შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილუ 1 თავი


3-10-2024, 12:51
ავტორი Lellla
ნანახია 1 970

ძალიან ლამაზი სოფელი იყო,ყველა ყველას რომ იცნობდა და ერთმანეთის ტკივილი გულთან ახლოს მიჰქონდა.იმ წელსაც სამწუხაროდ ამ ყველაფრის გაზიარება გახდა საჭირო,წერეთლის ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა,ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.ლილუ იმ დროს 5 წლის იყო,არაფერი აინტერესებდა თამაშის და სიცილის გარდა,ვერც კი წარმოიდგენდა გოგონა რომ მშობლებს ასე პატარა დაკარგავდა,იმ დღეს ბებოსთან იყო დატოვებული სახლში,როდესაც სახლის ტელეფონზე ზარი შემოვიდა და მარიკო ბებომაც სწრაფად უპასუხა
-გისმენთ_უპასუხა ტკბილი ხმით,როგორც ჩვეოდა ხოლმე,მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორი საშინელი რამის მოსმენა მოუწევდა.
-სამწუხარო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ_დაიწყო ბოხი ხმით მამაკაცმა და ამის გაგონებაზე მარიკო ბებო დაიძაბა
-ავარია მოხდა სვანეთის გზაზე.
ამის თქმა იყო და ყველაფერი უკვე ნათელი იყო,ტელეფონი ხელიდან გაუვარდა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა,ერთადერთი შვილის და რძლის დაკარგვამ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა,ცრემლები მოდიოდა თითქოს მისმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა.გვერდით ლილუ ედგა,რომელმაც არაფერი იცოდა,წარმოიდგინეთ როგორი რთული გადასატანი იქნებოდა ეს მისთვის.ქალი კანკალებდა,წამით გონზე ვერ მოვიდა თუ რა ხდებოდა მის თავს,ერთადერთი რაც დარჩენოდა პატარა ლილუ იყო და პირობა დადო რომ მასთან ერთად ისწავლიდა თავიდან ცხოვრებას და ამ რთული პერიოდის გადალახვას.ეს ყველაფერი მხოლოდ მისი შვილიშვილისთვის უნდა გაეკეთებინა,რათა მშობლების ადგილი ცარიელი არ ყოფილიყო და მუდამ მახსოვრებოდა ლილუს მშობლები, როგორც მისი ცხოვრების ნათელი წერტილები.ეს პირობა მარიკო ბებომ ნამდვილად შეასრულა.


მაღვიძარამ როგორც კი დარეკა მაშინვე წამოდგა და დაიწყო მომზადება,დღეს მითვის მეტად მნიშვნელოვანი დღე იყო მისი უსაყვარლესი ბებოს დაბადების დღე,ქალის რომელმაც აღზარდა,ასწავლა ზრდილობა,კულტურა და ბევრი სხვა რამ რაც მას ცხოვრებაში უნდა ჰქონოდა,რათა პიროვნებად შემდგარიყო,მისთვის მშობლების დაკარგვის გაგება და გაანალიზება რთული აღმოჩნდა,გარკვეული ხნით საკუთარ თავში ჩაიკეტა და არაფრის გაკეთების სურვილი არ გააჩნდა, თუმცა ბებო მას მუდამ გვერდში ედგა და ამხნევებდა და ამით საკუთარ თავსაც აძლევდა ძალას ტკივილის შებრძოლებისა.
იმ დროს ლილუ 18 წლის იყო,დედაქალაში უწევდა გადასვლა მამიდასთან,მამიდა მისთვის მეორე ადამიანი იყო,რომელიც ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა.ლილუს ძალიან უძნელდებოდა საკუთარი სახლისა და მისთვის უსაყვარლესი ადამიანის დატოვება და მისგან შორს ყოფნა,თუმცა მარიკო ბებომაც დაიჟინა მისი ქალაქში გაშვება და კარგი მომავლის ქონის აუცილებლობა,რადგანაც იცოდა რომ მისი შვილი და რძალი იგივეს გააკეთებდა ლილუსთვის.

გოგონა ძალიან გავდა დედას როგორც გარეგნულად ისე შინაგანად,მასავით ლამაზი და დახვეწილი იყო,წაბლისფერი საშუალო სიგრძის თმა,ყავისფერი თვალები,ლამაზი ცხვირი და ტუჩები.დედის ფოტოსთვის რომ შეგედარებინა ნამდვილად იპოვიდა ადამიანი სხვაობას მათ შორის,დედას მსგავსად მორცხვი იყო,ამ სიმორცხვემ მოხიბლა ზუსტად თავის დროზე ლილუს დედამ მისი მომავალი მეუღლე.ლილუ არ იყო მიჩვეული ხმაურსა და მაღალ საუბარს.ის მუდამ სიმშვიდესა და სიწყნარეში იზრდებოდა.

როდესაც უკვე თავი მოიწესრიგა და ლამაზი კაბა ჩაიცვა ბებიის სანახავად გავიდა,რომელიც სამზარეულოში ტრიალებდა და გემრიელობებს ამზადებდა.
-მსოფლიოში საუკეთესო ბებოს ვულოცავ დაბადების დღეს,ხომ იცი როგორ მიყვარხარ და მეიმედები.
გაუღიმა და ჩაეხუტა.
-მადლობა ჩემო თბილო და ჭკვიანი გოგო,შენ რომ არ მყავდე არვიცი რა მეშველებოდა,ნახე
შენს საყვარელ შოკოლადის ტორტს ვამზადებ ვიცი რომ ძალიან გიყვარს.
-მადლობა ბეე
ასე მოსიყვარულეს ერთმანეთი ტორტიც ჩააქვრეს და საღამოსთვის უკვე დაიწყო გამომშვიდობების დრო,ორივეს ეძნელებოდა,თუმცა იცოდა მარიკო ბებომ რომ ლილუ მასთან სულ კონტაქტზე იქნებოდა და არ დაივიწყებდა.
საღამოს ლილუ ავტობუსით გაუშვა ქალაქში,ბევრი იტირეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს,ლილუსთვის მეორე მხრივაც რთული იყო ახალი გარემო,ადამიანები,რომლებსაც არ იცნობდა მაგრამ იმედი ჰქონდა რომ შეეგუებოდა და შეძლებდა მომავალი პრობლემების მოგვარებას.მართალია ეს რთული იქნებოდა მაგრამ ის ხომ ისეთ ოჯახში იყო გაზრდილი,სადაც მხოლოდ სიკეთე და პატივისცემა იყო.

გამიზიარეთ შთაბეჭდილებები,გავაგრძელო თუ არა



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

გელოდებით აუცილებლად გააგრძელეთ

 


№2 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან კარგი ისტორია მომეწონა და ველოდები შემდეგ თავს????

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგი ისტორიაა. გააგრძელეთ გთხოვთ

 


№4  offline წევრი Lellla

სტუმარი ნანა
გელოდებით აუცილებლად გააგრძელეთ

მადლობა რომ კითხულობთ❤️დავდებ შემდეგ თავს

სტუმარი მია15
ძალიან კარგი ისტორია მომეწონა და ველოდები შემდეგ თავს????

დიდი მადლობა❤️მალე დავდებ

სტუმარი მარი
ძალიან კარგი ისტორიაა. გააგრძელეთ გთხოვთ

მადლობაა❤️გავაგრძელებ

 


№5 სტუმარი Nia

dzalian sainteresoa, warmatebebii male dagvide ar daikargo❤️

 


№6  offline წევრი Lellla

Nia
dzalian sainteresoa, warmatebebii male dagvide ar daikargo❤️

მადლობა❤️მალე დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent