არ შეიყვარო!
ახლად მოხარშული ყავის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ჰაერში,დახლი გადავწმინდე და კაფეს თვალი მოვავლე,შაბათ-კვირის ენერგია სუფევდა,ყველა მაგიდა დაკავებული იყო და ყველა თავის სტიქიაში იყო,ყველა ზუზუნებდა და ერთმანეთში საუბრობდა,ჭიქების წკარუნი და ჯაზის დაბალი ხმა სასიამოვნოდ მოქმედებდა ჩემს ხასიათზე. გავიღიმე და საქმეს მივუბრუნდი. გრძელი წაბლისფერი თმა ფუმფულა ფუნთუშასავით მქონდა შეკრული. მოკლე,ყვითელი კაბა მეცვა,იისფერი ყვავილებით გაწყობილი,რაც მიზანმიმართული არჩევანი იყო მშობლების გასაღიზიანებლად,რომლებიც ჩემგან ყოველთვის მოდურად ჩაცმას და დახვეწილ მანერებს ითხოვდნენ,ისეთივეს როგორიც ჩემს ძმას ჰქონდა და ამით ძალიანაც ამაყობდა,აი მე კი,მერჩივნა ჩემი თავი ვყოფილიყავი და ის მეკეთებინა რაც მიყვარდა და რაც მინდოდა. იმის მიუხედავად,რომ მდიდარი ოჯახიდან ვიყავი,ამას არასოდეს არ ვამჟღავნებდი და არასოდეს არ ვუყურებდი ვინმეს ზემოდან,ყველასთვის ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი,ჩვეულებრივი ოჯახიდან და მხოლოდ მე ვიცოდი როგორი ქაოსი ტრიალებდა ყოველდღიურად სახლში და რამხელა ზეწოლის ქვეშ ვიყავი მხოლოდ იმის გამო,რომ სხვებს არ ვგავდი....თავი გავიქნიე და კარის წკარუნის ხმა რომ გავიგე ღიმილით შევეგებე უკვე ნაცნობ,ხანში შესულ სახეს და ავჭიკჭიკდი -დილა მშვიდობის ბატონო დავით,ისევ კაპუჩინოს მიირთმევთ ექსტრა დარიჩინით თუ რაიმე სხვა შემოგთავაზოთ?-დახლს მოუახლოვდა და ღიმილითვე მიპასუხა -როგორც ყოველთვის ამ დილითაც ენერგიით ხარ სავსე,კაპუჩინო იყოს,დღეს ცოტა მეჩქარება და რამე სხვას დრო რომ მექნება მაშინ დავაგემოვნებ.-თავი დავუქნიე და ყავა მალევე გავუმზადე. ჭიქა გავუწოდე და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი კარმა ისევ გაიწკარუნა და მზერა ახლად შემოსულ,მაღალ და ძალიან სიმპათიურ ბიჭზე გამიშეშდა. ამაყად შემოაბიჯა კაფეში და მკაცრი თვალები მოავლო კაფეს,მაღალი იყო,აშკარად ნავარჯიშები,რადგან თეთრი,მოკლესახლებიანი მაისური იდეალურად აჯდა ტანზე. ორივე ხელი სავსე ჰქონდა შავი ტატუებით,მარცხენა წარბზე შრამიც კი შევნიშნე,თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და ცალ ხელში თითებს შორის სიგარეტი ჰქონდა გაჩხერილი. სავარაუდოდ ვიღაცას ეძებდა,რადგან დახლისკენ არც კი იყურებოდა,სათითაოდ ყველა მაგიდა შეათვალიერა,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს,როცა დავითმა სახესთან ხელი ამიქნია ჩემი ყურადღება რომ მიექცია. თვალები ავაფახულე და ყურადღება ისევ მასზე გადავიტანე -მაპატიეთ,რამე მითხარით?-დავითი გამეკრიჭა და ყავის ფული გამომიწოდა -არასდროს არ შეგიხედავს ასე არცერთი კლიენტისთვის,არადა ყველა ფეხქვეშ გეგება.-ჩავიფხუკუნე -კარგით რა,სულაც არაა მასე.-ყავა მოსვა და ეშმაკურად გამიღიმა -ხო თუ შენ ასე ფიქრობ...აბა დროებით და ყურადღებით იყავი,-თვალი ჩამიკრა და გაბრაზებულმა ხელები გადავიჯვარედინე და ისე გავძახე -აშკარად რაღაც მოგეჩვენათ...-მისი სიცილის ხმა ყურებში მაშინაც კი მესმოდა,როცა კარიდან გავიდა და ბიჭს გვერდი აუარა. საქმე გავაგრძელე და ყავის აპარატს ვწმენდდი,ბოხი ხმა რომ მომესმა,უცნაური აქცენტით -გამარჯობა გოგონა,-შევბრუნდი და მუქ ლურჯ თვალებში ჩავიკარგე,თუმცა გონს მოვედი და ღიმილით მივესალმე -გამარჯობა,რით შემიძლია დაგეხმაროთ?-თვალი მომავლო და რომ გამიღიმა ლამის იქვე გავდნი. -ლამაზი კაბაა.-შემაქო,კაბას დავხედე მერე კი ისევ გაღიმებულმა ბიჭს ავხედე -მადლობა...-წამიერად მომაჩერდა და ისევ იმ უცნაური აქცენტით მკითხა -რა გქვია?-დახლს დაეყრდნო დაკუნთული ხელებით და სწორედ მაშინ მოვკარი თითებზე რუსულ წარწერებს თვალი,მაშინვე სახე შემეცვალა და სრული სერიოზულობით ვუპასუხე -ანიტა,რამის შეკვეთას აპირებთ?-თვალი ავარიდე და ისევ ყავის აპარატს მივუბრუნდი -რამე ისეთი დაინახე რაც არ მოგეწონა kotyonok?-ხელი ჰაერში გამიშეშდა,kotyonok? სხარტად მივუბრუნდი და წარბშეკრულმა ვკითხე -რა დამიძახე?-აშკარად გახალისდა ჩემი გაბრაზებული სახის დანახვისას და გამეკრიჭა,თეთრი კბილები გამოუჩნდა და ისე მიპასუხა -kotyonok,კატასავით საყვარელი ხარ.-ხელები გადავაჯვარედინე და მივაჩერდი -შენი კატა არ ვარ და თუ არაფრის შეკვეთას არ აპირებ შეგიძლია მიბრძანდე აქედან.-ოდნავ ჩემსკენ გადმოიწია და ისევ ღიმილით მითხრა -კლიენტებთან ასეთი საუბარი არ გეკრძალება kotyonok?-არ მსიამოვნებდა მისი აქ ყოფნა,მისი რუსული წარწერები თითებზე და არც მისი ლაპარაკი,თუმცა მართალი იყო,კლიენტებთან ასეთი საუბარი მეკრძალებოდა ამიტომ პროფესიონალური ხმით მივუგე -რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ცალი წარბი ჰაერში აწკიპა და კიდევ ერთხელ შემავლო თვალი სანამ პასუხს გამცემდა. -ერთი ამერიკანო,ისეთივე შავი როგორიც ჩემი სულია...kotyonok.-თავს ძალა დავატანე და ოდნავ გავუღიმე -ახლავე.-შევტრიალდი და ყავა წამებში გავუკეთე,დახლზე დავუხეთქე და ცივად ვუთხარი -სამი და ოთხმოცდაათი.-ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის ჯიბიდან კარტა ამოაძვრინა და გამომიწოდა,გავუტარე და ისე რომ მისთვის არც შემიხედავს დახლზე დავუდე და ყავის აპარატს მივუბრუნდი. -ჩემი ტატუ არ მოგეწონა თუ ის რომ ქართველი არ ვარ?-ისევ ეს უცნაური აქცენტი...მივუბრუნდი და ძალით გავუღიმე -არ მითქვამს რომ რამე არ მომეწონა.-გვერდულად გამიღიმა და ისევ დახლს დაეყრდნო,ყავის ჭიქა მის ხელში ძალიან პატარა მეჩვენებოდა,რამდენად მაღალი იყო ჩემზე? ზემოდან დამყურებდა,მაგრამ არც მე ჩამოვუვარდებოდი სიმაღლით ალბათ ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე. -ნუ გერიდება kotyonok,-თვალს არ მაშორებდა და მისი ეს ქცევა უკვე ძალიან მაღიზიანებდა -ეგ შენი რუსული აქცენტი და არაფრისმთქმელი სიტყვები საიდანაც ჩამოხვედი იქ გამოიყენე,აქ არავის სჭირდება.-ცივად ვუთხარი და მივაჩერდი. გაეღიმა,ყავა ისე მოსვა თვალი არ მოუშორებია ჩემთვის,კარტა ჯიბეში ჩაიცურა და მხოლოდ ეს მითხრა -შეხვედრამდე kotyonok.-ეს იყო და ქუჩაში გაუჩინარდა...რა იდიოტია... ******* დახლი ალბათ მეასედ გადავწმინდე,კვირა დღე ყოველთვის დატვირთული იყო. ახალგაზრდები ლეპტოპებში იყვნენ შემძვრალნი,საქმიანი ადამიანები კი დილას ყავით იწყებდნენ და კაფე გავხსენი თუ არა პირველი კლიენტიც მაშინვე შემოვიდა...კვირაობით ყოველთვის მარტო ვიყავი და ქეთი,გოგონა რომელიც შაბათობით ჩემთან ერთად მუშაობდა ხოლმე მხოლოდ მეორე ცვლაში მოდიოდა. დახლის უკან განთავსებულ თაროს გადაწმენდას შევუდექი კარის წკარუნის ხმა რომ გაისმა...შევტრიალდი და წარბები გადავხლართე მისი დანახვისას...გვერდულად მიღიმოდა,ახლოს რომ მოვიდა დახლს დაეყრდნო და ისე მომესალმა -დილა მშვიდობის kotyonok.-ამოვიოხრე და თვალები ავატრიალე. -გამარჯობა,რას ინებებთ? -ამერიკანოს,-მიპასუხა ნაცნობი აქცენტით,მხოლოდ თავი დავუქნიე და საქმეს შევუდექი. აპარატმა ცხელი ორთქლი გაუშვა და სულ მალე,ისე რომ მისთვის არც შემიხედავს ყავა წინ დავუდე. -არ გინდა მკითხო ჩემმა დღემ როგორ ჩაიარა kotyonok?-გამეკრიჭა და გაღიზიანებულმა ავხედე -დღე ახლა იწყება და არა,ვერ ვიტყვი რომ მინდა,შემდეგი!-მის უკან გავიხედე თუმცა ვერავინ დავინახე,ამიტომ ისევ თაროს გაწმენდას შევუდექი. -კლიენტებთან ასეთი უხეში საუბარი არ შეიძლება,შეიძლება მხოლოდ ყავას აკეთებ,მაგრამ ვგრძნობ რომ რაღაც საინტერესოს მალავ.-დახლთან განლაგებული სკამებიდან ერთ-ერთს მიუჯდა და მივხვდი მე რომ მომაჩერდა,უინტერესო მზერა ვსტყორცნე და ისე ვუპასუხე -მე კი დარწმუნებული ვარ,რომ ისეთივე საინტერესო ვარ,როგორიც გუშინდელი ამინდის პროგნოზი!-რაღაც გაკრთა მის თვალებში,რაღაც ბნელი,ახლოს მოიწია ჩემთან და ბოხი,სერიოზული ხმით მითხრა -გგონია ასე მარტივად მომიშორებ kotyonok? უბრალოდ შენთან ლაპარაკს ვცდილობ,მესმის რომ დაკავებული ხარ მუშაობით...მაგრამ ძნელია ვუგულებელყო ის ფაქტი,რომ ძალიან საყვარელი ხარ,როცა ჯიუტობ და ცდილობ მიუწვდომელი იყო...-სახეზე თვალი მომავლო და მერე ჩემს ტანსაცმელზე გადაიტანა მზერა,შავი ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური მეცვა,რომელიც ჩემი საყვარელი ყელსაბამით მქონდა დამშვენებული,ამეთვისტო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კრისტალი იყო....არ მინდოდა უხეშობა,მაგრამ როგორც ყოველთვის ენამ წინ გამისწრო -საყვარელი? უკაცრავად? ცუდია თუ ვერ ხვდები,რომ არ მინდა იმ ბიჭთან ფლირტაობა,რომელიც ასე ძალიან არ მომწონს და ისიც უნდა შეიგნო,რომ მე აქ ყავის გასაკეთებლად ვარ და არა მეგობრების შესაძენად!-გაიღიმა სანამ მზერა ისევ დაუბნელდებოდა და ყბაც დაეჭიმა -ნება მომეცი შეგახსენო,რომ შენ აქ მუშაობ,მე კი კლიენტი ვარ,შეუძლებელია ბიჭს ასე ელაპარაკო შემდეგ კი ელოდო, რომ შენგან თავს შორს დაიჭერს kotyonok.-დაუმორჩილებლობის უცნაური შეგრძნება დამეუფლა და წავისისინე -მიყურე! და დარწმუნდები რომ შესაძლებელია!-სულ არ მადარდებდა უხეშობის გამო სამსახურიდან გამანთავისუფლებდნენ თუ არა,არ მივცემდი უფლებას ჩემი და კაფის სიმშვიდე დაერღვია. -ჰო მართლა მე დენიზი მქვია.-გამეკრიჭა -რაღაც ვერ ვიხსენებ შენთვის სახელი მეკითხოს.-გაიცინა და თვალები აუციმციმდა -ძალიან საყვარელი ხარ kotyonok.-თვალი ჩამიკრა და წამოდგა -შეხვედრამდე.-ყავისთვის გადაიხადა და წავიდა...საშინლად გაღიზიანებული მთელი დღე ვქშინავდი და რამოდენიმე კლიენტს ვეუხეშე კიდეც...ისე ლამაზი სახელი ჰქონდა....მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა,თავს ვეკითხებოდი რატომ,მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი,მისი დანახვისას პატრიოტიზმის შეგრძნება მეუფლებოდა და ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი....თავი გავიქნიე და მუშაობა გავაგრძელე,წინ გრძელი დღე მელოდა.... ***** საშინლად ვიყავი დაღლილი,კაფე ქეთის გადავაბარე და უკვე ლამპიონებით განათებულ ქუჩაში გავაბიჯე...ხარბად ჩავისუნთქე საღამოს გრილი ჰაერი და გზას გავუყევი ტელეფონმა რომ დაიზმუვლა ჯინსის ჯიბეში...ამოვაძვრინე და რომ დავხედე ვინ რეკავდა ხმამაღლა ამოვიოხრე. -გისმენ მამა.-ვუპასუხე და მისი გაღიზიანებული ხმის გაგებისას უარესად მოვიღუშე -სად ხარ ამდენ ხანს? -ახლა მოვრჩი მუშაობას.-გავიგე როგორ ამოიოხრა -ანიტა,ვერ ვხვდები რატომ მუშაობ როცა მხოლოდ თითის გატკაცუნება გჭირდება და ყველაფერი მაშინვე გაჩნდება.-გავბრაზდი -სწორედაც ეგ არ მინდა! ბექასავით მშობლების ხარჯზე არ ვიცხოვრებ! -კარგი,ისე მოიქეცი როგორც გინდა,მაგრამ ესე შორს ვერ წახვალ!-ჯიუტად მითხრა -მეც მიყვარხარ მამა.-ირონიულად ვუპასუხე და წარბები შევკარი ჩემს უკან ნაბიჯების ხმა რომ გავიგე. სხარტად მივტრიალდი და ხელში დენიზი შემრჩა...მაგარია,ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის... -მალე მოდი სახლში და მაშინვე დამირეკე.-გაისმა მამაჩემის ხმა -ჰო მამა,კარგი.-ეს იყო და გავუთიშე,მერე კი დენიზს მივუბრუნდი -აშკარად ვერ გაიგე რომ შენი გაცნობა არ მინდა ხო?-გამიღიმა და მომიახლოვდა -შენი ეს მიუწვდომელობა უფრო მხიბლავს.-მხრები აიჩეჩა და წინ ამესვეტა -ნება მომეცი სახლამდე მიგაცილო,უკვე გვიანია და შენნაირი ლამაზი გოგო ამ დროს ქუჩაში მარტო არ უნდა დადიოდეს kotyonok.-თვალები ავატრიალე და გზა გავაგრძელე -თავის დაცვა შემიძლია ნუ ღელავ და საერთოდაც,არ მინდა შენთან ერთად სიარული.-ცერად გავხედე,ის კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მომყვებოდა -ცუდია,რადგან მაინც ვაპირებ შენთან ერთად გასეირნებას.-არაფერი აღარ მითქვამს,მოღუშული მივყვებოდი ქუჩას და სიჩუმით ვტკბებოდი სანამ ისევ დენიზმა არ დაარღვია ჩემი წამიერი ბედნიერება,რომელსაც სიმშვიდე ერქვა... -უხასიათოდ ხარ. -რა მიხვედრილი ხარ.-ყალბად შევიცხადე,გულზე მივიდე ხელი და მეტი ეფექტისთვის თვალებიც გავაფართოვე. მხოლოდ გაიცინა და ურცხვად გადამიწია სახეზე ჩამოფხატული თმა ყურს უკან,მე კი მის ხელს ხელი დავარტყი -არ გაბედო და მეორედ არ შემეხო.-წავისისინე და ხელები ჰაერში აწია დანებების ნიშნად. -დამშვიდდი kotyonok,შენი ლამაზი სახის დანახვა მინდოდა. -მაგას ნუ მეძახი.-წარბები შევკარი და ცალყბად გამიღიმა,როგორი გამოკვეთილი ყბა ქონდა.... -რატომ მომყვები?-ვკითხე ისევ და ზებრასთან გავჩერდი. -შენთან ლაპარაკი მინდა....და უკეთ გაცნობა. -ცუდია,მე არ მაქვს შენი უკეთ გაცნობის სურვილი,აბა ღამე მშვიდობის.-დავემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთე გზა. -იქნებ ამიხსნა რატომ არ გინდა ჩემი გაცნობა?-ორ ნაბიჯში დამეწია და ამოვიოხრე -იმიტო რო არ მომწონხარ.-ნაბიჯს ავუჩქარე და მაშინვე წინ ამესვეტა -ნამდვილი მიზეზი მითხარი.-ხმა გაუმკაცრდა და თვალებში მომჩერებოდა პასუხის მოლოდინში. ამოვიოხრე -უბრალოდ არ შემიძლია კარგი? ჩემს გემოვნებაში არ ჯდები,ახლა იქნებ გაიწიო რომ სახლში წავიდე?-ადგილიდან არ იძვროდა -და როგორი ბიჭები ჯდებიან შენს გემოვნებაში?-მკითხა და ნაბიჯი რომ მარჯვნივ გადავგდი ისიც მაშინვე წინ ამესვეტა -კარგი,რადგან ასეა გეტყვი. ქართველი ბიჭები მომწონს,შენ ქართველი არ ხარ,ხელზე რუსული წარწერები გაქვს,მე კი ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ ვინმემ რომ გაიგოს რომ ვიღაც ბიჭს ვხვდები რომელიც რუსეთიდანაა,სადმე ჩამქოლავენ,პლიუს ამას,ძალიან დიდი ხანია გვატერორებთ და სისხლში გაქვთ ის მიისაკუთროთ რაც თქვენ არ გეკუთვნით,თუმცა მაინც ყველაზე დიდი მიზეზი ისაა,რომ მე თვითონ არ მინდა შენი გაცნობა დაკმაყოფილდი?-მომჩერებოდა და იღიმოდა. -შენი პირველი რეაქცია სხვა რამეზე მეტყველებს kotyonok. და თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი რომ მამაჩემი ქართველია.-თვალები ავაფახულე და ისე ვუპასუხე -ეგ არაფერს ცვლის. ახლა კი გაიწიე,ძალიან დაღლილი ვარ და სახლში მინდა წასვლა,მელოდებიან.-გვერძე გაიწია და გზა დამითმო,თუმცა მაინც გამომყვა. -თავს თუ არ დამანებებ პოლიციაში დავრეკავ.-დავემუქრე,არც კი შეუმჩნევია. -სახლამდე უნდა მიგაცილო გვიანია,ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.-მხოლოდ თავი გავიქნიე და სვლა გავაგრძელე,ეს ბიჭი უკვე ძალიან მაღიზიანებდა,ტყუილად ცდილობდა ჩემთვის თავი მოეწონებინა,მაინც ვერაფერს შეცვლიდა,ალბათ ბევრი იფიქრებდა რომ სისულელე იყო ბიჭის დაწუნება მისი ეროვნების გამო,ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ის ხომ არაფერ შუაში არაა,მაგრამ ჯიუტად გადავწყვიტე რომ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა,მერჩივნა ჩემგან შორს ყოფილიყო,თუმცა გამიჭირდებოდა მასთან ჩამოშორება თუ ასე გააგრძელებდა სამსახურში სიარულს,როგორმე თავიდან უნდა მომეშორებინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.