შავთეთრი გრძნობები (პირველი ნაწილი სრულად - 1 თავი)
ძალიან მომენატრეთ... ეს ჩემს მკითველს, ვისაც დავპირდი რომ დასრულებული პირველი ნაწილის სახით დაგვაბრუნებდი ისტორიას საიტზე. იქნება გრამატიკული შეცდომები მრავალად. ვერ გავუკეთე რედაქტირება. ბევრი რამაა შესაცვლელი, გასამართი და ა.შ. მაგრამ მაინც ვამჯობინე ამეტვირთა ისე, როგორიც არის... ბოდიშს გიხდით ყველაფრის გამო ! შავთეთრი გრძნობები (პირველი ნაწილი სრულად ) აკანკალებული ნაბიჯებით მიუახლოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის კარს. თითქოს ნაბიჯს გვაჭირგვებით დგვამდა. შეჩერდა კართან. დაფიქრდა, ხელი კარის სახელურე გაუშეშდა, ღირდა თუ არა შესვლა. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. მერე ისევ შეჩერდა. - „ეს უკანასკნელია, რასაც მისთვის ვაკეთებ“ -, ტკივილიანი კვნესა მოჰყვა ფიქრს. განა შეიძლება საკუთარ სისხლზე და ხორცზე გასაჭირში გვერდით ყოფნა დასაფიქრებლად გექცეს ადამიანს?! მაგრამ თუ კი არ იმსახურებს ? მიუხედავად ყველაფრისა მაინც გული ეწვოდა მისი იმ მდგომარეობის გამო, რომელიც თავად მიზანმიმართულად შეუქმნა საკუთარ თავს. ამვე დროს ამ უფსკრულამდე მისვლას თავის ბედნიერ წლებთან ერთად ოჯახისიც გადააყოლა. სწორედაც რომ არ იმსახურებდა, მაგრამ არიანდა ამირეჯიბი მიუხედავად ყველა იმ გამოვლილი მძიმე წუთისა, გაცრეცილი ბავშვობისა და სიზმრად ქცეული ერთ დროს ძალიან ლამაზი ოჯახისა, თავის ერთადერთ ძმას ანდრონიკე (ანდრო) ამირეჯიბს ამ მძიმე წუთებში მარტო ვერ დატოვებდა. იმიტომ, რომ ის ასეთი გახლდათ. საოცრად კეთილი, სუფთა გულის პატრონი. - გოგონა, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ცუდად გამოიყურებით. - სანდომიანი ხმით ჰკითხა შუახნის ქალბატონმა და მხარზე შეეხო. - არა, გმადლობთ ! მე უბრალოდ... - მესმის შვილო, მესმის. - დარდი დაეტყო ქალს ხმაზე. თავი მაღლა ასწია, სასამართლოს შენობას თვალი მოავლო და თავისქნევით გაეცალა იქაურობას. გააღო კარი, დაუკითავად მოპარული ცრემლი მოიწმინდა და შენობაში შევიდა. გრძელ დერეფანს დაკვირვებული მზერით ჩაუყვა სასურველ კარის საპოვნელად . გაკრულ წარწერებს კითხულობდა. უხმაუროდ, სასამართლოს დარბაზში ხის სკამების ბოლო რიგიში დაიკავა ადგილი. თითებს იმტვრევდა ნერვიულობით. მცდელობისა, დარჩენილიყო უჩინარი, მაინც შეამჩნიეს. ადვოკატმა დურუ გაბელიამ ღიმილით დაუკრა თავი. სახაზინო ადვოკატი იყო დურუ.რომლის ნახვაც რამდენჯერმე გარდაუალობის გამო მოუხდა. გოგონამ მკრთალად გაუღიმა. რამდენიმე წუთში ბრალდებულიც შემოიყვანეს. მისთვის არც შეუხედავს, ისედაც იგრძნო რაოდენ განადგურებული და დაბეჩავებული იყო ერთ დროს გოგონების გულთამპყრობელი. მამაკაცმა სევდიანი თვალებით გადახედა თავისი გულშემატკივრების მხარეს. უკანა რიგში ერთადერთ ადამიანს რომ წააწყდა და თანაც ვის, ისე ამოისუნთქა თითქოს მანამდე არ გაჰკარებია მის ფილტვებს ჰაერი. სახეზე სიხარულით, მადლიერებითა და უფო მეტად სევდით სავსე ღიმილმა გადაუბრინა. ეს იმდენად ემოციური იყო, ეს გრძნობები იმდენად მივიწყებული ჰქონდა, მათ მიერ გამოწვეულმა თითქმის შეუმჩნეველმა ღიმილმაც კი სახის კუნთები აუწვა. წლების მანძილზე ქვად ქცეული გამომეტყველება ერთ წამში ნამსხვრევებად აქცია. მჭიდროდ დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და მძიმედ დაეშვა მისთვის განკუთვნილ ადგილზე. თითქოს ნახევარი სიცოცხლე შეალია ამ განცდებს. - ყველანი წამოდექით, სასამართლო მობრძანდება ! გაისმა დარბაზში ხმა და არიანდაც ინსტიქტურად წამოიჭრა ფეხზე. როდესაც სამართლიანობის დაცვის მანტიით შემოსილმა მოსამართლის სკამი დაიკავა ყველანი დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. დაჯდა არიანდაც. შემდგომ იყო პროცესი, რომლიდანაც ნახევარი ვერ გაიგო გოგონამ.მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის განვლილი ცხოვრების კადრები დაუკითხავად უტრიალებდა თავში. -ყველაზე ბედნიერი პირველი ათი წელი, როდესაც მამა, მიხეილ ამირეჯიბი იმ დროს ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი მათ გვერდით იყო. ამ პერიოდში დააგროვა ყველაზე ლამაზი მოგონებები, რომლებიც ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა მისი მეხსიერებიდან არ გამქრალიყო. შეძლო კიდეც მთელი სიცხადით შენახვა, რადგან მათი გონებაში ღრმად ჩაბეჭდვა იმ წამიდან დაიწყო, როდესაც სკოლიდან დაბრუნებულს დედა ამბით დაუხვდა, მამა მონასტერში წავიდა და უკან აღარასდროს დაბრუნდებაო. დადუნამ ძალიან ფრთხილად სცადა აეხსნა შვილისთვის მდგომარეობა, თუმცა იმ დღეს მოკვდა მისთვის მამა და ამ შეგრძნების დღემდე რცხვენია, რადგან უფლის სამსახურში ჩამდგარი ადამიანი მკვდრად მიიჩნია. პატარა გონებით ვერ მიხვდა ეს რას ნიშნავდა, ან რატომ დგამენ ადამიანები ასეთ ნაბიჯს. მან მხოლოდ ის გაიაზრა, რომ წავიდა და აღარ დაბრუნდება და მას ამას ვერასდროს აპატიებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, ბატონ მიხეილს ეს ნაბიჯი არც აუხსნია. უბრალოდ ადგა და წავიდა. წასვლამდე კი მიხეილისთვის ბევრი რთული წელი იყო, რომლებსაც მთელი მონდომებით არიდებდა მის სათაყვანებელ ქალიშვილს არიანდას და მის საყვარელ მეუღლეს დადუნა გოგოჭურს. ამ წლებს კი ამირეჯიბების ოჯახის ერთადერთი ვაჟი ანდრო აშენებდა. ძველბიჭობას აყოლილი, ფულით გათამამებული, ნარკომანი, ხელიდან წასული „უძღები შვილი“. ცამეტი წლიდან ჯოჯოხეთად აქცია მიხეილის მშვიდი ცხოვრება. იმდენ დროს ართმევდა მისი გაფუჭებული საქმეების მოგვარება საკუთარი საქმისთვის თითქმის აღარც ეცალა. სამჯერ დაიხსნა ციხიდან და ბოლო, მკვლელობის მცდელობის ბრალდებიდან მის დახსნას ლამის თანამდებობაც გადააყოლა. ანდროს ყოყლოჩინა ხასიათი მუდმივ თავსატეხს უჩენდა ოჯახს. ასაკთან შედარებით ფიზიკური მახასიათებლელბის გამო გაცილებით უფროსად გმოიყურებოდა. ჯან-ღონიანმა, სიმპატიურმა ბიჭმა ნაადრევად და ადვილად მოახერხა „საძმოში“ თავის დამკვიდრება. ერთხანს უმკლავდებოდა კიდეც მიხეილი შვილის მეამბოხე ქცევებს და ფიქრობდა კიდეც ისევ კარგისკენ შემოვაბრუნებო , მაგრამ ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა სადარბაზოში ნარკოტიკისგან გათიშული რომ იყოვა და ხელზეც უამრავი ნემსის კვალი დაუთვალა, მაშინ სააბოლოოდ გადაეწურა იმედი. თუმცა არც ამის შემდეგ შეუწყვიტავს მისთვის კუდში დევნა. ქვეყანა გადაატრიალა, ყველა თავისი პრივილეგიით ისარგებლა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ადამიანს ვისგანაც სანდრო ნარკოტიკიტ მარაგდებოდა. ერთ დილას, ვიდრე სამსახურში წავიდოდა ტელეფონზე დაურეკეს. ცოტახან ისაუბრა. მერე იარაღი აიღო და დენდარტყმულივით გავარდა სახლიდან. შუადღისხანს დაბრუნდა განადგურებული. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი აიღო, ცოლს შუბლზე აკოცა, დაუბარა „ არიდას (ასე უძახდა თავის ნებიერას) მიხედე და მაპატიეთ იმ წლებისთვის რაც უჩემოდ უნდა გაიაროთო. მაპატიეთ, თქვენი დაცვა რომ ვერ შევძელიო. „ იმ დღის მერე აღარ უნახავს არიდას მამა. იცოდა სადაც იყო, მაგრამ არასდროს მისულა მასთან. იმ დღეს დამთავრდა უდარდელი ცხოვრება. პრობლემებს, რომლებსაც მიხეილი არიდებდა ოჯახს ახლა მთელი სიცხადით გადააწყდნენ. საბოლოოდ გამოაშკარავდა მისთვის საყვარელი ძმის სახეც. ანდროც საგრძნობლად შეიცვალა. ცივი, უხეში და მეტად დაუმორჩილებელი გახდა. თანდათან ეფლობოდა ჭაობში. სახლში თითქმის არასდროს მოდიოდა. ერთხანს მიხეილის დატოვებული თანხით არსებობდნენ, რომელიც ანდროსგან მალულად ჩააბარა ცოლს. იცოდა, ვაჟი ამ თანხის არსებობას თუ გაიგებდა ერთ დღეში გაანიავებდა. თანდათან შემოცილდენ მამის მეგობრები და ნათესავები. ადამიანები, რომლებიც მანამდე ფეხქვეშ ეგებოდნენ ოღონდ რაიმე სარგებელი ენახათ წარჩინებული ოჯახისგან. ეს უკანასკნელიც არ იშურებდა სიკეთეს ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. თითქმის ყველა დღესასწაულს მათ ოჯახში აღნიშნავდნენ და კვირა არ გავიდოდა სტუმარი არ ჰყოლოდათ. ახლა კი, რაც გაიგეს რომ მათგან სარგებელს ვეღარ ნახავდნენ და პირიქით, შეიძლება აქეთ დასჭირვებოდათ დახმარება ყველანი ერთიანად გაქრნენ მათი გარემოცვიდან. მიზეზად კი ანდრო სახელდებოდა, მსგავსი რეპუტაციის ადამიანთან რა გვესაქმება პრობლემის მეტი არაფერი მოაქვსო. ასე შეატოვეს არიანდა და დადუნა მწარე რეალობას მარტო. ალბათ არცერთი თქვენგანისთვის არ იქნება ეს ფაქტი გასაკვირი. სამწუხაროდ ზუსტად ასე ხდება. მანამდე გეტრფიან სანამ სჭირდები, მაგრამ შენ რომ დაგჭირდება შეიძლება ვეღარც კი გიცნონ. ისევ მოავლო არიდამ დარბაზს თვალი. მის გვერდით ცარიელმა სკამებმა კიდევ ერთხელ ჩაწყვიტა გული. მარტო იყო, სრულიად მარტო მთელს დედამიწაზე. უამრავი პრობლემით სავსე და სახლში დიაბეტიანი დადუნა ელოდა. დედა, რომელმაც ვეღარ გაუძლო საყვარელი ქმრისგან შორს ყოფნას, თავზეხელაღებულ შვილს, უსახსრობასა და იმაზე დარდს, ერთადერთ ქალიშვილს შიმშილისაგან რომ არ დახოცილიყვნენ სწავლის ნაცვლად მუშაობა უხდებოდა. სუსტი ქალი იყო დუდუნა. მიხეილიც ყოველთვის ისე უვლიდა, როგორც ბავშვს. ცივ ნიავს არ აკარებდა. მუდამ დაჰფოფინებდა საყვარელ ოჯახს და სწორედ ამიტომ იყო გასაკვირი, როგორ შეძლო ასე უბრალოდ წასვლა, მათი მარტო დატოვება. ამ ფიქრებში გართულს მოსამართლის განჩინებაც მოესმა. მსჯავრდებულს განზრახ მკვლელობისთვის არაფხიზელ მდგომარეობაში მუხლით, თოთხმეტ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მძიმედ მოუჭირა გულზე ტკივილმა. იმაზე მეტად თუ ეტკინებოდა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ მუცლის არეში ანდროს მიზეზით მიღებული ჭრილობა, რას წარმოიდგენდა. ვალის გადაუხდელობის გამო ვაჟის დასჯა დის მეშვეობით გადაწყვიტეს. გაიტაცეს და მიყრუებულ შენობაში დააბეს. უმძიმესი წუთები გაიარა ჩვიდმეტი წლის გოგონამ. შიში, დამცირება, შეურაცხყოფა... დღის ბოლომდე იპოვნა ძმამ და მისმა მეგობრებმა. ანდრო შენობაში შევარდანა შეურაცხადისას ჰგავდა. ჯერ არიდას დაეტაკა, ჩაეხუტა და მერე ისეთი ამბები დაატრიალა ომი გეგონებოდათ. ამ შეხლა-შემოხლაში შემთხვევით არიდა მუცლის ღრუში დაიჭრა.სიკვდილს ძლივს გამოაცალეს ხელიდან. კარგად ახსოვს, გონზე მოსულმა ანდროს დანახვა როგორ გაეხარდა. უფალს მადლობას უხდიდა მისი სიცოცხლისთვის. ჯერ კიდევ შეშლილი სახე ჰქონდა ბიჭს. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დას, შუბლზე რამდენჯერმე აკოცა, ბოდიში მოუხადა და სწრაფად გაეცალა. მას შემდეგ კიდევ უფრო ცივი და დისტანციური გახდა ოჯახთან. არიდასაც დღითიდღე უცივდებოდა გული მის მიმართ. მაგრამ უცივდებოდა კი? განა რამ შეძლება შეცვალოს სისხლით გაბმული კავშირი. ვინ დათვლის კიდევ რამდენი ასეთი მძიმე წუთი იდგა მის ცხოვრებაში. ამღვრეული თგვალებით გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან. ძალას ეძებდა მორეოდა იმ დაუმსხაურებელ დარდს შენობიდან რომ მიჰყვებოდა. გამოსვლისას ისე შეხედა ანდრომ, თოთხმეტი წლის მანილზე სამყოფ დამშვიდობებას უთქმელად ჰყვებოდა მისი დანისლული თვალები. ბოლოჯერ ნახა, ბოლოჯერ იტირა მის გამო. ამის შემდეგ თითსაც არ გაანძრევდა მის დასახმარებლად... ღრმად დაფიქრებული მიაბიჯებდა. მზერით გაურკვევლად ამჩნევდა დერეფნის მაცხენა ნაწილში მდგომ ორ ადამიანს. რაღაც უცნაური განცდა დაეუფლა. უნდოდა გაეხდვა, მაგრამ თავი შეიკავა რატომღაც. თავი გააქნია, თითქოს ფიქრებისაგან დაცლიდა. გეზი გასასვლელისკენ აიღო. მოხდენილად მინარნარებდა დერეფანში. - ეს გოგო ვინ არის ? - ისე ჰკითხა, იმ ორთაგან ოცდაათ წლამდე წარმოსადეგი გარეგნობის, სრულად შავით შემოსილმა მამაკაცმა გვერდით მდგომს, თითქოს უკვე იცოდა პასუხი. - მისი დაა. - ხოო? სამწუხაროა ! - რატომ ? - ინტერესიანი მზერა შეავლო მეორემ, თან მათკენ მომავალ ჩაფიქრებულ არიანდას გახედა. - მომაკვდინებლად ლამაზია. - ხავერდოვანი ხმით უპასუხა. თვალი გააყოლა მათ წინ მიმავალ მონარნარე სიფრიფანა სხეულს და ოდნავ ზურგი აქცია. - მე ვიტყოდი, საბედისწეროდ ლამაზი. - ირონიული ღიმილი აღებეჭდა სახეზე მეორეს. - ასეთი ქალები... - მოდი, ჯერ არაფერი ვთქვათ... - გასაგებია.- უხერხულად შეიშმუშნა. - რას აპირებ? - ვისთან დაკავშირებით? - ერთ ადგილზე ჰქონდა მიყინული მზერა შავოსანს. - ვისთან ? მე მეგონა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ობიექტი გვყავდა მიზანში. - იმ ერთ ობიექტს ცოტახანს ვადროვოთ. ეგონოს მხოლოდ ციხე ვაკმარეთ. - ბოროტულად გაიღიმა და თვალი ჩაუკრა. - მერე კი მიწასთან გავასწორებ. - და მეორე ობიექტს, რომელიც ახლახანს ამოიღე მიზანში ? - კვლავ გოგონას გახედა თანმხლებმა. - ზედმეტად დაინტერესდი შენ ... - კარგად გიცნობ... - წავიდეთ ! - დაიღრინა და იქით გაიხედა, სადაც მუხლამდე ჭრელი კაბითა და ლურჯი მაისურით , ფითქინა კანითა და კუპრივით შავი თმებით შემკული, საბედისწეროდ ლამაზი გოგონა მიაბიჯებდა. - გაინძერი, წავიდეთ ! - გაიმეორა ისევ, რაც არიდა თვალს მიეფარა და მოზომილი ნაბიჯებით გაუყვა მის განვლილ გზას. გარეთ გასულმა შავოსანმა დაკვირვებით მოათვალიერა გარემო, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. ქუფრივით შეკრა შუბლი, სწრაფად გამოაღო ძვირადღირებული ავტომობილის კარი, მძღოლის სავარძელი დაიკავა, - დეტალური ინფორმაცია მჭირდება ! - უსიტყვო თანხმობის შემდეგ სასწრაფოდ გაეცალა საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას. როგორც იქნა მიაღწია თავის გაჩერებასთან. აჩქარებულად დატოვა მგზავრებით გადავსილი სამარშუტო ტაქსი და ძირს ჩამოსულმა ღრმად ჩაისუთქა თავისუფალი ჰაერი. სიცხისაგან ლამაზად შეფაკლულ ქათქათა ღაწვებზე ხელი გადაისვა და მწველი მზისგან თავის არიდების მიზნით მკვირცხლი ნაბიჯებით გაუყვა ნაცნობ ქუჩას. - ჩემი პანდა მოსულა. თავის უბანში შესულს მოესმა ნაცნობი ხმა და მისი მიმართულებით გაიხედა. ელექტროენერგიის ბოძს მიყრდნობილი ახალგაზრდა სიმპატიური გარეგნობის მამაკაცი სიყვარულითა და მონატრებით სავსე ღიმილით, ხელგაშლილი ელოდა. მისი დანახვისას სახე გაუბრწყინდა გოგონას. ბზრიალასავით მოსწყდა ადგილს და ჩასახუტებლად გაიქცა. მის მკლავებში დაგულებული, ასჯერ მაინც დაატრიალა ჰაერში ბიჭმა და ლოყები დაუკონცა. - საშინლად მომენატრე ლექსუსა. - ბურტყუნებდა გოგო. - დამსვი, თავბრუ დამეხვა. - ბედნიერი კისკისით ყვიროდა. - - მეც პანდუშა. - მიწაზე დააბრუნა და ცხვირზე თითი წაკრა. - შენ რა, ჩემი გულის ხმა გესმის? - ამჯერად რა გავიგონე არიანდა? - თეატრალურად გაშალა ხელები ვაჟმა. - ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდი. - ეე, მეწყინა. მარტო ახლა ? - ნუ მაიმუნობ. ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ?! - მე შენი გულის ხმა სულ მესმის ჩემო ფითქინა, მაგრამ ახლა რომ გჭირდებოდი მაგას დიდი გამოცნობა არ უნდოდა. მაპატიე, იქ ვერ წამოვიდოდ ხომ იცი?! შენს გამოც კი ვერ... - ნაღვლიანი ხმით უთხრა გოგონას და კიდევ ერთხელ ეამბორა შუბლზე. - ვიცი ალექს. ახლა აქ, რომ ხარ ეგეც კი საკმარისზე მეტია. - გოგონაც ჩაეხუტა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. - არ გავისეირნოთ ჩემო პანდა? - ხელი მოხვია მკლავზე და იქვე ახლოს მდებარე ბაღისკენ წაიყვანა. - ეგ პანდა რამდენხანს უნდა მიძახო? არა კი მომწონს მაგრამ მაინც. - სახე დაუმანჭულმა აიხედა მისკენ. - მოიცა, თავად გიპასუხებ, მთელი ცხოვრება. თუ რა თქმა უნდა ვინმე იდიოტს არ გადავეყრები, მერე ცოლად გავყვები და უაზრო დედა ნატირები ეჭვიანობის გამო შენ თავს არ დამაკარგვინებს. - პირველი, - შენ იდიოტს ვერ გადაეყრები, რადგან დიდი გამოცდილება გაქვს მათ გამოსაცნობად. თან მეც ხომ შენს გვერდით ვარ არა?! მეორე- შენს თავს ვერავინ დამაკარგვინებს. მესამე - ხო, ზუსტად მთელი ცხოვრება ჩემი პანდა იქნები. რა ვქნა თუ გავხარ? თოვლივით ქათქათა კანი, კუპრივით შავი თმა და თვალები ისე აჯდება ერთმანეთს მართლა პანდა ხარ, აბა რა ხარ. - ყურებამდე გაკრეჭილმა ჩამოუთვალა ყველა ურყევი პუნქტი მეგობარმა. - დამაჯერებლად ჟღერდა. - ხელები დანებების ნიშნად გაშალა არიდამ. - მიდი, ერთი დატრიალდი. - არიდას, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი თავის მამაკაცურ თითებში მოაქცია , მაღლა ააწევინა და წრეზე შემოატარა. - ყოველ ნახვაზე უფრო ლამაზი მხვდები. - უსაზღვრო სითბო გამოსჭვიოდა ამ სიტყვებში. - მეშინია უკვე შენმა სილამაზე ჩემი გავლენებიც, რომ შეასუსტოს და ვინმემ შეგაწუხოს. მგონი დროა, დავბრუნდე და პირად დაცვად აგეკიდო. - თითქოს გაიხუმრა, მაგრამ სიმართლის მარცვალიც იგრძნობოდა ტონში. - აი, ეგ უკვე ბოროტებაა. შენი გადამკიდე თავი მახინჯი მგონია. დამინახავენ თუ არა ყველა კეთროვანივით გამირბის. ასე შინაბერას დამტოვებ. - თითქოს ნაწყენმა შეუბღვირა. - არ მოსულა ჯერ შენი სიყვარულობანას დრო გოგო. შენი პაწაწუნა გული მაგას ვერ გაუძლებს. როცა დრო მოვა თავად მოგშორდები და იმ ღირსეულ გადავაბარებ შენს თავს. - მანამდე თუ არავინ მოუშვი სად ჯანდაბაში ვიპოვ-მიპოვის ეგ ღირსეული? - შენ რაღაც ცუდად ჭიკჭიკებ. რა იყო გათხოვება გინდა? - სანამ გათხოვება მომინდება მანამდე უნდა შემიყვარდეს ხისთავიანო სვანო. - მჯიღი მიკრა გულზე. - ან რა ჯანდაბათ მინდა გათხოვება, კიდევ ერთი იდიოტი მამაკაცის შემოშვება ჩემს ცხოვრებაში?! ვინც მყავს არ მეყოფა? შენ რომ არა საერთოდ კაცთა მოდგმას შევიძულებდი. - თვალები აუწყლიანდა. უფრო მეტად აიკრა გულზე ბიჭმა. ბაღის სკამზე მასთან ერთად დაჯდა. - რამდენი მიუსაჯეს? - ძალიან ცდილობდა ამ თემაზე საუბრის არიდებას მაგრამ მიხვდა, ახლა სწორედაც ეს საუბარი სჭირდებოდა მის პანდას. არადა ანდროს გახსენებაზეც კი სიბრაზის ტაო აყრიდა. - თოთხმეტი. იცი? ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან მეტკინა. ვერასდროს ვაპატიებ რაც გამომატარა, მაგრამ ვერც გულს ვაიძულებ მასზე არ ვიდარდო. - სხვაგვარად უფრო გამიკვირდებოდა. შენ ხომ არიანდა ხარ, ჩემი პანდა, ჩემი ფითქინა, ჩემი არიდა. - სითბოთი აღვსილმა მიაკრო ტუჩები თავზე. - ვიცი გტკივა, მაგრამ მისთვის იქ ყოფნა უფრო უკეთესია, უსაფრთხოდ იქნება უფრო. ამ წლებმა გონზე მოიყვანოს და იმ საზიზღრობას გადაეჩვიოს იქნებ. - შეიძლება. იქ ვერ იშოვის? - იმედიანი მზრეით ახედა ბიჭს. - ვერ მოგატყუებ, რა თქმა უნდა იქაც შეიძლებელი. თუმცა იმედი დავიტოვოთ, მაგდენი ფული არ ექნება. - - გაინადგურა ცხოვრება. ახლაგაზრდობის წლები ქუჩას და წამალს შესწირა, ახლა კი ... - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.- ორმოცდაოთხი წლის გამოვა ციხიდან. თითქმის ნახევარ საუკუნეს ისე გალევს არაფერი იქნება მისი ცხოვრება ერთი დიდი შეცდომის გარდა. - სამაგიეროდ ახლა უფრო „კაი ბიჭია“. - მერე? მერე ეგ რაიმე ღირებული სტატუსია? ჩემთვის უკანასკნელია რამაც შეიძლება ადამიანი აამაღლოს ჩემს თვალში. ყველამ კარგად ვნახეთ რა მოუტანა მაგ „კაი ბიჭობამ“ ანდროსაც და ბევრ სხვასაც. - ბოლო სიტყვებზე გული შეეკუმშა, ენაზე იკბინა. - ალექს, ცუდად გამომივიდა, გეგა არ მიგულისხმია ხომ იცი, ბოდიში რა.. - შენ არ გიგულისხმია, მაგრამ ორივემ ვიცით ისიც მაგას შეეწირა. ცოტა შენი ძმაც დაეხმარა. - ცოტა არა, ლომის წვლილი შეიტანა. როგორ მეზიზღება ის დღე. ვიცი ახლა საშინელებას ვიტყვი, მაგრამ იმ წუთას მერჩივნა ანდრო მომკვდარიყო გეგას ნაცვლად. რომ მახსენდება დედაშენმა და სოფომ (გეგას ცოლმა) როგორი თვალებით შემომხედეს მერჩივნა მეც მასთან ერთად მომკვდარიყავი. მაშინ მეგონა გეგასთან ერთად შენც დაკარგავდი. ერთადერთ იმედს ამ ქვეყანაზე. - ვერასდროს დამკარგავ, მითუმეტეს იმის გამო რაშიც შენ ბრალი არ მიგიძღვის. - ჩვენს ძარღვებში ერთი სისხლი ჩქეფს. - ეგ არაფერს ცვლის. შენ და ანდრო ცა და დედამიწასავით განსხვავდებით ერთმანეთისგან. თანაც, ანდრო უბრლოდ დაეხმარა ასეთ დასასრულში, თორემ ამ გზაზე სიარული გეგას დიდი ხნის არჩევანი იყო. უბრალოდ იმ დღეს გადამწვარი ტვინით ნემსი აერია და ანდროს დოზა თავად გაიკეთა. - ანდროს რომ არ მოეტანა ვერ გაიკეთებდა. - მაინც იშოვიდა. - დოზას მაინც გაიკეთებდა სწორად და არ მოკვდებოდა. - გეყოფა არიანდა ! - მკაცრად უთხრა. - დიდი ხანი გავიდა უკვე, შენ კიდევ არ დაგიმშვიდდა ისედაც უდანაშაულო სინდისი. საერთოდ რა შუაში ხარ? რაც უნდა მომხდარიყო ის მოხდა. კი ბატონო, შენს ძმას დასანახად ვერ ვიტან, მაგრამ ეს შენდამი დამოკიდებულებას არასდროს შემიცვლის. შენ ჩემი და ხარ ! - შეკრული მუშტი ბრაზით დაკრა სკამს.- შენს გარდა ეგ ამბავი მთელმა ჩემმა ოჯახმა დავივიწყეთ. მორჩი ახლა, მორჩი ! - დაასრულა და ფეხზე წამოიჭრა. - კარგი, მაპატიე. მორჩა, აღარასდროს ვახსენებ. - მივიდა და ძლიერად მოეხვია. - შენ რომ გამიბრაზდე გული გამისკდება. - საქმეც იმაშია, ვერ გიბრაზდები. - თბილად გადაუსვა თავზე ხელი. - დაგღუპავს ეგ შენი კეთილი გული არიდა... - არაფერიც. არ იცი, რა შეშლილიც ვარ თუ დამჭირდა ? - შეშლილის კეთილი გული არ გაგიგია შენ? - შენ ხომ აქ ხარ მერე. სულ დამიცავ. - აბა რა ! ახლა უნდა გავაორმაგო. დიდი ღირსებებით ვერ გამოირჩევა შენი ძმა, მაგრამ უნდა ვაღიარო, მისი შიშითაც ვერავინ გეკარებოდა სიახლოვეს. ახლა კი მარტო მე მომიწევს „ოთხი მხრით ხმლის ქნევა“. - თავისი თავისგან დავეცავი, უკეთესი იქნებოდა. - პანდა, მიხეილმა იც... - მაგის სახელი არ ახსენო ალექს ! - ცივად შეაწყვეტინა სიტყვა. - უფრო გამძიმებს. როდემდე გაექცევი იმ ფაქტს რომ მამაშენი ცოცხალია და შეგიძლია ნახო? ის რომ ვიცოდე გეგა ცოცხალია და სადმეა თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი მასთან. ხომ ვგრძნობ, ძალიან გენატრება. - მე ის მამა მენატრება ათ წლამდე რომ მყავდა. ის მამა მე და დადუს მარტო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვტოვებდა თუ მოკვდებოდა. ხოდა მოკვდა... მე მამა მომიკვდა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი რომელიც მეიმედება, მიყვარს და სიცოცხლესაც ვანდობ შენ ხარ და შეიფერე ეს. - ასე არ შეიძლება.... - შეიძლება. - კარგი ხო, კარგი. ერთხანს ჩუმად ჩახუტებულები ისხდენენ და სიჩუმით ტკბებოდნე. მერე არიდას რარაც გაახსენდა. პატარა ხელჩანთა გახსნა, ორი ცალი მწვანე კუპიურა ამოიღო და ბიჭს გაუბედავად გაუწოდა. - ეს რა არის არიანდა? - სრული სახელით მხოლოდ გაბრაზებისა და რაიმე სერიოზული სათქმელის შემთხვევაში მიმართავდა. - შენი ფული. დიდი ხანია ვინახავ და აიღე რა გთხოვ. - მე არ მახსოვს შენთვის ფული მომებარებიოს. - ხომ ხვდები რა ... - მე ახლა მხოლოდ იმას ვხვდები, რომ მაგ ქაღალდის ნაგლეჯებს ნაკუწებად ვაქცევ თუ ჩანთაში არ დააბრუნებ. - აიღე რა გთხოვ ! შენს ოჯახს, შენს ობოლ ძმიშვილს უფრო მეტად ჭირდება. ისედაც მათ გამო ხარ ასე შორს, მე ვეღარ დაგემატები. კიდევ თუ დამჭირდა ხომ უნდა გთხოვო? - არაფერი არ გითქვამს, მეც არ გამიგონია. - ვთქვი და შენც გაიგონე. - მოაშორე გოგო ახლა ეგ ფული სანამ მართლა დავხიე და შენც მიგაყოლე უკან. შენ ჩემი ოჯახი არ ხარ? ეს სიტყვები დამაჯერებლად არ ჟღერს თუ რა ჯანდაბას მეუბნები ? ზუსტად ისე ვარ ვალდებული შენზე ვიზრუნო, როგორც მათზე და მეორედ მასეთი სიტყვები არ დაგცდეს პირიდან კიარა და საერთოდ არც კი გაიფიქრო. ისიც გეყოს, ყოველთვეში დედაჩემი რომ დაარბენინებს ჩემს გამოგზავნილ ფულს შენთან, იმის გამო რომ შენ ანგარიშის ნომერი ვერ დაგტყუე. თუ კიდევ ერთხელ აუტან დედაჩემს მაგ ფულს ჩამოვალ და ხელებს დაგამტვრევ. - ერთ ამოსუნთქვაში მიაყარა. - ალექს, დაჯექი, დამშვიდდი. - მკლავში დაეტაკა და სკამისკენ წაიყვანა. სიცილს ვერ იკავებდა მისი დაბღვერილი სახის გამო. - გასაგებია? - კიდევ ერთხელ დაუღრიალა. - აბა რა... გასაგებია ! -სამხედრო ჩესტი აუღო, გვერდით მიუსკუპტა და თავი მხარზე ჩამოადო. - არ მომიგვარა წამში ?! მაგ ლამაზი თვალების ჩემთვის ბრიალს თავი დაანებე და იქ აბრიალე სადაც საჭიროა. - ერთადერთი ადამიანი ხარ ვისთანაც რაიმეს მოსაგვარებლად ამდენი, ქალივით ტლიკინი მჭირდება. მთელი ცხოვრებაა წურბელასავით აზიხარ ჩემს სისხლს. - თმებზე დაეტაკა და მთლიანად აუბურდა გოგონას. - ველურო. ასეთი ჯუჯღუნობის გამო დადიხარ უცოლოდ. - შენი გადამკიდე ცოლზე როგორ ვიფიქრებ. - მომშორდი ! - ცხვირი აუბზუა, გაბუსხულმა გაიხედა გვერდზე. - ბუტია პანდას ვხედავ ახლა თუ მეჩვენება? მოდი აქ ... ეე, მართლა გაიბუსხე გოგო ? - ვერაფრის დიდებით ვერ ჩაიხუტა. - რა გეწყინა? - შენ ისეთი აუტანელი ხარ წარმოდგენას მიკარგავ ქალებზე და ცოლს არ მოვიყვანო. სად მაქვს იმის თავი და ნერვები შენნაირი დავისვა სახლშიო. ამიტომ სულ უცოლოდ ვივლი და ქალებთან მხოლოდ ერთჯერადად გავერთობიო. - მე ამხელა წინადადება გითხარი და არ მასხოვს? არადა სრულიად ფხიზელი ვარ. - ზუსტადაც ! ამაზე მეტ ქვეტექსტს შეიცავდა შენი ორი სიტყვა, მაგრამ მე სულ თქმა დამეზარა. - ღმერთო შენ მიშველე ! - სიცილი აუტყდა ბიჭს. - ძალიან, ძალიან მიყვარხარ ხომ იცი არიდა? თუ ოდესმე ცოლის მოყვანას გადავწყვეტ აუცილებლად შენსავით სუფთა ადამიანი უნდა იყოს. - გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი სკოლაში მოსვლის პირველ დღეს, ჩემს საკლასო ოთახში როგორ შემოხვედი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ამაყად განუცხადე იქ დამსწრე საზოგადოებას : მე ალექსანდრე ბაბლუანი ვარ, ეს გოგო კი, ჩემსკენ გამოიშვირე ხელი, არიანდა ამირეჯიბი, ჩემი დაა და თუ კი ვინმე მის წყენინებას გადაწყვეტს მანამდე გაიხსენოს, ცოცხლად ჩამოვატყავებო. - სიცილიანი ხმით გაიხსენა არიდამ ეს ამბავი. - მას შემდეგ სულ ჩემთან ხარ. ყველა დედოფალივით მექცეოდა შენი შიშით. ზედმეტ სიტყვასაც ვერ მიბედავდნენ. სამაგიეროდ ისევ შენ მიმწარებდი სიცოცხლეს... კიკინებს ვერ ვიკეთებდი შენი შიშით. ნუ ხო მანამდე სანამ ერთ დღეს გაბრაზებულზე თერმოსი არ გირტყი თავში. მაგის შემდეგ ერთი თვე არ მელაპარაკებოდი. მერე ისევ მე ამოგადექი ღრიალით ნუ მებუტები მწყინს და მენატრებითქო. მერე აღარ ვაწვალებდით ხოლმე ერთმანეთს და ასე მოვედით აქამდე. შენ სულ გვერდით მიდგახარ ალექს და მე არვიცი ოდესმე თუ მოვახერხებ რაიმეთი გადაგიხადო.- ტირილის ნოტები გაერია ხმაში. - უბრალოდ ბედნიერი იყავი და როცა დაგჭირდები მე თუ ვერ ვიგრძენი თავად დამიძახე. მეტი არაფერი მინდა. და კიდევ ყოველთვის გულრწფელი იყავი ჩემთან. ახლა კი წავიდეთ დუდუნა ინერვიულებს დაგაგვიანდა. - ჩანთა მიაწოდა და კორპუსისაკენ წაიყვანა. მათი მეგობრობა ზუსტად იმდენივე წელს ითვლიდა, რამდენისაც არიანდა იყო. ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. არიდა მეოთხეზე, ალექსი მეექვსეზე. ხუთი წლის იყო ბურდული დღეების არიანდა, რომ გააცვნეს და მას შემდეგ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. მუდამ უჩინარი ფარივით იყო მისთვის. ყველასგან და ყველაფრისგან იცავდა. ვინ იცის რამდენჯერ უჩხუბია მის გამო, რამდენი მისი პრობლემა მოუგვარებია ჩუმად. განსაკუთრებით მას შემდეგ აიღო არიდას დაცვა მის თავზე, ერთ დღეს სადარბაზოდან ხელჩანთით გამოსულმა მიხეილმა რომ დაუძახა გვერდზე გაიხმო და დაუბარა: დღეიდან არიდას შენ გაბარებ ისე გაუფრთხილდი, როგორც საკუთარ დასო. თხუთმეტი წლის ბიჭი იყო მაშინ, მაგრამ მთელი სიცხადით გაიაზრა მიხეილის სიტყვები და მას შემდეგ პირნათლად ასრულებს დანაპირებს. მხოლოდ საკუთარი ძმისგან ვერ მოახერხა არიდას ბოლომდე დაცვა. სხვებს კი სათოფეზე არ აკარებდა. შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა მის გამო ისე, რომ არიდას ვერ გაეგო. მასაც არასდროს შეჰპარვია ეჭვი მის ქმედებებში, რადგან არასდროს უყვარდა წუწუნი და მითუმეტეს ალექსს არ ახვევდა მის პრობლემებს თავზე მიუხედავად ათასგზის თხოვნისა არაფერი დამიმალოვო. იცოდა შეუძლებელს შეძლებდა მის გამო და არ უნდოდა დამატებით ტვირთად დაწოლოდა . ბაბლუანმაც იცოდა მისი დამოკიდებულება და მისგან მალულად იგებდა ყველაფერს. ახლაც ასეა ნახევარჯერ ისე უგვარებს პრობლემებს გოგომ არც კი იცის. მართალია მისგან შორს ბათუმის პორტში პროფესიით საკმაოდ კარგი ანაზღაურებით მუშაოობს, თუმცა ეს სიშორე მის მოვლა-პატრონობაში ხელს არ უშლის. ბინის კარამდე მიაცილა . დადუნასთან მოკითვხა დააბარა, მერე გნახავ გადაეციო. შუბლზე აკოცა დაემშვიდობა და კიბეებს აუყვა. მეგობართან საუბრით შემსუბუქებულმა, მშვიდად გადაატრიალა კარის საკეტი, ფრთხილად შევიდა, ჩანთა კარადაში დაკიდა, „ბასანოჩკები“ იქვე მიყარა და ფეხშიშველი გაუყვა ჰოლის სასიამოვნოდ გრილ იატაკს. სამზარეულოს კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ყური დაუგდო ერთგული მეზობელი ლენასა და დარდით გაჭაღარავებული დედის საუბარს. დადუნას დიდი სევდა ეხატა სახეზე და ძნელი გამოსაცნობი არ იყო სევდის მიზეზი. - მოხვედი დედიკო ? - თბილი ხმა შეაგება ქალმა. - მოვედი დადუ. - მასთან მივიდა და ასაკთან შედარებით ზედმეტად გაჭაღარავებულ თმაზე მიეფერა. - ნახე? როგორ არის? - გაუბედავად იკითხა დადუნამ. - მხნედ. - ერთი სიტყვა იკმარა. ეძნელებოდა დედისთვის ეთქვა, ერთადერთი ვაჟიშვილი დაბეჩავებულ კაცს ჰგავდაო. - იმედი მაქვს ფხიზელი მოვიდა. - რეპლიკასავით გაიჟღერა, მაგრამ შეფარულ კითხვას უფრო შეიცვდა. - იქ არ იშოვებაო, ალექსმა. არც ექნება მაგდენი ფულიო. - სწრაფადვე მიუხვდა დედას საწადელს და მისი დამშვიდებაც გამოუვიდა. - მოვრჩეთ მასზე საუბარს. - უინტერესოდ გაუსწორა თვალი სივრცეს სარკმლიდან. თითქოს არ უნდოდა ყველა დეტალი სცოდნოდა, მაგრამ ვერ პატიობდა იმ მწარე წუთებსა და მძიმე ყოველდღიურობას, რომლის გამოსწორებაც არიდას უწევდა. - ლენა დეიდა, ახლა იცი რა მიშველის? - სიტოაციის შემსუბუქებას ეცადა არიდა და მხიარული ხმით მიუბრუნდა მათზე ნაღვლიანად მიჩერებულ მეზობელს, რომელიც ერთადერთი იყო ძველი სანაცნობოდან ვინც გულრწფელად დარდობდა მათ ყოფაზე და ხშირად რჩებოდა დადუსთან გოგონას სახლში არყოფნის დროს. - ჩემი მოდუღებული ყავა, რა თქმა უნდა !- თავდაჯერებული ტონით მიუგო ქალმა. - ახლავე ჩემო გოგო. - სწრაფად წამოიჭრა ფეხზე, დადუნას მზრუნველად გადაუსვა მხრებზე ხელი, სამზარეულოს კარადასთან მივიდა და რამდენიმე წუთში ქაფქაფა ყავა მიართვა არიდას. - ოქროს ხელები გაქვს ლენაჩკა . - ნეტარებით ამოთქვა პირველი ყლუპის დაგემოვნების შემდეგ. - შენი ყავა ჩემთვის კარგი დღის საწინდარია. - თუ ასეა, ყოველ დილით მოგიმზადებ. - არ ვიტყოდი უარს. არც იმაზე ვიტყვი უარს სულ ჩვენთან თუ გადმოსახლდები. - ისედაც სულ აქ არ ვარ? - გაეცინა ქალს და ჭაღარაშეპარული გძელი თმები ყურს უკან გადაიწია. - ხო, მაგრამ ღამითაც დარჩი. შენ და დედას სალაპარაკო არასდროს გელევათ, მის ოთახში მოგათავსებ და ღამითაც განაგძეთ ხოლმე. - ეს ახლა დაგვცინის დადუ? - დაწვრილებული თვალლებით შეეკითხა მეგობარს და ფიქრებიდან გამოიყვანა. - თანაც როგორ ოსტატურად. - დაუდასტურა ქალს, რომელიც ვითომ გაბრაზების ნიშნად არიდას თავის მომზადებული ყავის ფინჯანს ართმევდა.ორივეს ეცინებოდათ. - მართალია მარტო ცხოვრება ძალიან მოსაწყენია ჩემთვის, მაგრამ პრობლემა და საზრუნავი გაკლია გადარეულო გოგო, ახლა მეც არ დამიმატო? - შენი ამ სახლში გადმობარგება რომელიც პირველ რიგში იმ მიზანს ემსახურება,სამსახურში წასული მე უფრო მშვიდად ვიყო, რადგან ორი ძვირფასი ქალბატონი ერთმანეთზე იზრუნებს , საერთოდ რა შესადარია ჩემს საზრუნავთან? - ნუ მიფახურებ მაგ ლამაზ თვალებს არიდა, ჩემზე არ გაჭრის იცოდე. - მკაცრად უნდოდა გამოსვლოდა ქალს, მაგრამ სიცილმა დაასწრო. - ისედაც ორი სართულით დაბლა ვცხოვრობ. ყოველდღე მაგ კიბეების ამოვლა ვარჯიშს ემსახურება ამ ბებერი ძვლების გასაჯანსაღებლად . - უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მუხლების „ბებერ“ ძვლებზე დაირტყა ხელი. - იმდენჯერ გადიხარ დღეში მაგ გზას ოლიმპიურ ჩემპიონობასაც გამოკრავ ხელს ვატყობ. - ფხუკუნით ჩაილაპარაკა გოგოჭურის ქალმა. - კარგი, მაინც სულ უარს მეუბნები და სანამ თავად არ მოგბეზრდება მარტო დაძინება მანამ კრინტსაც არ დავძრავ. - დანებების ნიშნად ხელები ასწია გოგონამ, ორივეს შუბლი დაუკოცნა, მარტო დატოვა, საძინებელში შეიკეტა და დაღლილი მიწვა საწოლზე. დილით სამზარეულოში გასულს ლენა ხელში ცხელ-ცხელი ყავით, დადუნა კი ერბო კვერცხით დახვდა. სწრაფად მოემზა, ისაუზმა და სადარბაზოში ნამცხვირ ნაჭერთან ერთად გავარდა. ვიდრე კიბეებს ჩაივლიდა ხმაური შემოესმა ზემოდან. მალევე მოუახლოვდა ალექსი ბიჭებთან ერთად. - დილამშვიდობის პანდა. - შუბლზე აკოცა მეგობარმა. -დილამშვიდობის. ამ დილაადრიან საით გაგიწევია ? - ამოილუღლუღა პირგამოტენილმა. - რას ჭამ ? - ადი, გაჭმევს დადუ. - არც დედაჩემმა დამაკლო, იყოს. - სად მიდიხართქო ? - ვიდრე აქ ვარ ცოტას გავერთოვი მეგობრებთან. - როგორ ხარ არიდა? - შავგვრემანი, ძვალმსხვილმა ბიჭი შემობრუნდა მათკენ მისასალმებლად. - გეტყვი ნიკა, შენ თუ მეტყვი თქვენ სამს შორის რომელი აბარებთ ანგარიშს ჩემს შესახებ ამ ვაჟბატონს. - ეშმაკური ღიმილით გახედა ბიჭს. - ოხ არიდა, არიდა ! - თითი სიცილით დაუქნია შავგვრემანამ.- ნამდვილი ამირეჯიბი ხარ რა. - გაგიყვან. - შესთავაზა ალექსმა. - ჩვენი გზები არ ემთხვევა ლექსუსა. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. წამოდი- მეთქი. თან ცოტას კიდევ ვისაუბრებთ. - გეუბნები, გაიგონე. ჩემით გავალ, მიყვარს დილით ფეხით სიარული. საუბარს რაც შეეხება, - აბზუებული ცხვირით და გაფშეკილი თითებით მიანიშნა , - ისინიც ზუსტად იმას გეტყვიან რასაც მე. კაკებეს აგენტები გყავს. - შენგან მირჩევნია ყველაფრის მოსმენა მაიმუნო. - თითი დაკრა ცხვირზე. - როდის მიდიხარ? - სახე მოეღუშა კითხვისას. - ხვალ დილით. - მომენატრები. - მეც. გაგიყვან რა ... - წადი, გაერთე. - ჯიუტო . - მაგრად ჩაიკრა გულში, ლოყები დაუკოცნა და მერე სწრაფად დაეწია წინ მიმავალთ. არიდაც სამსახურის გზას დაადგა. მზე მის ჯინაზე დილიდან მცხუნვარედ ანათებდა და იმის წარმოდგენა, ასეთ სიცხეში მგზავრებით გადავსილ ავტობუსში მოუწევდა „შეკვენჩხება“ უსიამოვნოდ შეგრძნებას ჰგვრიდა. გზატკეცილზე დაკვირვებით გადადიოდა სასურველ გაჩერებაზე მისასვლელად. ამ დროს მის წინ სწრაფად დაამუხრუჭა ძვირადღირებული მარკის, შავი ფერის ჯიპმა. შიშისაგან შეჰკივლა და ერთი ნაბიჯით უკან გახტა. მძღოლი არც წინ წასვლას გეგმავდა და არც გადმოსვლას. თითქოს სამყაროს წინააღმდეგ იდგა. ყურადღებას არ აქცევდა შეჩერებულ მოძრაობასა და ავტომობილების გამაყრუებელ სიგნალს. არიდას სხეულში სიცივემ დაუარა, ცახცახმა აიტანა. მზერა მიეყინა მძღოლის მხარეს ჩამუქებულ მინაზე, თითქოს იქიდან მომზირალი თვალები, რომლებსაც ვერ ამჩნევდა მაგრამ მაინც გრძნობდა, სისხლში ყინულის ანასხლეტებს უგზავნიდა და მის მოძრაობას აჩერებდა. დაახლოებით ორი წუთი გაგრძელდა ეს უხმო და მისტიური კონტაქტი. მერე უცებ მოსწყდა ავტომობილი ადგილს, წამში გაეცალა იქაურობას. -ვინ იყო ეს შეშლილი ? - რიტორიკული კითხვა დასვა ერთერთმა გამვლელმა. - ხომ კარგად ხართ, ხომ არაფრი დაგიშავდათ? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა ახლაგაზრდა ქალმა, რომელსაც ახალშობილი სასეირნოდ გამოეყვანა. - რამდენი გიჟი დააბიჯებს დედამიწაზე.- მორიგი რეპლიკა გაისმა გაურკვეველი მხრიდან. - კაგად ხართ? - მზრუნველი ხმა და ხელი იგრძნო მკლავზე არიდამ. ახლაღა გამოერკვა არეული გონებიდან. - დიახ, გმადლობთ ! - დაამშვიდა და გაჩერებისაკენენ დაიძრა. რამდენიმე წუთი აკლდა, სამარშუტო ტაქსის მოსვლას. მთელი ეს დრო კი არიდა იმ გზას გაჰყურებდა საითაც შავი ჯიპი გაუჩინარდა. - გოგონა, აქ თქვენი გაჩერებაა . - გადმოსძახა შუახნის მძღოლმა, როდესაც არიდას სამსახურს მიუახლოვდა, მაგრამ მიხვდა, გოგონა აშკარად დაბნეულად გამოიყურებოდა. როგორც სჩანს იცნობდა კიდეც მას. ალბათ დიდი ხანია რაც ამ გზის გავლა და მისი ავტობუსით მგზავრობა უწევდა. თანაც, ისეთი შესაშური, კეთილი გარეგნობით გამოირჩეოდა ძნელად თუ დაავიწყდებოდა ვინმეს. - უკაცრავად, უბრალოდ ჩავფიქრდი. - დარცხვენილმა მიაწოდა მგზავრობის საფასური. - არაუშავს შვილო. - არიანდა მქვია. თუ გნებავთ არიდა დამიძახეთ. - წარმატებულ დღეს გისურვებ მშვენიერო არიანდა ! - თბილი ხმით უსურვა კაცმა და ხურდიანი ხელი ისევ უკან დააბრუნებინა. არ შეწინააღმდეგებია არიდა. ჩასვლისას მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. რესტორანში შესულმა გამოსაცვლელ ოთახს მიაშურა. უნიფორმა გმოიღო კარადიდან. უნდა ჩაეცვა მაგრამ ხელი გაუშეშდა, გოენაბა ფიქრმა წაიღო, მაინც რა მოხდა, ვინ იყო ის შეშლილი, დარწმუნებილია, მინიდან მას უყურებდა. ლოყები ჰაერით გაბერა, ხმაურიანად გამოუშვა გარეთ - ამდენი ფიქრი დრო სად გაქვს შენ არიდა? დაუჩქარე. ფაცხა-ფუცხით იცვამდა ფორმას, თანამშრომელმა შემოჰყო თავი. - გამარჯობა არიდა, ქეთიმ გიკითხა . - გაგიმარჯოს მარი. ვნახავ. მოხდენილად აუყვა მეორე სართულის კიბეებს. მუქი ლურჯი კაბით, თოვლივით ქათქათა პერანგით, დაბალქუსლიანი, შავი ფეხსაცმლითა და ღია ლურჯი წინსაფრით, რომელზეც ვერცხლისფერი ძაფით ამოტვიფრული რესტორნის სახელი მედიდურად იწონებდა თავს, წელში გამართული მიაბიჯებდა. ზომიერი კაკუნით დაადგა ჰოლის თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ იატაკს. სპილოსძვლისფერ კარზე ნაზად დააკაკუნა. - შენ და შენი ფორმალობები არიდა. - მხიარული ხმა გაისმა კაბინეტიდან. - მე მეუბნებით ქალბატონო ქეთევან? - შეშფოთებული სახე მიიღო. - ნუ მასხარაობ ერთი, ჩამომისკუპტი აქ. - ხელით მის წინ მდგომ სკამზე მიუთითა. - ერთი დღეა არ მინახიხა. მომაკლდა მზე, პოზიტივი, ენერგია და ყველა სასიცოცხლო ძალა. - დიდი სითბო გამოსჭვიოდა ქალის დაბალი, მშვიდი ტონით ნათქვამ სიტყვებში. - ისე მესაუბრები ქალბატონო მენეჯერო, ვინმეს ჩემი დედა ეგონები. იცოდე, ნეპოტიზმში დაგდებენ ბრალსთქო, სულ გეუბნები, მაგრამ დაგაჯერე ? - აცქრიალებული ხმით შეახსენა არიდამ. ქეთევანი ის იშვიათთაგანი იყო, ვინც გოგონას დახმარების ხელს უწვდიდა, მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ. დაახლოებით ოთხი წლის წინ ქუჩაში შემთხვევით ატირებულს გადააწყდა. ძლივს დასტყუა დარდის მიზეზი. ანდროს, ბანკში იპოთეკით დაეტვირთა ერდათერთი საცხოვრებელი და გადაუხდელობის გამო შეიძლებოდა ღია ცის ქვეშ დარჩენილიყო ის და დადუნა. მას შემდეგ სულ გვერდით ჰყავს. ზოგჯერ ხელფასსაც ათასი აბსურდული მიზეზით იმაზე მეტს უწერს ვიდრე ეკუთვნის და გაპროტესტებასაც კი უკრძალავს გოგონას. - - ისღა მაკლია ვინმეს წინაშე დავმალო შენდამი დამოკიდებულება. შენ ხარ ჩემი მზე. - ლამაზად მოხატული თვალები აუციმციმა ქეთიმ გოგონას. - თანაც ჩემი გრეგნობის შემყურეს, მაქსიმუმ შენს დობას თუ დამწამებენ. - ფეხზე წამოდგა და დემონსტრაციულად დატრიალდა. მართლაც, ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა მუდამ ფორმაში მყოფი, თავმოვლილი გემოვნებით ჩაცმული მენეჯერი. მუდამ მოზომილად მოსაუბრე, დახვეწილი მანერების მქონე, თავის საქმის პროფესიონალი, მხოლოდ გულწრფელ არიანდასთან აძლევდა თავს ასეთი მხიარული ყოფილიყო და მასაც აიძულებდა თავისთან უშუალო დამოკიდებულებას. - არ შემიძლია, არ დაგეთანხმო. - სხვა თუ არაფერი, 20 წლით ვარ შენზდე უფროსი, ყველაფერს სწორს ვამბობ მე - არის ქალბატონო მენეჯერო ! - დამჯრადი გადაიხარა მუხლებამდე, თანხმობის გამოსახატა. - მაგ დროს ფეხზე დგებიან გოგონი . - გაეცინა წეთის. - მაგის სასწავლებლად დამიბარე აქ ? - სიცილში აჰყვა. - გგონია ნაკლებ მნიშვნელოვანია ? - რას ბრძანებთ ! იმან გაიგო, გუშინდელი ჩემი არ ყოფნა ? - თავი მისკენ გადახარა და ისეთი დაბალი ტონით ჰკითხა, თითქოს ის კარტან ნყურმოდებული იდგა. - რომ გაეგო მერე რა? იმდენი არ შემიძლია, ვინმესთან შეთანხმების გარეშე გაგათავისუფლო? მითუმეტეს ასე გჭირდებოდა... - აი აქ კი ნამდვილად მედიდურ, საქმიან ქალს დაემგვანა. - თანაც, ესეც რომ არა, ჩემს შარმს წინ ვერ წაუვიდოდა. - გაიკეკლუცა ქეთიმ. - რა თქმა უნდა, მომიტევეთ დაუფიქრებელი კითხვისთვის. - ისევ დამჯდარმა წახარა თავი და ვიდრე ქეთი შეუსწორებდა უცებ ფეხზე წამომდგარმა გაიმეორა იგივე. - გადარჩი. - ფხუკუნებდა ქეთი. - ისე, როგორ აწამებ მაგ კაცს ჰა ? დნება შენი სიყვრულით. - გულწრფელად შეებრალა არიდას. - მე არ ვდნები სამაგიეროდ. არც რამე გამიკეთებია თავის შესაყვარებლად. ხოდა მიყუროს ასე შორიდან. შენ ის მითხარი როგორ ხარ? დადუნა როგორაა? - სწრაფად შეუცვალა სალაპარაკო თემა. არიდაც მიუხვდა და აღარ ჩასძიები წინა საკითხს. - - რავიცი ქეთი, პასუხიც არ მაქვს თითქოს შეგუებულიც კი ვიყვით ამ ფაქტს. ახლა ის მაინც ეცოდინება დადუს სად ათენებს და აღამებს მისი ვაჟი. - - ხო, მართალია. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ მაგაზეა ნათქვამი. - - ქეთუშ, აქ ხარ? - ოთახში დაუკითხავად შემოაბიჯა ახალგაზრდა მამაკაცმა და საუბარი შეაწყვეტინა. - ოჰ, ასე ადრიანად ორი ვარსკვლავის ერთად ხილვა ჩემთვისც კი ზედმეტია. - აღტაცებულმა წამოიძახა ქალების ხილვის შემდეგ.- როგორ ხარ არიდა? გუშინ ძალიან დაგვაკლდი. - - კარგად ზურა. - სწრაფად წამოიჭრა ფეხზე. - ქეთი მე გავალ. - ქალს უთხრა და სჩქაროდ დატოვა კაბინეტი. - - ეს რა უკარება ვინმეა. ოთხი წელია მადლობთ ზურა, კარგად ზურა, გამარჯობა ზურა-ს მეტი ვერ ვათქმევინე. თვითშეფასებას მიქვეითებს ისე მაიგნორებს. - დამწუხრებულმა წარმოთქვა და ისე ჩაეშვა სავარძელში კარისთვის, სადაც წამის წინ არიდა გაუჩინარდა თვალი არ მოუშორებია. - - ზურა ! - ბიჭი ისევ გაშტერებული იყურებოდა. - ზურა- მეთქი ! - ტონს აუწია ქალმა. - აქ ვაქ გამომხედე ! - - ხო, რაიყო ქეთუშ? - გონს მოეგო და ძლივს მოწყვიტა თვალი ცარიელ სივრცეს, სადაც ჯერ კიდევ არიდას კონტურები ელანდებოდა. - - ახლა გამოფხიზლდი და კარგად მომისმინე ! იმდენჯერ გითხარი ტყუილად ნუ გაქვს იმედი, რომ ოდესმე სხვა თვალით შემოგხედავსთქო, ეს სიტყვები უკვე უნებურად ექოსავთ ტრიალებს ამ ოთახში და წესით აქ შემოსვლისას პირველი ეგ უნდა გესმოდეს. ამდენი წელია ორი სიტყვის მეტის არ იმეტებს შენთვის და უჩემოდაც ხომ უნდა ხვდებოდეს შენი გონება ამას? - - კარგი, რა ქეთი ! სადღა მაქვს გონება მაგას, რომ ვუყურებ... ხომ იცი, მართლა სერიოზულად მომწონს. იმდენად სუფთაა, რომც გინდოდეს ცუდად მოიქცე უბრალოდ ვერ კადრულობ. ზედმეტ ფიქრებსაც ვერ ვბედავ იმდენად მესათუთება. - - შენ ისე ჭიკჭიკებ მგონი გადააბიჯებ მოწონებას და შენთვისვე იქნება ცუდი თუ მართალი აღმოვჩნდები. იცოდე არაფერი აგრძნობინო, თორემ აქედან წავა. მას კი ჰაერივით ჭირდება ახლა ეს სამსახური. ასე, რომ ისევ მისთვის თავი შორს დაიჭირე მისგან. ორივე ძალიან მიყვარხართ და მეც გამითვალისწინე. - - გასაგებია ! - ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა. - ვახომ ჩემთან შემოვიდეს და ფაქტურაც წამოიღოსო. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. - - როდის აქეთ გახდი, ვახოს ხელის ბიჭი შენ? - სიცილით ჰკითხა ქალმა. - - შენ, რომ აწამებ და გრძნობებზე არ პასუხობ ეგეც ეყოფა ჩემს საცოდავ მაიკოს. ახლა, ელემენტარულ თხოვნებზე მეც ხომ არ ვაწყენინებ?! - წარბები სასაცილოდ აზიდა და მოჩვენებით მხიარულმა დატოვა ოთახი. წამში ისევ შემოაღო კარი - ისე, მეც ძალიან მიყვარხართ ორივე და სანამ გულს გაუხეთქავ იმ კაცს, ანუ სანამ მამიკოს გარეშეც დამტოვებ, მეც გამითვალისწინე. - სასაცილოდ მიაძახა და ფაქტიურად ოთახიდან გაიქცა თვში რაიმე, რომ არ მოხვედროდა. ბიჭის საქციელით გაღიმებულმა ქეთიმ, ნელა აზიდა სკამიდან მოხდენილი სხეული, კაბა გაისწორა, თმაზე ლამაზი თითები გადაისვა, მაგიდის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული საქაღალდე აიღო, რომელიც სინამდვილეში სულ არ აინტერესებდა ვახოს და ეს თავადაც მშვენივრად იცოდა, და ნარნარით გაუყვა, რესტორნის მფლობელის კაბინეტისკენ გზას. რესტორნის სამზარეულოში, თანამშრომლები სინქრონულად ფუსფუსებდენ. ყველას გადანაწილებულ ჰქონდა თავიანთი საქმე. მხოლოდ არიდა იყო უსაქმოდ, უფრო სწორად მისი საქმე მათზე დაკვირვება და ახალი ცოდნის შეძენა იყო. ის, ამ რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, მაგრამ ქეთის თხოვნითა და მისი სურვილითაც თავისუფალ დროს სამზარეულოში ატარებდა. ქეთის უნდოდა მზარეულის დამხმარედ გადაეყვანა, რადგან მისი თვალშისაცემი გარეგნობის გამო ხშირად გამხდარა, მამაკაცების მხრიდან დახამებული მზერის ობიექტი. განსაკუთრებით ფულით გაქსუებული, მაღალი კლასის სტატუსის სტუმრით მოსარგებლენი დაუფარავად თუმცა კორექტულად გამოხატავდნენ მის მიმართ ინტერესს. ახლაც, ამ მიზეზით დარბოდა სამზარეულოში წინ და უკან გოგონა. ყველას ინტერესით აკვირდებოდა რათა, სწრაფად ესწავლა საქმე. უნდა ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილების სისწორეში ქალბატონ მენეჯერს, ბატონი ზურაც ეთანხმებოდა. ვიანიდან ყელში ჰქონდა ამოსული, სტუმრებითვის იმის ახსნა, რომ აქ სავახშმოდ უნდა მოსულიყვნენ, მათი დაკვირვებისა და შეფასების ობიექტი კერძები უნდა ყოფილიყო და არა აქ, მომუშავე რომელიმე პერსონალი და თან, ამ ყველაფრის თქმა მოჩვენებითი ზრდილობით,რომ უწევდა. დღის მეორე ნახევარში იწყო, რესტორამნა სტუმრების მიღება და ორ საათში სრულად გაივსო . არიდაც ცოტათი დაღლილი, მაგრამ ბევრი ახალი ინფორმაციით დახუნძლული გამოვიდა სამზარეულოდან. თავისი ახლანდელი საქმიანობისთვის მოემზადა და ხალხით სავსე მთავარ დარბაზს მოავლო თვალი. . რაღაცნაირი, უხმაურო ხმაური ისმოდა. რესტორანში, ხომ „მაღალი“, „ელიტარული“ საზოგადოება დადის. რომელთა ხვედრით დახვეწილი მანერების ქონნაა და აბა, როგორ შეიძლებოდა მათი საუბარი ყიყინს დამსგავსებოდა? ისინი ხომ ვალდებულნი არიან ხმაურიც კი ერთმანეთს შეუწყონ, ერთ ტონში, ერთ ბგერებში ისაუბრონ, რომ ხვალ ვინმეს დასაცინ-გასაჭორი არ გახდნენ. ადამინები, რომლებიც ირონიული ღიმილითა და შეფარული დაცინვით ამკობენ ერთმანეთს. საუბრობენ თემებზე, რომლის არსსა და დედა აზრზე წარმოდგენაც კი არ აქვთ, უბრალოდ სადღაც მოისმინეს, რომ ასეთი მაღალი მნიშვნელობის საკითხზე საუბარი აუცილებელია. ხოდა მათაც საგულდაგულოდ დაიზეპირეს ფრაზები , რათა მეტად მჭერმეტყველად გამოუვიდეთ სათქმელი. ამ დროს, რომ გამოჩნდეს მცოდნე ადამიანი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვას, ან გამოხატავს აზრს, რომელიც მათ დაზეპირებული ფრაზებისგან მეტად სიღრმისეული და შორს წასული იქნება, ჯერ დაფიქრდებიან დაემთხვა თუარა მისი სიტყვათა წყობა მათისას, საერთოს რომ ვერ აღმოაჩენენ დაიბნევიან. მერე კი კარგად გამომუშავებულ თვითგადარჩენის ინსტიქტს ჩართავენ და თვისდასაცავად აუცილებლად თავდასხმაზე გადავლენ. ჭეშმარიტი აზრის, სიმცდარესა და საკითხის უცოდინრობაში დასდებენ ბრალს და ბრუნო მარსივით კოცონზე დაწვავენ. თუმცა არის საპირისპირო ვარიანტიც- მოისმენენ ამ აზრს, მერე მთქმელს შეათვალიერებენ თუ მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და სტატუსი მათთვის მისაღები იქნება ელვის სისწრაფით აიტაცებენ ნათქვამს. შემდეგ სიტყვა-სიტყვით დაიზეპირებენ, იქედან გასულთ სხვა „მოაზროვნეთა“ შეკრების დროს რომ გამოადგეთ. ამ ადამიანთა უმრავლესობა წიგნზე ყდით, უკეთეს შემთხვევასი კი წინა და ბოლო ფურცლით მსჯელობენ. არ აქვთ არაფერი ღირებული ფულისა და სტატუსის გარდა. მათი პრიორიტეტი მეტი კაპიტალისა და გავლენიანი ნაცნობების დაგროვებაა. შემდგომში ისევ თავის მოსაწონებლად. ესაა, ფულსა და სტატუს ამოფარებული, „ უწიგნური ელიტარული საზოგადოება“ . თავინთ სრულად ცარიელ შინაგანს ძვირადღირებული მატერიებით რომ ივსებენ. ინტელიგენტობა ბევრი ფულის ქონა, ბრენდული სამოსის ტარება და დაზეპირებული მარალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, რომ ჰგონიათ. ასეთი არის არიანდას წარმოდგენა იქ მსხდომ ადამიანთა უმრავლეს ნაწილზე, რომელთანაც ადრეული ბავშვობიდან ჰქონდა პირდაპირი და ირიბი შეება. თუმცა, საბედნიეროდ ისიც იცის, რომ ნამდვილად არსებობენ ჭეშმარიტად ინტელიგენტი ადამიანები იშვიათი გამონაკლისის სახით. ალბათ კიდევ დიდხანს განაგრძობდა ფიქრს თეთრი თაბაშირით მოჩუქურთმებულ თაღზე მიყრდნობილი, დარბაზში თავისი საჭიროება, რომ არ ეგრძნო. სწრაფად გასწორდა წელში, კოხტა მოძრაობითა და ღიმილიანი სახით მიუახლოვდა ერთ-ერთ მაგიდას შეკვეთის მისაღებად. როგორც, ყოველთვის ახლაც იგრძნო მამაკაცთა დაჟინებული მზერა. ამჯერად ნაცნობ თვალებთან ერთად უცნობებიც უცქერდნენ. უკან დაბრუნებულმა, დაინახა ზურა, ქეთის ჩუმად ესაუბრებოდა რაღაცას და მალევე ქეთის ხმაც შემოესმა. - არიდა, ერთი წუთით დამელოდე.- სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალი. - დღეს შენ მხოლოდ მარჯვენა ნაწილში რამდენიმე მაგიდას მოემსახურები. - - რა ხდება ქეთი? - გაუკვირდა გოგონას რადგან აქამდე ყველას ერთნაირად ევალებოდა კლიენტთა მომსახურეობა. - - არაფერი ისეთი. მაგ ნაწილში ძირითადად საქმიანი ვახშამებია დაგეგიმილი. დიდი ალბათობით სხვა საქმეებისთვისა და მითუმეტეს თავლების ცეცებისთვის არც დრო ექნებათ და არც მდგომარეობა. მეც უფრო მშვიდად ვიქნები, დღის ბოლოს შენით მოხიბლული მამაკაცი შენზე პირადი ინფორმაციის გაცემის თხოვნით რომ არ მომაკითხავს. - ბოლო სიტყვები ჩურჩულით გადაულაპარაკა. - - გასაგებია, ქალბატონო ქეთევან ! - ღიმილიანი სახით დაეთანხმა არიდა. - - ძალიან კარგი. მაშინ წაცუნცულდი ოცდამეხუთე მაგიდასთან გელიან.- მხარზე ხელი დაუსვა და შესასვლელისკენ ანიშნა. არიდაც კაკუნით გაუყვა მითითებული მაგიდისკენ გზას. - - მოგესალმებით ბატონებო. რას ინებებთ? - თავისი წკრიალა ხმა გააჟღერა ადგილზე მისულმა და სუფრის ყველა წევრის ყურადღება ერთდროულად მიიპყრო. მსგავს სიტოაციას ნაჩვევი არიდა არ დაიბნა და მენიუ სწრაფად ჩამოურიგა დახვეწილად ჩაცმულ სამ მამაკაცს. მეოთხეს ჯერი რომ დადგა, ვიდრე მენიუს მაგიდაზე დადებდა ვიღაცამ ხელიდანვე გამოაცალა. ინსტიქტურად შეხედა არიდამ და შავ, მოელვარე სფეროებს გადააწყდა. ზუსტად ისეთივე ფერი ჰქონდა იმ თვალებს, როგორიც არიდასაც მაგრამ მეტად უფრო მუქი. აქამდე განუცდელმა გრძნობამ დაუარა გოგონას სხეულში. სწრაფად მოაშორა მზერა და წელში გასწორდა. - - საღამომშვიდობის. - ბოხი ბარიტონით გაეპასუხა უცნობი, მკრთალად გაუღიმა, მენიუ გადაშალა და მალევე გააკეთა საკმაოდ გემოვნებიანი შეკვეთა. საწოლზე იწვა და ისევ ის, შავი სფეროები უტრიალებდა გონებაში, რომელიც ცივი სუსხივით მოედო მის არსებას და რომლის მეტად ხილვაც ვეღარ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენჯერმე მოუხდა იმ მაგიდასთან მისვლა მეტად აღარ შეუხედავს მამაკაცს მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა და ეს ხმაც კი განსხვავებულად ეჩვენებოდა არიდას. ფთხილად შეაღო საძინებლის კარი დადუნამ. საყვარელ ქალიშვილს გვერდით მიუწვა. გამხდარი თითებით მოეფერა ბეჭებზე დაყრილ, კუპრივით შავ საშუალოდ ხვეულ თმაზე. გოგონაც ზურგით მჭიდროდ აეკრო , დედის სითბო, რომ იგრძნო. დიდხანს იყო ასე გარინდლი,მოალერსე თითების მზრაობას გულის რიტმს აყოლებდა. ალბათ მალე დაეძინებოდა კიდეც ტელეფონის ზარს, რომ არ გამოყვანა დედა-შვილური სამყაროდან. - გისმენ ქეთი. - მინაბული ხმით უპასუხა. - - არიდა, ბოდიში თუ გაგაღვიძე მაგრამ საქმე მაქვს. დღეს ისე წახვედი ვერ გნახე თორემ იქ გეტყოდი. - - ხო მსვიდობაა? - მეტად გამოფხიზლდა გოგონა, დედის ხელს ჩაეჭიდა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო. - - კი რათქმაუნდა. უბრალოდ ჩემსნაცნობს რამდენიმე დღეში დაბადების დღე აქვს და სახლში უნდა წვეულების მოწყობა. მთხოვა რამდენიმე დამხმარე გოგო მომეძებნა მისთვის. ხოდა ვინაიდან შენ მაგ დღეს ისვენებ ვიფიქრე დამატებითი შემოსავალი არ გაწყენდა. კარგად გადაგიხდის თანაც ყველაზე მარტივი საქმე შევარჩიე შენთვის რამდენიმე საათში თავისუფალი იქნები. - - როდის არის წვეულება? - - ორ დღეში. - - მერე, მე მაგ დღეს, რომ არ ვისვენებ? - - ისვენებთქო გითხარი და აღარ შემეპასუხო. ან წამოხვალ, ან იმ თანხას მე მოგცემ რაც იქ უნდა გადაგიხადონ. - - ხომ, იცი რომ სენ არ გამოგართმევ და პირდაპირ ნამუსზე მაგდებ. - - ეგ შენ თქვი მე არ მითქვამს. - სიცილით გამოსძახა ყურმილში ქეთიმ. - - კარგი ხო წამოვალ. მალე სესხხის გადახდა მიწევს გამომადგება. - - არიანდა - გაუბედავად დაიწყო ქალმა. - კიდევ უნდა გთხოვო რაღაც. - - ამჯერად რა ხდება ? - - როგორც გითხარი იქ მალევე მორჩები შენს საქმეს. მეც იქ ვიქნები და შენც თუ დარჩები მერე წვეულებაზე კარგი იქნება. ცოტა გაერთობი გულს გადააყოლებ. - - ქეთი, ხომ იცი არ მიყვარს მსგავსი შეკრებები. - - იცი, რა არიდა? ზოგჯერ მგონია შენ ხარ ორმოცდახუთი წლის მე კია არა. ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა. - მუდარა გაისმა ხმაში. - - კარგი. ცოტახანს დავრჩები. - - მიყვარხარ ჩემო არიდა. მაშინ ხვალ მოვიფიქროთ რას ჩაიცვამ. - - არა იყოს. მოვძებნი რამეს. - უპასუხა და მისი გონება სწრაფად გაჩნდა კარადაში სადაც ყოველდღიურ სამოსთან ერთან ერთად, ერთადერთი კაბა ეკიდა, რომელიც სკოლის დამთავრებასთან მიძღვნილი ბანკეთისთვის უსახსრობის გამო რის ვაი ვაგლახთ იყიდა. - - ახალის ყიდვას არ ვაპირებ. ჩემი გარდეროფიდან ავარჩევ რამეს . საბედნიერო ჩვენი ზომები ემთხვევა ერთმანეთს. - მტკიცე ტონით გამოსძახა ქეთიმ და დაემშვიდობა. - - იმედი მაქვს არ გადაიფიქრებ შვილო. მიეცი შენს თავს უფლება ცოტახანს მაინც გაერთო, დაისვენო და დაივიწყო სადარდელი. ვინ იმსახურებს ამას თუ არა შენ. - დაბალი, თბილი ხმით უთხრა დადუნამ, უკვე ბალიშზე გასწორებულ არიდას თხელი პლედი გადააფარა, შუბლზე აკოცა და ოთიდან გავიდა. დილით გაჩერებაზე მდგომის წინ ისევ ნაცნობი სამარშუტო ტაქსი გაჩერდა. საიდანაც ნაცნობი სახე ღიმილით უმზერდა. არიდამ ყველა მგზავს დაასწრო ასვლა და მძღოლის გვერდით სავარძელზე მოთავსთა. -დილამსვიდობის ! - მორიდებით მიესალმა კაცს. -დიმაშვიდობის. მე ლადო მქვია. - თავი მისკენ მიაბრუნა მძღოლმა და მეტი მონდომებით გაუღიმა. - სასიამოვნოა ბატონო ლადო. - ოღონდ ბატონო არა, გთხოვ ! - შეწუხებულმა ამოილაპარაკა კაცმა. - თუ ასაკობრივი ზღვარი გიშლის ხელს სახელის დაძახებაში, მაშინ ლადო ბიძიათი მომმართე. - კარგი, ლადო ბიძია. - სითბოთი აღვსილმა უპასუხა და გაღიმებილმა გაიხედა მინიდნ. თანხის გადახდის დროს, ამჯერად ცოტათი იკამათეს. საბოლოოდ კი შეთანხმდნენ, რომ ყოველი მეორე მგზავრობის საფასურს გადაიხდიდა. ლადოს სახით კიდევ ერთი მაგალითი გამოჩნდა არიდას ცხოვრებაში, ვინაც დააჯერა, რომ კეთილი ადამინები ჯერ კიდევ არსებობენ და მათ შეუძლიათ სრულიად უცნობებზეც იზრუნონ. იმდენი ცუდი მოგონება დაუტოვა თავისმა ნათესავებმა და ახლობელმა ადამიანებმა, ძნელად თუ ენდობოდა ვინმეს და მითუმეტეს ძნელად თუ დაიჯერებდა უანგარო სიკეთის არსებობას. ადვილად ვერ იჩენდა ახალ მეგობრებს. ყველასთან ურთიერთობდა ვისთანაც კი რაიმე მიზეზით უწევდა შეხება , არც კომინიკაბელურობა აკლდა, მაგრამ წითელი ხაზი ჰქონდა, რომლის იქითაც არავის უშვებდა. ამ დამოკიდებულებას კი საგულდაგულოდ მალავდა, თავის გარშემომყოფთათვის წყენის მიზეზი, რომ არ გამხდარიყო და გამოსდიოდა კიდეც, რადგან ყველას მხრიდან კარგ დამოკიდებულებას გრძნობდა. სამსახურში მისულს ქეთიმ ყუთი დაახვედრა სადაც წვეულებისთვის განკუთვნილი სამოსი ელეგა. დღესაც საქმიანი ვახშმით დაკავებული კლიენტების მომსახურეობა მოუხდა. ერთ-ერთ მაგიდასთან იდგა და შეკვეთას იღებდა დარბაზში შემოსული ის, შავთვალება მამაკაცი რომ შენიშნა ორ ახლაგაზრდა თანმხლებთან ერთად. თავად წინ მოდიოდა. კლასიკური სამოსი მოხდენილად ადგა მის მაღალ, მხარბეჭიან სხეულს. დარბაზში მსხდომ რამდენიმე ადამიანს თავის დაკვრით მიესალამა და ზუსტად იმ მაგიდის წინ დაიკავა ადგილი, სადაც არიდა იდგა. წამით შეხედა გახევებულ გოგონას, თავლი თვალში გაუყარა და თითქმის შეუმჩნევლად ჩაეღიმა. ისევ არიდას მოუხდა მათი მაგიდის მომსახურეობა. ზრდილობიანად მიესალმა და შეკვეთის მიღებას დაელოდა. ამჯერადაც აღარ შეუხედავს ბიჭს, გოგონასთვის. არიდას კი სადაღაც გულის პატარა კუნჭულში ძალიან უნდოდა კიდევ ეხილა მისი სფეროები. მათი დანახვა შეუცნობელ შიშს კი იწვევად მასში, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნო შეგრძნებებს გვრიდა. დარბაზიდან გამოსულმა რამდენიმე თანამშრომელს ჰკითხა მის შესახებ მაგრამ ყველა ერთს უდასტურებდა, რომ არაფერი იცოდნენ რადგან ახალი კლიენტი იყო. თუმცა ფაქტი იყო, რომ არც ფულის უქონლობას განიცდიდა და და არც მაღალი წრის სანაცნობოს ნაკლებობას. მერე იფიქრა ქეთისთან გავარკვევო, მაგრამ ისევ გადაიფიქრა. კაბინეტისკენ წასული უკან მობრუნდა და სახლისკენ აიღო გეზი. საკუთარ თავზე გაბრაზდა ამხელა ინტერესს, რომ იწვევდა მასში. დილით, ტრადიციულად რვა საათზე გაეღვიძა. ვინაიდან არსად ეჩქარებოდა ცოტახანს კიდევ მისცა თავს უფლება მორფეოსის სამყოფელს დაბრუნებოდა. თერთმეტი სრულდებოდა თვალი, რომ გაახილა. სწრაფად წამოხტა საწოლიდან. ისაუზმა, ლენას მირთმეული ყავაც დააგემოვნა, ქეთის მიტანილ ყუთს ხელი დაავლოდა სირბილით ჩაიარა კიბეები. ეზოში ავტომობილი ელოდა, რომელსაც აგარაკზე უნდა აეყვანა. დანიშნულების ადგილზე მისულს,ნახევარი საქმე გაკეთებული დახვდა. მას მართლაც მარტივი საქმე დაავალეს. უკვე მზა საკვები ალაფუშეთის სტილში უნდა დაელაგებინა თეფშებზე და წვეულებისთვის მოწყობილ დიდი მისაღებში მაგიდაზე უნდა გაეტანა. სტუმრების მოსვლიდან კიდევ ერთი საათი მოუხდა შრომა. მერე კი ქეთიმ ანისნა დროა გამოიცვალოო. ოთახი მოუძებნა შიგნით შეაგდო და დაუბარა: - მაქედან რომ გამოხვალ უნდა ბრწყინავდეო.- რაღას იზამდა არიდა. უხალისოდ დაწვდა ნივთებით სავსე მოზრდილ ყუთს და სათითაოდ დაიწყო მათი ამოლაგება. კაბიდან დაწყილი კოსმეტიკით დამთავრებული, ყველაფერი ელაგა შიგ. უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეჩენია ქეთის. სამუშაო ფორმა მოიშორა და შავი ატლასის მუხლ აცდენილი კაბა გადაიცვა. მართლაც, რომ გასაოცრად მოსჩანდა მისი ფითქინა სხეული ამ კაბაში. ზომიერად მოშიშვლებული სხეული და დეკოლტეში ამაყად მომზირალი ლამაზი მკერდი თვალწარმტაცს ხდიდა მის გარეგნობას. ნაწნავებად შეკრული ბზინვარე დალალები გაიშალა და ისინიც მოურიდებლად დაეფინენ მის სიფრიფანამხრებს. მხოლოდ მცირედი მაკიაჭით შემოიფარგლა. მე თუ მკითხავთ საერთოდაც არ სწირდებოდა მის ბრიალა შავ თვალებიან, გრძელ წამწამებიან, კალმით ნახატ წარბებიან და მოზრდილ წითელ ბაგეებიან ლამაზ სახეს , რაიმეს წასმა. ყელზე ვერცხლისფერი გამჭვირვალე თვლიანი კოლიო გაიკეთა. ფეხზე მაღალქუსლიანი ტუფლი მოირგო, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში ეხამუშა კიდეც იქედან მომზირალი საოცრად მომხობვლელი ცოტა გამომწვევად ჩაცმული გოგონას დანახვა, მაგრამ რას იზამდა სხვა სამოსი არ ჰქონდა. ბოლო აკორდები შეიტანა გარეგნობაში მერე კარი გამოაღო და ნარნარი მოძრაობით შეუერთდა სტუმრებს. პირველი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული დაახლოებით ორმოცდაათი წყვილი თვალი ერთდროულად, რომ მოტრიალდა მისკენ. ქალიან კაციანად გაშტერებული მზერით უცქერდნენ და მათ მზერაში აშკარად გამოსჭვიოდა, რომ ამ საღამოს დედოფალი ჰავდა ეს დედოფალი კი თავად იყო. უმშვენიერესი, თვალწარმტაცი- არიანდა ამირეჯიბი. ისეთი მეტამორფოზა განიცადა ვერავინ იფიქრებდა რამდენიმე წუტის წინ ამ გოგონას ლანგარი თუ დაჰქონდა. ქეთი, ამაყი ნაბიჯებით მიუახლოვდა ხელკავი გამოსდო, ჩუმად უჩურჩულა: ჩემს თხოვნასაც კი გადააჭარბეო და თავისი სამეგობროსკენ წაიყვანა. მთელი წვეულების მანძილზე არ მოშორებია გოგონას დაჟინებით მომზირალი თვალები. თვით იუბილარიც კი აღფრთოვანებული იყო, მისი მშვენებით. ისიც კი დასძინა, რომ არა ჩემი ასაკი და მით უფრო ცოლიანის სტატუსი, ამ გოგოს ხელიდან არაფრის დიდებით არ გავუშვებდიო. ზედმეტი ყურადღებითა და ქათინაურებით შეწუხებულმა არიდამ ქეთი გააფრთხილა, რომ სუფთა ჰაერზე აპირებდა გასვალას. იქვე მაგიდაზე დადებულ წითელი ღვინით სასვსე ფუჟერს დაავლო ხელი, ეზოში გასასვლელი მინის კარი გადალახა, ლამპიონის მკრთალი განათების ქვეშ დადგმული მოწნული სკამები მოძებნა, სწრაფად მივიდა სასურველ ადგილზე, ფუჟერი სკამებს შორის მდგომ მაგიდაზე დადო და კომფორტულად მოთავსთა. თავისი ლამაზი თვალები ზეცისკენ აპაყრო, ერთხანს ათვალიერა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ღრმად ჩაისუნთქა სიმყუდროვით გაჟღენთილი ჰაერი, მერე თვალები დახუჭა და საზურგეს მიეყრდნო. გარინდული იჯდა და უფრო მეტი გრილი ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით გახშირებული სუნთქვის გამო მკერდი, რიტმულად, ლამაზად აუდ-ჩაუდიოდა. იგრძნო, როგორ მოუხალოვდა ფრთხილი ნაბიჯებით ვიღაც და მასთან ახლოს გაჩერდა. თავლების გახელა მანამ არ იკადრა, სანამ უცნობის ხმამ არ გაკვეთა ჰაერი. - შორს წამოსულხართ. როგორც სჩანს მსგავს წვეულებებს დიდად არ წყალობთ. - გაისმა ნაცნობი ბარიტონი თუ არა ერთიანად ჭყიტა თვალები და სკამზე გასწორდა. რათქმაუნდა მამაკაცს არ გამოჰპარვია მისი რეაქცია. - მომიტევეთ ! თქვენი შეშინება არ მინდოდა. - - არაუშავს. საიდან დაასკვენით, რომ არ ვწყალობ? - უცნაურად შემატებული სითამით აყვა საუბარში ნაცნობ-უცნობს. - - შემთხვევით მოგკარით თვალი და გიცანით. რესტორნიდან. მერე კი მთელი საღამოა გაკვირდებით. ვხვდები, როგორ უხერხულად გრძობთ თავს ამ გარემოში. გაწუხებთ ქათინაურები, რომლებსაც ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად იღებთ. - დაუფარავად გააჟღეღა თავისი სათქმელი კაცმა. - - რახახან, მთელი საღამო ჩემი დაკვირვების მეტი საქმე არაფერი გქონდათ, ვფიქრო, თქვენც არ უნდა წყალობდეთ მსგავს შეკრებებს. - წამით გახედა უკვე მის გვერდით მდგომ სკამზე მოთავსებულ მიმზიდველ სხეულს და ისევ საზურგეს მიეყრდნო. - - სრულიად გეთანხმებით ! - - ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ალბათ ადვილი მისახვედრი იქნება თქვენთვის, მაგრამ წვეულებებს თუ არ წყალობთ, რამ გაიძულათ აქ მოსვლა? რით გაგყავთ დრო? - ლამის ენაზე იკბინა გოგონამ თავისი ინტერესი ასე აშკარად, რომ გაამჟღავნა. - - მე? მე, შავ-თეთრ გრძნობებს ვეომები ასეთ დროს. - სრულიად ბუნდოვანი პასუხი გასცა და დააბნია კიდეც ქალი. - ან, თუ არჩევანი მაქვს უმშვენიერეს გოგონასთან საუბარს ვამჯობინებ მყუდრო გარემოში. - არასდროს მოსწონდა არიდას, როცა აქებდნენ, მაგრამ მისსგან ნათქვამი კომპლიმენტი უჩვეულოდ ესიამოვნა. - - ნეტავ, მხოლოდ ასეთ დროს მიწევდეს შავ-თეთრ გრძბობებთან ომი და არა, ყოველდღიურობასთან. - პირველად და გაუცნობიერბლად დაიწუწუნა გოგონამ სრულიად უცხო ადამიანთან. - - დამიჯერე, არც ჩემი ომია მარტივი. თუმცა, სიამოვნებით ვიქნებოდი შენი თანამებრძოლიც. - - მეც დამიჯერე, არ მოგინდებოდა ჩემს ომში ჩარევა. - ღრმად ამოისუნთქა ქალმა და ისევ ცას გახედა. ასე უხმოდ ისხდნენ ცოტახანს. არიდა ცას უყურებდა ბიჭი კი არიდას. თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც უყურებდა და იმ წუთასაც შავ-თეთრ გრძნობებს ეომებოდა. როგორც იქნა მოსწყვიტა თავლი არიდამ ცას. ღვინით სავსე ფუჟერი აიღო, შეანჯღრია, ერთი ყლუპი მოსვა და ინსტიქტურად მოიტარა ენა, ღვინით დანამულ ტუჩებზე. ამის შემყურე კაცმა, ერთიანად იგრძნო სისხლის აჩქარებული მოძრაობა ძარღვებში. ოხვრით ამოისუნთქა და კვლავ საუაბარი წამოიწყო. - მშრალი ღვინო გიყვართ? თანაც წითელი? - - თქვენ წარმოიდგინეთ და არც ალკოჰოლს არ ვწყალობ. იშვიათად ვაძლევ თავს უფლებას ღვინო გავსინჯო, რადგან მას უკვე დასრულებული გემო აქვს. არც ენაზე იკბინება და არც დაუსრულებლობის შეგრძნებას გგვრის. აი წითელი კი ჩემთვის სიცოცხლის წყურვილთან ასოცირდება. ასე, რომ ამ ჭიქაში ჩემთვის უფრო სასურველი კომბინაცია ასხია ვიდრე საყვარელი. - - საინტერესო შეხედულებაა. - - თქვენ რას იტყვით? - მის მხარეს მდგარ წითელი ღვინით სავსე ფუჟერს გახედა და მიანიშნნა. - თქვენ გიყვართ წითელი ღვინო? - - მიყვარს არა, მე უფრო ასე ვიტყოდი, არაფერი არ მიყვარს რაც გამჭვირვალეა. წითელ ღვინოს კი გამჭვირვალეობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. - ჭიქა აიღო, მოძრაობით ანიშნა ქალს შენ გაგიმარჯოსო და ერთი ყლუპი მოსვა. - როგორც ჩანს, ჩვენი აზრები ემთხვევა ამ ჭიქებში მოთავსებულ სითხის სასურველ კომბინაციასთან დაკავშირებით. - - უკაცრავად, მე უნდა დაგტოვოთ. - მისი სიტყვებითა და ჟესტით დაბნეული არიდა ცივად წამოიჭრა ფეხზე. მამაკაციც წამოდგა. - დასანანია, მაგრამ რას გავაწყობ. ღამემშვიდობის მშვენიერო გოგონავ ! - მკრთალი ღიმილი დაურთო სიტყვებს. - ღამემშვიდობის ! - გამოეთხოვა და სწრაფი მოძრაობით გაეშურა ქეთისაკენ. კაცი მანამ იდგა და უყურებდა ვიდრე სახლში არ შევიდა. შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა. ისევ აიღო ფუჟერი, პირისაკენ წაიღო, მაგრამ ტუჩთან მიტანილი უკან გასწია და მინდორზე დაღვარა წითელი სითხე. ჭიქა ისევ მაგიდაზე დააბრუნა და არიანდას ფუჟერზე, რომელიც იქ დარჩა, მზერა გაუშეშდა. კუშტი გაუხდა მამაკაცური ნაკვთებით შეკრული მეტად მომხიბლავი სახე. შემდეგ უაკნმოუხედავად დატოვა იქაურობა. - არიდა ის ყმაწვილი ვინ იყო, ბაღში, რომ ესაუბრებოდი? - ჰკითხა ქეთიმ მანქანაში, როდესაც სახლის გზას დაადგნენ. - წარმოდგენა არ მაქვს. სულ მესამედ ვნახე. ორჯერ ჩვენს რესტორანში მესამედ კი აქ. მარტო ვიჯექი და გამომელაპარაკა. - ჩვენი კლიენტია? მე რატომ ვერ ვიცანი? - ალბათ იმიტომ, რომ ახალია. - შეიძლება, მაგრამ მე ყველა ადამიანზე მაქვს ინფორმაცია ვინც კი თუნდაც ერთხელ შემოდგამს ფეხს ჩვენთან. - ანუ მასზეც გექნება? - ინტერესმა სძლია არიდას. - რათქმაუნდა.კიდევ რომ მოვა დამაკვირვე და გადავამოწმებ ვინაა. - კარგი. - უცნაური სიხარული იგრძნო. - ისე მიკვირს, იმდენხანს რომ ესაუბრე და არ გამოექეცი. - ინტრესიანი მზერა შეავლო ქალმა. - ისეთი არაფერი უთქვამს. თანაც ასეთი გამოწყობილი - ხელი აიტარ-ჩაიტარა სხეულზე. - დახვეწილ მანერებს ხომ არ დავკარგავდი ?! - ხუმრობით სცადა იმ უხერხულობის გადაფარვა რასაც განიცდიდა. - ნამდვილად. ისე დღეს კიარ ბრწყინავდი პირდაპირ კაშკაშებდი ჩემო ბრილიანტო. - თვალები გაუბრწყინდა ამის გახსენებაზე ქეთის და კიდევ ერთხელ დაუარა სიამაყემ სხეულში. - ნუ აჭარბებ ახლა. - როგორი უბრალო ხარ არიდა. როგორ არ აფასებ შენს თავს. იცი, რამდენმა მკითხა ვინ არისო? ისეთმა ადამიანებმაც უკეთესი მომავლის აწყობაში, რომ დაგეხმარებიან. რამდენიმე სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელიც იყო იქ და სერიოზულად დაინტერესდნენ შენით. - ეგ, წინასწარ იცოდი ხო ქეთუშ? ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმე ხო? - აბა, სხვანაირად ვერ გაგაგებინე, როგორ გამოიყენო შენი ფიზიკური მონაცემები შენსავე სასიკეთოდ. ვერ გასწავლე შენი თავის ფასი. - მე კმაყოფილი ვარ იმ სამსახურით რაც მაქვს. - რითი ხარ კმაყოფილი ახლა ნუ გადამრევ ! იმით მთელი დღე მუხლჩაუხრელად, რომ შრომობ რესტორანში და საღამოს უხამს მზერებს რომ გსტყორცნიან ხოლმე? თუ იმით დასვენების ღეებში ვიღაც ფულით გაბღენძილ ადამინებს სახლებს, რომ ულაგებ? ამით ხარ კმაყოფილი არიდა? - თუნდაც. ქეთი გამიგე ! აქ ყველას ვიცნობ. გარკვეულწილად ყველას დავუახლოვდი და ვენდობი კიდეც. არ მინდა სხვა სამსახური, სხვა გარემო და ახალი ნაცნობები. არ შემიძლია იმ სამყაროში თავის დამკვიდრებისთვის ვიბრძოდე სადაც ბინძური წესები მოქმედებს. არ შემიძლია ამ წესებით ცხოვრება და ამიტომ ვერასდროს მივაღწევ წარმატებას. არ შემიძლია მხოლოდ იმიტომ გავხდე მათსავით ხელოვნური, მედიდური და უღირსი წესებით მოთამაშე მარტო იმიტომ, რომ უკეთესი მომავალი შევიქმნა. მე და შენ ყოველდღე ვხვდებით ასეთ ადამიანებს და მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ. ხოო, კმაყოფილი ვარ იმით რაც მაქვს და იმით ვინც მყავს. ვენდობი იმ გარემოს სადაც ვცხოვროვ. ვიცი, არავინ არ დამიდებს ფეხს და მიწაზე მძიმედ არ დამანარცხებს. ასეთი ადამიანები კარგა ხნის წინ მოვიშორე... - ხომ იცი, რომ ამ გარემოშიც შეიძლება ვინმემ ფეხი დაგიდოს თუ დაინახავენ, რომ ოდნავ მაინც მათზე წინ წახვედი. იმდენი ხანია სულ მარტო ეომები ცხოვრებას, რატომ გგონია, რომ იმ სამყაროში ბრძოლას ვერ შეძლებ? - იქ უღირსი მოთამაშეები არიან. მათი პრიორიტეტი მატერიალურისკენ სწრაფვაა და ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, რითიც დღეს ასე აღფრთოვანდნენ, შეეცდებიან ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. ჩემით ივაჭრებენ ქეთი... მე ამ ხალხთან საერთო ვერ მექნება. ჩემი გული და გონება შორსაა მსგავსი ადამიანებისგან. - მშვენივრად ვიცი, როგორც ხდება მაგრამ უნდა ეცადო მოერგო არიდა. რათქმაუნდა შენით სარგებელს ნახავენ, მაგრამ შენც ხომ ნახავ ამით სარგებელს? სამწუხაროდ, ასე იმართება დღეს სამყარო ყველა საკუთარ ტყავზე ზრუნავს. - ხო ასე იმართება. ვიღაცეები ფეხზე რკინის ქალამანწამოცმულები მათ გაცვეთამდე შრომობენ, რომ ერთ გაუმაძღარ „მავასნ“ მილიონები აშოვნინო. თავად კი ამ მილიონებიდან მხოლოდ გროშები ხვდებათ. - ერთდროულად ზიზღითა და სიბრალულით იყო გაჟღენთილი არიდას სიტყვები. - მე მხოლოდ ის მინდა შენი მდგომარეობა შემსუბუქდეს. მინდა ბედნიერი იყო. - ვიცი, მაგრამ ასე მირჩევნია. შეიძლება მეტნაკლებად, მაგრამ მაინც კარგად ვარ. ახლა საკუთარ ბედსა და მომავალს თავად ვმართავ. არავისზე ვარ დამოკიდებული საკუთარი თავის გარდა. რთული ცხოვრება მაქვს, მაგრამ ამავედროს მაქვს არჩევანის უფლებაც. აუცილებლად გადავლახავ ამ დღეებსაც. უკეთესი ცხოვრება მექნება და რაც მთავარია მე, ისევ მე ვიქნები, თავისუფალი არჩევნისა და საკუთარი ბედის მართვის უფლებით. - უზარმაზარი ენთუზიაზმი და მომავლის იმედი იგრძნობოდა მის ხმაში. თვალები კი ოპტიმიზმს ანათებდა. იმ წუთას პატარა, მაგრამ თავდაჯერებულ მეოცნებე გოგოს ჰგავდა არიდა. - არც კი ვიცი რა გითხრა. - დანებების ნიშნად ჩაილაპარაკა ქეთიმ. - არაფერი არ მითხრა, უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი. - ახლოს მიჩოჩდა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. - ცელქი ბავშვი ხარ. ყოველთვის ახერხებ ჩემს მოლბობას. - მარჯვენა ხელი აიღო საჭედან და თმებზე ნაზად მოქაჩა. - იმიტომ, რომ მიყვარხარ. შენ ის მითხრი ბატონ ვახოსთან რა ხდება. ხშირად ვხედავ შენს გვერდით. - ხო. შანსს არ უშვებს მომეკრას. - კარგი, რა ! მართალია ჯერ გამოუცდელი ვარ, მაგრამ შენი, სიყვარულით ანთებული თვალების გარჩევა მაინც შემიძლია. - შენ იმ შენობაში მარტო ჩემს თავლებს ხედავ და არჩევ ? - სხვისასაც, მაგრამ მხოლოდ შენით ვინტერესდები. - ხოდა, იმ ზურიკელას ბრალია შენი დანახვისას რომ უნათდება თვალები , მაგრამ შენ რომ არ იმჩნევ, ახლა მეც რომ სხვანაირად მინათდება ვახოს დანახვისას. კუპიდონობა დაიწყო. - მაგან თავის თავს მიხედოს სჯობს. შენ და ვახოს არაფერი გჭირთ საკუპიდონო. - ისე, მართლა საერთოდ არაფერს გრძნობ მის მიმართ? ხომ იცი, კარგი ბიჭია. - რაიყო, მომავალ გერზე ზრუნავ? - ეგ რა შუაშია? ეგრე, შენ ჩემი შვილობილი ხარ. - თითქოს ნაწყენი ხმით უთხრა ქეთიმ. - კარგი. ვიხუმრე. - პატიების ნიშნად თვალები ლამაზად აუფახურა არიდამ და ქეთის გაღიმებაც შეძლო. - საერთოდ არაფერს ვგრძნობ გარდა პატივისცემისა. ვაფასებ, ზედმეტად რომ არ მაწუხებს. - უცებ, სერიოზული გაუხდ ხმა. - გასაგებია. როგორმე უნდა დავავიწყო შენი თავი. ვატყობ დაიტანჯება. - ლუკას, როდის ეტყვი თქვნს შესახებ? - არ ვიცი. - სერიოზული გაუხდა გამომეტყველება ქეთის. - ძალიან გამიძნელდება მასტან ამაზე საუბარი. ისეთი ასაკი აქვს ყველაფერს რთულად იღებს. ისედაც შეიცვალა ამ ბოლო დროს. მამამისიც არ აპირებს ჩამოსვლას, ცოტათი მაინც, რომ დამეხმაროს მის მოვლა-პატრონობაში. არად ვგრძნობ კაცის ხელი სჭირდება. - რატომ? რას აკეთებს ასეთს ? - გულზე მოხვდა ქეთის სიტყვები გოგოს. იმოდენა გამოცდილება მიიღო ძმის წყალობით, თითქოს შორიდანვე გრძნობდა თინეიჯერებში პრობლემების დასაწყისს. - სულ გაღიზიანებულია და სახლში გვიან მოდის. რამდენჯერმე ვიკამათეთ კიდეც. - ნამდვილად ასაკის ბრალია. ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე მაგ დროს. - მისი დამშვიდება სცადა არიდამ, მაგრამ თავად კი გაუჩნდა სადარდელი. - დიდი ხანია არ მინახავს. შევეხმიანები და იქნებ რესტორანში მოვიტყუო. ცოტას ვიჭუკჭუკებთ. - კარგს იზამ. იქნებ შენ მაინც გითხრას რამე. ვიცი, ძალიან მოსწონხარ. ზუტად ბინის წინ გაუჩერა ქეთიმ ავტომობილი. ფრთხილად გადავიდა და კაკუნით გაუყვა სადარბაზომდე მისასვლელ ქვაფენილს. ვიდრე კორპუსში შევიდოდა, იქვე მსხდარ რამდენიმე მეზობელს გამოელაპარაკა, რომლებიც სახლიდან სიცხეს გამოქცეოდნენ და დაძინებამდე გულს, ჰაერთან ერთად უწყინარი ჭორებით იგრილებდნე. როგორც კი არიდა თვალს მიეფარ, იმწამსვე აჩურჩულდნენ თუ რაოდენ რთული ცხოვრება ჰქონდა, როგორ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და გასაოცარი სილამაზის გოგო დადგა. მერე ისიც განიხილეს თუ, საიდან მოდიოდა ასე დახვეწილად გამოწყობილი. კიდევ ბევრი ისაუბრეს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მასზე ერთი ცუდი სიტყვაც კი არ გაჟღერებულა. ბავშვობიდან იცნობდნენ და ყველამ იცოდა, როგორი კეთილი, თავმდაბალი და პატიოსანი სულის პატრონი იყო. იმასაც დარდობდნენ მამისა და ძმის გარეშე დაჩენილი ვინმემ უპატრონოდ არ მიიჩნიოს და მოტყუებით ცუდს არ შეამთხვიოსო. ან სულაც მისი ძმისგან გამწარებულმა, რომელიმე ადამიანმა არ აურიოს ცხოვრება, იმდენი ცოდვები აქვს ამ ანგელოზივით ბავშვზე არ გაჭრასო. ვინ იფიქრებდა მათი სიტყვები სრული სიცხადით თუ აუხდებოდა გოგონას... სახლში შესულმა დედა მოიკითხა, რომელსაც მის მოლოდინში თვალი ვერ მოეხუჭა. სათუთად მოეფერა მხრებზე და დარდისაგან დაღარული შუბლი დაუკოცნა. კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მასთან გატარებული დროისთვის ლენას. მათთან ცოტახნიანი საუბრის შემდეგ, დაღლილმა მიაშურა სააბაზანოს. სწრაფად განიძარცვა სამოსი და გრილი წყ.ლის ჭავლს შეუერთდა. დიდი ხანი დაჰყო სააბაზანოში ამირეჯიბის ქალმა. თითქოს სჯეროდა, ხანგრძლივ წყ.ლის ნაკადს იმ ფიქრებისა და შეგრძნებების ჩამორეცხვა შეეძლო, რასაც ჯერ კიდევ განიცდიდა იმ იდუმალი, უცნაური ბიჭის გამო, რომლის თვალებმაც პირველივე წამიდან დაუკითხავად გულის გულში შეაღწია და იქ ისე დაიდო ბინა გოგონას ჯერ კიდევ წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ. მხოლოდ იმას ხვდებოდა, რომ ამ თვალებს პირველად არ ხედავდა. არ ახსოვდა, ზუსტად როდის და როგორ გადაეყარა მანამდე, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, სადღაც ჰქონდა ნანახი... საძინებელში დაბრუნებულმა მობილური მოიძია. სურდა ქეთი მოეკითხა და დარწმუნებულიყო,რომ სახლში მშვიდობით დაბრუნდა. ხელჩანთა გახსნა, ტელეფონი ამოსაღებად ამოსწია ამ დროს პატარა, ორად გაკეცილი ფურცელი გადმოვარდა იატაკზე. გაუკვირდა, ზუსტად ახსოვდა, რომ იქ ფურცელი არ ედო. აიღო, გადაშალა და ნაწერის წაკითხვისას თვალები გაუფართოვდა. „ ხშირად ვიბრძვი ომის წინააღმდეგ... ხშირად თავად ვაჩაღებ ომს... და მაინც, თუ ოდესმე თანამებრძოლი დაგჭირდება შემეხმიანე T. XXX XX XX XX . ომიდან გაქცევა ლაჩრობად მიმაჩნია, თუნდაც ის, სხვისი იყოს.“ დენდარტყმულივით შეაქანა, რომ გააანალიზა ვისგან იყო. შეეშინდა კიდეც, რაგდგან ვერ მიხვდა, როდის შეიძლებოდა მოეხერხებინა ამ წერილის ჩადება ბიჭს. ერთხანს გონებაარეული იდგა წერილით ხელში და ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა, მრავლისმთქმელ სიტყვათა წყობას, რომლებიც შეფარულად ამცნობდა საწადელს. თითქოს, აფრთხილებდა კიდეც ადრესატს... გაუცნობიერებლად აიღო ტელეფონი და ნომერი ჩაიწერა. საწოლში დაწვა და თავს ზედმეტი ფიქრის უფლება აუკრძალა. ცდილობდა არც ამ ფაქტისთვისა და არც იმ ფიქრებისთვის წესით წყ.ლის ჭავლს, რომ უნდა წაეღო ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებია. ყოველთვის უჭირდა ყველაფერი ახალი მიეღო. ადვილად ვერ ეგუებოდა თავს დატრიალებულ სიახლეებს და ვინაიდან ის ფიქრები და განცდები სრულიად ახალი და უჩვეულო იყო, ამჯობინა გონებაშივე დაებლოკა. ყოველმხრივ უნდობლობის სენით შეპყრობილი პატარა გოგონა, რომელსაც სამწუხაროდ ამის მიზეზი ჰქონდა, ჯერ საკუთარი ფიქრების სანდოობაშიც კი უნდა დარწმუნებულიყო. *** ღამის ოთხ სააზე, თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს ბოლო სართულზე, აპარტამენტში მობინადრე მამაკას ჯერ კიდევ არ ეძინა. მუქი ფერის მინის კედელზე, ჭაობისფერი ფარდა გადაეწია და წელს ზემოთ შიშველი მოქუფრული სახით გადაჰყურებდა მთვლემარე ქალაქს. მის არსებას რაღაც არ ასვენებდა. თუმცა, მის არსებას მრავალი წელია მოსვენება დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთი მიზეზით დაჰკარგვოდა ძილის სურვილი დათა არაბულს. წარსულში დატოვებული დაუცხრომელი სურვილები, რომელთა გონებაში მიჩქმალვასაც მრავალწლიანი ცხოვრება გადააყოლა, ხელახლა დაჰპატრონებოდა მის სულს და ეს სურვილი ამჯერად ბევრად ძლიერი და მრავალმხრივი იყო... ათი წლის ისე გახდა, მამა, ვეფხვია არაბული თვალით არ ჰყავდა ნანახი. მამის მონატრებაში იზრდებოდა ბიჭი და ხშირად უყურებდა უქმროდ დარჩენილ თვალებჩამქრალ დედას, რომელიც მისგან მალულად ტიროდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო ბევრი მზრუნველი და ახლობელი ადამინი ტრიალებდა, უჭირდა ქალს მეუღლის გარეშე, რომელიც ბავშვობიდან თავდავიწყებით უყვარდა. თუმცა, ამას არასდროს იმჩნევდა. მხოლოდ დათამ იცოდა ღამ-ღამობით ჩუმად მომტირალ დედაზე. მთელი ამ ხნის მანძილზე ესმოდა დათას, მამის კარგი კაცობის, ნაკეთები კარგი საქმეების ამბავი. რაც უფრო ემატებოდა ემატებოდა ცნობიერება, მით უფრო ტკენდა ასეთი მამის გარეშე გატარებული წლები და დედის ცრემლები. უნახავი,კერპად ჰყავდა ქცეული. ადრეული ასაკიდანვე გამორჩეულად ჭკვიანი და ზრდილი დათა, მუდამ ცდილობდა მამასთვის მიებაძა და მისთვის სანაქებო ყოფილიყო... ერთ დღესაც, ათი წლის შემდეგ ციხიდან შინ დაბრუნებულ მამასთან დროის გასატარებლად გარბოდა ბიჭი. იმდენი ხანი არ ენახა ერთი წუთიც არ ეთმობოდა მის გარეშე. დედას სასადილო ოთახიდან გამოექცა და კაბინეტის კართან მისული უეცრად შეჩერდა. ოთახიდან ხმა გამოდიოდა და მანაც ბავშვური გულუბრყვილობით ყური მიუგდო მამაისისა და ნათლიის, ვაჟა აფქიაურის საუბარს. იქ მოსმენილიდან თითქმის არაფერი ახსოვს ერთის გარდა. მაშინ მკაფიოდ გაიგონა და სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში სახელი , მიხეილ ამირეჯიბი. გაიგონა ის, რომ ამ კაცის გამო გაატარა ათი წელი მამის სითბოს გარშე. მის გამო იჯდა მამა ამ ხნის განმავლობაში ციხეში. მის გამო ვერ იხილა მისი პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა. მის გამო ვერ დაუდგა გვერდით პირველი ჩხუბის დროს და სახლში შუბგახეთქილი, რომ დაბრუნდა ვერ გაამხნევა სიტყვებით : ყველაფრის მიუხედავად მისით ამაყობდა, ის ნამდვილი ვაჟკაცი იყო და ყოველთვის უნდა ჰქონოდა მამის იმედი. მისი ბრალი იყო დედას ტირილში გათენებული ღაამეები და ვინ იცის კიდევ რამდენ „ვერ მომხდარში“ დებდა ბრალს. მრავალწლიანი პატიმრობიდან , თავისუფლებაზე დაბრუნებულ ვეფხვიას ყველაფრის თავიდან დაწყება, რომ მოუხდა და ხშირად უწევდა ოჯახის დატოვება ისიც მიხეილის ბრალი იყო. ძლივს დაბრუნებულ მამას ხშირად, რომ ვერ ნახულობდა ამის გამო უფრო და უფო იზრდებოდა ბრაზი და ზიზღი მის გულში. ნელ-ნელა შეიცვალა ისედაც მუდამ სერიოზული ბავშვიდან მეტად დაბღვერილ, შუბლშეკრულ ბიჭად გადაიქცა. ხასიათიც მეტად ფიცხი გაუხდა. გარშემო მყოფები ყოველთვის ერიდებოდნენ მასთან კოფლიქტს. თუმცა, არც მიზეზი ჰქონდათ. ზედმეტს თავადაც არავის კადრებდა და უსამართლოდ არავის ექცეოდა. ადრიდანვე პატივისცემა დაიმსახურა სანაცნობოში თავისი თვისებების გამო. მის ცხოვრებაში თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო. მამისა და ნათლიის თავდაუზოგავი შრომის გამო არაფერი აკლდა. რაც წლების მანძილზე დააკლდა ერთიანად უნაზღაურებდნენ, მაგრამ მის გულს მაინც არ შორდებოდა წარსულ წლებზე დარდი და ერთი საძულველი კაცის სახელი. სკოლა, რომ დაამთავრა გერმანიაში გაუშვეს სასწავლებლად. ბიზნეს ადმინისტრირების ბოლო კურსი დახურა და სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა ნათლიამ, რომ დაურეკა და ჩამოსვლის დაჩქარება სთხოვა. გულში ცუდად გაუელვა, რადგან ვაჟა იმ პერიოდში რუსეთში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრი კითხვა არ დაუსვამს. კარგად იცნობდა და იცოდა, მიზეზის თქმა რომ სდომოდა უკითხავადც ეტყოდა. რამდენიმე დღეში დაეშვა მისი ლაინერი თბილისის აეროპორტში. შორიდანვე შენიშნა შავებში, გამოწყობილი ვაჟა აფციაური. ისე იდგა, თითქოს ფრთა მოსტეხვოდა. ეუცნაურია, მუდამ ბრგე , წელშიგამართული, ფოლადივით მტკიცე კაცის ასე დანახვა. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ვაჟა, ბიჭს. მთელი ძალით ჩაიკრა გულში და გამტყდარი ხმით უჩურჩულა : მაპატიე, რომ ვერ დავიცავიო. მიხვდა. იმ წამსვე მიხვდა რასაც გულისხმობდა კაცი... ახსნასაც კი ვერ უძებნის იმ ტკივილს, რაც იმ წუთას განიცადა. იქ გაწყდა მისი ცხოვრების ძაფი. იქ დაასრულა ოცდაერთწლიანი ცხოვრება. იქ, იმ წუთას მას კერპი წაართვეს, საყრდენი გამოაცალეს. ის მამა მოუკლეს, ვისი მონატრებაც მთელი ცხოვრება დარდად ჰქონდა გულზე. არც კი ახსოვს რამდენხანს იყო ასეთ აგონიაში. ისევ ნათლიის სიტყვებმა მოიყვანა გონს : „შენ ვეფხვია არაბულის ვაჟი ხარ და არ გაქვს უფლება გატყდე, დაეცე. შენშიც მთის შვილის სისხლი ჩქეფს და ზუსტად ვიცი ისეთივე მტკიცე და ძლიერი ხარ, როგორც ჩვენი კუთხის მთებიაო. წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ სჯეროდა მამაშენს შენი. ხოდა დაუმტკიცე, რომ არ ცდებოდა გაამართლე მისი იმედებიო. თანაც ხომ იცი მეც შენს გარდა არავინ მყავს და დედაშენიც არ დაგავიწყდეს სიცოცხლის გასაგრძელებლად ახლა შენი მხნედ დანახვა, რომ სჭირდებაო. „ თითქოს გაცოცხლა ამ სიტყვების შემდეგ. სასთუმალთან მობუზულ, ძალადაკარგულ და ფერებწართმეულ დედას გახედა. მის წინ ის ქალი აღარ იჯდა წლების მანძილზე მედგრად რომ ეგდგა ცხოვრებას. უქმრობას, ვაჟკაცურად უძლებდა და მთელი მონდომებით ინახავდა ღირსეული ცოლისა და დედის სახელს. მიხვდა, არ ჰქონდა უფლება ახლა დაცემის. მიხვდა, ამ ქალს საბოლოოდ წაართმევდა იმედს და იმ, მძიმე წლებთან წამოწყებულ ომს, ერთი ხელის მოსმით ჩაუყრიდა წყალში და წააგებინებდა. არ ჰქონდა ამის უფლება და ისე მოიქცა, როგორც საჭიროდ თვლიდა. მამა ღირსეუად მიაბარა მიწას და ასე ჩაუდგა სათავეში მის დანატოვარ იმპერიას. ახალ საქმეში დილეტანტს ნათლია მუდამ გვერდით ედგა. დაუღალავად მუშაობდა და პარაელურად მამის მკვლელობის საქმეს ადევნებდა თვლყურს, საეჭვოდ რომ იყო გაყინული ერთ ადგილას. მეტად იწელებოდა ძიების პროცესი. მისი გარდაცვალებიდან ოთხი თვის თავზეც კი არ ჰყავდათ დამნაშავე. ერთადერთი, რაც იცოდა იყო- ვეფხია არაბული ორმხრივ შელაპარაკებას შეეწირა. თბილისის გარეუბანში, საკუთარ ბინაში იარაღით ხელში რამდენიემ საათის გრადაცვლილი ცოლმა იპოვა. გულში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია. ბინასაც ჩხუბისა და არეულობის კვალი ეტყობოდა. ვაჟა და დათა, ამ დრომდე მოთმინებით ელოდა სამართალდამცავებს. მაგრამ, რომ მიხვდნენ, მათი სამართლიანობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ და თანაც ზედმეტად გასაიდუმლოებულს ჰგავდა ეს შემთხვევა, რადგან იმ ბინის მეზობლებიც საეჭვოდ დუმდნენ, თავად გადაწყვიტეს სამართლიანობის აღდგენა. თითქოს არავინ არაფერი იცოდა, დღისით, მზისით მომხდარი მკვლელობის შესახებ. სროლის ხმას ბინის თხელი კედლები ვერ დაახშობდა და მის ხმასთან ერთად ჩხუბის ხმაც აუცილებლად უნდა გაეგონა ყოველ შემთხვევაში სხვას თუ არა, მის კარის მეზობელს მაინც. რომელიც ქვედა კიდურების ტრავმის გამო ინვალიდის ეტლში იჯდა და მუდამ სახლში იმყოფებოდა. ეს მეზობელი კი სხვებთან ერთად მაინცდამაინც იმ დღეს დაყრუვდა. ვაჭას განსაკუთრებით ღრნიდა ეჭვები, რადგან იცოდა, ვეფხვია წლების წინ მომხდარ ამბავს იძიებდა. შემთხვევით გაეგო ოცი წლის წინანდელი ისტორის ახალი დეტალების შესახებ და იმ დროისათვის რუსეთში, ბიზნენის საკითხების გამო წასულ ვაჟას მხოლოდ ის უთხრა: მგონი, რაღაც ისე ვერ არის, როგორც ამ ხნის მანძილზე გვეგონაო. ეხვეწებოდა ვაჭა, ჩემს ჩამოსვლამდე არაფერი გააკეთო, სულ ცოტა დამრჩა მალე ჩამოვალ და ერთად გავარკვიოთო, მაგრამ ჯიუტმა ვეფხვიამ არ დაუჯერა. ვერ გადაარწმუნა და სამწუხაროდ ცოცხალსაც ვეღარ ჩამოუსწრო. იმდროსიათვის იმხელა გავლენა არ ჰონდა, როგორიც დრეს აქვს არაბული-აფციაურის საერთო კომპანიას. ამიტომ რთული გზის გავლა მოუხდა სიმართლის დასადგენად და მკვლელის საპოვნელად. დიდ წვალებისა და ათასგვარი შეთავაზების შემდეგ, ძლივს აალაპარაკეს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ომის ვეტერანი. როგორც აღმოჩნდა ეს უკანასკნელი თავისი ნებით არ მალავდა სიმართლეს და სულაც არ სურდა საფლავში ჩაეტანა. ისედაც, გადატანილი ტრავმების გამო ცალი ფეხით სამარის კარში მდგარმა სრულიად უსასყიდლოდ მოუყვა ყველაფერი და ერთადერთი, მეუღლის უსაფრთხოება სთხოვა. სიმართლე იმაზე მოულოდნელი და შემზარავი აღმოჩნდა ვიდრე ეგონათ. კაცმა უთხრა, რომ გაჩუმება ძალოვანმა სტრუქტურებმა აიძულეს, რადგან იქ, იმ ბინაში დატრიალებული ამბების მთავარი გმირი, ამ სტრუქტურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ამირეჯიბი აღმოჩნდა. არ სურდათ ეს ამბავი გახმაურებულიყო და ჩრდილი მიეყენებინა მათი დიდებისთვის. ამ სახელის გაგონებაზე სისხლი გაეყინა არაბულს. აღარეფერი ესმოდა. ისიც ვერ გაიგონა კაცმა რომ დარწმუნებით დაამატა, იქ კიდევ იყო მესამე პირი, რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ ის ზუსტად ვიცი ვეფხვიას მიხელის იარაღიდან გავარდნილი ტყვია მოხვდაო. მესამე პირის არსებობის შესახებ ვერ გაიგონა დათამ, მაგრამ გაიგონა ვაჟამ... არც კი ახსოვს, როგორ დაუსხლტა ნათლიას ხელიდან არაბული და როგორ მიაგნო ამირეჯიბების საცხოვრებელს. შემართული იარაღით ხელში მთელი ძალით აბრახუნებდა მათი ბინის კარზე და მაშინღა მომალა, კარი, თერთმეტი წლის ფითქინა, შავი თმებით, სევდაცამდგარი წყლიანი მოელვარე შავი თვალებით, სიფრიფანა გოგონამ რომ გაუღო. უცებ შედგა და ერთადერთი რაც მოახერხა იყო, ეკითხაა თუ სად იყო მიხეილი. ტაძარში წავიდა, აღარასოდეს დაბრუნდება და თუ შეიძლება მეტად აღარ მიხსენოთ ეგ სახელიო. მკვახედ მიუგო თვალებში ცრემლჩამდგარმა გოგონამ და კარი ცხვირწინ მიუხურა. აკანაკელებული დაბრუნდა სახლში დათა. ერთდროულად იმდენი ემოცია აწვებოდა, ვეღარ გაეგო რომლისთვის უნდა ესმინა. გამუდმებით უტრიალებდა გონებაში ის, ცრემლიანი შავი თავლები. რამდენიემ დღის განმავლობაში აგროვებდა ამირეჯიბებზე ინფორმაციას. გაარკვია, რომ ერთადერთი ვაჟი ისეთ ჭაობში იყო, მისი მოკვლა შვება უფრო იქნებოდა ვიდრე სასჯელი. ვერც ქალებს შეეხებოდა. მითუმეტეს იმ პატარა გოგონას მისი თვალების დანახვამ წამში, რომ დაუსერა გული. თავად მიხეილის მოკვლა ? დიდხანს ფიქრობდა მის მოკვლაზე, მაგრამ ვერ შეძლო. ღვთისგან ნაკურთხი სამოსით შემოსილის წინააღმდეგ იარაღი ვერ შემართა. მხოლოდ თვით ღმერთმა უწყის, როგორ უნდოდა მისი სისიხლი ბოლო წვეთამდე დაეთვალა, მაგრამ ვერ გააკეთა. იმ ანაფორასა და იმ ადგილს დაუთმო სადაც მთელი სიცოცხლე უნდა გაეტარებინა მიხეილს. ამის შემდეგ, კი აიბარგა და რუსეთში ნათლიასთან გადასახლდა. დატოვა მშობლიური მიწა. გაექცა იმ შურისძიების წყურვილს დღე და ღამ რომ სჭამდა და ვინ იცის, როდის დაიმონებდა. გაექცა, მაგრამ მთელს არსებაში გაბატონებულ სიძულვილს ვერაფერი მოუხერხა... წლების მანძილზე იქიდან მართავდა ბიზნეს და იშვიათად სტუმრობდა სამშობლოს. მხოლოდ აუცილებლობისა და დედის გაუსაძლისი მონატრების შემთხვევაში. აქაურ საქმეებს მისთვის ბავშვობიდან განუყრელი ადმიანი, მის მამიდაშვილი ვანო გიგაური უძღვებოდა. ახლა კი დაბრუნდა. სამუდამოდ დაბრუნდა და მიზეზი ისევ ამირეჯიბი იყო. ვაჟა აფქიაური, მისი ნათლია, კაცი, რომელმაც თავი შესწირა მის გზაზე დაყენებას, გაჭირვების დროს მუდამ გვერდით ედგა და მამასავით ზრუნავდა მასზე ამჯერად ანდრო ამირეჯიბის ტყვიას ემსხვერპლა. ეს იყო ბოლო წვეთი მასში არსებული იმ ადაინური გრძნობისთვის, რაც ამხნის მანძილზე შურისძიებისაგან თავის შეკავებას აიძულებდა. კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანის დაკარგვამ ისევ ამირეჯიბების ხელიდან, საბოლოოდ ჩაკლა მასში ყველაფერი კარგი. სანანებლად გაუხდა მაშინ, ათი წლის წინ მათ წინააღმდეგ შემართული იარაღი დაბლა, რომ დაუშვა. რომ ესროლა ახლა ვაჟა ცოცხალი ეყოლებოდა... გამოვლილი მძიმე წლების გამო ისედაც ცივი ხასიათი ახლა დაუნდობელი გაუხდა. ვერავინ და ვერაფერი შეაკავებდა მანამ სანამ ამ ოჯახის ყველა წარმომადგენელს გამწარებულს და განადგურებულს არ ნახავდა. ამირეჯიბების სიძულვილი სისხლად მიედინებოდა მის ძარღვებში... ვინ იცის სიგარეტის მერამდენე ღერს ეწეოდა და მისი ხასიათივით ბნელ სივრცეს უღერღილოდ გაჰყურებდა. მისი თვალები, ბოროტულად ელავდნე იმის გაფიქრებაზე თუ რა გეგმა ჰქონდა, რის გაკეთებას აპირებდა. ამ ბურანიდან ქალის ვნებიანმა კრუტუნმა გამოარკვია. ნელი მოძრაობით შემობრუნდა და ზიზღით გახედა უზარმაზარ საწოლში გაშოტილ შიშველ, ლამაზი სხეულის მქონე ქალს. უსიამო განცდამ დაუარა სხეულში. ერთხანს წარბშეკრულმა უყურა. მერე გააღვიძა, ტაქსი გამოუძახა და გაუშვა. გაოგნებული ასრულებდა ქალი მის ბრძანებებს, არ უნდოდა წასვლა, თავს შეურაცხყოფილადაც გრძნობდა, მაგრამ ამავდროულად მასში ისეთ შიშს იწვევდა ეს კაცი უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ვერ წარომოედგინა ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ვნებაში ახრჩოდა და ეს ცივი, უხეში უმეტყველო სახის მქონე ერთიდაიგეივე თუ შეიძლება ყოფილიყვნენ. გოგონა, რომ გაუშვა მომსახურე პერსონალს სთხოვა სასწრაფოდ გამოეცვალათ თეთრეული და საგულდაგულოდ დაესუფთავებინათ იქაურობა. თავად კი სააბაზანოში შეიკეტა. ჩვევად ჰქონდა ასეთი ქცევა. ქალთან ყოველი მხურვალე ღამის შემდეგ მის კვალს აქრობდა სახლიდან და მითუმეტეს მათთან ერთად არასდროს იღვიძებდა. დილიდ ცხრა საათზე, სრულიად ბნელით მოცულ აპარტამენტში, რომელსაც ერთი მკრთალი ნათურა ანათებდა, შავი ფერის ტყავის სავარძელში იჯდა. მარჯვენა ფეხის წვივი მარცხენას მუხლზე შემოედო და ძვირადღირებულ მუქი შეფერილობის ვისკის ყინულიანი ჭიქიდან მიირთმევდა. წინა, უძილო ღამის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა მის მრგავლ თვალებს, რომლებსაც გარს ყორნის ატყორცნილი ფრთასავით აზიდული წამწამები შემორტყმოდნენ. ფიქრებით, ადგომასა და წასვლას აპირებდა კარი, სწრაფად რომ შემოაღო ვანომ. ორ ნაბიჯში გაჩნდა მასთან და გვერდით მდგომ სავარძელში ჩაეხეთქა. - მშვიდობაა? - დამახასიათებელი ბოხი ბარიტონით, ისე ჰკითხა არც კი შეუხედავს და მორიგი ყლუპი მოსვა ჭიქიდან. - თქვენს ხელში და მშვიდობა ბატონო დათა ? - მობეზრებით ამოილაპარაკა ბიჭმა. - აქ საწუწუნოდ თუ მოხვედი, მისამართი შეგეშალა. ქალების შეკრება პირველ სართულზეა პერსონალთა ოთახში. - დილიდან რატომ იღრინები? ხო ქალებზე გამახსენდა. ის გოგო გააგდე ხო, როგორც ყოველთვის? - ჯერ არ დაბადებულა ქალი ვის გვერდით გაღვიძებაც მომინდება. - მოთმინებით დაველოდები მასეთი ქალის გამოჩენას თუნდაც იმისთვის რომ მერე დაგცინო. მანამდე კი იქნებ გეცადა რა მაგარია ქალთან ერთად ჩახუტებული , რომ იღვიძებ და წინა რამით დაწყებულ საქმეს აგრძელებ. - ჩახუტებული ? შენ ყველა ქალს ეხუტები ვისთანაც ღამით ერთობი ვანო ? - ხო. რატომაც არა. მოიცა, შენ არა ? - მე მხოლოდ დედაჩემს, დედაშენს და ნიას ვეხუტები. სხვებთან მხოლოდ ერთ ღამეს ვატარებ. - ავადმყოფი ხარ ! - რატომ ? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ჩახუტებას წმინდა დატვირთვა აქვს ? ჩემი პატივისცემის ღირსი ვერ გახდება ის ქალი, ვინც ერთი ხელის დაქნევაზე მისდევს მამაკაცს. რის ღირსსაც ვხდი, კი ვასაჩუქრებ თითქმის ყოველ ღამით. - წესით ბოლო სიტყვებზე ოდნავი ღიმილი მაინც უნდა შეეპაროს ადამიანს სახეზე, მაგრამ ნურას უკაცრავად არცკი გატოკებია მიმიკა არაბულს. - ჯანდაბას შენი თავი. არც ადრე იყავი დალაგებული და ახლა ხომ საერთოდ უგრძნობ ადამიანს დაემსგავსე. - რატომ ვანო? შენ ხომ მიყვარხარ ? - გაიცინე ადამიანო, გაიცინე ! მასეთი ხუმრობის დროს იცინის ნორმალური ადამინაი, მაგრამ შენ რა ნორმალურობას გთხოვ სისხლის მაგივრად შხამი მიედინება შენს ძარღვებში. მე საერთოდ ის მიკვირს იმ გოგოს, რომ გაუღიმე რესტორანში კუნთები როგორ არ დაგცვივდა. - უკვე გაბრაზებული საუბრობდა ვანო. - იქ საჭირო იყო ! - ისე გაეპასუხა, თითქოს სხვა სიტყვები საერთოდ არ გაგეგონს მის ყურებს. - სინდისი მაწუხებს დათა ! - გულრწფელად ამოილაპარაკა ბიჭმა. - ასე მგონია, არ ვექცევით იმ გოგოს სამართლიანად. - სამართლიანად ? შენ, ყველა სიკეთესთან ერთად მგონი ამნეზიაც დაგეწყო. ამის შემდეგ თუ კიდევ დაგცდება სიტყვა სამართლიანობაზე, როცა საქმე ამირეჯიბის დამპალ ოჯახს ეხება ჩათვალე ბოლო საუბარი იქნება ჩვენი. - ერთიანად გამოვიდა მწყობრიდან არაბული. - დაწყნარდი და ნუ იმუქრები თუ ძმა ხარ. - ხელი წაავლო ასადგომად წამოწეულ დათას, გოგოჭურმა და სავარძელზე დააბრუნა. - არაფერი არ დამვიწყნია და იმ ორის სიძულვილი ზუსტად იმდენივეა ჩემში რამდენსაც იმსახურებენ, მაგრამ გოგო სხვა საკითხია. იქნებ არაფერი იცის. რომ ვხედავ ასე მგონია, ნაშვილბია და მაგათი არაფერი ცხია. - სუფთა სისიხლის ამირეჯიბია, ვანო. მის ძარღვებშიც ის სისხლი მოძრაობს, მე რომ ასე მძულს. ეგეც, კრავის ტყავში გახვეული მგელი იქნება. - ძარღვები დაეჭიმა დათას და ხელი მთელი ძალით მოუჭირა ჭიქას. - არ ვიცი, არ ვიცი . - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი ვანომ. - ჩვენი გაფუჭებულის გამო, ვინმემ ნიას რომ დაუშავოს... წარმოდგენაც კი არ მინდა რას გავუკეთებ... ანუ ხომ ხვდები ? ვინმემ მისი დასჯა, რომ გადაწყვიტოს იმის გამო რაც თავად არ ჩაუდენია... გაფიქრებაც არ მინდა ... საკუთარი ხელით ამოვუღებ გულს. - სისხლი გაეყინა, გააჟრჟოლა ამის გაფიქრებაზე. - მე და შენ ისეთს არაფერს ჩავიდენთ ნიას, რომ დააზარალებს. თანაც მას ჩვენ ვყავართ ვერავინ გაბედავს მის წყენინებას. ამის გაფიქრებას კი არავის ვაპატიებ ხომ იცი ვანო ! - არანაკლებ გააჟრჟოლა არაბულსაც. - რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დანაშაულის ზომას დათა? ნია ყველაშემთხვევაში უდანაშაულო იქნება ! და ხო რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ სულ მის გვერდით ვიქნებით, სულ დავიცავთ. ამიტომ მაწუხებს ასე სინდისი. ის გოგო ახლა მარტოა. არავინ ყავს გვერდით ვინც დაეხმარება და ჩვენი კლანჭებიდან დაიხსნის. - ვინც არ უნდა ყავდეს მაინც ვერ შეძლებს ჩემგან მის დაცვას. მთელი სამყარო, რომ დაეხმაროს ჩემს სიძულვილს ვერ გაექცევა. - ის მაინც მითხარი რა ჯანდაბასა აპირებ ! - ამოიგმინა, ვისკის ჭიქა ააცალა ხელიდან და თავად გამოცალა. - ერთი გასროლით ოთხ კურდღელს მოვკლავ. - ახლა, ჩემი გონება მთლად კარგად ვერ მუშაობას და იქნებ დააონკრეტო. - შენი აზრით ქალიშვილი და და, ყველა კაცისთვის ღირსებაა ხო ? - რათქმაუნდ. ეგ ღირსება ყველა კაცში ღრმადაა ფესვგადგმული უკანასკნეი ნაძირალაც რომ იყოს. - გაუცნობიერებლად, ის უპასუხა რასაც ფიქრობდა და რომ გააანალიზა რასაც გულისხმობდა ფხზე წამოიჭრა. - დათა რა დაგეგმე? - ხოდა, მეც მაგ ღირსების შეურაცხყოფით დავიწყებ. - არ გინდა რა ... სხვა რამე მოვიფიქროთ ძმურად გთხოვ. ბოლო-ბოლო ტყვია დავახალოთ და ეგ იქნება. - არ იქნება ეგ უცოდველი. ასე, რომ არ ღირს შენი სინდისის შეწუხებად. - და რომ იყოს ? - უკეთესია. მაშინ თავად დაიხლის ტყვიას შუბლში, როცა მიხვდება რა ჟაობშიც ჩავითრიე. - პირველად მეპარება ეჭვი შენს გადაწყვეტილებაში დათა. იმედია ამ ამბავს ჩვენი ღირსებაც არ გადაყვება. - როცა საქმე ამირეჯიბებს ეხება, იქ ჩემს სინდისს საქმე არ აქვს ! თავის დროზე, რომ გამაკეთებია ის, რასაც იმსახურებდნენ დღეს შეიძლება ვაჟა ცოცხალი ყოფილიყო. მაშინ სისუსტე გამოვიჩინე, ახლა კი წინ ვერაფერი დამიდგება. მე შენ არაფერს გაძალებ ვანო. არ ხარ ვალდებული და თუ უარს იტყვი ამ საქმეში ჩემს გვერდით დგომაზე არც მეწყინება და ამით ჩვენს ძმობას ჩრდილი არ მიადგება. ეს, მარტო ჩემი საქმეა. - ანუ გინდა თქვა, რომ ვეფხვია და ვაჟა მარტო შენთვის იყვნენ მნიშვნელოვანი ადამიანები? ანუ მე გუხელდაკრეფილმა უნდა გიყურო, თუნდაც არ გეთანხმებოდე ? - ეგ, არ მითქვამს ! - ეგ თქვი და ახლა, ჩავთვლი, რომ არ გამიგონია. პირველად რომ დაეცი და ტავი გაიტეხე მაშინაც კი შენს გვერდით ვიყავი დათა. - გასაგებია ! - რათქმაუნდა არ შეუმჩნევია, მაგრამ გული სიამაყით აევსო არაბულს. - ისე ის შრამი კიდე გეტყობა ? გადაიწიე ერთი ეგ თმა დავინახო ! - გააზრება ვერ მოასწრო ბიჭმა, გოგოჭური უეცრად დაეტაკა და შუბლზე ოდნავ ჩამოყრილი თმა გადაუწია. - ეე, ისევ აქაა. - იარაზე მიარტყა ხელი. - დაგამტვრევ ახლა, მაგ ხელებს თუარ მომშორდები. - ავად დაიღრინა არაბულმა, ხელი წაავლო და საწოლზე მოიშინა. - ასაკთან ერთად ძალაც გემატება თუ რა ჯანდაბაა ? დამიმტვრიე ძვლები გორილა. - საცოდავად წამოდგა და სასაცილოდ დაიკლაკნა დაზარალებული. - უნდა ივარჯიშო და აღარ აკნავლდები ქალივით. - დღეს უკვე მეორედ ჩამწერე ქალთა რიგებში და ჩემს მოთმინებასაც აქვს ლიმიტი არაბულო ! არ ამოწურო თორემ გენდერულ უთანასწორობაში დაგდებ ბრალს ! - ისეთი ტონით წარმოთქვა გეგონებოდათ სამშობლოს ღალატში გამოიჭირა ბიჭი. - ყველაფერში ეგ თანასწორობა არ ვარგა ვანიკო. გადამლაშებულ ფემინიზმში არ გადაგეზარდოს მეშინია. - არაფერიც ! ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ გამრავლებისთვის კაცებიც ხართ საჭირო. - ქალის ხმით გაეპასუხა ვანო. - იდიოტი ხარ ! - ოდნავ ღიმილი შეეპარა მის ტუჩის კუთხეს. - გამოადგი ფეხი დღეს შეხვედრა გვაქვს. - ყველაფერზე ერთად ფიქრს, როგორ ახერხებ ყოველთვის მიკვირდა ! - მხოლოდ, რამოდენიმე გრძნობა და კონკრეტული ორგანოები რომ არ მმართავენ ალბათ იმიტომ. - ნიშნის მოგებით უპასუხა კარში გახიდულს და ზურგზე მსუბუქად ჰკრა ხელი გასაგდებად. *** მეორე დილით, სამსახურში მისულმა არიდამ ქეთის შვილს და რესტორანში დაუთქვა შეხვედრა. თითქოს ბიჭს არ უნდოდა მოსვლა, მაგრამ რომ იტყვიან შეუჩნდა და მაინც დაითანხმა. დათქმულ დროს მოვიდა ლუკა. ვინაიდან კლიენტების მოსვლამდე ერთი საათი იყო დარჩენილი ქეთიმ საკუთარ კაბინეტში მარტო დატოვა და გემრიელი ყავაც გაუგზავნა. ბევრ საკითხზე ისაუბრეს ახალგაზრდებმა. თექვსმეტი წლის ბიჭი ბევრად უფრო დასერიოზულებული ეჩვენა ვიდრე წინა შეხვედრისას. ჩაშავებულ უპეებზეც ჰკითხა და გვიან ღამემდე კომპიუტერული თამაში დაუსახელა მიზეზდ. ასევე დაინტერესდა მარცხენა ხელის, ვენაზე გადაკრული ლეოკოს ამბით . ამაზეც დამაჯერებელი პასუხი გასცა რამდენიმე დღის წინ ცუდად ვიყავი და გადასხმა გამიკეთესო. შემდეგ მისი მონათხრობი ქეთისთან გადაამოწმა და დაემთხავ კიდეც ერთმანეთს ერთი შეხედვით თითქოს, ყველაფერი რიგზე ჰქონდა ბიჭს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ღრნიდა უსიამო ეჭვები. ამიტომ გადაწყვიტა უფრო ხშირად ენახა ლუკა. კვირაში ორი დღე ჰქონდა არიდას დასვენება და იმ დღეებსაც დამატებით შემოსავლისთვის იყენებდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა გოგონა, ბანკის სესხის, ყოფითი ხარჯებისა და დედის სამკურნალო ფული რომ შეეგროვებინა. როგორც უკვე აღვნიშნე დადუნა დიაბეტით იყო დაავადებული და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა კვებისა და მედიკამენტების კუთხით. ამ ყველაფერს ემატებოდა თირკმლის პრობლემაც. კაპიკს კაპიკზე ადებდა არიდა საჭირო თანხის შესაგროვებლად დედისთვის სათანადო გამოკვლევები, რომ ჩაეტარებინა. ასეთი დასვენების დილა გაუთენდა ჩვენს გოგონას. როგორც, ყოველთვის ადრიანად გაიღვიძა და საათს დახედა. რვა საათს უჩვენებდა. ვინაიდან ბინის დასალაგებლად მოგვიანებით უნდა წასულიყო, თავს კიდევ მისცა ცოტა გამოძინების უფლება. ხომ იცით შებრუნებული ძილი განსაკუთრებულად ტკბილია და დროის საზღვრებს არ სცნობს. ასე დაემართა არიდასაც. თვალები, რომ გაახილა თერთმეტი სრულდებოდა. ცივ წყალგდასხმულივით წამოხტა საწოლიდან, ხუთ წუთში მოიარა სააბაზანო და მისაღებში გაიჭრა. რომ იტყვიან გზადაგზა საუზმობდა და იცვამდა. დედას სწრაფად მოეხვია, აკოცა და სირბილით მივიდა სასურველ გაჩერებამდე. ინსტიქტურად მიიხედა მძღოლის მხარეს და ნაცნობი ადამიანი, რომ არ დახვდა მაშინღა გაახსენდა, სხვა მიმართულებით, რომ მიდოდა და ლადო ბიძიას ვერ შეხვდებოდა. არადა, როგორ უნდოდა მასთან რამდენიმე სიტყვის გაცვლა და დამშვიდობებისას წარმატებები მშვენიერო არიანდა, მოესმინა. დანიშნულების ადგილას ზუსტად თორმეთ საათზე მივიდა. ერთხანს შედგა მრავალსართულიანი კორპუსის წინ და თვალი მოავლო მდიდრულად ნაგებ შენობას. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იმყოფებოდა. აქ თითქმის ყოველკვირაში უხდებოდა მოსვლა. რამდენიმე ოჯახს სახლს ულაგებდა. ძირითადად ისეთ დროს არჩევდა, როდესაც სახლში არავინ იყო. ისინიც ენდობოდნენ. გასაღებს ბრმად ანდობდნენ. ლიფტით ავიდა მეცამეტე სართულზე და ნაცნობ კარს მოარგო გასაღები, მაგრამ ვიდრე თავად გააღებდა შიგნიდან საკეტის გადატრიალების ხმა შემოესმა. ცოტა შეეშინდა კიდეც, რადგან იცოდა სახლში არავინ იყო. კარი ოჯახის უფროსმა გაუღო. დაახლოებით ორმოცდახუთ წლამდე მამაკაცმა, რომელიც არასდრო მოსდიოდა თვალში არიდას. პირველივე ნახვიდან აითვალწუნა და ყოველთვის ერიდებოდა მასთან შეხვედრას. აქ მუსაობაზეც, მხოლოდ იმიტომ ვერ თქვა უარი, რომ მისი ცოლი მოსწონდა ზალიან და ქალიც ევედრებოდა სახლში სხვას ნუ შემომაშვებინებო. კარგ გასამრჯელოსაც უხდიდა. ისე მიესალმა არც კი შეუხედავს კაცისთვის. გვერდი აუარა და მისაღებში წავიდა. უკნიდან კვლავ კარის ჩაკეტვის ხმა, რომ შემოესმა გულმა რეჩხი უყო. სწრაფად დაალაგა თავისი ნივთები დივანზე, სააბაზანოში შევიდა საჭირო ინვენტარისთვის და საქმეს შეუდგა. უნდოდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა იქაურობას. საშინელ სიბრაზეს იწვევდა მასში მამაკაცის, ვნებით სავსე მომზირალი თავლები. რამდენჯერმე ყავაც შესტავაზა, მაგრამ ცივი უარი სტკიცა გოგონამ. ბზრიალასავით ტრიალებდა სახლში და როგორც იქნა ლაგება იმაზე ბევრად ადრე დაასრულა ვიდრე აქამდე. თავისი ნივთები წამოკრიფა. ისე აპირებდა წასვლას არც დამშვიდობება და არც ფულის გამორთმევა არ უფიქრია. კარის სახელურს,რომ დაწვდა მაშინღა გაახსენდა, რომ დაკეტილი იყო. ამასობაში კაციც მიუახლოვდა. - არიანდა ფული არ გინდა ? - ეკითხებოდა და მზერას მის სხეულზე დაატარებდა. - იყოს. მერე ერთად გადამიხდის ქალბატონი ნინო. თუ სეიძლება კარი გამიღეთ. - არა ! ასე, როგორ შეიძლება. მე დამიბარა მომეცა. - ჯიბიდან საფულე ამოიღო და განსაზღვრული კუპიურა გაუწოდა . გოგონამ ისე წაიღო ხელი გამოსართმევად იატაკს არ მოშორებია მისი მზერა.- არ გინდა, უფრო მეტი გადაგიხადო ? - კითხა და ფული არ დაანება. მოსალოდნელი გაგრძელებისაგან შეცბუნებულ არიდას ხელი ჰაერში გაუშეშდა. - რათქმაუნდა არა. რაც მეკუთვნის იმას ავიღებ. ანდა, საერთოდ არ მინდა უბრალოდ წავალ. - კვლავ სახელურს დაწვდა და უფრო ძლიერად დაქაჩა. - გამიღეთ, მაგვიანდება. - ბევრ დროს არ წაგართმევ ლამაზო. - ახლოს მიიწია მასთან კაცი. მთელს სხეულზე სიბრაზის ცეცხლი მოედო ქალს. - ბევრად მეტს გადაგიხდი. - მკლავზე წაეტანა ხელით. - გაიწიეთ და კარი გამიღეთ. - ხელი აუქნია და ღმამაღალი ტონით გამოსცრა. - ნუ ცხარდები უფრო მიზიდავ. - ამაზრზენად უელავდა თვალები კაცს. - მომშორდით- მეთქი ! - კვლავ დაუყვირა არიდამ. - ხმას დაუწიე. სკანდალი არ მჭირდება. სულ ცოტახანი დარჩი. მერე დაგასაჩუქრებ და გაგიშვებ. - ამჯერად ორივე ხელი გაუკავა და მისაღებისკენ წაიყვანა. - როგორი ნორჩი ხარ და ლამაზი . რომ გიყურებ სისხლის მიდურებ. - თვალები სულ ჩასწითლებოდა და ვნებიანი ხმით ესაუბრებოდა მოძალადე აკანკალებულ გოგონას, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა მისი ტორებიდან თავის დახსნას. - გამიშვი შე ნაგავო ! - ბოლო ხმაზე ყვიროდა ქალი. - მიშველეთ ! - ამოთქვა თუ არა, კაცმა ხელი ააფარა ტუჩებზე და დივანზე დააგდო. ვიდრე მის ზემოდან მოექცეოდა არიდამ წიხლი მოუქნია. წაფორხილდა. გოგონამ მომენტით ისარგებლა და სააბაზანოში შეიკეტა. ერთხანს იჯდა ცივ იატაკზე და ჯერ კიდევ იმის გააზრებას ფიქრობდა რაც მის თავს ხდებოდა. უფრო უკეთ რომ გააანალიზა მეტად აიტანა შიშმა. ის უსინდისოც კარზე ბრახუნსა და ღრიალს არ წყვეტდა. გონება აღარ ემორჩილებოდა გოგოს. არ იცოდა როგორ დაეხსნა თავი ამ უბედურებიდან. ნერვიულობისგან ხელებს უმისამართოდ დააცურებდა სხეულზე. როგორც იქნა გამოსავალიც მოხვდა ხელში მობილურის სახით. უკანა ჯიბიდან სწრაფად ამოიღო და კონტაქტების თვალიერებას მოჰყვა. ვერ გაეგო ვისთან უნდა დაერეკა ამასობაში ბლოს ცაწერილი ნომერი მოხვდა მის თავლს „შავ-თეთრი“ . ეს კაცი, ხომ ტანამებრძოლობას დაჰპირდა? ბევრი აღარ უფიქრია და დაურეკა. მალევე უპასუხა ადრესატმა. - გისმენთ ! - გაისმა ბოხი ხმა ყურმილში. - გამარჯობათ ! - პირველივე ბგერიდან იგრძნო, გოგონას დაზაბული ხმა რომ ჰქონდა. - მე ის ვარ... ანუ იმ დღეს წვეულებაზე... თქვენ წერილი ცამიდეთ. - დიახ, გიცანით მშვენიერო. ხომ კარგად ხართ ? - ერთი სული ჰქონდა გაეგო რატომ საუბრობდა ასე დაბნეულად. თანაც ყურმილში ყვირილის ხმაც გამოდიოდა. - თქვენ მომწერეთ თუ თანამებრძოლი დაგჭირდებაო. - სწრაფად მითხარით რა ხდება. - მოთმინება გადაეწურა ბიჭს. ‘ - სააბაზანოში ვარ ჩაკეტილი. - რატომ ? - მას უნდოდა... ძალიან მეშინია. გთხოვ დამეხმარეთ. - ახლა დამშვიდდი. ყურმილი გათიშე და ლოკაცია მომწერე. სწრაფად ! - ბოლო სიტყვა ყვირილით ნათქვამ ბრძანებას უფრო გავდა. ზედმიწევნით შეასრულა არიდამ ბიჭის ნათქვამი. დაახლოებით ათ წუთში შემოსასვლელ კარზე გამაყრუებელი ბრახუნი ატყდა. მაშინრა იკადრა მოძალადემ სააბაზანოს კარს მოშორებულიყო. რამდენიმე წამში ჩოჩქოლის ხმამ ჩაანაცვლა და კიდევ ნაცნობმა ხმამ რომელიც კარის გაღებას სთხოვდა. გახარებული წამოიჭრა არიდა კარი გააღო, მოეხვია და მის მკლავებში გულწასული ჩაესვენა. გამოფხიზლებულს თავლი საავადმყოფოს განათებამ მოჭრა. ნელ-ნელა დააშორა გუები ერთმანეთ და პირველი თავისი მშველელი დაინახა. წამიერად გაუელვა მომხდარმა გონებაში და მადლობის ნიშნად გაუღიმა. ექიმის შემოსვლისა და იმაში დარწმუნების შემდეგ, რომ გულისწასვლა უბრალოდ სტრესის ბრალი იყო და სხვა ყველაფერი რიგზე ჰქონდა, ბიჭმა მისამართი სთხოვა და სახლის გზას დაადგნენ. კაცი, დაძარღვული ხელებით მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს და შიგადაშიგ შეუმჩნევლად ავლებდა თავლს გვერდით მჯდომ ათრთოლებულ სხეულს, რომელსაც მზერა გარე სივრცისკენ მიეპყრო. ბრაზისაგან სისხლი საფეთქელზე აწვებოდა შავოსანს. ვერ გაეგო ასე ძალიან რატომ ცხარობდა. შესაშური სიმშვიდის კაცს მოუსვენრობა შეეპარა. წამით ისიც კი იფიქრა უკან დაბრუნებულიყო და ის მოძალადე საკადრისად დაესაჯა. აპირებდა კიდეც, მაგრამ მერე რაღაც გაიაზრა... ბევრი რაღაც... მაგალითად ის, რომ თუნდაც საკუთარ თავთან ვერ გაამართლებდა ამ საქციეს. თავადაც ხომ არ ჰქონდა უწყინარი მიზნები ამ გოგოს მიმართ? მაშ რატომღა ახრჩობდა სიბრაზე იმ კაცის მიმართ? რატომ უწამლვადა გონებას იმის გააზრება, რომ მისი შეხება, მისი ტკენა, მისი წყენინება გადაწყვიტა? წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ ... იქნებ ჰქონდა კიდეც?! .. ავტომობილის სალონში სამარისებურ სიჩუმეს არიდას ჯერ კიდევ აღელვებული სუნთქვა არღვევდა. შაოსანმა კიდევ ერთხელ გახედა გაფიტრებულგოგონას და უფრო მეტად მოუჭირა ხელი საჭეს. უფრო მეტად აუჯანყდნენ შავ-თეთრი გრძნობები. მიხვდა,დამშვიდება ისევე როგორც არიდას, მასაც არანაკლებ სჭირდებოდა. სავალი გზიდან გადააყენა ავტომობილი. ერთხანს იჯდა, საზურგეს თავით მიყრდნობილი და ფიქრობდა რა ეთქვა. არც გოგონა იღებდა ხმას. კვლავ მინიდან იცქირებოდა. მგონი, ისიც ვერ შეამჩნია, მანქანა, რომ გაჩერდა. შექმნილ სიტოაციაზე და თავის მდგომარეობაზე გაცხარებული შავოსანი სწაფად გადავიდა ავტომობილიდან და არიდაც ჩამოაქვეითა. იქვე, ქვის მოზრდილ ნატეხებზე ჩამოსხდნენ. კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. სივრცეც კი გრძნობდა, რომ იმ ეტაპზე მათთვის სიჩუმე უფრო მნიშვნელოვანი იყო. თითქოს ამ სიჩუმეში საკუთარი თავების პოვნას და ცოტახნისწინანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ცდილობდნენ. კარგა ხანმა განვლო ასე უსიტყვოდ და პირველმა მან დაარღვია მდუმარება ვინც უფრო ადრე მოახერხა თავის პოვნა. ვინ იქნებოდა ეს, თუ არა შავოსანი. - როგორ ხარ ? - ჩვეული ტონით ჰკითხა. - კარგად ვარ . - ოდნავ მოგვიანებით უპასუხა. - რომ არ მოსულიყავით არც კი ვიცი ხვალ, როგორი დილა გამითენდებოდა. - კიდევ უფრო მოგვიანებით, მას შემდეგ უთხრა, რაც მეტად ცხადად გაიზრა მომხდარი. - იმაზე დარდს დრო არ უნდა დაუთმო რაც არ მომხდარა. - იმიტომ არ მოხდა, რომ დროულად მოხვედით. თქვენი წყალობით ვარ ახლა აქ და თან უვნებელი - არემარეს მოვალო გოგონამ თვალი. - არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ჩემს ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. - არა, ცდებით. ნებისმიერი თქვენსავით არ მოიქცეოდა და მე მთელი ხცოვრება არ მეყოფა თქვენთვის მადლობის გადასახდელად. - თუ გინდა მადლობა გადამიხადო მაშინ მეორედ მადლობა აღარ მითხრა ! - მტკიცე ტონით გაკვეთა ჰაერი მამაკაცმა. ძნელი გამოსაცნობი იყო ნამდვილად ასე ფიქრობდა თუ მორიგ ნაბიჯს დგამდა მისი კეთილგანწყობისკენ. - კარგი ! - სევდანარევი ღიმილით უპასუხა არიდამ. - იქნებ გინდა დასაჯო ? უჩივლო ან რავიცი შეიძლება სხვა სურვილი გაქვს. რაც არ უნდა იყოს მე დაგეხმარები. - გულრწფელი იყო ბიჭის შეთავაზება. - არანაირი სურვილი არ მაქვს. უბრალოდ მინდა დავივიწყო. - ანუ, ასე დატოვებ? - გაკვირვება დაეტყო ხმაში კაცს. - კი. ახლობლების ნერვიულობის ხარჯზე ამ ამბის გამწვავება არ მიღირს. - ესეიგი, შეარჩენ ამ შეურაცხყოფას ! - გაურკვეველი მიზეზით იმედგაცრუებულმა წარმოთქვა. რატომრაც ეგონა, რომ მის დასჯაში დახმარებას თხოვდა. - ალბათ უფალი არ შეარჩენს. მე, შევეცდები როგორღაც ვაპატიო და დავივიწყო. ასე უფრო მარტივია. უფრო მშვიდად ვიქნები. აღარ მსურს ამაზე საუბარი. - ყველაზე ნაკლებად ელოდა ბიჭი ამ სიტყვებს. იქნებ უნდოდა მასშიც დაენახა შურისძიების სურვილი ? უნდოდა. ძალიან უნდოდა და რომ ვერ დაინახა გაბრაზდა კიდეც მასზე. და მგონი ამ სიბრაზის მიზეზი ის სულაც არ იყო, რომ არიდას მასავით ბნელი ზრახვები არ ჰქონდა . სულაც არა... ეს უფრო სიღრმისეული, შორსწასული მიზეზი იყო... - რატომ მუშაობ ასეთი ახალგაზრდა გოგო, ორგან და თანაც ასეთ მძიმე სამუშაოზე ? - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, უეცრად გაიჟღერა მისმა კითხვამ. არიდა არ ელოდა. ცოტა შეყოყმანდა კიდეც პასუხზე. - მგონი უხერხული კითხვა დავსვი. თუ გინდა ნუ მიპასუხებ. - სიტოაციის განმუხტვა სცადა ვაჟმა. - უხერხული არაფერია, უბრალოდ ბევრი რამ გამახსენდა მაგ კითხვაზე. თუმცა, პასუხი ერთი მაქვს, მეორე კურსზე მიტოვებული პროფესის დიპლომი, სამწუხაროდ არ მეყოფა სასურველი სამსახურის საშოვნელად. - მძიმედ ამოილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა ქალმა. - რატომ მიატოვე ? - გრძელი და მოსაწყენი ისტორიაა. - დრო გვაქვს. თუ შენ გინდა მომიყევი ! - ისეთი ინტერესით ეკითხებოდა, თითქოს, მასზე სრულ ინფორმაციას არ ფლობდა, მაგრამ მისი პირით უნდოდა გაეგო. - იცით, ცუდად ნუ გამიგებთ. ამ წუთას თქვენზე სანდო არავი მყავს, მაგრამ ჩემი ისტორიის მოყოლა იმ ადამიანისთვის ვისი სახელიც კი არ ვიცი, ცოტა უცნაურად მიმაჩნია. - სწორი შენიშვნაა. მომიტევეთ ! ჩემი დანაშაულია ! - ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა. - დათა არაბული. - სასიამოვნოა ! - მისი მოძრაობა გაიმეორეა გოგონამ. - არიანდა ამირეჯიბი. - ამ გვარის გაგონებაზე ისე დაებერა ძარღვები ბიჭს, ჩამორთმეულ ხელზე გოგომაც კი იგრძნო. - ჩემთვისაც სასიამოვნოა, არიანდა ! - ცერა თითი ნაზად გადაუსვა ხელზე. გოგონამ ფრთხილად გამოაცალა მტევანი და ჩამოჯდა. - ლამაზი და იშვიათი სახელი გაქვს. ვინ დაგარქვა ? - მშობლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. - გული შეეკუმშა არიდას იმის გახსენებაზე, ეს სახხელი მამის დაჟინებული თხოვნით რომ დაარქვეს, მაგრამ დათასთვის ამის თქმა არ ისურვა. - რატომ არიანდა და არა, არიადნა? - იმიტომ, რომ არიანდა ითარგმნება, როგორც ძლიერ მოსაწონი. რატომღაც ძალიან უნდოდათ ეს სახელი მრქმეოდა. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - სახელი ასე ემთხვეოდეს და ამართლებდეს ადამის გარეგნობას, იშვიათია. - დაბალი ხმით წარმოთქვა და ინტერესიანი მზერით დააკვირდა გოგონას, რომელსაც მოულოდნელი, შეფარული კომპლიმენტისგან გული უცნაურად აუჩქარდა და ლოყები მკრთალად შეეფაკლა. სასურველი რეაქციის ხილვის შემდეგ კვლავ სივრცეს გახედა არაბულმა. - ზედმეტად მორიდებული ხარ არიანდა ! - სულაც არა ! - მეტად შერცხვა გოგონას და სახე გვერდზე შეაბრუნა. - მაშინ შემომხედე და მადლობა მითხარი იმ კომპლიმენტისთვის, როლმელიც ცოტა ხნის წინ გითხარი. - მთელი ტანით შებრუნდა გოგონასკენ. - თქვენ, ხომ მადლობა ამიკრძალეთ ! - ცეცხლმა დაუარა და მეტად აუხურდა ღაწვები იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება იძულებული გამხდარიყო მისთვის ასე ახლოდან შეხედა თვალებში. - მე შენი მადლობა არ მინდა, მე შენს გამბედაობას ვცდი . თანაც თავად მიმტკიცებ, რომ სულაც არ ხარ მორიდებული. შემომხედე ! - ხვდებოდა დათა, რომ გოგოს ემოციებს ეთამაშებოდა და ეს წარმოუდგენლად სიამოვნებდა. - იცით, სჯობს წავიდე ! - წამოდგომა დააპირა. - გარბიხარ არია ! - არია ? - ისე ეუცნაურა თავისი სახელის ასეთი შემოკლება ხმამაღლა გაიმეორა, გაუცნობიერებლად შებრუნდა მისკენ, გაკვირვებისაგან წარბები მაღლა აზიდა და მრგვალი თვალები უფრო დიდი გაუხდა. მის ასეთ რეაქციაზე ოდნავ ჩაეღიმა მამაკაცს და თავისი მზერა გოგონასას შეუერთა. ლამპიონის მკვეთრ განათებაზე მკაფიოდ ჩანდა ორი წყვილი შავად მოელვარე თვალი. ეს შეერთება იმდენად მომნუსხველი იყო ერთხანს ხმას არცერთი იღებდა. უბრალოდ ერთმანეთს უმზერდენ და ვინ იცის რის დანახვას ცდილობდნენ მათ სიღრმეებში. ან იქნებ ხედავდნენ კიდეც. არაბული მათში შეღწევას ცდილობდა და რომ მიხვდა შეიძლებოდა ღრმად ჩაიძირულიყო პირველმა მოაშორა მზერა. შეეშინდა, ისევ ის არ განმეორებულიყო რაც წლების წინ მთი პირველად ხილვის დროს მოხდა... - ხო არია ! - უთხრა და მის თვალებს მოწყვეტილამ გაოცებულ სახის ნაკვთებზე შეავლო მზერა. - რატომ გაგიკვირდა ? - არასდროს არავის მოუმართავს მაგ სახელით ჩემთვის. - გააჟღერა მიზეზი და იმის გაცნობიერებაზე, რომ თავადაც არანაკლები დაკვირვებით საწავლობდა ვაჭის სახეს, მეტად შერცხვენილმა ისევ სივრცეს გახედა. - აბა, რას გიძახიან არია ? - არიანდა, არიდა, პანდასაც კი, მაგრამ არასდროს არიას. - აქამდე ყოველთვის მოზომილად მოსაუბრე, მუდამ უნდობლობის სენით შეპყრობილი გოგო რატომღაც ყოველგავრი თავშეკავების გარეშე საუბრობდა. - არიდა გასაგებია, მაგრამ პანდას ვინ, ან, რატომ გიძახის ? - ჩემი ალექსი. თეთრი კანის ფერისა და შავი თმის ფერის გამო. - ჩამოარაკრაკა და მერეღა მიხვდა, მის პირად ცხოვრებაზე, რომ უყვებოდა. არაბულს კი „ ჩემი ალექსი“-ს გაგონებაზე ცივმა ტალღებმა დაუარა. რათქმაუნდა არიდას ცხოვრებაში მის არსებობაზე იცოდა, მაგრამ დაზუსტებით არ იცოდა რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ეჭვებმა აიტანა მაგრამ მეტი კითხვის დასმა ამ ეტაპზე საჭიროდ აღარ მიიჩნია. - ბევრად უკეთ ვარ. სჯობს სახლში წავიდე. - სწრაფად წამოჭრა ფეხზე გოგონა. - საწყენია. სასიამოვნოა შენთან საუბარი. - დათაც წამოდგა და ზემოდან დახედა სიფრიფანა ქალს. - ჩემთვისაც, მაგრამ უკვე გვიანია. დედა ინერვიულებს. - გასაგებია. მიხარია ასე მალე, რომ მოახერხე მომხდარის დავიწყება და დამშვიდება. როგორც ვხვდები ბევრად უფრო ძლიერი ხასიათი გაქს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. - უფრო კითხვას გავდა ვიდრე რეპლიკას ბიჭის სიტყვები. - განვლილი ცხოვრება აწრთობს ადამიანს ! - დაბეჯითებით გაეპასუხა. - მაგაში ნამდვილად გეთანხმები. - გულში ჩაიცინა არაბულმა. - ესეიგი, მაინც არ მომიყევი შენ შესახებ. - თუ კი ამის შემდეგ კიდევ შევხვდებით და თქვენ კვლავ დაგაინტერესებთ ჩემი ამბავი აუცილებლად მოგიყვებით. - თუ შენიშნე, მე უკვე შენობით ფორმაზე გადავედი და შენგანაც იგივეს ვითხოვ. და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. - კარგი დათა. - ასე უკეთესია. დაჯექი, მიგიყვან !- ავტომობილისკენ ანიშნა. - აქვე, ძალიან ახლოს ვცხოვრობ. ფეხით გავლა მირჩევნია. ღამემშვიდობის დათა. - გულრწფელი ღიმილით გახსნა სავსე, წითელი ბაგეები და მბროლივით თეთრმა ჩაწიკწიკებულმა კბილებმა ლამპიონების შუქზეც კი თავლისმომჭრელად გამოანათა. რაც, შეუმჩნეველი არ დარჩენია ბიჭს და იმ წუთას იმაზეც კი ფიქრობდა, რომ ასეთ ლამაზ ღიმილს პირველად ხედავდა. - ღამემშვიდობის არია ! ნელი ნაბიჯებით მოშორდა გოგონა ბიჭს. უნდოდა უკან მოეხედა და კიდევ დაენახა, მაგრამ თავს ამის უფლებას არ აძლევდა. დათას კი თვალი მანამ არ მოუშორებია მიმავალისთვის სანამ მისი კონტურები არ გაფერმკრთალდა. მერე, შემობრუნდა და ბნელს სივრცეს გაუსწორა ირისები. იმ წუთას შემზარავი სანახავი იყო შავისთ მოსილი არაბულისა და ბნელი სივრცის მისტიური გაერთიანება. თითქოს შეერწყა უკუნეთს. მისი შავი თავლები ავისმომასწავებლად ელავდნენ. ერთხანს ასე უძრავად იდგა და მხოლოდ მაშინ გატოკდა მანქანის მოახლოვება, რომ იგრძნო. ვანო ჩამოქვეითდა და მიუახლოვდა. - ცუდი დღე იყო. - დაასკვან გიგაურმა. არიანდას ადგილზე დაჯდა და რამდენიმე კენჭი აიღო ხელში. - ვისთვის, როგორ. - წარბგაუხსნელად, აუღელვებლი ტონით უპასუხა უკუნეთს შეწყმულმა. - არამგონია დღევანდელ ინციდენტში ვინმესთვის რაიმე ყოფილიყო სასარგებლო. - თავისუფალი სივრცისკენ მოისროლა მომცრო ზომის ქვა. - რატომაც არა. მშვენიერი საღამო შედგა. ნელ-ნელა მოვიპოვებ მის ნდობას და... - ისე საუბრობდა თითქოს რამდენიმე საათის წინ ის არ მივარდა რეკორდულად მოკლე დროში მიწერილ მისამართზე , ძლიერი მუშტთი არ უთავაზა მოძალადეს და მერე გულწასული გოგო სავადმყოფოში არ მიარბენინა. - და მერე ერთიანად დააკარგვინებ ყველას ნდობას და ფეხქვეშ გათელავ მის ღირსებას. ისე ხომ არ სჯობდა იმ კაცისთვსის ცოტა დრო კიდევ მიგვეცა და მერე, პირდაპირ ხელებიდან გამოგეცლია ? - ფეხზე წამოდგა ვანო და მის რეაქციას დაელოდა. ერთიანად შემობრუნდამისკენ არაბული. სახეზე ისეთმა მრისხანებამ გადაუარა წამით შეაკრთო კიდეც მეგობარი. - ვერავინ მიეკარება ჩემს გარდა ! - ავად გამოსცრა კბილებში. - ყოველშემთხვევაში მანამ სანამ ამას მე არ მოვინდომებ. - დაამატა მას შემდეგ, რაც წინმდგომის სახეზე ირონიული ღიმილი შენიშნა. - ასეც ვიცოდი ! - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ვანომ. - რატომ მგონია, რომ ეგ არასდროს მოგინდება ? - ბევრს ნუ ფიქრობ ვანო ! - კვლავ ბნელისაკენ სებრუნდა. - არ ვიფიქრებდი, რამდენიმე წუთის წინ მასზე პატარა ბიჭივით მიშტერებული, რომ არ დამენახე. - ნიშნისმოგებით უპასუხა გიგაურმა. - ის ღორი სად არის ? - ისე კითხა თითქოს სულ არ გაეგონოს მისი სიტყვები. - დიდი, ალბათობით უკვე სავადმყოფოში და კარგ ზღაპარს თხზავს დაბეგვილობების ასახსნელად. მძულს მასეთი ნაბ******. რომ მახსენდება, როგორი შეშინებული იყო გოგო, მინდება ხელახლა დავლეწო. - მალე დამშვიდდა. მგონი ნაჩვევია მსგავს სიტოაციებს. - ნუ ბოდავ თუ ძმა ხარ რა... - ხელი აუქნია ვანომ - მისი დასჯა არ მოინდომა. ვაპატიებ და დავივიწყებო. - სიბრაზით მობილურს მოუჭირა ხელი. რაც არ გამოჰპარვია ვანოს ტვალს. - მერე შენ რა გაცოფებს? გეშინია, რომ შეიძლება შენც გაპატიოს ? - აშკარად დათა ნერვებზე უკრავდა მამიდაშვილი. - ვანო, ნუ მცდი ! - დათა, ახლა შენს გვერდით კი ვდგავარ, მაგრამ თუ ოდესმე იმ ნაგავის მსგავსად მოექცევი იმ გოგოს... - სიბრაზით ძარღვები დაეჭიმა გიგაურს. - გეფიცები ცხოვრებაში ვერა მნახავ. - დამშვიდდი და ნუ მიბღვერ. მეც მაქვს რაღაც ზღვარი. მასთან ძალადობას არ ვაპირებ. ყველაფერს თავისი ნებით გააკეთებს. - ისე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. - გულდაწყვეტილმა მიახალა ბიძაშვილს და მანქანისკენ გაემართა. რამდენიმე წუთში მიყვა არაბულიც. თავისი ავტომობილის საჭეს მიუჯდა და თითქმის ორივე ერთდროულად ელვისისწრაფით მოწყდა ადგილს. *** კართან იდგა და ბოლო აღელვებული ნაწილის დამორჩილებას ცდილობდა. არ უნდოდა მისი ღელვა შეემჩნია ისედაც ემოციურ დედას კიდევ ახალი სადარდელი გასჩენოდა. გაუბედავად მოარგო გასღები და გადაატრიალა. სიძველისაგან მოშლილმა კარმა მაინც და მაინც ახლა მოინდომა გაჟიუტება. რამდენიმე გადატრიალების მცდელობისა და ძლიერი მიწოლის შედეგად, კარმა დაიღრჭიალა და როგორც იქნა სახლში შეაღწია. -კიდევ ეს პრობლემა მინდოდა ? სად მაქვს ახლა ამის გამოსაცვლელი ფული ! - ოხვრით ამოილაპარაკა საფიქრალით დაღლილამ და ფრთხილად მიხურა წუთის წინ მასტან ნაომარი კარი. ხმაურზე დადუნას საზინებლიდან ლენა გამოვიდა ფეხაკრეფით. - რა ხდება ლენა? დედა სად არის? - შიში დაეტყო ხმაში. - დამშვიდდი კარგადაა.- თბილი ხმით დაუყვავა ქალმა. -აფორიაქებული იყო, დამამშვიდებელი მივეცი და დაეძინა. არ სვამდა. უნდა დაველოდოვო იზახდა, მაგრამ ზალით დავალევინე. დილამდე არ გაიღვიძებს. - მე კიდე, როგორ დავაგვიანე. - გული ამოაყოლა სიტყვებს გოგომ. - ტყუილად ხომ არ იბორიალებდი ამ შუაღამით არიდა ?! ალბათ საქმე გქონდა. - ხო საქმე მქონდა. - ამოიხვნნეშა და გონებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარი. - ლენა ჟერ არ წახვიდე რა. რახან დედას სძინავს შენ ჩაგეხუტები და იქნებ ცოტა დავშვიდდე. - რამე მოხდა ? - შეშინებული ხმით ჰკითხა ქალმა. - არა. უბრალოდ ძალიან დავირალე. - წამოდი ჩემო გოგო. საწოლში დაწექი და რომ დაგეძინება მე მერე წავალ. მაინც გვიანობამდე არ მომდის ძილი. - დღეს დარჩი რა. ჩემს გვერდით დაწექი. - მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში. - კარგი დავრჩები. - აღარაფერი უკითხავს ქალს მაგრამ გუმანით ხვდებოდა რომ რარაც რიგზე ვერ იყო. ბავშვობიდან იცნობდა არიდას და იცოდა, ასეთ მისთვის უჩვეულო ხასიათზე უმიზეზოდ ვერ დადგებოდა. - მადლობა, რომ არსებობ. - ძილში წასულმა ამოილაპარაკა არიდამ და ხელებზე მოეფერა. ის კი, თმებზე მანამ ეფერებოდა ვიდრე ღრმად არ ჩაეძინა. მერე, დადუნას დახედა დარწმუნდა რომ კარგად იყო და კვლავ არიდას ოთახში დაბრუნდა. გრძნობდა, მას უფრო მეტად სჭირდებოდა. დილით ჩვეულ დროს, ერთგულ მეზობელზე მიკრულს გაეღვიძა. ფრთხილად გამოეცალა. მუდამ ფხიზელი ძილის მქონე ქალმა, გვერდი იბრუნა და მშვიდად სუნთქვა განაგრძო. აშკარა იყო გოგონაზე დარდით , ღამე თეთრად გაეტარებინა. დღეს უფრო დამძიმებული ეჩვენა, წინა დღის ნაბრძოლები სხეული არიდას. რამდენჯერმე უმისამართოდ ჩამოისვა სახეზე ხელი და თავი გაქნია. მომხდარის დავიწყებას ცდილობდა. დილის რუტინის დასრულების შემდეგ სამზარეულს მიაშურა. მზრუნველობისა და მადლობის ნიშნად საუზმე მოუმზადა ქალბატონებს. ცოტა თავადაც მმიირთვა. მერე ორივეს დაუარა, შუბლი დაუკოცნა და უკვე გასასვლელ კართან მისვლას აპირებდა ლენა, რომ გამოვიდა ოთახიდან. - რატომ არ გამაღვიძე? - უსაყვედურა ქალმა და ხალათი ბალტა მჭიდროს შეიკრა. - ასე მშიერი,როგორ გაგიშვა არიდა ? - ნუ ღელავ ჩემო მშვენიერო, უკვე ვისაუზმე და ცოტა თქვენც დაგიტოვეთ. - მასთან მივიდა და კიდევ ერთხელ მოეხვია. - მადლობა წუხელ ჩემთან რომ დარჩი. - ნუ სულელობ. - ცხვირზე მოქაჩა ქალმა. - არიდა, მართლა კარგად ხარ ? ცოტა შემაშინე გუშინ. - კარგად ვარ. უბრალოდ მართლა დავიღალე. მთავარი კი დაუმალა მაგრამ დაღლასთან დაკავშირებით არ აჭარბებდა გოგონა. კიდევ აპირებდა ლენა რაღაცის კითხვას მაგრამ დადუნაც, რომ შეუერთდათ გადაიფიქრა. საგუკდაგულოდ აათვალიერა შვილი, დარწმუნდა რომ ერთ დღეში არაფერი მოსვლია. გუშინ ცუდს მიგრძნობდა გულიო დაამატა. პირჯვარი გადასახა და სახლიდან სევდიანი თვალებით გააცილა. ხომ ვერ ეტყოდა არიდა დედის გული არასდროს ცდებაო ?! რათქმაუნდა ვერ ეტყოდა ისედაც ათასი სატკივარით გატანჯულ ქალს. ამიტომ გულდამშვიდებული დატოვა და სამსახურის გზას დაადგა. რესტორანში კარგახნის მისული იყო, ქეთი რომ მოიკითხა. არ ცანდა და გაუკვირდა გოგონას,, რადგამ ქეთი ყველაზე პუნქტუალური ადამიანი იყო, ვისაც კი იცნობდა. არასდროს იგვიანებდა სამსახურში. ახლა კი თითქმის, ნახევარი დღე გავიდა არც მოსულა და არც არვინ გაუფრთილებია. რამდენიმე ზარის შემდეგ ტირილიანი ხმით უპასუხა ქალმა. ძლივს მოუყვა, რომ ლუკა წინა ღამით საახლში არ მისულა. არც ზარებს პასუხობს და არც მეგობრებმა იციან სად არისო. ცეცხლი მოედო გულზე არიდას. ცალკე ქეთის ტკივილი აწუხებდა, ცალკე ლუკას ამბავი. ქეთის, თითქმის ყველა შესაძლო დახმარებისთვის მიემართა. ამიტომ, მტკიცედ გააფრთხილა არიდა სენ არ იდარდო და სამსახურში დარჩი. მად რომ იქნები, მაგ საქმეზე მაინც აღარ ვინერვიულებო. რაღას იზამდა, დაეთანხმა მაგრამ გულხელდაკრეფილი ჯდომა არც კი უფიქრია. ასეთ დროს მარტო ვერ დატოვებდა ქალს, რომელიც ყველაზე რთულ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში და დახმარების ხელი გაუწოდა. როგორც კი ძირითადი საქმეები მოაგვარა სწრაფად აუყვა მეორე სართულის კიბეებს დამორიდებით დააკაკუნა კარზე. ფეხები უკან რჩებოდა მაგრამ გაბრუნება არც უფიქრია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის საქმე იყო რაც განიძრახა. - მობრძნდით !- გაისმა კარს მიღმა ხმა და გოგონამაც გაუბედავად შეაბიჯა კაბინეტში. - არიდა ?! - გაკვირვება დეტყო ბიჭს, რადგან მისი აქ მუსაობის მანძილზე პირველად იყო მის კაბინეტში. - ხო მშვიდობაა ? - სწრაფად წამოდგა სკამიდან და მიუახლოვდა. - გამარჯობათ, ბატონო ზურა ! - არ შეუხედავს ისე მიესალმა. - უბრალოდ ზურა, გთხოვ ! გამარჯობა ! - ოდნავ ღიმული შეეპარა ბიჭს სახეზე. - ზურა, ძალიან მერიდება მაგრამ რაღაც მინდა გთხოვო ! - ღმერთო ჩემო რას მოვესწარი. - გახარებულმა წამოიძახა ზურამ და არიდასაც თვალები გაუფართოვდა მის რეაქციაზე. - შენ უნდა მთხოვო? ხო არ მომესმა ? მართლა, უნდა მთხოვო არიდა? - დიახ. მაგრამ ისე გაგაკვირვეთ, ვატყობ გადავიფიქრებ. - გულრწფელად წამოიძახა. - არა, რას გადაიფიქრებ ! კიარ გამაკვირვე გამახარე არიდა. მართლა. რაც გინდა ის მთხოვე. - სწრაფად მიაყარა ზურამ სათქმელი. შეეშინდ არ გადაიფიქროსო. - მოდი დაჯექი. - სკამისაკენ ანისნა. - არა მაგდენი დრო არ მაქვს. - შენ თუ გსურს დაჯდე, დროს მე გამოგიყოფ. - ისე გაიჯგიმა თითქოს, ამ სიტყვებით ხაზი გაუსვა მის პრივილეგიებს იმ შენობაში. - არა, მადლობა. შეგიძლია ორი საათით განმათვისუფლო ? - სწრაფად დაუბრუნდა არიდა სათქმელ. არ უნდოდა დროის გაყვანა, რადგან ხვდებოდა ზურას შეიძლება რაიმე ისეთი ეთქვა რაც უხერხულობას გაჩენდა მათ შორის. - კი რათქმაუნდა, მაგრამ ხომ მართლა მშვიდობა გაქვს? ანუ ცუდად არ გამიგო. ამ ხნის მანძილზე პირველად ითხოვ სამუშაო პროცესიდან წასვლად და ამიტომ გეკიტხები,თორემ განთავისუფლებაზე კიარ მაქვს პრობლემა. - დაბნეულად ფაიწყო საუბარი ბიჭმა. - კი კი მშვიდობაა.უბრალოდ მართლა ზალიან მჭირდება, თორემ არ შეგაწუხებდი. - არ ვწუხდები და არც დროის ლიმიტს გიწესებ. თუ გინდა დღეს ნუღარ მოხვალ. სხვას დავავალებ შენს საქმეს. - ნამეტანი გულუხვობა გამოიჩინა ასანიძემ. ძლივ ამ ქალისაგან ორი სიტყვის თქმაზე მეტს, მითუმეტეს თხოვნას ეღირსა და როგორ დაიხევდა უკან. - ორ საათში აუცილებლად დავბრუნდები. მადლობა ! - უთხრა და გასასვლელად შეტრიალდა. - არაფრის არიდა. თუ რამე დაგჭირდეს ყოველთვის მზად ვარ დაგეხმარო. - გათამამადა ყმაწვილი. არიდაც ზრდილობის ნიშნად მობუნდა და ოდნავ გაუღიმა. *** მაშინაც, კი არ ჰქონია ასეთი განცდა, სასამართოლ კართან რომ იდგა. მაშინ განაჩენის მოსმენის ეშინოდა. ახლა? ახლა ყველაფრის ერთად... თითქოს, მისთვის სრულიად უცხო ადამიანთან მიდიოდა. აშინებდა მასთან მოსალოდნელი საუბრაი... ალაყაფის კარი ხმაურით გაიღო და ციხის ეზოი შევიდა. თვალი მოავლო არემარეს, რომელიც ყველა ასპექტში სიცივესა და დაძაბულობის განცდას ასხივებდა. სათვალთვალო კოშკი, ალაყაფის თავზე მოლებული მავთულხლართები, გისოსიანი სარკმემლებით ასხმული კედლები, შუბლშეკრული ავტომატით მოსიარულე მამაკაცები. აგვისტოს მცხუნვარე მზის ფონზეც კი სზეული გაუყინა არიდას ამ სანახაობამ. რამდენიმე ფორმალობის გავლის შემდეგ ვიზიტების ოთახში აღმოჩნდა. ხელმარცხნივ ცარიელ მაგიდასტან დაიკავა ადგილი და მალულად დაიწყო ადამიანების თვალთვალი. ყველას მოწყენილობა ეხატა საზეხე. ზოგი, ამ სიცივით სავსე შენობაში მობინადრეთა დედა უნდა ყოფილიყო, ზოგი ცოლი, შვილი მეგობარი და კიდევ ბევრი სტასტუსის მატარებელი ადამიანი ვინც გულრწფელად, მომლოდინე თვალებით შეცქერებოდა პატიმართა შემოსასვლელ კარს. ენატრებოდათ, ედარდებოდათ, აწუხებდათ მათიაქ ხილვა. ზოგს დაუმსახურებლადაც მიაჩნდა ალბათ მათი სასჯელი, ზოგს დამსახურებულად თუმცა მაინც ენანებოდათ... თავად? თავად რას განიცდიდა ? რომ, არა ის მიზეზი რამაც იქ მისვლა აიძულა ნეტავ, ოდესმე თუ შეაღებდა იმ ალაყაფის კარს და იმ ადამიანებივით წამებს დაითვლიდა მისი ნახვის მოლოდინში ? ერთ თვეზე მეტი იყო გასული მათი ბოლო შეხვედრიდან და მას არც კი ჰქონდა ნაფიქრი რას იზამდა, როგრო მოიქცეოდა მასთან მიმართებაში და აი, რამდენიმე წუთშიმის წინ აღმოჩნდებოდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა როგორ დაიწყებოდა მათი სეხვედარ. რა უნდა ეთქვა... პატიმართა კარი ბადრაგისთვის არადამახასიათებელი სათნო, სანდომიანი გარეგნობის შუახნის, ჩასუქებულმა კაცმა გააღო და პირველი მსჯავრდებული შემოუშვა ოთახში. მის გამოჩენას მხიარული შეძახილებიც მოჰყავ და ისიც გაეშურა მათკენ. კარის, ყოველი გაღების ხმაზე ღელვა იმატებდა არიდას გულში. უფრო მეტად უცემდა.ის არ ჩანდა... უკვე მეათედ გაიხედა კარისკენ და კვლავ ბადრაგის თბილ ღიმილს წააწყდა. გოგონამაც ამავე გრძნობით გაუღიმა. უკვე მეცამეტედ გააღო კარი ბადრაგმა და არც ახლა ელოდა არიდა ძმას,მაგრამ მისდა მოულოდნელად გამოჩნდა. ადგილს მიეინა გოგონა, იგივე შეიძლება ითქვას ანდროზეც. ერთხანს გაშეშებული იდგა და ისეთი თვალებით უყურებდა უამრავ გრძნობას რომ ამოიკითხავს ადამიანი. ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა იმ ადგილას ბადრაგს რომ არ ეთქვა შენი ადგილი დაიკავეო. უხმოდ მიუახლოვდა და მის წინ დაჯდა. როგორც იქნა სიჩუე ანდრომ დაარღვია. როგორც ჩანს მან გააცნობიერა იქ, დროის ლიმიტი რომ იყო დაწესებული და ეს დრო გასაკუთრებულად იქ, რომ ფასობდა. - რას უნდა ვუმადლოდე შენს აქ ხილვას ? - ირონია მოარგო ხმას ბიჭმა. - მეგონა თოთხმეტი წლის შემდეგ გნახავდი, თუ რათქმაუნდა ამ ხნის შემდეგ კიდევ გემახსოვრებოდი. - ბოლო სიტყვებზე უნებურად შემოცილდა ირონიან ტონს. - მეც ასე მეგონა, მაგრამ რატომღაც ახლა აქ ვარ. - დავიჯერო ჩემი ამბები გადარდებს? - ანდრო ! - ცივად გამოსცრა კბილებში ამირეჯიბის ქალმა. ეტკინა კიდეც ძმის სიტყვებში ცოტაოდენი სიმართლე, რომ დაიჭირა. - აქ შენი ირონიის მოსასმენად არ მოვსულვარ. - აბა, რამ მოგიყვანა ? - როგორ ხარ ? - როგორც იქნა მოახერხა ეკითხა. - ისე, როგორც მკვლელს შეეფერება. -ისეთი სახიტ უპასუხა თიტქოს რაიმე საამაყოყოფილიყოს ის სტატუსში. - არ იცვლები ! - დანანებით ამოილაპარაკა გოგომ. - სამაგიეროდ სენ იცვლები.უფრო გაზრდილხარ... -კიდევ უნდოდა რარაცის თქმა, მაგრამთავი შეიკავა. - ანდრო, შენ რა ჩემში ცვლილებების შემჩნევა შეგიძლია ? - ამჯერად არიდამ მოჰპარა ძმას ტონი. - როგორ გვეტყობა ერთი სისხლი, რომ გვაქვს. - თიტქოს დასცინა არადადარწმუნებით შემიძლია გითხრათ სიამაყის განცდა უფრო მეტი იყო მის სიტყვებში. - ხო. მაგას ვერც შევცვლი და ვერც უარვყოფ. - მტკივნეულად დააჭირა გულზე დამ. - დადუნა, როგორაა? - თემა იმ, თემით შეცვალაბიჭმა, რომელიც არანაკლებ აინტერესებდა. - არ მეგონა თუ გახსოვდა. - რა ? ამქვეყნას დედის გარეშე, რომ ვერ მოევლინები ეგ ? - წარბები მაღლა აზიდა ანდრომ. - არც ისეთი ტვინგარეცხილი ყოფილხარ, როგორიც მეგონე. - იგივე მიმიკით გაეპასუხა და ოსტატურად დაფარა ღიმილის სურვილი. - კარგადაა. ისე, ვუვლი, როგორც ოჯახის ერდათერთ ვაჟიშვილს შეეფერება. - ბოლო სიტყვებშიც წაკბინა . - არიდა, იტყვი ბოლოს და ბოლოს აქ რას აკეთებ ? - ღიმილის დაფარვა არც უცდია ანდროს. - სათხოვარი მაქვს შენთან. - გაუბედავად ამოილაპარაკა. - აჰ, ახლა გასაგებია. ჩემს დასაცინად ხარ მოსული. - თვსიქნევით დაასკვნა. - საიდან მოიტანე? - გაბრაზდა გოგონა. - აბა, აქ - სივრცეში აბსტრაქტული კონტური მოხატა ხელით ბიჭმა. - რა სათხოვარზე მელაპარაკები ? აქ, რისი გაკეთება შემიძლია? - წყენა გაერია ხმაში. - შეგიძლია ! - ვიდრე ადნრო რაიმეს უპასუხებდა მათ აგიდას ერთ-ერთი პატიმარი მიუახლოვდა და ირონიული მზერა მოავლო მსხდომებს. - გაიარე ! - ავად გამოსცრა ბიჭმა კბილებში და თავით პატიმართა კარისკენ ანისნა. - დამაცადე ანდრო გავივლი. მანამდე კი ეს ლამაზი გოგონა მინდა გავიცნო. - არიდა უხერხულად აიწურა სკამზე. ისეთი ტვალებით უმზერდა დაუპატიჭებელი სტუმარი ცივმა ტალღამ დაუარა. - გაიარე-მეთქი ! - სიბრაზისგან ისე შეკრა მუშტი ამირეჯიბის ვაჟმა თითები სულ გაუთეთრდა. - ისე, დიდი გამოცნობა არ უნდა. ერთი სეხედვითაც კი მიხვდება კაცი ერთი სისხლი, რომ გაქვთ. ალბათ შენი დაა. ხოარ ვცდები ანდრო ? როგორი ლამაზი ტვალები აქვს. - უდარდელად განარძობდა ანდროს ნერვებზე დაკვრასა და მისგამოწვევას კაცი. - თვალებს დაგთხრი გოშაზე ახლავე თუარ აორთქლდები აქედან ! - ფეხზე წამოიჭრა და ტონის გაკონტროლება აღარც კი უფიქრია ანდროს. სწრაფად გაჩნდა ბადრაგი და სტუმარი გაიყვანა. - შიგნით შევხვდებით ანდრუშ ! - ბოროტული სიცილით მოაძახა მიმავალმა. არიდა ჯერ კიდევ გასეშებული იჯდა და გაფითრებული აკვირდებოდა მოკამათეებს. მძიმედ დაეშვა ანდრო სკამზე.ყვები ისე შეკრა კბილები ღრჭიალის ხმაც კი მოესმა გოგოს. - დედა შ..... - უბოდიშოდ შეიკურთხა ბიჭი და ახლარა მოახერხა კითხვის დასმა არიდამ. - ანდრო, ვინ იყო ?რა უნდოდა ? რატომ გითხრა შიგნით შევხვდებითო ? - თითქოს ახლაა გაანალიზა მომხდარი. - არიდა,დროზე მიტხარი რა გინდა და წადი აქედან. - აზაბულად საუბრობდა ბიჭი. - მე კითხვ დაგისვი. - არ არის ეგ სენი საქმე. გააკეთე რაც გითხარი. პ-თონი გაუმკაცრდა ანდროს. - ღამისკლუბების მისამართი მინდა, სადაც მარტვივად შოულობენ ნარკოტიკს. მათშორის არასრუწლოვნებიც, . - სწრაფად მიაყარა და პირდაპირ თვალებში შეხედა. ერთხანს არ იცვლებოდა ბიჭს გამომეტყველება თიტქოს დაპაუზდა მის გარშემო ყველაფერი. - გოგო, რა მკითხე ? -თითქოს არ ჯეროდა მონასმენის. - რაც გაიგე. - არ გატყდა არიდა. - არიანდა ! - დაღრიალებას ჰგავდა მისი დაძახებული სახელი. ასმაგად გაუგიჟდა ისედაც შეშლილი სახე. - წადი ახლა აქედან და აღარ დაგინახოს ჩემმა ტვალებმა სანამ თავადე არ გნახავ. - შეეცადა შეძლებისდაგავრდ მშვიდად ეთქვა. - არა ! ანდრო შენთვის ოდესმე რაიმე მითხოვია ? არა, არ მითხოვია და ამ ერთხელი მაინც რომ დამეხმარო ხომ შეგიზლია ? გთხოვ ზალიან მჭირდება. ამ პასუხზე თექვსმეტი წლის ბიჭის მომავალია დამოკიდებული. - ერთ ამოსუნთქვაში ცაატია სათქმელი. - შენ უსაფრთხოებაზე მეტად გიღირს ? დაიკარგე ახლა აქედან. - წამოდგომ დააპირა ბიჭმა, მაგრამ დამ არ გაუშვა. - გაფრთხილებ, წყობიდან ნუ გამომიყვან. - ტვალები დაუბრიალა. - იცოდე, მეტყვი თუ არა, მაინც დავივლი ყველა კლუბს ფეხდაფერ.უბრალოდ საქმის გამარტივებას გთხოვ. - პირდაპირ თვალებში უყურებდა დას ანდრო და ვერ იჯერებდა ახლა მის წინ სრულიად გაზრდილი, შეცვლილი ძლიერი და მამაცი ქალი რომიჯდა. მას არაფერი არ ჰქონდა საერთო იმ გოგონასთან წლების წინ ძილში, ჩუმად რომ უკოცნიდა წითელ ლოყებს. - შენ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რას მეკითხები ? ვინ არის ასეთი საკუთარი სიცოცხლით, რომ რისკავ. ვინ არის ასეტი მკის გამო ჩემთანაც, რომ მოხვედი ? -იგივე ტონს დაუბრუნდა ვაჟი. - უკვე იმდენი წელია ჩემი უსაფრთხოებით რისკავენ, უკვე მივეჩვიე. აღარ მეშინია ანდრო ! - არ უნდოდა, ზალიან არ უნდოდა ამ სიტყვების ტქმა, მაგრამ სხვანაირად ვერ ათქმევინებდა ბიჭს სასურველს. თავად ეტკინა ამ სიტყვების. ეტკინა ანდროსაც. - წადი აქედან ! - დაიგრგვინა ვაჟმა. - თუ მართლა გადადრდებს რა მომივა მოდი მაშინ დავფიქრდეთ. რამდენი რამისკლუბია თბილისში? ალბათ ძალიან ბევრი. ხოდა მე თუ ყველაამკლუბს მოვივლი მით უფრო მეტად მემუქრება საფრთხე. ახლა შენ გადაწყვიტე მეტყვი თუ წავიდე უკვე ყველას შესამოწმებლად. - თითქოს უდარდელად საუბრობდა, მაგრამ შინაგანად ცახცახს აეტანა ქალი. ანდოცმიხვდა, რომ სხვა გზა არ ქონდა. იცნობდა მის დას. მსვენივრად იცნობდა. ბოლოს და ბოლო ორივეს ამირეჯიბის ჯიუტი სისხლი აერთიანებდათ. - შენ არსად წახვალ. - კარგი მე არ წავალ. გთხოვ, ანდრო მითხარი. ჯერ სულ პატარაა. არ მინდა შეცდომა დაუშვას. - არა-მეთქი. - არ წავალ გპირდები, მათ ვეტყვი ვინც ამ საქმეს მოაგვარებს. უბრალოდ მითხარი. ერთხელ მაინც მოიქეცი ისე, როგორც მე მსურს ანდრო. ერთხელ მაინც... კიდევ დიდხანს იკამათეს. ბევრი ეხხვეწა და როგორც იქნა დაითანხმა ძმა. ანდროზე, უფრო ბიჭის ამბავმა იმოქმედა. იცოდა ამ ასაკში დაშვებული შეცდომა რამდენად მძიმე და თითქმის გამოუსწორებელი იყო. საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ყოველივე და პატარა ბიჭის დასახმარებლად ეს, მცირედი ინფორმაცია ვეღარ დაინანა. თანაც, იმ გამბედაობას რამაც იქ მისვლა აიძულა გოგოს წყალში ვერ ჩაუყრიდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად გრძნობდა, რომ შეცდომას უშვებდა... ამასობაში პაემნის დროც ამოიწურა. - არიდა, გაფრთხილებ ფეხი არსად გაადგა. შენ არ იცნობ იმ სამყაროს. თუ გავიგე, რომ მაინც წახვედი ჩემი ხელით გაგგუდავ იცოდე. ამ საქმეში არ გაერიო. - მუდარას უფრო გავდა ახლა ძმის სიტვები. - ანდრო იმ ბიჭს არ ნახავ,ხო ? - ისევ რამდენიმე წუთის წინ მომხდარს დაუბრუნდა გოგო. - აქ დასამალი ადგილები არაა არიდა...-მარვალმნიშვნელობნად უპასუხა. - რაც გითხარი გაიგონე და აქ აღარასოდეს მოხვიდე. - ბოლოს ის ფრაზა გააჟღერა რისი თქმაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მაგრამ ასე თვლიდა საჭიროდ. არიდამ ტავი დაუქნია და პირველმა დატოვა ვიზიტების ოთახი. გარეთ გასულამ ერთი ღრმად ამოსიუნთქა, უკან შემობრუნდა კვლავ მოავლო თვალი ციხის კედლებს. ისე ცივი აღარ ეჩვენა და მრავლისმთქმელად გაეღიმა. საკანში დაბრუნებულმა ანდრომ დარეკვის უფლებით სარგებლობა მოითხოვა. დათქმულ დროს დაბრუნდა არიდა სამსახურში. თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და თან ყოველწუთს საათს დაჩერებოდა. შეკვეთის ჩასანისნი ბაინდერი მოიმარჯვა და დარბაში სხვა მომსახურე ერსონალს შეუერთდა. დაახლოებით ნახევარ საათში რესტორანში სოლიდურად გამოწყობილი მამაკაცები შემოვიდნენ და ოცდამეხუთე მაგიდა დაიკავეს. ვინაიდან მარჯვენა ფრთის მომსახურეობა არიდას პირდაპირი მოვალეობა იყო სწრაფად გაემართა მათკენ. მენიუ ჩამოურიგა და ბოლო სტუმრისენ რომ ებრუნდა კვლავ ნაცნობ შავ ირისებს გადააცწყდა. მკრთალი ღიმილითა და თავის დაკვრით მიესალმა მენიუ გადასცა და მის წინ წელში გამართული დადგა. მამაკაცს კი,სულაც არ უფიქრია სეუმჩნევლად მისალმება. სწრაფად წამოიმართა მაღალ მოხდენილი სხეული ფეხზე და გოგონას სახელი გააჟღერა. - სარამომშვიდობის არაინდა ! - მარჯვენა ხელი გამოართვა და ემაბორა. - როგორ ხარ ? - არ ელოდა გოგონა ასეთ ჟესტს. - - საღამომშვიდობის ბატონო დათა ! მადლობთ კარგად. თქვენ როგორ ბრზანდებით ? - ყელშიგაჩხერილი უხერხულობით ამოთქვა გოგონამ და გარშემომყოფტა გაკვირვებულ ტავლებს გადახედა. - მეც კარგად. მიხარი შენი დანახვა. - ღიმილით უთხრა და გოგონას მიმართულებით თავისის სუფრის წევრების დაჟინებულ მზერას, რომ წააწყდა სხეული დაეჭიმა. იქვე, თავისი თეფშის მარჯვენა კუთხეში დადებულ დანას დასწვდა, ხელში ოსტატურად რამდენჯერმე დაატრიალა და ტარით, მოზომილად დააკაკუნა მაგიდის ზედაპირზე. თან ისე გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია. მაგიდის ყველა წევრისთვის გასაგები იყო ეს თითქოსდა უწყინარი ჟესტი. წამში შეცვალეს მზერის ტრაექტორია და მენიუს ჩააშტერდნენ. არიდამ შეკვეტა მიიღო თუ არა მაშინვე გაცილდა სტუმრებს. დატაც მას შემდეგ დაუბრუნდა კუთვნილ სკამს და ავადა გადახედა ამჯერად თეფშზე მომზირალ პარტნიორებს. როგორც იქნა დასრულდა დღე. კიდევ ერთხელ დაურეკა ქეთის და ლუკას ამბავი ჰკითხა. სამწუხაროდ ისევ ვერ მიეგნოთ მისთვის. არიდა მთელი ამ ხნისმანძილზე ფიქრობდა ვისთვის შეიძლებოდა ეთხოვა დახმარება. ვისთვის შეიძლებოდა გაენდო ის ეჭვი რასაც ფიქრობდა და მიეწოდებინა ის ინფორმაცია რასაც ფლობდა. ქეთის რათქმაუნდა ვერ ეტყოდა. ჯერ თავადაც არ იცოდა დაზუსტებიტ და ქალს სადარდელს ვერ დაუმატებდა. არც ალექსი ყავდა. ვერც პოლიციას შეატყობინებდა, რადგან დასაბუთებული არგუმენტი არ გააჩნდა. დათა ? -არც განუხილია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ისევ თავად წასულიყო. უფრო სწორად იძულებული გახდა. ხვდებოდა, რომ დიდი შეცდომას უშვებდა. ცოტა ეშინოდა კიდეც, მაგრამ ქეთის გამო, თავისი აზრით მცირედი ეს, უნდა გაეკეთებინა. ვერ დაუშვებდა ლუკას რამე შემთხვევოდა. სწრაფად გამოიცვალა უნიფორმა და აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა შენობა. რესტორნის ეზოს ჭისკართან მდგომის ჭინ შავი ფერის ჯიპი, გაჩერდა. შეკრთა ჩაფიქრებული გოგონა. თავში ისეთი აზრები უტრიალებდა, შინაგან წრწოლვას აეტანა და ავტომობილის უეცარ გამოჩენაზე გაუზარებლად აცახცახდა. მაგრამ მალევე დამშვიდდა უკანა სავარძლიდან არაბული, რომ ჩამოქვეითდა. - არია, დაჯექი გაგიყვან. - გეგმასთან უფრო მიახლოვების მიზნით, შანსი არ გაუშვა ბიჭმა. გოგოსაც წინანდელივით აუჩქარდა გული არიას გაგონებაზე. - მადლობა, ბატონო დათა. ჩემი ტაქსი მალე მოვა. - ოფიციალურ მიმართვასთან დაკავშირებით, მგონი შევთანხმდით. - თქვენ ჩვენი რესტორნის სტუმარი ხართ. მე კი შინაგანაწესი მავალდებულებს ასე მოგმართოთ. - ჩვენ ახლა რესტორანში ვართ არია ? - ღიმილით უთხრა და მათ უკან მდგომი რესტორნის შენობისკენ მზერით ანიშნა. - არა, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია. - ცდილობდა, როგორმე მალე მოეშორებინა ბიჭი. - კარგი, ახლა გნებდები. დაჯექი ! - ფართოდ გაუღო ავტომობილის კარი. - ბატონო დათა მადლობელი ვარ რაც ჩემთვის გააკეთეთ მაგრამ ახლა არ ხართ ვალდებული წამიყვანოთ. - ვალდებულება არაფერ შუაშია ! -გაკვირევბული იყო არაბულის ერთი მხარე. რატომღაც ეგონა, რომ პირველივე თქმაზე ჩახტებოდა გოგონა ავტომობილში. მისი მეორე მხარე კი ფიქრობდა, რომ უბრალოდ თავს იფასებდა. - სურვილი მაქვს სახლამდე უსაფრთხოდ მიგიყვანო. - შეიძლენა ახლა გაგეცინოტ, მაგრამ დამიჯერეთ საკუტარი თავსი დაცვა შემიძლია. კარგად ბრძანდებოდეთ. - დაემსვიდობა გოგონა და იმწამს მოსულ ტაქსში ჩაჯდა. ღამემშვიდობის. - მიაძახა იმედგაცრუებულამ დათამ და მათგან რამდენიმე მეტრში მდგარ ავტომობილს თავით რაღაც ანიშნა. - ესეიგი, ასე ამირეჯიბის ქალო ? თამაში გინდა ? უკვე თამაშში მონაწილეობ... - სიბრაზით გამოსცრა კბილებში და ავტომობილში დაბრუნდა. -რა ჯიუტია . - რამე მითხარით ბატონო ? - ჰკითხა მძღოლმა და სარკეში გამოხედა ცაფიქრებულ არაბულს, რომლეიც ტუჩებსა და ონდავ წამოზრდილ წვერზე საჩვენებელ თითს უმისამართოდ ისვამდა. - კიდევ დიდხანს ვიდგებით აქ ? -კითხვა დაუბრუნა და წარბი შეკრა დათამ. - უკაცრავად ! - უხერხულად გაეპასუხა მძღოლი და მანქანა დაძრა. *** - დათა, ღამის კლუბებში დადის და რაღაცას თუ ვიღაცას ეძებს. - დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაისმა ზარი არაბულის მობილურზე. - ანუ რამის კლუბებში ერთობა ? - წყენა და ირონია ერთდროულად გაერია ხმაში. საკითხავია რა სწყიდა. თავად არ გამოუტანა განაჩენი ამ გოგოს რადგან ამირეჯიბია არიქნება „წმინდა წყ.ლის დამლევიო ?! ... ერთს ფიქრობდა, მეორეს გრძნობდა.... - არა. უბრალოდ შედის იქ მყოფებს ტელეფონში რაღაცას აჩვენებს და მალევე ბრუნდება უკან. უკვე მესამე კლუბში მიდის მეც უკნ მივყვები. - არიდას ადევნებული არაბულის კომპანიის დაცვის უფროსი, ინფორმაციას უზიარებდა დათას და თან გაფაციცებით იცქირებოდა საქარე მინაში წინ მიმავალი ავტომობილი, რომ არ დაეკარაგა თვალსაწიერიდან. მიღებული ინფორმაციის შემდეგ, სწრაფად გაერკვა საქმის ვითარებაში დათა და ბრძანება, რომელიც უნდა გაეცა კითხვის ფორმით გააჟღერა, რადგან იცოდა თავისის საქმის პროფესიონალს ესაუბრებოდა. - იცი რა კლუბია ან მფლობელები ვინ არიან ? - ვიცი და არც თუ ისე კარგი სიტუაციაა ამ კლუბებში. - გამოცდილმა დაცვის უფროსმა იმედი არ გაუცრუა არაბულს. რათქმაუნდა უკვე სრულ ინფორმაციას ფლობდა. - არც თუ ისე კარგი თუ, საერთოდ არაა კარგი ლაშა ? - ხო რა. ნარკოტიკების ბუდეა და საკმაოდ სახიფათო ადგილია. ამ კლუბებში რენესანსის ხანა უდგათ მსხვილ დილერებს და ახლა თუ იქ მიდის სადაც მგონია სერიოზულ შარშია ეს გოგო. - სად მიდის ? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაში. - დგებუაძის კლუბში. - გაუბედავად უთხრა ბიჭმა. - დგებუაძესთან ? - უეცრად დაიყვირა არაბულმა ამ გვარის გაგონებაზე. - რა ჯანდაბა უნდა მად ? გაგიჟდა ეგ გოგო ? რას ეძებს ამისთანას... - ისე ღრიალებდა, ყურმილი მოიშორა ლაშამ. დგებუაძის კლუბი ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა „ბოროტების სავანედ“ ვიდრე დათა რუსეთში წავიდოდა საცხოვრებლად. მანამდე კი რამდენჯერმე მოუწია იქ სტუმრობა და იმდენჯერვე არასასიამოვო ფაქტებს გადააწყდა. იქ იმდენად დაუფარავად მოიხმარდენ ნარკოტის აშკარა იყო, ვიღაც ზემოდან მფარველობდა. ხშირად მომხდარა მკვლელობაც. ხშირად გადამეტებული დოზის მოხმარების გამო ბევრი აახალგაზრდას დაუსრულებია სიცოცხლე მათ შორის არასრულწლოვნებსაც. იქ ძალიან ცუდი რეპუტაციის ადამიანები იკრიბებოდნენ. და ვიანიდან ეს ბარი ამდენი წლის შემდეგაც კი არსებობდა ეჭვგარეშე იყო ისევ ყავდა „კრიშა’ და ახლა იმაზე მეტი თავაშვებულოაბა და განუკითხაობა იქნებოდა ვიდრე მაშინ. - რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ შიგნით არ შეუშვა. მეც მალე მოვალ. - კიდევ არის რაღაც. - რა ? - ორივე კლუბში ჩვენს მისვლას, ორი მამაკაცის მოსვლაც დაემთვა და ახლაც მათი მანქანა მოგვყვება. - შეგამჩნიეს? - არა. ჩემთვის არ ცალიათ, მაგრამ ქალბატონი ნამდვილად შეამჩნიეს. ოღონდ ვერ გავიგე ამ გოგოს უთვალთვალებენ თუ ისინიც იგივეს ეძებენ. დათა მოიცა - უცებ წამოიყვირა ლაშამ. - მეორე მდევარი გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ წინ კლუბიდანაა და ამოწმებენ სად მიდის. - წარმოდგენაც კი არ აქვს რა შარში გაყო თავი. ყურადღებით იყავი. მოვდივარ . - ყურმილი გათიშა თუ არა იმწამს ვანოსთან დარეკა. *** მესამე კლუბის გზას ადგა და უფრო და უფრო მატულობდა მასში იმედგაცრუებისადა შიშის განცდა. ისეთი შენობები მოიარა, რაც არუნდა მამცი იყო, რაცარუნდა დიდი მიზანი გქონდეს იქ მისასვლელად მაინც, გიპყრობს უზარმაზარი შიში იქ მოხვედრისას. მიტუმეტეს თუ მანამდე მის მსგავს ადგილას კი არ ხარ ნამყოფი. პირველად სტუმრობდა არიდა კლუბებს და თანაც, როგორს? პირადპირ მგლის ხახაში დააბიჯებდა და ამ მგელს მადას მით უფრო აღუძრავდა, რაც მეტად ცდილობდა ლუკაზე ინფორმაციის გაგებას. ორივე შენობაში შენიშნეს ცნობისმოყვარე გოგონა, რომელიც ყველას კიტხვებს უსვამდა და გაფაციციებით ათვალიერებდა ყველა კუთხე კუნჭულს. აშკარად ეტყობოდა, რომ იმ სამყაროსთან არაფერი ესაქმებოდა. შემდგომი გაჩერების ადგილასაც ინფორმირებულები იყვნენ მასზე. ამ შენობებს აშკარად ერთი კლანი მართავდა. როგორც იქნა გაჩერდა ტაქსი ბოლო დანიშნულების ადგილზე. გოგონამ გაუბედვად გააღო კარი და ჩამოვიდა იმ იმედით, რომ აქ მაინც მიაგნებდა ბიჭს და დედას დაუბრუნებდა. დაკვირვებით აიარა ნახევრად ჩაბნელებული აღმართი. ვარაუდით ერთ კარს მიადგა, რომელიც სარდაფში ცადიოდა და კლუბის შესასვლელი უნდა ყოფილიყო. ამის აზრის სისწორეში უჩვეულოდ განათებული წინახედი და კარში მდგარი ახმახი დაცვა არწუნებდა. მათთან მისვლასა და გამოლაპარაკებას აპირებდა მკლავზე შეხება, რომ იგრძნო.ისედაც დაზაფრულმა შისისაგან შეჰკივლა. - უკაცრავად თქვენი შეშინება, არ მინდოდა. უბრალოდ ჩემს ერთ ნაცნობს მიგამსგავსეთ და ვოფიქრე მივასელმებიტქო. - იმწუთას მოფიქრებული ტყუილით დაიწყო ლაშამ, როგოც კი გოგონა მისკენ შეტრიალდა. - არ მოგატყუებთ და ნამდვილად ძალიან შემეშინდა. - დაუფარავად გაამხილა გოგომ მვიდი გარეგნობის ბიჭს რომ სეხედა და გულზე ხელი მიიდო. - დაზაბული მეჩვენებით. დახმარება ხომ არ გჭირდებათ ? - არა. უბრალოდ იქ შესვლას ვაპირებდი. - განათებული კარისკენ ანიშნა. - ასე შეშინებული თუ შეხვალ არც ისე კარგი აზრია. - შეწუხებული სახით უპასუხა ლაშამ. - ვიცი მაგრამ აუცილებლად უნდა შევიდე. - მართლა ცუდი აზრია. თან არ გავხარ კლუბებში მოსიარულე გოგოს - გახუმრება საცადა ბიჭმა. - დღეს პირელად ვარ და უკანასკნელადაც, მაგრამ ახლა უნდა შევიდე. მადლობა რჩევისთვის. - ლასას მახვილ თვალს არ გამორჩენია, როგორ აწვალებდა აკანკალებულ ხელებს არიდა. - კარგი. მაშინ შევიდეთ. მეც იქით მოვდივარ მეგობრს უნდა შევხვდეე. - ესღა მოიფიქრა მას შემდეგ რაც მხვდა, რომ ვერც შიგნით შესვლას გადააფიქრებინებდა და ვერც დააბამდა. - თვენც ვერ აგირჩევიათ კარგი ადგილი შეხვედრებისთვის. - შეიძლება, მაგრამ ძველი მეგობრის სანახავად და დასალევად ასეთ დროს უკეთესი ალტერნატივა ვერ გამოვნახე. თანაჩ ჩემთვის არც ისე უცხოა ასეთი ადგილები. - მორიგი ტყუილი მოიფიქრა და ამასობაში ზემოთ ხსენებული მდევრებიც გამოჩნდნენ. ლაშამ სწრაფად გასწია დაცვისკენ და შერნობაში შევიდნენ. „ვერ გავაჩერე.მეც მასთან ერთად ვარ. რომ შემოხვალ პირდაპირ ჩემთან მოდი ბართან ვიჯდები.“ მიუვიდა შეტყობინება არაბულს. შენობაში შესულები გამოემშვიდობენ ერთმანეთს. ბიჭი ბართან დაჯდა და ჩუმად განაგრძო გოგონას თვალთვალი. არიდა კი კვლავ ყველა კუთხეს ათვალიერებდა იმ იმედით, რომ სადმე ლუკას დაინახავდა. რამდენიმე ადამიანს ფოტოც კი აჩვენა. ხმამაღალი მუსიკა და უხამსად მოცეკვავე ახალგაზრდები უფრო მეტად გაუსაძლის ხდიდა მის იქ ყოფნას. მომხმარებლებით გადავსილ ბარში თითქმის შეუძლებელი იყო ვინმეს პოვნა. არიდა კედელების მხარეს მიუყვებოდა და ამრეზით ათვალიერებდა მასზედ მიყრდნობილ, ვულგარულად ჩაცმულ, უცნაურად დაგრეხილ ახალგაზრდებს. განსაკუთრებული სტუმრების ოთახიდან, სამი მამაკაცი კამერების საშუალებით აკვირდებოდა დაბნეულად მოსიარულე გოგონას, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა იქ მყოფთაგან. არიდა, ერთ-ერთი მაგიდის გვერდის ავლას ცდილობდა, საგრძნობლად შემთვრალი ბიჭი წამოდგა და უხერხულად წაუფათურა ხელი. მაგრად დააჭირა ქუთუთუოები ერთმანეთს გოგომ , მუჭი შეკრა და მისკენ შეტრიალდა დასარტყმელად. მაგრამ წინ აღარ დახვდა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. თითქოს ვიღაცამ გააქრო. ასეც იყო. კიდევ ერთხელ შეათვალიერა გარემო და გზის გაგრძელებას აპირებდა პიჯაკში გამოწყობილ სხეულ, რომ შეასკდა. - ფრთხილად გოგონა ! - უხეშად გამოსცრა მამაკაცმა და უტიფრად აათვალიერა. - უკაცრავად, ვერ დაგინახეთ. - რატომ, რამე მოწიეთ? - ირონიულად გაიღიმა პიჯაკიანმა. - არა რას ამბობთ. - ძალიან კარგი. მაშინ ახლა მოწევთ. - მე აქ მოსაწევად არ მოვსულვარ ბატონო. - ცდილობდა მტკიცე ხმა შეენარჩუნებია მგრამ უფრო და უფრო ეპარებოდა ღელვა. - მაშინ ვიცეკვოთ ! - წელზე წაეპოტინა და უფრო ახლოს მიიზიდა. - მომშორდი, ხელი გამიშვი. - უშედეგოდ გაუძალიანდა ბრგე სხეულს. - მონაზონივით ხარ შემოსილი, ალკოჰოლის სუნი არ აგდის, მოწევა არ გინდა, ცეკვა არ გინდა. აბა, აქ რას აკეთებ ? რა დაგკარგვია ? - უხეშად საუბრობდა და სადღაც მიათრევდა გოგონას სუსტ სხეულს. - გამიშვი. სად მიგყავარ ! - ხმამაღლა ყვიროდა, მაგრამ მუსიკის ფონზე გვერდით მყოფსაც კი არ ესმოდა. - შენით დაინტერესდნენ ლამაზო. უფრო ძლიერად წაავლო ხელი და კიბეებზე აყვანა დაუპირა ვიღაც ორმა მამაკაცმა ხელიდან, რომ გამოგლიჯეს კაცს არიდა. უცებ შეათვალიერა, მაგრამ ვერ იცნო. გაცხარებულმა კაცმა ხელი მოუქნია დაუპატიჟებელ სტუმრებს და ამ ქმედებას საპასუხო დარტყმაც მოჰყვა. პიჟაკიანის დასახმარებლად კიბეები სწრაფად ჩამოირბინა დაცვამ და ორ უცნობს იარაღი დაუმიზნა. შიშისაგან ტავლებში დაუბნელდა არიდას და რომ არა ვირაცის ძლიერი ხელი წაიქცეოდა კიდეც. წამით შეჩერებული ცოჩქოლი ხელცართულ ჩხუბში გადაიზარდა და არიდაც გაუცნობიერებლად აეკრო მის გვერდით მდგომ სხეულს, რომელმაც იარაღიანს თავის მოძრაობით ანიშნა გაეტარებია. ამ უკანასკნელმაც, სწრაფად წაიტანა ყურზე მიმაგრებულ მიკროფონზე ხელი. ხმაურში, ძლივს მოახერხა ერთი სიტყვის გაგონება. ბრძანება მიიღო და განზე გადგა იმის ნიშნად, რომ გზა ხსნილი ჰქონდათ. - დამშვიდდი და გამომყევი ! - არიდას ზურგს უკან მდგოომა ყურთან ჩასძახა. ნაცნობმა ხმამ სიმშვიდი განცდაც მოუტანა გოგონას და მის ნაბიჯებს ააყოლა. კაცის ხელს ძლიერად ჩასჭიდებბული გასასვლელისკენ მიაბიჯებდა, კუთხეში, ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი ლუკა, რომ შენიშნა. წამში მოგვრილმა სიხარულმა სულ გადაავიწყა მომხდარი. ლუკას პოვნამ, იმ პატარა ბავშვივით ააცქმუტა საყვარელ სათამაშოს რომ მოუტანენ და ხელი ხელს შემოჰკრა. უფრო სწორად არაბულის ტორს რადგან, ბიჭს ძლიერად მოეჭირა მტევანი და მთლიანად დაეფარა მისი სიფრიფანა ფალანგები. ამრიგად, ხელის გამოცლა ვერ მოახერხა და ინსიქტურად აიქნია დათას მკლავიანად ჰაერში. ერთი შეხტა კიდეც. იქ გადატანილიც კი არაფრად უღირდა რადგან იმას მიაგნო ვისაც ეძებდა. დათა უცებ შედგა და აკუნრტუშებულს მოიაჩერდა. ვერაფრით გაეგო, რამ გაუცისკროვნა სახე, წუთის წინ იარაღიდან გამოხსნილს. ჯერ არიდას შეხედა, მერე მათ უკან მოძრავ ლაშას და ვანოს. ორივემ , „ჩვენც არ ვიცით“ ნიშნად მხრები აიჩეჩა. - დათა, იქ ლუკა ! - წამოიყვირა. ბიჭმაც იქით გაიხედა, საითაც მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მიეშვირა გოგოს. არიდა ხელის გაშვებასა და ლუკასკენ გაქცევას აპირედა, მაგრამ დათამ არ გაუშვა. მეტად ჩაეჭიდა და თავისკენ შეაბრუნა. - გონს მოეგე არიანადა ! ვერ ხედავ აქ რა ხდება ? - ისე დაუღრიალა მუიკის ხმასაც კი გაუსწრო ტონმა. - ლუკას გარეშე არ წამოვალ ! აქედან მის გარეშე ფეხს არ გავადგამ, გესმის ? - ისეთი შეუვალი ჩანდა ქალი, მისმა ასეთად ხილვამ დათას სახეზე გაკვირვება, აშკარად გამოხატა. არადა წამების წინ ბავშვივით ხტოდა. - ვანო, გაიყვანე და გარეთ დამელოდეთ ! - გოგონას ხელი მამიდაშვილს გადასცა. - ლუკას გაერეშე არ წამოვალ ! - ჯიუტად იმეორებდა არიდა და ახლა ვანოს ხელს ეჯაჯგურებოდა. - არიანდა, გაყევი ! - კვლავ დაიგრგვინა დათამ.- მე გამოვიყვან. - გთხოვ, მეც დავრჩები ! - შეევედრა გოგო და შავი თვალებში წყ.ლის გუბეები ჩაუდგა. - გპირდები, გამოვიყვან. - წამით შეხედა მის თავლებს. მერე ვანოს თავით ანიშნა გაიყვანეო და აბობოქრებულ ხალხის მასას შეერია. ათიოდე წუთი თუ იქნებოდა გასული რაც შენობიდან გამოიყვანა ვანომ. ლუკას პოვნით გამოწვეული ეიფორია ახლა შიშმა გადაფარა. წინ და უკან ნერვიულად დააბიჯებდა და ყოველწუთას ეკითხებოდა ბიჭს, რატომ არ ჩანდნენ. ამასობაში ბარი თითქმის დაიცალა. ჩხუისაგან შეშინებული, ჯერ კიდევ გონს მყოფი ახალგაზრდები უკანმოუხედავად გამორბოდნენ. ყველა გამომსვლელში ნაცნობ სახეებს ეძებდა არიდა. გული აღარ ემორჩილებოდა იმის ფიქრით, შიგნით ორი მნიშვნელოვანი ადამინი, რომ დატოვა და შეიძლებოდა რაიმე ცუდი შემთხვეოდათ. ორი მნიშვნელოვანი ადამიანი ? ლუკა გასაგებია, მაგრამ დათა ? როდის მოასწრო მნიშვნელოვნად ქცევა ? ... არა, ის ბუნებრივია, იმ არეულობაში დატოვებულ ნებისმიერ ადამინაზე იდარდებდა. მით უფრო მის მშველელზე, მაგრამ ასე გულამოვარდნით? ასეთი დაუცხრომელი შიშით? ... უკვე ვინ იცის მერამდენედ ევედრებოდა ვანოს, შენობაში შეეშვა. კლუბში შებრუნებული დათა, ლუკას გამოყვანას აპირებდა შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი, რომ მიუახლოვდა და მორიდებით გადასცა, გამომყევით გელოდებიანო. დათა მიხვდა, ვინ იყო დანაბარების ავტორი. ლაშას ანიშნა ბიჭისთვის მიეხედა და დავას გაჰყვა. მეორე სართულის კიბე აიარეს. გრძელ, თითქმის ჩაბნელებულ დერეფანს ჩაუყვნენ და ერთ-ერთი ოთახის კარში შეაცილა. სარდაფში მოწყობილი, მუქ ტონალობაში გადაწყვეტილი, მხოლოდ ჭაღით განათებული კაბინეტი, მეტად კომფორტის ზონა აღმოჩნდა არაბულის ხასიათის შტრიხებისთვის. ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, რომელიც ისედაც არ არსებობდა დათას არსებაში, ამაყად შეაბიჯა და ოთხკუთხედ მაგიდასთან მსხდომი სამი მამაკაცის წინ მხრებში გაშლილი აისვეტა. - დათა არაბული ? - ფეხზე წამოდგა ერთ-ერთი და ხელი გაუწოდა.- სასიამოვნოა შენი აქ ხილვა ! დიდი ხანია არ შევხვედრილვართ. - ცოტა ირონია იგრძნობოდა დგებუაძის ხმაში. - თითქმის ათი წელი. შორიდან მოკითხვებს თუ არ ჩავთვლით. - აი, დათას კი არც უფიქრია ირონიის დაფარვა. მანაც შეაგება მტევანი. - დარწმუნებული ვარ აქ, მხოლოდ ჩემი ნახვით გამოწვეული სიამოვნების მოსაგვრელად არ დამპატიჟებდი ჯონი ! - თვალი თვალში გაუყარა. - მიხვედრილი ხარ, ყმაწვილო ! - დაუდასტურა კაცმა და ხელით სკამისკენ ანიშნა. - თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე სავარძელი მირჩევნია. - უთხრა და ვიდრე პასუხს მიირებდა უცერემონიოდ ჩაჯდა მუქი შინდისფერ სავარძელში. - სტუმარი ხარ. როგორც გინდა ! - უკვე კომფორტულად მოთავსებულს, დაფარული უკმეხობით გაეპასუხა ჯონი და სამივემ დათასკენ შეაბრუნ თავიანთი სკამი. - საღამომშვიდობის ბატონებო ! - თითქოს ახლაა შეამჩნია არაბულმა დანარჩენი. - გამარჯობა. გურამ გაგუა. - გაეცნო მის წინ მჯდომი სამოც წლამდე კუშტი გარეგნობის მამაკაცი . - ზურაბ დვალი. - გაეცნო მეორეც, დაახლობით მისი ასაკის და ხელი გაუწოდა. - სასიამოვნოა ! - ცერად დასწრაფად შეათვალიერა ორივე. - აბა, იტყვი მთავარს ? - თემას დაუბრუნდა დათა და დგებუაძეს გახედა ცივიგამომეტყველებით. - ვფიქრობ, შენც უნდა ხვდებოდე ! - საქმიანად დაიწყო მასპინძელმა. - შესაძლოა, მაგრამ მაინც გისმენ. - მოუჭრა სიტყვა და ორივე ხელი სავარძლის სახელურებზედაალაგა. - „ხმაურიანი წვეულების“ მოწყობის გამო ცოტა ნაწყენი ვარ იმ გოგოზე და შენ რომ არ დამენახე მის გევერდით აქედან ვერც გააღწევდა. - მიკიბ-მოკიბის გარეშე მოახსენა ჯონიმ. ისედაც არაბულის ქცებების გამო ბრაზს აეტანა. ორმოცდაათ წლიანი ცხოვრების და მერე, როგორი „მრავალფეროვანი“ ცხოვრების შემდეგ, მგონი, პირველად იჯდდა მის წინ ასეთი შეუვალი ახალგაზრდა, რომლესაც საერთოდ არ ადარდებდა მისი სტატუსი და „არც თუ ისე კარგი“ რეპუტაცია. კი იცოდა არაბულის ხასიათის შესახებ, მაგრამ კაბინეტში შემოსვლიდან რამდენიმე წუთში თუ გამოამჟღავნებდა არ ეგონა. - დავიჯერო „წვეულებები“ უკვირს თქვენს კლუბს ? - ცინიკურად ჰკითხა დათამ. - არა, მაგრამ მისმა ცნობისმოყვარე ვიზიტმა გამაკვირვა. - წვეულების მომწყობი გოგოს კვალობაზე ზედმეტად ხომ არ ინტერსდებით მისით?! - „ ინტერესდებით“ გამოკვეთა და დანარჩენ ორსაც გადახედა. - ის, ჩვენი საერთო ნაცნობის დაა, ყმაწვილო. მისი ინტერესი კი არასახარბიელოა ჩვენთვის. უფრო მეტად კი, მისთვის. - მიზეზისა და შედეგი დაბარვა არც უცდია დგებუაძეს. - ესეიგი იცნობთ კიდეც. - ისე დაასკვნა, თითქოს ახლაღა გამოერკვა საქმის ვითარებაში და თითქოს, არ იცოდა ანდროს კავშირი ნარკოტიკის სამყაროსთან. არადა იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, არიდას სავარაუდო ინტერესის რა სფეროს გულისხმობდა დგებუაძე. - ისევე, როგორც შენ. - ცალყბად ჩაიცინა ჯონიმ. - მისი ძმის წყალობით. მე შორიდან. შენ კი, როგორც ვხედავ ახლოდან. - ცინიკურად დაამატა. - მე და შენ ახლა იმას განვიხილავთ მე ვისთან და როგორი ნაცნობობა მაკავშირებს ? - უხეშად გამოსცრა დათამ. - არა. უბრალოდ ვაზუსტებ. - რას ? - თუ შენ მასთან საერთო არაფერი გაქვს და ჩხუბს მხოლოდ იმიტომ გაარიდე, როგორც მამაკაცმა ქალი, მაშინ მასთან რაღაც კითხვები მაქვს და ჩემებურად მივხედავ. - ჯონი, რაიმეს დაზუსტებებს შეეშვი. - დაიწყო და ფეხზე წამოდგა დათა. - ახლა პირველად და უკანასკნელად აგიხსნი. ის, აქ, აი იმ ბიჭის მოსაძებნად მოვიდა, - დიდ ეკრანზე გაშლილ კამერებში, ლუკას სამყოფელისკენ ანიშნა. - ალბათ თავადაც ხედავ, რა მდგომარეობაშია. ასე, რომ არც პრობლემა არსებობს და არც კითხვები ! - მგონი, ზედმეტი მოგდის ყმაწვილო ! - წამოენთო კაცი. - ზედმეტში, რას გულისხმობ ? - იმდენად მშვიდი და უემოციო იყო დათა ეს უფრო აცოფებდა დგებუაძეს. - უბრალოდ თქვი, თუ რაიმე ურთიერთობა გაქვს ვაჟა აფციაურის მკვლელის დასთან და მერე მე გადავწყვეტ იარსებებს პრობლემა და კითხვები თუ არა ! - მთელი წინადადება განსაკუთრებული მონდომებით გამოკვეთა. ცდილობდა გამოეწვია, უხერხულობა შეექმნა ან დაებნია ეს ამაყი ბიჭი. მაგრამ არაბულის ხასიათს, რომელსაც კუს ჯავშანივით შემოერტყა სიმტკიცე, მისი სიტყვებით მანიპულირება რას დააკლებდა. - შენ ჩაგაბარო ანგარიში ჯონი ? - ხმას აუწია დათამ. სამივე დამხვდური ფეხზე წამოდგა. იმ ორთაგან ერთ-ერთმა, რომელიც აქამდე დიდი ინტერესით აკვირდებოდა მოსაუბრეებს, დგებუაძეს თავის მოძრაობით ანიშნა დამშვიდებულიყო. წამოჭიმული, ცეცხლმფრქვევი ჯონიც დაშოშმინდა. - მე, შენ გითხარი, არ არსებობს პრობლემათქო ! ჩემს სიტყვას არ ენდობი დგებუაძე ? - დათას ბოლოს ნათქვამმა ჯონის, შეტევზე გადასასვლელად მომზადილი ავყია სიტყვები პირზე შეაშეშა. გაანეიტრალა. ახლა, რომ მას საპასუხო რისხვა გამოეხატა, ამით უნდობლობას უდასტურებდა და ფაქტიურად შეურაცხყოფას აყენებდა. ეს ყველაფერი კი მტრობით დაგვირგვინდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაბული სულაც არ იყო ხელწამოსაკრავი პიროვნება და ეს თავადაც მშვენივრად იცოდა, მასთან ასე ღიად გამოცხადებული მტრობა საერთოდ არ აწყობდა. მით უფრო, რომ მისი არალეგალური ბიზნესი, სწორედ იმ ქვეყნების გავლით საზრდოობდა სადაც რამდენიმე მსხვილი აქტივი ჰქონდა და დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა არაბულს. - ეგ არ მიგულისხმია ! - უკან დაიხია მასპინძელმა. - ძალიან კარგი. მაშინ, ახლა მე წავალ. ბიჭი სავადმყოფოში უნდა წავიყვანო. - მშვიდ მდგომარეობას დაუბრუნდა სტუმარი. - მოკლედ ჯონი, აქედან რომ გავალ მე ამ შეხვედრას ვივიწყებ, შენ კი იმ გოგოს. ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის და ჩვენი ურთიერთობაც ისეთივე დარჩება, როგორიც იყო ! შევთანხმდით ? - ეს სიტყვები გაფრთხილება იყო დათას მხრიდან და ჯონისაც არ გასჭირვებია მისი გაშიფრვა. შინაგანმა, ბრაზით გაღვიძებულმა მხეცმა ლამის კაპილარები დაუხეთქა მასპინძელს და თვალებში სიწითლედ მოაწვა. კაცს, რომლისაც ძალიან ბევრს ეშინოდა მისი შავ-ბნელი საქმიანობის გამო და თუნდაც იმიტომ, რომ „სამთავრობო კრიშა“ ჰყავდა, ახლა ამ ღლაპმა უკან დახევა აიძულა. აიძულა, რადგან დათას სიტყვას იმ სამყაროში სადაც ჯონი მოვაწეობდა, დიდი წონა ჰქონდა. მასთან კონფქლიქტი არ იქნებოდა სახარბიელო, მისი გვლენების მასშტაბის გათვალისწინებით. ჯონიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. დათამ კიდევ ერთხელ კარგად შეათვალიერა მთელი ხნის განმავლობაში ჩუმად მსხდომი სტუმრები და დაუმშვიდობებლად დატოვა კაბინეტი. *** ძალაგამოცლილი, აცახცახებული მანქანას იყო მიყრდნობილი, კლუბის კარში გამომავალი არაბული, რომ შენიშანა. მის უკან კი ლაშა მოდიოდა ფეხზე ძლივს მდგომ ლუკასთან ერთად. გაქცევა და ჩახუტება მოუნდა, მაგრამ შერცხვა, ვერ გაბედა. დათამაც შეამჩნია გაფითრებული არიდა და მალევე გაუპირისპირდა. ახლოს მისული ისეთი თვალებით დააჩერდა თავის მხრებამდე ძლივს მიღწეულ სხეულს, ადგილზე რომ გაგაქვავებს ადამიანს. - რატომ ეძებ პრობლემებს ? - ერთმანეთზე დაჭერილ კბილებში, ძლივს გამოაღწია ხმამ. - მე, მხოლოდ ლუკას ვეძებდი. - მეტად აიტანა შინაგანმა ცახცახმა. ცრემლებმა, რომლებიც მდინარეებად დაეკიდნენ ლამაზ ღაწვებზე, უკითხავად გაყიდეს შეშინებული გოგონა. ქუთუთოები მაგრად შეკრა და გვერდით გაიხედა. - დამშვიდდი ! - შედარებით რბილი ტონით უთხრა დათამ და ათრთოლებული გოგონა ინსტიქტურად მიიკრა მკერდზე. ფიზიკურად, სულიერად დაღლილ არიანდას წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. სიმყუდროვე განცდილი გაიტრუნა და ხელები შემოხვია. დათას ახოვანი სხეული სუროსავით შემოეჭდო. მთლიანად ჩაიკარგა არიდა. ამირეჯიბის ქალს სიდაბლეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, მაგრამ არაბულთან შედარებით ბევრად პატარა ჩანდა. მათ გვერდით მდგომ ვანოს კი, ბიძაშვილის სიტყვები გაახსენდა ჩახუტების წმინდა დატვირთვასთან დაკავშირებით დ თავი მრავლისმთქმელად გააქნია. უყურებდა ჩახუტებულ წყვილს და გულში ეღიმებოდა. - - ჩაჯექი მანაქანაში! ეს ბიჭი საავადმყოფოში წავიყვანოთ ! - ცივად მოიშირა გოგონა მას შემდეგ, რაც მკერდზე მიკრული სითბოს სხეულში შეპარვა იგრძნო. მოიშორა და განზე გადგა თითქოს რაიმე გამოუსწორებელ ცოდვას ჩადიოდა. არიდას სიცივედ დაუარა, მასზედ ჩახუტებული სხეულსადმი სასიამოვნო ბმის უეცარმა გაწყვეტამ. ისიც კი მოეჩვენა რომ ეს ბმა, ბინარული იყო. ეუხერხულა წამების წინ განცდილი და უსიტყვოდ მიიხურა ავტომობილის კარი. ფრთხილად მიეფერა ლუკას, რომელიც ლაშას უკვე მოეთავსებინა უკანა სავარძელზე და მისი თავი კალთაში ჩაიდო. - ცოტა სწრაფად იარე ! - უთხრა დათამ საჭესთან მჯდომ ვანოს, როგორც კი მის გვერდით მოთავსდა. - როგორ ჩანს გადაბმულად ყლაპა. - ხომ არ მოკვდება ? - შეშინებულმა წამოიყვირა არიდამ. - არა. მიუსწარი. - დაამშვიდა ვანომ და მანქანაა გააქროლა. გზიდან დაურეკა არიდამ ქეთის, მსუბუქად მოუყვა არსებული მდგომარეობა და საავადმყოფოს მისამართი უთხრა. ვიდრე მივიდოდნენ მონოტორულად ეფერებოდა ლუკას დაცვარულ შუბლზე და ტირილნარევი ხმით დროდადრო ჩუმად ეჩურჩულებოდა : ასე როგორ გაიმეტე შენი თავი? ...ქეთი მაინც არ შეგეცოდა ? ... იცი, როგორი რთულია ოჯახის წევრი ნარკომანი, რომ გყავს ?... წარმოდგენაც არ გაქვს. აღარ მეგონა თუ ოდესმე კიდევ მომიწევდა ასეთ მდგომარეობაში ვინმეს ხილვა. უნდა იცოცხლო ლუკა... გთხოვ, უნდა იცოცხლო. - ხმადაბლა ბუტბუტებდა და ცრემლებს მუჭით იწმენნდა. თუმცა არც ისე ჩუმად, რომ მის წინ მსხდომთ ვერ გაეგონა... დათა სარკეში ათვალიერებდა ტირილით ცხვირ-პირ აწითლებულ გოგოს. მოსაცდელ დერეფანში იდგნენ ქეთი, რომ შემოვიდა. უკან ვახო და ზურა მოყვებოდნენ. ქალმა კდელს მიყრდნობი არიდა, რომ დაინახა, უფრო აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა მისკენ და აქვითინებულმა გულში ძლიერად ჩაიკრა. - სად არის? როგორ არის? - ხმის კანკალით იკითხა ქეთიმ. - ბევრად კარგად , მაგრამ ჯერ კიდევ ექიმები სინჯავენ. - დაამშვიდა გოგონამ. - მისი ნახვა მინდა ! - არ შეგიშვებენ ქეთი. ცოტა უნდა მოითმინო. - იქნებ ვინმეს ვთხოვოთ. ვახო, გთხოვ შემიშვან ! - სასოწარკვეთილი საუბრობდა შეშინებული დედა. - ქეთი, ხომ იცი, ასე არ შეიძლება ! ხელს შეუშლი. სჯობს ჯერ დამშვიდდე. - თბილი ხმით დაუყვავა კაცმა, საყვარელ ქალს და მისი ხელი დაიჭირა. - ვიცი, მაგრამ... გული მისკდება ვახო ! -შუბლით ჩამოეყრდნო მკერდზე. კაციც ნაზად ეამბორა თავზე. ცოტახანს ვახოზე მიკრული ცდილობდა დამშვიდებას ქეთი. როგორც იქნა თავს ძალა დაატანა, სხეულს აიძულა კანკალი შეეწყვიტა. ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები შეიმშრალა. ჩვეულ ფორმაში ჩადგა ქალი. არიდასკენ შებრუნდა. - - ჩემი ანგელოზი ხარ არიდა. ღმერთს მადლობა, რომ შენი თავი გამომიგზავნა. - მის სიტყვებში უზარმაზარი მადლიერება გამოსჭვიოდა. - მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რასაც შენ არ იმსახურებ ! - მე რა დედა ვარ არიდა?! მე რა დედა ვარ მითხარი ? შენ ერთი შეხვედრით მიხვდი მე კი ... მე ყოველდღე ვხედავდი და ვერ მივხვდი. ამის მერე მე დედა ვარ ? - განადგურებულ დედაში, თავიდან იფეთქა ცრემლებმა. - მაგის მიხვედრა არც თუ ისე ადვილია. უბრალოდ მე გამოცდილება მქონდა. მწარე გამოცდილება ქეთი. ტავს ტყუილად ნუ იდანაშაულებ გთხოვ ! - მონდომებით ამშვიდებდა ქეთის, მასზედ არანაკლებ აღელვებული გოგო. მთელი დღის მანძილზე მასში გავლილმა ემოციამ თავისი გაიტანა. სხეულში სისუსტე იგრძნო და იქვე სკამზე გაფითრებული ჩამოჯდა. - არიდა, კარგად ხარ ? - სწრაფად გაჩნდა ასანიზე მის გვერდით და ხელი დაუჭირა. - კარგად ვარ ზურა, მადლობა ! - ფერი არ გადევს. - არაფერია. ცოტა ვინერვიულე და ამის ბრალი იქნება. - მკრთალად გაუღიმა გოგომ. - იქ მარტო წასვლა, როგორ გაბედე არიდა ? ჩემთვის მაინც გეთქვა. - გულრწფელი საყვედური უთხრა ასანიძემ. ადარდებდა გოგოს მდგომარეობა. - შენ ვერ შეგაწუხებდი ზურა ! - იმ წუთას სხვა პასუხი ვერ მოიფიქრა . - რას ამბობ არიდა ? ხომ იცი, არც ლუკაა ჩემთვის უმიშვნელო ადამიანი და არც შენ ! მაგას, როგორ მეუბნები ? - ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი გაცხარებულ ზურას. - ახლა საყვედურების დრო არ არის ზურა, ხმას დაუწიე ! - მკაცრად მისცა შენიშვნა ვახომ შვილს. - თუმცა, მეც ვეთანხმები არიანდა. იქ, მარტო წასვლა დიდი შეცდომა იყო. მიხარია, უვნებელები რომ ხარ. - მზრუნველი ტონით უთხრა გოგონას. - მართალი ხარ. - დაეთანხმა მამას. - მაპატიე, არიდა ! - მოუბოდიშა ზურამ და მის გვერდით დაჯდა. - მადლობა ბატონო ვახო ! თუმცა, ჩემს საქციელს საერთოდ არ ვნანობ. მთავარია ლუკა ვიპოვე. - თავჩაღუნულმა უთხრა უფროსს გოგონმა და ქეთის მიუბრუნდა. - ქეთი, ლუკასა და ჩემს სიცოცხლეს ამ ბატონებს უნდა უმადლოდე. - მათგან მოშორებით მდგომ დათასა და ვანოზე ანიშნა, რომლებიც დიდი ინტერესით უყურებდნენ ზურას გამოსვლას. არაბულს სახეზე არასასიმოვნო გამომეტყველება გადაჰკვროდა. ჯერ არიდას შეავლო გაავებული თვალები , მერე კი მის გვერდით მჯდომს. დანარჩენებს კი, თავის დაკვრით მიესალმა. - მათ გამოგვიყვანეს იმ შენობიდან. - დათა ? ვანო ? - ახლაღა შეამჩნია ქეთის დამშვიდებით დაკავებულმა ვახომ, ნაცნობი ახალგაზრდები. მათ კომპანიასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ეგეც, რომ არა მისი სარესტორნო ქსელის ხშირი სტუმრები იყვნენ. - დიდი მადლობა დახმარებისთვის ! - ალბათ ვერასდროს გადაგიხდით საკადრის მადლობას. - ქეთი, ვახოსთან ერთად მათკენ დაიძრა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა. - სამადლობელი არაფერია. მთავარია თქვენი შვილი კარგადაა. - ორივე ხელში მოიქცია ქეთის ათრთოლებული ხელი ვანომ და მზრუნველად მიმართა ნაცნობ ქალს, რომელთანაც რესტორანში საქმიანი ვახშმობის დროს უხდებოდა შეხვედრა. არაბული, ყველას მიმართ უსიტყვო ურთიერთობით შემოიფარგლა. დაახლოებით ერთი საათი მოუხდათ დერეფანში ლოდინი. ზურა, თითქოს მიზანმიმართულად არ ცილდებოდა არიდას გვერდიდან. გოგოც ჩუმად გააპარებდა ხოლმე დათასკენ მზერას. თითქოს მის წინაშე რაიმე დანაშაულს სჩადიოდა და როგორც კი მის თვალებს გადააწყდებოდა ტანში ცივ ჟრუანტელს გრძნობდა. გულს უცნაურად უჩქარდებდა, მისი დაჟინებული საყვედურნარევი მზერა. - როგროც კი ლუკა გონს მოვა იმ კლუბს უნდა ვუჩივლოთ ! როგორ ასაღებენ არასრულწლოვნებზე ნარკოტიკს ! - ქეთისთან წამოიწყო საუბარი ვახომ. - ახლა, ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, მაგრამ შენ როგოც საჭიროდ ჩათვლი ისე მოვიქცეთ. - დაღლილმა ხმით უპასუხა ქეთიმ. - ვახო, ბოდიში, რომ გეჩრებით მაგრამ იცი, ვის კლუბზეა საუბარი? - საუბარში ვანო ჩაერთო მას შემდეგ, რაც დათამ ხელი მიკრა და მანაც მიხვდა, რას ანიშნებდა. . მათკენ წავიდა. - არა, მაგრამ სამართალთან მაგას მნიშვნელობა აქვს ? - გააკვირვა ვანოს სიტყვებმა. - დარწმუნებული ვარ, ჯონი დგებუაძეზე გსმენია ! - კი, რათქმაუნდა ! - ისეთი ტონით დაეთნხმა აშკარა იყო სწრაფად გაერკვა საქმის ვითარებაში გამოცდილი უფროსი ასანიძე. თუმცა, უმცროსი ასანიძესთვისაც არ იყო ეს სახელი უცნობი და კიდევ ერთხელ მოუნდა არიანდა დაეტუქსა. - თუ მშვიდად ცხოვრება არ მოგბეზრებიათ ამ საქმეს შეეშვით. - გულრწფელი გაფრთხილება მისცა გიგაურმა, რომლელსაც მსგავსი რეპუტაციის მქონე ადამინების შესახებ მათზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა. - სამწუხაროდ ამ შემთხვევაზე უარესებიც მომხდარა იქ, მაგრამ მათთან საქმის მოგება ვერავინ შეძლო. პირიქით, მტრად გადაიკიდა. ასე, რომ უბრალოდ ლუკას მიხედეთ. ვინაიდან ვახოსაც გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა, თუ, როგორ გვარდეებოდა დგებუაძის სამყაროში პრობლემები, უსიტყვოდ დაეთანხმა გიგაურის დასაბუთებულ რჩევას. ამასობაში ექიმიც გამოჩნდა. აცნობა, რომ ლუკას მდგომარეობა სტაბილური იყო და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვახოს ნაცნობი იყო. ამიტომ ქეთის, შვილთან დარჩენის უფლება მისცეს. დანარჩენები წასასვლელად მოემზადნენ. - წამოდი, სახლში წაგიყვან არიდა ! - შესთავაზა ზურამ და მხრებზე ხელის მიდებით წინ უბიძგა. - არიდას მე წავიყვან ! - ვიდრე, არიდა რაიმეს ეტყოდა ზურას, მანამ მოულოდნელად და ცივად გაიჟღერა იმ წუთამდე მდუმარე არაბულის ხმამ. ყველა მისკენ შებრუნდა. ქეთიმ ჯერ გაშეშებულ არიდას შეხედა მერე დათას და მასში წვეულების დღეს არიდასთან მოსაუბრე ბიჭი ამიცნო. მერე კი სიბრაზისგან ანთილ ზურას გახედა. თვალებით შეევედრა დამშვიდებულიყო. არაბულს არც არავის რეაქცია შეუმჩნევია და არც არიდას პასუხს დალოდებია, რადგან არც უკითხავს. უცერემონიოდ დაფარა მათ შორის მანძილი, წინ დაუდგა და თავით ანიშნა გაყოლოდა. გაორებული გოგონა ისე აჰყვა მის ნაბიჯებს თითქოს, ვალდებულიც კი იყო მასთან ერთად წასულიყო. მეტად გააფთრებული ზურას გვერდით სწრაფად გაჩნდა ქეთი და ხელში დაქაჩა. ვანოც გამოემშვოდობა მათ და ლაშასთან ერთად დატოვა საავადმყოფოს ეზო. არაბული, ცენტრალურ მაგისტრალზე ქარივით მიაქროლებდა ავტომობილს. არიდა, გაურკვებლობას მოეცვა. ვერ აეხსნა დათას ქმედება. ჯერ კიდევ რესტორნის ინციდენტზე არ ჰქონდა პასუხი და ახლა ეს, უკითხავად რომ წამოიყვანა საავადმყოფოს შენობიდან და ახლაც ვერ ხსნიდა, რატომ იქცეოდა ბიჭი ისე, თითქოს მის იქ არსებობას ვერ ამჩნევდა. ერთ ხანს ითმინა ამირეჯიბის ქალმა უხერხული მდგომარეობა და გვერდით მჯდომი მამაკაციდან მონაბერი სუსხი. ბოლოს, რომ ვეღარ გაუძლო საუბარი ნაწყენი ხმით წამოიწყო. - არ იყო საჭირო თქვენ წამოგეყვანეთ ! - ისევ თქვენ ? - იკადრა არიდასკენ გახედვა და მის ბავშვურად გაბუსხულ ლამაზ სახეს გადააწყდა. პირველად იგრძნო ჩხვლეტა გულში, არაბულმა. პირველად შეიჭრა არიდასადმი ლტოლვა სხეულში. . პირველად მოუნდა მის წითელ, მსუყე და მეტად გამოზიდულ ბაგეებს შეხებოდა. ქათქათა ყელისაკენ გააპარა მზერა. უფრო ქვევითაც ჩააღწია. გოგონას, გახშირებული სუნთქვით მოძრავმა სავსე მკერდმა, რომელიც მთელი დიდებულებით მოჩანდა ტანზე მჭიდროდ მომდგარ მაისურში, არაბულის სისხლში ვნება ცხელ ლავად შეურია. სიმხურვალით გაფართოებულ კაპილარებში, თავხედურად მოთარეშე სურვილებმა ყელში წაუჭირა ბიჭს. სწრაფად იტაცა შავი პერანგის საყელოზე ხელი და ღილი შეიხსნა. ასეთი დაუოკებელი სურვილი პირველად შეუჩნდა დათას. თუმცა, ეს სულაც არ იყო ავხორცული... რაღაც უფრო ღრმა იყო... - ჩვევაა. - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა და თითებს დაუწყო წვალება. - ხოდა მოიშორე ეგ ჩვევა ! - ერთდროულად საკუთარ თავზე და არიანდაზე გაბრაზებულმა ისე უხეშად გამოსცრა კბილებში, საბოლოოდ დააკარგვინა მოთმინება გოგოს. - გაბრაზებული ხართ ბატონო დათა ? - ჰკითხა და გადიდებული თვალებით მიაჩერდა - უკაცრავად, დათა ! -სწრაფად გამოასწორა შეცდომა, მაგრამ დააგვიანა. რადგან არაბულმა ძლიერი დარტყმით დაამუხრუწა მანქანა და ერთი გვარიანად შეაქანა გოონასაც. მთელი ტანით მისკენ შებრუნდა ბიჭი. საოცარი სიმშვიდით, მაგრამ ისეთი სახით, ისეთი დაჟინებით უმზერდა , მთელი სხეული აუფორიაქა არიდას. სუნთქვა შეეკრა. - შუა გზაში ვდაგავართ და მოძრაობას ვაჩერებთ. - ყელში ძლივს გადააგორა მთელი დღის მანძილზე ნელ-ნელა გაზრდილი ბურთი და ისე დამრიგებლურად უთხრა, გეგონებოდათ თავად არაბულმა არ იცოდა, სად გააჩერა. უფრო ახლოს მიიწია არიდასკენ დათა. გოგომაც თავის მხრივ უკან დაიხია. დათაც ჯინაზე იხრებოდ მისკენ და ლამის მანქანის კარს შეაზარდა არიდა. - დათა ! - საცოდავად ამოიკნავლა. - ასე, ნუ მიყურებ ! მეშინია ! -ბავშვივით ამოიბუტბუტა. დათამ მაღლა აზიდა წარბები და ფართოდ გახელილი თავლებით დაუთვალიერა სახე. წითელ ბაგეებთან გაშეშდა. უფრო მიიწი. არიდას გული ყელში ამოაჯდა მისი მზერა რომ დააფიქსირდა. თუჩები აუთრთოლდა. ახლა თვალებში ჩააშტერდა ბიჭი.... ერთხანს უმზირა. მერე რაღაც დაინახა მათში... დაფრთხო... სწრაფად გაიწია, ერთი ღრმად ჩაისუნთქა, თვი გააქნია, საჭეს დაუბრუნდა და სვლა განაგრძო. როგორც კი სულისშემკვრელი შავად მოელვარე თვალები მოშორდა ქალს ყელში გაჩხერილი ჰაერი ნელ-ნელა გამოუშვა. გულზე ფრთხილად მიიჭირა ხელი იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ტავის ადგილას იყო და არ ამომხტარა. გულმა, ხელისგულზე გაფანტული რითმების საშუალებით სხეულში გაავრცელა აღელვების მიზეზი და როდესაც ტვინმაც მომხდარის განცნობიერება დაიწყო, დაიწყო იმის აღქმა, რომ ეს ადამინაი და მისი თვალები იმაზე მეტად მოქმედებდა მასზე ვიდრე აქამდე ხილული ნებისმიერი სხვა, არიდამ თავდაცვისმექანიზმი აამუშავა. ყოველაფერი ახალის მიღების მიმართ მისმა შიშმა, თავისი გაიტანა. ეს გრძნობა კი, სრულიად ახალი აქამდე არასდროს გნცდილი იყო და ისე სწრაფად გააქრო ტვინის უჯრედებიდან, ბოლომდე შესვლაც კი არ აცადა. ისევ იმ ადგილზე, გოგოს სახლთან ახლოს გააჩერა მანქანა დათამ. უსიტყვოდ ჩამოქვეითდა. არიდასგან ზურგით ავტომობილს მიეყრდნო და სიგარეტსმოუკიდა. ბიჭის, საქცილმა ისევ წყენა გამოიწვია არიდაში. ისიც წინდა, რომ ვერ მიმხვდარიყო, რზე ბრაზობდა არაბული. მანქანიდან თავადაც გადავიდა, გვერდი აუარა და ისის მისგან ზურგშექცევით ქვაზე დაჯდა. არიდას ბავშვურმა საქციელმა ღიმილი მოჰგვარა უემოციო არაბულს. სრვილი იმდენად დიდი იყო დაფარვა არც უცდია. თანაც არავინ უყურებდა. მის უმოწყალოდ სიმპათიურ, მამაკაცურად უხეშ სახის ნაკვთების, წარმოუდგენლად მომხიბლავად მოედო ღიმი. უყურებდა ზურგით მჯდომ გოგონას, რომელიც ქარისაგან აწეწილ თმას იგერიებდა და ეღიმებოდა. იმდენად გულრწფელი იყო მისი ემოცია, ვერც კი იფიქრებდი, ამ გოგოს მიმართ ცუდი მიზნები თუ ამოზრავებდა. სიგარეთის ღერი ბოლომდე ჩაწვა და მიწაზე დაგდო. ავტომობილის ბუფერზე შემოდებული მარჯვენა ფეხი ჩამოიღო და ნამწვი ფეხის უხეში მოძრაობით ჩააქრო. სახეზე ჩვეული გამომეტყველება დაიბრუნა, მხრებში გაასწორა მაღალი სხეული და დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქვაზე მჯომს. ჯერ ზემოდან დახედა ქალის ლამაზ სხეულს და მერე ისიც მის გვერდით ჩამოჯდა. - პატარა გოგოსავით რომ იქცევი ხვდები ? - გეგმას დაუბრუნდა არაბული და ხმაზეც შესაბამისი ინტონაცია მოირგო. - რა გინდა დათა ? - გაცხარდა ამირეჯიბი. პატარა უწოდეს. - მე? მე არაფერი. - ეამა გოგოს რეაქცია , - მაგრამ შენ თუ გინდა რაიმე, მითხრი. - არაფერი მინდა და არც პატარა ბავშვივით ვიქცევი. აქ რატომ გავჩერდით? - უნდა ვისაუბროთ. - ახლა, შენც იმაზე უნდა დამტუქსო იქ რომ წავედი ? - მაქვს უფლება შენი დატუქსვის, არია ? - კითხვითვე უპასუხა და საგონებელში ჩააგდო ჭკვიანი, მაგრამ მაინც გამოუცდელი გოგო. არა, საერთოდ რას წამოვჭერი ეს თემაო-გულში გაიფიქრა. - არა ! - ხისტად უპასუხა. - იმ ბიჭს ჰქონდა ? - ისევ აილესა ასანიძის გახსენებაზე დათა. არიანდაც მიუხვდა ირონიით დასმულ კითხვას. - არა ! - ვინ იყო ? - ჩემი უფროსი. - მშვენივრად მიხვდა არიდა „ვინ იყო“ რას გულისხმობდა და თავადაც მშვენიერი პასუხი გასცა. დათაც მიუხვდა ხრიკს და აღარ ჩაეძია. თუ საჭიროდ ჩათვლიდა თავად გაარკვევდა - იქ მარტო რატომ წახვედი არია ? - დღის თემას მიუბრუნდა და მუხლებზე დააწყობილი ხელის მტევნებით მანქანის გასაღებით თამაშს მოჰყვა. - სხვა გზა არ მქონდა. - უპასუხა არიდამ და მობილურით კიდევ ერთხელ მიწერა დედას, რომ ლუკა უკეთესად იყო და სახლში მალე მივიდოდა. - იცი, რომ ძალიან გარისკე ? - სარგებელი მიღირდა , რისკის საპირწონედ. - გასაგებია, მაგრამ შეგეძლო ვინმესთვი გეთქვა. - არ შემეძლო. არავინ იყო ისეთი ვისაც იქ წაყოლას ვთხოვდი. ვერც ქეთის გავუმხელდი, რადგან მეც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული. - ამ ქვეყნად საჭირო დროს უადამიანოდ, უიმედოდ ყოფნამ გული კიდევ ერთხელ ჩაწყვიტა გოგონას. - მე ხომ გნახე წასვლის წინ. გეთქვა და წამოგყვებოდი. - ყველა ჩემს პრობლემაზე შენ ვერ შეგაწუხებ. იმ დღეს სხვა გზა არ მქონდა და ამიტომ დაგირეკე. დღეს კი თავადაც შემეძლო. - ყოველ ჩვენს შეხვედრაზე იმ დღეს ნუ გაიხსენებ, მითუმეტეს დავიწყებას ცდილობ. -ნიშნისმოგებით გაახსენა მოძალადეზე დაუმსახურებლად ნაპატიები ცოდვა. - რომ ვწუხდებოდე ახლა შენს გვერდით არ ვიქნებოდი. - ცუდად ნუ გამიგებ. - ეუხერხულა თავისი ნათქვამი გოგოს. - უბრალოდ მიჩვეული ვარ მარტოს, რომ მიწევს პრობლემებთან გამკლავება. მიჩვეული ვარ პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღებას. ზოგჯერ რთულიცა, დამღლელია, მაგრამ არის ამაში რაღაც კარგიც.მაგალითად... - მაგალითად ის, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თავად ხარ. როდესაც იცი, მარტო ხარ, მეტად ძლიერი და დამოუკიდებელი ხდები. - ცხოვრებისგან მრავალ გაკვეთილ მიღებულმა დათამ დაასრულა არიდას სიტყვები. - კი, ასეა. - გაუკვირდა ასეთი სიზუსტით, რომ გააჟღერა თავისის სათქმელი ბიჭმა. - ძლიერი და მამაცი რომ ხარ კარგია, მაგრამ ზოგჯერ ვიღაცის იმედის ქონა აუცილებელია არია. ყველა ბრძოლაში მარტო ვერ შეძლებ გაიმარჯვო. დღევანდელი დღე კი, ამის მაგალითია. - დათა ცდილობდა ამ სიტყვებით თავისი სისუსტე დაენახვებინა არიდასთვის. ასე უფრო გაუადვილდებოდა მასთან მიახლოვება. ასე უფრო ადვილად იქცეოდა გოგოს საყრდენად. - ხო, დღეს ისევ შენ დამეხმარე გამარჯვებაში. ისევ შენ გადამარჩინე და ახლა, ძალიან მინდა მადლობა გადაგიხადო. - თავის თავში სისუსტე ვერა, მაგრამ დათაში გადამრჩენელი კი დაინახა. არც ეს ფაქტი იყო ურიგო არაბულისთვის. - მგონი, ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა მადლობასთან დაკავშირებით საუბარი ამიტომ აღარ გაგახსენებ. - მეტად გაუმძაფრა გოგოს მადლიერების გრძნობა. თუმცა, უნდა ითქვას დათას მართლაც არ უყვარდა სიტყვა მადლობა და ბოდიში. არასდროს არაფერს აკეთებდა იმის გამო, რომ მადლობა მიეღო. ბოდიშთან კი უფრო რთულად იყო საქმე. თუ ვინმე საბოდიშოდ გაიხდიდა მასთან საქმეს ამ სიტყვის თქმას აზრიც აღარ ჰქონდა. - მახსოვს, მაგრამ როდესაც ადამიანი გეხმარება, ბუნებრივია მადლობის გადახდის სურვილიც გაგიჩნდეს. შენც გინდება, რაიმე ისეთი გააკეთო რითაც სამაგიეროს გადაუხდი ამ საქციელისთვის. - მთელი გრძნობით საუბრობდა არიანდა და დათასაც თავისთვის სასარგებლო სიტყვები მოხვდა ყურში. - კარგი, რახან ასეთი მნიშვნელოვანი შენთვის მადლობის გადახდა მაშინ დაგეხმარები და რაიმეს მოვიფიქრებ. - მოიფიქრებ, როგორ გადაგიხადო მადლობა ? - ხო. რახან შენ ამის დიდი სურვილი გაქვს მეკი სიტყვები არ მიყვარს სჯობს კომპრომისს მივაღწიოთ. - და რას გულისხმობს ეს კომპრომისი? - ბავშვურად გაეღიმა არიდას. - სავახშმოდ დაგპატიჟებ შენ კი მადლობის ნიშნად უარს არ მეტყვი. - მშვენიერი გეგმა ააწყო ჭკვიანმა დათამ. - არ ვიცი დათა. - შეთავაზებამ შეაცბუნა გოგონა. - არამგონია სწორი იყოს. - და არასწორი რა არის ამაში ? - საერთოდ არ გიცნობ. არც მე მიცნობ. - უპასუხა და ქარისაგან სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია. - ხოდა უკეთ გავიცნობთ. მოდი, ჯერ ნუ მიპასუხებ. კიდევ მოიფიქრე. უბრალოდ, იცოდე ეს, მადლობის მაგიერი ვახშამი იქნება და არასწორი არაფერია ამაში. - კარგი. - გაუბედავად დაეთნხმა და ქარისაგან სახეზე ჩამოყრილი თმები ყურებზე გადაიწია. ერთხანს უხმოდ იჯდა და მომხდარს განიხილავდა არიდას ფიქრები. ბიჭიც არ ურღვევდა სიჩუმეს. ყველა კადრი გაახსენდა და როგორც იქნა გაუნათდა გონება საიმისოდ, ეკითხა მთავარი. - დათა, იქ როგორ აღმოჩნდი ? ან მე, როგორ შემამჩნიე ? - მეგობართან შესახვეედრად მოვედი. ბართან ვიჯექით ჩხუბი რომ ატყდა და შემთხვევით დაგინახე . - ლაშას ტყუილი გამოადგა არაბულს, რომელზეც ბარში შესვლის წამიდან გააფრთხილა. - აა, მგონი ვხვდები ვისაც.- კლუბის კართან, უცნობ მამაკაცთან გაბმული დიალოგი გაახსენდა. მერე ლუკასაც ხომ ის დაეხმარა გამოსვლაში და გულუბრყვილოდ მოტყუვდა. - შენ, რატომ ხვდები ასეთ სახიფათო ადგილებში მეგობარს ? - ის ადგილი ჩემთვის არა, შენისთანა ცნობისმოყვარე ბავშვებისთვისაა საშიში არია. -პსუხის დროს მტყუებული არიდასკენ შებრუნდა და თითთების ნაზი მოძრაობით ამჯერად თავად გადაუწია სხეზე დაყრილი თმა. მისი შეხებით გამოწვეულმა ემოციამ ეკლებად დააყარა სხეულზე არიდას. კიდევ წაეთამაშა სიო მის თმებს. კვლავ დათამ დააპირა მათი შესწორება, მაგრამ არიდამ დაასწრო. სწრაფად დაილაგა თმები. ჩანთიდან სამაგრი ამოიღო და შეიკრა. არ უნდოდა კიდევ აეჩქროლებია მისი გული ბიჭის შეხებას. - გაშლილი უფრო გიხდება ! - დაასკვნა და სამაგრი მოაძრო. მოულოდნელობისაგან თვალები გაუფართოვდა გოგოს. - ნუ გეშინია ! აღარ შეგეხები !უბრალოდ გაშლილი გქონდეს. - ისეთი ხმით უთხრა ჯერ, რომ არ გაეგონა ქალის ყურს. მჩხვლეტავმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. არ შეიმჩნია არეული ემოციები და ხელი გაიშვირა სამაგრის გამოსართმევად, მაგრამ დათამ მიწოდების ნაცვლად მუჭში მოიქცია. - თუ არ დაგენანება მე მექნება. - შენ? ჩემი თმის სამაგრი ? - გულრწფელად გაუკვირდა ქრიდას. - დიახ. მე, შენი თმის სამაგრი და ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. - გაეღიმა არაბულს. - როგორი თვალებით ? - თვალების ცეცებას მოჰყვა. თითქოს სადმე თავისი თვალის ანარეკლს წააწყდებოდა და თავად დაიახავდა, როგოს გულისხმობდა დათა. - მართლა ასეთი გულუპრყვილო ხარ არია ? - გულის სიღრმიდან წამოსული კითხვა დასვა არაბულმა და ისე შეკრა სუნთქვა თითქოს ამ პასუხზე იყო მისი ცხოვრება დამოკიდებლი. - არ ვიცი გულუბრყვილობაში რას გულისხმობ, მაგრამ მაბნევ დათა ! - იმ წუთას მოსული შეგრძნების დამალვა არც კი უფიქრია არიდას. - რატომ იბნევი არია ? - გოგოს პასუხმა სიამოვნებისგან გულში ჩააღიმა გამოცდილი არაბული და მოგვრილმა გამარჯვების განცდამ პირველი კითხვაც კი გადაავიწყა. - ისე უეცრად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ისე უეცრად გახდი ჩემი ყველაზე რთული მომენტების მონაწილე, მხსნელი, ეს ყველაფერი ძალიან მაბნევს. არ ვარ მიჩვეული სრულიად უცხო ადამიანების ასე ახლოს მოშვებას და ჩვენი ეს სიახლოვე, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად ყალიბდება არ მომწონს. - ჩვეული გულრწფელობით ჩამოურაკრაკა პასუხი ბიჭს. - და თვლი, რომ მე ვარ ამაში დამნაშევე? უხერხულობას გიქმნი არიანდა ? გინდა წავიდე ? - ეკითხებოდა, მაგრამ წინასწარ იცოდა გოგოს პასუხი. გულში კი წუთის წინ არიდასთვის დასმულ კითხვას თავის თავს უმეორებდა. მართლა ასეთი გულუპრყვილო იყო, თუ თამაშობდა. - არა, შენ რა შუაში ხარ . არც უხერხულობას მიქმნი... უფრო სწორად მიქმნი მაგრამ ისე არა შენ, რომ გგონია ... მოდი რა შევწყვიტოთ ამაზე საუბარი. - კვლავ არეული თმა გაისწორა და ფეხზე წამოიჭრა . - ჯერ ძალიან პატარა ხარ არია ! - უფრო საკუთარ თავს უთხრა ვიდრე არიდას და ქვემოდან ახედა გოგონას, რომლის შავ დალალებსაც ქარი თავის ნებაზე დაატარებდა. - შეგიძლია ჩემი სამაგრი დამიბრუნო ? არ მენანება. უბრალოდ მჭირდება. - გაშლილი უფრო გიხდება-მეთქი ! - მე შეკრული უფრო მომწონს. თანაც ახლა, ქარი მიწეწავს. - როგორც ჩანს ქარსაც ისევე მოსწონს შენი თმის სურნელი, როგორც მე. - ადგილზე გააშეშა ამ სიტყვებმა არიდა. მას ხომ კომპლიმენტები არასდროს მოსწონდა, მაგრამ ამ კაცისგან ნათქვამმა უკვე მეორედ, სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა. ეუცხოვა ეს განცდა... აღელვა. არადა სულ არიყო ასეთი. სულაც არ მოქმედებდა მასზე მამაკაცის სიტყვები. რამდენი შექება აქვს მოსმენილი, მაგრამ არცერთ მათგანს მის გულზე არ გაუვლია. მაშ, რატომ მოქმედებდა მაინცდამაინ დათას ნათქვამი ? რატომ მიექანებოდა მისი ყველა ქმედება, სიტყვა, გამოხედვა გულისაკენ ? ... - ჩემს ყველა კომპლიმენტზე უნდა დაფრთხე არია ? - ჰკითხა და მის წინ აღიმართა. - გვიანია, უნდა წავიდე. - გვერდის ავლა დააპირა დაბნეულმა გოგონამ, მაგრამ არაბული არ დაანება წასვლა. მარჯვენა ხელით მაკლავში წვდა და თვისკენ მისწია. გული მეტად აუჩქარდა ქალს. დათამაც იგრძნო მისი ცვლილება და მეტად მოუნდა გაეწამებინა. ხვდებოდა პატარა გოგოს გამოუცდელობას და მანიაკალურ სიამოვნებას გვრიდა მისი აცახცახებული სხეული. უფრო ახლოს მიიზიდა. იმდენად ახლოს, რომ ტუჩებით თითქმის შუბლზე ეხებოდა. ქალიც წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ისეთ უუნარობას გრძნობდა თითქოს მარწუხები შემოხვიეს. არიდას ასეთმა სიახლოვემ, მისი კანიდან წამოსულმა სურნელამ არც არაბული დატოვა გულგრილი. ისევ მის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა შეუძვრა სხეულში. ზემოდან უყურებდა გაშეშებული ქალის სახეს. ლამპიონების შუქზეც, რომ ლამაზად იმზირებოდა. არც მის ტუჩებს დაეკარგა წითელი ელფერი. ალაგ-ალაგ თმები მიჰკვროდა და მათ მოსაშორებლად ბავშვურად აცმაცურებდა ბაგეებს გოგო. ისეთი მიმზიდველი, ისეთი სასურველი იყო, ყელში წაუჭირა დათას მათი დაკოცვნის სურვილმა. მარცხენა ხელით თმები მოაშორა, ტუჩის კუთხესთან ნაზად გაუსვა ცერა თითი და ოდნავ დაიხარა. დენმა დაარტყა არიდას. ვერაფრით ახერხებდა განძრევას და მოშორებას. გახევებული იდგა. კიდევ უფრო დაიხარა დათა. მათი სუნთქვა ერთმანეთს ეფრქვეოდა. არიდას გულის ხამ გარკვევით ჩაესოდა. აგჟებდა მისი თითოეული რეაქცია... სიამოვნებდა... მერე... მერე უცებ გასწორდა. - ჯერ, ყველაზე მნიშვნელოვანზე არ გვისაუბრია.ცოტახანს კიდევ დარჩი ! - როგორც იქნა იკადრა შეეწყვიტა გოგოს გრძნობებზე თამაში. ხელი შეუშვა და მოშორდა. - რაზე ? - ძალაგამოცლილამ, ძლივს მოახერხა ეკითხა. - დაჯექი ! - თავით ქვისკენ ანიშნა და თავადაც ჩამოჯდა. - პირველ რიგში მაინტერესებს საიდან იცოდი იმ კლუბისშესახებ და საერთოდ ის თუ იცოდი სად მიდიოდი ? - მაგ კითხვას ჩემი მხსნელი მისვამს თუ დათა არაბული ? - ერთი და იგივე ადამიანი რომ არის ? - მშვენივრად მიხვდა დათა, არიდას რისი თქმაც სურდა. - არა. ჩემი მხსნელი ახლობელია, დათა არაბულიზე კი წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის. - ამ სიტყვებით ხაზი გაუსვა მათ შორის არსებულ უცნაურ დამოკიდებულებას არიდამ. - დათა არაბულს აუცილებლად გაგაცნობ უკეთ არია. ახლა კი, როგორც შენ უწოდებ, შენს მხსნელს უპასუხე ! - ჩემმა ძმამ მითხრა.- სისხლი გაეყინა დათას ამ პასუხის მოსმენაზე, მაგრამ ბოლო ძალა მოიკრიფა. - ესეიგი ძმა გყავს. თანაც, ეს ძმა გეუბნება იმ ადგილების შესახებ და მერე, მარტო გიშვებს ? -ისე მშვიდად განაგრძო თიტქოს არაფერი იცოდა. - ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფიქრობ. თქმა მე ვაიძულე და მერე, მარტოც ჩემი გადაწყვეტილებით წავედი. - თავად რატომ არ წავიდა, ან არ წამოგყვა ? ცუდად ნუ გამიგებ უბრალოდ ისეთ ადგილას გიშვებდა... - ციხეში ზის. - სიტყვა აღარ დაასრულებინა არიდამ. უცებ წამოიყვირა. - თუ გაიგებს, რომ მე წავედი მართლა შეასრულებს მუქარას და გამგუდავს. - ძმასთან საუბრის ყველა კადრი გაუცოცხლდა გონებაში გოგოს და გულში რაღაც ჩაწყვიტა იმის გააზრებამ, ყველაფრის მიუხედავად მის თხოვნას, რომ გადააბიჯა. - ციხეში? მგონი ზედმეტი მომივიდა. - არაუშავს ! - არია, ჯობდა დაგეჯერებინა შენი ძმისთვის. - რა მოხდა შიგნით ? რატომ დააგვიანე ? - არიდა მიხვდა, რომ ლუკას იქიდან გამოყვანით ყელაფერი არ დასრულებულა. - არია, შენი იქ მისვლა ცუდი იდეა, რომ იყო ამას თავადაც ხვდები. რაც იყო, იყო. ჩემი ნომერი ხომ გაქვს. როგორც კი საჭიროებას იგრძნობ დამირეკე. - ვინ გავაბრაზე ასეთი ? ან რატომ ? - იკითხა და ღრმად ამოისუნთქა. - მოდი დღეს დაისვენე და დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. - დათა, შენ ახლა ცდილობ ჩემი პრობლემა უჩემოდ მოაგვარო ? - უკვე თითქმის მოვაგვარე. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მაინც ყურადღებით იყავი. - დათა, ძალიან ძალიან მადლობელი ვარ რაც ჩემ გამო გააკეთე, მაგრამ ეს ზედმეტია. საერთოდ არ ხარ ვალდებული ჩემს გამო პრობლემები შეიქმნა. მითხარი რაშია საქმე და თავად მოვიფიქრებ რაიმეს. ბოლო-ბოლო ისევ ჩემს ძმას ვთხოვ დახმარებას ან პოლიციაში მივალ, მაგრამ შენს ამ შარში ვერ გაგხვევ. - განერვიულებულამ ერთ ამოსუნთქვაზე მიაყარა სათქმელი. - სხვა გზა არ გაქვს არიანდა. ვერც შენი ძმა დაგეხმარება მითუმეტეს ციხიდან და ვერც პოლიცია, დამიჯერე. - მაშინ ალექსს ვთხოვ. ერთად მოვიფიქრებთ რაიმეს. - ალექსი ვინ არის ? - ჩემი ბავშვობის მეგობარია. - ისე სწრაფად უპასუხა ვერც მიხვდა, რატომ ეკითხებოდა. მოსმენილი მეტად ეამა არაბულს. - როგორც ჩანს შენს ძმას არ აუხსნია სად მიდიოდი. ან, თავადაცარ იცოდა წესიერად. ან, ის ვერ გათვალა იქ რა ამბებს დაატრიალებდი. არია, იმაზე მეტ ახლობელ ადამიანს ნუ გარევ ამ საქმეში ვიდრე ახლა არიან. ამ წუთას შენი დახმარება მხოლოდ მე შემიძლია, რადგან იმწუთას იქ შენს გვერდით აღმოვჩნდი. - სრულ სიმართლეს ეუბნებოდა დათა თუმცა, შექმნილი სიტუაცია მეტად ხელსაყრელი იყო მისი მიზნისთვისაც. - მაინც, რა დავაშავე ასეთი ? - სხვა თუ არაფერი, ერთი სამუშაო დღე ჩაუშალე. - მხოლოდ მაგის გამო ? რა მოხდა, შიგნით რომ დარჩი ? - მიდი ახლა სახლში წადი. ძალიან გვიანია. - ასე ვერ წავალ და ყველა პრობლემას შენ ვერ შეგატოვებ. - არიანდაა სახლში წადი- მეთქი. - გოგოს სიჯიუტემ ძალიან გააცხარა, მისი ბრძანების სწრაფად შესრულებას ნაჩვევი არაბულიდა ისე ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი არიდა შეხტა. - უბრალოდ სახლში წადი და ნებისმიერ დროს დამირეკე, როცა დაგჭირდება. დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბროთ. - დაწყნარებული ხმით გაუმეორა. - გვინდა თუ არ გვინდა მეც შენთან ერთად ვარ ამ შარში. - ღამემშვიდობის ! - ჩანთას დაავლო ხელი არიდამ. წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა. - არია ! - ოდნავ მოშორებულს, დაუძახა დათამ. გოგონა მოტრიალდა. -არ შეგეშინდეს, კარგი ? - თავი დაუქნია არიდამ და ისევ გზისკენ შებრუნდა. - ამის დედას.... ! - საკუთარ თავზე გაბრაზებულმა უმისამართოდ შეიკურთხა. გააბრაზა იმის გააზრებამ თუ ,რატომ უთხრა ბოლო სიტყვები. ძალიან მოუნდა მისი დამშვიდება. არ უდოდა შეშინებოდა იმ გოგონას, რომლის თმების სურნელიც მართალაც ძალიან მოსწონდა და ამ მიზეზის გამო არ მისცა უფლება შეეკრა. ამშვიდებდა არიდას, რომლისთვისაც ყველაზე დიდი საფრთხე თავად იყო... მუჭში მოქცეულ მის თმისსამაგრას დახედა. მერე ისევ მჭიდროდ მოუჭირა მუშტი. ავტომობილში ჩაჯდა, სამაგრი მინისაბარგულში ჩადო და ჩვეული სიჩქარით გაეცალა იქაურობას. *** დაძაბულმა გაიარა თავის კორპუსამდე გზა. ოდნავ ხმაურზეც კი დამფრთხალი აქეთ-იქით იყურებოდა. დათას გაფრთხილება ჩაესმოდა ყურებში, ყურადღებით იყავიო. ერთდროულად ეშინოდა და არც ეშინოდ. არ ეშინოდა, რადგან კაცი რომელიც უკან დატოვა გაუცნობიერებლად ეიმედებოდა. თითქოს, ზურგს უმაგრებდა. გრძნობდა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ მიატოვებდა და ეს დამოკიდებულება მისადმი შეუცნობლად მასზე მიჯაჭვულს ხდიდა. უხილავად, ემოციურად აკავშირებდა მასთან. მეზობლები ტრადიციულად კორპუსის წინ, მრგვალ რკინის მაგიდის ირგვლივ შემომსხდარნი დახვდნენ. მიესალმა და სადარბაზოსკენ წავიდა, მაგრამ ერთ-ერთის ხმამ შეაჩერა. - მოდი ჩვენთან ჩემო ლამაზო, ცოტახანს ჩამოჯექი- ფუმფულა, შუახნის ქალმა ხელით მის გვედით თავისუფალ ადგილზე ანიშნა. ცოტათი კიდევ მიიწია, არიდა, უკეთ რომ დამჯდარიყო. - დაისვენე და ახალი ამბები მოგვიყევი. - თქვენზე მეტი ახალი ამბავი იცის ნეტა ვინმემ ? - ნაძალადევი მხიარულებით უთხრა არიდამ და გვერდით მიუჯდა. ახლა, სახლში მისვლად და დაძინებას არაფერი ერჩია მაგრამ, ხათრი ვერ გაუტეხა მეზობლებს. - იქნებ შენც დაგვიმატო და ხვალ ერთით მეტი გვეცოდინება. - გადაიკისკისა არიდას წინ მჯდომმმა ქერათმიანმა ქალმა. - ეჰ, ახლაი ამბების გასაგებად სად მცალია ნანი დეიდა, თორემ მაგას დაგმადლიდით ? - დანანებით ამოილაპარაკა და ლოყა მარცხენა ხელის გულს ჩამოაყრდნო. - ვიცით ჩემო საყვარელო ! - გოგონას დაღლილი განწყობა ყველას გადაედო. - დადუნა, როგორაა ? საერთოდ აღარ გამოდის გარეთ. - ხან კარგად, ხან ცუდად. მეც ნახევარჯერ მეც ლენასგან ვიგებ მის ამბებს. - გული მოუკლა იმის გააზრებამ, ავადმყოფი დედის მოსავლელად და ყურადღების მისაქცევადაც, რომარ ჰქონდა დრო. - არ ინერვიულო ჩეემო პატარა. - თავზე მიეფერა გვერდით მჯდომი. - ორად ხომ ვერ გაიჭრები. ყველა ვხედავთ, რა დროს ბრუნდები სამსახურიდა. - თირკმელების კვლელვა ჩაუტარე ? - ჰკითხა ქერათმიანმა. - ვერა. ჯერ ფულს ვაგროვებ. - იქნებ დაზღვევაც დაგეხმაროთ. - მისთვის საჭირო კვლევებსა და მკურნალობას მხოლოდ კერძო დაზღვევა ანაზღაურებს. მე კი, ვერც მაგ დაზღვევის გაკეთება მოვახერხე.- ცრემლი გაკიაფდა არიდას თვალში. - არ იდარდო, უფალი გადმოგხედავთ ! - დააიმედა გვერდით მჯომმა ქალმა. - იმედი, მაქვს. მე წავალ. ღამემშვიდობის !- უხალისოდ გამოემშვიდობა მეზობლებს და ბნელ სადარბაზოში გაუჩინარდა. უფრო გულდამძიმებული გაეცალა სამეზობლო შეკრებას. დარჩენილებმაც კიდევ ერთხელ ივიშვიშეს მის მძიმე ხვედრზე. დარდობდნენ და გამოსავალის მრავალ ვარიანტს განიხილავდნენ. ისიც კი ითქვა, ასეთი მშვენიერი გარეგნობა აქვს, იქნებ ვინმე „ფულიანმა“ შეირთოს ცოლად და გადაუჭრას პრობლემებიო. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი იდეაა პრობლემების მოსაგვარებლად... სარფიანი ქორწინება და მინიმუმამდე დაყვანილი საზრუნავი... „სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს“. თუმცა, მათაც ვერ გაამტყუნებ, ნაცადი მეთოდი გააჟღერეს. სამწუხაროდ ეს, დღევანდელობის ძალიან ხშირი რეალობაა... კიდევ სხვა ბევრი ითქვა, მაგრამ აზრად არავის მოსვლია ამ მარჩიელობისა და ხანუმობის ნაცვლად, თავად დახმარებოდნენ რაიმე მცირედით მაინც. მით უფრო, რომ რამდენიმე მათგანს ეს მცირედი ნამდვილად ხელეწიფებოდა... სახლში შესასვლელად, ისევ ბრძოლა მოუხდა სიძველისგან მოშლილ კართან. ისედაც, მძიმე ყოველდღიურობით დაღლილს, უკანასკნელი მოთმინება გაუწყდა. მარტოობა, უიმედობა, ვირული შრომა, ავადმყოფი დედა, ხელმომჭირნედ ცხოვრება, დღეს აკიდებული დამატებით პრობლემა, დათა არაბული უეცარი გამოჩენითა და შეუცნობელი არსებით თავსატეხად რომ ექცა ქალს და ეს მორყეული კარი... კარი განტევების ვაცად იქცა. ძლივს მიხურა და მიეყრდნო. ყელში უჭერდა... იხრჩობოდა ... ძლივს მიიტანა ტყვიად ქცეული სხეული სააბაზნოს კარამდე. დადუნს და ლენას ხმა მისაღებიდან ისმოდა. ვერ შეამჩნიეს მოსული. დრო იხელტა და სწრაფად შევიდა სააბააზანოში. კარი გადაკეტა თუ არა, იქვე დაკიდებული პირსახოცი ჩამოხსნა, პირზე მიიკრა და გულსაკლავი ხამა ამოუშვა. რომ არ ეტირა გული გაუსკდებოდა... ის ტკივილი რომ არ გამოეშვა შიგნიდან სხეულს დაუსერავდა... ყველაფერს ერთად ტიროდა. მთელი ათი წლის ნაგროვებს. დიდხანს იჯდა ნიჟარასთან მიყუჟული... ბოლო ემოციაც გამოუშვა ცრემლად და თითქოს, სიმსუბუქე იგრძნო. ყელშიც დაპატარავდა ბურტი. სხეულიც აუმჩატდა. გონებამაც უკეთ დაიწყო მუშაობა... ცრემლებს გატანებულა ტკივილებმა შვება მოჰგვარა, ძლიერ მაგრამ მაიც პატარა გოგოს. სახე, ცივი წყლით მოიბანა და მისაღებში მოსაუბრეებს შეუერთდა. - არიდა, ლუკა როგორ არის ? - დადუნა წამოდგა და მოეხვია შვილს. არიდასაც ეს სჭირდებოდა საბოლოოდ დასამშვიდებლად. დედის სითბო და თკბილი სურნელი. - ყველაფერმა მშვიდობით ცაიარა დედა. - დადუნასტან ერთად დივანზე, ლენასა და მას შორის ჩაჯდა. თავი მხარზე ჩამოადო დედას, მარჯვენა ხელით კი ლენას მოეფერა მხარზე. - მგონი, დავიხსენით იმ ჭაობისგან. - ღმერთმა ქნას შვილო ! მტერს არ ვუსურვებ იმის გავლას რაც ჩვენ გავიარეთმაგ ჭაობის გამო. - გული მოეწურა დადუნას. - და ჟერ კიდევ გავდივართ ! - ღრმად ამოისუნთქა გოგომ. - შენ, როგორ ხარ დადუ ?- მზრუნველი ხმით კითხა და ლოყებზე ორივე ხელით მოეფერა. - მთავარია შენ მყავდე კარგად და მეც კარგად ვიქნები, ხომ იცი დედიკო ? შენ უნდა იყო კარგად. - მთელი ზალით მიიკრა შვილი გულზე. - ამ ბოლოს ძალინ იღლები არიდა. სულ გვიან მოდიხარ. - არ ვიღლები დედა ! - ქალმა ნაწყენი თვალები, მიაპყრო მის დასამშვიდებლად ტყუილით მოსაუბრე შვილს. - მართლა გეუბნევი დე ! ჯერ ახალგაზრდა ვარ რა დამღლის. - მარტო მუშაობა, რომ გევალებოდეს დაგიჯერებდი არიდა, მაგრამ ჩვენი ყოველდღიურობის მთელი სიმძიმე რომ შენს მხრებზე გადადის ... - ცრემლები წასკდა ქალს. - მე და ჩემი ავადმყოფობა კი მეტად გირთულებთ ცხოვრებას. საკუთარი წამლის ფულის შოვნაც კი არ შემიძლია... სულ მცირედით, რომ დაგეხმარო ისიც კი არ შემიძლია . - ხმის კანკალით გაამხილა ის დარდი, რაც არსებობას უჭამდა ქალს. - ასეთ, სიცოცხლეს ხომ სჯობს მკვდარი ვიყო ?! - დედა ! - ფეხზე წამიჭრა არიდა და ხმამაღლა დაუყვირა. - ეგ, აღარასოდეს გაიმეორე ! ეგ აღარ თქვა გესმის? ფიქრებშიც კი არ გაბედო ჩემი მიტოვება ! არ გაბედო ! - დამდუღრულივით გავარდა საძინებლისკენ. - დადუნა, რას ეუბნები ?! - დამტუქსავი მზერა სტყორცნა აცრემლებულ ქალს ლენამ და არიდას დაედევნა. - გიგონე, რა თქვა ? ეს რამ ათქმევინა ლენა ? - სასოწარკვეთილი ეკითხებოდა საწოლზე მის გვერდით მჯდომ ქალს. - არ უნდა ეთქვა, მაგრამ მისიც უნდა გესმოდეს არიდა. ხომ იცი, სენზე ძვირფასი არავინ ყვს და რომ ხედავს ასე მუხლცაუხრელად შრომობ, დარდი ჭამს. - მე იმისთვის ვშრომობ, რომ მას ვუმკურნალო. იმისთვის, რომ ჯანმრთელად და დიდხანს მყავდეს. ის კი თურმე რაზე ფიქრობს. - ვიცი და მანაც იცის. უბრალოდ, დაუფიქრებლად თქვა. წამოდი ახლა, ჩაეხუტე თორემ მართლა მოკვდება დარდით ! - ის თუ ასეთ სისულელეებზე იფიქრებ, მარტო მე ვერაფირს გავხდები მისი დაავადებასტან. - გპირდები, აღარ იფიქრებს ! ხვალ, ისე გემრიელად გამოვლანძღავ მაგ აზრებისთვის... ოღონდ შენ აღარაფერი უთხრა ახლა. წამოდი - წამოდგა ლენა, არიდას ხელი ჩაკიდა და მისაღებში გაიყვანა. - მეორედ, ასე აღარ გამაბრაზო დადუნა ! - ბავშვივით დატუქსა დედა და ძლიერად ჩაეხუტა. დადუმამაც უხმოდ დაუქნია თავი და ჩახუტებული შვილის შლილ კულულებს დაუწყო ფერება. დედის ფერებამ, მალე მოჰგვარა რული გოგოს. გამოემშვიდობა და საძინებელში შევიდა. საწოლზე გემრიელად მოკალათდა, საბანში შეიყუჟა და თვალები მილულა... უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა, ის კი მოუსვენრად წრიალებდა საწოლში. მის გონებაში წრეზე მოძრაავ აზრებ, სრულიად გაექრო ძილის სურვილი... ტვინის ყველა უჯრედი უმოწყალოდ გაჰკიოდა დათა არაბულის სახელს. ღამის სიმარტოვეს, კაშკაშა მზის სინათლის ეფექტით, ტვინის ბნელ კუნჭულში მიჩქმალული ფიქრებიც კი გამოეტანა სააშკარაოზე. ვეღარ ერეოდა არიანდა... დანებდა ფიქრებს იმ იმედით, რომ დილით გაღვიძებულს ისევ ბნელ კუნჭულში მიჩქმალული თუ არა, მიყუჟული მაინც დახვდებოდა... *** სასტუმროს ნომერში დაბრუნებულ არაბულს ლაშა და ვანო იქ დახვდნენ. ორივე ხვდებოდა აუცილებელი საუბრის შესახებ და გაფრთხილების გარეშე ესტუმრენ. ვანოს გასაღების წყალობით მანამ შეიხიზნენ მის ნომერში ვიდრე დაბრუნდებოდა და რამდენიმე ჭიქა საუკეთესო ბრენდის ვისკით ყელი გაიხურეს. - როგორ მიხვდი, რომ აქ მოვიდოდი და არა ბინაში ? - მძიმედ ჩაეშვა არაბული სავარძელში, თავადაც ჩამოისხა სასმელი და მამიდაშვილს კითხვით მიმართა. - შენ მგონი კიდე ვერ ხვდები, ხუთი თითივით,რომ გიცნობ. - თავმომწონედ გაიჯგიმა ვანო. - საავადმყოფოში შენს სახეს, რომ ვუყურებდი მას შემდეგ მივხვდი. - რა მოხდა საავადმყოფოში ? - ინტერესით იკითხა ლაშამ. - გაბრაზეს ბიჭი. - გაეცინა გიგაურს. - რადგან ბრაზის დასაცლელად რომელიმე თოჯინა არ წამოიყოლე ესეიგი შენც იფიქრე, რომ დაგხვდებოდით. - დარწმუნებით დაასკვნა და თვალი ჩაუკრა არაბულს. - ეგ თოჯინები ბინაში არ დადიან ? - ხუმრობაში აყვა ლაშაც. - არაბულების საცხოვრებელში არა. მათთვის მხოლოდ სასტუმროა განკუთვნილი. ისე სულ მაინ ტერესებს რატომ, იქ ფანტაზიის ნაკლებობას უჩივი დათა ? - მთელი ძალით ცდილობდა გულიანად არ ახარხარბულიყო. სახის კუნთები დაეჭიმა სიცილის სურვილით გიგაურს. დათა კი აზიდული წარბებიშ ქვეშ, ავად აელვარებდა შავ სფეროებს. - მორჩებით ახლა, ჩემი პირადის განხილვას ? - ცივად გამოსცრა კბილებში. - მიპასუხე და მოვრჩებით ! - ზუსტად მისნაირად აუზიდა წარბები , ერთი განსხვავებით. ვანოს თვალები მხიარულებისგან ელვარებდნენ. - შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვისთან და სად გაერთობი ვანო ? - ვისთან დიდათ არა მთავარია ლამაზი იყოს, მაგრამ სად ? მოიცა, ახლა დავფიქრდი ია სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს არასდროს არავინ მიმიყვანია. - ხო ვანო? მართალია იმ სახლში ახლა მარტო ვცხოვრობ, მაგრამ იქ სადაც დედაჩემს თუნდაც ერთი ღამე აქვს გათენებული მასზე ნაკლები ღირსების მქონე ქალს არ მივიყვან. დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა? - ბოლო სიტყვები უხეშად წარმოთქვა - შენ რა უჟმური ვინმე ხარ ! - წყენით უთხრა ვანომ, ვისკით სავსე ჭიქით სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და მინის კედელთან მივიდა. - თქვენს სიბნელის სიყვარულსა და პერფექციონიზმს რაიმე თუ არ ჩამოტყდება ფარდას გადავწევ. - დასცინა ხმით და მუქი ჭაობისფერ ფარდა მარცნივ გასწია. - რომ გამოხვალ ისევ გაასწორე. - გააფრთხილა მამიდაშვილი. - ოთახსაც დაგილაგებ თუ გინდა. გიჟი ! - თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა. დათამ ყურადღება აღარ მიაქცია მამიდაშვილის სიტყვებს და ლასას მიუბრუნდა. ამჯერად დაცვის უფროსის რანგში მყოფს დაუსვა კითხვა. - ლაშა შენ იცოდი არიანდა ციხეში, რომ იყო მისული ? - ეს მას შემდეგ არ ასვენებდა რაც არიანდამ უთხრა ამ ვიზიტის შესახებ. გააცოფა იმის გაგება, გოგოს ყველა ნაბიჯის შესახებ, რომ აქ ჰქონდა ინფორმაცია და მითუმეტეს ანდროსთან მისი შეხვედრა ყოველ მიზე გარეშე უნდა ეცნობებინათ. საამისოდ საკმაოდ დიდ თანხას უხდიდა რამდენიმე ბადრაგს და ერთ-ერთ პატიმარს. - ვიცოდი. ბადრაგმა დამირეკა. - და მე რატომ არ ვიცოდი ? - ძლივს დამორჩილებული ტონით ჰკითხა. დათა, ყოველთვის გაწონასწორებული ურთიერთობით გამოირჩეოდა თანამშრომლებთან. მას არასდროს მოსწონდა უფროსობის დემონსტრირება მათ წინაშე. თუმცა, იყო საკამოდ მომთხოვნი. თუ საქმე ისე არ წავიდოდა როგორც საჭორო იყო და ამასი რომელიმეს ბრალეულობას დაინახავდა ძალზედ მკაცრი უხდებოდა ხასიათი. ზოგჯერ დაუნდობელიც კი, მაგრამ არასდროს უსამართლო. ქვეშევრდომები დიდ პატივს სცმედნენ და ამავედროს ეშინოდათ მისი. ამჯერადაც საქმე ისე არ წავიდა როგორც უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა და მისთვის უბრალო თანამრომელზე მეტი იყო, საქმის დროს ზუსტად ისე ექცეოდა როგორც თანამშრომელს. სამსახურ იქით მეგობრობდა კიდეც მაგრამ სამსახურის საქმეზე მასთანაც კატეგორიული იყო. ახლა კი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ანდობდა და გაფრთხილებული ყავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა დეტალის ცოდნა ამირეჯიბების ნაბიჯების შესახებ და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ვიტარებაში უნდა ეცნობებინა. ვერ იტანდა, როდესაც მისი ბრზანება ზედმიწევნით არ სრულდებოდა. რა მნიშვნელობისაც არ უნდა ყოფილიყო ისე. სწორედ მისი ამ და კიდვ სხვა ბევრი ჩვევის გამო იყო მისი ბიზნესი საათივით აწყობილი. - დათა, იმ დროს დამირეკა არიანდას, რომ მივყვებოდი დამერე იმდენი რამ მოხდა ვერარ მოვახერხე მეთქვა. - ლაშა, ახლა შენს მაგივრად მაგ სკამში - ხელით სავარძელზე ანიშნა. - სხვა, რომ იჯდეს ხომ იცი ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა მაგრამ რა ვქნა, რომ შენ ზიხარ ?! ყველა სხვა საქმე იმიტომ ჩამოგაშორე, რომ მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს. - ყელში მოწოლილი ბრაზის მიუხედავად, მოახერხა თავის შეკავება და მოზომილი გაფრთხილება. - ვიცი დათა და ბოდიში ! - ლაშაც მშვენივრად იცნობდა არაბულს და ხვდებოდა, რა მოთმინების ფასად უჯდებოდა ასეთ შეფარულად ნათქვამი საყვედური. - ხომ იცი, რომ ვერ ვიტან ბოდიშს. თანაც, ჯერ საბოდიშოდ არ გაქვს საქმე. - თავისის ვისკის ჭიქა ლასას ხმაურით მიარტყა იმის ნიშნად, რომ უკვე დაივიწყა მომხდარი. - მოკლეთ გაარკვიეთ და მორჩა. - მობზრებით წამოიძახა ვანომ და მათკენ წავიდა. - ის გოშაძე მაგარი ნაბი***** ტიპი რომაა იცი ? - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ბიძაშვილს მიაჩერდა. - ნაბიჭ****, რომ არის მაგიტომ მჭირდება, მაგრამ მგონი შენ კიდევ სხვა რამე იცი . - ჩვეული ინტონაციით უპასუხა დათამ და ბოლომდე შესვა ვისკი. - სანამ მოხვიდოდი გოშაძემაც დამირეკა. - ლაშამ განაგრძო, ვანოს დაწყებული. - პატარა შელაოარაკება მოუვიდა ამირეკიბთან. - მაგისთვის ვუხდი. - ვიზიტების ოთახში დათა, არიანდას თანდასწრებით. - მერე ? - ამირეჯიბის გამოწვევა არიანდასსაშუალებით სცადა. - რამე ცუდი თქვა მასზე ? - თითქოს მშვიდად იკითხა, მაგრამ ვანომ შეამჩნია, როგორ დაებერა ძარღვები. - ცუდი, არა მაგრამ ძმის თვალჭინ დას რომ დაუწყებ არშის. ხომ ხვდები რა როგორც ხდება ხოლმე. - ესეიგი, არშიყი მოუნდა ბიჭს ? - ფეხზე წამოდგა დათა, სავარძელს შემოუარა და საზურგეს ხელებით დაეყრდნო. - მაგ გოშაეს გადაეცი მეორედ, იმ ოთახში არიანდასთან ერთად არ მოხვდეს, მითუმეტეს მასტან მიახლოვება, მისის შეხედვაც არ გაბედოს, თორემ საკუთარი ხელით გავასხმევინებ იმ ბინძურ ტვინს. გამოწვევა თუ უნდა სხვა გზებს მიმართოს. - ისე წამოენთო არაბული, ვანო და ლაშა დაქაჩული თვალებიტ უყურებდნენ. - ეს გოგო ყველგან შარში, როგორ ეხვევა. - თავისთვის ცაილაპარაკა და მორიგი ჭიქა ცაჩალა დაჭიმულ ყელში. - ეგ ყველაფერი უკვე გადავეცი. ვეღარ გავედავს. - მისთვისვე იქნება უკეთესი თორემ ამირეჯიბის ნაცვლად მას მოვუწყობ ჯოჯოხეთს. - ისე სწრაფად დათმო სიტყვებში ნათლიის მკვლელისთვის განკუთვნილი ჯოჯოხეთი გააზრებაც ვერ მოასწრო. გიგაური კი ყველა მის სიტყვას ყველა მის ემოცია იჟერდა და გონებაში საგულდაგულოდ ინახავდა. - ლაშა დღეიდან განსაკუთრებით ყურადღებით იქნები. დაცვის ბიჭებიდან ყველაზე მეტად ვისაც ენდობი არიანდას მიუჩინე და ჩემი ნომერი მიეცი. თუ რამე, პირდაპირ ჩემთან დარეკოს. - რა ხდება ? - დგებუაძესთან კიდევ ორი საეჭვო პიროვნება დამხვდა. ვინმე გურამ გაგუა და ზურაბ დვალი. ზედმეტად ჩუმად იჯდნენ და დარწმუნებული ვარ ამ ამბავში რაღაც ისე ვერ არის. ლაშა გამირკვიე ეს ორი ვინ არის და რას წარმოადგენს. - კარგი ხვალ შეგატყობინებ. ახლა წავალ . -წამოდგა ლასა და კარისკენ წავიდა. დათაც გაყვა. - არიდასთვის დაცვა ზედმეტი ხომარაა დათა ? - ირონნიულად ჰკითხა ვანომ, დაბრუნებულ არაბულს და თუჩის კუთხეში შეუმჩნევლად ჩაეღიმა. - დგებუაძის სიტყვას არ ვენდობი ! - რომ არ ენდობი ეგ გასაგებია და შესაბამისადაც დავხვდებით თუ რამე შეეშება, მაგრამ იმ გოგოს რათ უნდა დაცვა. - იმ გოგოს მიაკითხავს პირველ რიგში ! - მიაკითხოს, მერე შენ რა გაწუხებს ? - ვანო, რა გინდა იტყვი? - მინდა აღიარო, რომ შურისძძიების მაგივრად იცავ იმ პატარა გოგოს. თანაც ისე გარბიხარ მის დასახმარებლად შედეგებზე არც ფიქრობ. დგებუაზისთვისაც, ხომ შეგეძლო უბრაოდ გეთქვა, რომ ამ გოგოს ბედი არ მადარდებსთქო. შენს მაგივრად ის დასჯიდა. თანაც ჯონი ისეთ ნაბიჭ.... დარწმუნებული ვარ „კარგ“ საშუალებებს მოიფიქრებდა მის დასასჯელად. ისეთს შენს სურვილებსაც, რომ აასრულებდა. შენც მშვიდად განაგრძობდი ცხოვრებას. არც დგებუაძეს გადაიკიდებდი. - ისე აუღელვებლად საუბრობდა გიგაური თითქოს, მართლა ასე ფიქრობდა. არადა დათას პროვოცირებას ცდილობდა. გამოუვიდა კიდეც. სხვასთა არასდროს ამჟღავნებდა, მაგრამ ვანოსთან არ ნიღბავდა ემოციებს. - ჯონი, რომ არიას შეეხოს ყველა ძვალს დავამტვრევ ! მტვრად ვაქცევ ! - ვანოს სიტყვებით დახმარებით, იმის წარმოდგენამ თუ, რა დასჯის მეთოდს გამოიყენებდა პროსტიტუციაში შემჩნეული, მექალთანე ჯონი მწყობრიდან გამოიყვანა არაბული. საწადელს მიაღწია გიგაურმა, მასში ის დაინახა რაც სურდა. დათამ, პიჯაკი გაიხადა და საწოლზე მოიშინა. - სულ ფეხებზე მკი... მაგის მტრობა ! ერთი ხელის მოსმით გავაქრომ თუ დამჭირდა. - ეე, დამშვიდიი ასე რამ გაგაბრაზა ?! - გამარჯვების სიცილს ძლივს მალავდა ვანო. - ვანო, თუ გგონია ვერ ვხვდები რას ცდილობ ცდები ! - მისკენ შებრუნდა დათა და ჯიბეში ხელებჩაწყობილმა დამტუქსავი ტონით გაკვეთა ჰაერი. - მშვენივრად ვხვდები და შეეშვი ჩემს პროვოცირებას. - მოიცა, თუ ხვდები და იცი რატომც ვაკეთებ რა გაგიჟებს ? - არია ჩემია. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით, მაგრამ ჩემია და მორჩა. ხოდა, რაც ჩემია, ჩემი. ჩემს გარდა ვერავინ მიეკარება. მის ბედს მე გადავწყვეტ. სხვას, უბრალოდ ამაზე ფიქრსაც არ ვაპატიებ. - ისე ცივად საუბრობდა არაბული თითქოს რაიმე ნივთ გულისხმობდა და არა ადამინს. - ავადმყოფი მესაკუთრე ეგოისტი ხარ დათა ! - ხმამაღლა გამოსცრა, მისი სიტყვებით გაბრაზებულმა ვანომ . - იმდენად ავადმყოფი, რომ მართლა სიცოცხლეს მოუწამლავ იმ გოგოს. იცოდე, ისე ნუ დაბრმავდები საკუთარი ქევის მიზეზები ვერ დაინახო. - მორჩი მორალის კითხვას თუ ძმა ხარ ! - მობზრებით ამოილაპარაკა დათამ და მორიგი ჭიქა შეავსო ვისკით. - მოვრჩები. აუცილებლად მოვრჩები დათა და როდესაც ეს დღე დადგება მერე თავად წაუკითხავ შენს თავს მორალს და დამიჯერე ეს უფრო რთული იქნება ვიდრე ახლა ჩემი მოსმეენა. - იცი, რას ვერ ვხვდები, რატომ გადაეკიდე ამ საკითხს? იმ წუთიდან გითხარი, როდესაც ეს გეგმა დავისახე მიხნად და ახლა რა ტვინს მიჭამ. - ხმას აუწია დათამაც. - არც მაშინ ვიყავი აღფრთოვანებული, მაგრამ ახლა მითუმეტეს. მაშიან არიანდს, არიას არ უძახდი. არც ისეთი ტვალებით უყურებდი როგორიტაც ახლა, არც დასამსვიდებლად იხუტებდი და მითუმეტს არც რომელიმე თმისსამაგრი გიტარებია ჯიბით. - საწოლზე, პიჯაკის ჯიბიდან გადმოვარდნილ თმისსამაგრისკენ ანიშნა. - შემეშვი ვანო !- მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში დათა და წიჭა ვისკი ერთ ყლუპზე დაცალა. - შემეშვი ძმურად გთხოვ ! - შენი, ძმა რომ ვარ მიტო ვერ გეშვები. ვერც გტოვებ და ვერ წინ გასწრებ დათა ! არ დასრულდებ ეს ამბავი უმტკივნეულოდ. არ მინდა სანანებლად გაგიხდეს ის, რასაც გეგმავ. - რას მირჩევ, ახლა ავდგე და ყველაფერი დავივიწყო რაც ამ წლების მანძილზე გამოვიარე? დავივიწყო ვინ არიან ჩემთვის ამირეჯიბები? დავივიწყო ის შურისძიება სისხლს, რომ მიშხამავს ? დავივიწყო ეს გოგო და ახლა მოვატოვო დგებუძე რომ გადაიკიდა ? - ამირეჯიბების დავიწყებას არ გთხოვ. უბრალოდ არიანდას შეეშვი ! - არ შემიძლია ვანო ! არ შემიძლია ! ეს შურისძიების სურვილი შიგნიდან მჭამს. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. - მიხელს და ანდროს მივხედოთ. თუ გინდა მაგათთან მარტო მე მოვაგვარებ, უბრალოდ არიანდა გაუშვი. - არიას, ვერა ! ათი წლის წინ მისი შავი თვალები, რო არ დამენახა, იმ თვაებს რომ არ გავეჩერებიე იქნებ გამეშვა ან სულაც არ გამოვჩენილიყავი მის ცხოვრებაში, მაგრამ ვნახე და ამაზე ფიქრი უკვე გვიანია. მისი ბრალიცაა ახლა ვაჟა მიწაში, რომ წევს. მაშინ ისე შემომხედა ... - სიტყვა ვეღარ დაასრულა დათამ. ამოივნეშა და საზურგეს მიეყრდნო თავით. - მაგ არიას სავი თავლები გაგასწორებს შენ მიწასთან დათა და მე მაგ დღეს სიამოვნებით დაველოდები ! - ნიშნისმოგებით თქვა ვანომ და დათას წინ მდგომ სავარძელში ჩაჯდა. - არიას, რატომ უძახი ? - მშვიდად ჰკითხა. მიხვდა, რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. მიხვდა, რომ დათაც არ იყო ბოლომდე საკუთარ თავთან და სურვილებთან გარკვეული. - იმიტომ, რომ ყველაფერი არია ! - ოხ, დათა დათა ! უფსკრულის პირას დგახარ და იმ გოგოსაც გადაიყოლებ. - იმ უფსკრულში საკუთარი სურვილით გადავეშვებოდი ოღონდ ის, ამირეჯიბი არ იყოს. მაგრამ არის და აქ ყველაფერი მთავრდება ! - ბავშვია დათა ! დღეს კლუბის წინ რომ გიცდიდით ისე ნერვიულობდა შენზე ძლივს გავაჩერე გარეთ. ნუ ითამაშებ მისი გრძნობებით, ჯერ პატარა გოგოა ! - მინდა, მაგ პატარა გოგოს შევუყვარდე ! - ადვლად, რომ დაიყოლიო ყველაფერზე, თუ უბრალოდ მისი სიყვარული გინდა ? - ასე, უფრო მარტივად გახდება ჩემი. - რა ჯანდაბა გინდა ნეტავ, შენ მაინც თუ იცი ! - კი. მინდა მიხეილი და ანდრო ჩემს ფეხებდან ვნახო ! - და არიანდა ? - ვანო, აღარ მიდიხარ ? - წავალ, მაგრამ... - ვანო წადი რა ! მამიდაშვილი მანქანამდე გააცილა, უფრო სწორად რომ ვთთქვათ გააგდო და უკან დაბრუნდა. ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლა. სახუმარო ნამდვილად არ იყო ოცდათვრამეტი სართულის ავლა და ერთ კარგ ვარჯიშშიც ჩაეთვლებოდა კაცს. დათამაც ამ გზით კუნთებისს გახურება და საიდანღაც მოვარდნილი უკონტროლო ენერგიის დაწვა გადაწყვიტა. მით უფრო რომ დიდი ხანი იყო გასული რაც ვერ ევარჯიშა. თითქმის სირბილით აიარა კიბეები. როგორც წესი საზოგადოებრივ ადგილებში, ასე არ იქცეოდა. მუდამ გაწონასწორებული და დინჯი ქმედებები ახასიათებდა. ახლა კი, სასტუმროს მეპატრონე კლასიკურ სამოსში გამოწყობილი შურდულივით გარბოდა კიბეებზე და სულ არ ადარდებდა გზაში შემხვედრნი გაოცებული, რომ უმზერდნენ. სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა, რამდენიმე სართულიც კი სდია ხომ მშვიდობა გაქვთო. საცოდავი, ქოშინით რომ შეჩერდა, მაშინღა მოაძახა ერთი სართულით ზემოთ მყოფმა არაბულმა, არაფერი მჭირდებაო. დაღლისაგან ენაგადმოვარდნილი ბიჭი, ლასლასით ჩაუყვა კიბეებს. საჭიროზე ბევრადნაკლები დრო მოანდომა ბოლო სართულზე ასვლას. ნომრისს კართან მისული შეჩერდა. თითქოს მის სხეულს საკმარისად ვერ დაეწვა ენერგია, რაღაც აწუხებდა და ვერ მიმხვდარიყო, რა. ყურადღება არ მიუქცევია ოფლით დაცვარული სხეულისათვის. გზა განაგრძო და სახურავზე აღმოჩნდა. იქ იშვიათად ადიოდა. თუმა მაინც ედო ორი მოწნული სარწეველა სავარძელი შუაში მაგიდით. მათმა დანახვამ, არიადასთან პორველი შეხვედრა გაახსენა წვეულების დღეს ბაღში. სახეზე ნერვიულად გადაისვა გაშლილი ხელი, თავი გააქნია და სახურავის კიდესთან მივიდა. ნახევარი საათი უმზერდა ღამის თბილისს და ამ დროში ნახევარი კოლოფი სიგარეტი ჩაწვა. თავს ძალას ატანდა არ ჩაღრმავებოდა იმ ფიქრებს, რამაც მოსვენება დაუკარგა და სახურავზე ასვლა აიძულა. მთელი ძალით უარყოფთა მასში, თეთრის ბრძოლას შავთან... ვერც სუფთა ჰაერის ეფექტმა იმოქმედა. თუმცა, რაღა სუფთა ნიკოტინის გადაჭარბებულ დოზას აევსო მისი ფილტვები. შემობრუნდა. სავარძლებთან მივიდა, ერთი ხელის მოძრაობით ამოაყირავა და ნომრისაკენ აიღო გეზი. ოთახში შესული დივანზე ჩამოჯდა და მრჯვნივ, მაგიდაზე დალაგებული გრაფინებისკენ წაიღო ხელი. არც შეუხედავს. პირველი რაც ხელში მოხვდა აღო და პირთან მიიტანა. ერთ ადგილზე მზერაგაშეშებულმა მას შემდეგ შეხედა, მთლიანად ამოყირავებულიდან წვეთიც რომ არ გადმოვიდა. გვარიანად შეიკურთხა და ცარიელი ჭურჭელი იატაკზე დაანარცხა. მეორე, ამჯერად სავსე გრაფინს დაავლო ხელი და გადაბმული სმით, რამდენიმე წუთსი სანახევროდ დაცალა. ზომაზე მეტიც ჰქონდა დალეული. წესთ აზროვნება და ორიენტაციაც სულ დაკარგული თუ არა არეული მაინც უჯნდა ჰქონოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად... ბრგე, სფორტულია აღნაგობის სხეულის მქონე დათა არაბულს სასმელი ვერასდროს ერეოდა. ვერ თვრებოდა. ხშირად ჰქონია სრვილი, გონების გათიშვამდე დაელია და დაევიწყებია ის, რაც აწუხებდა, მაგრამ ვერასდროს ახერხებდა ამას მისი ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის გამო. სასმელი მასში მაქსიმუმ სურვილების გამძაფრებას იწვევდა. ახლაც იგივე სურვილი ჰქონდა, მაგრამ სისხლში გადაჭარბებული დოზით გაზავებულმა ალკოქოლმაც ვერ მოუტანა ხსნა. თუმცა რა გასაკვირია ? არც კი იცოდა, რისგან ხსნას ელოდა. რა იწვევდა მასში ამდენ გაურკვეველ და ამოუცნობ განცდას. არ იცოდა მან, მაგრამ სამაგიეროდ იცოდა მისმა ქვეცნებიერმა. რეალურად მისმა ნამდვილმა მხარემ, რომელსაც ბოლო დროს საერთოდ აღარ უსმენდა. მიზანიმართულად გარბოდა მისგან, რადგან იცოდა იქ, ისეთს ვერაფერს ნახავდა რაც იმ არჩეული გზის სისწორეში დაარწმუნებდა. მამის გარდაცვალებამ ბევრი ცვლილება მოიტანა დატას პიროვნებაში, მაგრამ ვაჟას გარდაცვალება საბოლოო გარდატეხა მოახდინა. საკუთარი თავიდან და პრინციპებიდან გამოიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ ფასეულობები სრულად შეიცვალა მასში, თუმცა შურისძიების სურვილს აზვირტბული ტალღის ძალა ჰჰონდა მასში. მრავალი წელი ინახა , მარავალი წელი მონდომებით აშენა ირგვლივ ჯებირები. ახლა კი ამ თმენით დაღლილმა უეცრად ამოვარდნილი შტორმით აბობოქრებულ ტალღებს თავის ნებაზე დინების შაშულება მისცა. უფლება მისცა ბოლოლომდე გაენგრია ჯებირები. ფიქრობდა, შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ამ სურვილზე უარი თქვა. ის წლები მამამის მკვლელს თავისუფლად სუნთქვი უფლება რომ მისცა და ამის გამო ის დრო საკუთარ თავთან, შურისძიების სურვილთა ბრძოლაში რომ გაატარა, ამაო აღმოჩნდა. მამის გარეშე გატარებული ყოველი დღე ტკიოდა. ბოლომდე რომ ვერ მოესწროთ მამა-შვილური თანაცხოვრება, ყველაზე მეტადრომ სჭირდებოდა ისეთ დროს წაართვეს. ეს ფიქრი მოუშუშებელ აირად დაეტყო მის სულს. და ამ გზის გამოვლის შემდეგ ის კაციც დაკარგა ვინც გვერდით უდგა და მამის მაგივრობას უწევდა . ისევ წაართვეს ადამინი, ვინც თავისი ძლიერის პიროვნებისდა მიუხედავად ყველაზე მყარ, ყველაზე საიმედო საყრდებნად ესახებოდა. ვეღარ უშვებდა გრძნობებს ემართა. ახლა, ცდილობდა თვად ემართა გრძნობები. თავად ყოფილიყო მასზე ძლიერი და ის მიზანი, რაზეც მისმა მეორე მხარემ მშვენივრად იცოდა, რომ არასწორი იყო, ბოლომდე მიეყვანა. დათა არაბული არ აღიარებდა, მაგრამ მის არსებას მუდმივად დასდევდა კიდევ ერთი საყვარელი ადამინის დაკარგვის შიში... სასტუმროს ნომერიც თითქოს დაპატარავდა მისთვის. თითქოს, ჰაერი შეიკუმშა და სუნტქვაც გაუჭიდა არაბულს. პერფექციონიზმით შეპყრობილმა, მირეულ ოთახსა და გაოფლილ ტანს დააბრალა. პერსონალს გამოუძახა დასალაგებლად და თავად აბაზანაში შევიდა. უკან გამობრუნებულს უნდა ეგრძნო შვება, ვინაიდან ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ისევ არაფერი შეცვლილა. ისევ უჭირდა იქ სუნთქვა და გაჩერება. სასწრაფოდ ჩაიცვა ტანსაცმელი. გარდერობის ოთახიდან გამოსულმა საწოლზე, არიანდას თმისსამაგრს მოჰკრა თვალი. ა ერთხანს უყურა. მერე შეტრიალდა სამაგრი იქ დატოვა და დინჯი ნაბიჯებით გიხურა კარი. ავტომობილი თავისი სახლს ეზოში გააჩერა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხშირად მიდიოდა იქ მაგრამ იშვიათად ათევდა ღამეს. მხოლოდ იმ დროს, როდესაც გზააბნეული იყო და დამშვიდეას ცდილობდა. ხოლო, ამჯერად დამშვიდება არჩეული მიზნიდან არ გადახვევას გულისხმობდა. სახლი ცარიელი დახვდა, რადგან დედა მისი საქართველოში არ ყოფნის დროს, მარტო ცხოვრებით დაღლილი ვანოს დედასთან და დასთან, წყნეთში გადავიდა საცხოვრებლად. ვინაიდან ვანოს მამაც გარდაცვლილი იყო ქვრივად დარეჩენილმა რძალ-მულმა ერთმანეთის ნუეში და ყოფის შემსუბუქება ასეთი გზით ამჯობინეს. ახლა დათას დედა-ლილი ოძილაური , დათას მამიდასტთან მზექალა არაბულთან ერტად ცხოვრობდა და ტავად დათაც ამ ფაქთით მშვიდად იყო. - დილამშვიდობის, სახლში არ გელოდი შვილო ! მგონი ზალიან ვიხმაურე და გაგაღვიძე . - კიბეებზე მეორე სართულიდან მომავალ დათას, მორიდებით უთხრა სასიამოვნო გარეგნობის მოსამსახურემ. - დიდი ხნის წინ გავიღვიძე ! როგორ ხარ ნანი ? - თბილად ჰკითხა მრავალი წლის განმავლობაში მის სახლში მომუშავე ქალს. - მადლობა შვილი არამიშავს. შენ, როგორ ხარ ? რახანია არ მინახიხარ. მე რომ მოვდივარ შენ აღარ მხვდები. - უკეთესადაც ვყოფილვარ ! - ჩახლეჩილი ხმით უპასუხა არაბულმა და დივანზე დაჯდა. - წავალ საუზმეს გაგიკეთებ ! - კარგად იცოდა დათას სიტყვაძუნწობის შესახებ ქალმა ამიტომ აღარაფერი უკითხავს და სამზარეულოსკენ წავიდა. - მხოლოდ ყავა . არ მშია ! - რამდენიმე წუთში უშაქრო ყავით დაბრუნდა ნანი.- ნანი, თუ საქმე არ გაქვს შეგიძლია წახვიდე. მე სხვა არაფერი მჭირდება. - მზრუნველად უთხრა და ფინჯანი მოიმარჯვა. - შენს ყავას ყოველთვის განსხვავებული გემო აქვს. - თვალი ჩაუკრა და გაუღიმა დათამ. - მიხარია, ისევ თუ მოგეწონა ! რამდენი წელია არ დაგილევია. - მორიდებით ესაუბრებოდა თითქმის მის თვალწინ გაზრდილ დათას ნანი. ბიჭს, რომელიც წლების წინ მაშტან ერთად ბურთის თამაშსაც კი აიძულებდა ხოლმე. ახლა, კი სრულიად გამოცვლილი ეჩვენებოდა. - გემოვნება არ შემცვლია. ისევ ის კერზები მიყვარს შენ რომ მიმზადებდი ხოლმე და სხვათაშორის შენთის ისევ ის ვარ ვინც წლების წინ ვიყავი ნანი. ამიტომ სიტყვებს ნუ წონი ! - მიუხვდა დათა, ქალი მასში უცხო ადამინს რომ ხედავდა და ამის გამო ბრაზიც მოერია საკუთარ თავზე. - შენ ოღონდ მითხარი რა გინდა და ნებისმიერ დროს გაგიკეთებ. - დათას სიტყვებზე სითბო ცაეღვარა ქალს გულში და მეტი სითამამით დაელაპარაკა. - მაგის დროც მოვა ! - მრავლისმთქმელად თქვა დატამ და მობილური შეამოწმა. - კარგი მე წავალ მაშინ. - გასასვლელისკენ წავიდა ქალი. მოსასხმაი და ჩანთა აიღო და ვიდრე კარში გავიდოდა მოტრიალდა. - ვაიმე, კინაღამ დამავიწყდა.- იქვე გასასვლელში დადგმულ მაგიდასთან მივიდა კონვერტი აიღო და დათას მიუტანა. - ეს რა არის? ვინ დატოვა ? - კონვერტი გამოართვა და დახედა. არც გამომგზავნი ეწერა და არც ადრესატი. - არ ვიცი. რომ შემოვდიოდი კარზე დამხვდა მაგნიტით მიკრული. - ბოლოს რომ იყავი არ შეგიმჩნევია? - სამი დღის წინ და ზუსტად ვიცი, რომ არ იყო. - მადლობა ნანი! გიორგი მომიკითხე ! - შვილტან დააბარა მოკითხვა არაბულმა. - გადავცემ შვილო. დროებით ! - ღიმილით გამოემშვიდობა და კარი გაიხურა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა კონბვერტი დათამ. მისი ქარისაგან დეფორმირებული, აპრეხილი კუთხეები ადასტურებდა, რომ ერთი, მაქსიმუმ ორი დღის დატოვებული უნდა ყოფილიყო. ზედა მხარეს გახია და წერილი ამოიღო. ზედ, გაკრული ხელით ეწერა შემდეგი : „ როდესაც სიმართლის გასაგებად მზად იქნები, მომძებნე. იქ მიპოვი, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უნდება წასვლა.“ წაკითხულით გაოგნებულმა, გაურკვევლობაში ჩავარდნილმა არაბულმა სასწრაფოდ ლაშასთან დარეკა და სთხოვასახლში დამონტაჟებული ყველა კამერის ბოლო სამი დღის ჩანაწერი შეემოწმებინა. ნახევარ საათში ლაშამ შეატყობინა, რომ საერთოდ არფერი იყო საეჭვო მის ეზოსა და შემოგარენში უცხო არავინ გამოჩენილა. კიდევ სთხოვა მეტი დაკვირვებით შეემოწმებია ჩანაწერები. - დათა, ერთი კვირის ჩანაწერები გადავამოწმე და საეჭვო ვერაფერი ვიპოვე. წარმოდგენაც კი ა მაქვს ვინ უნდა დაეტოვებია. კართან დაყენებული კამერაში კი არაფერია ისეთი რასაც ჩავეჟიდებით. - ერთსაათიანი მორიგი გადამოწმების შემდეგ პირადპირ ახლში მიადგა დაცვის უფროსი. - აბა, მოჩვენება დატოვა? ამის დედას ..... - გაცოფებულმა დაიღრიალა. - მგონი მართლა. ვერავიზე ეჭვობ? - წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და რას გულისხმობს ! ლაშა რაც გინდა გააკეთე, მაგრამამ ამის გამომგზავნი იპოვე. - უკვე გადავუგზავნე ყველა ფაილი პროფესიონალს. როგორც კი რაიმეს მიაგნებს მეტყვის. - დროზე მიაგნოს ! - წამოდგა და სახლიდან გასვლა დააპირა. - დათა მოიცა, აქ უფრო მეტად კლუბიდან იმ ტიპებზე სალაპარაკოდ მოვედი. ტელეფონში ვერ გეტყოდი. მოკლედ ისეთი სუფთა დოსიე აქვთ ლამის წმინდანად შევრაცხო. - არ არსებობს ლაშა. დგებუაძის მაგიდის წევრები და სუფთა დოსიე ? - ირონიით წარმოტქვა დათამ. - იმ გურამ გაგუას მარალჩინოსნებთან აქვს მეგობრული ურთიერთობები. სამთავრობო ახირებებს აფინანსებს და შენი წერილისმომტანივიტ უცინარია. - ესეიგი, ჯონის „კრიშასთან“ გაგვიყვანს. მე ის მიკვირს იქ რომ დამხდნენ, როგორ არ გათვალეს რომ მათზე ინფომაციას მოვიძევდი. - ალბათ იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ მათზე ინფორმაციის გარკვევას თუ შეძლებდი. მაგათ მონაცემებს გრიფით საიდულო ადევს და ყველაზე ზლიერი ჰაკერიც კი ვერ შეაღწევს იმ ბაზაში, უფრო სწორად შეაღწევდა. - გამარჯვებულის ტონით წარმოტქვა ბოლო სიტყვები. - ძიება განაგრძე ლაშა ოღონ ფრთხილად იყავით კვალზე არ გამოვიდნენ . დარწმუნებული ვარ ზედმეტად საინტერესოს მივაგნებთ. - ნუ ღელავ თავის საქმე ზედმეტად კარგად იცის. მე ის მიკვირსარიანდა რა სუაშია ამ ყველაფეთან. - ანდროაშუაში ლაშა. არიანდა კი მისი დაა და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ იქ ანდრომ გაუშვა. არის რაღაც, რაც ძალიან აშინებთ თორემ ჯონი იქიდან ისე გამოგვიშვებდა ჩემთან სეხვედრას ნამდვილად არ გარისკავდა. - უკანასკნელი ნარკომანია, მაგას რა ინფორმაცია უნდა ქონდეს ჯონი და ის გაგუა, რომ შეაშინოს თუ ძმა ხარ. - ქინდილით დაასკვნა ლაშამ. - როგორც ჩანს აქვს. თავად ანდროსაც მიაკითხავენ ან დაკავშირებას ეცდებიან. არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს. - ეს ყველაფერი იცოდა და არიანდა მაინც გაუშავა იქ? *** მთელი ღამე თეთრად გაათენა არიანდამ. მზე აღმოსავლეთით, ცის შავ კაბადონს სითეთრეს ურევდა, ორგანიზმი რომ აუჯანყდა და დაძინება აიძულა. რეჟიმით გაღვიძებას მიჩვეულმა, ჩვეულ დროს ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ ძინაკლულმა მაინც ვერ შეძლო გამოფხიზლება. ძილიდან ვერ დახსნილისთვის დამახასიათრბელი კრუსუნით, სარკმელისაკენ იცვალა მხარი. ოდნავ გადაწეული ფარდიდან, კარგად ამოწვერილი მზე შემოპარულიყო. თბილი სხივებით მიეალერსა მის ლამაზ სახეს. სიბნელეს შეჩვეული თვალი, მკვეთრი განათების გამო მჭიდროდ შეკრა და შუბლი შეჭმუხნა. ნელ-ნელა შეეჩვია სინათლეს და მშვიდად ძილი განაგრძო. სიკეთეს და სითათუთეს ასხივებდა მისი თეთრი, ლამაზი ნაკვთებით შემკული სახე. პატარა ცხვირი და ქუთუთოები მკრთალად ასწითლებოდა. . უთუოდ, ღამით ტირილის ნაკვალევი უნდა ყოფილიყო... პატარა ბავშვივით უცოდველი და გულრწფელი იყო მძინარი არიანდა. საბედისწეროდ ლამაზი... სამზარეულოში, დასავლეთის კედელზე, რამდენიმე დეკორატიულ თეფშთან და სურათთან ერთად ჩამოკიდებულ საათის ისრების მდებარეობა, ათი საათის შესრულებას აუწყებდა. დადუნა გაშლილ სუფრასთან დამჯდარიყო და მოთმინებით ელოდა კარში შვილის გამოჩენას. არიდასთვის განკუთვნილი ცარიელი სკამიდან მზერა საათისკენ გადაიტანა. ისრებს, რომ შეხედა, გული აღარ დაუდგა. ისედაც რამდენჯერმე მოიფიქრა და გადაიფიქრა მის საძინებელში შესვლა. მიუხედავად იმისა, დასვენების დღეებში არიანდა ყოველთვის გვიან იღვიძებდა, დადუნამაც იცოდა და ხელს უწყობდა თავისი უხმაურო საქმიანობით ახლა რატომღაც ვერ ისვენებდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა. როგორც ჩანს მასაც თეთრად გაეთენებია. ალბაც ყველაზე სწორი ნათქვამია დედის გული შვილის გასაჭირს ყოველთვის გღძნობსო. დადუნას გულიც ასე იყო. ბოლო დროს კი, განსაკუთრებულად აეკვიატებოდა ხოლმე მასზე დარდი . წინა ღამით კი, მასზე ფიქრს თავისი დაუფიქრებელი სიყვების სინანულიც დაემატა... ფრთხილად შეაღო არიდას საძინებლის კარი და ფეხაკრეფით მივიდა საწოლთან. თბილი მზერით დახედა საამაყო შვილს და გვერდით ჩამოუჯდა. ბუმბულის სიმსუბუქით ეფერებოდა თმებზე, სახეზე, ნაშრომ, მაგრამ მაინც ფაფუკ, თლილ ხელებზე. ღიმილით დააცქერდა მარცხენა მხარეს ლავიწთან ახლოს, განსაკუთრებულ ნიშანს- სამი, მოზრდილი ზომის ხალისაგან შეკრულ სამკუთხედს. მის ფითქინა კანზე სხვა მრავალ პატარ-პატარა ხალებთან ერთად ეს სამკუთხედი ისე თვალნათლივ მოსჩანდა, როგორც მოწმენდილ ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები. არიდამ ძილშიც იგრძნო სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული მზერა. ნელ-ნელა გაახილა თვალი და მომღიმარ ზუსტად თავისნაირ, შავ სფეროებს გადააწყდა. თავადაც გაუღიმა და პატარა ბავშვივით გაშალა ხელები ჩასახუტებლად. ქალიც წამსვე დაიხარ და მკლავებ შემოხვია შვილს. - დედიკო. ჩემო დედიკო ! - აბუტბუტდა ნამძინარევი ხმით. - რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ ! - ვიცი, ჩემო სიცოცხლე ! - არ იცი ! შენ ხარ ჩემი ერთადერთი ყველაზე საიმედო ადამინი დედამიწის ზურგზე. შენზე ძვირფასი არავინ მყავს დე. ჩემი ძალა ხარ და ეს არ დაგავიწყდეს ! - ესაუბრებოდა და გაჭაღარავებულ თმებზე ეალერსებოდა ქალს. - გუშინდელ სიტყვებზე მიმანიშნებ ხო ? - სინანულით ამოილაპარაკა დადუნამ. -არა ! უბრალოდ მინდა იცოდე და სულ გახსოვდეს ! - კი. ისევ მიბრაზდები. - მე ვერ ვბარდები დე, ხომ იცი ?! - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა ნაღვლიან ქალს. - დადუ, თმები შეიღებე რა ! - უცებ წამოიყვირა და კვლავ გაახსენა საკითხი, რომლზეც მთელი ათი წლის განმავლობაში ეჩიჩინებოდა. - არიანდა ამირეჯიბო, ახლა გინდა გუშინდელი ჩემი სიტყვები ამ გზით გამომასყიდინო ? - წელში გასწორდა დადუნა და ლამაზ, თეთრ სახეზე ღიმილი აუთამაშდა. - მამაშენის ასლი ხარ ! - წამოცდა და წამსვე ენაზე იკბინა. ბოლო სიტყვები თითქოს ვერ გაიგონა არიდამ. - ეგ რა შუაშია დედიკო ? - ისევ მხიარული ხმით განაგრძო- უბრალოდ მინდა ძალიან ძალიან ლამაზი იყო ! - საწოლიდან წამოხტა და ხალათი მოიცვა. - საღებავის გარეშე არ ვარ ? - მიუხვდა შვილს წაყრუებას მიზეზს- არიდამ ამ სიტყვებზე გამოყოლით არ ისურვა ბედნიერი დილის გაფუჭება. დადუნაც წამოდგა და თმებზე თეატრალურად გადაისვა ხელი. - შენ, ყოველთვის ყველაზე ლამაზი ხარ, მაგრამ მაინც მოგიხდებოდა ფერის შეცვლა. - ტყუილად ცდილობ! - თვალები დაუწვრილა ქალმა. - რაღადროს ჩემი პრანჭვაა ! - ხელი აიქნია და არიდას საწოლის გასწორება დაიწყო. - მერე მეტყვი ჯიუტი ვის დაემგვანეო ! - ბუზღუნით ჩაილაპარაკა გოგომ. გაეხუმრა, მაგრამ გულის სიღრმეში სულ სხვა სიტყვების თქმა სურდა. უნდოდა ისევ ისეთი დედა დაენახა, როგორიც წლების წინ იყო. მუდამ მომცინარი. საღამოთი, ქმრის სასახურიდან დაბრუნებამდე საგულდაგულოდ რომ მოიწესრიგებდა ისედაც მშვენიერ გარეგნობას. ქუჩაში მიმავალი მზესავით, რომ ანათებდა და ყველას ყურადღებასას იქცევდა. პატარა არიანდაც ხელს ჩაკიდებდა და ამაყად მიცუნცულებდა მის გვერდით. ახლა კი ყველა სიხივი ჩამქრალიყო მასში. გარეთ გასვლასაც ერიდებოდა. ბოლოს მასთან ერთად საავადმყოფოში იყო არიდა და სიამაყის ნაცვლად შიშით მიაბიჯებდა, ვაიდა ცუდი რამ მითხრან და ბოლო იმედი დავკარგოვო. ამჯერად საბოლოო იმედის დასაკარგავი არ უთქვამთ, მაგრამ ის კი უთხრეს, თუ გარკვეულ დროში ვერ მოახერხებდა საჭირო კვლევებისა და მკურნალობის ჩატარებას არავინ იცოდა, რა შედეგი დადგებოდა. ასე გაუფერულდა არიანდას საამაყო დედა, დროსა და დარდში. იმ დადუნასგან თითქმის აღარაფერი დარჩრენილიყო, მისი შავი თვალების გარდა, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად მაინც უწინდებურად ანათებდნენ. სწორედ ეს თვალები იყო, არიდას იმედი. იმედი იმისა რომ ეს თვალები კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეხედავდა განუსაზღვრელი სითბოთი და სიყვარულით. თუნდაც სევდით, მაგრამ მთვარი იყო მისთვის ეცქირა... - არიდა ! - გაუბედავად დაუძახა სააბაზანოსკენ წასულს. ისიც შემობრუნდა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. - რაღაც უნდა გკითხო. - გისმენთ გოგოჭურის ქალო ! - კითხვის მოლოდინში ინტერესიანი გამომეტყველება მიიღო. - არავინ მოგწონს ? - უეცრად ჰკითხა ქალმა. - დედა, ეს კითხვა რამ გაგახსენ ?! - გულრწფელად გაოცდა არიდა. -რავიცი დედიკო, უკვე გაიზარდე. უფრო დამშვენდი. შენს ასაკში ბუნებრივია ვინმე მოსწონდეთ. ვინმეს ხვდებოდნენ... - მხრები აიჩეჩა ქალმა. - ვაიმე დადუ ! როდი აქეთ გახდი შენ ასეთი თანამედროვე ? - გაეცინა არიდას. - თმას თუ არ ვიღება იმას არ ნისნავს, რომ ძველმოდური ვარ ! - დამტუქსავი ხმით უთხრა. - მინდა ღურსეული ადამიანი იპოვო, რომელიც შეძლებს შენს გაბედნიერებას და რაც მთავარია არ მინდა რაიმე დამიმალო. - დადუ სახლიდან მაგდებ ? - გადაიკისკისა გოგომ. - მერე შენ ჩემს გარეშე გაძლებ ? - თუ მეცოდინება, რომ შენ ბედნიერი ხარ და კარგად ხარ გავძლებ. ოღონდ არაფერი დამიმალო დედიკო. -ისევ გაიმეორა ქალმა. - არაფერს გიმალავ დადუ ! არავინ მომწონს ! - უპასუხა თუ არა იმწამს სინდისის ქენჯნა იგრძნო. თითქოს მოატყუა... მაგრამ რა ? განა იყო ვინმე, ვინც მოსწონდა? - არა, მაინც რამ გაგახსენა ეგ ? - თუ ვინმე გამოჩნდება აუცილებლად მითხარი ! - კითხვას თავი აარიდა დადუნამ. ვერ უთხრა, რომ ამ ბოლოს ათასი აზრი და საკითხი უტრიალებდა თავში, რაზეც მასთან საუბარი სურდა. ვერ შეძლებდა აეხსნა რატომ, როგორ მოვიდა ეს დარდი დედის გულში ასე არსაიდან... - კარგი ! - მტკიცედ დაეთანხმა. - დადუ, ყავა გამიკეთე რა ! მალე მოვწესრიგდები. მერე ლუკასთან წავალ საავადმყოფოში. - ჯერ ისაუზმე, მზად მაქვს. ყავას ლენა გაგიკეთებს კიბეებზე მოკაკუნობს უკვე. ერთ დღესაც იმ „ფრანცუსკებს“ გადავუყრი ! - სიცილით უპასუხა და საწოლის გასწორება განაგრძო. გაჩერებაზე, ნარინჯისფერ სკამზე იჯდა. ხელები გვერდითა სკამებზე ჩამოეყრდნო და მიწაზე მოფხაკურე ფეხებს დასჩერებოდა. ჩაფიქრებული, ბაღის მოსწავლესავით მორიგეობით უხახუნებდა ტერფებს ასფალტს. თვიდან ვერაფრით ამოიგდო ვერც წინა ღამის გადათენების მიზეზი და ვერც დედის მოულოდნელი შეკითხვა. თავისი პასუხიც აფიქრებდა. იქნებ ვერ უპასუხა სწორად? იქნებ უნებურად ტყუილი გამოუვიდა? მაგრამ, გამოუცდელი გოგო, საკუთარ გრძნობებში რომ არ იყო გარკვეული, დედას ამას ვერ აუხსნიდა. ვერ იპოვიდა ამ მდგომარეობის სწორად ასახსნელად საჭირო სიტყვებსა და ძალას. ერთადერთი რაზეც დარწმუნებით წუხდა იყო, დათა არაბულის, უბრალოდ როგორც ერთ-ერთი ადამინის, შესახებ რომ არ უთხრა დედას. თითქოსდა აქაც არაფერი სადარდელი, ბევრი ადამიანი იყო მის ისრგვლივ ვისზეც დადუნამ არ იცოდა მაგრამ შინაგანად მაინც აწუხებდა მასზე არ თქმის ფაქტი. ასე არეულ-დარეულმა ნაცნობ სამარშუტო ტაქსს დალანდა და ვიდრე მოუახლოვდებოდა მანამ წამოხტა ფეხზე. - დილამშვიდობის, ლადო ბიძია ! - ცქრიალით მიესალმა და გვერდით დაუსკუპტა. - დილამშვიდობის, მშვენიერო არიანდა ! რამდენიმე დღეა არ გამოჩენილხარ. ასე უნდა მოხუცების დავიწყება ? - მზრუნველი ტონით დატუქსა უკვე მეგობრად ქცეულმა მარშუტკის მძღოლმა არიდა. -რას ამბობ ლადო ბიძია ! თქვენდა მოხუცი ? ჭაღარაც კი არ გაქვთ. - მხიარულად გადაიკისკისა, ბოლო წუტამდე დანაღვლიანებულმა გოგომ. ეს საუკეთესო თვისება ჰქონდა არიდას დეპრესია, პრობლემებზე ჩაციკლვა და წუწუნი არ ახასიათებდა. ყოველთვის ყველაფერში პოულობდა ისეთს რაც ოპტიმიზმის საშუალებას აძლევდა. - თმებს ვიღებავ და იმიტომ ! - მტკიცედ უპასუხა კაცმა. ისედაც ფართო თვალები სულ დაჭყიტა გოგონამ და შემფასებლურად შეათვალიერა კაცის თმები. ლადოს უნდოდა ცოტახანს მაინც გაეტანა ტყუილი, მაგრამ დიდ სავ თვალებს ისე აფახურებდა არიდა სიცილი ვერ შეიკავა. - დაიჯერე, ჩემო გოგო ?! - ისევ ახარხარდა კაცი. - მგონი უკანა რიგებშიც დაიჯერეს- სწრაფიმზერა მოავლო დანარჩენ მგზავრებს . - მერე მასეთი რამეები ჩუმად მითხარით ხოლმე. - სიცილით გადაუჩურჩულა არიდამ. -რომ იცოდე, როგორ მიხალისებ დილას ჩემო მშვენიერო. რამდეიმე დღე, რომ არ გამოჩნდი ვინერვიულე კიდეც. მიდი შენი ნომერი ჩამიწერე - ჟილეტის მარცხენა გულის ჯიბიდან კლავიატურიანი ტელეფონი ამოაძვრინა და არიდას გაუწოდა. - დილიდით გაჩერებაზე თუ არ დამხვდები დაგირეკავ და დავწყნარდები. - არიდამაც გამოართვა და კლავიატურის ჩხაკუნს მოჰყვა. - შენ ახლა გულში გეცინება, ამ ტაამედროვე ეპოქაში ეს ტელეფონი სად იპოვაო ხო ? - არა, რატო ? - გადაბრუნ-გადმოაბრუნა ძველებური საკამოდ მძიმე აპარატი მონდომებით შეაქო. - მშვენიერი ტელეფონია ! - გეცინება, გეცინება და თავს ნუ იკავებ ნაოჭები გაგიჩნდება. - ისევ აფხუკუნდა კაცი და არიდაც აიყოლა. - სიმართლე გითხრა ვერ ვუგებ იმ ტელეფონებს. ჯერ რამხელაა. ჯიბეში ვერ ჩაიდებ კაცი წესიერად. მე კიდე გულის კიბის გარდა ტეკეფონს არსადვდებ. ვიბრაციით ვხვდები რომ მირეკავენ თორე ყურშიც აღაც მესმის წესიერად ამ ხმაურიაი ქუცების გადამკიდე. ხოდა მაგ, რომ აქ ცავიდო - გულის მხარეს დაიდო ხელი. - არ ჩამეტევა და მატორის შესამოწმებლად, რომ გადავეკიდები „კაპოტზე“ კიც ჩამივარდება შიგნით. - მერე არ გაიყოლოთ აქ დადევით ხოლმე - ხელი ავტომობილის ‘ტორბედოზე ტელეფონის განსათვასებელზე დაუდო. - სადღა მაქვს მე მაგდენი დადევი აიღეს თავი. რომ დავდო კიც დამრჩება. თან ის თითების სმა რომ უნდა ... ერთხელ ჩემს შვილიშვილს ვთხოვე მასწავლეთქო. ექვსი წლისაა წარმოგიდგენია მაგის სასწავლი, რომ გამიხდება საქმე. ეცადა ბავშვი ტყუილს ვერ ვიტყვი, მარა უნიჭო აღმოვჩნდი ჩემო მშვენიერო. იმ დღს საბოლოოდ დავკარგე მაგ რაღაცასტან ურთიერთობის იედი და ორმცდაათი ლარი სწავლების საფასური. - ყურებამდის გაღიმებული უსმენდა არიანდა უშუალობითა და სითბოთი ალაპარაკებულ კაცს. - წარმოგიდგენიათ იმ დრეს რომ იმედი არ დაგეკარგათ მერე რამდენ ორმოცდაათ ლარს დაკარგავდით ყოველი ახალის სწავლის საფასურში ? - ძალიან სერიოზული ტონით გაეპასუხა არიდა. - აა, დამცინი ხო ? აიტ, შე ეშმაკო ! - თითი დაუქნია გამხიარულებულმა კაცმა და ცხვირზე უჩქმიტა. - ერთ დღესაც შენი მგზავრები შუა გზაში ცამაგდებენ, მძღოლს ყურადღებას აფანტვინებო. - მეც ჩამოგყვები ! - ისვე ჩუმად აფხუკუნდნენ. მხიარული საუბრის შემდეგ ლადო კვლავ ჩაეკითხა განვლილ დღეებზე და არიდაც დეტალურად მოუყვა მომხდარს უფროს მეგობარს. ერთ თვეზე მეტი იყო გასული მათი დამეგობრებიდან და ამ დროის განმავლობაში თითქმის ყველაფერი იცოდა ლადომ არიდაზე. კეთილი გამომეტყველების კაცმა თავისი გულღია, თბილი დამოკიდებულებით მალე დაიმსახურა გოგონას ნდობა. არიდასაც განსაკუთრებულად მოსწონდა მასთან საუბარი. თითქოს ერთგვარი განტვირთვაც იყო. არც ტუქსავდა და არც საყვედურობდა. უბრალოდ რჩევებს აძლევდა და დახმარებასაც სთავაზობდა თუ დასჭირდებოდა. არიდა უყვებოდა ყველაფერს და სიმსუბუქეს გრძნობდა. ლადოც ყურადღები უსმენდა მოჭიკჭიკე ქალს. იყო საკითხები რაზეც თავის აზრს ეუბნებოდა და იყო საკითხები რაზეც კრინტსაც არ ძრავდა. განსაკუთრებით დათაზე და მიხეილზე არ ეძიებოდა... ისედაც მწირი დიალოგი ჰქონდათ მასზე. იმ დღის, საუბრის ნაყოფიერება კი ანდროსთან აუცილებელი შეხვედრის დარწმუნებაში გამოიხატებოდა. ბევრი კი იუარა გოგომ, ვერ ვნახავ რისხვას დამაყრისო, მაგრამ მაინც მოახერხა ლადომ მისი დაყოლიება. - ამ ქვეყნად დედმამისშვილზე ძვირფასი არავინაა ჩემო გოგო. რაც არ უნდა დააშავოს, ის მაინც ჩვენი სისხლის მოზიარე რჩება და ჩვენ ეს ფაქტი უპირობოდ მის სიყვარულს გვავალდებულებს. შეიძლება ამ სიყვარულს ზოგჯერ ვერ გამოვხატავთ, ან არასწორად გამოვხატავთ, ან სულაც ჩვენებურად გამოვხატავთ, მაგრამ ეს ეჭვის შეტანი საბაბს არ უნდა გვაძლევდეს. უამრავი ძვირფასი ადამინაი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში- მეუღლე, შილები, მშობლები და ა.შ. მაგრამ დედმამისშვილი ყველასგან განსაკუთრებულუია. განსაკუთრებულად გვტკივა... - იყო კაცის სიტყვები მას შემდეგ რაც არიდამ ანდროსთან ვიზიტის შესახებ მოუყვა და ეს სიტყვები გონებაში უტრიალებდა, ვიდრე ლუკასთან პალატაში შევიდოდა. მიხვდა, რომ კაცმა ყოველივე ეს ძმისადმი საკუთარი დამოკიდებულების გადასახედად უთრხრა და უფრო მეტად ანდროს დამოკიდებულების ახსნა სცადა. . თითქოს ცდილობდა ანდროს ქმედებების უკან ის დაენახვებია, რასაც არიდა ვერ ხედავდა... ამ მოკლეხანში ლადო არიდასთვის უდაბნოში ნაპოვნი წყალივით გახდა... მასთან საუბრაი ისეთივე შვებას ჰგვრიდა მის შინაგან სამყაროს, როგორც სიცხისაგან გათანგულ სხეულს თუნდაც ერთი ყლუპი გრილი წყალი... *** - სძინავს ? - ჩურჩულით იკითხა პალატაში შესულმა და ქეთის გვერდით მიუჯდა. - ხო. ახლახანს დაეძინა.- ფართოდ გაუღიმა ქალმა. - მიხარია ისევ გაღიმებულს რომ გხედავ ! - ფეხაკრეფით მივიდა ქეთიმდე და გვერდით დაუჯდა. - შენი დამსახურებით. - მხრებზე მოეხვია და ტავისკენ მიიზიდა ქეთიმ. - არიდა რომ იცოდე... - მადლიერი ხმაში განაგრძო, მაგრამ არიდამ შეაწყვეტია. - ქეთი, ახლა ისევ არ დაიწყო თორემ გავიქცევი. მტავრია ლუკა კარგადაა სხვა რამის გაგონება აღარ მინდა. - ისე მკაცრად თქვა ქეთიც უმალ დაეთანხმა. - კარგი. ვსო ამაზე ჩუმად ვარ მაგრამ... - სახე სასაცილოდ დამანჭა ქალმა და დაფიქრდა ღირდა ახლა ეკიტხა თუ არა. მაინც ვერ მითმინა. - არიდა, რომ არ გკითხო მოვკვდები ისედაც მთელი ღამეა ხან მაგაზე ვფიქრობ ხან ლუკაზე. - რაიყო ? - უცებ ვერ მიხვდა რას გულისხმობდა - რა ერქვა გუშინ თქვენს საქციელს? არა, უფრო სწორად იმ ბიჭის საქციელს ? არა, შენგანაც გამიკვირდა... მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ, რომელმა უფრო გამაოცეთ. - რა საქციელს, ან ვინ ბიჭის ? - გაიკვირვა და მაისურის ბოლოს დაუწყო წვალება. - არიდა ! - დამტუქსავად წარმოთქვა მისი სახელი. - სვენივრად მიხვდი ვისაც და სეეშვი მაგ მაისურს დახევ. - მაისურს ეძგერა და ხელიდან გამოაცალა. - არაფერი. სახლში წამიყვანა. - არიანდა, - თვალებმოჭუტულმა დაიწყო და ჩაახველების შემდეგ განაგრძო. - სხვა შენს თაყვანისმცემლებზე, რომ არაფერი ვთქვა ზურათი დავიწყებ. ზუსტად ოთხი წელია იცნობ. იცი რომ კარგი ბიჭია და შენს მიმართ მხოლოდ წრფელი მოწონება, პატივისცემა ამოძრავებს. არ გაწუხებს, თვალში არ გეჩხირება და ახლა მითხარი რამდენჯერ მჯდარხარ მის მანქანაში ? - არცერთხელ. თანაც ერთხელ თქმით კიარა დილიდან საღამომდე გაუჩერებლად თხოვნით „გვიანია ტაქსით ვერ გაგიშვბ“ „უბრალოდ მეგობრულად არიდა რა დასავდება“ და ვინიცის როგორ არ გეხვეწებოდა ხოლმე და შენ ჩაჟექი კიარა ახლოსაც არ გაეკარე მის ავტომობილს და ამის შემდეგ უცებ ჩნდება ბიჭი, რომელსაც წესიერად არ იცნობ. ეს ბიჭი აიგნორებს ზურას ნათქვამს და კიარ გეკიტხება პირდაპირ გიბრძანებს წაყვე. შენც ასე უხმოდ ბაკუნით მიყვები უკან და ამის შემდეგ არაფერიო კიდევ თუ მეტყვი არ ვიცი რას ვიზამ. - ქეთიმ, გაცხარებულმა ჩამოაყალიბა სათქმელი და მომლოდინედ მიაჩერდა სახეარეულ გოგოს. - არიდა ვინ არის ეგ ბიჭი შენთვის? - არვიცი ! - გულრწფელად უპასუხა დაბნეულმა. - მართლა არ ვიცი ქეთი. ასე არსაიდან გაჩნდა და გონებაში შემიძვრა. ჩემი დალაგებული, სწორხაზოვანი ჩვევები სადრაც მოიშინა... მასთან ვერაფერს ვერ ვაკეთებ ისე როგორც აქამდე, როგორც სხვასთან... დაბნეული ვარ და მგონი მის გამო დღეს დედაც მოვატყუე ... - არიდა, მოგწონს ? - დაყვავებული ხმით ჰკითხა გაურკვევლობაში ცავარდნილს. - არ ვიცი. ან როგორ უნდა მომეწონოს წესიერად არც კი ვიცნობ. სულ რამდენჯერმე შევხვდით. თან რაღაცნაირად უცნაური ადამიანია. ზოგჯერ ისე იქცევა ვერ ვხსნი, ვერ ვხვდები მის სიტყვებს მისის ქცევის მიზეზებს. - გულახდილად გაანდო თავისი განცდები დედასავით მზრუნველ ქალს. - ვერც ჩემი თავისთვის ამიხსნია რა დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. - ახლა მეც ავირია ! არადა წუხელ თიტქოს რარაცეები დავალაგე თავში. -ამოიოხრა ქალმა. - ანუ იცნობ და არც იცნობ. მოგწონს და არც მოგწონს. - მგონი მასეა ! - რომ არ გიცნობდე ვიფიქრებ მხოლოდ მისმა გარეგნობამ მოხიბლაო, მაგრამ ზუსტად ვიცი ეგ უკანასკნელია რასაც ადამიანში უყურებ. - ცოტახანს ორივე ჩაფიქრდა. - არიდა, - კვლავ ქეთიმ განაგრძო და მთელი ტანით მისკენ შებრუნდა - იქნებ უბრალოდ მართლა მისმა გარეგნობამ გაგიტაცა და ამიტომ ხარ ასეთი არეული. ძალიან სიმპატიურია. წარმოსადეგი. არც უფულობას უჩივის და არც დახვეწილ მანერებს. შენც პატარა გოგო ხარ და შენს ასაკში მსგავსი გატაცებები ბუნებრივია. რავიცი მგონი დასაშვები ვარიანტია. - მხრები აიჩეჩა ქეთიმ. - კარგი, რა ქეთი ! მაგ კრიტერიუმებს ზურაც აკმაყოფილებს მაგრამ... - ღრმად ამოისუნთქა. - ერთადერთი რაწ წესიერად ვიცი მასში მისი თვალებია. დაკვირბევით არც შემიხედავს არც მის გარეგნობაზე არც მანერებზე და მითუმეტეს მისი ქონება სულ არ მადარდებს. - თუ თვალები იცი, ეგეც საკმარისია ! - დაასკვნა ვახოზე შეყვარებულმა ქეთიმ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. - მისგან, გრძნობ რაიმეს? - არ ვიცი ! - ახლა ნამდვილად გადავირევი ! - ფეხზე წამოხტა და ისეთ ხმაზე დაიყვირა ქალმა მძინარე ლუკაც კი შეიშმუშნა . - ზურას პირველივე წამიდან მიუხვდი და მაგასტან რა ვერ გაგირკვევია? - საერთოდ არ გავს ზურას და საერთოდ არავის გავს ვისაც კი დღემდე შევხვედრილვარ. - განსხვავებულია და იმიტომ მოგეწონა? - არ ვიცი მომწონს თუ არა, მაგრამ მასთან ჩემგან დამოუკიდებელი კავშირი, რომ მაქვს მაგ ნამდვილად ვიცი. მისი დანახვის პირველივე წამიდან მივხვდი. - რას ხედავ მის თვალებში არიდა ? - სიცივეს და სითბოს ერთდროულად. მაფრთხობს, მაშინებს თითქოს მაფრთხილებს მოვერიდო და ამავედროს წარმოუნგენლად მიზიდავს. მათში იმედს, ნდობას ვხედავ. ძალინ შავი თვალები აქვს ქეთი. - შენზე მეტად შავი? - გაეღიმა ქალს. - კი. მეტად შავი. საერთოდ ვერაფერს, რომ ვერ დაინახავს მათში ადამიანი ისეთი, მაგრამ მე დავინახე. უკუნით ბნელშიც კი შემიძლია მათი დანახვა და ეს ყველაფერი ისე მაშინებს შეიძლება გავგიჟდე. არ მინდა ასე ვიყო. ვერ ვეგუები ჩემს ცხოვრებაში მის შემოჭრას მით უფრო, როცა მისი ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ არაფერი ვიცი. - ის წუხილი გაანდო რაც ამხნის მანძილზე გონებაში ჰქონდა მიჩქმალული და რის გამოც წინა რამით ცრხარე ცრემლით იტირა პატარა გამოუცდელმა კეთილმა გოგომ. - ჩემო პატარა. - გულზე მთელი ძალით მიიკრა ქეთიმ და ტავზე აკოცა. - არც კი ვიცი, რა გითხრა, რა გირჩიო. არ არის მარტივი. ახლა ყველაზე მთავარია შენი გულის ხმას მოუსმინო. გული არასდროს ცდება დამიჯერე, მთავარია მისი ამოძახილი სწორად გაიგო, სწორად მიუხვვდე წადილს. - სავახშმოდ წასვლა შემომტავაზა. იქ გავიცნოთ უკეთ ერთმანეთიო ! - ჩუმად ამოილუღ;ურა არიდამ და ქეთის ახედა. - სავახშმოდ თუ უფრო პაემანზე ? - ჩვენი დახმარებისთვის მადლობის ნაცვალ ვახშამზე. - როგორც წესი, ბიჭი რომ გოგოს ვახშამზე პატიჟებს და ის მისი მეგობარი არ არის პაემანი ჰქვია. რა მიზეზიც არ უნდა დაურთოს ამას. - განუმარტა ქეთიმ. - თანაც სამადლობელად შენ და ჩვენ გვაქვს საქმე და ვახსამზე ის გპატიჟებს? - თვალები მოწკურა ქალმა. - ხო ასე გამოვიდა. ვფიქრონ არ წავალ. - და რატომ ? გგონია თუ დაიმალები და გაიქცევი რაიმე შეიცვლება? პირიქით, სჯობს წახვიდე. - ქეთი, მეშინია. - უნდა გაიზარდო არიდა ! უკვე დროა, მაგრამ შენ თუ მუდამ ირგვლივ აშენებული კედლებით ივლი და არავის შემოუშვენ შიგნით ვერ მოახერხებ. - მეშინია, რომ ისევ მატკენენ. ისევ იმედს გამიცრუებენ. მეშინია, რომ ბავშვობის ამ ტრავმას ვერასოდეს დავაღწევ თავს... - შენ ყველაზე მეტად მიტოვების გეშინია... - ხო. ვერ გადავიტან კიდევ ერთმა საყვარელმა ადამიანმა, რომ მიმატოვოს. მოვკვდები... ამიტომ არ მინდა ბევრი მყავდეს ასეთი... - თვალები აემღვრა გოგოს. - წინასწარ მაგ შიშით ვერ იცხოვრებ, ჩემო პატარა - თმაზე მზრუნველად გადაუსვა ხელი. - ცხოვრება ასეთია- გვიყვარს, გვძულს, გვიხარია, ვეიმედებით, ვტკენთ, ვტოვებთ, ბედნიერნი ვართ... ვუყვარვართ, იმედს გვაძლევენ, ვეხმარებიან, გვტობენ, გვიკვდებიან, გვტკენენ, გვატირებენ, ვძულვართ, უბედურნი ვართ ... კიდევ სხვა ბევრი რამ ხდება ცვენს ირგვლივ და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავიაროთ. სხვანაირად შეუზლებელია არიდა. სხვანაირად ვერ ჩამოვყალიბდებით. ვერც გავძლიერდებით. ყოველი განვლილი დღე, ყოველი გამოვლილი განსაცდელი ერთად იკრიბება და ქმნის ჩვენს პიროვნებას. ჩვენი ცხოვრება პატარ-პატარა ნაწილაკებისგან შედგება და ეს ნაწილაკები სხვადასხვა გრძნობით, მოგონებითა და ემოციით არის გაჯერებული. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და შედეგი. თუნდაც მე დღეს ლუკას გამო ეს ტანჯვა უნდა გამევლო უკეთესი დედა, რომ გავხდე. უფრო დაკვირვებული, უფრო ფრთხილი.მეტი დრო გავატარო მასთან და მეტი სიყვარული გამოვხატო... შენ გგონია, მარტო ისაა ტანჯვა რასაც შენ დღეს გადიხარ? არა ჩემო გოგო. მართალია შენთვის ეგეც საკმარისია პატარა ხარ და ეგ დღეები არ უნდა გამოგევლო, მაგრამ მხოლოდ ეგ არ არის. წინ ჯერ კიდევ დიდი დრო გავქს ცხოვრებისთვის და დამიჯერე კიდევ ბევრი ცუდი და უფრო ბევრი კარგი დღეები გექნება. შენ ჯერ კიდევ არაფერი გინახია და ყოველ ჯერზე თუ მასე გაექცევი ცხოვრებას როგორც აქამდე აკეთებდი ამას უფრო მეტს დაკარგავ. არიდა რამდენადაც საიმედოდ არ უნდა ჩაკეტო ერთ დღეს თავად მოგადგება კარზე მთელი თავისი დიდებულებით და ტავად გააღებს და შენ თუ მოუმზადებელი დახვდი უფრო მტკივნეულად გადაგივლის. ამიტომ გაიღვიზე და ყველა მოსალოდნელ ტკივილსა თუ სიხარულს შეგუებულად თუ არა მედგრად მაინც დახვდი. გააღე ეგ კეთილი გულის კარი უფრო ფართოდ, შეუშვი შენ გონებაში სიახლეები. ეგ ნაჭუჭი თავად შემოიცალე ვიდრე სხვა შემიგაცლის და ტან გაცილებით მტკივნეულად... შეიგრძენი ყოფა მთელი სისავსით და ამავედროს ყველაფრისთვის მზად იყავი... გარინდული უსმენდა არიანდა, ქეთის სიტყვებ, რომლებიც ზუსტად იმ მეოციით ედებოდა მის ცნობიერებას რა ემოციითაც თავად ქეთი საუბრობდა. ყველა სიყვის მნიშვნელობა გაიაზრა თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქამდე არ ჰქონდა ნაფიქრი ამ ყველაფერზე. ჰქონდა, მაგრამ ვერ აჯობა ჩვევას ვერ გავიდა იმ წრიდან, რომელიც თავად მოხაზა. მართალი იყო ქეთი ცხოვრება მტელი ტავისი დიდებულებით მიადგა კარგად ცაკეტილ კარს დატა არაბულის სახიტ და თავად გააღო. გაარღვია არიდას წრე,ცამოანგრია საგულდაგულოდ ნაშენი კედელი მაგრამ საკიტხავი იყო მართლა მტკივნეულად გადაუვლიდა თუ დაინდობდა, გამოუცდელ გოგოს, რომელსაც საკადრისი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. საკითხავი იყო, რას მოუტანდა დათა არაბული მის პიროვნებას მანამ გაასწორებდა მიწასტან ვიდრე გაიზრდებოდა თუ პირიქით გაზრდაში დაეხმარებოდა. რას მალავდა მისი კუპრივით სავი ტვალები, რომლის უკანაც არაფერი არ სჩანდა დარომლის წაკითხვაც მხოლოდ არიანდა ამირეჯიბს შეეძლო. ქალს, რომელიც მტრად ესახებოდა მის შურისძიების სენით შეპყრობილ, დაბინდულ გონებას. ქალს, რომელიც ათასგვარ გაურკვევლ, ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციას იწვევდა მასში და ლახვარს ასობდა ქვად ქცეულ გულში. წარმოდგიდგენიათ, რამდენად ძლიერი, მყიფე უდა იყოს ლახვარი, ქვაში შეღწევა რომ შეძლოს? *** კაბინეტში, დივანზე ზურგმიყრდნობილი იჯდა და ფეხები მინის მაგიდაზე შემოეწყო. უცნობის მიერ წერილში ნახსენებ სიმართლეს დამარცვლით იმეორებდა მისი გონება. თითქოს ამ გზით გაშიფრავდა რა სიმართლეს გულისხმობდა. მთელი თავისი ცხოვრება კადრებად წარმოიდგინა, რომ რაიმე ისეთი ეპოვა რაზეც ეჭვს მაინც მიტანდა. განსაკუთრებით კი იმ პერიოდიდან ჩაუღრმავდა წარსულს, რაც მამა დაუბრუნდა. რადგან აქედან იწყებოდა ყველაზე კარგიც და ყველაზე ცუდიც. ყველაფერი გაიხსენა მამის პირველად ნახვიდან, ნათლიის ვაჟა აფციაურის გარდაცვალებამდე. ისიც კი ვაჟამ, რომ მოუყვა თუ რატომ აღმოჩნდენ ციხეში მრავალი წლით. როგორც კი ვეფხვიას მკვლელის ვინაობა გაარკვია დაჟინებით ჩაეძია მიზეზს და ნათლიას აიძულა მოეყოლა რას ერჩოდა მიხეილ ამირეჯიბი მათ. „ 1991 წელს როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო მე და ვეფხვია ციხეში ვიჯექით. ხევსურეთიდან ჩამოსულმა მთის სისხლის მქონე ახალგაზრდა თავმოყვარე ბიჭებმა რამდენიმე თავშიავარდნილ თბილისელს სეურაცხყოფა არ ვაპატიეთ და ისე ვცემეთ ჯილდოდ სამი წლით ტავისუფლების აღკვეთა გვისახსოვრეს. პატარა ბიზნესი წამოვიწყეთ და მათ არაკაცურად ხელების ფათური მოუნდათ ჩვენს საქმეში. ჩვენი დაპატიმრებიდან რვა თვე იყო გასული ომი რომ დაიწყო. პირველად სამხედრო მოსამსახურეები და გამოცდილი მებრძოლები გაიწვიეს. პრეზიდენტის ბრზანებულებიტ ზონაზეც დაიწყეს ძლიერი, ჯანმრტლი და ბრძოლაში გამოცდილი პატიმრების მოძიება. მე და ვეფხვიას ავრანეთში ბრძოლის გამოცდილება გვქონდა, არც ძალა გვაკლდა და არც ჯანმრთელობა. მოკლედ არც მათ უფიქრიათ ჩვენს ომში გაწვევაზე ბევრი და არც ჩვენ. სამშობლოს ვჭირდებოდით. თანაც იქიდან დაბრნებულებს სასჯელი მოხსნილი გვექნებოდა და ოჯახებში დაბრუნებას შევძლებდით. 150 პატიმარი წაგვიყვანეს და სავადასვა ლოკაციებზე გაგვანაწილეს. მე მამაშენი და მერაბ კვარაცხელია ჩვენი თანამესაკნე ორმოცამდე სხვა პატიმართან ერთად მიხეილთან მოვხვდით. ის სამხედრო პირი იყო და კოორდიანციას გვიწევდა. პირველივე დღიდან დავუახლოვდით. კარგი ადამიანი ჩანდა და ჩვენც მეგობრულად განვეწყვეთ. შუა გულ ომში, როდესაც შენი გადარჩენის მაჩვენებელი 50/50 - ზეა ახალი მეგობრის შეძენა და მასთან საუბარში გათენება მეტად ძვირფად გეჩვენება შვილო. ის სულაც არ გვიყურებდა, როგორც დამნასავეებს პირიქით ბრძოლის სტრატეგიაზე რჩევებსაც კი გვეკიტხებოდა. ბევრი რამ შევიტყვეთ ერთმანეთზე. ჩვენ ოთხი მხარდამხარ ვიბრძოდით. ერთ დღეს ძალიან ნაღვლიანი გვეჩვენა, ვერა და ვერ ვათქმევინეთ რა ჭირდა. ომი დასარულს უახლოვდებოდა, თავზე ორმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომ გადაგვიფრინა და ჭურვები ჩამოყარა. იცოდნენ სად უნდა ესროლათ და ყველა მებრძოლი უკლებლივ დაიღუპა. მხოლოდ ჩვენ ოთხი გადავრჩით, რადგან სხვა მებრძოლებისგან შედარებით შორს ვიყავით. ცოტა დაზიანებები გვქონდა, მერაბი ფეხში დაიჭრა. მოკლედ იმ დღეს გვითხრა მიხეილა რაზეც დარდობდა. თურმე დაპირება, რომ სასჯელს გვიხსნიდნენ ტყუილი იყო და ისევ ციხეში დაგვაბრუნებდნენ. გაქცევის გეგმაც იქვე შევიმუშავეთ. ჩვენს იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა ტერიტორია უკვე დაკარგული იყო და ჩვენი იქ დარჩენით ან სიკვდილს გავიმზადებდით ან ციხეს. მიხეილმა რუკა მოგვცა როგორ უნდა ჩაგვეღწია სამეგრელომდე. იქიდან კი თავად გავიკვლევდით. თავად კი იმდენს მოახერხებდა, რომ მკვდრად გამოვეცხადებიეთ. ისე იყო გვამები დასახიჩრებული ჩვენს ამონცობას მაინც ვერავინ ვერ შეძლებდა. ასე გაგვიშვა კუთვნილ ტავისუფლებაზე. ღმერთია მოწმე არაფერი დაგვიზოგია, სიცოცხლესაკ კი გავწირავდით თუ ეს იმ მიწებს დაგვიბრუნებდა... ტყე-ტყე ვიარეთ და სამეგრელომდე ზურგით ვატარეთ მერაბი. გზაში ჭრილობა გაურთულდა სიცხემაც მისცა ამიტომ ერთ-ერთ სოფელში დავტოვეთ იმ დაპირებით, რომ მის წამოსაყვანად ვინმეს გავგზავნიდით. ცოტა უნდა გამოკეთებულიყო, თორემ დაჭრილთან ერტად გადაადგილება ზალიან სარისკო იყო. ერთმა ვთისნიერმა ოჯახმა შეიფარა.თბილისში, რომ ჩამოვედით მისივე თხოვნით მისი ბიძაშვილები ვნახეთ. ჰქონდათ შესაძლებლობა მერაბი უსაფრთხოდ ჩამოეყვანათ და დაემალათ. დაგვპირდნენ კიდეც. მოკლედ ასე დაიმედებულები წავედით ხევსურეთში ჩემს მონადირის სახლში. ხუთ დღეში გვიპოვეს და დაგვაპატიმრეს. ეს ყველაფერი კი მიხეილმა მოაწყო. ჯერ გეგმა შემოგვტავაზა მერე კი ჩვენი თავები დააჭერინა. ვერ ვიჯერებდით , მაგრამ მალევე რომ დააწინაურეს და მაღალ ტანამდებობაზე დანისნეს, მერე დავრწმუნდით. თან სხვა არც არავინ იყო ვინც ჩვენს შესახებ იცოდა. მიხეილისა და უფალის გარდა ვერავინ მოგვაგნებდა ხევსურეთში. მერაბი კი ჩვენი წამოსვლიადან ორ ღეში გარდაცვლილა. ინფექცია შეჭრა და სისიხლი მოეწამლა. სასჯელი გაგვიორმაგეს და მერე კიდე ოთხი წელი გაუგებარი მიზეზის გამო დაგვიმატეს. ასე გვიღალატა ამირეჯიბმა და ალბათ მამაშენის მკლელობის მიზეზიც აქედან გამომდინარეობს მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ამდენი წლის შემდეგ რა მიზეზით უნდა შეხვედროდენ ერტმანეთს და მითუმეტეს მოეკლა“ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ათი წელი იყო გასული მაგრამ კარგად ახსოვდა დათას როგორი გულისწყვეტით ყვებოდა ვაჟა. ათასი ფიქრის, მოგონების და დაკვირვების მიუხედავად ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივიდა. თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი იფიქრა ამირეჯიბებს ხომ არ გულისხმობსო, მაგრამ იმდენი ფაქტი, არგუმეტი და ადამიანი ამოწმებდა არაბულების მიმართ მათ ბრალეულობას ეჭვი ვე შეიტანა. ყველაფერი რაც დათამ იცოდა, მათ დანაშაულს ამტკიცებდა. ასეთ ფიქრებში გახვეულს დრო ისე გაჰპარვოდა ვერც კი შეემჩნია. წამოდგა და ვიტრაჭიდან ქალაქზე გადაკრულ ღამის საფარველს გახედა. რაოდენ ძალიან უყვარდა ღამე... ერთა ადგილას გაშეშებულად მდგარს, კარის გაღების ხმა აიძულა შებრუნება. - ტანდემი მესტუმრა - ხმაში დაცინა სავარძელში კომფორტულად მოთავსებულ დაცვის უფროს და მამიდაშვილს. ვანო უკვე სასმლიტ სავსე გრაფინ ეპოტინებოდა. - ვანიკო გალოთდები. - თავლებით პირამდე სავსე ჭიქაზე ანისნა. - შვებულებაში თუ არ გამიშვებ მართლა გავლოთდები ! - დაღლილმა ამოილაპარაკა. - ამით ვიხდი დაღლილობას. - თქვა და ორ ყლუპზე გამოცალა სასმელი. - ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს საკუტარი ტავის გარდა ვინმე გყავდეს უფროსი. - შეუჯუჯღუნა არაბულმა. - შვებულება თუ გინდა ვერ გახვალ ? - ხოდა გავალ და ერთი თვე ჩემს ლანდ ვერ ნახავთ. რომელიმე კუძულებზე გადავიხვეწები და დავტკბები სანაპიროს ხედით. - რომელი ხედს გულისხმობ ? - სიცილით ჰკითხა ლაშამ. - სანაპიროზე მოტანტალე ხედებს რათქმაუნდა ! - ვანო ოდესმე დაჯერდები ერთი ქალს ? - ჰკითხა ლასამ, რომლესაც ბევრი მხიარული დღე ჰქონდა მასტან ერთად გატარებული და ბევრჯერ უნახავს ერთდროულად რამდენიმე გოგოს, რომ ეარშიყებოდა ხოლმე. - კი. დავჯერდები იმ ერთს რომელიც თავდავიწყებიტ სემიყვარდება და გაჩენის დღეს მაწყევლინებს ისე გამაწამებს მისი სიყვარულის მოპობებაში. - ლასას უპასუხადა ბიზაშვილს გახედა. - მე რას მიყურებ ? - თვალები დაუბრიალა არაბულმა. - თაველი გამომექცა. - მხრები აიცეცა გიგაურმა. - შენ რა მაზოხისტური სიყვარული გდომებია. - მხარზე ხელი დაკრა ლასამ. - ყველა სიყვარული თავისებურად მაზოხისტურია ჩემო ძამო. ვფიქრობ, ტანჯვის გარეშე არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს, რადგან მისი საზომი ის ტანჯვაა რასაც მის გამო იტან. - სიყვარულის საზომი ის არის რასაც მის გამო თმობ. - დარწმუნებით თქვა არაბულმა. - ეგ დათმობაც ტანჯვა დათა, რადგან თუ არ გეტკინა ესეიგი დასათმობიც არაფერი ყოფილა. - შეიძლება. - ჩაილაპარაკა და მათ წინ დაჯდა. - ვანახოთ შენ რას დაგათმობინებს არაბულო ! - ხმამაღლა წარმოთქვა და სასმლით სავსე ჭიქა გაუწოდა. - ისე არასდროს არავის შევიყვარებ მისთვის დასათმობის სატანჯველად, რომ მექცეს ვანო. და საერთოდ არავის შეყვარებას და მითუფრო მის გამო ტანჯვა-წამებას არ ვაპირებ. - დაასრულა და ჭიქა ბოლო წვეთამდე დაცალა. - ყრუ და ბრუციანი ! - თავისთვის ჩაიბურდღუნა ვანომ. - რამე მითხარი ? - აწეული წარბებიდან გახედა მამიდაშვილს. მანაც არას ნისნად ტავი გააქნია. - როდის გადიხარ შვებულებაში ? - ძველ ტემას დაუბრუნდა. - შენ, რომ გზაზე დაგაყენებ და პატრონს ჩაგაბარებ მაშინ. - ვანო, სერიოზულად გეკითხები ! - შეუღრინა დათამ. - მეც სერიოზულად გიპასუხე ! - უდარდელად თქვა ბიჭმა. დათაც მიხვდა ახლა მასთან მკაცრად გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და ხუმრობიტ განაგრძო. - გიგაურო, ნუ გადამატან ახლა ორი წლით უფროსი რომ ხარ და მამობას ნუ მოინდომებ ! - ღიმილი შეეპარა მის სახეს. გულის სიღრმეში გაუხარდა არსად წასვლას, რომ არ აპირებდა. - ორი წელი ბევრია დამიჯერე. - დამრიგებლურად უთხრა. - ზუსტადაც მაძლევს უფლებას პატრონს ჩაგაბარო. - დიდხანს დაგიგვიანდება ამიტომ აგას სჯობს სენს ტავზე იფიქრო. - ტვალი ცაუკრა არაბულმა. - ვანახოთ, ჩემო ვაჟკაცო ვანახოთ. ეჭვი მაქ მალე შვილიშვილებსაც გადავიგორებ გულზე. - გადაიხარხარა გიგაურმა. - ამის მოთმინება არ მაქ. ისედაც გამისკდა თავიფიქრით. - ორივე ხელი სახეზე ჩამოისვა დათამ და ლასას მიუბრუნდა. - გაარკვიე რამე? - კი და არც. ჩანაწერებიდან ის კადრები აღვადგინეთ რომელიც წაშალეს მაგრამ ვერაფრით გავშიფრეთ მიმტანის ვინაობა. ისიც კი ვერ გავარკვიეთ ქალია თუ კაცი კარგადაა შენიღბული და თანაც აშკარად იცის როგორ დაემალოს კამერებს. ორი დღის წინ სარამოს ცხრა საათზე ეზოს უკანა მხრიდან შემოვიდა წერილი დატოვა და მერე გაქრა. არსად არ ჩანს. ყველა მიმდებარე კამერები გადავჩხრიკეთ. მაღაზიებისიც კი ... როგორც ჩანს შენი სესაძლელბლობებიც კარგად იცოდა და მიტო დაიმალა ასე მონდომებით. - კიდევ გამოჩნდება. აუცილებლად გამოჩნდენა. დაცვა გააორმაგე და კამერები დაამატე. - მაინც რა სიმართლეს უნდა გულისხმობდეს ვერ ხვდები ? - არვიცი ვანო. ლამის ბაღის ისტორიებიც გავიხსენე. - იქნებ არ გინდა მასე შორს წასვლა და უახლოეს წარსულში უნდა ეძებო. - ვეძებე, მაგრამ არაფერია ისეთი რაზეც კითხვის ნიშანი მაქვს დასმული. ყველაფერი ფაქტებით მყარდება ვანო. - მიუხვდა რაზეც საუბრობდა მამიდაშვილი და დაბეჯითებით უპასუხა. - კარგი. რახან შენ ვერ მიხვდი იმედი მაქ თავად მოვა და გეტყვის. - ირონიულად უთხრა გიგაურმა. - დღეს სად იყო ? - ვანოს სიტყვები დააიგნორა და ლასას მიუბრუნდა. - დილით, საავადმყოფოში ბიჭის სანახავად. მერე ნეფროლოგიის ცენტრში გაიარა რაღაც ფურცლები წამოიღო. შემდეგ ვირაცას სახლი დაულაგა და ახლა თავის სახლში მიდის. ფეხით მისეირნობს. - ვერც ამ სახლების ლაგებას შეეშვა იმ ყველაფრის მერე და ვერც ფეხით სეირნს. მითუმეტეს ჯონიზე გავაფრთხილე. - გაცხარებული წამოიჭრა ფეხზე. - გამაგიჟებს ! - უკვე გაგიჟებყლი ხარ ! - ფხუკუნით, ჩუმად ჩაილაპარაკა ვანომ. - ნეფროლოგიურ ცენტრში რა უნდოდა? - არ ვიცი თუ გინდა გავარკვევ. - ახლა შეძლებ ? - კი. გაგვიმართლა. მიმღებში ჩემი ახლობელი მუშაობს. დავრეკავ. - ტელეფონი მოიმარჯვა ლაშამ და ნომერი აკრიფა.- საღამომშვიდობის სოფო. - მომხიბლავი ხმით მიესალმა ბიჭი. - ოჰ, გაგახსენდი ? ოი დღეა არ გინახივარ. - კეკლუცად უპასუხა ქალმა. - მომენატრე. - ეს სიტყვა ისე ვნებიანად გაწელა ლაშას სულ გადაავიწყდა მიკროფონი სფიქერზე, რომ ჰქონდა ჩართული და ისე უპასუხა მეცო. თან ალმოდებულმა პირველი ღილი შეიხსნა პერანგზე. - კარგი რა დათა, ახლა ამის ვნებებს რა ჩააცხრობს ... - მოგუდული ხმით თქვა ვანომ და არაბულს გახედა, რომლესაც მასზე არანაკლებ უჭირდა სიცილის შეკავება. - სოფი, რაღაც უნდა გთხოვო . - სწრაფად მოეგო გონს ლასა და ვანოს ხელი მიკრა. - თუ რაიმე შემიძლია ... - შეგიძლია. ერთ ადამინაზე მჭირდება ინფორმაცია მგონი თქვენი პაციენტია. არიანდა ამირეჯიბი. დრესაც იყო თქვენთან. - არიანდა რა დედამისია ჩვენი პაციენტი, მაგრამ ლაშა პაციენტზე ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება. - გთხოვ სოფი. ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანია. ისეთი მორიდებულია თავად არ მეტყვის და იქნებ მე შევძლო რაიმეთი დახმარება. ტანაც, ხომ იცი ვალსი არ დაგრჩები. - კარგი. ისე მორიდებული მართლა არის. ძალინ მეცოდება. თან ისეთი საყვარელი გოგოა. - რატომ გეცოდება ? - ჩაეკითხა ლაშა. - მოიცა საპირფარეშოში შევალ. - რამდენიმე წამში ისევ განაგრძო ქალმა. - დედამისს აქვს თირკმელების პრობლემა. დღესაც გეგმიური ანალიზების პასუხის გასატანად იყო. ამ ეტაპზე მხოლოდ ანალიზების ტანხა აქვს. ისე ზვირადღირებული გამოკვლევები ჭირდება და ამ გოგოს კი საჭირო თანხა არ აქვს. არადა ისე უარესდება მისი მდგომარეობა თუ თუ ზუსტი დიაგნოზი არ ეცოდინებათ და სათანადო კვლევას ვერ ჩაუტარებენ შეიძლება დაგვიანებულიც კი იყოს. როგორც გვითხრა მხოლოდ ერთი კვლევისთვის აქვს ტანხა, მაგრამ მხოლოდ მას აძრი არ აქვს ერთდროულად სამი უნდა გაკეთდეს. არც დაფინანსება აქვს. ჩვენმა საავადმყოფოც გადააგზავნა დედამისის ექიმის თხოვნით დაფინანსების მოთხოვნა, მაგრამ პასუხი არ მოსულა. არც ვიზიტის ფულს იღებს არც ანალიზებისას მაგრამ არიანდა არ თანხმდება და მაინც ტოვებს მიმღებში. - რატომ ? მასაც ეცოდება? - უფრო დატას კითხვა იყო ვიდრე ლაშასი. - ეცოდება კიდეც, მაგრამ ვფიქრობ უფრო მოსწონს. ზალიან ლამაზი გოგოა. ეს კი ახლაგაზრდა სიმპატიური და უცოლო. მგონი, უფლება, რომ მისცე თავად გადაუხდის იმ კვლევების ხარჯებს, მაგრამ ის გოგო ცოცხალი თავით არ დასთანხმდება. - ბევრი ინფორმაცია გქონია. - ორაზროვნად უპასუხა ლასამ. - ერთ წელია რაც ჩვენთან დადიან საკმაოდ ხშირად და ... თანაც ამ საავადმყოფოში რაც ხდება ყველაფერი ვიცი... - რომელ სადაზღვეოში გაგზავნა დაფინანსების თხოვნა ? - დათას ჩუმად დასმულ კითხვებს იმეორებდა ლაშა. - გოგონამ ეს ინფორმაციაც მიაწოდა და ისიც დაუმატა თუ დაფინანსება მოუვიდა დარწმუნებულივარ ექიმის ხელი იქნება მაგ საქმეშიო. - რამდენხანში მივა სახლში ? - ჰკიტხა დათამ ლასას მას შემდეგ რაც საუბარი დაასრულა. - ასე ნახევარს საათში. - ლასა შენ მაგ საქმეს მიხედე. მე გავისეირნებ. - მობილური და მანქანის გასაღები აიღო დათამ და სწრაფად დატოვა კაბინეტი. - ესა ახლა მის სანახავად მიდის ვითომ ? - ღიმილით ჰკითხა გიგაურს. - ეგ ახლა მიწას ითხრის საკუთარი ხელებით და რომ ჩავარდება მერე მიხვდება . - ჩვენ ვერ ამოვიყვანთ ? - მაგის იქიდან ამოყვანა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია თუ რათქმაუნდა ის წინასწარ არ ცააგდო ან, თან თუ არ გადაიყოლა. - ნაღვლიანად ამოილაპარაკა. - ისე მართლა კარგი გოგოა ! პატარაა. - ღიმილითა და სითბოთი გაიხსენა არიანდა ლასამ. - რომ ეხმარები ?! - მეც ისევე ვერ ვტოვებ, როგორც შენ. თანაც მჯერა ისეთს არ გააკეთებს უკან მოსაბრუნებელი გზა, რომ ცახერგოს. - მეც მაგის მჯერა ! - ცოტახანს რივენი დადუმდნენ. - ვალში არ დაგრჩები - უცებ წამოიძახა ვანომ და გაახსენა ლაშას გოგოზე დანაპირები. - იცოდე ვალში, რომ დარჩე ვერ გადამირჩები. - თითი დაუქნია და ორივე გულიანად ახარხარდა. ზაფხული იწურებოდა. ტემპერატურასაც საშემოდგომო სამზადისი დასტყობოდა. აგვისტო ბოლო დღეების საღამოს მზეს, ძალა დაეკარგა და სიგრილე საამოდ ტრიალებდა ჰაერში. ფრთხილად გამოიხურა საცხოვრებელი ბინის ნაცრისფერი რკინის კარი არიდამ და საიმედოდ ჩაკეტა. ყავისფერი ჩანთიდან, ლურჯი, ბარხატის ნაჭრის, დადუნას ხელით შეკერილი მომცრო ზომის ტომარა ამოიღო, სადაც იმ ბინების გასაღებს ინახავდა, რომლებსაც ალაგებდა . კიდევ ერთხელ გადაითვალა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ადგილზე იყო. მეექვსეც ხმაურით ჩააგდო შიგ, ტომარა ისევ ცანთაში ჩაიდოდ და დაქანცული სხეული მძიმე ნაბიჯებით წაიღო პირველი სართულისკენ. ლიფტს არასდროს იყენებდა კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში) გამო. ოცდაერთი წლის გოგონას, თანაც როგორ ლამაზს, სათუთს, რესტორანში მუშაობის პარალელურად ექვსი ბინის დასუფთავებაც რომ უწევდა, დამეთანხმებით ალბათ მთელი სიცხადით შეეფერება სიტყვა შრომატევადი სამუშაო. მართლაც საკვირველია, როგორ იტევდა ამდნენ შრომას მისი ბავშური სახე და სიფრიფანა სხეული. ამავედროს ის უფროა საკვირველი, ყველა განვლილი დღის მიუხედავად, როგორ ახერხებდა ყოფილიყო მუდამ მომღიმარი, უკეთსი მომავლის მოლოდინით სავსე და სუფთა გულის პარტონი. მესმის, ამ ყველაფრის შემყურე მისი დედის, დადსუნას დარდი და იმ დღეს მის ბაგეებს დაცდენილი დაუტევარი ტკივილი, თითქოს და მისი სიკვდილით არიდას ყოფას შეუმსუბუქებდა, თითქოს საზრუნავს მოაკლებდა. ტყვიად ქცეული კიდურები ძლივს გაიტანა გარეთ და გასასვლელშივე შეჩერდა. შრომით გახურებულ სხეულში საამოდ დავლილმა სიგრილემ ერთიანად მოჰგვარა სიმსუბუქე. მის თეთრ, ხავერდოვან კანზე სიმხურვალისა და სიცივის შეჯახებამ შედეგი გამოიღო, ჟრუანტელმა და ტაომ ერთდროულად დაუარა. სულ ოიდნავ შეამცივნა, ორივე ხელი მკლავებზე გაიხახუნა და იქვე, კორპუსისი წინ მდგარი საჩრდილობელი ტირიფის ხის ქვეშ, რომელიც ფართოდ გადაშლილიყო და ტოტები ლამის მიწამდე ჩამოეშვა, რკინის სკამზე ჩამოჯდა. მისდა ბედად სიომაც მეტი მონდომებით გაინავარდა, ტირიფის ფოთლები მელოდიურად ააშრიალა. გოგონამ გახურებული სახე ოდნავ მაღლა ასწია. სიოს უფლება მისცა ყველა კუთხე-კუნჭული მოევლო. სიომაც არ დააყოვნა, თავაშვებით მიელამუნა შველივით ყელზე. ხუთი წუთი დაუთმო დასვენებას. მერე წამოდგა, მხრებზე დაფენილ, ნიავისგან ფაქიზად აფრიალებულ შავი თმებში თითებით შეისწორა, მტირალა ტირიფს ერთი პატარა ტოტი მოპარა და უფრო ძალაშემატებული ნაბიჯებით გაუყვა გზას. კორპუსებით გარშემორტყმული ვიწრო ჩიხი გაიარა და ცენტრალური გზის პირას ავტობუსების გაჩერებასთან შეჩერდა. ცოტახნით დაყოვნდა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, უცებ შებრუნდა და ქვეით მოსიარულეთა მხარე დაიკავა. ფეხით სიარული მას შემდეგ შეიყვარა, რაც მამამ დატოვა. მას შემდეგ ხშირად დახეტიალობდა ხოლმე მარტოდ ქუჩებში. განსაკუთრებით ასე მაშინ იქცეოდა, როცა რაიმე ძალიან აწუხებდა და დაფიქრება სჭირდებოდა. სხლიდან გარბოდა და მრავალჯერ შუაღამისას დაბრუნებულა. თვდაპირველად შეშინებული ეძებდა ხოლმე დადუნა ქალიშვილს, მერე კი მიხვდა, შეეჩვია და მხოლოდ ისღა დარჩენოდა მის დაბრუნებას მოჩვენებითი სიმშვიდით დალოდებოდა. ანდრო? ანდრო არასდროს ჩარეულა მის ცხოვრებაში ცხადად, მუდამ ცივ, თავშეკავებულ ურთიერთობას ავლენდა დასთან, მაგრამ მალულად ყოველთვის იცოდა სად იყო, რას აკეთებდა. მარტოდ მოხეტიალეს ან თავად მიყვებოდა, ან რომელიმე მეგობარს სთხოვდა მისი უსაფრთხოებისთვის შეუმჩნევლად ედარაჯათ. ეს ყოველივე იცოდა ალექსანდრემაც. მეგობარს დაფიქრების საშუალებას, ანდროს კი ძმური მოავლეობის შესრულებას აცდიდა, თუნდაც მალულად. არიდას ღამის ოთხ საათამდეც რომ დაეგვიანა, ალექსანდრემ და დადუნამაც იცოდა, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდებოდა. ეს ერთადერთი იყო, რაშიც სრულ ნდობას უცხადებდა ბაბალუანი ამირეჯიბის ვაჟს. ანდრო ახლოდან, ალექსანდრე კი შორიდან დარაჯობდა ფიქრებთან მოპაექრე არიანდას. ახლა კი განსაკუთრებით სჭირდებოდა აზრების მოკრება. ღვთის წყალობით იმდენად გვიანი არ იყო, ვინმეს სადარაჯო გამხდარიყო ქუჩაში მარტოდ მოხეტიალის უსაფრთხოება, თუმცა ახლაც დარაჯობნენე. ტირიფის ტოტს აწვალებდა ხელში და ქეთის სიტყვებზე აანალიზებდა, რომლებმაც მთელი დღე მშფოთვარედ და ორ მხარესთან ჭიდილში გაატარებინა. სახლის ლაგებისას, მინების გაწმენდის დროსაც, ნაცვლად იმისა კონცენტრირება იმაზე მოეხდინა მეთორმეტე სართულიდან ძირს არ გადავარდნილოყო, ქეთის სიტყვების მნიშვნელობაზე ფიქრობდა. ხან ბრაზობდა რატომ მითხრა, რა შემამჩნია ახლა ასეთი ჩაკეტილობისო, ხანაც თავისივე ფიქრებზე ბრაზობდა, როგოგორ ვერ შემამჩნევდა როცა ბრმაც კი დაინახავს, ადამიანებთან ჩემს მიუკარებლობასო. ვერ ვიტყვი აქამდე არ ეფიქრა თავის ამ ჩვევაზე და ცხოვრების კანონზომიერებაზე, მაგრამ მეგობართან გამხელილი გრძნობებისა და მისი შეგონების შემდეგ განსაკუთრებულად აეკვიატა. თითქოს ახლა მიხვდა, თუ ამ ჩვევას თავს არ დააღწევდა დიდი ალბათობით იყო შესაძლებელი ცხოვრებას მისთვის გვერდი ჩაევლო. შანსი, ყოფილიყო ბედნიერი შესაძლოა საკუთარი დაუმარცხებელი შიშებისთვის შეეწირა. არაფერია იმაზე სანანებელი ადამიანისთვის, როგორც ხელიდან გაშვებული შანსი... ამ შიშების დამარცხებაც რომ არ იყო ადვილი? რა უნდა ექნა, როცა ამ შიშებთან ერთად გაზრდა, ახლობელმა დამინაებმა აიძულეს?! ჩვენს ირგვლივ ხომ სწორედ ადამიანები ქმნიან კარგ ან ცუდ, მისაღებ ან მიუღებელ, ფერადს ან უფერულს, სანდოს ან არასანდოს, კეთილს ან ბოროტს, ბედნიერს ან უბედურს, საარსებო გარემოს . ისინი გვეხმარებიან ან გვირთულებენ ცხოვრებას. გვაიძულებენ ვისწავლოთ, გამოვიგონოთ, შევქმნათ წესები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ .მათ გამო ვხდებით უკეთესები და ზოგჯერ უარესებიც. მათ გამო გვიყვარს ან გვძულს. ან გვიფერადებენ, გვინათებენ ყოფით გახუნებულ გზას, ანაც დაბნელებამდე ცრეცენ ფერებს... ნურავინ იტყვის არავინ მჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი ვიყოვო !- სწორედაც რომ ვიღაც გვხდის ბედნიერ ან უბედურს. და თუ ისე მოხდა, რომ მარტო ვართ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ, აუცილებლად უნდა გადახედო შენს წარსულს რათა მიხვდე, რა გზამ, ამ გზაზე ვისთან ერთად სიარულმა და ამ გზაზე ვისმა ჩმოტოვებამ მიგიყვანა ამ ბედნიერებამდე... ადამიანი ადამინისთვის ან სინათლეა ან წყვდიადი... არიდასთვის, ყველაზე ახლოებლ ადამინანებს მამასა და ძმას, დადუნასთვის ქმარსა და შვილს ( სხვა ნათესავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ)თუ შეეძლოთ ასე მოქცეოდნენ, უცხო ადამიანების ნდობა როგორღა უნდა ჰქონოდა? არც ჰქონდა, თუ უიშვიათეს გამონაკლისებს არ ჩავთვლით, რომლეთა მიმართ ეს დამოკიდებულება თვისთავად მოვიდა. მაგრამ... მაგრამ ასე გაგრძელებაც ყოვლად დაუშვებელი იყო. თავისთვის უნდა დაეძალებია შეეცვალა რაღაც. ასე ხომ მხოლოდ შავ-თეთრი ფერები იყო და იქნებოდა მის ცხოვრებაში. სიხალისე, სპონტანური გადაწყვეტილებები და მოულოდნელობები დააკლდებოდა. ის, რასაც შეეძლო ფერადი გაეხადა მისი ყოფა... სიახლეებს ვეღარ გაექცეოდა. მით უმეტეს , ეს სიახლეები ბოლო დროს მრავლად გამოჩნდა მის ცხოვრებაში და თავის მოკატუნება თითქოს არაფერი ხდებოდა, დღითი-დღე უჭირდა. იძულებით სტუმმრობას უჯობდა, თავისი სურვილით შეპატიჟებია კარში. ასე განდეგილივით ვეღარ განაგრძობდა. მის ირგვლივ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ადამინაები ტრიალებდნენ. ვერ ვიტყვი ეს შიშები მისგან ერთიანად განიდევნებოდა, მაგრამ მასთა გამკლავება უნდა ესწავლა. ისედაც წუთიერ სოფელში სად ჰქონდა არიდას დასაკარგი დრო იმისათვის, სამყაროში მხოლოდ შავ და თეთრი ფერი დაენახა? იმდროს, როდესაც უამრავი მხიარული ფერი არსებოს. იმ დროს, როდესაც ადამიანები ყოვლედღიურად იბრძვიან ბედნერი ფერებისთვის და თუ ეს ფერი არ არსებობს თავად ქმნიან. ამ მხარეთა ჭიდილში ნახევარი გზა განვლო. მეტად და მეტად ხუნდებოდა სინათლე, წამის წამზე მიმატებით ღამე ძლიერდებოდა. არიანდა კი მიაბიჯებდა. ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა.- ვერც ხმაურით მოძრავ მანქანებს, ვერც ფოთლების შრიალს ჩრდილოეთიდან მონაბერი ქარი გამეტებით რომ არხევდა და ვერც მის უკან ადევნებულ მდევარს , გაფაციცებით რომ უყურებდა მის თითოეულ ნაბიჯსა და ქცევას. გოგონას შორი-ახლოს ჩამოვარდნილი ფოთოლიც არ ეპარებოდა მის თვალს. მეტად რთული აღმოჩნდა მარტოკა, გამოცდილების არმქონე გოგონასთვის ორ მე-სთან ომი, რომელიმე მხარეს გადასვლა. მით უფრო ახალი კალაპოტის არჩევა, რადგან ერთი დღის ნაფიქრი ვერ შეძენდა ახალ ჩვევებს, ვერ შეაცვლევინებდა მის მდინარეს ძველ კალაპოტს. წლების ნაშენებს, ჩაკირულ არსებობას ვერ შეცვლიდა. კოკისპირულად უნდა ეწვიმა სათავეში. არა , წვიმდა კიდეც, მაგრამ ჯერ ისე არ, ქვა-ღორღი წამოეღო და ნაპირები გადაენგრია. გადაენგრია და ყოველგვარი ბჭობისა და განჯის გარეშე ასე დაუკითხავად თავად აერჩი ახალი სავალი გზა ... ტროტუარზე ნელი ნაბიჯებით აპობდა უკუნეთს, რომელსაც ოქროფრად მოკაშკაშე ქუჩის განათთება აფერმკრთალებდა. მიდიოდა და ნატრობდა , ისევ იმ დროს დაბრუნებოდა ვიდრე დათა არაბული გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში და სწორხაზოვან სავალ გზას ტეხილად აქცევდა, გაამრუდებდა. აი, თურმე რა ! როგორც იქნა აღიარა, რამ აიძულა ქეთის სიტყვების პარალელურად ომი გაეჩაღებინა საკუთარ თავთან. სურდა კი ეს? თავადაც ვერ მიმხვდარიყო, მართლაც სურდა თუ არა, არაბულის მის ცხობრებაში არ გამოჩენა. მაგრამ ერთი რამ ცალსახად ცხადი იყო -შეუძლებელი სურდა. ის გამოჩნდა, გზა გაამრუდა და ერთხელ გამრუდებული რამდენადაც არ უნდა ეცადო უწინდებურად ვეღარ სწორდება. გრძნობა, რომელიც მის გულში შეპარულიყო, ვერასდროს მოახერხებდა იქიდან უკვალოდ გამოსვლას. ეს წყვდიადისთვალება კაცი იყო მისი ცვლილებების, მისი სამყაროს თავდაყირა დაყენების მიზეზი და ეს კაცი იყო მასში აღმოცენებული ჯერ განუცდელი გრძნობების სათავე. უნდოდა ყველაფერი ისევ ძველებურად, თავისი გეგმითა და გადაწყვეტილებით მომხდარიყო, მაგრამ ამაოდ. ბედიწსერამ მასთან შეთანხმების გარეშე მიიღო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გაიხსენა მასთან ყველა შეხვედრა, ყველა სიტყვა, გამოხედვა... ხან ეღიმებოდა, ხანაც დაუსევდიანდებოდა სახე. მერე უცებ ერთიანად მოიღუშა.გაახსენდა რისგან იხსნა ბიჭმა. შერცხვა თავისი აზრების.- დათას გამოჩენა როგორ დავგმე, როდესაც ყველაზე რთულ მომენტებში ცხოვრების საბოლოოდ არევისგან გადამარჩინაო. მოძალადესთან გადახდენილს სწრაფად აუარა გონებით გვერდი და კლუბში მომხდარზე დაფიქრდა. იყო რაღაც, რაც ეჭვს ბადებდა მასში. არამარტო იმ დღეს კლუბში მოულოდნელად გაჩენილი დათა, ზოგადად, მისი პირველად ნახვის დღიდან ეჭვობდა. თუნდაც იმ, ჩანთაში შეუმჩნევლად ჩადებული წერილის გამო, რაზეც არასდროს უსაუბრია მასთან. მასში თანამებრძოლობას დაჰპირდა და ასრულებდა კიდეც მაგრამ ეს ხომ ძალიან უცნაური დამთხვევა იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი პირველი დიალოგიც და წერილიც სულაც არ იყო დაგეგმილი..თოთქოს ბედის საცეცები ერია. იქნებ ბედ სურდა ომზე წამოწყებული საუბარით, მერე წერილში სიტყვებით და მითითებული ნომრით, სწორედ დათას ეხსნა არიანდა იმ მოძალადისგან და საერთოდაც მოვლენების ასე განვითარება მისი წყალობა იყო. იქნებ ბედმა ვერ შეაჩერა არაბულის შურისძიების მატარებელი და მხოლოდ რელსების შეცვლა მოახერხა, რათა ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო. იქნებ ცდილობდა, დათას არიდასთვის სხვა კუთხით შეეხედა... კლუბის ინციდენტის გახსენებამ უსიამოდ შეუცვალა ხასიათი გოგონას. გაახსენდა რა გარემოში მოუხდა ყოფნა. მერე ვიღაც ახმახი როგორ მიათრევდა მისით დაინტერესებულებთან, რომლებსაც მისი აზრითა და დათას დამოწმებით ცუდი მიზნები ჰქონდათ მის მიმართ უცებ დააფრთხო და გარემო კარგად შეათვალიერა, ხომ არავინ მომსდევსო. უფრო აუჩქარა ნაბიჯებს. მეტი სიცხადით გააცნობიერა რაოდენ დაუნდობელ ადამინებთან ჰქონდა პრობლემა და შისისაგან გააჟრჟოლა. კიდევ ერთხელ გაიხედა უკან და წინ გამოხედილს გაეღიმა თავის უსუსურ სიტყვებზე, ანდროს ან ალექსანდრეს ვთხოვ დახმარებასო, დათას რომ ეუბნებოდა. ანდროს არაფერსაც არ თხოვდა, მითუმეტეს ციხეში და ალექსანდრეს მითუმეტეს ამ შარში ცოცხალი თავით არ გახვევდა. ახლა როცა მისი კარიერა წინ მიიწევდა და ოცნება უსრულდებოდა ბიჭს. ერთ-ერთ კომპანიასთან ექვსთიანი კონტრაქტი გააფორმა და ერთ კვიარში გემით გადიოდა ზღვაში. რაც ფინანსურადაც ძალიან წაადგებოდა მის მომავალს. ხშირად უსაუბრია ალექსანდრეს მეგობართან თუ რამდენად უყვარდა თავისი პროფესია, ზღვა და რამდენად დიდი შანსი იყო ეს კონტრაქტი, მისი ბავშვობის ოცნების ასახდენად. არიდას საძინებელ ოთახში რამდენიმე, ალექსანდრეს ხელით აგებული გემიც იწონებდა თავს. პირველად ათი წლისამ ააგო ქაღალდის გემი, მაშინვე გოგონასთან გამოიქცა, არიდა მაშინ ხუთი წლის იყო, ამირეჯიბების სახლის კარი დაუკაკუნებლად შეაღო, მეგობარი მოძებნა, გემი ხელებში შეაჩეჩა და უთხრა- მე მეზღვაური უნდა გავხდე, ეს კარგად შეინახე და თუ ოდესმე სხვა პროფესიისკენ გამექცევა თვალი გამოიტანე და თვალებში ჩამთხარეო. ამირეჯიბების ოჯახი ერთიანად ახარხარდა ბიჭის ბავშვურად ნათქვამ ამ სიტყვებზე. გაბუტულმა არიდამ გაიგონა, მაგრამ მაიაინცდამაინც კარგად ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მეგობარი, რომელსაც წინ დღით იმის გამო ეჩხუბა, მეზობელი კორპუსიდან სათამაშოდ გადმოსულ ცისფერთვალება ლადუკას, ჩემთვის ლოყაზე კოცნა რატომ დაუშალეო. მისი სიტყვებიდან მხოლოდ ის ეამა, თვალებში ჩამთხარეო, ომახიანად რომ დაუბარა. ხოდა გაბუტულმა მარჯვედ გააქანა ქაღალდის ნაკეთობა ბიჭისკენ, მერე გაგულისებულმა ზურგი აქცია, კუდაბზიკა ნაბიჯებით მივიდა მამასთან და გვერდით ხელებდაჭდობილი დაუჯდა. ბრაზით, ბუშტივით გაბერილიყო ლოყებდაბრაწული არიდა. ალექსანდრე კედელზე მიყრდნობილი იდგა და მომღიმარ მიხეილს უყურებდა, რომელიც თან შვილს ეფერებოდა და თან ბიჭს თავლებით ესაუბრებოდა. სიცილით მივიდა ანდრო ბაბლუანის ფეხებთან დავარდნილ გემამდე, აიღო და იმ ოთახში შეიტანა, რომელიც არიდასი უნდა გამხდარიყო დამოუკიდებლად დაძინებას რომ შეეჩვევოდა. მას შემდეგ იქ დევს, მინის ყუთში ჩასმული. იმ საღამოს მთელმა ქუჩამ იცოდა ლადუკასთვის დაშლილი კოცნის გამო განვითარებული ამბები და ალექსანდრეს ოცნება მეზღვაურობაზე. მეორედ, ხის გემი, რომელიც ზღვის იმიტაციაზე იდგა, ცხრა წლის არიდას აჩუქა. ამჯერად გოგომ უთხრა: თუ სხვა პროფესიას აირჩევ, ამ გემს პირდაპირ თავში ჩაგცხებო და ასე მოგროვდა გოგონას საძინებელში ალექსანდრეს ნაჩუქარი ათამდე გემი. ამ ყოველივეს შემდეგ როგორ შეძლებდა მისი ოცნება სასწორზე შემოედო? მშვენივრად ხვდებოდა, როგორ დაასამარებდა ალექსანდრეს კარიერას ახლა ამ ამბის გაგება. ბიჭი უყოყმანოდ გაწყვეტდა კონტრაქტს და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცეოდა მასთან. ვერასდროს აპატიებდა თავს მეგობრის მშვიდი ცხოვრების არევას. დათამაც ხომ გააფრთხილა, იმაზე მეტ ახლობელს ნუ გარევ ვიდრე ახლა არისო. ლოცულობდა, ეს შემთხვევა ალექსანდრეს ყურამდე არ მისულიყო. ახლა არაბულზე დარდს მოჰყვა, ახლობლების დაცვის ხარჯზე მას რომ ვუქნი პრობლემას, რა ვალდებულია ჩემს გამო იმ ნარკოდილერებთან დაიჭიროს საქმეო, ან რატომ იხდის ტავს ვალდებულსო. ამ გზაარეული ფიქრებით ისე მიუახლოვდა თავის ქუჩას ვერც კი შენიშნა. ერთხელ კიდევ გაიხედა უკან და წინ მოხედილმა ნაცნობი ხმის გაგონებაზე ნაბიჯის გადადგამ ვერ გაბედა. - მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა მოახერხე არიანდა ?! მონატრებული ხმაში უფრო მეტი ბრაზი იგრძნობოდა ვიდრე სითბო. არც ჩვეულად ხელგაშლილი ელოდა ალექსანდრე ბაბლუანი. თან გაეხარდა მის დანახვა, თან ელდა ეცა, რადგან ასე ადრე უმიზეზოდ არ ჩამოვიდოდა. სამ დღეში ელოდა მეგობარს. - ალექს ! - აღელვებულმა, ძლივს მოახერხა დაძახება და ნაბიჯებს აუჩქარა. - აქ რას აკეთებ ? - მიახლოებულამ ჰკითხა. თანაც ხელები აუკანკალდა ისე მოუნდა მოხვეოდა. ბიჭი კი არა და არ იძვროდა. - მე კი არა, შენ რას აკეთებ ? - კვლავ ცივი იყო მისი ხმა, მაგრამ თვალები ჰქონდა მეტად თბილი. მზერით ეფერებოდა მონატრებულ მეგობარს. - ალექს ! - ნაწყენმა ამოლუღლუღა და სატირლად მოამზადა სახე. გულმა აღარ გაუძლო ბიჭს. - მობრძანდი ჯერ ჩაგეხუტო. ფართოდ გაშალა გრძელი ხელები და წამსვე მიიკრა მობუზული გოგო გულზე. ისე მჭიდროდ უჭერდა, სიყვარულსა და სიბრაზეს ამ ჩახუტებაში ატევდა. ძვლები ეტკინა არიდას, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა. ისარგებლა წუთიერი სიმშვიდით. იცოდა მკალვებს რომ შეუშვებდა კარგი დღე არ ელოდა. ვაი, რომ მიზეზსაც ხვდებოდა. ოღონდ ეს არაო- გულში გაიფიქრა, თვი გააქნია და თავადაც მიეკრა. - ეს მეხი რამ მოგაფიქრა ? - გაუბედავად წამოიწყო არიდამ მას შემდეგ, რაც ჩახუტებას მორჩნენ . ხვდებოდა მეხი რასაც შეუპერა ეპითეტად და უსიამოვნო საუბრისთვის უღონოს შეემზადა. ბიჭმა ნაცნობ სკვერში უსიტყვოდ წაიყვანა და სკამზე ჩამომჯდარს არიდას, ორი წუთის განმავლობაში ავის მომასწავებლად უმზერდა. - ანდროს ზარი ჩემს მობილურზე და იმის მოყოლა, რაც შენ უნდა მოგეყოლა ცემთვის შენი აზრით მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას არ გავს? - შეძლებისდაგვარად მშვიდად განუმარტა. არიდა სულ გაისუსა. ან რა უნდა ეთქვა... - რა ჯანდაბაზე ფიქრობდი გოგო? - დაიგრუხუნა მისმა ხმამ და არიდაც შეხტა. - ასე თუ იღრიალებ მანამდე მოვკვდები, ვიდრე შენ მომკლავ. - წყენისა და მოსალოდნელი განვითარებით შეშინებულს ცრემლი მოერია თვალზე. - რომ იცოდე როგორ მინდა, ცხოვრებაში პირველად მინდა დაგახრჩო. ან უკეთეს შემთხვევაში ფეხები დაგამტვრიო შენ ნებაზე იქ ბოდიალი რომ ვერ შეძლო სადაც შენი ადგილი არ არის. ხომ გითხრა არ წახვიდეო. რა გეგონა, სასეირნოდ წასვლა დაგიშალა?! - ხო, მაგრამ ... - არავითარი მაგრამ და მიზეზები - სიტყვა გააწყვეტინა ბაბლუანმა. - არ მაინტერესებს რას მეტყვი. არ არსებობს მიზეზი, რომელიც შენ უსაფრთხოებად უნდა გიღირდეს. არ არსებობს მიზეზი რაც ამის ჩემთან დამალვას ახსნის. გაცეცხლებულმა სიგარეტს გაუკიდა და რამდენიმე ნაპასის შემდეგ ძირს მოისროლა. არიდა ისევ ჩუმად, ტავჩაღუნული იჯდა და თიტებს აწვალებდა. - შენ წარმოდგენა გაქვს ანდრო, რომ მე დამირეკავს ეგ რას ნიშნავს? - გვერდით მიუჯდა და მშვიდად განაგრძო ალექსანდრემ. - წლებია გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და ახლა მირეკავს . შენს გამო მირეკავს, ხვდები რა დაასავე, რა შარში ხარ ? - ნუ აზვიადებთ ორივე. არაფერი დამიშავებია. - საცოდავად ამოილუღლუღა გოგომ. - არაფერი დაგისავებია? იქნებ ისისც მითხრა გადატენილი იარაღი თავში არაფრის გამო დამიმიზნესო. არაფერი დაუსავებია თურემ... ის ბიჭი ვინ იყო კლუბიდან რომ გაგიყვანა? - ინტერესი კლავდა ვისთვის მოუწევდა მადლობის გადახდა არიდას დაცვის გამო. - არაფერი არ დამიშავებია- მეთქი ! - ისევ გაუმეორა. ბოლო კითხვამ ააღელვა, რადგან პასუხის გასაცემ სიტყვებს ვერ მოძებნიდა. - - ამას შეხედეთ ! ისევ თავისას გაიძახის. - მე ლუკა გადავარჩინე და ეს დანაშაულად როგორ ჩავთვალო ალექსანდრე ? რომ არ მივსულიყავი შეიძლება ახლა ცოცხალი აღარ ყოფილიყო და ეს იმდენად მახარებს, რომც მოვეკალი წამითაც არ ვინანებდი. თავის დროზე გიგისთვის რომ მიგესწრო და გადაგერჩინა ინანებდი ოდესმე? როგორც არუნდა გაგერისკა, ინანებდი ? - ცრემლები ღაპაღუპით დაედიან გოგოს. - შენთვის მართლა რომ ესროლათ ? იცი მაინც რა ახ.ვრების ბუდეა ? - ხმა გაუტყდა ატირებული მეგობრის დანახვაზე ალექსს. - გიგისთვის სიცოცხლესაც გავწირავდი, მაგრამ ის ჩემი ძმა იყო ზალიან ძვირფასი ადამიანი... - მერე რა ? მაინცდამაინც სისხლით ნათესავი უნდა იყოს თავის გაწირვად, რომ გიღირდეს ? ლუკაც ძვირფასია ჩემთვის ალექს. ეგრე მეც არ ვარ შენი და, მაგრამ პირველივე ზარზე გამოიქეცი. - შენ ჩემი და ხარ ! - ნაწყენმა შეუსწორა. - არიდა შენც რომ რაიმე მოგსვლოდა. შენც რომ დამეკარგე ... - გვერდით მდგარ ხეს, გაშლილი ხელი მიჰკრა. - იარაღი დაუმიზნესო, რომ მითხრა კინარამ გავგიჟდი. წარმოვიდგინე როგორ შეგეშინდებოდა. - დაბერილი ლოყებიდან ჰაერი ნერვიულად გამოუშვა. - მოდი ჩემთან სულელო. - მთელი ძალით ჩაიკრა გულში. - ის ბიჭი უნდა ვნახო... ამ ემოციურ სანახაობას კი „ის ბიჭი“ მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ამვტომობილიდან ადევნებდა თვალს. საფეთქელტან ორივე მხარეს, სისხლში აზვირთებულ ეჭვებს ძარღვი ლურჯად გამოებერა. საჭეს ისე ჩასჭიდებოდა თითები სულ გათეთრებოდა. - ცოცხალი და უვნებელი ვარ ხომ ხედავ. ნაკაწრიც არ მაქვს და ახლა შენ ჩემი ცახუტება ისევ შეგიძლია. - სიტუაციის განსამუხტად წკრიალა, სიცილიანი ხმით ჩამოარაკრაკა არიდამ და თითებით თმები აუჩეჩა. ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც ალექსანდრე მასზე ბრაზობდა და მისი გულის მოგება სურდა. - ან მან როგორ გითხარა ?! არ ეთქვა და არსად წახვიდოდი. - კვლავ თემის ირგვლივ ტრიალებდა ბაბლუანი. გულს უღრღნიდა მომხდარი. - იძულებული გავხადე. - არ გაგიჭირდებოდა. - ოდნავ გაეღიმა ბიჭს. - არ მეგონა ანდროს ასეთ შეშინებულს თუ ოდესმე ვნახავდი. მართალია მარტო ხმა გავიგონე, მაგრამ ეგეც საკმარისი იყო. - ისევ ცახუტებულს ესაუბრებოდა. ვერ ელეოდა. - ესეიგი ისეც არ ვკიდივარ ფეხებზე, როგორც მეგონა. - არასდროს ეკიდე და ბევრჯერ მითქვამს ეგ შენთვის. - ხო, მაგრამ არასდროს გამოუხატავს სიყვარული და ზრუნვა. - მისი ბევრი შეცდომის ფონზე ვეღარ ახერხებდი მაგის დანახვას. - თავზე აკოცა გოგოს და რამდენჯერმე თმაზე ხელი დაუსვა. - მე და ის, არავის შევარჩენ შენთან ასე მოქცევას ჩემო ონავარო პანდა ! - დამძიმებული ხმით თქვა და მეტად მიიკრა. - რას გულისხმობ, რა ცაიფიქრე ? - სწრაფად გამოუძვრა არიდა მკლავებიდან და შეშინებულმა ჰკითხა. სწორედ ამ სიტყვების გაგონება არ უნდოდა. - ეგ არ არის შენი საქმე. შენ უბრალოდ ჭკვიანად ყოფნა გევალება. - ალექს იქ მისვლას თუ ფიქრობ, არც კი გაბედო ! - თითის აწევით და მტკიცე ხმით გააფრთხილა მეგობარი. ის ხდებოდა რისიც ეშინოდა. - შენ გკითხო არიანდა ? შენ, რომ გარბოდი ვის კითხე? - არ გაბედო გესმის? არ გაბედო ! ყველაფერი მორჩა. მე კარგად ვარ. ყველაფერმა ჩაიარა. - გული შეუქანდა იმის გააზრებაზე თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ალექსანდრე იქ მისვლას. - არაფერს ჩაუვლია და მე გადავწყვეტ რას გავბედავ. ნუ მიბრიალებ მაგ შავ თვალებს მეშინია. - ბოლო სიტყვებზე სიცილმა გაუპო სახე ალექსანდრეს. - რამდენიმე დღეში ზღვაში უნდა გახვიდე. კონტრაქტზეც ხელი გაქვს მოწერილი. ახლა სულელურ გარჩევებზე სარბენად დრო არ გაქვს. სამსახურს გაუფრთხილდი ალექს. თან გასარჩევიც არაფერია. - თუ საჭირო გახდება არსადაც არ წავალ პანდა. - ტავისი ფიქრი და შიში ასე მალე და ტანაც ასეთი სიცხადით თუ აუხდებოდა ვერც კი წარმოიდგენდა გოგონა. ისიც იცოდა, თხოვნა-მუდარით მასთან ვერაფერს გახდებოდა და ისეთმა აზრმა გაუელვა რასაც მთელი ცხოვრება თუ არა ძალიან დიდი ხან ინანებდა. თუმცა, იმაზე მეტად მაინც არა ვიდრე თავისი მიზეზით არეულ მეგობრის ცხოვრებას. - ეს ჩემი საქმეა და შენ ვერ გადაწყვეტ ჩაერიო თუ არა. ვერც ანდრო. არცერთს გაქვთ უ ფლება ჩაერიოთ მე თუ არ მსურს ! - მორჩი ახლა ამ მეტიჩრობას.- ხუმრობად ჩაუთვალა ბიჭმა. - ალექს დაბრუნდი და შენ საქმე მიხედე. მე მარტოც მოვუვლი ჩემს თავს. აქამდეც ასე იყო. ტანაც არაფერია მოსაგვარებელი. - ხმა საგრძნობლად უთრთოდა გოგოს, მაგრამ მაინც ცდილობდა სიმტკიცე არ დაეკარგა. - პანდა, უკვე აღარ მეხუმრება ! - ნაცრისფერი ტავლები გამაფრთხილებლად დაუბრიალა ბიჭმა, - ნერვებს ნუ მიშლი. - სულაც არ ვხუმრობ და თავად ნუ მიშლი ნერვებს. არავის დახმარება არ მჭირდება. მარტო მივხედავ-მეთქი ჩემ თავს. - რა სისულელელებს ლაპარაკობ ნეტა თუ ხვდები... ახლა წავიდე და დაგტოვო ? გააფრინე ? - ხმას აუწია ბიჭმა. - ხო წადი. დამტოვე. არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი. მაინც ყველა მტოვებს და შენგანაც მაგას ველი. არც არასდროს მიფიქრია, რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდი. ამიტომ უკე ვისწავლე მარტომ როგორ ვიცხოვრო. კარგა ხანია ვეგუები შენს გარეშე გასავლელ წლებსაც. მგონი შევეგუე კიდეც. - არიანდა ახლა გაჩუმდი თორემ მაგ ენას ამოგაძრობ. - დაიღრიალა და ფეხი სკამ მიკრა. - მაგას ნუ მეუბნები ! მე ნუ მეუბნები ! - მის თვალებში უზარმაზარი წყენა ჩადგა. გულო ორად გაეპო გოგოს. ყელში ბურთი მოაწვა. ცოტაც და ბოლო ხმაზე ატირდებოდა, მაგრამ მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა ემოციებს. უნდა ეჯობნა საკუტარი თავისთვის, რომ ალექსანდრეს იმ საშიშ სამყაროსთან საქმე არ დაეჭირა, რადგან იცოდა ეს როდის და როგორ დასრულდებოდა. - ყველამ თავი დამანებეთ. - მეტი მონდომებით გაიცივა ხმა. - წადი და შენს ცხოვრებას, შენს ოჯახს მიხედე. მადლობელი ვარ რაც აქამდე გაგიკეთებია. იმედია ოდესმე შევძლებ გადაგიხადო. ბიჭი ერთ ადგილზე გახევებული იდგა და ისმენდა მეგობრიდან დაუმსახურებელ სიტყვებს. იმასაც ფიქრობდა ასე უცებ რა დაემართაო. - ჩემი პანდა ამას არ მეტყოდა. - გაოგნებული ხმით შენიშნა. - მე ვარ და გეუბნები. იმას გეუბნები რასაც ვფიქრობ, რაც აქამდეც უნდა მეთქვა. შეიგნე, არ ხარ ვალდებული ჩემზე იზრუნო. მე არავინ ვარ შენთვის. ოჯახი გყავს, ობოლი ძმიშვილი წადი და მათ მიხედე. გაუფრთხილდი სამსახურს და ცხოვრება უჩემოდ განაგრძე. - არვიცი რა გჭირს ან მაგ სიტყვებს რა გალაპარაკებს, მაგრამ ზუსტად ვიცი ახლა ჩემი არიდა არ ხარ. - იმედს ებღაუჭებოდა მონასმენით ნირწამხდარი ბიჭი. - ბავშვობა დამთავრდა ალექსანდრე. გავიზარდეთ და ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს. დაშლის დროა. დროა ყველამ ჩვენს გზაზე ვიაროთ. - სწრაფად გახსნა ჩანთა, გარკვეული რაოდენობის თანხა ამოიღო და გაუწოდა. - აიღე. ეს ის თანხაა ბოლოს რომ გამომიგზავნე. დანარჩენსაც ნელ-ნელა დაგიბრუნებ. - იცოდა, რომ ეს საქციელი მართლაც ზედმეტი იყო, მაგრამ მიზანი ქონდა დიდი. ალექსანდრემ ჯერ ფულს დახედა მერე არიდას. იმედგაცრუებული, ნაწყენი უმზერდა. ისე გამოართვა ფული, თვალი არ მოუცილებია. მერე ფეხებთან მიუყარა და წავიდა. არიდამ საკუთარი ხელით გაუშვა საყვარელი ადამინი, რომ გადაერჩინა ... საკუთარი ნებით გაუშვა ბოლო იმედი ვისაც მისი გადარჩენა შეეძლო... იდგა და უხმო ცრელებით აცილებდა ბავშვობის მეგობარს. ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა. მთელი გულით რომ უყვარდა და ედარდებოდა.... როგორც კი თვალს მიეფარა, ერთიანად გამოეცალა ძლივს შეკოწიწებული ძალა. სკამზე უღონოდ დაეშვა და ხმით ატირდა. მის ცხოვრებაში ყველა უბედურება ერთი-მეორის მიყოლებით ხდებოდა. ათას ნაწილად აქცევდა იმის გააზრება, თუ როგორ აწყენინა მეგობარს. ხელებში თავჩარგული გულსაკლავად მოთქვამდა და კანკალებდა. გვერდით ვიღაც იგრძნო. ნელ-ნელა ასწია თავი და შავი თავლები შეანათა მჯდომს. ნაცნობი მამაკაცის დანახვისას არც კი დაფიქრებულა ისე ჩაეხუტა და ქვითინს უმატა. არაბულმაც არ დააყოვნა, ძლიერ მკლავებში მოაქცია აცახცახებული სხეული. ვეღარ გაეძლო უიმედოდ, მარტოდ მიმტირალის მზერა. გულში იხუტებდა და ორმაგად სძულდა გვარი, რომელიც არიას აშორებდა. საოცარი სითბო, სიმყუდროვე იგრძნო არიდამ. დათას მკლავებეი ისეთივე საიმედო ადგილად იქცა იმ წუთას მისთვის, ვით შტორმში მოყოლილი ნავისთვის ნავსაყუდელი. უფლება რომ მიგეცათ, არც არასდროს მოუნდებოდა დატოვება. მამაკაცის სურნელსაც სიმყუდროვის არომატი ჰქონდა. - როგორ ჩნდები ყოველთვის იქ და იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდები? - მიმართა დათას ცოტათი დამშვიდებულმა., მაგრამ მაინც ამღვრეული ხმით. არც სურვილი ჰქონდა და არც ძალა ახლა ეს ფიქრი და განცდა დაემალა. - არვიცი. ალბათ ვგრძნობ ! სრულიად გულრწფელი იყო მისი პასუხი. ვერ დავწამებთ რომ რომელიმე არიდას დახმარების შემთხვევა წინასწარ გათვალა. უბრალოდ საჭირო დროს, საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდა, რაც შემდგომ არიდასთვის ხდებოდა სასიკეთო. ასე იყო ახლაც, გოგოს სანახავად წასულს მისი დამშვიდება უხდებოდა. - ამჯერად როგორ აღმოჩნდი აქ ? - შენს საანახავად და იმაში დასარწმუნებლად მოვედი, რომ სახლში უსაფრთხოდ მიხვედი. შენ კი ქუჩაში ატირებული დამხვდი. - ახლახან ის ადამინაი საკუთარი ნებით დავკარგე, ვისააც ჩემი უსაფრთხოება შენსავით და უფრო მეტადაც ადარდებდა. ღმერთო, რა სიტყვები ვუთხარი... - ამოიკვნესა და კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა. - ვინ არის ეგ ბიჭი შენთვის ? - ცოტა მომთხოვნი ტონით დაუსვა ის კითხვა, რომელიც აქამდე დაესვა, მაგრამ მიღებული პასუხის მიუხედავად მოსვენებას მაინც არ აძლევდა. ცოტა ხნის წინ ჩახუტებულ წყვილს თავისი თავლით უყურერბდა. - ჩემი ბავშვობაა, ძალიან ძვირფასი ადამიანია. მე და ჩვენი მეგობრობა ერთად გავიზარდეთ. - როგორც კითხვის ტონს ეკადრებოდა ისეთივე ამომწურავი პასუხი გასცა. - მაშ რატომ აწყენინე ? - მათი დიალოგიდან კი მოკრა ყური რამდენიმე ფრაზას, მაგრამ უნდოდა მეტი სცოდნოდა. კითხვა ისეთი ინტონაციით ჟღერდა, გოგონა ვერ მიხვდა მიზეზს აინტერესებდა თუ საყვედურობდა. - შენ ხომ მითხარი სხვა ახლობელი ადამიანები აღარ გარიოო, ამ საქმეში ?! - დარცხვენილმა, ჩუმად შეახსენა მისი სიტყვები , როგორც ბავშვებს სჩვევიათ, როდესაც დედა დატუქსვას უპირებს იმის გამო რაზეც თავად დაარიგა. დათას ღიმილი მოჰგვარა მისმა გაბუსხულმა ხმამ და იმან, რომ გოგო თითქოს, მისგან საყვედურს ელოდა. როდესაც არიდასთან ურთიერთობას იწყებდა ვერც კი წარმოიდგენდა ასე მარტივი თუ იქნებოდა მასთან მიახლოება. ეგონა ერთი თავკერძა, ამაყი, ცივი და უხეში ქალი დახვდებოდა და ეს ფიქრი უფრო ახელებდა. მეტად უმძაფრებდა მისი დამორჩილების სურვილს. ასეთი წარმოედგინა საძულველი გვარის ასული. რეალურად კი სრულიად საპირისპირო პატარა, სუსტი გოგო შერჩა ხელში. თუმცა საბოლოოდ დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევად მიაჩნია, იქნებ ამ სუსტი გოგოს უკან ყველაზე ძლიერი ქალი იმალებოდა.გულის ზალიან შორეულ სიღრმეში უნდოდა კიდეც ასე ყოფილიყო. გულის უფრო მეტად შორეულ სიღრმეში კი ყველაზე მეტად უნდოდა ტავკერძა და ფლიდი არ ყოფილიყო. - ჩარევა მოინდომა ? - უღერღილო ინტერესით განაგრძო. - ხო. ჩემს ძმას უთქვამს ყველაფერი და აქ ჩემს დასაცავად ჩამოვიდა. იქ მისვლა და მათთან საქმის გარჩევა უნდოდა დათა. ამის უფლებას ვერ მივცემდი. ვერ დავუშვებდი რაიმე დაშავებოდა. სამსახურს დაკარგავდა, მისი დალაგებული ცხოვრება, გეგმები აირეოდა. ობოლი ძმისშვილი ყავს და... ძალინ ცუდი სიტყვები ვუთხარი, ჩემი ცხოვრებიდან გავაგდე.. ეს, რომ არ გამეკეთებია ვერ გავაჩერებდი. მოვკვდები და მის ცუდს ვერ დავუშვებ... - სახეზე ხელი აიფარა და ისევ ხმით ატირდა გოგონა. დათას თითქოს გული ჩაწყვიტა იმის გაგებამ, არიდასთვის ალექსანდრე ასე ძვირფასი რომ იყო. ასე თავგამოდებით, რომ სურდა მისი დაცვა. მძიმედ გაკენწლა - თავად ვერასდროს გახედებოდა ქალისთვის ასეთი თავგანწირვის მიზეზი. - ვერ გეტყვი რომ კარგად მოიქეცი, თუმცა შენი საქციელი ნამდვილად სწორი იყო. შენ, ის ცხოვრების ძირფესვიანად არევას გადაარჩინე. ასე რომ ნუღარ ტირი. - ხელოვნური სიმშვიდით სცადა მისი ნუგეში. არა, ის ნამდვილად უნდოდა ქალს აღარ ეტირა, მაგრამ მისი სხვა კაცის გამო გვემა აღიზიანებდა. რა ჰქვია მის ამ საქციელს თუ არა უტიფარი ეგოიზმი? უტიფარი მესაკუთრეობა? - შენ რომ რისკავ შენი ცხოვრებით ?! - ცრემლები ხელით მოიწმინდა, დაწყეტილი თავლები შეანათა და დაძაბული დაელოდა პასუხ, რადგან ეს ის კითხვა იყო, რომელიც მას შემდეგ უწამლავდა ინტერესს რაც დათამ მისი დაცვა ითავა. - მეც ხელს არ გიშლი. - დარცხვენილმა განაგრძო. - მიღირს ! - ერთი სიტყვით მოუჭრა . - რატომ ? - მინდა უსაფრთხოდ იყო. - რატომ ? – ვერ დაკმაყოფილდა პასუხით ამირეჯიბის ქალი. რათქმაუნდა, რა იყო ამ პასუხში საკმარისი? - ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაში ვმუშაობ ! - ისე დამაჯერებლად წარმოთქვა ეს სიტყვები, ნამდვილად დაარწმუნებდა კაცს. - ხომ მაგრამ მე... - სიტყვა გაუწყდა. უნდოდა ეთქვა სრულწლოვანებას გადავაბიჯეო, მაგრამ მალევე მიხვდა ასაკი არაფერ შუაში იყო და რაღაცნაირად გული დაწყდა კიდეც. ახლა ახალი მიზეზით აეწვა ცხვირი და ცრემლების ახალი ნაკადი მოაწვა მიღებულ, მაგრამ მიუღებელ პასუხზე. - გასაგებია ! - რა არის გასაგები ? - შარვლის ჯიბიდან ლამაზად დაკეცილი მუქი ლურჯი ცხვირსახოცი ამოიღო. - ცრემლები შეიმშრალე. - გაუწოდა და ჩაწითლებულ თვალებში შეხედა, რომელშიც ოქროსფრად ალივლივებდა ცრემლებს, მათთან ახლოს მოციალე ლამპიონის განათება . - რაც მითხარი ის.- მხრები აიჩეჩა. - არ მინდა, დაგისვრი. - იუარა ცხვირსახოცის გამორთმევა. - ვერაფერიც ვერ გაიგე ! გამომართვი და შეიმშრალე. - ხელებთან მიუტანა ცხვირსახოცი. - არ უხდება შენს ლამაზ თვალებს ტირილი არია ! მოულოდნელი კომპლიმენტისგან კვლავ დაფრთხა. შერცხვა კიდეც და გვერდზე გაიხედა. - გამომართვი ! - არ მინდა, დაგისვრი. - გაჯიუტდა. - არიანდა შემომხედე ! - არ მინდა ! - კვლავ ამოიბუტბუტა. - რა ჯიუტი ხარ ! - თავი გააქნია ბიჭმა. ხელი ნაზად მოკიდა გოგოს ნიკაპზე და თვისკენ შეაბრუნა. ღამეშიც კი მზის სხივივით ანათებდა მისი სახე. დათას ნერწყვი ყელში გაეჩხირა, იმდენად ლამაზი სანახავი იყო ნამტირალევი არიანდა. ღაწვებთან ვერდისფრად შეფერილი თეთრი სახე, გაწითლებული პატარა ცხვირის წვერო და ცრემლით დასველებული თუჩები. ისეთივე მიმზიდველი როგორც წვიმით დანამული, ახლახანს აყვავილებული წითელი ვარდის ნორჩი, ასაფეთქბელად მომზადილი კოკორი. მოუნდა ნამი თავისივე ბაგეებით მოეწმინდა. გოგონადა მონაბერი მაისის ვარდის სურნელი კი უფრო ახელებდა მის სურვილს. ოდავ გაიწია კიდეც მათკენ, მაგრამ ისევ თვალები, ისევ გოგონას აწყლიანებულმა თვალებმა შეაჩერა. უცხო იყო არაბულისთვის, აქამდე არასდროს უთქვამს უარი საკუთარი სურვილებისთვის. ახლა კი ... გოგონაც უნებურად ვერ უწევდა წინააღმდეგობას. რა სჭირდა? რა უშლი და ხელს ? გულში გვარიანად გამოლაძღა თავშეკავება და თავისივე ხელით მანამ შეუმშრალა ცრემლი არიდას ვიდრე წამწამებს გადალახავდა. ცხვირსახოცი, რომელმაც გოგონას წმინდა ცრემლი შეისრუტა ჯიბისკენ წაიღო. - მომეცი. გავრეცხავ და დაგიბრუნებ ! მომხდარში ვერ გარკვეულმა არიდამ, შეცბუნებულმა წამოიყვირა და ცხვირსახოცზე წაეტანა. დათამ თავისუფალი ხელით შეაჩერა, ცხვირსახოცი ადგილს დაუბრუნა და ორივე ხელში მოიქცია მისი თხელი მტევანი. - გთხოვ, მე წავიღებ და სუფთას დაგიბრუნებ ! კვლავ შეევედრა გოგო და ხელის გამოცლა სცადა, მაგრამ მეტად მოეჭიდა დათა. - მე თვითონ მივხედავ . თქვა მან და რადგან ბაგეებს შეხება ვერ გაუბედა, მისი მტევანი მიიტანა ტუჩებთან. მთელს ტანზე ეკლებად დააყარა გოგოს, როდესაც დათა თითებზე შეეხო. ისეთი მხურვალე იყო მისი ტუჩები, ნაზი და მგრძნობიარე კოცნა, თხემიდან ტერფამდე გააჟრჟოლა და სირხვილისგან თვალები მჭიდროდ დახუჭა. ეს პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში. პირველად ეხებოდა მამაკაცი. დათას არ გამოჰპარვია გოგოს რეაქცია. - ლამაზი თითები გაქვს არია ! - ნაზად წარმოთქვა, მეორე ხელზეც ეამბორა და მერე ცერა თითით ნაზად მოეფერა. - გთხოვ ასე ნუ იქცევი ! - თვალები გაახილა, მიხ ხელებში მოქცეულ ტავის მტევნებს დახედა და საწყლად შეევედრა. - ვერ ვიგებ რა გინდა და ... - შენ ... - უცებ უპასუხა, მაგრამ მეტად დამფრთხალი და შეშინებული არიდა რომ დაინახა განაგრძო. - შენ ვერ იგებ რა მინდა და იბნევი ხო ? პასუხად თავი დაუქნია გოგომ. - აბა წეღან რომ მითხარი გასაგებიაო?! მოსწონდა გოგონას წვალება, მაგრამ არა ისე, როგორც მსხვერპლის. სამოვნებას ანიჭებდა მასში დახული დამფრთხალი პატარა ჩიტი, თუმცა გალიისთვის ვერ იმეტებდა. ეს ყოველივე კი საკუთარი თავის მიმართ სიბრაზეს ჰგვრიდა. აკი პირობა დადო, სისუსტეს არ გამოიჩენდა და გრძნობები ვერ აჯობებდნენ. პირობა დადო, რომ ამ გოგოს ზუსტადაც გალიაში გამოამწყვდევდა, დატანჯავდა, ატკენდა, ყველა ამირეჯიბს მიწასტან გაასწორებდა. ახლა კი რას აკეთებდა? იჯდა მის წინ პატარა ბიჭივით და მისი თითების შეხებაც კი ჯილდოდ მიაჩნდა. - წეხან მეგონა გავიგე, ახლა აღარ მესმის. - არ გინდა პირდაპირ მკითხო რაც გაინტერესებს? - თუ რაიმე გაქვს სათქმელი ჩემს კითხვას რატომ ელოდები? - მაგის დრო არ დამდგარა ჯერ. ცოტა მოითმინე. გოგონას მოუთმენლობამ გააღიმა არაბული. უფრო მეტად მისმა სწრაფვამ გამჭვირვალე ურთიერთობისკენ. ამდროს დათა ყველაზე ბნელს ხდიდა მათ ურთიერთობას... - ეგ მოთმინება გაურკვევლობის ფასად მიჯდება. მე კიდე ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ვერ ვეგუები, როდესაც რაიმე გაურკვეველია ჩემს ცხოვრებაში. მსგავსი შემთხვევები ისედაც მრავლად მაქვს და კიდევ ერთს ვეღარ დავიმატებ. ამიტომ დათა, ან მეტყვი რას და რატომ აკეთებ, ან უბრალოდ წადი ! დადუნას არასახარბიელო ანალიზის პასუხები, ალექსანდრესთან მომხდარი ინციდენტი, ახლა კიდევ ეს უცნაური ყმაწვილი თავისი უცნაური სიტყვა-ქცევებით. ისედაც განერვიულებულს, ზედმეტად ხმამაღლა და უკმეხად მოუვიდა ნათქვამი. - მოდი ახლა შენი ეგ გამოსვლა ცოტახნისწინ გადატანილ ნერვიულობას დავაბრალოთ. - ხელები ძლიერად გაადააჭდო დათამ და ასე გამოხატა უეცარი სიბრაზე გოგონს ტონმა რომ მოგვრა. , მაგრამ ხმაზე არ დატყობია, მისმა ტონმა რომ გააღიზიანება მისმა მკვახე პასუხმა რომ მოგვარა. - როგორც ჩანს ჯერ საკმარისად ვერ დამშვიდდი. - ისეთი რბილი ხმით დაუყვავა გაკაპასებულ ქალს, თითქოს მისმა ასეთად ხილვამ სულაც არ გაანაწყენა. ფეხზე წამოდგა და არიდასგან ოდნავ მოშორებით დადგა. - თუ ასე აღარ მომართავ დიდად დამავალებ. - ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ფაქტთან ინდიფერენტულობის შენარჩუნება და მოზომილად გააფრთხილა. თან სიგარეტს გაუკიდა. - ვერ გავაკონტროლე. - დარცხვენილმა, დამნაშავეს ხმით უპასუხა. - სულ რამდენი ადამიანი იმსახურებს შენს ნდობას ? - მოულოდნელი იყო ცოტახნიანი დუმილის შემდეგ დათას კითხვა. - რატომ მეკითხები ? - დარწმუნებული ვარ, ხელის ერთი მტევანიც კი გეყოფა მათ დასათვლელად. - როდესაც ყველაზე ახლობელი ადამიანები გღალატობენ და გტოვებენ, ეგ უნდობლობა ბუნებრივად გიყალიბდება ადამიანს. - ალბათ მეც ვერასდროს მოვიპოვებ ბოლომდე შენს ნდობას. ჩემს გამო არასოდეს დაიხმარ მეორე მტევანს... - იფიქრებდით არიდას ეუბნებაო, მაგრამ დამერწმუნეთ, უფრო თავის თავს უთხრა. - მე შენ არ გიცნობ. საერთოდ არაფერი ვიცი შენზე სახელის გარდა. არ ვიცი ვინ ხარ,რას წარმოადგენ, ან რატომ არ გეშინია იმ ადამიანების ვინც მე გავაბრაზე. მითუმეტეს თავად მიმტკიცებ ძალიან საშიშები არიანო, რატომ მიცავ ასე თავდამოდებით საკუთარი სიმშვიდის ფასად. ან საერთოდ, როგორ გაჩნდი ასე უცებ ჩემს ცხოვრებაში და როგორ შეძელი ასე მოახლოება. - თუ ჩემზე ყველაფერს გაიგებ ეგ საკმარისი იქნება ? - არა ! - მაშინ რა აზრი აქვს რაიმეს თქმას, რაიმეს გაგებას ? - ნელი, დინჯი ნაბიჯებით მის წინ დადგა და ზემოდან დახედა ქალს. - შენ არც კი ცდილობ ! - თავი ჩახარა გოგომ და მის ფეხებს დააშტერდა. ვერ გაბედა სახეში შეეხედა. - იქნებ არ მინდა, რომ ვეცადო ... - ჩაიმუხლა.სკამზე მჯდომს გაუპირისპირდა. - მაშინ რა აზრი აქვს იმ ურთიერთობას, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან? - მასთან რამდენიმე სანტიმეტრით მდგომმა მამაკაცის სხეულმა, გული აუჩქაროლა . ცახცახისგან თავის შესაკავებლად ხელებით სკამის კიდეებს ჩაებღაუჭა. - არ აქვს ! - პასუხისას არიდას ხელებს დახედა. ალბათ სხვა დროს აქვსო უპასუხებდა და მერე ამ პასუხის განსამტკიცებლად არგუმენტებსაც მოიშველიებდა, მაგრამ ახლა არა, ახლა არ უნდოდა ის ეთქვა რასაც სინამდვილეში არ ფიქრობდა. - ანუ ? - მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებს ელოდა მაინც შეაკრთო დათას პირით ნათქვამმა პასუხმა. ნაღვლიანი თვალები შეანათა წინ მდგომს. - არ მენდო არია ! - მის შავ თავლებზე მომზირალს მძიმედ აღმოხდა. - აქ ნუღარ გაჩერდები. - ბოლო სიტყვები დაუტოვა, ძირს დაგდებული სიგარეტი უხეშად გასრისა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. - ღმერთო დამეხმარე ! - საცოდავად შეევედრა ასლუკუნებული და მეტად ჩაებღაუჭა სკამის კიდეებს. როგორი მოსასმენია გაფრთხილება „არ მენდო“ იმ ადამიანისგან რომელსაც ყველაზე მეტად გინდა ენდო. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი , უკვე ენდობოდა კიდეცთქო. თანაც ისე არც დათას გაუკეთებია რაიმე განსაკუთრებული ამისათვი და არც არიდას უწვალია მისადმი ამ დამოკიდებულების გასაჩენად. ასე თავისთავად მოვიდა. ამ დროს ეს ადამიანი ყველაზე გულრწფელი მზერითა და ტონით გაფრთილებს... და რა იყო ეს ? მართლაც გულრწფელი გაფრთხილება თუ პირიქით, მეტი ნდობის მოსაპოვებლად გადადგული სტრატეგიული ნაბიჯი. იქნებ უნდოდა გოგონას მის სიტყვებში საპირისპირო გაეგო. ეფიქრა- ადამიანები თავიანთი ცუდი მხარის შესახებ ასე ღიად არ გაფრთხილებენო. ან იქნებ იპოვა კიდეც ძალა დათამ და აჯობა ყველა ასეთ ადამიანს ?! კიდევ ეს უდოდა ? სულ დაიკარგა კეთილი არიდა. ჯერ საუკეთესო მეგობარი ნებით გაუშვა. ახლა კი კაციმა, რომლის სტატუსი გაურკვეველი იყო, მაგრამ გულს ეახლობლებოდა ასე გახლეჩილი დატოვა... შინისაკენ წასული ხან ერთ ხესთან შეისვენებდა, მიეყრდნობოდა გულზე ხელს დაიჭერდა და ამოიკვნესებდა, ხანაც მეორესთა. კორპუსთან მისულს ალექსანდრეს აივნისკენ გაექცა თავლი. იქ იდგა. იდგა და უყურებდა. ალბათ მის შინ დაბრუნებას დარაჯობდა. როგორც კი თვალი გაუსწორა არიდამ, ბიჭი სწრაფად შებუნდა და კარში გაუჩინარდა. თავი რამდენჯერმე დააქნია გოგომ ნიშნად იმისა, მის ამ საქციელს იმსახურებდა, მაგრამ მაინც ეწყინა. უფრო ეტკინა. ბნელ სადარბაზომდე თრევით მიიტანა ფეხები და ჩუმი ცრემლებით აუყვა კიბეებს. ახრჩობდა გამოუთქმელი დარდი, უნდოდა დაცლილიყო, ან უბრალოდ ყველა გძნობა გაეთიშა და ასე აღარ ტკენოდა. ბინის კართან შეჩერდა, იქნებ სასწაული მოხდეს და გამოჩნდეს იქნებ კიბეები ჩამოირბინოსო. თუნდაც ხმა არ გაეცა კიდევ ერთხელ ხომ შეავლებდა თვალს მეგობარს. უშედეგო ლოდინით დაიღალა. კარი შეაღო და შინ შევიდა. ვიდრე დახურავდა კიდევ ერთხელ გახედა სადარბაზოს. შესულს დადუნა შეეგება, ქალიშვილის დაწითლებულ ტვალებს რომ გადააწყდა ელდა ეცა. სწრაფად მოხვია ხელები და უსიტყვოდ ჩაიკრა გულში. არიდამ აუცილებლად ჩათვალა რამდენიმე სიტყვით აეხსნა დედისათვის, რომ ალექსანდრესთან მცირე შეკამათება მოუვიდა, მეტი არაფერი მკითხოვო შეევედრა და დასაძინებლად წავიდა. *** ელვის სისწრაფით მოზრავ, მინებჩაწეულ მანქანაში ქარი ისევე სწრაფად ჰქროდა, როგორც მძიმე, ამოუხსნელი გრძნობა დათას გულში. ქარი ისეთივე სიმძლავრით და უხეშად ეხეთქებოდა ავტომობილის სალონში სხვადასხვა საგნებს, როგორც არიდას ზმანება დათას გზაარეულ სულს. მისი თვალები... როგორ წვავდა მისი მზერა, როგორ აიძულებდა უკან დახევას, ბასრპირიან დანასავით სერავდა, კაწრავდა, აზიანებდა არაბულის გეგმებს. ეშინოდა. ახლა ისე ეშინოდა, როგორც არასდროს არაფერს შეუშინებია. საკუთარი თავის, საკუტარი უსუსურობის ეშინოდა ამ ერთი ციდა გოგოს მიმართ. განა რას უკეთებდა? თითქმის არც არაფერს და ამვედროს ყველაზე მეტს, ყველაზე მნიშვნელოვანს, ხელშეუხებლად ხელშესახებს... სავალი გზიდან ისე სწრაფად გადაუხვია, გამაფრთხილებელი ფარების ანთება ვერც მოასწრო, ან არ აანთო. ლამის საავარიო მდგომარეობა შექმნა. რამდენ ავტომობილმა გადაბმული სიგნალებით ჩაუარა გვერდი. სხვა დროს ტავადაც საპასუხო რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ახლა ერთი შეიკურთხა და ქვიშიან ნაპირზე გადასულმა მძლავრი დამუხრუჭებითა და საბურავების ხრჭიალით გააჩერა სპორტული მოდელის ავტომობილი. ერთი-ორჯერ საჭეს მუშტი უთავაზა, მერე ისევ ისე უხეშად ჩააფრინდა თითებით, საზურგეზე კეფის რტყმევით განაგრძო დაგროვილი სიბრაზის გამოდევნა. თუ აქამდე ყოველთვის იცოდა ვისზე, ან რაზე ცხარდებოდა ახლა ესეც კი ვერ გაეგო. მის შიგნით იმდენ გრძნობას გაეშალა ფრთები, ცოტაც და სხეული ვეღარ დაიტევდა . - ფუ ამის დედაც... ამის დედაც... რა ჯანდაბა მჭირს? ! - იღრიალა და კიდევ დასცხო საჭეს. კარი გააღო, ავტომობილიდან გადმოვიდა, მიხურა და იქვე მიეყრდნო. ქარისაგან გაყინულ სახეზე ხელები ტლანქად ჩამოისვა და წყვდიადს გახედა, საიდანაც სუსტად არწევდა სახლებში აციალებული განათება. ახლაღა გამოერკვა, მცხეთას იყო გაცილებული, რომელიღაც სოფლის გზაზე იდგა და ფიქრს ებრძოდა. დიახ, ებრძოდა. არათუ რომელიმე კონკრეტულს არამედ მთლიანად ფიქრს გაურბოდა. ავტომობილის კარი გამოაღო, სავარძლებს შორის მოთავსებულ მინისაბარგულს თავი ახადა და სიგარეტი ასანთთან ერთად ამოიღო. საბარგულში რაღაც გაჩხაკუნდა. რატომღაც დააინტერესა რა იყო. განათება ჩართო უფრო მეტად გადაიხარა და შიგ ჩაიხედა. და ისიც, არიანდას თმისსამაგრი. კი მაგრამ ის ხომ მეორე მანქანაში უნდა ყოფილიყო? ზუსტად ახსოვდა, ჯიპის საბარგულში ჩადო. აქ როდის გაჩნდა. ნუთუ ისე დასტაცებს ხელს და ყველგან თან დააქვს, რომ ვერც აცნობიერებს? უდავოდ ასე იყო. აბა, სხვა ვინ ჩადებდა. ნამდვილად არავინ. მუჭში მოიქცია ავტომობილიდან გამოძვრა და მოსაქნევად მოიმარჯვა ხელი. მოიქნია კიდეც, მაგრამ მუჭი ვერ გახსნა. საკუთარ თავზე მეტად გაბრაზებულმა ერთი ამოიგმინა, რომ შესძლებოდა ცემითაც კი დაილურჯებდა გვერდებს. გაავებული თვალებით დახედა ვერშელეულ ნივთს, ისევ უკან დააბრუნა და სიგარეტის მოკიდებას შეეცადა. ხელებიც არ ემორჩილებოდა, ძლივს აანთო სანთებელა და როგორც კი სიგარეტს ალი მოედო, გაცოფებულმა მოისროლა უდანაშაულო ძვირფასი სანთებელა. გადაბმული ნაპასების ჩაწვა ღერი. ის იყო დაასრულა და ავტომობილში ჩაჯდომას აპირებდა, პატრულის ეკიპაჟი მოადგა. ჩამოქვეითებულ პოილიციელს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მთელი დღე შეუჩერებლად ერბინოს. - სარბოლო ტრასა სად არის, შენთვის არ უსწავლებიათ ? - ყოველგავრი ეტიკეტისა და ფორმალობის გარეშე დაიწყო ორმოციოდე წლის ფორმიანმა. -თბილისიდან მოგსდევთ და ძლივს დაგეწიეთ. თუ ამას დაწევა ჰქვია. - გაჩერებულ მანქანას გახედა. - რა ხდება ? - ირონიულად ჰკითხა არაბულმა და ავტომობილს ხელით დაეყრდნო. - რაღა უნდა ხდებოდეს იმაზე მეტი, თქვენი ცოცხლად პოვნის შანსიც რომ გადაწურული მქონდა?- ჩაიქინდილა პოლიციელმა- . რა იყო, მამიკო ახალს გიყიდის ? - ამრეზით აათვალიერა ჯერ გემოვნებით ჩაცმული არაბული, შემდეგ ძვირადღირებული ავტომობილი. არა, ნამდვილად დაცინვა ჰქონდა მიზნად თორემ არაბულს ერთი შეხედვითა და ყველაზე დაუკვირებელი თავლითაც კი შეამჩნევდა კაცი „მამიკოს ბიჭი“, რომ არ იყო. - თუ ცოცხალი დარჩებოდი რათქმაუნდა. - წაკბინა დან გვარიან ღიპზე შემოტმასნილი ქამარი გაისწორა. - სწრაფად გამომიწერე ჯარიმა და გამატარე !- უხეშად დაიგრგვინა დათამ. მტერს, ვინმე ჩავარდნილიყო ახლა მის გაავებულ ხახაში. - მე არსად მეჩქარება. ყველაფერი ფორმალობის დაცვით იქნება. - სჯობდა თავიდანვე ფორმალობის დაცვით დაგეწყო. სწრაფად-მეთქი გითხარი ! - ცივად მიახალა და კარი გამოაღო. ახლა ისე იყო გაღიზიანებული მალე რომ არ გასცლოდა იქაურობას ვინ იცის რა ამბებს დაატრიალებდა. - თავი ვინ გგონია? - ისეთი ტონით წარმოთქვა პოლიციელმა, აშკარა იყო ყველა ის კანონი გაახსენდა რომლებიც მის უფლებებს იცავდა და ამავედსრო მის წინ მდგომის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. - ის, ვინც ვარ ! - ჩასაჯდომად გამზადებული შეჩერდა და ინტერესიანი მზერით გახედა პოლიციელს, რომელიც მეორე ფორმიანს თავს უქანჩალებდა. მეწყვილის დაახმარებლად საჭესთან მჯდომმაც იკადრა გადმოსვლა. ხელთ ბაინდერი და ალკოტესტი ეჭირა. პირველმა ცალი თვალით გადახედა ტესტს, დათას მიუბრუნდა და გაიჯგიმა, იმის ნიშნად შენზე ძლიერები ვართო. - ალკოშემოწმება უნდა გაიაროთ და საბუთები წარმიდგინოთ. - ტესტი ხელიდან ააცალა მეწყვილეს, არაბულს მიუახლოვდა და ლამის პირში ჩათხარა. თან არასწორი მიმდევრობით გააცნო წესები. - ჩაბერე ! - მისცა ბრზანება. - ეს მომაშორე, - თვალებით ანიშნა ტესტზე - და გამეცალე აქედან. !- ავად დაიღრინა არაბულმა. - ანუ წინააღმდეგონას მიწევ ? - თვალები დააწვრილა ფორმიანმა. - უფრო მეტიც, მაგ ხელსაც მოგამტვრევ თუ არ გაწევ. - მოთმინების მოშველიებას აღარ ფიქრობდა დათა. - შემიძლია დაგაპატიმრო. - გაიჯგიმა პოლიციელი. - მაშინ ჯერ გაარკვიე მაგ შემთხვევაში რაც გელის და თუ პრობლემა არ გექნება, კი ბატონო. - მაჯაში წვდა პოლიციელს და ტესტიანი ხელი, რომელიც ქანდაკებასავით გაეშეშებია ჰაერში, უხეში მოძრაობით სანაქებო ღიპზე მიახეთქებია. მრავალწლიანი სტაჟისა და გამოცდილების მქონე „კანონის დამცველს“ არ გასჭირვებია არაბულის სიტყვების გაშიფრვა. გონს მოეგო და მეორეს მიუბრუნდა. - სანომრე ნიშნებით გადაამოწმე ? - რატომღაც არ ისურვა პირდაპირ „ეჭვმიტანილისთვის“ ეკითხა ვიანობა, თორემ მშვენივრად იცოდა რო არ გადაუმოწმებიათ. არას ნისნად ტავი გააქნია მეორემ . - მიდი, სწრაფად ! პარრულისათვის განკუთვნილი პლანშეტისა და მასში ატვირთული სპეციალური პროგრამის ნაცვლად, საჭირო ადგილზე დარეკვა ამჯობინა მეორემ. სანომრე ნისანი უკარნახა და მიღებული პასუხი ყურში უჩურჩულა პირველს. სახე შეეცველა ღიპიანს. - ბატონო დათა, თავისუფალი ხართ ! - ჩესტი აიღო და განზე გადგა. - თავიდანვე ასე რომ დაგეწყო ალკოტესტსაც გავივლიდი და განყოფილებაშიც საკუთარი ფეხით გამოგყვებოდი ყველა კანონდარღვევის გამო. გამეცალე ახლა აქედან ! - ზიზღით წარმოტქვა დათამ და თავით მანქანისკენ ანიშნა. - მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ! - ამჯერად გაახსენდა ეტიკეტი ფორმიანს, სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა მანქანაში და კუდამოძუებული გაეცალა. მეტად აღრენილმა დათამ ჯიბიდან მობილური ამოიღო და ვანოსტან დარეკა. ორი უპასუხო ზარის შემდეგ გააგონა გიგაურმა. - უუუ ...- გაისმა ზმუილის მაგვარი ხმა ყურმილში. - მიდი, გამოფხიზლდი. რატო, რა ხდება ? - ბარში მოდი. - გააფრინე ? ღამის ორი საათია...- საწოლზე წამოჯდა გაბრუებული ვანო. - როდის აქეთ დაჩერებიხარ საათს ? - დაუღრინა ბიძაშვილმა. - მარტო არ ვარ . - თავლები აატრიალა ვანომ და გვერდით გაშოტილ ქალს გახედა. - ვერ მოასწარი ? - დამცინი ? - ჩაეციან გიგაურს. - მაშინ გელოდები. ისედაც რა გაძინებს მაგათთან... - ჯანდაბას შენი ტავი. ისე არ იტყვი რა მოხდა? არ მითხარ გამლანძღა და გამომაგდოვო... - ხმით გაეციან ბიჭს და ცალი ხელით შარვალს დაუწყო ძებნა. - დალევა მინდა... - შენც არ დათვრე ახლა. უპასუხოდ დაუკიდა ყურმილი გამხიარულებულს. სწრაფად ჩაჯდა თავის „ქარიშხალში“ და საკადრისად გაქუსლა . ნახევარს საათში საკუთარი სასტუმროს ბარში, სასმლით სავსე ჭიქით ხლში ელოდა მამიდაშვილს. როგოც იქნა გამოჩნდა ვანო. კარიდანვე აათვალიეა არაბულმა მომავალი. თავი რამდენჯერმე გააქნია და გაეღიმა. უწესიგოდ შეკრული პერანგის ღილი და ყვავის ბუდესავით აბურდული მუქი წაბლისფერი თმა, ნამდვილად სასაცილოს ხიდიდა გამოუძინებელ სახესთან ერთად მის გაეგნობას. - რა გაცინებს? - მოწყვეტით ცაჯდა სავარძელში და ირონიულად მომღიმარ დათას წარბებ აზიდულმა კითხა. - ღილებს რომ იკრავდი სად იყურებოდი? - მეკითხება კიდეც. - თითქოს დაცინვა იუკადრის ვანომ. - მას ვუყურებდი ვისთან ერთადაც დილა ნაყიფიერად უნდა დამეწყო, მაგრმ ერთმა გზააბნეულმა შეშლილმა გეგმები შემიცვალა. - პასუხთან ერთად არეულ ღილებს ისწორებდა. - და ახლა შეშლილი თუ არ მტყვის რა ჯანდაბის გამო გამღვიძა შუაღამით და მომაცდინა მეტად საჭირო საქმეს ძვლებში დავშლი. - რა იყო, ენერგია ვერ დაცალე ? - არამგონია სახუმაროდ გქონდეს საქმე. - მიმიკით დაცინა, - მიდი მოყევი ! - არაფერია მოსაყოლი. უბრალოდ შენთან ერთად მინდა დალევა. - ჭიქა ხელში შეათამაშა და ერთ ყლუპზე დაცალა. - ან ძალით იბრმავებ თავს ან მართლა დაბრმავდი და ეგაა. - ამოიოხრა ვანომ. - მაგრამ მე მაქვს გადასარევი მხედბელობა ბიძაშვილო. - თვალი ჩაუკრა და მხრებზე ხელი მოუთათუნა. - ვიცი ვის სანახავადაც იყავი. - ძმუარდ გთხოვ შენებურად არ დაიწყო რა... - შეევედრა დათა. - უბრალოდ ჩემთან ერთად დალიე... - ის მარტივიც არ ყოფილა, როგორც გეგონა ხო ? - მარტივი არასსდროს მეგონა. რაღაცის დანგრევა არაა მარტივი ვანო, მაგრამ ჩემების ცხოვრების დანგრევა რატომღაც გაუმარტივდათ. - ვამჩნევ, იმ გოგოსთან ორად იხლიჩები.- ამ პასუხით შემოიფარგლა ვანო. არ ისურვა დათას დანარჩენი სიტყვების სიღრმეებში წასულიყო, რიგი მიზეზების გამო. - უკვე ისიც აღარ ვიცი, მაგ ორიდან, რომელთან გამარჯვება მომიტანს სიმშვიდეს. - აგირია შავ-თეთრი გრძნობები ? - ჩაეღიმა ვანოს. - მასთან თეთრიც კი შავია … - ვინ იცის რას გულისხმობდა თავისი გაუკღმართებული გრძნობებით. - იქნებ იმიტომ, რომ თავად ეძებ ამ ფერს მასში. ძალიან გინდა დაინახო, მაგრამ არ გამოგდის დათა. მცდელობის და მიუხედავად არიანდა მზის სხივივით ანათებს. ის სულ თეთრია და ამას შენც მშვენივრად ხვდები. - აღტაცებით საუბრობდა ვანო, სიფრიფანაზე. - და მაინც ის მიხელის ქალიშვილი და ანდროს დაა. - ოდნავ წინ გადმოიხარა და ელები მჭიდროდ შეკრა დათამ. ცოტახნით დადუმდა, მერე კი დაბალ ხმაზე, თითქოს სევდიანზეც ანაგრძო, - ეს, ის მოცემულობაა, რომელიც ვერ შეიცვლება. ერთია რა მინდა და მეორე, რა არ უნდა მინდოდეს. ისევ შეახსენა ვანოს არიანდას წარმომავლობა. მე კი მგონია, ვანოს კი არა, თავის თავს ახსენებდა. ხომ გქონიათ მომენტი რაღაცას გამუდმებით რომ იმეორებთ იმისათვის, რომ თავს დააჯერთ მისი სისწორე ან სიმცდარე. დაახლოებით ეს სჭირდა დათას. ხშირად უწევდა საკუთარი თავისთვის იმის შეძახება, რომ არიანდა მისი მტრის შვილი იყო. - იქნებ მაგ მინდამ არმინდას აჯობოს ?! - სტილს არ კარგავდა გიგაური. შორიდან უვლიდა სათქმელით. - შეუძლებელია ! - მე კარგად მახსოვს დათა, რომელიც არიდას გაცნობამდე მზად იყო ამირეჯიეების სისხლი უყოყმანოდ დაელია და ახლა... ახლა სად არის ის ბიჭი ? - აქ არის, აქ ! - არა. ის იმ პატარა გოგოს გაცნობამდე დროში დარჩა. არ უარყო ახლა ! - არ უარვყოფ, მაგრამ ის ჩემთვის გადაულახავი ბარიერია. - არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავ კაცი, თუ მოინდომებს. - არსებობს. - ისევ საზურგეს მიეყრდნო, - მაგალითად იმ ორიდან, - ხელით მათგან მესამე მაგიდასთან მსხდარ გოგონებზე მიუთითა, რომლენიც მთელი საღამო თვალს არ აშორებდნენ, - ვერ გადამიწყვეტია რომელი ავირჩიო. სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე მაგრამ ამ საურის გაგრძელება აღარ სურდა და თემის შეცვლა სცადა არაბულმა. იცოდა, ვანოს ხრიკები ამ საუბარით იქამდე მიიყვანდა, რასაც მთელი ძალით გაურბოდა. შესაძლოა იმ კითხვებზეც უნებურად ეპოვნა პასუხი, რომლებიც უკითხავად ჩნდებოდნენ მასში და რომლებსაც გაჯიუტებულად არ სცემდა პასუხს. . და რა იყო ამ კითხვების ავტორი თუ არა სინდისი? ან იქნებ სინდისს „ვინ“ უფრო შეეფერება ?! ის ხომ მეორე ადამიანია ჩვენში. იმაზე მეტად ცოცალი არსება, იმაზე მეტად ადამიანი, ვიდრე თავად ჩვენ. როდესაც ჩვენ გვძინავს საბედნიეროდ მას არ სძინავს. და ვაი, თუ მას საუბედუროდ სძინავს. - კარგი რა !- ვანოც დანებდა და ხუმრობაში აჰყვა. ბოლო დროს ხშირად დაჰყვებოდა ხოლმე ასე. ალბათ ისიც გრძნობდა არაბულის სულში ატეხილ ქარს და დამანგრეველ ქარიშხალად გადაქცევას ერიდებოდა. - წაბლისფერი, თუ ქერა თმიანი ? - ხმით გაეცინა ვანოს. - მშვენივრად ვიცი, არცერთს არ აირჩევ. - ვითომ რატომ ? - თითქოს იწყინა დათამ. - ბარიდან, როდის აქეთ მიგყავს გოგონები გასართობად ? - დღეის შემდეგ. - დავიჯერო თაყვანისმცემლების სია დაგელია, სრულიად უცნობებზე რომ გადახვედი ? - ქილიკას არ წყვეტდა გიგაური. - ერთხელ მეც ხომ შეიძლება მოვიქცე სპონტანურად ? - უკვე მერამდენე ჭიქას სცლიდა. - მერე სპონტანურად რამე არ აიკიდო . - ახარხარდა ვანო. - მიდი დროზე ორივე წაიყვანე. დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვიან. მე ჩემსას დავუბრუნდები. - არ მინდა. - ორივე ? - არცერთი. - შენი სიიდან რომელიმეს დაურეკავ ? - არა. - აბა? - რა ეჭვიანი შეყვარებულივით ჩამაცივდი ? - უმნიშვნელო შესწორებას შევიტან, - მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით შესწორების ზომა აჩვენა, - ეჭვიანი მამიდაშვილივით, რომელიც შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამოწმებს. - მერე რა დაასკვენი? - ღიმილიანი სახით დაელოდა ფსიქოლოგის დასკვნას. - მაგარი დარ,ხეული გაქ ! - მტკიცედ დაასკვნა ვანომ და დათასაც ხმით გაეცინა. - ღმერთო ჩემო იცინის ! - თეატრალურად გასალა ხელები ვანომ. -ამას მგონი ისტერიკაც აქ. - ეგ რაიმე ახალი სამედიცინო ტერმინია ? - კი. შენნაირი ჯარმთელობის მქონეთათვის. - სასმლის ჭიქა მოიმარჯვა თავი უკან გადასწია და ერთ ყლუპზე გამოცალა. უეცრა სახე შეწმუხნა და პირიდან ჰაერი გამოუშვა გიგაურმა. ისეთი სახე ჰქონდა თითქოს კილოგრამი ქოთნის წიწაკა ეჭამოს. - სამედიცინო სპირტს რატო მასმევ? - ხმაურით დააბრეხვა ჭიქა მაგიდაზე და დათას შეეკითხა. - იქნებ დამათროს. - უპასუხა და სიგარეტი მოიმარჯვა არაბულმა. - არ აანთო ! .- წამოიყვირა და საბარგულლში ძლივს აღმოჩენილი სანთებელა გამოსტაცა ხელიდან. - გააფრინე ? - გაოცებულმა შეხედა. როგორც წესი დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია, მაგრამ საკუთარ ბარში ვინ აუკძალავდა მოწევას ? ამიტომ ვერ გაეგო რა ზნემ წამოუარა ვანოს. - ბიჭო, სპირტით გამჭყიპე, გაჟღენთილი ვარ აალებადი ნივთიერებით და ახლა ეს რომ აანთო, - სანთებელა აუფრიალა ცხვირწინ.- ავფეთქდები და დავფერფლავ აქაურობას. - დაასრულა და სიცილი აუტყდა დათას სახის შემხედვარეს. ისეთი სახით უსმენდა ალბათ ფიქრობდა რაიმე სერიოზულს მეტყვისო და ამ ბოდვის მოსმენისას სახეზე უტქმელად დაეწერა „ვაი, სენს პატრონსო“. - რას ტაკიმასხარაობ ამხელა კაცი. - ის სიგარეტის ღერი ესროლა, რომელიც ასე ცანცარით შეაშეშა ხელში ვანომ. - რაღაცას გკითხავ და გულრწფელად მიპასუხე. - როგორც იქნა სიცილი შეწყვიტა და თვალი თავლში გაუყარა ბიძაშვილს. ამ ჟესტიტ გააფრთხილა თყუილიარ გაბედო მივხვდებიო. - ვეცდები. - მათ შორის - ამჯერად ვანომ მიუთითა მოთვალთვალე გოგონებზე. - თოვლივით თეთრი, შავთმიანი გოგო, რომ ყოფილიყო აირჩევდი ? - არიას მსგავსი ? - დათას გონებამ წამში დააკავშირა ვანოს აღწერილი არიანდასთან და პირის აპარატმა ინსტიქტურად დასვა ეს კითხავ, ისე რომ დათამ გააზრებაც ვერ მოასწრო. ასეა, როდესაც ჩვენს არაცნობიერთან კომუნიკაციას ვკაგავთ. ის ჩვენთან შეუთანხმებლად მოქმედებს. - ეგ მე არ მითქვამს, შენ თქვი. - გამარჯვებულის ხმით წარმოთქვა ვანომ და ჩაეღიმა. - ახლა, თუ გინდა ნუ მიპასუხებ.- კმაყოფილმა შემოიდო მარცხენა ფეხი, მარჯვენაზე. - რა იდიოტი ხარ. - აქ სადაოა, ეს სიტყვები ვანოს უთხრა თუ საკუტარ თავს. ცოტახანს კიდევ ისაუბრეს. მერე, გასაღებს და მობილურს ხელი დასტაცა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გარეთ გასასვლელი კარისკენ. - ნომერში არ ადიხარ ? შუაღამეა უკვე. - მანქანასთან მისულს დაეწია გაკვირვებული ვანო. - არა. სახლში წავალ. - მართლა მაგარი დარხე,ული გაქ ! - დიაგნოზი კვლავ გაუმეორა ვანომ და ამჯერად თავადაც სააბოლოოდ დაწმუნდა ამ დიაგნოზის სისწორეში. რადგან კარგად იცოდა დათა, მამისეულ სახლში ღამის გასათევად იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევბში მიდიოდა. იმის ინტერესეიც კლავდა თუ რა მოხდა ასეთი, მაგარმ იცოდა დათა არ მოუყვებოდა. - იმედია ნორმალურად ივლი და ყველა საპატრულო ეკიპაჟს არ აიკიდებ. - მტერსაც არ ვუსურვებ ახლა ჩემთან შეხვედრას. - ჩვეული სიჩქარით გაეცალა სასტუმროს პარკინგის ტერიტორიას. - ვხვდები, რასაც ცდილობ ყმაწვილო, მაგრამ მე აქ ვარ ! ღმერთო, დაეხმარე ამ შეშლილს !- მზრუნველად ჟღერდა ვანოს სიტყვები. *** დედას გასძახა საუზმეს ვეღარ მოვასწრებო და ჯახირით გაიხურა მორყეული კარი არიანდამ. კიბებები ორი საფეხურის გამოტოვებით, სწრაფად ჩაირბინა. პირველად, სამსახურში აგვიანდებოდა. არც ლადო ბიძიას გარეშე დაწყებული დილა უნდოდა. მით უმეტეს რამდენი ჰქონდა მოსაყოლი. სადარბაზოდან გამოსულს უცებ მუხლები აუკანკალდა. ვერც წინ წასვლა შეძლო და ვერც უკან დაბრუნდებოდა. ეზოში, რკინის მაგიდასთნ ალექსანდრე იჯდა და ელოდა. - დაგაგვიანდა. - მშვიდად წარმოთქვა ბიჭმა. არიდამ თითქოს ვერც შეამჩნია და ვერც გაიგონა, ძლივს მოკრებილი გამბედაობით სიარული განაგრძო. არადა ქვეყანას ერჩივნა ახლა მისკენ ძველებურად კუნტრუშით გაქცევა და ჩახუტება. - ჩემს გამო კიდევ რამდენიმე წუთს ვერ დააგვიანებ ? გოგონა კვლავ მიაბიჯებდა. - არიანდა გაჩერდი ! - ამჯერად დაუყვირა ბაბლუანმა. არიდაც ადგილზე შედგა და მისკენ შებრუნდა. - ჩვენ გუშინ დავასრულეთ. - მოცახცახე იოგებიდან ძლივს ამოუშვა ბგერები. - რა დავასრულეთ სულელო გოგო ? გეგონა შენს გუშინდელ გამოხტომებს სერიოზულად მივიღებდი? ვაღიარებ ძალინ გამაბრაზე, მაგრამ მერე მივხვდი რატომაც გააკეთე . - თუ მიხვდი, აქ არ უნდა იდგე და არ უნდა მელაპარაკებოდე. - ღმერთო მომეცი მოთმინება. - ცას ახედა ბაბლუანმა. - იმ დროში დავბრუნდით თმებს რომ გაწიწკნიდი ხოლმე ? - ბავშვობისა და იმის გახსენებამ, გაბრაზებული პატარა არიდა რა სიტყვებით ლანძღავდა, სიცილი მოჰგვარა ალექსანდრეს. - ახლა ისღა გაკლია ღვარ-ღვარით გადმოგცვივდეს ცრემლები და ყველაფერი მესროლო რაც ხელში მოგყვება. - უფრო ახლოს მივიდა მასთან და წარსულის ოინები შეახსენა . - სხვათაშორის ის აგურჩარტყმული მუხლი ისევ მტკივა. - ეგ ყველაფერი ბავშობაში დარჩა. - სხეულის ყველა ნაწილი აეწვა სიმწრით. როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და წინა ღამი ნათქვამ ყველა სიტყვაზე ბოდიში მოეხადა, მაგრან ახლა ასე უნდა მოქცეულიყო, ეს მიაჩნდა გამოსავლად. - ბავშვებოში დაწყილი სიკვდილამდე გრძელდება ჩემო პანდა. ისევე როგორც ის შენგან ნასახსოვრალი რამდენიმე შრამი. შენი ორი სულელური სიტყვა ამ ყველაფერს ვერ შეცვლის. მე სულ შენს გვერდით უნდა ვიყო და ყველაფრისგან უნდა გიცავდე. - მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს გულს უკლავდა ყველა მისი ცივად ნათქვამი სიტყვა მინც ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებასა. გონების კუნჭულიში მის გამართლება სურდა. არიდას ცვლილების მიზეზების გამოცნობას ცდილობდა. გაოგნებულ ბაბლუანს მთელი ღამე არ ეძინა და თავისი დანაშაულს დაეძებდა არიდას ცვლილებებში. იქნებ მე შემეშალა, იქნებ საკმარისად ვერ ვაქცევდი ყურადღებას, ან იქნებ რაიმე გამომრჩაო. - ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდა. ამ სიტყვების წარმოთქმა იმდენად რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, არიდას სული უფრო დაამძიმა ვიდრე ბაბლუანის. ეს, ალბათ სიმართლეც იყო და ტყუილიც, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ალექსანდრეს დასაცავად ნათქვამი ყველაზე დიდი ტყუილი . ახლა ძალიან შეშინებული გულით მოქმედებდა გოგონა და სულ არ ფიქრობდა სწორი იყო თუ პირიქით. იმას კი მთელი სიცხადით ხვდებოდა, ეს რამდნიმე თითქოს ჩვეულებრივი სიტყვათა ერთობლიობა რამოდენა იმედგაცრუებას ნიშნავდა ბაბლუანისთვის. მიზანიც ხომ ეს იყო. უნდა წყენოდა ალექსანდრეს. ძალიან უნდა წყენოდა, რომ მისი მიტოვება გადაეწყვიტა. საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, საკუთარი მხრებით ჰქონდა ნატარები და ყველა ტანჯვა ჰქონდა ნაგემი ანდროს წყალობით, თუ რა უბედურების მოტანა შეეძლო ასეთ ხალხთან ურთიერთიობას. ნებისმიერი გზით უნდა გაერიდებინა მეგობარი ამ ყოველივესგან.კიდევ ერთხელ ამ გზის გავლას ვეღარ გაუძლებდა. - ვინ სხვა ? - ვერ გაიაზრა დადნაფიცის ნათქვამი. იმდენად მოულოდნელი იყო, გონებამ ვერ აღიქვა სიტყვების მნიშვნელობა და გულწრფელი ინტერესით იკითხა. - ის ბიჭი? - ისევ ჰკითხა, მას შემდეგ რაც გოგამ პასუხი დაუგვიანა. - სხვა, ვინც დამიცავს და მას არ სურს ჩვენი მეგობრობა. ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო არიდას სიტყვები და ეფექტიც ალებული ცეცხლისა ჰქონდა. ალექსანდრეს თვალებში მტკივნეულად აელვარდა ის იმედგაცრუება რაზეც არიდა ასე დარდობდა. - და მე ამას ახლა ვიგებ... - სიმწრით გაეცინა ბიჭს.- და შენ ორი დის გაცნობილი ადამინის სურვილის გამო მზად ხარ ჩვენ ოცდაერთწლიან მეგობრობას ხაზი გადაუსვა. - ამ სიტყვებთან ერთად, სინანულით გაიჟღენთა მათ ირგვლი ყველა მატერია. - მე უბრალოდ... - ალბათ ვერც გააგრძელებდა და არც ალექსანდრემ დააცადა. - რა უბრალოდ არიანდა ? რა უბრალოდ ... - ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა . ოდნავ შეირხა მაღალი სხეულით. თითქოს წონასწორობა დაერღვა.- იმის ღირსს მაინც თუ გამხდი ნორმალურად ამიხსნა ყველაფერი. - ასახსნელი რაღაა... უკვე ისე უჭირდა საუბარი, ღმერთს ევედრებოდა მოახდინე სასწაული და აქედან გამაქრეო. ვეღარ უყურებდა მის წინ მდგარ უკიდეგანოდ ნაწყენ მეგობარს და ამავედროს მისი ცქერა აძლევდა ძალას. უმზერდა და ხვდებოდა რა ბედნიერება იყო საღსალამათს რომ ხედავდა და ასეთივეს ხილვა კვლავ რომ შესძლებოდა ბოლომდე უნდა მიეყვანა თავისი ჩანაფიქრი. - ბოდიში ალექსანდრე, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. - სახეში შეხედვა ვერ გაუბედა და მიწას მაშტერდა უმიზნოდ. - ალექსანდრე ? ბოდიში ? - მწარედ გაეცინა ბიჭს და ტავი გადააქნია. - ესეიგი გუშინდელი შენი საქციელიც ამ ფაქტს უკავშირდებოდა. გინდოდა ისე გაგეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა ნამდვილი მიზეზი არ მცოდნოდა ? მაინც კარგია მაგის დამალვას თუ ცდილობდი. პასუხი ვერ დაუბრუნა გოგონამ. იდგადა ლოცულობდა ნერვიულობისგან არ წაქცეულიყო. - ვერასდროს ვიფიქრებდი ჩვენს ურთიერთობას ოდესმე რაიმეში, მითუმეტეს ვინმეში თუ გაცვლიდი. - არ... - ღმერთმა უწყის რის თქმას აპირებდა, მაგრამ ალექსანდრემ აღარ მოუსმინა. - ჩათვალე, რომ არც არასდროს ვიცნობთი ერთმანეთს. - ბოლო სიტყვები უთხრა და ეზო დატოვა. - შენივე უსაფრთხოებაში გაგცვალე ალექს. მარტოდ დარჩენილმა, გაყინული, ათრთოლებული ხელის გულებით მოიწმინდა ტკივილით სავსე ლამაზი თავლებიდან დადენილი ცრემლები, რომელსაც სიმლაშედ სინანული შერეოდა . - იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე მაპატიებ. - მზერით აცილებდა ძვირფას ადამინს და იმედი იმისა, ოდესმე ისევ შეძლებდა მასთან საუბარს, მის ჩახუტებას, ისევ კიაფობდა გულში. - ღმერთო არ შემიძულოს გემუდარები ! *** როგორც კი ლადომ თავისი განსაკუთრებული მგზავრი დაინახა, გვრდითა სკამიდან მრგავლი, საშუალო ზომის,წითელი ტომარა აიღო და სკამებს შორის გაჭირვებით ჩადო. უკვე მეოთხედ შენიშნა ეს ტომარა არიანდამ მძღოლის გვერდითა სკამზე, თუმცა ახლა ამზე სასაუბრო გუნბაზე არ იყო. გათავისუფლებულ ადგილას დაჯდა და მოწყენილმა მიესალმა. გოგონას ტირილისგან გაწითლებულ ცხვირ-პირი და სევდიანი თვალები არ გამოპქრვია ლადოს. - მომიყვები ? - ღიმილით გახედა გვერდით მჯდომს, რომელიც ხმას არ იღებდა და რომლის სუნთქვა კვნესას უფრო ჰგავდა. - იმის მეშინია რომ მეტყვი, მართალი არ ხარ, ცუდად მოიქეციო. - შენ როგორ გგონია, ცუდად მოიქეცი ? - კი, ძალიან. ჩემი საქციელი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ მიზანია ცამდე მართალი. - მაშინ ეგ ის შემთხვევაა, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას. თუ რათქმაუნდა ეგ საშუალება ერთადერთი იყო მიზნის მისაღწევად და მიზანი კი კეთილი. - ყოველშემთხვევაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მიზანი კეთილია. ჩემი ალექსი ლადო ბიძია,- სევდით გაეღიმა გოგონას.- მისი კარგად ყოფნისთვის სიცოცხლის გაწირვაც კი შემიძლია. გახსოვთ წინაზე ინციდენტზე მოგიყევით კლუბში შემემთხვათქო? შეახსენა კაცს გოგონამ, იმ ინციდენტზე რომლი ყველა დეტალის მოყოლა ვერ გაბედა ვაიდა მანაც მოინდომოს ჩემი დახმარება და ახალი სანერვიულო დამემატოსო. მსუბუქად მოუყვა, თუმცა ის კი უთხრა ჩარევა პრობლემებს გამოიწვევსო. - მაგას რა დამავიწყებს. წნევამ ამიწია იმ დღეს ნერვიულობით. - თითქოს იხუმრა არადა მართალაც აუწია წნევამ, ისე განიცადა ამ პატარა გოგოს „კლუბური თავაგადასავალი“ მთელი საღამო წნევის აპარატითა და წამლებით დაარბენინებდა საყვარელ მეუღლეს და ნერვიულობის ობიექტი რომ გაუმხილა, მის მერე აღარ ასვენებდა ცოლი, ვინ არის ასეთი შენ რომ ასე გაღელვებს აუცილებლად უნდა გამაცნოვო - თუმცა მალევე დამიწია, იმ ყმაწვილის გმირობაც რომ მომიყევი. დათა ქვია ხო, მგონი. - თითქოს არ ახსოვდა მისი სახელი. - ხო დათა.- ისე ღრმად ამოისუნთქა გული ამოაყოლა არიდამ. ახლა დათას წინა ღამინდელი დიალოგიც გაახსენდა. - ამ ამბებში ჩარევა მოინდომა ალექსმა და მე უფლება არ მივეცი, ისეთი ტყუილები ვუთხარი, არასოდეს მაპატიებს. - ესეიგი შენ თავსაც გაწირავ მის გამო, მას კი შენ გამო თავის გაწირვის საშუალება მოუსპე? - მართლა თავის შეწირვა მოუწევდა ლადო ბიძია. - შემახსენე თქვენი მეგობრობა რამდენ წელს ითვლის? - ჩემი დაბადების დღიდან,აგერ უკვე ოცდაერთი წელია. - ესეიგი სამყაროს და ერთმანეთის შეცნობა ერთდროულად დაიწყეთ. გქონია წინასწარგრნობა, როდესაც შენ სისხლით ნათესავს რაიმე ცუდი უნდა დაემართოს ? - კი. ანდოსთან მქონდა ხოლმე ხშირად. - ალექსანდრესთან? - კი. ოღონდ იშვიათად. ანდროსგან განსახვავებით მას მშვიდი ცხოვრება აქვს. - ესეიგი რა გამოდის? ალექსანდრეს მიმარტაც იგივე დამოკიდებულება გაქვს რაც ანდროს მიმართ. ანუ საერთო სისხლი სულაც არაა საჭირო მასაც ისევე გრძნობდე როგორც შენს ღვიძლ ძმას. ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ქმნის კავშირს ჩემო გოგო და ეს, სისხლით ნათესავთან კავშირსაც კი უსწრებს ზოგჯე. ზოგჯერ ყველაზე და ყვეფაფერზე ახლო ხდება ასეთი ადამიანი. ესეიგი, ისიც ასევე გგრძნობს. - ალბათ... - ამის თქმაღა მოახერხა, კაცის სიტყვებით დაღონებულმა. - შენ შეძელი ანდროს პატიება ? - ვიდრე ამ კითხვას დაუსვამდა ცოტა შეყოყმანდა. გაიფიქრა, იქნებ არ ღირს ამ სათქმელის დასრულება, ისედაც, როგორ განიცდისო. თუმცა მაინც სიმართლის თქმა ამჯობინა. არიდაც ხომ ყოველთვის ამას მოელოდა მისგან. - არვიცი. კიც და არც. - ვერ მიხვდა ჩვენი ფითქინა რატომ ჰკიტხა ახლა ეს და თავლები გაკვირვებულმა ააფახურა. - ხოდა ალექსანდრე ასე კიც და არც გაპატიებს. გაპატიებს იმას რომ ტყუილი უთხარი, მაგრამ ვერ გაპატიებს იმას, რომ მას შენი დაცვის, შენთვის თავის გაწირვის საშუალება წაართვი. თქვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მაღლა დგას ჩემო გოგონა და ეს მან მშვენივრად იცის. ახლა კი მას ჰგონია, რომ ეს შენ ვერ მიხვდი ამ ურთიერთობის მნიშვნლობას და შენი სიტყვები კი არ სტკივა რომლებიც ალბათ უკვე ქარს გაატანა, არამედ ეს სტკივა. სახეზე მიტკლის ფერი დაედო ისედაც ფერმიხდილ გოგოს. - შენ ძალიან პატარა ხარ ჩემო მშვენიერო, - განაგრძო მას შემდეგ, რაც გადაფითრებულს შეხედა, იქნებ ამ სათქმელით შეემსუბუქებინა დანაშაულის გრძნობა მისთვის.- საიმისოდ, ამ ცხოვრებას ომი მარტომ მოუგო. გამოცდილება გაკლია და სამწუხაროდ შენ ყვლაზე მტკივნეულ გამოცდილების შეძენაში გეხმარება მუხთალი წუთისოფელი. მაგრამ ეს გამოცდილებაც აუცილებელია იცი? ამის შემდეგ ზუსტად გეცოდინება ამ შეცდომის სიმწარე და აღარასოდეს გაიმეორებ. რაც შეეხება ალექსანდრეს, თუ თქვენს შორის ის კავშირია რაზეც ვისაუბრეთ, მჯერა უსიტყვოდ შეძლებს შენს გაგებას და პატიებას. ისევე, როგორც შენ გულში მწიფდება ადნოს მიმართ ეს ყოველივე... განაგრძობდა ლადო მის დარიგებასა და გამხნევებას მაგრამ არიდას გონებაში გააზრებული შეცდომა ადგილს აღარაფერს უტოვებდა. განა ძმას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სწირავს ვინმე? ალექსი, ხომ გამუდბებით უმეორებდა ჩემი და ხარო. ასე როგორ შეცდა? ასეთი ტყუილი, როგორ უთხრა? ჯანდაბას ის, რომ ამ გამოგონილი „სხვა“-ს გამოჩენის ამბავი დაუმალა, მაგრამ ის როგორ ვერ აუხსნა, რომ ალექსანდრე ბაბლუანი ისეთივე ძმა იყო როგორც ანდო. რეალურად ხომ მას არასდროს არავისში გაცვლიდა. ამ მართლაც მუხთალ წუთისოფელში საიმედო მეგობარძე ძვირფასი განა არის რაიმე? ნუთუ მიანცდამაინც მასთან დაშვებული შეცდომით უნდა ესწავლა არიდას? ნუთუ საჭირო იყო? ნუთუ გარდაუვალი იყო? გარდაუვალი? - იქნებ იყო კიდეც. მას ხომ ბედისწერა მახეს უგებდა და ამ ბედისწერას სულაც არ აწყობდა ალექსანდრესნაირი ადამინაი არიანდას გვერდით. ღმერთმანი, უდაოდ იღბლიანი იყო დათა არაბული. ბედისწერას, ცხოვრებას, გამოუცდელობას, თუ კაცმა არ იცის რას, არიანდა თავისი ფეხით მიჰყავდა მასთან. ისე გამოდის, დათა უბრალო იყო ამ საქმეში და ვიღაც „ზევიდან“ უკვალავდა მასთან მისასვლელ გზას. ლადოსთან შეთანხმბულად, ერთის გამოტოვების პრინციპით დღეს უფასოდ მგზავრობის გამო მადლობა გადაუხადა მისთვის ყველაზე საჭირო დროს ნაპოვნ სანდო ადამიანს, სამარშუტო ტაქსი დატოვა და მეტად დაღონებული გაუყვა რესტორნისაკენ გზას. სტუმრების მისაღებად მზადება უკვე დაწყილიყო. ყველა თავის საქმეს აკეთებდა და დალაგებული არეულობა სუფევდა შენობაში. არიდა რამდენიმე თანამშრომელს მიესალმა, გამოსაცვლელ ოთახში უნიფორმა მოირგო და სამზარეულოსაკენ გაემართა. ცდილობდა რაც შეძლება მალე ესწავლა კერძებთან ურთიერთობა, რომ მიმტანის პოსტი მიეტოვებინა. ისედაც ყელში ჰქონდა ამოსული დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ყველას რომ უღიმოდა, თავის მოკატუნებაზე -თითქოს ვერავის ჟინმოერულ მზერას ვერ ამჩნევდა, რომ არაფერი ვთქვათ. ფრთხილად მიაწვა ორ ფრთიან ზამბარებზე მოზრავ კარს და სამზაეულოდან გამომავალ ზურას შეეჩეხა . საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო ორივენი თავს არიდებდნენ ერთმანეთს. ზურა წყენის, არიდა კი უხერხულობის გამო. - არიდა, ხომ კარგად ხარ ? - როგორც სცანს მანაც შეამჩნია გოგონას უჩვეულოდ სევდიანი სახე და აწყლიანებული თვალები. - კი, კარგად ვარ. - უცებ მიყარა გოგონამ. - მგონია, რომ იტირე? - სახეზე ანიშნა ბიჭმა. - არ მიტირია ზურა. უბრალოდ ვერ გამოვიძინე და ალბათ ამიტომ. - უხერხულად ამოილაპარაკა და ოდნავ გვერდით გადგა. ერთ-ერთი ტანამშრომელი რომ შეეტარებინა კარში. - არიდა, ხომ იცი თუ რამე დაგჭირდება... - მადლობთ ზურა. - არ დაასრულებია და გზა განაგრძო. - არიდა ! - დაუძახა ბიჭმა და ისიც უღერღილოდ შემობრუნდა. - დათა არაბულს საიდან იცნობ? - უცნაურად გააჟრჟოლა გოგონას სხეულში ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე. მიუხვდა რატომაც აინტერესებდა. - მაგას რაიმე მნისვნელობა აქვს ? - - უფრო სწორად რა ურთიერთობა გაქვთ? - თუ აქამდე ზედმეტად თავლშიც არ ეჩხირებოდა გოგონას, ახლა ყველაფრის გარკვევა და თქმა გადაეწყვიტა ასანიძეს. - ჩემს პირად სივრცეში იჭრები ! - გაცხარად ამირეჯიბის ქალი და მკაცრად მიანიშნა. - არ გეწყინოს, ურალოდ ვაზუსტებ მაქვს თუ არა რაიმე სანსი შენთან. საკმაოდ კატეგორიული იყო ასანიძის ტონი. არ ადარდებდა თითქმის რესტორნის ყველა თანამშრომელი მათ დიალოგს ყურებდაცქვეტილი რომ უსმენდა. შეფმზარეულს, რომელსაც განსაკუთერბულად მოსწონდა არიდა, მონასმენით პირი ღია და ჩამჩისთვის გაწვდილ ხელში ჰაერში დარჩენოდა. - ზურა, - დაიწყო არიდამ და მთელი ტანით მისკენ შებრუნდა. - არ მინდა ჩვენს შორის ურთიეთობა დაიძაბოს, მაგრამ არც ის მინდა ტყუილი ილუზია შეიქმნა. ჩემს გვერდით იქნება თუ არა ვინმე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მე, შენ უფროს-თანამშრომელის, მაქსიმუმ მეგობარზე მეტი თვალით ვერ შეგხედავ. - რას მიწუნებ ის მაინც მითხრარი ? - არაფერს, მაგრამ ეს იმას არ ნისანვს რომ აუცუილებლად უნდა მომწონდე. მომწონხარ, როგორც ადამიანი. აქ იწყება და მთავრდება ჩვები ურთიერთობა. - აქ იწყება და არ მთავრდება არიდა. - ჯიუტი აღმოჩნდა ასანიძეც. - ზურა, ძალიან გთხოვ ნუ გამხდი იძულებულს წავიდე. ვერ შევძლებ ასეთ გარემოში მუსაობას. - ვერსადაც ვერ წახვალ, მე შენ უხერხულობას არ შეგიქმნი და პირიქით, რაც შეიძლება, მალე გადმოხვალ სამზარეულოში. მაღიზიანებს შენი დარბაზში ხილვა. - კლანჭები გამოაჩინა ასანიძემ. ალბათ მიხვდა სასურველს ქალს კარგავდა. - შენ ჩემი უფროსი მხოლოდ ამ შენობაში ხარ და შენი უფლებები მხოლოდ ჩემს მიერ შერულებულ საქმეზე ვრცელდება, ეს არ დაგავიწყდეს. - ყველაფერი მშვენივრად მახსოვს. ჩემმა მცდელობამ თვალში ზედემტად არ გაგჩხეროდი არსასარურველი შედეგი მომიტანა. არიდა, თუ შენი დათმობა მომიწევს, ტავს იმით დავიმშიდებ რომ უბრძოლველად არ დამითმიხარ.- სწრაფად დაიჭირა გოგონას მარჯვენა ხელი და ეამბორა გახევებულს. - ბოლომდე შემიძლია ბრძოლა ! - უთხრა და მათ ირგვლივ დაჭყეტილთვალებიან და გაოცებულ სახიან თანამშრომლებს გახედა. - მოწმეებიც გვყვანან. - გაეცინა ასანიზეს და კაბინეტისაკენ გაეშურა. ამ სიტყვები გაგონებაზე კი დამსწრე საზოგადოება უხერხულად შეიშმუსნა. სამზარეულოში მომუსავენი საქმეს დაუბრუნდნენ, სანახაობიტ დაინტერესებული ოფიციანტები კი რომლებსაც ერტ ადგილას მოეყარათ თავი ისე ფაცხა-ფუცხიტ გაიფანტნენ, ლამის ერთმანეთსი ფეხებში აიბლანდნენ. ყველა, ტავი ისე დაიჭირა თიტქოს არც დაუნახავთ და არც გაუგიათ არაფერი, არადა კულვარებში ისეთი მითქმა მოთქმა ატყდა ჩემი უბნის ჭორიკებსაც კი შეშურდებოდათ. მხოლოდ ერთი თანამშრომელი იდგა ისევ იმ ადგილას და გულში ცრემლებ იკლავდა... - ღმერთო ყველა ერთად, რატომ გაგიჟდა? - საცოდავად ამილაპარაკა არიდამ და აფხუკუნებულ შეფმზარეულს ამოუდგა გვერდით. ამ ინციდენტიდან ათ წუთში, რესტორნიდან არაბულის მობილურზე გაისმა ზარი. მეტი უსაფრთხოებისთვის კლიენტთა საპირფარეშოში შემალულმა უცნობმა სიტყვა-სიტყვით გადასცა მათი დიალოგი. სანახაობით გახალისებულ, აჟიტირებულად მოსაუბრეს, დათა და ვანო ერთად უსმენდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ჩუმად გადაღებული კაფრებიც გაუგზავნა არაბულს. პირველ რიგში მასში ყველაზე მეტი გაოცება არიდას ასეთმა შეუვალმა ქცევამ გამოიწვია. ისე მედგრად ედგა ვანოს წინ თითქოს ვერც კი იცნო, მასთან ხომ სულ სხვანაირად ნაზი დამფრთხალი და ბავშვური იყო. წაამით ისიც გაიფიქრა, ნეტავ ჩემთან ხომ არ ტამაშობს თამაშობს დაბნეულის როლსო. ყველაფერი, ყველაფერი მაგრამ არიდას ხელზე ზურას ამბორმა, ფეთქებადი ნივთიერებაა გააქტიურა დათას სხეულში, აინთო და დაიჭიმა. ალბათ მობილურშიც გადაძვრებოდა და ლაზათიანად შემოსცხებდა კონკურენტს, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. მან ყველაზე კარგად იცოდა, თუ რისი გაკეთება შეეძლო ქალის მოპოვების სურვილით შეპყრობილ კაცს. ის ბრძოლა, რომელიც არც კი იცოდა ასნიძემ ვის გამოუცხადა, დაუწყებლად წააგებინა არაბულის გონებაში იმ წუთას გამომკრთალმა გეგმამ. *** სექტემბრის თვის პირველი კვირა იდგა. არიდა ფეხით მოსეირნობდა სახლისაკენ და ფიქრებს მისცემოდა. აგერ უკვე ერთ კვირაზე მეტი იყო გასული, რაც დათა არ გამოჩენილა. განა რა მიზეზი ჰქონდა მასთან მისასვლელად, მაგრამ მაინც ძალიან განიცდიდა გოგონა. გული უცნაურად ჩასწყდებოდა, ხოლმე მასზე ფიქრის დროს. თან რა სიტყვები დაუტოვა?! არ მენდოვო. არადა როგორ უნდოდა მისი ნდობა. რამდენჯერ გადაარჩინა და როგორ შეიძლებოდა მისი ნდობა არ ჰქონოდა. ლადოსთანაც ისაუბრა ამ საკითხზე. - ლადო ბიძია, როდესც უნებურად იმსახურებენ შენს კეთილგანწყობას, როდესაც ყველაზე მეტად გაქ სურვილი მას ენდობოდე და ამ დროს გაფრთხილებენ, რომ არ ენდო, როგორ უნდა მოიქცე? ან, რატომ უნდა გაგაფრთხილოს ასეთ რამეზე ადამიანმა? - ჰკითხა ერთ-ერთ საუბრისას გაურკვევლობით დაღლილმა არიდამ. - ყველაზე ნამდვილი და სწორი თვაისით, ბუნებრივად მოსული ნდობაა ჩემო გოგო. და თუ ამას ვინმეს მიმართ განიცდი ძალიან კარგია. მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს, ბრმად ნდობას. ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ? - ბოლო კითხვას თითქოს ტავი აარიდა ლადომ. ვითომ, არ ჰქონდა პასუხი? - მესმის, მაგრამ მე შენ ბრმად გენდობი. - გაეღიმა არიდას. - როგორ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდე. - თმებზე მზრუნველად ჩამოუსვა ხელი. - ახლა, რომ გითხრა ბრმად არ მენდოთქო,სულ გადამერევი და გაიქცევი. -გაეღიმა კაცს.- თუ შენნ გგონია, რომ ვიმსახურებ თუ შენი გული ამას გკარნახობს მენდე ჩემო გოგო. იმედს არ გაგიცრუებ. - აი, ნახე შენ გულწფელად მიპასუხე, დამეთანხმე, რადგან შენც იცი და მეც, რომ ჩემს ნდობას იმსახურებ. მან კი გამაფრთხილა... - ასე შორიდან რთულია ვინმეს განსჯა ჩემო მშვენიერო. მე ხომ მას არ ვიცნობ... თუმცა, მგონია ასეთ სიტყვებს ტყუილად არ ამბობენ. ალბათ ჰქონდა მიზეზი. - ნუთუ ცუდი ადამიანი და ამიტომ? არ მინდა ცუდი იყოს... კაცს გაეღიმა გოგონას სევდიან ხმაზე. თითქოს მიხვდა რა ტრიალებდა მის გულში და ვინ იყო ამის მიზეზი. - იქნებ არც არის. ჩემო მშვენიერო, ხვდები, რაოდენ მნისვნელოვანა ის ადამიანი შენთვის? შენ, რომლესაც ყველაზე მეტად გჭირს ადამიანებთან მიახლოება, ახლა იმედს ებღაუჭები მის მიმართ ის ნდობა არ დაკარგო რაც გაქვს. ნდობა ადამიანის მიმართ აან გაქვს ან არა და თუ ეს ერთხელ გაჩნდა ის სულ შენშია. შესაძლოა შეცდეს კიდეც, მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით არ ქრება ეს დამოკიდებულება. არც უნდა გაქრეს, ვინაიდან შესაძლოა არ უნდოდა, შემთხვევით მოუვიდა. არის ხოლმე მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გვინდა და ვინმეს უნებურად ვაწყენიენბთ. ადამიანი ერთ შეცდომით, ერთ ჭრილში არ უნდა განსაჯო. უნდა შეგეძლოს მისი გაგება და იმის დანახავ, თუ რა იყო ამის მიზეზი. რასაც გასცემ იგივე გიბრუნდება, ხომ გაგიგია ? ხოდა გაეცი ნდობა, სიყვარული, ერთგულება, სიკეთე, თუნდაც არ იმსახურებდნენ და შენც იგივე დაგიბრუნდება. მე ამის ღრმად მჯერა ჩემო მშვენიერო. - როგორ მიხარია, რომ გიცნობ ! - ღიმილი ვარსკვლავებად აუციმციმდა მოსმენილითა და ამ ადამინის მის ცხოვრებაში არსებობით კმაყოფილს. - მეც მიხარია !- გაუღიმა ლადომაც. - არიანდა, - განაგრძო ცოტახნის შემდეგ- არსებობს გამონაკლისი შემთვევები, როდესაც ადამიანებში მართლა მწარედ ვცდებით. მე კი იმედი მაქვს, რომ შენ შემთვევაში ეს არ ხდება. თუმცა ნდობა კარგია, აუცილებელია. ასე უფრო ადვილია ცხოვრება. ამ საუბრის შემდეგ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო არაბულთან, მაგრამ ის აღარ ჩანდა. ალექსანდრე, მისი ერთადერთი ბავშვობის მეგვობარი, ყველაზე სანდო ადამინია მის ირრგვგვლიგვ მისი ფიქრის შაგვ ნისლად იქც უკანასკნელი ნახვის შემდეგ ვინ იცის რამდენჯერ დაწერა საბოდიშო ტექსტი, მგრამ აგზავნა ვერ გაბედა. ენატრებოდა, სულის სიმწარემდე ენატრებოდა მეგობარი. ვიწრო ხეივანი ჩაიარა და თავის ქუჩისკენ მიმავალ აღმართს აუყვა. სუსხიანი საღამო იყო, უთუოდ იწვიმებდა. მოსასხამი მჭიდროდ მიიკრა ტანზე და ხელები გადაიჯვარედინა სითბოს შესაკავებლად. სახლამდე ორასიოდე მეტრი ექნებოდა დარჩენილი ტელეფონის ხმა რომ მოესმა. ძლივს გავითბე ხელებიო, ჩაიბუზღუნა და უხალისოდ დაუწყო ძებნა ნივთებით გავსილ ჩანთაში ამღერებულ აპარატს. როგორც იქნა მიაკვლია და უღიმღამოდ გააგონა. - არიანდა ამირეჯიბს ვესაუბრები ? - გასიმა ქალის ნაზი ხმა . - დიახ. - ცოტა არიყოს და გაუკვირდა ვინ უნდა იყოს ასე ოფიციალური მომართვითო. - ქალბატონო არიანდა, მე ნეფროლოგიური ცენტრის მენეჯერი გახლავარ და თქვენთან გასაუბრება მსურს. - დიახ, გისმენთ. - კანკალმა აიტანა გოგონა. ვაი და ცუდი რამ მითხრანო. - თქვენთვის ძალინ კარგი ამბავი მაქვს,- ხმაზე ეტყობდა ქალს თავადაც ძალიან გახარებული იყო. - ერთ-ერთმა სადაზღვეო კომპანიამ, დედათქვენის მკურნალობაზე შეტანილი განაცხადი დააკმაყოფილა. - ღმერთო, რას მეუბნებით, როგორ, რანაირად ? მე ხომ ერთი თეტრიც არ ცამირიცხავს დაზღვევის ანგარიშზე. - სიხარულისა და გაკვირვებისაგან ვერ გაეგო რა თქვა. - მოდი ასე ვთქვათ, ეს უპრეცედენტო შემთხვევა. მსგავსი რამ არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ ფაქტია მოხდა. ხელსეკრულება წინ მიდევს და შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერ კვლევასა და მკურნალობას დააკამყოფილებენ, რაც კი დასჭირდება ქალბატონ დადუნას. - წარმოუდგენელიია. ასე საჩუქრად ხომ არ დააზღვევდნენ? - ვერ იჯერებდა არიდა. არა, ისე როგროი დასაჯერებელია? თქვენ დაიჯერებდით, რომ საქართველოში სადაზღვეო კომპანიამ ასეთი ჰუმანური საცქიელი ჩაიდინა? მართლაც, რომ წარმოუდგენელია... - ახლბედა კომპანიაა და ასე ვთქვათ გახსნასთან დაკავშირებით საჩუქარი გაგიკეთეს. სამი თვის შემდეგ დაიწყებთ გადახდას და საკამოდ დაბალი შენატანით. თუ შეძლებთ ხავლ მობრძანდით და საბუთებს გაგატანთ. თან კლინისკისა და იმ ექიმის კოორდინატებს მოგცემთ, სადაც მკურნალობას განაგრძობთ. - ერთი წუთით, - დაიბნა გოგონა.- დაფინანსების მოთხოვნა ბატონმა დემეტრემ გადაგზავნა, პასუხიც თქვენს კლინიკაში გამოგზავნეს და სხვაგან რატომ მიშვებთ? - სიმართლე გითხრათ მეც გაკვირვებული ვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. დოკუმენტებში წერია რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ კლინიკაში დაგაზღვევთ. არ ვინები სწორი თუ არ გეტყვით, ის კილინკა ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე, რომ ნუ იღელვებთ, სანდო ხელში იქნებით. გაოცებულმა, გაოგნებულმა და ამავედროს უზომოდ გახარებულმა გოგონამ მადლობა გადაუხადა და ყურმილი დაკიდა. ვერადფრით მიმხვდარიყო, რით დაიმსახურა ამოდენა წყალობა. შესაძლოა მეც მედავა ამ წყალობის ავტორზე, მაგრამ როგორც კი მენეჯერმა სხვა კლინიკაში გიშვებთ, რადგან კომპანაიმ ასე გადაწყვიტაო, ახსენა, ყვლა სადაო მიზეზი გამიქარწყლა. ამ წყალობის ავტორი რათქმაუნდა დათა არაბული იყო. ალბათ მიხვდით სხვა კლინიკაში რატომაც. იმ ექიმზე იაჭვიანა ლაშას „გელფრენდმა“. რომ უამბო ვგონებ არიანდა მოსწონსო. ისე პარადოქსია არა? ეხმარებოდე ადამიანს ვისზე შურისძიებაც მიზნად გაქვს ქცეული. თუმცა რა გასაკვირია? თავად დათა ქცეულიყო პარადოქსის საუკეთესოს გამონათებად, თავისი, კაცმა არ იცის რა სახელის მქონე გზა-კვალ არეული გრძნობებით. იმდენად მოულოდნელი ამბავი იყო, სიხარულისაგან სიარულის უნარი წაერთვა არიდას . იქვე გვერდულაზე ჩამოჯდა და ბედნიერების ცრემლებით ატირდა. როგორც იქნა ამდენი ცუდი ამბის შემდეგ ერთი კარგი რამ მაინც მოხდა. კარგი და თან რაოდენ კარგი. მისი დედა, მისი დადუნა კიდევ დიდხანს შეძლებდა მის გვერდით ყოფნას. მერედა როგორ ამძიმებდა ცუდად მყოფი დედის ყურება, როდესაც ცდილობდა არიდასგან ტკივილი დაემალა. რამდენად გაუსაძლისი იყო, ვერაფრით რომ ვერ ანუგეშებდა, ვერ შველოდა. სირბილით მივიდა კორპუსამდე. აქოშინებული მიესალმა მეზობლებს, რომლებმაც იმის კითხვაც ვერ მოასწრეს ხომ მშვიდობა გაქვსო და სადარბაზოსკენ გაქანდა. ჯერ ლენას შეუარა მეორე სართულზე. ბედად კარი ღია ჰქონდა დაუკაკუნებლა შევარდა, ხელი დსტაცა და ოთახის ჩუსტებით წაიყვანა თავისთან. ფაცხა-ფუცხით აატარა კიბეები, დადუნასთან ერთად დასვა მისაღებში და თავად ოთახიდან ოთახში დარბოდა, თან გაჰყვიროდა ისეთი მაგარი ამბავი გავიგეო. სულმოუთქმელად ელოდნენ, როდის ინებებდა პატარა ბავშვივით აცეტებული ხმის ამოღებას. დადუნა სევდიანი თვალებით უყურებდა აკუნტრუშებულს. აღაც კი ახსოვდა ასეთი გახარებული ბოლოს როდის ნახა. ალბათ მაშინ სანამ მიხეილი წავიდოდა. ისეთი ცელქი იყო, ისეთი მოუსვენარი, გამუდმებით არიანდა გაჩერდი დაინგრა სახლიო, უძახდა. მერე კი... მერე ეხვეწებოდა ოღონ ეცელქა, ეხტუნა და ის სიხალისე დაებრუნებია,მაგრამ გოგონას პასუხად ერთი ჰქონდა,-აღარ მინდა უკვე გავიზარდეო. განა მართლა გაზრდილიყო? რათქმაუნდა არა, მაგრამ გადატანილ დარდს გაეზარდა მისი პიროვნება. ახლა უყურებდა დედა ძველ ბავშვურ სიხალისე დაბრუნებულ შვილს და გული ბედნიერებით ევსებოდა. სულ აღარ აინტერესებდა რა ჰქონდა სათქმელი. როგორც იქნა დაიცალა სიხარულის ტალღებისგან. მათ წინ სკამი მიაჩოჩა, ჩამოჯდა და სიტყვა სიტყვით მოახსენა ყოველივე. ლენა, რომელიც სულ იმას იძახდა დავბერდი და მუხლი ძველებურად აღარ მერჩისო, გაოცებისაგან წამოიკივლა, სახეზე ორივე ხელი იტაცა და მერე გახარებული არიდასავით დარბოდა ოთახიდან ითახში. ხან ტიროდა ხან იცინოდა. ეს ოთახებში სირბილი რა საჭირო იყო ვერაფრით ვხვდები, მაგრამ რას არ გააკეთბინებს ეიფორია ადამინს. დადუნა? დადუნამ ერთი თქვა:ეს ყველაფერი მარტო იმად მიღირს შენ რომ ასეთ ბედნიერს გხედავ, რადგან შენ ხარ ჩემი სიცოცხლეო. მერე კი ცრემნარევი ღიმილით უმზერდა აღტკინებულებს. მეორე დღესვე გაიქცა დაზღვევის ხელშეკრულების წამოსაღებად და მითითებულ კლინიკაში ვიზიტის დასაგეგმად არიდა. ჯერ მენეჯერის კაბინეტში შეიარა საქაღალდე წამოიღო და შემდეგ დადუნას ექიმის მონახულება გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ მისი დიდი წვლილი იყო ამ ამბავში და მადლობა უნდოდა გადაეხადა. ნამეტნავად გაეხარდა მისი დანახვა ახლაგაზრდა ექიმს. გულმოდგინედ მოიკითხა და ექთანს ყავის მიტანაც კი თხოვა არიდასთვის. თავაზიანობის გამო არც გოგონას უთქვამს უარი. რამდენიმე რჩევა მისცა ექიმმა და წარმატებები უსურვა. წამოსვლისას მადლობა გადაუხადა ასეთი დახმარებისთვის გოგონამ. ჩვენი ექიმი კი ღირსეული კაცი აღმოჩნდა და იმის ნაცვლად, ეფიქრა დავიბრალებ მაინც ვერაფერს გაიგებსო, გულრწფელი პასუხი გასცა. აუხსნა, მართალია მე გავაგზავნე მოთხოვნა, თუმცა შედეგი ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის, ვერც კი წარმოვიდგენდი სადაზღვეო ასეთ სასწაულს თუ მოახდენდა, აშაკარაა ვიღაცას ზემოთ შენ და დადუნა ძალიან ჰყავრებიხართო. ისიც დასძინა: მაგ საქმეში ცემი ხელი რომ ერიოს ცოცხალი თავით არ დავუშვებდი სხვა კლინიკაში მკურნალობასო. თუ რატომ არ დაუშვებდა ეგ თქვენთვის, ჩემთვის და არიდასთვისაც ნათელი იყო. სულ დაბნეული გამოვიდა შენობიდან არიდა, თუ არა ექიმი დემეტრე აბა ვინ იყო ის, ვინც ასეთი დახმარების ხელი გაუწოდა მათ. იქნებ ოდესმე იმ კომპანიის მფლობელს შევხვდე და მადლობა გადავუხადოვო, იმედოვნებდა გულში. რაც არ უნდა ეფიქრა რას მიხვდებოდა? ბოლოს გული იმით დაიმშვიდა, რომ ეს თანხა საჩუქრად არ იყო და მის გადახდას დროთაგანმავლობაში შეძლებდა. ამ ფიქრებში მეორე კლინიკაც მოიარა, ყველა კვლევა დაჯავშნა და დამშვიდებული მივიდა რესტორანში. იმის დრო აღარ ჰქონდა სამზარეულოში შესულიყო. პირდაპირ სტუმრების მომსახურეობა მოუხდა. ჩასანიშნი ბაინდერი მოიმარჯვა და მისთვის მიმაგრებულ მაგიდებისაკენ აიღო გეზი. რამდენიმე მუდმივი კლიენტი თავაზიანად მოიკითხა, შეკვეთა მიიღო და სამზარეულოში გაემართა. მიმღებში იდგა და თანამშრომელთან საუბრობდა, შემოსასვლელ კარში ორი ჯმუხი გარეგნობის მამაკაცი რომ გამოჩნდა. მისი მოსაუბრე სწრაფად გაჩნდა მათთთან მიესალმა და თავიანთი მაგიდისკენ გაუძღვა. უკან მალევე დაბრუნდა და არიდას უთხრა: შენს მხარეს არიან და შეკვეთა მიიღეო. მოხდენილი სიარულით გაემართა მათკენ. მამაკაცებმა ინტერესით შეათვალიერეს მიახლოებული და ვახშამი შეუკვეთეს. გოგონას უსიამო გრძნობა დაეუფლა ისეთი ცივი თავლებით ათვალიერებდა ორთაგან ერთ-ერთი. შებრუნდა და წასვლას აპირებდა მისმა ირონიულმა ხმამ რომ შეაჩერა. - ანდრო მომიკითხე, არიანდა ! - ადგილზე გაშეშადა გოგონა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყინულით სავსე წყალში ჩააგდეს. შიში ფერმა გადაურბინა სახეზე, წამში გაუცივდა სხეული და ძლივს მოახერხა მისკენ შებრუნება. - უკაცრავად? - ხმაც კი ყინულად ქცეოდა. თითქოს ხვდებოდა მის წინ ვინ იყო. - პირიქით უკაცრავად. სულ დამავიწყდა გაგცნობოდით,- თითქოს ძალიან შეწუხდა კაცი. ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა. - ჯონი დგებუაძე. - ისე წარმოტქვა იფიქრებდი მსოფლიოს მართველი ყოფილიყო. - თქვენ ხომ მეწვიეთ ჩემს კლუბში, ახლა მე გადავწყვიტე თქვენთან სტუმრობა. ამის გაგონებაზე შიშისაგან გული ბუდიდან ამოუხტა. ხმა წაერთვა და დაბნეულობისგან ინსტიქტურად ტავადაც გაუწოდა ხელი. - იმ დღეს ვერ მოვახერხეთ შეხვედრა არადა მას შემდეგ მაინტერესებს იქ რამ მოგიყვანა? - ლუკას გამო ... - ესღა მოახერხა ეთქვა და ხელის გამოცლა სცადა, მაგრამ კაცმა არ გაუშვა. - ამაზე სხვაგან და სხვა დროს ვისაუბრებთ. - ირონიულად გაუღიმა გოგონას,რომელსაც ისედაც თეთრ სახეზე მიტკლისფერი დასდებოდა. - მისალმება დასრულდა, ხელი გაუშვი ჯონი ! - ისე ცივი ხმა ჰქონდა არაბულს, მყინვარსაც კი შეშურდებოდა. ვერცერთი მიხვდა როდის გაჩნდა იქ. დათა არიდას ამუდგა გვერით, ვანო კი დგებუაძეს. ფეხზე წამოიმართა ჯონის თანმხლებიც. ისეთი სიტუაცია შეიქმნა თითქოს ომის დაწყება წამებს ითვლიდა. დათას დანახვამ იმედი და სიხარული ერთიანად გამოუქარგა სახეზე არიდას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მის გადასარჩენად. - დათა, შენც აქ ხარ ? - გოგონას ხელი შეუშვა და ისე მშვიდად ჰკითხა ჯონიმ გეგონებოდა მისი მოულოდნელი ხილვით დაზაბულობას არ შეეპყრო. - საინტერესო ის არის შენ რატომ ხარ აქ ?! - ცივად უპასუხა. არიდას მიუბრუნდა. მის ფერწასულ სახეს რომ შეხედა გულში უსიამოდ გაჰკრა არაბულს. - არიანდა წადი და დარბაზში აღარ შემოხვიდე. ბატონებს ყურადღება არ სჭირდებათ მალე წავლენ. უსიტყვოდ დაეთანხმა გოგონა, ჯერ დათას შეხედა ღიმილით,მერე ვანოს, რომელიც საოცრად თბილი თავლებით უმზერდა და გასავლელისაკენ გაემართა. - დაჯექი ! - თავლებით სკამზე ანიშნა და ოთხივენი დასხდნენ. - ჩემი სიტყვებიდან რა ვერ გაიგე ჯონი? - დროის დაკარგვა არც უცდია და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. - გასაოცარია იცი? - ცალყბად ჩაეცინა დგებუაძეს. - რა გკითხე გასაოცარი ? - ზიზღით მიუგდო არაბულმა. მოთმინება კბილებით ეჭირა. - კითხვა არა. გასაოცარი ის არის, ნათლიის მკვლელის დაზე ასე თავგამოდებით რომ ზრუნავ. იცის ვინ ხარ ? - იცი რა არის გასაოცარი დგებუაძე? ჩემი გაფრთხილების მიუხედავად მასთან მიახლოება რომ გაბედე. - შენ ჩემს გეგმებში ვერ ჩაერევი არაბულო. იქ ნუ ერევი რაც შენ არ გეხება. - წამოენთო ჯონი. - მშვიდად, შენს ასაკში ნერვიულობა გულის შეტევას ტოლფასია. - მაგიდაზე ხელის ფრთხილად დაკვრითა და სარკასტული ტონით მისცა რჩევა ვანომ. - აჰ, როგორ ვერ მივხვდი . - ისე წარმოთქვა ჯონიმ გეგონებოდათ სრულად გაერკვა საქმის ვითარებაში. - ახლა გასაგებია. - ჩაეციან. მადიდისკენ წამოიწია პიჯაკის ღილი შეიხსნა და გაიჯგიმა. - ისეთი ლამაზია რა გასაკვირია, მასზე თვალი დაგედგა. ასე აზღვევინებ ძმის დანაშაულს? შენ რა ოხერი ხარ არაბულო ! - მხიარულად თქვა და თითი ისე დაუქნია, კაცებმა რომ იციან ძმაკაცის შვილთან მიმართებაში. - მერე გეთქვა ასე ყმაწვილო. მეც კაცი ვარ გაგიგებდი.- თავდაჯერებულად განგრძობდა ჯონი ცეცხლზე ნავთის დასხმას. - რა გაცხარებს? სულ რამდენიმე კიტხვას დავუსვამდი და ხელუხლებელს დაგიბრუნებდი. ნადავლი ნამდვილად კარგია. საინტერესოა საწოლშიც ასეთი გასაოცარია, როგორიც მისი გარეგნობა? - ჩაიხითხითა ბოლოს. სიბრაზისგან გაფითრებულმა ვანომ, ბიძაშვილს გახედა . სახე შეშლოდა არაბულს. ძარღვები დასკდომას ლამობდა მის კისერზე. ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი კბილების წყალობით, ყბები საგრძნობლად გამოჰკვეთოდა. ვანო მიხვდა რომ ეს ყოველივ ავის მომასწავებელი იყო და არც შემცდარა. ფიქრი დასრულებულიც არ ჰქონდა, დათამ ხელი იარაღისკენ წაიღო. სულ დაჰკარგვოდა იმის აღქმის უნარი მათ ირგვლივ უამრავი ადამიანი რომ იჯდა და ინტერესით აკვირდებოდა ამ კვარტეტს. ღმერთს მადლობა, ვანოს არ ჰქოდა დაბინდული გონება. - თუ თავი არ მოგბეზრებია ჯონი, ენას კბილი დააჭირე თორემ კაცობას გეფიცები ისე გაგასხმევინებ ტვის წამიტ არ დავფიქრდები ! - უხეშად და სწრაფად მიაყარა გიგაურმა და თან იარაღისკენ წაღებული ხელი დაუჭირა დათას. - არაფერი შეგეშალოთ ! - გაკვირდა ჯონი, როგორ უწყინეს სიმართლის თქმა. - არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები. შენ რომ ბაღში დარბოდი მე მაშინ მთელი პარლამენტი ხელში მეჭირა. - დრონი მეფობენ ჯონი... ბაღი დიდი ხნის წინ დავამთავრე ! - ზიზღით უპასუხა თავმომწონედ ალაპარაკებულს. - შენი დამპალი პირიდან უბრალოდ ამ გოგოს სხახელიც, რომ გავიგონო... - ცივსისხლიანის გამომეტყველება და ხმა მისცემოდა დატას, - გესმის დგებუაძე ? მასთან მიახლოვება კი არა, უბრალოდ მისი სახელიც რომ ახსენო, ისე გაგაქრობ მამაზეციერიც ვერ გიპოვის. საკუთარი ხელებით გადაგიხსნი ყველა კაპილარს ! შეაკრთო დგებუაძე დათას ტონმა და ნათქვამმა. უდაო იყო, ეს ბიჭი ჰაერზე არ ისროდა სიტყვებს. თუმცა ახლა შეშინებულის პოზიცია დამაცირებლად მიაჩნდა. - ეს ამბავი ასე არ დასრულდება არაბულო ! - ომი თავად წამოიწყე ! - დაჯერებულად გაეპასუხა ნიშნად იმისა, რომ მზად იყო ამ ომში სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა. - გიღირს კი ეს გოგო ამად ? - „მეცამეტე გოჭმა თავი გამოჰყოო“ ზუსტად შეეფერებოდა დგებუაძის თანხმლების სიტყვებს. აქამდე ჩუმად მყოფმა ხმა ამოიღო და დათამ მასში ზურაბ დვალი ამოიცნო. ერთ-ერთი დგებუაძის კლუბიდან. - ნახავთ, როგორ მიღირს ! - თვალი თავლში გაუყარა არაბულმა. - წაიყვანე ! - დგებუაძეზე ანიშნა. - ორივე მხარემ ბოლო სიტყვა თქვა. ახლა ყველაფერი ქმედებებზეა დამოკიდებული. - როგორც ჩანს ამ ოთხთაგან, იმ წუტას მხოლოდ დვალი აზროვნებდა რაციონალურად. - წავიდეთ ჯონი ! - წამოდგა, სკამი გაასწორა პიჯაკის ღილი შეიკრა და თავის დაკვრით დაემშვიდობა დამრჩენებს. ჯონიც აწარხლებული და ნირწამხდარი გაჰყვა უკან. ვინაიდან შტორმმა გადაიარა ვანომ ღრმად ამოისუნთქა და საზურგეს მიეყრდნო. მას მიბაზა იქ მსხდომმა საზოგადოებამ, რომლებსაც სიტუაცია სწორად შეეფასებია, თუმცა მათი საუბრიდან სიტყვაც ვერ გაგეოთ. არაბული იჯდა კვლავ მშვილდივით მოჭიმული. - გამოყენებას აპირებდი ? - თვალებით მიუთითა ვანომ იარაღისკენ. - კიდევ ერთი არასწორი სიტყვა და უყოყმანოდ. - ორივე ხელი მუშტად შეეკრა და მადიდას მონოტორული უხმაურო რიტმებით ურტყამდა. მოდი დავფიქრდეთ, რა უთხრა დგებუაძემ , ტყუილი ? არანაირი ტყუილი... სრული ჭეშმარიტება... დგებუაძემ სრულად გააცოცხლა სიტყვებში მისი მიზნები. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გაუსწრო მოვლენებს. ხოდა რა ეწყინა არაბულს? რამ გაცეცხლა? ვითომ ის ეწყინა ჩანაფიქრს რომ მიუხვდნენ?! თუ კონკრეტულად ჯონის მიხვედრილობამ გაანაწყენა? ხომ იცით ყველა ადამინი სხვაზეც იმას ფიქრობს რაც თავად არის. ხოდა ჯონის როგორი ბინძური აზრებიც აქვს ისევე იფიქრა არაბულზეც. ალბათ დათას ადგილას თავადაც ასე მოიქცეოდა, ან უარესად და ამიტომაც მისცა თავს უფლება ეს ყოველივე დაუფარავად ეთქვა. იქნებ სწორედ ამან გააცოფა დათა, ჯონისთან საკუთარი მსგავსება რომ აღმოაჩინა? ან იქნებ სულაც, არიდას შეურაცხყოფა ვერ აიტანა? ვინ იცის... - ვიცი, რომ გამოიყენებდი და სწორედ შენი მასეთი მხარის მეშინია. ასეთ დროს შენი სიბრაზე საზღვრებს არ ცნობს და ვერც ქცევებს აკონტროლებ. სიბრაზე ცუდი მრჩველლია დათა, ცხელ გულზე ნაკეთებ საქმეებს სიკეთე არ მოაქვს. - ახლა, ხომ შევძელი ვანო ?! შენი აზრით, დგებუაძე აქედან ცოცხალი, ან თუნდათ ასე მშვიდად გავიდოდა? - ოხ დათა, როდის გაგინათდება გონება და როდის მიხვდები ამ ყველაფერს რისთვის და ვისთვის აკეთებ. სხვა შემთხვევაში გეტყოდი მე შევძელი შენი დამშვიდებათქო, მაგრამ ახალ ვიცი ვინც შეძლო. ალბათ გეგონა, რომელიმე კარს უკან ამოფარებული გიყურებდა და ... - გაეცინა ვანოს და ფეხზე წამოდგა. - გარეთ დამელოდე, მალე მოვალ. - მის უნახავს რა წაგიყვანს აქედან. - ჩუმად ჩაილაპარაკა გიგაურმა და გასასვლელისკენ გაემართა. თვალებით დაუწყო ძებნა მისაღებში გასულმა, არიდას. გოგონა არ ჩანდა. იქვე, ოფიციანტი გააჩერა, რომელსაც ლანგრით ხელში შეკვეთა მიჰქონდა და ჰკითხა, ხომ არ იცი სად არისო. ერთი ინტერესით შეათვალიერა კითხვის ავტორი, ტანზე მოტმასნილი მოკლე კაბიანმა გოგონამ. ალბათ ფიქრობდა, ამ სიმპატიურ, წარმოსადეგ მამაკაცს მასთან რა დარჩენიაო. ბატონი ზურა, ახლა ეს გალანტური მამაკაცი... არადა როგორ ეტრფოდა უმცროს ასანიზეს, მან კი საჯაროდ გამოუცხადა არიანდას მომწონხარო, რომლის შემსწრეც თავადაც გახდა. სულ მის ცხვირწინ ტრიალდებდა, ასანიძე კი არასდროს გამოხატავდა მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას მიუხედავა იმისა, რომ გოგონას გამომწვევი ჩაცმულობა ცოტაოდენ ცვლილებებს იწვევდა მასში. ზედმეტადაც კი არ შეუხედავს მისთვის, არადა ეს საწყალი სულ მის გამო იცვამდა ასე. ცხვირი ააბზუა შურით გაბერილმა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ფიქრობდა სად შეამჩნია ბოლოს არიდა. ბატონმა ზურამ თავის კაბინეტში დაიბარაო, ნიშნისმოგებით უპასუხა და გაგულისებული, გამომწვევი სიარულის მანერით სტუმრებით სავსე დარბაზისკენ გაემართა. როგორ ვერ იტანდა ასეთ ქალებს არაბული. პერანგის ღილიებიც, რომ ჩაეხსნა იქნებდა მკერდი გამომიჩნესო. ეს დაბერილი ტუჩები და გაწელილი საუბრის მანერა. ამრეზით გახედა და გონებამ უნებურად არიდას შეადარა. აშკარა, კარდინალური განსხვავებაც იპოვა... ზურამ კაბინეტში დაიბარაო ? ახლა მიმღებში მჯდარ გოგონას ჰკითხა ადმინისტრაცია რომელ სართულზეაო. ამ უკანასკნელმა ამაკაცით მოხიბლულმა თვალების ჟუჟუნით უპასუხა: მეორე სართულზე აბრძანდით და მარჯვნივ შეუხვიეთო. ორი საფეხურის გამოტოვებით აიარა კიბეები და მითითებულ მხარეს გადაუხვია. როგორც კი დერეფნის თავში მოექცა. ქეთიმ ღია კარიდან შეამჩნია მომავალი, სწრაფად გამოვიდა კაბინეტიდან და მიეგება. - ბატონო დათა, ხომ მშვიდობა? - მშვენივრად მიხვდა რა მშვიდობაც იყო, რადგან იცოდა არიანდა ზურას კაბინეტში რომ გახლდა. - საღამომშვიდობის ქალბატონო ქეთი. - მეტის თქმას არც აპირებდა, მაგრამ რომც დაეპირებია ზურას კაბინეტიდან გამოსული ხმა მაინც შეაჩერებდა. - არიდა, თუ რამე პრობლემა იყო მე რატომ არ დამიძახე? - აშკარად ბრაზობდა ასანიძე. - შენი აზრით, ჩემს საკუთრებაში შენს დაცვას ვერ შევძლებდი? - მერამდენედ აგიხსნა არაფერი ისეთი არ მომხდარა. არ ღირდა შენს შეწუხებად. - უპასუხა აშკარა მობეზრებით. - დამცინი? - ხმას ნაბიჯების ხმაც დაემატა, ალბათ გოგონას უახლოვდებოდა. - რა შეწუხებაზე მესაუბრები? აქ, ვალდებული ვარ ყველაფერზე შევწუხდე და მითუმეტეს საქმე თუ შენ გეხება. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა არაბულს, მათ დიალოგში ჩარევას აპირებდა. ქეთიც დაიძაბა მისი შემყურე. - ზურა, ძალინ გთხოვ სხვა თანამშრომლებისგან ნუ მარჩევ !- ასე, მოკრძალებულად გააფრთხილა გოგონამ, ჩემზე ილუზიებს ნუ იქმნიო. - ვინ იყვნენ, რა უნდოდათ? - ყური არ ათხოვა ასნიძემ მის გაფრთხილებას. - არ ვიცი. უბრალოდ მომესალმნენ. - და ისიც, - დათა იგულისხმა- უბრალო მისალმების გამო გამოჩნდა? კამერებიდან სულაც არ ჩანდა ასე. - მე არ ვიცი რის გამო გამოჩნდა. ალბათ სავახშმოდ. თან პირველად ხომ არ მოსულა აქ ? - რატომღაც მის ხსენებასზე უხერხულად აიწურა ქალი . - ზურა, გასაგებია, რომ შენი რესტორანია და ყველა ინფორმაცია გაინტერესებს, მაგრამ... - კიდევ აპირებდა ეთქვა ახლა ამ ინტერესის ზღვარს ცდებიო, თუმცა არ დააცდა ბიჭმა. - ჩემი რესტორანი საერთოდ არაფერ შუაშია ახლა . - მშვიდი ტონით უარყო. - ნუთუ ვერ ვხვდები მე რა მაინტერესებს? - ხმაში ნაღველი გარეოდა ასანიძეს. - არიდას დაკითხვის ნაცვლად, იქნებ პირდაპირ ჩემთვის გეკითხა ?! - დაუკაკუნებლად შეაღო არაბულმა კაბინეტის კარი და უბოდიშოდ შეაბიჯა. - ასანიძეს გაკვირვება ნათლად გამოესახა სახეზე. არიანდას კი ელდა ეცა მის დანახვაზე. ისე ანერვიულდა თითქოს ქმარს წაესწროს სხვა კაცთან მოსაუბრეზე. ქეთი კართან დატუქსული ბავშვივით აიტუზა, გაფითრებულ გოგონას თითი შეუმჩნევლად დაუქნია და ოდნავ გაეღიმა. სიტუაცია სწორად შეაფასა გამოცდილმა ქალბატონმა. მართალია ღელავდა კიდეც, მაგრამ გულში ღრმად სჯეროდა, ორი ზრდასრული მამაკაცი „ქუჩის ბიჭებივით“ გასაშლელი დანების ტრიალს არ დაიწყებდნენ უპირატესობის დასამტკიცებლად. - უკითხავად ჩემს კაბინეტში შემოსვლა ზედმეტი ხომ არის? - ისე იყო გაცხარებული ასანიძე, სიამოვნებით შემოსცხებდა ყბაში, მაგრამ ქეთის ფიქრისა არ იყოს მართლა „ქუჩის ბიჭი“ ხომ არ იყო. ამიტომ უკმეხ-ტავაზიანი ტონით ჰკითხა. - მითუმეტეს ვსაუბრობთ აქ. - მიანიშნა რაოდენ უზრდელობაა საუბარში უნებართვოდ ჩარევა. - ნებართვას მაშინ ვიღებ, როდესაც ამის საჭიროებას ვხედავ ! - ნამდვილად უტიფარი პასუხი იყო. რას ნიშნავდა თუ არა, ეგღა მაკლია შენ გკითხო ნებართვაო. - იმასაც გააჩნია ვისთან საუბრობ და ვისზე. - განაგრძო ირონიულად. - არიდა, შეგიძლია დაგვტოვო? - ჰკითხა ასანიძემ და რაღაცნაირი დაძაბულობაც გამეფდა ირგვლივ. თუმცა არც მანამდე აკლდა. - არა ! - მკვახეთ იუარა გოგონამ. - არია, გთხოვ გადი ! - ამჯერად დათამ უთხრა. ზურა- ქეთის დუეტს არიას გაგონებაზე, ლამის თვალები გადმოსცვივდათ. - არა-მეთქი ! - ამჯერად ტონს აუწია მან. - აქ ვარ და ვერ მამჩნევთ. თქვენი აზრით ახლა მე გარეთ გავალ ? - ისევ ისეთი მტკიცე გახდა გოგო, დათას რატომღაც რომ არ მოსწონდა. - გამჩნევ ! - შეუსწორა არაბულმა. - არიდა, ნუ მაიძულებ ძალით გაგიშვა. - თუ ამას გაბედავ, ჩემი ფეხი არ იქნება ამ შენობაში ! ისეთი შეუვალი იყო ამირეჯიბის ქალი აქამდე რომ არცერთს ენახა. ზურა გაოცებული უყურებდა, დათას და ქეთის გულში ეცინებოდა. რაღას იზამდა ასანიძე? იცოდა გოგონა სიტყვას არ დადავიდოდა. ის კი, მის სამსახურიდან წასვლას არ დაუშვებდა. - კარგი, მაშინ შენ აქ დარჩი ჩვენ კი სხვაგან განვაგრძობთ. როგორ ჩანს სასაუბრო გვაქვს მე და ბატონ დათას. - გამოსავალი იპოვნა თითქოს. - შენთან სასწრაფო საქმე მაქვს, - უცებ დათას მიუბრუნდა არიდა. - და დარწმუნებული ვარ ზურა, როგორც ჯელტმენი აუცილებლად დამითმობს. თქვენი საუბარი ცოტახანს მოითმენს. ხომ ასეა? - ნაძალადევი ღიმილით გახედა ასანიზეს. - შენი სამუშაო საათები ჯერ არ დამთავრებულა. - დამეთანხმებით, ალბათ უსუსური მცდელობა იყო. თუმცა, სხვა იარაღი აღარ დარჩენოდა მასთან გასაბრძოლებლად და რაც ჰქონდა იმის გამოყენება სცადა. - ვინმეს ვთხოვ ცოტახნით შემცვალოს. - სწრაფადვე მიუგო გოგომ. დათამაც იოგებშივე ჩაახშო სიტყვები, თუ მისი განთავისუფლება პრობლემაა, აქედან საერთოდ წავიყვანო. არა, ისე რა უფლებით უნდა ეთქვა? უფლება, რომ ჰქონოდა მიზეზის გარეშეც წაიყვანდა, თუმცა იცოდა არიდა არ დასთანხმდებოდა და ამ ეტაპზე არც იყო ამის თქმა მიზანშეწონილი. ან როგორ აეხსნა, იმიტომ მიმყავხარ რომ ჩემად მინდა დაგიგულო და მერე როგორ მოგექცევი ჯერ ვერ გადამიწყვეტიაო? შესაძლოა ისე გატკინო გაწამო და გაგთელო ფეხზე ვერასოდეს წამოდგეო? - კარგი ! - დანებებული ხმით დაეთანხმა ასანიძე. ზურაც და დათაც მიხვდა, რა სასწრაფო საქმეც ჰქონდა გოგონას. თუმცა რას გახდებოდნენ. ისეთი სტრატეგია გამოიყენა, ორივე „მოაცურა“ პატარა ქალბატონმა. უდაოდ ერია მასში მიხეილის გენები. ქალს თხოვნაზე უარს ვინ ეტყოდა ? თანაც სასურველ ქალს, რომელთან მიახლივებისთვისაც ყველაფერს აკეთებ. წარმოგიდგენათ, რა ნებისყოფის ფასად დაუჯდებოდა ასანიზეს, არიდას გაშვება არაბულთან სასაუბროდ ? არიდასთვის წამოწყებულ ომში, ერთი ბრძოლა წააგო ბიჭმა და ამის გააზრებამ სიამაყე აუბობოქრა. გოგონამ თავისი სურვილით აირჩია მოპაექრე. არაბულსაც არანაკლებ სურდა ზურასთან სიტუაციის გარკვევა, მაგრამ ისიც დაჰყვა გოგონას ნებას. ვერ ვიტყვი მის ჭკუაზე გავლმ დიდი სიამოვნება მოჰგვარათქო, თუმცა ზურას წაგებულ პოზიციაში ყურებამ ნამდვილად ასიამოვნა. ტავისი ყურით მოისმინა, როგორ ჰპირდებოდა ასანიზე გოგონას ბოლომდე ვიბრძოლებო და ამის შემდეგ ბუნებრივია, დათას ადგილზე ნებისმისერი დარჩებოდა კმაყოფილი. სხვა დროს შევხვდებითო, ამის თქმაღა მოახერხა ასანიზემ მოწინააღმდეგესათვის. აუცილებლადო, დაემოწმა დათაც. გულში უკვე ომის მოგებას ულოცავდა არაბული საკუთარ თავს და ვინ იცის რის საფუძველზე... არიანდა პიველი გატარა კარში დათამ. გოგონამ, ვიდრე გავიდოდა იქვე ზღურბლთან მდგარ ქეთის, რომლესიც ზედმეტად გაკვირვებული სჩანდა მოვლნების ასეთი განვითარებით, ხელზე ხელი მოუჭირა „მერე ვისაუბროთ“ ნიშნად და სწრაფად გაუყვა კიბეებისკენ მიმავალ დერეფანს. ქეთიმ ახლა დათას შეხედა და მეც და დათას დაგვეფცება მისი მზერა მკაფიოდ ეუბნებოდა „ შენ ახლა ნამდვილმა საგანძურმა აგრჩია და ღმერთმა ნუ ქნას მის ფასს ვერ მიხვდეო“ . არაბულმაც ამოუკითხავი მზერა გაუსწორა, თავის დაკვრით დაემშვიდობა და არიდას კვალს დაადგა. - არაფერი მითხრა გთხოვ ! - გააჩერა ასანიზემ მის კაბინეტში შესული სასაუბროდ მომზადილი ქეთი და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. რას ეტყოდა თუ არა, ხომ გაფრთხილებდიო. - ასე არ დამთავრდება. ნაბიჯებზეც კი ეტყობოდა, როგორ ცხარობდა პატარა ქალბატონი. რეკორდულად მოკლე დროში მოსაწრო კარადების ოთახში შესვლა-გამოსვლა. შენობის გარეთ, შესასვლელში მდგარ არაბულს გვერდი ისე ჩაუარა ზედაც არ შეხედა. ეზოში მიმავალი კიბეები ჩაირბინა და გეზი ჭიშკრისაკენ აიღო. ბიჭმა ღიმილით გააქნია თავი და მშვიდი ნაბიჯებით გაჰყვა . ვანო ინტერესით აკვირდებოდა მომავალთ. ერთი გულიანად გაეცინა, მერე მობილურზე ლაშას ნომერი აკრიფა, დათას ჩემი ადგილი აღარ აქვს და თუ ძმა ხარ სახლში წამიყვანეო, სთხოვა. არიდა დათასგან თავის დაღწევის მიზნით ხან გზის მეორე მხარე გადავიდოდა ხანაც უკან ბრუნდებოდა. არაბულიც მოთმინებით მიჰყვებოდა. ალბათ დამეთანხმებით უთუოდ მხიარული სანახავი იქნებოდა მათი ეს კატა-თაგვობანა. საწადელი აიხდინა არიდამ, ორი მამალივით საჩუხბრად აფოფრილი ბიჭი დააზავა და ახლა სულ არ გეგმავდა დათასთან საუბარს. ან რა უნდა ეთქვა, სასწრაფო საუბარი ხომ წამში მოფიქრებულ მათ დასაშლელ გეგმაში შედიოდა. გაცხარდა დათაც, რა პატარა ბიჭივით მიმარბენინებსო, ეუცხოვა თავისაგან ეს საქციელი და უკან მიბრუნდა. უკვე მესამედ გადაჭრა არიდამ გზა და ტროტუარზე გადავიდა. ფაცხა-ფუცხით მიაბიჯებდა და ფიქრობდა, რომ დამეწიოს რა ვუთხრა, რა პასუხი გავცეო. ზურგს უკან ფეხის ხმა აღარ ესმოდა. ჩუმაგ გააპარა თავლი და მდევარი რომ ვერ შენიშნა მთელი ტანით შებრუნდა უკან. ის აღარ მოსდევდა. გული ჩაწყვიტა ცარიელი ტროტუარის დანახვამ. არა, ისე რა ეწყინა? იმიტომ არ გარბოდა, რომ გაქცეოდა? ან იქნებ იმიტომ გარბოდა, სურდა გაჰკიდებოდა. აი ეს კი ნამდვილად გავდა ქალის საქციელს. უნდა ვაღიარო, ქალებს მოგვწონს გაქცეულს რომ მოგვდევენ. თუმცა, ასევე მოსწონთ ბავშვებსაც. ახლა საჩოთიროა, რომელი ინსტიქტით მოქმედებდა. მასში ბავში იმავე დოზით იყო რამდენადაც ქალი. როგორც არ უნდა ეცადა დამსგავსებოდა ზრდასრულ ქალს და ეს „ქალი“ მხოლოდ მისი მცდელობით ჭარბობდა მასში, ის იყო პატარა გოგონა, რომელიც მამამ მიატოვა და რომელსაც ათი წლის ასაკში მოუწია გაზრდა. მისი ეს თავშეკავებულობა, მიუკარებლობა, ნაკლები ურთიერთიბების სურვილი, რეალურად ფარდა იყო იმისათვის, რომ მასში პატარა დაუცველი გულნატკენი გოგონა არ დაენახათ. ეგონა, თუ ვინმე მასში ამას შეამჩნევდა ადვილად დაჯაბნიდა, დაამცირებდა, აწყენინებდა და ასე შემდეგ. თავდაცვად ქცეულიყო მისთვის უკვე გაზრდილის პოზიცია. არადა სულაც არ სჭირდებოდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მასში მცხოვრები ის პატარა გოგონა ნებისმიერ ქალზე ძლიერი რომ იყო. მოღუშული სახით შემობრუნდა და გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯი თუ ექნებოდა გადადგმული მის გვერდით ძლიერი დამუზრუჭების ხმამ მიიქცია მისი ყურადღება. საპირისპირო მოძრაობის ზოლში ჩამდგარი ავტომობილიდან სწრაფად ჩამოქვეითდა დათა, უკითხავად დასტაცა ხელი და მძღოლის გვერითა სავარძლისკენ წაიყვანა. გაჯიუტება სცადა არიდამ. ხელი გამიშვიო, შეუყვირა და თავისუფალი ხელით მისას დაეჯაჯგურა. ყურსაც არ უგდებდა ბიჭი. ასე მომჩხივანს გაუღო ავტომობილის კარი და შიგ ძალით შესვა. ახლა სავარძელზე ახტუნავდა. არაბულს ხელებით აწვებოდა მკედზე და მის გვერდით გაწევას ცდილობდა რომ გადასულიყო. წუთის წინ გული წყდებოდა აღარ მომზდევს, ახლა როცა თავისი ხელით სვამდა მანქანაში თავს იკლავდა გამიშვიო. ( არა, ზოგჯერთ ვერ ვართ ხო ეს ქალები?!: ) ) არაბულიც იდგა კარში და იმის ნაცვლად, მისი ქცევით გაბრაზებულიყო (სხვას ნამდვილად კინწისკვრით მოისვრიდა მანქანიდან) აფართხალებულ ქალს ხელით იჭერდა. რომ ვერაფერს გახდა და ვერ დააწყნარა ეს მოკუნტრუშე, ორივე ხელები მჭიდროდ მოხვია და გულში ისე მაგრად ჩაიკრა გოგონას ძვლებმაც კი გაოგო. ისევ ცქმუტავდა არიდა, მაგრამ დათას ძალასთან შედარებით მისი ცქმუტვა სასაცილოდ ჩანდა. ერთი-ორი კიდევ გაფხაკურდა, მგრამ ოდნავადაც ვერ შეატოკა მამაკაცი. შუა გზაში საპირისპირო ზოლში ცამდგარ მანქანას, ლანძღვა-ყვირილით უვლიდნენ გვერს მოძრავი ავტომობილები და თან გაკვირვებულები აკვირდებოდნენ ამ სცენას, ბოლოს ამატებდნენ, ნამდვილად გიჟები არიანო. მათ შორის იყო ლაშა, რომელიც ვანოს წამოსაყვანად მიდიოდა. ერთი კი გაიფიქრა: გავაჩერებ იქნებ დახმარება უნდაო, მაგრამ მერე ჩაილაპარაკა მეტის ღირსი ხარო, გულიანად ახარხარდა და გზა განაგრძო. ეს ორი გიჟი კი ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ნელ-ნელა დამშვიდდა გოგონა, მამაკაცის მკერდს მთლიანად მიენდო. დათამაც იგრძნო მისი მოდუნება. სახე გულსა და ყელს შორის ედო. ოდნავი მოძრაობაც და მის ყელს შეეხებოდა. გააცნობიერა რა მისი სიახლოვე, ცოტა აჩქარებული გულის ხმა და სურნელი, აღელვდა გოგონა. ჟრუანტელმა დაუარა თხემიდან ტერფამდე. გულიც აუფრთხიალდა. შეეშინდა გრძნობებს არ მიმიხვდესო და მთელი ძალით გასწია ტანი უკან, მაგრა უშედეგოდ. დათა მის თავს ხელით იჭერდა. მიხვდა, მოშორებას ცდილობდა და უფრო მეტად მიიკრა. ამჯერად სახე თავის კისერში ჩაარგვევინა. როგორც კი გოგონას ხავერდოვანი კანი მის ყელს შეეხო, ისე დაიძაბა არაბული თითქოს ქალი პირველად ეხებოდა. წამით შეუშვა ორივე ხელი, გაწევა უნდოდა მაგრამ ვერ შეელია, ისევ შემოხვია. წელში მოიხარა და ამჯერად თავად ჩარგო თავი აცახცახებული გოგონას კისერში. ამჯერად კი აღარ აკავებდა უბრალოდ ძლიერად იხუტებდა. - გავიგუდე, გამიშვი ! - ძლივს ამოუშვა ათრთოლებული სხეულიდან ხმა არიდან. განა უნდოდა, გაეშვა ? არმც და არამც. იმდენად ეიმედებოდა მისი მკალვები სამუდამოდ იქ დარჩენასაც აირჩევდა. უბრალოდ ეუხერხულა. სირცხვილისგან სახე უხურდა. - იცოდე თუ კიდევ ეცდები გაქცევას, სავარძელზე მიგაბამ. - არც ეს ხმა და არც ეს ინტონაცია არ ჰგავდა ძველებურს. უხეშად არასდროს უსაუბრია არიდასთან, თუცა რაღაცნაირად ცივი ტონი ჰქონდა ყოველთვის. ახლა კი, საგრძნობლად გამთბარი ხმით სულ სხვა კაცი საუბრობდა. სხვას ხომ არ ვეხუტები, წამით გაიფიქრა არიდამ. ნუთუ, გრძნობები ხმის საშუალებითაც გვყიდიან? ხმაშიც ვერ ვმალავთ? ახია შენზე არაბულო ! აკი გაიძახოდი, ვსო მორჩა სად მე და სად გრძნობებიო, სისუსტეა და მე კი სუსტი არ ვარო ? სად არის ახლა ვანო? უდაოდ ეტყოდა, იმ მნიშვნელოვან ქალთა რიგს, რომელთან ჩახუტებასაც ესოდენ ღირებული დატვირთვაა აქვს შენთვის სიფრიფანა არიაც მიემატაო. სულ ბოლოს დაამატებდა, ხომ გეუბნები ეგ გოგო მოგიღებს ბოლოსო. ბუნების შეცომაა ახლა ვანომ რომ ვეხ ხედავდათ... მაგრამ, ბუნება ხომ შეცდომებს არ უშვებს. მით უმეტეს უსამართლოს. უბრალოდ ეს ჩვენ, ჩვენი საზომით ვუთვლით შეცდომად... არც ახლა არ შეცდა და ვანო გზის მეორე მხრიდან აკვირდებოდა გაუმხელელი გრძნობებით შეპყრობილ წყვილს. გითმობთ შესაძლებლობას თავად წარმოიდგინოთ მათი შემყურე ვანოს რეაქცია... - კარგი. - სწრაფად დაეთანხმა გოგონა. იქნებ და მალე გამიშვასო. - კარგი. - გაიმეორა ბიჭმაც, მაგრამ მის მოშორებას სულაც არ აპირება. - გამიშვი ახლა ! - ისევ განაწყებდა გოგონა. მგონი სწრაფად ეცვლება ხასიათი ჩვენ სიფრიფანას. - გიშვებ. - ისევ არ განძრეულა. დასცინოდა ვითომ? თუ ამდენად ვერ ელეოდა. - ღმერთო ! - ამოიკნავლა ქალმა. - ყურში გადაკლდა? - ოჰ ცოტა გაუთამამდა მგონი. - გ ა მ ი შ ვ ი თ ქ ო ! - დამარცვლით დაუყვირა ყურთან ახლოს. - შენზე უფოსი კი ვარ , მაგრამ ჯერ არ დავყრუებულვარ. ყური მატკინე. - უდარდელად სცემდა პასუხებს და ფეხსაც არ იცვლიდა ადგილიდან. - რომ გეუბნები გამიშვითქო უნდა გამიშვა ! - ხმა ნამეტნავად აიმაღლა არიდამ. გაჭირვებით შეუცეურა ხელები მათ შორის და მკერდზე მიწოლით გაწევისკენ უბიძგა. - ხომ გთხოვე, არ დამიყვიროთქო ! - ოდნავ გაიწია, ზემოდან დახედა შავი თავლების ბრიალით გააფრთხილა და ისევ მიიხუტა. - ჩემი ნებაა, როდის გაგიშვებ. - ახლა, ნამდვილად პარატა ბიჭივით გაჯიუტდა დათა. ნამდვილად არ ჰგავდა მის საქციელს. ან იქნებ გოგონას წამება სიამოვნებდა. იქნებ ისიც სიამოვნებდა გოგონას აჩქარებულ გულის რითმებს საკუტარი სხეულით რომ გრძნობდა. იმარჯვებდა მასზე არაბული. - ჩემი თავი მე მეკუთვნის დათა, მე ! ეს ფრაზა იმდენად მკვეთრად გამოთქვა რამდენადაც დათას კისერში თავჩარგულს შეეძლო. ცოცხალი თავით არ აძლევდა ეს ბიჭი სანტიმეტრით მოშორების საშუალებასაც კი. - და თუ მე არ მინდა ვერავინ მომეკარება. ხოდა ახლა მე მნებავს სწრაფად გაიწიო. - ღმერთმანი, როგორი შემართება სცოდნია ამ გოგოს. ისე განაწყენდა სულ დაავიწყდა მისი პულსი რეკორდს რომ ამყრებდა. - აი, არიანდა ამირეჯიბი ! - რეპლიკასავით წარმოთვა და გაიწია. ვერ ვიტყვი ცივი ხმა ჰქონდათქო თუმცა არც თბილი ჰქონია. გოგონა ვერ მიუხვდა რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ეს რეპლიკა. უნდა გენახათ, როგორი გაბუტული იჯდა არიდა დათას გვერდით. ისე ცხარობს ცხვირზე ბოლი ასდისო , ხომ გაგიგით ეს გამოთქმა? ზუსტად ასე გაცხარებულ-გაბუსული, მიმავალო მანქანიდან მინაში იყურებოდა და ყველაფერს ითვლიდა რასაც გზის პირას დაინახავდა. გაგიკეტებიათ ასე? მე ძალინ ხშირად. ჩემს ბავშვობაში დედულთში მატარებლით მიმავალი, დიდი ოთკუთხედი ფანჯრიდან ელექტრობოძებს ვითვლიდი ხოლმე. მოგეხსენებათ, სამატარებლო გზაზე მრავლადაა ბეტონის ან ხის ელექტრობოძები. ორი მიზეზით ვითვლიდ გაფაციცებით მათ. პირველი- თუ დამიგვიანდებოდა დედულეთში ასვლა ძალიან მენატრებოდა იქაურობა და მალე მისვლის სურვილით შეპყრობილს თვლაში ყურადღება გადამქონდა, რათა გზა შეუმჩნევლად გალეულიყო. მეორე და ძალიან ხშირი - მოგეხსენებათ მატარებელი (მითუმტეს ძველი, ეგრეთწოდებული „მასტერაო“ ) სამოძრაო სივრცეს არ უჩივის სხვა ტრანსპორტთან შედარებით. ხოდა მეც და სხვა ბავშვებიც ცელქობაში ვითვისებდით ხოლმე ამ სივრცეს. ზღვარს რომ დაგავიდოდი და მეორე ვაგონშიც გარცელდებოდა ჩემი ონავრობა დედას მოთმინება ეწურებოდა, რომელიმე ვაგონში მიპოვნიდა ძალით წამათრევდა, იმ ოთხკუთხედი ფანჯრის მხარეს დამაწეპებდა ხოლმე და თავად გვერდით მომიჯდებოდა,რომ არ ავმდგარიყავი. მეც ასე დატუქსულს და გაბუტულს სხვა რა გზა მქონდა, ელექტრო ბოძები უნდა მეთვალა. აი, არიდას კი ორივე ერთად სჭირდა. მე თუ მონაცვლე მიზეზებით ვითვლიდი, ის ორივე მიზეზით. ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა დანიშნულები ადგილას, როდის გააცერებდა მისი მოუსვენრობის ობიექტი მანქანას რომ სწრაფად მოშორებულიყო და თან წარმოუდგენლად ნაწყენი იყო მასზე მრავალი მიზეზით. ერთხელაც არ გაუხედავს არაბულს მისკენ. გრძნობდა, მასში რაიმე ძალიან მიმზიდველს დაინახავდა და თავის შეკავებას ვეღარ შეძლებდა. მით უფრო, იცოდა რა გემო ჰქონდა მის სიახლოვეს... მით უფრო, მისი სურნელი ჯერ კიდევ შერჩენოდა სასუნთქ რეცეპტორებს და ახლაც ავტომობილის სალონში ურცხვად მოტრიალე ეს სურნნელი უნებურად უბიძგებდა გოგონას ბაგეების დაპატრონებისკენ. მერე და როგორი ახლად აფეთქებული ვარდის კოკორივით ნორჩი და წითელი ჰქონდა. ამის წარმოდგენისას შუბლს და სახეს ძლიერად მოისრესდა და მისკენ უკითხავად გაპარებულ თვალს, სწრაფად ისევ გზისკენ მიმართვდა ხოლმე, თან ამოხვნეშასაც ურთავდა. შეეძლო ამის გაკეთება, შეეძლო უარი არ ეთქვა სურვილისთვის, ალბათ ვერც არიდა გაუწევდა წინააღმდეგობას, ბოლო-ბოლო ძალით გააკავებდა, მაგრამ ... მაგრამ ისევ სინდისი. ეჯავრებოდა ეს უადგილოდ აყვირებული სინდისი. როგორ უთხრა ვანოს, ამირეჯიბებთან ჩემს სინდის საქმე არ აქვსო ხო? ჰმ, მერედა როგორი საქმე აქვს ... დათამ უკვე შეგულებულ ადგილას, სახლთან ახლოს ქვებთან შეანელა მოძრაობა. ამასობაში მოსაღამოვებულიყო. ღამის ფერი სჯაბნიდა დღის სინათლეს. არიდა ავტომობილის გაჩერებას არ დალოდებია კარი სწრაფად გააღო, ისკუპა და გადახტა. ერთი კი შეჰკივლა ჩუმად ცუდად დაყოლილი ფეხის გამო, მაგრამ როგორ შეიმჩნევდა. სირბილით აპირებდა სახლისაკენ წასვლას, მაგრამ სპორტისადა ვარჯიშის მოყვარულ ბრგე არაბულს რას აჯობებდა. მისი ერთი ნაბიჯი, გოგონას სამ ნაბიჯს უდრიდა. - შენ რა, მართლა ბებერი გგონივარ და მცდი ? - ორი მეტრიტაც არ იყო გაცილებული ავტომობილს, დათა დაეწია და მკლავით დაიჭირა. - ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი პატარა ქალბატონო. ღმერთმა არ ქნა ამოწურო.- ძალიან მშვიდად ჩაილაპარაკა და ტყუპი ქვებისაკენ წაიყვანა. - მემუქრები ? - შეიცხადა და თვალებგაფართოებულმა ახედა ბიჭს. - რა საკადრისია. უბრალოდ გაფრთხილებ და ვფიქრობ, სრულიად სამართლიანად. მგონი შენ წამომიყავენე რესტორნიდან სასწრაფო საქმე მაქვსო და ახლა შენ გარბიხარ. - ქვაზე ზუსტად ისე დასვა , როგორც მე მაწეპებდა ხოლმე გაბრაზებული დედაჩემი მატარებლში ფანჯრის მხარეს. - მე გითხარი სასწრაფოდ საქმე მაქვსთო, ის ხომ არ მითქვამს სააწრაფოდ გამომეკიდეთქო. - თითქოს ხაზი გაუსვა მთელი ეს დრო ზუსტადაც რომ მისდევდა. - არია, ჩვენ ახლა სიტყვებით ვთამაშობთ ? არც ისე პატარა ყოფილხარ, როგორიც მეგონე. - თავისქნევით ჩაილაპარაკა. - პატარე გეგონე ? მაინც, რამდენად პატარა გეგონე ? - მკვირცხლად მიაყაარა კიტხვები. რომ გეკითხათ სულაც არ სურდა მასტან საუბარი. - დაბეულად პატარა. - ეს ბიჭი ხომ გაურკვეველი სიტყვების ოსტატია. ეს „დაბნეულად პატარა“ მაინდამაინც გასაგები ეპითეთი ვერ არის. ხოდა არიდამაც დაბნელი ხარო ასე თარგმნა და საერთოდ აღარ გასცა პასუხი. - გელოდები ! - რას მელოდები ? - როგორც ვიცი საქმე გქონდა ჩემთან. გისმენ ! არაფერიც საქმეც არ ჰქონდა. თუმცა კი ჰქონდა მაგრამ ასე პირდაპირ ვერ ვერ ეტყოდა. არაფერი უპასუხა და გვერდზე შებრუნდა. - გისმენ არიანდა ! - გაუმეორა ბიჭმა. - არ მაქვს საქმე. - ვიცი. - თუ იცი რაღას მეკითხები ? - გვერდით გაჩოჩოდა, თავისი მოზრდილი ზომის ზურგჩანტა მათ შოის ჩადო და მთელი ტანით შებრუნდა და ზურგი აქცია. - მინდოდა შენი პირით გეთქვა, რომ ორი ეჭვიანი მამაკაცი ერთმანეთს განარიდე. - ეჭვიანი? - სასხვათაშორისოდ იკითხა თორემ რათქმაუნდა მშვენივრად ხვდებოდა რატომაც აიფოფრნენ. - ხო და ახლა იმედია არ იკითხავ რა გქონდათ საეჭვიანოო. - და რა გქონდათ საეჭვიანო? - ჰკითხა და გაბედულად გაეღიმა, რადგან ზურგშექცეულს ვერ შეამჩნევდა არაბული. - რაღაცას ვერ ვიყოფთ. - დათასაც გაეღიმა მის ქცევაზე. - ნივთია ეგ რაღაცა ? - ისევ გაცხარდა ამირეჯიბის ქალი. - რომ შემობრუნდე და ისე მკითხო არ სჯობს? სხვათაშორის ზურგის შექცევა უზრდელობაა ! - დამრიგებლურად მიუთითა არაბულმა. - ჩემი ზურგშექცევაა უზრდელობა? - აპილპილდა არიდა და მყისვე მობრუნდა ბიჭისკე. - ჩემს ცხობრებაში მოჩვენებასავით გამოჩნდი, ყველაზე რთულ მომენტებში გადამარჩინე, მერე ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადე, რომ თურმე არ უნდა გენდო და გზააბნეული დამტოვე, მას შემდეგ ორი კვირა არ გამოჩენილხარ, ერთხელაც არ გაგხსენებივარ, დღეს უეცრად დამადექი თავზე და ისევ მიხსენი, ახლა ზურაზე ეჭვიანობ ისიც არ ვიცი რა უფლებით, მეხუტები, მეუბნები თურმე „რაღაცას“ ვერ იყოფთ და კიდევ ჩემი შექცეული ზურგია უზრდელობა? - აი, რისი თაქმა სურდა სინამდვილეში. დააასრულა სიტყვა გაანჩხლებულმა და სწრაფად დაიწყო სუნთქვა. გოგონას არცერთი სიტყვა არ გაუგონია წესიერად დათას, მონუსხულივით უყურებდა გაბრაზებულად მოსაუბრეს. ამ დროსაც კი ძალიან ლამაზი იყო. აკვესებდა ლამაზ შავ თავლებს და წამწამებს წამდაუწუმ აფახურებდა. ხმაც რა სასიამოვნო ჰქონდა. გამშრალ თუჩებს რომ ისველებდა... მათ შორის ჩადებული ჩანთას ხელი გაჰკრა არაბულმა და ვიდრე ძირს დავარდებოდა ფეხით შეაჩერა, ნელა დაუშვა მიწაზე. პარალელურად ორივე ხელი ცაავლო არიდას წელს და ერთი მოძრაობით მისწია თავსიკენ. მოულოდნელობისაგან შეხტა ქალი. ბიჭმა უფრო მაგრად დაიჭირა და სახეზე დააჩერდა. მის თვალებს ეძებდა, გოგონამ არა და არ დაანება შიგ ჩაეხედა. უხეხულად აცეცებდა ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, მოკლედ ყველგან ოღონდ ბიჭისთვის არ შეეხედა. - მომეცი უფლება შენს თავლებს შევხედო ! ისე წარმოთქვა მართლაც, რომ ნებართვას იღებდა მისგან. მომატებული უხერხულობისაგან, ახლა მიწას დააშტერდა არიდა. - გთხოვ, შემომხედე. მეტად გულრწფელი იყო ბიჭის თხოვნა. გოგონამაც აღარ თუ ვეღა გაუწია წინააღმდეგობა და ნელ-ნელა ასწია თავი. თავლები ისე დახრილი ჰქონდა და მის სახეს გაპირისპირებულს ბიჭის ტუჩებზე მოუხვდა მზერა, შეცბა. ფიქრითა და სურვილით დამფრთხალმა მჭიდროდ შეაერთა გუგები, მერე უცებ გაახილა და პირდაპირ არაბულის უკუნეთ სფეროებს შეეფეთა. ამოუცნობ სურვილებსა და გრძნობებს ასხივებდა ბიჭის შავი უძირო თვალები, მაგრამ არიდამ მაინც შეძლო წაეკთხა. მშვიად მიიღო იქ ამოკითხული არეულმა გონება. თითქოს ამას ელოდა კიდეც, ასეც უნდა ყოფილიყო. უმზერდნენ ერთურთს და ორივეს გული ერთ რიტმში ცემდა. დათა ისეთი გაშმაგებით უყურებდა, თითქოს არიდას თავლების ცქერით რაღაცის დანაკლისს ივსებდა. თითქოს მის თვალებში იყო რაღაც განსაკუთრებული ენერგია, რაც მას სჭირდებოდა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. - რომ იცოდე არია, ნეტავ იცოდე ... - ამ სიტყვებს სინანული ამოაყოლა და მანამ განაგრძო შეცვლილი ხმითა და თემით, ვიდრე არიდა მოასწრებდა კითხვის დასმას რა უნდა ვიცოდეო. - შენ გეგონა დამავიწყდი და ამიტომ ხარ ნაწყენი ? - მაგის გამო არ ვარ ნაწყენი. - დანაშაულზე წასწრებულივთ დაიმორცხვა ქალმა. - კი, სწორედა ამის გამო ხარ ! - დარწმნებით დაასკვნა დათამ და გოგონას შემცბარი სახით გამოწვეული ღიმილი ოსტატურად დაფარა. - ღმერთო ჩემო ! - გაცხარდა ისევ ქალი. იწყინა, რომ მიუხვდენენ და თავის დაცვა განაგრძო, იქნებ ეჭვები გავუქარწყლოვო, მაგრამ მას ხომ ყოველთვის ცუდად გამოსდიოდა ტყუილი. - შენ ჩემი ერთი ნათქვამი რატომ არასდროს გესმის? არ ვარ-მეთქი, გეუბნები ! დააბრიალა შავი თავლები. თუმცა ძალიან არადამაჯერებლად. არაბულიც როდეოს ხარივით გააღიზიანა. ზუსტად ისე იწვევდა არიანდა გაბრაზება-გაბუტვით დათას, როგორც ტორეადორი წითელი ალამით როდეოს ხარს. - არია, რომ იცოდე როგორ მიწვევ . - გაეღიმა და სივრცეს გახედა. მერე, კვლავ მისკე შებრუნდა და წამით მის ტუჩებს დახედა. ღრმად ჩაისუნთქა... მეორედ... მესამე... ფიქრობდა, გებედა თუა არ ის რაც ასე სურდა. გონება იოგების ჩახლეჩვამდე თანხმობას გაჰყვიროდა, გულიც საწადელისკენ მიიწევდა, სისხლი გეიზერივით ჩქეფდა, სინდის უკან ექაჩებოდა. სულ რამდენიმე წამით გრძელდებოდა ეს ჭიდილი მას კი საუკუნედ ეჩვენებოდა. არიდაც ხელ-ფეხშეკრულივით იჯდა და მას ელოდა. განა იცოდა რას? მაგრამ მაინც ელოდა . - მე შენ ახლა გაკოცებ... როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება, წესით ახლა პირდაპირ მოქმედებაზე უნდა გადასულიყო, მაგრამ გაუფრთხილებლად ვერ შეძლო, აქ სინდისი ცოტათი ამოიწვერა. უნდოდა ამ ქმედების შემდეგ ოდნავ მშვიდად მაინც ჰქონოდა. პარადოქსულია ახლა მისი საქციელი, მისი მიზნებიდან გამომდინარე არა? - და შენ ... - წამით შეხედა თვალებში, სულ წამით მეტით ვერ გაბედა და მერე ტუჩებზე ისე დაეწაფა, როგორც მწყურვალი გრილ წყალს. შეუძლებელია მათი პირველი ამბორი, საკადრისად აღვწეო. ერთი კი ცხადია, ეს წუთები არასოდეს არას მიზეზით არ გაქრებოდა მათი მეხსიერებიდან. როგორც კი ბიჭის მხურვალი ბაგენი მისას შეეხნენ მოულოდნელობისაგან თვალები კაკლის ოდენა გაუხდა არიდას. მუცელი გაუხურდა, თრთოლვამ აიტანა. ხელ-ფეხი დაუბუჟდა და ერთადერთი რაც მოახერხა, ორიველ ხელის გაშლილი გულები მკერდზე მიაბინა ბიჭს. სულ ოდნავ ეხებოდა მის თუჩებს დათა, არ ჩქარობდა. სრაფად მოაშორა გოგონას წელს ხელები და არიდას მტევნები დაიჭირა. ნელა წაუღო ზურგს უკან, ორივე მარჯვენაში დაიტია, მარცხენა ხელით კი ზურგი და თავი ერთდროულად გაუკავა. სრულიად შებოჭა ქალი. ისევ ფართხალებდა შეძლებისდაგვარად, მაგრამ როგორც კი დათა თუჩები მეტად ვნებით შეეხო უკანასკნელი ძალაც გამოეცალა, თავლები მილულა და მის სხეულს მიეყრდნო. ნაზი და ფრთხილი იყო არაბული. შეხების წამიდან მიხვდა, პირველობა მოიპოვა, რომ წმინდას ეპატრონებოდა და ამან ძალაუნებურად აიძულა ღირსეულად მოპყრობოდა ნორჩ ვარდის კოკრებს. მისი გამოცდილებითა და სიუხეშით ვერ წაბილწავდა სუფთას. იმ ვნებასა და ჟინს ვერ გამოავლენდა რაც მის სხეულში დაუოკებლად ტრიალებდა. მის წინ არ იყო ქალი, მის წინ იყო გამოუცდელი გოგონა. მიუხედავად იმისა, რომ არიდას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ როოგორ უნდა ეკოცნა მისთვის, უბრალოდ გაშეშებულიყო და ტუჩემი უცახცახებდა, მაინც წარმოუდგენლად სიამოვნებდა მისი გემოს შეგძნება, ეს სიამოვნება კი, პირველობის განცდას კვადრატში აჰყავდა. რა სათუთი იყო იმ წამს, რა დაუცველი, სუსტი. ვერ უწევდა წინააღმდეგობას ვერც ძალით და ვერც ნებით. - ვუყვარვარ ! - გაიფიქრა დათას გონებამ. - სხვა შემთხვევაში რაიმე გზით მომიშორებდა, -გამოიტანა დასკვნა - ვუყვარვარ ! - კვლავ გაიმეორა და მან გაიმარჯვა, გოგონას გრძნობებზე გაიმარჯვა . გაეხარდა... ან იქნებ არ გაეხარდა... ბოლო, ცოტათი ჟინიანი კვალი დაუტოვა არიდას ბაგეებს და მოშორდა. - - და შენ... იმედია ძალიან არ გამინაწყენდები ! - ხმამაღლა დაასრულა დაწილი სიტყვები და ტუჩებზე ენის წვერი ნელი მორაობით მოიტარა. არიდა ისევ ტვალგაუხელელი, გახევებული იდგა. ან როგო გაინძრეოდა დათა ისევ იმ პოზიციაში იჭერდა. ინტერესით, ახლოდან ათვალიერებდა ბიჭი მის გაწითლებულ სახეს. ცივი წყლის გადასხმასავით იყო მისთვის, როდესაც ლამპიონის განათებამ გოგონას შეკრულ წამწამდებზე ცრემლი აირეკლა. წამში შემოცილდა სიამოვნების ბურუსი და მისი ადგილი უსიამო შეგრძნებამ ჩაანაცვლა... უცნაურად შეუტოკდა გული. - არია ! - დაბალი ხმით მიმართა, ხელები შეუშვა და მოძრაობის საშუალება მისცა. - ტირი ? - ნეტავ რა პასუხს ელოდა. თავადაც ხომ ხედავდა მის ცრემლებს. - მომშორდი ! - ხმის კანკალით თქვა გოგონამ. თავლები გაახილა და ვეებერტელა ცრემლი დაუგორდა ღაწვებზე. - ნუ მიყურებ, მომშორდი ! - რიხი აკლდა მის ხმას, თუმცა მბრძანებლურად მაინც ჟღერდა, რაღაც სასაცილოდ ბრძანებლურად. ბიჭს არც კი უფიქრია სხვაგან გაეხედა. - ნუ მიყურებ-მეთქი ! ხმას აუწია მან და მარჯვენა ხელი ჰაერში შემართა გაშლილი მტევანით. წამით შეყოვნდა, კარგად დააკვირდა ბიჭს, რომელმაც ჯერ მის გაშლილ ხელს შეხედა მერე კი ოდნავი ღიმილით მის გაკაპასებულ თავლებს დაუბრუნდა. მოპარულ კოცნას ეს კმაყოფილი ღიმილიც რომ დაურთო... აკანკალებული ხელით გაბედულად გააწნა დამსახურებული სილა. არც კი შერხეულა ბიჭი, ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. არიდამ კიდევ მოუქნია ხელი, ამჯერად დაუჭირა დათამ და ხელისგულზე აკოცა. ბრაზმორეულმა გამოგლიჯა მტევანი და მაისურზე გაიხახუნა, მერე უცებ ტუჩებზე იტაცა, თითქოს ახლაღა გაახსენდა იქიდანაც მოსაშორებელი რომ ჰქონდა ბიჭის თავბრუდამხვევი კოცნის კვალი. სახე იმ ბავშვივით დაემანჭა არასასურველი მთვრალი ბიძია რომ აკოცებს და გაცხარებული ისუფთავებს შეხების ადგილს. უნდა ითქვას, დათა ნამდვილად არ იყო მისთვის არასაურველი. უბრალოდ იმაზე გაგულისებულს თუ როგორ შეეხო უკითხავად, მოულოდნელა და თან ისე არც კი იცოდა მასთან რა ზრახვები ჰქონდა , სურდა ასე გამოეხატა უკმაყოფილება. ნაწყენი იყო. არაბული თვალმოუცილებლად უყურებდა და გაბუტული გოგონას ხილვა იმდენდ ახალისებდა, რომ მისი ბაგეების დაგემოვნებით მიღებულ განცდებს უტოლდებოდა . მით უფრო, რომ მასში ყველაზე მეტად ეს მიამიტი გოგონა იზიდავდა. სიწმინდის განცდას უტოვებდა, მაგრამ ცოცხალი ტავით არ უნდოდა ამის აღიარება. - თუ გინდა ჩემს პერანგს გათხოვებ, უკეთ რომ გაიხეხო . - სანახაობით გართულმა დახმარება შესთავაზა, მის ჯინაზე ტუჩებსის მოწმენდას რომ არ წყვეტდა.. - არ უნდა გეკოცნა. - ბოლოჯერ გადაისვა ხელი , გაუჩერებელი წმენდით გადაწითლებულ თუჩებზე, მუშტები შეკრა და მისი დაცინვით ანთებული ასაფეთქებლად მოემზადა. - ხომ მაგრამ გაკოცე და... - ყველა ბგერაში აგრძნობინებდა, რომ წამითაც კი არ ნანობდა თავის საქიელ არაბული. - რა უფლებით ? - მუშტებად შეკრული სიფრიფანა ხელები დაუშინა მკერდზე ბიჭს. - რატომ მაკოცე ? როგორ გაბედე ? რატომ გაბედე ? რა უფლებით მაკოცე ? საბაბი მოგეცი? რატომ მაკოცე ? - სლუკუნით უსვამდა ერთი და იგივე შინაარსის კითხვებს. ის კი კვლავ თავლმოუშორებლად უყურებდა და მის მოქნეულ არცერთ მუშტს არ ირიდებდა. - რატომ? რა უფლებით ? რატომ ? - ჩუმად გაიმეორა და მკერდზე მიბჯენილი ხელები იქვე გაშეშა. უცებ წამოდგა არაბული, გოგონაც წამოაყენა და გულში მაგრად ჩაიკრა. - იმიტომ, რომ დაგისაკუთრე ! - იყო მისი პასუხი, რასაც თან მოჰყვა გოგონას შეწყვეტილი სუნთქვა. - რა გააკეთე? - ალბათ უნდა გახარებოდა ამის მოსმენა, რადგან დათას პირველად ხილვის წამიდან მისი გული უწყვეტად მიილტვოდა მისკენ, მაგრამ ეს დასაკუთრებამ უხეშად მისწვდა ყურს. ხელებით გასწია და ქვემოდან ეჭვიანად ახედა. - არ იცი დასაკუთრება რას ნისნავს ? - მისი კითხვა მხიარულ-ირონიულად ჟღერდა. - ვიცი... შესაძლოა დაისაკუთრო სხვდასხვა უსულო მატერია, მაგრამ არა ადამიანი ! ამიტომ კიდევ ერთხელ გეკითხები, რა ს ნიშნავს დამისაკუთრე ? - ისეთი თავდაჯერება იგრძნობოდა მის ხმაში თითქოს ეს კოცნა ერთ ჩვეულებრივ მოვლენად მიეღო. ახლა სრულად გამოცოცხლებული ქალი გახდა, რადგან ის გოგონა წუთის წინ ტუჩემს ჯინაზე რომ იხეხავდა და მზად იყო მუშტებით სულ დაელურჯებია ამ კითხვას არ/ვერ დასვამდა. როგორ უცებ შეიცვლებოდა ხოლმე ჩვენი სიფრიფანა. - ნუ იცვლები ასე ერთბაშად არიანდა ! მასზედ მოხვეული ხელები დაეჭიმა დათას, არ ესიამოვნა ქალის ასეთი ცვლილება. არ მოსწონდა, არ სურდა ასეთი არია. განა იმიტომ რომ გონებამახვილ, თავდაჯერებულ ქალებთან რაიმე პრობლემა ჰქონდა. სულაც არა, უბრალოდ არიდას ვერ წარმოიდგენდა ასეთად. ცხოვრებაზე დახელოვნებულ ქალად არადა არ უნდოდა მის გაიგივება. თვლიდა, რომ ასეთი ქალებს ყველაზე კარგად შეეძლოთ თამაში. რაც მეტი იყო მათში თავდაჯერებულობა მით ნაკლები იყო მათი გულწრფელობისა და გრძნობების ხარისხი. სწორედ არიდაში დანახული ეს გულწრფელობა, გულუბრყვილობა აიძულებდა გაეჭიანურებია გეგმის დროულად სისრულეში მოყვანა. დამაზიანებელს ხდიდა გოგონასთვის მასში დროდადრო გამონათებული ქალი. ჩვენ ხომ ვიცით, არიანდა მართლაც რომ ყველაზე სუთა ადამინი იყო. გულის სიღრმეში დათა ხედავდა მაგრამ ბოლომდე დაჯერება არ სურდა. მასში ხომ შავი და თეთრი გამალებით იბრძოდა ერთმანეთის წინააღმდეგ. ათას მიზეზს ეძებდა, ათას ვერსიას ეპოტინებოდა საკთარი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების გამო. იქნებ რომელიმე ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ გამოხატულიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ აერჩია, ცალსახად აერჩია დასახული გზა ან გადაეხვია მისთვის. მიზანმიმართულად უნდოდა შეექმნა არიდასგან ცბიერი ქალის ხატი, რათა მერე სინდისის ქეჯნის გარეშე, ადვილად გადაეთელა. მისთვის ზიანის მისაყენებლად ამირეჯიბის გვარის ქონდა აღარ ჰყოფნიდა. წარმოგიდგენიათ? ხომ გვახსოვს, არიდას ცხოვრების დაუნდობლად დასანგრევ მიზეზად დათასთვის ამ გვარის ტარება საკმარისზე მეტიც კი იყო. ახლა თურმე არ ჰყოფნიდა, ახალ მიზეზებს ეძებდა. - - ვერ ვიგებ როდის ხარ ნამდვილი ! დაუფარავად ამცნო ორმაგ თამაშში რომ დებდა ბრალს. იცოდა, რომ ამ სიტყვებს მისი დაფთხობა და მასში მეტი წყენის გამოწვევა შეეძლო მაგრამ მაინც არ დაიხია უკან. ასეც მოხდა დაფრთხა, ჩახუტებულს ხელისკვრით მოშორდა, მიწაზე დადებულ ჩანთას ხელი დაავლო და წასვლა დააპირა. - პასუხი არ გაქვს? - ამჯერად აღარ გაკიდებია, მაგრამ სიტყვით დააკავა გოგონა. - მაგ ბრალდებაზე არა ! - ცივად უპასუხა მან. - მჭირდება პასუხი ! - იმ ყველაფრის შემდეგ რაც შენ გააკეთე კიდევ მე უნდა გიმტკიცო რაიმე ? - ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ხასიათმა სძლია და შეჩერდა. პირზე მომდგარი გულიბრყვილო აზრები ახლაც ჩვეულად ვერ დამალა.- ისის კი არ ვიცი ახლა აქ, - სივრცეში ხელი უმისამართოდ აიქნია- რატომ ვდგავართ. ამიტომ არ მაქვს ჩემს ქცევებზე პასუხი. შენი ჩემს ირგვლივ არსებობა საერთოდ ყველანაირ კითხვა-პასუხს ცდება. ყვეფერი ისე ვითარდება ვერ ვასწრებ გავიაზრო და საერთოდ შენი არსებობა მაბნევს დათა. - ერთი ამოსუნთქვაში ცაატია ეს სიტყვები განაწყენებულმა. - წეღან საერთოდ არ გავდი დაბნეულს, მითუმეტეს ამ დამაბნეველმა კაცმა გაკოცა . - მისი პროვოცირებით რისი მიღწევა სურდა ბატონ არაბულს ნამდვილად არ ვიცი. - რას ეძებ ჩემში? მგონია რომ რაღაცის პოვნს ცდილობ. - სწორად გგონია. - ხოდა რისას, მითხარი. - მაგალითად, როგორ ახერხებ ერთ წუთში ორი სხვადასხვა ადამინაი იყო. - ბუნებრივად. ორთვიანი, ყოვლად უცნაური, ყოვლად გაურკვეველი ურთიერთობის შემდეგ მოდიხარ და უფლების გარეშე მკოცნი. მეუბნები, თურმე ამ კოცნით დამისაკუთრე. თითქოს მე ნივთი ვიყო შენი კოცნა კი ღირებულება და ამის შემდგე გიკვირს, რატომ არ განვაგრძობ ისტერიკას და რატომ ვინტერესდები შენს მიერ ნახსენები „დაგისაკუთრე“-ს მნიშვნელობით? დილამდე რომ მექვითინა ეს უფრო მისღები იქნებოდა ? შესაძლოა მექვითინა და გაუჩერებლად მელანძღე კიდეც, მაგრამ შენმა პასუხმა შემიცვლა გუნება. - მითხარი, რომ ჩემმა კოცნამ ზიზღი მოგგვარა და აქვე დავამთავრებ ყველაფერს. მოულოდნელი იყო დათას სიტყვები, თანაც სტრატეგიული არჩევანი თემის შესაცვლელად. რათქმაუნდა არ სურდა, არიდას ამ მოსაზრება პასუხი გაეცმა, რადგან ვეჭვობ თავადაც ზუსტად ასეთივე გულწრფელ პასუხს ექნებოდა და უფრო მეტ გაურკვევლობას, მასთან დისტანციის დაწერის სურვილს გამოიწვევდა გოგონაში. შეაცბუნა ბიჭის სიტყვებმა გოგონა. ისევ იმ გრძნობამ დაუარა რაც კოცნის დროს განიცა და დაირცხვინა კიდეც. ვერ გაუმხელდა ამ განცდებს დათას, თუმცა ვერც იმას ეტყოდა ზიზღი ვიგრძენიო, ეს ხომ დიდი ტყუილი იქნებოდა. - ორი თვეა გიცნობ, სულ ორი თვე. ცნობაც კი არ ქვია ამას... - ეს კითხვასთან მიმართებით უშინაარსო პასუხიღა მოახერხა. წინანდელი რიხი დაჰკარგვოდა ხმას და თვალებიც ალმაცერად გაურბოდა. - ხომ იცი, რომ არც დრო და არც ცნობა ახლა არაფერ შუაშია. - დამშვიდდა არაბულში ეჭვები და არეული ფიქრები, კვლავ დამფრთხალს და დაბნეულს რომ ჰკიდა თვალი. - შეიძლება ამაზე სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, სხვა საკითხთან მიმართებით ვიდაოთ, მაგრამ ახლა არა. - რათქმაუნდა სულაც არ მიიღო დამაკმაყოფილებელ პასუხად. - ახლა გაგიმეორებ და ისეთივე გულწრფელ პასუხს ველი შენგან როგორიც გჩვევია. ჩათვალე ინდიკატორია ჩემთვის შენი პასუხი- მშვიდი დამყვავებელი ხმით ესაუბრებოდა ქალს და ნელი ნაბიჯებით მისკენ მიიწევდა. ცოტახანს გაჩუმდა, მასთან გაპირისპირებულმა დაკვირვებით შეათვალიერა აფორიაქებული და იგრძნო კიდეც მისი ჩუმი ცახცახი, კითხვის შინაარსის მოლოდინში რომ შეჰპარვოდა. ხელები ჯიბეში ჩაილაგა, ზემოდან დახედა თავდახრილს და განაგრძო :- მითხარი, შევცდი, მომეჩვენა, რომ შენც იგივეს გრძნობდი ჩემი შეხებისას რასაც მე ! მითხარი, რომ გეზიზღები ! ენა დაებლუკა გოგოს. პასუხი არ ჰქონდა. არა, კი ჰქონდა, მაგრამ ვერ უთხრა. მოერიდა, შერცხვა. - თავი დამანებე რა ! - საცოდავად შეევედრა და ჩანთის სალტეს გამეტებით დაუწყო წვალება. - ეგ არის პასუხი? - გულში ძალიან თბილად გაეღიმა ბიჭს. - არის ! - მიდი, თავლები გამისწორე და ისე მიპასუხე. გპირდები, შენს პასუხს მივიღებ და შენს ნებას დავყვები. - არ შემოგხედავ ! - იცოდე, თუ პასუხს არ გამცემ, თავად გადავწყვეტ, როგორი იქნება ეგ პასუხი. - გადაწყვიტე ! - დავდახრილი ჩუმად ბუტბუტს განაგრძობდა გოგონა. - მანდობ იმიტომ, რომ მერე მე დამაბრალო ყველაფერი ? - დათას ხმას საგრძნობლად შერეოდა მხიარული ნოტები. - გააცნია ჩემს პასუხად რას გადაწყვეტ. ეს გაბუსული ხმით ნათქვამი ბოლო წვეთი აღმოჩნდა არაბულისთვის. ისე გემრილეად გაეცინა, ვანოს რომ და დაენახა კიდევ ერთი დიაგნოზი შეემატებობოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ბოლოს დაამატებდა ხომ გითხარი მაგარი დარ,ხეული გაქთქო. გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები არიდამ და იკადრა შეეხედა. - როგორ ახერხებ ერთ წამში ზამთარი იყო, მეორეში კი ზაფხული ! - თბილ საბურველში გახვეოდა ბიჭს ხმა. - არ ვიცი. ალბათ შენ გეჩვენება ასე. - არ მეჩვენება, ასეა. ყოველშემთხვევაში ჩემთვისაა ასე. - დაბეჯითებით გაუმეორა. - შესაძლოა. მაგრამ შენ რომ სულ ზამთარი ხარ ეგ თუ იცი? - ვიცი. - მშვიდად დაეთანმა, თუმცა გულიში ბრჭყალი გაჰკრა ამ შეფასებამ. - როდესაც შენს გვერდით ვარ გათოვს, გცივა ? - არა. - მაგრამ მე ხომ ზამთარი ვარ ?! - ეგოსისტურად სურდა არიდას დაწვრილებითი პასუხების მოსმენა. - თუ ქურქად შენი ნდობა მაქვს შემოხვეული ?! მართალია მითხარი არ მენდოვო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, წუთების წინანდელი შენი სიტყვების მიუხედავად ამ დამოკიდებულებას ვერაფერს ვუხრხებ. - ახლაც იგივეს გაგიმეორებ. - ახლა ალბათ ისევ შენ ლანძღვას და ცემას უნდა ვიწყებდე ... - ღიმილიანი ხმით უპასუხა. მერე ოდნავი ყოყმანის შემდეგ დაბეჯითებით განაგრძო, - ნდობას სიტყვებით ვერც მოიტან და ვერც გააქრობ, ნდობა ქმედებებშია დათა. - ბრმად ნდობაზე რას მეტყვი? - უფრო ახლოს მიიწია ბიჭი მასთან, სახეზე ჩამოდგბული კულული მარჯვენა ხელით გადაუწია ყურს უკან და ნაზად მიეალერსა საჩვენებელი და შუა თითით. - მითხრეს, რომ არ შეიძლება. - ლადოს სიტყვები მოაგონდა გოგონას. - და შენ რას ფიქრობ ? - ბრმა მხოლოდ სიყვარული გამიგია. - სიყვარული ბრმად ნდობას ნიშნავს არია... - მაშინ ვეცდები ისეთი არავინ შევიყვარო, სიყვარულით დაბრმავების შემდეგ თვალებს რომ გავახელ ისევ სიბნელეში აღმოვჩნდე. ბედის ირონიაა არა, სწორედ ამას რომ უქადდა მომავალი? თუ არაბული? - ეცადე. - სახე არ შეცვლია დათას, მაგრამ დამეფიცება, სევდამ წამით გადაურბინა. ცერა თითი ქვედა ტუჩთან ახლოს გაუსვა და მისკენ დაიხარა. გოგონამ თავი სწრაფად გასწია უკან. შეშინდა, რომ ამჯერად დანებდებოდა და გრძნობებს აშკარად გაყიდდა. - ხო გამახსენდა უუფლებოდ არ შეიძლება ! - მისი სიტყვები გაიმეორა. - მაშინ მითხარი როგორ მოვიპოვო უფლება ! - თან ტუჩებზე დააჩერდა რომ ცხადად მიეხვედრებია რის უფლებასაც ითხოვდა. - არ შეიძლება ორჯერ დასაკუთრება ! - ბოლო სიტყვა ისე მკვეთრად და ისეთი ინტონაციით წარმოთქვა მიახვედრა, რომ ჯერ ამ სიტყვის მნიშვნელობა ჰქონდა ასახსნელი. - გასაგებია. - თავი დაუქნია და საჭირო სიტყვების მოსაძენად დაფიქრდა არ იყო მარტივად ასახსნელი, რადგან ეს სიტყვა მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენა. დიახ დასაკუთრება უნდოდა. ეგოსიტურად უნდოდა, უხესად რომ შევადარაოთ ტერიტორიის მონიშნვა. სურდა ამ კოცნით ცხადი გაეხადა, რომ მას სხვა ვერ მიეკარებოდა. მისი იყო და სხვისი ვერასოდეს გახდებოდა. (არადა რომ გეკიხათ დროებით, გეგმისთვის სჭირდებოდა )იმდენად დაუდეგარი იყო ამის სურვილი, ალბათ მართლაც გადაიხდიდა საფასურს და ნივთივით საკუთრებაში გაიფორმებდა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა- რატომ სურდა ეს ასეთი გახელებით ? რა მიზეზით და საერთოდ რატომ აკეთბდა იმას არიდას გამო, რასაც აკეთებდა? თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, როდესაც მის ირგვლივ საფრთხეს გრძნობდა.დაცვაც კი მიუჩინა. ამშვიდებდა ატირებულს, იხუტებდა იმდროს, როდესაც ყველას არ თვლიდა ამის ღირსად და წესით ამირეჯიბის ასული მით უფრო არ უნდა ჩაეთვალა. ეჭვიანობდა. გვახსოვს ალბათ, როგორ „აართვა“ ასანიძეს საავადმყოფოში არიდას თავი და რესტორნში, მის კაბინეტში შესვლის ინციდენტი. ვფირობ ასე გაოხატვა სულაც არ იყო საჭირო, თავის მიზნებს უმაგისოდაც მოიყვანდა სისრულეში. ფეიკ სადაზღვეოს მეშვეობით დაეხმაარა დედის მკურნალობის დაფინანსებაში. დგებუაძეს ღიად გამოუცხადა ომი მისი უსაფრთხოების და ლამის ტყვია დაახალა შუბლში მისი შურაცხმყოფელი მოხსენიების გამო. ხოდა ეს გავს იმ დათა არაბულის საქციელს ვისაც არიანდა ამირეჯიბიზე შურისძიების სურვილი სისხლში ქონდა გამჯდარი ? თითქოს ამ ყველაფერში ერთი შეხედვით არც არაფერია ისეთი განსაკუთრებული, რასაც კაცი სიყვარულისთვის ან ომისთვის არ გააკეთებს. გაგვიგია კიდეც „სიყვარულში და ომში ყველა ხერხი გამართლებულიაო“ მაგრამ საგულისხმოა დათას მიზეზი რომელი იყო: მის გულში ჩუმად შეპარული გრძნობა, რომელშიც არასდიდებით არ უტყდებოდა საკუთარ თავს, თუ მის წინააღმდეგ შურისძიების სახელით გაჩაღებული ომი? - მალე დადგება დღე, როდესაც შენ ყველაფერი გეცოდინება ამ ურთიერთობის შესახებ...- ვალდებულად ჩათვალა თავი პასუხი ასე დაეწყო, მიუხედავად მიზანისა ვერ ივიწყებდა თავის ბუნებრივ ჩვევებს, - ახლა უუფლებო კონაზე... შენი გულის დასაკუთრება მინდოდა. შენთვის მოპარული პირველი კოცნა, ყველაზე ღირებული საფასურია რასაც შენი გულის სამარადისოდ დასაკუთრება შეუძლია. - წავალ მე ! - მიზანში მოხვდა მისი პასუხი. სწორედაც რომ სამარადისოდ შეინახავდ არიდას გული ამ ამბორს. უხწერხულად სეიშმუსნა და სივრცეში უმისამართოდ გაიხედა. - კარგი, წადი. - აღარ უფიქრია მისთვის დარჩენა დაეძალებია, რადგან მიხვდა, ამ სარამომ სასიკეთოდ შეცვალა მათი ურთიერთობა. - ღამემშვიდობის ! - ვისურვედი, სხვაგვარად დამმშვიდობებოდი. - ზუსტად ისე გემშვიდობები როგორც სჭიროდ ვთვლი. - დღეს იყოს ასე. - გოგონას ხელი აიღო და ნაზად ეამბორა.- დაველოდები შენს სურვილს. - ძალიან კარგი. - ხელი ღიმილით გამოაცალა და შინისაკენ გაეშურა. - არია, ჩემთან სამადლობელი ვახშამი გმართებს ! - შეახსენა დანაპირები გზად წასულს. - მოვიფიქრებ. - არია, - კვლავ დაუზახა, ვერ ისვენებდა. - გისმენ. - შეჩერდა და მისკენ მობრუნდა. - ვიცი, რომ მარტო სიარული გიყვარს, მაგრამ ცოტახნით უნდა გადაიყვარო. იცოდე არ გთხოვ, მოვითხოვ. - მხოლოდ ცოტახნით. *** კორპუსის წინ სამეზობლო შეკრებას თუ აქამდე თავს არიდებდა ახლა საკუთარი სურვილით შეუერთდა, სადაცაა შემოდგომა დადგება, ამინდი ამ მაგიდასთან ჯდომასა და საუბარს აღარ დაგვაცდისო, გაიფიქრა, ფუმფულა ნანას გვერდით მიუჯდა და მზესუმზირას დაწვდა. იმ მაგიდასთან ჯდომა და მითუმეტეს საუბარი, რომელიც ძირითადად ჭორების გაცვლა-გამოცვლას მოიაზრებდა, არასდროს ხიბლავდა გოგონას, მაგრამ ახლა იმდენად დიდ ეიფორიაში იყო ყველაფერი ახარებდა, ყველაფერს სხვა თვალით უყურებდა. საამოდ აფეთქებია მასში, დათა არაბულის ამბორსა და შეფარვით ახსნილ სიყვარულს, ბედნიერების განცდა. პირველი ამბორის გახსენებაზე გული ცეტი ბავშვივით მოუსვენრად ძგერდა. ნეტარება ხელახლა იღვრებოდა მასში. თურმე რა სასაიამოვნო, რა ამაღელვებელი ყოფილა იმ ადამიანის შეხება ვისკენაც მთელი შენი არსება მიილტვის. ფიქრი იმისა, რომ ახლა დათაც იმავეს განიცდიდა რასაც თავად, ატმოსფეროს გარღვევამდე აღმაფრენას იწვევდა მასში. თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად, ლამაზი წამწამები ააფახურა და მარჯვნიდან მარცხნივ მოათვალიერა მეზობლები გაოცებულნი რომ უმზერდნენ გაცისკროვნებამდის მომღიმარ, უტყვად მჯდომს. წამით კი გაიფიქრა ასე რამ გააკვირვათო, მაგრამ მეორე წამსვე გაახსენდა მათ გევრდით თხოვნის გარეშე რომ დასკუპტა და თანაც მისალმება დაავიწყა. ინსტიქტურად წაიღო ხელი პირისაკენ, შეჩერდა და დახედა-მზესუმზირა. ამის უკითხავად აღება როდის მოასწრო ? გასაგები იყო რატომ უმზერდნენ ასე. ახლა ის სულ არ გავდა იმ არიანდას, ბოლო წლების მანძილზე რომ იცნობნენ. სწრაფად დააბრუნა მზესუმზირა ემალის დიდი სათლში და უხერხულად მოწკურა ტუჩები. იქ მსხდომმა ჯერ მისი ხელების მოძრაობას გააყოლეს თვალი, მერე ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ისეთი ხარხარი აუტყდათ, სახლში დარჩენილი მეზობლებიც კი აივნებზე გადმოეფინენ, იმის გარკვევის მოლოდინში თუ რამ გაამხიარულა ეზოში მყოფნი. კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო მათთან არიდამ და გმირულად გაუძლო კითხვას, ჯერ რომ ასეთი არ გვინახიხარ ახლა რა დაგემართაო, სათითაოდ უსვამდნენ და მაინც არ აკმაყოფილებდათ მოსმენილი პასუხი. არც მათ გაემტყუნებათ. მუდამ ჩუმად მოსიარულე არიდას, იშვიათ შემთხვევაში თუ გაგიბავდა საუბარს, მოკრძალება, ზრდილობა და სევდა სულ რომ თან დაჰქონდა, უკითხავად ხიდან ფოთოლს არ მოწყვეტდა, ქუჩის მეორე ბოლოდან მოგესალმებოდა, უპატრონო ათასი კენჭიდან ერთ-ერთი რომ აგეღო და მიგეწოდებია მადლობებით აგავსებდა, უბოდიშოდ კარზე არ მოგიკაკუნებდა, ახლა ასეთს რომ ხედავდნენ ბუნებრივია უკვირდათ და ამავედროს უხაროდათ. სამეზობლოს გამოეთხოვა, ზურგჩანთა აიღო და კიბეებს აუყვა. მეორე სართულზე ლენას კარზე დააკაკუნა, დარწმუნდა მასტან იყო და არა სახლში. ნელი ნაბიჯებით განაგრძო გზა. მიუახლოვდა თავის მოძველებულ კარს. იმაზე ფიქრით, ახლა ამ კართან ბრძოლა მოუწევდა და სულაც არ სურდა, მობეზრებით წაიღო ხელი სახელურისკენ, ღონით ჩამოსწია და მიაწვა. თურმე არც კარი ყოფილა ჯაჯგურის ხასიათზე, წამსვე გაიღო და მასზედ მთელი ძალით მიტმასნილი გოგონა, ინერციით შეაქანა შესასვლელ ოთახში. წაფორხილება არ ჰქონდა დასრულებული მომხდარის გააზრებამ, სიცილად რომ გადმოხეთქა პირიდან. ლენა და დადუნა გაფართოებული თვალებით წამოადგნენ თავზე იატაკზე გართხმულ აკისკისებულ გოგონას. ისე გულიანად იცინოდა ძალა სულ გამოლეოდა და ახლა ეს ორი , მასსავით მომცინარი ქალი ექაჩებოდა წამოსადგომად. როგორც იქნა წელში გასწორდა არიდა და სამზარეულოს მხარეს მიბრუნდა. იქიდნ ისეთი სურნელი იფრქვეოდა მთელს სახლში, რეცეპტორებმა უნებურად აგრძნობინა შიმშილი გოგოს. დედის ხელით მომზადილი კერძი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნის ყველაზე ძვირადღირებულ კერძსაც კი ერჩივნა. ამიტომ ძირითადად მშიერი ბრუნდებოდა რესტორნიდან შინ, დედის თბილი მზრუნევლი ხელებით მომზდებული რომ ეჭამა. მოუთმენლად აბაკუნებდა თითებს მაგიდის ზედაპირზე სასურველის მირთმევის მოლოდინში. ესეც ჩვევად ჰქონდათ დედა-შვილს. დადუნა ცოცხალი თავით არ ანებებდა სამზარეულოში ეტრიალა, თუ თავს უკიდურესად ცუდად არ გრძნობდა. ამ შემთხვევაშიც კი, ლენა ცვლიდა დადუნას. ხშირად ძალიან ცუდადმყოფიც ამდგარა, საჭმელი გაუკეთებია და მიურთმევია შვილისთვის. ედარდებოდა შრომით გადაღლილი რომ ბრუნდებოდა შინ. შენზე ზრუნვა ბედნიერს მხდის და ნუ დამიშლიო, უმეორებდა არიდას როდესაც მის ნაცვლად რაიმეს გაკეთებას ცდილობდა. კვლავ სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. ლენამ აიკვიატა, ჩემმა ნათესავმა ფორთოხლის ნამცხვარი მასწავლა, აუცილებლად უნდა გამოვაცხოო. საჭირო ინგრედიენტებიც თავად მოეტანა. დადუნაც მონდომებით ჩერთო მზადებაში. ხან რაზე საუბრობდნენ, ხან რას იხსენებდნენ, ხანაც ქურდულ მზერას გააპარებდნენ ჩაფიქრებული არიდასკენ, რომელსაც სამზარეულოს ფანჯარათან სკამი მიეჩოჩებინა, ხელი რაფაზე ჩამოეყრდნო, ხელზე კი თავი. ერთხანს აცადა დედამ უსიტყვოდ ჯდომა. დიდხანს ვეღარ მოითმინა ისედაც მთელი საღამოა შეცვლილი ეჩვენებოდა შვილი. - უნივერსიტეტში სწავლაზე თავის დანებება რომ გადაწყვიტე და თქმას ვერ მიბედავდი, პირველად მაშინ გნახე ასე. მეორედ, ანდრო რომ მკვლელობისთვის დაიჭირეს. ორივე ჯერზე ერთი კვირა გეხვეწებოდი გეთქვა, რაც გაწუხებდა. იმედია ახლაც ერთი კვირა არ მახვეწებ.- ისე წამოიწყო დადუნამ შვილტან საუბარი მისკენ არ გაუხედავს. ლენამ გახედა, ფანჯარასთან მჯდომს, რომელიც დედის სიტყვებზე უხერხულად შეიშმუშნა. -ხომ იცი, არ არსებობს საკითხი რომლის შენთვის გაგებაც არ შემიზლია. -მშვიდად საუბრობდა და ნამცხვრის მომხადებას განაგრძობდა. - ვიცი. - უპასუხა დედას, წამოდგა ფანჯარა გამოაღო და რაფაზე ცამოჯდა. ვერ გადაეწყვიტა საუბარი როგორ დაეწყო. მიუხედავად მათი ღია გულრწფელი ურთიერთობისა, მაინც ეუხერხულებოდა, ეძნელებოდა დედისათვის იმის თქმა, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომლის მიმართაც სვანაირ გრძნობები მაქვსო. - დე... - წამოიწყო, მაგრამ ისევ გაჩერდა. - გისმენ. - დე... რაღაც მინდა გითხრა, გითხრათ - სწრაფად შეასწორა და ლენას გახედა. - მაგრამ... იმდენად უჩვეულოდ მშვიდი ეჩვენა დედა ცოტა ეუცნაურა და ვერ გაეგო, ეთქვა თუ არ. - გვითხარი დედიკო... - ცომით სავსე სათლი მაგიდაზე დადო დადუნამ, ადგა კარადიდან ყავა, შაქარი, ოქროსფერი ძველებური ჯეზვე გამოიღო, ლენას წინ დაულაგა და სათლი ისევ ხელში აიღო. - მოუმზადე, შენი გაკეთბული უყვარს.- სთხოვა მეგობარს. ახლა სულ დაიბნა გოგონა. ვერ მიუხვდა დედას ჩანაფიქრს. - არიდა, შენს მოლოდინში დაგვათენდა. - ახლა ხმა გაიმკაკაცრა ქალმა. - თქვი ბოლოსდაბოლოს. სამყაროს დასარული ახლოვდება თუ რა ვერ გაგიმხელია ? - მოკლედ დაივიწეთ. არაფერი ისეთი. წავალ დავიძინებ. - რაფიდან ჩამოხტა. - დაუბრუნდი ადგილს!. ნეტავ რას სჭირს სჭირს ამ ქალსო, გაიფიქრა და უსიტყვოდ დაემორჩილა. - ჯერ ყავა არ დაგილევია. - უკვე მზა, ჭიქაში ჩასხმული ყვა გამოართვა ლენას და თავად მიუტანა შვილს. - აბა რას გვეუბნებოდი, განაგრძე.- ორი ყლუპის მოსმა აცადა, შემდეგ მიუბრუნდა თემას. - არაფერს. რაღაც სისულელს. - ჩაიბურდღუნა, თან სამზარეულოს ავეჯს დაუწყო თავლიერება . - სისულელეს გულისთვის ზიხარ ორი საათი ფანჯარასთან და ფიქრობ ? ლენამ ღიმილის დასაფარად ღუმელში შერგო თავი. თითქოს ნამცხვრის მდგომარეობა აინტერესებდა. - არაფერზე არ ვფიქრობდი. - რა უცნაურად გადამეკიდაო, გაიფიქრა ისევ. - ჯერ არ დავბრმავებულვარ. - ნაწყენი სახით ადგა დადუნა, ნამცხვრისათის ლანგარი და თავზე მოსაყრელი შაქრის პუდრა გამოიღო კარადიდან. - დედა რა გჭირს ? - ხმამაღლა ჰკითხა და რაფიდან ჩამოხტა. - ფთხილად, ყავა არ დაღვარო იატაკზე. - გადაჯვარედინებული ხელებით, შვილისაკენ შებრუნდა. - ვსო ვიძინებ. აჩქარებულად გაემართა კარისკენ, მაგრამ დედის სიტყვებმა შეაჩერა. - ისევ ერთი კვირა უნდა მაცდევინო იმის მოსმენის მოლოდინში, რომ შეყარებული ხარ ? დაასრულა ქალმა სიტყვები და აქამდე ნაკავებ სიცილს გზა მისცა. მას აყვა ლენა, დსაწყისშივე რომ მიუხვდა მეგობარს ხრიკს. რეტიანივით შებრუნდა მათქკენ არიდა, განცვიფრებულმა შეათვალიერა გამხიარულებულნი. - კარგი რა დე ! - ხელი აქნევით მათ წინ სკამზე ჩამოჯდა. - რა იყო ახლა ეს შენი საქციელი? დამაფრთხე - შენი სახისთვის რომ გეყურებინა მაგას არ მკითხავდი. - მიახლოებულმა გულში ჩაიხუტა შვილი. - როდემდე უნდა დაგემალა ჩემო პატარა? - შენ როგორ მიხვდი ? - მაგ კითხვას თავად უპასუხებ, როდესაც დედა გახდები. გარკვეული დროით, არცერთს სიტყვა აღარ დაუძრავს. არიდას კვლავ ერთულებოდა აეხსნა თუ რა აკავშირებდა დათასთან, როგორ გაიცნო, როგორი ბიჭია და ა.შ. მსგავსი კითხვები უჩნდებათ მშობლებს და ეს ინტერესი ბუნებრივია. ამიტომ ელოდა იქნებ ისევ თავად მკითხოს და ი გამიმარტივდეს იმის ახსნა რაც ჯერ მეც ვერ ამიხსნია საკუთარი თავისთვისო. დადუნა კი პირიქით ფიქრობდა, ვაი თუ მეტის მოყოლა არ სურს და დაძალება არ გამომივიდესო. არადა ყველაფერი წვრილად აინტერესებდა. საქმე ხომ მისი სიცოცხლის მიზეზის მომავალს ეხებოდა. არიდას არსებობა აიძულებდა ცხოვრების გაგრძელებას და მისი ბედნიერად ხილვის მოლოდინით იბრძოდა ჯანმრთელობისთვის. ლენას ორივესი ესმოდა. - რამდენი ხანია იცით და შორიდან დამცინით ? ისევ არიდამ გადაწყვიტა საუბრის წამოწყება. მხიარული ხმით იკითხა და ღუმელიდან წუთების წინ გამოღებული ფორთოხლის ნამცხვრის მსუყე ნაჭერს დასწვდა. - გახსოვს, წინათ რომ გითხარი, თუ ვინმე გამოჩნდება არ დამიმალოთქო ? ისე მადიანად შეექცეოდა გოგონა ნამცხვარს, მის შემყურე დადუნასაც მოუარა სურვილმა და თავადაც აიღო. „მადა ჭამაში მოდისო“ - სწორი ნათქვამია თორემ ცხელ ნამცხვარს რა შეაჭმევს უმადოდ ადამიანს. თან ეს ნამცხვარი სიტუაციის განსამუხტ ობიექტად იქცა. ლენაც ხომ არ დააკლდებოდა, იმ ორს? მან დაკვირვებული თვალით გახედა ლანგაზე მოთავსებულ ცომეულს, მახვილმა თვალმა ადვილად დაინახა ერთ მხარეს უხვად თავმოყრილი ფორთხოხალის ნამცეცები , ის მხარე განსაკუთრებით ამოფუმფულებულიყო, სამი მოზრდილი ნაჭერი გამოყო, თეფშებზე დაალაგა, ორი მათ წინ დადო, ერთიც თავად დაიდო და გარინდულმა მიუგდო ყური მოსაუბრეებს. მასაც ინტერესი კლავდა გაეგო ვინ იყო ის ბიჭი, რომელმაც არიდას ყურადღების მიქცევა შეძლო, თუმცა საუბარში ჩარევას არ აპირებდა განსაკუთრებული საჭიროების გარდა. - მახსოვს. - გაეღიმა გოგონას. - მაგ დროს თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ შენში ცვლილებები იწყებოდა. - ცოტახნით გაჩუმდა ქალი. - დედიკო, - სიტყვებს არჩევდა, არ სურდა მის პირად სივრჩეში უხეშად შეჭრა.- თუ შენ არ გინდა მოგვიყვე, ჩვენ გაგიგებთ, - ლენას გადახედა. ქალიმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - მაგრამ ისიც არ გვინდა რაიმეს დამალვამ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს. იმ წამიდან ვღელავ, რაც მივხვდი, ვიღაც შენს კეთილ, სუფთა გულში შემოვიდა. მიხარია და თან მეშინია. არ მინდა ეგ გული გეტკინოს დე... - ცრემლები მოერია ქალს. - შესაძლოა ახლა ვერ გამიგო, მაგრამ შვილი რომ გეყოლება მიხვდები. - მე შენ სულ გიგებ დადუ. - სკამი ახლოს მიაჩოჩა მასთან და მხაზე ჩამოადი თავი. - ახლაც მესმის, მაგრამ სანერვიულო არაფერია. მართლა... არ ვართ იმ ეტაპზე გული მატკინოს და საერთოდაც მე მჯერა რომ ის კარგი ადამიანია. - ადამიანს, როდესაც თავდაპირველად უყვარდება ეიფორია იპყრობს არიდა. ასეთ დროს ობიექტური შეფასების უნარს კარგავს და უჭირს იმის დანახვა რაც ცხადად ნათელია, ან თავს იბრმავებს. ეს ყოველთვის გახსოვდეს ჩემო პატარა და არ მისცე ამ გრძნობას უფლება გონების და თვალის სინათლე დაგიკარგოს. ვეღარ გავუძლებ, იმაზე სევდიანს გხედავდე ვიდრე ახლა ხარ. - ვერ დამინახავ, გპირდები დე ! დაჰპირდა და ასეც იქნებოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო დადუნა ვერასდროს დაინახავდა თვალცრემლიანს და უბედურს. *** ბოლო დროს ხშირად იღვიძებდა მამისეულ სახლში. ძირითადად კი ეს არიდასთან შეხვედრის შემდეგ ხდებოდა. ბოლომდე თავადაც ვერ აცნობიერებდა, რატომ მიჰყავდა მანქანა იმ ეზომდე სადაც მთელი ბავშვობა გაატარა. რატომ არ სურდა იმ აპარტამენტში ყოფნა სადაც ყველაფერი მისი გემოვნების შესაბამისად მუქ ფერებში იყო მოწყობილი და რატომ გამორბოდა ნათელი ფერებით სავსე სახლში. - დილამშვიდობის ნანა. - სამზარეულოში ყავისათვის შესულს ნანა დაუხვდა და გაეხარდა კიდეც. - დათა, დილამშვიდობის ! მისი დანახვით გახარებულმა ქალმა ცომიდან ამოიღო ხელები. ახლოს მივიდა უკეთ რომ შეეთვალიერებია მონატრებული. მართალია ბოლო დროს ხშირად ხედავდა, მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდა იმ დროის ასანაზღაურებლად რაც არ ენახა. - როგორ ხარ ჩემო ბიჭო ? - ბედნიერებისგან განათებული სახით ჰკითხა . - კარგად ნანაკო, კარგად. - თავადაც გაუღიმა, ხელი მოჰხვია და შუბლზე აკოცა. - თავად ? - როცა ამ სახლში გხედავ, ჩემს კარგად ყოფნას კითხვა რად უნდა?! - მკვირცხლად გადაიბანა ცომიანი ხელები და დათას საყვარელი ყავის მოხარშვას შეუდგა. - ხორციანი ღვეზელები ისევ გიყვარს ? - ნანა, შენ აქ ასე ადრიანად ჩემთვის ღვეზელების გასაკეთებლად მოხვედი ? - ჯერ ფქვილითა და ცომის გუნდებით სავსე მაგიდას გახედა, მერე კი ნანას და თვალებით გაუღიმა. - ოღონდ შენ შეჭამო და... - რა თქმა უნდა შევჭამ. მომეცი მაგას მე მივხედავ, - გაზქურასთან მივიდა და ჯეზვეს ტარი გამოართვა.- შენ ღვეზელების კეთება განაგრძე. - პირდაპირ არ უთხრა სწრაფად გააკეთე თორემ სურვილი წამლეკავსო. ასე მოხერხებულად აგრძნობინა. - ნანა, შენ საიდან იგებ აქ როცა ვრჩები ? - სამზარეულოს კარში, ყავი ჭიქით მდგარი შემობრუნდა და ეჭვნარევი ტონით ჰკითხა. - ვანო მუბნება ხოლმე. - ისე ბუნებრივად უპასუხა, დათას ეჭვნარევ ტონს რომ არ შეეფერებოდა. ან რა იყო დასამალი. - ნეტავ ის როგორ ხვდება ? - თავის თავს დაუსვა კითხვა და მისაღებში გავიდა. სავარძელში იჯდა მაგიდისაკენ გადახრილიყო და ლეპტოპში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. წამით შეჩერდა, რაღაც გაახსენდა და გაეღიმა. კვლავ უნდოდა სამუშაოს შესრულება, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა საქმეზე კონცენტრირება. ის მოგონება, ღიმილი რომ მოჰგვარა ესოდენ უჟმურს, მთელს სხეულში გაბატონდა. ლეპტობი ბრაზმორეულმა დახურა, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. - მგონი ვგიჟდები. - საკუთარ თავს გულრწფელად გაუმხილა მოსალოდნელი ფსიქიკური მდგომარეობა. - რა გაგიჟებს შვილო ? - შეწუხებული ხმითა ჰკითხა სამზარეულოდან გამოსულმა ნანამ, რომელსაც შემთხვევით გაეგონა მისი სიტყვები. ღვეზელებით სავსე თეფში მაგიდაზე მის წინ დადგა. - საკუთარი თავის მეტი ვინ გამაგიჟებს. - სასხვათაშორისოთ უპასუხა, წელში გაიმართა და ცხელ ცომეულს წაეტანა. - დაჯექი, შენც ჭამე. - შესთავაზა, ხელი ჩაკიდა და გვერდით დაისვა. - ნანა, ხვალ საძინებლებისთვის ფარდებს მოიტანენ. თავად მიხვდები, რომელი სად უნდა დაკიდო. - სულ აქ გადმოდიხარ ? - ჩაეკითხა გახარებული ქალი. - ჯერ არა. - დედა ხომ არ ბრუნდება ? - ინტერესს შეეპყრო ნანა. - არა. მოსწონს მამიდასთან. გახსენდა, ბოლო შეხვედრისას დედამ და მამიდამ ერთდროულად რომ დაასკვნეს ახალგაზრდები ცალკე უნდა ცხოვრობდეთ, ჩვენ ჩვენს ბებრულ ცხოვრებას მივხედავთო. - კარგი. - დაჰყაბულდა ბიჭის სიტყვაძუნწობას და გაცლილ თეფშთან ერთად სამზარეულოში გავიდა. ისევ საზურგეს მიეყრდნო არაბული. ერთხანს იჯდა ჭერისაკენ მზერა აპყრობილი. მერე წამოდგა და ეზოში გავიდა. დაცვის თანამშრომლებთან მივიდა, გამოელაპარაკა, მოიკითხა, ისიც ჰკთხა, ჩემი დახმარება რაიმეში ხომ არ გჭირდებათო და დამსახურებული მადლობების, რომელსაც ესოდენ ვერ იტანდა მაგრამ მათ არაფერი უთხრა, მიღების შემდეგ ეზოს უკანა მხარეს წავიდა. მიაბიჯებდა და დაკვირვებით ათვალიერებდა უმნიშვნელო წვრილმანსაც კი. მამის გარდაცვალების შემდეგ, ნათლიასთან რომ გადავიდა საცხოვრებლად, მას მერე არ შეეთვალიერებია მშობლიური სახლი ასეთი ინტერესით. უყურებდა შემაღლებულ ადგილას ამაყად წამომდგარ სახლს და თავში მოგონებები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მთელი თავისი აქ გატარებული წლები გაახსენდა. დაბადებიდან რუსეთში წასვლამდე და მიხვდა, რომ რუსეთში წასვლის შემდეგ გასახსენებელიც არაფერი ჰქონია გარდა იმისა, გვერდით საიმედო ნათლია ეგდა და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. მხოლოდ ეს მცირედი იყო ბოლო ათწლიანი მონაკვეთიდან. თურემ ყველაზე ტკბილ, ბედნიერ და სანატრელ მოგონებებს ამ სახლსი გატარებული წლები იტევდა. კიდევ ერთხელ შემოუარა უზარმაზარ, გემოვნებით ნაგებ, თეთრად შეფერილ სახლს. ახსოვს, როგორ სიამაყით იხსენებდა ვეფხვია იმ პერიოდს როდესაც ეს სახლი ააგეს. „ ჩვენი ოჯახი ოდითგანვე გამოირჩეოდა ხევსურეთში სიმდიდრით. გამრჯე, მშრომელნი იყვნენ და საკუთარი ოფლით ჰქონდათ მოპოვებული ქონება. ჩემი სკოლის დამთავრების ბოლო წელს დაიჩემა პაპამ დათა არაბულმა, (დათას დიდმა პაპა). ჩემი შვილიშვილი უნივერსიტეტში რომ ჩააბარებს ვერც ქირით და ვერც სამადლოდ ვერ იცხოვრებს, უთუოდ სახლი უნდა ავუშენოვო. ისეთი ჯიუტი კაცი იყო თუ რამეს აიჩემებდა ვერაფრით გადააფიქრებინებდა ადამიანი. მხოლოდ მის მეუღლეს, თამროს შეეძლო მისთვის მხარის მოქცევა. ძალიან უყვარდა თამრო. მის გამო იმდენი გამოევლო ანდა როგორ არ ეყვარებოდა. - ძალიან შეიპყრო დიდი ბებიისა და პაპის სიყვარულის ისტორიამ პატარა დათა და მამას ჩაეკითხა, მაინც რა გამოიარა ასეთიო. - ოჰ ეგ, დიდი ამბავია ჩემო ბიჭო. -განაგრძო კაცმა. - პირველად ათენგენობას უანხავ ბებია. მაშინ თორმეტი წლისა ყოფილა, პაპა კი ჩვიდმეტის. ერთი შეხედვაში დამიბნელა მზე და თავად გამოანათა, სადიაცო კაბაში და გრძელ ნაწნავებში ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, ზმანებად გადამექცაო, სულ ამას გაიძახოდა პაპა. იმ დღესვე გაურკვევია ვიანობ და მაშინ დამართნია მეორე ბნედა. პირიქითა ხევსურთის მკვიდრი იმ გვარის ქალიშვილი აღმოჩნდა, არაბულებთან თითქმის საუკუნო მტრობა რომ აკავშირებდათ. ის მაინც ჩემი გახდებაო, დაუჩემებია სამეგობროში და მას შემდეგ დაწყებულა ომი. ახლაც კი ახსოვთ პირიქითა და პირააქეთა ხევსურეთში პაპაშენის გმირობანი. იმდენი ბრძოლა ცაუტარებია სამი წლის მანძილზე საყვარელი ქალის გამო ერთ დიდ ომს უდრიდა თურმე. ორივე მხრის გვარები უკლებლივ ჩართულნი იყვნენ ამ პაექრობაში. არ ახარებდა ბიჭი არავის, ვინც კი უბრალოდ შეხედავდა თამროს. თავიდან ჩვენი გვარიც წინააღმდეგი ყოფილა, მაგრამ სამი წლის მანძილზე ყაჩაღივით ტყეში, თამროს სადარაჯოდ გავარდნილ ბიჭს რომ უყურებდნენ დათანხმებულან, ოღონ შენ არ გაგვიგიჟდე და თუ გინდა დღესვე მოიყვანეო. ვერც თმროს ოჯახმა რომ ვერ ააღებინა განზრახვაზე ხელი პაპას, გოგოს სხვაზე გათხოვება გადაუწყვეტიათ. ჩუმად მოთათბირებულან მეზობელი სოფლის წარჩინებულ ოჯახთან და ქორწილიც სამ დღეში დაუგეგმავთ. რათქმაუნდა ამ შეთქმულების შესახებ მალევე გაიგო დათამ, ღამე დადგომია თავზე თამროს ოჯახს მეგობრებთან ერთად და ოჯახის კაცებისთვის სახლიდანვე ცხვირწინ აუცლია ქალი. ტყეში, თავისივე ხელით საყვარელი ქალის მიზეზით აგებულ მონადირის სახლში წასულან და ერთი კვირა დაუჰყვიათ იქ. ერთხელ ვკითხე, ქალი ოჯახიდან მოიტაცე და დასამალი რა სჭირდა შენს უშიშარობასთქო? ვერ დავუშვებდი ჩემს ახლადმოყვანილ ცოლს, ჩემს მზეს, ოდნავ მაინც ენერვიულა და შეშინებოდა, როდესაც ოჯახები დამოყვრდნენ და ღელვამ გადაიარა, წესისამებრ ღირსეულად შევიყვანე რძალი არაბულების სახლშიო, მიპასუხა. მას შემდეგ შეხმატკბილებულად მოდიან. მხოლოდ თამროს შეუძლია ჯიუტი რქა მოატეხოს და ქედი მოახრევინოს ქარაფი კლდესავით უტეხ დათა არაბულს. ერთმანეთზე იშვიათად ბრაზობდნენ, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა ცოლზე, მხოლოდ ერთს წამოაძახებდა, შენი თავლების ბრალია ახლა ამ დღეში რომ ვარ, ვიცოდი, როგორ მელოდა და ყოველ ცისმარე დღეს მაგ სიყვარულით მომზირალი თვალების ხილვის სურვილმა მაიძულა შენი ცოლად მოყვანა, თორემ სხვა რა მაიძულებდა შენისთანა ანჩხლი დედაკაცის ქმრობასაო... - ცამეტი წლის დათა, უსმენდა მამას და ნატრობდა ოდესმე ასეთი სიყვარული განეცადა.კიდევ უამბო ცოტაოდენი მოხუცების კინკლაობაზე და კვლავ მშენებლობის საქმეს მიუბრუნდა.- მოკლედ ასე გადაწყვიტა პაპამ, რომ თბილისში საუკეთესო ადგილას დიდი სახლი უნდა მქონოდა და არქიტექტორი დაიქირავა. ხევსურეთსა და თბილის შორის ვიყავით გაკიდებული მთელი ოჯახი. ერთი აგურიც კი არ დადებულა ჩვენი მეთვალყურეობის გარეშე. ჩემს გამო ააგო პაპამ ეს, იმ დროსთან შედარებით ძალიან თანამედროვე სახლი და საუკეთესო სტუდენტობა მაჩუქა. ვაჟაც ჩემთან ერთად ხცოვრობდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ ისევ მშობლიურ მხარეში დავბრუნდით. გვინდოდა ჩვენი ცოდნა იქ გამოგვეყენებია. უფრო სწორად დედაშენის ბრალია. - გაეციან კაცს და პატარა დათას, რომელიც გარინდული უსმენდა თავზე ხელი გადაუსვა. - უნივერსიტეტში მის გამო ჩავაბარე, სკოლიდან ყურებამდის შეყვარებული ვიყავი და დამავრების შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნება რომ გადაწყვიტა, მეც უკან გავეკიდე. ერთი წელი დავყავით მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მე დედამ და ვაჟამ. ისე შეეპყრო სამსახურს წამოყოლას სულაც არ ფიქრობდა. მე მის გამო დავდიოდი სამსახურშიც, ვაჟა კი მე მიწევდა სოლიდარობას. მერე ვეღარ მოვითმინე, მოვიტაცე და იმ მონადირის სახლში წავიყვანე პაპაჩემმა რომ ააგო. მერე ისევ პაპას დაჟინებული თხოვნით დედაქალაქში დავბრუნდით. ჩვენ აქედან ხელს შეგიწყობთ საიმისოდ, ქალაქში რომ მოიწყოთ ცხოვრებაო. ასე რომ რაც მაქვს მეტწილად დიდი დათა არაბულის დამსახურებაა. სხვათაშორის შენ ამართლებ მის სახელს, ძალიან გავხარ.“ - თბილი ღიმილიანი ხმით შენიშნა ბოლოს ვეფხვიამ. იხსენებდა დათა მამის მონათხრობს და კვლავ სახლისა და ეზოს თვალიერებას განაგრძობდა. მერე მუხის ხის ძირისკენ გაიხედა, სადაც ეს ისტორია უამბო. იქ ისევ იდგა ორი სკამი და მაგიდა. ოღონდ არა ის ძველი. ისინიც ისე შეუცვლიათ, როგორც თავად დათა გამოიცვალა ამ წლების მანძილზე- გარეგნულად და ცოტათი განსხვავებული შიგა მასალით. თუმცა ისინი კვლავინდებურად ხის იყო, დათა კი ისევ დათა. დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა სამეულს და იმ მხარეს დაჯდა სადაც წლების წინ მამის მონათხრობ ისტორიას (და არა ერთს) უსმენდა. სევდიანად გახედა გვერდი ცარიელ სკამს და მაგიდიდან წიგნი აიღო. გადაშლის შემდეგ მიხვდა, რომ ის ძველი დრო აღარ იყო და ახლა ამ წიგნის მაგიდაზე აღმოჩენა მხოლოდ ნანას კარგად შემონახული მოგონებების წყალობა იყო. დათას ყველა ჩვევა ახსოვდა ქალს. კიდევ ერთხელ გახედა მრავალწელგამოვლილ ნაგებობას და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ შენს სახლზე ძვირფასი, თბილი, მყუდრო და საიმედო ქვეყნად არ არსებობს რა. - ბებერ დათას ვახლავართ. - ჯერ წაუსტვინა ვანომ და მერე შესძახა. - რა მოიგონე ვანო ? - წიგნიდან თავი ამორგო დათამ და ი მიაჩერდა იმის მოლოდინით თუ რას ეტყოდა. - შუადღისას შუა ეზოში, ჩრდილის ქვეშ, სარწეველა სკამზე წამოსკუპებით წიგნის კითხვა, იმ დროს როცა ქალაქში სიცოცხლე ჩქეფს, მეტი რაღა გინდა? ერთი სათვალე გაკლია და ეგაა რაა. - დაბეჯითებით ჩამოარაკრაკა სათქმელი გიგაურმა, ერთი ისკუპა და ლაშას თავისუფალ სკამზე დაჯდომა დაასწრო. - ძალიან რომ გაკლია ხვდები ? - ჰკითხა მამიდაშვილს და ისევ წიგნს მიუბრუნდა. - რა მაკლია ? - ისე სახით იკითხა თითქოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას გულისხმობდა დათა. - ამის ცანცარს საზღვარი ხომ არა აქვს. - მიხვდა, რომ ახლა წიგნის კითხვას არავინ დააცდიდა. დახურა, მაგიდაზე დააბრუნა და ლაშას გახედა, საიდანღაც სკამს რომ მოათრევდა. - მოიცა დაგეხმარები. - ვანომ შეწუხებულმა მიაგება სიტყვები უკვე მოსულ ბაკურაძეს. - მაგ შენ იუმორში ჩაგახჩობ იცოდე. - დაემუქრა ლაშა და მოწყვეტით ჩაჯდა მოწნულ სკამში. - ორი უცხვირ-პირო.საერთოდ ის მიკვირს, თქვენ ორთან რა საერთო მაქვს. - მე ის მაინტერესებს, თქვენ ორნი ასე ერთმანეთს როგორ ემთხვევით და თავზე დამადგებით ხოლმე. - ჩვენი დამთხვევა გუშინ არ გიდარდია, რესტორნის პარკინგზე უმანქანოდ რომ მიმატოვე და ბაღის მოსწავლესავით ლაშას წაყვანის ანაბარა რომ დამტოვე. - როგორც იქნა მიეცა საშუალება გუშინდელი გაეხსენებია დათასთვის. ცნობისმოყვარეობა კლავდა, იქნებ რაიმე დავაცდენინოვო. - ასე თუ უნდა გეტირა გეთქვა და შენც წაგიყვანდი. - მიუხვდა საითაც მიჰყავადა საუბარი. - ღმეთმა დამიფაროს ! - შეიცხადა ბიჭმა. - სრულიად ზედმეტი, უფრო მეტიც „მურმანის ეკალი“ ვიქნებოდი . ისე, ავტომობილის საპირისპირო ზოლში გაჩერება არ შეიძლება. - ასე ოსტატურად მიახვედრა სარკაზმში დახელოვნებულმა ვანომ, დაგინახე და ახლა სულ არ აქვს მნიშვნელობა მომიყვები თუ არაო. - მითხარი, აქ რამ მოგიყვანა. თან იქნებ ესეც გაჩუმდეს. - ვანოთი გულგაწყალებული ბაკურაძეს მიუბრუნდა, მაგრამ მის სახეზეც ღიმილს რომ მოჰკრა თვალი მოთმინება გადაეწურა. - ახლა ორივეს გაგყრით აქედან ! - კარგი ვანო, გვეყოს ახლა ! - ლაშამ გამოიჩინა გონიერება და ვანოსაც ამავესკენ მოუხმო. მიხვდა, რომ ახლა დათა არ იყო ხუმრობის ნოტაზე. - არის რამე სიახლე? - კვლავ ცაეკითხა ბაკურაძეს. - წერილის გამომგზავნი ისევ ანონიმური რჩება. ფაქტია ძალიან არ სურდა ვიანობა გცოდნოდა და როგორც ჩანს არც გამოჩენას აპირებს. - თუ ის სიმართლე, რომელსაც გულისხმობს ასე მნიშვნელოვანია, კიდევ გამოჩნდება და ვინაობასაც გაამხელს საჭირო დროს. - ისე, საინტერესოა ვინ არის ასეთი პროფესიონალი. გაგუას და დვალის დამალული საქმეების გავედით და ეგ რა მიუგნებელი გაგვიხდა. - რაო გაგუამ ? - რაო და უფრთო ანგელოზი ვარო. ზურაბ დვალის ნაკეთები „კეთილი“ საქმეების დოსიეს მალე გადმოგცემ, მაგრამ მაგ კაცი ისეთი სუფთა ისტორიითაა ლამის წმინდანად შევრაცხო. - ეგ იმ მდინარის ამბავს გავს, ზედაპირზე კამკამა წყალი რომ აქვს, სიღრმეში ჩასულს კი შლამის მრავალი ფენა გხვდება. - ვიცი, მაგრამ არანაირი კვალი არაა. ოჯახიც კი არ ჰყავს. მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს. მარტოსული პატიოსანი ბიზნესმენია. - ნატესავებზე გადი, ეცოდინებათ რაიმე. - არ ჰყავს. კაცია გენეოლოგიის გარეშე. საქართველოს მასშტაბით მის მოგვარეებს თუ არ ჩავთვლით. - მოიცა კაცო ეგ როგორ, ნათესავებიც არ ჰყავს ? ეგ რა ამოწყვეტილი ყოფილა. - წამოიყვირა ვანომ და გონებაში წამში რაღაც განათდა. ცოტახნით სამვე გაჩუმდა და დაფიქრდა. - თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე ? - დაეჭვებული მზერით იკითხა დათამ. - გურამ გაგუას უკან სხვა პიროვნება იმალება. - დარწმუნებით გააჟღერა ვანომ. - ამას აქამდე, როგორ ვერ მივხვდით. - დათამ ნირწამხდარმა ამოილაპარაკა, წელში მოიხარა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა. - მთავარია ახლა მივხვდით. - დაამშვიდა ვანომ. - ხომ იცი რაც უნდა ქნა? - შეეკითხა არაბული ლაშას. - ქვესკნელში უნდა ჩავძვრე თუ საჭირო გახდა. - სიცილით უპასუხა მან.- არ იქნება ადვილი, დროც დაგვჭირდება, მაგრამ გავარკვევთ. - ეჭვი მაქვს, რომ ამ ამბებში ძაღლის დიდი თავია დამარხული. - ღრმად ამოისუნთქა ვანომ და ფეხზე წამოდგა. - ამ წუთას დგებუაძის ამფსონი ამირეჯიბის სანახავადაა მისული. - გაახსენდა ლაშას კიდევ რის სათქმელადაც იყო მისული. - სამწუხაროდ საუბრის ჩაწერა არ შეგვიძლია. იმედი მაქვს შენი ვინაობის გასამხელად არ გაგზავნა იქ. - დარწმუნებული ვარ ჯერ არ ეტყვის. ახლა ეჭვებშია დგებუაძე და სანამ ამ ეჭვებს არ გაიფანტავს ჩემი ვიანობის ანდროსთვის გამხელა არ აწყობს. მანამდე კი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება. - რა ეჭვებში ? - ჩაეკითხა ვანო. - დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ- ცოტახანს შეყოვნდა დათა. - თუ ვაჟას სიკვდილში დგებუაძის, ან იმ ორის ხელიც ურევია, ჩემი ხელით ამოვაცლი გულს. - თვალებში ისეთი ბრაზი ჩაუდგა გარემომმაც კი იგრძნო მისი სიცივე. - დავუშვათ ასეა და ახლა დგებუაძე იმ ორთან ერთად ფიქრობს, რომ ამ ამბების გარკვევას ცდილობ ამირეჯიბების დახმარებით, ამის შემდეგ შენს ცხვირწინ ტრიალსა და ომის გამოცხადებას გაბედავდა? - საუკეთესო დავდაცვა თავდასხმააო, ხომ გაგიგია ვანო? - კითხვითვე უპასუხა მამიდაშვილს. *** ამირეჯიბისა და დგებუაძის ამფსონის შეხვედრა, ვიზიტების ოთახში გაიმართა თვალის ასახვევად, თითქოს ჩვეულებრივი მონახულება იყო და ჯონის ძალიან აწუხებდა მისი კლუბის ყოფილი მუდმივი წევრისა და წყალწაღებული ნარკომანის ბედი. ხოლო ისე მოაწყეს რომ მათგან თითო მაგიდის გამოტოვებით მჯდარიყვნენ სხვა ადამიანები, რათა საუბარი თავისუფლად შეძლებოდათ. ანდროს შემოსვლის წამიდან ეტყობოდა, რომ სულაც არ იყო მოხიბლული ამ სტუმრით. მოვალეობის მოხდის მიზნით მიესალმა და უღერღილოდ დაჯდა სკამზე. შეძლებისდაგვარად ჩუმად საუბრობდნე, ისე რომ არავის გაეგო. დროდადრო ადნროს გავეშებულ სახეს თუ მოჰკრავდა კაცი თვალს, დაჭიმული ყბებიდან ნათქვამს რომ მიაყოლებდა ხოლმე. განკუთვნილი დროით სრულად ისარგებლეს მოსაუბრეებმა. მხოლოდ ანდროს ბოლო სიტყვებს მოკრეს ყური, ჩემს დას ახლოს არ გაეკაროთ, თორემ უკან არაფერზე დავიხევო. სასტიკად გამაფრთხილებელი იყო მისი ცივი ხმა. წინ მდგომმა კი მხოლოდ სარკასტული ღიმილით უპასუხა. *** უჩვეულოდ ნათელი დილა გაუთენდა არიდას. ისევ აღმაფრენაში იყო.მას ხომ პირველი ამბორი მოპარეს. თანაც სასურველმა ადამიანმა და ალბათ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად ამის სემდეგ. დათასადმი გრძნობასთან ერთად იმედმა დაისადგურა მის გულში. მის გულში იმედი სულ იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირმა.ისეთმა გულის სწორის პოვნის შემდეგ რომ უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს. მერე დედის დარიგება გაახსენდა, მაგრამ ცუდი ფიქრები სწრფადვე უარყო. ეს მე არ დამემართება, მის თვალებში მხოლოდ სიკეთეს, ნდობას ვხედავ, ის მე არ გამწირავსო, შეაგონა თავს. *** - ლადო ბიძია, ამ ტომარაში რა გიდევს? მათ სკამებს შორის ძლივ ჩაკვეხებულ წითელ ტომარაზე ანიშნა. უკვე დიდი ხანი აწუხებდა ეს კითხვა გოგონას . ვერც კი დათთვლის რამდენჯერ დაინახა, როგორ გადადებდა ხოლმე კაცი გვერდით, მისი ავტობუსში ასვლისას. - შენ თვითონ ნახე. - ღიმილით უპაუხა კაცმა და შუქნიშანთან შეანელა სვლა. გოგონა ტომარასკენ დაიხარა, მჭიდროდ ჩაეჭიდა, სიმძიმისაგან არ გამივარდესო და ასწია. დაახლოებით ისე დაემართა, როგორც წინ ღამით კართან. მთელი ძალით აქაჩული ტომარა ბუმბულივით აფრინდა ჰაერში და რომ არა მისი სწრაფი რეაქცია, უკანა სავრძელზე მგზავრს დაეცემოდა. - ბუმბული ჩაყარე? - გოგონა ხან კალთაში ჩადებულ ტომარას უყურებდა, ხანაც კაცს. - შენ ზიხარ ! - მშვიდად უპასუხა ლადომ და შუქნიშანთან გაკეთებული „აბგონის“ ავტორი გვარიანად გამოლანძღა. - რა? მე სად ვზივარ ლადო ბიძია ? - ვერაფრით მიხვდა რას ეუბნებოდა კაცი. - მაგ ტომარაში შენ ზიხართქო. სხვათაშორის მასაც არიანდა ჰქვია. მართალია შენსავით მშვენიერი ვერ არის, მაგრამ ეცადა ჩემი მეუღლე. რაც მთავარია შენსავით ფერადია. - ღიმილით უხსნიდა ლადო გაოცებულს, რომელსაც ვერ გაეგო, რას გულისხმობდა კაცი. - შენ რომ არ ხარ, შენს ადგილ იკავებს ხოლმე. - ესეიგი ეს ადგილი ჩემი საკუთრებაა? - როგორც იქნა გამოერკვა არიდა. - იმ დღიდან როდესაც პირველად დაჯექი. მას შემდეგ მად- სკამისაკენ მიუთითა- სხვა მგზავრს ვერ ვეგუები. თავიდან რომ ჯდებოდნენ ხომ არ დავუშლიდი, სირცხვილი იქნებოდა, მერე ეს იდეა მომივიდა და ჩემმა თამილამ შემიკერა. ისე გამოიყურება თითქოს მძიმე ტვირთი იდოს. თვალს კი უხვევს მგზავრებს და ... - ჩუმად გადაულაპარაკა და მერე გულიანად გადაიხარხარა ლადომ. - მას შემდეგ არიანდა სულ ჩემ გვერდით ზის ხან ცხადად, ხან ამ ბუტაფორიის სახით. ასეა ჩემო გოგონა, როდესაც ადამიანი გვეძვირფასება რას არ ვიგონებთ, მისი ადგილი არავინ რომ არ დაიკავოს. ხან ბურაფორიას ხანაც მის ლანდს ავიჩემებთ და სულ თან დაგვყვება. - ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს ცხოვრება ზედმეტად რთულია და ვიღლები მასთან ჭიდილით, მაგრამ მერე ისეთი რამ ხდება, აი მაგალითად, შენ ბუტაფრორიული ტომარა-არიანდათი, - კალთაში, ნივთ დახედა და გაეღიმა- აზრს მაცვლევინებს. მიმარტივდება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. - ბედნიერების ცრელმებით აევსო თვალები არიდას. - რა არის ცხოვრება ლადო ბიძია ? - არ არის მარტივი შეკითხვა ჩემო მშვენიერო. - მჯერა, პასუხი გექნება. - ამ კითხვას იმდები პასუხი აქვს, რამდენი ადამინიც ცხოვრობს დედამიწაზე ჩემო მშვენერო. ყველას თავისი შეხედულება და განმარტება გააჩნია. უმრავლეს შემთხვევაში ეს აზრი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. რახან ახლა მაგ კითხვას მე მისვამ, მოდი, მეც ჩემი შეხედულებით გიპასუხებ- ცხოვრება წრეა. თითქოს ყოველ ჯერზე წინ მივიწევთ სინამდვილეში კი წინსვლით წრეზე ვბრუნავთ. რამდენადაც შორს არ უნდა გავიჭრათ, ბუმერანგის ეფექტი ისევ დასაწყისში გვაბრუნებს. მე არ ვგულისხმობ მიღწეული წარმატების ბანკროტს, სულაც არა. შესაძლოა ადამიანის წარმატებამ ევერესტის მწვერვალები დაიპყროს. მარტო მატერიალურით არ შემოიფარგლება ცხოვრება, ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ არა მთავარი. მე გვგულისხმობ ყველაზე ფასეულს, ადამინობას და ეს ადამინაობა მრავალ თვისებას მოიცავს. სწორედ ეს ჩვენი ადამინობა ბრუნავს წრეზე, თუ ის არ გაგვაჩნია, რა მონდომებითაც არ უნდა მოვიგონოთ თითქოს გვაქვს, ერთი უმნიშვნელო მოცურება და ისევ საწყის, უღირს მდგომარეობას ვუბრუნდებით. თუ ის გაგვაჩნია, რამდენადაც არ უნდა გინდოდეს არასწორ მხარეს გადაუხვიო, სინდისი ისევ წრეში გაბამს და იქ გაბრუნებს სადაც შენი ადამიანობის საწყისია. სწორედ ჩვენი ნაბიჯები ქმნის, შემდგეომში ჩვენს მშვიდ ან მშფოთვარე ცხოვრებას არიანდა. რასაც გავცემთ ის გვიბრუნდება, რადგან უფალის განგება ყველაზე სამართლიანია და ეს სამართალია ჩვენი მრავალჯერ გავლილი წრის დასსრული. ახლა რაც შეეება ამ წრეზე დაგახდენილს.მოდი ახლა ცხოვრების მოდელად ეს ჩემი ავტობუსი ავიღოთ. მე ყოველდღე გავდივარ ამ ავტობუსთან ერთად ამ გზას, რომლიც სწორედ რომ წრეა. თანაც რამდენჯერმე. გასაღებს რომ გადავატრიალებ და დავძრავ, ამის შემდეგ არ ვიცი რა შეიძლება შემემთხვეს, მაგრამ მე ყოველთვის ყურადღებით ვარ. ვცდილობ უშეცდომოდ ვმართო, გავუფრთხილდე სხვასაც და საკუთარ თავსაც. თუმცა ზოგჯერ დაკვირვებისდა მიუხედავად, რომელიღაც ჩიხიდან შესაძლოა მოულოდნელად გამოვარდეს მაღალი სიჩქარით მომავალი, სრულიად უკონტროლოდ მოძრავი ავტომობილი და დამეჯახოს.ამ შემთხვევაში მე კი მივდიოდი ფრთხილად, მაგრამ სხვისი „ცუდი საქციელის“ გამო დავისაჯე. უსამართლობად მეჩვენბა, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.კაცმა არ იცის რა მოხდება ამის შემდეგ, მაგრამ თუ გადავრჩი, უფრო მეტად ფრთხილი გავხდები. ან შეიძლება შევუშინდეს კიდეც და აღარასდროს გავეკარო საჭეს. ამ ყველაფერსაც თავის მიზან-შედეგი აქვს. აი, განსაკუთრებით ფრთხილი მაშინ ვხდები, როდესაც ჩემს ავტობუს-ცხოვრებაში სხვა ადამინაებიც ამოდიან. მართალია მესაჭე მე ვარ, მაგრამ მარტო „მე“ აღარ ვარ.- კაცმა ერთ- ერთ გაჩერებაზე შეაჩერა და მგზავრები ამოატარა. - ეს გაჩერება - კვლავ განაგრძო, როდესაც შეატყო გოგონა მთელი გულისყურით უსმენდა.- ყველაზე მოსახერხებელია, მოწესრიგებულად დგას სხვა ტრანსპორტიც და მგზავრიც. მეც მშვიდად დავაჭერ ხოლმე მუხრუჭს და ველოდები. ასეა ცხოვრებაშიც, რაღაცის კეთება სიმარტივის გამო გვიადვილდება. ამის მომდევნოზე ისეთი არეულობაა შესაძლოა მგზავრი პირდაპირ ბორბლებში შეგივარდეს, არასდროს მხიბლავს იქ გაჩერება მაგრამ ველდებული ვარ გავაჩერო, რათა იქ იმ ადამიანებმა შეძლონ ამოსვლა ვისთვისაც ეს მარშუტია დანიშნული. ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე არასასურველი გაჩერებიდანც შემოდიან, რადგან მათი დანიშნულებაა შემოვიდნენ. ამ წრეზე მე მაქვს ჩემი საყვარელი გაჩერება, იქ ჩემი მშვენიერი არიანდა მხვდება ხოლმე. ყველას აქვს ცხოვრებაში ასეთი ადგილი ან ადგილები, იქ მათთვის ძვირფასი, საყვარელი ადმინები ხვდებიან. - ღიმილით გადახედა გოგონას. - არიანდა ჩემი მუდმივი მგზავრია და სულ არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად იჯდება თუ არა ჩემს გვერდით. თუმცა უკეთესია ფიზიკურად იჯდეს.- თმებზე მიეფერა გოგონას. - როდესაც ყველა სავარძელი მგზავრით ივსება, მე გაუჩერებლად განვაგრძობ გზას, რადგან სხვისთვის ადგილი აღარ მაქვს. ჩვენს ცხოვრებაში ყველას თავისი სხვადასხვა დანიშნულების ადგილი აქვს ჩემო მშვენიერო და როდესაც ისინი ივსება, ჩვენ უბრალოდ აღარ გვსურს გავჩერდეთ სხვებისთვის და ასე განვაგრძობთ მათთან ერთად მგზავრობას. - ცოტახანს შეჩერდა კაცი, კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და ალბათ განაგრძობდა კიდეც, მაგრამ არიანდამ კითხვა შეცვალა : - სიყვარული ლადო ბიძია ? - მორიდებით იკითხა და მეტი ინტერესი გაუკრთა შეკულ პირი-სახეზე. - ოჰ, ეგ ყველაზე დიდი მუხრუჭი და ამავედროს ყველაზე მაღალი სიჩქარეა ჩემო მშვენიერო. - ეგ როგორ? - როდესაც ერთ-ერთ გაჩერებაზე განსაკუთრებულ მგზავრს ხედავ იქ ამუხრუჭებ ყველაზე ძლიერად და ხანგრძლივად. უცდი ვიდრე არ ამოვა. როდესაც ამოვა და ხვდები, რომ ერთადერთი და შეუცვლელია, ის სამუდამოდ იკავებს ადგილს შენ ცხოვრებაში. მერე ბედნიერების ყველაზე მაღალი სიჩქარით მიდიხარ ცხოვრების წრეზე მასთან ერთად. მრავალჯერ მოგიწევს შეჩერება, მაგრამ არასდროს მის ადგილას სხვის ამოსაშვებად. შენ მასთან ერთად, ის კი შენათან ერთად უვლის ცხოვრებას სიყვარულის წრეს. - ზოგჯერ ხომ ხდება, რომ ისინი მიდიან ?! - ხდება სამწუხაროდ, მაგრამ თუ ნამდვილი სიყვარულია, წრფელი გრძნობაა, შენი გული და არსება მნიშვნელობას ვეღარ ანიჭებს ის შენს გვერდითაა თუ არა. სადაც არ უნდა იყოს ის, უბრალოდ გიყვარს. ის შენში ცხოვრობს. ჩვენ ხომ უფალი უხილავად გვწამს და გვიყვარს. ასე გემართება, როდესაც წრფელი სიყვარული გეწვევა ადამიანს, ისეთივე სუფთა და უანგარო, როგორც უფლის სიყვარულია და ის სიკვდილის ბოლო წუთამდე და მას შემდეგაც კი ბუდობს ჩვენში. - ესეიგი ცხოვრება ადამიანობა და სიყვარულია. - კი. ცხოვრება სიკეთე და სიყვარულია. - მადლობა ლადო ბიძია ! - მთელი გულით უთხრა კაცს, ჩანთიდან შავი ფერის მარკერი ამოიღო და ტომარას დიდი ასოებით დააწერა „არიანდა“. - ასე უკეთესია ?! თანხმობის ნიშნად გაუღიმა და თავი დაუკრა კაცმა. - არიანდა, - ჩასვლის წინ წამით შეაჩერა გოგონა. - პატიება. არც სიკეთე და არც სიყვარული არაფერია პატიების უნარის გარეშე, რადგან ეს ადამიანობის აღზევებაა.- ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე სათქმელი დაასრულა კაცმა და მგზავრობის საფასურიანი მარჯვენა ხელი დაუჭირა გოგონას, თბილად აკოცა და უკან გააბრუნებია. ცხოვრების ლადოსეული განმარტების შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა მასში განცდა იმისა, რომ მთელი მისი არსებობის მანძილზე სიკეთესთან და სიყვარულთან თანაცხოვრობდა. თუ არ ჩავთვლით იმ წყვდიადისთვალება ბიჭისადმი მასში აღმოცენებულ ახალ, სხვაგვარ სიყვარულს. და პატიება ? - როგორ შეაკრთო ამ სიტყვის მნიშვნელობის გააზრებამ. ეს ხომ მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, ქუჩაში რომ დაგვეჯახებიან, მერე ბოდიშს მოგვიხდიან და ჩვენც ადვილად ვპატიობთ ხოლმე. რა თქმა უნდა არა. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც არსებობის მანძილზე საპატიებელი გვიხდება სხვა ადამინების მიმართ და მართლაც რომ ყველაზე დიდი უნარია, რაც კი კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანებს გააჩნიათ. ყველაზე მაღალი ზნეობის მაჩვენებელი და ყველაზე ღირებული. რომ არა პატიება, ადამიანებს ერთმანეთის მიტევება რომ არ შეგვეძლოს, წარმოგიდგენიათ რამოდენა ბოროტების დატევა მოუწევდა ისედაც დამძიმებულ დედამიწას? სწორედ რომ მიტევებით იწყება სათნოება ადამინთა გულებში და შემაკავებელი რგოლი ხდება ბოროტებისა. რაც ლადოს ბოლო სიტყვებმა არიდას სულში ნათურაა აანთო, უპირველესად ვინ გაახსენდებოდა თუ არა მამა-მიხეილ ამირეჯიბი. მეორე რიგიდში კი ძმა- ანდრო ამირეჯიბი. ანდროს შემთხვევაში სიმსუბუქე იგრძნო. თითქოს სინდისმა უკარნახა, რომ შორეულ ჯურღმულებში მისთვის ნაპატიებიც კი ჰქონდა. მისი მეხსიერება ნელ-ნელა ივიწყებდა ყველაფერს, რაც ანდროსთან ცუდ მოგონებებს უკავშირდებოდა. პატიებაც ხომ სწორედ დავიწყება იმ ცუდისა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ლუკას გამოც კი არ მივიდოდა მასთან დახმარების სათხოვნელად. მის გონებაში ანდროს გადალახვის შემდეგ, პირველად გახსენებული და წამსვე მივიწყებული მამა კვლავ ამოტივტივდა. იქნებ აქ თავად ფაქტი არ აძლევდა დავიწყების, პატიების საშუალებას ? ფაქტი იმისა რომ წავიდა დატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.არ დაინტერესებულა რას ჭამდა, რას სვამდა, რა ტკიოდა, რა უჭირდა. წავიდა და სიცოცხლეში დააობლა ქალიშვილი, ვისზეც მზე და მთავრე ამოსდიოდა, ვისთვისაც მამა ბედნიერებასთან, ფერად ცხოვრებასთან იყო კავშირში. დააქვრივა ქალი, რომელისთვისაც მეუღლე დედამიწის ღერძი იყო, ქალი რომელსაც ერთ დღეში ჩაუქრა სიცოცხლის ფერი და მას შემდეგ მხოლოდ იმისთვის სუნთქავს, რომ შვილს სჭირდება. შვილს, რომელიც დედის ამ სუნთქვას ღამეში რამდენჯერმე ამოწმებს იმის შიშით, არ შეწყვიტოსო. უპატრონოდ დატოვა ისედაც გზასაცდენილი ერთადერთი ვაჟი. ეს იყო ფაქტი არიანდასთვის და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მიზეზს. მიზეზის მოსმენის სურვილი რომ ჰქონოდა, რომ სცოდნოდა იქნებ შეძლებოდა კიდეც მისი პატიება. ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყო მისი ადგილსმყოფელით, ერთხელ მაინც ენახა, იქნება რაღაც შეცვლილიყო მასში... მაგრამ ჯიუტად არ სურდა, არც ნახვა, არც პატიება. ტყუილად კი არ გაიძახოდა მამა არ მყავსო. ყველა ის არგუმენტი მოიშველია რითაც აქამდეც აჯერებდა თავს, რომ სწორად იქცეოდა, მაგრამ ახლა რატომღაც ვერ უშველა. ლადოს სიტყვებს იმდენად მოეხდინა მასზე გავლენა, ვერა და ვერ დაამშვიდა გულში გაჩენილი სინანულის გრძნობა. - ხო ყველაფერი კარგადაა? - ხმამაღლა ჰკითხა რესტორნის შეფ-მზარეულმა მას შემდეგ, რაც სამჯერ გაუმეორა ერთიდაიგივე, თუ როგორ უნდა დაეჭრა ბოსტნეული კონკრეტული კერძისთვის, ის კი არც პასუხობდა და არც ტექნიკას ცვლიდა. - კი, კი. - საჭრელ დაფაზე მიშტრებული თვალი ახლა შეფ-მზარეულს მიაპყრო და დაბნეულმა უპასუხა. - აბა გამიმეორე რაც გითხარი ! - ორმოცდახუთ წლამდე მამაკაცი ღიმილით დაუდგა წინ და მარჯვენა ხელით სამუშაო მაგიდას ჩამოეყრდნო. - ხომ ყველაფერი კარგადააო, მკითხე. - ეგ კი არ გკითხე, დავიყვირე. - გაეცინა კაცს. - მანამდე რაც გითხარი ის გამიმეორე. - მანამდე არაფერი გითქვამს. - სამჯერ გითხარი ჩემო გოგონა, სამჯერ, ეგ ბოსტნეული, - საჭრელ დაფაზე დაწყობილ სხვადასხვა სახის ბოსტნეულს დააჩერდა კაცი და საჩვენებელი თითიც მათკენ გაიშვირა.- მოზრდილი ზომის ოთხკუთხედებად დაჭერითქო. პასუხი რომ არ გამეცი და ეგ ბოსტნეულიც ,- ხელში აიღო კიტრის მომცრო ზომის ნაჭერი და ზედმეტად კრიტიკული მზერით შეათვალიერა, - გაურკვეველი ფორმის ნამცეცებად აქციე, მას შემდგეგ დაგიყვირე. - ისე გულღიად გაეღიმა კაცს გოგონასაც გადასდო. - არ გჩვევია შენ უყურაღებობა. ხოდა ახლა გიმეორებ, ხომ ყველაფერი კარგადაა? ერთი ამოიხვნეშა არიანდამ, დანას ხელი შეუშვა, ბოსტნეულიანი დაფა კუთხეში მიაჩოჩა და სასაუბროდ მოემზადა. ვალერიც მის მოპირდაპირე მხარეს, მაგიდას მიეყრდნო, ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ქვეშევრდომისგან ახსნა-განმარტებას იბარებდა. მის ამ ჟესტზე სულ ეღიმებოდა ხოლმე არიდას. გაცნობის პირველივე დღიდან თბილად მიიღო ვალერიმ. როგორც კი სხვებისთვის მითითებების გაცემას და სხვადასხვა საქმეების კეთებას დროს მოპარავდა, ასე დაუგდებოდა და მხიარულად საუბრობდნენ ხან რაზე და ხან რაზე. ძირითადად მაინც პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით . გამოცდიელბასა და კერძების მომზადების ტექნიკას, თეორიული და პრაქტიული თავლსაზრისით ისე მხიარულად უზიარებდა გოგონას, თავი გასართობ შოუში უფრო გეგონებოდა კაცს ვიდრე ხუთვარსკვლავიანი რესტორნის სამზარეულოში. სხვებთან მუდამ მომთხოვნი, სერიოზული ურთიერთობების მქონე შეფ-მზარეული არიდასთანს სრულ ტრანსფორმაციას განიცდიდა. ჩემი განტვირთვა ხარ, შენი უბრალოება და სუფთა გული მალამოდ ედება ჩემს გადაღლილ არსებობასო, ხშირად ეუბნებოდა ხოლმე გოგონას და თავის მხრივ დადუნასთვის სპეციალურად მომზადებული კერძებით, რომელსაც დიდი დავი-დარაბის შემდეგ ატანდა, უხდიდა მადლობას . ერთხანს უხმოდ იდგა ორივე. ვალერი ელოდა. არიდა კი სასაუბრო თემის მოფიქრების მიზნით ხან თვალებს მოჭუტავდა და გარემოს შეათვალიერებდა, ხან ცხვირს სასაცილოდ აპრიხავდა, ხანაც ტუჩებს მოკუმავდა და წარბებს მაღლა აზიდავდა. ამ სასაცილო მიმიკებით ამხიარულებდა ვალერის. როგორც იქნა იპოვა თემა, პირიც გააღო სათქმელად, მაგრამ ქეთიმ სიტყვა გააწყვეტინა: - არიანდა, თუ გცალია ჩემს ოთახში ავიდეთ. მოხდენილად შემოაბიჯა სამზარეულოში, მიუახლოვდა მოსაუბრეებს, ერთი გაკვირვებით დახედა დაჭრილ-დაქუცმამცებულ ბოსტნეულს, წითელი ტკბილი წიწაკა გამოარჩია და მადიანად ჩაახრაშუნა. - ვალერიკო შენ როგორ ხარ ? - ახლა კაცს მიუბრუნდა თბილი მოკითხვით. - ვიფიქრე ვერ შემამჩნიათქო. - უპასუხა მან.ხილით სავსე ლანგრიდან მანგო აიღო და ქეთისაკენ ისროლა. - დაიჭირე, ეს უფრო სასარგებლოა, თანაც გემრიელი. - ავიტამინოზს სულაც არ განვიცდი ვალერიკო. - ძლივს დაიჭირა მანგო და სიცილით მიუგო. - სხვათაშორის ყველა ჩვენ გვიყურებს. - პერსონალზე ანიშნა. - პირველად ხომ არ გვხედავენ ?! - გაიკვირვა კაცმა. - რაღაც მშვენიერ ხასიათზე ხარ შენ. - მანგოთი სავსე პირიდან, ტუჩების ცმაცურით შენიშნა. - მართლა გემრიელია. -ნეტარებით ამოილაპარაკა ბოლოს. - უნდა დაუჯერო ბავშვობის მეგობარს ქეთევან. შენგან განსხვავებით მკუხე ვაშლის ჭამას არ გაიძულებ. - თავშეკავებულად გაეცინა კაცს. მაინდამაინც არ ხიბლავდა ის ფაქტი, თანაშემწენი ასეთ აცეტებულს როცა უყურებდნენ ხოლმე. - არიდა წამოხვალ, ვიდრე ამან მთელი ბავშვობის ცოდვები შემახსენა ? - საჩქაროა ? - ჰკითხა, მათი ცქერით გამხიარულებულმა და უცებ სახე შეეცვალა, დაუსევდიანდა. ალექსანდრე გაახსენდა. - არც ისე, მაგრამ მერე ვახოსთან ერთად გავდივარ და ... მოკლედ ცოტა წავისაუბროთ. - წაყევი, ჩვენ მერე განვაგრძობთ. მანამდე აქაურობას მივხედავ, თორემ აშკარაა საქმეს მოცდნენ. ქეთი გაუძღვა კაბინეტისაკენ. არიანდაც დასჯილი ბავშვივით გაჰყვა. მეორე სართულზე ადმინისტრაციის მხარეს რომ გადაუხვიეს შემთხვევით ასანიძე შეეჩეხათ. უხერხულობისგან ადგილზე გახევდა გოგონა. უკვე მესამე დღეა თავს არიდებდა მასთან შეხვედრას. ან რა იყო თავის ასარიდებელი, არიდას მასთან რა ბრალი მიუძღვოდა, მაგრამ რატომღაც მის განაწყენებას მაინც ერიდებოდა გოგონა. - გამარჯობა ! - ცივი ხმით მიესალმათ ბიჭი. ქეთი კი ჰყავდა ნანახი, მაგრამ თითქოს ორივეს ესალმებოდა. წყენისდა მიუხედავად ვერ შეძლო უსიტყვოდ ჩაევლო ძვირფასი ქალისთვის. - გაგიმარჯოს. - თვალი აარიდა ასანიძის დაჟინებულ მზერას. - ქეთი, შენ უთხარი. როგორც ჩანს ჩემთან საუბრაი არ სიამოვნებს. - ზურა, - არიდამ მაღალი ტონით მიმართა. ასანიძესაც სმენა დაეძაბა მოლოდინით. - კარგი არაფერი. - გადაიფიქრა, რადგან არც თუ ისე კარგის თქმას აპირებდა და მიხვდა, ეწყინებოდა ბიჭს. ზურა კი მაზად იყო მისი ხმით ნებისმიერი რამ მოესმინა, თუნდაც ცუდი. მისთვის შემთხვევითაც რომ გაეხედა ამაზეც კი მადლობელი იყო და ახლა მისი პირით ნათქვამი თუნდაც უკმეხ სიტყვას ღვთის წყალობას მიაწერდა. წლები ეტრფოდა გოგონას ბიჭი. ჩვიდმეტი წლის იყო ქეთიმ სამუშაოდ რომ მიიყვანა და დანახვის წამიდან მოიხიბლა მისით. - კარგი. - ისე უპასუხა თითქოს სულ ერთი იყო მისთვის რას ეტყოდა. - ვეტყვი ზურა. აქ სასაუბროდ წამოვედით. - სიტუაციის განმუხტა ქეთიმ, ზურგზე მიადო ხელი გოგონას და გზა განაგრძეს. - არიდა, - დაუძახა კაბინეტისკენ წასულს ასანიძემ. გულმა არ მოუთმინა. - არ გაქვს მიზეზი, გძულდე. - სისულეელებს ნუ ამბობ ზურა. - გულზე მოხვდა ბიჭის სიტყვები. - არ მძულხარ. - შვება მოჰგვარა გულგაგლეჯილ ასანიძეს. - ვიცი, რომ არასდროს იტყუები. დროებით. - დაემშვიდობა, მაგრამ უძრავად იდგა და უყურებდა. - თუ გინდა შენც შემოდი.- თავი ვალდებულად ჩათვალა შეეთავაზებინა. - შენც გაგიკეთებ ყავას. - ოდნავ გაუღიმა. არ სურდა ამ ადამიანთან გაურკვეველ, უხერხულ ურთიერთობაში ყოფილიყო. ასანიძე ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა მის ცივ დამოკიდებულებას. ისიც იცოდა, რამდენად ახლოსაც არ უნდა მოეშვა, ის არასდროს გადაკვეთდა წითელ ზოლს და მასთან მეგობრული დამოკიდებულება საუკეთესო მდგომარეობა იყო ორივესათვის. - დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მნიშვნელოვან საქმეზე მივდივარ. - თვალები აენთო ბიჭს. - სხვა დროს დავლოთ მე და შენ. - შევთანხმდით. თეთრი კარი გააღო და ქეთიმ და პირველი არიდა შეატარა. თავად სავარძელში ჩაჯდა, გოგონა კი ყავის მოხარშვას შეუდგა. უყვარდა ქეთის მისი მომზადებული ყავა. ამიტომ კაბინეტში პატარა კუთხე მოაწყო, სადაც ყველა საჭირო ნივთი ჰქონდა ყავის მოსახარშად. თხოვნაც კი არასდროს ჭირდებოდა არიდას, მასთან შესულს დრო თუ ჰქონდა პირველი იმ კუთხეს მიაშურებდა. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ყავის ფინჯნებით ხელში და ერთხანს სიჩუმით შემოიფარგლებოდნენ. არც ქეთი ჩქარობდა კითხვების დასმას. არც არიდა -მოყოლას. - ზურა რაზე გეუბნებოდა ? - საუბარი წამოიწყო გოგონამ. - სამზარეულოში გადადიხარ. - მე ჯერ არ ვარ მზად ქეთი. ბევრი რამ მაქვს სასწავლი. - ვიცით, მაგრამ შეგიძლია მალე ისწავლო და ძალინ გთხოვ, ამაზეც ნუ დაეტაკები ახლა იმ ბიჭს. უბრალოდ დაუფასე ზრუნვა. - ასე უცბად რამ გადააწყვეტინა? - რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ინციდენტმა. დარბაზში აშაკარად დიდ ყურადღებას იწვევ. შენც ხომ მოგბეზრდა იმ გაფსუებული პირუტყვების ამაზრზენი მზერა? - კლიენტებს რა სიტყვებით მოიხსენიებ ? - სარკასტულად ჰკითხა და ირონიულად გაეღიმა. ვისთვის იყო მსგავსი ადამიანები ამაზრზენი თუ არა მისთვის. - ზოგიერთი მართლაც პირუტყვია. - მომბეზრდა კი არა, ზოგჯერ მინდა იმ ფამილარულ სიტყვებში ჩავცხო... - ზიზღით წარმოთქმულს, ყავის ფინჯნის დაბრეხვებაც მიაყოლა. - მასაც მობეზრდა, მის თანამშრომელს და ამავედროს ძვირფას ადამიანს გაცხოველებული თავლებით რომ უყურებენ. - მე არ ვარ მისთვის ძვირფასი... - ის რომ შენთვის არაა ძვირფასი, არ ნიშნავს, რომ მისთვისაც არ ხარ. მისი გრძნობების შესახებ მეც ვიცი, შენც, მთელმა რესტორანმაც და ახლა ალბათ იმ შენმა დათამაც. ზურას ვერ აუკრძალავ სიყვარულს არიდა, ამის უფლება არ გაქვს. უბრალოდ შეუძლებელია ადამინს სიყვარული დაუშალო, მითუმეტეს არასდროს გახვევს თავს და არ გაწუხებს. - ამ ბოლოს ზედმეტად გააქტიურდა. - იმიტომ, რომ საფრთხე იგრძნო.ისიც ამჩნევს არაბულის შენდამი დამოკიდებულებას და იძულებულია გამოჩნდეს. - მე მისთვის არასდროს მიმიცია საბაბი იმედი ჰქონოდა. პირიქით, სულ შორს ვიჭერდი თავს. - ხო, მაგრამ მანამდე სხვაც არ ყოფილა. უფრო სწორად ისე მოურიდებლად არავის გამოუხატავს შენდამი ინტერესი, როგორც ამას დათა აკეთებს. არც ზურას უგვრძვნია შენი დაკარგვის საფრთხე ასეთი სიმძაფრით და ამიტომ შეცვალა ახლა სტრატეგია. არიდა, ხომ იცი, ზედმეტად არ შეგაწუხებს და შენც ეცადე უხეში არ იყო მის მიმართ. იმსახურებს მისი გრძნობები პატივისცემას. - ვიცი, ქეთი. - დათაზე რას მეტყვი ? - ქურდულმა ღიმილმა გადაურა ქეთის, არიდას შემკრთალ სახეს რომ გადააწყდა. ამ კითხვას კი ელოდა არიდა, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. აუხსნელი, გაურკვეველი იყო არაბულისა და მასთან ურთიერთობის მიმართ არიდას აზრიც და დამოკიდებულებაც. - შენ რას მეტყვი? - კითხვა შეუბრუნა ქალს. - ოხ, შე ეშმაკო ! - სიცილით დაუქნია თითი. - ვერ ვიტყვი ეგ ბიჭი არ მომწონსთქო, მაგრამ ცოტათი უცნაური მეჩვენება. არ შემიზლია არ ვთქვა ზედმეტად ცივიც და იდუმალიც. დიდი მოსაუბრეც არ იქნება. სულ არ ჰგავს მამიდაშვილს, ვანო უფრო მხიარული ბიჭია. თუმცა უნდა ითქვას უზადო მანერებისა და გარეგნობის კაცია. მხოლოდ ყურებითაც კი მოიხიბლები მისით. - ვანო მისი მამიდაშვილია ? - არ იცოდი ? - გაუკვირდა ქეთის. - თავად თქვი, დიდი მოსაუბრე არ იქნებაო. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. არასდროს არ საუბრობს თავის თავზე, არც მე არ მიკითხავს. არც გვქონია შესაძლეებლობა რაიმე მეკითხა. - ესეიგი გაქვთ ურთიერთობა? არა, მე კი ვხვდები რომ გაქვთ, მისი ქცევებიდან გამომდინარე დიდი ფიქრი არ სჭირდება ამას, მაგრამ შენგან მინდა ვიცოდე. - ბევრს ვერაფერს გეტყვი. გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ არც კი ვიცი რა ქვია ამ ყველაფერს, რა ეტაპზე ვართ. ყოვლად აუხსნელია, რაღაცნაირად თავისთავად ხდება ყველაფერი.მე საერთოდ არაფერს ვაკეთებ ამისთვის და არც ის ვიცი თავად რას აკეთებს. - ჩემი ღრმა რწმენით დათა არ გავს იმ კაცს, რომელმაც არ იცის რა სურს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იცის რა უნდა, რატომ და რა დოზით. შემდგარი პიროვნებაა არიანდა და ამაზე სხვა თუ არაფერი მისი მუდმივად აღმავალი ბიზნესი მეტყველებს. არ შეიძლება ჩამოუყალიბებელ , მიმართულების არ მქონე, სუსტ ადამიანს ასე საათივით ჰქონდეს საქმე აწყობილი. მასზე ბევრი ნამდვილად არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი მაძლევს ამის თქმის საშუალებას. - მე კი მგონი საერთოდ არაფერი ვიცი მასზე... - გინდა უფრო მეტი გავარკვიო მასზე ? ვახოს ნამდვილად ეცოდინება, დიდი ხანია რაც ვანოსთან თანამშრომლობს და ვინაიდან იმ კომპანიის პრეზიდენტი დათაა, უცილობლად ეცოდინება რაიმე. მეც მეცოდინებოდა საქართველოში ახლახანს რომ არ დაბრუნებულიყო. - აქ არ ცხოვრობდა ? - არა. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. - უხერხული არ იქნება ამბების მოძიება ? - სულაც არ. - ისე სასაცილოა არა? მიყვარს კაცი, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცი. ნამდვილად არ გავს ჩემ საქციელს. - გეთანხმები, არ გავს, მაგრამ რას გაუგებ მაგ გრძნობას. როდის იყო მოსვლას გვეკითხებოდა? - ხო, არ უკითხავს, თორემ ნამდვილად არ დავთანხმდებოდი. - გულუპრყვილოდ დაეთანხმა. - ესეიგი აღიარებ, რომ გიყვარს ? - მაცდურად მომღიმარმა ქალმა თვალი თვალში გაუყარა. - თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი გრძნობა არავის მიმართ არ მქონია ალბათ ხო. შესაძლოა სულაც არაა სიყვარული, მაგრამ რაღაც განსხვავებული და უფრო მეტი რომ არის ვიდრე უბრალოდ მოწონება მაგას კი ვხვდები. - მიხარია შენგან ამის მოსმენა ჩემო პატარა. - სწრაფად წამოიჭრა ფეხზე ქეთი, გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა. - მინდა, ძალიან ბედნიერი იყო. კარგია სიყვარული ! - მეც მინდა ბედნიერი იყო. - ვიქნები, ვახოს ბოლოსდაბოლოს იმ ბეჭდის გაკეთების უფლებას თუ მივცემ, ყოველდღე ჯიბით რომ დააქვს დააქვს. - გადაიკისკისა ქალმა. - მართლა ? - თვალები გაუცისკროვნდა სიხარულით, - კარგი რა ქეთი ნუ დატანჯე ეგ კაცი ! - მალე შენც გაგიჩნდება მსგავსი სურვილები. ნეტავ იცოდე, როგორი საყვარელია გაბრაზებული ვახო. ცოტახანს კიდევ ვაწვალებ. - არ გამოდგები კარგ მაგალითად. - დაუცაცხან არიდამ სიცილით. - ისე მეტ კითხვებს ველოდი შენგან. - კითხვების გარეშეც მივიღე პასუხი. - კარგი, წავედი ახლა, სანამ თანამშრომლები განგვიდგნენ. - პირდაპი სამზარეულში გაიქეცი. ვალერიმ უკვე იცის რა პოზიციაზე უნდა გამუშაოს. სხავთაშორის ანაზღაურებაც გაგეზრდება. დასვენების დღეები კი იგივე დარჩება. - მგონი ზედმეტი მოსდის ზურას. - მხოლოდ ზურას გადაწყვეტილება არაა, ასე რომ წადი საქმეს მიხედე და შეირგე ეს ცხოვრება ! - მიყვარხარ ! - ლოყაზე აკოცა ქალს და კაბინეტიდან გავიდა. ქეთი ერთხანს იჯდა. მერე ღიმილით თავი გააქნია მობილური მოიმარჯვა და სადღაც დარეკა. - გისმენ, - გაისმა ყურმილში სანდომიანი მშვიდი ხმა. - ხომ ყველაფერი რიგზეა? - სულ ოდნავ დაეტყო აღელვება მამაკაცს. - ყოველ ჯერზე ასე შეშინებულმა უნდა მიპასუხო ? - ჰკითხა ქალმა. - რა ვქნა ქეთი, წამით არ მშორდება დარდი და შენ რომ რეკავ სულ მგონია, რაიმე რიგზე ვერ არის. - ყველაფერი რიგზეა და უფრო მეტიც... მოკლედ სჯობს გნახო და ისე ვისაუბროთ. სავადმყოფოში, მაშინ თითქმის ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი დროის სიმცირის გამო. - საჩქაროა? - უმალ იჰკითხა კაცმა. - არა, ცოტახანს მოიცდის. - ახლა სხვაგან ვარ ქეთი. უკან რომ დავბრუნდები და მესტუმრე. - კარგი. თან როგორ მიყვარს შენთან ამოსვლა, ნამდვილი სამოთხეა. - სამოთხეა, ცოდვილებით სავსე... - ნაღვლიანად გაიჟღერა ყურმილში ხმამ. - რომ დაბრუნდები შემატყობინე. არაფერზე იღელვო ჩემო მეგობარო, ყველაფერს ვაკეთებ, როგორც საჭიროა. - შენი იმედი მაქვს. ვახო მომიკითხე. რა კარგი რამ არის ეს იმედი... ღმერთს მადლობა არსებობს. აბა, რომ არ არსებობდეს რა იქნება ჩვენი ცხოვრება? ალბათ ერთი დიდი სიცარიელე. იმის იმედი თუ არ გაქვს ადამინს, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება, ან სულაც გათენდება, დამთრგუნველი, უფერული, უილაჯო იქნება ჩვენი ყოფა. ძალას, განვაგრძოთ ცხოვრება გვაძლევს იმედი, რაღაცის ან ვიღაცის მიმართ... *** პირველი, სრული, სამზარეულოსი გატარებული დღის ბოლოს დაღლილობასა და ადრენალინს ერთდროულად გრძნობდა არიდა. კი იცოდა რომ იქ თითეული წამი იყო მნიშვნელოვანი, რომ შეკვეთა კლიენტამდე დროულად და სრულყოფილად მისულიყო, თუმცა ასეთიც ვერ წარმოედგინა ვიდრე პროცესი მასზე დამოკიდებულიც არ გახდა. შეფ-მზარეული ვალერი, რომელსაც განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჰქონდა არიდასთა, მაქსიმალურად ცდილობდა პირველი დღე ნაკლებად დამღლელი ყოფილიყო. ყველაზე მარტივ მითითებებს აძლევდა. ხან ტაბლოზე მიღებული შეკვეთების გაჟღერებას სთხოვდა, ხანაც რომელიმე საჭირი ჭურჭელის თუ ინგრედიენტის მიწოდებას. პარალელურად კი იმიას ასწავლიდა, რაც ჯერ კიდევ არ იცოდა გოგონამ. მაგიდებს შორის, ხელში სხვადასხვა ნივთებით, აწითლებული ლოყებით მორბენალს რომ უყურებდა, თბილად ეღიმებოდა ხოლმე კაცს. ერთხელ ისიც კი უთხრა შენი გარეგნობის პატრონს სამზარეულოში კიარ უნდა იმალებოდე, პირდაპირ სცენიდან უნდა გვანათებდე შენი სილამაზითო. არიდამ სწრაფადვე მოიშველია დამაჯერებელი არგუმენტები და ვალერიც კი დააჯერა, რომ სამზარეულოში დამალვა სწორედ რომ საუკეთესო იყო. ასე წინ და უკან სირბილში, ბოსტნეულის დაჭრაში, შეკვეთის გადაცემაში და მრავალ სხვა საქმიანობაში გაიარა დღემ. მუშა ტემპმა რომ იკლო სამზარეულოს მბრაძანბელმა დასვენების უფლება მისცა. ვიდრე იქაურობას დატოვებდა კარს მიეყრდნო და ღიმილით შეათვალიერა მოფუსფუსე ადამიანებით სავსე სამზარეულო. საათივით იყო აწყობილი ყველაფერი. ყველა და ყველაფერი ერთი მექანიზმივით, ერთი შედეგისთვის მუშაობდა და ეს კოლეგიალური, ერთგული, გუნდური დამოკიდებულება ქმნიდა იმ შედეგს, რის გამოც დღის ბოლოს უამრავ დამსახურებულ მადლობას იღებდა რესტორანი. გულში წრფელი მადლობა გადაუხადა ზურას, იქ მუშაობის შესაძლებლობისთვის. ფიქრიც არ ჰქონდა დამთავრებული, ადრესატის ხმამ რომ შეაფხიზლა. - ხომ არ დაიღალე ? - მის ზურგს უკან იდგა ასანიზე. - არა, პირიქით ამაზე კარგად მგონი არსად მიგრძვნია თავი. - ესეიგი სწორი გადაწყვეტილება იყო. - ყველა ასპექტში. - დაეთანხმა და გაუღიმა არიდამ. - ძალინ დიდი მადლობა ზურა ! - არ გინდა მადლობა, გთხოვ ! უბრალოდ შენი შესაძლებლეობების მაქსიმუმი გამოავლინე და დამსახურებბულად მიაღწიე წარმატებას. იქნებ იმდენიც შეძლო სწავლა განაგრძო. მე კი სიამოვნენებით დავათმობინებ ქეთის პოსტს შენს სასარგებლოდ. - რას ამბობ ზურა, ქეთის ადგილს არასოდეს დავიკავებ. - თუ ქეთი უფრო დაწინაურდება, რატომაც არა ? - მაცდურად გაუღიმა ასანიზემ. - მართლა? - სიხარულით თვალები აენთო არიდას. - თავად იცის? - გაეცინა, რადგან მიხვდა, ეს იდია ვისიც შეიძლება ყოფილიყო. - არა და იმედია არ გამთქვამ თორემ, ვახო ორივეს დაგვითხოვს. - ქეთი ნამდვილად იმსახურებს წინსვლას. - შენც იმსახურებ. - ხმა საგრძნობლად დაუთბა ზურას. - სამზარეულოდან პირდაპირ მენეჯერობაზე განაცხადი, ვფიქრობ, მეტად ამბიციურია. - სულაც არა, თანაც ორივემ ვიცით აქ რატომაც ხარ. - თუ იმ კანდიდატზე უკეთესი ვიქნები ვინც ამ ადგილით დაინტერესდება, კი ბატონო.- მიხვდა რომ ახლა უარის თქმა არ გამოვიდოდა და ამ ფორმით სცადა თემის დახურვა. - ხოდა ყველაფერი გააკეთე ნებისმიერზე უკეთესი იყო. იცი, სამსახურს და პირად ურთიერთობებს არასოდეს ვურევ ერთმანეთში. დაამტკიცე, რომ ბევრი შეგიძლია. მართალი იყო ზურა. არიდას ნამდვილად შეეძლო საუკეთესო მენეჯერი ყოფილიყო. იქ მისვლის დღიდან გაარკვია ქეთიმ ყველა დეტალსა და წვრილმანში. ასწავლიდა ყოველივეს რაც თავად იცოდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქეთი რიგი მიზეზების გამო სამსახურში ვერ მისულა და არიდას მისი მაგივრობა გაუწევია. რესტორნის ირგვლივ არ იყო საკითხი, რაშიც ვერ ერკვეოდა. - მოდი ამაზე მაშინ ვისაუვროთ, როდესაც ეს მოცემულობა იქნება. - როგორც გინდა. გასასვლელისაკენ შებრუნებულნი არაბულის მზერას შეეფეთნენ. მის უკან კი ის ოფიციანტი გოგონა იდგა, არიდასი რომ ესოდენ შურდა. ისევ ღილებ ჩახსნილი. დათამ დარბაზში რომ ვერ დაინახა არიდა, მოძებნა გადაწყვიტა და ჰოლში გასული სამზარეულოს მთავარ კართან ზურასთან მოსაუბრეს გადააწყდა. შორიახლოს იდგა და მოცვენებითი მოთმინებით ელოდა მათი დიალოგის დასრულებას. არადა სურვილი ჭამდა გოგოსთვის ხელი დაეტაცა, სადმე შორს წაეყვა. მოუსვენრობას შეეპყრო ფოლადის ნებისყოფის მქონე არაბული. ავტომობილის გასაღებს ხელს სისხლის გაჩერებამდე უჭერდა. როგორც იქნა შენიშნეს. დამტუქსავ-გაბრაზებული მზერა სტყორცნა გოგონას. ასანიძეს კი მტრულად გადახედა. ამ უკანსკნელმა აუღელვებელი მისალმება მიაგება, არიანდას დაემშვიდობა, გაუღიმა და აუღელვებლადვე დატოვა იქაურობა. ის ოფიციანტიც უკან აედევნა. ასანიძეს შეეძლო არ წასულიყო და უფრო გამაღიზიანებლად მოხვედროდა არაბულს თვალში, თუნდაც მაშინ დაწყილი საუბრის დასრულება შეეთავაზებინა, მაგრამ არიდას სიმშვიდე ამჯობინა. არ სურდა გოგონასთან ის ურთიერთობა გაეფუჭებია რაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ იმ დღეს დაამყარა. ამ ეტაპზე, არაბულთან და საკუთარ თავთან მიმართებაში არიდას გადაწყვეტილებას, პატივი სცა. - ისე მიყურებ, მგონია უპატიებელი დამეშავებიოს. - საღამო მშვიდობის ! - მიესალმაც - სარამომშვიდობის ! - ჯიბრზე, უკმეხად უპასუხა გოგონამ. - გავიდეთ ! - გასასვლელი კარისაკენ ანიშნა. - ჯერ არ დასრულებულა სამუშაო საათები. - მე მოვაგვარებ. - მე თვითონაც შემიძლია, მაგრამ არ მიმაჩნია ახლა თანამშრომლების დატოვება სწორად. აქ ყველას შეიძლება გამოუჩნდეს მიზეზი და ყველამ რომ განთავისუფლება ითხოვოს საქმეს ვინ გააკეთებს? - კი ჰქონდა დრო ქალს, მაგრამ მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ, მტრულმა მზერამ და მბრძანებლურამა ტონმა, პროტესტი გამოიწვია მასში და პოზიციის არ დათმობისაკენ უბიძგა. - ასე თუ გიყვარს შენი საქმე, საკუთარი რესტორნის გახსნაში დაგეხმარები. - ამ შეთავაზებაში კი იყო სიმართლის მარცვალი, მაგრამ ტონი იყო მეტად საკასტული. ჯერ კიდევ ვერ განედევნა გონებიდან ეჭვიანობის ნისლი. - დღეს რა შემოთავაზებების დღე მაქვს. - არაბულისეული ირონიით იმართა. ორივე წარბი მაღლა აქაჩა და მედიდური მზერით გახედა. - სხვათაშორის სულაც არავარ ხუმრობის ხასიათზე ! - თუ მისი შემოთავაზება არ მიგიღია ხუმრობად, ჩემსას ხუმრობის რა შეატყე? - მან გურწფელად მითხრა, შენ კი იმის გამო დამცინე შენს ბრძანებას უსიტყვოდ რომ არ დავემორჩილე. - მგონი ვიკამათებთ. - მძიმედ ამოისუნთქა დათამ. - იმედია მალე დაასრულებ, დაგელოდები. - ნუ დამელოდები ! - დაგელოდები ! - მტკიცედ გაუმეორა. - ნუ დამელოდებითქო ! - გაჯიუტდა გოგონა. - არია, როდესაც ასე მიწვევ ხოლმე, შენთვის მოაქვს „ცუდი“ შედეგი. - ეს მუქარაა ? - გაფრთხილება, რომელიც შენ არასდროს გესმის. - არც გავიგონებ. - კოპეპშეკრულმა ჩაიბურდღუნა და სამზარეულოში დაბრუნდა. ისეთი თავდაჯერებული მიდიოდა, კმაყოფლებას გრძნობდა პირველი შეკამათება რომ მოუგო დათას. შეხვედრის წამიდან ხვდებოდა, რომ მარტივი ბუნების ადამინათან არ ჰქონდა საქმე, თუმცა არც თავად იყო ნაკლებად ჯიუტი ამირეჯიბის ქალიშვილი. არაბული უყურებდა და უნებურად ეღიმებოდა. მერე მისი ყურადღება კიბეებზე სწრაფი, ქუსლების კაკუნით ჩამომავალმა ქალმა პიიპყრო. უკმაყოფილოდ დაღრეცოდა სახე ოფიციანტს და გაავებული, ცრემლმომდგარი ჩამორბოდა. დათას სახეზე ღიმილი ცივმა გამომეტყველებამ შეცვალა და წამსვე კვლავ გაავლო პარალელი მისმა გონება იმ ქალსა და არიდას შორის. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამდენად დიდ სხვაობა იყო. და ერთ დრესაც შეწყვეტდა არიდას ვინმესთან შედარებას. იმ დღეს, როდესაც აღმოაჩენდა, რომ ის შეუდარებელი იყო, რომ არ არსებობს ქალი ვის გვერდით დაყენებას და შედარებას გაუბედავს. ვფიქრობ ეს დღე, დღე როდესაც მისი შავ-თეთრი გრძნობები საბოლოოდ დალაგდებოდა, არც თუ შორს იყო. ამრეზით, კიდევ გახედა ქალს და მისი ნირწამხდარობის მიზეზსაც მიხვდა. რათქმაუნდა მის მახვილ მზერას არ გამორჩენია ასანიძის კუდს აკიდებული ოფიციანტი. თავი გააქნია ნიშნად იმისა, რომ ქალს ასეთი საქციელი არ შეჰფერის და დინჯი ნაბიჯებით დატოვა შენობა. განგებ გააჭიანურა არიანდამ სამუშაო საათების დასრულება. ხან რა საქმე გამოძებნა, ხან რა. ვალერიც უსაქმოდ იქჯდა. ის კი ჭურჭლის ადგილ-სამყოფელს ათვალიერებდა, სჯობს კარგად ვიცოდე სად რა ალაგია, შემდეგ რომ დამჭირდება ადვილად მივაგნებო. გვინ ღამემაც შემოაბიჯა. ის წასვლას ჯიუტად არ ჩქარობდა. იქნებ დათას ლოდინი მობეზრდეს და წავიდესო. ჯერ არ იცოდა, არაბული სიტყვას არაფრით, რომ არ გადავიდოდა. მითუმეტეს ახლა, ასე გვიან, ვიდრე სახლში თავად არ მიიყვანდა არსად წავიდოდა. - რა საყვარელია. - სიცილითა და ნიშნისმოგებით გადაულაპარაკა ბიძაშვილს ვანომ. რესტორანში მასთან ერთად მოსულმა მარტოდ ლოდინისთვის ვერ გაიმეტა და ახლა ორივე ერთად ელოდა ამირეჯიბის ქალის გამოჩენას. - ამაში საყვარელს რას ხედავ ? - ისე გაბრაზებული სჩანდა არაბული ცოტაც და ვანოზე იყრიდა გულის ჯავრს. - ვერ ხვდები, განგებ რომ იგვიანებს? - ვხვდები. მერე ? - მისკენ შებრუნდა დათა. - რაღა მერე ? ამ ქცევით გეუბნება, რომ შენს ჭკუაზე არ გაივლის. შენ კიდე მაინც აქ დგახარ და ელოდები. - და რა არის ამაში საყვარელითქო ვანო ? - დინჯად, მაგრამ ისე მძიმედ გაუმეორა ცხადი იყო, მტკივნეულზე დააბიჯეს. - პატარა, ჯიუტი და ძალიან საყვარელი ბავშვია დათუჩა. - ისეთი სითბოთი თქვა, თითქოს მართლაც პატარა კიკინებიან გოგონას ეფერებოდა. - შენს ნერვებს რომ ანგრევს და შენ მაგას ვერ ხვდები, თუ ვითომ ვერ ხვდები, ამიტომაა საყვარელი. განუმარტა გიგაურმა და სიცილ-ხარხარსაც დაურთავდა სიმაოვნებით, მაგრამ არაბულს ისეთი სახე ჰქონდა, თავის შეკავება ამჯობინა, გულში გაიინა მხოლოდ. - მეორედ დათუჩას დამიძახებ და... - არ დაასრულა, თუმცა ვანო ისედაც მიხვდა ყველფერ ცუდს, მოიაზრებდა გაგრძელება. - საყვარელი !- ისევ გაიმეორა. - რა იყო ვანო, ხომ არ შეგიყვარდა ჯიუტი არიანდა ? - რატომაც არა, განსხვავებული გოგოა. - გულრწფელად უპასუხა, მაგრამ დათას დაეჭვებულ მზერას რომ წააწყდა წყრომით განაგრძო: - ოღონდ ისე არა, შენმა ავადმყოფმა ტვინმა რომ გაიფიქრა. ხანდახან მიდნება, მიგახრჩო. - არაფერი მიფიქრია. თავი იმართლა დათამ. - შენთვისვე იქნება უკეთესი. - შეიძლება განსხვავებულია და ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ვეფხვიასა და ვაჟას სიცოცხლე მისი ოჯახის მხრებზე რომ არის, ეგ არ გიშლის ხელს ? - არც ეს კითხვა და არც ტონი არ გავდა აქამდე ამირეჯიბებზე საუბრისას დასმულს. აქამდე თუ უმტკიცებდა, ახლა თითქოს გულრწფელად ეკითხებოდა. - არა. - მიუხვდა ვანო გულისნადებს. - არიანდასთან არა. ყველაფერი მახსოვს, ვიცი და ვერ ვაპატიებ იმ ორს, მაგრამ ამაში ამ პატარა გოგონას გარევა არ შემიძლია დათა. არ იმსახურებს და ზალიან გთხოვ, ახლა არ მითხრა, რომ ერთხელ მაინც ეს განცდა არ გქონია. - არ გეტყვი. - კიდევ ერთხელ დახედა საათს. - ალბათ გამათენებინებს აქ ლოდინში. - მობეზრებით ამოიხვნეშა არაბულმა.- შენ თუ გინდა წადი. - შენც ხომ შეგიძლია წახვიდე? - გვიანია. სახლში ვიღაცამ ხო უნდა წაიყვანოს. - ასანიძე წაიყვანს. - საკითხავი ისაა, შენ უფრო ანგრევ ჩემს ნერვებს თუ ის. - უბრალოდ გეთქვა, მინდა მე წავიყვანოვო და მეც აღარაფერს გეტყოდი. - აქეთ დაადანაშაულა ვანომ. - მოდის. - ჭისკრისაკენ მიმავალი არიდასაკენ ანიშნა დათას. - მივესალმები და წავალ. - შეგიძლია აქ მომიყვანო ? - უკაცრავად ? - მიდი რა... თორემ, ზუსტად ვიცი, ტრასაზე დამაწყებინებს სირბილს. - მოსალოდნელით უკვე დაღლილმა, შეევედრა მამიდაშვილს. - - კარგი. - ძლივს შეკავებული სიცილით დაეთანხმა. - ხვალ ვაჟას ადვოკატს, არჩილს უნდა შევხვდეთ. იცოდე, ახლაც არ გადადო. გადაირევა კაცი და დახევს იმ ანდერძს. - შეახსენა ვანომ, რომ ნათლიის ანდერძის აღსრულებას შეგნებულად, რამდენიმე თვე აჭიანურებდა. - დახიოს. - ჩემსთვის სულ ერთია, ტონით უპასუხა. ასეც იყო მართლაც არ ადარდებდა ვისი იქნებოდა ნათლიის ქონება. ამ კაცისგან იმდენი სიკეთე მიეღო, მთელს სამყაროს იწონიდა მისთვის და ახლა მემკვიდრედ დასახელება, მისი ქონების მიღება თითქოს ბღალავდა ამ შეუფასებელ კავშირს. - თვის ბოლოს შევხვდეთ. თუ არადა მარტო შენ შეხვდი. - ისევ და ისევ ვაჟას სურვილის გამო შეეძლო დათმობაზე წასვლა და ანდერძის მოსმენა. - გამლახავს ის კაცი. - ამოიგმინა გიგაურმა. - ყველაფერს თავისი წესი აქვს და სულ ნუ ცდილობ მათზე მორგების ნაცვლად თავად მოირგო, შენი შეხედულებებით შეცვალო. ვაჟას შენს მეტი არავინ ყავდა, შეიგნე ეს და ნუ გგონია მისი ქონების აღება თქვენს ნათლია-ნათლულობას რამეს დააკლებს. - კარი მიიჯახუნა ვანომ და გოგონასკენ გაემართა. რამდენიმე ნაბიჯში დაეწია არიდას ვანო. მიესალმა. გოგონამაც გულთბილად გაუღიმა. ხუთიოდე წუთი ისაუბრეს. ბოლოს ვანომ დათას ავტომობილისკენ ანიშნა. გოგონა შეყოყმანდა, მერე ისევ გზა განაგრძო. გიგაურმ ბიძაშვილს, მოუთმენლად რომ უცდიდა მათი საუბრის დასასრულს, სიცილით გახედა ნიშნად იმისა, მართლა რა ჯიუტიაო. ისევ დაეწია გოგონას და მკლავზე შეხებით შეაჩერა. კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრა. ისევ ყოყმანობდა ქალი, ბოლოს დათანხმდა. კარი გაუღო, დაელოდა გოგონას დაჯდომას. თან მალულად მომღიმარ დათას უყურებდა და რათქმაუნდა გულში დასცინოდა. ორივეს მშვიდბიანი ღამე უსურვა და თავისი ავტომობილისაკენ გაეშურა. როგორც კი გოგონა გვერდით დაიგულა, შვებით ამოისუნთქა არაბულმა. არიდას სიახლოვემ ის გაურკვეველი, უსახელო განცდა გაუფანტა მისი არყოფნის დროს რომ გრძნობდა ხოლმე. სიმარტოვის შიში ? მის გარეშე დასრულებული დღის შიში ? ანი იქნებ რაიმე უარესის შიში. არ ვიცი, დარწმუნებით ვერ გეტყვით. თავადაც არ იცოდა რა იყო. ან იქნებ იცოდა კიდეც. საჭეს ხელი შეუშვა, სავარძელზე კომფორტულად გადაწვა და წინ ხედის მინიდან ცას ახედა. ისე ეტყობოდა ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. არიდამ ერთი კი შეიშმუშნა, რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ გაჩერდა. მრავალი წუთის განმავლობაში ისხდენენ ასე უტყვად. დროდადრო ქურდული მზერით გახედავდა ხოლმე აპილპილებულ ქალს დათა. რაც დრო გადიოდა მეტ სიმშვიდესა და კმაყოფილებას გრძნობდა. არიდა კი პირიქით, მეტად იზრდებოდა მასში უკმაყოფილება და ბრაზი. აბრიალებდა ლამაზ შავ თავლებს და თითებს დამტვრევამდე აწვალებდა. უფრო და უფრო მატულობდა პატარა სივრცეში უცნაური მუხტი. ისეთი მათი ერთად ყოფნის დროს უცებ რომ წარმოიქნებოდა ხოლმე და ამას ორივე გრძნობდა. მოთმინება ამოეწურა გოგონას. არადა რა შესაშური მოთმინება ჰქონდა არაბულისა არ იყოს. მხოლოდ ამ ბიჭთან ფეთქდებოდა ცეცხლზე დასხმული ნავთივით. ლამაზი ბაგენი გახსნა, ისევ გაჩერდა, რადგან კარიდან გამომავალ ასანიძეს მოკრა თვალი. ბიჭი გაფაციცებით ათვალიერებდა ეზოს. ერთმა აზრმა გაუელვა არიდას და ოდნავ ეშმაკურად გაეღიმა. კარის სახელურისაკენ გააჩოჩა ხელი, გაღება სურდა მაგრამ ვინ დააცდიდა? არაბული, რის არაბული იყო ? ღილაკზე ხელის დაჭერით ოთხივე კარი საგულდაგულოდ ჩარაზა. უშედეგოდ დაეჯაჯგურა გოგონა სახელურს. - გამიღე ! - ხმამაღალი ტონი უბრძანა ბიჭს. ადრესატს წარბიც არ შეუხრია. - გამიღე-მეთქი ! როდემდე უნდა ვიდგეთ აქ? - გაკაპასდა ქალი. კვლავ დუმილი. - გ ა მ ი ღ ე ! - გამოკვეთილად დაუმარცვალა, იქნებ ახლა შეისმინოსო. - ზურას ვთხოვ წამიყვანოს. - კვლავ უპასუხოდ დატოვა დათამ, მაგრამ ისე ავისმომასწავებლად ამოიხვნშა და შეხედა, სჯობდა რაიმე ეთქვა. - რას გადამეკიდე დათა ? - კართან უშედეგო ჯაჯგურთ დაღლილი ბიჭისკენ შებრუნდა. ისევ დუმილი. - უგრძნობი, უგულო ! - ემოციით გამოლანძღა. პალმის ტოტივით ლამაზი წამწამები ისევ გამაფრთხილებლად ააფახურა, თვალები დააკვესა, თითქოს არაბულს უნდა შეშინებოდა მისი. უშედეგოდ. შეშინდა კი არა, გაგიჟდა ისე მოუნდა დაეკოცნა. ისევ ეზოს გახედა არიდამ. ასანიზე წასულიყო და გოგონას გეგმა, რომელიც დათამ დასაწყისშივე გამოიცნო, თან წაეღო. - იმისთვის მსჯი დიდხანს რომ გალოდინე? - ისევ უპასუხო კითხვამ სიმშვიდის უკანასკნელი ძაფი გაუწყვიტა და თითებს მეტი მონდომებით დაუწყო წვალება. დათა დაჭინებით უყურებდა არიდას. ხან სახეზე დაასობდა მზერას, ხან აჩქარებული გულის მკერდზე შეხეთქება მიიქცევდა მის ყურადღებას, ხანაც თითების ახმაურებული ძვლები. უტიფარი იყო. გრძნობდა, როგორ წვავდა, სულს უხუთავდა, სუნთქვა როგორ უხშირდებოდა ღელვით, მაგრამ არც კი სურდა მოეცილებინა მის სხეულზე მცოცავი თავლები.ნეტარებას, ნირვანას განაცდევინებდა გოგონაში დანახული თავისი ზემოქმედება. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, იმ სივცრეში მოციალა მეორე წყვილ თვალებში წყლის გუბეები რომ შენიშნა. ავტომობილი დაძრა, თავისუფალი ხელით არიდას მტევანს ჩაეჭიდა და თითების მტვრევა შეაწყვეტინა. მთელი ძალით გამოქაცა ხელი გოგონამ, მაგრამ რას მოერეოდა. რამდენადაც შესაძლებელი იყო იმდენად მოუჭირა ბიჭმა. ცდილობდა მის ტორში მოქცეული სიფრიფანა ხელი არ ტკენოდა. - გამიშვი ! - წყლის გუბე უფრო უხვი გახდა, სახე შეაბრუნა და ჩუმად მოიწმინდა მეორე ხელით. არც გაუშვეს და არც პასუხი ინებეს. ისევ დადუმდა. ამასობაში ავტომობილმა, მთავარ გზაზე გადაინაცვლა. - ვანოსი მომერიდა, თორემ სულ არ ვაპირებდი აქ ჩაჯდომას. - ტიკტიკს გავდა მისი ნაწყენი ხმა. ვერ გაუძლო სიჩუმეს, იქნებ ახლა მაინც ინებოს და პასუხი დამიბრუნოსო. მონასმენით ცოტა ნაწყენმა, მტკივნეულად მოუჭირა ხელი. სახე შეეჭმუხნა გოგონას. ყელში მოწოლილი ბურთი უფრო გაიზარდა. სუნთქვაზე ეტყობოდა ცოტაც და ტირილს მორთავდა. - მე რა დაგიშავე ? - ცოტახნის შემდეგ მოულოდნელად ჰკითხა ბიჭმა. არიდა წამით გაირინდა ხომ არ მელანდებაო. იმ დღეს მისი ხმის გაგონების იმედი გადაწურვოდა. - დამიშავე. - რა დაგიშავე ? - არ გეტყვი. - ხოდა ვივლით ასე მთელი ღამე. - რაა? - თვალები გაუფართოვდა გოგოს. - გაგიჟდი ? დედა ინერვიულებს. - გავგიჟდი. - არანაირი ხუმრობა, გულწფელად დაეთანხმა. - ხოდა არ მინდა გიჭის გვერდით ყოფნა. სახლში მიმიყავენე. - ვერა. - მაშინ გამიჩერე, თავად წავალ. - იცი, რომ არაა... - მაშინ შენ წამიყვანე, დედა ინერვიულებს-თქო ! - ან მითხარი, ან დედას დაურეკე, გააფრთხილებ, რომ დღეს სახლში არ მიხვალ. - რას გადამეკიდე, რას ? იმხელაზე დაუყვირა, ერთიანად გადაფარა არაბულში სიმსვიდე სიბრაზემ. როგორც სჩვეოდა სწრაფად დაამხრუჭა ავტომობილი, არიდას მტევანს შეუშვა , მკლავში ჩაეჭიდა და სახით, თავისთან ახლოს მიიყვანა. - საბოლოოდ გაფრთხილებ, აღარასოედეს გაბედო ! გასაგებია ? -არა ! - არიანდა, გასაგებია-თქო ? - გაუმეორა. - ა რ ა ! არ არის გასაგები, ვერ გავიგე და არც გავიგებ . - ისეთი შეუვალი გახდა, სულაც ვერ იფიქრებდი ცოტახნის წინ ცრემლებს ჩუმად თუ ყლაპავდა. - შენ ნუ ბედავ ჩემთან ასე მოქცევას და საუბარს... - არიანდა მართლა ნუ გამაგიჟებ. დამიჯერე არ იქნება სახარბიელო. - სულ ნუ მემუქრები ! - არ გემუქრები. - მაგას მუქარა ქვია და შენ არ გაქვს მაგის უფლება. საერთოდ არავის არ აქვს. ხელი გამიშვი და კარი გამიღე ! - უბრძანა და კარის სახელურს დასწვდა. დათამ ფეხი აუშვა მუხრუჭს, ავტომობილი გზიდან გადაიყვანა, გააჩერა და ბრაზის მოსათოკად საჭეს მთელი ძალით მოუჭირა თითები. არიდა კვლავ სახელურს ექაჩებოდა. - გამიღე ეს კარი ! რომ გეუბნები რატო არ გესმის? - უფრო მეტად დაუყვირა, მერე კი ჩანთა, რომელსაც დიდი რკინის ჩამკეტი ჰქონდა საქარე მინას ხმაურით მიახეთქა და გაბზარა. ბოლო წვეთი აღმოჩნდა არაბულისთვის ეს. ჯერ მინას გახედა მერე არიდას და თვალის დახამხამებაში გაჩნდა მის კართან. გაბზარული მინა არაფერ შუაში იყო, არ ადარდებდა, მისი ასე გაკაპასება ვერ აიტანა. გააფთრებულმა გამოაღო, მძღოლის მხარეს შებრუნებულ გოგოს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ხდებოდა, წელზე მოხვია ხელები და ჰაერში აიტაცა. აფრიალებული ახლა ფეხების ფხარკასლ მოჰყვა, დამსვიო. დასვა. მიწაზე ფეხდადგმულიც არ წყვეტდა ცქმუტვას. - არიანდა, ახლა თუ არ გაჩერდები წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ. - სისხლი კაპილარებს უხეთქავდა არაბულს. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ მისი ბუნბლიც აღარ იქნებოდა ახლა. თუმცა სხვა ვერც იქნებოდა. სხვა ვის გააბედინებდა ასე მოქცევას. ახლა კი იდგა და თავს აიძულებდა სისულელე არ ჩაედინა. ყურიც არ ათხოვა ბიჭის სიტყვებს. გვერდის ავლა სცადა, დათა გადაუდგა. ახლა მეორე მხრიდან მოინდომა გვერდის ავლა, ისევ არ გაუშვა. ასე გაგრძელდა რამდენჯერმე. - გამატარე ! - არიანდა გაჩერდი. - გამატარე, სახლში უნდა წავიდე. - არ გაგიშვებ ! - გამისვებ ! - არია, - მხრებში მოეჭიდა და გააკავა გოგონა... - შეიძლება ადამიანი ასე გააგიჟო? - შენ გამაგიჟე და ახლა მე მაბრალებ ? ის მინაც შენ გამო გატყდა. - ძალიან აწუხებდა გატეხილი მინა არიდას სინდის, ალბათ სხვა დროს ათასს ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ახლა არ სურდა. - საერთოდ ყველაფერი შენი ბრალია და გამატარე ახლა თორემ ვეღარასოდეს მნახავ. - როცა მომესურვება მაშინ გნახვა. - რას მერჩი დათა, რა ჭირად გადამეკიდე ? რა გინდა, რა ? - თმა სახეზე ჩამოყროდა, თავლებში ცეცხლი ანთებოდა, თუჩები კი საგრძნობლად უცაცხცახებდა. - ბევრი რამ მინდა. - დაიწყო დათამ კითხვაზე პასუხი და სურვილების განდობა. - მივიღებ კიდეც, მაგრამ ახლა ამით დავიწებ, - თმისაკენ სწრაფად წაიღო ხელი, სამაგრი მოხსნა და მხრებზე დააფინა თმები. - ახლა კი ეს, - სახე დაუჭირა და ისე სწრაფად დაეტაკა მის ბაგეებს, შეაქანა გოგონა. იმდენად ჟინიანად უკოცნიდა ტუჩებს, უდაო იყო უჩობისთვის სჯიდა. ცალი ხელით წელი დაუჭირა , მოფართხალეს და სხეულზე აიკრა. ახლა თავის გადაწევა სცადა არიდამ, ცოტათი მოახერხა კიდეც. დათაც დაიხარა უფრო მოხერხებულად მოეჭიდა წელზე, მეტად მიიზიდა თავისკენ და ჰაერში ასწია. სრულად შეუძღუდა მოძრაობის არიალი ქალს. მათი სხეულები ისე ეკვროდა ერთმანეთს, ცახცახი ჟრჟოლა-კანკალში გადაუვიდა არიდას. გული სულ გაუხელდა. ისე ფეთქავდა მთელი მკერდი ირხეოდა და ამ როთმებს დათა თავის მკერდზე გრძნობდა. - მაკოცე თორემ სახლში არ გაგიშვებ.- კვლავ დაემუქრა და ვიდრე გაცეცხლებული ქალი არას იტყოდა მანამ გააჩუმა შეხებით. - არია, მაკოცე-მეთქი ! მართლა არ გაგიშვებ. - აარ ხუმრობდა. - არმინდა ... არვიცი... გამიშვი... - გახშირებულ სუნთქვებს შორის ძლივს ჩააკვეხა სიტყვები. - თუ მოინდომებ გამოგივა. - შეშლი... - კვლავ გააწყვეტინა. - დათა ... - ღია პირით სუნთქავდა უკვე. - თუ მაკოცებ გაგიშვებ. - არ ვიცი ... - გამოსავლის პოვნა ისევ სცადა გოგონამ. - გასწავლი. - არ მინდა დათა, არ არის ეს კარგი საქციელი. - როდესაც ყოველ მეორეს კოცნი ცუდი საქციელი მაშინ არის არია ... -აუხსნა მშვიდად და მიწაზე დააბრუნა. - შენს ტუჩებს კი ჩემს გარდა ვერავინ შეეხება. ასე, რომ დამშვიდდი და მაკოცე. ასეთი დიდი მოთმინებაც არ მაქვს. - სულ ნუ მემუქრები. - არ გემუქრები-თქო, გაიგებ ბოლოსდაბოლოს? - არ მინდა კოცნა ! - ამოიკნავლა უკვე დანბებებულმა. - ნუ უარყოფ იმ დროს, როცა შენ სხეული, გული, თავლები და თუჩებიც კი საპირისპიროს მიმტკიცებს. - ჩუმი ხმით უთხრა და ვიდრე თვალებდახუჭული არიდა მისკენ საკოცნელად გაიწეოდა მანამ დაასწრო და თავდ დასწვდა ბაგეებზე. თითქოს ინიციატივა მაინც არ დაანება.გოგონა ფეხისწვერებზე აიწია და გაუბედავა შემოხვია ათრთოლებული ხელები კისერზე. ისიც ამას ელოდაო და სულ სხვა ელფერი შესძინა ამბორს. ბედნიერების ბურუსში გაახვია გოგონა. ვინ იცის, რამდენ ხანს იდგებოდა სასურველი ქალით გულზე მიკრული და რამდენ ხანს განაგრძობდა მისით ტკბობას, ან სადამდე მიიყვანდა მასში მოთარეშე დაუდეგარი ვნება-სურვილი საქმეს, ისევ ამ ქალზე ზრუნვას რომ არ გაეჩერებინა. სულ ოდნავ მოშორდა და სახეზე დააჩერდა. ისევ თავლებ დახუჭულს ლოყები სულ აწთლებოდა და ალბათ არც გაახელდა სირცხვილით. ფეხის წვერებიდან ნელ-ნელა დაიწია, ხელებიც მოაშორა კისრიდან. იგრძნო ბიჭის მზერა და მეტად აფორიაქებულმა მის მკერდში დამალა სახე. არაბულს, გმოუთქმელმა გრძნობამ დაუარა და ძლიერად მოეხვია ქალს. სურდა ძარღვებში სისხლის დაშრობამდე, გულის უკანასკნელ რიტმამდე, სიგიჟეს აიძულებდა ქალისადმი ლტოლვა, მაგრა ისე არა, როგორც ეგონა.. ეს სურვილი მისხალითაც არ ჰგავდა შურისმაძიებელი კაცისას. სულ ოდნავ შეირხა მის მკლავებში მომწყვდეული სხეული, ნება იბოძე და მოშორების საშუალება მომეციო. ძლივს-ძლიობით შემოხსნა მარწუხები. ვერ ელეოდა მისი თმების რომატს, სხეულს სითბოს. ორი ნაბიჯი უკან გადადგა გოგონამ. დამშვიდებულიყო. ძალა მოეკრიბა და შემართებაც დატყობოდა. მის შემხედვარე დათამ გაიფიქრა, დაბრუნდა არიანდა ამირეჯიბიო, თავის სიტყვებზეც და გოგონას გაჯინიანებულ მზერაზეც გაეღიმა. ამ ბოლოს მგონი უჩვეულოდ ბევრს იღიმოდა ყმაწვილი. - მე ხომ გითხარი ორჯერ დასაკუთრება არ შეიძლებათქო ?! - გამოერკვა გრძნობების ბურუსიდან. - შენ მითხარი უუფლებოდ აღარ გაკოცებო.- კითხვა, კითხვითი წინადადების გარეშე დაუსვა, ბოლო დროს ონავარ გოგოდ ქცეულმა. - ვერ მოვიპოვე შენო კოცნის უფლება ? - მიუხვდა ბიჭი. - რა გავაკეთო მოსაპოვებლად ? - ახლა ნამდვილად უტიფარი გახდა. ვინ იცოდა რა უნდა გაეკეთებია ამისათვის თუ არა მან, მაგრამ გოგონას წამება ხომ ცალკე სიამოვნებად ქცეულიყო მისთვის. - გამარკვიე რა გსურს და რას მოელი ჩემგან. ასე ვერ გაგრძელდება. ვერ მოხვალ უკითხავად, ვერ მიბრძანებ და მითუმეტეს ვეღარ მაკოცებ. მე ასე არ აღვუზრდივარ დედაჩემს. რაც ახლა ჩვენს შორის ხდება არ არის მართებული. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და აბა, არ მოსაწონია ქალი რომ ასე ეხვეოდეს უცნობებს ქუცაში ? ეს ჩემს ღირსებას შეურაცხყოფს და ჩემი აზრით, შენსასაც. - პირველი ვარ ვისაც ქუცაში ეხვევი ხო ? - გოგონას მონოლოგით მეტად ნაამებს და კაცმა არ იცის, მაინც რამ მოჰგვარა სიამოვნება, მხოლოდ ამ კითხვის დასმა მოუნდა. - ეს რა კითხვაა ? - მიპასუხე ! - რათქმაუნდა. - ესეიგი უცნობებს არ ეხვევი ქუცაში და შენი ღირსებაც ხეუხებელია. - მე არ გიცნობ. - სამაგიეროდ მე გიცნობ და ეს სრულებით საკმარისია. - თვალები გაუფართოვდა არიდას. ნუ გიკვირს. წესიტ არ უნდა გიკვირდეს. არ ვაპირებ შენთან იმის დამალვას, რომ შენს შესახებ ყველაფერი ვიცი, დაბადების დღიდან დრემდე. - მანიაკი ხარ ? - არა. უბრალოდ კაცი ვარ, რომელსაც ზედმეტად აინტერესებ. ერთხელ გთხოვე მომიყევი შენს შესახებთქო, შენ არ მომიყევი. ხოდა ყველაფერი ჩემით გავარკვიე.- ეტყოდა, მანამდეც ყველაფერი ვიცოდიო, მაგრამ ისეთი შეშფოთებული უსმენდა გოგონა მეტად დაფრთხობა აღარ ისურვა. უფრო გაურთულებდა მასთან ურთიერთობას. - თუმცა, თუ სურვილი გაქვს მომიყვე, ახლაც გისმენ. - მოიცა, ახლა სანამ სხვა კითხვებს დავსვამ და ბრალს დაგდებ იმაში, რომ ადამიანზე მალულად ინფორმაციის შეგროვება დანაშაულია, მანამ გეტყვი- ჩემზე თუ გსურს ყველაფერი იცოდე, შენზე რატომ არ ვიცი არაფერი? - არასდროს არაფერი გიკითხავს, თორემ გიპასუხებდი. - ვინ ხარ, ვინ გყავს, რატომ წახვედი, სად ცხოვრობდი, რატომ ჩამოხვედი და ყველაზე მთავარი რა მიზანი გაქვს ჩემთან ? აი, გკითხე. გისმენ ! - დათა არაბული... - კითხვებზე თანმიმდევრულად პასუხი გადაწყვიტა ბიჭმა. დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ საჭიროდ მიიჩნია. - ფინანსური მდგომარეობა და სტატუსიც გაინტერესებს ? - ყველაფერი. ოღონდ სხვანაირად არა , ანუ შენი ქონება კი არა ... - კარგი. - გააღიმა არიდას დაბნეულობამ. - დათა არაბული, ბიზნესმენი, მაქვს ჩემი კომპანია, შემოსავალს არ ვუჩივი, მყავს დედა, ბებია-ბაბუა, რამდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანი, მათ შორის ვანო. თანამსრომლებზეც მოგიყვე? - აშკარად გართობის ხასიატზე დამდგარიყო. - კარგი ვაგრძელებ - სწრაფად დაამატა, გოგონას აბრიალებულ თავლების დანახვაზე,- გავემგზავრე რუსეთში მამის გარდაცვალების შემდეგ, - ამ წინადადებაში კი წაერთვა ხალისიანი ტონი. ეს შეამჩნია გოგონას ყურმა და თავლები აუწყლიანდა. - იქ ათი წელი ვცხოვრობდი, დაბრუნებაც ახლობელი ადამიანის დაკარგვამ მაიძულა. შენთან დაკავშირებით მიზნებს რაც შეე... დაზეპირებულივით განაგრძობდა საუბარს დათა, მაგრამ არიდას ამღვრეულმა ხმამ შეაწყვეტინა: - მამას გამო ვწუხვარ, იმ ახლობელის გამოც. - სულ ახლოს მივიდა მასთან, ქვემოდან თანაგრძნობით ახედა- ბოდიში ! რომ მცოდნოდა, დედას გეფიცები არაფერს გკითხავდი. - დამნაშავეს ხმით ესაუბრებოდა და ცხვირი სატირლად უწიტლდებოდა. სულ გადაავიწყდა ბოლოს დასმული კითხვა ყველაზე მნისვნელოვნად რომ მიაჩნდა და საერთოდაც, წუთების წინ მასზედ გაბრაზებული, ანჩხლ ქალს რომ გავდა. ერთხანს ვერ გაეგო არაბულს რა ხდებოდა, ისე შესულიყო საუბრის ეშხში. გააოცა მისი შეწყვეტის მიზეზმა, არ ელოდა ამხელა თანაგრძნობას მისგან და მითუმეტეს ცრემლს მის თვალზე. არ ეგონა მისი სინანული ბოლო პასუხის მოსმენის სურვილს თუ გადაფარავდა. თითქოს რაღაც გაულღვა გაყინული სულის იმ ნაწილშიც, რევანშს რომ დაებუდებია, მისი გვარის სინანულად მოეჩვენა იმ წამს გოგონას თანაგრძნობა. ზემოდან დაჰყურებდა თვალებაფახურებულს და მის კუშტ სახეს სიმშვიდის, სინაზის, ბედნიერების ფერი ედებოდა. ვეღარ გაუზლო მისგან თუნაც სანტიმეტრებით შორს ყოფნას, მოულოდნელად ესცა და გულზე სულ სხვა გრძნობით აიკრა. გოგონაც მოეხვია, ეგონა მამა გაახსენდაო და უნდოდა ამ ჟესტით დარდი შეემსუბუქებია..ვინ იცოდა უმამობა რა მტკივნეული იყო თუ არა, მასში მცხოვრებმა პატარა გოგონამ. ზუსტად იმ პატარა გოგონას სუფთა გულითა და გრძნობით ცდილობდა მასზედ მოხვეული, მისი მწუხარების გაზიარებას. ესეც იგრძნო ბიჭმა. შეისრუტა მისგან წასული განცდა. - ღმერთო, რა გავაკეთო ?! - ამოიგმინა და მის ზურგს უკან მუშტები შეკრა. . - ასეთი, უბრალო, ასეთი წრფელი როგორ ხარ ? - მართლა ძალიან ვწუხვარ . - გაუმეორა. იფიქრა, რომ ამ სიტყვების მოსმენა იქნებოდა ბიჭის კითხვაზე პასუხი. რათქმაუნდა ვერ მიხვდებოდა რას გულისხმობდა დათას სინანულით გაჟღენთილი კითხვა, რომელის საკუთარ თავს დაუსვა. მთელი არსებით, მის არსებაში ყველა ფიქრითა და გრძნობით სურდა ახლა მის წინ ასეთი არიანდა არ მდგარიყო. მის უკიდურეს ბნელ და ნათელ ნაწილს ერთდროულად ერთნაირად მძაფრი სურვილით, სურდა, მის მკლავებში სიწმინდით, უბრალოებით, წრფელობით განმსჭვალულ ამირეჯიბს არ დაედო ბინა. გაწყდა მასში რაღაც და თავიდან გადაება. მზაფრად გაიაზრა მისმა გონებამ რომ ეს ბმა ახლის დასაწყისი იყო - ან ძალიან კარგის, ან ძალიან ცუდის. - მართლა ძალიან ვწუხვარ. - კვლავ გაუმოერა. ჯიუტად სჯეროდა, რომ მისი დარდის შემსუბუქება ახლა ამ სიტყვებით და ჩახუტებით შეეძლო. მის სულში დანაკარგის შევსებას თავისი სითბოთი ცდილობდა. მე თუ ვერ დამეხმარენ, იქნებ თავად მაინც შევძო დათასთვის ესო, ფიქრობდა და რაც ღონი ჰქონდა ეკვროდა სუსტი სხეულითა და მკლავებით. - ვიცი, ვიცი... - დაიჩურჩულა არაბულმა.- და როგორ მინდა ახლა არ წუხდე ! - უკეთ ხარ ? - ისე ჰკითხა, გეგონებოდათ წუთების წინ დათას ეთქვა ცუდად ვარო და მასაც გულის წასვლისგან ეხსნა. გაგეცინებათ და მართლაც ასე ფიქრობდა. ეგონა, მამის ხსენებისას და უმამობის კიდევ ერთხელ შეგრძნებისას დათას სული გულწასასვლელდა გამზადილ ავადმყოფს დაემსგავსა. ეგონა, რადგან თავად ასე სტკიოდა უმამობა, მოუშუშებლად ტკიოდა. - უკეთ ვარ. - ამოიცნო მისი თანაგომით სავსე ხმას და ისე უპასუხა, როგორც მშველელს. - კარგი. - ხელები შეუშვა და უკან დაიხია. დათაც მის ნებას დაჰყვა. - ძალიან დავაგვიანე. სახლში წამიყვან ? - ჯერ-ჯერობით კი. - სულ ახერხებდა არაბული შეძლებისდა გვარდ გულრწფელი ყოფილიყო მასთან. გოგონა ვერ მიუხვდა პასუხს. - ახლა სახლში მიმყავხარ, ხვალ შეიზლება გავისეირნოთ. - მისი დაბნეული სახის შემხედვარემ ნათქვამის გამოასწორა სცადა. - თავს სულ უხერხულად ვგრძობ, როცა ჩემი წაყვანა გიხდება. - თითქოს სულ შენი ნებით დამყვებოდე. არ ვწუხდები არია, საერთოდ არ... - ლოყაზე ნაზად უჩქმიტა, მხარზე მოეხვია და ავტომობილისკენ წაიყვანა. - იცი მართვა ? - ავტომობილისაკენ ანიშნა. - არა. - გინდა გასწავლო ? - არა. რისთვის. - ისე უბრალოდ. რაც მეტი გაქვს ცოდნა, მით უკეთესი. - მართლა მასწავლი ? - თავლები აენთო არიდას. - რატომაც არა. - სად გეცლება დათა შენ მაგისთვის. - ასე ადამიანს სულ არ სცალია მაგრამ... მაგრამ მონდომებაა საჭირო. სულ მცირედი მონდომებაც საკმარისია, დრო გამოათავისუფლო სასურველი ადამიანისთვის. - გაუზიარა თავისი აზრი და მანქანის კარი გაუღო. - ჩემზე მართლა ყველაფერი იცი ? - ყველაფერი... - მერე? - რა მერე არია? - არის ჩემს ცხოვრებაში რაღაც, რაც შეიძლება შეთვის მიუღებელი იყოს. - იქნებ ეგ რაღაცეები მიზიდავს შენს ცხოვრებაში ? - წამით გახედა გოგონას და ისევ გზას დაუბრუნდა. ამჯერადაც ნაწილობვრივ სიმართლე უთხრა. - როდის ისვენებ ? - მაგის გარკვევა როგორ დაგავიწყდა ? - გაეცინა. ამ დროს ადვილად შესამჩნევი იყო მის ლოყებზე გაჩენილი პატარა ორმო. ბავშვურს და მეტად ლამაზს ხდიდა ღიმილის დროს. თვალს ვერ მოწყვეტდა ადამიანი. - გავარკვიო, თუ თავად მეტყვი ? - ორ დღეში . - ორ დრეში, იმ სამადლობელ ვახსამზე გეპატიჟები. - რომ არ მცალია? - ახლა არ მითხარი ვისვენებო ? - დილით სახლის დასალაგებლად მივდივარ, მერე დედა მიმყავს საავადმყოფოში. - შეეშვი რა ამ სახლების ლაგებას. - ვერ შევეშვები. მჭირდება. - მე დაგეხმარები. - შენ გაწუხებს მე სხვის სახლებს რომ ვალაგებ? გრცხვენია ? - მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ არ მინდა დღე და ღამ მუშაობდე. ასე არც ჩემთვის გექნება დრო. - მე არ ავიღებ შენს დახმარებას და მუშაობასაც ისე განვაგრძობ, როგორც აქამდე. შენც ის დრო იკმარე, რაც დამრჩება. ისე ნუ ითხოვ ჩემგან დროს, თითქოს რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდეს. - რა გაბრაზებს ასე ერთ წამში ვერაფრით ვიგებ. მერე ისე იცვლები ... - რა? დაასრულე. - არ მომწონხარ ასეთი. ცივი და ცოტა უხეშიც. - შენ ოდესმე გიცდია, შენი თავსისთვის სხვისი თავლით შეგეხედა? შენთან ჩედმი რა მოსატანია ! - მე სულ ასეთი ვარ არია. აი, შენ კი არ ხარ და მერე უცებ რომ ხდები მაცოფებს. - გაცოფდი მერე. - ახლა ისღა დაგრჩენია ენა გამომიყო. - ასე ალექსი მეუბნება ხოლმე. - უზარმაზარი ნაღველი და მონატრება ამოაყოლა სიტყვებს. მეგობრის გახსენებამ ცრემლებიც მოჰგვარა, თავით მიეყრდნო საზურგეს და თვალები დახუჭა. - დგებუაძეს რომ ჩამოგაშორებ მერე შერიგდებით. თუ გინდა მეც დაგეხმარები. - შენ დამეხმარები? - ცრემლიანი ტავლებიტ გაეცინა არიდას - ხო. - შენ არ იცნობ მას. არც შენი დახმარება მიშველის და არც ჩემი ათასი ბოდიში. ის თავად მოვა ჩემთან, მაგრამ ღმერთმა უწყის როდის. მანამდე კი იმით ვინუგეშებ თავს, რომ უსაფრთხოდ და კარგადაა. - მოკლედ ორ დღეში სავახშმოდ მივდივართ. - უცებ შეცვალა სასაუბრო დათამ. - იქნებ სხვა დროისთვის გადაგვედო? - დღის ბოლოს ხომ გათავისუფლდები, მერე წავიდეთ. თუნდაც შუაღამე იყოს. - სხვა დროს გადავდოთ. - არა და გთხოვ ნუ გაუჯიუტდები ახლა ჩემს სურვილს შენებურად. ამ მხნის მანძილზე ისედაც იმდენი მაგემე, მთელი ცხოვრება რომ არ მიმიღია. - არ ვარ ჯიუტი ! - სულაც არა. მოდიხარ თუ ძალით წაგიყვანო? - არ ვიცი. - მე ვიცი. - აქ გამიჩერე. - სახლამდე ხუთი წუთის სავალზე გაჩერება სთხოვა. - აქიდან ფეხით წავალ. - მიგიყვან. - არ მინდა, მეზობლები სულ ეზოში ზიან და ... - დედას ენას მიუტანენ? - არა, დედამ ისედაც იცის, უბრალოდ არ მინდა ერთით მეტი სალაპარაკო მივცე. - რა იცის დედამ ? - შეანელა სვლა, გოგონასკენ მიტრიალდა და სულ ოდნავ გაეღიმა. - არაფერი, რა უნდა იცოდეს. - დანაშაულზე გამოჭერილივით აიწურა. - დაანებე მაგ თითებს თავი და მიპასუხე, რა იცის დედამ ? - ვუთხარი რომ ნაცნობები ვართ. - ყველა ნაცნობზე უყვები ? - დათა რას გადამეკიდები ხოლმე? რატომ გიყვარს ბრძანებლობა ? - რა შემატყე ახლა მბრძანებლობის ? - შენ ვერ ამჩნევ ალბათ, მაგრამ შენი ნაბიჯებიც კი ბრძანების ტონს გამოსცემს, ხმაზე რომ აღარფერი ვთაქვა... - განუმარტა და კაარზე აკრულ სალონის ტყავს თითებით ჭვალება დაუწყო. - უბრალოდ ყველაფრის გარკვევა მიყვარს. - არაფერია გასარკვევი. - ჩაიბუტბუტა დაბალ ხმაზე. - გამიჩერე ახლა . - არა, სახლამდე მიგიყვან და ვინაც რა უნდა ის ილაპარაკოს. - არა დათა, გთხოვ ! ახლა შენთან ერთად ამ მანქანით რომ დამინახონ, ღმერთმა იცის რას იფიქრებენ. კითხვებით ამიკლებენ. - შეყვარებული... - შეყვარებული ? - თუ ჩემი ვინაობით დაინტერესდებიან უპასუხე - შეყვარებული. - დათა... - მოვედით. ცივად გამოუვიდა ნათქვამი. პირდაპირ კორპუსის წინ გააჩერა ავტომობილი და საჭეს უხეშად მოეჭიდა. ის დღე გაახსდნა პირველა რომ მივიდა იქ, იარაღით ხელში. ახლაც მაშინდელივით აემღვრა შიგნეული და დაიზაფრა. არიდამ ერთი გაკვირვებით შეათვალიერა დათა. ცუდად ენიშნა მისი შეცვლილი გამომეტყველება, ისე ავად უელავდა თავლები ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ქალს. ვერ მიხვდა რათქმაუნდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი და ვერც კითხავ გაუბედა. ღამემშვიდობისო, დაიჩურჩულა და ჩავიდა. ერთი წამითაც აღარ გაჩერებულა არაბული იქ. აქსელერატორის სატერფულს მკვეთრად მიაჭირა ფეხი და დაუმშვიდობებლად გაქრა.. ერთხანს, გაუნძრევლად იდგა გოგონა. გაკვირვებული, ნაწყებიც. მერე, მერე იმდენის მზერა იგრძნო სადღა ეცალა გაკვირვებისათვის. გაუბედავად გადადგა წინ ნაბიჯები და გულში ლოცულობდა იქნებ არაცერთმა გამაჩეროსო, მაგრამ როდის უხდებოდა ნატვრა არიდას? ეზოში ფეხი არ ჰქონდა შედგმული ქერათმიანმა ნანამ რომ გასძახა: - არიდა შვილო, ახლავე თუ არ გვიპასუხებ ვინ იყო ეს ყმაწვილი, კაცმა არ იცის, აქ რა ვერსიებს დაატრიალებენ. - ჭორიკანა იყო ნანა, მაგრამ ძალიან პირდაპირი და გულწრფელი. ბოროტულად არცერთი სიტყვა არ დასცდებოდა მის პირს, მხოლოდ კეთილი ჭორებით იმხიარულებდა დღეს. მით უმეტეს არიანდაზე არ იტყოდა ცუდს და არც სხვას მისცემდა ცუდად მოხსენიების უფლებას. ფეხი აითრია არიდამ. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მათთან მისვლა გადაწყვიტა. იცნობდა ნანას. - საღამომშვიდობის.- მიესალმა. - სარამომშვიდობის დედიკო.- თბილად უპასუხა ფუმფულამ ქალმა. - ცუდად არ გაიგო ნანას ნათქვამი, არც იწყინო, არც ცხვირის ჩაყოფად მიიჩნიო, უბრალოდ ხომ იცი, აქ როგორც ხდება? - განუმარტა ქალმა და შემოჯარული კორპუსებისაკენ, რომლებიც უბანს ქმნიდნენ, მიუთითა,- ენას ძვალი არ აქვს, ჩვენ კი ვერავის მივცემთ უფლებას შენზე უძვლოდ ილაპარაკონ. ნუ გახდები ჩვენი დასაცავი ჩემო ლამაზო... - ჩემი შეყვარებული. - ცივად უპასუხა არიდამ. პირველად, გონებას ენამ წაასწრო. ამის გაგონებაზე აღტაცების შეძახილი აღმოხდა ყველას. ნანამ ტაში შემოჰკრა სწრაფად წამოიჭრა და არიდას მოეხვია. თან უმეორებდა, როგორ გამახარე, გულით მსურს შენი ბედნიერებაო. აქეთ ფუმფულა გაიძახოდა, შეძლებული ბიჭი ჩანს, დარწმუნებული ვარ არაფერს გაგიჭირვებს, დაასრულებს შენს წვალებასო. მოკლედ ისეთი მილოცვები დააყარეს, გეგონებოდათ უკვე გათხოვდაო. მგონი, ისიც კი წარმოიდგინეს, როგორი იქნებოდა მათი ქორწილი. ძლივს დაიხსნა არიდამ ამ ქოთქოთისაგან თავი. სადარბაზოში შესულმა ერთი შემოირტყა თავში ხელი, რა მალაპარაკებდა, ხომ სჯობდა არაფერი მეპასუხაო. ნანა რომ შეეკითხა იმ წამს დათას სიტყვები მოაგონდა, შეყვარებული უპასუხეო და ენამაც ინსტიქტურად თქვა. ახლა მისი შეყვარებულობის ამბავი უმალ მოედებოდა უბანს. ნირწამხდარმა შეაღო სახლის კარი. - დაგაგვიანდა დედიკო, - შეეგება დადუნა. - ხომ არ იჯავრე ? - ლოყაზე აკოცა დედას. ჩანთა საკიდზე დაკიდა. ფეხიც გაიხადა და როგორც სჩვეოდა შიშველი ტერფებით გატყაპუნდა გრილ იატაკზე. - შიშველი ფეხით სიარულს ვერა და ვერ გადაგაჩვიე. - დაიჩივლა ქალმა. - აცივდა დედიკო, ახლა მაინც ჩაიცვი. - არ მინდა დე. - ჯიუტო. - დაუცაცხანა შვილს და სამზარეულოში შეუძღვა. - დე, ვალერიმ მაფინები გამომატანა შენტან. - გვიან გაახსენდა გოგნას. ან რა გასაკვირია. ჯერ კიდევ არაბულის ამბორი ურტიალებდა გონებაში. წამოხტა, შემოსასვლელში გაიქცა, ჩანთიდან ქაღალდის პაკეტი ამოიღო და დედას მიურბებენინა. - გამომართვი, ახალი რეცეპტითაა და გამისინჯოსო. ესეც დიაბეტურია. - მადლობა უთხარი მაგ კეთილ ადამიანს. - ერთი ცალი ამოიღო და ნეტარებით ჩაკბიჩა. - კულინაარიის შემოქმედია ეგ კაცი, -განცხრომით ამოიკრუტუნა დადუნამ, - დარიჩინი ძალიან უხდება. - მეორის ამოღებად წაიღო ხელი და თან შვილს გახედა, - რატომ აღარ ჭამ ? არიდას ხელზე ჩამოედო თავი და ბედნიერი ღიმილით უცქერდა კმაყოფილ დედას. - მეტი აღარ მინდა. ლენა რატომ არ არის? სხვათაშორის მისი აზრიც აინტერესებს ვალერის... - ხო, ხო ექსპერტის აზრი მნიშვნელოვანია. ახლახან წავიდა, მეძინებაო. - სიცილით უპასუხა დადუნამ. - ოცდაათი წელია მეგობრობთ და ალბათ ერთი დღე არ გექნებათ გატარებული კინკლაობის გარეშე. - ჩვევად გვექცა. იცოდე, თუ ერთ დღესაც აღარ ვიკამათებთ, ირივე ტვინის გამოკვლევევაზე წაგვიყვანე. - კარგი. - სიცილით დაპირდა. - მეც დავიძინებ. - არიდა, იმ ბიჭმა მოგიყვანა? - კართან მისულს დააწია კითხვა. უხეხულობამ დაუარა არიდას, დედისაკენ მიტრიალდა და შეიშმუსნა. - ფანჯარასთან გელოდი და დავინახე, მანქანიდან გადმოხვედი. - ხო. - ამოილუღლუღა იატაკზე მზერამიყინულმა. - რაიმე მოსარიდებელს აკეთებ ? - არა დე.. რავიცი... არამგონია... - დაიბნა გოგონა. - აბა რატომ გერიდება, როდესაც მასზე საუბარს ვიწყებთ? - რავიცი, მაინც დედა ხარ ... - მეგობარიც, - შეუსწორა ქალმა. - არასდროს მოგერიდოს, არასდროს არაფერი დამიმალო დე. რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვარ, ყოველთვის გაგიგებ. - ჩემი ყველაზე მაგარი დადუ ხარ შენ. - მივარდა და დედას მოეხვია. - არც იმათ ჭორებს უგდო ყური, ეზოში რომ გელიან.- მეზობლებზე მიანიშნა.- ვიცი, ცუდს არაფერს იტყვიან, მაგრამ მაინც. თუ სულ ვინმეს აზრით დაინტერესდები, გამოდის რომ ის შენი ცხოვრება არაა დედიკო. უბრალოდ სწორად იცხოვრე და ფრთხილად იყავი. უფლისა და შენი სინდისის წინაშე მუდამ მართალი იყავი, მეტი რჩევა არ მექნება შენთან. - სულ ჩემთან იყავი დადუ ! - მეტად მოეხვია დედას. *** ისრები ღამის თორმეტ საათს გადასცდა. არიდა საბანში გახვეული საწოლზე წამოჯდარიყო და მობილურს აწვალებდა. ხან აკრიფავდა ნაცნობ ნომერს, ხანაც წაშლიდა. ვერა და ვერ გაბედა დარეკვა. განა არ იცოდა, რომ არავინ უპასუხებდა? იცოდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა. ეტკინებოდა. მისი წასვლის შემდეგ პირველად რეკავდა მასთან. როგორც იქნა გაბედა, ზარი გავიდა და ოპერატორის ხამ გაისმა გაისმა, რომელიც აბონენტის მომსახურეობის ზონიდან გასვლას აუწყებდა. ჩაწყდა გულ-მუცელ. სხეულში ყველაფერი აეწვა და ცრემლებიც მოადგა თვალზე. რათქმაუნდა ვერ უპასუხებდა, მის გემს უკვე გადაელახა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი წ....ბი და მარავლი თვის განმავლობაში არ დაბრუნდებოდა უკან. რომ გააანალიზა ალექსანდრე ამ მიწაზე აღარ ჰყავდა შეშინდა, მარტო სულობა იგრძნო. საბანში ჩაცურდა, თავზე წამოიმხო და უხმოდ აქვითინდა. რამდენი რამ ჰქონდა მისთვის მოსაყოლი. ყველაზე წვრილმანსაც კი განიხილავდა მასთან. ალექსანდრეს ბათუმში წასვლის შემდედ ტრადიციად აქციეს საღამოს საუბრები. საუბრობდნენ ყველაზე და ყველაფერზე. ახლა კი რამდენად მნიშვნელოვანი ჰქონდა მისთვის მოსაყოლი, მისი რჩევები სჭირდებოდა, მეგობარი სჭირდებოდა, უსაშველოდ ენატრებოდა. სლუკუნი შეწყვიტა, საბნიდან ამოძვრა, ტელეფონი მოიმარჯვა უზარმაზარი ტექსტი აკრიფა და გამორთულ ნომერზე გაუგზავნა. ვერ წაიკითხავდა, მაგრამ არიდამ გადაწყვიტა ყოველ საღამოს ასე მოქცეულიყო. სულ ცოტათი, სულ ოდნავ შვება იგრძნო. მობილური გამორთო, საწოლზე გასწორდა და ოთახის ბნელ სივრცეს მშვიდი სუნთქავ შეურია. *** საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი, წრეზე ატრიალებდა სანთებელას ხელში. რამდენიმე წუთის განმავლობაში ბნელი ოთახის მყუდროებას მის მძიმეს სუნთქვასთან ერთად მშვიდი ძილის ფშვინვაც არღვევდა. უკვე მრავალი წელია სიტყვა სიშვიდე დავიწყებოდა, ბოლო თვეებში კი მოსვენებაც დაჰკარგვოდა. ადგილს ვეღარ პოულობდა. რამდენადაც გარეგნულად არ იმჩნევდა, იმდენად შინაგანად ანგრევდა ფორიაქი, გაურკვევლობა, უპასუხო კითხვები და გადაულახავი განცდები. მუხლებზე ჩამოდებული მკლავები გაშალა და მარჯვენა ხელით მარცხენას ესროლა სანთებელა. მერე პირიქით და შემდეგი ცდის დროს ხმაურით დავარდა იატაკზე. ხმაურზე ძილი დაერღვა მშვიდად მფშვინავს. საწოლზე შეიშმუშნა, მისკენ გადმობრუნდა. დაუპატიჟებელმა სტუმარმა იატაკიდან აიღო სანთებელა, ზამბარაზე თითი ჩამოკრა და ალმაც არ დააყოვნა. ოდნავ განათდა ოთახი, მაგრამ მძინარისთვის საკმარისი აღმოჩნდა. უმალ დაჭყითა თვალები და უკუნით სიბნელეში შავებით შემოსილი სხეულის შემჩნევისას შეეშინდა ნახევრად ბურანში მყოფს. ყვირილით წამოვარდა ფეხზე და ინერციით კედელს მიეხეთქა. - ფუ შენი... ჯანდაბა ... - ამოიღმუვლა. ტკივილისგან დაგრეხილი მოშორდა კედელს და სტუმარს მიუახლოვდა. - რა იდიოტი ხარ, მოჩვენება მეგონე, - ბურანგადაკრული მზერით ძლივს მოძებნა ბალიში და ესროლა. - გულლი გამიხეთქე. როდის მოხვედი? რანაირად შემოხვედი? - ბურდღუნებდა გიგაური ახლადგამოღვიძებულის ხმით და სიბნელეში შარვალს ეძებდა. - გასაღები თავდ მომეცი. - უემოციოდ უპასუხა დათამ. - გიჟი ხარ გიჟი... რას დამადექი მერე ასე ჩუმად თავზე ეშმაკის მოციქულივით, თან ამ შავებით. თავზე რქები და ცელი გაკლია... - ცივი ოფლით დანამულ შუბლს იწმენდა ვანო. ძლივს ნაპოვნ სარვალს იცვამდა. - შეშლილი,- ისევ ცაიბურდღუნა და განათება ჩართო. - ბოდიში. - დაბალი ხმით უთხრა მამიდაშვილს. - რა ბოდიში ბიჭო? - საბოლოოდ გამოფხიზლადა. დათა ბოდიშს თითქმის არ იხდიდა. - შენ მართლა ხო არ გაგიჟდი?! ხო მშვიდობა გაქ ? - კიც და არაც. - სად იყავი ამ შუაღამისას? - საათს დახედა ვანომ. - ღამის სამი საათია. რა გზებზე დადიხარ? - იმ გზებზე, საიდანაც უკან მობრუნებას ვეღარ შევძლებ. ლაბირინთში შევდივარ. - მერე და გამოიბი წელზე „არიადნას ძაფი“ - ურჩია დათას, ჭიქაში წყალი ჩამოისხა და სულმოუთქმელად დაცალა. - ჩემს შემთხვევაში „არიადნას ძაფი“ არ არსებობს, გაოსავალი არ არსებობს. იმ ვირთხას ვგავარ, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია მოწამლული თხილი ჭამოს თუ ნაჭუჭი. - დათა, რა მოხდა ? - გვერდით მიუჯდა ვანო და მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი. - შენთან საუბარი მჭირდებოდა. ხომ იცი ასეთ დროს არ დაგადგებოდი... - ჩაქინდრული თავი წამოსწია დათამ და გვერდიდან გახედა მამიდაშვილს. - მოეშვი თუ ძმა ხარ მაგ სისულელეს და მითხარი ბოლოსდაბოლოს რა შარშიც ხარ. - ძნელია სათქმელად,მაგრამ გასააზრებლად ათასჯერ უფო ძნელი. - თქვი ბიჭო !- გაუწყდა მოთმინება გიგაურს. სიგარეტს ნერვიულად გაუკიდა. - შემოაღწია. მან ჩემში შემოაღწია. - ისე ჩუმად თქვა, თითქოს არ სურდა ვანოს გარდა ვინმეს გაეგო, კედლებსაც კი... ისევ ჩამოკრა ზამბარას ხელი და ამოვარდნილ ალს ერთხანს დააკვირდა. - არიანდამ ? - დიდი დაფიქრება არ დსაჭირვებია ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანის მიზეზი. - არიამ... არიამ... შემოვიდა და ყველაფერი არია. - სიმწრით ჩაეცინა, წამოდგა, სანთებელა ჯიბეში ჩაიდო, ფანჯარასთან მივიდა და მთვლემარე ქალაქს გახედა. - არია თუ თავდაყირა დააყენა... - ჩაიფრუტუნა გიგაურმა. - ხავსივით მოედო ყველაფერს, სუროსავით მახრჩობს. აღარ შემიძლია, აღარ მეტევა ამის დედაც ..... ! - დაიღრიალა მოულოდნელად და კომოდის თავზე შემოდებული ლარნაკი ხელის კვრით კედელს შეანარცხა და თავის სულს დაამსგავსა, ათას ნაწილად დამსხვრეულ სულს. არც კი გატოკებულა ვანო, მთელი სახლიც რომ დაენგრია თითსაც არ გაანძრევდა მის შესაჩერებლად. დღეს უბრალოდ მისთვის უნდა ესმინა. არ იყო მისი შეგონებების, ჭკუის დარიგებისა და ირონიის დრო, როგორც სჩვეოდა ხოლმე ბიძაშვილის გასაბრაზებლად. დღეს ამდენი ხნის უთქმელი სიტყვებისა და ემოციბისგან უდა დაცლილიყო დათა. იცოდა, რომ პირველად და უკანასკნელად ხედავდა ასეთს - სულიერად დაშლილს. -მზად ვარ ხორცები დავიგლიჯო, - მშვიდად განაგრო, - კანი საკუთარი ხელით ავითალო ოღონდ მისი უკან განდევნა შემეძლოს, მაგარმ ვიცი არაფერს შეცვლის და მეც მხოლოდ ამიტომ არ ვაკეთებ. - ისე საუბრობდა გეგონებოდათ ერთ უბრალო ამბავზე უყვებოდა და არა საკუთარ გაწამებულ გრძნობებზე. - შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო და მის მიმართ გულგრილი დარჩე. შენც ხომ მოგაჯადოვა, სულ მის მხარეს ხარ.- სიმწრის ღიმილით დაურთო, - ისეთი სუფთა, უმანკო, კეთილი, თითქოს სუსტი და ამ დროს ქარიშხალია. არასდროს იცი როდის ამოვარდება და გაგაცალმტვერებს. ერთ წამს მშვიდია, მეორე წამს კი ისე იცვლება ჭკუიდან გადავდივარ. რომ გგონია რაიმეზე დაიყოლიე, მერე ერთს დააბრიალებს იმ შავ თვალებს და თხასავით გაჯიუტდება. - ისევ ღამის სიბნელეში მომზირალს გაეღიმა. - ძალიან ჭკვიანია, მაგრამ უფრო მეტად დაბნეული. მგონი, მხოლოდ ჩემთან. არც არსდროს დაუმალავს, სულ მეუბნება ნუ მაბნევო. ჩიტივით აფართხალდება და ააფახურებს გრძელ წამწამებს. ყველაზე გულრწფელი ადამინაი ვისაც კი შევხვედრივარ, ყოველთვის იმა ამბობს რასაც ფიქრობს. ვერ მალავს, არ შეუძლია. მთელი ეს დრო ვაჯერებდი თავს, თითქოს ყალბია მატყუარა, ყველა ცუდ თვისებას ვაწერდი, მაგრამ ვერ დავაჯერე არ გამომივიდა, მისი ხატი ვერ დავანგრიე. - იმოდენა სინანული გაერია ხმაში, ვანომ ერთი გადააქნია თავი და სახე ხელებში ჩარგო. - ვერ იტყუება, მაგრამ საქმე თუ მისთვის ძვირფას ადამიანს ეხება სასწაულის მოხდენაც კი შეუძლია. ალექსანრე ხომ იცი, მისი მეგობარი?! - ვიცი. - მის წინ ,ოღონდ დაეცვა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუდარებლად იტყუებოდა. შორიდან ვაკვირდებოდი და იქაც კი ვგრძნობდი როგორ უჭირდა, როგორ ინგრეოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა, არ მისცა გრძნობებს გამჟღავნების უფლება. მოატყუა, რათა დაეცვა. ასეთია, ტყუილი არ შეუძლია, მაგრამ თუ ვინმეს დაცვაა საჭირო ოსკაროსანი მსახიობივით ითამაშებს. ვიეჭვიანე, ავადმყოფურად ვიეჭვიანე, რომ მივხვდი რაოდენ ძვირფასია მისთვის. - ეს სიტყვები ისე დაბალი ხმით წარმოთქვა, თითქოს ეს იყო ერთადერთი საიდუმლო და გულის ნადები, რომელსაც იმწუთას ანდობდა. - საოცრად ძლიერი გოგოა ვანო. ამაში მაშინ დავრწმუნდი იმ ნაბი,ჭვარს რომ არ უჩივლა და არც მე დამანება საკადრისი მიმეზღო. მას შემდეგ ყოველ ჯერზე მეტად ვრწმუნდები. სულ მეწინააღმდეგება, ზოგჯერ ისე უცებ გაბრაზდება და გამიჯიუტდება ვერ ვიგებ ხოლმე რატომ, მაგრამ ის ვიცი, რომ ვიმსახურებ. ალბათ მისი ქვეცნობიერიც ხვდება ამას. იმაზე მეტ წინააღმდეგობას უნდა მიწევდეს ვიდრე ახლა, მაგრამ არ გამოსდის, არ ვანებებ, არ ვეშვები. როგორც ჩანს მის გულშიც მოვახერხე შეღწევა. ჩემს მიზანს მივაღწიე, მაგრამ ეს საერთოდ არ მგვრის გამარჯვებულის შეგრძნებას, პირიქით ვმარცხდები, ყველაზე დიდი მარცხით ვანო.- შუბლი კედელს მიაყრდნო, რამდენჯერმე მსუბუქად მიარტყა და ერთხანს დადუმდა. - არ მჯერა... - ყრუდ ამოილაპარაკა გიგაურა. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ მისგან ამის მოსმენას ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა დათა გულგრილი არ იყო არიდას მიმართ. - მისი ღიმილი, მისი ხმა, სურნელი... დამაავადა. ავადმყოდურად მინდა ჩემი იყოს. რომ იღიმის ლოყაზე ღრულები უჩნდება, მთელი სახე უნათდება. ამ დროს ნათდება ეს ბნელი სამყაროც ჩემთვის. მისი შავი თვალები, ღმერთო ... - მტკივნეულად ამოიგმინა და ისევ კედელს მიარტყა შუბლი.- მკლავს მისი თავლები, მიწასთან მასწორებს სწორედ ისე, როგორც შენ მიწინასწარმეტყველე... მათ საქცერად ჯოჯოხეთშიც კი ჩავალ. ათასი მზე ვერ გამათბობს ისე, როგორც ისინი მათბობენ. ყოველ შემოხედვაზე ისევ ისე მაიძულებს შემართული იარაღის დაწევას, როგორც მაშინ, ათი წლის წინ მის კართან პირველი შეხედვის დროს მაიძულა. მას შემდეგ ლანდად დამსდევ, სიწმინდეა ჩემთვის მისი ტავლები. ისევ ისეთი უკიდეგანოა, სულს მიკაწრავს, სუნთქვის გაჩერებამდე ვიძირები მათში. აღარაფერია ჩემში რასაც არ შეხებია. აღარაფერი მეკუთვნის მე, სულ მან წაიღო. მისია, მაგრამ ვერასოდეს აიღებს. ის ჩემია, მაგრამ არ მეკუთვნის... არადა როგორი ტკბილია. - გიყვარს, ის გიყვარს დათა. - დაასკვნა გიგაურმა და თავი ამორგო ხელებიდან. - მიყვარს? ეგ სიტყვა ცოტაა. საკუთარი თავის სიძულვილამდე მიყვარს. მძულს ჩემში ეს გრძნობა. წარმოუდგენლად მძულს, რადგან, როდესაც დასრულდება აღარაფერს დამიტოვებს საარსებოდ. ყველაფერს წაიღებს, აღარაფერს დატოვებს იმ დათასგან რაც ახლა ვარ და მეზიზღება ასეთი დაბეჩავებული ჩემი თავი. - მართლაც რომ ამ ზიზღს გადმოსცემდა მისი ხმა. - თუ შენ მოინდომებ, ყევლაფერი სხვაგვარად იქენბა ხომ იცი ? - ზედმეტად ფრთხილად შენიშნა ვანომ. არ უნდოდა ახლა ჩარევა, მაგრამ გაჩუმებაც არ შეეძლო. - არ მაქვს უფლება რაიმე მინდოდეს, არც მის წინაშე, არც საკუთარი თავის და მითუმეტეს არც იმ ადამიანების წინაშე ვისი სისხლიც მის გვარს აწერია. მეზიზღება ეს გრძნობა ჩემში, არასწორია, აკრძალულია, სამოთხის ვაშლივით აკრძალულია. - მესმის, მაგრამ ... - სანუგეშოს თქმა გადაწყვიტა გიგაურმა, მაგრამ შეაწყვეტინა. - წარმოუდგენელია გესმოდეს, არ გესმის ვანო ! ეს რომ გაიგო უნდა გამოცადო, სხვანაირად ახლოსაც ვერ მიხვალ მასთან ფიქრით. სიცოცხლეს დავთმობდი ოღონდ ის მიხეილის შვილი და ანდროს და არ იყოს, ოღონდ ჩემი მტრის შვილი არ იყოს, ამირეჯიბი არ იყოს. - რას აპირებ ? - ჩაეკითხა სრულიად გაურკვევლობაში მყოფი. - უბედურად ყოფნას ... - მისი უბედურად ყოფნის ხარჯზე ხო ? - გონს მოიყვანა მისმა პასუხმა. - მისი წამებით საკუთარ თავს დატანჯავ, რადგან მასზე მეტად არაფერი გატკენს... - განმარტა ვანომ, დათას სათქმელი - ვერ ვაპატიებ ამ სიყვარულს ვერც მას, ვერც ჩემს თავს და ვერც სამყაროს. - ახლა გისმენ და ვეღარ გამირკვევია რა ჯობდა- რომ გძულდა თუ რომ გიყვარს ! - ოდესმე, - მისკენ შეტრიალდა დათა,- ერთი წამითაც კი რომ შემძლებოდა მისი სიძულვილი, ახლა გულში მისი სიყვარული არ მექნებოდა. კიდიდან კიდემდე, უჯრედიდან უჯრედამდე ფესვს ვერ გაიდგამდა.. ვერასოდეს, ვერასოდეს შევძლებ მის ამოძირკვას, ამდენად სუსტი არ ვარ. - სუსტი ? - გაუკვირდა ვანოს. - თუ ძლიერი ? - სუსტი ვანო სუსტი. - ღრმად ამოსიუნთქა არაბულმა. - მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ მტანჯველი სიყვარული მთელი ცხოვრება სახეუცვლელად გულით ატარონ, სუსტები კი ვერ უძლებენ და ივიწყებენ, გულიდან იღებენ. დამიჯერე გულიდან ამოღება უფრო ადვილია ვიდრე მისი მარადიულად ტარება. - ახლა რა იქნება ? - დაზუსტებით მხოლოდ ერთი ვიცი, სიმართლეს გაიგებს. - ხომ იცი, რომ არასდროს გაპატიებს. - ასეთი გარეწარიც არ ვარ ეგ ვთხოვო. - გაგექცევა. - ვერასოდეს, არ გავუშვებ. ის ჩემია ... ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებ, მაგრამ ჩემია და ამის შეცვლის უფლებას არავის მივცემ. - დათა, ახლა არ ამბობდი ეს ურთიერთობა დაუშვებელიაო ? - არის კიდეც. იქნება და თან არც იქნება ჩემი. იქნება ჩემი სიყვარული და მისი სიძულვილი. ყოველდღე, მის თავალებში ჩემი ზიზიღის ყურებით ვინუგეშებ თავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დავინახო. უნდა ვეჯავრებოდე. - მე რა გავაკეთო, რაიმე შემიძლია ? - სასოწრკვეთილი ხმით იკითხა ვანომ ის რაზეც პასუხი ისედაც ჰქონდა, მაგრამ არ კითხვაც არ შეეძლო. მშვენივრად იცოდა ამ მდგომარეობაში როგორი უძლური იყო. ვერას ძალით ვერ აღუდგებოდა დათას გრძნობებს და სურვილებს წინ, მასთან ვერაფერს გახდებოდა. მისი ნათქვამი ეს სიტყვები, იმ მდინარის ნაპირას გამორიყულ რამდენიმე თევზს გავდა, რომლის წიაღშიც ათიათასობით თევზი სახლობს. - დაიცავი ! - ხომ იცი, რომ შენს წინააღმდეგ ვერ წავალ. - სცადე მაინც. - ღმერთო ! - ხმამაღლა დაიყვირა ვანომ. - ბავშვობიდან ასეთი იყავი-ეგოისტურად მესაკუთრე. არაფერში ზღვარი არ იცოდი დათა, არც მეგობრობაში მთელი ცხოვრება შენს ამარა დამტოვე, ვიცოდი ჩემს ცხოვრებაში სხვა მეგობარს ვერ აიტანდი. არც მშობლობა-შვილობაში. ათი წელი ჰქონდათ შენს მშობლებს მეორე შვილის გასაჩენად მაგრამ შენს გამო არ გააჩინეს, ვერ გაუყოფდი. შენთვის არ არსებობს არაფრის ზღვარი, ათ წელში პატარა ოფისი გიგანტ კომპანიად აქციე, შეუჩერებლად მიდიხარ წინ არაფერს და არავის ირიდებ... და ახლა გისმენ და ვხდები თურემ ყველაზე ზღვარსგადასული სიყვარული გცოდნია, გალაქტიკაც ვერ დაიტევს იმოდენა და ამოდოდენა იცი სიძულვილიც... ახლა გისმენ და საერთოდ ვერ ხვდები რა იქნება ამის შემდეგ, რას გააკეთებ, მაგრამ ის ვიცი, იმ გოგოს სიცოცხლის ფასად დაიცავ, ოღონს სხვისგან. აი შენ რას გაუკეთებ ეგ მგონი ღმერთმაც არ იცის. ასე ყველაფერში ზღვარსგადსული , როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ?! ყველაზე ერთგული მეგობარი და ყველაზე საშიში მტერი ხარ და ღმერთმა ნუ ქნას ეგ მტრობა საკუთარ თავთან გამოავლინო, რადგან ყველაზე უკეთ შენ იცი საკუთარი თავის სისუსტეც და სიძლიერეც. ვერ გაუძლებს ის გოგო, შეიძლება ძლიერია, მაგრამ არა იმდენად შენ გაგიძლოს. - დროა წავიდე. - კიდევ დარჩი- უთხრა ვანომ და ჩაეცინა. ელოდა თავისი მონოლოგის შემდეგ მის ამ პასუხს. - დარწმუნებული ვარ არ დაგლევია სასაუბრო. - ათი სიცოცხლე არ მეყოფა ამაზე სასაუბროდ. - შემიძლია კიდევ მოგისმინო, რადგან ვიცი, ამ ოთახის კარს რომ გაიხურავ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორ ამ საუბრამდე. ისე, თითქოს ეს საუბარი არც ყოფილა... - თავისებურად გაიბრძოლა ვანომ მის უდროოდ დადუმებასთან. - მაინც წასვლა მირჩევნია. - და მაინც რას აპირებ დათა ? - გაიგებ... დაიძინე მიდი. - კარისაკენ გაემართა. - მოიცა, - წამოიძახა ვანომ, სწრაფად მიუახლოვდა და მოეხვია. ამით აგძნობინა, რომ მისთვის „საძულველ“ სამყაროსთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებდა. - ეს საჭირო იყო ? - ღიმილით კითხა არაბულმა. - უეჭველად... - სიცილითვე უპასუხა. - დათა, მე შენს გვერდით ვარ და ასევე შენი არიას გვერდითაც,- მკვეთრად, ხაზგასმით წარმოტქვა ეს სიტყვები, - ეს არ დაივიწყო! - ამას პირველად და უკანასკნელად ისმენ, - მისკენ შემობრუნდა დათა, - ამ ქვეყნად საუკეთესო მეგობარი ხარ ! - დღეს შენგან პირველი და უკანაასკნელის მოსმენის ლიმიტი ამოვწურე, - ჩვეულად გაიხუმრა გიგაურმა. - დიდი პატივაი თვით დათა არაბულისგან. - ნუ ცანცარებ. ბოლო სიტყვები დაუტოვა და კარი გაიხურა. გავიდა ისე, თითქოს არც ყოფილა. თითქოს მის ბაგეებს სიტყვაც არ დასცდენია. თითქოს მისი გრძნობებს შავ-თეთრ ზღვარზე ტანჯვა-წამების ფასად არ გაუვლია... კიდევ დიდხანს იდგა გიგაური, იმ ადგილას სადაც დათამ დატოვა... *** - ლადო ბიძია, მე საჩუქარი მაქვს. - აციმციმებული თვალებით, ჩანთიდან რაღაც ამოიღო. - ჩემთვის ? - სიხარულით სახე გაუანათდა კაცს. - რათქმაუნდა შენთვის. გამომართვი. - გაუწოდა და მოსალოდნელი სასიამოვნო წუთით, წამწამები ააფახურა. - შენ რომ გახსნა? - თავლით საჭეს შემოხვეულ, დაკავებულ ხელებზე ანიშნა.- მაინტერესებს. - თუ კი გსურს, რათქმაუნდა გავხსნი. - აცქმუტებული საჩუქრის გახსნას შეუდგა. ვერცხლისფერი შეფუთვა შემოხსნა და წრეში ჩასმული ხისგან ნაკეთი წარწერა გაუწოდა. „ აქ საყვარელი გაჩერებაა“ - იკითხებოდა წრეში. - აქ კი, - სკამი იგულისხმა, სადაც იჯდა,- ჩემი საყვარელი ადგილია. უსაზღვრო სიყვარული და სიხარული დაეტყო ლადოს სახეზე - აქ დაკიდე ჩემო კუდრაჭა. - საქარე მინის წინ დასკუპებულ სარკეზე მიუთითა აწყლიანიებული თავლებით. საჩუქარმაც საპატიო ადგილი დაიკავა ხის მოზრდილი ზომის ჯვრის გვერდით. - საჩუქარიც აღარ ქვია ამას. ამ სიტყვებს შეუფასებელი მნიშვნელობა აქვს ჩემო გოგო. - იმაზე შეუფასებელი ვერ იქნება, ვიდრე შენ ხარ ჩემთვის ლადო ბიძია ! - ესეიგი დღეს საჩუქრების დღეა. - საიდანღაც მომცრო ზომის ფუმფულა სათამაშო ამოაძვრინა. - პანდა ? - აღტაცებით წამოიძახა არიდამ და ტაში შემოკრა. - ხო პანდა. - გაწვდილ ხელში ჩაუდო. - ვიდრე ალექსანდრე დაბრუნდება ეს ატარე. ვიცი, ის სულ შენს გვერდით არის, მაგრამ ზოგჯერ ნივთებიც გვეხმარება ახლობელი ადამიანის მეტი სიახლოვის განსაცდელად. ის დაბრუნდება, აუცილებლად დაგიბრუნდება და ამის ცოდნა, ამის იმედიც საკმარისია მისი არყოფნის პერიოდს გაუძლო. - პანდა, ალექსანდერს ბუტაფორია. ისეთივე, როგორც ეს არიანდა-ტომარა ხო? - მადლიერება გაკრთა სულში.სითბოთი გაიჟღენთა. - ალბათ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მეხმარები ლადო ბიძია. აქ ვპოულობ სულის სიმშვიდეს. ამ ნახევარსაათიანი მგზავრობიდან იმოდენა ძალას ვიღებ, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ იპოვოს ადამიანმა. - თავად ხარ ძლიერი ჩემო მშვენიერო. მე მხოლოდ გეხმარები ეს უკეთ და სწორად დაინახო. - ნებისმიერი იოცნებებდა შენნაირ მამას. - შენ გყავს მამა არიანდა. მჯერა ის კარგი ადამიანია. - შენ ხომ მას არ იცნობდი? - შენი ცნობაც საკმარისია. „ ნაყოფი ხისგან შორს არ ვარდება“, შენისთანა შვილს ცუდი მშობელი ვერ ეყოლება. - ანდრო ? ადროს ხსნებით, მიხეილის კარგი ადამიანობა უნდოდა გადაეფარა და არა ანდროს სიცუდის გახსენება. იმ წამს ხენჯად გაკრა გულში ანდროს ამ მნიშვნელობით ხსენებამ, მაგრამ ნათქვამს უკან ვეღარ წაიღებდა. - ანდრო უდროოდ მოწყვიტეს, დამწიფება არ აცადეს.თუმცა ისიც იმ ხის ნაყოფია. - არ მინდა მისი გახსენება. - წყენით დაიჩურჩულა და სახე გვერზე მიაბრუნა, სევდიანი თვალების დასამალად. არ დაუკონკრეტებია „მისი“ ვის გულისხმობდა, თუმცა ლადო მიუხვდა. - ვერ გაიხსენებ იმას, რაც არასდროს დაგვიწყებია ჩემო მშვენიერო... *** ვიდრე სამზარეულოში გაემართებოდა, ქეთის მონახულება გადაწყვიტა. ბოლო დროს ისე მოხდა,ლუკას შესახებ ვეღარ ესაუბრებოდა. გაიფიქრა, ყავას დავლევთ და მასზეც ვისაუბებთო. ყველაფრის მიუხედავად თითქოს უდარდელად, მხიარული განწყობით აუყვა კიბეებს. - შენგან არაფერს ვითხოვ ზურა, ერთის გარდა. - ქალის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა ასანიძის კაბინეტიდან. - ძალინ გთხოვ თავს ნუ იმცირებ, არ ვღირვარ ამად, დამიჯერე. - გულრწფელი იყო ასანიძე. - ის ღირს? ის გიღირს ამდენწლიან უიმედო დევნად ? განა ეგ თავის დამცირება არაა? - ღვარძლიანდა ამოილაპარაკა ქალმა. გული აუფართხალდა არიდას, რომ მიხვდა მასზე ესაუბრებოდა. უხერხულობამ მთელს სხეულში დაუარა. - რას აღარ ვაკეთებ შენი ყურადღების მისაქცევად შენ კი ვერც მამჩნევ. იცი, მიყვარხარ, მაგრამ არც კი გინდა ეს შეიმჩნიო. - თათია, - მკვახედ მიმართა და ისევ დადუმდა ბიჭი. ალბათ ფიქრობდა, ღირდა თუ არა იმის თქმა რაც სურდა. - ძალინ გთხოვ შეწყვიტე ეს უთავმოყვარეო საქციელი. არ შეგეფერება. ეს ჩემს თვალში არ აგამაღლებს, პირიქით. - ცოტა ცივი ტონი გარეოდა ასანიძეს. - არ მინდა შენი მოტყუება. - განა რას ვითხოვ ასეთს? არაფერს ზურა, მხოლოდ იმას, მომცე უფლება შენთან ვიყო. - ხმა ისე ამღვრეოდა ქალს უთუოდ ცრემლი უნამავდა თვალებს. - არც სიყვარულს გთხოვ, არც ზრუნვას, საერთოდ არაფერს, მხოლოდ მომეცი უფლება კვირაში ერთჯერ მაინც შენს გვერდით გავიღვიძო. ესეც კი გამაბედნიერებს. იმდენად გულსაკლავად ჟღერდა ქალის ხმა, სული დაუჯიჯგნა არიდას. წამით სიბრაზეც იგრძნო საკუთარი თავის მიმართ. იფიქრა და სწორადაც, ზურას უარის მიზეზი თავად იყო. გამბედავად ქალად მიიჩნია თათია და მისდა გასაკვირადაც კი, მოუწონა ეს უთავმოყვარეო საქციელი. თანაუგრძნო ზურას უარის გამო. რამოდენა დაცემა და აღზევება სცოდნია სიყვარულსო, გაიფიქრა. დაცემა- ხვეწნა ზურასადმი და აღზევება- ხვეწნა ზურასადმი. სულ ვერ იფიქრებდა ეს ხელოვნური თათია ასეთ სიყვარულს თუ დაატარებდა. - არ მინდა მოგატყუო თათია, სცადე ჩემი გაგებაც. ახლა გგონია ეგ გაგაბედნიერებს , მაგრამ ეჭვიც არ მეპარება ყველაზე დიდი უბედურებას კვირაში ერთხელ ჩემთან გაღვიძება მოგიტანს. - რა აქვს ასეთი ? - არ ვიცი, უბრალოდ ასეთია, სხვანაირია. - იყო ზურას პასუხი რასაც ფეხის ხმა მოჰყვა. ადგილს გახევებული არიდა ფეხის ხმამ მოიყვანა გონს. იფიქრა, უკან გავიქცევი სირცხვილია აქ თუ შემამჩნევენო, მაგრამ ვერ შეძლო. ეს ხომ მოტყუება იყო. მხოლოდ ქეთის კაბინეტისკენ მოახერხა ნაბიჯის გადადგმა. ამასობაში კარიც გაიღო და ქალი გამოვიდა. კიბეებისკენ აპირებდა წასვლას არიდა რომ შენიშნა. გაბოროტებული ჰქონდა სახე ქალს და თავლებიდანაც სიცივეს აფრქვევდა. - მითხარი, რა გაქვს ასეთი ? - უკმეხად, ღვარძლიანი ტონით გაიმეორა კითხავ. იმ წამსვე მიხვდა ასანიზე ვის ეკუთვნოდა ეს შეკითხვა და სწრაფად გადააბიჯა კარის ზღურბლს. გახევებული, სახეარეული არიდას დანახვაზე მძიმედ გამოუშვა ჰაერი. დენდარტყმულივით შეაქანა არიდას. არ ელოდა ამ კითხვას. წამით შედგა, მერე კი მეტი თავდაჯერებულობით გაუსწორა მზერა თათიას. გული მოეწურა მისი განადგურებულ სახეზე. მუდამ მედიდურად მოსიარულე, გადაპრანჭული, სახე დაყენებული გოგოსგან აღარაფერი დარჩენილიყო. საყვარელი ადამიანის უარს (ვინ იცის მერამდენე უარს ) უკვალოდ გაეფანტა ის, რითაც თავს იწონებდა. პირველად ნახა წუთებში ამდენად გატეხილი ადამიანი. პირველი, რაც გონებამ გაიფიქრა, ასე ემართება ზოგადად ადამიანს როდესაც სხვის უბედურებას ხედავს, იყო: - ღმერთმა ნუ ქნას ეს მეც დამემართოს, მოვკვდები, ვერ გადავიტან, ამითვის ნუ გამწირავ უფალოვო. - თათია, თავს ნუ იმცირებ. ის არაფერ შუაშია. - მხრებზე მოეჭიდა ზურა ქალს და წასასვლელად უბიძგა. - გთხოვ, მითხარი ! - გაუძალიანდა ბიჭს და ამჯერად მუდარით შეხედა არიდას. - გთხოვ ! - არაფერი ისეთი, რაც შენ არ გაქვს. საერთოდ არაფერი შენზე მეტი. დაასრულა თუ არა პასუხი, თათიას ქვითინმა შემზარავად გაკვეთა ჰაერი. სპილოსძვლისფერი კედლები, სევდისფრად შეღება და ზურას სახეზეც გადაირბინა. უნებურად დაედინა არიდას თვალსაც ცრემლის მდინარენი. უყურებდა უიმედო სიყვარულისაგან აქვითინებულ ქალს და რატომღაც გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად მასთან ერთად საკუთარ თავსაც დასტიროდა. მხრებზე ხელების ჩავლებამ მოაფხიზლა. ზურგს უკან ქეთი ედგა, რომელსაც მშვენივრად გაეგო ყოველივე და სანუგეშოდ ეხვეოდა. ცრემლები შეიწმინდა თათიამ, გამოეხსნა ზურას ხელებს და სირბილით წავიდა დერეფნის ბოლოსკენ. - ზურა, არ გაუშვა ! რაიმე სანუგეშუ უთხარი, თუნდაც მოატყუე, ახლა მას ეს სჭირდება. - არიდა ... - არ გაუშვა, თორემ იმ პატივისცემას დავკარგავ რაც შენს მიმართ მაქვს. გთხოვ ! თავი დაუქნია ასანიძემ და აჩქარებული ნბიჯებით აედევნა თათიას კვალს. კაბინეტში შეიყვანა ქეთიმ გოგონა. თავად მოხარშა ყავა და ერთხანს ისე მზრუნველად დაჰფოფინებდა თავს, როგორც პატარა ბავშვს. - რატომ ხდება ასე ? რატომ გვიყვარდება ის, ვინ გვტკენს და საერთოდ, რატომ არ შეიძლება ვიცხოვროთ ტკივილისა და ტანჯვის გარეშე ? - იმიტომ, რომ თავად ცხოვრებაა ასეთი ჩემო პატარა. - თხელ მტევანზე ჩაეჭიდა ქეთი. - სამწუხაროდ არავის სავალი გზა არ არის ია-ვარდით მოფენილი და თუ არის, იმ ვარდებს აუცილებლად აქვს ეკლებიც. ვიქნები ბანალური და იმასაც გეტყვი, ამ ქვეყნად ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია. თუ ვერ გამოსცადე ცუდი, ვერ გაიგებ კარგის ფასს. თუ არ გამოსცადე ტანჯვა-წამება, ვერ გაიგებ რა მნიშვნელობის მატარებელია ბედნიერება. ბედნიერებ კი არ მიიღწევა იოლი გზებით. ცხოვრებაში ყველაფერი, ყველაზე ძნელად მოპოვებული არის მყარი და უფრო ფასეული. აბა, ვის რად უნდა ისეთი ბედნიერება თუ მას საფუძვლად ფოლადი არ უდევს?!- რიტორიკული კითხვით დაასრულა სათქმელი ქეთიმ და ბოლო ყლუპი ყავა მოსვა ფინჯნიდან. - ალბათ მაგ სიტყვების მოსმენა თათიას ვერ დაამშვიდებდა. - თათია ამ სიტყვების მოსმენის გარეშეც გაივლის ამ გზას და დამშვიდდება. შესაძლოა ცოტა შეუგვიანდეს, მაგრამ აუცილებლად დამშვიდდება. - ხომ შეიძლება ზურასაც უყვარდეს ? - შეიძლება, მაგრამ არ უყვარს. სამწუხაროდ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ სინამდვილის მიღება. - თავს დამნაშავედ ვგრძნობ. - რისთვის ? იმის გამო, რაც შენზე საერთოდ არ არის დამოკიდებული? - ქეთი, - მიმართა და მის მოვლილ თითებს ჩაჭიდა ორივე ხელი, - მადლობა ! - საერთოდ არაფრის. - წავალ, თორემ ვალერი გამიბრაზდება. - ნუ იგონებ, - გაეცინა ქეთის.- სამზარეულოც რომ ამოაყირავო ერთ საყვედურს ვერ დააცდენიებ შენზე. - კარგი, ხო გეთანხმები. მოკითხვას გადავცემ შენგან. - არა. ნაწყენი ვარ. - ცხვირი აიბზუა ქალმა. - რატომ ? - თითქოს გაკვირევბულმა ჰკითხა, მაგრამ გულში კი ჩაეცინა. - გუშინ ლუკას ისეთები მოუყვა ჩემს ბავშვობაზე, მთელი სარამო გაკვივებისაგან პირი ვერ დავახურიე ბავშვს. - ისეთი წყრომით თქვა უდაოდ გაბუტული იყო. - კარგი რა ქეთი ! - გადაიკისკისა არიდა. - მაგის გამო ? - მე ვცდილობ ჩემი შვილისთვის ავტორიტეტი ვიყო, ვარიგებ, სულ კარგ მაგალითებს მოვუყვან ხოლმე და ამან რა გააკეთა? მოვიდა და ჩემი „მკაცრი დედა“ წამში დაანგრია. ჩემზე ისეთი რამეები მოუყვა, რასაც ლუკას ვუშლი. მერე მთელი საღამო ერთხმაში დამცინოდნენ. - ქეთი, წეღან როგორ თქვი, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივიაო ხო? იქნებ ვალერის მონაყოლს მზეზი აქვს შედეგისთვის? - მაინც რა? - სჯობს შენი გამოცდილებით, შენი პლიუს-მინუსით მოუყვე შვილს.შენი გადახდენილით მისცე კარგიც და ცუდი მაგალითი. ასე უფრო ახლოს მიხვალ მასთან. ალბათ ამიტომ მოუყვა ვალერიმ შენზეც. ჩემზე უკეთ იცნობ მას. - შესაძლოა. - ჩაფიქრდა ქეთი. - ასე მგონია ვერასდროს ვიქნები კარგი დედა. არადა ძალიან ვცდიობ საუკეთესო მივცე. - ნუ ცდილობ ქეთი, უბრალოდ იყავი დედა, რომელიც ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს. დამიჯერე ასე უფრო ბუნებრივად განვითარდება შენ შვილთან უკეთესი ურთიერთობა. - ჩემი საგანძური ხარ შენ. - მადლიერებით შენიშნა ქეთიმ და გულში ჩაიკრა. გვიან შებინდებულზე დატოვა რესტორნის შენობა არიდამ. ჭიშკართანაც არ იყო მისული, ზურა დაეწია და რამდენიმე წუთის განმავლობაში ეხვეწებოდა წაყვანის უფლება მიეცა. ცოცხალი თავით არ დაანება, აქამდეც არასდროს გაჰყოლია. კიდევ ერთხელ შეძლებისდგვარად ტაქტიანად განუმარტა, რომ მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა სურდა და დღეს, თათიასთან ინციდენტის შემდეგ მითუმეტეს არ სურდა, თავს უხერხულად ვიგრძნობო. გაცხარებით უმტკიცებდა ასანიძე, მე მასთან ბარლი არ მიმიძღვის არაფერში ვარ დამნაშევე და ეს ჩვენს ურთიერთობაში არაფერს არ უნდა ცვლიდესო, მაგრამ ყურიც არ ათხოვა, გამოემშვიდობა და თავის გზას დაადგა. სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე სულ ხუთიოდე წუთით მოუწია ლოდინმა. მალე გამოჩნდა ტრანსპორტი, ოღონდ არ იყო მისი ლადო ბიძია. ცოტაოდენი უკმაყოფილებით ააბიჯა ორ კიბეზე, წამით გახედა მძღოლის გვერდითა სავარძელს, უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი და მერე სულ ბოლო ადგილისაკენ წავიდა. დაღლილი ფანჯრის მხარეს დაჯდა და თავი მინას მიაყრდნო, ავტობუსიც დაიძრა. ფიქრებს მიეცა არიდა, ძალიანაც არ სურდა მასზე ფიქრი, მაგრამ გონება არ ეშვებოდა. დანაკლის გრძნობდა თითქოს მისი არ ნახვის დანაკლის. რა ჰქვია ამას? - რათქმაუნდა მონატრება. ენატრებოდა? - თავი გააქნია და მის წინ ოდნავ შეღებული ფანჯრისკენ მიწია სახე. წინა სავარძლის მგზავრს ბოლომდე ვერ გაემეტებია გასაღებად ფანჯარა და ჰაერიც საცოდავად იპარებოდა ჭუჭრუტანაში. დახარბებით შეისუნთა შემოპარული ჰაერი. მას სინესტის სუნი მოჰქონდა, ფიქრებს - მონატრების. ძალიან სურდა რესტორნიდან გამოსულს ისე მოულოდნელად შეფეთებოდა, როგორც სჩვევია ხოლმე არაბულს. მთელი დღე თვალები დაეღალა მისი დანახვის მოლოდინით ცეცებაში. რამდენჯერმე სტუმართა დარბაზშიც კი შეიჭყიტა, იქნებ იქ მაინც დამხვდესო. დათა კი ჯიუტად არ ჩანდა. როდის იქცევა ქალი ამგვარად ? როდის აქვს ასეთი დამოკიდებულება კაცის მიმართ? - ალბათ როდესაც უყვარს, თავადვე გსაცა თავისივე დასმულ კითხვას პასუხი და პასუხის გააზრებაზე ფეთიანივით წამოიჭრა ფეხზე. მისდა იღბლად, ავტობუსი მესამე გაჩერებას უახლოვდებოდა. ფაცხა-ფუცხით გადაიხადა მგზავრობის საფასური, ერთი ისკუპა და ჩახტა ძირს. სახლამდე არც თუ ისე ახლო იყო, მაგრამ არ ედარდებოდა, ახლა რომ ფეხით არ გაესეირნა ნამდვილად გული გაუსკდებოდა. თან ეს გული დათას გახსენებაზე როგორ უკითხავად ამოხტებოდა ბუდიდან და გამალებით დაიწყებდა ხოლმე ძგერას. ახლაც სულ ბაგა-ბუგი გაჰქონდა. მჭიდროდ მიიკრა მკერდზე ხელი, გეგონებოდა ამ მოქმედებით როგორმე დააწყნარებდა მწყობრიდან გამოსულ ორგანოს. ცას ახედა. სექტემბრის ღრუბლები ერთად შეყრილიყო.უსათუო იყო, ავდარს უქადდა ბუნებას. ამას, ჰაერში დატრიალებული საამო სიო და ნესტის სუნიც მოწმობდა. არიდამ ხელჩანთა გახსნა, ჩაიხედა. იმ შემთხვევისთვის თუ იწვიმებდა გადაამოწმა, ქოლგა ხომ ადგილზე ჰქონდა. მომცრო ზომის ყვავილებით მორთულმა ქოლგამ „ ხელი დაუქნია“ ჩანთიდან. დამშვიდებულმა შეკრა ელვა, ფეხსაცმელზე შეხსნილი თასმაც შეიკრა, ჟაკეტი უფრო მჭიდროდ მოიხურა ტანზე და სახლისაკენ მიმავალ ტროტუარს დაადგა. რამდენიმე ქუჩა უნდა გაევლო სახლამდე მისაღწევად. საფიქრელად დრო თავზე საყრელად ჰქონდა. დედას მობილურით შეტყობინება გაუგზავნა, მისი დაგვიანების გამო რომ არ ენერვიულა. ხუთასი მეტრი ჰქონდა გავლილი იმაზე ფიქრში, უყვარდა თუ არ უყვარდა დათა. გონებაში გაშლილ გვირილას ფურცლებს აცლიდა და ამ გზით ცდილობდა სწორი პასუხის პოვნას. გაეცინა ბავშვური თამაშის გამო და წინ განათებულ ქუჩას საკმაოდ შორს მოავლო თვალი. მისი ყურადღება ოციოდ მეტრში მდგომმა რამდენიმე ადამიანმა მიიპყრო. ცოტათი კიდევ მიუახლოვდა და ადვილად შეძლო მათი მკაფიოდ დანახვა. ორი ვულგალურად ჩაცმული ქალი იდგა და მათ წინ მანქანაზე მიყუდებულ ორ მამაკაცს გულის ამრევად ეტმასნებოდა. მათგან ორ მეტრში კიდევ იდგა ერთი ქალი, ჩვეულებრივად ჩაცმული და თითქოს აბუზულიც. უსაიმო განცდა დაეუფლა მათ შემყურეს. არასოდეს განიკითხავდა, მაგრამ ვერ ამართლებდა ამ „პროფესიის“ ადამინების ამ ნაბიჯს, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდათ. რადგან თვლიდა, მათი ეს არჩევნაი არ იყო უკანასკნელი და უალტერნატივო. არაფერი არ უღირდა ღირსების შელახვის ფასად. უკმაყოფილოდ გადახედა უხამსად მოქმედ ქალებს. სწრაფად გადაკვეთა გზა მეორე მხარეს. რამდენიმე ნაბიჯში გაუპირისპირდა ამ სანახაობას და თვალი მაინც გაექცა განცალკავებით მდგომისკენ, რომელიც მუხლს ოდნავ აცდენილ კაბას შეწუხებული სახით ქვემოთ ექაჩებოდა. ცუდად ენიშნა. ფეხისთრევით განაგრძო სიარული. თან ცალი თავალი მათკენ ჰქონდა. მალე დაინახა, მამაკაცთაგან ერთ-ერთი იმ გოგონასკენ წავიდა და მიახლოებიდან ნახევარ წამში გინების ხმაც შემოესმა, რასაც გოგონას კივილიც მოჰყვა. დაუფიქრებლად გადაირბინა გზა, მათკენ გაიქცა, ჩანთიდან ქოლგა ამოიღო და ზურგზე შეახტა კაცს, რომელიც გოგონას აგინებდა და ურტყამდა. ზურგზე მოულოდნელი დარტყმით გაოგნებული კაცი, ახლა არიდას ძირს ჩამოსაგდებად დაიგრიხა. არიდა კი ცალი ხელით საყელოს ეპოტინებოდა, ცალი ხელით ქოლგას ურტყამდა. სხვები სანახაობას აკვირდებოდნენ, ყურს არ აძლევდნენ გადამთვარალი კაცის ღრიალს, მომაშორეთ ეს ალქაჯიო. მისი თანხმლებიც გაუნძრევლად იდგა, რადგან მასზე ნაკლები არ ჰქონდა დალეული. მხოლოდ რაღაცას ლუღლუღებდა. *** სატუმროს აპარტამენში, ვანოსთან სამსახურის საკითხებზე მოსაუბრე არაბულის მობილური აწკრიალდა. ნომერს დახედა და სწრაფად უპასუხა. - გისმენ. - ბატონო დათა, ქუჩაში ვირაცას ეჩხუბება - გაისმა აქოშინებული დაცვის ხმა მობილურში. სავარაუდოდ გარბოდა. - ვინ ? - უცებ ვერ მიხვდა დათა, უფრო სწორად ვერ წარმოედგინა. - ქალბატონი. - ვის ეჩხუბება ? - წამოიყვირა და ფეხზე წამოიჭრა. მას მიბაძა თავლებგაფართოებულმა გიგაურმაც. - ვიღაც კაცს. ზურგზე აზის და ქოლგას ურტყამს. - მერე შენ რას აკეთებ ? - ისე დაუღრიალა მის ადგილას ნებისმიერს ტელეფონი გაუვარდებოდა. - მის დასახმარებლად მივდივარ. რამეს მოვიფიქრებ. თქვენ იმიტომ გირეკავთ რომ იცოდეთ. - არაფერი დაუშავდეს თორემ ცოცხალს არ დაგტოვებ. - კვლავ დაიგრგვინა არაბულმა. - სიცოცხლის ფასად ბტონო დათა ! - მტკიცე იყო დაცვის ხმა. - ყველაფერს შეგატყობინებთ. - ეს გოგო შეშლილია. - გაცხარებულმა წამოიყვირა და მობილური დივანზე მოისროლა. - გაგამაგებინებ რა მოხდა ? - ჩაეკითხა ვანო. - არ ვიცი, ვიღაც კაცს სცემს ქუცაშიო. - კაცს სცემს ? ღმერთო, რა სანახაობას ვტოვებ - ახარხარდა გიგაური. - რა სასწაული გოგოა. - ყველა ფეხის ნაბიჯზე ხათაბალაში როგორ ებმება ?! - დაიჩივლა დათამ და აშლილ სახეზე ძლიერად ჩამოისვა ხელები. - დამშვიდდი. გაგვაგებინებს ყველაფერს. - უნდა წავიდე. - გასაღებს დასწვდა და წასვლა დააპირა, მაგრამ ვანომ შეაჩერა. - დაიცა, დაველოდოთ რას გვეტყვის. ახლა რომც წახვიდე არამგონია მოჩხუბარს მიუსწრო. თან ვერც აუხსნი იქ როგორ გაჩნდი. - არც ავუხსნი... - მოითმინე... *** დაცვამ უზარმაზარი ნაბიჯებით გადაირბინა გზა და სუნთქვაამოვარდნილი მივარდა მოჩხუბრებთან. არიდას, რომელიც ისევ არ წყვეტდა კაცის ზურგზე სხმარტალს და ცემას, ხელი დაავლო, ძირს დასხა და ერთი ისეთი უთავაზა მოძალადეს, წაქცეულზე ორი ტრიალი აგემა. ახლაღა მოეგო გონს მეორე შეზარხოშებული. ერთი ბლუჟუნით შეჰყვირა და ძლივს მოღერებული მუშტით, რომელიც მკლავის ზემოთ ვერ აეწია და საცეკვაოდ უნიათოდ გამზადილ ხელს უფრო ჰგავდა ვიდრე საჩხუბრად, ბარბაცით გაემართა დაცვისკენ. საცოდავი გამომეტყველებით აათვალიერა ბანდალით მომავალი ბიჭმა და ისიც წინამორბედის კვალს გაუყენა. ზღლართანით დაეცა თანამოძმეს ინერციით გაქანებული და ისედაც ატკიებული ძვლები სულ მთალდ აატკია. უკანასკნელი გაბრძოლება იყო მათი ერთდროული ამოზმუვლება. ახლა ძირს წაქცეულ, ატირებულ გოგონას მიუბრუნდა, რომელსაც არიდა უკვე წამოდგომაში ეხმარებოდა. მეორე მხრიდან მოკიდა ხელი. ფეხზე წამოაყენეს. მუხლები სულ გადაყვლეფოდა გოგონას. ტუჩიდანა და წარბიდან სისხლი სდიოდა. ბიჭმა იქვე დაგდებული პატარა ჩანთან მიაწოდა დაზარალებულს. თან ავტომობილისკენ უბიძა. ვიდრე იმ ადგილს გაეცლებოდნენ, არიდა იმ ორ ქალს მიუბრუნდა, აქამდე რომ მხოლოდ მცირედი წამოკივლებით შემოიფარგლებოდნენ. ისეთით, ჩხუბის შემყურე ქალებს რომ სჩვევიათ და ბრაზით მიახალა: ასეთი უღირსებიც არ მეგონეთო. მერე კი მეტად მარდად შეუდგა გოგონას მხარს, სიარულში შეეშველა. - დიდი მადლობა. - ტირილში ამოიკნავლა გოგონამ, რომელიც ზედმეტად ნორჩი უნდა ყოფილიყო, ხმაზეც კი ეტყობოდა. - არაფრის. - ერთროულად უპასუხა ორივე მშველელმა. - თქვენ კი ნამდვილად დიდი მადლობა, - ახლა არიდამ მიმართა ბიჭს. - თქვენ რომ არა, მარტო რას გავხდებოდი. - მართლა არაფერია სამადლობელი. შემთხვევით დაგინახეთ. რა მომასვენებდა მათ ხელში რომ დამეტოვებინეთ. - უცებ, იმ წამს ეს პასუხი მოიფიქრა ბიჭა. - აქვე ახლოს გაჩერებაა, თუარ შეწუხდები მიმაყვანინეთ. იქიდან მე წავიყვან. - მანქანით ვარ, თავად წაგიყვანთ. - ძალიან გთხოვთ არ შეწუხდეთ. - უხერხულად წარმოთქვა დაზარალებულმა. - ასე გზაში ვერ დაგტოვებთ. - უკვე მანქანას მიუახლოვდნენ, ბიჭმა კარი გამოაღო, - დასხედით, საავადმყოფოში მიგიყვანთ, ღრმა ჭრილობები ჩანს. არიდა თავის დაკვრით დაეთანხმა და გოგონასაც დაჯდომისკენ ანიშნა. ახლა ნამდვილად არ იყო გაჯიუტების დრო, ღვთისნიერი ადამიანი დახმარებას სთავაზობდათ, რომელიც ესოდენ სჭირდებოდათ. - მირეკვანე. კარგად მოთავსთიდ, ვუპასუხებ და ორ წუთში მოვალ. - უთხრა ბიჭმა და კარი მიხურა. *** ლოდინით დაღლილმა არაბულმა ვეღარ მოითმინა, თავად დაურეკა დაცვას. ძალიანაც კი ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას მაგრამ არ გამოსდიოდა. - გისმენთ ბატონო. - რა ხდება ? - საავადმყოფოში მიმყავს... - რა სჭირს ? - სიტყვის დასრულება არ აცადა დათამ. - მას არაფერი. იმ გოგონას აქვს ჭრილობები ვისაც დაეხმარა. წვრილად მოუყვა დაცვა უფროსს ყოველივეს. როგორც კი ბიჭი ახლოს მივიდა მათთან და იქ დამხვდურებს გადახედა უთქმელადაც გაერკვა სიტუაციაში, ახლა კი დათას უხსნიდა. - არ წავიდეთ ? - ჰკითხა გიგაურმა. - ახლა საავადმყოფოში ჩემს მისვლას ნამდვილად ვერ შევფუთავ. - მიდი წავიდეთ, ეგ მე მომანდე. მთავარია მათ იქ მისვლა დავასწროთ. - რა საჭიროა ? - უღერღილოდ იკითხა დათამ. თითქოს სრვილი დაკარგვოდა. არად წეღან რომ არა ვანო, თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა - მეტად რომ მოიპოვო მისი ნდობა. - არანაირი ირონია ხმაში, მაგრამ გულში ირონიისა და დაცინვის ფეიერვერკი ჰქონდა გამართული გიგაურს. აბა, რა ეგონა დათას, გრძნობებს რომ ანდობდა ? - ადე-მეთქი ! - პიჯაკში მოქაჩა და წინ გაუძღვა. *** საავადმყოფოს პირველ სართულზე, საპროცედუროს კართან მოსაცდელ სკამზე იჯდა არიდა და ელოდა, გოგონას როდის გამოიყვანდნენ. ჩხუბის დროს გაწეწილი თმა უწესრიგოდ შეეკრა, წინ და უკან ქანავით ბოლთას სცემდა. ხელში დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ეჭირა, ინტერესით ჩაჰკირკიტებდა :ელეონორა გლუნჩაძე, თვრამეტი წლის, დაბადების ადგილი ხარაგაული. -ამოიკითხა არიდამ. - ასეც ვიფიქრე, ძალიან პატარაა. - ჩაილაპარაკა თავისთვის. - - რაიმე მითხარით ? - ჰკითხა დაცვამ, რომელიც გვერდით იდგა და მასთან ერთად იცდიდა. - - თვრამეტი წლისაა. - მეტი თავლსაჩინობისთვის მოწმობა ხელში აწია, რომ დაენახა ბიჭს. - - საინტერესოა, იმ ადგილას რას აკეთებდა.. - - ეგ მეც მაინტერესებს, - შენიშნა და ხელს ჩამოადო შუბლი. - არამგონია მათთან რაიმე საერთო ჰქონდეს. - ივარადა ჩუმად, - თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, - ისევ ახედა ბიჭს, კიდევ ერთხელ შესთავაზა- ახლა თავად მივხედავ. - უფრო მშვიდად ვიქნები თუ სახლამდეც მიგაცილებთ. - რათქმაუნდა, სად წამსვლელი იყო დაცვა. რა პაუხი უნდა მიეცა არაბულისთვის. - რა გაეწყობა. - დანებეით უპასუხა. ახლა აქეთ- იქით ყურებას მოჰყვა. დროის გაყვანის მიზნით ხან რას ათვალიერებდა და ხანს რას. ამჯერად ლიფტის კარზე გაუშეშდა მზერა. ამასობაში კარიც გაიღო. იქიდან გამოსული მთელი დღის ნანატრი ადამიანის დანახვაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა. დათა ლიფტიდან ვანოსთან ერთად გამოდიოდა, თან რაღაცაზე ემუსაიფებოდა. ორივემ შეამჩნია თვალებგაფართოებული არიდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ვითომ სხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი, ისე აუარეს გვერდი გოგონას. დაცვაც კი იმგვარად იდგა, თითქოს ორ უცნობს ჩაეაროს მათ წინ და არა მის ორივე უფროსს ერთდროულად. არიდამ ვეღარ მოითმინა, ახლა ძალიან უნდოდა დათას ნახვა, ეს ერთგვარ ტრადიციადაც კი ექცა, როდესაც სჭირდებოდა ის სულ მის გვერდით ჩნდებოდა. ალბათ ახლაც ჩვენი შეხვედრა გადაუწყვეტია ბედსო, გაიფიქრა, სწრაფად წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ. არაბულმა მისი ყველა მოძრაობა იგრძნო. - დათა ! - მორიდებულად დაუძაა. წყვილმა კვლავ განაგრძო სვლა. ვერ გაიგესო, იფიქრა. უფრო ახლოს მივიდა. - დათა ! - ისევ დაუძახა. ვიდრე შემობრუნდებოდნენ შეუჩნევლად ჩაეღიმა ორივეს. მერე კი ერთ რიტმში ორივემ გოგკსაკენ იქცია პირი. - არიანდა?! - მეტი გაოცებითთაც შეეძლო ეკითხა დათას, მაგრამ არ სურდა, თუ არ გამოსდიოდა. - აქ რას აკეთებ ? - არიანდა? - სამაგიეროდ ვანოს ჰქონდა ისეთი გაოცებული სახე ორივეს ეყოფოდა. - ხომ მშვიდობა გაქვს ? - კი, კი, უბრალოდ ერთი გოგონა მოვიყვანე, ქუჩაში რაღაც შეემთხვა. - უპასუხა ორივეს და პერანგის საყელოს მეტად მოეჭიდა ცალი ხელით. დათამ მისი ხელების მოძრაობას გააყოლა თავლი. შენიშნა, რომ იმ შეხლა-შემოხლაში პერანგზე რამდენიმე ღილი აწყვეტოდა, მკერდი საკმაოდ მოშიშვლებოდა და ამ გზით ცდილობდა მის დაფარვას. მისდა საუბედუროდ არც ჟაკეტს ჰქონდა ღილები რომ შეეკრა. წამით შეაბრუნა ვანოსკენ თავი, გადაამოწმა საით ჰქონდა მზერა მიმართული და რომ დარწმუნდა ბიჭი ყველააფერს უყურებდა არიდას გარდა, ისევ გოგონას შეხედა. ჩუმად, თავისქნევით გალანძღა ვანომ, ავადმყოფი ხარო. მერე ორი ნაბიჯით მოშორდა მათ. არიდასკენ მიბრუნებულ დათას ისევ მოღეღილი გულისპირისაკენ გაექცა მზერა, საიდანაც მცდელობისდა მიუხედავად მაინც გამომწვევად იმზირებოდა ქათაქათა, ლამაზი მკერდის მცირედი ნაწილი. უკუაგდო აშლილი ვნება, გაიძრო პიჯაკი და გოგონას გაუწოდა. - ჩაიცვი. - შესთავაზა - იყოს, არ მინდა. - უხერხულად უპასუხა, სიმხურვალემ დაუარა რომ მიხვდა რატომაც სთავაზობდა. - ჩაიცვი-მეთქი ! - თავლების ბრიალით მკაცრად გაუმეოერა. მის პასუხს აღარც დალოდებია. ძალიან ახლოს მიიწია. ისე, მის გარდა რომ არავის შეძლებოდა მზერა. ბედად გვიანი იყო და საავადმყოფოს მიმღებშიც თითქმის არ მოძრაობდა ხალხი. თან გონებაში იმას ფიქრობდა, ნეტავ რამდენმა დაინახა ჩემს მოსვლამდეო. ალბათ არც არავინ, რადგან გოგონა მთელი ძალით ებღაუჭებოდა პერანგს, დაცვასაც კი არ შეუხედავს გაბედულად. პიჯაკი მოახურა და გულისპირი დაუფარა. - გამომყევი !- გოგო უსიტყვოდ გაჰყვა. დერეფნის ბოლო ოთახში შეუძღვა. შიგ შესულმა არიდამ გაკვირვებულად შეათვალიერა სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარით სავე ოთახი და დაფეთებულმა გახედა დათას, რომელიც პერანგზე ღილებს იხსნიდა. - აქ რა გვინდა, რას აკეთებ ? - თვალები გაუფართოვდა გოგოს. - პერანგს გთხოვნი რომ გამოიცვალო. - უპასუხა მან. - გარეთ დაგელოდები. - ნუ გეშინია, შიშველი არ ვარ. შიგ მაისურიც მაცვია შენგან განსხვავებით. - საყვედურიც გარეოდა ტონში. ამასობაში პერანგიც გაიხადა და გაუწოდა. - გამოიცვალე. - კარგი, გარეთ დამელოდე . - სთხოვა და პერანგი რიდით გამოართვა. ცალი თვალი ბიჭის სხეულისკენ გაექცა, მჭიდრო მაისურში გამოკვეთილად მოსჩანდა. რანაირი ფიქრები გაწუხებსო, დატუქსა თავი. პიჯაკი დაუბრუნა პატონს. მის ნაცვლად კი პერანგი მიიფირა. - შევბრუნდები. - გაწვდილი პიჯაკი გამოართვა მოიცვა და ზურგით შეტრიალდა. - ვატყობ არ გახვალ. - ჩაიბრურდღუნა არიდამ. თან ელეონორას სისხლით დასვრილ ზედაზე, დარჩენილი ღილების შეხსნა დაიწყო. დათას წინ ფანჯარა იყო. გარედან ღამის სიბნელე და ოთახში არელკილი ელექტრონათურის სინათლე სარკის ეფექტს სძენდა მინებს, ამიტომ მათში თვლნათლივ მოსჩანდა არაბულის ზურგსუკან მდგარი არიდა. წუთების წინ უკუგდებული ვნება ფიცხელ დაუბრუნდა თავის ადგილს და ლამის თავლებიდან დაედინა არაბულს, როდესაც არიდამ ზედა მთლიანად გაიხადა. თავჩახრილად მოძრაობდა გოგონა, მის წინ მაღალი და განიერი სხეულის ბარობით ვერ ამჩნევდა მინის იმ ნაწილს, რომელსაც ფარდა ვერ ფარავდა. თვა’დაუხამხამებლად აკვირდებოდა არაბული გოგონას ნატიფ სხეულს. მუცელი, წელი, თითქოს მოქანდაკეს მთელი რუდუნებით უნაკლოდ გამოეყვანა. მაღლა ააცოცა მზერა. იმდენი ქალი უნახავს დათას რამდენიც გნებავთ, ამდენივე მკერდით, მაგრამ იმ წუთას დაეფიცებოდა, რომ ასეთ ნორჩ, ლამაზ, მიმზიდველ და თავლწარმტაცს პირველად ხედავდა. სულ გახელდა, ვეღარ უძლებდა მისი მოთმინება. მისი მკლავებში მომწყვდევის, ალერსის, დაკოცვნის სურვილი მტანჯველად შეუჩნდა სულს. ხელები მჭიდროდ მომუშტა, ყბები აახჭიალა. რამ გააგიჟა? რამ გადარია? გეგონება შიშველი ქალი არ ენახა. საქმეც ისაა რომ ენახა, მაგრამ ასეთი აღელვება ჯერ ვერცერთს ვერ მოეხერხებია. მთელს სხეულში ფუთუთებდა ამ სიფრიფანა გოგოს შეგრძნების სურვილი. ის კი ისე განაგრძობდა ჩაცმას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა დღეში ჩააგდო ეს უდრეკი ბიჭი. არიდამ პერანგის მოსაცმლად ხელები უხერხულად აატრიალა და ამ უხეხულ მოძრაობას ბიუსჰალტერის დუგმების შეხსნაც მოჰყვა. უმალ აისხლიტა სალტეებმა და თითქმის აღარფერი დარჩა დაფარაული. შეშინებულმა წამოიკივლა, პერანგს ხელი შეუშვა და მკერდზე იტაცა. ჩვენდა გასაოცრად არაბულმა, როგორც კი მიხვდა რაც მოხდებოდა, იმ წამს თავლები დახუჭა. ვერ გაბედა, შეეხედა. მის სიწმინდესა და სიმორცხვეს ბოლომდე ვერ შეეხო, თუნდაც მზერით. - არ მობრუნდე, გთხოვ არ მობრუნდე ! - სასოწარკვეთილმა წამოიყვირა. - რა მოხდა ? - იკითხა თავლებდახუჭულმა. - ჯანდაბა, ვერ ვკრავ. - არც კი გაუგია მისი კითხვა. საცოდავად კრუტუნს და მოძრაობას განაგრძობდა. - დაგეხმარები. - შესთავაზა დათამ. - არა, არა ! გაგიჟდი ? - შენ მომიახლოვდი ზურგით შებრუნდი და მე შეგიკრავ. - არ მინდა. - თავლებს დავხუჭავ. - არ მინდა. - კვლავ იუარა.რამდენხანმე უშედეგოდ ეწვალებოდა. სხვა დროს არც გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა ისე იყო აღელვებული აკანაკლებულ ხელებს ვერ იმორჩილებდა. - დავიღალე არია. იატაკს მიშტერებული შებრუნდა, ყური არ ათხოვა გოგოას წამოყვირებას, არ მობრუნდეო. ძირს დავარდნილი პერანგი აიღო, მკერდზე მიაფარა, ზურგისკენ დაუდგა, ბიუსჰალტერის სალტები მოძებნა და მარტივი მოზრაობით შეუკრა. გაშეშდა არიდა იმის გაცნობიერებამი, მის უკან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მისთვის საყვარელი კიცი რომ იდგა. სიმორცხვე და ფორიაქი შეუჩნდა. თრთოლვამ აიტანა და კანკალში გადაუვიდა კანზე არაბულის ხელის შეხების შეგრძნებისას. თვალები მჭიდროდ დახუჭა მღელვარების დასაფარად. თუმცა სხეულზე ამოსულმა ეკლებმა გაყიდა. კმაყოფილი სახით დაჩერებოდა დათა დამფრთხალს და ზურგზე ხელების ნაზ მოძრაობას არ წყვეტდა. ვერც წყვეტდა. თავადაც სიამოვნებას ჰგვრიდა ხავერდოვანი კანის შეგრძნება და მაისის ვარდის სურნელი. მარჯვენა მხარეს აასრიალა თითები, მხარს რომ გადასცდა და მკერდისაკენ აიღო გეზი, გონს მოეგო გოგონა, ცივად შეტრიალდა მისკენ. ნაწყენმა ახედა, რას აკეთებო. ტუჩები სულ უცახცახებდა. - თუნდაც სიცოცხლის ფასად, შენ ჩემი უნდა გახდე არია ! - ფოლადივით მტკიცედ გაკვეთა ჰაერი მისმა ხმამ. ძლიერად მოხვია ხელები და მიიხუტა დასტურად იმისა, რომ ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტება იყო. - გამიშვი... გაიწიე... - უშედეგოდ ფართხალებდა არიდა. ისე მოეცვა უხერხულა და ამავედროს სასიამოვნო მღელვარებას ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის ინტერველი დაჰკარგვოდა და გულის ფეთქვა მძიმე ტალღებივით ეხეთქებოდა ფიცარს. დათას არაფერი ესმოდა, ვერაფერს გრძობდა და ხედავდა მისი ნატიფი სხეულის გარდა, დამშეული ცხოველივით დაჰყურებდა მიხუტებულს. მის გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა... - ნუ ფართხალებ ! - სურვილებისაგან წართმეული ხმით დატუქსა, სრულებიდ დაჰკარგვოდა რიხი. ვნების გარდა არაფერი იგრძნობოდა მის ბგერებში. - მოისვენე არია, არ ვიკბინები ხომ ხედავ?! - სულ ოდნავ გაუღიმა, პერანგი აართვა და შემოაცვა. თვალს ვერა და ვერ აშორებდა მარჯვენა ლავიწზე სამკუთხედისებურად განლაგებულ ხალებს. - რამდენი ხალი გაქვს. - კიდევ ერთხელ შეავლო მზერა, მთელს სხეულზე მიხატულ პატარ-პატარა ხალებს. - ამბობენ, ვისაც ბევრი ხალი აქვს იღბლიანიაო. - მარჯვენა მხარზე საყელო გადაუწია, - ეს განსაკუთთრებულად ლამაზია, - თითით მოხაზა სამკუთხედი. ვეღარ მოერია წადილს, სამივე წვეროზე გაშმაგებით აკოცა. მერე კი ისევ გულში ჩაიკრა დამორჩილებული არიდა. - ღმერთო მომეცი ძალა ! - დაიჩურჩულა მის მკერდზე გოგომ,- ასე არ შეიძლება დათა, ასე ნუ მექცევი გთხოვ. ხომ ხედავ, ვერაფერს ვაწყობ შენს შესაჩერებლად და შენ უნამუსოდ სარგებობ ამით. არ მომწონს ის, რასაც ვაკეთებთ. - შენ არაფერს აკეთებ, მე ვაკეთებ. - ოდნავ გაწია და სახეზე დააჩერდა. - დამიჯერე, მეც უძლური ვხდები, როდესაც ასე ახლოს მყავხარ . - არ გქონდა უფლება ასეთი დაგენახე და ახლაც ისე მიყურებ მგონია შეჭმას მიპირებ. - მხოლოდ მე მაქვს მაგის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ მე.კარგად დაიმახსოვრე, ერთადერთი კაცი ვარ, ვისაც შეუძლია გიყუროს და შეგეხოს! - წარმოუდგენელი მბრძანებლურობა გარეოდა ხმაში. - ისე ნუ აღმიქვავ, როგორც ნივთს. იცი, მერე ვბრაზდები. მეც მაქვს ჩემი თხოვნა, ბრძანება, თუ სურვილი. - განაწყებებული ბუტბუტით თქვა და დათას ხელებს დახედა, პერანგის ღილებს რომ უბნევდა. - მე კი არ მსურს, ჩემს ღირსებებს ვინმე შეეხოს ! - ნუ გეშინია არია, შენს სიწმინდეს ისე შევინახავ როგორც საჭიროა !- ღილების შეკვრა დაასრულა, შეხედა გაბუსხულ სახეზე და ამჯერადაც ვერ გაუბედა სურვილს უარი, ტუჩებზე მტკივნეულად სასიამოვნოდ წაეტანა. - ჯერ კიდევ ვერ გასწავლე კოცნა, თუმცა მაინც ტკბილი ხარ. - ძლივს დაეხსნა სიტკბოს. მაცხენა ხელის ცერა თითით, დანამული ტუჩები შეუმშრალა - ვერ გიტან ! - შეუბღვირა და თავით მკერდზე მიეყრდნო, ძირს არ წავიქცეო. ძალას აცლიდა დათას შეხება ქალს. - გავიდეთ თუ, ჯერ კიდევ გჭირდება დრო დასამშვიდებლად ? - გაჭეწილ თმებზე მოეფერა ბიჭი. . - ამ თმებს შევიჭრი. - იმ ხელზე, რომელსაც თმებში დაასრიალებდა თავისი მტევანით ჩაეჭიდა და გააწევინა. კარგა ხანია ხვდებოდა, დათას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მის გრძელ თმებთან და ახლა მის გასაბრაზებლად, სამაგიეროს გადასახდელად ბავშვურად დაემუქრა. - არც კი იფიქრო. მართლა არ ვიცი რას გავაკეთებ თუ შეეხები. - ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ. - არიანდა, ადვილად ვერ ვინელებ იმის დაკარგვას, რაც მომწონს. არ შეეხო, არც კი გაიფიქრო ! - მშვიდად განუმარტა გოგოს, მაგრამ ამ თითოეულ მშვიდ ბგერაში იმაზე მეტი გაფრთხილება იგრძნობოდა ვიდრე აქამდე ერთად აღებული. - ზოგჯერ მეშინია შენი . - გავიდეთ ! კვლავ მოსაცდელში მოუხდათ ლოდინი. ვანომ დაცვას დიდი მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, ახლა ჩვენ მივხედავთო, დასძინა და დამშვიდებული გაუშვა სახლში. დათას გვერდით, კედელთან აბუზული იდგა არიდა და ცოტახნისწინანდელ ინციდენტზე ხან სიმორცხვე შემოუტევდა, ხანაც სიხარული, ხან გაკვირვება და ხანაც შიში. დათას ყოველი შეხების გახსენებაზე ეკლებიც არ აყოვნებდა. მათ წინ იდგა ვანო. ორივეს მონდომებით აკვირდებოდა და დასკვნებს ღიმილით ეგებებოდა გულში. იქ ლოდინის დროს არიდამ მოყვა, თუ რა მოხდა. ვანო აღფრთოვანებით უწონებდა საქციელს, რა მამაცი ხარო. დათას კი დატუქსვა უნდოდა, რისი იმედად გარბოდი კაცთან საჩხუბრადო, მაგრამ მხოლოდ გულში ბრაზობდა. თავს იმით იიმშვიდებდა, რომ ახლა ის ორი მოძალადე პოლიციის განყოფილებაში შიშისაგან გამოფხიზლებულნი, თავის დაცვას ცდილობდენენ. ბიჭმა გარკვევით გააფრთხილა პროკურორი, საქმე ისე მოაგვარე, ღმერთი არ გაგიწყრეს და გოგონები განყოფილებაში არ დაიბაროვო. როგორც იქნა საპროცედუროს კარი გაიღო. ექიმმა ელეონორა გამოიყვანა. კარის პირისპირ იდგა ვანო. გოგონას დანახვისას რაღაც ისეთი ახალი რეაქცია ჰქონდა, რომელიც მხოლოდ დათამ შენიშნა. პატარა, სუსტი სხეული საწყლად მობუზულიყო ეტლში, თმა წინ ჩამოყროდა და სირცხვილით გასწორებას არც ლამობდა. სახედამალული უფრო უკეთ გრძნობდა თავს. ხელის მტევნები დოლბანდით გადახვეულ მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი. ხელებსა და მუხლებს შორის კი კაბა მოექცია და ექაჩებოდა. საპროცედურო კაბინეტში ახალგაზრდა ექიმის შეხებისას, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, გამოწვეული სიმორცხვე ჯერ კიდევ არ განელებოდა გოგოს. ვერა და ვერ ახერხებდა გონების გაგრილებას. მილეულ სხეულს განსხვავებული ინტერესით აკვირდებოდა გიგაური. კედელზე თითებს რითმულად უბაკუნებდა. როგორც კი ელეონორა დაინახა არიდამ სწრაფად გაჩნდა მასთან და მოეხვია. ხომ კარგად ხარო, ჩაეკითხა და დასამშვიდებელი სიტყვებიც მიაგება. თმა მზრუნველად გადაუწია. ლოყები აწითლებოდა ნორჩ ქალბატონს, თავლები დაბლა დაეხარა. ნელ-ნელა აწია თავი, ჯერ არიდას შეხედა, გაუღიმა, მერე კი გარემო მოათვალიერა. მარჯვნიდან მარჯხნივ და გზაგასაყარზე მუქნაცრისფერ მოციალე ირისებს შეეფეთა. დაჟინებით ათვალიერებდნენ. თავისი ღია ნაცრისფერები უცებ გააცეცა და ყველა უჯრედით დარცხვენილმა ისევ დოლბანდიან მუხლებს დახედა. გიგაურს, როგორც კი თავლი ჰკიდა გოგონას ტუჩთან და წარბთან გადაკრულ ლენტს, სისხლი და ბრაზი ერთიანად მოაწვა. მოუნდა ძვალ-რბილის გაქნამდე ეცემა ამის შემოქმედი. ექიმმა მდომარეობა მოახსენა პაცინტის გულშემატკივართ, წამლების სია გადასცა, ღიმილით უსურვა გამოჯანმრთელება ავადმყოფს და გამოემშვიდობა. - წავიდეთ. - უთხრა არიდამ გოგონას.ხელი შეაშველა წამოსადგომად. ელეონორა წამოიწია, მაგრამ ტკივილმა სახე შეუჭმუხნა და ოდნავ წააბარბაცა. წამიერი რეაქცია ჰქონდა ვანოს. - მე წამოვიყვან. - თქვა და ხელში აიტაცა ნორჩი ქალი. მოულოდნელობისაგან შეკრთა გოგონა. ოდნავ წამოიკივლა და დაფეთბულმა ახედა ვანოს. - არ აფართხალდე, გამივარდები. - ღიმილით დაარიგა გიგაურმა. არადა მასავით ციცქნას კიდევ ხუთს აზიდავდა. მორჩილად, უსიტყვოდ დაუქნია თავი გოგონამ. მარჯვენა მხარზე ხელი შემოხვია უფრო მყარად დაჭერაში რომ დახმარებოდა. ვანომ გამოიცნო გოგონას მიზანი, რა მიამიტიაო, გაიფიქრა და მასში უცნობმა გრძნობებმა დაიწყო დროის ათვლა. ამჯერად, როგორც იქნა, არაბულამ დაცინა გულში გიგაურს. კედელს მოშორდა, არიდას ხელი ჩაჭიდა და უკან მიყვა. - სად მივდივართ ? - იკითხა მძღოლის სკამიდან ვანომ. - ელეონორა, სად ცხოვრობ ? - ახლა არიდა მიუბრუნდა. - შეგიძლია ელენე დამიძახო, - მორცხვად შეუსწორა, - არსად... - მერე ჩუმად ამოიკნავლა და ტირილმა წაასწრო. სამივე თავლი ერთდროულად მიაჩერდა. - არსად ? - გაოგნდა ვანო. - ვერ გავიგეთ . - დაამატა არიდამ. - არსად აღარ ვცხვოვრობ. - - არ გინდა მოგვიყვე რა მოხდა ?! - მზრუნველად ჰკითხა არიდამ და მხარზე დაუსვა ხელი. - მრცხვენია. - რისი ? - ისევ გიგაური ჩაერია. - იმის რაც მაქვს სათქმელი. - თუ არ გვეტყვი ვერ შევძლებთ დახმარებას. - განუმარტა არიდამ და ოსტატურად აიცილა სარკიდან მომზირალი არაბულის თვალები. - ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. - იქ წაგიყვანოთ? - ჰკიტხა ვანომ და თან განწყობა შეეცვალა, მეტად ეშორა გოგოს საცხოვრებელი ადგილი. - არა. იქიდან გამოვიქეცი. იქ არ მინდა . - ასლუკუნდა გოგონა. - დამშვიდდი. თუ არ გინდა არ წაგიყვანთ, მაგრამ რატომ არ გინდა ? ელენე, ცუდად ნუ გამიგებ, მხოლოდ იმიტომ გეკითხები რომ დახმარება შევძლო. - გამოვიქეცი. - ახლა სულ დაგვაბნიე. - ანუ, უნდა მოგიყვეთ ?! - კაცი იფიქრებდა კითხვა დასვაო, მაგრამ არა, თავს შეაგონა, რომ ვალდებული იყო ამ კეთილი ადამიანებისთვის სიმართლე ეთქვა.- მრავალშვილიანი, შეჭირვებული ოჯახიდან ვარ, - ცრემელბი მოიწმინდა ელეონორამ, ხმა როგორც შეეძლო დაიმშვიდა და მოყოლა დაიწყო. ვანომაც ავტომობილი დაძრა. დაბალი სიჩქარით განაგრძო სვლა, რათა მოსმენაც შეძლებოდა და უსაფრთხო მართვაც. - ჩემს მშობლებს ძალიან უჭირდათ ჩვენი რჩენა. უფროსი ვარ, ამიტომ სწავლაზე თავის დანებებას და დახმარებას მთხოვდენ ოჯახის რჩენაში. მე კი ძალიან მინდოდა სწავლა. დღე და ღამე გასწორებული მქონდა.სკოლიდან მოსული ვმუშაობდი, ღამე კი ვმეცადინეობდი. მოკლედ ყველაფერს ვაკეთებდი სწავლისათვის თავის დანებება რომ არ ეეძულებინათ. ასე მოვაღწიე მეთორმეტე კლასამდე. მიხაროდა. ვფიქრობდი, რომ დავასრულებ სკოლას მერე რაიმე გმოსავალიც გამოჩნდებათქო, მაგრამ სულ ტყუილად. ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, ოთხი თვით ადრე, ერთ დღეს მამა დაბრუნდა, თან ბიჭი ახლდა რომელიც ჩემს მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ბავშვობიდან ვიცნობდი. თურმე მამასთვის უთქვამს, მთელი ცხოვრებაა მიყვარს, თუ ცოლად გამატან ოჯახის რჩენაში დაგეხმარებიო. იმ ბიჭს შეძლებული ოჯახი აქვს. მამაც რათქმაინდა დათანხმდა. სარჩენიც მოვაკლდებოდი და მუქთა ფულიც ექნებოდა. კეთილდღეობის სანაცვლოდ ჩემი გაყიდვა გადაწყვიტა. კინაღამ გავგიჟდი, მთელი ჩემო ოცნება წამში გააქრეს. ის ბიჭი და მამაჩემი ყველას თავლწინ გამოვლანძღე და მამიდასთან გავიქეცი მოერე უბანში. ესეც უშედეგოდ. რათქმაუნდა სახლში დამაბრუნეს და უჩემოდ გადაწყვიტეს ყველაფერი. მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ვთხოვე, სკოლის დამთავრება მაცადეთ და მერე წავყვებითქო. დედამ შემიბრალა, ვაცადოთ იქნებ მასაც შეუყვარდეს, ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით თუ სიყვარულით შეუღლდებიანო, ურჩია მამას. ჩემდა ბედად მამა დათანხმდა. რისი იმედი მქონდა არ ვიცი, მაგრამ მქონდა. ასე გავიდა სამი თვე. ის ბიჭი სულ ცხვირწინ იყო, სუნთქვას არ მაცდიდა. ერთ დღეს, სოფლის ბოლოს წყაროზე ვიყავი წლის მოსატანად წასული და რახან მარტოდ დავრჩი ჩემს ბედს მოთქმით დავტიროდი. ასე მომტირალს თავზე მამიდაჩემის მეზობელი წამომადგა. ერთ წელზე მეტი იყო, რაც ის გოგო არ მყავდა ნანახი. მხოლოდ ვიცოდი, თბილისში ცხოვრობდა და არ უჭირდა. მიზეზი მკითხა და მანამ არ მომასვენა ვიდრე ყველაფერი არ ვუამბე. დახმარებას დამპირდა გაქცევაში. ჩემთან წაგიყვან, სამსახურსაც მოგცემ და სწავლასაც შეძლებო. შინ გახარებული დავბრუნდი. როგორც კი სკოლა დავამთავრე ქორწილი სამზადისი დაიწყეს. ისევ გამიღიმა ბედმა და ჩემს საქმროს ფეხი მოტყდა. თანაც ისე, რომ საოპერაციო გახდა. კიდევ გადაიდო ჩემი გათხოვება. ამასობაში იმ გოგოს დავუკავშირდი, ვთხოვე, თბილისში წამიყვანეთქო. უარი არ უთქვამს. ერთ დილას ჩემი მცირედი ბარგი შევკარი, სახლიდან გამოვიპარე და მასთან ჩამოვედი. ის... - ხმა გაუწყდა. მორიგი ცრემლი მოიწმინდა .- მე მეგონა პატიოსან სამსახურს მპირდებოდა. ის კი თურმე ქუჩაში დგომით ირჩენდა თავს და მეც იგივეს გაკეთებისკენ მიბიძგებდა. ორი კვირა მიპატრონა. მერე გამომიცხადა, შენც თუ არ იმუშავე მარტო მე ვერ გარჩენო. ასე აღმოვჩნდი იქ. გუშინ პირველად წამიყვანა მაგრამ ისევ გავიქეცი სახლში. დღეს კი ... დღეს გაქცევა ვერ მოვასწარი. - ის გოგო იქ იდგა, როცა ის გცემდა ? - გაოგნებულმა ჰკითხა არიდამ. ელენემ თავი დაუქნია. გიგაურამა ერთი გავრიანად შეიგინა და საჭეს ხელი დასცო. - ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია ? - თანაგრძნობითა და ზრუნვით იყო განმსჭვალული არაბულის შეთავაზება. უკვე იცოდა რასაც გააკეთებდა, მაგრამ მაინც იკიტხა. - არ ვიცი... ალბათ არაფრის. - ჩემთან წაგიყვან. - წამოიყვირა უცებ არიდამ. - ჩემთან იცხოვრე. როგორც შევძლებ ისე მოგხედავ. ვერ გეტყვი, უზრუნველი იქნებითქო, მაგრამ მთავარია მშვიდად იქნები. - არა. ისედაც ამდენი გააკეთეთ ჩემს გამო. ასე ნამდვილად ვერ შეგაწუხებთ. - მტკიცედ იუარა გოგონამ. - თუ მეტყვი რომ სადმე წასასვლელი გაქვს სადაც შენზე იზრუნებენ, მეც აღარ დაგაძალებ. - არ მქავს. - ძლივს გასაგონად, თავჩახრილმა უპასუხა ელეონორამ. - ასეც ვიცოდი. ვანო, მისამართს გეტყვი და იქ წაგვიყვანე თუარ შეწუხდები. - ისედაც ვიცი. - გაუზარებლად უპასუხა და სარკიდან კიდევ ერთხელ შეათვალიერა აცრემლებული ქალი. - ვანო, გადააყენე მანქანა !- უბრზანა არაბულმა. - რა ? - გაუკვირდა გიგაურს. - მიდი. - ინსტიქტურად დაემორჩილა ვანო და ორივე ერთდროუალდ გადავიდა. ზუსტან მანქანის წინ შეხვდენენ ერთმანეთს. - მე დავჯდები საჭესთან, თორემ ვატყობ, სადმე გადაგვჩეხავ. - გაეღიმა დათას. - ვერ გავიგე. - ხელოვნურად გაიკვირვა გიგაურმა. - მხოლოდ შენ არ მიცნობ ხუთი თითივით ვანო. - მხარზე ხელი დასცო მამიდაშვილს. - მიდი დაჯექი, - მძღოლის გვერდით სკამზე მიუთითა. - იქიდან უფრო მოხერხებულად განაგრძობ მის თავლიერებას. - ორივეს, გვეყოფა ეგ სარკე ? - ნიშნისმოგებით ჰკითხა ვანომ. - გვეყოფა. თუ არა და დღეს შენ დაგითმობ. ამის მეტი, ხმა არცერთს ამოუღია. გზა ჩუმად გალიეს. მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდა სალონში გამეფებულ მყუდროებას. ხმაურიანად ეხეთქებოდა მინას და სასიმოვნო მელოდიას უკრავდა. ოთხივე ჩაფიქრებულიყო. არიდა დროდადრო დათას პერანგს დახედავდა, მალულად შეისუნთავდა მის სურნელს და სარკიდან მოთვალთვალე თავლების შემჩნევისას რიდი დაუვლიდა ხოლმე. არაბული ვერ თმობდა თავის პერანგში გახვეული გოგოს ყურებას. ღმერთმა უწყის, რაზე ფიქრობდა მისი გონება. ვანო ფრთხილობდა. დათას მსგვსად ჟინიანი ვერ ჰქონდა მზერა. არ უნდოდა, ისედაც შეშინებული და ნატანჯი გოგონა მეტად დაეფრთხო. ქურდულად უმზერდა. ამავედროს მის გამოპარებულ მზერასაც ამჩნევდა. წამით რომ შეეფეთებოდა ერთამნეთს მათი თვალები, გოგონა ჭარხალივით წითლდებოდა. სალონში ხუთი მელოდია უკრავდა: წვიმა და ოთხი, სხვადასხვა ჟღერადობით, თუმცა ერთიდაიგივე ნოტებით ამღერებული გული. კარგა შეღამებულზე მივიდნეენ არიდას კორპუსთან. წვიმაც გახელებულიყო. თითქოს ვიღაც ვედროთი რწყავდა ზევიდან დედამიწას. დათამ ავტომობილი გააჩერა და ისევ შეხედა არიდას ამჯერად შებრუნებულმა, პირისპირ. - თუ რაიმე დაგჭირდათ, აუცილებლად დამირეკე. არ იფიქრო, მხოლოდ შენს იმედად დავტოვებთ. - თავისი და ვანოს სათქმელი გააცნო არაბულმა. - ღმერთო ! - ამოიოხრა ელეონორამ. - როგორ მრცხვენია. ძალიან გთხოვთ, მეტად ნუღარ შეწუხდებით. აქაც მხოლოდ რამდენიმე დღე დავრჩები. უკეთ რომ გავხდები მივხედავ ჩემს თავს. - არ ვწუხდებით ელი. - მათკენ შებრუნდა ვანო. ელი-ზე გოგონებს თავლები გადმოცვენამდე გაუფართოვდათ. დათამ გახედა მამიდაშვილს და ნიშნისმოგებით ჩაახველა. - პასუხისმგებლობა მე ავიღე და მევე მივხედავ. - არავინ გეცილება. უბრალოდ ჩვენც შევიტანთ წვლილს მის გზაზე დაყენებაში. ვფიქრობ, გვაქვს უფლება. - არიდაზე მეტად მტკიცე იყო დათა. აი ისეთი, მბრძანებლური ხარო, სულ რომ დაიჩივლებდა ხოლმე გოგო. - არ მინდა ჩემი პრობლემები შემოგახვიოთ. - კვლავ განაგრძობდა უარის თქმას ელეონორა. - ალბათ ჩემი ოჯახი უკვე მეძებს. ღმერთმა უწყის რა ამბებს დაატრიალებენ, როცა მომაგნებენ. - ეგ პრობლემა უკანასკნელია რაზეც უნდა დარდობდე. - თავალი თავლში გაუყარა გიგაურმა და დაამშვიდა. - შენ თუ არ გინდა ვერასოდეს მოგიახლოვდებიან. უბარლოდ თქვი, გინდა თუ არა? - არმინდა. ალბათ ვცოდავ ამას რომ ვამბობ, მაგარმ ისეთი მშობლები არ მინდა საკუთარ კეთილდღეობაში რომ გამცვლიან. არ მინდა გათხოვება. სწავლა მინდა. არ მიყვარს იბ ბიჭი, პირიქით მეზიზღება. - მდუღარე ცრემლებით ატირდა ისევ. - ხოდა ნუ ღელავ, ვერავინ მოგიახლოვდება ! - დაამშვიდა კვლავ ვანომ. ესიამოვნა კიდეც მისი უარი. - ჩვენ შენს გვერდით ვართ ! კარგია, რომ არიდამ გიპოვა. - მადლიერებით დაამატა და ღიმილით შეაგება არიდას, რომელიც ღიმილითვე უმზერდა საეჭვოდ თბილად აჭიკჭიკებულ გიგაურს. - მოძალადისგან შეშინებული ქალების დაცვა გენში გაქვთ ? - მოულოდნელად იკითხა არიდამ და გარეთ ნახევრად ფეხგადადგმული ბიჭები მისკენ შებრუნდნენ. - რას მიყურებთ ? - იუხერხულა გოგონამ. - რა ვიკითხე ახლა ასეთი. - თავისთვის ჩაიფრუტუნა. ვიდრე გადავიდოდა მანამ ის ქოლგა მოიმარჯვა, იმ ნამუსგარეცხილს თავში გამატებით რომ ურტყამდა. ცოტა შელანძღულიყო, მაგრამ წვიმისაგან დაიცავდა კაცს. საჩქაროდ მოუარა მანქანას, ელეონორასაც გაუღო კარი. გადმოსვლაში დავეხმარებიო, თუმცა ამჯერადაც არ დაანება ვანომ. არ მინდაო, იუარა დაზარალებულმა. ვანომ არც მას დაანება. ისევ დასტაცა ხელი, საჭიროა ფეხი ტრავმირებული გაქო, დაამატა და ისე სწრაფად შეარბენინა სადარბაზოში არიდამ ქოლგა ვერ დააწია. დარჩნენ მოკუნტრუშე წვმის წვეთების ქვეშ დათა და არიდა. არაბულს სულ დანამვოდა თმები და შუბლზე მიკვროდა. ჩამოშლილი ღერების ბოლოებიდან მდინარედ მიედინებოდა წყალი სახეზე, ყელის გავლით მკერდზე მიკრულ მაისურს გამეტებით უსველებდა. ხელით გაისწორა ბიჭმა თმა. ნცნობი ადგილის თვალიერებისას გამოწვეული, გახსენებული უსიამო შეგრძნებით ისე იყო შეპყრობილი, ამჯერად ვერ შეამჩნია, როგორი ქურდული ინტერესითა და გაცისკროვნებული თავლებით უყურებდა გოგონა. უცებ წვიმა შეწყდა, ცივი წვეთები აღარ ეცემოდა და გონს მოეგო. ცას ახედა, თუმცა შელანძღულმა ქოლგამ არიალი შეუვიწროვა. არიდა ფეხისწვერებზე აწეულიყო,ისე აფარებდა ქოლგას. უმალ განიყარა ცუდი აზრები. ღიმილით დახედა აცახცახებულს. - შეგცივდა ? - არა. მათბობს. - პერანგის საყელოს ხელი მოკიდა და ოდნავ აქაჩა. - აბა რატომ კანკალებ? - შენ არ გცივა? სულ დასველდი.- სცადა მეტად საიმედოდ დაეცვა წვიმისგან, უფრო ახლოს დაუდგა და ლამის ცერზე დადგა. უფრო გაეღიმა დათას იმის დანახვისას, თუ როგორ ცდილბდა არიდა ქოლგა მის სიმაღლეზე დაეჭირა. - გადარდებ ? - ნუ მანიპულირებ ჩემი გრძნობებით. - გაბრაზდა არიდა. - ყველა შემხვედრს არ ვაძლევ მოკარების უფლებას და ყველას პერანგს არ ვიცამ. - ანუ შენ მაძლევ უფლებას შეგეხო ? - გიკითხავს ? - არა. - წავალ სანამ ჩენს ლოდინსი ხელიდან გაუვარდა. - სადარბაზოში, წყვილისკენ ანიშნა. - არამგონია ეგ აწუხებდეს. - არც მე. - გაეცინა არიდას. - ასე ნუ იცინი, მიზიდავ და ახლა ისევ უკითხავად შეგეხები. - აუცოლებლად ვილაპარაკებთ ჩვენ მაგაზე. - თითისქნევით გააფრთხილა ბიჭი, - გინდა მეც წამოვიდე ? - არ შეწუხდე, ვანო ამაყვანინებს. - დედა გაბრაზდება ? - არა. - მაშინ მეც წამოვალ. - ამიხსნი რას ცდილობ? - შენთან მეტად მოახლოებას. - ამაზე მეტად ? - გაცილებით მეტად. - როგორც გინდა. - ქოლგიანად მოშორდა, წვიმაში მაიტოვა და წყვილისაკენ სირბილით გაიქცა. გასაღები მოარგო კარს და გაღება სცადა, მაგრამ ისევ გაუძალიანდა საკეტი. ეს კარიც რა უტიფარი იყო, ისედ დროს გაჯიუტდებოდა ყველაზე ნაკლებად რომ იყო საჭირო. მოთმინებით ელოდა მის უკან, სამი ადამიანი. ბოლოს დათამ გაწია გვერდით, თავად გადაატრიალა გასაღები და ძლიერი მოძრაობით გააღო. - დედა, - დაუძახა ჰოლში შესაულმა არიდამ. არავინ გაეპასუხა. - დადუნა, - კვლავ დაიძახა. როგორც სჩანს წვიმის ხმაურზე ჭირდა ძახილის გარჩევა, - დეე... - სიტყვა აღარ დაასრულებინეს. - დადუნა და ლენა სამზარეულოდან გამოცვივდნენ. - რა იყო შვილო? - როგორც წესი სახლში მისული არ უძახდა ხოლმე. უხმაუროდ მოძებნიდა და კოცნით ესალმებოდა. ახლა კი კაცის პერანგში თამგაწეწილი გამოეცხადა. - სტუმრები გვყავს. - გააფრთხილა მასპინძლები და მის უკან ანიშნა. ახლაღა შეამჩნიეს შემოსულები. - მობრძანდით. - სწრაფად მიეგება დაუნა და რატომღაც არაბული მოხვდა პირველად თვალში. . სტუმრებიც თავის დაკვრით მიესალმნენ. - რა დაემართა შვილო ? - ელდა ეცა ვანო ხელში მოქცეული დაბინტული გოგონას დანახვაზე. - მოგიყვები დე. მისაღებში შევიდეთ. ლენა დაფაცურდა. ბალიშებისგან გაათავისუფლა დივანი, რათა გოგონას დასმა უფრო გაადვილებოდა ვანოს. - ჩვენ წავალთ. - მშვიდად წარმოთქვა არაბულმა, როგორც კი ელეონორა მოხერხებულად მოაწყვეს. არიდაც სამშვიდობოს ეგულებოდა. - არა შვილო, პირველად ხართ აქ, ასე ვერ გაგიშვებთ. თან ეჭვი მაქვს, გასაჭირში დაეხმარეთ ჩემს შვილს. ყავით მაინც გაგიმასოინძლდებით. - გუმანით გრძნობდა დადუნა, რომ შემთხვევით სტუმრები არ იყვნენ. იმასაც მიხვდა ვის ეკუთვნოდა პერანგი, რომელიც არიდას ეცვა. - არ არის საჭირო. უცნაური გრძნობები უტევდა დათას და იმ სახლიდან გაქცევას აიძულებდა. დადუნას ასეთი თბილი დახვედრა და ტონი მეტად უჭერდა გულზე. ცოტახნისწინ ალბათ ვერწ კი წარმოიდგენდა ამირეჯიბების სახლში ფეხს თუ დადგამდა. ახლა კი აქ იყო და ვერ აეხსნა რატომ. რამ აიძულა აქ ამოსვლა. იქნებ საკუთარ თავს ცდიდა... - საჭიროა. - მტკიცედ მიაგება ქალმა პასუხი. - გთხოვთ დაბრზანდით. ვანომ მავადრებელად შეხედა დათას და დაჯდომისკენ ანისნა. დათაც დაჰყაბულდა. ახლა ასე წასვლა არ იყო მართებული... რახან ამოვიდა უნდა დარჩენილიყო, ბოლომდე უნდა გაეძლო... - ლენა, - მეგობარს მიუბრუნდა, რომელიც დაზარალებულს არიდასთან ერთად დაფუსფუსებდა. - წამოდი, დამეხმარე.... - სამზარეულოში შესულმა, მეგობარიც შეატარა და კარი მიხურა. - ის არის. - დარწმუნებით დაასკვნა, თან ყავის მადუღარა გადმოიღო. - მეც ასე ვიფიქრე. ნეტავ რა მოხდა დადუნა, ან ეს გოგო ვინ არის? - ყავასთან ერთად მოგვიყვებიან. - მშვიდი იყო გოგოჭურის ქალი. - დადუ, - ყავით სავსე კოვზი ხელში შეიჩერა ლენამ და მეგობარს ღიმილით მიუბრუნდა, - კარგი ბიჭია, მოხდენილი, არიდას შესაფერისია. - ძლიერი, თავდაჯერებული პიროვნება ჩასნ, ხმაშიც კი ეტყობა. ცოტა თითქოს რთულიც მეჩვენება. - დაამატა დადუნამ. - შენ როგორ ახერხებ ასე უცებ შეატყო ადამიანს ვერ ვხდვები... - თავისუფალი ხელი აიქნია ლენამ და საქმეს მიუბრუნდა. - ჩემ გოგოს ეხება ... გარეგნულად მართლაც კარგი ბიჭია. მისაღებში, ყავის ფინჯნებით, ტკბილეულით და უფრო გაღვივებული ცნობისმოყვარეობით გავიდნენ. - აბა, გისმენთ შვილო, გვითხარი ვინ არის ეს ლამაზი გოგო. - ჰკითხა არიდას და სითბოთი სავსე მზერით გახედა ელეონორას დადუნამ. ერთი მძიმედ ამოიხვნეშა არიდამ და მერე სიტყვა-სიტყვით მოახსენა მისი ისტორია. ელეონორა კი ისევ მუჭისიმსხო ცრემლებს ღვრიდა. როგორც სჩანს სხვისი ენით ნაამბობი თავისი ისტორია მეტად მტკივნეულად მოეჩვენა. გული შეეკუმშა დადუნას მისი ამბის მოსმენისას. ფეხზე წამოიჭრა, ატირებულთან მივიდა და დედის მზრუნველობით ჩაიკრა გულში. - არ ინერვიულო ჩემო ლამაზო, ისე მოგივლი როგორც საკუტარ შვილს. ოღონდ შენ არ იდარდო. - დაბალ ხმაზე ამშვიდებდა გოგონას. არიდას გული სიამაყითა და სითბოთი ევსებოდა ისეთი დედის დანახვისას, როგორსაც მოელოდა. აქეთ ლენა აქოთქოთადა მეც აქ ვარო. ერთი დიდი სითბო სიყვარული და მზრუნველობა დატრიალდა ოთახში. ელეონორას ასეთმა მზრუნველობა გული უფრო აუჩყა და ჩუმი ქვითინით აეკრა ქალს, რომელიც იმ სითბოს უზიარებდა, რაც ბოლო მრავალი წლის მანძილზე საკუთარი დედისაგან აკლდა. - ამ უცხო ხალხთან რა უხერხულია, - ემოციებისგან თავი დაიხსნა დადუნამ და ჩუმად მსხდომ სტუმრებს გახედა. - მაპატიეთ, ასეთ დროს არ გამომდის ემოციის შეკავება. - ცრემლიანი ღიმილით მოუბოდიშა. - როგორ გეკადრებათ. - შენიშნა გიგაურმა. - თქვენ ალბათ არიდას მეგობრები ხართ. - საუბარში ჩაერთო ლენა. - ასეა ჩემო ცქრიალა ? - არიდას მიუბრუნდა. - ასეა. - ამოსუნთქვას ამოაყოლა ეს სიტყვა. - ცოტა დამიგვიანდა მაგრამ... ეს დათაა, - არაბულისკენ შეფარული მორიდებით მიუთითა. - ეს ვანო, ესენი კი ჩემი ქალბატონები არიან- ღიმილით დაამატა. - მოხარული ვარ. - ოდნავ გაიღიმა დათამ. - სასიამოვნოა, - გაბადრული სახით წამოიჭრა ვანო და ქალბატონებს ხელზე ეამბორა. - დიდი მადლობა გამასპინძლებისთვის, - ფინჯანი დადო და ფეხზე წამოდგა დათა. - დროა წავიდეთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. - მისი შფოთვა ტყვაში აღარ ეტეოდა და იქ დარჩენას უკვე შეუძლებელს ხდიდა.დანაშაულის გრძნობა ღრღნიდა - პირიქით, მადლობა თქვენ. - მისაღების კარამდე მიაცილა სტუმრები დადუნამ მერე კი ისევ ელეონორას მიუბრუნდა. გასასვლელ კართან მისულმა დათამ ხელი დასტაცა გასაცილებლად გაყოლილ არიდას და ზღურბლს იქით გაიყვანა. მერე ისე გაშეშდა თითქოს ახლა მეტი სიცხადით გაახსენდა სადაც იდგა. გაახსენდა გაშმაგებით რომ აბრახუნებდა იარაღშემართული იმ კარზე, ახლა უცვლელი იერით გაღებული რომ იყო და მას ამ კარში შესვლა პრობლემის გარეშე შეეძლო, რადგან ხელში ხილული იარაღი აღარ ეჭირა. შინაგანმა კანკალმა აიტანა და თუმცა გარეგნულად არც გატოკებულა, მხოლოდ მოჭიმული ლარივით იდგა. ამ დროს კი არიდა ვანოს ესაუბრებოდა, მადლობას უხდიდა დახმარებისთვის. ვანოს არ გამოპარვია ბიძაშვილის რეაქცია თუმცა არაფერი გაუკეთებია მის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. დაანება თავად გაეკეთებია, თავად გადაელახა... მე წავალო ბოლოს თქვა, კიბეები ჩაირბინა. არიდა მიბრუნდა დათასკენ და ასე გახევებული რომ დაუხვდა შეშინდა. - კარგად ხარ ? - მხარზე ნაზად შეეხო და გონზე მოიყვანა. ქვასავით ქცეულ სახეზე კუნთები აუმუშავდა. ადამიანური რეფლექსი უკან დაუბრუნდა არაბულს. ცოტახანს ჩუმად იდგა ისევ მხოლოდ უყურებდა არიდას. მერე დაიხარა და ყურთან უჩურჩულა: - აი, თურმე ვის გავხარ ! - პერანგს გავრეცხავ და დაგიბრუნებ. - უთხრა და ოდნავ უკან დაიხია. - სულ ნუ ფრთხიალებ. - ნაზად დაუსვა ლოყაზე ხელი და ოდნავ უჩქმიტა. - შენთვის დაიტოვე. გიხდება. - დაგიბრუნებ ! - საინტერესოა, სიჯიუტეში მამას გავხარ არიანდა ? – ამ კითხვით ვითომ საკუთარ თავს შეახსენა მისი ვინაობა ? არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, ორივეს ერთდროულად რომ დაუარა სიცივემ. არუპასუხა არიდამ. - ხვალ სარამოს ვახშამზე მიმყავხარ, უარს უბრალოდ აზრი არ აქვს. დედა გააფრთხილე. ეგ პერანგი შენთვის დაიტოვე. - ეს, ცოტა ცივად ნათქვამი სიყვები დაუტოვა და კიბეს ჩაუყვა. რამდენიმე წუთი იდგა სადარბაზოს კედელს მიყრდნობილი არიდა და იმ გზას გაჰყურებდა სადაც დათა გაუჩინარდა. ხვდებოდა, რომ ეს ურთიერთობა ზედმეტად უცნაურად დაიწყო და ასევე ვითარდებოდა. ხვდებოდა, რომ დათა არ იყო მარტივი ადამიანი, უამრავი რამ იყო მასში რაც ეჭვს და შიშსაც კი ბადებდა, მაგრამ უკვე მისგან თავის დახსნა შეუძლებლად მიაჩნდა. გრძნობდა რომ მის გარეშე გაუჭირდებოდა, მოენატრებოდა ... უყვარდა, ასე ჩუმად მთელი გულით შეუყვარდა. დათას თვალები იყო, რამაც ცეცხლი დაანთო არიდაში. პირველად ხომ ისინი დაინახა, მათში ჩაიხედა და ლანდად აედევნა. იყო მათში რაღაც ისეთი, რაც უპირობოდ ნდობას აიძულებდა არიდას. ასე გაორებული შებრუნდა შინ და კარი მძიმედ მიიხურა. როგორც კი მისაღებში მსხდომთ შეურთა, უმალ დაიბრუნა მხიარული ხასიათი. ელეონორას საჭირო ნივთები მოუძებნა რათა მოწესრიგებულიყო, დადუნას კერძებით დააპურა და სტუმრების საძინებელში დააბინავა. მანამ უჯდა საწოლის თავთან გოგოს ვიდრე მშვიდად არ დაეძინა. ფრთხილად გამოიხურა საძინებლის კარი და სამზარეულოსში თავი ქალბატონებთან მიაშურა. მონდომების მიუხედავად მაინც დატყობოდა დაღლილობისა კვალი, უფრო მეტად შინაგანი დაღლილობის. სკამზე ჩამოჯდა. თავი დედის მხარს ჩამოადო. - ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარა, - შუბლზე აკოცა დადუნამ. - ჩვენ შენს გვერდით ვართ, ერთად მივხედავთ ელენეს. თან როგორი საყვარელი გოგოა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ლენამ ანიშნა მე გავაღებო. ორ წუთში უკან დაბრუნდა სამედიცინო პარკით ხელში. - ეს რა არის ? - გაკვირვებულმა იკთხა დადუნამ. - ვინ იყო? - კუიერი. წამლები მოიტანა. პარკი არიდას გადასცა. მანაც გახსნა. - ვანო. - გაეღიმა არიდას. - ისე დავითრგუნე ელენეს მონაყოლით რეცეპტი არც კი გამხსენებია. როგორც ჩანს ვანოს არ დაავიწყდა და წამლებიც უყიდა ელენეს. პატარა ფურცელი დადო მაგიდაზე სადაც ეწერა: „ გამოჯანმრთლებას ვუსურევბ შენს პატარა სტუმარს. თუ ნებას მომცემ, მოვიკითხავ ხოლმე.“ - მხიარული ბიჭი ჩანს. როგორ შემოაციმციმა ელენე. - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა დადუნას. - დედა, მგონი რაღაცას მინიშნება გინდა. - მგონია რომ შენც იცი, რისიც. - როგორ ამჩნევ ყველაფერს დე. - ლოყაზე აკოცა დედას. - მეც მაგას არ ვეუბნები ... - ჩაერთო ლენა. - გაშიფრა ყველა. - ჩუმი ჩაფხუკუნებით დაამატა. არიდას ეჭვად ენიშნა მისი საქციელი. - თვალები ყიდიან ადამინას არიდა. რაც აქ იყო, სულ მას უმზერდა. - ხო. - დაეთანხმა. - რა ხო ? - ჩაეკითა. - გეთანხმები, თავლები ყიდიან. - მაშინ, შენც შეამჩნევდი, მეორე ყმაწვილი ლენას რომ არ უმზერდა. - ჰკითხა და ლენას, რომელიც ტუჩებზე ხელის მიჭერით იკავებდა სიცილს, თავლი ჩაუკრა. - დედა ! - ფაქტზე წასწრებულივით აეკრა კედელს. - რაღაც ამ ბოლოს ხშირად დამცინი. - შენს პერანგს რა დაემართა ? - თითქოს ვერ გაიგონა შვილის რეპლიკა. - ღილები აწყდა და ... - და იმ ყმაწვილმა გათხოვა თავისი. - მაგას როგორ მიხვდი ? - ღმერთო... შვილო, როდის გახდი ასეთი გონებაგაფანტული ? - გაიოცა ქალმა. - შენ კაცის პერანგში გხედავ, მას კი უპერანგოდ, რად უნდა ამას დიდი მიხვედრა ?! - თავი დამტუქსავად გააქნია დადუნამ. - ისე ცოტა უცნაური ბიჭი კი ჩანს. - თითქოს ისე თქვა უბრალოდ, არადა კითხვა დაუსვა შვილს. ისიც მიუხვდა. - რავიცი, მე არ შემიმჩნევია. - იუარა . - დედა, ხვალ სავახშმოდ დამპატიჟა. - მოახსენა და ტუჩები პასუხის მოლოდინში მოკუმა. - ეს ახლა გეკითხება თუ გაფრთხილებს ? - მეგობარს ჰკითხა ლენამ ხელოვნურად გაოცებული ტონით. - დაბნეულიათქო ხომ ვამბობ.. - დაასკვან დადუნამ. - მორჩებით ახლა ჩემს დაცინვას ? - გაიბერა გოგონა. - ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი ხარ საიმისოდ თავად გადაწყვიტო მიიღებ თუ არა მის მიპატიჟებას. მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, დროა ჩემს კალთას მოწყდე და ცხოვრება დაიწყო. - ორივე ვხვდებით რისიც გეშინია არიდა, - აზრის გამოხატვა ლენამ განაგრძო. - მაგრამ სისულელეა ეგ ყოველივე დამიჯერე. თავის დროზე რომ გამერისკა ახლა მარტოს არ მომიწევდა სიბერის გატარება. თუ არ სცადე ვერ გაიგებ, ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. მიეცი შენ თავს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს. სჯობს მოქმედება ინანო, ვიდრე უმოქმედობა. - ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვხედავ შენს გვერდით ბიჭს... პირველად ვხედავ შენს აციმციმებულ თვალებს, არ გეგონოს მხოლოდ მისი მზერა შევამჩნიე, შენს ტანზე ვხედავ მის პერანგს და ზუსტად ვიცი, სხვა დროს ცოცხალი თავით არ გამოართმევდი არავის და სახლში დახეულით დაბრუნდებოდი. ის ადამიანი იმაზე მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე გგონია. ამიტომ მე ვფიქრობ, ასეთ დროს ღირს ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიფრთხილე არ გამოიჩინო... მე ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი ვარ რომ ის რამდენიმე წელი ჩემს საყვარელ ადამიანთან გავატარე. - ბოლო ფრაზა მეტად ფრთხილად დაამატა დადუნამ. ამის მეტი არაფერი თქმულა. ცოტახანს უხმოდ იჯდა სამი ქალი სამზარეულოში და გულში საკუთარ ბედს განიხილავდა. პირველი არიდა წამოდგა, დასაძინებლად გაემართა. უნდა დაესვენა. ხვალ ახალი დღე იწყებოდა, ახალი იმედებით, მიზნებითა და ახალი საზრუნავით... *** - როგორც იქნა შევხვდით. უკვე აღარ მეგონა ამ ანდერძს ოდესმე თუ აღვასრულებდი. ღიმილით შეაბიჯა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა საშუალო სიმაღლის შეპუტკუნებულმა ადვოკატმა არაბულის კაბინეტში. ვანოსთან ანდერძზე ბოლო საუბრის შემდეგ თვის ბოლოს შევხვდეთო, რომ ეუბნებოდა, რატომღაც აზრი შეიცვლა და შეხვედრაზე ადრე დათანხმდა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ამ ადვოკატთან ოცწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა მის ოჯახს და ამდენი უარი უპატივცემულობის გამოხატვად მიიჩნია. განსაკუთრებულად ვაჟას უყვარდა არჩილი და ბრმადაც კი ენდობოდა მას. თუმცა საქართველოში ბოლო სტუმრობის დროს, რიგ საკითხებზე მის შეწუხებას თავს არიდებდა. - როგოგორ გიკითხო დათა ? - მარჯვენა ხელიდან მარცეხაში გდაიტანა საბუთებით სავსე დიპლომატი და ჩამოსართმევად გაუწოდა . - კიდევ სიამოვნებით გადავდებდი მაგრამ... - დაუფარავად გაანდო ანდერძს მოვალეობის გამო რომ ისმენდა და მანაც შეაგება თავის ხელი. - უკეთესადაც ვყოფილვარ არჩილ. თავად როგორ ხარ ? - ვბერდები, ყმაწვილო. სიბერე კი ცუდია. - ამოიოხრა კაცმა და სავარძელში ჩაჯდა. - სამაგიეროდ პროფესიულ საქმიანობაში მწვერვალებს იპყრობ. მომდის შენი ამბები არჩილ. - ეჰ, მთელი ჩემი ცხოვრება კანონებს და სამართალს შევალიე ჩემო დათა და შედეგმაც ამ სიბერეში დაიწყო პურის ჭამა. ისე, ერთხელ მაინც გენახე რა დაშავდებოდა? არც სასამართლოებზე დადიოდი. - რაც მაინტერესებდა ისედაც ვიგებდი არჩილ.- მაგიდიდან საწერი კალამაი აიღო და თითებს შორის დაატრიალა. - სულ ასეთი სიტყვაძუნწი იყავი. მაგაში ნათლიამ გიმგვანა, თორემ ვეხვია ისეთი მოსაუბრე იყო სმენად გაქცევდა ადამიანს. - მეტად ნაღვლიანი გაუხდა ხმა კაცს, უთუოდ ძველი მეგობრების მონატრების გავლენა იყო. - ლილი როგორ არის ? - როგორც სჩვევია. - ესეიგი კარგად. დიდებულია ქალია, მამაცი ძლიერი. ისეთი მშობლები გყავს ჩემო ბიჭო, სხვაგვარი ვერც იქნებოდი. - ვანოც მოვიდა, - კარში შემომავალ გიგაურზე მიანიშნა, - დროა დავიწყოთ არჩილ. - კი ბატონო, - დაეთანხმა, დიპლომატი მუხლებზე შემოიდო საკეტი გახსნა, ბაინდერში ჩალაგებული საბუთები ამოიღო და მაგიდაზე გადაშალა. - არჩილ, მოკლედ გვითხარი რა... არ არის საჭირო ყველა ფორმალობა. - როგორც გენებოთ. ეს შენ, - დათას წინ საბუთის ერთი ნაწილი დადო, რომელიც ვაჟას ქონების 70 % იტევდა, -ესეც შენ, - ვანოს წინ კი 30 %-იანი წილი გადაშალა, - თუ გინდა წაიკითხეთ და ხელი მერე მომიწერეთ. - მოიცა მეც ? - არ ელოდა ვანო მემკვიდრედ მოხსენიებას. - დავიჯერო არ იცოდი, როგორ უყვარდი ? - ეჭვის თავლით გახედა ადვოკატმა. - კი მაგრამ ... - ხოდა ეგ მაგრამ 30 %-ია . მომიწერეთ ახლა ხელი და შეუდექით მისი დანატოვარის აღზევებას. - უსიტყვოდ აიღეს ერთდროულად კალმები და აფციაურის ქონების სრულუფლებინი მფლობელი გახდნენ. - მეორე ეგზემპლარი დამიბრუნეთ. - ხელი გაუწოდა ასლების გამოსართმევად კაცმა და დიპლომატში დააბრუნა. - გილოცავთ! - მადობა არჩილ ! იმედია ჩვენთან თანამშრომლობას კვლავ განაგრძობ. - ეგ რა კითხვაა ყმაწვილო?!- თვალები დააწვრილა კაცმა. - ამდენწლიან მეგობრობას შენი თავქარიანობა ნამდვილად არ გადამაფიქრებინებს. ვიცი, რთული იქნება თქვენთან კონსესუსი რიგ საკითხებში, მაგრამ ის უფრო ვიცი ყველაფერი კანონისა და სამართლის დაცვით მოხდება. ასე რომ ნაყოფიერ თანამშრომლობას ვიმედოვნებ. ისე გამოგიტყდებით და ბუნჩულა პარტნიორები არ მხიბლავს. - სიცილით დაამატა კაცმა. - არც ჩვენ. - კმაყოფილი სახით დაამატა გიგაურმა. - დათა, - არაბულს მიუბრუნდა, თან დიპლომატიდან რაღაც კონვერტი ამოიღო. - აქ ვაჟას სეიფის გასაღები და კოდია. - ორივე მაქვს. - ესეც შენ გქონდეს. ბოლო საუბრის დროს მითხრა, ამ ქვეყნად რომ აღარ ვიქნები მინდა ჩემი სახლი და ყველაფერი რაც იქ მაქვს დათასთვის ხელმისაწვდომი გახდესო. - მის სურვილს წინ ვერ გადაუვალ. - წაიწია და კონვერტი გამოართვა. - ხო კიდევ, ვაჟა თავისი გარდაცვლილი თანამებრძოლის მერაბ კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, შვილი ყავს და მაინტერესებს როგორ ცხოვრობსო. ცოტა უცნაურად კი მეჩვენა, მაგრამ ხომ იცით, თუ არ სურდა ზედმეტ სიტყვას ვერ დააცდენიებდა კაცი. - შენ ეხმარებოდი ამ ინფორმაციის მოპოვებაში? - არა. შენ არ შეგაწუხებ, უმნიშვნელო ამბავია და შენ მოცდენად არ მიღირსო. მეც აღარ დამიძალებია, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც ყველაფერი გადავამოწმე. მერაბი აფხაზეთის ომის დროს გარდაიცვალა, მისი ოჯახი- ცოლი და შვილი, ცოლის მშობლებთან უნგრეთში გადავიდა საცხოვრებლად. აქ არაფერია მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მიკვირს ამდენი წლის შემდეგ, რატომ მოუნდა გარდაცვლილი მეგობრის გახსენება. - ნამდვილად უცნაურია არჩილ. თუ რაიმე ახლას შეიტყობ მეც გამაგებინე. - აუცილებლად. ჯერ კიდევ ვაწარმოებ ძიებას მისი მკვლელობის შესახებ. მინდა წვრილმანიც კი არ დამრჩეს გაურკვეველი, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვიცი დამნაშავე ციხეში ზის. - ცოტახნით დადუმდა არჩილი, - იცი განსაკუთრებით რაზე მწყდება გული ? - დანანებით განაგრძო. - იმ ბიჭს ვაჟას მკვლელობის არანაირი მოტივი არ ჰქონდა, არაფერი აკავშირებდა მასთან გარდა იმისა, რომ წლების წინ მამამისმა ვეფხვია მოგვიკლა და ისიც კი არ ვიცი, ამის შესახებ იცის თუ არა რამე. - არამგონია იცოდეს. - მის ეჭვს უპასუხა გიგაურმა. - ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ და იმ ადამინაებმა იციან ვინც ეს ამბავი წლების წინ მიჩქმალეს. მეც მაწუხებს იმაზე ფიქრი თუ რატომ ემსხვერპლა ვაჟა მის ტყვიას. - კაიფში მყოფს მაგარი ბიჭობა მოუნდა. – ცივად თქვა დათამ, ფეხზე წამოდგა და ოთახის მარჯვენა კედელზე, მთელს სიგრძეზე განლაგებული მინებიდან ქალაქს გადახედა. იმდენი ზიზღი და სიძულვილი იგრძნობოდა დათას სიტყვებში მთელს სამყაროს ბრაზს იტევდა. ორივე მსმენელის ყურმა შეამჩნია ეს. - არჩილ, მამაჩემის მკვლელობის საბუთები შენ გაქვს ისევ ხო ? - ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ კვლავ შებრუნდა სავარძელზე მდუმარედ მჯდომთაკენ, კითხვა დაუსვა არჩილს და ვანოს გვერდით დაჯდა. - კი. ორიგინალი ვაჟას სეიფში ინახება. საქმის ხელახლა აღძვრას აპირებ? - სერიოზული სახით ჰკითხა კაცმა. - მის ციხეში გაშვებაზე თავის დროზე ვთქვი უარი არჩილ, ახლა აღარ ღირს... - მაშინ ამოდენა ძალა არ გქონდა დათა, ახლა თუ მოინდომებ იმ სტრუქტურას, რომელმაც ეს საქმე შეთითხნა საკადრის წინააღმდეგობას გაუწევ. მეც მზად ვარ დაგეხმარო. ყველა სამხილი გვაქვს ამისთვის, მთავარია შენ მტვერი გადაწმინდო, მზის სინათლეს კი თავად იპოვნის. - მიჯობს პირადად მივხდო ამ საქმე. ციხე საუკეთესო სასჯელს სულაც არ ნიშნავს... უბრალოდ მინდა გადახედო და პარალელი გაავლო მამა-შვილის ცოდვებს შორის. - იყოს შენი სურვილისამებრ, - არჩილი წამოდგა და პიჯაკის შუა ღილი მოზრდილ ღიპზე ძლივს შეიკრა. - ახლა წავალ ახალგაზრდებო, თქვენც აღარ მოგაცდენთ, დანარჩენი საკითხები საჩქარო არაა, სხვა დროს გავიაროთ. - საჭირო არ არის აქ მოსვლით დრო დაკარგო, სატელეფონო საუბრებითაც შეგიძლია კონტაქტი, ხომ იცი გენდობით. - დათაც წამოდგა და ხელი დასამშვიდობებლად ჩამოართვა კაცს. იგივე გაიმეორა ვანომაც. - დიდი პატივია, -თბილად გაუღიმა არჩილმა, - თქვენ გვერდით მიგულეთ ბავშვებო. როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი მექნება ხელთ შეგატყობინებთ. - თავის დიპლომატს ხელი ჩაბღუჯა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა არაბულის კაბინეტი. - აბა, მეტყვი რაშია საქმე თუ თავად ვივარაუდო ? - მუხლებზე მოქაჩა შარვალი ასაკაპიწებლად გიგაურმა, უფრო კომფორტულად რომ დამჯდარიყო და სავარძელს დაუბრუნდა. - წერტილიდან წერტილამდე მინდა სრული და ას პროცენტიანი ინფორმაცია. მეტი არაფერი. - მერაბ კვარაცხელიაზე რას ფიქრობ ? - საქმეც იმაშია, რომ ვფიქრობ და ლაშასაც მოუწევს მეტი ინფორმაციის მოძიება. მიცვალებულები ოცდაათი წლის შემდეგ უმიზეზოდ არ ახსენდება ადამიანს და მითუმეტეს ვაჟას. - ასე მგონია დიდ ლაბირინთში დავდივართ, რომელიც დღითიდღე იზრდება ... - გზები ემატება, რომელებიც ან საბოლოდ გაგვჭედავს ამ ლაბირინთში, ანაც საბოლოოდ გაგვიყვანს სამშვიდობოს. - დაასრულა დათამ ვანოს მოსაზრება. - ლაშას შენ დაელაპარაკე. - კარგი. ვაჟას სეიფს როდის გავხსნით? - არვიცი. რაიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ იდოს იქ, ეჭვიც არ მეპარება მეტყოდა. - და მაინც გვენახა. - წლებია იმ სახლში არ ვყოფილვარ. მითუმეტეს ახლა აღარ მაქვს სურვილი. ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავ იქ ვიზიტს. - კარგი, როგორც გინდა. - დანებდა გიგაური. - ვირზე თუ შეჯექი... - მე წავედი საქმე მაქვს. - ავტომობილის გასააღები აიღო და კარისაკენ გაეშურა. - რა საქმე, სად მიდიხარ ? - კითხვებით, მომაბეზრებელი მეგობარივით კუდში აედევნა გიგაური. - ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებ. შენ სჯობს იმაზე იფიქრო, შენზე თოთხმეტი წლით პატარა გოგოს რომ დაადგი თვალი. - მხრებზე გამამხნევებლად მოუტყაპუნა ხელი მამიდაშვილს. - რა ჩამორჩენილი აზროვნება გაქვს, - შუბლშეკრულმა უპასუხა და ხელი აუქნია. - წლებში სხვაობა სულაც არაა მნიშვნელოვანი, მთავარია აზროვნება და გარეგნობა მაქვს ზედმეტად ახაალგაზრდული. - თავი გაიმხნევა გიგაურმა. - მაგაში არ შემიძლია არ დაგეთანხმო .- მისი მკვლელი მზერა აინუშიაც არ ჩააგდო და კიდევ შემოსცხო ბეჭებზე. მერე კი საჭეს მიუჯდა და აალებული ვანო ბოროტი ღიმილით დაასაჩუქრა. - რა აცინებდა ? - გიგაურს ლაშა ამოუდგა გვერდით. - დამცინის თავისი ჭკუით. თავად ვისზეა შეყვარებული და ჩემი გაკვირვებია. - მგონი ვერც კი გაიაზრა მარტო რომ არ იყო, ისე ჩამოარაკრაკა. - რა შეყვარებული, ან შენ ვინ შეგყვარებია გიგაური? მოიცა სწორად გავიგე ? - გაოცებას ვერ მალავდა ლაშა და თან ყურზე მიმაგრებულ მიკროფონს ამოწმებდა ხომ ნამდვილად გამორთული მაქვსო. ალბათ იფიქრა გულს გადამიშლისო. - თავი დამანებე ბაკურაძე და ფეხი გამოადგი, საქმე მაქვს. - საქამრეხზე მიმაგრებული ბუდიდან რევოლვერი აართვა და საჩვენებელ თითზე დაიტრიალა. - მომეცი ეგ აქ, არ გაივარდეს. - მამისებური ტონიტ დატუქსა გახალისებულმა გაღიზიანებული მეგობარი და რევოლვერის წართმევა სცადა. - ნუ მოღოღავ, დაუჩქარე. - იარაღიანი ხელი ჰაერში ასწია ვანომ. - ჯერ მომიყვები რა გაბუზღუნებს და მერე შეიძლება მოგისმინო იმ საქეზე. - შემეშვი-მეთქი ! - დაუღრინა გიგაურმა. - ვერა ! - თვალი ჩაუკრა ბაკურაძემ და ლიფტის კარში ხელისკვრით შეაგდო. *** -ელენე, შეიძლება შემოვიდე ? - ოთახის კარზე ფრთხილად მიუკაკუნა სამსახურიდან დროზე ადრე დაბრუნებულმა არიდამ. - რას მეკითხები, რათქმაუნდა. - მოესმა ნარნარა ხმა საძინებლიდან. - როგორ ხარ ? დილით ადრე გავდივარ ხოლმე და არ გაგაღვიძე. - საწოლის კიდესთან ჩამოუჯდა გოგონას. მანაც წამოჯდომა დააპირა. - იყავი, არ ადგე. - თვენი წყალობით კარგად. - მადლიერებით აღსავსემ უპასუხა. - ძალიან დიდი მადლობა ! - მაინც წამოჯდა საწოლზე. - ძალინ გთხოვ მადლობა აღარ მითხრა მეორედ ! - კარგი. - მორიდებით დაეთანხმა გოგო. - დედამ, დამჯერე გოგოა, ყველაფერს რჩევების მიხედვით აკეთებს და მალე ჭრილობებიც მოუშუშდებაო. - თბილად გაუღიმა ცელენეს, -რომ გამოკეთდები გავისეირნოთ, კარგად იმოქმედებს შენზე. მერე კი რამეს მოვიფიქრებთ სახლში მოწყენილობით რომ არ დაიღალო. - სამსახური უნდა ვიშოვო აუცილებლად. შენს კმაყოფაზე ვერ ვიცხოვრებ. - რამდენხანსაც იქნება საჭირო იმდენხანს დაგეხმარები, მაგაზე ნუ იღელვებ. სამსახურის პოვნაზეც ერთად ვიზრუნებთ თუ აუცილებელი გახდა. - როგორ არ გადაგიხადო ახლა მადლობა ?! - ლამაზი თავლები შეანათა არიდას. - ასე, უბრალოდ არ გადამიხადო. - უცებ მოეხვია გოგონას. - სამადლობელი მე მაქვს, დადუნას ერთით მეტი ხმისგამცემი ეყოლება და მეც უფრო მშვიდად ვიქნები, მარტო რომ არ იქნება სახლში. - არიდა, თუ არ მიწყენ რაღაც მინდა გკითხო. - ვიცი რაც უნდა მკითხო, ჩემი ძმა ციხეში ზის, მამა კი ათი წელია აღარ მყავს. - ბოდიში არ მინდოდა... - არაუშავს, ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებ. შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, თუ დადუნას რაიმე დასჭირდება ან ცუდად გახდება, იმწამს დამირეკე. თავდ არ იზამს ამას და ლენაც თავის ჭკუაზე გადაიყვანა. ასე რომ შენი იმედი მაქვს. - რას სჭირს ? - შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა. დროდადრო საავადმყოფოშიც გვიწევს სიარული, მუდმივი კვლევა და მკურნალობა სჭირდება. ჯერ-ჯერობით იმორჩილებენ დაავადებას, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს. თუ შეატყე, რომ ოდნავ მაინც ცუდად გახდა, აუცილებლად შემატყობინე. ლენაც ხშირად მიმალავს და ჩუმად აგავრებს ამ პრობლემებს. - ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება. - დაჰპირდა გოგო და ღიმილით შეათვალიერა ფეხზე წამომდგარი. - რა ლამაზად გამოიყურები ! - აღტაცებით სენიშნა. - სადღაც ვაპირებ გასვლას. შენ კი დაისვენე. საათს დახედა. უკვე ვეღარ ითვლიდა მერამდენედ. გამოემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. ნახევარი საათი იყო გასული რაც დედასთან ერთად მისაღებში უსიტყვოდ იჯდა. მოუთმენლობისა და ორჭოფობისაგან ფეხებს ნერვიულად ათამაშებდა. კიდევ ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თუ არა, მიუხედავად იმისა რომ უკვე მომზადილი იყო. ამ მიპატჟების მიღება ფაქტობრივად პასუხს ნიშნავდა, ურტიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავდა. - იქნებ სჯობდა ის კაბა ჩაგეცვა ? გაუბედავად, კიდევ ერთხელ ჰკითხა დადუნამ და ლამაზად შეფუთულ ყუთზე ანიშნა, რომელშიც საოწრად დახვეწილი, ძვირადღირებული თეთრი კაბა იდო ბართთან ერთად. „ იმედია არ გაცხარდები და ისე მიიღებ, როგორც უწყინარ საჩუქარს. საღამოს ცხრა საათზე მძღოლი მოგაკითხავს.“ . - ჩემი ნაყიდი მირჩევნია. - კარგი მესმის. ალბათ მეც არ ავიღებდი. თუმცა სულაც არ ვფიქრობ, რომ ცუდი ჟესტია მისი მხრიდან. პირიქით, მეტად დახვეწილი საქციელიც კია. რაღაც სხვაგვარი ბიჭია. - არც მე მიმიჩნევია ცუდ ჟესტად, მაგრამ მაინც ჩემი მირჩევნია. ძალიან ეამა არიდას დედის შეფასება მისი გულის რჩეულისადმი. ამ ბჭობასა და ყოყმანში კარზე ზარის ხმაც გაისმა. - მე გავაღებ. - წამოდგა დადუნა. - იყოს დე, ბარემ წავალ. - უღერღილოდ დაწვდა ჩანთას და ნარნარით წავიდა გასასვლელისკენ. - ასე მგონია ნერვიულობ. თუ არ გინდა ნუ წახვალ არიდა. - თითქოს თავადაც შესჩენოდა გულში ფორიაქი. მაგრამ შვილისთვის გამხელა არ უნდოდა. დედის ისტერიკა მჭირს, ჩემს აზრებს თავს ვერ მოვახვევ ახლა, როცა ახალი ეტაპი იწყება მის ცხოვრებაში, ვაითუ ხელშემშლელი აღმოვჩნდეო, ფიქრობდა. - ცოტას, მაგრამ დავმშვიდდები. - ლოყაზე გემრიელად აკოცა. - თუ შემაგვიანდა არ იდარდო, - უთხრა და კარში ატუზულ მძღოლს უკან გაყვა. საკმაოდ შორი გზა ჰქონდათ გასავლელი. რესტორანი, სადაც არაბულს ვახშამი დაეგგეგმა ქალაქის ბოლოში, დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე გახლდათ. არიდასაც საკმარისი დრო ჰქონდა აშლილი ფიქრებისა და განცდებისათვის როგოროღაც თავი მოეყარა და დამშვიდება ეცადა. მასთან შეხვედრის სიხარულს თან შეუცნობელი ფორიაქი ახლდა. ცალი ფეხი წინ წასვლას, მერე კი უკან დაბრუნებას ექაჩებოდა, გულს სურდა გონებას არა... იმდენად გაუსაძლისი იყო მასში აზვირთებული გაორება სხეულზე ლოდად აწვა და თითქოს სუნთქვასაც ურთულებდა. ხელ-ფეხი სულ გაეყინა . არ იყო ამ ყოველივეს ნაჩვევი, ახალი იყო მისთვის და ბუნებრივია მისი ასეთი მღელვარებაც. ნეხევარი გზა ჰქონდათ გავლილი მისმა ქვეცნობიერმა გამაყრუებელი ხმაურით რომ ამოსძახა დაბრუნდიო, მაგრამ მოერიდა მძღოლისიც და დათასიც, რომელსაც მძღოლმა წასვლის წინ შეატყობინა გამოვდივართო. რაც არის, არისო ჩუმად ჩაილაპარაკა და ყველა აზრი რომელიც მასში კატაკლიზმებს იწვევდა ნაცადი მეთოდით დააიგნორა -მობილური მოიმარჯვა და ალექსანდრეს მისამართით უზარმაზრი ტექსტი აკრიფა. როდესაც დაასრულა და გამორთულ ნომერზე გაგზავნა, თითქოს შვება იგრძნო. ამასობაში ავტომობილმა, რომელშიც იჯდა გზატკეცილიდან მარჯვენა მხარეს გადაუხვია და ბუნებას შეერია. ხეზე ფოთლები სექტემბრის შესაფერისად შეფერილიყვნენ, სიწითლ-სიყვითლე შერეოდათ. ვეებერთელა მთვარის შუქით განათებული არემარე საოცრად დამაშვიდებელს ხდიდა გარემოს. არიდამ კარზე მინა ჩასწია და შემოდგომის ჰაერი ღრმად შეისუნთქა. მის ყურს ფოთლების შრიალიც მიეგება და შექმნილმა ატმოსფერომ საამოდ დაუარა, ცოტახნისწინანდელი შეგრძნებები სურულიად განდევნა. ბუნენბის ისეთი ჰარმონიული შერწყმა იყო, ცუდზე საფიქრალად დროს რომ არ დაუტოვებდა ადამიანს. მალე განვლეს ორკილომეტრიანი ხეივანი და უფრო ახლო-ახლო ასვეტილი ლამპიონებით განათებულ ბილიკს გაუყვნენ, რომლის დასარულსაც უზარმაზარი, ლამაზად ნაგები შენობა იწონებდა თავს. ყველა სარკმლიდან კაშკაშა განთება გამოდიოდა. სასიამოვნო ტონალობის ფერებში იყო განათებული ფილაქნებით მოვარაკებული და სხვადსხვა ლამაზი მცენარეებით მოოჭვილი ეზო. ეზოს ცენტრში კი მრავალფეროვნად მოელვარე თეთრი მარმარილოს ქვით ნაშენი შადრევანი ცეკვავდა. ზუსტად შადრევანის წინ რამდენიმე მეტრში გახლდათ რესტორნის შესასვლელი დიდი ქათქათა კიბეები, რომლესაც თავზე მოჩუქურთმებულ სვეტებზე შემდგარი ტერასა გადმოყურებდა. არიდა ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ამ ზღაპრული ადგილის არსებობას- შუაგულ ტყეში ჩასმულ რესტორანს, რომელიც თავისი დიდებულებით არისტოკრატთა სასახლეს უფრო მოჰგავდა. ნანახით გაოცებულმა ძლივს მოახერხა მძოლის მიერ გაღებული კარიდან ფეხის გადადგმა. ამ უკანასკნელის გაწვდილ ხელს დაეყრდნო და ნელი მოძრაობით გადავიდა. კიბის დასაწყისში ორი, თეთრ სმოკინგში გამოწყობილი პერსონალი რევერანსით მიეგება და მარჯვენა ხელის მიმართულებით ანიშნა წამობრძანდითო. წამით გაიფიქრა კონკიას ზღაპარში ვარ, ცოტაც და ეს ყველაფერი გაქრებაო. თავლები რამდენჯერმე დააფახურა თავისს აზრში დასარწმუნებლად, თუმცა არაფერიც არ გამქრალა. სინამდვილით ნასიამოვნებმა, პირველ კიბეზეე შედგა თუ არა ფეხი, თავხედი ქარი ამოვარდა და მხრებზე დაფენილი თმები მომაჯადოვებელი ფარფატით აუფრიალა, სახეზე გადმოუყარა და ანცად დაუფინა შველივით მოღერებულ ყელზე. უმალ გაჩნდა მის წინ ერთ-ერთი სმოკინგიანი და ჩანთა გამოართვა, რათა გოგონას ადვილად შეძლებოდა თიმის გასწორება. ნატიფი ხელებით, ნაზად ჩაეჭიდა თმის ბოლოებს და ზურგს უკან გადაყრა სცადა, მაგრამ მოუსვენერმა სიომ კვლავ უკითხვადა გაინავარდა. ამჯერად, თმასთან ერთად შავი, გრძელი მუხლამდე ჩახსნილი კაბის ბოლოც ჰაერში აზიდა. რამდენჯერმე გაუჯიუტდა არიდა თავაშვებულ მეტოქეს, მაგრამ ვერას გახდა და დანებდა. ქარი სასურველ ნუგბარმიგნებულ ფუტკარივით დატრიალებდა თავზე გოგონას. ჩანთა ჩამოართვა და მოხდენილი სვლით აუყვა კიბეებს. ის მიაბიჯებდა, ქარი კი პირობადადებულივით აგრძელებდა თავის საქმიანობას. ათიოდე საფეხური ჰქოდა ავლილი არიდას, რაღაცამ ზევით ახედვა რომ აიძულა და ნაბიჯებიც გაუშეშდა, ვერანდის კიდესთან მასზედ ჟინიანად მომზირალ შავებით შემოსილ არაბულს რომ ჰკიდა თვალი. ბიჭი მას შემდეგ იდგა ვერადაზე, რაც სტუმრებმა გზატკეცილიდან ხეივნისაკენ გადმოუხვია და ვერც კი იფიქრებდა თუ ასეთი მომაჯადოვებელი სანახაობის მომსწრე გახდებოდა. დაიფიცებდა, რომ იქ, ზემოთაც კი გრძნობდა ნიავისგან ჰაერში მიმოფანტულ გოგონას მაისის ვარდის სურნელს. მოაჯირზე ხელებდაყრდნობილი, ოდნავ მოხრილი იდგა და გატოკებას ვერ ახერხებდა. მის თვალებს მხოლოდ ერთი, მომაკვდინებლად ლამაზი სხეული აერჩია საზერად, იმ წამს უეცრად მისული სიკვდილიც კი ვერ აიძულებდა თავლების დახუჭვას. გულიდან გაეღიმა ქვემოდან შემყურე არიდა ისევ ნიავს რომ ეურჩებოდა და თმების გასწორებას ცდილობდა. ნელა მოშორდა მოაჯირს.მის შესახვედრად შენობაში შევიდა. გოგონამაც მაშინღა მოახერხა ფეხის გადადგმა, როდესაც ნახშირივით სავი თავლები მოსცილდნენ. შიგნით შესულს მორიგი გაოცება ეწვია, იმდენად მომხიბვლელი იყო გარემო. ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო. მხოლოდ პატარ-პატარა დეტალები და ნივთები შეერიათ სხვა ტონალობით. შესასვლელში უზარმაზარი ბროლის ბურთულებით შემკული ჭაღი ეკიდა. მონუსხული აუყვა მეორე სართულზე მიმავალ კიბეებს, რომლესაც ხავერდის მაგვარი ნაცრისფერი ხალიჩა ამშვენებდა. მარცხენა ხელით კიბის სახელურს ეყრდნობოდა , მარჯვენათი კი კაბის ბოლო ეჭირა. კიბის პირველი ხვეულა აიარა და ის იყო , მეორისაკენ აიღო გეზი, რომ მათ დამაკავშირებელ ოთხუთხედის ფორმის უჯრედზე უეცრად შეჩერდა. კიბის თავში არაბული გამოჩნდა. დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა მისკენ. თითქოს ენა გადაყლაპა არიდამ იმის აღქმისას, თუ როგორ სიმპატიურად გამოიყურებოდა დათა არაბული. ბიჭი საგულდაგულოდ გამოწყობილიყო. დახვეწილი შავი შარვალი და პერანგი, ესოდენ ტანადსა და მოხდენილს ხდიდა . ნერწყვი გაუშრა გოგონას, ჩუმმა მღელვარებამ მოიცვა. ის კი მისკენ სვლას ჯიუტად არ წყვეტდა. ერთიანად განიყარა მისი არსებიდან ყველა ეჭვი და ჭიდილი, როგორც კი საყვარელი მამაკაცი სანტიმეტრების დაშორებით მის წინ შეჩერდა და ახლა მხოლოდ სიხარული და ჟრუანტელი დარჩა. გონებაში მადლობაც კი გადაუხადა საკუთარ თავს რომ აქ წამოსვალა არ გადაიფიქრა და თავს ამ ყოველივეს ნახვის სიამოვნება არ წაართვა. - გულრწფელად გეტყვი, ალბათ ვერასოდეს შევძლებდი შენს პატიებას, რომ არ მოსულიყავი. - ათრთოლებული გოგონას ხელი თავისში მოიქცია და უფრო ახლოს დადგა მასთან. - გამოგიტყდები და მეც ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს. - ნაზად გაუღიმა. ეგოისტურად ეამა ამის მოსმენა დათას. - რომ გითხრა ლამაზი ხართქო, ყველაზე დიდი ტყუილი იქნება, - ხარბი მზერით კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონა, - არ არსებობს სიტყვა, რაც ახლა შენს მშვენებას აღწერს !- ასეთი მხურვალედ ნათქვამი კომპლიმენტი პირველად მოისმინა გოგონამ და შედეგმაც არ დააყოვნა, წამში შეეფაკლა ლოყები. თვალები დაბლა ჩახარა. - მომწონს როდესაც გრცხვენია ! - ამჯერად თავად შეუსწორა თმები, მხრებზე გადაუწია ლავიწთან ამოსულ ხალებს დახედა და თავზე ნაზად აკოცა. - წამოდი, - ხელზე დაქაჩა და წასულმა თან გაიყოლა.- დღეს გრძელი საღამო გველის. - ეგ როგორ გავიგო ? - ბევრი გვაქვს სასაუბრო. - ანუ, ყველა ჩემს კიტხვას უპასუხებ ?! - ნებისმიერს. უპასუხა დატამ და უზარმაზარ დარბაზში შეუძღვა. თეთრი სვეტებით, უამრავი განათებითა და სხვადასხვა გემოვნებიანი ნივთებით გაფორმებულ დარბაზის ცნტრში ერთადერთი მრგავლი მაგიდა იდგა. ძირითადი შავი სუფრის ზემოდან თეთრიც გადაეფარებინათ. ერთ მხარეს თეთრი თეფშები ელაგა, მეორე მხარეს კი შავი. ირგვლივ ფარდები, ყვავილები და წვრილი დეტალებიც შავ-თეთრში გადაეწყვიტათ. უცნაურად ეჩვენა ყოველივე გოგონას, თუმცა იმდენად დახვეწილს ხდიდა ეს დიზაინი გარემო, უფრო მომწყობის გემოვნებას მიაბრალა. კიდევ ინტერესით მოათვალიერა გარემო და ახლაღა შენიშნა, რომ ამ უზარმაზარ შენობაში მათ გარდა თითქმის არავინ იყო. არადა, წესით ეს დარბაზი მაგიდებითა და სტუმრებით რომ უნდა ყოფილიყო გადავსილი, ამ დროს მხოლოდ ორ ადამიანზე გაწყობილი მაგიდა იდგა. - დათა, აქ მარტონი ვართ ? - გაკვირვებულ-შეცბუნებული მზერით გახედა ბიჭს, - ამოდენა შენობაში მხოლოდ ჩვენ ვართ ? - არ მიყვარს ხალხმრავლობა. - მშვიდად უპასუხა მის აღელვებულ კითხვას. - კი მაგრამ ჩვენთან ხომ დადიხარ ? - საქმიან ვახშამზე როგორღაც ვუძლებ, მაგრამ შენთან შეხვედრის წუთებს არასასულველი გარემოს გამო ნამდვილად არ ჩავიშხამებდი. - ღმერთო ჩემო ! ამხელა რესტორანი მხოლოდ იმიტო დაახურინე რომ შენი თავისთვის კომფორტი შეგექმნა ? - დიხ. ჩვენთვის კომფორტი შექმნა და შენთან თავისუფალი საუბრის შესაძლებლობა, ვფიქრობ არც თუ ცოტა მიზეზია. - მე სულაც არ განვიციდი ახლა კომფორტს, - დაუფარავად შენიშნა, მაგრამ დაინახა რა, დათას მზერაში წყენა უმალ გამოსაწორა - არა, ძალინ ლამაზი კია ყველაფერი მაგრამ... - უხერხულობამ დააბნია გოგონა, - ანუ, მარტო ვართ, არავინაა და მე ... - გეშინია ! - დასრულა დათამ. გოგონამ თვალებით ჰკითხა, როგორ მიხვდიო. - მივხვდი არია, მივხვდი... - ხელი ჩასჭიდა და მაგიდისაკენ წაიყვანა. - გეშინია, რომ ისეთ რამეს გავაკეთებ. რაც შენ არ მოგეწონება, თუმცა სულ ტყუილად... - სკამი იმ მხარეს გამოუცია დსაჯდომად, სადაც თეთრი თეფშები ელაგა. - დღეს არაფერს გავაკეთებ, რაც შენ არ გენდომება. - ასე მგონია ჩემი წაკითხვა შეგიძლია და ცოტა არ იყოს მაღიზიანებს ამის გააზრება. - გაღიზიანებს შენს სულში ჩაწვდომას რომ ვცდილობ ? - მის წინ დაჯდა თვადაც. - რათქმაუნდა და დარწმუნებული ვარ შენს ამავეს გრძნობ, როდესაც იგივეს ცდილობენ. - რატომ ხარ დარწმუნებული ? ოფიციანტს ხელით რაღაც ანიშნა. ეს უკანასკნელიც ფიცხელ გაჩნდა მათთან და წითელი ღვინო სრული ეტიკეტის დაცვით ჩამოასხა ფუჟერებში. მერე თავის დაკვრით გაეცალა. - თავი ინგლისის დედოფალი მგონია, - სიცილით თქვა არიდამ, როგორც კი ოფიციანტი გაეცალათ, - ასეთ მოპყრობას მიჩვეული არ ვარ. ან როგორ ვიქნები ... - მუდმივი არაფერია არაია, ყველაფერი იცვლება. ერთ დღეს შესაძლოა გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ იმ დღემდე განვლილი შენი ცხოვრება თითქოს არც არსებობდა.დედოფალი შესაძლოა მათხოვრად იქცეს და პირიქით. - სიტყვის დასრულება არ აცადა დათამ, თავად გააკეთა მოკლე მონახაზი. - ზოგჯერ მგონია, შენზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არ ვიცი... პრინციპში არაფერი ვიცი . თუმცა მე კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ვგულისხობ. - დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს.გაიგებ იმას, რისი გაგებაც გსურს და იმასაც, რისი გაგებაც არ გსურს. - მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა ბიჭმა. - ისე, მე კითხვა დაგისვი. - როგორ გიყვარს ეს ჩაციება... შენ თუ შეგიძლია მთლიანად ჩემი გამოცნობა, მე შენი თავლების წაკითხვა შემიძლია.- მორიდებით დაამატა არიდა, ცოტა სერცხვა კიდეც ამის თქმის, - დღეს გულრწფელობის დღე გვაქვს და... - აუხსნა ბიჭს მისი ქმედების მიზეზი. - და რას კითხულობ ჩემს თავლებში არია? გეუბნება რაიმეს? - სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს. არ მაცდი. შენ შეგიძლია რამდენხანსაც გინდა იმდენხანს მიმზირო, მაგრამ როგორც კი მე ვიწყებ შენს თავლევბში უფრო მეტის ამოკითხვას, ხვდები და გარბიხარ. - და ამიტომ გგონია, რომ მეც ვღიზიანდები ჩემი გაშიფრვის მცდელობისას... - მგონია საკმარისი მიზეზია. - მხრები აიჩეჩა ქალმა. - არ გეწინააღმდეგები, - ხელები დანებების ნიშნად ასწია დათამ, - ყველა თეორიას აქვს არსებობის უფლება. - ცბიერი ღიმილით დაურთო. - რას შუკვეთავ? - სიმართლე გითხრა არ მშია. თუმცა უარს არ გეტყვი და არჩევანსაც განდობ. ვცნობ შენს გემოვნებას . - მგონი ბევრი რამ იცი ჩემზე. დამიჯერე, გემოვნება ბევრს მეტყველებს ადამიანზე. - გეთნხმები, თუმცა ადამიანის შინაგან სამყაროზე მაინც ვერ... - ესიგი შენთვის მაინც ადამიანის სულიერი მდგომარეობაა უპირველესი?! - კითხვის სახით დაასკვან და უკვე გაკეთებული არჩევანი ოფიციანტს გადასცა. - რათქმაუნდა. სულია ის, რაც გვაცოცხლებს. თუ ის არ არის ჯანსაღი, სუფთა და მსუბუქი, მოსიარულე მიცვალებულს ემსგავსება ადამიანი, რომელსაც ბოროტების ჩადენა ისე შეუძლია, რომ წამითაც არ შეაწუხებს დანასაულის გრძნობა.ზუსტად ისე როგორც მიცვალებულის ლეში ვერ გრძნობს ვერაფერს. - შენთვის როგორია ჯანსაღი სუფთა სული ? - რომელიც გამიზნულად არ სჩადის ცოდვას. - ანუ იმას აღიარებ, რომ უნებური ცოდვები ყველას აქვს. - რათქმაუნდა. უცოდველი ადამიანი ამ ქვეყნად არ არსებობს.თუ კი ვინმე უცოდველად თვლის საკუთარ თავს ის ყველაზე დიდი ცოდვილია. უბრალოდ გააზრებულად არ უნდა ვუშვებდეთ შეცდომებს და მითუმეტეს ეს შეცდომა ბოროტებად არ უნდა დავდოთ ვინმეს სავალ გზაზე. - ხომ არსებობობს გაუზარებლად გააზრებული ცოდვებიც ? - მეტი და მეტის მოსმენა მოუნდა მისგან დათას. - ეგ ჩემი აზრით ყველაზე რთული შემთხვევაა, ყველაზე მეტად ანგრევს ადამიანს. ვფიქრობ, მასეთი მდგომარეობა გაუსაძლისი სულიერი ტკივილით არის გამოწვეული. როდესაც ხვდები რასაც აშავებ, მაგრამ სულში ატეხილი ქარიშხალი სისხლში გამჯდარი სიმწარე არ გაძლევს უკან დახევის საშუალებას. გინდა მაგრამ საკუთარ თავს ვერ ერევი. მერე ამის გააზრება წარმოუდგენელ ბოროტებას შობს შენში. ბედის ირონიაა არა ? მან იმ წუთას არაბულის მდგომარეობა სრული სისავსით აღწერა. - შენ შეგიძლია ასეთ ადამიანს გაუგო, მოსიარულე მიცვალებულად არ მიიჩნიო ? - არ ვიცი. სიმართლე გითხრა არ მიფიქრია არასოდეს ამაზე. ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა მე შემიძლია მის ტკივილს გავუგო. - რატომ მის ტკივილს ? - დათა, მგონი აქ კითხვებს მე უნდა ვსვამდე ! - ცოტათი მკაცრი ტონით გაუწყრა და თვალებიც ჩვეულად დააბრიალა, რამაც, როგორც ყოველთვის ღიმილად დაუარა მთელს სხეულში დათას. - ტყუილად ბრაზდები. დიალოგმა მოიტანა უბრალოდ. - თვალებში ჟინიანად ჩააქერდა, - და რახან მოიტანა განვაგრძოთ. მერე, როგორც დაგპირდი ყველა შენს კითხვას ვუპასუხებ. რატომ მის ტკივილს ? - კვლავ გაუმეორა კითხავ. - იმიტომ, რომ ყველას გვაქ ისეთი რამ გადატანილი,რაც სხვისი ტკივილის გაგებას გაიძულებს. - მომიყვევი შენში ამის შესახებ . - არ შემიძლია. - ცივად იუარა გოგომ, - ამაზე თითქმის არ ვასაუბრობ, არ არის ჩემთვის მარტივი დათა. - ძალიან გთხოვ, - ღვინით სავსე ჭიქა აიღო და გაუწოდა, - დალიე ძალას შეგმატებს. როგორც ვიცი წითელი ღვინო გიყვარს. - ჩვენი პირველი შეხვედრა, - ჭიქა გამოართვა და გაეცინა არიდას. - მეორე შეხვედარა, პირველი-დიალგი. - შეუსწორა არაბულმა და თავადაც აიღო ჭიქა ხელში, - მეც დამჭირდება, - უფრო გამამხნევებელი მიზანი ჰქონდა თორემ როდის იყო დათას სასმელი ეკიდებოდა, ან რაიმეს ცვლიდა მასში. - ვინ გაიძულა სხვისი დარდისთვის გაგეგო ? - ჰკიტხა მას შემდეგ, რაც არიდამ ღვინო ნახევრამდე მოსვა თავად კი სრულად გამოცალა. , - ვიცი, რომ იცი. - მე მხოლოდ ფაქტები ვიცი. - მამამ ათი წლის წინ მიმატოვა, მე და დედა მიგვატოვა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მიღალატა ადამინამა რომელიც ამ ქვეყნად ყველაფერს მერჩივნა. წავიდა და წაიღო ჩემი ფერადი სამყარო. გაიყოლა ბავშვობა ბედნიერება სილაღე, თავისუფლება, იმედი, ნდობა, ყველაფერი რაც უცილებელია ადამიანებთან ურთიერთობისთვის და მე მას შემდეგ მიჭირს სხვა ადამინაების ჩემს ცხოვრებაში შემოსვება. - ცრემლებით აევსო ლამაზი თვალები არიდა, ხმაც საგრძნობლად აემღვრა. - მეშინია, რომ შევეჩვევი, შევიყვარებ და მერე მასავით მიმატოვებენ,- განაგრძო წამების ყოყმანის შემდეგ, - იმედს გამიცრუებენ. ახლა, ამ ასაკში რომ მივეტოვებიე ალბათ ადვილად გადავიტანდი და მის პატიებასაც შევძლებდი, მაგრამ ათი წლის ბავშვმა ეს ვერ მოვახერხე. ვერ გავიგე. ვერ გავიაზრე. ვერ შევეგუე... მას შემდეგ არასდროს მიცდია მასთან ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ ვიცი სადაც არის. არც მას უცდია. ალბათ იმიტომ რომ ყველაზე კარგად ის მიცნობდა. ხშირად მიფიქრია, რომ მეცადა, რომ დავალაპარაკებოდი იქნებ ცოტათი სიმსუბუქე მეგრძნო, მაგრამ არა... ვერა... ვერ დავივიწყებ იმას, რაც მისი წასვლის შემდეგ თავს დამატყდა, ვერ ვაპატიებ დედაჩემის დარდით, მისი მონატრებით ჩამქრალ თავლებს და წამში მიწასთან გასწორებულ მის ჯანმრთელობას. დედა ერთადერთი იმედია ჩემთვის ამ ქვეყნად და ასმაგად მტკენს მის თავლებში წაკითხული სიკვდილის სურვილი იმ მიზეზით, რომ ჰგონია ამით ჩემს საზრუნავს შეამსუბუქებს. თანა ამვედროს ხვდება, რომ მთელი ცხოვრება მზად ვარ მასზე ვიზრუნო, ნებისმიერ მდგომარეობაში მოვუარო ოღონ მან ისუნთქოს, ოღონდ მისი ჩახუტება შემეძლოს და თუნდაც ერთხელ, თუნდაც წამით მისი თბილი მზერა მომაგებოს. დათას მუჭად შეკრულ ხელებზე შუბლი ჩამოეყრდნო და სუფრაზე ერთ წერტილს დაშტრებული უსმენდა მის მონოლოგს, მის ტირილ შეპარულ ხმას და თავლებში შეხედვას ვერ უბედავდა. თითქოს ყველა გრძნობდა შეთანხმებულად გათიშულიყო მასში. არ ვიცი მისმა გულმა, გონებამ, ქვეცნობიერმა თუ რა ძალამ გააკეთა ეს, რამ გააჩერა მასში ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ის იმ წამს მართლაც რომ ცოცხალ მიცვალებულს ჰგავდა. ალბათ კითხვის დასმისას ვერ წარმოედგინა, არიდას პასუხი ამდენად თუ შეძლბდა მასში რკინის კედლების გარღვევას და შესაძლოა ამის გააზრება იმუნური სისტემა ავტომატურად აამუშავა - მისი სასმენი ოგანოს გავლით ტვინთან მისული არიდას სიტყვები ოლიმპიური, დმაგნდგეველი ბრუნით მოივლიდა მის სხეულს, ყველაფერს ედებოდა, მერე უკან უკვალოდ იდევნებოდა, თითქოს იქ არც ყოფილა და სრულ სიცარიელეს ტოვებდა. საგულისხმო სწორედ ის არის, ეს სიცარიელე რას იტევდა... - ჩემი ძმა კი... - ამოიხვნეშა და განაგრძო,- იმდენად არეული ჰქონდა ცხოვრება ჩვენთვის აღარ ეცალა, თუ რა ერქვა მის საქციელს არც კი ვიცი. კიდევ გავამართლებდი, თავისი არეული ყოფა რომ დაელაგებია, მაგრამ პირიქით საბოლოოდ დაასამარა თავისი მომავალი. მისგანაც ბევრი თავსატეხი მიგემია, მაგრამ განსაკუთებით მისი ხელით დასრულებულმა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლემ გამიცრუვა ყველაზე მეტად მასში იმედი. ამ სიტყვების მოსმენისას გონს მოეგო დათა, მისმა სხეულმა შეწყვეტილი სუნთქვა აღადგინა და მთლიანი მარაგით შეავსო ჟანგბადისაგან დაცლილი ფილტვები, სწრაფად წამოწია თავი და პირდაპირ სახეში შეაჩერდა მოსაუბრეს . - ამაა ვერასოდეს ვიფიქრებდი, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი წარმომედგინა მისგან, მაგრამ ადამიანის მოკვლას თუ შეძლებდა ?! ჩვენს უყურადღებობას, წყენას, საფრთხეში ჩაგდებას, მისი მიზეზით ჩემს სასწორზე შემოდებულ სიცოცხლესაც კი დავივიწყებდი, ვივიწყებდი კიდეც მაგრამ იმ ცოდვას რაც მან ჩაიდინა, იმას რომ ეს ცოდვა მთელი სიმძიმით მეც მაწევს მხრებზე. ვერ ვივიწყე. მეც ისეთივე დამნაშავე მგონია ჩემი თავი იმ ადამიანის წინაშე, როგორც ის არის და მეშინია, რომ ამ ყოველივეს საზღაური ერთ დღეს მეხივით დამატყდება თავზე. მას და მე ერთი სისიხლი გვაქვს, საერთო სისხლი კი ბევრ რამეში გხდის ადამიანთან მოზიარეს... არადა ის ასეთი არ იყო. შეიძლება გაგეცინოს კიდეც, არ დამიჯერო, მაგრამ მართლა არ იყო. ბევრი ცუდი გაუკეთებია, თუმცა ასეთი უსულგულო არ იყო, პირიქით მუდამ დაჩაგრულს იცავდა. არ ვიცი რა მოხდა, რამ აიძულა ეს, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. არც იმას, როდესაც სასხლეტს თითი გამოკრა უგონო მდგომარეობაში რომ იყო, ფაქტი ერთია- ის მკვლელია, მე კი მკვლელის და ვარ... „ და მკვლელის შვილი „ - გაეპასუხა არაბულის გონება არიდას ბოლო ფრაზას. ერთმანეთზე შერთებამდის დაჭერილი ყბებიდან მძიმედ გამოუშვა ჰაერი და საზურგეს მიეყრდნო. ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ამ სიტყვების მოსმენას ნამდვილად არ მოელოდა არიდასგან. გოგონა თავად იდანაშაულებდა თავს იმაში, რაშიც დათაც ადანაშაულებდა. მაგრამ განა მკვლელის დობა ან შვილობა დანაშაულად ეთვლება ადამიანს? განა მათ გამო ამ კეთილ არსებას უნდა ეგო პასუხი ? მრავალჯერ დაესვა ეს კითხვა არაბულს საკუთარი თავისთვის, მაგრამ ვერასდროს მიეღო კმაყოფილება გაცემული პასუხით.... - ბევრჯერ მინატრია იმ ადამიანის ახლობლებთან შეხვედრა, ვისაც საყვარელი ადამიანი წაართვა. მინატრია მათ მუხლებში ჩავარდნა და ძალის გამოცლამდე პატიების თხოვნა. თუმცა მხოლოდ მინატრია, ალბათ ამას ვერასოდეს გავბედავდი... არც კი ვიცი ყავს თუ არა ვინმე, მედიაშიც კი არ მიდევნებია თვალყური ამ ამბისთვის, თითქოს თუ ნაკლები მეცოდინებოდა ამით რაიმე შეიცვლებოდა. სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა არიდამ, სახელისა და გვარის გარდა მისი ძმის მოკლულის შესახები არაფერი იცოდა, არც უნდოდა სცოდნოდა. თუმცაღა უნდა ითქვას, დათა არაბულის სახელი იმდენად ირიბად იყო ხსენებული დამახსოვრებასაც კი ვერ მოასწრებდა და ეს ყოველივე რათქმაუნდა მშვენივრად იცოდა თვით დათამაც. მაგრამ გოგოს რომ მოენდომებია ალბათ რაღაც მინიმალურსა და საჭიროს მაინც მიაკვლევდა. სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის გამო ჰქონდა ხელსაყრელი მდგომარეობა. მეტწილად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენების ცხოვრების გაშუქებით დიდად თავს არ იწუხებდა ქართულია მედია საშუალებები. მითუფრო თუ, რესპოდენტი კომუნიკაბელურობით საერთოდ არ გამოირჩეოდა. ვაჟაც და დათაც წლებთან ერთად ისე ხდებოდნენ წონადი ფიგურები საქართველოს მართველთა ეშელონებში თვალში ზედმეტად არავის ედებოდნენ და მხოლოდ მცირე რიცხვმა იცოდა მათზე. თანაც საქართველოში დათა არაბულის სახელზე იყო ყველა აქტივი გაფორმებული, ასე რომ ვაჟასთან მისი დაკავშირება ადვილად ვერ მოხერხდებოდა. რატომღაც თავიდანვე ასე სურდათ. არც მკვლელობის შემდეგ გახმაურებულა დიდად რაიმე. რადგან დამნაშავე დანაშაულის ადგილას აიყვანეს ვერაფერი საკბილო ვერ ნახა მედიამ და მალე მიივიწყა ეს ამბავი. - ვთქვათ შეხვდი იმ ადამიანს ვისაც ის წაართვეს, რა შეიცვლებოდა მისთვის, ან შენთვის ? - მისთვის არც არაფერი. რომელი პატიების თხოვნა დაუბრუნებს მის თავს, მაგრამ იქნებ მე მაინც მეგრძნო სულ ცოტა შვება, იოტისოდენა მაინც. - ხო, მაგრამ ის შენ არ მოგიკლავს. - ჩემმა სისხლმა და ხორცმა მოკლა, რამდენადაც არ უნდა ვუმტკიცო ჩემს თავს, რომ დამნაშავე არ ვარ მაინც არ გამომდის, მაინც მამძიმებს. ბავშვობიდან მომყვება რატომღაც ეს ჩვევა, ყველა ჩემი ახლობლის ტვირთი ჩემიც მგონია და ამის გამო ხშირად მეჩხუბებოდა ალექსანდრე. - სიმართლე გითხრა მესმის შენი. - ამის შემდეგ კიდევ გსურს ჩემთან რაიმე საერთო გქონდეს ? - თვალი თვალში გაუყარა არაბულს და ისე ჰკითხა. თან ღვინის ჭიქა აიღო და დარჩრენილი სითხე ბოლომდე შესვა. - იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია. - იცი, მგონი ცოტა მომეშვა, - გულზე მიიჭირა ხელი და ღრმად ამოისუნთქა არიდამ, -თითქოს რაღაც ცუდისაგან დავიცალე.- მაგიდაზე იდაყვებით დაეყრდნო, ორივე მტევანი ერთმანეთზე გადაიდო და ნიკაპით ჩამოეყრდნო. - შეგიძლია კიდევ დამისხა ? - თვალით ღვინის ბითლისაკენ ანიშნა. - რათქმაუნდა, მაგრამ ადვილად ხომ არ გერევა სასმელი? - ჰკითხა და პარალელურად ჭიქა შეუვსო, - თან არაფერს ჭამ - დასძინა ბოლოს . - არ ვიცი, აქამადე ერთ ჭიქაზე მეტი არ დამილევია. იმედი მაქვს არ დამათრობს. - გადაიკისკისა და მორიგი ჭიქა ნახევრამდე მოსვა. - არ გეშინია რომ დათვრე და გონი დაკარგო ? - ცბიერი ღიმილით ჰკითხა დათამ. რაღაც სიმათლის მარცვალ იტევდა ეს კითხვა და არიდამაც იგრძნო ეს. - შენ დამპირდი, რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ არაფერს გააკეთებ. - სანდომიანად ჟღერდა გოგონას პასუხი. - მე დაგპირდი, რომ დღეს არ გავაკეთებ, სულ მალე კი ისარი თორმეტს გადასცდება. - დარბაზის აღმოსავლეთ კედლის შუაგულში თეთრ ფონზე შავი საღებავით მიხატული საათის ნუმერაციებსა და ისრებისაკენ მიანიშნა დათამ. - მაინც არ მეშინია და სულ ტყუილად ცდილობ ჩემში ეჭვის გაღვიძებას. ცოტა არ იყოს და იწყინა გოგონამ. და მართლაც რა ერქვა არაბულის ამ საქციელს მეც არ მაქვს პასუხი. - ესეიგი მხოლდოდ შენს შეხედულებებსა და ინსტიქტებს ენდობი. - მგონი უფრო ამართლებს. - შესაძლოა. - ზერელე დაჯერებულობით დაეთანხმა დათა. - კარგია რომ მოგიყევი, - უცებ დაუსერიოზულდა სახე არიდას. - ჩემს შესახებ აუცილებლად უნდა გცოდნოდა ყველაფერი. სხვაგავრად ვერ წარმომიდგენია ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, რა ტიპისიაც არ უნდა იყოს ის. ახლა კი შენი ჯერია. ცოტა დატყობოდა არიდას უძირო წყლიან თვალებს ალკოჰოლის მოქმედება. აშკარად ჰყიდნენ დათასადმი მის გრძნობებს. რადგან წინანდელტან უფრო გაბედულად ათვალიერებდა გაცისკროვნებული, აბრჭყვიალებული მზერით. რაც, რათქმაუნდა შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი გრძნობების ობიეტს. - მოდი ჯერ საცეკვაოდ გაგიწვევ. - დათა ! - თვალები სასაცილოდ დააკვესა არიდამ. - აუცილებლად ვუპასუხებ ყველაფერს რაც გაინტერესებს, მანამდე კი არ ვიქნები სწორი თუ ამ სასიამოვნო მელოდიას, - გაშლილი ხელით მათგან ჩრდილოეთ კუთხეში ცოცხალი მუსიკის შემსრულებლებს ანიშნა დაეკრათ. ვალსის მელოდია მომნუსხველად მიმოიფანტა ირგვლივ და რომანტიკული გარემო შექმნა. - შენს მშვენებასთან ჰარმონიული შერწყმის შანნს წავართმევ. - სწაფად წამოდგა ფეხზე არიდასთან მივიდა, ხელი გაუწოდა - გთხოვ ! - უთხრა და საცეკვაო მოედანზე გაიწვია. დარზის შუაგულში თვალწარმტაცი წყვილი, ერთმანეთზე მჭიდროდ აკრული, მელოდიას რიტმულად აყოლილი მოძრაობით საოცრად მოხდენილად ცეკვავდა. შავ-თეთრი დარბაზის შუაგულში, შავ-თეთრი წყვილი მომნუსხველად ცეკვავდა. რა უხდება, რა ერწყმის ყველაზე უკეთ ერთმანეთს თუ არა შავი და თეთრი ?! მარჯვენა ხელი დათას მტევანზე ჩამოედო, მარცხენა ხელი- მხარზე, შუბლით კი მკერდზე ეყრდნობოდა და ღვინისაგან გაბრუებულს არაბულის არომატი მეტად ხვევდა ბრუს. - ჩემი გამოგზავნილი კაბა რატომ არ ჩაიცვი ?- კიდევ ერთხელ დაატრიალა და კვლავ სხეულზე მიკრულს ყურთან ჩუმად უჩურჩულა. - იმიტომ. - არია, იმიტომ პასუხი არ არის ! - სულ ოდნავ გასწია უკან. - არის ! - გაჯიუტებულმა უპასუხა და მასთან მოშორებით განაწყენებულლმა, გაბუსხული სახით ახედა. - კარგი, იყოს. - ღიმილით დაენხმა დათა. თან მის მსუყე წითელ ბაგეებს მშიერი მზერა შეავლო. - მინდა, რომ გაკოცო . - უტიფრად გაანდო სურვილი. - ღმერთო ჩემო, მეკითხები? - შეიცხადა გოგომ. - ჯერ თორმეტი საათი არ დამდგარა, - ღიმილით უპასუხა და ისევ საათისკენ მიანიშნა. მომცემ უფლებას ? - დაგვინახავენ. - მომსახურე პერსონალზე და მუსიკოსებზე მიუთუთა. - არცერთი მათგანი არ გვიყურებს და რომც გვიყურებდნენ უნდა იგულისხმო, რომ თვალის ჩინი არ აქვთ. გაკოცო არია ? - გაუმეორა კითხვა. - თორმეტ საათს ვერ დაელოდები ? დაასრულა თუ არა გულიბრყვილო კითხვის დასმა გოგომ, არაბულმა ხმით გაიცინა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არავის არ ახსოვს ასეთი გულრწფელი მხიარულებით ახარხარებული დათა. - რა გაცინებს ? - იწყინა ქალმა. - ზოგჯერ მგონია, რომ ამ სამყაროდან არ ხარ. - მგონი არაფერი მითქვამს დასაცინი. - პოზიციას არ თმობდა არიდა. - შენ ახლა მე, ყველაზე უცნაური ფორმით დამთანხმდი. გულუბრყვილოდ, თუმცა ისე, პასუხისმგებლობა მაინც მე დამაკისრე მერე რომ გესაყვედურა.- სახეზე ჩამოყრილი თმა ორივე ყურზე დადაუწია, სახე ხელებში მოიქცია,- ვერა არია, თორმეტ საათამდე ვერ მოვიცდი, ახლა და ამ წამს მსურს შეგიგრძნო. ახლა მჭირდები ! - მის აცახცახებულ ნამიან ბაგეებს დაეკონა. კვალვინდებურად, შიგნეული გაუცხელდა არიდას, გული საგულედან ამოუხტა და მთელს სხეულში ნეტარი სიამოვნება გამეფდა. მასაც სურდა, წარმოუდგენლად დიდი სურვილით სურდა დათას შეგრძნება. ღვინოც ხომ სითამამეს მატებდა. ფეხისწვერებზე აიწია, ხელები ნელი მოძრაობით კისერზე შემოაწყო და მთელი სხეულით მიეწება დათას. იგრძნო რა, არიდას ეს ნაბიჯი სულ გახელდა არაბულში ვნება, თუმცა არც არასოდეს განიცდიდა არიდას მიმართ თავაშვებულობის ნაკლებობას. გრძელი ძლიერი მკლავები ზურგსადა წელზე შემოხვია და მთელი ძალით მიიზიდა. გაშმაგებით, გათავხედებული ჟინით ეპატრონებოდა გოგონას ნორჩ ტუცებს და იმ წამსაც კი იმაზე ფიქრობდა, ამ ტუჩებზე მხოლოდ მისი კვალი რომ იყო, მხოლოდ მისი გემო რომ იცოდა... კოცნიდა ისე, როგორც აქამდე არასდროს არავისთვი არ ეკოცნა. განიცდიდა იმას რაც აქამდე არასდროს არავისთან განეცადა. წამით შეჩერდა, როდესაც გოგონას ტუჩების უფრო თამამი მოძრაობაც იგრძნო, არ მოსცილებია უბრალოდ გაჩერდა, თვალები გაახილა და არიდას დაჭყეტილ თავლებში ჩაიხედა. იქ წაიკითხა ის, რაც ესოდენ უნდოდა წაეკითხა, მისივე ბაგეებზე გაეღიმა და კვლავ შიმშილით წაეტანა. იმ წამს ისეთი უსუსური იყო არიდა ისეთი დატყვევებული და გრძნობამორეული... - შენ ბაგეების სიტკბოებას თან დართული წითელი ღვინის მათრობელა არომატი... - ვნებამორეული, ჩახლეჩილი ხმით წამოიწყო საუბარი დათამ, მას შემდეგ რაც ძლივს დაიხსნა თავი სურვილების ტყვეობისაგან, - წარმოუდგენლად დიდი ცდუნება ... წარმოუდგენლად დიდი ცდუნება ხარ არია... ისეთი, თავ-ბედს რომ აწყევლინებს ამაზე უარის მთქმელ კაცს და ისეთიც, ცდუნებაში შესულსაც თავ-ბედის წყევლა რომ მოუწევს. - ასე ნუ საუბრობ.- გამშრალ ყელში ძლივს გადააგორა ნერწყვი ქალმა, მისი ხამც კი ჭრუანტელს ჰგვრიდა. - როგორ ასე ? - არვიც, რაღაცნაირად. როდესაც შენი ხმა მესმის იმ წამს დაბნეულობა და ფორიაქი მიპყრობს. ახლა კი ისეთი სხვანაირი ხარ, მეშინია ფეტვის მარცვალივით არ მოვიფანტო ამ პრიალა იატაკზე. - მთვარლი ხარ არია ? - ღიმილიანი ხმით ცოტათი დაცინა და ნიკაპის ქვეს ამოდებული ხელით სახე ააწევინა. - ორი ჭიქაც კი არ დაგილევია. ხომ გითხარი, რაიმე გეჭამა. - ბავშვივით ნუ მტუქსავ ! - ასე ნუ მიყურებ, თორემ, თორემტ საათს გადაცდა და ჩემს პირობასაც ვადა გაუვიდა. - დაასრულა თუ არა ისევ საკოცნელად წაიწია. - გაჩერდი, - მკერდზე მიაბჯინა ხელები და ერთი ნაბიჯით უკან გახტა, - ასე არ შეიძლება. ის ერთიც საკმარისი იყო. თანხმობის ნიშნად დათამაც დაიხია უკან. - იმდენად მთვრალი არ ვარ, შენი ამბების მოსმენა ვერ შევძლო. - დაამატა და თავისი ადგილისაკენ გაეშურა. - ხვალ გემახსოვრება ? - ჰკითხა ბიჭმა და თავადაც დაჯდა. - არც ისე სუსტი ვარ ჭიქანახევარმა გონება გამითიშოს. მომიყევი შენზე. - კონკრეტულად რა გაინტერესებს ? - მაგალითად, როგორი ბავშვი იყავი, რა გიყვარს, რა გძულს. მგონი ყველა ბანალურ კითხვაზე მინდა პასუხი. მე მხოლოდ შენი პიროვნება, შენი ცხოვრება მაინტერსებს, სხვა დეტალები ასე თუ ისე ვიცი. - და რა იცი ? - ის რომ უბრალო ადამიანი არ ხარ. აი, ჩემნაირი.... ამას არ უნდოდა დიდი ძიება. ჩაცმულობაზეც გეტყობა, ავტომობილებზეც. სხვა თუ არაფერი, დღევანდელი საღამოს მომწობი დაბალი ფენის ბიჭი ვერ იქნება. თუმცა ეს ყოველივე უკანასკნელია რაც შენში მაინტერესებს და საერთოდაც არ მაინტერესებს. - მაგას უკვე დიდი ხანია ვხვდები. ელენეს დახმარების უფლებაც კი არ მომეცი. ხო მართლა როგორ არის ელენე? - ძალინ კარგად. დედა მზრუნველობას არ აკლებს და ჭრილობებიც უხორცდება. - მიხარია. რაც შეეხება მისი დახმარების საკითხს, შენს გადაწყვეტილებას არ დავეთანხმები. მისი დახმარების უფლება მეც ისევე მაქვს, როგორც შენ და რამდენადაც არ უნდა გაჯიუტდე მე მაინც იმას გავაკეთებ, რაც მსურს. - მგონი მართალი ხარ და თან ამ საჭირბოროტო თემის წამოჭრით ჩემს კითხვებზე თავის არიდება გსურს. - მარჯვენა ხელზე ლოყა ჩამოაყრდნო, თითები აათამაშა და ქვემოდან ახედა მოწკურული თავლებით. - სულაც არა. უბრალოდ მეც არ მხიბლავს დიდად ჩემი წარსულის გახსენება. - რომელიც არასოდეს გვტოვებს. ეთხელ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა, ვერ გაიხსენებ იმას რაც არასოდეს დაგვიწყებიაო. - ჭკვიანი ადამიანი ყოფილა. მართალია არ დამვიწყებია, თუმცა ხმამაღლა ვინმესთვის მოყოლა გეძნელება ადამიანს. - თუ ამდენად გიჭირს აღარ დაგაძალებ, - წელში გასწორდა გოგონა და გულრწფელად თქვა. - თუ არ გინდა, ნუ მომიყვები. - არ ვიქნები სწორი. - მართლა არ მეწყინება. - ვიცი, მაგრამ თუ მინდა შენს მდგომარეობას გავუთანაბრდე მეც უნდა მოგიყვე. ასე უფრო სამართლიანი იქნება. - გარემოს თვალი მოავლო არაბულმა, მერე საკამს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. - ყველაფერი რომ მოგიყვე დიდ დროს წაგვართმევს, მხოლოდ მნიშვნელოვანს გეტყვი. იმას რამაც ჩემზე გავლენა იქონია. მამასთან მეც ათი წელი ვიცხოვრე მიუხედავად იმისა, რომ ახლა ოცდათერთმეტი წლის ვარ და ის მხოლოდ ათი წლის გარდაცვლილია. მამა ჩემს დაბადებას ვერ დაესწრო რადგან, ერთმა კაცმა, რომელსაც მეგობრად მიიჩნევდა, ის ღალატით ციხეში ჩასვა. სასჯელი მასინ დაასრულა ათი წლის რომ ვიყავი. მას სემდეგ ათი წელი იყო ჩემს გვერდით. დაკარგული დროის გამო ცხოვრება საჩქაროდ ჰქონდა ასაწყობი, ამიტომ მუდმივად უწევდა ჩემი დატოვება, რათა ჩემთვის უკეთესი მომავალი შეექმნა. მოკლედ ნახევარჯერ ვერ ვხედავდი. მერე კი ერთ მშვენიერ დღეს იმავე ადამიანმა, მამაჩემს გაურკვეველი მიზეზების გამო ტყვია პირდაპირ გულში ესროლა და სამუდამოდ წამართვა, - შესაშური სიმშვიდით ჰყვებოდა დათა. ისედაც ცივ ხმაში ახლა ფოლადი გარეოდა და ერთი მისხალითაც კი არ იგრძნობოდა მღელვარება. არიდა კი ღვარღვარით ჰყრიდა ცრემლებს. - ღმერთო ჩემო, ძალიან ვწუხვარ. - ამოიქვითინა ქალმა. - ხომ დაისაჯა ? - არა. იმ დროისათვის ეს საქმე ზედმეტად გასაიდუმლოებული იყო და ვერ მოვახერხეთ სამართალის პოვნა. მინდოდა საკუთარი ხელით დამესაჯა ზუსტად ისე, როგორც მამაჩემს მოექცა. მასზე ყველაფერი გავარკვიე, სახლშიც მივაკითხე, მის ნაცვალდ კი ზღურბლზე მისი ქალიშვილი გამოჩნდა. პატარა ლამაზი გოგო... - ძალიან დიდ ხნით შეყოყმანდა დათა. თითქოს საუბრის გაგრძელება აღარ სურდა. მხოლოდ ატირებულ არიდას უყურებდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა. როგორც იქნა ხმა ისევ ამოიღო, - მერე სახლში დავბრუნდი, ბარგი ჩავალაგე და ქვეყნიდან გადავიხვეწე. ნათლიასტან წავედი საცხოვრებლად და ალბათ არც არსდროს დავბრუნდებოდი, რომ არა ისევ მორიგი დანაკარგი. ნათლია, რომელიც მამობას მიწევდა ამჯერად იმ კაცის შვილის ტყვიას შეეწირა. ისევ გულში სროლით.... - იმ გოგონამ ? - არიდამ გაოგნებულმა იკითხა. - არა, ბიჭმა. ის გოგონა კი ალბათ შენსავით ატარებს მხრებით თავისი ძმის დანასაულის სიმძიმეს. - და მამის დანასაულისაც.- დაამატა გულამოვარდნილმა. - ალბათ... - ღმერთო ჩემო... დათა, ეს რომ მცოდნოდა, ოდნავადაც რომ მეეჭვა ასეთი მძიმე ისტორიას მოვისენდი, არსდროს, არსდროს გთხოვდი მოყოლას. - ცრემლით დასველებული სახე ხელებით სეიმშრალა და ღვინით სავსე ბოკალი ერთი მოსმით დაცალა. - არაუშავს. ოდესმე ხომ უნდა გაგეგო. - ახლაც გინდა მისი მოკვლა ? - თვითონაც არ ეჯერა, რომ ახლა დათასთან ასეთ თემაზე საუბრობდა და ამ კითხვას უსვამდა. - აღარ... - კარგია. შურისძიების სურვილი, სულში გაღვიძებული ბოროტების ტოლფასია დათა. იცი, მე მესმის შენი მაშინდელი სიბრაზის, პატარა იყავი, ტკივილმა გონება დაგიბინდა და მე მესმის ამ ტკივილის. მიხარია, რომ ამ ყველაფერს აჯობე, ძალიან მიხარია... - იქნებ ვერ ვაჯობე. - როგორ არა აჯობე. მათი მოკვლა არ გინდა. სიტყვის გაგრძელება ვეღარ შეძლო დათამ. თითქმის მზად იყო მისთვის სიმართლე მოეყოლა მაგრამ ვეღარ შეძლო. არიდა იმდენად ეპოტინებოდა მასში, თავისი თავლით დანახულ სიკეთის ნაპერწკალს, სათქმელი გონებაშივე ჩაუხშო არაბულს. უსიტყვოდ უმზერდა აცრემლებულ ქალს და პირველად არ იცოდ რა გაეკეთებია. მისმა გონებამ იმ წამს გაჩუმება ამჯობინა. იმ ემოციას რაც დათას სახეზე არ იკითხებოდა მის ტვალებში მოეყარათ თავი. შეთანხმებულად, მისი შავი სფეროებიდან ერთმანეთის მონააცვლეობით იმზირებოდა ყველა : სიბრაზე, წყენა,სიძულვილი, ტკივილი, გაურკვევლობა, და სიყვარულიც კი.. თითოეული მათგანის ამოკითხვა დაანება არიდას. უყურებდა გოგო და ყველაფერს, რასაც მათში კითხულობდა საკუთარ თავზე გრძნობდა, უხილავი ძალით მასაც გადაეცემოდა. იმოდენა სიცხადით გრძნობდა, წამით იფიქრა, რომ ვეღარ გაუძლებდა და იქვე, მის თვალწინ ერთიანად დაიშლებოდა. გული მოეწურა იმის მიხვედრაზე, თუ რამოდენა ტვირთს დაატარებდა დათა. ღმერთო, ამ ყველაფერს როგორ იტვესო-გაიფიქრა, ღვნის ბოთლს ხელი დასტაცა და ჭიქა პირამდე სეივსო. - აღარ დალიო, - ხელი დაუკავა მან. - გთხოვ, მჭირდება. - საწყლად შეემუდარა გოგონა და დათამაც ხელი შეუშვა. ის ჭიქაც გამოცალა. ამის შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ჭიქა და... გაღვიძება ასე არასოდეს გაძნელებია. ვერა და ვერ ახელდა თვალებს. თითქოს ქუთუთოებზე ლოდები ეწყო. დილას ყოველთვის დასვენებული გონებით ხვდებოდა, ახლა კი თავში ბრუსა და სიმძიმეს გრძნობდა. რის ვაი-ვაგლახით წამოჯდა, სახე მოიფშვნიტა და თვალებიც გაახილა. სრულიად უცხო ოთახი რომ აღიქვა თავლისჩინმა ხელახლა დახუჭა, თითებით რამდენჯერმე მოისრისა და ისევ გაახილა, იქნებ მელანდება, ამან მიშველოსო. მაგრამ კვლავ იგივე გარემო. ვიდრე ტვინი განგაშის ზარს შემოკრავდა მანამ ნერვიულად მოათვალიერა ოთახი- უზარმაზარ კრემისფერ საძინებელში ატლასის თეთრეულით გაწყობილ ტახტზე იწვა. მარჯვენა მხარეს ნაცრისფერი კარი და დარჩენილ კედელზე დიდი სარკეებიანი კარადა იყო განლაგებული. მარცხენა მხარეს ისევ ნაცრიფერი კარი, გრძელი კომოდი და სამი, სიმაღლისდამიხედვით განლაგებული ტორშერი. წინა კედელი კი ოთახს ვიტრაჟით ჰყოფდა ვერანდისგან, რომესაც მუქი კრემისფერი ხავერდისა და ქათქათა თეთრი გამჭვირვალე ფარდა ფარავდა. ვიტრაჟის წინ ორი ნაცრიფერი სავარძელი იდგა, პატარა მაგიდით. ფარდა შუაში კარის ადგილას იყო გადაწეული, კარი კი ოდნავ შეღებული რათა სუფთა ჰაერს ემოძრავა. სად ვარ ? - დაიკივლა გონებამ და არიდაც შეშინებული წამოფრინდა ფეხზე. ტანზე რამდენიმე ზომით დიდი მამაკაცის მაისური ეცვა, რამაც მორიგი კრთომა გამოიწვია მასში. მისი კაბა კი იქვე სავარძელზე აკურატულად იყო მიფენილი, გვერდით ფეხსაცმელიც ელაგა. გონება რამდენადაც შეეძლო დაძაბა, მაგრამ ვერანაირი კადრი ვერ აღიდგინა, არაფერი ახსოვდა გარდა დატასთან ვახშმობისა. - ღმერთო მიშველე, სად ჯანდაბაში ვარ- ამოიკნავლა ანერვიულებულმა, მაისური გადაიძრო, კაბას ხელი დასტაცა და გადაიცვა. მერე დაიხარა, ძირს დაგდებული მაისური აიღო და ცხვირთან ახლოს მიტანა. - დათა... დათა ? ვაიმე დათა... - წამოიყვირა შეშინებულმა და მარჯვენა კარის მივარდა, გამოაღი და სააბაზანოში აღმოჩნდა. აღარ დაუხევია უკან ონკანი გახსნა და სახე ცივი წყლით მოიბანა. - დედა გაგიჟდება, რა ვუთხრა როგორ ავუხსნა ? გაგიჟებულიც იქნება უკვე... - შესჩივლა სარკეში საკუთარ თავს. უცებ გამოვარდა უკან, ჩანთიდან სამაგრი ამოიღო, თმა უწესრიგოდ შეიკრა, ფეხსაცმელები ხელში დაიჭირა და მარცხენა კარისაკენ გაეშურა. ლოგიკურია, რახან მარკვენა არა, მარცხენა იქნებოდა ოთახიდან გასასვლელი. რათქმაუნდა არც შეცდარა. გააღო თუ არა, გრძელ ნათელ ჰოლში აღმოჩნდა, რომელსაც წინა მხარეს მოაჯირი გასდევდა, ეს დერეფანი უთუოდ პირველ სართულს გადაჰყურებდა. თვალების ცეცებით გამოარკვია ჩასასვლელი კიბე საითაც იყო და იქით აიღო გეზი. ათიოდე ნაბიჯი ექნებოდა გადადგმული მისი ყურადღება შეღებულმა კარმა რომ მიიპყრო. ღია კარიდან ბნელი ოთახი იმზირებოდა. საძინებელში თითქმის ყველაფერი მუქი ფერისა იყო. შპალერით დაწყებული ავეჯით დამთავრებული, შავ ფარდაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ნეტავ აქ ვის, ან როგორ ძინავსო, გაიფიქრა და სახე შეჭმუხნა. მერე უცებ ისევ მოაგონდა რა მდგომარეობაშიც იყო, თითქმის სირბილით ჩაიარა კიბეები. კიბის ბოლოს შეჩერდა და ვერ გაეგო სად წასულიყო, რადგან სახლში სრული მდუმარება იდგა. დამფრთხალი აცეცებდა თავლებს. როგორც იქნა წინ დიდი კარიც შენიშნა. უეჭველად გასასვლელი უნდა ყოფილიყო. გაეხარდა და მისკენ გაიქცა. იმ წუთას სულ აღარ ქონდა მნიშვნელობა რა მოხდა, ან ვინ იყო ამ სახლის მფლობელი, მთავრი იყო ახლა იქაურობას გასცლოდა. ახლა არაფრის მოსმენა და საუბარი არ შეეძლო. ყველაზე უკეთეს ვარიანტად გაქცევა მიიჩნია. ან რა იცოდა, რა იყო უკეთესი, როდესაც მსგავს მდგომარეობაში არასოდეს ჩავრდნილა. სულ არეული ქონდა გონება. ის იყო კარი სახელურს ჩაეჭიდა და უნდა გაეღო, ჰაერში ნაცნობმა ხმამ მკვახედ და მკაცრად გაიჟღერა. - არ მინდა ვიფიქრო, რომ გარბიხარ. - ცოტა დამცინავი ჰქონდა ტონი დათას, რომელიც თავზე წამოსდგომოდა. ადგილს მიეყინა არიდა. - არ შემობრუნდები ? - ისევ ირონიულად ჰკითხა. - დილამშვიდობის. - დარცხვენილმა ძლივს ამოიკნავლა, შემობრუნდა და იქვე კედელთან აიწურა. - დილამშვიდობის. რატომ გარბოდი ? - არ გავრბოდი... არა, კი გავრბოდი... დათა, მე უბრალოდ სრულად ბურუსში ვარ. თავში სრული სიბნელე მაქვს. ვერ ვხვდები აქ რას ვაკეთებ. - ვერ ხვდები ? არაფერი გახსოვს ? - დაეჭვებით შეხედა ქალს. - საერთოდ არაფერი. - არიანდა, საერთოდ არაა ეს სახუმარო. თუმცა, თუ დილიდან კარგ განწყობას იქმნი კი ბატონო. - არ ვხუმრობ, მართლა გეუბნები. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა გუშინ. - ხოდა სჯობს ხუმრობდე. - უკმეხად მიუგო ბიჭმა. - როგორ შეიძლება ეს არ გახსოვდეს ?! - ღმერთო ჩემო, - ამოიგმინა არასასიამოვნოს მოსმენის მოლოდინით, - მითხარი, რა მოხდა. დათა ერთხანს დადუმდა. გოგონას საპირისპიროდ კედელს მიეყრდნო და ეჭვნარევად დაუწყო ყურება დამფრთხალს. თითქოს აფასებდა მართალს ამბობდა თუ არა. სული დაელია არიდას პასუხის მოლოდინში. არაბულმა ცალყბად ჩაიცინა თავი გადააქნია და გოგონას მიუახლოვდა. არიდა უფრო აეკრა კედელს. - მაქვს პატივი, გაცნობოთ ჩვენი წუხანდელი ქორწინების შეხასებ. არიანდა ამირეჯიბო, წუხელ თქვენ ჩემი ცოლი გახდით. - სიტყვათა წყობა და ტონიც კი გადამეტებულად სარკასტული იყო. მისი თვალები კი ბრაზით მომზირალი. - აი, ეს მართლა არ არის სახუმარო. - ცოტათი ღიმილიანი ტონით შენიშნა გოგომ. - გთხოვ მითხარი, რა მოხდა სინამდვილეში, აქ რატომ ვარ ? - არიანდა, - ცივად დაუძახა და სახე ააწევინა. - შენი აზრით, ვგავარ იმ კაცს, რომელსაც მსგავს თემებზე ხუმრობის მეტი საქმე არაფერი აქვს ? - იმოდენა ფოლადი და სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში, ეჭვის შეტანას შეუძლებელს ხდიდა. - რას მეუბნები დათა ? - სხეულში ელდად დაუარა გაგებულმა არიდას. - ს ი მ ა რ თ ლ ე ს . - დაუმარცვლა ბიჭმა. - იმას რაც გაინტერესებს. - რააა? - იმხელაზე დაიკივლა, ლამის ყურები წაართვა ბიჭს. - გაგიჟდი ? გავგიჟდი ? ღმერთო, რას ამბობ ... რა სისიულელეა, ამას არ ვიზამდი. - ხელიდან ყველა ნივთი დაყარა, თავზე შემოიწყო და აქეთ-იქით ნერვიულ სიარულს მოყვა. - არ მეგონა, პირველივე დღეს სანანებელი თუ გაგიხდებოდა... - გოგონას მოშორდა და მისაღებისაკენ წავიდა. - გთხოვ, მითხარი, რომ უბრალოდ მეხუმრები ! ცოლად ვერ გამოგყვებოდი, ამას არ გავაკეთებდი... ღმერთო, ამდენი როგორ დავლიე... - სასოწარკვეთილად აჩურჩულდა არიდა. უკან აედევნა დათას, იქნებ ჩემთვის სასურველი მიპასუხოსო. - გაფრთხილებდი არ დაგელია, მაგრამ არ დამიჯერე. ნამდვილად არ მინდოდა ეს მნიშვნელოვანი მომენტი არ გხსომებოდა. - სისულელეა, მაგას არ ვიზამდი. არც შენ იზამდი. არ მჯერა... ჩემი სიმთვრალით არ ისერგებლებდი- სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს და ცრემელებიც ერეოდა. - შენ დამპირდი... - არც არაფერი გამიკეთებია შენი სურვილის საწინააღმდეგოდ. მე უბრალოდ უარის სათქმელად არანაირი მიზეზი არ მქონდა. ბევრჯერ გთხოვე სხვა დროს გადავდოთთქო, მაგრამ არ დამიჯერე. იმ წუთას სრულიად საღ გონებაზე იყავი. - ახლა გავგიჟდები. - სახეზე ხელი აიფარა და მოწყვეტილი სხეულით დივანზე დაეცა. - შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად გავგიჟდები. - მშვიდად თქვა დათამ და ჩაიცინა, ვერ გეტყვით ეს ჩაცინება სიმწრის იყო თუ ირონია ერთვოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გვერდით მიუჯდა. - ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემს ახლად მოყვანილ ცოლს ისიც თუ არ ემახსოვრებოდა, რომ საკუთარი სურვილით გამომყვა და საერთოდ ცოლად გამომყვა. მართალია სპონტანური გადაწყვეტიელბა იყო, მაგრამ გიმეორებ, სრულიად საღ გონებაზე იყავი და ახლა ამ საქციელით თუ ჩემი დაცინვა გაქვს გადაწყვეტილი, ნამდვილად გამოგივიდა. - რა დაცინვა დათა, რა დაცინვა. - საცოდავად ამოილაპარაკა არიდამ- სად მაქვს ახლა მაგის უნარი. - მთელი სხეულით ცახცახებდა . - მახსოვს საკმაოდ გვიანი იყო ვცეკვავდით... კიდევ... ღმერთო ჩემო- ამოიგმინა არასასიამოვნო ფაქტის გახსენებაზე, - ხო ჯანდაბა, მერე მე გაკოცე, მაგრამ ცოლად არ გამოგყვებოდი. - გამომყევი. - ისე გვიან ვერ დავქორწინდებოდით. შუაღამე იყო. მაგ დროს ყველაფერი დაკეტილია. - არ ვიცი როდის არის ბიურო ღია, ეს ჩემი პირველი ქორწინებაა, - ხაზგასმითა და ირონიული ტონით დაურთო, - მაგრამ ჩემი თხოვნისთქვის უარი არავის უთქვამს. თუ არ გეჯერა მოწმობას გაჩვენებ. ისე უთხრა, წყალიც არ გაუვიდოდა რომ ბიჭს ნამდვილად ჰქონდა ეს მოწმობა, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა მაინც იმედს ეპოტინებოდა.. დათამაც შენიშნა ეს, ადგა და მათ წინა კედელზე მთელს სიგრძეზე გაშლილ, ღია თაროებიანი კარადიდან, სადაც სხვადახვა ნივთი იწონებდა თავს, სქელყდიანი ორად გადაკეცილი მოწმობა აიღო. - ჰგავს შენს ხელმოწერას ? - გადაშლილი გაუწოდა. არიდამ ხელებში ჩარგული თავი ამოიღო და ფრთხილად დახედა ქაღალდს. დაინახა და ამოიცნო კიდეც საკუთარი ხელწერა, მაგრამ მაინც გამოსტაცა ხელიდან, სახესთან ახლოს მიტანილს დააკვირდა, თითქოს ამით რაიმე შეიცვლებოდა. - ეს რა ჩავიდინე ...- მოწმობა მაგიდაზე მოისროლა და ატირდა. - შენ მაინც როგორ გააკეთე ეს ? როგორ ვერ მიხვდი რომ ვერ ვაზროვნებდი ? - აი ამას კი ნამდვილად არ მოველოდი. - გაწბილებული ხმით თაქვა არაბუულმა. - მთელი საღამო გთხოვდი, გადავდოთ არ მინდა ინანოთქო, ისე იწყინე აქეთ ვიგრძენი თავი უხეხულად ამ სიტყვების გამო, ვერაფრით გადაგაფიქრებინე და დამნაშავე ისევ მე გამოვდივარ. - ცოტახნით გაჩუმდა. მერე უცებ მიუბრუნდა და ხმამაღლა ჰკითხა :- ისიც არ გახსოვს სიყვარულში რომ გამომიტყდი ? - სიყვარულში გამოგიტყდი ? - შეკრტა ქალი და უხეხულობამ გული გადაუქანა. - რათქმაუნდა, არც ეგ გახოვს. - ცივად დაამატა და გვერდზე გაიხედა. - მე კი მაგ სიტყვებმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი... - შენ რა, ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ დათანხმდი, რომ მე მთვარალმა და გონებაზე გადასულმა, სისულელეებისაგან თავის გაკონტროლება ვერ შევძელი ? - სვამდა კითხვბს მაგრამ იმასაც ვერ ხვდებოდა ახლა ამ მომენტში როგორ ინარჩუნებდა საღად აზროვნების უნარს. მთელი სხეული ტეხდა. - საიდან მოიტანე ეგ ? - მის პირისპირ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა ბიჭი. მრისხანებაა აფქრვევდა მისი მზერა. მეტად მწარედ გაჰკენწლა გაქვავებულ გულზე, არიდამ სისულელედ რომ მოიხსენია თავისი გადაწყევტილება. სიამოვნებით დაამხობდა ახლა ქვეყანას მისი ბობოქარი ხასიათი, თუმცა თავის შეკავება ამჯობინა. - მე შენ გითხარი ჩემი გახდებითქო და როდესაც ეს სურვილი შენიდანაც დავინახე, უარს რა მიზეზით ვიტყოდი ? არც ვნანობ. სულ რომ მე დამადანაშაულო მაინც არ ვნანობ. - მხრებში გასწორდა და წამოდგა. - ეს.. ეს.. სიგიჟეა... მგონი ჯერ კიდევ მძინავს და სიზმარში ვარ. - ეს ის სიზმარია, რომელიც არასოდეს დასრულდება, კარგად დაიმახსოვრე არია! - დედაჩემი რომ გაიგებს გული გაუსკდება. ეს როგორ გავაკეთე... - ახლა უფრო ცხადად გააცნობიერა, რომ წინა ღამე სახლში არ გაუთევია. - ვაიმე ! დედა ალბათ ნერვიულობით კვდება. - წამოხტა და კარისაკენ გაქცევა სცადა, მაგრამ დათამ ხელით დაიჭირა და გაჩერა. - წუხელ ვესაუბრე. მშვიდად შეხვდა. - უთხარი? - მხოლოდ ის, რომ ჩემთან რჩებოდი. - მშვიდად შეხვდა ? - კი. - მატყუებ. - თავად ნახავ. რაიმეს თქმის ნაცვლად თავი გააქნია და კედელს უკმაყოფილოდ მიაშტერდა. იქ საათი წიკწიკებდა. თორმეტი დაწყილიყო. ახლა წესით სამსახურში უნდა ყოფილიყო. - სამსახურშიც დამაგვიანდა. - წამოიყვირა უცებ და კარისაკენ შებრუნდა. უთუოდ, მის გონებას კიდევ ვერ მოეხერხებია მომხდარის ბოლომდე გაანალიზება. - ახლა ეგაა ჩვენი რობლემა არია? - ხელი დაუჭირა და შეაჩერა. - ჩემს ცოლს მუშაობა არ სჭირდება. -მკვახედ დაამატა. - მაგ სიტყვას ნუ იმეორებ გთხოვ ! როგორც კი შევძლებთ ხელს გავაწერთ. ასე გამოვასწორებთ ამ შეცდომას. მანამდე კი შენი ნახვა აღარ მინდა. - იქნებ მითხრა მე რა დაგიშავე? რა დავაშავე ? - არვიცი ზუტად ,მაგრამ მგონი ყველაზე მეტი. ახლა ისე თავდაყირა ვარ... - არია, მართლა გიყვარვარ თუ წუხელ ეგეც სიმთვრალემ გათქმევინა ? - მოულოდნელად ჰკითხა მან და სიტყვა შეაწყვეტინა. - გიმეორებ, როდესაც ეგ მითხარი და მერეც მოწმობას ხელი რომ მოაწერე, სრულიად საღ გონებაზე იყავი. ამიტომ გეკთხები, ახლაც გიყვარვარ თუ მომატყუე ? - სახლში წასვლა მიდა... ცოტას გამოვიძინებ იქნებ გონს მოვიდე. - კითხვით შეცბუნებულმა ესღა მოახერხა ეთქვა. - შენს სახლში ხარ ! თუ გეძინება ჩვენს ოთახში შეგიძლია დაიძინო. - რა ჩვენს ოთახში ? არანაირი ჩვენი ოთახი არ ... მოიცა.... შენ წუხელ... - სიტყვა ვეღარ დაასრულა გოგონამ და პასუხის მოლოდინში გულმა ამოუვარდა. კმაყოფილი მზერით უყურებდა არაბული გულშეღონებულ გაფითრებულ გოგონას, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებია თუ რა ხდებოდა მის თავს. ალბათ ეს კმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ გეგმა რომელიც მას ჰქონდა დასახული ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განხორცილედა. უფრო კონკრეტულად კი : „ -ცოტა კი მერიდება მაგრამ... არა ცოტა კი არა ძალიან მერიდება- სიციალიანი ხმით აბუტბუტდა დათას მკერდზე მიკრული შემთვრალი არიდა. - რისი გერიდება ? - ცბიერად ჩაეკითხა ბიჭი. - იმის, რისი თქმაც მინდა. - ნუ მოგერიდება, მითხარი, - ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, სახე ააწევინა თავლებში ჩააშტერდა და დაამტა: - გთხოვ ! - მგონია რომ ის ერთადერთი ხარ, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა. - გგონია ? - არა, უფრო დარწმუნებული ვარ. უბრალოდ თავს ვერ ვუტყდები ამაში. - მაგარმ მე გამომიტყდი. რატომ? - იმიტომ რომ მე შენი თვალების გავლით შენს გულს ვხედავ... იმიტომ რომ... - რა ? - დასახრელად წაღებული თავი დაუჭირა. - იმიტომ რომ რა ? - მგონი მიყვრხარ ! - მგონი, მოაშორე რა ! - მიყვარხარ ! გულში უცნაურად გაკრა დათას. შეცვილი მზერით ჩახედა გოგონას შემთვრალ, აბრჭყვიალებულ სფეროებს და მიიხუტა. - მართლა გსურს მთელი ცხოვრების ჩემს გვერდით გატარება ? - მსურს. - ახლა გვიანია თორემ შეგისრულებდი ამ სურვილს. ეგეც რომ არ იყოს ფხიზელ მდგომარეობაშიც არ ხარ... - სრულიად ფხიზელი ვარ და მშვენივრად ვხვდები რასაც ვამბობ. - ხვალ ინანებ. - არასოდეს ! - შესაძლოა, მაგრამ არ ვიქნები ახლა სწორი. - შეგიძლია პირდაპირ მითხრა რომ შენ არ გსურს.- თქვა გოგომ და განაწყენებულმა სცადა მას მოშორებოდა. არიდას წყენით ნათქვამმა ამ სიტყვებმა, ისედაც კარგა ხნის გადაწყვეტილ საკითხს საბოლოოდ აუთო მწვანე შუქი. მიუხედავად ამისა, მაინც რამდენჯერმე ჩაეკითხა არიდას თუ იყო დარწმუნებული თავის ნაბიჯში და დაურთო კიდეც, სხვა დროსაც შეგვიძლიაო, მაგრამ არიდა მყარად დარჩა თავის პოზიციაზე. ეგ კი არა, გააბრაზა კიდეც ბიჭის ასეთმა ჩაკითხვებმა. მერე იყო ქორწინების ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც უკვე გამზადილი საბუთებით ეახლა წყვილს. მერე პირველი ცოლ-ქმრული ამბორი, დათას ზარი დადუნასთან, რომ არიდა რიგი მიზეზების გამო მასთან რჩებოდა და პირობა, რომ შინ უსაფრთხოდ, უვნებელს დააბრუნებდა, შემდეგ თავის თითქმი დაძინებულ ცოლს ხელი მოკიდა და მამისეულ სახლში წაიყვანა.იმ სახლში რომელზეც იძახდა, დედაჩემზე ნაკლები ღირსების ქალს არ მივიყნო.“ დასჩერებოდა მისი პასუხის მოლოდინში გალეულს და განვლილ საღამოზე ფიქრობდა. მის თვალებიში ახლა კიდევ უფრო განსხვავებული სიმძაფრით იგრძნობოდა, რომ არაფრის დიდებით არ დათმობდა, რომ ახლა მის წინ მისი საკუთრება იდგა. - დათა მიპასუხე ! - მე ჩვენს ოთახში მეძინა, შენი ჩემს გვერდით... დამშვიდდი, გვერდით ოთახში. ტანსაცმელით შენივე ხელით გაიხადე. - რატომ მგონია, რომ შექმნილი სიტუაციით კმაყოფილი ხარ ? თითქოს მოგწონს რაც ხდება. - უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს. - არვიცი გუშინ რა მოხდა, ასე რამ გამითიშა გონება და რამ მაქცია დაუფიქრებელ ქალად, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. უნდა გავეყაროთ და ორივე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. - ჩემს ნაცვლად ნუ საუბრობ არიანდა.- შეუუსწორა გოგონას. - მე ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს ვცვლი. მე გადავწყვიტე, რომ შენ ჩემი ცოლი უნდა იყო, ასეც იქნება. პატარა ბიჭი არ ვარ, რომ შენს გაუზრებელ ქმედებებზე ჩემი პრინციპებით ვაგო პასუხი. - ვერ გავიგე ?! - ხელს არ გავაწერთ. მოგიწევს იმ ნაბიჯთან შეგუება, რაც შენივე დიდი სურვილით გადადგი. მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება შენსავე გადაწყვეტილებაზე. - არ უნდა მოვსულიყავი... ხომ ვგრძნობდი.. ხომ ვხვდებოდი რომ არ უნდა მოსვსულიყავი... მაგრამ მაინც მოვედი და ... - მოხვედი და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ახლა იმაზე დარდს აზრი არ აქვს რაც არ გაგიკეთებია. - რა ჭირს დათა ? სხვანაირი ხარ . - იქნებ იმიტომ, რომ ჩემი ერთი დღის მოყვანილი ცოლი, პირველივე დღიდან ფეხვეშ იგებს ჩემს თავმოყვარეობას. - სახლში წამიყვანე რა... გემუდარები ! უნდა დავფიქრდე, მგონი ჯერ კიდევ ვერ ვიზრებ რაც მოხდა... უნდა დავფიქრდე. - სამ დრეს გაძლევ. გაიხსენე ყველაფერი რაც წუხელ მოხდა. დამიჯერე შეგიძლია. გონი წამითაც არ დაგიკარგავს და ვერაფრით ვიგებ ახლა რას ნიშნავს შენი ტვინის მდგომარეობა. გაიხსენე, გააანალიზე და მერე ვისაუბრებთ. სათქმელად გამზადებული სიტყვა შავი უძირო თვალების ავად, მრისხანე დაბრიალებით შეაშეშა გოგოს პირზე. უხმოდ ანიშნა წავედითო და წინ გაუძღვა. არიდამ კანკალით წამოკრიფა თავისი ნივთები და გაყვა. სიტყვა არ დაუძრავთ სახლამდე. ისე გადავიდა ავტომობილიდან და შევიდა სადაბაზოში არიდა, არც კი გაუხედავს მისკენ არაბულს. როგორც კი თვალს მიეფარა წამით გახედა, მძიმედ ამოიხვნეშა და მერე ისეთი სიჩქარით მოსწყვიტა ავტომობილი ადგილს, მტვრის ნაწილაკებმა ღრუბლებამდე მიაღწია. ბარე ათი წუთი იდგა კართან. ვერა და ვერ ბედავდა შიგ შესვლას. ეგონა არ იმსახურებდა იმ ზღურბლზე გადაბიჯებას. თითქოს ისეთი ცოდვა ჩაედინა, რომელიც დაამძიმებდა იმ სახლის აურას. არ ეჯერა, მთელი არსებით არ ეჯერა, რაც ხდებოდა მის თავს. თუმცა ფაქტი იყო უტყუარი.რა უნდა ექნა? როგორ მოქცეულიყო? ან სულაც, დედასთვის ეს როგორ ეთქვა? როგორ აუხსნიდა შენი სანაქებო შვილი ასე წინდაუხედავად, ასე უჭკუო ქალივით მოიქცაო... ვერ ეტყოდა. შეშინდა დადუნას ამის გამო არ ენერვიულა... ღმერთს მალობა ეს უგვანი კარი ახლა მაინც გიაღო ჯახირის გარეშე. უხმაუროდ მიხურა, ნივთები იქვე მიყარა და ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი. თან ყურს უგდებდა ხმა საიდან გამოვიდოდ. თუმცა სახლში სიჩუმე სუფევდა. მთელი სხეული ტეხდა დედასთან შეხვედრის მოლოდინში. მისაღების კარი შეაღო და... აშკარად მას ელოდნენ. გრძელ დივანზე პირველი დადუნა იჯდა, ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, რომ ცხარობდა. მეორე ლენა, შედარებით ლმობიერი გამომეტყველებით, ბოლოს კი ელენე. გოგონას ღიმილმა გადაურბინა როგორც კი არიდა დაინახა, მე რა მეთქმის მხოლოდ ის მიხარია რომ მშვიდობიდ დაბრუნდიო, აგრძნობინა. სხვა გზა რა ჰქონდა? წართმეული ნაბიჯებითა და ბეწვით დაჭერილი გამბედაობით მიღოღდა მათ წინ, სავარძელში ჩაჯდა და იატას დააშტერდა. - დილამშვიდობის ! - თავადაც ვერ გაიგონა თავისი მისალმება. - დღის თორმეტი საათია, დილამ უკვე გაიარა. - უკმეხად შეუსწორა დადუნამ, - ეს პირველი იყო და უკანასკნელი იქნება ! - მკაცრად განაგრძო მას შემდეგ, რაც მიხვდა, არიდა სიტყვის თქმას ვერ მოახერხებდა. - მე არ გამიზრდიხარ ისე, რომ შენს სადმე დარჩენას მამაკაცი მატყობინებდეს. თან იმის გამო რომ შენ ახსნის უნარი გაქვს წართმეული. - დედა, - ნიკაპი აუკანკალდა გოგონას, - ბოდიში ! - მე რისთვის მიხდი ბოდიშს ? ადამიანის დაუფიქრებელი საქციელი პირველ რიგში თავად მას აზარალებს. თუ რაიმე სწორად ვერ გააკეთე ბოდიშიც საკუთარ თავთან გაქვს მოსახდელი. - არაფერი დამიშავებია... - გაჭირვებით მოახერხა ეპასუხა, დედისთვის სიმართლის დამალვა მუდამ ესიკვდილებოდა. - კარგი რა დადუნა... - ვედრებით შეხედა ლენამ ქალს, გული არ აძლევდა ასეთი არიდას ყურებას. - ლენა, ახლა არა ! ლენამაც დანებების ნიშნად თავი დაუქნია. - მან, - შვილს მიუბრუნდა, - რომ დამირეკა ისეთი სიტყვა მითხრა, ეჭვიც არ შემპარვია რომ უვნებელს დაგაბრუნებდა შინ. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ არ დაგიწყე კარდაკარ ძებნა. ეს აღარ განმეორდეს არიანდა ! თუ სადმე დარჩენას გადაწყვეტ კეთილი ინებე და თავად გამაფრთხილე ამის შესახებ. მეტი არც კითხვა მაქვს და არც სათქმელი. - სიტყვა დაასრულა ქამლა და ოთხიდან გავიდა. როგორც კი კარი გაიხურა დადუნამ, ელენე წამოხტა და აცრემლებულ არიდას მოეხვია. - არ გეწყინოს რა, მთელი ღამე ნერვიულობით არ ეძინა. - არ მწყინს... მართალია.... ლენა, შენ არაფერს მეტყვი ? - ნაღვლიანად გახედა მდუმარე ქალს. - ის ბიჭი გიყვარს ხო ? - იყო ქალის მოულოდნელი კითხვა, მტკიცებით ფორმასა და ტონში. - ხომ იცი, ამის კითხვის მიზეზი მაქვს. - ახლა რომ არ გიპასუხო შეიძლება? - თუ გინდა სულ ნუ მიპასუხებ. გუშინდელმა შენმა საქციელმა ყველაფერს თავად გასცა პასუხი. - ღიმილით უთხრა, წამოდგა, თავზე აკოცა და მეგობრის გზას გაჰყვა. - შენ როგორ ხარ ელენე ? - კარგად. ახლა შენ თვალები უნდა გიბრწყინავდეს წესით, - მორიდებლი ღიმილიც შეურია სიტყვებს,- ასე ამბობენ ხოლმე, როცა უყვართ. - შენ იცი სიყვარული როგორია ? - არა, წარმოდგენაც არ მაქვ, მაგრამ ჩემზე უფროსი გოგონები რომ საუბრობდნენ ჩუმად ვუსმენდი. - მე არ მიბრწყინავს? - უფრო დაღლა გეტყობა. ასე მგონია რაღაც გაწუხებს. - კარგად ვარ ელენე. ცოტას დავისვენებ და უკეთ გავხდები. - წამოდგა და ვიდრე წავიდოდა ისევ ელენეს მიუბრუნდა. - ელენე, ამ ბოლო დღეებში კიდევ ვინმეს გაბრწყინებული თავლები ხომ არ შეგიჩნევია? - მის სახეზე გამომკრთალი შეუმჩნეველი ღიმილი მხოლოდ თვალებმა აირეკლა. - არა... რავიციი ... არა - დაიბნა გოგონა. ახლა დაუფარავად გაეღიმა. არაფერი უპასუხა და ანაზდად გაუყვა თავის საძინებლისაკენ . გზად სამზარეულოს კარი უნდა გაევლო, სადაც დადუნა იყო ლენასთან ერთად. შეჩერდა და კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი მანამ იცდიდა სანამ დედამ არ შეხედა. ერთხანს უყურა ქალმა შეკრული შუბლით, მერე ჩვეული დედის გულით გაუღიმა. მიხვდა თუ როგრო სჭირდებოდა ახლა ეს მის შვილს. უსიტყვოდ ესმოდა მისი და ამით აგრძნობინა, რომ წარსულში დარჩა ის რაც მოხდა. რა იცოდა ქალმა, იმასა რასაც წარშულში ტოვებდა ყველაზე დიდი გავლებნა თუ ჰქონდა აწმყოსა და მომავალზე... მხოლოდ ერთი საათი თუ დაჰყო საძინებელში. რათქმაუნდა წამითაც ვერ წადო თავლი. ან რა დააძინებდა ? ფიქრებს ისე დაეღალათ, ფიქრის თავიც კი აღარ ჰქონდა. იქ ჯდომას უშედეგო იყო. აზრების თავის მოსაყრელად შესულს, დროის უქმად ხარჯვა უფრო გამოსდიოდა- ვერა გაერკვია რა და მთელი დღეც რომ იქ დაეყო მაინც ვერ იპოვებდა გვირაბის ბოლოს სინათლეს. მისი გოება შეთქმულივით არ ანებებდა გააზრებულად ფიქრის საშუალებას. უილაჯოდ წამოიმართა საწოლიდან, წინა დღიდან გამოყოლილი წვეულების კაბა მოიშორა, თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში მოფუსფუსეებს მორიდებით შეუერთდა. ცოტა ისაუბრეს. კრინტი აღარავის დაუძრავს მომხდარზე. ასეთი იყო დადუნა, ერთ-ორ ღირებულ სიტყვას ეტყოდა ხოლმე შვილს და მერე ისე ივიწყებდა თითქოს არც მომხდარა. არასოდეს უკიზინებდა დანაშაულის შეგრძნებაზე. ოჯახის წევრები ასადილა დადუნამ. სამსახურში წავალ ისედაც დავაგვიანეო, არიდამ რომ უთხრა დაეთანხმა, შუბლზე აკოცა, გააცილა და უკან შემობრუნებულმა ელენეც დაასაჩუქრა კოცნით, არ გეგონოს შენ დამავიწყდიო, თბილად გადაულაპარაკა. მერე ლენამ გააჟღერებულ რეპლიკაზე, ყველას ელოლიავება ჩემს გარდა ახლა სულ აღარ მომაქცევს ყურადღებასო, გემრიელად გაიცინეს. რას იზამ ცოტა ეგოისტობა და ეჭვიანობა სჩვევია მარტოხელა ქალს. თუმცა მეტი ხუმრობა იყო მის სიტყვებში, რადგან პირიქით თავად ელოლიავებოდა ხოლმე თავის დიდი ხნის, ათასი განსაცდელით დაღალულ მეგობარს. ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა არიდა და სექტრმბრის ნესტიან, სუსხიან ქარს მიაპობდა. კიდევ ერთხელ დაიზუზუნა ჯიბეში მობილურმა. ქეთი იყო. მოვდივარ და აგიხსნიო, მშვიდად უპასუხა ქალის შეშფოთებულ მოკითხვას, ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიტტენა და გაჩერებაზე თავის ავტობუსს დაელოდა. ალბათ დღეს აღარ მოიფიქრებდა სამსახურში მისვლას, მაგრამ ქეთის, ვალერისა და თქვენ წარმოიდგინეთ ასანიძის გაუჩერებელმა მოკითხვებმა შეუძლებელი გახადა სახლში მისი დარჩენა. თანაც ესეც რომ არა, სამსახური იყო.სამსახურში უპასუხისმგებლობა კი არასოდეს სჩვეოდა. შუადღის ორი საათისთვის უკვე სამზარეულოს კართან იდგა და გულით წუხდა, რომ დღეს ლადო ბიძიას ვერ შეხვდა. არადა როგორ შველოდა მასთან საუბარი... შესაძლოა სიმართლეც კი ეთქვა და მისი აზრი მოესმინა ამ ყოველივეზე. დაღლილი სახით გამოეცხადა ვალერის. უღერღილოდ უპასუხა, სად ხარ ხო მშვიდობა გაქვსო, კითხვებზე და მცირეხნიანი უხალისო საუბრის შემდეგ შეფ-მზარეულმა დაითხოვა, წადი ქეთისთან გაიარე კონსულტაცია თორემ შენ ხასიათს კერძებსაც გადასდებო. დიდად არ უუარაია გოგონას, ახლა სწორედაც რომ საუბარი სჭირდებოდა და ლადოს შემდეგ ქეთი ნამდვილად საუკეთესო იყო. კიბეებზე მიმავალს ასანიძეც შეეჩეხა. როგორც სჩანს დიდ დროს ატარებდა რესტორანის სათვალთვალო კამერების ოთახში. ბიჭმა ერთადერთი მზრუნვლი კითხვა თბილი ხმით დაუსვა - დედა ხომ არ გახდა ცუდადო. არიდამაც ზედმეტი ახსნა- განმარტებების გარაეშე უპასუხა ყველაფერი კარგად მაქვსო და გზა განაგრძო. აღარც ასანიძე ჩასციებია. სევდიანი სახით უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და კიბეებს ჩაუყვა, ბარემ ჩავალ და სიტუაციას გადავამოწმებო. დაუკაკუნებლად შეაბიჯა ქეთის კაბინეტში, ერთი შეავლო მისავათებული მზერა და უსიტყვოდ ყავის მოსამზადებელ კუთხეს მიაშურა. მინი ელექტროქურაზე ყავის მადუღარა შემოდგა და მზერა ქურას ჩამრთველზე გაუშეშდა. შიგადაშიგ მძიმედ ამოიოხრებდა ხოლმე. ჩვეულად გემრიელი ყავა მოხარშა. პატარა მაგიდაზე სავარძლების წინ დაალაგა და იქვე ჩამოჯდა. ქეთი ერთხანს ინტერესით აკვირდებოდა, მის ქმედებებს. მისმა გონებამ დასკვა, თუ რა სჭირდა რომ ვერ გამოიტანა, ადგა და მის წინ გადაჯდა. - დაველოდო თავად როდის დაიწყებ თუ გკითხო, რა მოხდა გუშინ ? კიდევ ათი წუთიანი მომაბეზრებელი სიჩუმითა და არიდას გადაფითრებული სახის მზერით მეტ გაურკვევლობაში ჩავარდნილმა ქეთიმ წამოიწყო დიალოგი. - ის, რაც მეც არ მჯერა და შენ როგორ მოგიყვე ?! - ხელში დაჭერილი ფინჯნის სიღრმეში ყავას მიშტერებული თვალებითა და გატეხილი ხმით უპასუხა. - დასაჯერებელი და დაუჯერებელი, ორივე მომიყევი. - მგონი მართლა სჯობს მაგ მიმდევრობით მოგიყვე. იქნებ შენ დაინახო ის, რაც გამამართლებს ან გამამტყუნებს. ყოველშეთხვევაში რაღაცას მაინც ხომ მეტყვი... - ისე საუბრობ, მგონი უნდა მეშინოდეს. - ღმერთო ! ქეთო არც კი იცი რა ხდება ახლა ჩემს გონებაში... - მოყევი არიდა, დამელია სული. მანაც მოყოლა დაიწყო. ყველაფერი დაწვრილებით უამბო, სახლიდან გასვლიდან სახლში შემოსვლამდე. ისეთი წვრილმანებიც კი, რაც გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთ შეემჩნია მხედველობით მეხსიერებას. როდესაც საქმე ყველაზე მნიშვნელოვანის მოყოლაზე მიდგა, სიტყვებს შორის ნერვიული პაუზები შეერია გოგოს. ძლივს მოუყარა აზრებსა და წინადადებებს თავი და ძლივს მიიყვანა ამბავი ბოლომდე. არამც და არამც, იმ წუთასაც კი ვერ იჯერებდა, რომ იმას რასაც ჰყვებოდა ნამდვილად მის თავს ხდებოდა. ორგანულად ვერ აღექვა მომხდარი. რა გასაკვირია?! არიდას, რომელსაც ერთი უბრალო ნაცნობის გაჩენაც კი უჭირდა, ვერ ცვლიდა საკუთარ ცხოვრებას სიახლეების შიშის მოლოდინით, ახლა ამ ჩვევებიდან უზარმაზარი ნახტომი გაეკეთებინა. ის გათხოვდა, სიახლეც იყო და სიახლეც... გათხოვდა- ისე დაიკივლა მისმა გონებამ და დააფრთხო, როგორც სარკინიგზო ლერსებზე ჩაფიქრებულად მიმავალ ადამიანს აფრთხობს ზურგს მოულოდნელად მომდგარი მატარებლის გამაყრუებელი სიგნალი. ზუსტად ისე გადახტა საკუთარი სხეულიდან, როგორც ის ადამიანი იკუპებს ხოლმე შიშისაგან საპირისპირო მხარე... - ქეთი ნუ მიყურებ ასე, რაიმე მითხარი თორემ მე... რა გავაკეთო არ ვიცი... - ეს კიდევ იცის ვინმემ ? - წყალი მოსვა ქალმა. გაოგნებისაგან ყელი გაშრობოდა. - ჩვენ სამმა და კიდევ იმ ქორწინების დამკანონებელმა. - ორმა იცის ყველამ იცისო, ნათქვამია და ოთხზე რაღა ვთქვა ?! - მე მაგას გეკითხები ახლა ? - ისტერიკა მაქვს არიდა, ისტერიკა და მაცადე ჩემებურად გამოვხატო... ისე, ახლა მე რაც არ უნდა ვთქვა აზრი აქვს? იმ ფურცელზე ორივეს ხელმოწერა და ოფიციალური ბეჭედია, ჩემს ყველა სათქმელს ეს ფაქტი უდევს საპირწონედ... მხოლოდ ერთი კიტხვა მაქვს- რა დაგემართა? - არ ვიცი... არ ვიციი... არ ვიციი... - ხმადაბლა, ნერვიულად უპასუხა. - აქამდე არასოდეს დამილევია ამდენი. - რაღა გუშინ მოგინდა მერე ? - ვიფიქრე დაძაბულობასა და მღელვარებას მომიხსნისთქო... სულ რამდენიმე ჭიქა დავლიე ამ მიზეზით. მერე კი როგორც ეტყობა ბოთლი გამოვცალე. - ხო, ნამდვილად კარგად მოგიხსნა მღელვარება. - ისე თავგზა არეული იყო ქეთიც, არ იცოდა რა ეთქვა, რა ექნა, რა გაეკეთებინა. გულში სიმძიმეს, დანაშაულის გრძნობას განიცდიდა მისი დაცვა რომ ვერ შეძლო. - პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში, არ ვიცი რა უნდა გითხრა. წარმოდგენა არ მაქვს როგორ დაგეხმარო გამოსავლის პოვნაში. მაგრამ დავმშვიდდები და აუცილებლად მოვიფიქრებთ რაიმეს... - იმედია... - დარწმუნებული ხარ, რომ მასთან დაქორწინებას ნანობ? არა, მესმის რომ ახლა გაურკვეველ მდგომარეობაში ხარ, არც კი გახსოვს ამას ისე დათანხმდი, მაგრამ მაინც მინდა დაფიქრდე და ისე მიპასუხო. - არ ვიცი. შესაძლოა არც ვნანობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლა მისი ცოლობა მინდა... არა ... არა ... ვერ წარმომიდგენია. - ფეხზე წამოდგა და წინ და უკან ბორიალს მოჰყვა. - სულ სამი თვეა რაც ვიცნობ. ღმერთო, რა ქორწინება. თანაც როგორ... არ მჯერა ასეთი შეცდომა როგორ დავუშვი... დედას როგორ ავუხსნა ? საერთოდ არ ვგავარ ჩემ თავს, მე ამას ვერ გავაკეთებდი, რა ჯანდაბა გადამიბრუნდა ტვინში .... - კარგი, დამშვიდდი. რაიმეს მოვიფიქრებთ. - მასთან მივიდა და ანერვიულებულს დაჯდომა აიძულა. - უნდა დაელაპარაკო და აუხსნა რომ შეცდომა დაუშვი, ვერც კი მიხვდი რას აკეთებდი. - ავუხსენი უკვე დ ისე გაცხარდა, ლამის თავლებით დამახრჩო. შენს გამო ჩემს პრინციპებს არ გადავაბიჯებო. - ხო, მისნაირ კაცთან ნამდვილად რთული იქნება... - დარწუმებით, უფრო საკურთარი თავისთვის დაასკვნა ქეთიმ. - არა, ასეთ რაიმეს სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი. ვისგან, ვისგან და შენგან მითუმეტეს ვერასოდეს.... არვიცი ან შენს საქციელს რა დავარქვა, ან მისას... ფაქტია ადვილად არ გადაიფიქრებს. საერთოდაც თუ გადაიფიქრა. პირველივე შეხვედრიდან იჩენს შენს მიმართ ინტერესს და შენც ისე ადვილად ჩაუვარდი ხელში... რა გაკლია? არც არაფერი ... ხოდა რატომ დაგთმობს? - ასე მგონია სხვის ცხოვრებაში მოვხვდი... სამი დღე მომცა დასაფიქრებლად და იმასთან შესაგუებლად რაც მოხდა... გავგიჟდები.... კიდევ ცოტახანი დაჰყვეს ერთმანეთთან საუბარში. მერე ორივე თავიანთ საქმეს დაუბრუნდა.როგორც ხდება ხოლმე... რა გასაჭირიც არ უნდა შეგხვდეს ადამიანს რუტინა არ იცვლება. ითავცემებ, ივიშვიშებ, იტირებ და მერე ძალით თუ ნებით ისევ ჩვეული რიტმით აგრძელებ... *** - სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ ! - არიდას გასვლის შემდეგ მობილურს ესცა და სადღაც დარეკა. პირველადვე, უპასუხა თუ არა კაცმა ქეთის ზარს ეს სიტყვები უტხრა: - ხომ შვიდობაა ქეთი ? - ღელვა დაეტყო წამსვე ხმაში კაცს. - არ ვიცი , არ ვიცი და იქნებ ერთად გავარკვიოთ. - მითხარი რა ხდება. - ჯობია პირადად მოგიყვე. რომელ მონასტერში ხარ? დღესვე წამოვალ. - ჩემთან ამოდი, მეც ახლავე გამოვალ. - ხმა აუკანკალდა კაცს და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა ქეთის თითქოს სხეულიც ასევე უკანკალებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.