შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟღალი მამაკაცი


30-10-2024, 04:07
ავტორი M.elis
ნანახია 382

დასაწყისი ყოველთვის მიჭირს, დასასრულის ფიქრით თავს არც დავიღლი, რადგან ადრე თუ გვიან დასასრული აუცილებლად მოაკაკუნებს კარზე, საკმარისია ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა რომ მთელი ცხოვრება თავიდან გექნება დასაწყები, ეს ყველაფერი დომინოს ქვების წყობას გავს, ერთი არასწორი ქმედება და ყველა ქვა ერთი მეორის მიყოლებით წაიქცევა, მერე კი ისევ ახლიდან გიწევს დაწყება...

***
რაღაცის მოლოდინს რომ ჩაგიკლავენ, არ იცი რას ელოდები, არ იცი, მაგრამ ხომ ელოდები! მაგ მოლოდინსაც რომ გაგინადგურებენ და მერე სახეში ისე გიყურებენ ვითომ არაფერი.

***
რამდენი ხანი გაგარძელდება მელოდიასავით მშვიდი ტკივილის ტალღებში ლივლივი, მარგალიტებივით ბრწყინავენ თვალებში ცრემლები მაგრამ ბარიერის გადმოლახვას ვერ ბედავენ, არცერთი ცუდი მოგონება აღარ მინდა გავაჩერო, კარგი მოგონებების საძებნელად ვიკარგები საკუთარ თავში, სიგარეტის იისფერ კვამლში ვარ გახვეული და ისედაც არასაკმარის ჟანგბადს ვანადგურებ. თუმცა მაინც ვსუნთქავ და მიკვირს როგორ ეგუებიან ადამიანები ყველაფერს, ავსაც და კარგსაც.
თუმცა კარგი თითზე ჩამოსათვლელია. ცუდისთვის კი ადგილი არ რჩება. თუ არ გაბედე არანაირად არ შეიცვლება არაფერი ცუდი კარგისკენ.


"მაგ სულის ჩამქრალი სარკმლიდან, სიცოცხლედ მეამე წამოდი!
ახლა უშენობა არ მინდა!"

***
ოქტომბრის ფერები სამყაროს ესაუბრებიან, ხან წვიმის წვეთები მღერიან ქალაქში, ხან ქარი და ნიავი ყვებიან ლექსებს, ხეები სხვადასხვა ფერებით შემოსილან და ელოდებიან გაშიშვლებას, შემოდგომის შესაბამისი ნესტიანი მიწის სურნელი დგას და ბეღურები ერთმანეთზე ჩახუტებულები უნაწილებენ სითბოს ერთმანეთს, მე და შენ კი შორი შორს ვზივართ სიჩუმეში და საუბრის დაწყებას ვერც ერთი ვერ ვბედავთ! ან არ ვიცით კიდევ რა ვუთხრათ ერთმანეთს. 

გაიღვიძე!

გაიღვიძე!


"სადღაც მიდიხარ უსასრულოდ, გზას დასასრული არ უჩანს, სიცივეში მიაბიჯებ, გაყინული სხეული ვეღარაფერს გრძნობს, წვიმას იწყებს, შემოდგომის სუსხიან ამინდში არეული ნაბიჯებით მივაბიჯებ და გვერდით მარტოობა მომყვება, ცივი ჰაერი ფილტვებს მიყინავს, მკრთალი ორთქლი გამოდის ოდნავ ღია ტუჩებიდან, არეული თვალებით ვათვალიერებ გარემოს, უეცრად ვჩერდები, ძირს ვიხედები და უზარმაზარი უფსკრულის წინაშე ვრჩები.."


თვალებს ვახელ,ოთახში ვზივარ მარტო,მაგიდაზე უაზროდ მიყრილია ყავის ორი ჭიქა, ტკბილეული და სიგარეტის უამრავი ცარიელი კოლოფები. ერთ-ერთი კოლოფიდან რომელშიც ჯერ კიდევ არის სიგარეტის რამდენიმე ღერი, ერთ ღერს ვიღებ და ტუჩებს შორის ვიქცევ, ვუკიდებ და ღრმა ნაფაზს ვურტყავ, ცოტახანს ფილტვებში ვაჩერებ და ერთიანად უკან ვაბრუნებ იისფერ კვამლს.

-სად ხარ?- ტუჩების მოძრაობით ვსვავ კითხვას უმისამართოდ, მაგრამ ვის ეკუთვნის ეს კითხვა ნეტავ? მერე  საყვარელ კაცზე ვიწყებ ფიქრს, მერე ჩვენს სიყვარულზე, ნეტავ თუ იცის რომ ეს სიყვარული ლეგენდაა, იცის ლეგენდის განმარტება? 

ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი. საფუძვლად უდევს ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე. მასში შეიძლება ასახული იყოს წარსული, თანამედროვეობა და მომავალიც. თემატურად: რელიგიური, ისტორიული, გეოგრაფიული, საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით ლეგენდას უწოდებენ ნაწარმოებს (განურჩევლად ჟანრისა), რომელშიც მხატვრული გამონაგონი ემყარება გმირულ, ფანტასტიკურ ამბავს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ამბავია რომელიც რეალობას არ ასახავს.
თუმცა ეს ისტორია ყველაზე დიდი რეალობაა, ყველა სხვა რეალობასთან შედარებით.


თავი პირველი

გთხოვ, დარჩი... მხოლოდ ეს მინდა გითხრა. აპატიე ყველა შეცდომა ამ სულელ ქალს, მიეცი შანსი, სიცოცხლის ბოლომდე ეცადოს შენ გვერდით ერთგულად იცხოვროს და უყვარდე მთელი გულით. ვიცი, პირველი ნაბიჯი რთულია, მაგრამ, როცა მას გადადგამ, გზა თავად გიპოვის დასვენების ადგილებს. ამოისუნთქე, ჩემო სიყვარულო. ცხოვრებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს შენთვის სათქმელი. მეც შენთან ერთად ვრჩები ამ გზაზე... სანამ სიკვდილი დაგვაშორებს. სიკვდილის შემდეგ კი – უფალმა გადაწყვიტოს ჩვენი სულების ბედი.

და აი, შენ წახვედი...

გულში იმედი შემომრჩა, მაშინაც, როცა პირველად დამტოვე. დავიჯერე, რომ უბრალოდ დროებით მიდიოდი, რომ ისევ დაბრუნდებოდი. მაგრამ შენ დაბრუნდი და წახვედი, ისევ და ისევ, და ჩემს სულს ყოველ ჯერზე უფრო ღრმად სტკენდი. შენი წასვლით სიჩუმე დარჩა, უიმედობა და ტკივილი...

როცა ბოლო გზაზე, ჩუმად ვისხედით მანქანაში, უგონო ამაოდ ვეძებდი შენს თვალებს, შენს სითბოს. იმ 1 საათის უკანასკნელი წუთები სიამაყეს დავუთმე. ბოლოს როცა ველოდი ძლიერ ჩახუტებას, კოცნას და სოტყვებს, მხოლოდ მხარზე დამადე ხელი და უკან მოუხედავად წახვედი. შენი სიარული განაჩენი იყო ჩემთვის. მაშინვე შემომაწვა ცრემლები, და ვიგრძენი, როგორ დავრჩი სამყაროში მარტო, სიცარიელესა და სიბნელეში.

სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი დარდის სამკურნალო ვერაფერი ვიპოვე. სადედოფლო კაბა კი – რომლის ჩაცმაც ვოცნებობდი და მეცვა კიდეც, მასზე სისხლით დავახატე ტკივილი, რომელი შენ დამიტოვე. ჩემი კაბა, რომელსაც შენს გვერდით ბედნიერება უნდა მოეტანა ჩემთვის, ახლა გაჟღენთილია იმედგაცრუების წითელი ფერით...

დავიწყე სუნთქვა, როგორც ნისლში. სუნთქვა, რომელიც წვავს გულს და იმედს.

ვიხსენებ, როგორ დაგვხვდა შენი ცივი შეტყობინება: "თავისუფალი ხარ... ბედნიერებას გისურვებ..." ახლა კი მე აღარ მჯერა ბედნიერების და სიმშვიდის, რადგან შენი გული კი არა, არამედ სულის სიცარიელე დამიტოვე სამუდამოდ.

დარჩენილ დღეებს ვატარებ ამ სახლში, სადაც შენს სუნთქვა ვგრძნობდი, სადაც ჩვენი სიცოცხლე ერთად უნდა გაგვეტარებინა. მივიწყებული კუთხეები, სადაც გვქონდა ჩვენი მომენტები, ლოცვა და სიყვარული – ყველაფერი ახლა ნგრევაშია მოქცეული. ყოველ წამს გელი, რომ თითქოს უკან მოიხედავ, შემომხედავ და იტყვი, რომ წასვლა შეცდომა იყო... მაგრამ ვიცი, აღარ მოხვალ...

ზოგჯერ ისე მჭირდება შენთან ლაპარაკი. გესმის? მიყვარხარ, ჩემი ტკივილი ხარ.


ისმოდა სულის ჩურჩული: „დამიბრუნდი“. ნეტავ იცოდე, როგორ მენატრებო. მხოლოდ ერთხელ შემახვედრა შენს მწვანე თვალებს, რომლებიც ისეთივე დაღლილობით და ტკივილით ივსება, როგორც ჩემი. შენი ტუჩების სიახლოვე და ნაცნობი ხელები, ხელებზე ხალები, როგორ ვგრძნობდი შენი სურნელით გაჟღენთილ მაისურს. სურნელი, რომელიც არ მტოვებს, როგორც მოგონებები...

ქარს ყოველ ღამოთ, ძილის წინ, ტკივილით სავსე ოცნებები მოაქვს, ვნატრობ შენს უზარმაზარ მკლავებში ჩაკარგავას, ისე მინდა ჩაგეხუტო, შეგეძლოა სულოს ტკივილის გაქრობა და სულის შიმშვიდეში ჩასმა. მხოლოდ ისღა დამრჩა, შევთხოვო უფალს, უსმინოს ჩემს ლოცვას, რომელიც, უნდა იყოს ჩემი ერთადერთი გზამკვლევი.

უფალო, თუ შეგიძლია დრო ააჩქარო, თუ შეგიძლია ამ მწარე დუმილის შეწყვეტა. ჩემში ეს მონატრების ანთებული ჭრილობა ისე ღრმაა, თითქოს ყოველი დღე მხოლოდ ამით გადის.
თვალები ცრემლით მევსება, როცა შენი მაისურიდან შენივე სურნელი მეჩურჩულება. ეს წუთები ლოცვას გავს, ყოველი წამი ჯოჯოხეთია შენს გარეშე.

„უფალო, იქნებ გამიგო... იქნებ მომიგზავნო ის, რასაც გულით დავეძებ. იქნებ შენი სიტყვებით გული გამითბო.“


პანჯარასთან ვიჯექი, შენი მაისური, შავი შარვალი და დედაჩემის ხალათი მეცვა. ზეცას ვუმზერდი და ქალაქის ხმაურის ფონზე, საკუთარ ფიქრებში ვიკარგებოდი. მუსიკა ოდნავ მაღლა მქონდა ჩართული, თითქოს სამყაროს ხმაური მინდოდა გადამეფარა. გული ჩუმად ფეთქავდა, სანამ ლეპტოპზე შემოსული შეტყობინებამ არ ამიჩქარა.



მორადის გაფრენის სცენა

აეროპორტის დარბაზი სავსე იყო ხმაურით, მაგრამ მორადისთვის მხოლოდ სიჩუმე და სიმძიმე იგრძნობოდა. ყველაფერი თითქოს სიზმარში ხდებოდა; ნაბიჯებს თითქმის ვეღარ გრძნობდა, ხოლო სუნთქვა ღრმად და ცივი იყო. ჩანთებით ხელში მიდიოდა გასასვლელისკენ, სადაც უკვე მისი ახალი ცხოვრება იწყებოდა, მაგრამ სწორედ ამ წამებში სულს მხოლოდ ის ადგილი სჭირდებოდა, რომელსაც უკან ტოვებდა.
სანამ უსაფრთხოების კონტროლის გავლას დაიწყებდა, შეჩერდა და უკან მიიხედა, თითქოს წარსულთან საბოლოო შეხვედრას ეძებდა, თითქოს იქვე იდგა მარიამი, მის ცრემლიან თვალებში ჩაკარგული. დაინახა მოგონებები — სახლიდან გამოსვლის წარსული წამები, მათი ღიმილები და ერთობლივი მომავალი, რომელიც ასე მოულოდნელად გაქრა. მან თვითონ აირჩია ეს გზა, მაგრამ ახლა, ამ წამს, გრძნობდა, რომ მისი გული სწორედ იმ ადგილას რჩებოდა, საიდანაც მიდიოდა.

მორადის გამოსამშვიდობებელი ტექსტი მარიამისთვის, აფრენიდან 5 წუთით ადრე.


"მარიამ, არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა აღვწერო ის, რაც გულში მაქვს. მივდივარ, მაგრამ ჩემი ნაწილი მუდამ შენთან იქნება. წარსული, ყოველი წამი შენთან, ჩემს სულში დარჩება, როგორც ყველაზე ძვირფასი მოგონება. შენ ყოველთვის იყავი და იქნები ის ადამიანი, ვინც ჩემში სიყვარულის არსი გააცოცხლა. შენ ჩემი სიყვარული ხარ. მაპატიე, რომ ამ გადაწყვეტილებით შენ გული გატკინე. მაგრამ ჩვენ ბევრი მცდელობის მერე ვერ შევძელით მაინც, ამიტომ მიწევს წავიდე. არ არსებობს მომენტი, როცა არ ვფიქრობ შენზე და იმაზე, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. თუ ოდესმე ჩვენი გზები კვლავ შეიკრიბება, იქნებ იმ სიყვარულმა, რომელიც ჩვენს შორის არსებობს, კვლავაც გაათბოს ჩვენი გულები.
ვიცი დრო გავა, მაგრამ ის გრძნობები, რაც ჩემში დავტოვე, არასოდეს გაქრება. გთხოვ, გაუფრთხილდი შენს თავს და გწამდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ფიქრები ყოველთვის შენთან იქნება.

მუდამ შენი, მორადი."


ამ ტექსტის მერე მისი ესემესის დანახვა, უბრალოდ შოკი იყო ჩემთვის, კი ვიცოდი რომ ვერ შეძლებდა ისევ მოუნდებოდა ჩემთან მაგრამ მე ? მე რა მექნა? დამებრუნებინა? არა? ჯანდაბა! სიყვარული ტკბილი უნდა იყოს მე რატომ გამიმწარდა.


ახლანდელი დრო:
მორადი:
"როგორ ხარ, მარიამ? რას ფიქრობ, როგორ ვიმოქმედოთ ჩვენს ურთიერთობაში? შენ როგორ ხედავ ამ ყველაფერს?"

ჩემს გულს სითბო მოედო, თუმცა პასუხზე ცოტა ხნით შევყოვნდი, შემდეგ კი მოკლედ და მორცხვად ვუპასუხე.

მარიამი:
"არ ვიცი, როგორც სწორად თვლი, ისე მოიქეცი. ძალა აღარ მაქვს… ველოდები, იქნებ რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ."

მორადი:
"რას აკეთებდი ამ დღეებში?"

მარიამი:
"სახლში ვარ ბავშვებთან ერთად. რა გაინტერესებს, ვიტანჯები თუ არა?"

მორადი:
"მარიამ, რატომ გგონია, რომ არ ვფიქრობ შენზე? რა თქმა უნდა, მაინტერესებს, გტკივა თუ არა."

მარიამი:
"ვეღარაფერზე ვფიქრობ, რადგან აუტანლად მტკივა… თუმცა, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს?"

მორადი:
"მინდა დაგელაპარაკო, კამერით გთხოვ…, მინდა გნახო."

მარიამი:
"გინდა განადგურებული მარიამი ნახო?"


მორადი:
"რატომ ფიქრობ ასე? შენ იცი, რას ნიშნავ ჩემთვის… ძალიან მინდა, რომ ვილაპარაკოთ."

მარიამი:
"მართლა? ამიტომ წახვედი, თვითმფრინავიდან დამემშვიდობე, პირშიც ვერ გაბედე გეთქვა რომ მტოვებდი, მშიშარა ხარ! ახლა კიდევ რას ითხოვ ჩემგან?"

მორადი:
"მარიამ, მხოლოდ ცოტა დრო მჭირდებოდა მარტო დასაფიქრებლად. გეფიცები, გულწრფელი სიყვარული მაქვს შენდამი, უბრალოდ, პრობლემებმა გადამღალა. ვიცი, რომ გტკივა… მენატრება ბავშვებიც."


მიჭირდა კითხვაც და წერაც.

მარიამი:
"მე კი ის ვიცი, რომ ჩემთვის სიმართლის თქმა ვერ გაბედე… მათაც ძალიან ენატრები."

მორადი:
"რას გულისხმობ?"

მარიამი:
"არაფერი… ალბათ ასე იყო საჭირო… უბრალო ხალხი ვართ და უფლის ნების წინააღმდეგ ვერ წავალთ ვერცერთი. იმედია, იპოვი იმას, რასაც ეძებ…"

მორადი:
"შენ? შენ რა გინდა, მარიამ?"

მარიამი:
"შენ იცი, რა მინდა, მაგრამ აღარ შემიძლია შიშით ცხოვრება, რომ შენ შეიძლება ისევ წახვიდე. ამისთვის ძალა აღარ მაქვს."

მორადი:
"მარიამ, გთხოვ, მინდა დაგელაპარაკო, მომეცი უფლება დაგირეკო."

მარიამი:
ღრმად ჩავისუნთქე და გონების დაწყნარებას შევეცადე, ფიქრის მერე მივწერე.
"კარგი… დარეკე."


მეც საშინლად მინდოდა მენახა.

როდესაც ეკრანზე გამოჩნდა, ვიგრძენი , თითქოს დრო გაჩერდა. ის ზარი, რომლებსაც ასე ველოდი, ახლა იყო, მაგრამ ამავდროულად, უფრო მეტ ტკივილს იწვევდა. გული ამიჩქარდა, თითქოს ჩემს სხეულს ტალღებად გადაუვიდა ემოციები. დიდხანს ვუყურებდი ეკრანს და გონებაში იმ წარსულ დღეს ვუბრუნდებოდი, როდესაც მორადი ჩემი ცხოვრებიდან წავიდა. თითქოს მთელი ამ ხნის დუმილი, ტკივილი და სიყვარულით სავსე ღამეები ახლა იქ, ეკრანზე ჩნდებოდა. მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მის მიმართ გრძნობები ჯერ ისევ ცოცხალი იყო. პორველად როცა წავიდა, სამო დღე უკანტაქტობის მერე მომწერა და დაბრუნდა, თუმცა ისევ არეულობამ და არ ცოდნა თუ როგორ გაგვეგრძელებინა ერთად, ოსევ აურია ყველაფერი და ისევ დატოვება ქონდა ბოლო გზად, ნელ ნელა მოგიყვებით რა მოხდა, რატომ ვტანჯავდით ასე ერთმანეთს.



***************
მორადი

"როცა მარიამმა ჩემს ვიდეოზარს უპასუხა, ვიგრძენი გულის ამაჩქარებელი ნაზავი სიხარულისა და შიშისა. სიხარულის, რადგან აი, იმ ეკრანზე ქალი, რომელიც ასე მიყვარდა, მპასუხობდა და, თუნდაც ტკივილით სავსე, მის ცხოვრებაში მაინც ისევ ვიყავი. მეორე მხრივ, შიში მქონდა, რომ ეს საუბარი ყველაფერს დაამთავრებდა, რომ მარიამი საბოლოოდ ვერ მაპატიებდა. ჩემთვის მარიამი იყო სიმშვიდე, სიყვარული და სინათლე, მაგრამ არვიცი რისი ღირებულებების გამო დავტოვე და ახლა იმავე კარის წინ ვდგევარ, საიდანაც წავედი."


****
როცა ვიდეოზარით ერთმანეთს გადავხედეთ, ორივემ ვიგრძენით, ამაში დარწმუნებული ვარ, ვიგრძენით რომ ჩვენს შორის მანძილი და დრო თითქოს გაქრა, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩვენს თვალებში გამოჩნდა ის ტკივილი, რომელიც ერთმანეთისგან დაშორებამ გამოიწვია.

მორადი: (უხასიათოდ, ცოტათი დაბნეული)
"მარიამ, ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის განხილვა. რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო რთულია."

მარიამი:
(ფრთხილად, მაგრამ სტრესით)
"კი, მაგრამ გთხოვ, ნუ გაწელავ, ვიცი, რომ უნდა იმოქმედო, მაგრამ... ასე რთულიც არ არის და არც ყოფილა.

მორადი:
(გვერდით გადასწია თავი და მიყურებს, თითქოს ვერ იკავებს ემოციებს)
"იცი, მარიამ, თავს ცოტა დაკარგულად ვგრძნობ. ყველაფერი არეული მაქვს . არ ვიცი რა უნდა გავაკეთო?...

მარიამი:
( თვალებში მწუხარება, თუმცა მტკიცედ ვარ) არ ვიცი, მორად. მაგრამ დროა რომ გადავწყვიტოთ.


მორადი: (დაბნეულია ისევ)
" მაგრამ რა იქნება თუ ასე გააგრძელებთ? შენ წუხხარ, და მეც. მინდა, რომ ეს დასრულდეს."

მარიამი:
(ტირილით, ემოციებით ვერ ვახერხებ თავის შეკავებას) მაგრამ შენ ხომ არ მიდიხარ, არა? ნუ წახვალ. მარტოს მეშინია.

მორადი:
(ხმის ტონი ეცვლება, უფრო გრძნობადი და დაედიანი ხდება) "ალბათ უნდა წავიდე, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ გამოდგება. ვიცი, რომ წასვლა არ არის პასუხი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს."

მარიამი:
(უკვე მუდარაზე გადავდივარ)
"ხომ შეგიძლია ეს გადაწყვიტო? უბრალოდ მომწერე, როცა მზად იქნები."

მორადი: (ნაღვლიანად, მაგრამ მტკიცედ მიმზერს)
"მარიამ, ჩემს თავში არ ვარ. ვფიქრობ, რომ დროის გასვლას საჭიროებს ჩვენი ურთიერთობა."

მარიამი: (სევდიანად ვუმზერ, ცრემლები სახეს მისველებენ) "გთხოვ, არ წახვიდე."

მორადი:
(დაწყნარებული, მაგრამ მკაფიო ტონით მეუბნება)
"მარიამ, ასე მარტივად ვეღარ შევძლებ. უნდა წავიდე. უნდა მივცე ორივე ჩვენგანს დრო."

მარიამი: (ისევ ტირილით)
"ხომ შეგიძლია დარჩე და ჩემთან იყო?"

მორადი:
( თითქოს საეჭვოდ შორს იყურება, არ იცის, ვიცი რომ არ იცის რა ქნას ისევ)
" ახლა არა. ვიცი, რომ ჩვენ შორის რაღაც განსაკუთრებული იყო, მაგრამ ამის გაგრძელება, შესაძლოა, ცუდად დასრულდეს"

(მორადი ტელეფონზე ხელს უსმევს, ვიდეო საუბარი თანდათან დასასრულისკენ მიდის.)

მორადი:
(მშვიდი, მაგრამ სევდიანია)
"მიყვარხარ მაგრამ..."

მარიამი: (ტირილით ვაწყვეტინებ)... "გთხოვ, აღარ თქვა ..."

მორადი მითიშავს, ხოლო მე მარტო ვრჩები ჩემს ემოციების ნაკადში, სევდიან ფიქრებში და მტკივნეულ წუთებში. ეკრანი ჩაქვრა, მაგრამ მორადის სახე და მისი სიტყვები კვლავ ცოცხალი იყო ჩემს გონებაში. გულში სიცარიელე ვიგრძენი, თითქოს მუცელზე ცივი ხელები მეხუტებოდნენ.
ცრემლების შეკავებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. მათ დაჭერა შეუძლებელი იყო. ყოველი ცრემლის უკან იმედგაცრუება, შეწყვეტილი ურთიერთობის სიღრმე და საშინელი შიში იმალებოდა — რომ ყველაფერი, რაც ადრე მქონდა, ახლა დაკარგულია. წარსულის მშვენიერი მომენტები ისევ მიტრიალებდა გონებაში, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ სევდა იყო.
ოთახში მყოფი სიჩუმე სიმძიმეს მატებდა. ჩემი გრძნობები, თითქოს ყოველდღიური ხმების ქვეშ გაფანტულიყო, კვლავ ჩემს გულში იყო ეს სოყვარული. ჩაფიქრებული ვიჯექი ფანჯრის წინ, მუქი ღამე, ოთახში სუსხი იყო, თუმცა გარეთ არსებულ სამყაროში არავინ იცოდა, რა ხდებოდა ჩემს სულში.

„რატომ?“ - ვფიქრობდი, როცა მორადის სიტყვები კვლავ ჩამესმოდა. რატომ უნდა წასულიყო, როცა ასე ძლიერ მიყვარდა? და როგორც ამბობდა მასაც ვუყვარდი? ჩემს გულში მთელი ძალით ვგრძნობდი, რომ ყველაფერი, რაც მქონდა, ახლა დაკარგულია.

„თუ მას ეშინოდა, მაშინ რატომ არ მითხარა?“ - მკაფიოდ გამოიკვეთა ჩემს გონებაში. მაგრამ მან მაინც ვერ გაბედა ამის თქმა.

„არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა,“ - ჩავიჩურჩულე, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი თავის მოტყუება იყო. გულის სიღრმეში, ჯერ კიდევ ვიმედოვნებდი, რომ რამე შეიცვლებოდა, რომ მისი სიტყვები შორს მოექცეოდა და ის ისევ დაბრუნდებოდა.

ფიქრები კიდევ უფრო რთულდებოდა, როცა საათი დროზე მიანიშნებდა, რომ დრო გადიოდა, ხოლო ჩემი განცდები კვლავ ცოცხალი იყო. „რა არის სიყვარული, როცა მხოლოდ მოგონებები რჩება?“ - კიდევ ერთხელ გავიფიქრე და თავი უგუნური სევდის ქარიშხალში ჩავყავი.

ზეცას გავხედე. კედლებზე გამოკრული ფოტოების წარმოდგენა უფრო მიჭირდა, რადგან ყველა მათგანი აჩვენებდა ბედნიერ მომენტებს, რომლებიც ახლა მხოლოდ მოგონებად რჩებოდა.
„როგორ უნდა გადავიტანო ეს?“ - იმედი აღარ მქონდა. ცხოვრება მარტო და უმისამართოდ გაგრძელდებოდა, ყოველ წუთში ვეძებდი იმ ნათებას, რომელიც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ ვერ ვპოულობდი.
მზად ვიყავი, რომ ისევ ტირილი დამეწყო, მაგრამ ამჯერად ხმამაღლა — რათა მთელ სამყაროს გაეგო, როგორ სიღრმეში იყო ჩემი ტკივილი, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ სიცივე და სიჩუმე დამრჩა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent