შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიყვარო! (თავი მეორე)


2-10-2024, 01:04
ავტორი Olivia255
ნანახია 1 412

სამშაბათი საღამო იყო,უნივერსიტეტიდან ახალი მოსული ვიყავი და დაღლილი პირდაპირ ჩემს ოთახში შევიკეტე...დენიზზე ვფიქრობდი,ძალიან მაღიზიანებდა,მაგრამ თან რაღაცნაირად მხიბლავდა ის ფაქტი,რომ ასე ჯიუტად ცდილობდა ჩემთან კონტაქტს,კვირა საღამოს სახლამდე მაინც მომაცილა,გზაში ბევრს მელაპარაკებოდა,ვაიგნორებდი თუმცა მაინც არ მანებებდა თავს,ბოლოს ყურსასმენები გავიკეთე,ის კი ჯიუტად მომყვებოდა გვერდით და რომ დარწმუნდა სახლში მშვიდობით მოვედი მხოლოდ მაშინ გატრიალდა უკან...ყველაფერს მეკითხებოდა,მკითხა ჩემი საყვარელი ფერი,საჭმელი,საყვარელი ადგილი,ყველაფერი აინტერესებდა,რაღაც მომენტში მესაყვარლა კიდეც,მაგრამ ჯიუტად ვცდილობდი მის მოშორებას,მართალია არ გაჭრა მაგრამ დანებებას არც მე ვაპირებდი და არც დენიზი...თავი გავიქნიე და აბაზანაში ვაპირებდი შესვლას მამაჩემის ხმა რომ გავიგე.
-ანიტა ერთი წუთით მოდი სალაპარაკო მაქვს.-ამოვიოხრე,ამჯერად რაღა მოხდა,მისაღებში გავედი და წარბები შევკარი მთელი ოჯახი იქ რომ დავინახე,ჩემი ძმა და დედაჩემი მოღუშულები ისხდნენ,მამა კი ოთახში ბოლთას სცემდა.
-რამე მოხდა?-ვიკითხე და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. მამამ სახეზე ხელი ჩამოისვა და სერიოზული ხმით დაიწყო
-ჩვენი კომპანია კოტრდება,სასწრაფოდ უნდა მოვნახოთ გზა რომ შევინარჩუნოთ,უფრო სწორად უკვე გამოვნახე გზა და ამაში შენი დახმარება მჭირდება.-ვიგრძენი ყველა რომ მე მიყურებდა და ყველას თვალი მოვავლე.
-რას გულისხმობ?
-ჩემი ახლო მეგობარი თანახმაა დაგვეხმაროს...თუ მის ბიჭზე დაინიშნები.-ფეხზე წამოვიჭერი,აღშფოთებული მივაჩერდი მამაჩემს
-რა ა? თქვენ რა გაგიჟდით? დედა...-დედაჩემს გავხედე რომელიც ჩუმად იჯდა და დანაღვლიანებული მიყურებდა ხან მე,ხან მამაჩემს.
-უკვე ყველაფერი დაგეგმილია,ხვალ ბრიფინგზე წამოხვალ და ერთმანეთს გაიცნობთ მერე კი....
-ერთი წამით დააპაუზე!-გავაწყვეტინე უკვე გააფთრებულმა
-ანუ თქვენ ყველამ,გადაწყვიტეთ,რომ კარგი აზრი იყო ისე რომ ჩემთვის არაფერი გიკითხავთ ვიღაც უცნობზე დაგენიშნეთ? ეგოისტი ხარ,რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის შვილს წირავს! არანაირ ბრიფინგზე არ წამოვალ! ფეხებზე კომპანიაც და შენი ერთუჯრედიანი მეგობარიც!-ყველაფერი წამებში მოხდა,საშინელი წვა ვიგრძენი და თავი ინერციით გვერდით შევატრიალე,ტუჩზე სისველე ვიგრძენი და ხელი რომ მოვისვი მივხვდი სისხლი მომდიოდა. მამაჩემმა გამარტყა. ჩემი ძმა ფეხზე წამოიჭრა,ჩემს წინ დადგა და მამაჩემს უღრიალა
-შეიშალე? რას აკეთებ,როგორ გაბედე და ჩემს დაზე ხელი აწიე!-შეშინებული დედაჩემი მაშინვე ჩემთან გაჩნდა და სახეზე დამიწყო ფერება,მამაჩემს უკმაყოფილოდ გახედა,თუმცა არაფერი უთქვამს. აი ბექა კი ალბათ მოკლავდა მე რომ არ ჩავმხტარიყავი შუაში.
-ბექა გთხოვ არ გინდა,-არაფერი უთქვამს,მხოლოდ ხელი მომხვია და მის უკან გამწია,ფარად აღიმართა ჩემს წინ.
-ზედმეტად რომ გაგათამამეთ მაგის ბრალია! ერთ ცენტსაც კი ვერ მიიღებთ ჩემგან! შენ კი ქალბატონო,ხვალისთვის გაემზადე და დილით ჩემთან ერთად წამოხვალ ბრიფინგზე,სხვა შემთხვევაში ამ სახლში ვერ დარჩები! ასე რომ კარგად დაფიქრდი! შენ კი,-ჩემს ძმას მიუბრუნდა,-სწორი მხარე აირჩიე,თორემ მოგიწევს შენს დასთან ერთად ქუჩაში ცხოვრება,თუ გონს არ მოეგება!-ბექამ ნაბიჯი წინ გადადგა,ხელები მუშტებად ჰქონდა შეკრული და ცდილობდა,ყველანაირად თავს იკავებდა მამასთვის რომ არ დაერტყა.
-მირჩევნია ანიტასთან ერთად,სულაც ნაგავში ვიცხოვრო,ვიდრე ადამიანთან,რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.-მამა შებარბაცდა,აშკარად არ ელოდა ბექასგან ასეთ საქციელს,მეც კი თვალები შუბლზე ამივიდა,ბექა ყოველთვის მშვიდი და დამჯერი იყო,ყველაფერს აკეთებდა რასაც მამა ეტყოდა,ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ოდესმე ჩემს მხარეს დაიჭერდა.
-მე თქვენ გაჩვენებთ სეირს!-მხოლოდ ესღა თქვა და ოთახიდან გავარდა,დედა მაშინვე უკან გაყვა,ბექა კი მე მომიბრუნდა,სახეზე დამაკვირდა,მერე ხელი მომკიდა და თავის ოთახში შემიყვანა. მიმოიხედა,კარი დაკეტა და ჩუმად დაიწყო.
-მისმინე,ვიცი გეგონა რომ მამას პაიკი ვიყავი,არც გაგამტყუვნებ,მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენთვის ვაკეთებდი
-რას გულისხმობ?-დაბნეულმა ვკითხე და ხელის უკანა მხრით ტუჩი მოვიწმინდე.
-ფულს ვაგროვებდი,საკმარისია იმისთვის რომ ჩვენი ბიზნესი დავიწყოთ და პლიუს ჩვენთვის სახლი ვიყიდე მისგან შორს,ახლავე შეგვიძლია წავიდეთ და დავივიწყოთ ისიც და მისი კომპანიაც.- თვალებგაფართოებული მივჩერებოდი და სიტყვას ვერ ვამბობდი....
-ბექა მე....კი მაგრამ დედა?-თავი გაიქნია
-დედას გუშინ ველაპარაკე,ჩვენთან ერთად წამოსვლაზე უარი თქვა,თუმცა შეეცდება ყველანაირად დაგვეხმაროს.-საწოლზე ჩამოვჯექი და ბექაც გვერდით მომიჯდა,მხრებზე ხელი მომხვია და თავზე მაკოცა
-შენი დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემ,ვფიქრობ საუკეთესო ვარიანტი ჩვენი აქედან წასვლაა.-ერთის მხრივ ვეთანხმებოდი მაგრამ დედა...
-დედას ვერ დავტოვებ...არ შემიძლია...-ტუჩზე ვიკბინე და ბექას ავხედე,მონაცრისფრო თვალები გაუმკაცრდა და წარბები შეკრა
