მხოლოდ ღმერთმა იცის...(11)
თავი 11 საუბრის შემდეგ საკმაოდ დაიძაბა და გაღიზიანდა გაბრაზებულმა მოისროლა ტელეფონი საწოლზე და ბოლთას სცემდა. _ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე ხელი როგორ შევუშალო ემა ისე ენდობა ამ არამზდას არ დამიჯერებს. მე კი ვერ დავუშვებ, რომ მას საფრთხე დაემუქროს. მუქი ყავისფერი თვალები უფრო გაუმუქდა სიბრაზისგან და ჩაუწითლდა. მთელი ეს დრო ცდილობდა გარკვეულიყო თავის თავში და გაეგო რატომ იყო ასე, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა ვერ ხსნიდა ვერ იგებდა მის თავს დატეხილი ემოციები რისგან იყო გამოწვეული. ყველაზე მეტად კი,ის აგიჟებდა, რომ ყოველ ძილისწინ გოგონას სახეს ხედავდა. დენდარტყმულივით წამოხტებოდა ხოლმე საწოლიდან გულ აჩქარებული და ცდილობდა დამშვიდებას, თავად ამ სიმფტომებზე არაფერი იცოდა არ გახლდათ დადეშქელიანი იმ კატეგორიის ადამიანი რომ შეეძლოს ამის გაგება, ყველანაირად ეწინაღმდეგებოდა ამ ახალ გამომცხვარ გრძნობებს ცდილობდა მის დავიწყებას და შეძულებას,მაგრამ განგებას თავის გეგმები ქონდა მასთან დაკავშირებით,რადგან მის მაგივრად ზეცაში უკვე დაიწერა ყველაფერი და ასეც ხდებოდა ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა ყოფილიყო და როგორც უზენაისმა მოისურვა. ამიტომაც არაფერი გამოსდიოდა უძლური იყო ამ გრძნობებთან. ღამით ისევ მოეჩვენა გოგონას თვალცრემლიანი სახე,რომელიც მისკენ მორბოდა და შველას ითხოვდა, მაგრამ როგორც კი მოუახლოვდა გოგონა სადღაც ქრება და ბიჭიც ყვირილით იღვიძებს. – ემაა!- დაიყვირა და საწოლზე ჩამოჯდა. - გვიანი ღამე იყო გარეთ კი, ქარი ფოთლებს აშრიალებდა. შეწუხებული სახით წამოდგა ფეხზე და ფანჯარაში გაიხედა. – რატომ არ ამომდის გონებიდან მისი სახე, ან რატომ არ გამომდის მისი დავიწყება?- ფიქრობდა თავისთვის და კითხვებს უსმევდა საკუთარ თავს, მაგრამ კითხვებზე პასუხი არ ქონდა. გულზე მიიდო ხელი საიდანაც გამალებით უძგერდა და ფორიაქობდა. _ არა, აქ ვეღარ გავჩერდები უკან უნდა დავბრუნდე. იქნებ საფრთხეშია ახლა დამალვის დრო არ არის. უკან გაბრუნდა ჩანთაში ნივთები ჩაილაგა შემდეგ კი, ქალაქში დაბრუნდა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მანქანა, ამილახვარების სახლთან შეაჩერა და მთელი ღამე იქ გაატარა იმის მოლოდინში, რომ შორიდან მაინც ნახავდა მას. დილით ასე ცხრა საათზე კარები ვიღაცამ გააღო და გამოვიდა მოლოდინით დააკვირდა და როდესაც ნაცნობი სხეული დაინახა შეკრთა. გოგონა ეზოდან გამოვიდა და ფეხით აუყვა გზას. – საინტერესოა, ფეხით რატომ მიდის? ამდენი მანქანა ჰყავთ და ეს კი ფეხით მოძრაობს?- გაიფიქრა თავისთვის და მანქანა დაძრა ნელ-ნელა მიყვებოდა უკან და ყოველ მის მოქმედებას აკვირდებოდა ბოლომდე გავყვა ავტობუსის გაჩერებამდე. შემდეგ კი, თავის გზაზე, წავიდა. სახლში მისულს, რა თქმა უნდა, დედამისი სიხარულისგან აღარ იყო. – შვილო, დაბრუნდი? – ხომ გითხარი დავბრუნდები-მეთქი. –მოაგვარე ყველაფერი? – კი.- მოეხვია დედას. – შვილო, რა დაგემართა?- გაოგნებულმა,წამოიძახა. – რას გულისხმობ? – შეხედე რას დაემგვანე შენ რა თავს საერთოდ არ უვლიდი?! როგორ გამხდარხარ ან ეს წვერები და ჩამოზრდილი თმები.. – კარგი, რა დედა ნუ აზვიდადებ.- გაეცინა გულიანად ბიჭს. _ აი კიდევ.. ასეთი არასდროს მინახიხარ. – როგორი? _ რომ იცინოდე სულ სერიოზული სახით დადიხარ ხოლმე. – კარგი, თუ ასე არ მოგწონს აღარ გავიცინებ. – არა, არა პირიქით ძალიან გიხდება როდესაც იცინი.- გაუღიმა. – კარგი, დედა წავალ დავისვენებ მთელი ღამის უძინარი ვარ. ოთახში შევიდა ჯერ თავი მოიწესრიგა და შემდეგ საწოლზე წამოწვა ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო და ცალი კი, მუცელზე მიიდო. ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, ჯერ არ აპირებდა სამსახურში დაბრუნებას ამიტომ დრო თავზე საყრელად ჰქონდა და არც გოგონას სიახლოვეს უნდოდა გამოჩენა, ბოლოს გადაწყვიტა მის აჩრდილად ქცეულიყო და მისთვის შორიდან ედარაჯა. ცოტა, რომ დაისვენა გადაწყვიტა, მეგობრის სანახავად წასულიყო. – ასე ადრე არ ველოდი შენ დაბრუნებას?- კითხა გაკვირვებულმა. _ არც მე ველოდი, მაგრამ იქ მეტი ვეღარ გავჩერდებოდი. ახლა ყველაზე მთავარი ემას უსაფრთხოებაა. ეს ეგრედ წოდებული იოანე კი საფრთხეს წარმოადგენს მისთვის.- ჩახლეჩილი ხმით მიუგო და ლუდი მოსვა. _ რას გულისხმობ? – მოკლედ დეტექტივი ავიყვანე, იმისთვის რომ მის შესახებ რამე გამეგო..რამდენიმე დღის წინ კი დამირეკა და მითხრა, რომ ერთ- ერთი კრიმინალური დაჯგუფების ბოსია და არც თუ ისე კარგი ადამიანია. _ რას აპირებ ეტყვი სიმართლეს? – ჯერ ვერ ვეტყვი ვიცი არ დამიჯერებს მყარი მტკიცებულება მჭირდება. – და... მის მიმართ გაქვს გრძნობები? – არ ვიცი, ძალიან ვარ არეული და ვეღარ ვხვდები ვერაფერს,მაგრამ მასზე ფიქრები თავს არ მანებებს გამუდმებით მის სახეს ვხედავ- დაღლილმა წამოიძახა. _ ანუ მასზე გეფიქრება?- გაეცინა. – კი, ვცდილობ არ ვიფიქრო, მაგრამ თავიდან არ ამომდის. – ოხ,ძმაო ცუდად არის შენი საქმე.. _ რატომ? – შენ შეგეყარა ისეთი სენი რისი განკურნებაც შეუძლებელია. – რას გულისხმობ? – მე არაფერს გეტყვი, ამბობ რომ გაურკვევლობაში ხარ, ხოდა შენ თავში და გრძნობებში თავად უნდა გაერკვე და როცა დრო მოვა მიხვდები რატომაც ხარ ასე.- მხარზე ხელი დაკრა. - მაგრამ იცოდე, უნდა იჩქარო, თორემ შეიძლება დაკარგო. უკვე საკმაოდ გვიანი იყო დადეშქელიანი კი , წასვლას არ ჩქარობდა სასმელს სასმელზე ცლიდა ასე ცდილობდა ყველაფრის დავიწყებას. _ უკაცრავად ბატონო, მაგრამ აქ მეტი ვეღარ გაჩერდებით.- მიუგო მიმტანმა. _ რაა?- მოქუფრული სახით გახედა.- რა თქვი, შენ რა ბარიდან მაგდებ?!- დაუყვურა და საყელოში წვდა. – არა, რას ბრძანებთ უბრლაოდ ვიკეტებით.- შიშით ამოთქვა. _ მე არსად წასვლას არ ვაპირებ ახლა კი წადი და სასმელი მომიტანე. – მაგრამ... – შენ რა ვერ გაიგე! _ კარგი,- ჩაილაპარაკა და ცოტახანში მენეჯერთან ერთად მივიდა. - რატომ არ გინდათ გაიგოთ რასაც გეუბნებიან ის გააკეთოთ სამუშაოს დღეს უკვე მოვრჩით ასე, რომ გთხოვთ დატოვოთ შენობა!- დაუყვირა კაცმა. – ღმერთო, როგორ დამღალა ამათმა წიკვინმა.- წამოიძახა და მათკენ შებრუნდა. – გთხოვთ დატოვოთ აქაურობა წინაღმდეგ შემთხვევაში დაცვას დავუძახებ. _ შეგიძლიათ ვისაც გინდათ იმას დაუძახოთ, მაგრამ ჩემთან ვერავინ ვერაფერს გახდება.- ცინიკურად გახედა შემდეგ კი დატოვა იქაურობა. ბარიდან გამოსულს უკვე ნაბიჯები ერეოდა. ამ მდგომარეობაში მანქანას ვერ მართავდა. ტაქსი გამოიძახა და თავის მისამართის ნაცვლად სხვა უთხრა სულ მალე კი ამილახვარების სახლის წინ ამოყო თავი,ტაქსიდან გადმოვიდა და ალმაცერად გახედა დიდ ვილას რომლის ირგვილივადაც უამრავ დაცვას მოეყარა თავი. დიდ გალავანს შემოუვარა შემდეგ იქვე მდგარ ხეზე აძვრა და ღობეს გადაახტა. ჩუმად ჩუმად შეიპარა ეზოში, შემდეგ კარებთან მივიდა და კარზე ზარი დარეკა. მალე კარები საღამურებში გამოწყობილმა გოგონამ გააღო და ადგილზე გაშრა, როდესაც მის წინ მდგარი მაქსიმე დაინახა. – ემაა!- წამოიყვირა ბიჭმა, გოგომ კი შეშინებულმა ჯერ უკან გაიხედა, ხომ არავინ იყო, შემდეგ კი ბიჭს წვდა საყელოში და უკან გაიყვანა. ბიჭმა წარბებ შეკრულმა დახედა გოგონას, რომელსაც ჯერაც საყელურში ჰქონდა მოჭერილი ხელი გოგონამ, რომ გაიაზრა რაც გააკეთა ხელის შეშვება უნდოდა, თუმცა ბიჭმა არ დაანება. – მაპატიე, მე უბრალოდ... – არაუშავს... – აქ რას აკეთებ,ან მოიცადე შენ რა ნასვამი ხარ?- წამოიძახა. – არა. –მაქსიმე, გაგიჟდი აქ რატომ მოხვედი აქ რომ ვინემ დაგვინახონ ცუდად იქნება შენი საქმე. – მე არავისი არ მეშინია.- წამოიძახა და წაბარდაცდა. – კარგი, მაგრამ გთხოვ წადი ან როგორ შემოხვედი? – არ შემოვედი შემოვიპარე. – რაა? სულ გაგიჟდი? – შენი ნახვა მინდოდა. _ღმერთო, შენ გადმომხედე ახლა რა ვქნა ეს როგორ გავიყვანო აქედან. კარგი, აქ იყავი ახლავე მოვალ.- უთხრა და შიგნით შევიდა ცოტახანში ჩაცმული გამოვიდა სახლიდან. – წამოდი!- უთხრა და მანქანისკენ წავიდა ბიჭი ჩასვა მანქანაში შემდეგ კი, მძღოლის ადგილი დაიკავა ღვედი შეიკრა და მოღუშული სახით გახედა ბიჭს. – ღვედი შეიკარი და მითხარი სად ცხოვრობ?- დაღლილი ხმით მიუგო. _ ღვედს კი შევიკრავ, მაგრამ მისამართს არ გეტყვი.- წამოიძახა. – მაქსიმე! – გისმენ, ემა. – მისმენ კი არა, მითხარი შენი მისამართი. – კარგი, რა ცოტა გავისეირნოთ. _ დამცინი?ღამის ორ საათზე და თან შენ არაფხიზელ მდგომარეობაში ხარ. - აბუზღუნდა გოგონა და მანქანა დაძრა ადგილიდან. ბიჭი ხმას არ იღებდა უბრალოდ გოგონას უყურებდა. მანქნა წყნაარ ადგილას შეაჩერა, შემდეგ კი, წარბებშეჭმუხნული სახით გახედა. – იქნებ ამიხსნა, ეს ყოველივე რას ნიშნავს? ჯერ იყო და ისე წახვედი არაფერი მითხარი გაუჩინარდი და ახლა შუა ღამეს გალეშილი მთვრალი დამადექი სახლში.- საყვედურებით აავსო ბიჭი.- პრობლემებს რატომ მიქმნი?- გულმოსულმა მიუგო. – მაპატიე... თუ შენთვის პრობლემას წარმოვადგენ, ერთ კითხვაზე მიპასუხე ჩემს მიმართ რამეს გრძნობ? _ რაა? – მითხარი? – მაქსიმე, ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ ან რა გინდა საერთოდ ჯერ სულ თავიდან ჩემთან სიახლოვე გინდოდა მერე უხეშად მექცეოდი და გამომიცხადე, რომ ჩემგან შორს იქნებოდი. იქნებ ჩამოყალიბდე რა გინდა? _ ეს აუცილებელია, ჩემთვის უნდა ვიცოდე. – ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა...- ჩამწყდარი ხმით წამოიძახა და მალულად მოიწმინდა თვალზე წამოსული ცრემლები. – რატომ აღარ აქვს ემა? მითხარი? _ იმიტომ რომ ამაზე საუბარი ძალიან გვიანია. – რატომ? – აჯობებს თუ დამივიწყებ არ ვიცი რატომ ცდილობ ჩემ სიახლოვეს იყო სულ და ან ეს გამოკითხვა რად გინდა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს უკვე გვიანია,იმიტომ რომ მე... მალე ვთხოვდები.- წამოიძახა გოგონამ, მისი სიტყვები ბიჭისთვის მეხის გავარდნასავით იყო, გულში რაღაცამ უსიამოვნოდ გაჰკრა. – თხოვდები, ვისზე? – იოანეზე. ამის გაგებამ სულ გადარია ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ამას არა. – იოანეზე? – ჰო. – ემა, დამცინი? შენ არ ამბობდი რომ ის შენი მეგობარი, იყო? – ხო, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა, წლების შემდეგ მივხვდი, რომ მეც მაქვს გრძნობები მისდამი.- ჩამწყდარი ხმით მიუგო და თავი აარიდა მის მზერას. – რაღაც არ ჩანს, რომ ბედნიერი ხარ ამ ამბით.- ცინიზმი ჩააქსოვა ხმაში. – შენ რა გესმის მე ძალიან ბედნიერი ვარ.. _ მართლა? მაშინ თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ ბედნიერი ხარ.- მიუგო ბიჭმა, მაგრამ გოგონა არ იძვროდა. – რატომ არ ბრუნდები უკან რატომ არ გინდა თვალებში ჩამხედო და მითხრა ეგ? –.... _ პასუხი არ გაქვს ამ კითხვაზე? კარგი შენ თუ არ იცი სამაგიეროდ მე ვიცი. გინდა გითხრა?- გამომწვევად მიუგო,შემდეგ ნიკაპზე მოკიდა ხელი და მიაბრუნა ძალიან ნელა დაიხარა მისკენ და ლოყაზე ნაზად აკოცა გოგონა კი, მის შეხებაბისას გაიტრუნა. – შენ არ ხარ ბედნიერი ამ მოვლენით და ეს სახეზე გეტყობა და კიდევ ერთი შენ რომ ის ტიპი გიყვარდეს ჩემი შეხებისას ასე არ გაინაბებოდი, როგორც კნუტი. – გთხოვ არ გინდა... – არა, გვინდა. – რატომ აკეთებ ამას რა მიზანი გაქვს რატომ ცდილობ თავ გზა ამიბნიო?- ამოიტირა. – ემა, რა ხდება მითხარი? გთხოვ არ დამიმალო, მე დაგპირდი, რომ დაგიცავდი სულ და ასეც მოვიქცევი შენ მხოლოდ მითხარი და დანარჩენი მე ვიცი. – კარგი, გპირდები ყველაფერს გიამბობ,ოღონდ დღეს არა უკვე ძალიან გვიან არის და მალე გათენდება კიდეც. – ხვალ შევხვდეთ ისევ ჩემს კოტეჯში და დავილაპარაკოთ ჩემს ზარს დაელოდე, მაგრამ იცოდე შენც უნდა ამიხსნა შენი დღევანდელი საქციელი. – კარგი, გეტყვი. – კარგი, წამოდი სახლამდე მიგიყვან. – არა, არ არის საჭირო, წადი შენ პრობლემები არ შეგექმნას მეგობარს დავურეკავ და მომაკითხავს. – კარგი, მაშინ დროებით.- დაემშვიდობა და წავიდა. ემას წასვლის შემდეგ ჯიბიდან მობილური ამოიღო და გიორგის დაურეკა. სუფთა ჰაერი მოუხდა და ცოტა გამოცხიზლდა კიდეც, ძარღვებში სისხლი უდუღდა სიბრაზისგან ვერ დაუშვებდა, რომ ემას ცხოვრება გაენადგურებინა იოანეს ან საერთოდ რა ხდებოდა ასე უცებ რატომ გადაწყვიტა დაქორწინება. აშკარაა აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. მთელი ღამე თვალი ვერ მოეხუჭა ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, რათა აერიდებინა გოგოსთვის ეს ქორწინება. _ როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო ეს ტიპი მოუშორებელი ჭირივით არის.- ამდენი ფიქრისგან თავი ატკივდა.- მხოლოდ ერთი გზით იქნება ის უსაფრთხოდ მაპატიე, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო.- გაიფიქრა და თვალები დახუჭა. *** შემდეგ დღეს მაქსიმე გაემზადა ემასთან შესახვედრად იმის გაფიქრებაზე, რომ მას გულს ატკენდა ანადგურებდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და კიდევ ვერ დაუშვებდა გოგონა იოანეს გაჰყოლოდა ცოლად ან სხვა ვინმეს. ამიტომ სიმკაცრე უნდა გამოეჩინა მის დასარწმუნებლად. ბიჭმა მანქანით მიაკითხა გოგონას და წაიყვანა. _ გამარჯობა, მაქსიმე. – გაგიმარჯოს.- სერიოზული სახით მიუგო. _ სად მივდივართ?- იკითხა ინტერესით. _ მალე გაიგებ. კარგი გისმენ შენ არ მიმტკიცებდი, რომ ის შენი მეგობარი იყო, მაშ ახლა რა შეიცვალა. – მამაჩემი მაიძულებს...- ამოთქვა და ფანჯარას თავი მიადო. – რაა?- შეიცხადა. – ჰო, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მამაჩემს არაფრის გაგონება არ სურს, მეუბმება,რომ მას უნდა გავყვე ცოლად. – მამაშენი ასე რატომ იქცევა? _ არ ვიცი, მაგრამ მე ბრძოლის თავი აღარ მაქვს. – მალე ყველაფერს მოეღება ბოლო და ვერც იოანე და ვერც მამაშენი ვეღარ გაიძულებს ვერაფერს.- მტკიცედ წარმოთქვა. _ რას აპირებ? _ შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ გული გატკონოს, მაგრამ ამას მხოლოდ შენს დასაცავად ვაკეთებ.- ჩაილაპარა. – მაქსიმე რას მიმალავ რა ხდება? – მალე გაიგებ.- წამოიძახა შემდეგ კი ავტომობილი შენობასთან გააჩერა. _ მოვედით. – სად? რა ხდება? – წამოდი! გოგონა, დაბნეული და შეშინებული გაჰყვა ბიჭს უკან კიდევ უფრო გაოცდა, როდესაც შენობაში ნოტარიუსი დახვდა. _ მაქსიმე, რა ხდება? ეს კაცი ვინ არის?- აღელვებით წამოიძახა. – ნოტარიუსი. – ნოტარიუსი? კი, მაგრამ აქ რა უნდა? – ჩვენ გველოდება, ქორწინების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ.- ისეთი გაყინული და უემოციო სახით თქვა, რომ მიმიკებიც კი არ უთამაშებდა. – რაა? რას ამბობ?!- წამოიყვირა. _ დამშვიდდი კარგი. – არ დამვმშვიდდები, ხვდები მაინც რას აკეთებ ეს არის შენი დახმარება.- ბრაზით შეხედა. _ მხოლოდ ასე შევძლებ შენს დაცვას. – არა, მაქსიმე მხლოდ ეს არ არის გამოსავალი ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია,მაგრამ შენ რატომღაც ეს გზა აირჩიე რატომ მითხარი? – ნუ გაჯიუტდები და რასაც გეუბნები ის გააკეთე. – არა, არ გავაკეთებ, შენ მე მომატყუე ხომ ასეა, გგონია ამას დავთანხმდები? მე მივდივარ. - იცოდე თუ წახვალ, ცოტახანში იმ გაიძვერას ცოლი გახდები და ღმერთმა იცის რას დაგმართებს და მერე მე შენს დახმარებას ვეღარ შევძლებ.- დაუყვირა. – რაა? რას ამბობ? – რაც გესმის ან ჩემს შემოთავაზებას დათამხმდები ან იმ გაიძვერას მსხვერპლი გახდები არჩევანი შენზეა.- ცივი ხმით მიუგო. – ვერ გიტან ნუთუ არ შეიძლება მშვიდად და თავისუფლად ვიცხოვრო, თუ სულ ვიღაცის ბრძანებები უნდა ვასრულო.- წამოიძახა ატირებულმა და თვალებიდან უხეშად მოიშორა ცრემლები. – კარგი, მაგრამ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე, მე შენ არასდროს გაგიწევ ცოლობას და არ შემიყვარდები, იცი, რატომ? იმიტომ, რომ დღეს შენ ყველაფერს წერტილი დაუსვი. მისი სიტყვები გულზე მოხვდა და გული მოუკლა, მაგრამ აბა რა ეგონა. გოგონა,მაგიდასთან მივიდა და ჩამოჯდა. - თუ გაარკვიეთ ყველაფერი, შეგვიძლია უკვე დავიწყოთ. ეს არის საქორწინო ხელშეკრულება, მხოლოდ რამდენიმე თვით. _ რაა?- გაოცებული თვალები შეანათა ტონარიუსს. – დიახ, ეს არის დროებითი და სულ რაღაც ექვს თვეში დასრულდება ამ ექვს თვეში კი თქვენ როგორც ცოლ ქმარი ისე იცხოვრებთ. თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ... – ძალიან გთხოვთ ზედმეტი კითხვების გარეშე. მითხარი სად მოვაწერო ხელი.- მობეზრებით წამოიძახა. - აი აქ.- მიუთითა მონიშნულ ადგილზე, გოგონამ ხელი მოაწერა და შემდეგ მაქსიმემაც მოაწერა. – მორჩა დღეიდან თქვენ ცოლ- ქმარნი ხართ.- მიუგო კაცმა. - მადლობა,დახმარებისთვის ბატონო გია. უთხრა და გააცილა. შენობაში მარტო ეს ორი დარჩა, გოგონა კუთხეში ჩაიკეცა და ატირდა. – ადექი მივდივართ. – შენ მე ვერ მიბრძანებ როგორ მოვიქცე გასაგებია? თუმდაც ექვი თვით იყოს ეს ჩემთვის არაფერი იცვლება, შენი ჭკუით რა გააკეთე აა? შენც იგივე ნაირად არ მაიძულე ცოლად გამოგყოლოდი.- დაუყვირა და ხელი კრა. – იქნებ მორჩე ამ ისტერიკებს და წავიდეთ.- მისე მშვიდად მიუგი ნერვიც კი არ აუტოკდა. – სად? – შენებთან.- მიუგო,მშვიდად.- და კიდევ იქ ისე უნდა მოვიქცეთ,ვითომ ერთმანეთი გვიყვარს. – რაა? მე არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. ბიჭმა თვალები დახუჭა დასამშვიდებლად და შემდეგ მიუგო. – მე არ მაინტერესებს შენ რა გინდა და რა არა. იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი გასაგებია. სანამ მშვიდად გესაუბრები, გააკეთე რასაც გეუბნები თუ არადა ძალას გამოვიყენებ. _ ვერ გიტან- მიაძახა და მანქანისკენ წავიდა. მთელი გზა, ხმა არცერთს გაუცია, გოგონას თავი მინაზე მიედო და თვალდახუჭული ტიროდა. – მაპატიე...- ჩაილაპარაკა, ჩუმად როდესაც გოგონას ნაღვლიანი სახე დაინახა. მალე ამილახვარების ვილასთან შეჩერდა მანქანა და გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, რადგან იცოდა,რომ იქ კიდევ ერთი ჯოჯოხეთის გავლა მოუწევდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და უემოციო სახით გახედა ბიჭს. მანქანიდან გადმოვიდნენ, შემდეგ გოგონას ხელი ჩაავლო. – ხელი გამიშვი.- უხეშად მიუგო და ხელი გააშვებინა. – ნუ, მეწინაღმდეგები.- თვალები დაუბრიალა და ისევ ჩაჭიდა. კარებზე ზარი დარეკეს, სულ მალე კი, კარები გოგონას დედამ გააღო და როდესაც გოგონა უცხო მამაკაცთან ერთად ნახა ღიმილი სახეზე მიეყინა. – შეიძლება შემოვიდეთ?- მიუგო მაქსიმემ და ქალმაც გზა დაუთმო. - ემა, რა ხდება? შეგიძლია ამიხსნა? – დედა ეს მაქსიმეა, არ გახსოვს მან გადამარჩინა ტყვეობისგან. – ძალიან კარგად ვიცი, ვინც არის , მაგრამ შენთან ერთად რა უნდა? _ ბატონ ნუგზარს დაუძახეთ და ყველაფერს გიამბობთ.-მიუგო ბიჭმა. ქალი გაცეცხლებული გაემართა ქმრის მოსაყვანად და მალე ერთად დაბრუნდნენ. –ნუგზარ ჩვენი შვილი სულ წავიდა ხელიდან მალე ქორწილი აქვს და აქ უცხო მამაკაცთან ერთად გამოცხადდა. - რა ხდება აქ? მაქსიმე აქ რას აკეთებ?- ოსტატურად დაიწყო ჩხუბი. – აქ იმისთვის, მოვედით, რომ გითხრათ მე და თქვენი ქალიშვილი უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ.- წამოიძახა. – რაა? ეს როგორ გავიგო? – თქვენი აზრით გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდი, როდესაც გავიგე ,რომ ჩემს შეყვარებულს ათხოვებდით.- სრული სეროზულობით წამოიძახა. – რა თქვი შეყვარებულს? ემა სიმართლეა რასაც ეს კაცი ამბობს? – ჰო, მამა მე და მაქსიმეს უკვე დიდიხანია ერთმანეთი გვიყვარს..- ამოიტირა.- მაგრამ ვერ გეუბნებოდი, რადგან შენი რეაქციის მეშინოდა. – დიახ, არ ვაპირებდით ჯერ თქმას,მაგრამ რადგან სხვა გზა აღარ დაგვიტოვეთ ვერ დავუშვებდი მის სხვაზე გათხოვებას. მითუმეტეს იმ არამზადაზე. ..... ვიცი, შეიძლება ამ თავით დიდად კმაყოფილი არ იყოთ ან იქნებ მოგეწონოთ მოვლენების ასეთი განვითარება, მაგრამ ასე იყო საჭირო, რომ სიუჟეტი დამეძაბა. რაც მთავარია და ძალიან გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი, რადგან ეს მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ახალბედა მწერლისთვის რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე, პერსონაჟებზე და ასე შემდეგ ძალიან გამახარებთ ამით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.