ვერ დაგივიწყე (1)
შემოდგომის სუსხიანი დილა იყო და თბილი შხაპის ქვეშ დიდხანს ვიდექი, იმდენად დიდხანს რომ ფიქრებმა წარსულის ბედნიერი დღეები შემომატარა. ხუთი წლის უკან შუა ზაფხული იყო ლამის საშემოდგომო ტანსაცმელი სწრაფად ჩავყარეთ ჩანთებში და ხევსურეთში გადავწყვიტეთ ასვლა. თბილისის სიცხეებს და იმ საშინელ აურზაურს სადმე უნდა გავქცეოდით ორივე. აშინ არც არავინ იცოდა ჩვენი ამბები, ჩემი ბავშვობის სიყვარულის პაპის გარდა, ვისთანაც გავრბოდით ხევსურეთში. გზაში გავჩერდით წყაროსთან და მანქანიდან გადმოსულებმა ერთდროულად გავშალეთ ხელები და ღრმად ჩავისუნთქეთ ჰაერი. მივირბინე და ხელები მაგრად შემოვხვიე -ხევსურეთში სულ სხვანაირად მიყვარხარ მეთქი ვუთხარი გაუაზრებლად და ხმამაღლა გაეცინა, ხელები თვითონაც ძლიერად მომხვია და შუბლზე მაკოცა -ხევსურებს ყველგან და ყოველთვის სხვნაირად გვიყვარსო. მეორე დილით გაღვიძებულმა ხის ჭერს რომ მოვკარი თვალი, რომლისთვისაც ოდესღაც წვეთებად ჩამოსულ წვიმას გვარიანად დაემჩნია კვალი, გავიაზრე სადაც ვიყავი და გული სიხარულით ამევსო. თვალებით დავუწყე ძებნა ჩემს მუდმივად კოპებშეკრულ, შავთვალება ხევსურს და ოთახში რომ ვერსად ვიპოვე ფანჯარასთან მივედი და ეზოს გადავხედე. ამ სახლის მეორე სართულიდან ჩანდა უყარმაყარი, ერთმანეთზე მიდგმული, მწვანედ მობიბინე ტყიანი მთები და ცოტა რამ მიყვარდა ამ ხედე მეტად. გარემოს თვალიერებაში წავაწყდი ჩემს ბიჭს, ღიმილით მოდიოდა ერთმანეთის მიყოლებით, ბილიკად დალაგებულ ქვებზე და ხელში ეჭირა ვარდისფერი გვირილების თაიგული. ოთახში შემოსული რომ დავინახე უფრო გამებადრა სახე, მე სხვა არაფერი მჭირდებოდა ბედნიერებისთვის. სანამ ყვავილებს მომცემდა მარჯვენა ხელი წელზე მომხვია და წამში ავეკარი გაშლილ მკერდზე. -ას კოცნაში გაგიცვლი ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის და სანამ გონს მოვიდოდი იქამდე მაკოცა და კისერყე შემოვხვიე ხელები. -ასზე მეტი თუ არ იქნება სულ არ მინდა შენი ყვავილები მეთქი მივახალე და ახლა მე ვაკოცე, არანაკლებ ვნებიანად. ისევ მაგრად მოვხვიე ხელები და გულზე მივეკარი. მეშინოდა, მეშინოდა რომ ცხოვრების უაზრო კანონზომიერება ამ ყველაფერს წამართმევდა. გამუდმებით ამ ამბის დამალვაში და მოფრთხილებაში ვიყავი. ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ჩემს არსებას დაბლა სულებს პაპას გამზადებული საუზმე მზად დაგვხვდა. -თავში ტვინი რომ მქონოდა ხომ ისეთ ქალს მოგიყვანდი რომ ამის გაკეთება შენ არ მოგიწევდა პაპი, შეხედა სიცილით პაპამის და ისე მიმიხუტა, თითქოს გავიქცეოდი ამისი უტაქტო ხუმრობის გამო. -აბა რას ამბობ, ანგელოყივითაა ბავშვი, უკეთესს ვის მომიყვანდი, უსაყვედურა პაპამ და ხელით გვანიშნა დასხედითო. -ვერც ვერავინ გაუძლებდა ამის თვალების ბრიალს, ჩავილაპარაკე არხეინად და მივუსკუპდი მაგიდას. გვერდით მომიჯდა და მარტო ჩემს გასაგონად თქვა -ვერავინ, შენნაირი გარყვნილი თავნებას გარდაო და პირველმა მოსვლა იქაური პიტნის ჩაი. მხრებჩამოყრილი შეველიე თბილ წყალს და თკბილ მოგონებებს. ხელის გული გადავუსვი დაორთქლილ სარკეს და ჩემს თვალებს დავაკვვირდი. მეშინოდა ამდენი წლის შემდეგ უკან დაბრუნების, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი გეგმა ეს იყო, უკან უნდა დავბრუნებულყავი. სულს მიფორიაქებდა ის აზრი რომ სადმე გადავაწყდებოდი უძირო შავ თვალებს და შეკრულ კოპებს. რამდენი წელი გავიდა და ვერაფრით ამოვიგდე თავიდან, ვერავისზე და ვერაფერზე გადავიტანე ყურადღება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.