შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა არ არსებობს (7)


7-02-2016, 22:29
ავტორი elenika.13
ნანახია 2 561

გეგამ იცოდა, რომ ცოტა ზედმეტი მოსდიოდა, როდესაც მარიამს ასე ცივად ექცეოდა, მაგრამ რა ქნას?! ვერ იტანს ამ ტყუილებს და მოკალით. ბავშვობიდან ასეთი არის. შეიძლება ეს მართლაც უწყინარი ტყუილი იყო, მაგრამ არ მოსწონდა, რომ გოგონამ ურთიერთობა ტყუილებით დაიწყო. შეიძლება აპატიოს, მაგრამ ამისთვის დრო დასჭირდება. დრო, რომელიც ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი, მაგრამ თუ მოინდომა აუცილებლად გაახანგრძლივებს ამ დროს რადაც არ უნდა დაუჯდეს. ცოტახანი სუფთა ჰაერზე სეირნობით გაირთო თავი და დრო ფიქრს დაუთმო. შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნდა. როგორი ნაწყენიც არ უნდა იყოს მარიამზე, ხვდება, რომ გოგონას ახლა ცუდი პერიოდი აქვს, ავად არის და ამიტომაც უნდა მიხედოს და აღიარებს, რომ ეს პროცესი საშინლად მოსწონს. მან მოახერხა ამ მცირე დროში ისეთი გრძნობები გაეღვიძებინა გეგაში, რომელიც ბიჭს მივიწყებულიც კი ჰქონდა. სასტუმროში შესვლისთანავე გეზი გოგონას ოთახისკენ აიღო და კარი ფრთხილად შეაღო. მარიამი საწოლში აცრემლებული თვალებით დახვდა. გულში უცნაურად გაკენწლა, როდეას გოგონამ სევდიანი თვალები მიაპყრო. საწოლს მიუახლოვდა და გოგონას გვერდით ჩამოუჯდა.
-როგორ ხარ?-ჰკითხა სითბოთ სავსე, მაგრამ მაინც სერიოზული ხმით.
-უკეთესად. სიცხეც აღარ მაწუხებს. ხვალ ალბათ შევძლებ ადგომას.-თვალი აარიდა მარიამმა გეგას.
-გინდა ვილაპარაკოთ? -თვალებში ჩახედა გოგონას.
-ჰო, მინდა რაღაცები აგიხსნა.-ჩაახველა და დამნაშავის თვალებით გადახედა გეგას.-პირველ რიგში მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამომივიდა, მაგრამ ეს მართლა უწყინარი ხუმრობა იყო. უბრალოდ მაინტერესებდა როგორი დამოკიდებულება გქონდა ამ საკითხთან და მინდოდა სხვა მხრივაც გამეცვნე. ალბათ ფიქრობ, რომ მატყუარა ვარ, მაგრამ მე შენთვის ამ შემთხვევის გარდა არც ერთი ტყუილი არ მითქვამს და ვფიქრობ, რომ შემთხვევითობა არც არსებობს.-უთხრა და ბოლო წინადადებაზე უნებურად ცაეღიმა.
-მართალი ხარ, ჩვენი ამბავი შემთხვევითობას არ ჰგავს, ეს უფრო ბედისწერის ამბავი მგონია.-ჩაილაპარაკა ჩუმად, მაგრამ ისე, რომ მარიამსაც გაეგო.-კარგი მოდი დავივიწყოთ ეს შემთხვევა. მე გეგა ონიანი ვარ, 28 წლის.-უთხრა და ეშმაკური ღიმილით გაუწოდა ხელი.
-მე მარიამ ბექაური ვარ, 24 წლის.-თამამად უპასუხა მარიამმა და ეშმაკური ღიმილით მოსდო კბილები ტუჩებს.
-მართლა პატარა ქალბატონი ყოფილხარ.-გაახსენდა მათი ადრინდელი საუბრები და თვალებში ჩააშტერდა გოგონას.
-ახლა კი მე დაგახრჩობ კოცნით.-უეცრად წამოიძახა მარიამმა და ბიჭმა ფააზრებაც ვერ მოასწრო, რომ გოგონა უკვე ვნებიანად კოცნიდა. გონს მოვიდა და თვითონაც ძლიერად მოჰხვია ხელები და კოცნაში აჰყვა...
...

ბოლო დღე იყო დარჩენილი მათ სამშობლოში დაბრუნებამდე და მარიამს ძალიან წყდებოდა გული, რომ გეგას მალე დაშორდებოდა. გეგა კი საერთოდ არ ღელავდა ამაზე, რადგან მას სხვა გეგმები ჰქონდა. ამ ორი დღის განმავლობაში გოგონა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ახლა უკვე მოსალოდენლი მგზავრობით ხდებოდა ცუდად.
....
მოგესალმებით ყველას. ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ როგორც ვატყობ ამ ისტორიას ბევრი არ კითხულობს. შემდეგ თავში აუცილებლად დავამთავრებ და თუ სურვილი გექნებათ ვინმეს, რომ ეს ისტორია გავაგრძელო გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში გამოხატოთ, თორემ უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. გავაგრძელო თუ არაა?
შემთხვევითობა არ არსებობს (7)



№1 სტუმარი darina

Me vkitxulobdi magram agvianeb da maviwydeba xolme.

 


№2  offline წევრი milangirl

კი უნდა გააგრძელო, მაგრამ ძალიან აგვიანებ ხოლმე. ახლა ყველა თავი თავიდად წავიკითხე, არ მახსოვდა საერთოდ. ასე აღარ დააგვიანო, თორემ ისტორია კარგია

 


№3  offline წევრი elenika.13

Madloba <3 amieridan vecdebi agar dagavgviano da tavebsac gavzrdi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent