შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აურზაური (თავიII)


4-09-2024, 01:11
ავტორი Timpeli
ნანახია 507

სოფელში ყოფნის ბოლო საღამო იყო, აივანზე იჯდა და ლუდს წრუპავდა, როცა მობილურზე გეგა დადეშქელიანი ამოიკითხა ჩაეღიმა და სწრაფად უპასუხა
- გისმენ. - როგორც ყოველთვის მშვიდი ხმა ჰქონდა ნინიას, გეგაში რაღაც ახალ საოცარ გრძნობას იწვევდა ნინიასთან საუბარი, თითქოს საკმარისიიყო ყურმილს მიღმა მისი სუნთქვა გაეგო და მაშინვე ყველაფერი ავიწყდებოდა, ვერ იჯერებდა რომ ასე მცირე დროში, თითქმის მხოლოდ ონლაინ კომუნიკაციით ამხელა ადგილი დაიკავა ამ პატარა გოგომ, რათქმაუნდა ცდილობდა ეს ნინიას არ ეგრძნო თუმცა რამდენად ახერხებდა არიცოდა.
- რას შვები? - ღრმა ნაფასი დაარტყა და სიტყვები სუნთქვას ამოაყოლა.
- ეხლა მოვედი, აქაური ჰაერით და ლუდით ვტკბები. შენ რას შვები?
- თითქოს არიცოდე რომ სახლში ჯდომა მაქვს მოსჯილი - გაეცინა გეგას, მისდა სამწუხაროდ პანდემიამ ისე არ ჩაიარა გეგაც რომ არ ჩაეთრია ამიტომ სახლში ჯდომა უწევდა დასჯილი თინეიჯერივით. - ისე ეს პერიოდი შენ რომ არ მყოლოდი ალბათ ნერვოზი დამემართებოდა.
- რატომ? -გაკვირვებული იყო ბიჭის მსგავსი სიტყვებით, გეგა ყოველთვის თბილი იყო და კომპლიმენტებს არ იშურებდა თუმცა ნინია რთულად თუ აღიქვავდა ადამიანის და მითუმეტეს ბიჭის სიტყვებს სერიოზულად, შესაბამისად თითოეული სიტყვა გოგოს დაკერვის კარგად გაცვეთილ მცდელობად მიაჩნდა.
- სიმშვიდე მოგაქვს ჩემთვის, თან ესე სახლში ჯდომა მარტო არ შემიძლია შენ კი არ გეზარება და ყოველთვის მპასუხობ, მეტიც ყველა თემაზე შეგიძლია საუბრის გაგრძელება, ეს ძალიან კარგია - გულახდილად უპასუხა გეგამ, თუმცა ნინიას განრისხება ვერ აიცილა.
- ანუ უჩემოდ რაგეშველებოდა, დროს ვისთან გაიყვანდი? მიხარია კარგი გულის გადასაყოლებელი თუ აღმოვჩნდი თუმცა იმედები უნდა გაგიცრუო, მეტად ჩემით დროს ვერ გაიყვან და ვინმე სხვა იპოვე, დარწმუნებული ვარ ბევრი გიპასუხებს, ნუ ბოლო ვარიანტად ის გოგოები განიხილე შენ და ზუკას რომ ასე ძალიან მოგწონთ. - პასუხის დაბრუნება აღარ აცადა ისე გაუთიშა, არც მორიგი უამრავი ზარისთვის აღარ უპასუხია, ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა რიგირთ ალბათ 50_ე ზარს გაბრაზებულმა უპასუხა.
- რაგინდა, რადაგრჩა სათქმელი, თუ გულს ვერაფერს აყოლებ?
- რავიცი შენს სახლთან ვარ და გელოდები ვიფიქრე სადმე გავისეირნებთთქო - თავისი ირონია სახეზე მიეყინა, როცა მობილურში ნიკას ხმა გაიგო, ნიკა მისი ბავშვობა იყო, უზომოდ უყვარდა და სულ თვლიდა რომ ეს ორი გოგოს და ბიჭის მეგობრობაზე ყველა მითს ამსხვრევდა, იქამდე სანამ ნიკამაც არ გადაუხვია გზიდან და სიყვარული აუხსნა ნინიას, უზომოდ უყვარდა ნიკას მრავალი წელი მალავდა და მეგობრობით ფუთავდა თავის ამ გრძნობას, რადგან იცოდა ნინიას დაკარგავდა, თუმცა ბოლოს ნინიას თაყვანისმცემლების მოგერიება, მასთან მეორე ნახევრებზე საუბარი და ნინიას დაუღალავი მცდელობა რომ ნიკასთვის საუკეთესო გოგო ეპოვათ ყელში ამოუვიდა, არავინ ადარდებდა მის გარდა და ბოლოს ამაშინც გამოუტყდა, დიდი ხნით გაწყვიტა ნინიამ კონტაქტი, დიდი ხნით ვეღარ ესაუბრებოდა, მრავალი ღამე გაატარა ტირილში, ენანებოდა თავისი ბავშვობის მეგობარი და უზომოდ უყვარდა, თუმცა მის გამო წუხდა იგივე გრძნობით რომ ვერასდროს უპასუხებდა, სიახლოვით ეგონა რომ უფრო ატკენდა ამიტომ დისტანცია არჩია, თუმცა ვერ გაძლო, როცა ნიკა ბოდიშებით ურეკავდა და აკითხავდა ვეღარ გაუძლო და ისევ განაგრძო ურთოერთობა, რათქმაუნდა ისე ვეღარ იყვნენ, ვეღარ ახლობლობდა ნინია, იცოდა შეიძლება რამე იმედი გაეჩინა ნიკას გულში და ამას ვერ აპატიებდა საკუთარ თავს, უჭირდა მაგრამ ახერხებდა დისტანციის დაჭერას. ამჯერად ნიკაც სოფელში აღმოჩნდა და ნინიას გასახარად საუკეთესო გზას მიმართავდა მისი გაბრაზებული გულის დასამშვიდებლად. - ვინ გაგაბრაზა?
- დაი**კიდე რა, მართლა სახლთან ხარ?
- როდის მომიტყუებიხარ
- კაი რამეს მოვიცვავ და გამოვალ. - დედას შესძახა გარეთ გავდივარო და 5 წუთში ნიკას გვერდით იჯდა, ეხუტებოდა და თითქოს წამიერად ის ბრაზიც ავიწყდებოდა, მობილური რეკვას ისევ არ წყვეტდა
- ვინ არის ნახევარი საათია არ დაიღალა რეკვით
- მნიშვნელოვანი არავინ, არმინფა საუბარი -მიუგდო პასუხი- სად მივდივართ?
- არამნიშვნელოვან ხალხზე ჩემი ნინია არასდროს ბრაზდება, დაველოდები როდის მოგინდება მოყოლა- გაუღიმა და თავზე აკოცა - სადაც გინდა იქ წავიდეთ, მე კიმაქვს მოფიქრებული მაგრამ შენ თუ რამე კონკრეტული ადგილი გინდა შევცვალოთ გეგმები
- არაა არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ლუდიც ვიყიდოთ რა. - საწყალი თვალებით ახედა
- ვიყიდოთ ვიყიდოთ , რაგენაღვლება ჩემი სათრევიიქნები მერე - გაუცინა ნიკამ
- მაგდენს არდავლევ, თან შენი ამბები ფხიზელ გონებაზე უნდა მოვისმინო - თვალი ჩაუკრა და მათი საყვარელი სიმღერა გააჟღერა მანქანაში. - ლუდებიც იყიდეს სასუსნავებთან ერთად, ერთი ორი მეგობარიც შეხვდათ გზად და თან გაიყოლეს, რამდენიმე წუთში ულამაზეს ხედთან აღმოჩნდნენ, და სასმელს შეექცეოდნენ, მხოლოდ ნიკა იყო წვენით დაჩაგრული. ნინიას მობილურმა ისევ განაგრძო რეკვა და მანაც გადაწყვიტა ეპასუხა.
- რამე დაგრჩა სათქმელი? - ჰკითხა გაბრაზებულმა, ოდნავ არეული ხმით
- ნასვამი ხარ. - კითხვის გარეშე დასვა დიაგნოზი
- მერე?
- არასწორად გაიგე, და სრულიად უაზროდ ავარდი
- არა ზუსტად ის გავიგე რასაც ფიქრობდი და ტყუილად ნუ გავარჩევთ ამ თემას, არც დრო მაქვს და არც სურვილი
- სად ხარ
- ეგ შენი საქმე არაა
- სად ხარ მეთქი
- მეგობრებთან ერთად
- სად ხოდა - კატეგორიულ ტონზე გადავიდა თავს ძლივს აკონტროლებდა, ბიჭების ხმა მოესმა და რაღაც უჩვეულო გრძნობა დაეუფლა, არ ესიამოვნა მის გარეშე ბიჭებთან მყოფი ნინია
- რა მნიშვნელობა აქვს? ან საერთოდ რატო გადაგაქვს თემა? მოიწყინე და მირეკავ?
- გეყოფა რა, პირველივე წამიდან იმიტომ მომეწონე რომ ზრდასრული აზროვნება გქონდა რატო იქცევი ბავშვივით?
- ეს გოგოს ,,დასაკერი” გაცვეთილი ტექსტები ყელში მაქვს ამოსული, რამე ახალი მოგეფიქრებინა
- კაროჩე რა… რო გამოფხიზლდები ამაზე მერე დაგელაპარაკები ახლა მითხარი ვისთან ერთად ხარ
- მეგობრებთან მეთქი
- მალე მიხვალ სახლში?
- არვიცი, კარგად ვერთობი, თან გაცილების საღამოსავით მაქვს და ყველა მომენატრება
- მეტი აღარ დალიო კარგი?
- და რატო გაწუხებს
- უბრალოდ აღარ დალიო და თუ ვერ მესაუბრები მომწერე მაინც, სახლში მისვლისას დაგირეკავ, იმედია მალე მიხვალ
- ვნახოთ
- კარგი თოჯინა, მიდი და ესემესები გახსენი
- თოჯინა აღარ დამიძახო, ნივთი არვარ მითუმეტეს სათამაშო - კიდევ ერთხელ შეძლო ნინიას გაღიზიანება
- ძალიან მალე ბრაზდები და რთული სტანდარტები გაქვს, თოჯინა არა იმიტომ რომ ნივთს ან სათამაშოს გადარებ, უბრალოდ თოჯინას გავხარ, და ნუ მარომანტიკულებ რა შენთვითონაც ხოიცი რო ლამაზიხარ, რაში გჭირდება კიდევ ვინმესგან მოსმენა.
- კი ვიცი, კარგი მეძახიან წავედი. - გაუთიშა და მეგობრებს დაუბრუნდა, ნიკა ეჭვისთვალით უყურებდა გული უგრძნობდა რომ ეს უმნიშვნელო პიროვნება ძალიანაც მნიშვნელოვანი იყო უკვე ნინიასთვის ან ძალიან მალე გახდებოდა. ნინიას მობილური არ გაჩერებულა, გეგა ყოველ წამს სწერდა და სიტუაციას აკონტროლებდა, ნინიაც არ ინანებდა პასუხებს, ერთერთი პასუხისას ჩაეღიმა გვერდიდან მარიამის ხმა რომ მოესმა
- კარგი რა ნიკა რას შეჩერებიხარ ხომ ხედავ აშკარად შენზე ბევრად მნიშვნელოვანს სწერს და თავს რატომ იტანჯავ?
- შენ ზედმეტის დალევა მოგივიდა მეტი აღარ გინდა - კბილებში გამოცრა ნინიამ
- რატომ? სიმართლის თქმას სიმთვრალე სულაც არ სჭირდება, აშკარაა ჩვენ არც გვაქცევ ყურადღებას
- სამაგიეროდ ზრდილობას და ტაქტიან საუბარს სჭირდება ფხიზლად ყოფნა, მითუმეტეს სიმთვრალეში ვერ არჩევ ვის როგორ ესაუბრო, თუგინდა დაგეხმარები და გაგარკვევ- მშვიდად გააჩუმა
- გასაბრაზებლად არაფერი მითქვამს - მხრები აიჩეჩა და გაჩუმდა. ნინია ნიკას გაჰყვა და თხოვა მარიამის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიექცია თუმცა ნიკამ დაამშვიდა და უთხრა არ ენერვიულა. მალე დაიშალნენ და ყველა დაარიგეს სახლებში, ნინია ბოლოსთვის მოიტოვა. ისიც რომ მიიყვანა ცოტა ხნით გაჩერება სთხოვა
- ნი ძალიან მომენატრები, და მინდა იცოდე უზომოდ მიყვარხარ -მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს
- ნიკა არგვინდა რა - გააწყვეტინა სევდიანი ხმით
- მინდა .. ერთს გთხოვ მაგ ადამიანთან ვინც ასეთი მნიშვნელოვანი ჩანს შენთვის, მინდა რომ ის დარჩე ვინც ხარ, არასდროს შეიცვალო რა. ჩემი ნინია არ ჩააქრო, არავის მისცე უფლება შენი სიწრფელით ისარგებლოს.ახლა უბრალოდ ჩამეხუტე და სახლში შედი. - მთელი გრძნობით ჩაეხუტა და სახლისკენ წავიდა
- ნიინ
- ხო
- ესენი წაიღე შენ გიყიდე. - პარკი მიაწოდა, ნინიას საყვარელი წვენები, სასუსნავები და რამოდენიმე ქილა ლუდი იყო პატარა ფერიას სუვენირთან ერთად
- არიყო საჭირო ნიკა, მადლობა და მეც მომენატრები.

უჩვეულო ხასიათზე იყო, თითქოს მხოლოდ ფიქრი სჭირდებოდა, დედას შესძახა მოვედიო, გეგას მიწერა და თავისი პარკით მეორე სართულზე, აივნის საყვარელი ხედისკენ გაეშურა. გეგას ზარს ესემესით უპასუხა, ახლა არმინდა საუბარიო და მობილური სულ გადააგდო. ფიქრობდა ყველაზე და ყველაფერზე, მის ცხოვრებაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, ნიკაზე და მის გრძნობებზე, ნერვიულობდა მისი საყვარელი ადამიანი ცალმხრივი გრძნობით ესე რომ იტანჯებოდა, არავის უსურვებდა ცალმხრივ სიყვარუსლ, ფიქრობდა რომ ყველა იმსახურებდა ჰყვარებოდა და ყვარებოდათ თავდავიწყებით, ახლა კი თავისი მეგობარიიყო ამ დღეში. ფიქრობდა გეგაზე რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება, გოგოებზე რომლებსაც თითქოს უხაროდათ ნინიას და გეგას ამბავი თუმცა ნინია რაღაც დისტანციას ხედავდა მათი მხრიდან და ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ
გოგოებს სულაც არ მოსწონდათ გეგა და ამას ვერ ამბობდნენ, ბევრჯერ უთქვამთ ნინიასთვის იცვლებიო, რაღაცნაირად ეგოისტობდნენ დაქალის გამო და ნინიაც ცდილობდა მათ გაგებას, მიუხედავად იმისა რომ მისი დაქალები ბევრჯერ ყოფილან ურთიერთობაში და არასდროს უეგოისტია, მაინც თვლიდა რომ შეიძლება იგივე მასაც დამართნოდა, ამიტომ თავს იმშვიდებდა რომ გოგოების მსგავსი საქციელი უბრალოდ მათი ეჭვიანობის ბრალი იყო.
ღამის 3 საათიც მოსულიყო მობილურს რომ დახედა გეგა რეკავდა, უპასუხა თუმცა ხმა არ ამოუღია.
- არ ვისაუბროთ უბრალოდ ესე დაიძინე არ გამითიშო, - ისევ დუმილით უპასუხა მობილური სპიკერზე ჩართო, საწოლის მეორე მხარეს გადადო და მშვიდად დაიძინა. დილით ისევ არ გაეთიშა გეგას,რომელსაც ახლახანს ჩასძინებოდა ნინიას ძილის დარაჯობით დაღლილს, მობილური გათიშა და ქვემოთ ჩავიდა, დედას აკოცა, დილის ყავა მასთან ერთად მიირთვა და თავის ოთახში ჩასაბარგებლად აბრუნდა, არ ეთმობოდა დედის დატოვება და არც ლალი იყო მზად მის გასაშვებად თუმცა სხვა რაგზაიყო, თან 2 კვირაში ისინიც გადადიოდნენ თბილისში ასერომ ეს ფაქტი უფრო ამშვიდებდათ. საღამოს 6 საათი იყო რომ წავიდა, უყვარდა დედაქალაქი, ყოველთვის იძახდა მიუხედავად იმისა რომ თბილისში არ გავზრდილვარ სხვაგან ვერ ვიცხოვრებო. ამჯერად მარტო ცხოვრება აღარ მოუწევდა, მთელი ოჯახი გადმოდიოდა და უზომოდ ახარებდა ეს ფაქტი. თბილისში გვიან ჩავიდა, საკმაოდ დაღლილი იყო, მხოლოდ დაწოლა და დასვენება უნდოდა, გოგოებს მიწერა ხვალ გამოგივლითო უთხრა და დაიძინა. ღამის 2 ზე ისევ ზარმა გააღვიძა
- ძალიან ხომ არ მოუხშირე დარეკვებს, მგონი ვეღარ ძლებ უჩემოდ- უთხრა ნამძინარევი ხმით
- რომ გეუბნები არ გჯერა - სიგარეტის კვამლს ამოაყოლა სიტყვები
- მჯერა, ჩემს გარეშე ზოგადად ვერავინ ძლებს ვინც გამიცნობს - ჩაიცინა ირონიულად
- ბევრ ეგეთ მამრობითთან მომიწევს შეხვედრა?
- რაიყო შეშინდი?
- შენი სურვილია მთავარი და შიშით იმათ ეშინოდეთ თოჯინა
- ამბიციური ხარ
- რეალისტი
- ვნახოთ ვნახოთ…
- სადხარ
- ხმაზე ვერ ატყობ რომ მძინავს?
- ჩამოხვედი?
- კი
- რატომ არ მითხარი?
