შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესამე მხარე. თავი 1


11-10-2024, 01:53
ავტორი katiusha
ნანახია 2 682

-ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება.-ცინიკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე დიმა დადიანს და ძმაკაცს თავმომწონედ გადახედა.
-ეგ გოგო კარგის ტრ….ს მოგი…ს.-არც იმან დააკლო და ვისკის ჭიქიდან უკანასკნელი ყლუპიც მოსვა.
-შენ ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ხარ თუ იმის?-არ ესიამოვნა შენიშვნა.
-შენი,მაგრამ იმას ვიცნობ და ვიცი რა კერკეტი კაკალია.-უპასუხა ლუკამ
-ვნახოთ,ვნახოთ….
-შენ რა გამოშტერდი?განა ეხლახანს არ დაშორდი თიკას?ჯერ ერთი თვეც არაა.რა სიყვარულობანას თამაში მოგინდა?
-არ დავშორებულვართ.-ხმას დაუწია დიმამ და მეგობრისკენ გადაიხარა.-ეს ყველაფერი მოჩვენებითია.ჩემებს უნდოდათ ასე.
-და ამ გოგოს რატომ ითრევ ამ თამაშში?
-მათ ღირსეული რძალი უნდათ,მე კიდევ კარგი საყვარელი.ორივე მხარე მოგებულები დავრჩებით.
-შენ გავიწყდება კიდევ ერთი მხარე-ის და მისი ოჯახი.
-დათანხმდებიან.
-რა იცი რომ დათანხმდება?
-ერთი ორი შეხვედრა,პატარა სიუპრიზი, ლამაზი საღამო.განა მეტი უნდა ქალს?
-ქალს გააჩნია.
-ყველა ქალი ერთნაირია.
-მაგ სულელური გამონათქვამის შენც გჯერა?
-განა ასე არაა?-გამომცდელად დაუსვა კითხვა დადიანმა.
-ეგ იმ კაცებმა მოიგონეს,ქალები რომ ვერ დაკერეს და სხვა გზა არ დარჩათ.ერთმა თქვა და დანარჩენმა სულელებმაც აიტაცეს.
-აი რამდენი წელია გიცნობ და სულ ყოველთვის მაოცებდა შენში ერთი რამე- მე რომ შენგან რჩევა მჭირდება, მაშინ რატომ იწყებ ფილოსოფოსობას?
ლუკას გაეცინა მეგობრის დაბნეულ გამომეტყველებაზე და უპასუხა.
-შენგან განსხვავებით რეალობას გაცილებით უკეთ ვუყურებ.
-მე რა დამიწუნე?
-არაფერი.უბრალოდ ძალიან მარტივად აზროვნებ.პატარა ბავშვივით ჭირვეულობ. გინდა და მორჩა.ეგრე არაა მეგობარო.
-ყველაფერი მარტივად იქნება.შენ ეს მითხარი ჩემთან ხარ თუ არა?
-არ მომწონს ეს თამაში.
-სამაგიეროდ მე მომწონს და დამიჯერე ყველანი კარგად გავერთობით.მე მივიღებ კომპანიის გენერალურ დირექტორობას და ანკას. ეს გოგო კარგ ოჯახს და საზოგადოებაში დაფასებულ ადგილს. ჩემი მშობლები კარგ ოჯახის გოგოს რძლად.
-რომ არ დათახმდეს?
-მაშინ უკიდურეს ზომებს მივიღებ.
-რას გულისხმობ?
-მის ოჯახს საქმე კარგად არ მისდის. ბანკში სესხზე აქვს განაცხადი გაკეთებული.უფრო სწორად ჰქონდა.
-რა გააკეთე?
-რა მნიშვნელობა აქვს.ან ჩემი ცოლი გახდება,ან ამ ოჯახურ ბიზნესს დაკარგავენ.
-უკვე გადაგიწყვეტია ყველაფერი.ჩემგან რაღას ითხოვ?
-არაფერს,გარდა იმისა რომ როგორმე უნდა გამაცნო.მაინც სხვანაირად შემომხედავს მენეჯერის მეგობრად რომ გამიცნობს.
-მე კი გეუბნები რომ დრო მოვა და ამ საღამოს გაგახსენებ.ვიმედოვნებ მაშინ სანანებელი არ გექნება ყველაფერი. -უპასუხა ლუკამ მეგობარს და კატოს ხელი დაუქნია.აქ ვარო დაუძახა.
რამდენიმე წამი დასჭირდა გოგოს მასთან მისასვლელად.ხელში პატარა ჩანთა ეჭირა და მეორე ხელით მკერდზე ქაღალდების დასტა მიეხუტებინა.
-ლუკა გამარჯობა.როგორ ხარ?
-კარგად კატო,შენ?
-მეც.რაღაც საბუთებს ვერ ვპოულობ. შეგიძლია შენთან ნახო?
-დარწმუნებული ვარ იქ იქნება.
-წავიდეთ ვნახოთ.-სთხოვა კატომ.სულ არ მიუქცევია ყურადღება იქ თუ ვინმე იყო. დიმამ მსუბუქად ჩაახველა და ლუკას გახედა.თვალით ანიშნა წარმადგინეო.
-აჰ უკაცრავად.როგორ დამავიწყდა. მეგობართან ერთად ვარ.
-რა პრობლემაა.დააბინავე და მერე მომაწოდე.-წამიერად შეხედა დიმას. ყურადღება არც გაუმახვილებია მასზე. მერე მიბრუნდა და წასვლა დააპირა. დადიანს საშინლად არ ესიამოვნა სიტუაცია.პირველად დააიგნორა გოგომ. თან ვინ?გოგო,რომელზეც ამბობდა რომ მისი ცოლი უნდა გამხდარიყო.
-ლუკა შენს მეგობარს ეტყობა მასპინძლობა ცუდად გამოსდის.- მოულოდნელად ხმამაღლა გადაულაპარაკა ძმაკაცს და კატოს რეაქციას დაელოდა.გოგო წამოეგო პროვოკაციაზე.
-ბატონო?-სწრაფად მიბრუნდა დადიანისკენ და წარბები მაღლა აზიდა.
-ვერ გაიგეთ?ცუდი მასპინძელი ხართ?
–კარგ მასპინძლობად რა ითვლება?
-პირადად თუ მომემსახურებით.- მულოდნელად წამოროშა დიმამ და ლუკა მაშინვე მიხვდა აქ კარგი არ მოხდებოდა.
ასეც მოხდა.კატო აფეთქდა.ჩანთას და ქაღალდებს ხელი გაუშვა,დიმას ორივე ხელი უბიძგა და პირდაპირ აუზში გადაუშვა.სანამ ის გონს მოეგო რა მოხდა მის თავს,ნივთები აიღო და ტანის ნაზი რხევით გაუყვა აუზის კიდეს.
-თქვენთვის პირსახოცს მივატანინებ.- მიაძახა ბიჭს და ირონიული სიცილიც მიაყოლა.
-ერთით ნოლი.-უთხრა დიმას ლუკამ და ხელი გაუწოდა აუზიდან რომ ამოეყვანა.
-მემგონი ადრესატი შემეშალა.მაგრამ არ დავნებდები.-გაბრაზებულმა მიაძახა და ნომრისკენ წავიდა.
*********
ლუკამ ფრთხილად დააკაკუნა კატოს კაბინეტის კარზე და თანხმობის შემდეგ კარი შეაღო.საქაღალდე მაგიდაზე დაუდო და წინ ჩამოუჯდა.
-ბოდიში რაა კატო.
-შენ რა შუაში ხარ?-ვერ მიხვდა გოგო და გაოცებულმა შეხედაბიჭს.
-აი წეღანდელი ინციდენტის გამო…
-დაივიწყე.აღარ მახსოვს…-ხელი აიქნია და მისი შეტანილი საქაღალდე გადაფურცლა.წამიერად გადაავლო თვალი.-ზუსტად ეს მაკლდა ხარჯთაღრიცხვის დასრულებისთვის. დღეს ყველაფერს დავითვლი და ხვალ ხელფასები ჩაირიცხება.
-უკვე საღამოა.გვიანდება.
-მიჩვეული ვარ გვიანობამდე მუშაობას. შენ წადი.არ დამელოდო.
-კარგი.მანამდე ყველაფერს გადავხედავ. ვნახავ ხომ წესრიგშია და დავასრულებ კიდევ ერთ სამუშაო დღეს.
-მიდი,ლუკა.მიდი.დღეს დაისვენე.ხვალ მემგონი რაღაც წვეულება დაიგეგმა და დიდი დღე გველოდება.
-ეს წვეულება ახლა ჰაერივით გვჭირდება.
-უპასუხა ლუკამ.
-ახლა სეზონი გვაქვს.უნდა დრო ვიხელთოთ და წინ წამოვწიოთ ჩვენი სასტუმრო,თორემ გაკოტრება არ აგვცდება.-დანანებით თქვა კატომ.
-ყველაფერი კარგად იქნება.ერთი ორი კარგი ივენთი ჩემზე იყოს.-გაუღიმა და დაემშვიდობა ლუკა.
კატო კიდევ დიდხანს ითვლიდა თვის ხარჯებს,თანამშრომლების ხელფასს. შემოსავალ-გასავალს.მართალია ჯერ წაგებაზე არ იყვნენ,მაგრამ არც სახარბიელოდ ჰქონდათ საქმე..
-რა გავაკეთო?რა შევცვალო,რომ პერსონალი არ შევამცირო?-თავზე ხელები შემოიწყო და კარგად გააქნია.-ახალი იდეები მჭირდება.რამდენჯერმე ხელისგულებიც მიიკაკუნა,იქნებ რამე იდეა წამოტივტივდესო,მაგრამ არაფერი..
საქმეები რომ დაასრულა,ყველაფერი მიალაგა.აკურატულად დააწყო. ბავშვობიდანვე ვერ იტანდა უწესრიგობას. ყოველთვის დალაგებული ჰქონდა ოთახი.ნივთები,ტანსაცმელი.ეს ჩვევა ახლაც გამოჰყვა.რა დროც არ უნდა იყოს საქმეს შუა გზაზე არასდროს წყვეტს.
კაბინეტის კარი გამოიხურა,გადაკეტა და სასტუმროს ვესტიბულისკენ დაიძრა. მორიგე გოგონა მხნედ გამოიყურებოდა. ჯერ არც ისე გვიანი იყო.დამსვენებლები ისევ მოძრაობდნენ სასტუმროს ტერიტორიაზე. ბარიც ღია იყო. შეიძლებოდა იმის თქმა რომ ზაფხულის ცხელი სიცხისგან შეწუხებულები ახლა იწყებდნენ აქტიურ გართობას. ზოგი თელავის დასათვალიერებლად მიდიოდა. ზოგი სასტუმროს ტერიტორიაზე სეირნობას ამჯობინებდა.იყვნენ ისეთებიც,ვინც სასტუმროს ბარ-რესტორანში გართობას აპირებდა.
ცივი ყავა შეუკვეთა და სანამ მომზადდებოდა იქვე ჩამოჯდა სკამზე.
-კატო,კიდევ რამე ხომ არ გინდა?-ასე მიმართავდა ყველა თანამშრომელი. მოსწონდა,სულაც არ იყო არავის უფროსი. საშინლად არ მოსწონდა ეს სიტყვა.არავინ არავის უფროსი არ არის.თვლიდა რომ რაც უფრო შინაურულ და მეგობრულ გარემოს შექმნიდა,მით უფრო წარმატებული იქნებოდა.თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა.იქამდე სანამ წინა წელს სასტუმროში ხანძარი არ გაჩნდა. უცხოელი წყვილის დაუდევრობის გამო ბოლო სართული და სახურავი თითქმის მთლიანად დაიწვა.რაც საკმაოდ სოლიდურ თანხად დაუჯდათ.ამას ისიც დაემატა რომ რამდენიმე თვე ვერ იმუშავეს და ბანკიდან მოუწიათ სესხის აღება.სასტუმროს ხელახალმა გახსნამ ისეთი შემოსავალი ვერ მოიტანა, როგორიც თავიდან მოჰქონდა.ხვდებოდა რომ თუ რამეს არ შეცვლიდა ნელ-ნელა მათი ოჯახური ბიზნესი ჩაიძირებოდა..
-კატო..კატოო.-რამდენჯერმე დაუძახა ანამ,იმ გოგომ მორიგე რომ იყო და ბოლოს ხელით ფრთხილად შეეხო მხარზე.
-შენი ყავა.-მიაწოდა.მადლობა გადაუხადა და ხარბად მოსვა.ბავშვობიდა უყვარდა, სულ ეხვეწებოდა დედას,მაგრამ უკრძალავდნენ.ისიც ჩუმად იპარავდა და როცა მარტო რჩებოდა,მაშინვე იმზადებდა,დაჯდებოდა გრძელ აივანზე,ფეხებს მაგიდაზე შემოაწყობდა და დედის დაქალებს ბაძავდა.
უცებ გაეღიმა ბავშვობის ამ ტკბილ მოგონებაზე.
-კიდევ რამე ხომ არ გინდა?
-არა ანა.მადლობა.
-რაზე ფიქრობ?
-ბევრ რამეზე.თავში ათასი აზრი აირია…
-ისევ სასტუმროზე ფიქრობ ხომ?-გვერდით მიუჯდა ანა.-ძალიან ცუდადაა საქმე?
-ძალიან.-სინანული იგრძნობოდა მის ხმაში.
-შეიძლება რაღაც გითხრა?
-ყველაფერი შეგიძლია მითხრა რაც დამეხმარება იმაში,რომ ახალი გეგმა შევიმუშაო.
-სერვისები დავამატოთ.მაგალითად სპა და საუნა.დახურული აუზები.ეზოში შეგვიძლია რამდენიმე კოტეჯი ჩავდგათ და ოჯახებისთვის,ვისაც ბავშვებთან ერთად სურთ დასვენება.რეკლამები გავუშვათ ყველგან სოციალურ ქსელში, ტელევიზიაში,რადიოში,აქციები ვავაკეთოთ,ივენთები…რავიცი ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.- აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ანა,რომ შეამჩნია კატოს სახე შეეცვალა.
-მემგონი შენ პიარ-მენეჯერად უნდა დაგნიშნო.ადგილი უნდა შეგიცვალო.
-არა,რას ამბობ.ჩემი ადგილითაც კმაყოფილი ვარ.-გაეღიმა გოგოს.
-ხვალვე დაველაპარაკები ლუკას.
-არა რაა.ისედაც არ არის ჩემდამი კეთილგანწყობილი და ახლა ეს.-შეეხვეწა გოგო.
-მის ადგილზე კი არ გნიშნავ.შანსს გაძლევ რომ მასთან ერთად იმუშავო და გამოცდილება მიიღო.
-კარგი,როგორც შენ გინდა.შენს გამო იმასაც ავიტან.
-უკაცრავად… თქვენ ორნი რამეს ვერ იყოფთ?-წარბები აქაჩა ზემოთ კატომ.
-ყველაფერი რიგზეა.
-მოკლედ აბა ეხლა მე წავედი.შენ კი მშვიდობიან საღამოს გისურვებ.დილით ადრიანად გნახავ.მაგ თემას აუცილებლად განვაგრძობთ.ლუკასთან დაკავშირებით. -დაუქმია თითი ღიმილით.
-კარგი.მადლობა კატო.,-დაიმორცხვა გოგომ.
-არაფერს.მადლობა შენ ყავისთვის.
-კიდევ ერთი.-საჩვენებელი თითი ასწია გოგომ.-ტურისტულ სააგენტოებს მოველაპარაკოთ.
კატოს გაეცინა.რამდენი რამე სცადა და ამ გოგომ სულ აურია დაწყობილი გეგმები. სულ სხვა მომავალი დაუსახა.იქნებ სულაც არ იყო ცუდი?იქნებ უნდა გაერისკა და დიდი ცვლილებები დაეწყო?
-ვიფიქრებ და კარგად ავწონ-დავწონი. წადი შენ ეხლა.მიხედე საქმეს.დილით გნახავ….
კიდევ უფრო მოეშხამა ხასიათი,როცა ავტოსადგომზე გამოსულს,მისი მანქანის უკან არასწორად გაჩერებული მანქანა დახვდა.ისე იდგა ვერანაირად ვერ გამოვიდოდა.
-ფუ შენი..-შეიგინა ხმადაბლა და მანქანას მიუახლოვდა.არც მძღოლი იყო და არც რამე ნიშანი,რომ ან დაერეკა ან დაეძახა.
ამხელა ჯიპის ფონზე თავის მანქანა ერთი ციდა ჩანდა.მაგრამ გაბმული სიგნალი მაინც სასურველ ხმას გამოსცემდა.ხელი რომ დააჭირა არ აუშვია.უშედეგოდ.არავინ ჩანდა. მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა,მაშინ დაინახა საპირისპირო მხრიდან მომავალი სილუეტი.შენიშნა ტელეფონზე საუბრობდა და გულიანად იცინოდა.რაც უფრო ახლოს მოდიოდა,მით უფრო მეტად არჩევდა მის სახეს.რამდენიმე წამში დანამდვილებით იცოდა ვინ იყო პატრონი.დაელოდა რომ გასულიყო.ახლა რომ გადასულიყო კიდევ უნდა ეკამათა, არ დაუთმობდა არაფერს და ისე იყო დაღლილი,ნამდვილად რაღაც მოხდებოდა.ის კი ტელეფონზე მშვიდად საუბრობდა და პირიდან ღიმილი არ მოშორებია.არსად წასვლას არ აპირებდა.მოთმინების ფიალა ამოეწურა.გადავიდა და მანქანის მინაზე მიუკაკუნა.დაბურული მინა ჩამოიწია და გაკვირვებულმა შეხედა დადიანმა.
-თქვენ?
-დიახ მე.მართვის მოწმობა გაქვთ თუ იყიდეთ და წესები არ იცით?
-რა გნებავთ?-სიმშვიდეს ინარჩუნებდა დიმა და ტელეფონი გათიშა.მანქანის ფანჯრიდან გადმოიწია და კატოს მიაჩერდა.
-მანქანას ყოველთვის უადგილო ადგილას აჩერებთ?
-დიახ,სადაც მინდა და როცა მინდა.- სწრაფად მიხვდა დიმა რაც ხდებოდა და მისი გაბრაზება გადაწყვიტა.
-ასე იდიოტივით დიდხანს უნდა იღიმოდეთ?- გამწარდა კატო და დოინჯი შემოირტყა.თვალები,ისე დააკვესა,რომ შეძლებოდა ბიჭს ალბათ მზერით მოკლავდა.
-სანამ არ მომბეზრდება.-ისევ განაგრძობდა ის.
-ასე ხომ?დამაცადე.-თავისი მანქანის უკან გაუჩინარდა.იქიდან რაღაც აიღო და დაბრუნდა.ბიჭის მხარეს დადგა.ხელი გასწია და მშვიდად გააცურა მთელ სიგრძეზე.დიმამ რომ გაიაზრა რაც მოხდა და რისი ხმაც იყო,სწრაფად გადმოტა, ხელში სწვდა და გაუშეშა.
-ეე,რას აკეთებ?-ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი.
-რასაც მინდა და როცა მინდა იმას ვაკეთებ.-ენა გამოყო გოგომ და ხელი გამოსტაცა.
-მაჯავრებ?
-ვინ?მეე.-ხელები გულზე დაიწყო მსახიობურად კატომ.-არც მიფიქრია.
-ნახე რა გააკეთე?ჯერ ისევ ახალია.ერთი თვეა რაც შევიძინე.-გაბრაზებული საუბრობდა დიმა.
-ძუნწი ნარცისი.-გამოაჯავრა კატომ.
-რა თქვი?
-ყრუ..-ისევ ჩაილაპარაკა კატომ მის გასაგონად.
-ალქაჯი.ეშმაკზე უარესი ხარ.-წყობიდან საბოლოოდ გამოვიდა დიმა,მანქანაში ჩაჯდა და ისე სწრაფ გაქრა იქიდან, კატომ ძლივს მოასწრო გაწევა.
-სადაც შენი დაიკვეხოო…-ჩაიღიმა კმაყოფილმა და თვითონაც მანქანაში ჩაჯდა.-აბა ჩემო ჭიამაია,წავედით სახლში.
-პატარა,წითელი მერსედესი ადგილიდან ნაზად დაძრა და სახლისკენ წავიდა…
გზად ისევ ანას ნათქვამზე ფიქრობდა. იქნებ მართალი იყო გოგო?იქნებ სულაც არაფერს არ აკეთებდა იმისთვის რომ სასტუმროს წარმატებით ემუშავა და მხოლოდ იმ გეგმას მიჰყვებოდა,რაც მისმა მშობლებლებმა შესთავაზეს?სიახლე რომ ნათელი იყოს ამას წყალი არ გაუვიდოდა.
ისედაც გაბრაზებულს კიდევ უფრო მოუშხამა ხასიათი ამ სულელმა ბიჭმა.არა, საერთოდ არ იცნობდა,არც კი იცოდა რომ ლუკას მეგობარი იყო.ერთ დღეში ორჯერ შეხვედრა და ორჯერ ნერვების მოშლა მისთვის კი მოახერხა.
სახლშიც არ ელოდა კარგი ამბავი. ეზოში ორი უზარმაზარი გერმანული ნაგაზი მიეგება.ორივეს მოეფერა.ძაღლებმა იცნეს პატრონინ და ფეხებზე მოელაქუცნენ.
კატოს ორივე ძალიან უყვარდა.ორი კვირის იყვნენ რომ მოუყვანეს საჩუქრად და აგერ უკვე მერვე წელია სიყვარულით უვლის.მათთან მოსიყვარულებით გული რომ იჯერა სახლისკენ წავიდა.პირველ სართულზე არ შესულა.იქვე გრძელ აივანზე გაიხადა ფეხსაცმელი,ხელში დაიჭირა და კიბეს აუყვა.მისი ოთახი მეორე სართულზე იყო.
სახლი,სადაც ცხოვრობდნენ,მისი პაპის აშენებული იყო.ალბათ საუკუნის ასაკს მიაღწევდა მალე.მამამისს იმდენად უყვარდა,კარგად გაარემონტა,მაგრამ იერსახე არ შეუცვალა.ისევ ისეთი დატოვა…
პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახი,სამზარეულო,კაბინეტი, საკუჭნაო,სააბაზანო და ერთი საძინებელი იყო განლაგებული.გარეთ ერთ სიგრძეზე გრძელი აივანი რომლის ერთი ბოლოდან მეორე სართულზე მოხვდებოდი. ზემოთ ასევე ოთხი ოთახი იყო,სამი საძინებელი და ერთი ოთახი სამუშაო ოთახად მოიწყო.
იფიქრა ჩუმად ავიპარებიო,მაგრამ შიგნიდან ხმაური მოესმა,მიხვდა სტუმრები იყვნენ.ახლა მათთან შეხვედრა ნამდვილად არ სურდა.ფრხილად განაგრძო კიბეზე ასვლა.
-მოხვედი დედი?-მოესმა ზურგსუკან დედის თბილი ხმა.იძულებითი ღიმილი მოირგო სახეზე და მობრუნდა.
-კი დედა.როგორც ვხედავ სტუმრები გვყავს.
-მამაშენს მოაკითხეს.
-ამჯერად ვინ დაგვდო პატივი?-დედამ შეამჩნია მის კითხვაში შეპარული ირონია,მაგრამ არ გაუმახვილა ყურადღება.
-ბანკის მმართველი..
-მერე რაო ბანკის მმართველმა?-
გააწყვეტინა სწრაფად, რადგან იცოდა მისგან პასუხი უნდა მოსულიყო.
-უარი მოვიდა.-ხმა აუკანკალდა დედას.
კატომ შეატყო.კიბეზე ჩამოვიდა,მასთან მივიდა და მოეხვია.-ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება..
-არ იქნება.აღარ იქნება… შენ რომ იმ ბიჭს გაჰყვე ცოლად…
-რომელ ბიჭს დედა?რომელსაც არ ვიცნობ?თვალით არ მყავს ადამიანი ნანახი და გინდათ ისე მიმათხოვოთ და გამყიდოთ,თითქოს ნივთი ვარ?-თვალებში ბრაზი ჩაუდგა და დედას მოშორდა. -შეგიძლიათ მშვიდად ილაპარაკოთ თქვენ. კარგ საღამოს გისურვებთ.მე კი ძალიან დავიღალე.
დედამისმა კარის მიჯახუნებაზე ერთი ამოიოხრა და ისევ სტუმრებთან დაბრუნდა…
******
ვინც სოფლის დილა იცის,კი ეცოდინება რამდენად ტკბილი მოსასმენია გარედან ოთახში შემომავალი ჩიტების ჟრიამული და გრილი,ჟანგბადით გაჯერებული სუფთა ჰაერი.
თითქოს შეამცივნა და თხელ საბანში გაეხვა.მაგრამ ტელეფონის ზარმა არ დააძინა.მაღვიძარა მის ჯიბრზე გაუჩერებლად რეკავდა.
საწოლში წამოჯდა,გაიზმორა,თვალები რამდენჯერმე მოისრისა და დილის პროცედურების ჩატარებას შედგა.ძალიან უნდოდა ყავა,მაგრამ სამზარეულო პირველ სართულზე იყო და ჩასვლა დაეზარა.ზუსტად იცოდა დღეს არ ასცდებოდა მშობლებთან საუბარი. რამდენჯერ გაიფიქრა რომ მეორე სართულზე ერთი პატარა კუთხე გამოეყო პატარა სამზარეულოსთვის,ან თუმდაც მხოლოდ ყავის აპარატისთვის.რა გაუხდა? ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის სხვა დროისთვის დებდა.არა,ეს სხვა ახლა ნამდვილად დადგა,დღეს პირველი რასაც გააკეთებს, თელავში წავა და ახალ სავაჭრო ცენტრში შეიძენს.თან იქაურობასაც დაათვალიერებს.აბა ნამდვილად ისეთი ცენტრი გახსნეს,როგორსაც ამბობდნენ,თუ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი რეკლამა.
სპორტულად ჩაიცვა.მოკლე ჯინსის შორტი და თეთრი მაისური ნამდვილად მისაღები იყო საშოპინგოდ.ან რა ატეხვაა სამუშაო კვირის ბოლოს,დილაადრიანად საყიდლებზე წასვლა.მითუმეტეს საღამოს ისეთი ამბები იქნება სასტუმროში.
-გულს გადავაყოლებ,განვიტვირთები და მერე მოვემზადები წასასვლელად.თან სალონშიც გამოვივლი.-ჩანთა აიღო და ტელეფონში ნომრის მოძიებას შეუდგა.
კიბეზე საუბრით ჩამოდიოდა.სალონში სასურველ დროს ჩაეწერა და ის იყო გაიფიქრა,სამშვიდობოს ვარო,რომ დედის სილუეტი თვალწინ აღემართა.
-სად მიბრძანდები ამ დილაადრიანად?
-სამსახურში.-იცრუა დაუფიქრებლად. დედამ ეჭვით შეხედა და კარგად ააყოლ-ჩააყოლა თვალი.
-ამ ფორმით?
-კი დედა.-მოუჭრა მოკლედ.-დღეს რთული დღე მაქვს და გთხოვ ნუ დამსტრესავ აქედანვე.
-როგორც ყოველთვის აქეთ გადმოდიხარ შემოტევაზე და მე ვარ დამნაშავე.-ეწყინა ქალს.
-აი რა ლაპარაკია ეხლა?საწყენი რა გითხარი?რატომ მებუტები?-მოლბა და ზურგშექცევით მდგარ დედას უკნიდან მოეხვია,ლოყაზე აკოცა.-რა უნდა გეთქვა მიდი მითხარი?ხო ვიცი რაღაცის თქმას აპირებ და ვერ ბედავ…
-გესაუზმა მაინც…
-ყავასაც მომიდუღებ?
-მოდი,მოდი.-ხელი მოხვია დედამ და სახლისკენ წაიყვანა.-რომ ვიძახდი ზემოთ არ გავაკეთოთ საძინებლები,არ დამიჯერეთ.ახლა იარეთ ასე წინ და უკან.
ან ეს კიბე მისაღებიდან გაგვეკეთებინა? რა ფული არ გვქონდა თუ რა?
-ასეც მშვენიერია დედა.არაფერია საწუწუნო.ალექსანდრეევიჩს ჩემი მოკრძალებული სალამი.-ლოყაზე აკოცა სუფრასთან მშვიდად მჯდომ მამას და გაეცინა.კაცს აშკარად ეტყობოდა ნაბახუსევი აწუხებდა.
-შე მაიმუნო.შენი ძმაკაცი ვარ?მშობელი მამა ვარ.როგორ მომმართავ?-უპასუხა და მინერალური კიდევ დაისხა.დედა უკვე ყავას ადუღებდა.
-ასე უფრო გიხდება.ჩემი ძმაკაციც ხარ, ძმადნაფიციც,მშობელიც,მეგობარიც და საერთოდ ყველაფერი ხარ.-ჩანგლით ყიყლიყოს დასწვდა და მადიანად მოკბიჩა.
-შენ კი ჩემი იმედი ხარ..
-შენმა მეორე იმედმა რაო? -დასერიოზულდა კატო.
-ვინ?
-იმან,-თავის გაქნევით ანიშნა.-დიდმა ბანკირმა.
-უარიაო..
-ასეც ვიცოდი.დიდი გაიძვერა ვინმე ეგ შენი იაკობი ეგრეთ წოდებული კობა საშინაუროში.
-დედი აბა რა ლაპარაკია?
-მაგის ხრიკებია,თორემ ბანკი თანხმობას მოგვცემდა.
-კატო იქნებ მაინც მიგვეყიდა წილი ჰაა?
-არა მამა.თუ მომეცი ეგ სასტუმრო, მადროვე გამოსავალი ვიპოვო, სხვა არაფერი არ განიხილება.
-კარგი ბატონო…
-დედი,იცი რა კარგი დისშვილი ჰყოლია კობას.იქნებ გაგეცნოთ ერთმანეთი.რაღაც ბიზნესის ამბებში ყოფილა ჩართული…
კატომ ჩანგალი თეფშზე ხმაურით დაახეთქა.წამოხტა და მკაცრად თქვა.:-ამ თემაზე საუბარს გიკრძალავთ.ფულის სანაცვლოდ თავის გაყიდვა არასდროს აღარ შემომთავაზოთ,თორემ ვეღარასდროს მნახავთ.
მოჩვენებითი სიმშვიდე წამში დაავიწყდა და აფეთქდა.-გეყოფათ რომ ერთი შვილი შესწირეთ ყველაფერს.ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის უფლებას არ მოგცემთ.
-შენ ძმამ ყველაფერი მარტივად გადაწყვიტა,უბრალოდ ადგა,ფული აიღო და წავიდა.
-უბრალოდ კი არ ადგა და წავიდა, იძულებული გახადეთ რომ წასულიყო. გასაგებია და მესმის თქვენი,მაგრამ ძალიან გთხოვთ,ამ საკითხზე სიტყვა აღარ დაგცდეთ.თუ მომანდეთ იმ სასტუმროს მართვა და ოჯახური ბიზნესი,როგორმე თავს დავაღწევთ ამ ყველაფერს. ნახვამდის.
კარი ხმაურით გაიჯახუნა და მანქანაც ისეთი ხმაურით გაიყვანა ეზოდან, საბურავებმა მტვერი დააყენა.
ხასიათი ისე წაუხდა,არც საყიდლებზე წასვლა სურდა და არც არაფერი,მაგრამ არც უკან დაბრუნებულა.მტკიცედ გადაწყვიტა ელექტრო მადუღარა ეყიდა. ყოველთვის,როცა მის შეძენას აპირებდა, უამრავი მიზეზი გამოხტებოდა,მაგრამ ახლა ყველაფერს აჯობა და ავტოსადგომზე მოხერხებულად შეაყენა თავისი ჭიამაია..
ლიფტით ავიდა პირველ სართულზე და სავაჭრო ცენტრის დათვალიერებას შეუდგა.მართლაც ისეთი ჩანდა,როგორსაც ამბობდნენ.იქნებ უკეთესიც კი. ყველაფერი ერთ სივრცეში იყო განლაგებული ოთხსართულიან შენობაში.
შოპინგმა ცოტა გამოუკეთა განწყობა.მალე კი ისე გაიტაცა,სულ დავიწყდა სახლში მომხდარი ამბავი.მადუღარაც შეიძინა. მომსახურე პერსონალს მანქანამდე მიატანინა.მერე კი ისევ უკან დაბრუნდა. შოპინგი საუკეთესო თერაპიიაო,რომ ამბობდნენ მართალი ყოფილა.გუნება უცებ გამოუკეთდა.ყველა ქალს რომ უყვარს ახალი და ლამაზი ტანსაცმელი, ესეც მართალია.რამდენიმე მოდელი შეარჩია და გასახდელში შევიდა მოსაზომებლად.ის იყო მაისური გადაიძრო,რომ ვიღაცამ ფარდა გადასწია, შიგნით შეძვრა,მის პირდაპირ აისვეტა და პირზე ხელი ძლიერად ააფარა.ვიწრო კაბინიდან ვერც გაქცევას შეძლებდა,ვერც დაიყვირა და საერთოდაც უცნობის წინაშე წელს ზემოთ შიშველი იდგა არასასურველ
მდგომარეობაში უძრავად და ვერაფერს აკეთებდა…..

დადადადაამ და,აი ისიც მუზა დაბრუნდა. მალე შემოგთავაზებთ მეორე და უფრო ვრცელ თავს.ველოდები თქვემს შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომწონს ეს ისტორია, კარგი დასაწყისია, მოუთმენლად ველით გაგრძელებას, როდის დადებთ ახალ თავს? გთხოვთ დიდხანს არ გვალოდინოთ. მომწონს თქვენი ისტორიები

 


№2 სტუმარი მე❤

გამიხარდა თქვენი დაბრუნება❤

 


№3  offline წევრი დარინა

შენი დაბრუნება ძალიან მიხარია სულ ვიცი რაც არ უნდა მოხდეს მაინც რომ
დაბრუნდები და აუცილებლად დაასრულებ ისტორიას ამიტომ სულ გელოდები, კატო ისე მომწონს გავგიჟდი მინდა რომ
ისეთივე ძლიერად დარჩეს ბოლომდე როგორიც ახლაა და დიმას რასაც ქვია კუდით ქვა ასროლინოს არ მინდა რომ ფულის გამო მართლა გაყვეს ცოლად.

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი მარი
ძალიან მომწონს ეს ისტორია, კარგი დასაწყისია, მოუთმენლად ველით გაგრძელებას, როდის დადებთ ახალ თავს? გთხოვთ დიდხანს არ გვალოდინოთ. მომწონს თქვენი ისტორიები

ხვალ იქნება ახალი თავი❤️

მე❤
გამიხარდა თქვენი დაბრუნება❤

დიდი მადლობა❤️

დარინა
შენი დაბრუნება ძალიან მიხარია სულ ვიცი რაც არ უნდა მოხდეს მაინც რომ
დაბრუნდები და აუცილებლად დაასრულებ ისტორიას ამიტომ სულ გელოდები, კატო ისე მომწონს გავგიჟდი მინდა რომ
ისეთივე ძლიერად დარჩეს ბოლომდე როგორიც ახლაა და დიმას რასაც ქვია კუდით ქვა ასროლინოს არ მინდა რომ ფულის გამო მართლა გაყვეს ცოლად.


მეც არ ვიცი რა გამოვა.მეც თქვენთან ერტად შევქმნი ახალ ისტორიას❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ გამიხარდა თქვენი დაბრუნება♥️♥️♥️♥️ ძალიან კარგი და საინტერესო დასაწყისია მომწონს,გელოდებით♥️♥️

 


№6 სტუმარი ნიცა

მალე დადეთ რა

 


№7  offline წევრი katiusha

დიდი მადლობა❤️აბა ვნახოთ რა გამოვა

ნიცა
მალე დადეთ რა

ვამზადებ და იქნებ ხვალ მოვასწრო❤️

 


№8 სტუმარი Ლილიკო

Ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები, მიხარია რომ დაბრუნდით

 


№9  offline წევრი katiusha

Ლილიკო
Ძალიან

დიდი მადლობა❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

როდის დაიდება?

 


№11  offline წევრი katiusha

სტუმარი თამო
როდის დაიდება?

დღეს✅️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინი

გააგრძელე რა გთხოოვ????❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან მიყვარს თქვენი ისტორიები,ერთი სული მაქვს რომ წავიკითხო, მაგრამ ვერ ვბედავ, მეშინია შუა გზაზე არ დაგვტოვო.რაც ცუდია ძალიან მკითხველისთვის.
საოცარ ისტორიებს წერთ...????
,,ანა" რატომ მიატოვეთ?.. კარგია რომ არ დავიწყე.????

 


№14 სტუმარი Vida

This implies that excessive testosterone levels may cause the
hypothalamus to set the next body temperature as the conventional range, resulting in an overall elevation in body temperature.

Hormonal imbalances can certainly have an effect on the physique's ability to take care of a steady physique
temperature. Testosterone is a hormone that performs a vital
position in various physiological processes, including thermoregulation.
In one other examine, 25% of men with Type 2 diabetes had low testosterone, compared to 13% of those with out
diabetes. LOH and low testosterone are extra frequent
in men who have Kind 2 diabetes, obese and/or obesity. Any problem together with your testicles,
hypothalamus or pituitary gland could cause low testosterone (male hypogonadism).

Your hypothalamus and pituitary gland usually control
the amount of testosterone your testicles produce and launch.


It is essential to report any symptoms of kidney points to
your physician promptly. Symptoms corresponding
to swelling within the legs or toes, fatigue, adjustments in urination patterns,
or persistent nausea can indicate kidney issues. Early detection and therapy of
those symptoms can prevent more critical problems.


This not only benefits mental readability but also helps higher sexual confidence and performance.
GLASGOW, Uk, Could 15, 2025 (GLOBE NEWSWIRE) -- For many males, there’s a silent battle occurring
within their very own bodies—one that usually goes unnoticed until it begins to influence day by day life.
From feeling drained by midday to struggling with motivation in the health club or noticing a dip in efficiency, the basis trigger
could very properly be low testosterone.
On my account, cultural norms don’t just ‘dial up or
dial down’ developed traits. The evidence means that sex is
certainly an essential concept for explaining the evolution of mating systems.

However it’s part of a remarkably various image, pointing
to a number of ‘counter-forces’ that may push towards the evolution of standard sex
roles, as my colleague John Dupré has argued. There are many complexities in how sexual choice and
testosterone form human sex differences. However
they don’t advantage killing off the extra smart versions of T-Rex completely.

The Function of Testosterone in Male Sexual FunctionTestosterone is crucial for sexual well being in men. It influences a man’s libido, or sex drive, and plays a role within the production of sperm.
Testosterone is also essential for sustaining erections and
the method of ejaculation. Nonetheless, it may be very important
note that while TRT can have optimistic effects, it's not
a one-size-fits-all resolution. The impression of TRT on ejaculation and other features of
sexual well being can vary from individual to individual.
Some males might expertise important enhancements, whereas others
could notice little change. This variability is why it is crucial to have a
clear understanding of what TRT can and cannot do, and to manage expectations
accordingly.
If you are considering TRT (testosterone substitute therapy),
carefully weigh the potential dangers and benefits with your physician earlier than beginning remedy.
Insulin resistance and abdominal weight acquire
could be brought on by too much testosterone.
So if you're struggling to shed weight or hold it off,
excessive testosterone levels could be one of many the cause why.

A prolactinoma is a tumor in the pituitary gland that causes
the excessive production of the hormone prolactin (PRL).
In one other examine on 28 women with extreme prolactin manufacturing, the drug bromocriptine
restored prolactin and SHBG ranges [68, 69]. In chubby wholesome males, injection of low development hormone doses (0.02 U/kg/day for 14 days) decreased blood SHBG ranges in a small clinical trial on 8 men [67].
Acromegaly is a disorder in which the pituitary gland produces too much progress hormone in adults.


Estrogen can bind to certain receptors within the testes, which might lead to a lower in testosterone production. This is why some medical
interventions aimed toward lowering testosterone ranges in males, such as hormone remedy for prostate most cancers, involve
using estrogen. In conclusion, whereas testosterone is crucial for a wholesome libido, excessively
excessive ranges of testosterone can have potential unfavorable results.
These effects might embrace hypersexuality, erectile dysfunction,
psychological well being disturbances, and emotional imbalances.

On the opposite hand, testosterone is primarily produced in the testes in males and in smaller amounts within the ovaries and adrenal
glands in females. On the other hand, testosterone can even influence estrogen levels in the body.
Testosterone may be transformed into estrogen via a course of
referred to as aromatization. This primarily happens in adipose tissue,
where an enzyme referred to as aromatase converts
testosterone into estrogen. Due To This Fact, greater levels of testosterone can potentially lead
to greater ranges of estrogen within the physique.

Research have shown that boron can double testosterone ranges in females with
magnesium deficiency. Amongst males, boron supplementation will
increase testosterone ranges by as much
as 32% after one week.

References:


best online steroid supplier (Phillip)

 


№15 სტუმარი Kerri

Unnecessary to say, no man in his right thoughts wants to really feel like this!

Thankfully, there are many foods to extend
testosterone and together with them in your food regimen are among the many best pure
methods to spice up testosterone. Making sure you provide your testicles with the right building blocks for testosterone production is
important. Many foods are purported to assist increase testosterone
levels, but research supporting these effects is commonly lacking.

Nonetheless, you must make sure that your most well-liked
rock, sea or himalayan pink salt doesn’t come with caking brokers (which,
as mentioned, aren’t good on your health). Don’t
wash them though, because the compounds are sometimes found on the quilt of the grains.

It is present in higher concentrations in the stem of the pineapple, though consuming the fruit
itself (or drinking its juice) should nonetheless give you an excellent provide of bromelain. This oil is obtained from the kernels of the argan tree, and is broadly used within the Mediterranean food plan.
Conventionally-raised cattle are injected with synthetic hormones.
Info supplied on Forbes Well Being is for educational purposes solely.


We strongly advocate you not to go for testosterone dietary supplements or prohormones till you
get a nod from a reputed nutritionist or physician. The importance of dietary
supplements is hotly debated, however in the end, your health depends on the right quantities of nutrients that
you just absorb. Studies show that testosterone remedy can enhance
sexual efficiency (7). You can have roasted pumpkin seeds as a pleasant night snack.
Brush the seeds with olive oil and season with cumin or garlic powder.
For the sake of simplicity, let’s cut up the testosterone booster meals into two categories – non-vegetarian,
and vegan and vegetarian.
Low testosterone may cause problems with bone and
muscle well being, energy ranges and libido.
Be Taught which meals to eat more of—and which
to skip—to assist hormonal health. A examine
made in Egypt decided the impact of daily consumption of cinnamon, along with ginger.
Outcomes showed that daily consumption might help in rising testicular
weight, and enhanced quantity and high quality of semen manufacturing.
Also when erectile dysfunction is triggered me a lack of blood move, cinnamon is normally a nice potential treatment.
Foods that increase nitric oxide ranges in your physique have additionally been proven to naturally elevate testosterone ranges.
One of essentially the most surprising meals that can do that is darkish chocolate.

Another documented analysis of how ginger
can improve testicular size and performance (7) which in turn may bolster sperm quantity and high quality.

Having too huge a gap between the calories you burn and
the energy you use can even lower testosterone.

Analysis has proven that low-fat diets decrease testosterone
levels in men, however more analysis is needed to understand why.

Males who are chubby or have weight problems are probably to have decrease testosterone levels.

It also incorporates calcium which is important for robust bones and enamel.
Xenoestrogens are artificial estrogen-like compounds that wreak havoc on men’s endocrine methods.
In Any Other Case, you'll simply be introducing loads
of xenoestrogens that are sequestered within the fat of the pigs.
One of those nutrients is vitamin K2, which is found
in broccoli. While consuming freshly prepared onions is great, it might be a
neater choice to go for onion juice instead whenever you want quantity.
Secondly, is the presence of a testosterone prohormone (or extra accurately, pheromone)
often identified as androstenone.
Nuts also have zinc, proteins, and vitamin B that stimulate testosterone manufacturing.
Low-fat diets, diets that are very high in protein, and diets rich in fried meals can negatively impression testosterone levels.
Conversely, adopting a food regimen rich in anti-inflammatory meals could help
maintain healthy testosterone ranges. But testosterone does a lot greater than play a role in serving to you build muscle
bulk. Having wholesome levels of this intercourse hormone can impression an individual's
intercourse drive (libido), bone mass, fat distribution, and the manufacturing of purple blood cells and sperm.
And, of course, wholesome ranges of this hormone may also influence
muscle mass and strength. Nonetheless, argan oil is wealthy
in antioxidants and act as an effective anti-inflammatory agent.

This article explains how to acknowledge the indicators
of low testosterone, what to do if you suspect you've low T
and examines whether consuming certain meals can really help enhance your levels.
Research has proven that consuming milk and different dairy merchandise protects against low testosterone levels.
A study printed in 2021 of middle-aged and elderly males in Taiwan drew an identical conclusion. Fortified
milk can additionally be a key source of vitamin D, which is crucial for testosterone production. One of the most important vitamins that can help enhance testosterone levels is vitamin D3.

In 2011, the outcomes of a research printed within the journal Hormone and Metabolic Research discovered that vitamin D supplementation boosts testosterone naturally in obese males by as a lot as 30 p.c.

Don’t just assume that dietary fats (and by extension, the nuts from which they’re sourced)
can successfully enhance testosterone levels. For starters,
raisins are filled with antioxidants (including resveratrol, since they're mainly dried grapes), that are linked
to reduced estrogen levels and increased testosterone. Raisins also have anti-inflammatory results that
further aid in attaining hormonal balance. Apart from this, blue cheese can additionally
be rich in saturated fat that help greater testosterone levels
and there are also lots testosterone-boosting fat-soluble vitamins corresponding to vitamin K2.
over the counter steroids for
Muscle building
physique creates this vitamin by converting carotenoids, which are pigments that can be obtained from eating crops.
Nonetheless, if a cow eats crops, they also eat carotenoids from the plant pigments which gives their
meat its vitamin A content material. These pigments are
solely current within the leaves, stems and flowers.Carotenoids is responsible for the yellow/orange/red hues in many vegetation.
However it’s additionally true that there are certain cuts of lean beef that, when consumed sparsely, can really enhance your testosterone.
However, licorice can have a adverse influence in your testosterone ranges.
For one, they're usually preserved with the use of
nitrates, compounds which were implicated in lowering testosterone ranges.
Monounsaturated and saturated fats are far more essential
for testosterone synthesis, with polyunsaturated fats having the opposite effect and lowering
manufacturing. Flaxseed, a kind of seed that might be present in stores and
even grown at residence, has been shown to have properties that lower testosterone ranges.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent