შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო


4-11-2024, 23:51
ავტორი avrora_
ნანახია 470

.

თვალები გავახილე ჩემს ოთახში ვიყავი, თავი საშინლად მტკიოდა, წამოდგომა ვცადე მაგრამ გვერდის საშინელმა ტკივილმა საწოლზე მიმაბრუნა.

-იწექიი არ ადგე, ყველაფერი კარგადაა- თვალები დავჭყიტე, უცნობი მაგრამ
თითქოს სადღაც ნანახი ლურჯთვალა ლამაზი ბიჭი ჩემ საწოლთან ჩამომჯდარიყო
და თბილად მიღიმოდა.

-რახდება? შენ ვინ ხარ? ან აქ რა გინდა?
-არაფერი გახსოვს?- დაეჭვებით გამომხედა

გონება დავძაბე და მომენტების გახსენება დავიწყე, კლუბი, ვიღაც კაცი, გოგონა, და მერე? მერე ვიღაც ძალიან სასიამოვნო ტიპი..

უნებურად ჩამეღიმა, ალბათ ამ მომენტში ცოტა შეშლილსაც ვგავდი, გაწეწილი
თმით, გაშავებული უპეებით, ჭერს მივშტერებოდი და ვიცინოდი..

-კარგად ხარ? გაოცებით შემომხედა
-კი კარგად ვარ, მადლობა.
უხერხულად ჩავიცინე როცა მივხვდი რა სიტუაციაშიც ვიყავი.

-კარგი მაშინ, მე წავალ აწი მარიამი
მოგხედავს.
-მაგრამ შენი სახელი?
გამიღიმა ..
-რატი, რატი მქვია
-კატო…
უცნაური გრძნობა მომგვარა მისმა ღიმილმა, ძლივს ამოვიღლუღე ჩემი სახელი და დაღლილს ისევ მიმეძინა.

-კატო გაიღვიძე, საჭმელი უნდა ჭამო

მარიამის ხმა მესმოდა, თავი კიდევ მტკიოდა მაგრამ გაუსაძილსად აღარ.

თვალები გავახილე, უკვე მოსაღამოვებულიყო, რატის სუნამოს
სუნი ოთახში კიდევ გამაბრუალებლად
ტრიალდებდა.

-კარგად ხარ კატ? ლუკა თბილად მეფერებოდა თმაზე

-უკეთ ვარ, ავდგები და გამოვფხიზლდები

საჭმელი უკვე მოემზადებინათ, სამზარეულოში ვიჯექით ხმას არცერთი ვიღებდით

ვხვდებოდი ლუკა საშინლად ბრაზობდა ჩემზე მაგრამ ჯერ არიღებდა ხმას.

-მიდი თქვი რაც გინდა, ჩაატარე ლექციები.

-ლექციები კიარა, სულელი გოგოსავით რატო მოიქეცი? გმირობა გინდოდა? იმ ბიჭს როარ მოესწრო ხვდები რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ჩვენ ვერ გვეტყოდი? ასეთი დაუფიქრებელი როგორ ხარ არ მესმის..
ჩანგალი დანებებით დადო და თითქოს
დამშვიდდა როცა სათქმელი თქვა, არ მწყინდა რათქმაუნდა.. ვიცოდი რომ
მართალი იყო, მარიამი გასუსული იჯდა

-ისე კაი ბიჭი იყო.. რო რამე სიძედ მიიღებ ხო ლუკ? მარიმმა ლუკას თვალი ჩაურკა ლუკამაც ღიმილი ვერ შეიკავა და ბაგეები გაეპო.

ლაპრაკში გავლიეთ ის საღამოც, დილოთ ადრე ლექცია მქონდა, შხაპი მივიღე ჩემი ღუნღულა პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.

მალევე მარიამიც მომიწვა და სითბოთი გატრუნულებს ჩაგვეძინა.


შესასვლელში რათქმაუნდა ისევ სვანი შემოგვეჯახა, ქაქანის ხასითაზე იყო ჩვენც ვიჯექით და ვუსმენდით როგორ მიტარებდა ლექციებს..

ამ ამბებში შემდეგ ორი კვირას გალეულიყო, რატი აღარსად მინახავს ბოლო შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე დღე გაუჩერებლად მეფიქრებოდა, მაგრამ მერე იმდენი სამეცადინო დამიგროვდა რატიზე საფიქრელად კიარა საჭმელადაც ვეღარ ვიცლიდი.

-ადექიი გოგო ადექიი, გეყო ამდენი სწავლა-განათლება, სადმე წავიდეთ რაა გთხოვვ.
მეხვეწებოდა მარიამი.

-დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა, გადავიწყვიტეთ რამდენიმე დღით ან საერთოდაც ერთი კვირით სვანეთში წავსულიყავით, ლუკა გავაფრთხილეთ ბარგი-ბარხანა მოვხიკეთ და დილით გზას გავუყევით.

მარიამის მოცუცქნული მანქანით ცოტა გაგვიჭირდა გზის მიგნება მაგრამ საბოლოდ არაფერზე დაგვიწუწუნია, ბოლო-ბოლო საკუთარ სახლში ამდენი წლების შემდეგ პირველად მივდიოდი.. არვიცოდი რა დამხვდებოდა, დედა გავაფრთხილე და რაღაცეებიც გამოვკითხე.

სახლი კარგ მდგომარეობაში დაგვხდა, მალევე მივკარით ხელი ამოვლაგდით, დაღლილები ვიყავით მაგრამ სახლში ყოფნის სურვილი არცერთ არ გვქონსა, სიცივის გამო გემრიელად ჩავიფუთნეთ და ბილიკს გავუყევით.

ვსეირნობდით, ათას რაღაცაზე ვსაუბრობდით, კოშკებიც მოვინხულეთ და სანამ ძალიან შეღამდებოდა სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ.

გზად მეზობელი შემოგვხვდა.

-სალამი ბაბუ, ვისი გოგონები ხართ?-თბილი მზერით გამოგვხედა მოხუცმა.

-მე ოთარ გელოვანის შვილიშვილი ვარ ეს კი ჩემი სტუმარია.

-ოთარის შვილიშვილიო? მოდი ბაბუ ჩაგეხუტო რამხელა გოგო გაზრდილხარ კატო, გალამაზებულხარ დაქალებულხარ, მზიას გაუხარდება შენი ნახვა, იქნებ გვესტუმრო ამაღამ? ვახშამზე გეოატიჟებით, უარი არ მიიღება.

ვერ ვიხსენებდი ამ კაცს, აშკარად მიცნობდა მეც და ჩემს ოჯახსაც, ამიტომ ბევრი აღარ გვიყოყმანია უკან გავყევით, სახლამდე ვილაპარაკეთ ბევრიც ვიცინეთ.

-მისულებს პუტკუნა თბილი ქალი შემოგხვდა თბილად მოგვესალმა

-მზიკო ქალო, სტუმრები გვყავს ნახე ვინ მოგიყვანე, ოთარას შვილიშვილია, ხედავ პაწუკა კატო რამხელა გოგო გამხდარა?

-რას ლაპარაკობ შე კაცო? კატუნა შენა ხარ გოგო? მოდი ერთი მაგრად ჩაგიხუტო, როგორ მოგვანატრე თავი ტკბილო, ეს ლამაზი გოგო ვისია?

-ჩემი სტუმარია, მარიამი- თბილად გავუღიმე.

ბუხარში შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნობდა, სითბომ ორივე მოგვთენთა და მდივანზე მინაბულები ვისხედით.

მალევე მზიკო ბებიამ გამოგვძახა ვახშამი მზადაა მოდითო.

გემრილად მივირთვით ხაჭაპურები, თითო ჭიქა წითელი ღვინოც დავაყოლეთ და მოთენთილები ტკბილად ვსაუბრობდით.

-კატოს ალბათ არ ვახსოვართ, პატარა იყავი დედაქალაში როცა წაგიყვანეს. ისეთი ფუმფულა და ჩასაკბეჩი გოგო იყო, სულ ვუწვალებდი ლოყებს- თბილად იხსენებდა მოხუცი ჩემ ბავშვობას,
ბაბუაჩემი არ მახსოვდა როცა პატარა ვიყავი მაშინ დაიღუპა და ჩვენც მალევე თბილისში გადავედით, ამ სახლის არსებობაზე რამდენიმე თვის წინ გავიგე მამაჩემს როცა წამოსცდა, სახლი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო მზიკოს დახმარებით, თურმე კვირაში ორჯერ მაინც ალაგებდა რომ ბევრი მტვერი არ ყოფილიყო, ვიცოდი როდესმე აუცილებლად ჩამოხვიდოდიო, ეზოს კი ხან მათი შვილიშვილი და ხანაც გივი ბაბუა უვლიდა.

ამ ხალხის მიმართ იმხელა პატივისცემა და მადლიერება გამიჩნდა, თითქოს ის სითბო და სიყვარული რაც არ მიგვრძნია, ერთიანად შემოიჭრა ჩემში.

უეცრად კარის ხმა გაისმა.

-ნუთუ ვაჟბატონმა ჩამოსვლა ინება?-დაეჭვებით შეხედა გივიმ ცოლს

-გიორგი შვილო, დაბრუნდი? რა სურპრიზია, გაგეფრთხილებინეთ მაინც.

-სასიამოვნო აღნაგობის კაცი შემოვიდა, გაგვიღიმა და თბილად მოგვესალმა.
გვერძე საშუალო სიმაღლის ლამაზი ქერა თმიანი გოგონა ედგა რომელიც დარცხვენილი იღიმოდა, ლოყები აწითლებოდა და გიორგის ეკვროდა.

-გიორგიც გავიცანით, მისი თანხმლები გოგონაც რომელიც თურმე გიორგის შეყვარებული ყოფილა, ნუციკო ძალიან საყვარლელი და ტკბილი გოგო აღმოჩნდა, გოგონება საერთო ენა მალევე გამოვნახეთ, ბევრ რაღაცაზე ვიჭორავეთ და თურმე ერთ უნივერსიტეტშიც ვყოფილვართ.

-უკვე საკმაოდ დაღამებულიყო, მზიკომ აიჩემა ჩვენთან დარჩით ამაღამ, სახლში სითბოც არ გექნებათო, დაგაბინავებთ და ხვალ დილით თუ გინდათ წადითო

-წინააღმდეგობა აღარ გაგვიწევია, დიდ ოთახში მოგვათავსა მზიკომ, რატომღაც ავიჩემეთ ნუციკოს ჩვენთან დარჩენა მანაც არ დააყოვნა და ჩვენ გამოგვყვა, გიორგის ცოტა იმედებიც კი გაუცრუვდა.. ალბათ…

ნამდვილად კარგი და კეთილი ადამიანი ჩანდა, ის და ნუცი ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ.

ოთახშიც გავაგრძელეთ საუბარი, ბევრი ვიკისკისეთ და დაღლილებს მალევე მიგვეძინა.

დილით მზიკომ ყავაზე და ტკბილეულზე მიგვიპატიჟა, მერე ავიკრიფეთ და სახლისკენ წავედით, გიორგი და ნუციც გამოგვყნენ, შეშას დაგიჩეხავთო.

შუადღეს საკმაოდ ციდოა ამიტომ აგიზგიზებულ ბუხართან ვისხედით და ლუკას ვესაუბრებოდით ტელეფონზე.

-არ მოგენატრეთ? ხოარავინ გაბრაზებთ მანდ?

გუშინდელი ამბებიც მოვუყევით ახალ გაცნობილ მეზობლებზე, მალევე დავასრულეთ საუბარი და გადავიწყვიტეთ კიდევ ერთხელ მოგვეწყო ტური, ნუცას გავუარეთ და სვანეთის დათვალიერებას კიდევ შებუდექით, მზიასაც ვეჩიჩინეთ წამოსვლაზე მაგრამ სად შემიძლია ამდენი სიარული, თქვენ ახალგაზრდები ხართ იარეთ რამდენიც გინდათ ოღონდ ძალიან არ დაიგვიანოთო, გიორგი სახლში არ იყო, დღეს მეგობრები ჰყოლია სტუმრად და რაღაცეები საყიდლად წასულა.

-ჯერ ხუთს არ გადაცილებულა მაგრამ უკვე ბნელდებოდა, ამიტომ სახლისკენ ავიღეთ გეზი.
მისულებს მზიკო ფუსფუში დაგვხვდა, გიორგის რამდენიმე მეგობარი უკვე მოსულიყო, მივესალმეთ და მზიკოს დახმარებას შევუდექით.

მალე ყველაფერი მზად იყო, გივი ბაბუა მწვადებს წვავდა, სუფრის გაშლაც დავასრულეთ, გიორგიმ ღვინო მოიტანა და შემოგვითვალა რამდენიმე მეგობარი კიდევ მოვა და შემდეგ ყველა ერთად დავსხდეთო.

ამასობაში მანქანის ხმაც გაისმა, სამზარეულოში გავედი რათა პური გამომეტანა, გამოსულს კი თვალები გადმომიცვივდა.

-მარიამ მიჩქმიტე. აუ ჯანდაბა ეგრე მწარედაც არ მითქვამს -ხელი მოვიფშვნიტე შეწუხებლმა და ისევ მარიამს შევხედე.
-მელანდება თუ მართლა ისაა?

-მარიმმა კარისკენ გაიხედა ყურადღებით და ისეთი თვალებით შემომხედა, გეფიცებით თვალებში ჭინკები დაუხტოდა, არა?? მგონი მოლანდებები დამეწყო? ნუთუ სულ გავგიჟდი??

-აი ბედიც ამას ქვიაა- მარიამი თავისთვის ბუტბუტებდა.
-ისევ იმ სასიამოვნო ხმამ გამომარკვია..

-სალამი კატო- გავიხედე თბილად და გულწრფელად მიღიმოდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent