მხოლოდ ღმერთმა იცის...(10)
თავი 10 _ რაა? აბა რა მე თქვა, რომ მამაკაცთან ერთად მარტო ვარ კოტეჯში- თქო.- აბუზღუნდა.- შენი ბრალია, შენ გამო პირველად ვიცრუე ასე, რომ გაჩუმდი. გაუბრაზდა და პატარა ბავშვივით წამოწია წინ ტუჩები, თუმცა მაქსიმესთან შედარებით ემა, მართლაც რომ ბავშვი იყო ყველა კონტექსტში ასაკობრივადაც და ხასიათითაც. დასუსტებული მზერით უყურებდა გოგონას. –ემა... – რა გინდა?- წარბებ ქვემოდან გახედა. – დამავიწყდა..- ამოილაპარაკა. – რაა? სერუოზულად?- გაოცდა გოგონა. _ ალბათ ,სიცხის ბრალია. – შენც მაგარი ხარ რანაირად გაცივდი პატარა ხომ აღარ ხარ?- ჩაიფხუკუნა. – რა ნაირად ცივდებიან ქალბატონო, დღე და ღამ გარეთ მიწევს ყოფნა ხოდა გავცივდი. – კაი, ნუ ჩხუბობ..მაჩვენე შუბლი აბა?- უთხრა და შუბლზე მიადგო ხელი.- ღმერთო, იწვი სიცხისგან სწრაფად წამოდგა ფეხზე და ტუმბოდან აფთიაქის ყუთი ამოიღო. წამლებში სიცხის დამწევს ეძებდა, მაგრამ სიცხის დამწევი არ იყო. – ახლა, რა ვქნა მაღალი სიცხე გაქვს წამალი კი არ მაქვს.. - ნერვიულად ფრჩხილების წვალება დაიწყო.- მაქსიმე, მგონი აჯობებს სასწრაფოს გამოვუძახოთ. – ემა, ნუ აზვიდებ კარგად ვარ სიცხეც დამიწევს. – რას ამბობ, 38- მდე აგდის სიცხე ეს სახუმარო არ არის. – არაფერი არ მოხდება.- ამშვიდებდა თავის ჭკუით, მაგრამ აშკარა იყო, რომ უფრო სუსტდებოდა. _ ღმერთო, რა ვქანა, როგორ დავუგდო სიცხე?!- ბუტბუტებდა თავისთვის. ბოლოს გაახსენდა, პატარაობაში ბებიამისი, ყოველთვის ძმრიან საფენებს ადებდა შუბლზე. – ეს როგორ არ გამახსენდა.- წამოიძახა და სამზარეულოში გაიქცა უჯრიდან ძმარი ამოიღო, შემდეგ თბილ წყალში შეაზავა საფენები აიღო და ოთახში გავიდა. გვერდით ჩამოუჯდა საფენები ძმარში დაასველა და შუბლზე დაადო. – კარგად გახდები...- უჩურჩულა და საფენი გამოუცვალა. სიცხის გამო, მაქსიმე მოთენთილი იყო. გოგონა გვერდიდან არ შორდებოდა და ბიჭს უვლიდა. სუსტი თვალებით გააპარებდა ხოლმე გოგონასკენ თვალებს არ იმჩნევდა, მაგრამ მისი ეს ზრუნვა სიამოვნებდა კიდეც. ღამით გამოეღვიძა მაქსიმეს და წყლის დალევა უნდოდა, თუმცა წყლის დოქი შორს იდგა და სანამ მის აღებას ცდილობდა შემთხვევით ჭიქას გაკრა ხელი და ძირს გადმოაგდო რის გამოც ახალ ჩათვლემილ გოგონას გამოეღვიძა. – რაა? რა ხდება?- შეშინებული წამოხტა და დაინახა საწოლის კიდეზე ბიჭი. – რა მოხდა? ხო კარგად ხარ? – მაპატიე, შენი გაღვიძება არ მინდოდა უბრალოდ ყელი გამომიშრა და წყლის დალევა მინდოდა. _ არ მეძინა, უბრალოდ თვალებს ვასვენებდი ახლავე მოგიტან.- სავარძლიდან წამოდგა ფინჯანი წყლით აავსო და წყლის დალევაში დაეხმარა, უეცრად წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა . გოგონამ კი მზრუნველად გადაუწია თავი და ზურგზე მოუთათუნა. ამ დროს მათი მზერა ერთმანეთს შეხვდნენ. – დაწექი.- უთხრა და ბიჭიც გაოგნებული დაუბრუნდა საწოლს ამის შემდეგ გოგონამ საბანი შეუსწორა. მთელი ღამე თავზე ედგა და სიცხეს უმოწმებდა, მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. დილით, როდესაც გაიღვიძა მაქსიმემ თავს შედარებით უკეთ გრძნობდა წამოდგომას აპირებდა, როდესაც საწოლის კუთხეში გოგონას თავი ჩამოედო და ეძინა. – მთელი ღამე, თავზე მედექი...- გაეღიმა. ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,შემდეგ გოგონა აიყვანა და ჩააწვინა საწოლში. იქვე ჩამოჯდა და მძინარე გოგონას გახედა. – ჩვენი ურთიერთობა არ არის მარტივი, ყოველ ჯერზე,როდესაც ერთმანეთს ვხვდებით ორივე გულს ვტკენთ ერთმანეთს არ ვიცი რა ხდება და რატომ ამეკვიატა შენზე ფიქრები, რატომ შემოიჭერი ჩემს გონებაში ასე ღრმად. ამას ვერ ვხსნი და ვერ ვიგებ. მე და შენ სხვა და სხვა სამყაროდან ვართ შენ იმდენად სუფთა და უამნკო ხარ და მე..მე...მონსტრი ვარ, ცივ სისხლიანი, რომელსაც არა ერთი ადამიანი ყავს მოკლული. არასდოს დამავიწყდება შენი შეშინებული სახე იმ დღეს ტყეში, როდესაც ლამის შემომაკვდი ხელში. მაპატიე.. ეს ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ ასე გამოვიდა შენ ჩემზე არაფერი არ იცი არ იცი ჩემი წარსული და აჯობებს არც იცოდე. აჯობებს შენგან შორს ვიყო, მაგრამ მალულად ყოველთვის დაგეხმარები. - როდესაც თავის სათქმელს მორჩა ფრთხილად დაიხარა და შუბლზე აკოცა იქვე ბალიშითან ვარდი დაუტოვა ამის მერე წამოდგა და წავიდა, როგორც კი ბიჭი გაბრუნდა გოგონა თვალებს ახელს და აცრემლებული თვალები გააყოლა გასასვლელისკენ მიმავალ ბიჭს. **** საშინელ განწყობაზე იყო, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს, რატომ ანიჭებდა ამხელა მნიშვნელობას ამ გოგოს რატომ უჭირს მისგან განშორება. მაგრამ უნდა ამოეგდო თავიდან ეს და როგორც აქამდე ცხოვრობდა ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, მისგან შორს უნდოდა ყოფნა, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ის ფსიქოპატი იოანე რამეს დაუშავებდა მას მოსვენებას უკარგვდა. თავის ფედერაციასთან გააჩერა ტაქსი და შოგნით შევიდა. _ გამარჯობა, ბატონო ანზორ შეიძლება.- კარები შეაღო და შიგნით შევიდა. - მოდი. რადგან ჩემთან მოხვედი ესეიგი, მნიშვნელოვანი რამ გაქვს სათქმელი. – მე მინდა, გთხოვოთ რომ ან სხვა ქალაქში გადამიყვანოთ სამუშაოდ ან მომხსნად სამსახურიდან.- ამოთქვა. – რას ნიშნავს ეს მაქსიმე?! რას ქვია ან სხვაგან გაგიშვა ან მოგხსნა? შენგან ახსნას მოვითხოვ.- მკაცრად მიუგო. _ გთხოვთ... _ რას მთხოვ თუ ხვდები? მეორე საკითხი დაივიწყე, ეს გამორიცხულია, გესმის! – მაგრამ მე წასვლა მინდა. – ახლა მართლა გავგიჟდები, რა გჭირს რა გემართება?რომც მინდოდეს არ შეიძლება ამის უფლება არ გვაქვს. ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ კონტრაქტს მოაწერდი ხელს ახლა უკვე გვიანია. ბიჭმა მძიმედ ამოიხრა. _ კარგი, მაშინ სხვაგან გამიშვით სამუშაოდ ეს ხომ მაინც შეგიძლიათ.- გაღიზიანებულმა მიუგო. – არ მესმის რა გემართება, მემგონი შენი აქ დაბრუნება შეცდომა იყო. – არა, სულაც არა პირიქით აქ ჩამოსვლით თვალები ბევრ რამეზე ამეხილა. მე არ მინდა აქ მუშაობა და რაც არ უნდა მოხდეს აზრს არ შევიცვლი. ჯერჯერობით კი, დავრჩები. _ კარგი, კარგი დაწყნარდი, როგორც ჩანს დღეს აღელვებული ხარ . კარგი, რადგან ასე გინდა გაგიშვებ სხვაგან სამუშაოდ.- შოკში მყოფმა კაცმა,მიუგო არასდროს არ ენახა მაქსიმე ასეთი არეული და უკონტროლო. - მოკლედ ასე გადავწყვიტე მე. ახლა შენ არ ხარ იმ მდგომარეობაში, რომ იმუშაო შვებულებაში გიშვებ წადი სადაც გინდა და რამდენი ხანიც გინდა კარგად დაფიქრდი ყველაფერზე აწონ დაწონე მერე მოდი ჩემთან და დავილაპარაკოთ.- წარბებს ქვემოდან ახედა ბიჭს. _ მაგრამ მე არ შევიცვლი აზრს... – არაფერი არ გამაგონო, რაც გითხარი ის გააკეთე ვხედავ არეული ხარ და გაურკვევლობაში ხარ ჩავარდნილი საღი აზრი დაკარგე. არ ვიცი რა ხდება შენ თავს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს დროს გაძლევ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გაერკვე ყველაფერში, თუ ამ დროის მანძილზე ისევ ამ აზრზე დარჩები მერე მოდი ჩემთან და დავილაპარაკოთ. ახლა კი წადი.- მშვიდი ხმით მიუგო კაცმა. ბიჭი გამობრუნდა წავიდა. ძალიან იყო არეული და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს ადრე თუ ეს სამუშაო მოსწომდა ახლა იქ გაჩერება აღარ უნდოდა. გაღიზიანებული დაჯდა საჭესთან შემდეგ კი, მოწყდა ადგილიდან. – ეს სულ შენი ბრალია, ემა შენი შენ ამირიე თავ გზა, ახლა კი ვეღარ ვხვდები, როგორ მოვიქცე. ნერვიულად მოიქექა კეფა დაძაბული მართავდა საჭეს. არა, ასე აღარ შემიძლია უნდა წავიდე დროებით ქალაქიდან და დავალაგო ყველაფერი ჩემს თავში. .... _ შვილო, სად იყავი გუშინ?- აღელვებულმა მიუგო. – მაპატიე, დედა საქმეები მქონდა და ვეღარ მოვახერხე დამერეკა.- მიუგო. შემდეგ ოთახში შევიდა და ნივთების ჩალაგება დაიწყო. – რას აკეთებ? ბარგს რატომ ალაგებ? _ მივლინებით მიშვებენ დედა რაღაც დროით სხვაგან მომიწევს ყოფნა, მაგრამ არ ინერვიულო, როგორც კი მოვრჩები საქმეს დავბრუნდები.- მოეხვია დედას.- ლიზა სად არის? _ აქ ვარ.- ოთახში გოგონა შემოვიდა განაწყენებული სახით. - ისევ მიდიხარ? _ ხო, მაგრამ დავბრუნდები.- გულში ჩაიკრა. _ იმედია ისევ წლები არ გადაიკარგები... - გპირდები, რომ მალე დავბრუნდები. როდესაც ყველაფერს მორჩა მათ დაემშვიდობა და წავიდა. მეგობარს აგარაკის გასაღები გამოართვა და ქალაქიდან გავიდა. თითქოს გაორება ქონდა და თავს ებრძოდა რომელიც ხან ღიმილს მოგგრიდა და ემას მოაგონებდა თან კი სიბრაზე მოაწვებოდა და სახე დაუსერიოზულდებოდა. – არ ვიცი, სულ მასზე რატომ ვფიქრობ, მაგრამ უნდა დავივიწყო. უნდა ამოვიგდო გულიდან და გონებიდან მისი არსებობა. აგარაკზე სრულიად მარტო დარჩა საკუთარ თავთან და გრძნობებთან. ჩანთა იქვე მიაგდო თვითონ კი დივანზე ჩაეშვა და დასამშვიდებლად თვალები დახუჭა. შემდეგ კი, დასერიოზულებული სახით გაახილა თვალები ისევ ძველი იერით წამოდგა ფეხზე ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს ემოციები ჩემში ჩავკლა. არც გამოიცვალა უბრალოდ ფეხზე გაიხადა და დივანზე წამოწვა დაღლილობისგან კი მალევე ჩაეძინა. **** რა ხდებოდა ამ დროს ამილახვარებთან კერძოდ კი ემას ცხოვრებაში მთელი ეს დრო. მაქსიმეს ეგონა, რომ მძინარეს უთხრა ყველაფერი, ასეც იყო, მაგრამ გოგონამ მალევე გაიღვიძა, როდესაც შეხება იგრძნო და საწოლზე გადააწვინა მაქსიმემ უნდა ამდგარიყო, თუმცა როდესაც მისი ხმა შემოესმა, რომელიც თავისთვის საუბრობდა გადაწყვიტა ხელი არ შეეშალა და თავი მოემძინარებინა. მოსმენილმა კი, შოკში ჩააგდო ბიჭი გულახდილად ესაუბრებოდა მძინარეს და ბოლოს შუბლზე ამბორმა და დამშვიდოდებამ გული აუჩუყა. როდესაც ბიჭი მიბრუნდა გოგონამ თვალები გაახილა აცრემლებულმა გააყოლა მის გასვლას თავალი, თუმცა არ შეუჩერებია. ბალიშის კუთხეში ვარდი იპოვა და დაბნეულმა აიღო. – რას ნიშნავს ეს ყველაფერი ან მისი სიტყვები, დამშვიდობება და ეს ვარდი? რატომ თქვა, რომ აჯობებს შორს იყოს ჩემგან. ღმერთო, სულ ამერია თავში ყველაფერი.- დაბნეულმა წამოიძახა, შემდეგ კი წასასვლელად გაემზადა. სახლში არეული მივიდა. _ რა ხდება, შვილო ,შენი მეგობარი როგორ არის?- იკითხა დედამისმა. –ჰაა, რომელი მეგობარი?- დაიბნა. _ რა გჭირს ვისთანაც იყავი, გუშინ. – აა,ხო კარგად არის, მისი მშობლები დაბრუნდნენ შინ და მეც წამოვედი. – გასაგებია, ეს რა ვარდია?- ინტერესით დახედა გოგონას ხელში წითელ ვარდს. – ეს... ანას ბაღიდან არის.- იცრუა.- კარგი, წავალ მოვწესრიგდები და მოვალ.- უთხრა და ოთახში ავიდა ვარდის ტოტი იქვე დადო და დაბნეულმა აქეთ- იქით დაიწყო სიარული, თან ნერვიულად ვფრხილების წვალება დაიწყო. _ რა ხდება საერთოდ რატომ ვერ ვივიწყებ მის სიტყვებს წავიდა და წავიდეს მერე მე რა რატომ უნდა მაღელვებდეს მე ეს.- ბუტბუტებდა თავისთვის. – ჩვენი მეორე შეხვედრის, შემდეგ ყოველთვის გავუბროდი მასთან სიახლოვეს და უხეშად ვექვეოდი, თუმცა ეს არ დაუმსახურებია. რა გემართება ემა, შენ არ ჩასჩიჩინებდი სულ, რომ წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან აბა ახლა რა შეიცვალა, რატომ მომხდა გულზე ასე მისი წასვლა? კარადიდად სუფთა ტანის სამოსი ამოიღო და აბაზანაში გავიდა. როდესაც წყლის პროცედურებს მორჩა დაღლილი შეძვრა საწოლში და საბანში გაეხვია თავიდან ფეხებამდე. – მორჩა დაიძინე.. ხვალ ბევრი საქმე გაქვს.- შემოუძახა თავს და შეეცადა დაეძინა. **** აივნის საზურგეზე იყო გადაწოლილი და ეტობოდა,რომ გამალებით ფიქრობდა. სახე ჰქონდა დასერიოზულებული როგორც ყოველთვის წარბები შეეჭმუხნა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და უპასუხა. – გისმენ?- ბოხი ხმით მიუგო. _ გამარჯობა, ბატონო მაქსიმე დათო ვარ. – დათო, რა ხდება იმედია რაიმე სიახლე გაქვს?- ბრძანებლური ტონით მიმართა. – დიახ, სწორედ მაგიტომ გირეკავთ. – მაშ გისმენ? – მოკლედ ჩვენ მის თვალთვალს ვაგრძელებდით და მის შესახებ რაღაც გავიგე. – ამოღერღე რა გაიგე?- წამოიძახა მოთმინება დაკარგულმა. – ეგ იოანე იტალიაში მართლა ცხოვრობს, მაგრამ როგორც გავიგე ცუდ ხალხს გაერია. – კერძოდ? – მოკლედ ახლა ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ბოსია. გადმოაქვთ ნარკოტოკი უკანონოთ და კიდევ იარაღი უკანონოდ. – ასეც ვიცოდი რომ ეგ ტიპი არ იყო წმინდა წყლის დამქცევი.- კბილებში გამოსცრა. - სხვას რას მეტყვი? – ხო, კიდევ ძალიან მოუხშირა ამილახვარების ოჯახში სიარულს. – ეშმაკმა დასწყველოს! როგორც ჩანს დროს არ კარგავს და ცდილობს თავისი გეგმა სისრულეში მოიყვანოს. თვალი არ მოაშოროთ გესმით მისი ყოველი მოქმედება უნდა ვიცოდე.- უბრძანა. – დიახ. საუბრის შემდეგ საკმაოდ დაიძაბა და გაღიზიანდა გაბრაზებულმა მოისროლა ტელეფონი საწოლზე და ბოლთას სცემდა. _ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე ხელი როგორ შევუშალო ემა ისე ენდობა ამ არამზდას არ დამიჯერებს. მე კი ვერ დავუშვებ, რომ მას საფრთხე დაემუქროს. მუქი ყავისფერი თვალები უფრო გაუმუქდა სიბრაზისგან და ჩაუწითლდა. .... ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ. გამოხატეთ თქვენი აზრები და რეაქციები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.