შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საჩუქარი დაქალებისგან ( წერტილზე ოდნავდიდი ისტორია)


16-08-2024, 13:30
ავტორი ვე რა
ნანახია 2 147

საჩუქარი დაქალებისგან

_ამ საცოდავს რა ჯანდაბა სჭირს?_ ვკითხე მაგდას და ზედ სარკეზე აკრულ ნინას გვერდი ისე ავუარე, როგორც კეთროვანს.

_ შეხედე და მიხვდები!_ თვალი ჩამიკრა მაგდამ.

_ ნინააა!_ დავუძახე დაეჭვებულმა. ნელა მოატრიალა ქერა ლამაზი თავი და კინაღამ გული შემიღონდა. ტუჩები არანორმალურად დასიებოდა, უცნაურად გამობუშტვოდა და მოლურჯო პრიალა ფერად შეფერვოდა.

_ვაიმე, ბზიკმა გიკბინა?_არარსებული მწერის საპოვნელად ოთახი მოვათვალიერე.

_ ბზიკი არა ისა კიდე! _ ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ და ისევ სარკეს მიუბრუნდა. გაუგებარი აღტაცებით დააცქერდა საკუთარ ატომურ ტუჩებს.

_ დაუბერია ქალო!_ ამრეზილი მზერით შემოაბიჯა ნათიამ, მანქანის გასაღები კარადაზე მიაგდო, ცალი ხელით ზურგსუკან "აზღუდი" შეიხსნა, შორს ჯანდაბაში მოისროლა და მარადდაღლილი სახით პირდაპირ საწოლზე გაიშხლართა.

_ სად იყავი?_ მივხვდი პირდაპირ სამსახურიდან მოდიოდა.

_ ფოთში ვიყავი, ახალი მაღაზია გავხსენით! ამოვიდა ყელში მე მაგათი...!_ შეუკურთხა თავის "დიდ ბოსებს" გამოცდილი ბებერი ტაქსისტივით.

_ ფოთს როგორ მიაგენი?_ აჭახჭახდა ხატია ქუსლიანების კაკუნით მოგვიახლოვდა და ფეხიფეხზე გადადებული ჩამოუჯდა გვერდით. მარგალიტისფერი ვარდისფერი შილაკით მორთული ფრჩხილები ნათიას კუნაპეტ თმაში ნაზად შეუცურა.თითქოს თავის ტკივილს უამებდა ისე მოეფერა.

_ ქალებოოო მოვიდა ყინულიანი მოჰიტო!_ლანგარზე დაწყობილი ყინულიან_ პიტნიანი ჭიქები ოსტატურად ცალი ხელით შემოარბენინა ნატამ, აშკარად სტუდენტობის დროინდელი გამოცდილება იყო, როცა მიმტანად მუშაობდა ერთ ბარში.

_ოეეე ყანაა, დაიწყო ჩვენი "დევიშნიკი"!_ ერთი ჭიქა აიღო და ნეტარი სახით მოიყუდა. მე ისევ ნინას გავხედე, ვერაფრით ელეოდა ახალ ტუჩებს.

_ გოგო, რაღა ჩემი ქორწილის წინ დაისიე თავ_პირი!_ საკუთარ შინაგან ნერვიულობას მიმართულება მივეცი.

_ მეჯვარე კი არ ვარ! ე, იმ ლოთს უთხარი თავს ნუ მოიკლავს! თორე მე რა მედარდება!_ თვალით ჭიქაში ჩამძვრალ ნატაზე მანიშნა და ლანგრიდან ცივი სასმელი ააცალა.

_ და რა? ამით აპირებთ გამოთრობას? ესაა წვეულება?_ ირონია ჩააქსოვა ყინულიან მოჰიტოს ხატიამ.

_ მე რამე მაგარი მინდა!_ ბალიშში თავჩარგულმა ამოიკვნესა ნათიამ._ საფეთქელი მძვრება მგონი!

_მარტინი?_ იკითხა ნატამ მიამიტად.

_ ჯანდაბას, მთლად ჭაჭას ნუ ჩახეთქავთ ახლა!_ ჩავიქნიე ხელი.
დაახლოებით ერთი საათი ხმამაღალ ხორხოცში, ძველის გახსენებაში და სამომავლო ოცნებების სადღეგრძელოებში გავლიეთ საძინებლის ხალიჩაზე ფეხმორთხმით მსხდრებმა.

_ რა ქენი მისწერე რომეოს? რაო მოეწონა?_ მკითხა ხატიამ.

_ მოეწონებოდა აბა არა?_ დასტურ უპასუხა ნინამ.

_ ჩემო ნიჭიერო!_ ჩემი თავი კალთაში ჩაიდო მოფერიანებულმა ნათიამ.

_ რაღაც საეჭვოდ სდუმს!_ წარბი ასწია ნატამ.

_ მადლობაო, ლამაზი ლექსიაო!_ იმედგაცრუებულმა დავხუჭე თვალები.

_ მერე?_რაოდენობაარეული ჭიქა დაუშვა ხალიჩაზე მაგდამ.

_ წარმატებებიო!_ ავიჩეჩე მხრები. წამით ყველა გაჩუმდა. ვინ, თუ არა მათ, იცოდა როგორ მიყვარდა რომეოს სიმღერები და ერთი არცთუ ისეთი დიდი ოცნება მქონდა, მისთვის დამეწერა ლექსი, რომელსაც ქუჩაში სხვა სიმღერებთან ერთად იმღერებდა. მაგრამ როგორც სჩანს ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა.

_ ჯანდაბა მაგას!_ გაცეცხლდა მოულოდნელად ნინა._ რაო, რა არ მოეწონა ნეტავ?

_ არ მოეწონა და ისე იყოს!_ ნინას დამშვიდება სცადა ხატიამ.

_ კარგით რა გოგოებო, ხვალ ქორწილი მაქვს! რა დროს რომეო და ჯულიეტაა?_ ამოვიოხრე მე.

_ არადა ზოგი ოცნება სწორედ ქორწილამდე უნდა ახდეს, თორემ მერე შანსი აღარ აქვთ! ხომ ხვდებით არა?_ თავი ჩაქინდრა ნატამ.

_ მოდი, კარაოკე_ბღავილი ვის უნდა?_ ფეხზე ადგა ნათია, სპეციალურად ამ საღამოსთვის მოტანილ, ჩემი ნათლულის კარაოკე მოწყობილობას მიადგა.

_ მე მინდა!_ წამოვხტი გახარებული.

_ რა ჩავრთო?

_ რომეო..._ ისე შემომხედეს სული ფეხებში გამეპარა.

_ ჰეი, სექსი ლეიდი!_ უცებ შევცვალე "პლასტინკა" და საცოდავად გავიღიმე. აშკარა იყო ამ სახლში რომეოს სიმღერას აღარავინ გააჭაჭანებდა.

_ ისე სად მღერის ეგა?_ ფრჩხილებს საეჭვოდ უკაკუნებდა ჭიქას ნინა.

_ არაა, _ ცოტახანში ცეკვით და სიმღერით დაღლილები ისევ ხალიჩას რომ დავუბრუნდით, ხატიამ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა._ ეს რანაირი წვეულებაა? რაღაც აკლია!

_ ხოო, დაკუნთული ფორმიანი სტრიპტიზიორები !_ სადღაც ხუმრობასა და რეალურ სურვილს შორის გამოაკვეხა მაგდამ.

_ ახლა ნუ გარეკეთ!_ გამეცინა მე და ჩემი საქმროს სახე წარმოვიდგინე ვინიცობაა უცებ მოვნატრებოდი და მოსულიყო._ შანსი არაა!

მათი აცუნდრუკებული ფანტაზიები რომ მომეთოკა მორიგი ბოთლი ჩამოვაძვრინე თაროდან.
_ ჩასკდით ბარემ და ეგაა!

თანდათან რეალობის შეგრძნება დამებინდა. ბოლოს საერთოდ ვეღარ ვარჩევდი რა იყო რეალობა და რა სიზმარი. მახსოვდა, რომ სადღაც წავედით მანქანით, მახსოვდა მანქანის ლუქიდან ამომძვრალი ხატია გაჰკიოდა რაღაც ასეთს: " ვისია, ვისია ქალი ლამაზიო?!" მახსოვს პატრული მოგვდევდა, მახსოვს უაზრო სიცილი და ამ ყველაფერს ფონად ის ლექსი, რომელიც რომეოს გავუგზავნე.

დამძიმებული თვალები ძლივს გავახილე. ჩემს სახლში ვეგდე დივანზე, თავი მიბრუოდა, ძლივს წამოვჯექი. ფეხები იატაკზე ჩამოვწიე და სიგრილე მესიამოვნა. ოთახში დილის რიჟრაჟი იდგა. მიტოვებული ჩართული დინამიკებიდან რაღაც საოცრად ნაცნობი სიმღერა იღვრებოდა. ყური მივუგდე და გაოგნებულმა გავხედე დინამიკს.
რომეო მღეროდა სწორედ იმ ჩემს სევდიან ლექსს. მღეროდა თავისი ცოცხალ, ძლიერი და ექსპრესიული ხმით მე რომ ასე ძალიან მიყვარდა.
პულტი ავიღე და გაოგნებულმა მთელ ხმაზე აღრიალებული დინამიკი გამოვრთე.
თითქოს ყურებმა და თავმა ერთად ამოისუნთქეს. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გავიფიქრე, ალბათ მეზობლები გამარჯობას აღარ მეტყვიანმეთქი. რომ მოულოდნელად სასიამოვნო მამაკაცური ხმა მომესალმა ოთახის სიღრმიდან.

_ გამარჯობა ვერა!_ ადგილზე შვხტი შეშინებული, თვალები მოვაცეცე.

_ ვინ ხარ?_ ვკითხე სიბნელეს.

_ის, ვინც შენ ინატრე!_ ჩაეცინა ხმას._ უკვე მეგონა აღარასდროს გაიღვიძებდი.
ავდექი დამფრთხალი და სინათლე ავანთე. ჩიტებიანი ჭაღიდან ჩამოღვრილმა სინათლემ სწორედ ჭაღის ქვეშ მჯდარი, არა უფრო სწორედ სკამზე მიბმული წელსზემოთ შიშველი მამაკაცი გაანათა.

_ ღმერთო ჩემო!_ შევიცხადე მე და ორივე ხელი დაღებულ პირზე ავიფარე. ნეტავ რა ჯანდაბა ჩავიდინეთ?! ჩემს წინ ჩემი საყვარელი მომღერალი იყო "სკოჩებით" სკამზე დაბმული და გვერდზე თავგადახრილი ინტერესით მათვალიერებდა.

_ საინტერესოა!_ ჩაილაპარაკა ღიმილით.
საკუთარი თავი შევათვალიერე. რაღაც საოცრებას ვგავდი ალბათ, კოშმარული ფილმიდან გადმომხტარს. თმაგაჩეჩილი, უცნაური ჩამოდღაბნილი ბრჭყვიალა მაკიაჟით და ნამთვრალევი დასიებული თვალებით.

_ რა მოხდა გუშინ?_ ისევ მას ვკითხე, რადგან ამ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ მხოლოდ მას უნდა ხსომებოდა.

_ ახალი სიმღერა ჩავწერე"თ"!_ გაეცინა მას. აშკარად დავიჭირე როგორი აქცენტი გააკეთა მრავლობით ფორმაზე._ არ გამანთავისუფლებ?
სიცილი ძალიან უხდებოდა.

_ ბოდიში! ახლავე!_ მიმოვიხედე და იქვე ხალჩაზე მიგდებულ მაკრატელს დავწვდი.

_ ჰოო, ცოტა ფრთხილად, გუშინ შენი დაქალი ამ მაკრატლით რაღაც საშინელებას მიპირებდა!_ ისევ უცნაურად იღიმოდა. მაშინვე მივხვდი რომელიც.

_ ნინა?

_ ის ტუჩებგადმოტრიალებული!

_ ჰოო, ნინა!_ საწყლად ამოვიოხრე.

სწრაფად გადავჭერი გულუხვად დახარჯული წებოვანი ლენტი.

_ რას გემუქრებოდა?_ მაინც დამაინტერესა.

_ უარის შემთხვევაში რაღაცის მოჭრით დამემუქრა!_ შეწუხებულს თვალი იმ სავარაუდო "რაღაცისკენ" გამეპარა. გადაიხარხარა.

_ არა, ენას ვგულისხმობდი!_ დაამატა უფრო მეტი სიცხადისთვის.

_ მადლობა სამყაროს!_ ამოვისუნთქე შვებით. აბა როგორი საქმე იყო, შენ საყვარელ მომღერალს შენივე საუკეთესო დაქალი "რაღაცის" მოჭრით რომ დაემუქრება?!

_ ბოდიში ყველას ნაცვლად!_ ვუთხარი და თვალი მისი თვალებისკენ ქურდულად გავაპარე.

_ სხვათაშორის კარგი გამოვიდა!_ წამოდგა და უძრაობისგან დაბუჟებული მკლავები გაავარჯიშა._ ასეთი გიჟები სად შეიყარეთ?!

_ რა?_ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა

_ სიმღერა, იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე მეგონა!_ მითხრა, ხალიჩიდან დაცლილი მარტინის ბოთლები აიღო და შემფასებლურად შემათვალიერა.

_ ახლა რა ვქნათ?_ ვკითხე აწურულმა_ მობილური მოგიტანო, დარეკავ პატრულში?
ისევ გაეცინა.

_ არა, უბრალოდ უფლება უნდა მომცე!

_ რისი უფლება?_ ახლა კი სულ ავირიე.

_ სიმღერის! მაძლევ ნებას შენი ლექსი ვიმღერო?_ არ ვიცი წარმართი მლოცველები როგორ უყურებდნენ თავიანთ კერპებს, მაგრამ მგონი ჩემი მზერა არანაკლები უნდა ყოფილიყო მათსაზე.

_ არ ხუმრობ?_ ვკითხე ხმის კანკალით.

_ გილოცავ ვერა!_ მიპასუხა სიცილით, სადღაც მკუჭული საკუთარი მაისური აიღო, სწრაფად გადაიცვა და წავიდა.
მე კი ვერაფრით მივხვდი, ქორწილს მილოცავდა, თუ ახალი სიმღერის დაბადებას.

მობილური ავიღე და ნინას ნომერი ავკრიფე.
_ რა ჯანდაბა გავაკეთეთ გუშინ?_ მთელი სერიოზულობით ვკითხე.

_ უბრალოდ დაქალს ქორწილის წინა გიჟური სურვილი შევუსრულეთ!_ ჩაეცინა მას უდარდელად._ მზად ხარ?

_ რისთვის?_ ვკითხე გაოგნებულმა.

_ გათხოვებისთვის ქალოოო! _ დამკივლა მან_ მანდ ვარ ორ წუთში. აბა ვაჯაზებთ ამაღამ?

ტელეფონი გავთიშე და ისევ დინამიკი ჩავრთე.

"მაგრამ ღმერთების ნებას
ვერ გადავურჩით ორნი.
ჩვენ რომ ერთმანეთს ვუძლებთ,
სიყვარულია მგონი!"

მთელი გრძნობით მღეროდა ჩემი საყვარელი ხმა. დინამიკის გვერდით ჩვენს საერთო სკოლისდროინდელ სურათს გავხედე, სკოლის გასახდელში გადავიღეთ წლების წინ. სასაცილოდ, პატარა ჯიბგირებივით ვიყურებოდით იმ ფოტოდან.

_ რა დამაბერებს თქვენს ხელში?!_ გავუღიმე ჩემთვის ყველაზე ძვირფასებს.

დასასრული
ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი იაკო

მშვენიერი სახალისო ისტორიაა..
შენ არასოდეს ,,მყოფნი,, წასაკითხად,
არაჩვეულებრივი გოგო ხარ ვერა,
წარმატებები

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი იაკო
მშვენიერი სახალისო ისტორიაა..
შენ არასოდეს ,,მყოფნი,, წასაკითხად,
არაჩვეულებრივი გოგო ხარ ვერა,
წარმატებები

ისტორიაზე უფრო სურვილია, გამიგია სურვილი ხმამაღლა უნდა გააჟღერო რომ ასრულება მოუნდესო, ხოდა ამაზე ხმამაღლა სადღა და როგორღა გავაჟღერო? ))) მადლობა))))

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

თქვენ როგორც ყოველთვის კარგად წერთ. კარგი იქნება თუ უფრო სერიოზულ შინაარსიან ისტორიას შემოგვთავაზებთ. წარმატებებს გისურვებთ

 


№4 სტუმარი უტა

სტუმარი ნანა
თქვენ როგორც ყოველთვის კარგად წერთ. კარგი იქნება თუ უფრო სერიოზულ შინაარსიან ისტორიას შემოგვთავაზებთ. წარმატებებს გისურვებთ

სულ მინდა გკითხოთ, რამე ასეთი კურსები გაქვთ გავლილი, "როგორ ვიყოთ უტაქტო ადამიანები?"

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

მადლობთ ჩემო კარგად ნაცნობო ტაქტიანო და დიდი ხნის მეგობარო უტა აბე,

 


№6 სტუმარი უტა

სტუმარი ნანა
მადლობთ ჩემო კარგად ნაცნობო ტაქტიანო და დიდი ხნის მეგობარო უტა აბე,

მადლობას რისთვის მიხდით? ვითომ დაუმსახურებლად გითხარით რამე თუ რა? დიდი ენერგო ვამპირი ბრძანდებით და ამაზე თავადაც კარგად მოგეხსენებათ. ასეთი მავნებლური გამოხტომებისთვის წესით საიტიდან უნდა იბლოკებოდეთ. სერიოზული შინაარსის მკითხველი უნდა იყოთ ჯერ და ავტორისგან შემდეგ უნდა მოითხოვოთ იგივე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent