შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერის ძალა (12)


7-11-2024, 20:01
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 247

თავი12


_ როგორ მოვიქცე, ნინი ძალიან მეშინია...- დანაღვლიანებულმა ამოთქვა.
- როგორ უნდა მოიქცე და უნდა მისცე შანსი , რომ თქვენი ურთიერთობა აღადგინოთ.
– მეშინია...
– რის გოგო, ნუ გადამრიე ახლა.- წამოიძახა, გაოგნებულმა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და მის წინ დოინჯ შემორტყმული დადგა.
- მეშინია, ამ გრძნობების, მახსოვს ერთხელ ჯემილემ მითხრა, რომ ეს სიყვარული ძლიერ დამტანჯავდა, ამიტომ აღარ მინდა ისევ დავიტანჯო.
_ კარგი, რა ჟასმინ, მესმის დაიტანჯე მაგრამ მარტო შენ არ დატანჯულხარ, გიფიქრია მაინც იმაზე, თუ რა გადაიტანა იმ ბიჭმა, როგორც შენ თქვი ის ყველგან გეძებდა, მაგრამ ვერ გიპოვა, ალბათ როგორ განიცდიდა უშენობას.
– ხო,მითხრა,რომ როდესაც ყველა იმედი გადამეწურა მაშინ გამოჩნდიო.- ამოიტირა.
_ ხო, მერე? ეგ რას ნიშნავს შენი აზრით? იმას რომ ამ სამი წლის მანძილზე, რომ ვერ გიპოვა, ალბათ ცოცხალიც აღარ ეგონე.- თითის ქნევით უთხრა.
- ხო, მაგრამ მე რა გავაკეთო? არ არის ჩემთვის მარტივი.
- რა უნდა გააკეთო და თავიდან უნდა დაიწყოთ ყველაფერი, მაშინ თქვენი ამბავი ძალიან სწრაფად განვითარდა და სწრაფადვე დასრულდა იქ სხვა სიტუაცია იყო აქ სხვაა აქ უფრო შეგეძლებათ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ დაუახლოვდეთ და თქვენი სიყვარული უფრო გაამყაროთ. სკამოდ დიდი დრო გავიდა და თავისთავად თქვენც შეიცვალეთ აღარც შენ ხარ 18 წლის თინეიჯერი და აღარც ის არის 24 წლის ბიჭი.
ახლა სხვა თვალით აფასებთ, მოვლენებს და სიტუაციებს ამიტომ მიეცი შანსი მასაც და შენს თავსაც, ნუ ჩაიკეტები შენს ნაჭუჭში პირიქით დამარცხე ეგ შიშები შენში და იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის.- დაარიგა მეგობარს. ასეთი იყო ნინო, ყოველთვის აძლევდა, თავის მეგობარს ფსიქოლოგიურ რჩევებს თავადაც მომავალი ფსიქოლოგი იყო და უყვარდა სასარგებლო რჩევებს, რომ აძლევდა ხალხს და ეხმარებოდა. წარბებ შეყრილი დასჩერებოდა თავის მეგობარს, რომელიც დაბნეული სახით იჯდა.

_ ანუ ვცადო..?
– ხოო!- მოთმინება დაკარგულმა წამოიძახა.
- მაგრამ...
_ ვაიმე, გეფიცები ახლა მაგ ხვეულ თმებს სულ ღერა-ღერა დაგაცლი, ნუ გადამრიე, თუ ისევ გიყვარს ის ბიჭი, მაშინ იბრძოლე გესმიის იბრძოლე და ნურაფრის შეგეშინდება.- მიაძახა გაბრაზებულმა და დაღლილი სახით ჩაეშვა კრესლოზე.


დიდხანს აღარ დარჩენილა მეგობართან მალევე წამოვიდა და მთელი გზა, მეგობრის ნათქვამზე ფიქრობდა, თან უნდოდა თან ეშინოდა ამ შეგრძნებების და სულ აირია, როგორ მოქცეულიყო აღარ იცოდა, გული ეთანხმებოდა გონება კი აღარ. ტაქსი გააჩერა და ტაძარში წავიდა ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მშვიდად გრძნობდა თავს ფიქრი შეეძლო.
ტაქსი შესასვლელთან გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და ეზოში შევიდა.
ეზოში შესულს უკვე იგრძნო ის სიმყუდროვე და სიმშვიდე სულში. შესასვლელთან პატარა ჯიხურში სანთლები იყიდა და ტაძარში შევიდა შესვლის წინ თავსაბურავი მოიხვია, შემდეგ კი ყველა ხატთან დაანთო სანთლები, ხატების წინ არასდროს ლოცულობდა სანთლებს დაანთებდა ხოლმე და საკურთხევლის წინ მოიდრეკდა, მუხლს და ისე ლოცულობდა ახლაც ასე მოიქცა, ჯერ სანთლები დაანთო და შემდეგ მუხლი მოიდრიკა და გულში ლოცულობდა. როდესაც დაასრულა იქვე ჩამოსაჯდომ ადგილას მდუმარედ ჩამოჯდა.
- რა სიურპრიზია, შვილო?- ღიმილით კითხა მამაომ და მის გვერდით დაიკავა დგილი.
_ მამა, სერაფიმე თქვენ როგორც ყოველთვის საჭირო დროს ჩნდებით ჩემთან, როდესაც თქვენი რჩევის მოსმენა მჭირდება,ხოლმე.- გაეღიმა გოგონას.- თითქოს გრძნობთ, რომ მიჭირს.

- ჩემი ვალია, დავეხმარო ჩემს სულიერ შვილებს.- გაუღიმა.- აბა, გისმენ?
- მამაო, სამი წლის შემდეგ ისევ შევხვდი მას.
– ვის? შენ შეყვარებულს?
– ჰო, იაგოს შევხვდი და ყველაფერი ვუამბე, რაც გადამხდა თავს..
– მერე რა გითხრა?
- მითხრა, რომ ამის გამო ჩემზე უარს არ იტყვის და ხელიც კი, მთხოვა.
– რა კარგია, მერე შენ რა უთხარი?
_ ვუთხარი, რომ დრო მჭირდებოდა ყველაფრის თავიდან დასაწყებად და რომ ვერაფერს დავპირდებოდი, არ ვიცი მამაო, როგორ მოვიქცე ძალიან დავიბენი, ვიცი რომ ვუყვარვარ მეც მიყვარს, მაგრამ მეშინია, რომ ვერ შევძლებ მის გაბედნიერებას და მასთან ყოფნას.- მამაომ გაუღიმა.
– შენს გულს მოუსმინე..
- გულს უნდა, მაგრამ გონებას არა.
_ თუ მას უყვარხარ, შვილო და ამის მიუხედვად არ გტოვებს, მაშინ ვერ ვხედავ მიზეზსს, რომ უარი უთხრა,მას. ყველაფერს ერთიანად ნუ დაიწყებთ, პატარა ნაბიჯებით დაიწყეთ და დააკვირდი, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, მერე როდესაც დარწმუნდებით ამ გრძნობის სიმყარეში, შემდეგ უკვე გადადით სხვა ეტაპზე მანამდე კი ეცადეთ ერთად ყოფნა ისწავლოთ.
- ანუ, მივცე შანსი?
- უეჭველად.- გაეცინა.
– გთხოვთ, დამლოცეთ მამაო, მე ახლა ეს ჰაერივით მჭირდება.- მიუგო გოგონამ მამაომ თავზე დაადო ხელი და დალოცა.
- არაფრის შეგეშინდეს შვილო, გახსოვდეს, რომ ყოველივე ცუდს კარგი, მოსდევს, რადგან ისევ გამოჩნდა ის შენ ცხოვრებაში ესეიგი, უფალს ასე სურდა და მას ხელს ნუ ჰკრავ, რადგან ის ბიჭი შენი ბედისწერაა.- გაუღიმა მამაომ.

გოგონა ღიმილით დაემშვიდობა მოძღვარს და ტაძრიდან გავიდა, ახლა უფრო დამშვიდებული იყო შინაგანად.
გაღიმებული სახით გამოვიდა და შინ წავიდა. ადრე თუ სახე უტუროდა ახლა უნებურად ეღიმებოდა კიდეც.
ნამდვილად მოუხდა მამაოსთან საუბარი.
სახლში მისულს ბებოს მოეხვია და თავის ოთახში შევიდა, სარკეში თავის ანარეკლს უყურებდა, რომელიც სულ სხვა მზერით უმზერდა, იქიდან აღარ მოუჩანდა ჩამქრალი თვალები და თითქოს მის თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა კიდეც.

_ რა შეიცვალა? ამ მოკლე დროში ნუთუ შესაძლებელია ამ შავი ღრუბელის მოცილება, ჩემი ცხოვრებიდან და ისევ მზის ამოსვლა. _ თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამჯდარი, მაგრამ არ ტიროდა, თვალები კი უბრწყინავდა ცრემლებისგან დანამულს.




*****





თავის ოთახში ფანჯრიდან ქუჩებს გადაჰყურებდა და გოგონაზე ფიქრობდა, ამდენი ხნის შემდეგ დღეს პორვრლად დაინახა მის სახეზე ღიმილი, ღიმილი, რომელიც ასე ძალიან უნდოდა ენახა მის ლამაზ სახეზე. იცოდა მისი დგომარეობა და არ ჩქარობდა არ უნდოდა, რამე დაეძალებინა, ამიტომ ნელ-ნელა, მოულბობდა გულს. მაგიდიდან ტელეფონი აიღო და სადღაც გადარეკა.
- გისმენ ძმაო?- გაისმა ტელეფონში ბოხი ხმა.
– ზურა, შენი დახმარება მჭირდება. უნდა გამირკვიო ჟასმინის შესახებ ყველაფერი..- სერიოზული ხმით მიუგო.
– კარგი, შეგიძლია სრული სახელი მითხრა გოგოსი?
– ჟასმინ ამირიძე ბებიასთან ცხოვრობს.
– კარგი, როგორც კი გავარკვევ, გაგაგებინებ.- საუბრის დასასრულს ტელეფონი გათიშა და იქვე დადო.
ეშმაკურად უელავდა თვალები, აშკარა იყო, რომ ჰქონდა ჩაფიქრებული და იცოდა რიგორ მოულბობდა გოგოს გულს.



სამი წელი უიმედოდ ელოდა, გოგონას და უკვე იმ ზღვარზე იყო, მისული, რომ ფიქრობდა ვეღარასდროს ნახავდა, მას თუმცა ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ბედისწერამ ისევ შეახვედრა და ახლა ამდენი ხნის შემდეგ ნამდვილად არ აპირებს გოგონა გაუშვას თავის ცხოვრებიდან.
ცოტახანში ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა სადაც გოგონაზე იყო ინფორმაცია. იყო და ფოტო სურათი,
ნუ ისედაც იცოდა, მისი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ამის გარდა არაფერი იცოდა. მეილზე მისული შეტყობინება გახსნა სადაც ეწერა ასეთი რამ:

,,
ჟასმინი ცხოვრობს ბებიასთან ერთად ვაკის უბანში,მესამე სართულზე ბინის ნომერი 12
ასევე მან ბოლო წლებში წარმატებით გაიარა საოფისე კურსები კოლეჯში.
ბოლოს მის სურათს დახედა სადაც სევდიანი, მაგრამ ლამაზი ნაცრისფერი თვალები მოუჩანდა.
– როგორ დამეტანჯე, ჩემო ლამაზ თვალებავ, ვიცი,რომ გეშინია ურთიერთობების და ამიტომაც გამირბიხარ, მაგრამ გპირდები, რომ შენს გაყინულ გულს ისევ გავათბობ სიყვარულით.- ჩურჩულებდა თავისთვის და გოგონას სურათს ეფერებოდა.

– იაგო, შვილო ვახშამი მზად არის!- ოთახში ძიძა შემოვიდა და ბიჭთან მივიდა, ტელეფონში გოგონას სურათს თვალი მოჰკრა.- ეს არის ის გოგონა ასე,რომ გიჟდები ?- ღიმილით კითხა.
– ჰო, ძიძა ეს არის ჩემი ჟასმინი...
– ძალიან ლამაზია, შვილო ანგელოზივით არის.
– შენ ვერც წარმოიდგენ, როდესაც ეს სილააზე პირველად ვნახე რა დამემართა,ისეთი ლამაზი იყო, იმ საცეკვავო ფორმაში, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი.- დაფიქრებული ჩამოჯდა საწოლზე.
– ადრე კი მიამბე ამაზე, მაგრამ კიდევ მიამბე.- ღიმილიანი სახით უთხრა
– კარგი. იმ საღამოს ბიძიაჩემთან ერთად მის უნივერსიტეტის მეგობარს ვესტუმრეთ სახლში, მათთან ვიჯექი, მაგრამ იმდენად მომწყიდა იქ ჯდომა, რომ გადავწყვიტე სახლი დამეთვალიერებინა. კედლებს ვათვალიერებდი სადაც ერთი სურათიც კი არ იყო ჩამოკიდული. თვალიერებაში ვიყავი გართული და მოშორებით მაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა და ქალების შეძახილები დამაინტერესა და იმ ოთახთან მივედი ფარდის მიღმა ზურგით მდგომი გოგონა დავინახე,რომელსაც ბიუსგაუტერი და გამჭირვალე მწვანე კაბა ეცვა, მომინდა გამეგო ვინ ცეკვავდა, კარებთან მივედი და იქიდან კარგად დავინახე ხვეულ თმიანი, გოგონა, რომელიც მუცლის ცეკვას ცეკვავდა იმდენად ლამაზად, რომ უბრალოდ თვალს ვერ მოწყვეტდი. როდესაც შემობრუნდა არ ვიცი რა დამემართა, თითქოს იგრგვლივ ყველაფერი გაჩერდა და მარტო ჩვენ ორნი ვიყავით,მწვანე ვუალი სახეზე ეკეთა და რომ დამინახა მოულოდნელობისგან ძირს დაუვარდა. აი მართლაც რომ ბედისწერა გეთამაშება, რაღაცამ მაიძულა ავდგარიყავი და მის ოთახთან გამევლო, ისეთი ლამაზი იყო ძიძა ამის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს.- ღიმილნარევი სახით მოუყვა ძიძას ყველაფერი.- მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ ერთი ნახვისგან შეიძლებოდა გოგო ამის გამო მოეკლათ. მაგრამ სწორედ იმ დროს ვიგრძენი, რომ ის ადამიანი იყო ვისაც ქვევნობიერებლად ვეძებდი, ასე ვთქვათ ჩემი მონათესავე სული.
- ძალიან მინდა, ამ გოგოს გაცნობა, როდის გამაცნობ?- იკითხა ძიძამ.
– აუცილებლად გაგაცნობ, ძიძა მაგრამ როცა ამის დრო მოვა, ჯერ უნდა მივაჩვიო ჩემს სიახლოვეს ყოფნა ისევ.
- კარგი, ჩემო ბიჭო, წამოდი ახლა ვივახშმოთ.



****



გოგონა სარკის წინ იდგა და ვერ გადაეწყვიტა მისულიყო, თუ არა იაგოსთან ოფისში, ვერ ბედავდა მისვლას არადა ისე უნდოდა მისი ნახვა, ერთი კვირაა არღასად აღარ შეხვედრია და ენატრებოდა, თუმცა ეშინოდა ეს ის მომენტი იყო, როდესაც გული კის ამბობს გონება კი არა, როგორც ცუდო და კარგი მხარე, როგორ მოვიქცე ღმერთო? მის გონებაში, ხმა გაისმა, რომელიც კეთილი სურვილებით ურჩებდა ბიჭთან მისვლას ხოლო მეორე მხრივ ცუდი მრჩეველიც ჰყავდა, რომელიც ეუბნებოდა რომ ცუდი აზრი იყო იქ მისვლა.
ბოლოს ეს აზრები უკუ აგდო და გადაწყვიტა მისულიყო.
სახლიდან სწრაფად გავიდა ტაქსი გააჩერა და ოფისში მივიდა. ისე ღელავდა, თითქოს პირველ პაემანზე მიდოდეს ბიჭთან.

_ სად წაგიყვანოთ ქალბატონო?- იკითხა მძღოლმა.
_ რუსთაველის გამზირზე.- უპასუხა გოგონამ და მძღოლმაც დაძრა მანქანა.
დაახლოებით ერთ საათში, უკვე ადგილზე იყო ტაქსი დიდ შენობასთან გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და გადავიდა შენობის წინ იდგა და ამ დროს იგრძნო როგორ დაუარა მღელვარების ტალღამ სხეულში. სახე გაუხურდა და გული აუჩქარდა ღრმად ამოისუნთქა და შიგნით შევიდა.
მიმღებთან მივიდა და იაგო იკითხა.
- გამარჯობა, ბატონი იაგო აქ არის?- იკითხა გოგომ.
_ დიახ, თავის კაბინეტშია. წამოდით მიგავილებთ.
- არა, მადლობა ვიცი სადაც არის ჩემით მივალ.- უთხრა და გაღიმებული სახით ავიდა მის კაბინეტში, მის კარებთან შეჩერდა ამოისუნთქა და მხიარულად შეაღო კარები და ღიმილი სახეზე მიეყინა, როდესაც დაინახა, როგორ კოცნიდა, ვიღაც გოგოს იაგო. გახევებული იდგა და თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა.
სიმწრისგან ხმამაღლა შემოჰკრა ტაში, გოგონამ და მათაც მისი მიმართულებით გაიხედეს.
- ჟასმინ...
– რა იყო, არ მელოდი აქ ხო? ხელი ხომ არ შეგიშალეთ?- აცრემლებული თვალებით კითხა. - შევცდი აქ არ უნდა მოვსულიყავი.- წამოიძახა და უკან მოუხედავად გაიქცა ბიჭიც უკან აედევნა.
- ჟასმინ, მოიცადე გთხოვ, ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ!- წამოიძახა.
_ მე არაფერსაც არ ვფიქრობ ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი, იაგო. ეს არის შენი სიყვარული ასე გიყვარვარ ხო?- გულმოსულმა დაუყვირა.- მე შენ გენდე, ვიფიქრე მივცემ ერთ შანს ჩვენ სიყვარულს- თქო, მაგრამ თურმე შევცდი, ისევ გული მეტკინა ასეც ვიცოდი..სწორედ ამის მეშინოდა.- ესღა უთხრა და შენობიდან გაიქცა.
- ჟასმინ!
- თავი დამანებე და გაფრთხილებ უკან არ გამომყვე.- დაუყვირა, შემდეგ ტაქსი გამოიძახა და წავიდა.

გამწარებული დაბრუნდა ოფისში და მაშინვე თავის მდივანი გამოიძახა.
_ გისმენთ ბატონო, იაგო.
- მისმენ, კი არა ახლავე მოკრიფე შენი ნივთები და აორთქლდი აქედან შენი დანახვაც კი აღარ მინდა.- დაუყვირა.
–რაა?
_ დღეიდან აქ აღარ მუშაობ.- ზიზღით უთხრა, მაგრამ ის არც იძვროდა.- ვერ გაიგე რა გითხარი?!- დაუყვირა შემდეგ კი ხელი წაავლო და კაბინეტიდან გააგდო.
- ერთ საათს გაძლევ, იმისთვის, რომ მოაგროვო შენი ხარახურები და აორთქლდე აქედან. - დაუყვირა და გავიდა შენობიდან.



მეგობარის კალთაში ედო თავი და გულამოსკვნილი ტიროდა.

– შენ კი მეუბნეოდი, მიმეცა შანსი, ნეტა სულ არ მივსულიყავი.- სლუკუნებდა.
_ იქნებ ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, იქნებ იმ გოგომ ძალით აკოცა ამაზე არ გიფიქრია?
- რაღაც არ ეტყობოდა რომ ძალით კოცნიდა...- გაბრაზებულმა წამოიძახა.
- ახლა გაბრაზებული ხარ, მაგრამ გთხოვ ცხელი გულით ნუ იმოქმედებ, დამშვიდდი კარგი, მიდი თვალები დახუჭე და ცოტა დაისვენე როცა დამშვიდდები მერე ვისაუბროთ, კარგი.
გოგონამ თვალები დახუჭა და ემოციებისგან დაღლილს მაშინვე დაეძინა.
ნინიმ გოგონას ტელეფონი აიღო და ბიჭის ნომერი მოძებნა. შემდეგ კი, გადარეკა.
_ ალო, გისმენთ?- ბიჭის ხმა გაისმა.
- იაგოს, ვესაუბრები?- კითხა გოგომ.
– დიახ.. თქვენ ვინ ხართ?
– მე ჟასმინის მეგობარი ვარ.
_ ჟასმინის, მითხარით, როგორ არის?- ნერვიულად კითხა.
- შენი აზრით?- ჩამწყდარი ხმით კითხა.
- ჯანდაბა, მისი ნახვა მინდა უნდა ავუხსნა, რომ მე მართლა არაფერ შუაში ვარ.
_ ახლა არ ღირს ძალიან არის გაბრაზებული..
- გთხოვ, მე ის აუცილებლად უნდა ვნახო.
– კარგი, მისამართს მოგწერ და იმ მისამართზე მოდი.
– კარგი.

ტელეფონი გათიშა და ნომერზე მისამართი მისწერა.
- იმედია, სწორეს ვიქცევი.- ამოთქვა.- მაპატიე,მეგობარო, მაგრამ აჯობებს ყველაფერი გაარკვიოთ, დარწმუნებული ვარ აქ რაღაც გაუგებრობაა.


.....

აბა, რა იქნება თქვენი აზრით?
ველოდები თქვენს რეაქციებს და კომენტარებს.:⁠-⁠)



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

როგორი იმედი მაქვს, რომ ესენი ერთად იქნებიან ბედნიერები <3

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

საინტერესო ისტორიაა, ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent