,,მეორე მხარე"
მე მაინც მინდა დავწერო შენზე აღვწერო ბნელი მხარე მრავალი, მაგრამ არ ვაქცევ ამ მხარეს დღემდე მე იმას ვხედავ, რაც გაქვს მთავარი! სული ბოროტი, ხორცი უმანკო ღიმილი თბილი ჰორმონით სავსე, ეს ჩემი ფიქრი გახდა დარაჯი ერთგული ძაღლივით მიცავს და მავსებს! არ დაიღალო... ოღონდ არ დამთმო... და არ უსმინო ეშმაკს დილამდე. ღამე ცოდვილი, დღეს არ ჰგავს ნათელს გულში ავს ფიქრობს, თან სანთელს ანთებს! ძნელია! იცნო მეორე მხარე! პირველს ის არ ჰგავს, დამალულს-დამღლელს. არ ვამჩნევ... ვხვდები... მატყუებ დამთმე, ანგელოზივით გამაქრე-დამგმე! დაბნელდა... შენ კი იგივე ჩანხარ. უმანკო-ცოდვილ სახით რომ მიმზერ, მატყუებ დამთმე, მატყუებ მივხვდი! თუმცა არ ვამჩნევ რომ მივხვდი ან რა?! უმანკო ნუ ხარ მაჩვენე სხვა გზა! მაჩვენე ბნელი, მაჩვენე მდარე! კარგს მე სულ ვხედავ რაც არ ჩანს კარგო შენ ის მაჩვენე! იცვალე სახე! შეცვალა მზერა! შემომანათე! შენც ხვდები თვითონ ძნელია იცნო მეორე მხარე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.