შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი ქალიშვილი (მეათე)


20-08-2024, 12:22
ავტორი ვე რა
ნანახია 2 335

მისი ქალიშვილი
10


_ლუ მინდა მასზე მომიყვე!_ ცდილობდა უბრალოდ ეთქვა, მაგრამ მის ხმას ფარული სიბრაზე მაინც ემჩნეოდა. ზურგზე იწვა და ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოწყობილი. საძინებლის ჭერზე მოთამაშე ჩრდილებს ისე უყურებდა, თითქოს იქ კითხულობდა იმას, რის მოყოლასაც ჩემგან ითხოვდა._ ვინ არის ლევანი? და რა ურთიერთობა გაქვთ?
ოღონდ ქმარიაო არ დაიწყო ახლა, არ გადამრიო!
დავფიქრდი. მქონდა კი უფლება ლევანის პირადი მოსთვის ლანგრით მიმერთმია?! რა საკვირველი იყო, რომ არა! ჩამეცინა. ამის თქმის გარეშე კი ერთ სიტყვასაც არ დაიჯერებდა.

_ ლევანი მეგობარია! მეგობარი, რომელმაც უბრალოდ დახმარების ხელი გამომიწოდა!_ ვუპასუხე შეძლებისდაგვარად უემოციოდ.

_ მეგობრი?_ ჩაეცინა ირონიულად.
_ ხო, რატომ გიკვირს? შენც ხომ გყავს შენი ირმა!_ „შენის“ ხაზი მკვეთრად გავუსვი.

_ "ჩემს" ირმასთან ისეთმა გარემოებებმა დამაკავშირა, რომ .... _ წამოიწია და ზემოდან დამხედა._ რას მიმალავ ლუ? გიცნობ, ვიცი რაღაცას არ მეუბნები!
თვალი ავარიდე და ზურგი შევაქციე.

_ სულელი არ ვარ, ვამჩნევ როგორი განსაკუთრებულია შენთვის, ხოდა მაინტერესებს ვინაა ასეთი? რით დაიმსახურა შენი ის ნდობა და ერთგულება, რომელიც მე არ მაღირსე!_ უცებ რატომღაც სიბრაზემ ამიტანა. ნდობაზე მელაპარაკებოდა კაცი, რომელსაც ზურგს უკან მთელი მაფიოზური კლანი ედგა თურმე და ერთგულებას იმ ქალს მიწუნებდა, წლების მანძილზე ფიქრშიც რომ არ გამივლია მისი ღალატი.

_ ან შენ ადექი და გადი ოთახიდან, ან მე გავალ!_ ვუთხარი ცივად და ასადგომად წამოვიწიე. ხელზე დამქაჩა და ზემოდან მომექცა. ისეთი ხარბი მზერით დამხედა, თითქოს მისთვის ჩემს მეტი საცდური არც არსებობდა ამ ქვეყანაზე.

_ ოჰ, ბრაზობ კიდეც? ახლა შენი თავი რომ დაგანახა, მიხვდებოდი, რომ ის ქალი არ ხარ, ვისთანაც ლევანისნაირ კაცებს უმწიკვლო მეგობრობა ყოფნით!_ დაიხარა და ყელში მაკოცა._ გავიდე? კი როგორ არა! სულ მაგას ვფიქრობ, რომ ახლა ავდგე და გავიდე და მაშინ, როცა ასე ახლოს მყავხარ და შენი დაგემოვნების ნაცვლად სადღაც კუთხეში მიგდებულს მინდოდე! აწი წასვლა რომც მოინდომო, მე აღარ გაგიშვებ!

_ რაო ხომ არ ეჭვიანობ?_ ვუთხარი და მკლავზე ვაკოცე. მისი გაგიჟება მინდოდა. მინდოდა ისე შეშლილიყო ჭკუიდან, რომ წლების მანძილზე ნანატრი ყველა სიგიჟე იმ წამს ერთიანად ჩაედინა.

_ შენ ყველაზე აუტანელი ქალი ხარ მსოფლიოში და ვერ ვხვდები მილიონობით ლამაზი, თბილი და მორჩილი ქალიდან, რაღა მაინცდამაინც შენ გადაგიკიდე?_ მისი ყველა შეხება ნაპერწკალივით მივლიდა სხეულში.
_ მორჩილება მოგწონს ბატონო იასე?_ ვკითხე მაცდური ღიმილით.

_მძულხარ და თან თავს ვკარგავ შენ გამო ლუ!_ მითხრა და პასუხის გაცემა არ დამაცალა, სუნთქვაც კი შემიკრა კოცნებით. ისეთივე არანორმალური იყო მისი კოცნა, როგორიც ის თავად.

_ საღამო მშვიდობისა ოჯახო!_ ისეთი უდარდელი სახით შემოაბიჯა ლევანმა მისაღებში, თითქოს საკუთარი სახლის კარი შემოაღო. მის დანახვაზე ტუჩები უთქმელი ზიზღით დაემანჭა იასეს. ლევანმა კი ვითომ აქ არაფერიო, ისე გაიხადა ქურთუკი, იქვე დივნის საზურგეზე მიაგდო, წელზე ხელი მომხვია და ჩემთან ერთად და უდარდელად გაიშხლართა ზედ. აშკარად ვიცოდი იასეს აგიჟებდა და თავად მაგრად ხალისობდა ამით.

_ აბა როგორ ხარ ცოლუკა? არ მოგენატრე გიჟო?_ მკითხა ხმამაღლა და მხიარულად და თვალი ჩამიკრა._ აბა გეღირსა როგორც იქნა და არ იქნა მაგ ქვა და კლდე კაცის ალერსი?
ჩამჩურჩულა ყურში ეშმაკურად და თავი ისე მოაჩვენა სახეშეშლილ იასეს, თითქოს მკოცნიდა.
_კორბენ გაჩერდი!_ ვუთხარი და თავი ვერ შევიკავე, რომ არ ავხარხარებულიყავი მის დამპლურ თამაშზე.

_ კორბენ?_ მაშინვე აკრიფა იასემ. _ ოჰ, დაგეწვათ რომანტიკა! კორბენი და ლილუ? არ დაურქმევიათ სახელები?! მეტი წინ არ მიდის თქვენი ფანტაზია გიჟებო?!

_ შენც აირჩიე საშენოდ რამე! მაგალითად რუბი რუდი!_ლევანი საკუთარ სარკაზმზე თავად ახარხარდა მე კიდე იმის წარმოდგენაზე თუ როგორ მოუხდებოდა იასეს დაკუნთულ სხეულს რუბის პანტერიტა ელასტიკი._ თუმცა არა! შენ პირდაპირ და უალტენატივოდ ზორგი ხარ! ჰო საყვარელო? მაგრად გავს არა?

ის იყო იასე თვალებანთებული წამოიწია სავარძლიდან და ვიფიქრე, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ოთახში გაწეწილმა და ტალახიანმა ნენემ შემოირბინა.

_ მამაიკოოო! მამიკოოოო! იასე ნახე ჩემი მამიკო მოვიდაა!_ გაჰკიოდა სიხარულისგან გაგიჟებული ბავშვი და ვერც კი ამჩნევდა, რომ ღია ხისფერ იატაკზე ნაკვალევად ტოვებდა ტალახებს.

_ ნენეე!_ საპასუხო სიხარული არ დაუმალავს ლევანს. იმ ფართე დივანზე გვერდზე უნიდიდოდ მომისროლა და ბავშვის შესახვედრად დიდზე გაშალა მკლავები. ისიც ისე შეახტა, როგორც პატარა კაპუცინის მაკაკა და ხელებიც და ფეხებიც ერთდროულად შემოხვია სხეულზე. ოდნავადაც კი არ შეუმჩნევია ლევანს მისი დასვრილი ფეხები. საერთოდ არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა რა ფირმაში ჩაეხუტებოდა საკუთარ ქალიშვილს. მთავარი იყო, რომ ნენე ბედნიერი ყოფილიყო ამ ჩახუტებით. თვალი იასესკენ გავაპარე. სევდასთან ერთად ისევ გაოცებას თუ აღფრთოვანებას გადავაწყდი მის სახეზე. მასაც ხომ უყვარდა სხვისი შვილი ისე, როგორც საკუთარი და ლუკასსაც მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობაში ერთგვარი თავდაჭერილობა შევამჩნიე იასეს. მას ლევანისგან განსხვავებით არ შეეძლო და არ გამოსდიოდა გრძნობების ამგვარი გულწრფელი გამომჟღავნება.

_როგორ არის მამიკოს ჟღურტულა მერცხალი? აბა დამენახე ერთი, აუ, რა ლამაზად ამოთხვრილხარ ტალახში, ეს რა ხელოვნებაა მამა?! _ იცინოდა ლევანი და ნენეს ხელში ატრიალებდა._ ასე მხოლოდ პრინცესა გოჭებს შეუძლიათ ხომ ასეა? აბა დაიჭვიტინე! ჭყვი, ჭყვი!_ და პირველი თავად აჯავრებდა გოჭს. კისკისებდა ნენე და თვალებიდან ეღვრებოდა მამის ნახვით გამოწვეული სიხარული. ნელა დაეშვა სავარძელზე იასე. უცნაურად ჩაფიქრებული სახით გამომხედა. მერე ისევ მხიარულად მოთამაშე მამა_შვილს გახედა. ვის უნდა შეეხედა მათთვის და ეთქვა, რომ ისინი მამა და ქალიშვილი არ იყვნენ?! უცნაურად ამოიოხრა იასემ და მე ისევ შემეცოდა ის.
თამაშით და სიცილით რომ გული იჯერეს, ლევანის კალთაში გაყუჩდა ნენე. ასე იცოდა ხოლმე, თუ ლევანი სახლში იყო ნენე გვერდიდან არ შორდებოდა. მე მთლად მივიწყებდა და ჯიუტად იმეორებდა, რომ ის მხოლოდ მამასი იყო, რომ ყველაზე მეტად მამა უყვარდა, რომ მხოლოდ მასთან ერთად სურდა, ჭამაც, ბანაობაც და დაძინებაც. ლევანს კი არასდროს ბეზრდებოდა ამ უანგარო სიყვარულის ცენტრში ტრიალი. ლევანი უბრალოდ აღმერთებდა საკუთარ ქალიშვილს.

მას შემდეგ რაც საკუთარი ხელით აბანავა, თმა გაუშრო, ავახშმა და დააძინა ბავშვი, ლევანი მისაღებში ჩამოვიდა. მთელი დღე დუმდა იასე. დუმდა და ფანჯარაში იყურებოდა. რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ სახეზე ჩვეულად არ ეტყობოდა არანაირი ემოცია.

_ მოკლედ, იაგომ საქმე წააგო და იმ ბიჭმაც ოფიციალურად მიიღო დაზარალებულის სტატუსი! ახლა მას ვერ შეეხება, რადგან ეჭვს მაშინვე ყველა მასზე მიიტანს. მომენტ აღარც უღირს მისი გაჩუმება. მაგრამ ეს პრეცენდენტად დაუფიქსირდა და აწი კიდევ გამოჩნდებიან სხვებიც, ვინც აუცილებელ კომპენსაციას მოითხოვს მისგან! იმიჯი და სახელი შეელახა! _ მშვიდად უყვებოდა ლევანი იასეს_ მაგრამ ასე მგონია შენზე სხვაგვარად ილესავს კბილებს! ამიტომ უნდა მომიყვე რა ხდება თქვენ შორის, რას ვერ იყოფთ ამდენი წელია?
იასემ ნელა მოაბრუნა მისკენ თავი. ერთხანს უყურა ინტერესით და შემდეგ სრულებით მშვიდად უპასუხა.

_ შვილს! შვილს ვერ ვიყოფთ!_ წამით შეკრთა ლევანი. მაგრამ სულ წამით. შემდეგ კი უცებ გაანალიზა მისი ნათქვამი.
_ რას მეუბნები, რომ ლუკასი იაგოს შვილია?_ საიდან იცოდა მან ლუკასის არსებობის შესახებ ვერაფრით მივხვდი, მხოლოდ ის გავიაზრე რომ კორბენს სპონტანურად ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ამ ხნის მანძილზე. ამ სახლშიც შემთხვევით არ დავუტოვებივარ. მან ყველაფერი იცოდა იასეს შესახებ.

_ნუ მიბღვერი გოგო!_ გამომხედა და თვალი ჩამიკრა_ უბრალოდ ძმა მეგონა მე, თუმცა სულ ცოტათი შევცდი მხოლოდ! აბა რა გეგონა ამ ნადირს საჯიჯგნად ჩავუგდებდი შენს თავს? თუმცა თვალები ისე გიბრწყინავს, ეგეც არ დაუკლია ვატყობ!

გაოგნებისგან იასეს კინაღამ გადმოსცვივდა დაქაჩული თვალები. მას ყველაფრის მიუხედავად ეგონა, რომ იმ კატეგორიის და სტატუსის ადამიანს, როგორიც ლევანი იყო, სულ ცოტა ცოლის ღალატი უნდა გაკვირვებოდა.

_ ამან არ იცის? ჯერ კიდევ არაფერი გითქვამს?_ ისევ ახარხარდა ლევანი._ აი ზუსტად თქვენზეა ის გამოთქმა, ფერი ფერსაო! უკვე მართლა ეჭვი მეპარება, რომ თქვენგან წყვილი გამოვა!

_ მოკეტე კორბენ!_ შევუღრინე ავად და საკუთარ აკეცილ მუხლს მკლავი შემოვხვიე.
_ კი ბატონო, მაგრამ მე შენკენ ვარ შენ ეშმაკებისკენ მიიწევ!_ ხელები დანებების ნიშნად გაშალა მან._ აგერ ამ კაცს შეხედე, ახლა თუ არ აუხსნი რა ხდება ჩვენს შორის, ვფიქრობ დაგვხოცავს და დაგვაწყობს გვერდიგვერდ, თანაც უკვე სამარდჟამოდ!

_ რა ჯანდაბა ხდება ამის დედაც?_ ვეღარ მოითმინა იასემ. მხოლოდ მე ვიცოდი რად უჯდებოდა იმ წამს თავის შეკავება, რომ ლევანი შუაზე არ გაეგლიჯა და ვინ იცის იქნება მეც ზედ დავაყოლებინე.

_ ჩვენ, ჩემო კარგო, ევროპული ოჯახი გვაქვს!_ სერიოზული ხმით აგრძელებდა მის გამასხარავებას კორბენი._ ის ალთასაა, მე ბალთას და ვცხოვრობთ ასე ბედნიერად!
_ კორბენ!_ შევუღრინე ისევ გამაფრთხილებლად. ვხედავდი როგორ უწითლდებოდა იასეს თვალები და ეძარღვებოდა მუშტად შეკრული მკლავები. ლევანი კი მის აშკარა ბრაზს არაფრად აგდებდა და ბედნიერად აგრძელებდა მის ნერვებზე თამაშს.

_ხოდა თუ სურვილი გაქვს, მიგიღებთ ჩვენს მრავალფეროვან ოჯახში შენც, ოღონდ დღეები უნდა გავინაწილოთ, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი მე და სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი შენ! აი კვირას კი უეჭველად ისვენებს, ორ კაცთან თანაცხოვრება დამღლელია მაინც, ხელში ხომ არ უნდა ჩავიკლათ ბოლო_ ბოლო?!

_ მოვკლავ ამის დედაც....!_ მოულოდნელად გიჟივით წამოვარდა ფეხზე იასე. სწორედ ამას ელოდა ლევანიც. სწრაფად გაეცალა და ყალბი სიბრაზით შემომხედა.

_ არაა, ძვირფასო, ჯობია ცოტა დავფიქრდეთ, მგონი არ შეგვეფერება ეს კონკრეტული ინდივიდი, ზედმეტად აგრესიულია!_ ვიჯექი და არ მჯეროდა ის, რასაც ვხედავდი. ჩემი კორბენი ბედნიერი იყო იმით რომ ჩემს საყვარელ კაცს წყობილება დააკარგვინა და საკუთარი მჭიდროდ მორგებული უემოციობის და სერიოზულობის ნიღაბი ხელის ერთი აქნევით გადააძრო სახიდან. არა მართლაც იურისტად იყო დაბადებული ეს ალისფერი მანიპულატორი ბიჭი.

_ ღადაობთ ახლა? დამცინით არა?_ ვერაფრით იჯერებდა მოსმენილს იასე. და ისე დაბორგავდა საძინებელში, როგორც გალიაში გამომწყვდეული ველური ლომი. ლევანი სახლში არ წასულა, ნენეს ოთახში ეძინა შვილთან ბედნიერად ჩახუტებულს. აი იასე კი ვერაფრით იჯერებდა მის განსხვავებულ ორიენტაციას. სწრაფად მომიახლოვდა საწოლზე ჩამომიჯდა და მხრებში ჩამავლო ხელები.

_ დარწმუნებული ხარ?_ მკითხა უნდობლად.
_ ღმერთო მიშველე! _ ამოვიოხრე მე. _ თუ არ გჯერა წადი მასთან და შემზე უკეთ თავად დაგარწმუნებს ამაში!
ავუქნიე ხელი გაღიზიანებულმა.

_ფუუ!_ სახე დაეღრიჯა იასეს.

_ ლევანი ჩემი მეგობარია, ძმაა, ძმაზე
მეტია! ჩემი ოჯახია! სულ არ მაინტერესებს და არც ადრე არ მაინტერესებდა, რა და რატომ მოსწონს! ჩემთვის მისი ბედნიერება უპირატესია! ესაა იასე ნამდვილი ოჯახი! როცა შენი განსხვავებულობა არაა განსჯის საგანი. როცა ისეთი უყვარხარ ადამიანს, როგორიც ხარ. მაგალითად მარტოხელა დედა! ყველასგან მიტოვებული და გარიყული ადამიანი! ანდაც უქონელი, ნაკლოვანი, დაავადებული, განსხვავებული! უყვარხარ შენი მიდრეკილებებით, შენი გადახრებით და შენი დამოკიდებულებებით. როცა ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანი შენს მხარესაა, გამოდის ის შენი ოჯახია! და არა ისე როგორც შენ მექცეოდი!

_ მე გექცეოდი? როგორ გექცეოდი მე ლუ?
_ ყველაფერს მიმალავდი! არ მენდობოდი! ხომ ხედავ სადამდე მიგვიყვანა მაგ უნდობლობამ?_ ვუთხარი მოწყენილმა._ არადა რომ მცოდნოდა რა ხდებოდა შენს ოჯახში, რომ მცოდნოდა რას განიცდიდი, გვერდში დაგიდგებოდი და მხარს დაგიჭერდი!
_ ნდობა არაფერს შუაშია ლუ! უბრალოდ არ მინდოდა რამეზე ტყუილად გენერვიულა. მსურდა ყველა წამით ბედნიერს და მშვიდს გეცხოვრა!_ თავი ჩაქინდრა მან.
_ ხო, ეგ მაგარი გამართლება იცით კაცებმა! აბა რა! ჩვენ ხომ სუსტი სქესი ვართ! არ მინდა გესმის? არ მინდა და არასდროს მდომებია პრობლემების დამალვით აგერიდებინა ჩემთვის სანერვიულო! თავს არასრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ ამის გამო! თითქოს მაღალი კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში გადამალული ბროლის ვაზა ვარ, რომელსაც არა და არ დაუდგა დღის სინათლეზე გამოსვლის წამი. თითქოს კუთხეში ვდგავარ უფუნქციო, დამტვერილი და გამოუსადეგარი! არა ვარ სუსტი! არ დავიმსხვრევი. ხომ ხედავ, როგორი მძიმე დღეები გადავიტანე და აბა მითხარი ნაკაწრი მაინც მემჩნევა? ნუ გამიფრთხილდები ამ არასწორი ფორმით. ქალები იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ეს თქვენ გგონიათ! _ მიყურებდა და ინტერესით მისმენდა, არცერთი ჩემი სიტყვა არ ეპარებოდა. იაზრებდა რას ვგულისხმობდი.

_ გპირდები ლუ! აღარსდროს დაგიმალავ რაც ჩვენს თავს მოხდება! მაგრამ შენც უნდა დამპირდე, რომ ამის სანაცვლოდ არასდროს მიიღებ სპონტანურ გადაწყვეტილებებს! მითუფრო არასდროს აღარ გაიქცევი! მეშინია შენ გამო ლუ! მეშინია, რადგან არ ვიცი რა მოგივლის მაგ ლამაზ თავში! _ წელზე მომხვია ხელები და თავი კალთაში ჩამიდო.
ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე ლამის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
_მართლა საოცარი ვინმე ეგ შენი კორბენი ლილუ!_ გამეღიმა, ალბათ საკმაოდ გაუჭირდა იასეს ამ ჭეშმარიტების აღიარება, თმა ხელით ავუჩეჩე.
_ ვიცი ზორგ!_ ისევ გულიანად გამეცინა ლევანის ოხუნჯობაზე.
_ არ დამიძახო იცოდე მასე!_ ამომხედა დაბღვერილმა.
_ კარგი ზორგ!_ დავუქნიე თავი ღიმილით.
_ გაძლება მომცეს ღმერთმა თქვენ ხელში!_ ამოიოხრა მან ყასიდად და თვალები დახუჭა.

მაშინ როცა მეგონა სამყაროში ის უხილავი ქარიშხალი, სულს რომ მიწამებდა, როგორც იქნა ჩადგა. სრულებით მოულოდნელი რამ მოხდა. ის, რაც არანაირად არ გაგვითვალისწინებია, არადა ჯობდა ამაზეც გვეფიქრა.
ერთ დილას ლუკასი მოიყვანა ირმამ. ჩვეულად გამომწვევი და სექსუალური იყო ეს ქალი. მანქანით შემოირბინა და მამცნო, რომ ერთ_ერთ აუზზე მიყავდა ბავშვი გასაგრილებლად და გაუხარდებოდა თუ ნენე და მეც გავყვებოდით. ისე რომ ნენე ჩემს თანხმობას არ დალოდებია, გახარებული შევარდა სახლში შესაფერისი სამოსის და სხვა აქსესუარების წამოსაღებად. ხელი ჩავიქნიე, მეც არ მაწყენდა ცოტახნით სხვა გარემოში დასვენება, ჭორაობა და განმუხტვა. თანაც ჩემდა გასაკვირად ბოლო დროს ირმასთან საერთო ენა ადვილად გამოვნახე. თანაც მართობდა კიდეც იმის ყურება, თუ როგორ ეპრანჭებოდა ირმა ჩემს ლევანს იმის გაგების შემდეგ, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მისგან გამოხატულ აშკარა უყურადღებობას რა გაოგნებით ხვდებოდა ეს კაცების ყურადღებით განებივრებული და თავდაჯერებული ქალი. რაც უფრო მეტად უყურადღებო იყო ლევანი მის მიმართ, მით უფრო ეშხში შედიოდა ქალი. ვუყურებდი ამ „მცირედ გაუგებრობას“ და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ლევანის პირადი მხოლოდ ლევანის საკუთრება იყო და მე მისი სხვისთვის გამხელის რა უფლება მქონდა?!
თანაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იღიმოდა კორბენი, როცა მის ტელეფონზე მესიჯის მოკლე ზუმერი გაიჟღერებდა ხოლმე. აშკარა იყო ვიღაცას სწერდა, და, რა თქმა უნდა არა სამსახურის საქმეებზე.

იმ დილით ოჯახის ორივე მამაკაცი, სადღაც იყო გამძვრალი. აშკარა იყო, ისევ იმ საერთო პრობლემას აგვარებდნენ. მობილურზე იასეს ნომერი ავკრიფე და დაველოდე. კარგა ხნის შემდეგ მიპასუხა.
_ ხოო ლუ! ახლა არ მცალია და დაგირეკავ!_ მიპასუხა და გათიშვა დააპირა. მოვასწარი და ვუთხარი:
_ ირმასთან ერთად აუზზე უნდა წავიდე იასე!_ წამიერი დუმილის შემდეგ მიპასუხა, რომ დაცვის ბიჭი გამეყოლებინა თან. აშკარად არ ეცალა, თორემ ასე კითხვის დაუსმელად და წუწუნის გარეშე არ დასთანხმდებოდა ჩვენს სახლიდან გასვლას.

წელზე გასაბერ რგოლებ ჩამოცმული ბავშვები მხიარული ყიჟინით ჩაცვივდნენ შედარებით პატარა საბავშვო აუზში. ირმა იქვე შეზლონგზე გაწვა, აშკარად იმ ინსტაგრამისთვის გამიზნულ სასურათე პოზაში, რომელიც იასეს მკაცრი ბრძანებით არ ჰქონდა. იასე ყველანაირად ფრთხილობდა, რათა ლუკასი და ირმა ასე აშკარად არსად გამოჩენილიყვნენ, რადგან ფიქრობდა, რომ თუ მაგალითად მე ამოვიცანი მასში ჩაფიძის ნაკვთები , ეს მით უფრო არ გაუჭირდებოდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას. იასე უბრალოდ ახალ პრობლემებს ერიდებოდა ამით.

_ ეეჰ, რა კარგია მზე და წყალი!_ გაეღიმა ირმას. რომელიც თვალს არ აცილებდა აუზში მოჭყუმპალე ბავშვებს.
_ ლუ, ბიჭები არ მოვლენ? _ ისეთი სახით შემაპარა, მივხვდი რა წყალი და მზეც ჰქონდა ატეხილი.
_ ირმა, როგორც მეგობარს ერთი რჩევა რომ მოგცე, ხომ არ გეწყინება?_ ვკითხე სერიოზულად. ავაზას პრინტიანი სათვალე ჩამოიწია და ინტერესით მომაჩერდა.

_ არა!_ მიპასუხა დაინტერესებულმა.
_ირმა, იქნება ლევანს დალაპარაკებოდი და გეთქვა, რა მოლოდინებიც გაქვს მასთან დაკავშირებით, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან!
_ როგორ? ასე პირდაპირ?
_ ხო ასე პირდაპირ, ლევანი არაა ის კაცი , ამის გამო განგსაჯოს! _ რაც მალე მიხვდებოდა და გაიაზრებდა ირმა, რომ არასწორ კაცს არ დაადგა თვალი, მით უფრო მარტივად მოინელებდა. მაგრამ თუ იმდენად შეტოპავდა ამ სიმპათიით, რომ გულში სიყვარულის ჩანასახი ჩაესახებოდა, მერე უფრო ეტკინებოდა სიმართლის გაგება.
_ კარგი, ვიფიქრებ ამაზე! ისე გამოდის რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორი კაცი არ ინტერესდება ჩემით და ორივე მათგანი შენ შემოგცქერის აღტაცებით. გავიგე, რომ ლევანი შენთვის მხოლოდ მეგობარი ყოფილა, მაგრამ საინტერესოა თავად რა განწყობით გიყურებს?_ აშკარად ჩემზე ეჭვიანობდა ეს ბობოქარი ქალი.

_ ირმაა! ჯერ ლევანს დაელაპარაკე და დასკვნები მერე გააკეთე კარგი?_ ვუთხარი ღიმილით, სათვალე გავიკეთე და მზეს მივეფიცხე. ირმამ ტუჩი აიბზუა. მიმტანს ცივი სასმელი შეუკვეთა და ფარფლებიანი უზარმაზარი ქუდი ჩამოიფხატა სახეზე. ცოტა ხანში მაღალი სიმპათიური კაცი მოგვიახლოვდა ორი ჭიქა ყინულიანი სითხით ხელში. ლამაზად გამიღიმა და ჭიქა გამომიწოდა. მშვიდად გამოვართვი და გავიფიქრე, რომ ეს კაცი აშკარად სადღაც მყავდა ნანახი.
ირმამ მედიდურად გადმოაწყო შხვართი ფეხები შეზლონგიდან. გამომწვევად გადახლართა ერთმანეთზში და სასმელიც გრაციოზულად აართვა ლანგრიდან მიმტანს.
_ მადლობა საყვარელო!_ ჩვეულად გაინაზა ხმა, როგორც ამას საპირისპირო სქესთან სიახლოვისას აკეთებდა ხოლმე.
_ შეგერგოს საყვარელო!_ თბილი, მაგრამ ირონიაშეპარული ხმით უპასუხა იმ კაცმა. მისი ფამილარობით გაოცებულმა ავხედე, უცნაურად იღიმოდა კაცი. თან ირმას თვალს არ აშორებდა. ყურში ირმას სიჩუმე საეჭვოდ მომხვდა. მზერა მასზე გადავიტანე და გავშრი. ეს შოკოლადისფრად გარუჯული ქალი სრულებით გაფითრებულიყო და ქვედა ყბა ოდნავ უკანკალებდა.

_ კიდევ შევხვდებით საყვარელო!_გაუგებარი ირონიული ღიმილით დაგვიკრა თავი იმ კაცმა და აუჩქარებელი ნაბიჯით მოგვშორდა.
_ ირმა რა ხდება? ვინ იყო ის კაცი?_ ვკითხე და გაოგნებული ქალი ოდნავ შევანჯღრიე.
არეული მზერა აუზზე გადაიტანა ირმამ. თვალი მოავლო და ფეხზე წამოხტა.
_ ლუკაას! ლუკააას!_ აკივლდა გამწარებული.
წამიერად ვიფიქრე ბავშვი წყალში იხრჩობოდა და მეც ფეხზე წამოვვარდი შეშინებული.
_ ნენეე! ლუკას!_ ავყვირდი ირმასავით და აუზისკენ გავიქეცი.
_ რა იყო დედა? აქ ვარ?_ საიდანღაც გამოვიდა ჩემი ყვირილით გაოცებული ნენე, რომელსაც ერთ ხელზე ვარდისფერი რგოლი ეკიდა და მეორეზე სალათისფერი. გულმა უცნაურად გამკრა.
_ ნენე სად არის ლუკასი?_ ვკითხე შინაგანად აკანკალებულმა.
_ ლუკასი ერთ ძიას გაჰყვა, ლეკვი რომ უნდა გვაჩუქოს იმად! რა მაგარია დედა, მე და ლუკას ჩვენი ლეკვი გვეყოლებ....
მეტი აღარ მესმოდა მისი ნალაპარაკები. თვალებში ყველა ფერი ამერია. ახლაღა გავიაზრე, რომ წამის წინ თავად იაგო ჩაფიძე ვნახე. და სავარაუდოდ მან ლუკასი წაიყვანა.
ირმას გავხედე იქვე ჩაკეცილიყო ფიცარნაგზე და ადამიანის ფერი აღარ ედო.
_ ღმერთო ჩემო!_ ძლივს მოვახერხე მობილიზება.მობილურს ვეცი და იასეს ნომერი ავკრიფე. სწორედ ის მოხდა, რასაც ის ვარაუდობდა. იაგომ საკუთარი ვაჟი გაიტაცა. და სავარაუდოდ უკვე იცოდა მთელი სიმართლე.

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

გამიხარდა ისევ რომ ვნახე ეს ისტორია. მეგონა შეწყვიტეთ უკვე. ასე აღარ დააგვიანოთ გთხოვთ. ერი სული მაქვს ახალი თავი დაიდოს

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ხატია
გამიხარდა ისევ რომ ვნახე ეს ისტორია. მეგონა შეწყვიტეთ უკვე. ასე აღარ დააგვიანოთ გთხოვთ. ერი სული მაქვს ახალი თავი დაიდოს

რატომ უნდა შევწყვიტო? არასდროს არაფერი შემიწყვეტია ასე შუაში.

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატია

ვე რა
სტუმარი ხატია
გამიხარდა ისევ რომ ვნახე ეს ისტორია. მეგონა შეწყვიტეთ უკვე. ასე აღარ დააგვიანოთ გთხოვთ. ერი სული მაქვს ახალი თავი დაიდოს

რატომ უნდა შევწყვიტო? არასდროს არაფერი შემიწყვეტია ასე შუაში.

მიხარია და მთელი გულით და ინტერესით ველი გაგრძელებას. წარმატებები....

 


№4 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან საინტერესო ისტორიაა .ველი შემდეგ თავს.

 


№5 სტუმარი ni

ukve ro damaviwyda ra xdeba? ddd

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ni
ukve ro damaviwyda ra xdeba? ddd

გამეორება ცოდნის დედაა, ახლიდან გადაიკითხეთ)

 


№7  offline წევრი someon1e__

ძალიანნ საინტერესო და ჩამთრევიაა, წარმატებებიიიი❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

someon1e__
ძალიანნ საინტერესო და ჩამთრევიაა, წარმატებებიიიი❤️

მადლობა დიდი))

 


№9 სტუმარი სტუმარი ნონა

არაჩვეულებრივია, გელოდებით, წარმატებები????????

 


№10 სტუმარი სტუმარი ხატია

ახალ თავს როდის დადებთ? ველი მოუთმენლად....

 


№11 სტუმარი სტუმარი ხატია

ახალი თავი მალე იქნება? ველი ყოველ დღე.

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

ახალი თავები რამდენ ხანში ერთხელ იდება ხოლმე?????

 


№13 სტუმარი სტუმარი ნუცა

ახალი თავი როდის დაიდება 11

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent