ლილუ 5 თავი
სამდრომ ლილუსი არ იყოს ბევრი გადაიტანა,ერთი კვირის გამოწერილი იყო საავადმყოფოდან,როცა ლილუ პირველად ნიკასთან ერთად ნახა და ამით მის სიცოცხლის აზრი და ხალისი დაუბრუნდა,რადგანაც მძიმე ავარიის გამო ერთი თვე კომაში იყო,ექიმებს მისი სიცოცხლის გადარჩენის იმედიც არ ჰქონდათ,თუმცა მოხდა სასწაული და მისი სიცოცხლე შენარჩუნდა.მომხდარს დედა განსაკუთრებით ემოციურად შეხვდა,ვერც კი წარმოიდგენდა,რომ შესაძლოა შვილი გვერდით არ ჰყოლებოდა,ძალიან უყვარდა და ამის გამო ხშირადაც ცდილობდა ჩარეულიყო მის პირად ცხოვრებაში.მართალია, ეს არ გამოდიოდა,თუმცა იმედს არ კარგავდა რომ მისი შვილისთვის შესაფერის გოგოს იპოვიდა და ამით გაიხარებდა.ეს ყველაფერი ასე კი იყო,მაგრამ სანდროსთვის წარმოუდგენელი იყო დედის მიზნები. სახლში დაღლილი დაბრუნდა,მომავალი დღისთვის კომპანიაში ყველაფერი მზად იყო,ამიტომაც მისვლისთანავე შხაპი მიიღო,გამოსულს დედა დახვდა ოთახში _ამ ბოლოს ძალიან მოუკელი სახლში მოსვლას შვილო,ვიცი რომ შენი საკუთარი სახლი გაქვს და იქ გირჩევნია,მაგრამ მშობლებიც არ უნდა დაივიწყო_უთხრა ნატომ და შვილს დააკვირდა _ვიცი დედა,თუმცა შენც კარგად იცი რომ საქმეები მაქვს და ხშირად მოსვლას ვერ ვახერხებ_ცდილობდა მშვიდად ეპასუხა,რადგანაც იცოდა რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა _კარგი იყოს მასე_მცირე ხნით შეჩერდა თითქოს რაღაც გაახსენდაო და განაგრძო_თამუნა შემხვდა,ჩემი მეგობარი,მისი გოგო ნინი სამედიცინოზე მოწყობილა,ძალიან კარგი და ლამაზი გოგონა ყოფილა,იქნებ გენახა და გაგეცნო?აბა რასიტყვი?_ეს თქვა და მხიარულად შეხედა შვილს,არადა სანდროს პასუხი სახეზე ეტყობოდა,ვერ იტანდა მის საქმეებში ზედმეტად რომ ერეოდნენ,არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო ეს მშობელი თუ მეგობარი. _დედა რით აღარ მოგბეზრდა?იცი რომ წინააღმდეგი ვარ და მაინც ერთი და იგივეს გაიძახი,ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეგაა,რატომაც არ ვრჩები აქ ხშირად_ბრაზის გამო ერთიანად მიახალა და სწრაფად დაიწყო იმ ნივთების აგროვება,რომლითაც სახლში მივიდა. _ახლა წავედი_ესღა თქვა და სასწრაფოდ გაიხურო ოთახის კარი,ჩაირბინა პირველ სართულზე და გასულს მანქანა მაღალი სიჩქარით დაძრა საკუთარი სახლისკენ,ფიქრობდა შეცდომა დაუშვა,რომ დედასთან მივიდა,ის ვერ უგებდა და საკუთარის გატანაზე ფიქრობდა მხოლოდ,მუდამ ასე იყო,ბავშობაშიც სადაც მას სურდა იქ დაყავდა სანდრო,არ ითვალისწინებდა მის აზრებს,ინტერესებს და სწორედ ამის შედეგი იყო ის,რაც ახლა ხდებოდა...დახვეწილი სახლი ჰქონდა სანდროს,ორი წელი იყო გასული,რაც შეიძინა,ამიტომაც მიჩვეული იყო იქაურ გარემოს და კომფორტს. დიდი აუზი და ნაირნაირი სხვადასხვა სახეობის ყვავილები კიდევ უფრო ალამაზებს მის ეზოს.სახლი კი ძალიან მყუდრო და ლამაზი ჰქონდა,მართალია ერთი დიდი საძინებელი ოთახი ჰქონდა,თუმცა ესეც საკმაირი იყო მისთვის,რაც მთავარია სამზარეულო ზუსტად მის გემოზე იყო მოწყობილი,იტაცებდა და კიდეც გამოსდიოდა კერძების მომზადება,მეგობრები მუდამ ხუმრობით მიმართავდნენ შენ ხარ ჩვენი გადამრჩენელიო,მასთან მისულებს მუდამ გემრიელობებით უმასპინძლებოდა და ეს მასაც ახარებდა.სახლში მისულს ეცადა მომხდარი დაევიწყებინა,ავიდა საკუთარ ოთახში და ლილუზე ფიქრმა გაიტაცა,ნეტავ როგორი იქნებოდა მათი შემდეგი შეხვედრა და საუბარი,იცის რომ უყვარს,უყვარს რა ოფიციალურად გიჟდება მასზე,მაგრამ ეს საკმარისი არაა,მას იგივე გრძნობა სჭირდება,მანამ კი დაელოდება იმ მშვენიერ მომენტს,როცა გაუმხელს ამ გრძნობებს. მაღვიძარამ ექვს საათზე დარეკა,მაშინვე ადგა და მომზადება დაიწყო,პირველი დღე იყო სამსახურში ამიტომაც ეცადა არ დაგვაინებოდა,შხაპის მიღების შემდეგ წინა დღეს არჩეული ულამაზესი ტანსაცმლი მოირგო,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,თმები რომელიც საშუალო სიგრძის ტალღოვანი ჰქონდა, დასწორება გადაწყვიტა და არც შემცდარა,ძალიან მოუხდა,ის სუნამო დაისხა,რომელიც ასე ძალიან აგიჟებდა სანდროს,ჩანთა აიღო და დაბლა ჩავიდა.ჩასულს მამიდა და მამიდაშვილი დახვდა,სასაუზმოდ მიიწვიეს მაგრამ იმის გამო,რომ არ სურდა დაგვიანება უარი თქვა.ამის შემდეგ მამიდამ დაიწყო _მე მჯერა შენი,ვიცი რომ ყველაფერს მიაღწევ_გულში ჩაიკრა და წარმატებაც უსურვა,ეს ბევრს ნიშნავდა ლილუსთვის ბებიის მერე მეორე ადამიანი იყო,რომელსაც სჯეროდა და გვერდში ედგა _მეც მიმიშვი ჩემს გოგოსთან_ჩაერია ნიკა და ლილუ ჩაიხუტა,ნინო გვერდით გადგა და უცქერდა მისთვის ორ უმნიშვნელოვანეს ადამიანს,ქმრის დაღუპვის შემდეგ ნიკა დარჩა მხოლოდ,ახლა კი ლილუც გვერდით ჰყავდა, ეს აძლიერებდა რომ ზოგჯერ სასტიკი ცხოვრებისთვის თავი არ დაეხარა. _წამოდი მანქანით წაგიყვან_ნიკამ ლილუს მიმართა _არა არ მინდა შენი შეწუხება,ჩემით წავალ_უპასუხა ლილუმ მორცხვად,მართალია ნიკას კარგად იცნობდა და თავსაც კარგად გრძნობდა,თუმცა მუდამ ჰქონდა გულში იმის ფიქრი,რომ ზედმეტად არავინ შეეწუხებინა _ ახლა უყურე ამას,მეც იქ მივდივარ კოლეგები ვიქნებით, რა შეწუხებაა_მიმართა თბილად,ნინოც დაეთანხმა,რომ კარგი აზრი იყო და ლილუს თუ მას გაყვებოდა ამით დროსაც დაზოგავდა,ლილუც დათანხმდა და გარეთ გამოსულები პირდაპირ მანქანაში ჩაჯდნენ,ნიკამ მალევე შეამჩნია,რომ ლილუ ხელებს იწვალებდა ეს კი ნიშნავდა რომ ნერვიულობდა _ხომ არ ნერვიულობ?_ჰკითხა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორები _ცოტა კი _ცოტა?_გაეცინა ნიკას_კარგი რა არაფერი გაქვს სანერვიული,მითუმეტეს ისეთ ადამიანთან იწყებ მუშაობას,როგორიც სანდროა_კვლავ გაამხნევა მამიდაშვილი და ამით გული კვლავ აუფორიაქა.სანდროს სახელი როგორც კი გაიგო გული აუჩქარადა,იცოდა რომ ნახავდა და ამის გამო მღელვარება მოიმატა. _სანდრო ძალაინ კარგი ადამიანია,არც კი მიცნობს წესიერად და მუშაობას მთავაზობს_ემოციებში იყო ლულუ,თითქოს წარმოიდგინა ის და ისე საუბრობდა _გეთანხმები,მე და სანდრო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,ცუდი არაფერი მახსენდება მასზე,სულ ასეთია,ცდილობს ყველას დაეხმაროს,ამ ბოლოს კი შეგვაშინა მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა_თქვა და ლილეს გადახედა _შეგაშინათ?რა მოხდა?_დაიძაბა ლილუ და პასუხს დაელოდა _ავარიაში მოყვა,მისი გადარჩენა სასწაულად მოხდა _ავარია?_თვალები აუცრემლიანდა ლილუს,რომლის დამალვა შეუძლებელი იყო,მისთვის ემოციური აღმოჩნდა სანდროს ცუდად ყოფნა,რაც სიყვარულს ნიშნავდა,ისეთ სიყვარულს,რომელიც ერთმანეთთან მყარადაა დაკავშირებული _ხო ლილუ,ახლახანს გამოწერეს,ბევრი უძილო ღამეები გადავიტანეთ...შენ რა ტირი?_მიმართა,როცა ცრემლები შეამჩნია მის თვალებზე_დამშვიდი,რაც მთავარია ახლა ჩვენს გვერდითაა და ამისთვის მადლიერი ვარ,ის რომ არა არც კი ვიცი რა მოხდებოდა. ლილუ ცდილობდა ემოციები მოეთოკა,რადგანაც უკვე კომპანიასთან მისულიყვნენ და მალე ნახავდა სანდროს,ახლა იცოდა,რომ სანდროს ცხოვრება არ ყოფილა მარტივი,სურდა ბევრი რამის ცოდნა მასზე და მისთვის ტკივილის შემსუბუქება. მაპატიეთ დადება დამაგვინდა,მადლობა რომ კითხულობთ,თქვენი აზრები ჩემთვის მნიშვნელოვანია,ვეცდები მალე დავდო შემდეგი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.