-დედა აქ ბედნიერია ანიტა და შენ? ან ჩემზე რას იტყვი?საკმარისად დიდხანს ვითმინეთ მათი არასწორი საქციელი,ნუთუ კიდევ გინდა გაგრძელება?-მართალი იყო,მაგრამ დრო მჭირდებოდა...ასე უცებ ვერ წავიდოდი,მითუმეტეს დედას ვერ დავტოვებდი,სწავლას ვერ მივატოვებდი,გაგვიჭირდებოდა ფეხზე დადგომა,რამისთვის რომ მიგვეღწია ძალიან დიდი დრო დაგვჭირდებოდა ჩვენ კი ამდენი დრო არ გვქონდა..
-დრო მჭირდება მოსაფიქრებლად...იქნებ დედას აზრი შევუცვალოთ...-ამოიოხრა
-კარგი რადგან ასეა...ცოტა ხანს დავრჩეთ,მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა ჩემი ხელით წაგიყვან აქედან გასაგებია?-თავი დავუქნიე და გამიღიმა. მიმიხუტა და თავზე მაკოცა, პირველად ცხოვრებაში მისი გვერდში დგომა ვიგრძენი...ამან თითქოს უფრო გამაძლიერა,სწორედ ეს მჭირდებოდა....ბექას,ან თუნდაც ნებისმიერი ახლო ადამიანის გვერდში დგომა,რადგან მარტო ბრძოლას ვერ შევძლებდი...
*****
უნივერსიტეტიდან ეზოში გამოვედი ჩემს მეგობართან მარისთან ერთად და არაკომფორტულად შევიშმუშნე კიდევ ერთი მზერა რომ მტყორცნეს გახეთქილი ტუჩის დანახვისას,ოდნავ შესიებული მქონდა,პირბადით ვეცადე დამემალა,მაგრამ მარიმ მანამდე არ მოისვენა,სანამ პირბადე არ ჩამომაწიწკნა და არ დარწმუნდა რომ გაციების გამო არ მეკეთა...ახლაც ორი დღის ვადაში დასაწერ თემაზე მელაპარაკებოდა,მე კი მიჭირდა მასზე კონცენტრირება,თავი გატენილი მქონდა გუშინდელ დღეზე ფიქრით,აშკარად შემატყო რადგან გაჩუმდა და სხვა რამ მკითხა
-რა მოიფიქრე? აპირებ იმ ბიჭის გაცნობას?-მხრები ავიჩეჩე
-არ ვიცი,არ მინდა,მაგრამ თუ მასთან ვაპირებ დარჩენას სხვა გზა არ მაქვს...-თავი დამიქნია მერე კი ვიღაცას მიაჩერდა და მეც მუჯლუგუნი მიმარტყა
-ის სიმპათიური ბიჭი ვინაა არ იცი?-მის მზერას გავყევი და შავ,პრიალა პორშეზე მიყუდებული დენიზი რომ დავინახე მარის ხელი დავავლე და სხვა მიმართულებით დავიწყე წასვლა...
-კი მაგრამ.....
-მოკეტე და გამომყევი გთხოვ,მერე აგიხსნი...-გაჩუმდა თანხმობის ნიშნად და სწრაფი ნაბიჯით მივდიოდით ავტობუსის გაჩერებისკენ გაღიმებული დენიზი რომ აგვესვეტა წინ,თუმცა ჩემი დანახვისას ღიმილი სახიდან გაუქრა და თვალები ჩაუშავდა...ვაღიარებ საშინლად სიმპათიური იყო და აშკარად სტილიც კარგი ჰქონდა...შავი შარვალი ეცვა თუმცა ჯინსი არა...შავი ქამრით დამშვენებული,მუქი ნაცრისფერი მოკლესახლებიანი მაისური კი ძალიან უხდებოდა და უფრო გამოკვეთავდა მის დაძარღვულ ხელებს,ტატუებით რომ ჰქონდა მოხატული...და რათქმაუნდა თეთრი ბოტასებიც არ უნდა გამომრჩეს ძალიან მოდურ და თანამედროვე იერს რომ აძლევდა ფორმას...
-სახეზე რა დაგემართა kotyonok?-მკითხა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა ნაზად. მაშინვე უკან დავიხიე და წარბები შევკარი..
-ჯერ ერთი უკან დაიხიე და მეორეც,შენი საქმე არაა!-მარი გაკვირვებული მომჩერებოდა ხან მე,ხან დენიზს და მხოლოდ ეს ჩაიჩურჩულა
-kotyonok?-თვალები გადავუბრიალე,თუმცა არც ლი შეუმჩნევია
-ანიტას საიდან იცნობ?
-არ მიცნობს!
-კაფიდან,-ერთხმად ვუპასუხეთ და ახლა დენიზს გავხედე ანთებული თვალებით.
-დამანებებ თავს თუ არა? რატომ დამყვები?-წინ დამიდგა და დამაჩერდა
-ეგ ისედაც ცხადია ანიტა,მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებს რატომ გაქვს ტუჩი გახეთქილი და დასიებული.-პირი გავაღე პასუხი რომ გამეცა მარი რომ ატიტინდა
-მამამისმა გაარტყა!-პირდაღებულმა გავხედე და დავუყვირე
-მარიამ!-დენიზს სახე აენთო თუმცა მარის ოდნავ გაუღიმა და მიესალმა
-მე დენიზი ვარ.
-მარი.-მოკლედ უპასუხა და ცერად გამომხედა
-შენი წასვლის დროა დენიზ.-მარის ხელი დავავლე და გვერდის ავლას ვაპირებდი ისევ დენიზი რომ გადაგვიდგა წინ
-იქნებ ამაზე გველაპარაკა-ის3ვ სახეს მოავლო თვალი,ამჯერად გამწარებულმა ვუყვირე
-ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს და კიდევ ნუ მიმატებ თავის ტკივილს! გითხარი არ მინდა შენთან ლაპარაკი და მითუმეტეს შენთანერთად სადმე წასვლა,გაიწიე!-ხელი ვკარი თუმცა არც კი შებარბაცებულა.
-ყველაფერი რიგზეა?-ჩემი თანაკურსელი ბიჭი მოგვიახლოვდა და მხარზე მომხვია ხელი. დენიზს სახე აელეწა,წელზე ხელი ძლიერად მომხვია და მის გვერდით ამიკრა
-ხელები მოაშორე.-წაისისინა და ნიკას ზემოდან დახედა.
-რას აკეთებ! ახლავე ხელი გამიშვი!-შევიცხადე და ხელებით დავეჯაჯგურე რომ თავი გამეთავისუფლებინა თუმცა ამაოდ. უკვე ხალხის ყურადღება მივიქციეთ და რამოდენიმე ბიჭმა ჩაიარა ჩვენთან ახლოს,დენიზის დანახვისას იქვე გაჩერდნენ და მოგვაჩერდნენ,ნიკა ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან,მარი შეშინებული გვიყურებდა და არ იცოდა რა ექნა,ნიკა კი იმის მიუხედავად რომ  დენიზთან შედარებით სუსტი იყო და დარწმუნებული ვიყავი რაიმე რომ მომხდარიყო ვერც მოერეოდა,მაინც ეჭიმებოდა და წარბშეკრულმა წაისისინა
-გაიგე რაც თქვა,ხელი გაუშვი თუ გინდა რომ პრობლემებში არ გაეხვე.-დენიზმა ნაბიჯი წინ გადადგა, ნიკას ზემოდან დახედა და გესლიანად უთხრა
-ხუთი წუთი გაქვს აქედან აორთქლებისთვის! თორემ პრობლემებში შენ თვითონ გაეხვევი!-მარი ნიკას გადაუდგა წინ
-ნიკა გთხოვ,არ გინდა,თავი დაანებე...-დენიზისგან თავი დავაღწიე და მაშინვე წინ გადავუდექი,მერე კი ისე,რომ არც დავფიქრებულვარ მთელი ძალით გავარტყი სახეში და ვუყვირე გაცოფებულმა.
-მოშორდი აქედან გესმის? თავი დამანებე! ისედაც ყელამდე პრობლემებში ვარ და შენი თავი ნამდვილად არ მაქვს! არსადაც არ წამოვალ შენთან ერთად!-გაკვირვებული დენიზი მალევე მოეგო გონს და სახეზე ღიმილმა გადაურბინა
-ჩემს გარეშე ვერსად ვერ წახვალ kotyonok.-ბრაზისგან სახეზე სულ წამოვწითლდი,ნიკას მივუბრუნდი
-ნიკა გმადლობ,მაგრამ მე თვითონ გავართმევ თავს,შენ და მარი ჯობია წახვიდეთ.-შეყოყმანდა,თუმცა მარი ხელზე დაეჯაჯგურა
-ნიკა ანიტა მართალია,ჯობია წავიდეთ.
-არ წავალ სანამ არ დავრწმუნდები რომ საფრთხე არ გემუქრება.-ნიკამ დენიზს ცერად გახედა და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი,დენიზი მაშინვე წინ გადაუდგა და შეუღრინა
-კიდევ ერთხელ თუ შეეხები ხელს მოგამტვრევ და სიკვდილამდე გცემ! არავინ ეხება იმას,რაც ჩემია!-სანამ რამეს ვიტყოდი ნიკამ იკითხა დაბნეულმა
-მოიცა,მოიცა,თქვენ ორნი რა, ერთად ხართ?
-კი!-შეუღრინა ისევ დენიზმა
-ჩვენ არ...-მარიმ გამაწყვეტინა
-ხომ გაიგე? ყველაფერი რიგზეა,ჯობია წავიდეთ.-ამჯერად ნიკა უსიტყვოდ გაყვა უკან,მარიმ გამომხედა და წაიჩურჩულა "მაპატიე" მე კი გაბრაზებული დენიზს მივუბრუნდი.
-მე არავის არ ვეკუთვნი საკუთარი თავის გარდა!-შევტრიალდი,თუმცა დენიზი ჩემზე სწრაფი აღმოჩნდა,მაჯაზე დამავლო ხელი მისკენ რომ მიმატრიალა წონასწორობა დავკარგე და ხელებში ჩავუვარდი. წამიერად მუქ ლურჯ თვალებში ჩავაჩერდი და მაშინ მოვედი გონს დენიზის ხმა რომ გავიგე.
-სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ და ვილაპარაკოთ.
-არავითარ შემთხვევაში!-მაშინვე წამოვფრინდი,თუმცა სულ ტყუილად,ხელი დამავლო და ისე,თითქოს არაფერს ვიწონიდი მხარზე გადამიკიდა და მანქანისკენ წავიდა.
-რას აკეთებ?! ახლავე დამსვი!-გავიგე როგორ გააღო კარი,მერე კი ფრთხილად დამსვა სკამზე და სანამ რაიმეს მოვიმოქმედებდი უკვე თვითონაც მანქანაში იჯდა. გული ამიჩქარდა როგორც სიბრაზისგან,ისევე მღელვარებისგანაც
-რა ჯანდაბას აკეთებ?!-ვუყვირე
-შენთან დალაპარაკება მინდა kotyonok.-სულ გავცეცხლდი მანქანა რომ დაქოქა და დაიძრა
-შენ მე მომიტაცე!
-არ მოგიტაცე,უბრალოდ გიცავ ბიჭებისგან,რომლებიც ვერ ხვდებიან რომ მე მეკუთვნი.
-უკვე მეასედ გეუბნები,მე არავის არ ვეკუთვნი!-დაღლილმა სახეზე ხელი ჩამოვისვი და სკამს მივეყუდე გულაჩქარებული.
-მისმინე,ვიცი რომ გაბრაზებული ხარ მაგრამ უნდა გაიგო....-გავაწყვეტინე
-გავიგო რა? რომ შეგიძლია მიისაკუთრო ის რაც გინდა?
-ზუსტადაც! არა,მოიცადე ეგ არ მიგულისხმია!..-ჩავიცინე და ხელები წინ გადავიჯვარედინე
-ოჰ მართლა? აბა რას აკეთებ? ჩემი თვალთვალით და ბიჭებთან დამუქრებით მიკეთებ სიკეთეს?-დენიზმა ამოიოხრა
-შენი ყურადღების მიქცევას ვცდილობ,მაგრამ რამდენჯერაც ამას ვაკეთებ,იმდენჯერ თავიდან მიშორებ!
-იმიტომ რომ შენ შეუძლებელი ხარ! საერთოდ არაფერი არ მინდა შენთან!-წარბშეკრული გავტრიალდი და ფანჯრიდან დავიწყე ყურება,ვერც კი შევამჩნიე რომ მანქანა არ იძვროდა.
-მაშინ რატომ ხარ ისევ აქ kotyonok?-წარბაწკეპილმა მკითხა
-ოჰ არ ვიცი,იქნებ იმიტომ,რომ ფქვილის ტომარასავით მომიგდე მხარზე?-ამოვიოხრე მან კი ჩაიცინა,მერე კი ისეთი მზერით გამომხედა ყვავილებს რომ გაახმობდა.
-მანამდე არ გაგიშვებ სანამ არ მეტყვი რატომ გაგარტყა მამაშენმა.
-ეგ შენ არ გეხება!-წავისისინე და თვალი ავარიდე,გუშინდელი საღამო თვალწინ დამიდგა.
-შემიძლია დაგეხმარო
-შენთვის დახმარება არ მითხოვია დემონო!-გულიანად გაიცინა და უნაკლო თეთრი კბილები გამოაჩინა.
-დემონი რაღაც ახალია,მაგრამ კარგი,შენ რომ ამბობ სხვაგვარად ჟღერს,-გამომხედა და თვალი ჩამიკრა. თავი გავიქნიე
-რა გინდა ჩემგან? მითხარი გთხოვ,რა ნახე ჩემში ისეთი,რაც სხვას არავის არ აქვს? რატომ არ მანებებ თავს?
-ძალიან ლამაზი ხარ ანიტა,შენ რომ გიყურებ მინდება ცრემლი ვიყო,შენს თვალებში დაბადებული,რომ როცა იტირებ შენს ფერმკრთალ ლოყებზე ჩამოვცურდე და შენს ტუჩებზე მოვკვდე...-სუნთქვა შემეკრა და მივხვდი ლოყები ამიწითლდა,დენიზს თვალი ავარიდე და ფანჯარაში გავიხედე...არაფერი მითქვამს მისთვის,ან რა უნდა მეთქვა? საოცარი სიტყვებით შემამკო,მხოლოდ მადლობა წავივურჩულე,მერე კი სიჩუმე ჩამოწვა...საშინლად გაბრაზებული ზედაც კი არ ვუყურებდი ვხვდებოდი,რომ ჩვენს შორის ბრძოლა დაიწყო,ჩვენც საზღვრები მოვხაზეთ,ორი ჯიუტი არსება დაეტაკა ერთმანეთს,ორივემ უარი თქვა უკან დახევაზე,თუმცა არც ის მავიწყდებოდა,რომ ზღვარი სიძულვილსა და მიზიდულობას შორის,ხანდახან ქაღალდის ფურცელივით თხელი იყო....



№1  offline წევრი La dolce vita

რატომ მგონია, რომ ის საქმრო სწორედ რომ დენიზა... მაგრამ მაინც დავემლდები მოვკენების განვითარებას.

 


№2  offline წევრი Olivia255

La dolce vita
რატომ მგონია, რომ ის საქმრო სწორედ რომ დენიზა... მაგრამ მაინც დავემლდები მოვკენების განვითარებას.

ძალიან მალე ავტვირთავ ❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

დენიზი რომ არ ერქვას და რაიმე ქართული სახელი არ შეიძლებაა?

 


№4  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნინო
დენიზი რომ არ ერქვას და რაიმე ქართული სახელი არ შეიძლებაა?

დენიზი სპეციალურად ქვია რადგან ქართველი არაა მაგრამ შემიძლია რაიმე ქართული სახელი დავარქვა ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent