დასაწყისი დასასრულის
დასაწყისი დასასრულის ვინმეს თუ გიფიქრიათ დასასრულზე, როგორი იქნება ან რა როლები დარიგდება, ვის რა პერსონაჟი შეხვდება ან და ვის რა მოქმედება ექნება... ალბათ არა... არც მიკვირს, რადგან თქვენ ხო არ დაიღლით ტვინებს ნეგატივზე ფიქრით, თქვენ ხო პოზიტივით ცხოვორობთ და ძღომაში პოულობთ შვებას...ხოდა სწორედ ამიტომ მე აგიხსნით ამ დასასრულის ჩახლართულ სცენარს.... აი იმ სცენარს უკვე რომ მოქმედია და თქვენ რომ ვერ გაგიათ ნგრევის ხმა. თქვენ რა გონიათ ყველაფერი ერთ დღეს დასრულდება.... აჰაჰაჰ.... არა მეგობრებო, ასე ხომ ძალიან ბანალური იქნება...ღმერთი თავის შექმნილს არ მოსპობს მაგრამ ადამიანი კი ნამდვილად მოსპობს იმას რითიც ცოცხლობს...ხოდა სწორედ ამიტომ საკუთარი ხელებით აშენებულ დასასრულს უნდა ელოდოთ..ამ დადასრულს კი დიდიხანი აგებდით, ყოველი უზნებობის გამეფებით, ყოველი სიბინძურის დიდებით და ყველა უსინდისოს გამეფებით შექმენით ეს დასასრული...აი ის დასასრული სადაც ბავშვები ნაგავში იქებიან არადა ამ დროს ვიღაცა ძღომას კარგავს ფულში, აი იმ დასასრულში სადაც მოხუცები უპატრონოდ რჩებიან, იმ დასასრულში სადაც გმირები მოღალატებად იკუთხებიან ხოლო მოღალატეები გმირებად...აი ეს დასასრული მოგსპობთ, მალე თუარ შეწყვიტეთ ამ ყველაფრის გაგრძელებას და არ დაიწყებთ რაიმე ახლის აშენებას...ბოლო ბოლო ხომ ეს აშენებულიც ქვეყანას რჩება და ნაწილონრივ ხომ თქვენც გრჩებათ, იქნებ ასე მაინც იფიქროთ და მოიკლოთ ძღომა, ანდა რა რა ვერ გაძეხით ბოლო ბოლო რამდენი უნდა ჭამოთ, უკვე მთლიანად გამოჭამეთ ქვეყანა თქვე 25 ვერცხლად ნაყიდო იუდეებო...არაა... სულ ტყიულად ვყვირი, ამას მაინც ვერავინ გაიგებს ან ვინ უნდა გაიგოს ეს ხალხი ხომ მღვდლებს აღმერთებს და შემდეგ ღმერთან მის მორჩილებაზე დებს თავს..არა ეს ხალხი მე ვერ გამიგებს, ეს ის ხალხია რომელმაც ყველა ნიჭიერი გადათელა,ყველა გმირი დაივიწყა, ყველა ერის კაცი მოკლა და საბოლოდ საღორეში გაზრდილ ღორებს მისცა ძალაუფლება.. ესეც იმიტომ რო თვითონაც ღორად იქცა... ხოდა ასეთი ხალხი მე ან შენ რას გაგვიგებს, ავიღოთ ჩვენი ბარგი და აქედან გავქრეთ, წავიდეთ ვიაროთ და იქნებ ახალი სამყარო აღმოვაჩინოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.