით, ბატონო დანიელ, კეთილი იყოს თქვენი ჩვენს კომპანიაში მობრძანება, დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. პირველი გაუბედავი შეხება 5 წლის შემდეგ. პირველი გაუბედავი ცრემლი. პირველი გაუბედავი თვალის გასწორება. პირველი გაუბედავი სიყვარული. -მოგესალმებით, ქალბატონო თაია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს. პირველი არაფრისმთქმელი მზერა 5 წლის შემდეგ. საპირფარეშოში სწრაფი ნაბიჯებით გაემართა, უჰაერობა დაეწყო, იქ ვერ დარჩებოდა, არა, არა, დანიელ! საპირფარეშოს კაბინას ხელებით ჩამოეყრდნო და ცრემლებს გასაქანი მისცა. რამდენიმე წუთის შემდეგ იგრძნო, აქ იყო. გული გამალებით უცემდა, არ შეტრიალდებოდა, ვერ. ყელთან ცხელი სუნთქვა. -ვერასოდეს აპატიებ საკუთარ თავს, რომ შეგეძლო გყოლოდი, მაგრამ აღარასოდეს გეყოლები-თვალები სარკეს გაუსწორა, უფრო სწორად დანიელის ამღვრეულ, ირონიულ, უცნობ, მაგრამ თან ნაცნობ თვალებს. შემოტრიალება ვერ გაბედა -დავიმსახურე-გაჭირვებით გაიღიმა -ნამდვილად, ის მიიღე რაც გინდოდა. მარტო’სულობა -დანიელ... -აღარ გაბედო!-თითი დაუქნია-შეხვედრამდე, ქალბატონო თაია. სხეული ეწვოდათ. სიყვარულისგან? მონატრებისგან? ბრაზისგან? იმედგაცრუებისგან? იქნებ, ყველაფერისგან?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.