- ესე ჩავთვალე საჭიროდ - ჩაიცინა ირონიულად
- რქები გაქვს მისამტვრევი, და ახალი საჭიროებები სასწავლი - მიუგო ნიშნისმოგებით - გამოგიარო?
- არა რათქმაუნდა
- რატომ გეშინია ცდუნებას ვერ გაუძლებ და პირველივე ნახვაზე დამნებდები?
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს
- ოცნებას თუ მიზნად გადავაქცევ დამიჯერე აუცილებლად მივაღწევ
- შენს მიზნებში არ აგერიო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებ და იმედგაცრუება გარანტირებული გაქვს
- ვნახოთ პატარავ
- რატო არ გძინავს
- ამ დროს არასდროს არ მძინავს
- ანუ სხვა უარყოფით თვისებებთან ერთად ნერვოზიანიც ხარ უბრალოდ ცოტახნით ფარავ
- უარყოფითი თვისებებიც მაქვს?
- ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, ძილი რატომ დამირღვიე
- შენი ნახვა მინდოდა
- იმას ვერმიხვდი რომ უარს გეტყოდი?
- იმედს ვიტოვებდი რომ არა
- მართლა უნდა დავიძინო, ხვალ რთული დღე მაქვს
- რამე მოხდა?
- სწავლა და სამსახური მეწყება, გოგოებიც უნდა ვნახო თორე მომკლავენ
- მე არვარ სიაში?
- არამგონია
- მეღადავები ხო?
- არა
- რომელზე რჩები ან გოგოებს როდის ნახულობ
- 9 ზე ვიწყებ გოგოებს შუალედში ვნახავ, ყავას დავლევ ლექციების შემდეგ და მერე მოსწავლეებს მივხედავ საღამოს 10 მდე არ მეცლება, მერე უზომოდ დაღლილი ვიქნები
- გასაგებია ანუ ჩემთვის არ გეცლება, კარგი დაისვენე დაიძინე. - პასუხს არ დაელოდა ისე გაუთიშა, ნინიაც მიხვდა რომ აწყენინა თუმცა გეგა იმხელა აურზაურს უქმნიდა თავის ცხოვრებაში ურჩევნოდა ეხლა სწყენოდა და შორს არ შეეტოპა ვიდრე სხვა გოგოებივით გაეგიჟებინა სიყვარულს და გული ტკენოდა, რატომღაც სულ ფიქრობდა რომ გეგას მსგავსი ბიჭები მხოლოდ გასართობად უყურებდნენ გოგოებს, თან მისი და ზუკას ცანცარა საქციელიც არ ავიწყდებოდა, მეორეს მხრივ ხედავდა გეგას რომელიც მთელი ეს დრო ნებისმიედ თემაზე უზომოდ დინჯად და საინტერესოდ ესაუბრებოდა ნინიას, ესეთი მოსაუბრე ადამიანები ძალიან აკლდა ცხოვრებაში, სიამოვნებდა მასთან სისულელეზე საუბარიც კი, ვერხვდებოდა ესეთ როლს ირგებდა თუ მართლა ესეთი იყო, მაშინ პირველ დღეს რატომ გაიცნო რადიკალურად განსხვავებული. ამ ფიქრებში გართულს ჩაეძინა, შემდეგი დღე თავისებური დატვირთულობითა და სიჩქარით დაიწყო, ძალიან უყვარდა გადარბენაზე ყოფნა, მისთვის თავისუფალი დღე დღედ არ ითვლებოდა და უფრო ღლიდა იმაზე ფიქრი რომ დრო ფუჭად გაჰყავდა. სამ ლექციას და სემინარს დაესწრო, უკვე 3 ხდებოდა გოგოებს რომ შეხვდა, უზომოდ მონატრებოდა და ბევრი საჭორაოც დაგროვებიათ, ყავა დალიეს და ცოტახანში დაიშალნენ, მოსწავლეებთან წავიდა, ახალიც ბევრი ყავდა და უხაროდა გაცნობის დღე ძველებიც მონატრებოდა, ბოლო გაკვეთილიდან გადაღლილი გამოვიდა, გადაჩვეული იყო მსგავს გრაფიკს, დაემშვიდობა და ეზოდან გამოდიოდა ფეხებთან რომ მიუჩერა ნაცნობმა მანქანამ, შიგნიდან გეგა უყურებდა გაბადრული სახით
- არ ჩამიჯდები?
- რაიცოდი აქ რომ ვიყავი?
- აბა თუ გამოიცნობ
- გოგოებს კითხე, ამიტომ მკითხა თეკლემ, გასაგებია
- ჭკვიანი ხარ
- ძალიან დავიღალე და თავი მისკდება ასე ნახვას ნამდვილად არ ვაპირებდი
- შენთვის რომ მეცადა დამტოვებდი უცოლ-შვილოს, წამალი და წყალი მოგიტანე, მაგრამ ჯერ რამე უნდა ვჭამოთ ასერომ ცოტაც მოითმინე
- მოვლენებს ნუგაუაქრებ შეიძლება ბოლოს ერთად მოვიტაცოთ შენი საცოლე, რომ მცოდნოდა ესეთი მზრუნველი იყავი ჩემით გეტყოდი მისამართს
- გეცადა მაინც გაგება როგორი ვიყავი
- ბუტია ტიპივით ნუ მესაუბრები რა
- მსგავსი საუბრები ჩემგან შორს პატარავ. - ერთერთ რესტორანში ივახშმეს, ნინიას თავის ტკივილმაც გაუარა და ენა არ გაუჩუმებია, ენერგიაზეც ისე მოვოდა თითქოს მთელიდღე სულაც არ ყოფილა გადარბენაზე, გეგამ რომ გასეირნება დაგეგმა, პიკი ნინიას წინადადება იყო, მანქანა დავტოვოთ და სადმე საშიშ ადგილზე გავისეირნოთო, გეგამაც არ დააყოვნა და ნინიას წინადადება გამოიყენა და მუხათგვერდზე ასვლა გადაწყვიტეს, თავისი საყვარელი ხედი უნდა ეჩვენებინა, ყველაზე არარეალური წყვილი იყო, რომელი წყვილი გინახავთ პირველ პაემანზე მსგავს ადგილებზე წასული.
- ასე როგორ მენდობი, იქნებ როგორი მანიაკი ვარ და რა დაგიშაო - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით თავისზე ერთი თავით დაბალ გოგონას
- ვინ გითხრა რომ შენ გენდობი? რაც მომინდა იმას ვაკეთებ, ნდობით კი საკუთარ თავს ვენდობი და დამიჯერე თავის დაცვაზე კარგად არაფერი გამომდის - ღიმილითვე მიუგო და გზა განაგრძო, თუმცა როგორც კი შენიშნა გეგას ჩამორჩენა მაშინვე მიბრუნდა
- მგონი შენ გეშინია, არაფერს დაგიშავებ და თუ მაინც ვერ მენდობი შეგვიძლია დავბრუნდეთ - უთხრა ირონიულად
- არა უბრალოდ ვამოწმებ
- რას ამოწმებ?
- პირველ დღეს მომეჩვენა თუ მართლა ესეთი იდეალური გაქვს
- ვერ მივხვდი?!
- შენი საჯდომი, არასდროს მინახავს მსგავსი ლამაზი ფორმა, განსაკუთრებით გადასვლის წერტილში
- არადა ფხიზელს გავდი
- რაშუაშია
- უკვე გითხარი მსგავსი გაცვეთილი ფრაზებით ნუმესაუბრებითქო
- ბო**ზიშვილი ვიყო ვინმესთვის თუ ოდესმე მეთქვას მსგავსი რამ და ზოგადად გავ**კარი გოგოს დაკერვის ხერხებს, ვერ ხვდები რო მართლა პირველივე წამიდან მომეწონე? თუ უბრალოდ თავს ისულელებ - გაღიზიანება ვერ დაფარა გეგამ, აგიჟენდა ნინიას აგდებული ტონი, თან თავის თავს პირობა მისცა რომ სულ მალე ნინია დევდარიანი გაგიჟებით იქნებოდა შეყვარებული გეგა დადეშქელიანზე, ამ პირობას კი სიამოვნებით და აუცილებლად აასრულებდა.
- კი პირველივე წამიდან ჩემზე გაგიჟდი, ამიტომ ურეკავდი ვიღაც გოგოებს, რაც ბიჭში უზომოდ დაბალ დონედ მიმაჩნია, და ამიტომ გაუგზავნე მერე ჩემს დაქალს მეგობრობა - რას დავუჯერო სიტყვებს თუ საქციელებს?
- ჯერ ერთი გოგამ რომ გვითხრა ულამაზეს გოგოსთან მივდივართო ჩემი ქალია და გაგაცნობთო, იქ მისულს რას წარმოვიდგენდი გვანცაზე რომ საუბრობდა, ეს გვანცას არუთხრა არაფერს ვუწუნებ უბრალოდ გემოვნების საკითხია, შესაბამისად მეგონა რომ გვანცა კიარა შენ იყავი გოგას ულამაზესი შეყვარებული, თან შენთან უფრო ახლოს იყო, მერე დავიგრუზე, რაპონტია არ ვძმაკაცობთ მაგრამ ვერც მეგობრის შეყვარებულს შევხედავდი, ჩემში არ ზის, გზაში კიდე ზუკამ რომ დაიწყო ცანცარი ავყევი რაზე გადამეტანა ყურადღება არვიცოდი, ისედაც სარკე შენსკენ გასწორებული მქონდა და სულ თვალი გამირბოდა, ბოლოს მეგონა შემამჩნევდით და უხერხულში ჩავვარდებოდით ყველა, მერე გოგამ რომ მითხრა გოგოები გახსენებდნენ მაგრად მოეწონე ჩემი შეყვარებულის დაქალებსო ვიფიქრე თეკო იყო, მარა მეორე საღამოს რო გოგა და გვანცა ერთად გამეჩითნენ მაშინ ნათელი გახდა ყველაფერი, მეგობრობის თხოვნაც გავაუქმე და შენც დაგისახე მიზნად
- რამდენჯერ გითხრა მიზნებში ნუ ამრევ მეთქი
- მიზნებში არვიცი მაგრამ შენ ამრიე, თან მიკვირს აქამდე როგორ არავინ გყოლია, შენისთანა გოგოს დაუჯერებელია ურთიერთობები არ ჰქონოდა თანაც უამრავი
- ამ ფრაზიდან მხოლოდ ის გავიგე რომ ჩემისთანა გოგო არ შეგხვედრია
- არც გედავები
- ურთიერთობა მხოლოდ გარეგნობას არ ემყარება, მგონი ეს შენც უნდა გესმოდეს, დიდი ხარ საკმაოდ ამ საკითხისთვის
- გეთანხმები, თუმცა ბიჭების უმეტესობისთვის მხოლოდ გარეგნობაც საკმარისია, მითუმეტეს შენ არც ჭკუით აკლებ
- ბიჭებისთვის შეიძლება კი ჩემთვის არაღმოჩნდა საკმარისი
- და მე რით დავიმსახურე შენთან შეხვედრა? - ამასობაში ხედთანაც მივიდნენ, და დასასვენებლად ჩამოჯდნნენ, მათი ნება რომ ყოფილიყო არ გათენდებოდა და ესე დაუსრულებლად ისაუბრებდნენ თბილისის ულამაზესი ხედისა და ერთმანეთის შემხედვარე
- შენ ალბათ თავის ტკივილის ნაცვლად რამე სხვა მომიტანე
- ისე ეგეც შეიძლებოდა და რატომ მენდე და დალიე
- ვინ გითხრა რომ დავლიე - ნინიამ ბოროტულად ჩაიცინა
- შანსი არაა გიყურებდი
- ხო კარგი, პაემნების შიში კიარმაქვს, თან სადაც ამდენ ხანს გესაუბრებოდი ერთ ნახვას არაუშავს
- მე თუ ერთი არმყოფნის? - მიუტრიალდა და მაცდურად კითხა
- მაგას დრო გვიჩვენებს
- რა დროა საჭირო შენი ტუჩების გასასინჯად?
- დიდი
- მე ვეღარ ვითმენ - მწყურვალივით დასწვდა მის ბაგეებს, ნინია შეცბა, ზედმეტად გამოუცდელი და დაბნეული აღმოჩნდა ამ მომებტისთვის, რაც გეგას კიდევ უფრო იზიდავდა და მასზე აჯაჭვებდა, როგორც იქნა მოსწყდა და კმაყოფილებით ჩაიღიმა
- ახლა დარწმუნებული ვარ რომ არასდროს არავინ მიგიკარებია
- რამ დაგარწმუნა, -ჯერ კიდევ სახეარეულმა ჰკითხა
- კოცნა არიცი პატარავ - თვალი ჩაუკრა გეგამ და საპასუხოდ ჩქმეტაც მიიღო გვერდში
- ხოდა წადი უკეთესებს აკოცე
- მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მთავარია შენ ვის გაიხდი საუკეთესოდ
- და შენ მე გამიხადე?
- არიცოდი? - მხოლოდ თავისქნევით უპასუხა და ხედს გახედა, გეგას ჩახუტება აღარ გაუპროტესტებია, ცოტახნით ესე იყვნენ ჩუმად , მოგვიანებით კი სიმშვიდე ნინიამ დაარღვია
- შენ რატომ არ ყვები შენს წარსულ ურთიერთობებზე?
- რამოვყვე? უამრავი ქალი მყოლია, თავისი სტატუსებით, ცოლი და საცოლე ჯერ არმყოლია, პირველი ხარ - ისევ ჩაიცინა და თავზე აკოცა - ბოლოს 3 წელი მყავდა შეყვარებული, მაგრამ ჯამში არვიცი რა დრო გამოგვდიოდა ერთად, სულ ნაჩხუბრები ვიყავით თითქმის, საბოლოოდ კი დავასრულეთ, მოსაბეზრებელი ხდება ერთფეროვანი ჩხუბი და დაძაბულობა
- 3 წელი პატარა დრო არაა, იქნებ ურთიერთობა ახალ ეტაპს გთხოვდათ და ამიტომაც ჩხუბობდით სულ.
- არაა სხვა ეტაპზე სულ გავარეკინებდით ერთმანეთს
- დიდი ხანია?
- რა?
- დიდი ხანია დაშორდით?
- 2 თვეა რაც საბოლოოდ დავშორდით
- მოიცა ანუ სადღაც 1 თვე იყო გასული როცა გამიცანი და მსგავსი მიმოწერა ჩამოგვიყალიბდა?
- კი დაახლოებით, და ამას რა მნიშვნელობა აქვს
- ძალიან დიდი გეგა, თავს ნუ გაისულელებ და ნუ ცდილობ მისი შემცვლელების ძებნას, 1 და 2 თვე სულაც არაა საკმარისი ძველი ურთიერთობის წარსულში საბოლოოდ დასატოვებლად, მითუმეტეს ისევ არ ქრება შერიგების იმედი რომელიმესთვის მაინც, და საერთოდ ნეტავ თავიდანვე გეთქვა -მისი ხელები მოიშორა, უზომოდ განრისხებული იყო, არიცოდა ეს ბრაზი და იმედგაცრუება როგორ გამოეხატა ან რასიტყვებში ჩაეტია
- ვერვხვდები რა გაბრაზებს
- რას ქვია რა მაბრაზებს, არვიცი როგორ ქალებს ხვდები და ხვდებოდი, როგორებთან ინიავებდი გონებას დაშორებებოს და ჩხუბის პერიოდებში თუმცა მე არასდროს ვიქნები ვინმეს შემცვლელი და ურთიერთობაში მესამე, არასდროს გასაგებია? საერთოდ რომ მსგავს სიტუაციაში ვარ გული მერევა საკუთარ თავზე
- ეხლა ხვდები რა სისულელეს ამბობ?
- ეხლა ვხვდები რომ სახლში წასვლის დროა
- გეყოფა, არანაირი აზრი არაქვს 2 თვე გავიდა თუ 2 წელი
- აქვს და ძალიან ცუდი შენ თუ განსხვავებას ვერ ხედავ, დარწმუნებული ვარ ანალოგიურად რომ მოხდეს და მან გაიჩინოს ესე მოკლე დროში ვინმე ეჭვიანობით გასკდები, ასევე არ ესიამოვნება მასაც და ზოგადად არცერთი ურთიერთობა არაა დასრულებული თუ დაშორებიდან საბაზისო დრო მაიბც არ გავა, ეს დრო კი 2 თვე ნამდვილად არაა, ვერ იქნება საკმაროსი ახალი ურთიერთობისთვის მზაობისთვის, ამიტომ გამოდის უბრალოდ გამომიყენე, ყურადღების გადასატანად - მისმა სიტყვებმა გეგა განარისხა
- მართალი ხარ ნინია სახლში წასვლის დროა - კბილებში გამოცრა და თვითონ დაუყვა პირველი დაღმართს, ნინიაც უკან მიჰყვა, მალე მივიდნენ მანქანასთან, მხოლოდ მისამართი უკარნახა და სახლთან მისულიც ერთი სიტყვით შემოიფარგლა, უკანმოუხედავად გადავიდა და სიბნელეში გაუჩირდა, ცრემლები მალე დაიწყებდა დენას, რაღაც ახრჩობდა, არიცოდა ესე რატომ ნერვიულობდა თუმცა ფაქტიიყო თავი ხელში ვერ აჰყავდა და ძალიან უნდოდა ბოლო ხმაზე ეტირა, ასეც მოიქცა, როგორც კი სახლში შევიდა საწოლზე დაემხო და მოთქმით ატირდა. გეგა დიდ ხანს არძრავდა მანქანას, ვერ ძრავდა, ბოლოს თავს შემოუძახა, ერთი გემრიელად შეიკურთხა, საჭეს დასცხო მუშტი და ძრავაც აამუშავა, მაშინვე სახლში წავიდა და თან რამოდენიმე ქილა ლუდი აიყოლა, რომ არ დაელია სულ გაგიჟდებოდა.



კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ იმედი მაქვს მოგეწონებათ თქვენი აზრის დაფიქსირება არ დაგეზაროთ კომენტარებში გთხოვთ ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი შეფასება




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent