ილუსოტრამ ( სრულად )
მეგობრის სახლში ვარ, საოცარი ხედით, მარგარეტის პატარა სამოთხეს ვეძახი აქაურობას.. ისეთი ეზო აქვს, უამრავი ყვავილით, შორიდან სახლი აღარ მოჩანს ნორმალურად.. მისთვის კი საკმარისი არაა, ახალი ყვავილებს გახარებაზე ფიქრობს.. ჩიტების ჭიკჭიკი მესმის და ახლად გამზადებული გემრიელი ყავისკენ გამირბის თვალები.. -ეჭვის თვალით კი ნუ უყურებ, ძლიერია, როგორც შენ გიყვარს.. აღარ ვცდილობ ამდენი კოვზის ჩაყრას გადაგაჩვიო.. -მომიტევე შენნაირად წყალწყალას თუ არ ვსვამ.. -სხვანაირად გული დამარტყამს ან რამე დამემართება.. რა გჭირს შენ, რამ ჩაგაფიქრა..? -არაფერი.. ბარბარე სად გადაიკარგა..? -ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა და ყავას იკეთებს, ხომ იცი არავის გაკეთებული არ მოსწონს.. -მისი წიკებიდან ჩემი საყვარელია.. აი მოდის კიდეც.. -დაგაკლდით ხომ..? -რაო ვის ელაპარაკებოდი ამდენ ხანს..? -ჩირი გამოვიწერე, ნუში და კიდევ უამრავი რამ.. -რად გინდა, არ გადამრიო.. -ათას უბედურებას ვჭამ, მინდა გადავეჩვიო და შაქარი ამოვიღო.. - ფინჯანი ახლოს მიიტანა, ჯერ სურნელით დატკბა და შემდეგ დააგემოვნა.. -მთელი საქართველო აალაპარაკა ახალი სტატიით და აქ მშვიდად მიირთმევს ყავას..-მარგოს გაკვირვებულმა გავხედე.. -ამჯერად ვინ ამხილე.. -როგორ ახერხებ მუდმივად ტყემალზე ყოფნას..? შენ სკოლაში ბავშვებთან ერთად ხარ გადაკარგული და არ გაინტერესებს ქვეყანაზე რა ხდება.. -იცი რაა მოსმენაც არ მინდა, გაიგებს ვიღაც შენს რეალურ ვინაობას და მერე რას იზავ საინტერესოა.. -ამდენი ხანი რატომ ვერავინ მომიახლოვდა ქალბატონო მირანდა..? ყველაფერი გათვლილი მაქვს.. ნაფიქრი.. ზუსტად ვიცი ჩემი უახლოესი მეგობრები არ გამთქვამენ და დანარჩენზე ნუ ინერვიულებ.. -არ მცოდნოდა შენ წერ, ვერასდროს მივხვდებოდი.. მოკლედ "კალამი" როცა გივარდება ხელთ, კარგ ამბავთან ერთად, ფრთებს ისხამ.. -მარგარეტ იქნებ ჩემზე საუბარს შევეშვათ და აგვიხსნა იმ იდიოტს რატომ შეურიგდი..? თანაც მერამდენედ.. მირა შენ არაფერს ეტყვი..? -ახალს რას ვეტყვი, რამე დარჩა რაც არ მითქვამს..? მე დავამთავრე მარგო შენთან, არც კარგს გეტყვი და არც ცუდს.. -არ მესმის მარგოსი, როგორ შეუძლია ასეთ ადამიანთან ყოფნა, ყველაფერი მშვენივრად იცის და ბოლოს მაინც მასთან მიდის.. დავიღალე არაფრის მომცემი უსასრულო საუბრებით, ამიტომაც გარკვეული პერიოდი მაინც არაფრის თქმას არ ვაპირებ.. -ჩემი სკამი სადაა..?-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა ბარბარემ..- შენთან როცა ვარ მხოლოდ იმ სკამზე ვჯდები ხომ იცი, ახლა არ შევიმჩნევ მეთქი და ვეღარ ვძლებ.. -ოთახშია და გამოიტანე.. -ეტლში ყოფნას თავისი დადებითი აქვს, ჩემი "სკამი" სულ დამაქვს და შენსავით წარამარა არ მეკარგება..-გოგონებს სიცილის ტალღამ გადაუარათ, ჩემს უკვდავ ხუმრობაზე, რომლის გამოყენება თითქმის ყველგან მიწევს.. უი დავიჯერო გამომრჩა და არ მითქვამს..? ფეხები დეკორაციის გამოღა მაქვს და წესით რისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს უფუნქციოა.. ვერ დავდივარ, სამაგიეროდ დავგორავ აქეთ-იქით.. -ბარბიი არ მეგონა ოდესმე მამაშენის შემოთავაზებას თუ დათანხმდებოდი, აზრი რამ შეგაცვლევინა..? -ამ ეტაპზე ამ კუთხით გამოცდილების ამაღლება მჭირდება,.. ოღონდ ყველაფერი დროებითია.. -მამაშენი ასე ადვილად არ გაგიშვებს ხომ იცი..-შეწუხებული სახით გადახედა მარგარეტმა.. -მოუწევს, როცა მაგის დრო დადგება..-კიდევ დავრჩი ცოტახანს მაგრამ უკვე წასვლის დრო იყო, ეტლის შენახვაში დამეხმარნენ და საყვარელ ადგილას, საჭესთან მოვთავსდი.. თავიდან მეგონა მანქანის ტარებას ვეღარ შევძლებდი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მოგვიანებით გავიგე შესაძლებელი ყოფილა.. რაღაც მომენტში, როდესაც მანქანას ვმართავ, მუსიკა ხმამაღლა მაქვს ჩართული, ფანჯრები ჩაწეული.. თითქოს კადრი ნელდება.. ისეთი კონტრასტი იქმნება, რომელიც თავს ცოცხლად და რაც მთავარია ნორმალურად მაგრძნობინებს.. როდესაც მანქანაში, ვარ თანაც საჭესთან, ვერავინ ხედვას ეტლს და ყველასთვის რიგითი ადამიანი ვხდები, საწყალი თვალებით არავინ მიყურებს.. ამ დროს, უბრალოდ მირანდა ვარ.. / კადრი ისევ ჩქარდება და მორიდებით გამვლელს ვთხოვ ეტლის გადმოტანაში მომეხმაროს.. დაბნეული ჩერდება, მეხმარება და მადლობის შემდეგ მიდის.. წიგნების მაღაზიისკენ გავემართე, როდესაც მარტო ვარ აუცილებლად ისეთი ადგილი უნდა ავარჩიო, რომელსაც პანდუსი თან ახლავს, სხვა შემთხვევაში კიბეებზე მე ვერ ავალ და ამაზე უკვე უცნობებს ვეღარ შევაწუხებ.. აქ ხშირად დავდივარ და ყველა მიცნობს.. ნაცნობი ადგილი ერთი მხრივ იმითაა კომფორტული, რომ ზედმეტი კითხვები აღარავის უჩნდება.. -მირანდაა, როგორ გამახარე.. -მოგანატრე თავი ასე მოკლე დროში..? -აქ ხომ იცი დრო იწელება, რაო რა ხდება ახალი..? -ჩვეულებრივ.. კიდევ კარგი შემხვდი, რაღაც მინდოდა მომეცა.. -ჩემთვის..? -კი მია შენთვის..მოიცადე- დაკიდებული ჩანთიდან დიდი ყუთი ამოვიღე..-მოუთმენლად გახსნა.. -მირანდა.. არ ვიცი რა ვთქვა, ისე ვახსენე, არ მითქვამს უნდა იყიდო მეთქი, ვერ ავიღებ.. -მია რას ამბობ, თან სწავლობ თან მუშაობ, ახლა კიდევ წიგნების ყიდვა გქონდეს სადარდებლად.. ისეთი არაფერია.. თუ არ აიღებ მეწყინება.. -მოიცადე და ეს.. -კონსპექტებია, არ ვიცი თუ გამოგადგება, გადახედე მაინც.. -აუ ოქრო ხარ, უღრმესი მადლობაა.. -არ გადამრიო რა გატირებს..-გადამეხვია და ისევ წიგნებს დახედა.. -შევინახავ და მოვალ..-თავი დავუქნიე, და წიგნების სექციას გავუყევი.. მია უსაყვარლესი გოგოა, ბევრს შრომობს. ამას წინათ ერთად გამოვედით და სახლამდე მივიყვანე, გზაში როცა სწავლაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მაჩვენა წიგნისთვის რამდენი ფოტო ჰქონდა გადაღებული და იქიდან უნდა ესწავლა.. pdf ვერსიაც არ მოიძებნა.. ასე უღებდა კურსელის წიგნს.. დიდად არც მიფიქრია, როგორც კი შესაძლებლობა ჩამივარდა ვიყიდე, ისე სხვა წიგნებიც დავამატე და კონსპექტებიც გადმოვქექე.. -მირა სალამი.. -თინა, შენც აქ ხარ.? რაო როგორ ხარ, პასუხები როგორია ანალიზების..? -საქართველოში ვართ სიხარულო, აქ წესიერ პასუხს გეტყვის ვინმე..? ოღონდ ფული გამოგძალონ და მეტი არაფერი არ უნდათ.. კიდევ მიწევს ვიზიტი.. -მთავარია შენ იყო კარგად, მაგაზე ნუ იდარდებ, ყველაფერი კარგად იქნება.. -ეჰ ჩემო გოგო, თავს გაუფრთხილდი.. ნახე მაინცდამაინც ახლა არ შემოვიდა ყველა..? წავედი და გვინახულე კიდევ.. -აუცილებლად..-ბორბლები გაგორდა და ამ თვალიერებაში თითქმის ბოლოში გავედი, რამდენიმე წიგნიც ავიღე. გამაკვირვა, მაგიდაზე განსხვავებულად დალაგებულმა წიგნებმა, შუაში გამოცალკევებული ლამაზად მოჩანს..მაგრამ რად გინდა, ზუსტად ის წიგნია, რომელსაც ამას წინათ გადავაწყდი.. ორი თავი ძლივს წავიკითხე.. უთარგმნიათ ჩემდა გასაკვირად.. ჯერ მშობლიურ ენაზე როგორი წასაკითხია და ამას კიდე თარგმნა უნდოდა..? საერთოდ რატომ გიჟდება ეს ხალხი ასეთ სისულელეზე.. გზის გაგრძელებას ვაპირებდი ამ "კოშკთან" ახლოს სხვა წიგნი შევნიშნე, ეტყობა ვიღაცამ დადო და გადაავიწყდა ან წაღება ან თავის ადგილზე დაბრუნება.. რატომ ურთულებენ კონსულტანტებს საქმეს არ მესმის.. აღება გადავწყვიტე, მივუახლოვდი.. ზოგადად მიჩვეული ვარ რაღაცას ვერ ვწვდებოდე, თუმცა მაინც ვახერხებ ხოლმე ბოლოს, მიზანს მივაღწიო.. ახლაც თითქმის ხელთ მეკავა, პატარა ბიძგი და წიგნებისგან აგებული კოშკი ჩამოიშალა.. ჩემს წინ, მაგიდის მეორე მხარეს, ახალგაზრდა მამაკაცი შემომხვდა.. რომელსაც როგორც ჩანს კოშკის ჩამონგრევის გამო ყავა გადაესხა..სამწუხაროდ წიგნები, ძირითადად მისი მიმართულებით ცვიოდა. მზერას არ მაცილებს, წარბის შეუხრელად.. უნდა მომებოდიშა, თუმცა მისმა სიტყვებმა გამაჩერა, რომელიც უფრო საკუთარ თავს უთხრა.. თანაც იტალიურად "ეს ხალხი გადამრევს, ხომ შეეძლო დახმარება ეთხოვა.. ან ეს ცხელი ყავა რა ჯანდაბად მინდოდა.." ჭკუიდან გადავედი, არა იდეალურად წარმოთქვა, ამაზე გამართულ იტალიურს სად მოვისმენდი , მაგრამ საშინლად გავბრაზდი.. -ვაიმე მირანდა, ხომ კარგად ხარ..?-მომიახლოვდა მია.. -მშვენივრად ვარ.. -შეეშვი წიგნების აკრეფას, უცებ გავაკეთებ.. -საქმე დაგიმატე, მაპატიე რაა.. -კარგი რაა, შენს გამო ასეთ ათს გავაკეთებ, თანაც ხალისით, ისეთი კარგი ადამიანი ხარ..-უნებურად გამეღიმა მის ნათქვამზე.. მე მიამ და იმ უცნობმა უცებ ავიღეთ დაყრილი წიგნები.. მიამ მადლობა გადაუხადა.. მე ის წიგნი ავიღე რის გამოც ეს ინციდენტი მოხდა და სალაროსკენ გადავინაცვლე.. -ჩემი გოგოც მოსულა..-გამიღიმა თინამ, მეც გავუღიმე საპასუხოდ.. ბარათი მივაწოდე, უცებ გაატარა წიგნები და მომაწოდა.. -მადლობა თინა.. გამაგებინე რაა ანალიზების პასუხები, ვერ მოვისვენებ ხომ იცი და ჯერ აღარ მექნება ახალი წიგნები საყიდელი.. -აუცილებლად..-ეტლი შემოვატრიალე, ისევ ის უცნობი შემხვდა, წასვლას ვაპირებდი და მაინც, ბოლოს ვეღარ მოვითმინე.. -დახმარება არ მითხოვია, რადგან ნამდვილად არ ველოდი როგორც განვითარდებოდა მოვლენები, ზოგადად თუ რამე შემიძლია გავაკეთო აუცილებლად ვაკეთებ დამოუკიდებლად.. მე კი იმაზე მეტი შემიძლია ვიდრე ახლა შენს წარმოდგენაში.. თუმცა იცი რა..? რომც ვიცოდე რა მოხდებოდა ხელმეორედ გავიმეორებდი, ნამდვილად იმსახურებდი ცხელ ყავას გამოსაფხიზლებლად..- წამიერად დაეტყო გაკვირვება ჩემი იტალიურის გაგონებისას.. -დაუდევარი ადამიანი ხართ, მე იმის გარჩევა არ დამიწყია ზოგადად ცხოვრებაში რა შეგიძლიათ და რა არა.. -პასუხის გაცემას ვაპირებდი, ტელეფონზე შემომავალმა ზარმა გამიფანტა ყურადღება.. უკვე რიგი დადგა და ამ უცნობსაც ვეღარ შევაყოვნებდი..ერთი იდიოტი მეთქი კი ჩავილაპარაკე, ქართულად მითხრა გავიგეო, მშვენიერი მეთქი მივაძახე და წამოვედი.. . . . ბავშვობიდან კი არ ვოცნებობდი, ზუსტად ვიცოდი ჟურნალისტი გავხდებოდი.. ბარბარე ქავჟარაძე, ჟურნალისტი, ერთი სული მქონდა ხალხს ასე გავცნობოდი. ყველაფერს ვკითხულობდი, ვეცნობოდი.. რაზეც მიმიწვდებოდა ხელი.. ჩემი მშობლებისთვის საკმაოდ უცნაური იყო, რატომ მიყვარდა ასე, ახალი ამბის ყურება.. ბებო იყო ჩემი მაყურებელიც და რესპონდენტიც.. მამაჩემი სერიოზულად არ უყურებდა ამ ამბავს, უნივერსიტეტი დაამთავროს და მოვა აზრზეო.. ეგონა მაშინვე მის კალთას ამოვეფარებოდი და ოჯახურ ბიზნესს გავყვებოდი.. მე კი სად აღარ ვიმუშავე და მასთან არ მივსულვარ.. სულ სხვა წარმოდგენები მქონდა და ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა.. ყველაფერში მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა, რასაც კი ჟურნალისტიკა მოიცავს.. მრავალჯერ შევიცვალე სამსახური, სამწუხაროდ მაინც არ ვიყავი ბოლომდე კმაყოფილი.. შემდეგ კი ხელთ ჩამივარდა ინფორმაცია, რომელსაც ფაქტები დაერთო ზედ.. არავინ მომცა გამოქვეყნების საშუალება, მაშინვე დაიბლოკა ყველგან.. მე დაველოდე როდის გადაავიწყდებოდა ყველას და საიდუმლოდ გამოვაქვეყნე.. აღარ მეგონა თუ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ განმეორდა და ბოლოს გაჩნდა იდეა.. სანდო ადამიანის მეშვეობით შეიქმნა საიტი " ამოიღე დანები" შემდეგ კი ზედმეტსახელიც მომიფიქრეს, რომელსაც უკვე თავად ვიყენებ "ბეღურა".. ალბათ გაინტერესებთ რატომ ვიწყებ მამაჩემთან მუშაობას ახლა.. მაგრამ ამას ვერ გაგიმხელთ ჯერ-ჯერობით, გახსოვდეთ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.. -მაინც ხომ მე დამიბრუნდი ბოლოს შვილო, ჩაგებარებინა ბიზნესზე..მოიცადე, ვერ გხედავ, მაინც ვგრძნობ შენი თვალების ტრიალს.. -როგორც მოვედი ისე წავალ მამა.. ჯერ 1 კვირაა რაც აქ ვარ, გადაწყვეტილი არაფერია..-ტელეფონზე საუბარი მალევე დავასრულე.. -ყველაფერი რიგზეა.?? -ახალი სასტუმროს გახსნისთვის მზად არ ვართ და ვერ ვხდები მამაჩემი ასე ძალიან რატომ ჩქარობს. საწყობში სრული ქაოსია, ასე აჩქარებით თუ გაგრძელდა მუშაობა.. ყოველთვის ასეა..? -მამათქვენს უნდა ყველაფერი მოესწროს.. -მოუწევს გადადება.. წეღან რაც გითხარი ყველაფერი შეცვალე, ობიექტზე მალე დავბრუნდები.. -მამათქვენი.. -მასთან მე მოვაგვარებ, ხომ უნდოდა ქალიშვილი ბიზნესში, ჰოდა შესაბამისი საფასურიც ესაა..წასვლამდე ბოლო სართული კიდევ ერთხელ მინდა ვნახო, შენ შენს საქმეს მიხედე კარგი..? აღარ მოგაცდენ, მალე დავბრუნდები.. -როგორც გნებავთ..-ამჟამინდელ ბოლო სართულზე ავდივარ, კიდევ ერთხელ ვათვალიერებ გარემოს.. უკვე გაბრუნებას ვაპირებ, თუმცა სიცილის ხმა მესმის.. ჯერ საშუალო ასაკის კაცი გამოდის, სახეზე ვცნობ.. აშკარად ერთმანეთზე დალაგებული ცემენტი მოაქვთ, ბოლოს კი ჩემთვის უცხო მამაკაცი ჩნდება, აქამდე არ მინახავს.. მე კი ადამიანებს კარგად ვიმახსოვრებ.. -შენ შენს საქმეს უნდა მიხედო, მაგრამ მადლობა, საქმე გამიმარტივე.. -რას ამბობთ, არაფერია.. აქ დავდოთ ხომ..?-კაცი ეთანხმება და იქვე მითითებულ ადგილას ფრთხილად დებენ..-კიდევ შემიძლია რამით დაგეხმაროთ..? -არაფერია შვილო, შენი ნივთები არ დაგრჩეს, უკვე მერამდენედ დაგირეკეს, საქმეს მიხედე..-ამ კაცის სიტყვებისამებრ მოიქცეოდა კიდეც, მე რომ არ შევემჩნიე, ჩემს დანახვას ნამდვილად არ ელოდა..-რამე ხომ არ დაგრჩა შვილო, ყველაფერი რიგზეა..? -კი კი მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა, დეტალების დასაზუსტებლად..არ მინდოდა ხელის შეშლა.. -ხელი როგორ უნდა შეგვიშალო, პირიქით თუ დახმარება დაგჭირდა აქ ვარ.. -მივდიოდი უკვე, მადლობა..-წამიერად გავხედე უცნობს და შევტრიალდი, ნელი სვლით წავედი უკან.. ლიფტში უნდა შევსულიყავი, ხარვეზებია და კიბით უნდა ჩახვიდეთო.. აჰა, მამაჩემის აზრით კი ყველაფერი მოკლე დროში მოესწრებაო.. სხვა გზა არაა, კიბეებს ჩავუყვები, კიდევ კარგი დაღმართია.. ეს და კიდევ უამრავი აზრი მიტრიალებს თავში, მოულოდნელად ძლიერ დარტყმას ვგრძნობ, კიდევ კარგი ჩაფხუტი არ მომიხსნია.. ჯერ ვერ მივხვდი რა მოხდა, შემდეგ მაღლა ავიხედე.. -არ მინდოდა, მომიტევეთ, ყველაფერთან ერთად საზომის დაჭერა ვეღარ მოვასწარი..-ისევ უცნობი -გადავრჩი ასე, რომ არაფერია, თუმცა შემდეგში იფრთხილეთ.. -აუცილებლად, მიკვირს ასეთი სიმშვიდით შეხვდით სიტუაციას.. -აბა როგორ უნდა შევხვედროდი.. -გაბრაზებულიყავით, გეყვირათ, სამსახურიდან დაგეთხოვეთ.. -აშკარად არ მიცნობთ..-გამეცინა..-დიდი ხანია ასეთ წვრილმანებს აღარ ვაქცევ ყურადღებას და ჩემს ნერვულ სისტემას საქმეს ვუადვილებ.. -მიხარია თუ შევცდი..-გავუღიმე და წამოვედი, მანქანაში ჩავჯექი.. როგორ ღლის ადამიანს ის საქმე, რომელიც არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს.. არაფერი გამიკეთებია და დავიქანცე.. თუმცა უცნობზე მეფიქრებოდა მთელი გზა, უცნობი მიზეზებით.. . . . -ბავშვებო მიხარია, თუ ყველამ შეასრულა დავალება.. გავიგეთ, ვის რომელი მონაკვეთი მოეწონა განსაკუთრებულად, ეს თქვენს ნახატებშიც გამოჩნდა, ასე რომ აუცილებლად უნდა გამოვაკრათ კედელზე.. ხმაურის გარეშე, დღეს არა, ამდენი დრო აღარ გვაქვს.. -მასწავლებელო დღეს გავაკრათ რაა.. -ვერ მოვასწრებთ, მოდი ხვალ გავაკეთოთ, ყველას ნამუშევარს შევინახავ მანამდე.. და კიდევ..-კაკუნის ხმამ შემაწყვეტინა, შემობრძანდით მეთქი და კარებიც გაიღო.. გამიკვირდა სასწავლო ნაწილი, როცა დავინახე, თან კი.. არ მჯერა.. ის იდიოტი შემოჰყვა, წიგნების მაღაზიაში, რომ შემხვდა.. მეტად დავიბენი.. -მირანდა საყვარელო, მომიტევე ხელს გიშლი, აუცილებელია.. -არა რას ამბობთ, გაკვეთილი თითქმის დავასრულეთ.. -ხომ გახსოვს, იტალიურის გასაუმჯობესებლად იტალიელის მოწვევა გადავწყვიტეთ.. ჰოდა აქამდე ვეღარც გითხარი, ამის შემდეგ გარკვეული დროით ჩვენს სკოლასთან ითანამშრომლებს დემეტრე ჯორჯაძე. -კი მაგრამ.. იტალიელი რანაირად .-სახელმა და გვარმა დამაბნია.. -დიდი ბაბუის პატივსაცემად, ქართველი იყო.. სასიამოვნოა.. -ჩემთვისაც..-რამდენადაც შემეძლო ბუნებრივად გავუღიმე და ხელის ჩამორთმევასაც ვერ ავცდი.. მალევე მოვიშორე სამაგიეროდ.. -დემეტრე მწერალია, ახლახან დაიწყო საბავშვო წიგნების წერა, ყველასთან მოახერხებს კომუნიკაციის დამყარებას დარწმუნებული ვარ.. მოკლედ მინდოდა გაგეცნო, ამ და სხვა კლასთანაც, ხვალიდან დაიწყებს..- სხვა კლასებთანაც..? მე პატარებსაც ვასწავლი და დიდებსაც, ხშირად მომიწევს მისი ნახვა..? წარმოდგენაზეც ცუდად ვხდები..-მეტად დროს აღარ წაგართმევთ, უახლოეს მომავალში, უკეთ ვისაუბროთ ამ საკითხზე.. -რა თქმა უნდა, შეხვედრამდე..-როგორც იქნა კლასიდან გავიდნენ.. ისევ ბავშვებს მივუტრიალდი..- ბავშვებო, დავალება ყველამ ჩაინიშნა..? -დიახ მასწავლებელო.. -რამე ხომ არ იყო გაუგებარი..მშვენიერი, მაშინ ჩააბარგეთ წიგნები, ზარი მალე დაირეკება..-როგორც კი წინადადება დავასრულე ზარი დაირეკა, წიგნები ჩაალაგეს და კლასიც მალევე დაცარიელდა.. ჩვენი სკოლა ინგლისურის შემდეგ, იტალიურსაც აქტიურად ასწავლის, სხვადასხვა შემოთავაზებებია გაცვლით პროგრამაზე და ბევრია დაინტერესებული. ჩემი იდეა იყო, იტალიელის ჩამოსვლა, არ მეგონა სურვილი ასე თუ შემომიტრიალდებოდა.. მახსენდება ის დღე, მისი დამცინავი ტონი, მზერა და.. წარმოდგენაც არ მინდა ამის შემდეგ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.. ნეტავ რამდენი ხნით რჩება, იქნებ მალევე წავიდეს.. მოიცადე..იმ დღის კადრები ისევ იწყებს გამეორებას, ზუსტად ის მომენტი მახსენდება წიგნები როცა იყრება იატაკზე.. დასამახსოვრებელი გარეკანი ჰქონდა და სახელისთვის არ მიმიქცევია აქამდე ყურადღება.. დემეტრე ეწერა.. მისი წიგნი იყო.. ახლა არ მიკვირს თავიდანვე რატომ არ მომეწონა.. . . . უნდა მივუსწრო, როგორმე უნდა მივუსწრო.. მიდი ბარბარე გამოგივა.. მანქანას ვაჩერებ და საწყობამდე გავრბივარ.. შევდივარ თუ არა ერთი დიდი სიცარიელე მხვდება.. ვერ მოვუსწარი, აქ ზუსტად 25 წუთი უნდა გაჩერებულიყვნენ.. წესით უნდა მომესწრო, მაგრამ იმაზე ადრე წავიდა სატვირთო ვიდრე გავთვალე.. ამანათის რაოდენობაში უნდა იყოს საქმე.. მოულოდნელად წამიერი სინათლე და კამერის ჩვეული ხმაც გაისმა.. ვიღაცამ ფოტო გადაიღო../? წინ წავედი, დალაგებულ მასალას როგორც კი გავცდი, უცნობი შემომხვდა კამერით ხელში, აი მაშინ სასტუმროში, რომ გადავაწყდი.. თავი კამერაში ჩაერგო, რაღაცას გამწარებული ათვალიერებდა, თუმცა ჩემი მიახლოება შეუმჩნეველი არ დარჩენია.. -გამარჯობა..-გამიღიმა.. -გამარჯობა.. აქ საიდან..? -როგორ თუ საიდან..? -მე მეგონა სასტუმროში მუშაობდი.. -იქაც ვმუშაობდი და აქაც ვმუშაობ, ვერ ხედავ..?-კამერაზე მიმითითა.. -რა საჭიროა..? -ასეთ კითხვებს არ ვსვამ.. დამავალეს და მეც გადავიღე, ზოგადად ასეთ საქმეს არ ვთანხმდები ხოლმე, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა.. მამაშენთან შეგიძლია თავისუფლად გაარკვიო რამე თუ არ მოგწონს..-მშვენივრად იცის ვინ ვარ, არ ადარდებს, ისევ კამერას უბრუნდება და უკმაყოფილო ჩანს.. სანამ წასვლას დააპირებს ვაჩერებ.. -აქ დიდი ხანია რაც ხარ..? -შესაძლოა, დროისთვის არ მიმიქცევია ყურადღება.. -სატვირთო იყო მოსული..? -სატვირთო..? -აქ უნდა მოსულიყო..-ხელით ვაჩვენე.. -იყო კი..-ხომ შეუძლია ადამიანური პასუხი დამიბრუნოს.. სიტყვებს ვგლეჯ, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს.. -შენს კადრში ხომ არ მოხვედრილა შემთხვევით..? -შესაძლოა.. -კი თუ არა.. -დავუშვათ კი, მერე.. -შეგიძლია შემახედო..? დიდად არ მაინტერესებს სასტუმროში რატომ იყავი ან აქ რატომ ხარ.. არც მამაჩემთან ვაპირებ საქმეების გარჩევას.. უბრალოდ სატვირთოს ფოტო მაჩვენე და დავიშალოთ.. -სანამ ადამიანები დაიშლებიან, ერთად უნდა იყვნენ..-ვერც ვხვდები ხუმრობს თუ სერიოზულად გულისხმობს.. -ერთ სივრცეში ხომ ვართ, ჰოდა წავალთ ჩვენ.. ჩვენ გზაზე.. -თუ ასეთი მნიშვნელოვანია, ნახე, ოღონდ დაუჩქარე..-კამერა გადმომაწოდა, ფოტოებს გადავუყევი.. სატვირთოც გამოჩნდა.. -როგორ გავადიდო..?-უნდა მიმეცა, ამ კი არც მაცადა გაადიდა და მაჩვენა როგორ გამეკეთებინა.. ასეც ვიცოდი, ჩემი ვარაუდები გამართლდა, მშვენიერი..-მადლობა.. -შეხვედრამდე ქალბატონო ბარბარე.. -და თავად როგორ მოგმართოთ..? -ირაკლი შერმადინი..-დავემშვიდობე და წამოვედი, შეიძლება სატვირთოს ვერ მოვუსწარი, მაგრამ რაც არის არის, შეიძლება ასე უკეთესიც იყოს.. ის მაინც გავიგე რაც მინდოდა.. სატვირთოს ფერს მნიშნელობა აქვს, ახლა ის უნდა გავიგო, კონკრეტულად რომელი რას აღნიშნავს.. . . . -გაგაფრთხილეს უკვე და რა პრეტენზიებით ხარ, შეგიძლია ამიხსნა..? -გამაფრთხილეს კლასებთან ითანამშრომლებდი, თუმცა შენს გამო ჩემი მოსწავლეები დაგვიანებით არ უნდა შემოდიოდნენ გაკვეთილზე, ყველაფერს ლიმიტი აქვს.. -ასე მოხდა.. -ჰოდა აღარ მოხდება, მოცემული დრო გამოიყენე და სხვისას პატივი ეცი თუ შეიძლება, ნუ გგონია ყველა შენ მოგერგება.. -პირველი დღე და დახვედრაც ასეთი უნდა.. -თავიდანვე თუ გაითვალისწინებ შენთვის უკეთესი.. -მაფრთხილებ კიდეც..? -რჩევას გაძლევ.. -შენი რჩევა..-ამ დროს მოგვიახლოვდა სასწავლო ნაწილი.. -მოგესალმებით, აბა დღემ როგორ ჩაიარა..?-მე წამიერად გადმომხედა და დემეტრეზე შეაჩერა მზერა.. მისგან ელის პასუხს.. -შესანიშნავად, ბავშვებთან ერთად წიგნის კითხვა და მათი აზრის მოსმენას არაფერი სჯობს.. -მეათე კლასი როგორია.? -მოხიბლული ვარ მათი ცოდნით.. -მირანდა ასწავლის და დარწმუნებული ვარ ასეცაა..-კმაყოფილს ჩამეღიმა, უნებურად კომპლიმენტი, რომ წამოსცდა.. არ ესიამოვნა, თუმცა არ შეიმჩნია.. -გამოდის იტალიურის მასწავლებელი ხართ.. -შეთავსებით.. მირანდა ძალიან ნიჭიერია.. -კარგი რაა.. -ხატვას, იტალიურს.. თუ საჭიროა სხვა საგნებსაც ისე წაუძღვება, ვერ მიხვდები მისი სფერო რომ არაა.. კარგი მაშინ მე დაგტოვებთ, შეხვედრამდე, თუ რამე დაგჭირდა აქ ვარ.. თუ ქართულად გაგიძნელდა, მირანდა აქ გვყავს..-წავიდა და ორივეს დაგვიბრუნდა ნამდვილი სახე.. -კიდევ კარგი იმდენი ქართული ვიცი, შენი თავი არ დამჭირდება.. -და ეგ საკმარისი გგონია..? თუმცა რა გვიჭირს, სანამ აქ ხარ იქნებ შენი ქართულიც დაიხვეწოს.. -იტალიური კარგად იცი..? კი ასწავლი მაგრამ ბავშვები არიან ნიჭიერები და შენს ხელშიც მოახერხებდნენ რაღაცას დარწმუნებული ვარ..- ამ სიტყვებზე გავმწარდი, არა ბავშვები მართლა კარგები არიან, მაგრამ მან რა იცის მე რა გამოვიარე, იქამდე რომ მივსულიყავი სადაც ახლა ვარ ბავშვებთან ერთად.. ზოგმა საერთოდ არაფერი იცოდა სანამ მე არ შევედი, სულ თავიდან დავაწყებინე სწავლა.. რთულია როდესაც მოსწავლეები სწავლის დონით განსხვავდებიან და მხოლოდ 45 წუთი გაქვს ყველასთან სამუშაოდ.. მან კი დამაკნინა.. -არ გცოდნია როდის სად და რამდენი უნდა ისაუბრო.. კითხე ბავშვებს და გეტყვიან როგორი მასწავლებელი ვარ, რა გამიკეთებია მათთან.. მიდი კითხე და მერე დაფიქრდი ეგ კითხვა უნდა დაგესვა თუ არა..-მის პასუხს აღარ დაველოდე, ბორბლები გავაგორე და მოვშორდი.. მეგონა მიჩვეული ვიყავი ადამიანები ზემოდან, როგორ დამყურებენ მათდა უნებურად, თუმცა შევცდი.. ასეთი ადამიანი რომ დაგყურებს ზემოდან და ასეც გრძნობს თავს, ზუსტადაც ასე უნდა იყოსო, უსამართლობის განცდა მიჩნდება.. არ შემიძლია წამოვდგე და თვალი თვალში გავუყარო.. დანებება რომც მინდოდეს ვერ გავიქცევი.. სახლში ვბრუნდები, დაღლილი ვიდრე ჩვეულებრივ.. ვწვები, თუმცა სანამ ლოგინზე აღმოვჩნდი ჩემი თავი იმაზე მეტად მძიმე მეჩვენა ვიდრე ჩვეულებრივ.. ვიღლები ხოლმე ჩემი თავის თრევით ყველგან და ყოველთვის.. წამოწოლილი ვარ და შვება არ მოდის.. ახლაღა ვამჩნევ კარადა დამრჩენია ღია, აქეთ-იქით ყველაფერი არეულია.. კარადიდან ის ლამაზი კაბები მიმზერენ, რომელსაც ყოველდღე ვიცვამ.. ბავშვების თვალში უფრო ლაღი და ბედნიერი ვჩანვარ.. ისედაც უაზრობად მიმაჩნია ჩემი მდგომარეობის გამო არარსებული გლოვა და მოთქმა, მუქი ტანისამოსის ტარება ყოველდღე, ეს უფრო დამღლიდა და ჩამითრევდა.. სასაცილოა ნაცრისფერ კაბას ვუკავშირებდე, გამორჩეულად ფერად მოგონებას.. მახსოვს ის საღამო, როდესაც მეცვა, ისე მომწონდა ჩემი თავი სარკეში, ისეთი ბედნიერ ვცეკვავდი იმ დღეს.. სევდიან ღიმილზე საცოდაობად არ მიმაჩნია არაფერი, თუმცა მაინც ასე ვიღიმი ამ წამს.. თავს ვაქნევ, არ უნდა იყოს მტკივნეული, უკვე აღარ.. მაინც იგივე განცდები მეუფლება, გულის კუნჭულში, ღრმად დამარხულ მოგონებებზე.. ალბათ ამ ფიქრებში ჩამეძინებოდა ჩემი ტელეფონი, რომ არ ამღერებულიყო..მარგარეტია.. -გისმენ.. -რა მოგუდული ხმა გაქვს, გეძინა..? -თითქმის.. მოხდა რამე..? -ბარბარეს სცალია და არ გინდა სადმე გავიდეთ..? -ახლახან მოვედი სახლში.. -გეგონა მართლა გკითხე..? უნდა გავიდეთ და ან შენი ნებით, ან არადა სახლში დაგადგები.. ამ ორ წუთში გაიაზრე, რომელი გაწყობს.. -მარგოო.. -გავიმეორო..? -კარგი, გავემზადები და გამოვალ, სად მოიფიქრე წასვლა...? -სადმე კაფე-ბარში.. მირანდა..-წამით შეყოვნდა, რატომღაც მეუცნაურა..-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ჩვენი სახლებიდან გამოვალთ მე და ბარბარე და შენ გამოგორდები.. -მართალი ხარ..-გამეცინა..მასაც.. -შეხვედრამდე.-გამეღიმა.. დაღლილობამ თითქოს გადამიარა, მომეცა ენერგია, წამოვწეულიყავი და ეტლში გადავმჯდარიყავი.. არც ისე მძიმე ვარ.. წავედით არაფრით გამორჩეულ ადგილას, დავლიეთ წვენი.. ვიცინეთ, ვისაუბრეთ.. ძალიან გვიან დავბრუნდი.. როგორ ვახერხებთ ამდენ წლიანი მეგობრობის მერე, ამდენი გვქონდეს ხოლმე სალაპარაკო არ ვიცი.. ბარბარე ჩაფიქრებული ჩანდა მეტად ვიდრე ჩვეულებრივ, მარგარეტი მოწყენილი, მე გადაღლილი.. საბოლოოდ რამოდენიმე საათით მაინც გადავდეთ ეს ყველაფერი, ტომრები, რომლებიც მხოლოდ ქვებითაა სავსე და მეტი არაფრით.. როგორ გვიყვარს ადამიანებს ქვით სავსე ტომრების ტარება, გვამძიმებს გვტანჯავს და მაინც ყველგან დავათრევთ.. სასარგებლო მაინც იყოს, რამეში გამოსადეგი.. თუმცა არა, არაფრად ვარგა, იმდენად გამოუსადეგარია, სახლის გარეშე მყოფი ადამიანიც არ ააშენებს სახლს ამ ქვებით, ასეთ სახლში ცხოვრებას ისევ ურჩევნია ცას შეაფაროს თავი.. ნეტავ ამ ადამიანებთან გატარებული არცერთი მომენტი მავიწყდებოდეს, არცერთი დიალოგი.. ყველა სისულელე მინდა ჩემთან დარჩეს, არ რჩება.. სამაგიეროდ ემოციები მომყვება.. ის დადებითი ემოციები, რომელიც ყველაფრის მიუხედავად წინსვლას კი არ გაიძულებს, განდომებს.. . . . -ბარბარე, იმედია მოხვალ.. -მარგუშ რადგან გითხარი, მოვალ მეთქი ესე იგი მოვალ.. ის მაინც მითხარი ვინაა მხატვარი, საერთოდ გამოფენაზე არაფერი გითქვამს.. -სალაპარაკოდ აღარ მცალია იცი..? კურატორს იხმობენ, მეძახიან და მოკლედ, როცა მოხვალ მომძებნე..-ამ გაწამაწიაში სად აქვს ჩემი დრო.. 15 წუთში, ოდნავ მოშორებით შენობასთან ვაპარკინგებ, რადგან აქედანვე ვხედავ ფიზიკურად ადგილები არაა.. შენობაში შევდივარ თუ არა, ასე მგონია დროის სულ სხვა ეპოქაში აღმოვჩნდი.. მე ნახატებს ველოდებოდი და ხელთ ფოტოები შემრჩა.. ხალხში გავიარე და დათვალიერება დავიწყე..ფოტოზე გამოსახული ადამიანების ემოციები, თითქოს მეც გადმომედო.. მათი წამიერი აღბეჭდვა და ვინ იცის რა ისტორიას ატარებენ.. მოვიხიბლე და მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა. გულრწრფელბა განდომებს, მათი ისტორიების მოსმენას.. ჩემს წარმოდგენაში კი, უკვე გავაცოცხლე.. -ბარბარე, მეგონა გადაიფიქრე..-მომიახლოვდა მარგარეტი.. -აქ ვარ უკვე დიდი ხანია, არ მინდოდა მომეცდინე.. -კარგი რაა, აბა თან მოდი და თან მომიყევი, როგორ მოგეწონა აქაურობა.. -დრო არ დამიკარგავს რაც მთავარია.. -ძალიან კარგი, ადამიანები შენი სფეროა და ვიფიქრე ეს გამოფენაც მოგეწონებოდა.. -სწორად გიფიქრია.. მირანდა წავიდა..? -ძალიან ცოტახნით იყო, შენ კიდევ დააგვიანე, უნდა გენახა რამდენი ადამიანი იყო.. -ამაზე ბევრი..? -ამ ყველაფრის შემოქმედს გაგაცნობ და.. მოიცა ახლახანს აქ იყო.. -აუცილებელი არაა.. -ჩემი ძველი მეგობარია.. მაშინ როცა გამოჩნდება ..-ამ დროს ნაცნობ სახეს გადავაწყდი, ხომ არ მეჩვენება მეთქი, მამაჩემის თანაშემწე აქ რას აკეთებს..? ზუსტად ვიცი ხელოვნებით არაა გატაცებული, მამაჩემს ჩემი თვალთვალი ცხოვრებაში არ დაუვალებია და ეს არ მომწონს.. გარეთ გადის, მე კი მარგოს ვეუბნები, ახლავე დავბრუნდები თქო.. შენობის უკან ინაცვლებს, ტელეფონს განუწყვეტელი ზარის შემდეგ მას შემდეგ პასუხობს, რაც ჩერდება.. -გისმენთ.. დასვენების უფლება მაქვს მგონი ხო..? ყველაფერი რიგზეა, რომელ უფროსზე მელაპარაკები, იმდენი უფროსი გამომიჩნდა.. რამე პრობლემა იყოს, ასე წყნარად არ ვიქნებოდი.. ბატონმა ქავჟარაძემ იცის თავისი საქმე.. ხვალ დამირეკე..-იქედან კიდევ ისმის საუბარი, მაგრამ უნდა გამოვბრუნდე სანამ დავუნახივარ.. შემოვბრუნდი, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ვიღაცას მთელი ძალით ვასკდები.. -არ მინდოდ.. ირაკლი..? აქ რას.. არ აქვს მნიშვნელობა, არ მინდოდა მომიტევე.. -საინტერესოა უკან ასეთი რა გრჩებოდა, ნორმალურად წინ ვერ გამოიხედე..-ვუპასუხებდი რამეს მწარეს..ზარი მაწყვეტინებს.. მივხვდი რაშიცა საქმე, არც ვუპასუხებ ისე ვბრუნდები შენობაში.. -ცოტახნით გარეთ გავედი მარგუშ, რა მოხდა..? -გაიქეცი ფაქტობრივად და იმაზე დიდხანს ვიდრე ვივარაუდე, მშვიდობაა../? -მშვიდობაა.. მგონი ჩემი.. -აი ისიც, სად გადაიკარგე, ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო..-ჩემს უკან ვის ელაპარაკება მეთქი, გავიფიქრე და წინ ამომიდგა კიდეც..-ირაკლი შერმადინი, რასაც ხედავ ყველაფერი მისი გადაღებულია.. ბარბარე ქავჟარაძე.. -ერთმანეთს ვიცნობთ..-ჩემი გაცნობის ცერემონიას, დასრულება არ აცადა.. -ორ შეხვედრას და სამი წინადადების გაცვლას თუ ცნობა ჰქვია, კი ნამდვილად ვიცნობთ ერთმანეთს-წამით მეტად დაუსერიოზულდა სახე, შემდეგ ჩემდა გასაკვირად გაეცინა.. -ქალბატონი ბარბარე მართალია, მე მომიტევეთ, მოკლედ შევხვედრილვართ..-ცოტახნის შემდეგ, საუბარში გართულებმა შევამჩნიეთ, გალერეაში ჩვენ სამის მეტი არავინაა.. წასვლა გადავწყვიტეთ.. გარეთ გამოვედით.. -მე აქვე მიყენია და ბარბარე შენს მანქანას რატომ ვერ ვხედავ.? -ცოტა შორს გავაჩერე, ადგილები არ იყო, როცა მოვედი, რაც ჩემი ბრალია და ხმა არ ამომეღება.. -მივაცილებ მარგარეტ არ იდარდო, შენ გაუყევი შენს გზას.. -აბა თქვენ იცით..-ხელი დაგვიქნია და წავიდა.. -როგორ დამავიწყდა, არადა მარგო უკვე წავიდა.. -ასეთი რა მოხდა..? -ჩემი ჩანთა..კარგი მნიშვნელობა არ აქვს// -მნიშვნელობა ნამდვილად აქვს და გაგიმართლა.. გასაღები მაქვს, შევირბინოთ.. - გამომშვიდობებულ, მიტოვებულ ადგილას მისვლა, თანაც დაუგეგმავად ყოველთვის მეუცნაურებოდა და სულ რომ წამები ყოფილიყო გასული, მაინც უცხოობის განცდა მიპყრობდა.. შუქი აინთო და ჩემი დავიწყებული ჩანთა ავიღე.. -ეს ყველაფერი რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ზუსტად ვიცი ფოტოგრაფი ვერასდროს ვერ ვიქნებოდი, არადა მშვენიერია ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა.. -და ასე რატომ ფიქრობ..? -დროსა და სივრცეში ერთი წამია აღბეჭდილი, მათ შესახებ არაფერი იცი, მე კი ეს უცოდინარობა არ მომასვენებს.. ახლა ყველაზე ყველაფერი მაინტერესებს, მათი ისტორიების მოსმენა მინდა.. მე კი ერთ წამს ვხედავ მათი ცხოვრებიდან, რომელიც შენთვის რამდენადაც ბევრს არ უნდა ამბობდეს, ჩემთვის საკმარისი არასდროს იქნება.. -ჟურნალისტის თვალით იყურები და იმიტომ.. ყველაზე ყველაფერი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ ეს მისტიკა უფრო საინტერესოა ვიდრე იმ ისტორიებს მოსმენა, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ადამიანს, შენს წარმოდგენებში ჩამოანგრევს.. ასე ფანტაზიას აცოცხლებ და ვინ იცის, ისეთი რაღაცები წარმოიდგინო, თავად ამ ადამიანს არც დაესიზმრებოდა.. -სინამდვილეს, სიმართლეს.. არაფერი სჯობია, ასე მსჯელობას მირჩევნია მოვისმინო ადამიანს რა აქვს სათქმელი.. -არ შეიძლება ერთი ფოტოთი თქვას..? -ალბათ შეიძლება მაგრამ.. -ისევ მაგრამ.. -რა გავაკეთო, უკვე გითხარი ჩემი აზრი.. -კარგი, მხოლოდ ერთი ადამიანი აირჩე.. -ვერ მივხვდი.. -მხოლოდ ერთი ადამიანი, რომლის ისტორიის მოსმენას ნამდვილად შეძლებდი.. -მხოლოდ ერთი..? წამოდი გაჩვენებ..-ისე მიმყავს სურათისკენ, თითქოს იქ არ ყოფილა, თავად არ გადაუღია, და რაღაც უცნობისკენ მიდის.. . . . მშვენიერი ამინდია, წვიმს და ქარი არხევს ფოთლებს.. მზის გამონათებასავითაა, მისი სხივებივითაა ჩემთვის წვიმის წვეთები.. წვიმის ძლიერმა ხმამ გამაღვიძა.. მალევე წამოვდექი, თუ არ ვიჩქარე სკოლაში დამაგვიანდება.. რამოდენიმე ბავშვი მაინც დააკლდება ამინდის გამო დარწმუნებული ვარ. მეც როგორ მიყვარდა, ის დღეები, რაღაც სასწაულით თუ დავითანხმებდი ჩემებს და სკოლას გავაცდენდი.. თითქმის მივუახლოვდი სკოლას, შევუხვიე და ამ დროს ისეთი სიჩქარით გამოვარდა მანქანა, საწინააღმდეგო მიმართულებით გადავუხვიე, რათა ამეცილებინა.. მეგონა გადავრჩითქო, ჩემს წინ მომავალი დემეტრე, შევნიშნე.. გული გამისკდა რამდენიმე წამში, ყველა სცენარმა გადაიარა და მე უკვე ციხეში ვზივარ.. დავინახე გაბრაზებულმა როგორ მოუარა მანქანას.. -ყველა სიკეთესთან ერთად ჩემი მოკვლაც გქონდა განზრახული..? -ვერ დაინახე..? მანქანას ავარიდე, თორემ.. -არა ფსიქოლოგიურად მშლი უკვე ჭკუიდან და ბარემ ფიზიკურადაც გინდა ბოლო მომიღო..? -ფიზიკურად მინდა ჩემი თვალსაწიერიდან გაქრე.. შენი მოშრება რომ მინდოდეს, სხვა გზებს მივმართავდი.. ახლა კი როგორც ხედავ სიარულის უნარი შეგწევს ისევ და შეგიძლია გამატარო, მეჩქარება..-დიდად აღარ ვაცადე აზრის დასრულება, გზა განვაგრძე, ახლოს მივაჩერე მანქანა და როგორღაც სკოლამდეც მივაღწიე.. მე მეგონა დიდად აღარ ვნახავდი, მაგრამ მეორე გაკვეთილის შემდეგ, დირექტორმა დამიბარა.. აი ის მომენტია, როცა იცი არაფერი დაგიშავებია და მაინც ისეთი განცდა გაქვს თითქოს დანაშაულზე წაგისწრეს.. შევედი და იქ დამხვდა დემეტრეც.. არ შევიმჩნიე და თავი ისე მოვაჩვენე თითქოს არც დამინახავს.. -პირდაპირ დავიწყებ, არ მინდა რომელიმე მოგაცდინოთ.. მოკლედ მირანდა, ეს პროექტი, რომელშიც დემეტრეა ჩართული, შენი წამოწყებულია, საწყისი ეტაპისთვის მშვენივრად მიდის, ბავშვებსაც მოსწონთ და ვფიქრობთ უკვე დროა სერიოზულად დავიწყოთ მუშაობა.. -რას გულისხმობთ..? -პროექტზე მუშაობას, ბავშვების ჩართულობით და თქვენ ორის გაერთიანებაა საჭირო.. დემეტრე თავს მშვენივრად ართმევს საქმეს, თუმცა მასწავლებელი არაა, არ აქვს ყველაფერი იმისთვის რათა მარტომ გაართვას თავი, შენზე უკეთ ვერავინ დაეხმარება.. უამრავ პროექტზე გიმუშავია და პირველი ადგილიც არაერთხელ დაგიკავებია.. იცოდე უარი არ მითხრა, სხვა შენს ადგილას არც განიხილება.. -მე ვიცოდი..-დემეტრეს უნდა რაღაცის თქმა, თითქოს აზრს ვერ მოუყარა თავი..-ბავშვებთან ვთანამშრომლობ, წიგნს ვკითხულობთ ერთად, მაგრამ ეს პროექტი, რას გულისხმობს.. ? -ისევ წაიკითხავ წიგნს მათთან ერთად, ახლა დამატებით სპეციალურად შერჩეულ წიგნებზე იმუშავებთ, განიხილავთ, შექმნით ნახატებს, მოხდება ამის ასახვა ფოტოებზე, ამ ყველაფრის განხილვა და საბოლოო პრეზენტაცია რა გზა გაიარეთ, რა შედეგამდე მიხვედით.. -ერთად მუშაობა აუცილებელია..?-ბოლო გაბრძოლება იყო დემეტრეს მხრიდან, არადა თავიდანვე ადვილად შესამჩნევია უიმედობა.. -აუცილებელია, მირანდა იდეალურია, დარწმუნებული ვარ კარგად ითანამშრომლებთ.. აი ორივესთვის გავაკეთე ასლი, საწყის ეტაპებზე რაზე უნდა იმუშაოთ, დასრულებულ ვერსიას კვირის ბოლომდე გადმოგიგზავნით, გარკვეული განახლებები შეიტანეს და ჩვენც გვაქვს რაღაცები გასასწორებელი..- ვერაფერი ვთქვი, მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, თუმცა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, თან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი.. მგონი არც იყო სათქმელი არაფერი, თანაც რადგან ჩემი წამოწყებაა ვერც სხვას ავკიდებ.. რამდენ პროექტზე მიმუშავია და ეს იქნება კატასტროფა.. მე კი პროექტებთან მიმართებით იდეალური ვარ, არანაირი შეცდომა.. გგონიათ ვხუმრობ..? კატასტროფაში არასდროს მოვყოლივარ, თუ პირდაპირი მნიშვნელობით იმ დღეს არ ჩავთვლით, სიარულის უნარი როცა წამერთვა.. მთავარ თემას გადავუხვიე.. როგორ უნდა ვიყო იდეალური საქმეში, როდესაც იმ ადამიანთან ერთად მომიწევს თანამშრომლობა, რომელთანაც..-მირანდა.. -დიახ.. ყველაფერი გასაგებია..-კაბინეტი დავტოვეთ.. ვუყურებ ინფორმაციას, რომელიც წესით უნდა მეხმარებოდეს გაგებაში, რა უნდა გავაკეთო ამ იდიოტთან ერთად და არაფერი მესმის.. ბრაზისგან..? იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მინდა.. -ნეტავ გაგეტანე მაინც ამ დილით, ამ ოთახში მაინც არ აღმოვჩნდებოდით და ამ "სასიამოვნო" ინფორმაციას მაინც არ გვახარებდა.. -უფრო სწრაფად მეტარებინა მანქანა..? კიდევ შეიძლება, იმ სიჩქარის გათვალისწინებთ რასაც მე ვატარებდი, მაქსიმუმ, რამე მოგეტეხა.. დავიჯერო გვაწყობს ეგ ამბავი..? უბრალოდ მოტეხილობა..?-ეს უკვე იტალიურად ვუთხარი, რადგან სკოლაში, დირექტორის კაბინეტის წინ ასეთ თემაზე მასწავლებელი არ უნდა ლაპარაკობდეს.. -ბარემ გინდა ერთი დარტყმით ჩამოდო მიწაში, რაც სრულიად გასაგებია.. -საწამლავზე და ნელ სიკვდილზე რას იტყვი..? -სისასტიკე მომწონს, უტიფრობაში თუ არ ჩამითვლი გეტყვი, რომ გიხდება.. -კომპლიმენტად მივიღებ..- ნეტა სკოლა მალე დასრულდებოდეს, ეს არასდროს მინატრია და ახლა აქ ვარ.. - მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს კლასს, ახლა სპორტი ეწყება, კლასში შევიდეთ, თუ თავისუფალი ხარ და პირველი ნაბიჯები დავგეგმოთ.. -რაც მალე მოვიშორებთ მით უკეთესი.. . . . სანიმუშო, სანატრელი ოჯახი გარშემომყოფებისთვის.. ქმარი, რომელსაც ცოლზე მზე და მთვარე ამოსდის, ქალიშვილი იდეალურობის განსახიერება.. როდესაც გარეთ ვიყავით, ვიცოდი არ მქონდა არანაირი უფლება შეცდომა დამეშვა, ვინმესთვის ერთი გადაბრუნებული სიტყვა მეთქვა, არასწორი ნაბიჯი გადამედგა.. თმის ერთი ღერიც კი თავის ადგილზე, იდეალურად უნდა ყოფილიყო.. მშობლებმა დამაპროგრამეს, იდეალურ ქალიშვილად და მეც ვასრულებდი ჩემს როლს.. შემდეგ აღმოჩნდა აღარ მინდოდა მსახიობობა, ძალდატანებით ღიმილი იმდენად დამღლელი აღმოჩნდა ამდენი ხნის მანძილზე, გვიან გავიაზრე.. თითოეული ნივთიც კი სხვების დასანახად იდო, ნივთებს არანაირი ისტორია არ გააჩნდათ და თუ გააჩნდათ, ჩემთან ახლოს არ იყო.. კამათის სესიების შემდეგ, მაინც ჩემი გავიტანე და ბებიასთან გადავედი საცხოვრებლად.. იმდენად დავისვენე, თამაში, რომ არ მიწევდა ყოველ წამს, ბებიასთან ჩემი თავი ვიყავი და ეს სრულიად საკმარისი იყო.. ახლა, საღამოს ისეთ ადგილას მიწევს ყოფნა, სადაც ყველა უნაკლოდ გამოიყურება, მაგრამ თითოეული ადამიანი თამაშობს.. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ნიღაბი, რომელსაც ატარებენ ყოველთვის აშკარაა, რადგან არ არსებობს ნიღაბი, რომელიც იდეალურად მოგერგება..იძულებულიც კი ხარ, საკუთარი თავის აირჩიო.. ამ ყველაფერზე ბავშვობა მახსენდება.. როგორ უნდა გავატარო რამდენიმე საათი ამ ადგილას წარმოდგენა არ მაქვს, იმდენად გადავეჩვიე, ნაცნობია თუმცა ამავდროულად ძალიან უცხო.. -ბარბარე, ახლა ისეთი ადამიანები უნდა გაგაცნო.. -მამა, ამაზე არ შევთანხმებულვართ.. -შენი ძვირფასი 5 წუთი დამითმე როგორმე და აღარ შეგაწყენ დიდად თავს.. -სხვა გზას მაინც არ მიტოვებ..- არ შემიძლია გავიქცე, აქ ყოფნა გარკვეულწილად მჭირდება კიდეც.. მამაჩემი ტრიალდება და როგორც ვხვდები მისკენ მომავალთ უღიმის.. -მოგესალმებით, მიხარია თქვენი მოსვლა.. -ასევე ჩემო კარგო.. აბა შენს ქალიშვილს არ გაგვაცნობ../? -ბარბარე..-მათკენ მივტრიალდი და გაკვირვებული დავრჩი.. ყველაფერს ველოდი ამ სცენის გარდა.. -მალხაზ შერმადინი და მისი ვაჟი ირაკლი შერმადინი.. ჩემი ქალიშვილი, ბარბარე.. -მოხარული ვარ შენთან შეხვედრით, მამაშენი შენზე ბევრს ლაპარაკობს.. -მე და მალხაზი ხშირად ვთანამშრომლობთ, ბოლო პროექტზეც ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომელშიც შენც ახლახან ჩაერთე.. -მეც მიხარია თქვენთან შეხვედრა.. ამ პროექტზე მამასაც და მეც დიდი მოლოდინები გვაქვს.. -შენი წყალობით ყველაფერი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე ვიფიქრებდით.. ხომ გითხარი- მამაჩემს ახედა- ახალგაზრდები მაინც სხვანაირად უყურებენ ყველაფერს.. -სამწუხაროდ, დროში ვიწელებით.. -მშენებლობა ისეთი რამეა, რთულია ზუსტი დროის განსაზღვრა.. ეჰ ნეტა ჩემი შვილიც შენნაირად იყოს ჩართული.. -არ იდარდო მალხაზ, ბარბარეც მხოლოდ ამ პროექტზე დამთანხმდა, მერე რას იზამს ვინ იცის.. ყოველდღე ჰკითხო სად მუშაობო, სხვადასხვა რამეს გიპასუხებს, ამდენჯერ სამუშოს გამოცვლას როგორ ახერხებს ვერც ვიაზრებ.. -ასეა ასე.. ირაკლი ვერ ხედავ, ბარბარეს მეწყვილე არ ჰყავს, ჩვენს გარშემო კი ყველა ცეკვავს.. -იცით მე არ.. -ბარბარე, მალხაზს ვეთანხმები..-მამა მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა-ერთი ცეკვა და შეგიძლია წახვიდე -მამა, ისევ აგრძელებ ამ თამაშებს, აქ ჩემი სურვილით ვარ.. მინდოდეს და აქამდე როგორღაც წავიდოდი..- მამას ოდნავ მოვშორდი- მაპატიეთ ახლა არ შემიძლია, ცოტახნით ჰაერზე უნდა გავიდე.. -ხომ კარგად ხარ..? -კი კი, ახლავე დავბრუნდები..- ეს სიტუაცია იმდენად აუტანელი ხდება, ჰაერზე გასვლა ნამდვილად მესაჭიროებოდა.. არც კი ვიცი რატომ ველოდებოდი ირაკლის გამოჩენას, არ გამოჩენილა.. მოაჯირს ვეყრდნობი და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ.. ამ დროს მიახლოვდება ნაცნობი სახე, წამით ვიბნევი, თუმცა მალევე მახსენდება.. იმ ადამიანის შვილია ვინც ახლახანს ვამხილე, მას მოუწია სავარაუდოდ ყველაფრის გადაბარება, რადგან მამამისი მიუხედავად იმისა არ არის დაკავებული, ხალხში აღარ ჩნდება.. ჩემთან შორიახლოს ჩერდება, წესით უნდა მინდოდეს წასვლა, მაგრამ რაღაც მაკავებს.. -თქვენც აქედან გაქცევის გეგმაზე ფიქრობთ, თუ სხვა მიზეზით ხართ აქ..? - წამიერად გამომხედა.. -გაქცევის გეგმა თან არაერთი, მანამდე მაქვს მოფიქრებული, სანამ გასაქცევად მექნება საქმე.. -წინდახედული ბრძანდებით.. როგორც ჩანს აქ ყოფნა აუცილებელია, თორემ აქამდე მოახერხებდით წასვლას.. -მართალია.. კარგით, ჩემი დაბრუნების დროა, იმედია ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ წარიმართება.. -არ გაგვიცნია ერთმანეთი.. -თავის მოჩვენება არცერთს წაგვადგება, მშვენივრად ვიცით ორივემ ვინ ვინაა.. -ჟურნალისტი, რომელსაც ჩემს ოჯახზე არაფერი დაუწერია, მგონი ერთადერთი ხარ.. და კი როგორღაც დაემთხვა, ცნობილი ბიზნესმენი მამათქვენია..-გამეცინა ჯერ იმაზე, უბრალოდ ბარბარე ქავჟარაძეს, იცნობს როგორც ჟურნალისტს და საერთოდ მე რომ ვარ წყარო, ყველა სტატიის რაც კი მის ოჯახზე დაწერილა.. -რჩევა სანამ წავალ.. ყველაფერი რაც მამათქვენს უკავშირდება მალე ჩამოიშლება, იქნებ ეცადოთ მაინც ნანგრევებში არ მოჰყვეთ.. ტყუილად ცდილობთ იმის გადარჩენას რასაც საძირკველი მყარი არ აქვს რეზი..- შეიძლება უნდოდა კიდეც რაღაცის თქმა, მაგრამ არ დავაცადე ისე გავეცალე და დავუბრუნდი მასკარადს.. მამაჩემი ვიღაცასთან საუბარში იყო გართული.. შერმადინი კი მხედველობის არიდან გაქრა.. ამ მომენტში ერთადერთი რაც მძულს არის ის, რომ მეც ნიღაბი მიკეთია, შეიძლება კარგი მოტივით, თუმცა ნიღაბი ნიღაბია.. შესასვლელისკენ ვინაცვლებ და მეორე სართულზე ავდივარ.. არ ვიცი, ფაქტობრივად აქაურობა სრულ სიბნელეს რატომ მოუცავს.. ტელეფონის ფანრით გზას ვიკვლევ და ვეძებ ოთახს, საჭირო წარწერით.. შევდივარ კაბინეტში, მივდივარ მაგიდასთან და უჯრებს ვათვალიერებ.. ნაბიჯების ხმა მესმის, მაგრამ ზუსტად ვიცი ის ერთი საბუთის ნაგლეჯი სადღაც აქ უნდა იყოს.. ძლივს მიგნებულს ფოტოს ვუღებ და ამ დროს ვგრძნობ ვიღაცის ხელს.. ასე არსაიდან აღმოვჩნდი აივანზე და შუქიც ინთება.. გაკვირვებული შევცქერი ირაკლი შერმადინს, რომელმაც ფაქტობრივად გადამარჩინა.. დამშვიდდიო.. პირის მოძრაობით ვხვდები, წესით ეს უნდა ეთქვა.. კიდევ დააპირა რაღაცის თქმა და პირზე ხელი ავაფარე, ყურადღებას მიფანტავს, მე კი მჭირდება გავიგონო, შიგნით რა ხდება.. -"ამოიღე დანები" რა შუაშია..? -ზედმეტი მოსდის, სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ ვინ და ვინ მუშაობს. -თავადაც ხომ იცი ჯერ ვერავინ მოახერხა საიტის გატეხვა, მარტივი საქმე არაა.. -ჩვენი საქმიანობაც საფრთხის ქვეშაა, სადაც ის ყველაფერი გაიგო, ამის გაგება გაუჭირდება..? -როდის ჩამოდის ბოლოს..? -ერთ კვირაში, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.. მიდი, რაც საჭიროა აიღე და წავედით..- ისე ჩურჩულებდნენ ძლივს მესმოდა, როგორმე უნდა დავინახო მეთქი და ირაკლი არ მაძლევს ამის საშუალებას.. -რეზი მაცადე თუ ძმა ხარ.. ესაა ხომ რაც გვჭირდება..? -ეგაა ეგ, წავედით..-ბოლოს მაინც მოვკარი თვალი მიმავალ რეზის, ცოტახნის წინ რომ ვესაუბრებოდი.. ვიცოდი მამამისი რაც იყო და არ მეგონა რეზიც ასეთ საქმეებში თუ იყო გარეული.. მაინც გავხედე ბოლოს ოთახში მყოფთ.. როგორც კი ვრწმუნდები ოთახი დატოვეს, პირზე აფარებულ ხელს, ნელ-ნელა ვაშორებ.. წამიერად ვერ ვხდები, რატომ არ მცირდება მანძილი და ვიაზრებ ჩემს ხელს თან მოჰყვება.. არც მქონია ბოლომდე მოშორებული, ტუჩებით ეხებოდა ხელს.. სანამ ჯერ კიდევ ახლოს ვარ, ხელზე წამიერად და თითქმის უგრძნობლად მკოცნის.. -აქ რას აკეთებ..? -მეც იგივე კითხვა მაქვს, ეს იყო შენი ჰაერზე გასვლა..? კაბინეტში შეპარვა და საბუთების მოპარვა, ანდაც რაში გჭირდება..? -არაფერი მომიპარავს.. -ფოტო ხომ გადაიღე.. -ვერც მოვასწარი ისე წამომათრიე.. -გინდოდა შემოსულიყვნენ და დაენახე..? -არაფერი ჩანს და წაიღებდნენ კიდეც, ვერ მოვასწარი.. -შენ რა იცი რას წაიღებდნენ..? -თუ შეგიძლია სწორ დროს, მნიშვნელოვნის და უმნიშვნელოს გარჩევა, შენც გეცოდინებოდა.. -რა საქმეებს ატრიალებ, ქალბატონო ბარბარე..? -არაა, შენი საქმე.. -მაშინაც არ იქნება ჩემი საქმე თუ გეტყვი, ფოტოები გადავიღე, თანაც არაჩვეულებრივი ხარისხით..? -მაჩვენე.. -ჩემი საქმე არაა.. -ირაკლი.. მაჩვენე.. -პირადად გამოგიგზავნი, ერთი პირობით.. -პირობებზე გადავედით..? -გინდა თუ არა ფოტოები.? -შენ რაღა გინდა..? -ცეკვა შენთან ერთად.. -სერიოზულად..? -კარგი მე წავალ, როგორც ჩანს არც ისე მნიშვნელოვანი საბუთები იყო.. -მოიცადე.. ცეკვა აუცილებელია..?- და ასე აღმოვჩნდით აივანზე გადამალულები, დარბაზში.. გამარჯვების ღიმილით გადმომხედა, მომიახლოვდა ჩემს წინ მდგომი და ცეკვა დავიწყეთ..- იცი მაინც ხომ რომ ჩემს გემოვნებაში საერთოდ არ ჯდები..? - წარმოიდგინე და არც შენ.. -აბა აქ რას ვაკეთებთ..? -ამ მოსაწყენ საღამოებზე ცოტა გართობა აუცილებელია, მე კი როგორ ვერთობი შენი სახის ყურებით ვერ წარმოიდგენ.. -მამაჩვენებმა წარმოდგენაში უკვე დაგვაქორწინეს, ხვდები მაინც რას აკეთებ..? -უმნიშვნელო იმედი გაუცრუვდებათ, დიდი ამბავი.. ახალი გოგოს მოძებნას დაიწყებს.. -ამ პროექტზე თუ მუშაობენ არა მგონია ასე მარტივად დაგვანებონ თავი.. მამაჩემის გარგიბებიღა მაკლდა.. თავის ტკივილი ხარ ირაკლი და მეტი არაფერი.. -მე შენთვის პრობლემას საერთოდ არ წარმოვადგენ, უკანასკნელი ვისზეც უნდა ინერვიულო, ირაკლი შერმადინია.. . . . დამღლელი დღეც თითქმის დასრულდა, ძალიან რთულია იმ ადამიანთან ერთად იმუშაო, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი გაღიზიანებს.. ბავშვების გამოღა ვიკავებდი უმეტესად თავს, არ შემემჩნია ჩემი დამოკიდებულება დემეტრეს მიმართ.. როგორც იქნა წავიდა და მეც გავთავისუფლდი.. სადაცაა კლასი უნდა დავტოვო, ზარის ხმა მესმის, უნებურად ჩემსას დავხედე, არადა ზუსტად ვიცი ამ ზარს ცხოვრებაში არ დავაყენებდი.. ეტლს ვატრიალებ და ვათვალიერებ ხმა საიდან მოდის, ვუახლოვდები ვიღებ და ვპასუხობ.. -დემე სად ხარ..? ვერ მორჩი აქამდე დავიჯერო..? -გამარჯობა.. -დემესთან ვრეკავდი, არადა ვიცი ნომერი არ მეშლება.. -ტელეფონი დარჩა.. -თქვენ.. -მასწავლებელი ვარ, მასთან ერთად მიწევს მუშაობა..თუ შორს არ ხართ მანქანით ვარ და მოვიდოდი, ახლა გამოვედი სკოლიდან.. -აი თავადაც მოვიდა.. სად გაქვს ტელეფონი, აგიფეთქე.. ვიცი დაგრჩა, ახლა ველაპარაკებოდი.. -მირანდა.. -მირანდას..-დემეტრეს უკმაყოფილებამ, ჩემი სახელის გაგონებისას აქამდეც მოაღწია..-უნდა მივბრუნდეთ მოკლედ, სხვა რა გზაა.. -მეჩქარება და უნდა გავიდე უკვე.. -სად იქნები და მოვალთ..-ჩაგიგდებ მეთქი ლოკაციას და გავუთიშე.. ახლახანს გავიაზრე, იმ უტიფრის ტელეფონი მაქვს ხელთ, ფსკერამდე არ ჩავიდე და ზედაპირი დავათვალიერო შეიძლება..? ჩემს თავს უარი ვუთხარი, მაგრამ ვერ მოვითმინე.. მოუწია ჩემი ნომერი ჩაეწერა და ნეტა როგორ ვუწერივარ.. არ არსებობს იდიოტი.. ისე დიდად საინტერესო კონტაქტები არ აქვს, ოჯახი მეგობრები (მათი სახელებიდან გამომდინარე) და ასე შემდეგ.. გალერეაში შევედი, კიდევ ორი წუთი მაქვს, მეგობრებთან ერთად, ოჯახური ფოტო.. დანარჩენი კი აშარად მოგზაურობიდანაა, მეც მომინდა.. ჯერ ესეც ზედმეტი იყო და კიდევ არ დაიმატო ცოდვა თქო და გამოვრთე.. მარგარეტს უნდა შევხვდე ბარში, გარდა იმისა, მეგობარია და მისი ნახვა მინდა, ასევე საქმეც მაქვს.. როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე.. რა თქმა უნდა, მარგარეტი უკვე ადგილზე დამხვდა, მივესალმე და ადგილი დავიკავე, ისე როგორ მოუხდებოდა ამ სიტუაციას, "დაღლილი მივესვენე..სკამს, დივანს" რა მნიშნელობა აქვს, მაგრამ რას ვიზამთ.. -ეს ვისი ტელეფონია..? -თანამშრომელს დარჩა და ახლა უნდა დავუბრუნო..მოვა მალე..-დაახლოებით ათ წუთში მოვიდნენ, დემეტრე და მის გვერდით მდგომი, ის უნდა იყოს ვისაც ველაპარაკე.. -მოგესალმებით.. -გამარჯობა.. -ინებე შენი ტელეფონი, შეგიძლია წახვიდე.. -მადლობა..-თავი მსუბუქად დავუკარი, ნიშნად იმისა, გასაგები და მისაღებია მისი მადლობა.. ასევე იმის გამოც, მასთან ლაპარაკის გაგრძელება არ მსურს და რაც მალე წავა მით უკეთესი.. -მე უჩა იოსელიანი, ტელეფონზე ვინც გესაუბრებოდა.. -მირანდა ლორთქიფანიძე, სასიამოვნოა..-ძალაუნებურად და ზედმეტად ბუნებრივად მარგარეტის ჯერიც დადგა.. -მარგარეტი ასათიანი.. -სასიამოვნოა.. გვეჩქარება და გარეთ მეგობარი გველოდება, უნდა დაგემშვიდობოთ.. შეხვედრამდე.. -ნახვამდის..- უჩა იმდენად დადებითი პიროვნება აღმოჩნდა, მისმა მოსვლამ გამახალისა კიდეც და მარგარეტზე რა გითხრათ, ჯერ გონს ვერ მოსულა.. ფიქრები და მგონი გულიც თან გააყოლა.. კარგი ეს ხუმრობით მაგრამ აქამდე არ ეკლდა არაფერი.. -შეხვედრამდე გეთქვა შენც.. დაგეტოვა რაღაც იმედის მომცემი.. -ნუ დამცინი შენ და ნუ აზვიადებ არაფერს ტყუილად.. -არ ვიცი რა იყო, მაგრამ არაფერზე მეტი ნამდვილად იყო.. -მირანდა, საქმეზე გადადი, თორემ წავალ ახლავე.. -საქმეზე მაინც გადავალ, თორემ ისე დავგორავ ყველგან..-ვითომდა გაბრაზებულს მაინც გაეცინა.. -კარგი.. ბავშვებისთვის ზუსტად რისი მოწყობა გინდა და როდის, ყველაფერი უნდა განვიხილოთ.. -ხომ იცი როგორი ძნელი შეიძლება იყოს, საკუთარი თავის დამკვიდრება.. ასეთი რამ მოვიფიქრე, გვაქვს გარკვეული მოთხრობები, რომლებსაც განვიხილავთ, და შემდეგ ბავშვებმა ამის მიხედვით გარკვეული ეპიზოდი უნდა დახატონ.. მათ რომ მოტივაცია მიეცეთ, ვისაც შინაარსობრივად ყველაზე კარგად გაითავისებს ამ მოთხრობებს და ყველაზე კარგ ნამუშევარს წარმოადგენს, მათი ნახატების მეშვეობით გამოფენა მოეწყობა.. რამოდენიმე კლასი მიიღებს მონაწილეობას.. ბავშვებიც და მოზარდებიც.. -ძალიან მომწონს, კარგი იდეაა, ცოტა რთული იქნება მოწყობა მაგრამ, მაგას ვინ ჩივის.. -წარმოდგინე ბავშვი ხარ და შენს ნახატს, გამოფენაზე რომ დაინახავ, რამდენად გაგიხარდებოდა..? ვინც ვერ გაიმარჯვებს მათთვის სხვა საჩუქრებს გავაკეთებ, რათა გული ნაკლებად დასწყდეთ.. -ნეტა შენნაირი მასწავლებელი მყოლოდა..-გაეცინა.. შეიძლება სხვისთვის დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვერც კი გადმოვცემ რამდენად მნიშვნელოვანი მსგავსი რამის მოსმენა.. მახსოვს როგორი რთული იყო სკოლის პერიოდი, ამიტომაც მინდა როდესაც ბავშვები ჩემს კლასში შემოვლენ, უხაროდეთ.. სტრესი შეუმცირდეთ, ცუდი დღე გაუხალისდეთ.. დაინახონ, მათი ესმით.. - სამაგიეროდ, არც ცუდი მეგობარი ხარ და ამასაც არაუშავს.. -ოჰ, არაუშავს არაა..-გაგვეცინა და დაგეგმვა გავაგრძელოთ, იმ ნაწილის რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია.. ჯერ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი.. . . . ირაკლიმ დანაპირები ნამდვილად შეასრულა და გადაღებული ფოტოები გამომიგზავნა.. კედელზე გავაკარი, უფრო კონკრეტულად რუკაზე, რომელიც უკვე სხვადასხვა ფოტოებითაა სავსე.. ზოგიერთი ადგილი ძაფებითაა მონიშნული, თავისი ფერებით და მათი მნიშვნელობებით.. იმდენი დეტალია, ჩემს გარდა არამგონია ვინმე მიხვდეს, საერთოდ რაზე ვმუშაობ.. ირაკლის გამოგზავნილი ფოტოები მივამატე.. კითხვა, რა ვიცი ახლა..? ვიღაცას ძალიან კარგად აქვს დაორგანიზებული, ამიტომაც ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი.. რამოდენიმე ქვეყნიდან, შემოდის სატვირთო, დიდი ალბათობით ნარკოტიკები შემოაქვთ.. ან სხვა რაიმე, არალეგალური.. უმეტეს წილად მამაჩემის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, ალბათ ამიტომაც მეჩვენა ყველაფერი საეჭვოდ და ზედმეტად ადრიანად.. ამასთან დაკავშირებით არანაირ სიახლეს არ გადააწყდებით.. მოკლედ, ყველაფერი ზედმეტად სწრაფად ხდება, რამოდენიმე წუთით ჩერდებიან და უკვალოდ ქრებიან.. თქვენ გგონიათ მთავარი მიზანი, ამის შეჩერებაა..? არა ეს ზედაპირია, ჩემი გეგმაა ფსკერამდე ჩავიდე და გავიგო ამ ყველაფერს ვინ ხელმძღვანელობს, სადაც აქამდე მივიდნენ, რომ ასე თავისუფლად გადაადგილდებიან, ძლიერი კავშირები აქვთ.. მამაჩემის ასისტენტს, ბევრი რამ ეცოდინება, რადგან ამ გოგომ ახსენა, ბევრი უფროსი ჰყავს, ბევრი გავლენიანი ადამიანია გარეული და უბრალოდ არალეგალური ნივთიერების ან ნივთების შემოტანას არ დასჯერდებიან, უფრო გრანდიოზული ექნებათ დაგეგმილი.. ამიტომაც ჩემი მიზანია ვიპოვო ამ ყველაფრის წყარო და შევაჩერო მანამ სანამ ყველაფერი დაგვიანდება, სანამ ახალ ამბებში მოისმენთ როგორ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები.. არის თუ არა მამაჩემი ამ ყველაფერში გარეული..? გამორიცხული არაფერია, არ მინდა დასკვნები ნაადრევად გამოვიტანო. ეს ყოველივე თეორიაა და სანამ ყველაფერს არ გავარკვევ, სანამ ხელთ ფაქტები არ მექნება, ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელე და ჩემი ფანტაზია რომც იყოს, ვერ მოვისვენებ.. მირჩევნია ვცდებოდე, ვიდრე სანანებელი მქონდეს ნეტავ უფრო ადრე დამეწყო გამოძიება მეთქი.. შემდეგი ტვირთის შემოტანის დრო ვიცი, ახლა უნდა გავიგო სად შემოიტანენ.. ამჯერად დაგვიანების უფლება არ მაქვს.. გადავსებულ კედელს ვუყურებ.. უნდა გავიგო მამაჩემის ასისტენტი ვის ელაპარაკებოდა.. ამიტომაც კარგია, უკვე მამაჩემთან ვმუშაობ.. ვემზადები და სამსახურში მივდივარ, მამაჩემის მაშასადამე მისი ასისტენტის განრიგი ზეპირად ვიცი.. როდესაც მე ოფისში მივედი, ისინი ახლა შეხვედრაზე არიან, თავს ვისულელებ, რომ ეს არ მახსოვდა.. ასისტენტის მაგიდასთან ვჯდები, საკმაოდ ბევრი ზარი შემოდის, მაგრამ ის ადამიანი აუცილებლად დაურეკავდა, არამხოლოდ პირად ტელეფონზე, კომპანიისაც.. შემოსულ ზარებს გადავხედავ და წესით უნდა მივხვდე, რომელია საეჭვო.. ისე რატომ მგონია, აუცილებლად კომპანიის ტელეფონზეც დაურეკავდა..? ეს გოგო ყოველთვის ლაპარაკობს, ხშირად უცნაურად იქცევა როცა ახლოს უნდა ჩაუარო და თითქოს ლაპარაკს წყვეტს, არა ყოველთვის, რადგან აშკარაა როცა კლიენტს ელაპარაკება, მაგრამ მაინც.. ამიტომაც ის იქნება თუ არა ვინც მე მინდა, საინტერესო კონტაქტებს მაინც უნდა გადავაწყდე.. იმდენად გავერთე ნომრების ძიებით, მოახლოებული ადამიანი ვერც შევამჩნიე, -უკაცრავად შეიძლება..? ქალბატონი ბარბარე მინდოდა, ხომ არ იცით სცალია.?.-მომაბეზრებელი მზერით ავხედე ირაკლის, რომელსაც კმაყოფილი ღიმილი ამშვენებს.. -არ სცალია, სხვა დროს მობრძანდით.. უკეთესი იქნება თუ არასდროს.. -არადა მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.. -მითხარით თუ რამე გინდათ და გადავცემ.. -არა პირადად უნდა ვესაუბრო..-რაც მინდოდა ვნახე, უცებ ამოვიწერე წებოვან ქაღალდზე და ჩანთაში ჩავაგდე.. -ლოდინი მოგიწევს-წამოვდექი..-იქნებ ისევ ფოსტას მიმართოთ და წერილი გაუგზავნოთ.. ნახვამდის.. -თქვენს ადგილზე დარწმუნებული არ ვიქნებოდი.. -რაში..? -თქვენ საქმეს ასრულებდეთ სათანადოდ.. -ირაკლი რა გინდა..? -ვიწყებ ფიქრს, მამაშენთან მუშაობის დაწყებას, ჟურნალისტური მიზნები ერთვის თან.. უკვე იმდენ ადგილას გამოგიჭირე.. -მე გამომიჭირე..? შენც ზუსტად იქ იყავი სადაც მე, შენ რა მიზნები გამოძრავებს..? არ მაინტერესებს რაც გინდა ის იფიქრე, შენთვის დრო არ მაქვს.. -არადა ყველაზე მეტად ვისთვისაც დროს უნდა ათავისუფლებდე, მე ვარ.. -რატომ..? ისევ თუ მოიწყინე და გასართობს ეძებ, მაგის დრო ნამდვილად არ მაქვს.. -შენი აზრით მართლა არ ვიცი, აქ რას აკეთებ..? -გამოცნობით საუბარს, იქნებ პირდაპირ გადახვიდე საქმეზე.. -ამის გარჩევა აქ გინდა ..? კი ბატონო.. სულელი გგონივარ და კავშირს ვერ დავინახავდი..? გამოფენის დროს მამაშენის ასისტენტს გადააწყდი, მაშინ შემთხვევით კი არ გადაეყარე გარეთ როცა გავიდა გაჰყევი.. ნომრების ბაზა გადაქექე, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ გაინტერესებდა იმ საღამოს ვის ესაუბრებოდა.. გავაგრძელო..? -დროა შენობა დავტოვოთ.. სალაპარაკო გვაქვს.. -მშვენიერი..- დიდად არ მიფიქრია, როგორც კი შენობა დავტოვეთ უახლოეს კაფეში გადავინაცვლეთ.. არც შეუმჩნევია არაფერი, ახლახანს ღიმილით გააცილა მიმტანი.. -გისმენ.. -მე მისმენ..? -ამ ბოლო დროს ყველგან მხვდები სადაც მივდივარ, მე კი დამთხვევების არ მჯერა.. რადგან პატარა რაღაც დააკავშირე, არ ნიშნავს რაიმე ინფორმაციას ფლობდე.. ასე რომ, ან პირდაპირ გადავალთ საქმეზე, ან შეკვეთილი ორი ფინჯანი ყავის დალევა მარტოს მოგიწევს.. -მომწონს შენი პროფესიონალიზმი იცი..? მოკლედ და კონკრეტულად გეტყვი, რადგან ასე გინდა.. ვფიქრობთ მე და შენ საერთო საქმეზე ვიკვეთებით და დიდი ალბათობით ერთ მხარეზე უნდა ვიყოთ.. -რომელი საერთო საქმე..? -თავს ნუ ისულელებ, ჭკვიანი გოგო ხარ.. დიდი ხანი არაა რაც მამაჩემს ვეხმარები, გარკვეული მიზეზის გამო.. მანამდე კი გემით მომიწია საქართველოში დაბრუნება, იქ გადავაწყდი ტვირთს, იმდენად დაცულია, რაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანია, უარესი კი რაც მოხდა არავის შეუმოწმებია.. -რატომ მიაქციე ამხელა ყურადღება ტვირთს, დაცვის გარდა უცნაური რა იყო..? -კიდევ უფრო ადრე, მეგობარს შევხვდი, გახარებული იყო ახალი სამსახური დავიწყეო, კომპანიაზე მიყვებოდა.. შემდეგ გაუჩინარდა, არავინ იცის ცოცხალია საერთოდ თუ არა.. მაშინ გემზე ზუსტად იმ კომპანიის ლოგო შევნიშნე.. როგორც გავარკვიე ახალ სამსახურს ეძებდა, თავიდან კი გახარებული იყო, მაგრამ უცებ აზრი შეიცვალაო და შემდეგ უჩინარდება.. -შეიძლება რაიმე ისეთი ნახა რაც არ უნდა ენახა.. -ზუსტად.. მარტივად მისახვედრია, რაიმე არალეგალური, რომ გადააქვთ, მათთან თუ მივალ, ჩემს მეგობრამდეც მივალ.. ამიტომაც ვფიქრობ შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას.. -ყოველთვის მარტო ვმუშაობ.. -ბარბარე.. -არ დამისრულებია.. -მაპატიე.. -მაგრამ, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მხოლოდ ამ საქმეზე და თავისი წესებით.. სანამ ამ წესებზე მოვილაპარაკებთ ერთი რამ უნდა იცოდე.. რადგან თანამშრომლობაზე გთანხმდები არ ნიშნავს, რომ გენდობი.. სანდო ადამიანი საერთოდაც არ ჩანხარ, იცოდე შენს ყველა ნაბიჯს დავაკვირდები.. გირჩევნია ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც საჭიროა.. -მუქარაზე გადასვლაც მოასწარი ყველა სიკეთესთან ერთად..? - თავი სულ ოდნავ გადაწია გვერდით და ჩაეღიმა..-საჭიროა არაა, ერთმანეთს ვენდობოდეთ, როდესაც საერთო მიზანი გვაქვს ბარბარე.. მხოლოდ გჯეროდეს რამდენად მინდა მათი გამოაშკარავება და მეგობრის პოვნა.. თუ რამე არ მოგეწონება მშვიდობიანად დავიშლებით, თორემ შენთან ზედმეტს როგორ გავბედავ.. -მოიშრე ეგ უაზროდ კმაყოფილი ღიმილი.. ისე არ წავიდეს რამე, როგორც მე მინდა, შენ სულ რომ "ბოროტმოქმედი" აღმოჩნდე, პრობლემა არ იქნება, კიდევ ერთი სამიზნის გასანეიტრალებელი გეგმის მოფიქრება.. -ყავას რატომ არ სხვამ..? -უგემურია და იმიტომ.. გემრიელი ვერც იქნება.. -რატომ..? -ჩემს გარდა ჩემი მოსაწონი ყავა არავის მოუმზადებია ჩემთვის, ეს ერთი.. მეორე, გემრიელი რომც იყოს გემრიელად ვერ დავლევ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც დიდად გულზე არ მეხატება.. -მოიცადე არ მოგწონვარ..?-ვითომ შეიცხადა.. -ასატანი ხარ, არ იდარდო.. -ოჰ, გულზე მომეშვა.. -კაცმა შემოგხედოს.. სერიოზული, კარგი შესახედაობის ხარ და ბოლოს ასეთი მასხარად როგორ გარდაიქმნები ხოლმე.. -ფიქრობ, რომ სიმპათიური ვარ... -სხვა არაფერი გაგიგია..? -სიმპათიური ხარო მითხარი და სხვა აღარც იყო საჭირო.. -თანხმობას 5 წუთში ნუ მანანებინებ, რა იქნება.. -დედოფალს თავისი მასხარა ესაჭიროება.. რა გაცინებს.. -ხვდები რომ მე დედოფალს და შენი თავი მასხარას შეადარე..? -არ მაქვს პრობლემა, პირადად შენთვის შემიძლია მასხარაც ვიყო.. -ირაკლი, უაზროდ თვალებს ნუ მიჟუჟუნებ და საქმეს მივხედოთ..-გაეცინა..მეც.. -როგორც მიბრძანებთ.. . . . -მასწავლებელო შეიძლება მე მონაწილეობა არ მივიღო..? -რატომ.. ყველაფერი რიგზეა..? -უბრალოდ არ მინდა..-კლასში მხოლოდ მე და ნიაკო ვართ, მის მერხს მივუახლოვდი, თავი დახრილი აქვს, აშკარაა რაღაც აწუხებს.. -შესანიშნავად ხატავ, იცი როგორ მჭირდება, შენი მონაწილეობა..? სხვა მიზეზი ხომ არ გაქვს, რის გამოც აღარ გინდა გაგრძელება..? -სხვებივით სწრაფად ვერ ვკითხულობ, ჩამოვრჩი უკვე, რა აზრი აქვს..? -გახსოვს ადრე ვისაუბრეთ ამაზე, მთავარი კითხვის სისწრაფე კი არაა, არამედ ის რომ ისიამოვნო, მეტი გაგიგო.. ვიცი ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს წაკითხვა..შენ არ იდარდო, დაგეხმარები კარგი..? მოიცადე აქ უნდა მქონდეს..- მაგიდას მივუახლოვდი და წიგნი გადმოვიღე..-ნახე წინადადების ყოველი პირველი სიტყვა გაფერადებულია, ეს მეტად დაგეხმარება, აზრის უკეთ გაგებაში.. ხვალ ხომ იცი ამ მოთხრობას განვიხილავთ.. -მადლობა, ვეცდები ხვალ უკეთ მოვემზადო.. -შენ თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა..-ნიაკო დამემშვიდობა და გავიდა, კი მომესმა გამარჯობა უთხრა ვიღაცას მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება.. ახლა სიტყვა მაინც რომ ვთქვა ტირილს ვერ შევიკავებ, რატომ მეტირება ყველაფერზე..? ხანდახან გული გამიქვავდეს მეთქი ვნატრობ, ამ ყველაფერს როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა.. -მშობლებს რატომ არ ესაუბრები..?-მივტრიალდი, დემეტრე დამხვდა.. -რა..? -გგონია ადამიანს რომელსაც დისლექსია აქვს, მხოლოდ ეგ შენი წიგნი დაეხმარება..? -როგორ ბედავ ამ ტონით საუბარს..? ოჰ გგონია ეს არ გავაკეთე..? გგონია არ ვესაუბრე მშობლებს, შემოწმებაა საჭირო მეთქი და რა მიპასუხეს არ გაინტერესებს..? ჩემი შვილი ჩამორჩენილი არ არისო.. ვეცადე რაც შეიძლება თბილად, მივდგომოდი, მაგრამ არ უნდათ მათი შვილს დასცინონ, ვერ ხვდებიან უარესს აკეთებენ.. მე ნიაკოს მასწავლებელს კი ისღა დამრჩენია, ის გავაკეთო რისი შესაძლებლობაც მაქვს, გაიგე ბატონო დემეტრე..? თუნდაც მთლიანი წიგნის გაფერადება იყოს საჭირო, ოღონდ ოდნავ მაინც გაუადვილდეს ნიაკოს კითხვა.. -მე არ.. -სანამ მსგავს პოზიციაში კიდევ აღმოჩნდები, რომ ჩემს კომპეტენციაში ეჭვს შეიტან, დაფიქრდი.. იქნებ ფაზლის ერთ ნაწილს აღარ მიაშტერდე და მთლიან სურათს შეხედო.. ან ფაზლის იმ მიყრილ ნაწილს, რომელიც მიმოფანტულია, არ აგიწყვია და ის მაინც გაანალიზო ყველაფრის მცოდნე არ ხარ.. უკვე დავიღალე შენი ნაადრევი დასკვნების გამოტანით.. -არ მინდოდა, უბრალოდ არ მინდა ნიაკომაც ის გზა გამოიაროს რაც ერთ დროს მე..- ხელმეორედ უკვე გაოცებულმა გავხედე.. -ამიტომაც მიჰყავი ხელი საბავშვო ლიტერატურას..? -მცდელობა მაინც მაქვს, იქნებ ისეთი წიგნი მივაწოდო ბავშვებს, რომელიც ერთ დროს მე მჭირდებოდა.. -მიზანს ვერ დაგიწუნებ, იმედია შეასრულებ კიდეც, თუმცა შენი ამჟამინდელი წიგნით არამგონია ეგ მოხდეს.. -რას უწუნებ..? -მხოლოდ საინტერესოდ დასურათება არ არის მნიშვნელოვანი, ბავშვმა უნდა დაინახოს, მისი ესმით, პერსონაჟს ისეთი წინააღმდეგობა უნდა შეხვდეს, რასაც ბავშვიც შეიძლება გადიოდეს.. შენ კი გეშინია, ალბათ იმიტომ რომ პირველი საბავშვო წიგნია მაგრამ, იმაზე მეტად ხარ შებოჭილი ვიდრე საჭიროა.. შენ ფიქრობ როგორც ზრდასრული წერისას და არა ბავშვის გადმოსახედიდან.. -ბავშვებს მოსწონთ.. -შენთან ფოტოებს ბავშვები იღებენ ხოლმე, თუ მათი მშობლები აღებინებენ წიგნით ხელში.. საერთოდ წარმოდგენა აქვთ ვის გვერდით დგანან იმ მომენტში ? -შენ წარმოიდგინე მშობლებსაც ვუყვარვარ და ბავშვებსაც.. -რა თქმა უნდა.. ფოტოს ატვირთავენ სოციალურ ქსელში და ბედნიერდებიან ერთი დღით, ეს ხომ სიყვარულია.. -მეტყოდა საპასუხოდ რამეს, ბავშვები, რომ არ შემოსულიყვნენ.. -შენი მეგობრები არ ვართ, გვითხარი რაა..-ბიჭი ჩანთაში რაღაცას ეძებდა და დანარჩენებს ზურგი შეაქცია, მათთვის აღარც შეუხედავს ისე დაჯდა.. -თავი გამანებეთ რაა.. -ყველაფერი რიგზეა გიგი..?-მე მივუტრიალდი.. -რაღაცას არ გვეუბნება, არაფერი მასწავლებელო.. -არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდეთ.. -თუ ძმა ხარ..-სხვებიც დასხდნენ და ზარიც დაირეკა.. -ბავშვებო, როგორც შევთანხმდით, მთავარი პერსონაჟისთვის წერილი უნდა მიგეწერათ, დემეტრე როცა მოვა თქვენს მერხთან, წერილი მიეცით და შემდეგ გაკვეთილზე განვიხილავთ, ახლა სხვა რაღაც უნდა გავაკეთოთ..ჯგუფებად დაგყოფთ, თითოეულ ჯგუფს უკვე განხილული მასალიდან მონაკვეთს მოგცემთ და ერთობლივად რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოდ.. სანამ დაგირიგებთ ფურცლებს რა უნდა გვახსოვდეს.. გისმენ.. -არ ვიხმაუროთ.. -ერთმანეთს დავაცადოთ საუბარი.. -მშვენიერი.. -ჯგუფებად დავყავი და ფურცლები დავურიგე..-თუ რაიმე გაუგებარი იქნება ხელის აწევით მანიშნეთ და თქვენთან გავჩნდები.. -ახლა ერთად წავიკითხოთ.-გიგიმ დანარჩენებს გადაულაპარაკა.. -ხომ წავიკითხეთ, რაღად გვინდა../? -შენც დიდი ყურადღებით არ წაგეკითხა რა.. ესე უფრო გავიგებთ.. -ნიაკო მიდი წაიკითხე, ფურცელი შენ გიჭირავს.. -მე წავიკითხავ..-გიგიმ ნიაკოს ფურცელი გამოართვა და კითხვა დაიწყო.. აწეული ხელი დავინახე და იმ მხარეს გადავინაცვლე.. -შეიძლება არეულად გავცეთ პასუხები..? -დანომრეთ და ისე არ აქვს მნიშვნელობა ჯერ პირველს გასცემ თუ მეოთხეს.. -მადლობა..-გაკვეთილი დასრულდა, ყველა წავიდა, გიგის ვთხოვე დაეცადა.. -კარგად იმუშავეთ, კარგადაც წარადგინეთ.. თუმცა გიგი, შევნიშნე ნიაკოს კითხვა არ დააცადე, რატომ..? -მასწავლებელო..მე.. მე უბრალოდ.. -დახმარება გინდოდა..?-თავი დამიქნია.. -სულელი არ არის, ჭკვიანია, უბრალოდ კითხვა უჭირს და არ მინდოდა.. -გასაგებია, ოღონდ გახსოვდეს, შემდეგში ნიაკომ გადაწყვიტოს თავად ურჩევნია გაკეთება თუ დახმარება სჭირდება, კარგი..? -დიახ..-გიგის დავემშვიდობე და კლასი დავტოვეთ, მგონი გიგის საიდუმლო გავიგე..მანქანას მივუახლოვდი, საცაა წავიდოდი, შორიდან დემეტრე შევნიშნე მანქანას მიყრდნობილი, ისე თითქოს საცაა წაიქცევაო.. -კარგად ხარ..?-უნდოდა ეპასუხა, ძალა არ ეყო მგონი, გამომხედა და თავი დამიქნია..-არ გეტყობა, ტარებას შეძლებ..? -გადამივლის.. -შემიძლია წაგიყვანო, დაფიქრდი მეორედ არ შემოგთავაზებ..-ამ დროს მოუვიდა მესიჯი, იმედგაცრუებულმა ზუსტად მაშინ გადაწყვიტა დამთანხმებოდა..- ხომ იცი არსაიდან არ დამესიზმრება სად მიგიყვანო..? მისამართი.. -შეგიძლია უჩას დაურეკო..?-თვალები არც გაუხელია ისე მითხრა.. კიდევ კარგი ჯერ ადგილიდან არც წავსულვართ თორემ თუნდაც ხმამაღალზე მქონდეს, საუბარი არ მიყვარს ტარებისას.. დავურეკე და მისამართი მიკარნახა.. -მოიცა მშვიდობაა..? -ვერ გყავს ძმობილი კარგად.. -ისევ შეტევა ჰქონდა..? -შეტევა ..? -ასთმის შეტევა...-დავიბენი, დემეტრეს ასთმა აქვს...? ამაზე აქამდე რატომ არ დავფიქრებულვარ.. -თავად მოგიყვება, ვთიშავ და მოკლედ მალე მოვალ..- ავჩქარდი და ახლა ავნერვიულდი.. ადგილამდე მივედით, უჩას დახმარებაზე უარი თქვა და თავად გადმოვიდა მანქანიდან, მადლობის ნიშნად მსუბუქად დამიკრა თავი.. -არ შემოხვალ..? -უჩა მადლობა, სახლში წავალ, ძმობილს ხომ უნდა მოუარო.. -ეს მიესვენა ალბათ უკვე, მოვლა არ სჭირდება, შემოდი ყავას დაგალევინებ, ჩვენი მეგობარიც აქაა და ჯერ არავის დაუწუნებია მისი მომზადებული.. -ცოტა ხანში მეგობართან მაქვს საქმე.. -აქ მოვიდეს მერე, მოდი მოდი, ჩემი ძმის მიხედვისთვის ყავაც დიდი რამე გგონია..? -აქამდე მოვიყვანე, არაფერი გამიკეთებია..-ბოლოს მაინც დამიყოლია, ეტლის გადმოტანაში დამეხმარა და შიგნით შევაგორე ეტლი.. -ისე მირანდა იცი, შენ გაბრალებ დემეტრეს ცუდად ყოფნას..-უჩას გაკვირვებულმა გავხედე და დემეტრემ ალმაცერად გამოგვხედა ორივეს..- რაც შენ შეგხვდა ასე მისვენებულია სულ, რას უკეთებ იმ სკოლაში ასეთს..? -მარტო მე ვარ გგონია..? ჩემს იქით რამდენი ადამიანია.. -შენზე ოსტატურად ნერვების მოშლა, არა მგონია ვინმეს ეხერხებოდეს..-თითქმის ჩურჩულით თქვა დემეტრემ.. -მოსასულიერებელი ხარ და როცა გამოფხიზლდები მერე გაგცემ პასუხს.. -შენ რომ პასუხი გქონდეს, ჩემი ცუდად ყოფნა ხელს ვერ შეგიშლიდა.. -მაგით დაიმშვიდე თავი.. -ირაკლი გამოხვალ ოდესმეე.. სტუმარი გვყავს და საჭირო ხარ..-უჩამ ოსტატურად გაგვაჩუმა და თეთრი დროშაც ააფრიალა.. -ჩემს გარეშე ვერ ძლებთ და იქნებ აღიაროთ მაინც..- ღიმილით გამოვიდა, როგორც გავიგე ირაკლი.. საკმაოდ მაღალი, კარგი შესახედაობის.. მოვლილი წვერი ამშვენებს და მხედველობის სათვალესაც იხდენს.. როგორც კი შემნიშნა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა, წამიერად ვიფიქრე მიცნო მეთქი ისეთი სახე მიიღო მაგრამ ალბათ მეჩვენება..-მოგესალმებით, ირაკლი შერმადინი -მირანდა ლორთქიფანიძე.. -სასიამოვნოა.. -ასევე.. -რისთვის დაგჭირდით, მოიცა დემე ცოცხალი ხარ..? -ვიქნები..-ამ დროს ჩემი ტელეფონიც აჟღერდა.. ბოდიში მოვიხადე და ვუპასუხე.. -ახლა მოვრჩი საქმეს, მიხვედი სახლში..? -ბარბი სახლში არ ვარ, სტუმრად ვარ.. -სტუმრად..? ჩვენ გასვლას არ ვაპირებდით..? -მისამართს ჩაგიგდებ მოდი და ერთად წავიდეთ.. ყავა არ დალიო, ერთი ადამიანის ყავა მიქეს და მაინტერესებს ამას რას დაუწუნებ.. -ასე ხომ ვერ მოგადგებით.. თუმცა რადგან შენ ამბობ, ანუ არ ტეხავს .. კარგი მოვალ, უნდა გავიგო სად ამოყავი თავი..-გავთიშე.. -შენს მეგობარს დაველოდოთ და ყავა ირაკლიზეა..-ზარის ხმა გაისმა და კარი უჩამ გააღო, ბარბარე შემოვიდა.. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა მიესალმა ჯერ უჩას და შემდეგ დემეტრეს.. ირაკლი კი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა მას შემდეგ რაც ოთახი დატოვა.. -ბარბარე ქავჟარაძე, მირანდას მეგობარი.. -კიდევ ერთხელ სასიამოვნოა.. უჩა იოსელიანი, შემოდი შემოდი.. ჩემი მეგობარი შეუძლოდ გახდა და მირანდამ მოიყვანა.. -კარგად ვარ, აბუქებ უკვე.. -კიი გეტყობა.. მისვენებულია და არც აღიარებს ცუდად ყოფნას.. -მოიცადე საიდან მეცნობა..? -ჩემი დროებითი თანამშრომელია, მწერალი მგონი ვახსენე კიდეც.. -გამახსენდა.. უჩა მადლობა, მგონი ცუდ დროს შემოგეჭერით და.. -კარგი რაა, რომელ ცუდ დროზეა საუბარი.. ესენი მომაწყენენ და ასე მალეც ნუ დამტოვებთ.. -ესენი..? -კიდევ ერთი მეგობარია, რომელიც გადაიკარგა.. აა აი მოდის კიდეც.. -ირაკლი..-უჩას მაგივრად ბარბარემ დაამთავრა მისი სათქმელი.. -იცნობ..? -შორიდან.. სამსახურის ამბები.. -რადგან დიდი დრო აღარ გვაქვს, ირაკლი ყავას არ გაუკეთებ სტუმრებს..? -მათ უმადლოდე თორემ არ გაგიკეთებდი.. -ვიცი..-მალევე სურნელმა შეგვატყობინა, ყავის მომზადება დასრულდა.. ზოგადად ბარბარეს დიდი მოლოდინები არ აქვს ხოლმე როდესაც მისი ხელიდან არ კეთდება ყავა, მაგრამ ახლა შევატყვე, როგორ ელოდებოდა.. ყველას დაგვირიგა ჩვენი წილი, ირაკლის კი შევატყვე დიდად არ აინტერესებდა ჩვენი აზრი და ბარბარეს უცდიდა.. მე ძალიან მომეწონა და მეც ინტერესით გავხედე ბარბარეს.. -რას იტყვი..?- ბარბარეს გავხედე.. -ყველაზე საშინელი არაა, რაც დამილევია.. - ბარბარესგან ამის მოსმენა კომპლიმენტია და საინტერესოა ამას ირაკლი როგორ გაიგებს..-მე უკეთესად ვამზადებ.. -მაშინ შენს მიერ გაკეთებული უნდა დავაგემოვნო, აშკარად მჭირდება გაუმჯობესება..-ბარბარეს თითქოს არც გაუგიაო.. ამასობაში დემეტრეს ფერი მოუვიდა სახეზე, შეეტყო უკეთესად ყოფნა და დავმშვიდდი.. ყავა დავლიეთ, უჩამ მართლაც არ მოგვაწყინა და უკვე ისეთი განცდა გვქონდა თითქოს საუკუნე ვიცნობდით.. დემეტრეს ტელეფონიც აჟღერდა.. იტალიურად მიესალმა.. -თქვენ არ იცით იტალიური..? -არა, როდესაც დემეტრე ჩვენთან ერთადაა, ქართულად უწევს საუბარი.. -გამოდის დემეტრეს და მირანდას ჩვენს თვალწინაც კი შეუძლიათ შეთქმულების მოწყობა.. იტალიურად მხოლოდ ეს ორი საუბრობს ჩვენს გარშემო.. -მასთან გაერთიანებს არ ვაპირებ, საფრთხე არ გემუქრებათ.. -და ვინ გითხრა, მე ვაპირებდე..?-საუბარი უკვე დაესრულებინოს და მე გამომეპასუხა.. -რაღაცაში ვთანხმდებით მაინც.. -ჩვენი წასვლის დროა, მირა..-დავემშვიდობეთ და წამოვედით.. -გამიკვირდა ტაქსით მოსულხარ.. -ცალ-ცალკე ხომ არ ვივლით.. -კარგი როგორც იქნა მარტო დავრჩით, მარგარეტთან შენც არ გილაპარაკია..? -მირაა, გული ცუდს მიგრძნობს.. ისევ იმ დეგენერატთან იჩხუბა და ამიტომ გადაიხვეწა ? -შერიგების შემდეგ ამაზე დიდ ხანს ქაჩავს, მორიგი სისულელეს სანამ ჩაიდენს.. -ოდესმე დაიღლება მარგო პატიებით..? არაფრის მომცემი "გამოვსწორდები".. -ბარბი აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო, ლაპარაკსაც აღარ აქვს აზრი, მაგრამ მარტოსაც ვერ დავტოვებთ.. -შეიწირავს ჩვენს მარგოსაც ერთ დღეს და მერე რა უნდა ვქნათ არ ვიცი..- გაუფრთხილებლად მივადექით მარგარეტის სახლს, რამდენჯერმე დავაკაკუნეთ და აზრი არ ჰქონდა.. ამიტომაც მისი სახლის გასაღები ამოვიღე, რა იცი რა ხდებაო, თავის დროზე კი დამიბარა.. კარები გადავატრიალე და შევედით.. მარგარეტი მისაღებ ოთახში დაგვხვდა, ჩამომჯდარიყო და კედელს მიშტერებოდა.. თითქოს ახლა ცარიელ ოთახში ვართ და აქ არცაა.. -მარგო..-დაუძახა ბარბარემ.. პირველ დაძახებაზე არ გააგონა და მეორეზე გაკვირვებულმა გამოგვხედა.. უნდოდა გამქრალიყო, მის თვალებში დავინახე.. -აქ რას აკეთებთ..? -კონტაქტზე არ გამოგიხარ და ავნერვიულდით.. მშვიდობაა..? -მარტო ყოფნა მინდოდა.. -ჩვენთან ერთად ვერ იქნები მარტო..? -ბარბარე... -კარგი მაგრამ გაგეფრთხილებინეთ მაინც..-მას მიუახლოვდა და ბარბარეს თვალები გაუფართოვდა..-მხარზე ამხელა დალურჯება..? თავზე ნაკერი გადევს..? მარგარეტ ამიხსენი რა ხდება.. -არაფერი, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და როგორც ხდება ხოლმე.. -არ ვიცი როგორ ხდება ხოლმე, ტყუილად ცდილობ თავის არიდებას.. იმ დეგენერატის ნახელავია..? -ბარბარე.. -რა ბარბარე რა ბარბარე.. როდის უნდა მიხვდე ვისთან გაქვს საქმე, როდემდე უნდა უძებნო გასამართლებელი, ახლა რაღას იტყვი..? -ვიჩხუბეთ და გაბრაზებისგან ხელი მკრა, კედელს მივარტყი ეს მხარე, არ უნდოდა.. -აა იმდენად ძლიერად გკრა ხელი ამ დღეში ჩაგაგდო და იმასაც იტყვი ფაქტობრივად არ უხლია ხელიო..? არ უნდოდა თურმე.. დავიღალე მარგო, შენი სიბრმავით დავიღალე..-ჩემი ხმა ვერ ვიცანი საუბრისას.. -მარტო მინდა ყოფნა.. -როდის მოუვა თავში შენი სტუმრობა რა ვიცით ჩვენ, ახლა მარტო ყოფნაზე არც იფიქრო.. -არაფერს დამიშავებს, შემთხვევით.. -არ გააგრძელო თორემ მაგრამ ვიჩხუბებთ..-ზოგადად ვერაფერს ვხდებით, თუმცა დღეს ჩვენთან ბრძოლის თავიც არ აქვს.. მის საძინებელში გაიყვანა ბარბარემ, გამაყუჩებელი გაუკეთა და მალევე ჩაეძინა.. -ბარბარე, რამე უნდა მოვიმოქმედოთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება.. -გგონია არ შეურიგდება..? -ეს უკვე ზედმეტია.. კიდევ უნდა ვცადოთ და ჩამოვაშოროთ.. . . . თანდათან კი არა ერთბაშად ვგრძნობ სიმძიმეს, უკვე ხოხვით ვაგრძელებ გზას და კიდევ რამდენი ხანი გავძლებ არ ვიცი.. ჩემს თავს მინდა ვუთხრა.. ბარბარე ახლა არ შეგიძლია სასოწარკვეთას მიეცე, ამის დრო არ არის, თუმცა რთულია ამ ყველაფრით არ იყო მოცული. რთულია ითამაშო გაუტეხელის როლი, თითქოს ქვასავით მაგარი ხარ, როცა სინამდვილეში ფაიფური შენთან შედარებით არაფერია.. თითის ერთი შეხება და მთლიანად ჩამოიმსხვრევი, თითქოს არც გიარსებია.. -ბარბარეე ჩემი გესმის..? მგონი ფიქრებმა გაგიტაცა.. -ირაკლი, უბრალოდ ჩავფიქრდი.. სად გავჩერდით..? -ვამბობდი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის მეთქი.. -საბუთებამდე რა საკვირველია ჯერ არ მიგიშვებდნენ.. -ნდობა მარტივი საქმე არ არის, ჯერ ახლა დავიწყე მათთან მუშაობა და ყველაფერი ნორმალურად მიდის.. დაცული სისტემა აქვთ და მათ საბუთებთან წვდომაც არ იქნება ადვილი.. -ამ საქმეში ადვილი არაფერი არ იქნება.. დამავიწყდა მეთქვა, გახსოვს მამაჩემის ასისტენტი..? -კირა..? -მისი ნომრების ბაზა შევამოწმე, ეგეც გეხსომება, იმ ადამიანს შევხვდი, ვისაც ესაუბრებოდა.. -ვინ არის გაარკვიე..? რატომ არ მითხარი..? -მიმტანია.. -მიმტანი..? მე მეგონა ვინმე გავლენიანთან ექნებოდა კავშირი.. -გგონია ინფორმაციული კუთხით მიმტანი ნაკლებად გავლენიანია..? ის ემსახურება გავლენიან ხალხს.. შეუძლია დაკვირვება, მოსმენა.. გავიკითხე რესტორნის შესახებ, სადაც მუშაობს.. ორშაბათიდან მუშაობას ვიწყებ.. -მომესმა..? -ამ გოგოს უნდა დავუახლოვდე, მეც იმავეს უნდა ვხედავდე, რასაც ეს გოგო..კატო.. -როგორც თქვი, ამ საქმეში მარტივი არაფერია.. -პირველად კი არ მიწევს ჩემი საქმის გამო მუშაობა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენ ადგილას მიმუშავია ერთი წინადადების, ერთი სტატიის გამო.. მიმტანი უკვე მესამედ ვხდები.. -გადაცმა კი გეხერხება, საინტერესოა ვინ ხარ სინამდვილეში..? -ეგ შენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.. -მაგრამ შედის.. გინდა თუ არა მაინც გავარკვევ.. -წარმატებები.. . . . -მირანდა წიგნების მაღაზიაში რა გვინდა..? -10 წუთით შევიაროთ, შემდეგ სკოლაში მივალ და შენ შენს ახალ სამსახურში წახვალ.. -პირველივე დღეს არ დამაგვიანო იცოდე..-მაღაზიაში შევდივართ.. თუ მირანდას სამოთხე უნდა მეთქვა.. -მირანდაა, არ გელოდი..-ესალმება ახალგაზრდა გოგო.. -მია, როგორ ხარ.. -რუტინა არ შეცვლილა, სწავლა მუშაობა.. როგორც ყოველთვის.. აბა რით დაგეხმარო..? -ამ ფურცელზე ჩამოვწერე საჭირო ნივთები და შეგიძლია უცებ მომაძებნინო..? მეჩქარება.. -რა თქმა უნდა.. ოჰ, ამდენი სახატავი ფურცელი.. მარაგი გაგითავდა..? -პროექტზე ვმუშაობთ და მირჩევნია მე მივცე საჭირო ნივთები, ვიღაცას ყოველთვის აკლია რაღაც.. ეს უკანასკნელია რაზეც უნდა იფიქრონ..-მიამ მირანდას გაუღიმა, ამ ღიმილში კი ისეთი სითბო და მადლიერება ჩანს.. უნებურად გამეღიმა.. ბოლოს უკვე სალაროსთან მიამ სიას კიდევ ერთხელ გადახედა, რამე ხომ არ მავიწყდებაო და ყველაფერი გაატარა.. -სულ ესაა.. -შეხვედრამდე.. მშვიდობიანი დღე.. -ასევე, ნახვამდის..- სკოლამდე მივიყვანე, დავემშვიდობე და რესტორნისკენ გავემართე.. სხვა სახელი მოვიფიქრე, პარიკი მოვირგე, განსხვავებული მაკიაჟი და მიმტანის ფორმას თუ დავუმატებთ წესით ვერავინ ვერ უნდა მიცნოს.. არადა იმდენი გადავიხადე ეს პარიკი რეალურს ჰგავდეს, გარკვეული გარანტიაც კია საიდუმლოს შენახვისა.. როგორ ვიქცევი სამსახურში..? ისე თითქოს წარმოდგენა არ მქონდეს რას ვაკეთებ.. კატოსთან გამარჯობით შემოვიფარგლე, თუ პირველივე დღეს ინტერესს გამოვიჩენ, ყველაფერი ზედმეტად აშკარა იქნება.. სხვა მომამაგრეს დღეს მის მაგივრად, რას ვიზამთ.. -ჯობია მე მკითხო და ისე გააკეთო, ვიდრე კითხვის მოგერიდოს და შეცდომა დაუშვა, დაიმახსოვრე აქ შეცდომა ძვირად დაგიჯდება.. მალე უნდა ისწავლო.. -გასაგებია..-პირველი და მომდევნო დღეები ძირითადად სასწავლო იყო.. კატოს მხოლოდ გასახდელში ვხვდებოდი, მოკლე საუბრები და იქ წყდებოდა ყველაფერი.. ალბათ კიდევ დიდხანს არ მანდობდნენ სერიოზულს რამეს, მაგრამ იმ საღამოს ბევრი სტუმარი ჰყავდათ.. ამიტომაც სხვა გზა არ დარჩათ, იმ "მცირედ" გამოცდილებას რაც მათთან დავაგროვე, ახლა უნდა ეჩინა თავი.. -მომისმინე, მეოთხე მაგიდასთან ჩამანაცვლებ..? სხვა შეკვეთას ვეღარ ვასწრებ.. მოიცადე სანამ წახვალ..შეძლებ..?-თავი დავუქნიე და მითითებულ მაგდასთან გადავინაცვლე.. -სულ ეს არის თუ კიდევ ინებებთ რამეს..? -სულ ესაა..- საღამო ჩვეულებრივზე მეტად გადატვირთული აღმოჩნდა.. იმდენ მაგიდას მოვემსახურე სათვალავი ამერია.. უკვე გასახდელშ გახლდით და წასასვლელად ვემზადებოდი კატო როცა შემოვიდა ოთახში.. -ხომ არ იცი 11 ნომერს ვინ ემსახურებოდა ბოლოს..? -მგონი მე.. ზუსტად არ მახსოვს.. -როგორ მოემსახურე, რამე თქვეს..? -არავის გამოუთქვამს პრეტენზია.. მოხდა რამე..? -არა მე ვემსახურები ხოლმე და.. დაივიწყე.. -სადაც დამავალეს იქ წავედი, გეთქვა და გადაგინაცვლებდი.. -დაივიწყე..მოიცადე..-მივტრიალდი.. -თუ მოვლენ და გამომრჩა.. შემატყობინო, შეგიძლია..? -არაა პრობლემა..-რესტორანი დავტოვე, ეს დღეები უსაქმოდ ვიყავი, თუმცა დანარჩენ დღეებს ამ დღემ აჯობა და ეს მუშაობა ღირდა.. ახლა გასაგებია, სახეები დაახლოებით მახსოვს და მათი ვინაობა უნდა გავიგო.. 11 ყურადღება უნდა მივაქციო.. აქ ჩემი მანქანით ვერ ვივლი, ზოგადად შორს ვაჩერებ ხოლმე, დღეს კი მანქანის გარეშე მომიწია.. ამის შემდეგ მგონი უმანქანოდ მომიწევს, ვაიდა კატოსთან ან სხვა თანამშრომელთან ერთად მომიწიოს მგზავრობა, ხომ არ ვეტყვი მანქანით ვართო.. ზედმეტად აშკარაა გახდება, სხვად რომ ვასაღებ თავს.. თითქმის გაჩერებამდე ვიყავი მისული ირაკლის მანქანას როცა მოვკარი თვალი, ახლოს გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა.. -აქ რას აკეთებ..? შეიძლება დაგვინახონ.. -თითქმის ვერ გიცანი ამ ფორმაში.. -მარტივად ამოსაცნობი ვერ ვიქნები, მამაჩემს იცნობენ და დიდი ალბათობით მეც.. არა ძალიან დაღლილი ვარ და რას მახსნევინებ.?? -მომიტევე.. დაბრძანდით..-კარგი გააღო და მიმითითა დავმჯდარიყავი.. ისეთი დაღლილი ვარ, უარის თქმა შეუძლებელია.. -სხვა დროს აღარ მომაკითხო.. არ ვიცი როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.. -მოხდა რამე..? -კაწიას ფეხი წაუცდა და გასაგები გახდა, მისთვის მნიშვნელოვან ხალხს მე მოვემსახურე.. მათი ვინაობა უნდა გავარკვიო.. შენსკენ რა ხდება..? -ფინანსები ჩემი სფერო არაა, თუმცა აშკარაა კონკრეტული გადარიცხვები შენიღბულია, უნდა გავიგო რეალურად სად ირიცხება ამხელა თანხები.. -მენეჯერის ასისტენტი ხარ, შენი უფროსის საბუთებში კარგად უნდა გაიქექო.. -რა გგონია რას ვაკეთებ..? სხვის მოსაჩვენებლად ყველაფერი იდეალურად გამოიყურება და ნაკლიც ამაშია.. დაახლოებით ისე, ცუდი მოსწავლე კარგისგან ზედმიწევნით გადაიწერს და მასწავლებელი ხვდება გადაწერილი აქვს.. იდეალურად მომუშავე კომპანიაც კი არ გამოიყურება ასე.. -სწორ კვალზე ვართ ორივე, ასე მგონია.. -იწელება.. -რა გგონია ორ დღეში გაირკვევა ყველაფერი..? დროა საჭირო.. -ვინ იცის ჩემი მეგობარი საერთოდ ცოცხალი თუა.. მივუსწრებ თუ არა.. -არ მინდა ტყუილად იმედი მოგცე, ზედმეტად დიდი ხანია დაიკარგა, ჩვენ კიდევ ჯერაც არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე.. ცუდზე იფიქრე მეთქი არა, მაგრამ ცუდი ამბისთვის უნდა შეემზადო.. მოვედით, მადლობა.. შეხვედრამდე.. -შეხვედრამდე.. . . . დღე გეგმის მიხედვით არ წავიდა, ამიტომაც ისე გამოვიდა, გამოწყობილი ცარიელ მაგიდასთან ვზივარ, ბართან ახლოს.. იქ ვიჯდებოდი, მაგრამ ბარის მაგიდა ზედმეტად მაღალია და უაზროდ საწვალებელი.. იმდენი რამ წავიდა დღეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, დღე ბოლომდე არ ჩავიშხამე და ამჟამად უცნობ ადგილას მოვედი, რომელიც არც ისე ცუდი აღმოჩნდა.. განსაკუთრებული არაფერი, კოქტეილი მცირე ალკოჰოლით.. ხანდახან რამდენადაც არ უნდა ეცადო, დღე უბრალოდ არ გამოსწორდება, მეც ვერც ამ რამდენიმე საათს შევირგებ ალბათ.. რატომ გადამეკიდა ხისთავიანი, რომელსაც უარის მიღება არ შეუძლია..? ზოგადად ჩემი ეტლი აფრთხობთ ხოლმე, რაღა ახლა არ გაჭრა, როცა მჭირდება.. -უკვე გითხარით, არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემს გვერდით იჯდეთ... -განა რას ვაშავებ, თქვენი გაცნობა მინდა..- ახსნის და კამათის თავიც არ მაქვს.. -იქნებ აღარ გავართულოთ სიტუაცია და ჩემი უარი მიიღოთ..? -სიტუაციის გართულებაში რას გულისხმობთ..?-ეს საზიზღარი კმაყოფილი გამომეტყველება, მაღიზიანებს.. -ვეტყვი დაცვას გამოუძახონ.. -თუ აქაურობა ჩემია..? -ახლავე წავალ.. -ასე მარტივად..? არა მგონია.. -პოლიციაში დავრეკავ, თუ ამდენად შეუგნებელი აღმოჩნდებით..-ბოლო წვეთი იყო უკვე, ეს უაზრო გამოწვევები.. -საერთოდ მადლობას უნდა მიხდიდე შენთან, რომ დავჯექი..-ხმამაღლა გამეცინა, გაუკვირდა, ამას არ ელოდა.. -რადგან ეტლში ვზივარ, არ ნიშნავს, რომ ყველას ვინც ჩემით დაინტერესდება, მადლობელი უნდა ვიყო და ამით გავბედნიერდე.. ჩემი ეტლი არაფერს ცვლის.. რადგან უარი თქვენს ეგოს ეხება, არ ნიშნავს დაცინვით მაგარი ტიპი გამოჩნდებით..-გაურკვეველი იყო მისი შემდეგი სვლა, გაბრაზებისგან რა შეიძლებოდა გაეკეთებინა.. დააპირა რაღაცის თქმა, თუმცა ჩემს უკან სულ სხვა რაღაცაზე გადაიტანა ყურადღება, სანამ გავიხედავდი, ჩემს გვერდით აღმოჩნდა.. -მირანდა..-აქ რას აკეთებს..? -დემეტრე.. -იმედია დიდი ხნით არ გალოდინე, საპატიო მიზეზი მქონდა..-თან ჩამოჯდა და იმ უცნობის არსებობა დააიგნორა.. წამიერად მოჩვენება მეგონა, თუმცა მალევე გამახსენდა, მოჩვენებების არ მჯერა.. -დარწმუნებული ვარ, თორემ დაგვიანება არ გჩვევია..-გამიღიმა.. ახლა უკვე მაინტერესებს მზერას როდის მომაშორებს თუნდაც წამიერად, მაგრამ ასე არ ხდება.. -აქ არ გელოდი..-თითქოს არც გამიგია მისი ნათქვამი.. -უკვე წავიდა, შეგიძლია შენს ადგილს დაუბრუნდე..-გარშემო ვიხედები, თუმცა ვერ ვხვდები აქამდე სად შეიძლებოდა ყოფილიყო დემეტრე.. -სად გვეჩქარება..? -მე მეჩქარება სამაგიეროდ, ეს ჭიქაც და მივდივარ.. -კარგი, ერთი ჭიქის მერე წავიდეთ.. -დღეს რა ხასიათზე ხარ, კაცი ვერ გიცნობს.. არც შენს ხასიათზე ვარ დიდად, რომ იცოდე.. აღარ მოვა არავინ, თუ მაინც და მაინც მაგაზე დარდობ.. -შენ რა იცი.. საშინელი ხასიათები გაქვს თორემ, გარეგნულად არა გიშავს..-სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნება გამიჭირდა და მაინც გამეცინა..-მოტყუვდება ადამიანი შენი გარეგნობით და მოვა აბა რას იზამს.. -Di recente è stata descritta la nosi.. -nozi, tu non mi influenzi.. -დარწმუნებული ხარ..? - ეტლი მასთან უფრო ახლოს მივაგორე- იმ ადამიანის კვალობაზე რომელიც ს ი რ ინოზის გავლენაში არაა, წასვლას არ ჩქარობ.. -იქნებ სხვებს ვიცავ შენგან, ახლახან ის საცოდავი გადავარჩინე.. -არადა ახლა ვინც საფრთხეშია შენ ხარ, ხომ არ სჯობს საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე იზრუნო.. -დიდად საფრთხეს ვერ ვგრძნობ.. -როცა იგრძნობ გვიანი იქნება.. დემე.. . . . მარგარეტ საკმარისია.. მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებ ბოლო დღეებია.. დავიღალე გასამართლებელი მიზეზების მოფიქრებით.. მაგრამ რა გავუკეთო შიშს, ადამიანი ჩემს კოშმარად იქცა და თითქოს გავიყინე, ვერაფერს ვაკეთებ.. ის კი ვიცი, რამე თუ არ მოვიმოქმედე, ადრე თუ გვიან ცოცხალს არ დამტოვებს.. არც მისამართი შემიცვლია, არც განრიგი.. რაც არ უნდა გავაკეთო ოდესმე ხომ გადამეყრება, არ მოისვენებს, ამიტომაც ასე უნდა გავუმკლავდე.. კიდევ კარგი, შუაღამეს როცა მომივარდა გოგონები ჩემთან იყვნენ, აშკარად მთვრალი იყო, პოლიცია გამოვიძახეთ.. როდესაც გამოფხიზლდებოდა და გაიაზრებდა რა მოხდა, გაუკვირდებოდა დარწმუნებული ვარ, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, თუმცა ჩემი შიშის მიუხედავად აღარ მივცემ უფლებას კიდევ დამაკარგვინოს დრო, არ მივცემ საშუალებას ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა ხელიდან გამაშვებინოს.. ვიცი ახლავე ყველაფერი უკეთესობისკენ არ შეიცვლება, მაგრამ ნელ-ნელა საკუთარ თავს უნდა დავუბრუნდე.. უნდა გამოვეყო იმ ადამიანს, რომელშიც დამარწმუნა რომ ვარ.. -გამარჯობა.. აბონემენტი უკვე იყიდეთ..? -დიახ.. -მარგარეტი ასათიანი ბრძანდებით...? -თავი დავუქნიე..- დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ, პერსონალური ტრენერი გეყოლებათ და ყველაფერში გაგარკვევთ.. -როგორ ვიკითხო..-თქმას აპირებდა, მაგრამ ყურადღება სხვა მხარეს გადაიტანა.. -აი მოდის, აჩი.. მოდი მოდი ახალი მოსწავლე გყავს.. -აჩი..მგონი ჩვენ.. -ერთმანეთს შევხვედრილვართ..- გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.. გოგონას დავემშვიდობე და აჩის გავყევი..-აქ პირველად ხარ..? -კი, წესით დიდი ხნის წინ უნდა მოვსულიყავი. -ახლაც არაა ცუდი დრო, სხვაგანაც ვარჯიშობდი..? -მხოლოდ დავრბოდი, ამ ყველაფრის შესახებ არაფერი გამეგება.. -ყველაფერს მალე ისწავლი, არ იდარდო.. . . . მივლასლასებ შემოსასვლელისკენ, თვალებს ვერც ვახელ წესიერად.. ვიღაც დაზარუნებას არ წყვეტს, მე კი სადაცაა თავი გამისკდება.. გავაღე და ირაკლი დამხვდა, რეალურად იმდენად გათიშული ვარ, არც დავფიქრებულვარ იქნებ მანიაკს ვუღებდი კარს.. -ხვეულები..-წამიერად ვერ მივხვდი რა იგულისხმა, თუმცა გავიაზრე მოწესრიგება, თმების დასწორება ვერ მოვასწარი და ახლა ბუჩქი მადგას თავზე.. -პირველად ხედავ..? -მე ხვეულები... შენზე კი.. -ამ დილაუთენია მაღვიძებს და თავადაც არაა წესიერად გამოფხიზლებული..-თვალს არ მაშორებს, თითქოს ახლაც ფოტოს იღებს, იმედია ასეთს არ დამიმახსოვრებს.. -სალაპარაკო მაქვს..-უკვე გვიანია და სხვა გზა არ მრჩება, მეზობლებსაც გავაღვიძებ და ნამდვილად არ მაწყობს, ვინმე ჩვენს საუბარს უსმენდეს.. -შემოდი შემოდი.. სერიოზულადაა საქმე..? -სხვა შემთხვევაში, ამ დროს, აქ მოვიდოდი..? -იქნებ მოგენატრე რა ვიცი.. ვიხუმრე რა სახე გაქვს..? -არ გეტყობა... -რომელი საათია, თვალებს ძლივს ვახელ ვერ ხედავ..?-ყავისთვის წყალს ვადგამ.. -მე შემიძლია.. -არა, ჩემით.. -კარგი ყავა დავლიოთ, საქმე მოიცდის..-წყალი დუღდება და ყავას ვამზადებ.. არაადამიანი ხომ არ ვარ, ყავის გარეშე დავტოვო ადამიანი.. მასაც ვუკეთებ, ისეთს როგორიც მახსოვს, რომ მოსწონს.. წამიერად ვჩერდები და ჩემს თავს ვეკითხები ეს რატომ უნდა ვიცოდე მეთქი და ვაგრძელებ.. ბოლოს გამზადებული ყავა დავდე, მისკენ გავაცურე და ჩამოვჯექი.. რაღაცის თქმა დააპირა და გავაჩერე.. ყავაზე მივანიშნე.. კიდევ თუ გავაგრძელებ საუბარს ყავის გარეშე, არა მგონია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს თქო.. ყავის ჭიქას ვიღებ, ვაგემოვნებ.. ისეთი გემრიელია სიხარულისგან ვიტირო შეიძლება.. -ახლა შეგიძლია საუბარი დაიწყო, ოღონდ ნელა. -თუ მომეცით უფლება.. -დაიწყებ ოდესმე საუბარს..? -საეჭვო გადარიცხვების შესახებ გახსოვს..? ამ გადარიცხვებმა მეწილესთან მიმიყვანა.. ამის მოსმენა სასიამოვნო არ იქნება.. -არ მითხრა.. მამაჩემი..? -თაღლითები არიან, მამაშენიც ალბათ მოატყუეს.. -არა, ისე არ დათანხმდებოდა სანამ ყველაფერს კარგად არ გაარკვევდა.. თანაც თაღლითობაში, მამიკო ვის ჩამოუვარდება.. -ერთი შეხედვით ნუ განსჯი.. -ერთი შეხედვით კი არა, ყველა მხრიდან შევხედე და ვიცი მამაჩემი რეალურად ვინაა.. უბრალოდ არ მაქვს საკმარისი მტკიცებულებები.. -რომ გქონდეს საკმარისი.. -ხელს არ დავაფარებ, ყოველ შემთხვევაში, მინდა ამის ძალა მქონდეს.. სიმართლე, რომ გითხრა მეშინია, იქნებ არ მოვიქცე, ისე როგორც საჭიროა.. როგორც სწორია.. -ამას მე რატომ მეუბნები..? -დიდი მიხვედრა არ სჭირდება, ბოლო-ბოლო მისი ქალიშვილი ვარ.. თან ყველა გაიგებს, ამ საქმეზე ერთად არ ვმუშაობთ..? -ბარბარე, სერიოზულად გეუბნები.. ჩემი ყავა ჯობია და აღიარების დრო დადგა..-გამეცინა, ასეთ გადასვლას არ ველოდი.. ისე ჯერ ადრე ხომ არაა, მგონი ირაკლისთან ზედმეტად გულწრფელი ვარ.. . . . -ჯერ ეს ნაწილი არ დაგვმთავრებია და ახალ-ახალი იდეების ჩამატება გინდა.. ასე არ შეიძლება.. ჯერ ჩონჩხი მაინც უნდა გვქონდეს აწყობილი, ცვლილებების შეტანა თუ გვინდა.. -თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებ, მეტად დაძალებულიც გამოდის, არ ჯობია ცოტა მოეშვა..? საბოლოოდ ბუნებრივად გამოვა.. -ზედმეტად მშვიდად ხარ დემეტრე.. ნერვს არ იტოკებ, შენთვის თუ არაფერს ნიშნავს, ჩემთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია.. -გინდა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო..? -გგონია გამარჯვება ჩემთვის პრიორიტეტია..? -ასე ჩანს.. -პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს უკავშირდება, ამიტომაც მინდა მეტად სერიოზულად იყო განწყობილი.. შენთვის არაფერია ჩაივლის, ბავშვებისთვის კი არც კი იცი რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.. გამარჯვება როგორ დაეხმაროთ, თავდაჯერებულები გახდნენ, მიხვდნენ ოცნება მხოლოდ ოცნებად არ შეიძლება დარჩეს.. -რაც არ უნდა კარგი მოტივი გქონდეს, ვერც შენ და ვერც ბავშვები, მუდმივად ვერ გაიმარჯვებთ.. -ჩემი მაქსიმუმი არ გავაკეთო, წაგების ალბათობის გამო..? ცხოვრება თავის უსამართლობას თავის დროზე დაანახვებს, თუ რამის გაკეთება შემიძლია გავაკეთებ.. -კარგი ავაწყოთ შენი ჩონჩხი.. მაგრამ აქ ვეღარ გავაგრძელებთ.. -რატომ..? -გვიანდება, ჩვენ კი ჯერ კიდევ სკოლაში ვართ.. -შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენჯერ დავრჩენილვარ გვიანობამდე.. თან დარაჯს კარგად ვიცნობ და არაა პრობლემა.. -ჩემთვის პრობლემაა, ცოტახნით შესვენება და ადგილის შეცვლა არ გვაწყენს.. -დრო არ გვაქვს... -მირანდა.. -და სად წავიდეთ.. -ჩემთან.. -ანუ აჩისთან.. -რა იცი აჩისთან, რომ ვრჩები..? -ადვილი მისახვედრია, მაგრამ ხელს არ შევუშლით..? -აჩის არ შეხვედრილხარ, თანაც დღეს გვიანობამდე მუშაობს.. კითხვების გარეშე მივდივართ..-ნივთები მივალაგე.. ყველაფერი რაც ხელთ მქონდა გამომართვა და გასასვლელისკენ წავედით.. სიტყვა არც მითქვამს, ჩაჯდომის შემდეგ ეტლი მანქანაში მოათავსა.. -ვიცი ძალიან გინდა ერთად ვიმგზავროთ, შენს გვერდით ვიყო, თუმცა მანქანას აქ ვერ დავტოვებ.. -მართლა..? ვკვდებოდი სურვილით..-თავის მანქანაში ჩაჯდა და დავიძარით.. დიდი დრო არ დაგვჭირვებია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.. ჩამოვიდა მანქანიდან ეტლის გადმოტანაში დამეხმარა.. თავის მანქანას მიუახლოვდა, ნივთები გადმოიღო და დაიკავა.. -არ მოდიხარ..?- ამდენი რამ, თანაც საკმაოდ მძიმე, ერთი ხელით ისე უჭირავს თითქოს ბამბის წონა ჰქონდეს.. კარები გააღო და მანიშნა შევსულიყავი.. -აბა რას დალევ..? -შენს მომზადებულს..? შენი ხელიდან.. ჯერ სიცოცხლე არ მომბეზრებია.. -არის სიმართლის ნაწილი შენს ნათქვამში.. მაგრამ ცოტა უნდა გარისკო, აჩი ჯერ არ მოვა და მწყურვალი იქნები ამდენი ხანი..? -ჯერ არაფერი მინდა, ახლა საქმე არ მქონდეს, ჭიქა ღვინოს დალევდა კაცი.. -მე მეგონა კოქტეილი გერჩივნა.. -გააჩნია გარემოს, ხასიათს.. ზოგადად ღვინო მირჩევნია.. -კარგ ღვინოს ვაყენებ, მაგრამ ჩემი მომზადებული, შენთვის ხომ საწამლავია..? -შენ..შენ.. არა მგონია.. -გასინჯავ და მერე ვნახოთ.. ახლა კი..-პროექტისთვის განკუთვნილი მასალა მაგიდაზე დაალაგა ჩემს წინ..-დივანზე არ გირჩევნია..? დიდი ხანი მოგვიწევს მუშაობა.. -ხანდახან კარგი აზრიც მოგდის, შეიძლება შემთხვევით, მაგრამ მაინც..-დივანს დავეყრდენი და დივანზე გადავინაცვლე.. -დახმარება.. -თავს გავართმევ..- მგონია მშვიდად გავაგრძელებთ მუშაობას, სადავო აღარაფერია მეთქი და ვერც ვიაზრებ ისე ვიწყებ აბსურდულ რაღაცაზე კამათს.. -წყალი მომიტანე.. -შეიძლება მაინც დაგემატებინა.. -დემე.. -გისმენ.. -წყალი მომიტანე თუ შეიძლება..- ყალბი ღიმილის და ტონის დართვით, რომელიც ზედმეტად აშკარაა.. არც თავად აკლებს და იღიმის ისე, რაიმე ნივთი მქონდეს თან, მისი სახის მიმართულებით წავიდოდა.. წყალი მოაქვს, ცივია, ზუსტად ეს მჭირდებოდა.. მისკენ გავიხედე, რამდენიმეჯერ დახედა საათს..-რა მოხდა..? -წესით უკვე უნდა ემოქმედა.. -იდიოტი ხარ..-ჩემს ხელთ არსებული რვეული, მისკენ მიემართება.. -საოცარი მიზანი გაქვს, სხვა ყველა სიკეთესთან ერთად.. -მოდი აქ.. -საქმე გაგიმარტივო და ახლა სხვა რამე ისროლო ჩემი მიმართულებით..? არა მადლობა.. -ჩონჩხი ავაწყეთ, ახლა ეს უნდა დავამუშაოთ, ან ახლა უნდა მითხრა შენი მჯერა "საოცარი" იდეები ან შემდეგ გვიან იქნება.. -ამ ქორწინების წინააღმდეგი თუა ვინმე, ან ახლა თქვით რამე ან..-როლში იყო შესული და თავადვე გაეცინა, სათქმელი ვეღარ დაამთავრა..- ასე ჟღერდა შენი ნათქვამი.. -ამიტომ მიყვარს მარტო მუშაობა.. -როგორ უძლებ შენს თავს რამოდენიმე საათი..? თუ ამდენი წლის განმავლობაში მიეჩვიე მოწყენილობას.. -რადგან შენით არ ვარ დაინტერესებული, არ ვერთვები შენს უაზრო პოლემიკაში შეძლებისდაგვარად და შენს უაზრო ხუმრობებზე არ მეცინება.. არ ნიშნავს, რომ მოსაწყენი ვარ.. -ცოტა არ იყოს ნიშნავს.. -ეტყობა აღარ ეშინია ახალ რამეს გამოვძებნი, მისკენ სასროლად, რადგან ჩემს გვერდით ჯდება, უფრო ახლოს.. -დაიწყებ თუ არა საუბარს..-საუბარი დაიწყო, მე კი მის ნათქვამზე ვერც ვფიქრობდი, იმდენად შემაწუხა აწეულმა თმამ, იმდენად მიჭერს ვეღარ ვძლებ.. სამაგრი მოვიშორე თუ არა ჩემი თმები ჩამოიშალა.. ამოვისუნთქე.. უნებურად გამეღიმა, მგონი ახლა უკეთ ფიქრსაც შევძლებ.. მისკენ გავიხედე, ახლაღა გავიაზრე საუბარს აღარ აგრძელებს..-რა მოხდა..? -მისმენ..? -გისმენ, განაგრძე..- დივანს მივეყრდენი და მისკენ გავიხედე.. -დაასრულე..? წესების მიხედვით შეიძლება შენი ორიოდე იდეის დამატება, თუ წესებს არ დავემორჩილეთ.. -ქულა დაგვაკლდება, პროექტს ვერ მოვიგებთ, ბავშვებს ცხოვრება დაენგრევათ და ნეტა რა ეშველება მირანდა მასწავლებელს..-გამეცინა, თავი გავაქნიე უნებურად.. წითელი კალმით ჩავინიშნე დემეს იდეები და საჭირო ადგილას დავამატე.. -სულ ესაა, მთლიანად გადავასწორებ და ამ ნაწილის წარდგენა დარჩა.. ხვალ საღამოს გადმოგიგზავნი.. -ერთად არ უნდა გავიაროთ რეპეტიცია..? -გავივლით არ იდარდო.. -ახლა ვინაა უდარდელად.. -რაზეც ვნერვიულობდი გაკეთდა, ამის გადაკეთებას ცოტა დრო სჭირდება.. ისეთ ხასიათზე ვარ შენს ღვინოსაც დავლევდი.. და ჩემს საყვარელ ადგილას წავიდოდი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ.. -ჩემი ღვინო მეტი პატივისცემით უნდა მოიხსენიო.. რომელ ადგილზე ამბობ..? -ბარემ გაჩვენებ..-ტელეფონში საჭირო ფოტო მოვიძიე და ვაჩვენე.. -არ ვარ ნამყოფი, მოვინახულებ..მოიცადე ბარემ არ დავასრულოთ..? -დღეს იმდენი რამ გავაკეთე, თან ისედაც დიდი ხანია ვმუშაობთ.. დასვენება მჭირდება, უნდა წავიდე..-ამ დროს გაიღო კარი და უჩა შემოვიდა.. -მირანდა..? არ გელოდი.. როგორ გიკითხო..? -რა მიჭირს, თავად..? -ასევე.. მუშაობდით..? -მოვრჩით და მივდივარ.. კარგი იქნებოდა უფრო ადრე მოსულიყავი..-აჩიმ ვერ დამარწმუნა კიდევ გავჩერებულიყავი, ამიტომაც მალევე დავადექი სახლის გზას.. "დემეტრეს კი კოშმარად ექცა მირანდას ღიმილი.. ვერც დაძინებამდე, ვერც სიზმარში ვერ მოიშორა კადრი, როგორ იშლის თმებს და როგორ იღიმება.. -ყველაფერი რიგზეა..?- უთხრა აჩიმ დემეტრეს, როცა შეატყო რაღაც რიგზე არ იყო.. -დაღლილობის ბრალია.. -თუ მირანდასი.. მიდი წადი დასაძინებლად, არ კი მგონია რამე გეშველოს, მაგრამ მაინც.. -მართალი ხარ, სანამ მირანდა არ წავა ჩემი ცხოვრებიდან, არაფერიც არაფერი მეშველება..-აჩის ჩაეცინა და ძმობილს აღარაფერი უთხრა.. დასცინის დემეტრეს და ხვდება, არც თავადაა კარგ დღეში" . . . არ შეიძლება როგორც ფილმებში ხდება, ყველაფერი თვალის დახამხამებაში, ჩემთანაც მსგავსად ხდებოდეს..? აი ჯაშუშები არიან და იმდენად მალე ვითარდება მოვლენები.. რასაც ეძებენ, მალევე იგდებენ ხელთ, მე კი მიმტანად მიწევს მუშაობა და თან კატოსთან ვცდილობ დამეგობრებას, ამას კი დრო მიაქვს.. ვცდილობ გამოველაპარაკო, თუ დავინახავ ფილმის პერსონაჟის გამოსახულებით ზედას, აღვნიშნავ, რომ მეც მომწონს და ასე შემდეგ.. ისე გადავიღალე ნახევარი საათიღა დამრჩა და სამუშაო დღეც დასრულდება.. ნელ-ნელა აქაურობა ცარიელდება, სადაცაა გასახდელისკენ უნდა წავიდე, ნაცნობი სახეებს ვხედავ მე-11 მაგიდიდან.. ჩემს გვერდით მდგომ კატოს შეხედა ერთ-ერთმა, წამიერად.. -გინდა დაგელოდო..? -შეგიძლია..? -თავი დავუქნიე, ის კი მე-11 მაგიდისკენ გაემართა, რომლის დაკავებაც უკვე მოასწრეს.. მათ ისე ელაპარაკება, თითქოს ჩვეულებრივი კლიენტები იყვნენ.. შეკვეთა აიღო და ისევ აქეთ წამოვიდა, ბარმენს გადასცა შეკვეთა.. სანამ სასმელი მზადდება, კატო გვერდით მიდგას.. -ერთი მაგიდაც და ჩათვალე სახლში ვართ..-ეცადა გაეღიმა, მაგრამ აშკარად ნერვიულობს.. შეკვეთა მზადაა და მიაქვს, ცოტახნით ჩერდება.. ბოლოს უკმაყოფილო ბრუნდება.. -დავიღალე.. -რამე ხომ არ გითხრეს..? -არ არა, დღეს გადავიღალე..- ერთ-ერთი მათგანი დგება და გარეთ გადის, მალევე მიყვება კატოც.. საინტერესოა რატომ გამოეყო დანარჩენებს.. მეც მივყვები, ოღონდ ისე ვდგები, არ დამინახონ.. -სულ გაგიჟდი...? ესენი უკვე ზედიზედ მეორედ მოიყვანე, გგონია შეკვეთა ასე მალე იქნება..? -კატო მომისმინე, თანხა გააორმაგეს, რაც გინდა ის გააკეთე..დათქმულ დროს ყველაფერი მზად უნდა იყოს.. -მე არაფერს ვწყვეტ, უფროსს გადავცემ, ხელაღებით ჰპირდები და არ იცი შესრულებადია თუ არა.. -შენი უფროსი ამაზე დათანხმდება, ამაში დარწმუნებული ვარ.. -ასე აღარ მოიქცე, დათქმულ დროს აღარ გადააცილო და წინასწარ გამაფრთხილე თორემ, ჩემს უფროს სულაც არ მოსწონს დაუდევრობა.. მალევე ჩაგანაცვლებს.. ვერც ჩაუშვებ, მის შესახებ არაფერი იცი, თვალით არ გყავს ნანახი.. მიდი წადი, როცა გამოვალ არცერთი არ დამხვდეთ, მეჩქარება.. -უცნობი შიგნით ბრუნდება, კატო მობილურს იმარჯვებს და რეკავს..- ახლახან იყო მოსული.. ახალი შეკვეთა.. მინიმუმ 20.. ვიცი ეგ ვუთხარი, მაგრამ თანხა გააორმაგეს.. კარგი დაელაპარაკე და მალე დამიკავშირდი რას გეტყვის, მალე გადაწყვიტოს..- ტელეფონს თიშავს და შიგნით ბრუნდება, როგორც კი მცდება გასახდელისკენ მივდივარ, მალევე შემოდის.. -ზედმეტად მალე წავიდნენ არაა..?-თავს მიქნევს, ვიცვლით და აქაურობას ვტოვებთ.. -ავტობუსი რამდენ ხანში მოვა..? -10 წუთში, დღეს საშინელ დღე იყო თუ ვაზვიადებ აღარ ვიცი..- ვცდილობ ისევ სამსახურზე ვილაპარაკოთ. -გეთანხმები, სახლში მისვლის და დაძინების მეტი არაფერი მინდა.. -ამიტომ ეჩქარება..? ისე მოიშორა ძვირფასი სტუმრები, მგონია საქმე სხვა რამეშია.. -ვიცოდი რთული საქმე იყო, მაგრამ ასეთიც არ მეგონა.. დღევანდელობაში კი რთულია სამსახურის მოძებნა.. -ერთი ნაცნობი მყავს, ვეტყვი თუ აქვს ადგილი, შედარებით მარტივი საქმეა.. -ცუდად არ გამიგო, შენ რატომ არ სთხოვ შენს ნაცნობს..? -საათები, მდებარეობა.. თუ ექნება ადგილი გასაუბრებაზე მაინც მიდი.. ვუთხრა..? -უთხარი..-ავტობუსში ავდივართ, ის მალევე ჩამოდის და მე სახლში მივდივარ.. სახლის კარები შევაღე თუ არა, ირაკლიმაც დამირეკა.. -გისმენ.. -მიხვედი სახლში..? -ამ წამს, სხვათა შორის.. -დაღლილი ჩანხარ.. -ეგ არაფერი, სიახლე მაქვს.. მე-11 მაგიდა გახსოვს..? დღეს იყვნენ, კატოს და ერთ-ერთი მათგანის საუბრიდან გამომდინარე ახალი შეკვეთა მიიღეს.. -რაზეა საუბარი, ვერ გაიგე..? -სამწუხაროდ ვერა, რაოდენობა 20.. ყუთი...? არ ვიცი, მაგრამ 20.. რაც არ უნდა იყოს შოვნა უჭირთ, ორმაგსაც იხდიან.. კატომ დარეკა, გადაამოწმა ამის აღება თუ შეიძლებაო.. -ასეთი რა გადააქვთ.. ნარკოტიკი..? -ახლა მაინც გვჭირდება მობილიზება, თარიღი უნდა გავიგოთ, იქნებ მამაჩემს ჰქონდეს ჩანიშნული.. -ასისტენტს განრიგში კი არ ჩააწერინებდა.. -კიდევ არის რაღაც.. კატომ სამსახური შემომთავაზა, უფრო სწორედ შესაძლო გასაუბრება.. -შესაძლო..? -ნაცნობი მყავსო, მოკლედ ზუსტად არაფერი უთქვამს, მაგრამ კომპანიას უკავშირდება დარწმუნებული ვარ.. -დათანხმდი..? -უარს როგორ ვეტყოდი.. -შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს.. -ეგ ახლა არაა პრიორიტეტი, თარიღი უნდა გავიგოთ, შენ მუშაობ კომპანიაში, ყურადღება მიაქციე თითოეულ დეტალს.. იქნებ რამე იპოვო.. ახლა უნდა წავიდე.. -კარგი..ოღონდ მოიცადე ერთი წუთით.. -რა მოხდა..? -რაც არ უნდა იყოს, ეს საქმეა და შენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაა.. -მე ჟურნალისტი ვარ ირაკლი, ჩემი საქმე ყოველთვის შეიცავს რისკს.. -ეს არ ნიშნავს, რომ სიფრთხილის გამოჩენა არ შეგიძლია.. -კარგი.. -სერიოზულად ბარბარე, თავს გაუფრთხილდი..- გამითიშა.. კარგი კარგი, ცოტა უცნაურია.. . . . ხანდახან მგონია, შინაგანი ბრაზი, რომელსაც ამ ყველაფრისადმი ვგრძნობ გაქრა, თითქოს განვიკურნე.. სინამდვილეში კი უბრალოდ არ ვფიქრობდი, არ ვუმკლავდებოდი.. ყველაფრის დალეწვის, განადგურების სურვილი მიჩნდება.. მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო, ათასი სისულელე გავაკეთო, გავთავისუფლდე, მაგრამ არაფერს ვაკეთებ.. პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს თავს მივათრევ.. საწოლამდე, ვწვები და ბრაზისგან მეტირება, ვგრძნობ როგორ მტკივა ყელი, ეს კი ფასია იმის, რომ ჩუმად ვარ.. შემდეგ..? 2 საათიანი გამოძინების შემდეგ ვდგები, სკოლაში მივდივარ თითქოს არაფერი მომხდარა.. არ მაქვს უფლება, ჩემი პრობლემები, განცდები სკოლამდე მივიტანო.. ჩემი პრობლემა, განცდა, ბრაზი გარეთ უნდა დარჩეს, სკოლის ზღურბლთან. პროფესიონალი ვერ ვიქნები ასე თუ არ მოვიქცევი. ამიტომ ახლა სანამ მანქანიდან გადავალ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, შემდეგ კი ვჩურჩულებ.. შემიძლია დღევანდელი დღე გადავაგორო. ბავშვები ხშირად ფიქრობენ, დღევანდელ დღეს თუ გადააგორებენ ყველაფერი კარგად იქნება, ამიტომაც რატომ არ უნდა დავეხმარო მათ დღის გადაგორებაში..? ეს მეც მჭირდება.. საბოლოოდ სკოლის ეზოში ვარ, ჩემს კლასამდე მივალ, საჭირო ნივთებს გავამზადებ.. დღეს რა უნდა გავაკეთებინო..? რა მჭირდება..? ფანქრები, ფერადი ფურცლები, წებო მაკრატელი.. ყველაფერი მაქვს, მიკი მაუსის ყველა ხელსაწყო.. ჩემს კლასამდე სანამ მივალ მახსენდება, დირექტორის კაბინეტში უნდა შევიდე, ფაილი უნდა გადავცდე, სანამ მის კაბინეტამდე მივალ და დერეფნიდან გადავუხვევ, ხმა მესმის, რომელიც გაჩერებას მაიძულებს.. -დარწმუნებული ხარ დემეტრე, მირანდასთან მუშაობის გაგრძელება გინდა..? - ჩემი კოლეგისგან ასეთი ტონით ნათქვამი, ზედმეტად უხეშად ჟღერს.. -მიზეზი მაქვს რის გამოც არ უნდა მინდოდეს..? თანაც აქ ჩემს სურვილზე არაა, პროექტი გვაქვს დასამთავრებელი.. -მირანდა ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ხანდახან ზედმეტია, მისი ენერგია პოზიტივი.. შემიძლია დაგეხმარო თუ.. -სიმართლე გითხრათ არ მომწონს საითაც მიდის ეს საუბარი, მირანდა პროფესიონალია, დარწმუნებული ვარ ამიტომაც მისცეს ეს პროექტი.. მას აქვს ის, რაც არის საჭირო გამარჯვებისთვის, სამართლიანი გზებით.. ეს ენერგია და პოზიტივი როგორც აღნიშნეთ, საჭიროა ბავშვებისთვის, ზედმეტი სულაც არაა.. -ასე არ მიგულისხმია მე.. -მომიტევეთ, მირანდას ველოდები, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ..-სანამ საუბარს გააგრძელებდნენ მათკენ დავიძარი, თავი ისე მოვაჩვენე თითქოს ახლახან მოვედი, მივესალმე და დირექტორის კაბინეტისკენ გადავუხვიე, ფაილი დავუტოვე, ცოტა ვისაუბრეთ და კაბინეტი დავტოვე.. გარეთ გასვლისას დემეტრე დამხვდა..-ყველაფერი რიგზეა..? -ხომ იცი როგორ ვიმუშავეთ, რატომ არ უნდა იყოს.. ჩვენი ნამუშევარი მოეწონა, კვირის ბოლოს უნდა წარვადგინოთ.. მანამდე კი ვივარჯიშებთ.. -დღეიდან..? -გაკვეთილების შემდეგ.. - ზარიც დაირეკა, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, თითქოს ალისას საოცრებათა ქვეყანაში, ან რაიმე მსგავსს ადგილს ვსტუმრობდე ბავშვებთან ერთად.. -ბავშვებო ხომ გვახსოვს, ერთი შეხედვით ის რისი დახატვაც გვინდა, შეიძლება ვფიქრობთ, ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ ისწავლით რის შემდეგ რა მოდის, საბოლოოდ ლამაზი ნახატი გამოგვივა.. აუცილებელი არაა პირველივე ცდაზე იდეალურად გააკეთოთ, მეცადინეობაა საჭირო. ასე რომ, არ გავიგონო, მე ამას ვერ შევძლებო.. დღეს ზუსტადაც ვისწავლით როგორ.. გისმენ.. -დღეს თავისუფალი არ გვექნება..? -დრო თუ დაგვრჩა შესაძლებელია.. დავიწყოთ, აბა მოამზადეთ ყველა საჭირო ნივთი, თუ რაიმე დაგრჩათ ხელის აწევით გამოდით მაგიდასთან და აიღეთ რაც გჭირდებათ.. აბა მზად ვართ..? -დიახ მასწავლებელო.. -მშვენიერი..- სანამ შემდე ეტაპზე გადავალ, უნდა დავრწმუნდე, ყველამ გაიგო.. ამიტომაც მიაქვს ამდენი დრო, თუნდაც მარტივი რამის დახატვას.. ძალიან მალე გადის დრო, გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე ირეკება ზარი.. მალევე ტოვებენ კლასს.. -მასწავლებელო.. -გისმენ ნიაკო.. -ძალიან მომწონს წიგნი, მადლობა.. -არაფერს სიხარულო, მიდი შენს კლასელებთან ერთად, ზარი მალე დაირეკება..-ნიაკო კლასს ტოვებს, მე კი თავს ძლივს ვიკავებ სიხარულისგან არ ვიტირო.. გაკვეთილების დროც გადის, სახლში წასვლა დავაპირე და დემეტრეს დანახვისას მახსენდება, მეცადინეობა უნდა დავიწყოთ.. -მზად ხარ..? -შეგვიძლია ხვალ დავიწყოთ, დაღლილი ჩანხარ.. -დემეტრე, ეგ შენი სადარდებელი არაა, გაკვეთილების შემდეგ მე სულ დაღლილი ვიქნები.. დამატებით 1 საათი არაფერს დამაკლებს.. -როგორც გინდა..-ფაილი მაგიდაზე დავდე და ლეპტოპში პრეზენტაცია გავხსენი..- დარწმუნებული ხარ..? შეგვიძლია.. -გასაგებად არ ვთქვი..? -შეიძლება გავიგო ასე რამ გაგაღიზიანა, ადამიანს ორი სიტყვა, ვერ უთქვია შენთვის.. -საქმე მარტივადაა.. ჩემზე ეს "ზრუნვა" საჭირო არაა, შეიძლება დავიწყოთ..? -მოიცადე მოიცადე, შენზე ვინ ზრუნავს, ის რომ სახლში წასვლა შემოგთავაზე ზრუნვა..? -თანაც არასაჭირო.. -ზედმეტად დიდი ყურადღება ხომ არ მიაქციე, ჩემს შემოთავაზებას..? -კარგი ამას თუ დიდ ყურადღებას ვაქცევ, დღეს რატომ დამიცავი..? -დაგიცავი..? -წამიერად დაიბნა, ვერ მიხვდა რაზე მქონდა საუბარი და შემდეგ..-გასაგებია, დილანდელი საუბარი მოისმინე.. -დიახ.. -და ახლა რა გგონია, მეცოდები..? -არ მეგონა ამ სიტყვას თუ გამოიყენებდა, როგორ მძულს ეს სიტყვა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული..-შენ წარმოიდგინე არაფერ შუაში იყავი და შენ არ დამიცვიხარ.. -აბა ეგ რა იყო..? -გგონია ეს ყველაფერი ჩემთვის გართობაა და მეტი არაფერი..? მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მადარდებს.. განსაკუთრებით ბავშვები ამ პროექტში ჩართულნი.. ეს მადარდებს.. მათ კი ჩვენს მუშაობაში შეიტანეს ეჭვი, შენში და ჩემში, ეს საქმეს ეხება და არა შენ.. მინდა ეს პროექტი სერიოზულად მიიღონ.. -და ჩემს გამო ეს შეუძლებელია..? -შენით არის შესაძლებელი, ამიტომაც როდესაც არაფრის მომცემ ჭორაობას და თავის გამოდებას მიჰყვებიან, გინდა თუ არ გინდა ვერ გავჩუმდები -მათ არ უნდა აჰყვე, დროის კარგვაა და მეტი არაფერი, გულს მოიოხებენ და თავის გზას გააგრძელებენ.. -მირანდა, ყოველთვის გაჩუმება გამოსავალი არაა.. -გგონია რამე შეიცვლება..? მაინც ასეთი საწყალი თვალებით გამომხედავენ .. დაე იფიქრონ მეტისმეტი ვარ, ჩემთვის ბავშვების აზრია მნიშვნელოვანი.. მცირედით თუნდაც მაგრამ მაინც, იქნებ ისეთი ადამიანების აღზრდაში შევიტანო წვლილი, რომლებიც.. დაივიწყე.. დაჯექი საქმე გვიხმობს.. -აზრი დაამთავრე.. -არ შემიძლია.. -მირანდა.. -არ მინდა სხვასაც იმავეს გადატანა მოუწიოს, მითუმეტეს ბავშვს.. ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებ რისი უფლებაც და შესაძლებლობაც მაქვს.. . . . -სულ ეს იყო.. დღეს საღამოს გაგაგებინებთ პასუხს..- გასაუბრება ზედმეტად მარტივად დასრულდა, ფაქტობრივად არაფერი უკითხავთ, თუმცა ჩემი ეჭვი გამართლდა და კომპანიაში აღმოვჩნდი.. დავემშვიდობე და კაბინეტი დავტოვე.. უკვე გავდიოდი ირაკლი როცა შევნიშნე, მაგრამ წესიერად არც შემიხედავს ისე ჩავუარე, არ უნდა მიხვდნენ მასთან რაიმე თუ მაკავშირებს.. მანქანაში ჩავჯექი და პირდაპირ მამაჩემის კომპანიისკენ გავემართე, მამაჩემს ეშინია არ გავიქცე და მიფრთხილდება.. ამიტომაც ჩემს არც თუ ისე ხშირ გამოჩენას ჯერდება.. როგორც კი ეს მასკარადი დამთავრდება. არც გავეკარები.. -ჩემი ნახვა გინდოდა..? -შეხვედრა იწყება, შენც უნდა დაესწრო.. -რა შეხვედრაზეა საუბარი..? -მაგის განხილვის დრო არაა, იქ გაიგებ..-მამაჩემს იმაზე შეწუხებული სახე აქვს ვიდრე ჩვეულებრივ.. შეხვედრა დაიწყო.. ახალი სასტუმროს მშენებლობის ამბები განიხილეს, რა დარჩა გასაკეთებელი და ა.შ. -კინაღამ დამავიწყდა..კირა ახალი ტვირთი როდის ჩამოდის..? - ოთხ დღეში.. -რომელ ტვირთზეა საუბარი..? -მოგეხსენებათ სასტუმროს რამდენი რამ სჭირდება, მითუმეტეს თუ გვინდა განსხვავებული იყოს..-შეხვედრა დასრულდა, მაგრამ მამაჩემის ასისტენტს ვთხოვე არ წასულიყო.. -კირა შეგიძლია ტვირთთან დაკავშირებით ყველაფერი გადმომიგზავნო..? განრიგი, რას ველოდებით.. ყველაფერი.. -დიახ, რა თქმა უნდა..-გამიღიმა და გავიდა.. დღე დამთავრდა, მაგრამ არა ჩემთვის და ირაკლისთვის.. -ბარბარე დარწმუნებული ხარ, ახლა სეირნობის თავი გაქვს..? -სუფთა ჰერზე მჭირდება ყოფნა, ვეღარ ვაზროვნებ.. რა უნდა გეთქვა..? -თარიღი გავიგე, ოთხ დღეში სატვირთო ჩამოდის.. -ვიცი.. -იცი..? -მამაჩემმა ახსენა, სასტუმროსთვის ტვირთი ჩამოდის.. მის ასისტენტს კირას ვთხოვე ყველაფერი გადმოეგზავნა.. -შანსი გვაქვს გამოვიჭიროთ.. ეს საკმარისი არაა.. -რას გულისხმობ..? -კამერა უნდა დავაყენოთ.. მარტივი არ იქნება, მაგრამ მტკიცებულებები გვჭირდება.. თუ არ დაგვასწრო.. -ვინ უნდა დაგვასწროს..? -ბეღურამ.. -ბეღურა.. რაზე ლაპარაკობ..? -არ ვიმჩნევ.. არ ვიმჩნევ.. -არ მითხრა "ამოიღე დანები" არ გსმენია.. ბარბარე ეს საიტი არ იცი..? -უნდა ვიცოდე..? -ჟურნალისტი ხარ და უნდა იცოდე წესით.. მოკლედ შენ ზუსტი დრო გაიგე, კამერის დაყენებაზე მე ვიზრუნებ.. -ესე ჩვეულებრივად ვერ მიხვალ და ვერ დაამონტაჟებ.. -მომენდე ერთხელ მაინც ბარბარე, ხომ შეიძლება..?-ასე რატომ იღიმის.. -ვიხეირებ მერე..? -თანაც როგორ.. -რატომ გიყვარს თემიდან გადახვევა.? -მე..? -კი კი შენ.. -როდის გადავუხვიე თემიდან..? საქმეზე არ ვლაპარაკობდით..? -კი როგორ არა, შენი მზერით, ღიმილით, ქცევით, მხოლოდ საქმეზე ხარ ფოკუსირებული.. -შენ თუ საქმეზე ხარ ფოკუსირებული, ასე რატომ მაკვირდები...? -ახლა მე ვარ დამნაშავე..? -არ მითქვამს დამნაშავე ხარ მეთქი, რთულია მზერა მომაცილო, მესმის.. -ჩემი ტიპაჟი არ ხარ, იცოდე მაინც.. -თავად გითქვამს სიმპათიური ხარო.. -კარგი შესახედაობის კი.. და მაინც არა ჩემი მოსაწონი.. -იმ ადამიანის კვალობაზე, რომლის სტანდარტებში არ ვჯდები..-მზერა ჩემზე გადმოიტანა..-საწინააღმდეგო შთაბეჭდილებას ტოვებ.. -თითქოს მომწონხარ, შენზე ვგიჟდები.. ასეთი..? -ჩერდება, მალევე მეც ვჩერდები.. რამდენიმე წამი მხოლოდ მაკვირდება, შემდეგ მიახლოვდება.. -რას..რას აკეთებ..? -გემშვიდობები..-კიდევ უფრო ნელა მიახლოვდება..ჩამოყრილ თმას გვერდით მიწევს და ლოყაზე მკოცნის.. ისევ ახლოა, მაწამებს, ალბათ ამას ხვდება და სპეციალურად აკეთებს.. თვალს თვალში მიყრის..-გაუმეორე ხოლმე შენს თავს, რამდენად არ მოგწონვარ, რომ შენი ტიპაჟი არ ვარ.. იქნებ თავადაც დაიჯერო ბოლოს.. მაგრამ გახსოვდეს, მე ვერ დამაჯერებ.. . . . -მარგო, დარწმუნებული ხარ მარტო ყოფნას შეძლებ..? ჩემთან წამოდი ან მე.. -ბარბარე კარგი რაა, ხომ გითხარი კარგად ვარ, რა მნიშვნელობა აქვს ახლა რომც წამოვიდე, ადრე თუ გვიან მარტო დავრჩები.. მირჩევნია ახლავე გავუმკლავდე.. -თუ რამე დაგჭირდება.. -ვიცი.. მადლობა ყველაფრისთვის, მიდი გამითიშე და დაიძინე.. ისე რა დაგაძინებს შენს საქმეებს მიხედე.. -ძილიანებისა..- ყველაფერი გადავკეტე, სანათი ავანთე და მორჩა, უნდა დავიძინო.. ნეტა თავიდანვე ასეთი იყო..? როდის დავიწყე მიზეზების მოძებნა.. თუმცაღა ასეთი ადამიანი ნელ-ნელა გაპარებს.. გაჯერებს, თუ რამეს გეუბნება შენთვისვე და ურთიერთობისთვისაა კარგი.. ასე არ ჩაიცვა, არ გიხდება, ვარჯიშობ ? სახლში ივარჯიშე.. ჯერ ჩემი გოგონები არ მოეწონა, შემდეგ მშობლები.. მეუბნებოდა, მათ ჩვენი დაშორება უნდათო. შემდეგ ჩემი სამსახური არ მოსწონდა.. და ბოლოს არ ვაღიარე მაგრამ მე ვერ მიტანდა.. ჩემს ცხოვრებას, ვერაფერს რაც მე მიკავშირდებოდა.. როცა სახლში მომივარდა მთვრალი იყო, ისე ამაყია, რეპუტაციას არ შეილახავს.. ისევ ზარი ისმის.. ბარბარე აშკარად ვერ ისვენებს, ზედმეტად ავანერვიულე.. -ხომ გითხარი, კარგად ვარ.. -გითხარი..?-ტელეფონს დავხედე.. ცალსახაა ბარბარე არაა.. -აჩი მაპატიე, მეგონა.. რისთვის მირეკავდი..? -გვიანია არაა..? მგონი ცუდი დროა, გაგაღვიძე..? -არა, ვერ დავიძინე, მგონი ადგომა სჯობს.. რა მოხდა..? -თუ ვერ იძინებ, ახლა გარეთ გასვლაზე რა აზრის ხარ..? -აჩი მე ურთიერთობები.. -მაპატიე გაწყვეტინებ, პაემანზე არ გეპატიჟები.. -არაა.. მაშინ გისმენ.. -გახსოვს საყვარელ ბენდებზე ვსაუბრობდით.. დღეს კი შენი საყვარელი ბენდი გამოდის, ბილეთები ჩამივარდა და ხომ არ წამოვა მეთქი.. -სახლში მინდა დარჩენა, ყველა შესაძლო სცენარმა გაიელვა თავში, სხეულიც კი მექაჩება რომ არ ავდგე. ვიცი რაც უნდა ვუპასუხო, გადაწყვეტილი მაქვს მაგრამ.. -კარგი.. -კარგი..? -ასეთ შანს როგორ გავუშვებ ხელიდან.. -მისამართი ჩამიგდე და მოგაკითხავ.. 1 საათი გვაქვს იქამდე მისასვლელად..-ზარი წყდება და მე ვერ ვხვდები რატომ დავთანხმდი, როცა ბოლო წამამდე საწინააღმდეგო მქონდა გადაწყვეტილი.. . . . -მირანდა, მომესმა თუ ექსკურსია ახსენე.. -დაგეგმილი მაქვს დიდი ხანია, პროექტის ბოლო ეტაპზე ვართ და არ ფიქრობ ბუნებას თუ შევუთავსებთ უფრო საინტერესო იქნება..? -როგორ უნდა შევუთავსოთ..? -რასაც დავათვალიერებთ, მოთხრობას შევუსაბამებთ და იქ დახატავენ.. -როდის მივდივართ..? -ხვალ, მოემზადე.. -აქამდე რატომ არ მითხარი..? -პროექტს თუ შევუთავსებდი არ მეგონა, მაშასადამე არც განიხილებოდი მანამდე.. -ბავშვებმა იციან ბოლო, რომ იქნება..? -არა და არც მინდა გაიგონ.. -რატომ..? -როცა ფიქრობ, კიდევ მაქვსო შანსი დიდად გულს არ უდებ.. ვინც ახლა ბოლომდე დაიხარჯება, მისი ზრახვებიც ნათელი იქნება და ნახატზეც აისახება.. -ცოტა უსამართლოდ მეჩვენება, ამავდროულად გასაგებია.. -მხოლოდ ნიჭი არაფერია, შრომა და შინაგანი პიროვნებაც დიდ როლს თამაშობს.. ის ვინც ახლა არ ჩადებს მაქსიმუმს, ისწავლის რომ თუ უნდა რამეს მიაღწიოს ამისთვის რეალური შრომაა საჭირო, შემდეგში იმაზე მეტს გააკეთებს ვიდრე შეუძლია.. ასე რატომ მიყურებ.. -გამახსენდა..მასწავლებელი ხარ.. -დავიბენი, ვერც მივხვდი რა უნდა მეპასუხა და კიდევ კარგი ამ დროს დაირეკა ზარი..-სახლში არ მიდიხარ..? -წინ მშობელთა კრება მელოდება.. შენი წასვლის დროა..- მშობლებთან გასაუბრების შემდეგ სახლში ვბრუნდები და ყველაფერს კიდევ ერთხელ ვამოწმებ.. დილით მხოლოდ მოწესრიგებაღა დამრჩა, გუშინ გვიან ყველაფერი გავამზადე და ამ კუთხით მშვიდად ვარ.. სკოლასთან ნელ-ნელა შემოვიკრიბეთ.. დემეტრე ბოლოს გვეახლა, მანამდე კინაღამ არ გავლანძღე ტელეფონში, გადამირჩა.. კლასიკურად დამრიგებელი ვარ და სად დავჯდებოდი თუ არა წინ.. სიმღერებს რაც შეეხება, ვიცი როგორი პრეტენზიულები იქნებოდნენ და მანამდე თავად ჩავაწერინე მათთვის სასურველი და მე ვერაფერს ვეღარ დამაბრალებენ.. ჩემს უკან დაჯდა დემეტრე, რამაც გამაღიზიანა, მთელი ეს დრო ამდენად ახლოს უნდა იყოს..? როგორ ავიტანო.. -მირანდა..-აჰაა დაიწყო, მომიახლოვდა და ჩურჩულებს..-შენ არ იდარდო, არ მოგაწყენ, კი მინდოდა შენს გვერდით მაგრამ დამასწრეს.. -სისულელეების ბოდიალს ტყუილად მიჰყავი ხელი, ნერვებს არ მოგაშლევინებ.. - ამ დროს დაიძრა კიდეც ავტობუსი.. თვალი მოვკარი გიგის, რომელიც პირველი ამოვიდა, გვერდით არავინ დასვა, სანამ ნიაკო არ გამოჩნდა, მაშინვე აიღო ჩანთა და ნიაკომაც ფანჯრის მხარეს დაიკავა ადგილი.. გამეღიმა.. -დარწმუნებული ხარ, შენ არ გინდა ფანჯრის მხარეს..? -მნიშვნელობა არ აქვს.. -აბა აქეთ რატომ იჯექი.. -შენ გინახავდი..-ამ ხმაურში მეტის მოსმენა ვეღარ მოვახერხე.. რა ცუდია ბავშვების თვალთვალი დემეტრეს ყურებასაც მოიცავს ძალაუნებურად… დრო ხმაურიანად გავიყვანეთ, ჩემი ბავშვებისგან ნაკლებს არც ველოდებოდი.. -ბავშვებო, ყველას ბილეთი მე მაქვს, ასე რომ არ გაიქცეთ, დამელოდეთ ბილეთები ვაჩვენო.. ხომ გახსოვთ, აუცილებელია ერთად ვიაროთ, თუ მაინც მოხდება გაუთვალისწინებელი რამ, პანიკის გარეშე, ტელეფონებს ხმა ჩურთეთ და გიპოვით.. -სალაროს მივუახლოვდით.. რადგან საერთოდაც არ ვჩანვარ მივტრიალდი, რომელიმე მშობლისთვის დახმარება მეთხოვა მაგრამ არ მომიწია, არსაიდან გაჩნდა დემეტრე, ტელეფონი გამომართვა.. -უკვე შეძენილი გაქვთ, მოცდა აღარ მოგიწევთ.. -მასწავლებელს ყველაფერი განსაზღვრული აქვს..- უპასუხა დემეტრემ.. თანდათანობით ყველა შევიდა, როცა დავრწმუნდი, გარეთ არავინ დარჩა, მეც შევაგორე ჩემი ბორბლები.. სანამ მუზეუმში შევალთ, იმდენად ლამაზი ეზო დაგვხვდა, აქ დარჩენა მოგინდება.. შადრევანიც არანაკლებად ხიბლს სძენს აქაურობას, ბავშვები წინ გაიჭრნენ, მე შადრევანს მარჯვნიდან შემოვუარე, არ არის გასაკვირი დემეტრემ საწინააღმდეგო, აირჩია.. ამასობაში წამიერად გავხედე, თანაც ისე თითქოს მისი არჩევანი არასწორი ყოფილიყოს.. შიგნით შევედით, მშობლების უმეტესობამ წამოსვლა გადაწყვიტა და შედარებით მშვიდად ამიტომაც ვარ.. -ნახევარი საათია აქ ვართ და დარწმუნებული ვარ წუთითაც კი არ მიგიღია სიამოვნება.. -უკაცრავად.. -ზედმეტად დაძაბული ხარ, მშობლებიც აქ არიან.. -რას ელოდი საინტერესოა, ჩემი პასუხისმგებლობაა მათ არაფერი დაემართოთ, ყურადღებას ვერ მოვადუნებ.. თუმცა ცდები, ეს არ ნიშნავს, სიამოვნებას არ ვიღებ.. -არ გეტყობა.. -მნიშვნელობა არ აქვს, შენ შეგიძლია შენს თავს მიხედო..- ცოტა არ იყოს მიმოვიფანტეთ, ძირითადად ფოტოების გადაღების გამო.. აქ ყოფნამ წარსულში დამაბრუნა, ჩემი სკოლის პერიოდი, ზუსტად ასე ვიყავით ექსკურსიაზე, თუმცა მანამდე ვყოყმანობდი წასვლას, შემდეგ ბავშვები ჩემზე გაბრაზდნენ ამის გამო.. ახლა უცნაური და სასაცილოა, მაგრამ მაინც.. წესით უნდა ვყვებოდე ისტორიას როგორი კმაყოფილი ვიყავი, როგორი შემეცნებითი იყო, თუმცა გარემო რა კარგიც არ უნდა ყოფილიყო, კლასელები არ მელაპარაკებოდნენ.. მთელი გონება ამ სიტუაციისკენ მქონდა მიმართული.. ზუსტად არ ვიცი რაღაც მომენტში ტირილი დავიწყე, საშინლად არ მინდოდა იმ წუთას იქ ყოფნა, დედის ყოფნას ვნატრობდი.. კი მკითხეს რა მოხდა, ბიჭებს ჩხუბისთვის მიზეზი უნდოდათ და იფიქრეს რომ სხვამ გამაბრაზა.. რა კარგი დღე შეიძლებოდა გამოსულიყო, ეს ბავშვური სისულელე რომ არა.. დღემდე ცუდად მახსენდება.. მაშინ ის დღე, ის მომენტი სამყაროს დასასრული მეგონა, თუმცა ამანაც ჩაიარა და იმ ყველაფერმაც, რისი გადატანა, დაძლევაც შეუძლებელი მეგონა.. -დავიჯერო ამ ნახატმა ასე ჩაგაფიქრა..? -ისე ტყუილად უყურებ, თითქოს დახატვა შეგეძლოს.. -დარწმუნებული ვარ შევძლებდი.. -სწორი ხაზს ვერ გაავლებ წესიერად, ამბიციები საიდან..-გაეცინა.. -კარგი რაც არ არის ჩემი საქმე, არ არის, ვაღიარებ.. -მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა..-მაინც დიდი სისულელე მგონია, არადა ვიცი რაღაც ფილოსოფიურ ახსნას და დატვირთვას მისცემენ.. -რომელიც ყველაფერს მნიშვნელობას მისცემს, თუნდაც ამ სისულელეს არა..? მიმოიხედე, რატომ მოხვედი მაინცდამაინც იმ ნახატთან, რომელიც ნაკლებად აღმაფრთოვანებელია სხვა ნამუშევრებთან შედარებით.. -შენ მოგწონს..? -სხვათა შორის კი, სისულელეა, შეიძლება ახსნაც ვერ მოუძებნო, უსამართლობის გრძნობა გაგიჩნდეს უკეთესიც შეიძლებოდაო.. -მიხვალ იმ ნაწილამდე, რომელიც ამართლებს რატომ მოგეწონა..? -ცხოვრებაც ასეთი არაა..? სისულელეა? დაე იყოს სისულელე, დამთვალიერებელი მისცემს მნიშვნელობას და რა იცი იქნებ ერთ ადამიანამდე მაინც მიიტანოს მხატვარმა სათქმელი..-ბორბლები გავაგორე, სხვა მხარისკენ უნდა გადავინაცვლოთ და ბავშვებს ხომ არ ჩამოვრჩები რა თქმა უნდა, შევნიშნე დემეტრე როგორ ურიგებს ბავშვებში სასუსნავებს, ისე თითქოს ჯაშუში ყოფილიყოს დავალებაზე.. სხვებიც აიყოლია, ისე იღებენ მისგან სასუსნავს, თითქოს საიდუმლო ინფორმაცია მიიღეს.. კი უნდა მივგორდე წესით და ვუთხრა, რომ აქ ჭამა არ შეიძლება, თუმცა თვალებს ვხუჭავ.. ცოტახნით კიდევ ვერ წავალთ, მოშივდებოდათ.. მშობლებს გამოველაპარაკე, ხომ ყველაფერი რიგზეა თქო, კმაყოფილები ჩანან.. შემდეგ უკვე ნაწილობრივ ვათვალიერებდი ნამუშევრებს, ნაწილობრივ ბავშვებს.. დრო მალე გადის.. სრულიად სხვა ოთახში და ეპოქაში აღმოვჩნდით.. მშობლებთანაც გადავიღე ფოტოები და ბავშვებთანაც.. მგონი ყველაფერი კარგად მიდის.. ვინ დაგაცდის მირეკავენ, მოიცადე დემეტრე რატომ მირეკავს..? -გისმენ.. -მირანდა..ხომ გახსოვს..მოკლედ.. -იტყვი ოდესმე..? -ხომ გახსოვს ბავშვებს ეუბნებოდი თუ დაიკარგეთ დამირეკეთო.. -მერე.. -გირეკავ.. -რა..მოიცადე.. -მაინც და მაინც, უნდა ვთქვა..? კარგი, მირანდა დავიკარგე..-სიცილი მაინც წამსკდა, თუმცა ვცდილობ ბოლო ხმაზე არ ვიცინო.. -რას ნიშნავს დაიკარგე.. -აშკარად სხვაგან გადავუხვიე, მერე დავბრუნდი ძველ ადგილას და ბოლოს სად აღმოვჩნდი ვერ ვიგებ.. ტყუილად დამცინი, ყველას შეიძლებოდა დამართოდა.. -რამდენი ბავშვია და ჯერ არცერთი არ დაკარგულა.. -მირანდა.. -კარგი, მიმოიხედე რას ხედავ..? -ძირითადად პორტრეტებია.. -მარცხნივ გადაუხვიე არაა.. მაქეთ არ უნდა წასულიყავი.. -შენ რა იცი.. -აქ პირველად არ ვარ.. მაგ ოთახიდან გამოდი, დერეფანს გამოუყევი და მარჯვნივ გადაუხვიე.. -მოიცადე მოიცადე.. გხედავ..-შევტრიალდი.. მისი ყურებისას მეცინება, ბოროტი ვარ..? ისეთი საყვარელი შეშინებული სახე აქვს, სამშვიდობოს გამოაღწია და.. მოიცადე, მე რა ახლა ამ არსებას საყვარელი ვუწოდე..? მირანდა გონს მოეგე..-ასეთი სასაცილო არაა..? ლაბირინთში მეგონა თავი.. -არ უნდა ჩამომრჩენოდი და მაგ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდი.. -ვეღარ მომიშორებ.. -შემაძრწუნებლად ჟღერს.. წამოდი ცოტაღა დარჩა..-საერთო ფოტოებიც გადავიღეთ და გამოვედით.. ნელ-ნელა დავიძარით ავტობუსისკენ.. -აბა მგონი ყველა ვართ ხომ..? -კი კი გადავითვალე..-მუზეუმიდან ბუნებაში აღმოვჩნდით, ბავშვებს ისე მოშივდათ, თამაში არც გახსენებიათ.. სანამ გემრიელად არ დანაყრდნენ, არავინ არ ამდგარა მაგიდიდან.. ბოლოს როცა მივიხედე ყველა თამაშობდა.. ყველაში დემეტრეც შედის, არ ჩამორჩა ბავშვებს და მათთან ერთად ბურთის დახმარებით, ეტყოდა როგორც ერთობა.. -შენ ამბობდი არ გამომივაო..? ნახე როგორ დაარტყი..? - სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ შემეძლოს მეც ვითამაშებდი მათთან ერთად.. თუმცა მათი დანახვა არანაკლებ მახარებს.. ცოტა ხნის შემდეგ დემეტრე გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა.. -ყველაფერი რიგზეა..? -დღეს აღარ უნდა დაახატვინო..? -ჯერ ითამაშონ დრო გვაქვს.. მიდი მათთან დაბრუნდი.. -შეგიძლია წამოხვიდე.. ხომ გითხარი.. -მირჩევნია აქ ვიყო.. წადი..-დრო გადის, ცოტახნით უნდა მოგწყვიტოთ თამაშს მეთქი და დავალება გავაცანი.. ყველაფერი გადმოვალაგე, მივეცი და ხატვაც დაიწყეს.. -არა მგონია დაასრულონ.. -მთავარია აქ დაიწყონ, ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ არიან.. უფრო ნათლად ახსოვთ ყველაფერი.. -ნახევარი საათის შემდეგ ბავშვებს ვეუბნები, შეუძლიათ სხვა დროს გააგრძელონ, ყველა მიდის ნიაკოს გარდა, რომელიც ხატვას აგრძელებს.. შორიახლოს კი გიგი ზის და ნიაკოს უყურებს.. -მინდვრის ყვავილები.. ლამაზია.. -აქ ყველაფერი შესანიშნავია.. მინდვრის ყვავილებიც..-იხრება, წამიერად შემომხედა და ერთ ყვავილს წყვეტს.. მაწვდის, მე კი ისეთი სახე მივიღე, საჭიროდ ჩათვალა განმარტება გაეკეთებინა.. -დღეს ხომ გადამარჩინე.. -მეცინება -კი ცხრა ზღვა და ცრა მთა გადავლახე შენს გამო..-ყვავილს ვართმევ, მიდის, მე ჩანთიდან წიგნს ვიღებ და შიგნით ვდებ.. . . . - სულ ესაა..? -ამჟამად დიახ.. ამ ყველაფერს ჩამოტვირთავენ და დაბინავებაღა დარჩება..-საერთოდ არ ვიმჩნევ გადაცმულ ირაკლის, რომელმაც კამერა უნდა დააყენოს.. -კირა, რას იტყვი ხომ არ ვიჩქარეთ..? -რას გულისხმობთ..? -ჯერ ამ ყველაფრის ჩამოტანა, მგონი ადრე იყო.. -მამათქვენის სურვილია, ასე ჩათვალა საჭიროდ, მე რა უნდა გითხრათ.. -დაბინავებასთან დაკავშირებით, საქმე შეგიძლია სხვას გადასცე..? შენი დახმარება მჭირდება...-თავი დამიქნია, მე და კირა გამოვედით.. საბუთებში ვთხოვე გარკვევა და შემდეგ წავიდა.. საღამომდე შენობა ვერ დავტოვე, იმდენი საქმე გამომიჩინა მამაჩემმა.. იმდენად დაღლილი გამოვედი, სულ გადამავიწყდა ირაკლისთვის დამერეკა და მეკითხა როგორ ჩაიარა.. ახლა დავრეკავ.. -ირაკლი..ჩემი გესმის..?-ტელეფონი განზე გავწიე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მიპასუხა..-ირაკლი.. -მესმის მესმის.. მოხდა რამე..? -ამას მე უნდა გეკითხებოდე.. -ძლივს მოვასწარი, ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩა.. -ზუსტად არ ვიცით რა იქნება და როდის, ეს მაგიჟებს.. -როგორც კი დაიწყებენ, დაგირეკავ.. -კარგი გელოდები..-სახლში ვბრუნდები, ასე ახლოს სიმართლის გაგებასთან არ ვყოფილვართ.. ღამე ძლივს გადამაქვს ლოდინში, ვწრიალებ ვერ ვჩერდები და ბოლოს ირაკლის ზარის გარეშე მასთან მივედი.. ზარი, კაკუნი და ველოდები როდის გამოჩნდება.. -დემეტრე.. -შემოდი..-შემატარა, მეც შევედი.. -ვინ არის..? ბარბარე, აქ რას აკეთებ.. სიახლე არ.. -ვიცი, მაგრამ სახლშიც ვერ ვჩერდები, აქეთ მაქვს გონება.. -ჩემზე ფიქრობდი ამდენი ხანი და ბოლოს მაინც.. კარგი მოვრჩი.. -მშვიდობა გაქვთ..?-დემეტრეს არსებობა წამიერად გადამავიწყდა.. -ჩვენ ხომ ერთად ვმუშაობთ, საქმეს ეხება.. -აჩი მალე მოვა, თუ ვერ გავიგე დამიძახე..-თავი დაუქნია.. -ბარბარე რა მოგიხერხო..? ყოველ წუთას ვამოწმებ, მგონი სადაც გააჩერეს არც დაძრულა.. მე არ მაქვს პრობლემა ჩემს გვერდით იყო, თუმცა არ ვიცი ეს როდის მოხდება და თავადაც შეწუხდები.. -არ გინდა ყავა დამალევინო..?-სამზარეულოსკენ ვინაცვლებთ.. ორი ჭიქა გადმოიღო და მომზადება დაიწყო..-ჩემი თვალით უნდა მენახა, ყავას დავლევ და წავალ, აქ მართლა საათები ხომ არ გავჩერდები.. მიდი მანახე. -ახლავე..-ტელეფონი ამოიღო, ჩართა და მომაწოდა.. -ხედავ არაფერია.. -ირაკლი.. მანამდეც ღია იყო კარები..? -რა..? მაჩვენე.. ადგილი შეუცვლიათ.. მალე დაიწყებენ ალბათ.. რა სახე გაქვს, რა მოხდა.. -1..2..3.. -ბარბარე რას ითვლი.. -გოგონების რაოდენობას..-ტელეფონი გავუწოდე, სადაც გარკვევით ჩანდა, გაკოჭილ გოგონებს როგორ სვამდნენ სატვირთოში..-მთელი..მთელი ეს დრო აზრადაც არ მომსვლია, თუ კი შეიძლებოდა.. მე მე მეგონა ნარკოტიკთან ან იარაღებთან გვქონდა საქმე.. -ტრეფიკინგთან გვაქვს საქმე, ეს ყველაფერს ამძიმებს.. ვინ იცის ჩემი მეგობარი..-წინადადება ვეღარ გააგრძელა.. -პოლიციას ვერ დავუკავშირდებით.. -რატომ../? -თუ გაიგეს, მათ კვალზე ვართ, გაქრებიან და ვეღარც ვიპოვით.. რამდენადაც არ მინდა პოლიციას გადავცე, არ გამოდის.. -აბა რას ვაპირებთ..? -ნაცნობი მყავს, ვეტყვი სატვირთოს ადევნოს თვალი, ვერ გაგვექცევიან.. არ დავუშებ კიდევ გააუბედურონ ადამიანები.. -რას ნიშნავს ნაცნობი გყავს..? -მაგაზე ნუ ინერვიულებ, დავრეკავ და მოვალ..- სამზარეულოს ვტოვებ და მეგობარს ვურეკავ, ინფორმაციას ვაწვდი და ვუხსნი სიტუაციის სირთულეს.. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ჯერ კიდევ არ მჯერა რაც ვნახე.. -რა გითხრა მეგობარმა..? -მიხედავს, მთავარია საზღვარი არ გადაკვეთონ, შემდეგ გაჭირდება მათი შეჩერება.. -თუ გადაკვეთეს..? -გააჩნია მხარეს.. მოევლება.. გარკვეულწილად გვაწყობს კიდეც, გავიგოთ საით მიდიან.. -ეგ რას გვეტყვის..? -თითოეულ ქვეყანას სხვადახვა დანაშაული მეტად ახასიათებს.. რაც არ უნდა იყოს, უნდა მივუსწროთ.. . . . -ბავშვებო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს.. ხომ გახსოვთ, პროექტისთვის დავალებებს ვაკეთებდით.. მოკლედ თქვენი ნამუშევრები გადავუგზავნეთ და პასუხები მოვიდა.. -აბ დრამი გვჭირდება არა..?-დემეტრემ არარსებულ დრამზე დაუკრა.. -პირველ ადგილზე გავიდა.. ნიაკო.. -მე..? -შენი ნამუშევრები ძალიან მოეწონათ, ჯილდოს გადმოგცემენ და სხვა სიურპრიზებიც გელოდება..-სხვა გამარჯვებულებიც დავასახელე.. გახარებულები არიან.. აი ყველაზე მეტად კი ის ადამიანია გახარებული, რომელსაც არაფერი მოუგია, გიგი.. ასეთი გახარებული და ამაყი ეს ბავშვი არ მინახავს..- სიგელს და პატარა პრიზებს ყველას გადმოგცემენ მონაწილეობისთვის, იმისთვის რომ ასეთი ყოჩაღები ხართ.. -და დემეტრე.. -რას გულისხმობ..? -ჩვენთან აღარ იქნება..? -წლის ბოლომდე დავრჩები, მხოლოდ იტალიურისთვის..-ამაზე აქამდე არ მიფიქრია, დემეტრესთან ისეთი სიხშირითაც აღარ მომიწევს მუშაობა, როგორც აქამდე.. ეს უნდა მიხაროდეს არა..? -აი თქვენთვის პირადად მე ცალკე მაქვს სიურპრიზი..-დემეტრეს ყურადღებაც კი მივიქციე, რადგან ჩემი გამოსვლის ამ ნაწილზე წარმოდგენა არ აქვს..-ბევრი იშრომეთ, თუ კარგად მოიქცევით და სწავლასაც მოუმატებთ.. გამოფენა გაიმართება, რომელშიც თქვენს ნახატებს წარადგენთ.. -სკოლაში..? -არა გალერეაში.. ისინი ვინც აქტიურად იღებდით მონაწილეობას და ვისაც გაქვთ სურვილი.. ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, კარგად უნდა დავგეგმოთ.. ასე რომ მანამდე მოიფიქრეთ..-ახლა უკვე ახალი ამბავი აქვთ განსახილველი და ვის გავაჩუმებ.. გაკვეთილი მალევე დასრულდა, ბავშვებმა კლასი დატოვეს.. -ანუ გამოფენა...? საინტერესოა.. -რადგან სასურველი ადგილი ვერ აიღეს, არ მინდა ამის გამო თავი ცუდად იგრძნონ.. გამოფენის დღე ყველაფერს გადაავიწყებთ.. -მშობლებს ესაუბრე..? -იმ ბავშვების მშობლებს გავესაუბრები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ.. არ მინდა ძალდატანებით მიიღონ მონაწილეობა.. -როგორ ახერხებ..? -რას../? -ყველაფრის დეტალებში გათვალისწინებას.. -ყველაფერს ვერ გათვალისწინებ ფიზიკურად, თუმცა რისკენაც შენი გონებაა მიმართული, გინდა თუ არ გინდა იმის გარშემო ტრიალებ.. აი მაგალითად შენ.. -ანალიზი უნდა ჩამიტარო.. -მცირედით.. მწერალი ხარ, როგორი ცალკე თემაა, მაგრამ ხომ ხარ..-რატომ ეცინება..? არ ვხუმრობ..- ნორმალური ადამიანივით არ განიცდი და არ გგრძნობ.. -რას გულისხმობ..? -წერისკენ გაქვს მიმართული გონება და საკუთარ შეგრძნებებს ესე უბრალოდ არ უშვებ ხელიდან, იმაზე ფიქრობ ფურცელზე როგორ გადაიტან, ეს კი ეხება ყველაფერს, შენს ყოველდღიურობას, დიალოგებს, ურთიერთობებს.. ძალაუნებურად შინაგანად ამაზე ხარ გადართული.. -შენ რა იცი.. -ეს ყველაფერს ეხება.. ადამიანის ინტერესს გაჩნია და როგორ ახერხებს ამ ყველაფრის გამოხატვას, წერით ხატვით.. -ხატვასთან მიმართებით ასე ხარ..? -მე მხოლოდ ვასწავლი, მხატვარი არ ვარ.. ჩემი გონება ბავშვებისკენაა მიმართული, რას და როგორ ვასწავლი, რას გავაკეთებ სკოლაში.. -დამღლელი არაა.. -იმ დადებითს რასაც მაძლევს დაღლა აღარაფერია..-მალევე ვტოვებ კლასს და შემდეგ შენობას.. ზარი შემოდის უცხო ნომრიდან..-გისმენთ..? -მირანდა..მირანდა თქვენ ხართ..?-ქალის აღელვებულმა ხმამ გაჩერება მაიძულა.. -დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ..? -ჩემი შვილი სულ თქვენზე საუბრობდა, ახლა..ახლა არ ვიცი სადაა, ვერ ვუკავშირდები.. იქნებ თქვენთანაა ან იცოდეთ სადაა.. -მომიტევეთ, ვისზე მესაუბრებით..? -მია.. -რას ამბობთ მია დაიკარგა..? იქნებ უბრალოდ ვერ დაუკავშირდით ან.. -სამი დღეა ბავშვი არ მინახავს, მის სამსახურში ვიყავი და 1 კვირაა არ მოსულაო.. არაფერი იცით..? -ახლახან ვესაუბრე, ვერც წარმოვიდგენდი თუ.. კარგით ვეცდები რამე გავიგო, დაგირეკავთ.. მანამდე პოლიცაისთვის ხმა არ მიგიმართავთ.. -ჯერ 48 საათი უნდა გავიდესო და სანამ ხელმეორედ მივიდოდი თქვენ გამახსენდით.. -ყველაფერი კარგად იქნება, მია ჭკვიანი გოგოა..-ტელეფონი ძლივს გავთიშე, ხელები საშინლად მიკანკალებს.. რა გავაკეთო.. თინა.. იქნებ რამე იცოდეს.. ძლივს ვეძებ და ვრეკავ.. არაფერი იცის.. -მირანდა, კარგად ხარ..? -ვერ..ვეღარ ვსუნთქავ..შეგიძლია..შეგიძლია წამიყვანო..მე.. -რა თქმა უნდა..-მეხმარება მის მანქანაში ჩავჯდე.. მოიცადე..უნდა დავრეკო.. -გისმენ სიხარულო.. -ბარბარე შენი დახმარება მჭირდება.. -რა ხმა გაქვს გოგო, მშვიდობაა.. -არანაირად.. გახსოვს წიგნების მაღაზიაში, ახალგაზრდა გოგო გაგაცანი.. -მახსოვს, მგონი.. მმ -მია.. დაიკარგა.. იქნებ რამე გაარკვიო.. -ირაკლისთან ვარ.. -მოვალ..-გაითიშა..-დემე.. -გავიგე, ირაკლისთან მივდივართ-ჯერ ამ სიტუაციაზე და უკვე იმაზეც დავიწყე ფიქრი საღ გონებაზე დავრჩე.. როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას.. ბარბარემ გამომკითხა ყველაფერი რაც ვიცი.. რაღაცნაირად უყურებენ ირაკლი და ბარბარე ერთმანეთს, ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ.. -რადგან ჩვენ ამ საქმეზე ვმუშაობთ, არ ნიშნავს, მიაც უკავშირდებოდეს.. -პირველი სამის მერე აღარც შემიხედავს, არადა ვიცნობდი.. -ჭკუიდან გადავალ ხალხო, იქნებ ჩვენც გვითხრათ რა ხდება, რა საქმეზეა საუბარი..?- ცოტა არ იყოს ხმამაღლა მომივიდა -ვიდეო მაქვს ბარაბარე.. -ყველაფრის მოყოლისთვის მგონი ჯერ ადრეა, მირანდა მომისმინე, ახლა ირაკლი ვიდეოს გაჩვენებს, დააკვირდი მია ხომ არაა.. -ვერ ვიგებ რა ხდება..? მიას ვიდეო რანაირად გექნებათ..-ირაკლი ტელეფონს მაწვდის.. ვიდეოში კარები იღება და ნიღბიან კაცებს გოგონები შეჰყავთ..-ეს ეს, ის არის რაც მე მგონია..? -კარგად დააკვირდი, მიას ხედავ..? -ვიდეო დავაპაუზე.. -მოიცადე, გოგონებს იტაცებენ და შეიძლება მიაც.. -ოცამდე გოგოა გატაცებული მირანდა.. აქამდე ვერავინ ვერაფერი გაიგო, დიდი ალბათობით.. ხომ გესმის.. -მირანდა-ირაკლის გავხედე..-ვიცი ვიდეოს გაგრძელება არ გინდა, სანამ მზად იქნებ მიპასუხე, მიას აი ამ კომპანიაზე ხომ არაფერი უხსენებია, ხომ არ უთქვამს სხვაგან ვაპირებ მუშაობის დაწყებასო.. -მეორე სამსახურზე ფიქრობდა, მაგრამ არაფერი დაუწყია, გასაუბრებებზე დადიოდა.. -კიდევ აგრძელებს ირაკლი კითხვების დასმას და ვგრძნობ ყელში გაჩხერილ ბურთს ვერ ვყლაპავ.. ვიდეოს ყურებას ვაგრძელებ, არ ვიცი თითქოს სხვამ დააჭირაო, ამის ძალა მე არ მექნებოდა.. 1..2..3..4..5..6..7..8..9..10..11..12..13..14..15..16..17.. ისაა.. ცრემლები გაუაზრებლად და უკონტროლოდ მოედინება.. ხელის კანკალით ვუბრუნებ ირაკლის ტელეფონს..-მია ტრეფიკინგის მსხვერპლია../? საიდან ეს ვიდეო, ან ის მაინც თუ იცით ახლა სადაა.. რას აპირებთ.. -ვიცით სადაც გაჩერდებიან, "შემთხვევით" მანქანა გაუფუჭდებათ და ეს დროს მოგვცემს.. -დროს რისთვის..? -ქვეყნიდან რომ არ გავიდნენ და მათი კვალი არ დავკარგოთ.. მისმინე, ასე უბრალოდ ვერ დავადგებით, შეიარაღებულნი არიან, სიფრთხილეა საჭირო.. -დედამისს რა ვუთხრა..?-პასუხი არავის აქვს.. . . . -მირანდა..აქ ხარ..?- გამომხედა მარგომ.. ისევ ფიქრებმა წამიღო.. თავი დავუქნიე.. - ყველაფერი დალაგდება.. მია დაბრუნდება.. -მარგო მართალია..-ბარბარემ გამომხედა, ეცადა გაეღიმა..ვერ შეძლო.. -იცი, ვისმენთ, ვუყურებთ, ვკითხულობთ და თითქოს ვერ ვიაზრებთ ამ ყველაფრის რეალურობას.. თითქოს ზღაპარია, რომელსაც გვიყვებიან, შემდეგ კი ისეთი სიცხადით.. მთელი ძალით ვეჯახებით რეალობას.. -ხანდახან მინდა თითოეულმა ადამიანმა მთელი სიმძაფრით გაიაზროს, რამდენად საშიშია გარეთ გასვლა, ყველა ალბათობა რაც შეიძლება დაგემართოს, შემდეგ კი ჩემს რაღაც ნაწილს არ უნდა ადამიანებს ეშინოდეთ.. არსებობის, ცხოვრების.. - მარგარეტმა წამიერად თავი ჩახარა, ვიგრძენი როგორ გაუჭირდა თავი აეწია და ჩემთვის შემოეხედა.. კიდევ არ გვეუბნება ყველაფერს, რასთან უწევს გამკლავება ყოველდღე.. -ერთად გავუმკლავდებით.. - ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, რომელიც სამივეს გვეუცნაურა..-ირაკლის ტელეფონი გამომყვა..ჯანდაბა.. -ირაკლი..? -ერთი წუთი, უნდა ვუპასუხო.. -მიდი მიდი.. -გისმენთ.. -ირაკლი..? მე..მინ..მინდოდა..-ქალის შეშინებული ხმის გაგონებისას, ინტერესით გავხედე ბარბარეს.. -ირაკლის მეგობარი ვარ, რამე გადავცე..? -მეგობარი..? ვერ..ვერ მიაწვდით.. -ახლა ჩემთან არაა, ვინ ბრძანდებით..? -მაგდა..-სახელის გაგონებისას ბარბარეს თვალები გაუფართოვდა და წამოდგა.. -აბაშიძე.. -იცით ვინც ვარ..? -ირაკლის მეგობარი.. მე გიცნობ.. ვიცი რაც დაგემართა.. -არ.. -მოგიტაცეს, სხვა გოგონებთან ერთად, რადგან ახლა რეკავ, გამოდის..გამოდის.. -გაქცევა მოვახერხე..დიახ.. -მითხარი სად ხარ, ახლავე გამოვალ..-ვეღარ გავიგე რა უთხრა, თუმცა ბარბარე ფაქტობრივად გაიქცა მარგოს სახლიდან.. . . . -ირაკლი..ირაკლი.. -დამშვიდდი.. რა მოხდა..? -მაგდამ დარეკა, უნდა წავიდეთ.. -ცოცხალია..? გაიქცა..?-თავს ვუქნევ..მოსაცმელს იღებს, სახლს კეტავს და გავდივართ.. -ბარბარე, ნელა ატარე, მინდა იქამდე ჩავაღწიოთ.. შენ საიდან.. -აქამდე ტელეფონი არ გამოგიყენებია..? აგვერია.. -დიდად არ ვიყენებ..-ახლა მახსენდება, მაგდას ზარი როცა გაწყდა, ირაკლის ზარებს მოვკარი თვალი.. გასაკვირია ჩემს გარდა სხვა გოგოს სახელი ვერ ამოვიკითხე, დიდად ამაზე ფიქრის დრო არც მქონია..-ბარბარე, დარწმუნებული ხარ ამხელა გზის გავლა გინდა..? შეგეძლო დარჩენილიყავი.. -ამას სერიოზულად მეუბნები..? შენ დარჩებოდი..? -ვალდებული არ ხარ.. -ასე თუ გააგრძელე საუბარი, იქამდე მართლა ვერ ჩააღწევ და მეგობარს ვერ ნახავ.. -კარგი როგორც ისურვებ..-გზა გრძელი და დამღლელი გამოდგა, ისეთ სოფელს მივადექით, აქამდე არც კი მსმენია.. მაგდას აღწერილი სახლის პოვნა მარტივი არ იყო, თანაც ვერავის შევეკითხებოდით გზას.. ეზოში შევდივართ, შემდეგ სახლის კარზე ვაკაკუნებ.. წამიერად გავხედე ირაკლის, რთულია ახლა მიხვდე რას განიცდის.. კარს მოხუცი ქალბატონი აღებს.. -გამარჯობა ჩვენ.. -ბარბარე და ირაკლი.. -თქვენ საიდან.. -გელოდებოდით..-შეგვიპატიჟა, შევედით.. შესვლისას წამლების სუნი იმდენად მძაფრად ტრიალებს ოთახში, შეგრძნება მაქვს საავადმყოფოში ვარ.. - აქ არ იჭერს, მაგდამ მთელი ენერგია დახარჯა გასულიყო და დაერეკა, ისევ ცუდადაა.. -დაჭრილია..? რა სჭირს..? -თავად ნახავთ.. არ გამომყვა, თორემ ჩავიყვანდი ქალაქამდე.. გამიხარდა, როცა მითხრა მეგობრები მოდიანო..-როგორც კი ბებია სხვა ოთახისკენ დაიძრა, მექანიკურად გავყევით.. ოთახში ახალგაზრდა გოგონა დაგვხვდა, მწოლიარე.. გადასხმა უდგა ნახევრად დაცლილი.. სახე დალურჯებული აქვს, ხელებიც.. მგონი ჩაეძინა.. -მაგდა შვილო..-თითქოს კოშმარისგან, შეშინებული იღვიძებს..-შენი მეგობრები მოვიდნენ.. -მაგდა..-ირაკლი უახლოვდება.. -ირაკლი..-მე შემომხედა..ოდნავ წამოიწია..-არ მინდოდა ამ ამბავში გამეხვიე, თუმცა როგორც მივხვდი, უკვე გახვეული ყოფილხარ.. -აქ დიდი ხანია რაც ხარ..? -ჯერ მარტო ორი კვირა ვასულიერებდი, ცოცხალმკვდარი იყო.. -ჩამოსვლისაც მეშინოდა, ისევ არ ვეპოვე.. -ყველაფერი გასაგებია, ახსნა საჭიროა არაა.. -მათზე რამე იცით, გაარკვიეთ რამე..? -ახლოს ვართ.. მოდი ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, დასვენება გჭირდება.. -მოდი დღეს დარჩით და ხვალ წადით, გადასხმაც მორჩება და თქვენც ნამგზავრები ხართ..-ახლა მაგდას მგზავრობა რადგან არც ისე კარგი იდეაა, ბებიას ვუჯერებთ.. ოთახიდან გამოვედით..- კარგად იქნება.. იმასთან შედარებით როგორც იყო, ეს არაფერია.. მალე აღიდგენს ძალებს.. -იმედი გვაქვს. -მაგდას წვნიანი უნდა გავუკეთო, ხომ მიირთმევთ..-თავს ვუქნევ..-შეგიძლიათ აქ ან ეზოში დასხდეთ.. -ეზოში გავალთ..-გარეთ გასვლისას იქვე მაგიდასთან ვსხდებით.. მეგონა ჩემს წინ დაჯდებოდა, თუმცა გვერდით მიჯდება.. -ბარბარე.. -გისმენ.. -მადლობა, წამოსვლისთვის.. -თავს მხარზე ვადებ.. -ყველაფერი კარგად იქნება.. . . . კიდევ ერთხელ გადავხედე შეკრებილ საზოგადოებას.. სხვა შემთხვევაში გამიხარდებოდა, ახლა დიდად არ ვარ მოხარული, ვინაიდან არც ისე სასიამოვნო თემას განვიხილავთ.. ყველა დაიძაბა, ოთახში ბარბარეს შემოსვლისას, რომელსაც აშკარად ცუდი ამბავი აქვს.. -პირდაპირ გვითხარი.. -კავშირი დაიკარგა.. -რას ნიშნავს კავშირი დაიკარგა..-აჩი.. -სატვირთო რადარზე არ ჩანს, თითქოს გაქრა.. -ახლა რა უნდა გავაკეთოთ-მარგო.. -მაგდა მომისმინე, იმის მიხედვით სად იყვნენ ბოლოს და შენ საიდან გამოიქეცი, შეიძლება განვსაზღვროთ ახლა სად არიან, უფრო გაუმარტივდება მოძებნა.. ეცადე ზუსტად გაიხსენო, რაც უფრო მეტ დეტალს გაიხსენებ უკეთესი..- დალაგებულ თანმიმდევრობით კი არა, კონკრეტულად დეტალების გახსენებას ცდილობს.. სატვირთოს ფერი, სუნი, როდის გრძნობდა მოსახვევს, როდის გაჩერდნენ.. ასეთი დეტალების ჩამოთვლას აგრძელებს.. ბარბარე კიდევ გადის.. ირაკლი მიყვება.. არც ისე დიდი ხნის შემდეგ შემოდიან.. -დიდი დრო აღარ გვაქვს, იმ წერტილამდე მივედით, როცა საჭიროა პოლიციას მივმართოთ..-ირაკლის აკვირვებს ბარბარეს სიტყვები.. -თავად არ თქვი.. -მეგონა ამ დროის განმავლობაში მოვახერხებდი.. შევცდი..გოგონების სიცოცხლეზეა საუბარი.. -შენი ახლობელი გაიგებს სატვირთოს ადგილსამყოფელს..? -როგორც კი იპოვის დამიკავშირდება, წამოდი..-ირაკლის ანიშნა..-ყველანაირი მტკიცებულება უნდა შევკრიბოთ გადასაცემად.. მეგობრებო გაგაგებინებთ როგორც კი რამეს გავიგებთ.. -მეც შეხვედრა მაქვს და წავალ..-მარგოც წამოდგა..შემდეგ კი როგორც ხდება ხოლმე, ყველა გასასვლელისკენ გაემართა..მემშვიდობებიან და მიდიან.. ბოლოს დემეტრე გადიოდა, არც დავლოდებივარ იმის დასანახად როგორ გაიჯახუნებდა კარებს.. შემოვტრიალდი, მთელი ამ დროის განმავლობაში ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.. ვერც ვლაპარაკობდი.. ახლაც გაუჩერებლად ჩამოედინებიან და მაინც ისეთი სიჩუმეა.. ხომ შეიძლება გულს ვიოხებდე და ხმამაღლა ვტიროდე.. ტირილიც კი ასეთი ჩუმი რატომ მაქვს..? არსაიდან ვიგრძენი მისი ყოფნა ოთახში, მეგონა მივეჩვიე, ყოველდღე საკლასო ოთახში ჩემთან ერთადაა.. შეიძლება უმეტესად მე ვლაპარაკობდე და მის ყოფნას ვგრძნობდე.. ახლა სხვანაირადაა.. არც ვტირალდები, თავად მოდის ჩემამდე, ჩემს წინ დგება და იმუხლება.. ველოდები იტყვის, როგორ არ ვარ მარტო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მსგავსი ფრაზები, მაგრამ მსგავსს არაფერს ამბობს.. -ვერ გცნობ.. რა დაგემართა, მირანდა რომელსაც ვიცნობ არ ნებდება, შენ კი მიას გონებაში განაჩენი გამოუტანე.. ისე ხარ თითქოს საშველი აღარაა.. შეეშვი ემბრიონის პოზაში ყოფნას, თითქოს მართლა უსუსური ხარ, რადგან ვიცი ასე არაა, გხედავ.. გგონია გარშემო ყველას ეცოდები...? არა, შენი თავი გეცოდება.. ამიტომაც დროა ეს სულელური აზრები მოიშორო.. ძლიერი ხარ და შეგიძლია.. - წამიერად დავხედე ჩემს ხელებს და ისევ მას შევხედე..-შეგიძლია მიას დახმარება.. -როგორ..? -მას კარგად იცნობდი, ასეთ ასაკში შეიძლება მეგობარმა უფრო მეტი იცოდეს ვიდრე დედამ.. ეცადე გაიხსენო, ახლა სხვანაირად შეხედე, ისეთი დეტალიც კი მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც აქამდე არ მიქციე ყურადღება.. მარტო ცხოვრობდა არა..? ღამეც უწევდა სიარული, რას გააკეთებდა თავის დასაცავად.. მირანდა იფიქრე..-წამიერი სიჩუმე.. გონებაში უამრავი დეტალი ტივტივებს.. -დემე..ყელსაბამი.. -ყელსაბამი..? -დიდი ხნის წინ ვუყიდე ყელსაბამი, რომელსაც უკან პატარა ღილაკი აქვს და გააქტიურების შემთხვევაში ადამიანთან ლოკაცია იგზავნება.. თუმცა ამდენი ხანი არ გამოუგზავნია.. ხელები აქვს შეკრული.. -თუ მართლა ისეთია მია, როგორსაც აღწერ, მის გახსნას შეეცდება, მესიჯსაც გამოგზავნის და მის ლოკაციასაც გავიგებთ.. . . . -არ მჯერა ყველაფერი პოლიციას გადაეცი.. -არც მე მჯერა, სხვა დროს ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი.. -რატომ..? -ყოველთვის ვთვლიდი, პოლიციის გარეზეც შემეძლო საქმე ბოლომდე მიმეყვანა, რადგან რომც მეთხოვა დახმარება, არაფერი კეთდებოდა.. -ბარბარე, აზრი რამ შეგაცვლევინა..? -ჩემს სიამაყეს გოგონებს ვერ შევწირავ, არ ვიცი პოლიცია რას გააკეთებს, თუმცა მათთან არ მისვლის შემდეგ, რაღაც რომ მოხდეს, კიდევ უფრო მეტად ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს.. -შენი მხრიდან ამის გაკეთება სისუსტე არ იყო, ეს გესმის იმედია.. პირიქით დიდი ძალისხმევაა საჭირო, იმის ასაღიარებლად, რამდენად გჭირდება დახმარება.. -იცი რა არ მესმის..? ყველაფერი გვაქვს მათ საპოვნელად და ვერ ვპოულობთ.. ახლა არსაიდან მიას ყელსაბამიც დაემატა.. შანსები იზრდება, ფაქტები რომ ისევ არაფერი გაქვს არა.. -თავადაც იცი, როგორც ხდება ხოლმე ფილმებში, კლავიატურაზე ერთი თითის დაჭერით არაფერი გამოდის.. მათ გამოვიხსნით, ფინიშამდე ჩვენ მივალთ გამარჯვებული.. -ირაკლი.. -რა სახე გაქვს..? -კატო მირეკავს.. -უპასუხე, ხმამაღალზე ჩართე.. -კატო, გისმენ.. -როგორ ხარ..? ახალი სამსახური როგორ მოგწონს..? -მშვენიერია, კიდევ ერთხელ მადლობა გასაუბრებისთვის.. -შენს უფროსს ვერ ვუკავშირდები, შეგიძლია გადასცე, მწვანე გამოსადეგი აღარა და ლურჯით ჩაანაცვლოს..? -შეიძლება გავიგო რაზეა საუბარი.. -მაპატიე მაგრამ არა, თავად მიხვდება..-თიშავს.. ირაკლის გავხედე.. -სატვირთოზეა არა საუბარი..?-თავს ვუქნევ..-რას აპირებ..? -უფროსს დავალება უნდა გადავცე.. -შემდეგ საერთოდ ვერ ვიპოვით.. -პირიქით დროს მოვიგებთ, ამდენი ადამიანის გადასხმა მეორე სატვირთოში გგონია 5 წუთში მოხდება..? თან სანამ სატვირთოები ერთმანეთს შეხვდებიან..-კომპანიაში ვბრუნდები და უფროსს დანაბარებს გადავცემ.. დახმარებას ვთავაზობ და რადგან ჰგონია არაფერი ვიცი, მაძლევს ამის უფლებას.. მათ ლოკაციას ვიგებ, არ მჯერა მაგრამ ასეა.. სასწრაფოდ ირაკლის ვაგებინებ და ვთხოვ პოლიციას გადასცეს.. კომპანიიდან აჩის სახლში მივდივარ, რადგან დანარჩენები იქ არიან.. -ლოკაცია მართლა გაიგე..?-მარგო.. -წესით პოლიცია უკვე ადგილამდე უნდა მიდიოდეს..-დრო იწელება.. ადგილზე ვწრიალებთ, ვერ ვჩერდებით.. ამ დროს ბრუნდება ირაკლი.. -რა მოხდა..?-მირანდა.. -ორივე..ორივე სატვირთო ცარიელი დახვდათ.. -შეუძლებელია.. ახლახან..არა..მე.. იმიტომ გადავეცი დანაბარები, ვიცოდი მივასწრებდით.. ყველაფერი გავაფუჭე, ირაკლი მართალი იყავი, ვეღარ ვიპოვით.. -ბარბარე, სხვა გზას გამოვნახავთ, შენი ბრალი არაა..-ყველაფერი გავაფუჭე..ყველაფერი გავაფუჭე..გავაფუჭე..გავაფუჭე.. . . . პირველად ხდება სკოლა ამდენად მაცლიდეს ენერგიას, ვერ ვახდენ ფოკუსს.. სულ გამოძიებაზე მაქვს ყურადღება გადატანილი, ამიტომაც მიხარია, როცა ბოლო გაკვეთილი სრულდება.. წარმოვიდგენ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფრის უკანაა, ჩვეულებრივ ცხოვრობს და ეს ყველაფერი არ აწუხებს.. რანაირადაა შესაძლებელი, ასეთი რამ გააკეთო, წახვიდე სახლში, შენს ოჯახთან და ისე მოიქცე თითქოს არაფერი მომხდარა.. როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე, იმდენად დავიღალე თავის მოჩვენებით, იმის თავიც არ მაქვს ვიტირო.. ენერგიისგან სრულიად დაცლილი ვწვები.. ამდენი ხნის შემდეგ, როგორც იქნა ვგრძნობ ჩამეძინება და შეტყობინების ხმა.. გამიკვირდა ამდენად მკაფიოდ გაისმა.. ვერ მოვისვენებდი, არ მენახა.. ველოდი რეკლამას მაგრამ არა.. სუნთქვა მიხშირდება და ჩემი გული იმდენად ჩქარა ძგერს, საკუთარი თავისაც არ მესმის.. ერთიანად გამოვფხიზლდი, ბარბარეს ვურეკავ.. -ლოკაცია მოგივიდა..? -რა ლოკაციაა..? -სადაც მია და დანარჩენები არიან, სასწრაფოდ გამომძიებელს და დანარჩენებს დაუკავშირდი.. ჩვენი ბოლო შანსია ბარბარე..ბოლო შანსი..-ვთიშავ, ვემზადები, სახლიდან გავდივარ და ბოლო ზარს ვახორციელებ.. -დემე..-მივხვდი ზედმეტია შემოკლებული სახელით მიმართვა და ზედმეტად დიდი პაუზის შემდეგ ვაბოლოებ..-ტრე.. -გისმენ.. -ყელსაბამი..მე..უფრო სწორედ.. -გასაგებია, გადმომიგზავნე, მეც მოვდივარ..-როდესაც დანიშნულების ადგილისკენ მივემართები, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რაც ხდება.. ნუთუ ეს კოშმარი დამთავრდება.. თითქმის მივედი, ამას პოლიციის სი..რენების გამაყრუებელი ხმა მარწმუნებს.. როგორღაც მოახერხებს ამდენად სწრაფად მისულიყვნენ, დანიშნულების ადგილად.. ჩემთვის აქამდე უცნობ საწყობთან ვართ.. ძლივს გადმოვდივარ და ვუახლოვდები.. -ამის იქით ვერ შეხვალთ..-პოლიცია მათგან დანებებას ითხოვს, სადაცაა უნდა შევიდნენ და ერთ-ერთი მათგანი გამოდის.. შემდეგ სრული ქაოსია, ვერც ვიაზრებ რა ხდება.. შენელებული კადრივით ვხედავ, ამ კვამლიდან გოგონები როგორ გამოდიან.. შორიდან სასწრაფოს მანქანებს ვამჩნევ.. -მირანდა..-თითქოს ხმა არსაიდან მესმის.. ვიხედები და მიას ვხედავ, ხმით ვიცანი, თორემ ისე გამოიყურება, ვერც ვიცნობდი..-ვიცოდი მოხვიდოდი.. -მაპატიე დაგვიანებისთვის..-თავს აქნევს და ვგრძნობ მალე წაიქცევა, იქვე ახლოს მყოფი პოლიციელი იჭერს და სანამ სასწრაფოს მანქანამდე მივალთ, ვხარშავ რაც ხდება ჩემს გარშემო.. საავადმყოფოში შესვლისას ვიაზრებ, რამდენად არ მომენატრა, აქ გატარებული დღეები.. წამიერად მწვავე ტკივილს ვგრძნობ და შორიდან გამაყრუებელი წივილის ხმა ჩამესმის.. თავს ვაქნევ.. უკვე ჩაიარა, ესეც ჩაივლის.. შემდეგ უბრალოდ ველოდებით..ველოდებით და ველოდებით.. ექიმს მიას დედა ხვდება და მათკენ ოდნავ ვაგორებ ბორბლებს, რათა უკეთ გავიგო რას იტყვის.. -სანერვიულო არაფერია, ნაკერები დავუმუშავეთ.. ახლა მხოლოდ დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება.. ყოველი შემთხვევისთვის, დღეს აქ დავტოვებთ.. გადასხმას დავუდგამთ.. შეგიძლიათ შესვლა, ოღონდ არ ალაპარაკოთ დიდად..-დედამისი შედის, მათ შორიდან ვუყურებ და ახლაღა ამოვისუნთქე.. ცოტახნის შემდეგ დედამისი გამოდის და მთხოვს შევიდე.. -მირა.. -აქ ვარ.. -მაინც გადავრჩი.. იმ..იმედი არ დამიკარგავს..-მალევე ვტოვებ ოთახს, სულ დამავიწყდა, დემეტრეც აქაა.. სანამ დამინახავდა ჩაფიქრებული იყო, ახლა გამომეტყველება ეცვლება.. მეტად მშვიდია.. მე კი ყველა ემოცია ერთიანდ მაწვება და ცრემლებს ვერ ვუმკლავდები..მაშინვე ვიშორებ.. -ნეტავ ამდენად ემოციური არ ვიყო.. -იყო ემიცური ნაკლი არაა, მირანდა... . . . -თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია..-ამ დროს მოგვიახლოვდა ირაკლი..-მოკლედ ორივეს მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თქვენ რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა როგორ შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო.. -ვერ გახვედით კვალზე..? ვინ არის ამ ყველაფრის სათავეში..? -ამაზე მინდა გაგესაუბროთ, სანამ ეს ყველაფერი გასაჯაროვდება, მინდა იცოდეთ.. ყველაფერი გადავამოწმეთ, ეჭვმიტანილები, მათი კავშირები.. ამ ყველაფრის სათავეში მამათქვენია.. -მამაჩემი..? -დიახ.. ის იყო სათავეში, რაიმე გადარიცხვები თუა გაკეთებული, მის მიერ.. ყველა მტკიცებულება მასზე მიუთითებს.. დააკავებენ და საქმე აღიძვრება..-ჩემს წინ ადამიანი საუბრობს და მისი ხმა აღარ მესმის.არა, არა.. არ შეიძლება მამაჩემი ასეთ რამეში იყოს გარეული.. ამდენი ადამიანის გაუბედურებაში.. არა არა.. არ ვიცი როგორ ვიკრებ ძალებს, შენობის დასატოვებლად.. -ბარბარე მოიცადე.. -ახლა არა..არ.. -ასეთ მდგომარეობაში მანქანას.. -ირაკლი არა.. ვიცოდი რაღაც წვლილი შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ.. მეგონა არ იცოდა.. ახლა ამის განხილვა არ მინდა, მარტო მინდა ყოფნა..-არც ვაცდი რამის თქმას, ვჯდები და მივდივარ.. ადამიანი რომელმაც გამზარდა, ასეთი რამის ჩადენა შეუძლია..? მიღიმის, რჩევებს მაძლევს.. შემდეგ კი ასეთ რამეს აკეთებს..? მე ხომ, მისი ქალიშლი ვარ, არ ფიქრობს იმ გოგონების მამებზე..? არ არ მინდა დავიჯერო.. არ მინდა ეს ყველაფერი ჩემი რეალობა იყოს.. . . . გამოფენის დღეა, არ მჯერა ეს დღეც დადგა.. იმდენი რამ მოხდა ამ დროის განმავლობაში.. ჯერ მე ვერ გადამიხარშავს და ბარბარეს თავს რა ხდება ვინ იცის.. ჯერ დაპატიმრებულიც არ იყო მამამისი, მის საიტზე დეტალური ინფორმაცია განათავსა.. ყველა მასზე და ამ საქმეზე საუბრობდა.. შედარებით მიწყნარდა, თუმცა მაინც აქტუალური თემაა.. მია უკეთაა, ხშირად ვკითხულობ და ვსაუბრობთ.. ვნერვიულობდი, როგორ იმოქმედა, როგორ იქნებოდა, თუმცა ძველ რეჟიმს დაუბრუნდა.. მითხრა, ეშინია, კოშმარები აწუხებს.. იმ ყველაფრის გაკეთება გართულდა, რაზეც ადრე, არც კი ფიქრობდა, მაგრამ მთავარია ამ შიშებს არ აძლევს უფლებას, ცხოვრება წაართვას.. რთულია, მაინც არ ნებდება და გამკლავებას ცდილობს.. გამოფენის დღეს კი იმდენად დიდი ხანია ვგეგმავ, არც მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა.. ყველაფრის გამზადებაში, მარგარეტი დამეხმარა.. ვემზადები და გალერეამდე მივდივარ, ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა უნდა გადავამოწმო, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს.. სტუმრებს დავხვდე.. სახლში გაჩერება კი შეუძლებელია.. თავისთავად დემეტრეც მოვიწვიე, ამ პროექტში ჩემი პარტნიორი იყო და რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს შორის, ამის გამო უარს ვერ ვიტყოდი მის დაპატიჟებაზე.. ბავშვებსაც გაუხარდებათ მისი მოსვლა.. ჯერ კიდევ ცარიელ გალერეაში მყოფი, კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ბავშვების ნახატებს.. ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, ხატვას რომც არ გაჰყვნენ რაიმე კუთხით, იმედი მაქვს კარგ მოგონებად მაინც დარჩებათ.. დრო გადის, ჯერ კიდევ ადრეა, მარგარეტმა მითხრა საქმეზე უნდა გავიქცე და დავბრუნდებიო.. ერთ კონკრეტულ ნახატთან ვჩერდები, ნიას ნამუშევარია, მე და ნია ვართ გამოსახული, როგორ ვკითხულობთ წიგნს და ვიღიმით.. პირველად როცა ვნახე ვიტირე და მგონი ახლაც ამეტირება.. -მშვენიერი ნახატია..-შიშისგან გულზე ხელს ვიდებ.. -დემეტრე, გული გამიხეთქე.. ასე ადრიანად აქ რას აკეთებ..? -დიდი დროც აღარაა დარჩენილი..თანაც ხშირად არ გვეძლევა შანსი, ნამუშევრები სიჩუმეში დავათვალიეროთ, ვინ იცის როგორი ქაოსი დატრიალდება მალე.. - შენთვის პრობლემა არ უნდა იყოს.. -შენი პერსპექტივიდან სხვანაირად ვერ დავინახავ.. -კიი, როგორ არა.. ეგ გქონდა მხედველობაში.. -აბა აქ ხომ შესამოწმებლად ხარ, ყველაფერი წესრიგში იყოს, უნდა გააკონტროლო.. -კი, აქამდე მოვედი და უნდა დავრწმუნდე ყველაფერი კარგად ჩაივლის.. მიდი დაათვალიერე ნახატები სიჩუმეში, დიდი დრო აღარ დაგრჩა..- მალევე გალერეა გაივსო, ბავშვებით, მათი მშობლებით.. ახლობლებით.. სიტყვით გამოვედი, მადლობა გადავუხდე ბავშვებს, შემდეგ მშობლებს და დანარჩენებს.. ვახსენე რამდენს ნიშნავს ეს ყოველივე ჩემთვის.. იმაზე კარგად წავიდა ყველაფერი ვიდრე მეგონა, ვუყურებ როგორ უხარიათ ბავშვებსაც და მშობლებსაც, ნაცნობი ნამუშევრის დანახვისას.. ეს ყველაფერი ამათ ნამდვილად ღირდა.. ნიას და მის მშობელს ვესალმები, მთხოვა მისი ნახატის წინ ფოტო გადაგვეღო, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.. -მირანდა მასწავლებელო, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ყველაფრისთვის.. ნიაკოსთვის ბევრს ნიშნავს.. -ნიჭიერი ბავშვია, მე ვარ მოხარული თუ მოგწონთ. -ბოდიში უნდა მოგიხადოთ.. -რისთვის..? -ცუდად გამომივიდა, როდესაც მითხარით ნიაკოს შეიძლება დისლექსია ჰქონდესო.. ძალიან ავღელდი.. მისი გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდი, ტესტირება ჩაუტარდა და.. მართალი იყავით.. მას უნდა დავეხმარო, არ მოვიქეცი შესაფერისად.. -თქვენი შვილია, რა თქმა უნდა, აღელდით.. არაფერი მწყენია, მიხარია თუ ნიაკო იმ დახმარებას მიიღებს, რომელიც სჭირდება..-მშობელს ვემშვიდობები და საღამოც გრძელდება.. -მირანდაა..-ბარბარესკენ ვტრიალდები..-შენამდე ვერც მოვაღწიე.. აბა როგორ მიდის..? -მშვენივრად, მოგწონს აქაურობა..? -ნახატებს ვუყურებ და არ მჯერა.. ნუთუ მათ დახატეს, ძალიან ნიჭიერები არიან.. -ბარბარე მიხარია, შენი აქ ყოფნა.. -ბავშვებს მშობლები ჰყავთ და შენც ხომ გინდოდა ვინმე, მიდი ბარბარეს უთხარი ხელი ჩაგჭიდოს და გატაროს აქეთ-იქით.. -ასაკს მნიშვნელობა არ აქვს დემეტრე, ყოველთვის მენდომება საყვარელი ადამიანები ჩემთვის მნიშვნელოვან დღეს, ჩემს გვერდით იყვნენ.. -ამიტომაც მომიწვიე არა..? შენს გვერდით გინდა ვიყო..-ირონიული ტონი და გამომეტყველება.. საერთოდაც არ მეშლება ნერვები.. -აქ ვინც რეალურად მარტოსულია, შენ ხარ.. მოდი, ბარბარეს მაგივრად ჩამჭიდე ხელი, მგონი შენ გჭირდება გვერდით ვინმე..-ბარბარემ როდის მოასწრო გაქრობა არ ვიცი, თუმცა მოსაკლავია ამასთან მარტო მტოვებს.. წამიერად მკიდებს ხელს და ნელ-ნელა ისევ მშორდება.. არ მეგონა ამას თუ გააკეთებდა, ბავშვების და მშობლების თვალწინ, თუმცა მისგან გასაკვირი არაფერია..-რას ფიქრობ, ახლა რა გააკეთე..? -რატომ მიბრაზდები, თავად შემომთავაზე.. -ვერ გიტან დემეტრე, ვერ გიტან.. . . . -ირაკლი, მითხარი, საქმე მაქვსო, ჰოდა აქ ვარ.. გისმენ.. -აქ ვერ ვისაუბრებთ, უნდა გამომყვე.. -მანქანით ვარ, მითხარი და.. -შენი მანქანით წავიდეთ, არაა პრობლემა..-ვერ ვხდები რა ხდება, მაგრამ რაც არის არის.. მანქანაში ვსხდებით და მივდივართ.. პირდაპირ არ მეუბნება, მკარნახობს, ამიტომაც ჯერ ვერც ვხდები საით მივდივართ.. დაუსრულებელი მოსახვევების შემდეგ ვჩერდებით.. მანქანიდან გადმოვდივართ, შევდივართ შენობაში და ამას არ ველოდი.. თაროებიც არაა, წიგნები ერთმანეთზე აწყვია, თან ყველგანაა.. ლაბირინთია წიგნებით გაკეთებული.. -ახლა მაინც მეტყვი აქ რას ვაკეთებთ..? წიგნები მიყვარს, თუმცა ამდენადაც არა რომ..-იქვე ახლოს, საშუალო ასაკის მამაკაცი მხვდება.. წამიერად ვიბნევი, თუმცა მახსენდება.. მე ამ ადამიანს შევხვედრილვარ, უფრო სწორედ მისი პორტრეტი მინახავს.. მაშინ ირაკლიმ მკითხა მისი გადაღებული პორტრეტებიდან ვის შევხვდებოდი, ვის ისტორიას მოვისმენდი.. მე მასზე შევაჩერე არჩევანი.. ახლა კი უცნაური განცდაა, მისი რეალობაში ნახვა.. თითქოს რეალურ პიროვნებად არც წარმომედგინა.. -ბარბარე, გაიცანი კოტე.. -სასიამოვნოა.. -ჩემთვისაც შვილო.. აბა რას დალევთ..? ყავა თუ ჩაი.. -ყავა, ოღონდ მე მოვამზადებ..-ირაკლის ნათქვამი არ აკვირვებს.. გვანიშნა წამოდი დავსხდეთო..იქვე მაგიდასთან ვსხდებით.. კოტე ჩემს წინ ჯდება.. -კოტე ჩემი ახლო მეგობარია, რჩევისთვის საუკეთესო ადამიანია.. -კარგი, ნუ იცი ხოლმე.. -ერთმანეთი, როგორ გაიცანით..? -ფოტო გადამიღო.. მაჩვენა.. ნებართვა სჭირდებოდა მის გამოსაყენებლად.. -მეგონა უარს მეტყოდა..ის კი დამთანხმდა.. შემდეგ კი დავახლოვდით..-ყავაც მომზადდა და საუბარს შევყევით.. იმაზე საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა.. გასაკვირი არცაა, ირაკლი მასთან მეგობრობდეს.. შენ არ იცი როგორი ვიყავი ახალგაზრდობაშიო, საფულიდან ფოტო ამოიღო და მაჩვენა.. -საკმაოდ სიმპათიური იყავით და ახლაც ასეა.-გაეცინა..-გვერდით ქალბატონი გიმშვენებთ გვერდს.. ცოლია..? -ნეტავ ერთი დღით მაინც მღირსებოდა, მის ქმრად ვწოდებულიყავი.. სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა.. -ვეცადე გადამატენა საუბარი.. ფოტო საფულეში დააბრუნა და მოგვიბრუნდა.. -ირაკლი, იმაზე უკეთ აკეთებ ყავას ვიდრე აქამდე.. დახვეწილხარ..-გადაულაპარაკა კოტემ.. -მიზეზი მქონდა გასაუმჯობესებლად..-საუბარი გაგრძელდა, ბევრი ვიცინეთ, ვიხალისე.. კოტეს ეხერხება ისტორიებს მოყოლა.. წამოსვლის დროც დადგა, დავემშვიდობეთ და წამოვედით.. -რას იტყვი..? -კარგი ადამიანია, მიხარია, რომ გამაცანი.. -ერთადერთი ქალი, რომელიც უყვარდა, გარდაიცვალა.. მას შემდეგ, არავისთვის შეუხედავს და ცოლის მოყვანაზე საუბარი ზედმეტია.. მასზე ბევრს მიყვებოდა.. -შესანიშნავი ქალი უნდა ყოფილიყო, იქნებ მეც გამიზიაროს მომავალში.. -წავიდეთ..? -წავიდეთ.. . . . -კი მაგრამ პროექტი ხომ დასრულდა..? -მირანდა, კი დასრულდა, მაგრამ ახლა თქვენი გამოცდილება სხვებს უნდა გაუზიაროთ.. შენ და დემეტრე ფორუმზე წახვალთ, რომელიც ბათუმში გაიმართება.. ორი-სამი დღე გაჩერდებით, იქ სხვა მასწავლებლებიც იქნებიან და დამიჯერე მოგეწონებათ.. დემეტრე, ეს ბოლოა, შენთან სათხოვარი აღარ მექნება.. - დეტალები გავარკვიეთ და ისე დავტოვეთ კაბინეტი.. -მე მეგონა დავასრულეთ, ტყუილად მიხაროდა.. -მირანდა კარგი რაა.. ორი დღე ვეღარ აგიტანივარ..? -სამი.. - შენობა დავტოვე და სახლისკენ გავემართე.. როგორ არ მიყვარს სპონტანურად გეგმის ცვლილება, საერთოდაც არ ვარ მზად ბათუმში წასასვლელად.. უნდა ჩავაბარგო, პრეზენტაციას გადავხედო.. ახლა კი ჩემს თავს ვუმეორებ, დარდს და ფიქრს აზრი არ აქვს, მაინც ჩემი გასაკეთებელია.. ამ გაწამაწიაში მყოფი, მია მირეკავს.. -მირანდაა, მოიცა რა სახე გაქვს მშვიდობაა..? -ბათუმში მიწევს წასვლა.. -რას ამბობ, ეგ რა დაგმართვია.. -ნუ დამცინი.. დირექტორმა ახალი დავალება გამოძებნა ჩემთვის, ნეტა მე რომ არ ვიყო ამ ყველაფერს ვის დაავალებდა.. -ყველაფერი გამოგივა, იდეალურად, თავადაც იცი.. მარტო მიდიხარ..? -დემეტრესთან ერთად.. ეგეთი სახე ნუ გაქვს, მერამდენედ გაგიმეორო ჩვენს შორის არაფერი ხდება, ვერ ვიტან ადამიანს.. -ახლა კი ვიცი კარგ დროს გაატარებ, მიდი მიდი აღარ მოგაცდენ, ხვალ შემეხმიანე.. -მასალას დაეწიე..? -ყველაფერი გადავაბარე, თანაც საპატიო მიზეზი მქონდა, ყველას ხომ არ იტაცებენ, აშიმშილებენ და სცემენ.. -მია.. -კარგი, ხომ იცი თუ არ ვიხუმრე შევიშლები..-მია თიშავს.. მე ჩალაგებას ვაგრძელებ.. დილით კი დამძიმებული თავით ვიღვიძებ, მითუმეტეს როდესაც ვიცი რაც მელის, ადგომა არანაირად არ მინდა.. ბოლოს მაინც ვდგები, როგორღაც ბარგი მანქანამდე ჩამაქვს და საჭესთან ვთავსდები.. გზა საშინლად დამღლელია, ახლა ზაფხული იყოს და მეგობრებთან მივდიოდე არ ჯობდა..? ცოტაც ცოტაც და როგორც კი აბრას ვხედავ, უკვე წარმოვიდგენ როგორ ვწვები და ვიძინებ.. არა საჭესთან ვარ, ძილზე არ უნდა ვიფიქრო თორემ ჩამეძინება.. სასტუმრომდეც მივაღწიე.. მეგონა ადრე მოვედი, მას დავასწარითქო და როდესაც ჩემს ნომერს მივუახლოვდი იქ დამხვდა.. ჩემი ნომრის გვერდით.. სიმართლე ვთქვა..? ველოდი, რეპლიკას, რამე მწარეს, ის კი არაფერს ამბობს.. წამიერად გადმომხედა, სანამ ნომერში შევიდოდა და მორჩა.. მეც შევედი ნომერში, მოვწესრიგდი და წამოვწექი.. მგონი ვეღარც ავდგები იმდენად დავიღალე, არადა რამდენიმე საათში შეხვედრა იწყება.. . . . სახლთან ახლოს ვარ, დაცლილი განადგურებული.. დილით მამაჩემი ვნახე და შემდეგ სამსახურში წავედი.. ახლა ყველაფერს მე ვაკეთებ და დრო არაფრისთვის მრჩება.. სანამ გეგმას მოვიფიქრებ, ასე გაგრძელება მომიწვეს.. შეიძლება თავს ვართმევ, თუმცა რის ფასად ვინ იცის.. შორიდანვე შევნიშნე, ირაკლი ჩემს კართან.. იქვე იჯდა და როგორც კი დამინახა წამოდგა.. -აქ..აქ რას აკეთებ..? -შენს სანახავად მოვედი.. -სამსახურში ხომ მნახე..? -მაგას ნახვას ეძახი..? ადამიანურად ვერ დაგელაპარაკე.. -საუბრის თავი არ მაქვს.. -რაღაც მოხდა..? ვერ გცნობდი, გინდოდა არ დაგტყობოდა, მაგრამ მე შეგატყვე.. ასე ცუდად რის გამო ხარ..? -ამის ცოდნა არ გარგებს.. -გასაღები გადავატრიალე.. -მინდა ვიცოდე შენს თავს რა ხდება, რათა შევძლო შენს გვერდით ვიყო და საჭიროების შემთხვევაში პრობლემას მივხედო.. -ასე მარტივი არა.. ირაკლი მართლა, ენერგია არ მაქვს.. საუბრის, პრობლემის მოგვარების.. -აუცილებელი არაა დღეს მომიყვე.. აუცილებელი არაა ვისაუბროთ, მაგრამ.. ნება მომეცი შენს გვერდით ვიყო.. ცოტახნით..-კარებს ვაღებ და შიგნით ვატარებ.. მისკენ აღარც ვიხედები, ჩანთას ვდებ, ნივთებს ვიღებ და აბაზანაში შევდივარ.. ცხელი წყალი წამალივითაა, მალევე გამოვდივარ.. ისევ სასაცილო პიჟამით და ხვეულებით.. სამზარეულოდან ხმა ისმის, ირაკლი რაღაცას აკეთებს.. მე იქვე ვჯდები დივანზე, გვერდულად.. ამ დროს გამოდის ირაკლი ცხელი ჩაით ხელში.. მაგიდაზე დებს და ჩემგან ოდნავ მოშორებით ჯდება.. ჩაის ვაგემოვნებ, ლიმონის მწარე გემომ სასიამოვნოდ გამაკვირვა, რადგან როგორც მახსოვს ლიმონი მაცივარში არ მომეპოვებოდა.. დივანს ვეყრდნობი.. აქამდე ბევრი ვარიაცია მქონდა როგორი შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება ამ დროისთვის ყოფილიყო, თუმცა ასეთი..? ქაოსი მიყვარს, ხმაური აურზაური, თუმცა ყოფილა ზღვარი და ამ ყველაფრის ატანა დღითიდღე რთულდება.. ვერც ვიაზრებ საკუთარ ცრემლებს, ამ ფიქრებში ვერც ვიგებ როდის გაჩნდა.. ეს ყველაფერი უცნაურია, ირაკლია უცნაური, ეს სიტუაციაა უცნაური.. სხვის წინაშე ტირილი არ მიყვარს, არ მიყვარს, როდესაც ჩემს სივრცეში, ჩემთან ამდენად ახლოს არიან.. ეს ყველაფერი კი ჩემი ნებით..? . . . -მოიცადე, გასვლამდე არაფერს გადახედავ..? პრეზენტაცია, შენიშვნები.. საერთოდ არაფერს..? -მირანდა, არ მჭირდება შენი პრეზენტაციის გადახედვა, ვიცი რაც უნდა ვთქვა.. -ეს განსხვავებულია, ის არაა რაც აქამდე წარგვიდგენია.. არაფერს გააკეთებ და იქნებ კარგი გამოგვიდეს..? -დაახლოებით კი.. ყოველთვის გამომდიოდა.. -მე პასუხისმგებლიანი ვარ შენგან განსხვავებით და ვამჯობინებ მოვემზადო.. - ყველაფრის გადახედვა გავაგრძელე და შეხვედრაც დაიწყო, ბოლოს ჩვენი შეხვედრის დროც დადგა.. როგორ ჩაიარა..? იცით რაა.. ყოველთვის კარგი გამოსვლა მაქვს, აი დღევანდელი კი გამონაკლისი გახლდათ, ალბათ იმიტომ, რომ მარტო არ გამოვდივარ და მასთან ერთად მომიწია სულელური პრეზენტაციის წარდგენა.-შეგიძლია ამიხსნა ეს რა იყო..? მხარი არ აგიბია პრეზენტაციის დროს, რამდენჯერ გადაუხვიე იმას, რაც წესით უნდა გვეთქვა.. -შენს დაზეპირებულ ტექსტს მაინც ჯობდა, კინაღამ ჩამოეძინათ, ფაქტობრივად გადაგარჩინე.. -გადამარჩინე../? სერიოზულად..? კატასტროფა იყო.. -მირანდა, კიდევ ერთხელ მოგესალმები.. დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო დღე იყო არაა.. -ნამდვილად.. დემეტრე, კიდევ არ იცი როგორ გაგიმართლა მირანდასთან მუშაობით, სიამოვნებით ვიმუშავებდი, მირანდა თქვენთან.. -მოგვეცემა შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ.. -კარგი აბა შევხვდებით.. -რეალურად გიცნობდეს, როგორია შენთან მუშაობა, აღარ მოუნდებოდა.. -როგორ მიხარია, აქ მთავრდება ჩვენ..ი ერთად მუშაობა.. -დაშორება ასეთი სასიხარულო ბოლოს როდის იყო არც მახსოვს..-როგორც კი შესაძლებლობა ჩამივარდა ხელთ, მაშინვე დავტოვე იქაურობა. ნომერში ავედი, გამოვიცვალე და სასტუმრო დავტოვე.. ბოლო წამამდე ვფიქრობდი მანქანით გავლას, შემდეგ გამახსენდა, ტარების მეტი არაფერი მიკეთებია, ამიტომაც ბორბლებს გავაგორებ თქო.. სასტუმრო სანაპირომდე კი ახლოა, მაგრამ მიწევს გზაზე გადასვლა, რაც დაუსრულებელი მიმავალი მანქანების ფონზე, დიდად სახალისო დავალება არაა.. მინდა ზღვას მივუახლოვდე, მაგრამ ამ ქვებისთვის და შეიძლება ზღვისთვისაც დიდად მზად არ ვარ.. ამიტომაც შორიდან ვტკბები ხედით.. თან ვსეირნობ.. აქამდე არ მიფიქრია სეზონის იქით, აქ ჩამოსვლაზე, ამის შემდეგ აუცილებლად ვიფიქრებ.. სიმშვიდეა, სიწყნარე.. იმასთან შედარებით მაინც, როგორიც ბათუმისთვისაა დამახასიათებელი.. მოსახერხებელ ადგილას ვჩერდები და თვალებს ვხუჭავ.. მინდა შემეძლოს წარმოდგენა როგორ ვატარებდი აქ ბავშვობას.. არ შემიძლია, რადგან ამის შესაძლებლობა დიდად არ გვქონია, თინეიჯერობის დასაწყისში, პირველად ნათესავებთან ერთად ჩამოსვლა მისწრება იყო.. სანაპირო, გარუჯვის მცდელობა, მაგრამ ცდუნება მთელი დღე წყალში ყოფნის.. იმის შემდეგ რამდენჯერ ვყოფილვარ და პირველი ეს მახსენდება.. წამიერად ყველაფრის გახსნების შემდეგ, უკან ვბრუნდები.. რადგან საშინლად მიპყრობს სურვილი წყალში შევიდე, ახლა კი ეს არ გამოვა.. სეირნობა დიდხანს არ გრძელდება, რადგან უკვე საღამოა, სასტუმროში ვბრუნდები.. ვწესრიგდები და დასაძინებლად ვემზადები.. არ ვიცი ჩასაფრებულია თუ არა, მაგრამ შუქი როგორც კი ჩავაქრე, ხმაურმა მაიძულა ამენთო.. ამდენად თხელი კედლებია, მისი ლაპარაკი რომ მესმის..? თუ ყვირილი.. ვერც ვარჩევ.. ახლა დავარდნის ხმა.. რაღაც გაუტყდა.. მე მეგონა საუბარს მორჩება და დავისვენებ მეთქი.. ვაცადე.ვაცადე.. ახლა ტელევიზორი აქვს ბოლო ხმაზე, მორჩა ამის ატანა შეუძლებელია, მისი ნომრისკენ ავიღე გეზი და გამწარებული ვაბრახუნებ კარებზე.. -მშვიდობა..? რამ გაგაჭირვა ასეთი, აქ რომ გხედავ..? -შეგიძლია არ იხმაურო..? ხმამაღლა საუბრობ, უსმენ.. უნდა დავიძინო.. -არ შემიძლია.. რაღაც სასაცილო გადის და მინდა მოვუსმინო, მანამ სანამ ფეხბურთი დაიწყება.. -არა.. დაბალი ხმით არ შეგიძლია უყურო..? -შემიძლია, არ მინდა.. აბა დაასრულდა საჩივარი..? -გამატარე..-შიგნით შევდივარ.. -აქ რა დაგრჩენია..? -რადგან არ გამახარებ, ანუ არ მომცემ დასვენების საშუალებას, ფეხბურთს შენთან ერთად ვუყურებ.. დიდად მოყვრული არ ვარ, ყველაფერზე გავაკეთებ კომენტარს და არ გავჩერდები.. არ დაგაცდი ყურებას.. აბა რამდენ ხანში იწყება../?-ველოდ მეტყოდა წადი დავუწევო, მაგრამ არა.. გაიღიმა და მიმითითა საით მოვთავსებულიყავი.. კარგით ვაღიარებ წავაგე, კოშმარული საათები მელის წინ.. . . . -ქალბატონო ბარბარე.. ბარბარე..- კირა, ახლა უკვე ჩემი ასისტენტი, ჩემს კაბინეტში პანიკაში მყოფი კარებს მთელი ძალით ხსნის და შემოდის.. ზოგადად ყოველთვის გაწონასწორებულია, მშვიდი ადამიანია და ასეთი აღელვებული, აცრემლიანებული არ მინახავს.. -კირა.. კირა მოდი დაჯექი, ეცადე დამშვიდდე და მითხრა რა მოხდა.. -არ შემიძლია.. მე, მაპატიეთ ამის თქმა მე მიწევს.. -კირა, რა მოხდა..? -მამათქვენი.. ბატონი.. იმის თქმა მინდა, ის...ის.. გუშინ შუაღამისას მოკლეს.. -რას ამბობ, აქამდე..აქამდე როგორ არ მითხრეს, ეს შეუძლებელია.. -ზუსტად არ ვიცი, ახლახან ვესაუბრებოდი დეტექტივს და მითხრა.. ძალიან ვწუხვარ.. თუ შემიძლია, რამე გავაკეთო.. -დღევანდელი შეხვედრები გადადე.. გთხოვ კაბინეტი დატოვო..- ვჯდები და თითქოს ვიყინები, ემოციის გამოხატვაც არ შემიძლია.. არ მეგონა ამ სიტყვებს თუ ვიტყოდი, ახლა კი მიწევს თქმა.. მამა აღარ მყავს.. ვერ ვიტყვი საუკეთესო მამაშვილობა გვქონდა, მასთან ძალიან ახლოს ვიყავი მეთქი.. ის ცდილობდა, მას ვუყვარდი და ჩემთვის კარგი უნდოდა.. იდეალური არ ყოფილა.. მაგრამ მამაჩემი იყო და მიყვარდა.. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, შეიძლება საათებიც კი.. ვდგები და შენობას ვტოვებ.. ტვინი გაყინული მაქვს და არც კი ვიცი რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ.. უბრალოდ მანქანას მექანიკურად ვატარებ, ბოლომდე არ მაქვს გააზრებული სად მივდივარ.. კარზე იმდენად მსუბუქად ვაკაკუნებ, ხმა წესიერად მეც არ მესმის, მაგრამ ნაბიჯების ხმა მესმის და კარი იღება.. -ბარბარე..-ფოტოაპარატი იქვე დადო და მომიტრიალდა..-ყველაფერი რიგზეა..? -ირაკლი..-მისკენ მივდივარ და ვეხუტები, ავტომატურად ვიწყებ ტირილს.. აქამდე მეგონა არც კი ვიცოდი მისი სტუდია სად იყო, თურმე მცოდნია..- მამა..მამაჩემი აღარაა.. . . . -შეხვედრები და ახლა ეს სულელური საღამოღა გვაკლდა.. -კარგი რაა მირანდა, ვფიქრობდი სხვა მასწავლებლებთან თავს ისე გრძნობდი, როგორც თევზი წყალში.. -რამდენადაც არ უნდა ვცემდე პატივს მასწავლებლის პროფესიას, ამ ადამიანებს.. ყველა ისეთი კეთილი არაა როგორ თავს აჩვენებს.. თვალებში შემოგციცინებენ, თითქოს ორი წუთის წინ ჩემზე არ საუბრობდნენ.. შენ კიდევ არ ჩახედილხარ მასწავლებლების კოლეგიალურ ურთიერთობებში.. -ისე იქცევი თითქოს არ გაწუხებს.. -მე სკოლაში იმისთვის მივდივარ, რომ ვასწავლო და არა იმისთვის, დრამაში გავეხვიო.. ეს ყველაფერი დროის ფლანგვაა და მეტი არაფერი.. სულელური კამათი.. -მათთან თუ არა, ჩემთან რატომ ხარჯავ შენს ძვირფას დროს..? -აა გეგონა შენთან ვკამათობდი..? არა ამას კამათსაც ვერ დავარქმევ, თავს ვიკავებდი.. -გინდა მითხრა,რეალურად შენი შესაძლებლობების ნახევარიც არ გიჩვენებია არაა.. სასაცილოა.. -სხვა გზას არ მიტოვებ დემე.. -არ ფიქრობ აქ უკვე ზედმეტად დიდი ხანია რაც ვართ..? -უკეთესი იდეა გაქვს..? -ახლა ნომერში ავალ, მოვწესრიგდები და შენობას დავტოვებ.. აქ ყოფნა უკვე გაუსაძლისია.. შეგიძლია დამეწვიო.. -საეჭვო მოპატიჟებაა, მაგრამ ამაზე უარესი ვერ იქნება..-გაეცინა, და ლიფტისკენ დავიძარით..-ეტლი ეტევა და შენთვისაც რჩება ადგილი, წარმოგიდგენიაა.. -ხვალ მივდივართ..-ამ თემისკენ გადახვევას არ ველოდი.. -ისე რატომ ამბობ, თითქოს სასიხარულო ამბავი არაა..? -დაღლილი ვარ და ვერ გამოვხატავ.. შინაგანად დავფრინავ, არ იდარდო.. -დარწმუნებული ვარ.. არადა..მოიცადე, ეს რა იყო.. ლიფტი გაჩერდა..? ღილაკს დააჭირე.. -რეაგირება არ აქვს, მგონი არ მუშაობს... -სასტუმროში..? შეუძლებელია, მითუმეტეს აქ.. -იქნებ თავად შეხედო, რაღაც გაუმართაობაა აშკარად.. -ვიყოთ მაშინ ასე, სანამ ვინმეს არ გავახსენდებით.. -ტელეფონი.. -დამჯდარია.. შენი.. -ჩემი ნივთები მაგიდასთან დამრჩა.. -აქ წამოსვლისას რაზე ფიქრობდი..-თვალები მაგრად დახუჭა.. -მოიცადე, კლაუსტროფობია გაქვს..? -არა.. სრულიად ნორმალურია აქ ყოფნა არ მინდოდეს.. -როგორც იტყვი..-დრო გადის და არაფერი ხდება, მე მეგონა ვინმე მოვიდოდა და მალე გამოვიდოდით.. ამასობაში შეიძლება დემეტრე არ იმჩნევს, თუმცა მგონი მთლად კარგად არაა.. -ყველაზე საშინელება რაც კი შეიძლება წარმოიდგინო არაა..? -ყველაზე საშინელება მაშინ იქნებოდა, ლიფტი ჩავარდნილიყო და უკანასკნელი ადამიანი, ვისთანაც სიცოცხლის ბოლო წუთებს გავატარებდი, შენ იქნებოდი..-არ ვიცი რატომ, მეცინება.. -მართალია ასე შორსაც არ წავსულვარ.. წამიერად დამავიწყდა ერთ სივრცეში არსებობაზე ორივეს ალერგია გვაქვს.. -გეთან..გეთანხმები.. -ვფიქრობდი მეჩვენება და მთლად კარგად არაა მეთქი, მაგრამ დემეტრე, დამეთანხმე.. უკვე დავრწმუნდი.. რა გჭირს..? -ჰაერი არ მყოფნის დიდად, ისეთი არაფერი.. -ეგ ისეთი არაფერ..-სუნთქვა გაუხშირდა, ნელ-ნელა ჩაიკეცა.. ცდილობს ნელა და ღრმად ისუნთქოს..-არაა.. ცუდად ხარ.. ლიფტში ოდესმე დაგმართვია..? -არა.. კლაუსტროფობია არ მაქვს მეთქი.. - ასთმის შეტევა რას დავაბრალო..-ბორბლები მასთან მივაგორე, შეიძლება სულ ოდნავ ზედმეტადაც..სულ ოდნავ.. -არ მაქვს.. -პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.. -ინჰალატორი აქ არ მაქვს თან მირანდა.. -მე..მე.. მოიცადე მე მაქვს.. -შენ..შენ.. -სკამზე იდო და წამოვიღე, არც კი ვიცი იმ წამსვე რატომ არ მოგეცი..-მივაწოდე.. ჯერ ერთხელ, მცირე პაუხის მერე მეორედ.. ჩემკენ იხრება და მეყრდნობა.. - კარგად იქნები.. -მირა..-წამიერად ამომხედა.. სუნთქვა ჯერ კიდევ არ დარეგულირებია.. ოდნავ გადავიწიე.. ერთი ხელი მხარზე დავადე, მეორე სახესთან უნდა მიმეტანა, მაგრამ ეს ხომ შეცდომაა.. რატომ უნდა გავაკეთო..? მინდა დავამშვიდო, არასწორი გზაა და.. სადაცაა ხელი უკან უნდა წავიღო, თავის ხელს მიწვდის.. ვერც ვიაზრებ რა ხდება.. მან რა ახლანს.. არა, ხელი ჩამჭიდა და მის სახესთან მიიტანა.. ხელიც არ გაუშვია.. მინდა ვუთხრა, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი და ვერ ვამბობ, ამ სიტყვებში აღარ ვარ დარწმუნებული.. . . . -ირაკლი უნდა დაგელაპარაკო, ეს მნიშვნელოვანია.. -გისმენ.. -გახსოვს ის დღე, ცუდად ვიყავი, ჩემთან მოხვედი.. -მახსოვს.. -მაშინ მამაჩემს ვესაუბრე.. თავიდან ვიფიქრე თავს იმართლებს მეთქი, მითხრა შეიძლება ბევრი რამ არასწორად გამიკეთებია, მაგრამ ამ ყველაფრის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონიაო.. ვიცი ფიქრობ, უბრალოდ ამის დაჯერება მინდა.. მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაც ისე არაა, ზედმეტად მარტივი იყო მამაჩემის დადანაშაულება, მტკიცებულებები თითქოს სპეციალურად იყო მიმოფანტული, რაც შეიძლება მარტივად საპოვნელი ყოფილიყო.. თუ ეს მხოლოდ ჩემს წარმოდგენაშია..? არასდროს მიჭირდა პირადის და საქმის ერთმანეთისგან განცალკევება, ახლა კი.. არც ისე კარგი ჟურნალისტი და შვილი ვარ.. -ასე არაა, გასაგებია ამ გარემოებებმა როგორც იმოქმედა შენზე.. ხომ იცი კომპანიაში მუშაობისას ვცდილობდი მათი ნდობა მომეპოვებინა, რათა მეტ დოკუმენტზე მქონოდა წვდომა.. რაღაც ვიპოვე, არ მინდოდა ამის თქმა, რადგან მნიშვნელოვნად არ მივიჩნიე.. საკმარის მტკიცებულებად.. -რაზე საუბრობ..? -გადავამოწმე, კომპანიასთან მამაშენს ხელშეკრულება არც კი ჰქონია, როდესაც გარკვეული ტრანზაქციები დაფიქსირდა.. -შეიძლება იცოდა მამაჩემმა.. -მამაშენს იცნობდი, მოწესრიგებული და წინდახედული ადამიანი იყო.. რამდენიმე სვლით წინ იყო, სანამ ნაბიჯს გადადგამდა.. თანაც როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა ტრანზაქციები განახევრდა, რადგან იცოდა რამდენის ჩადება იყო მართებული.. რატომ მოინდომა თავიდან ამხელა თანხის გადარიცხვა რამდენჯერმე, შემდეგ კი როდესაც ხელშეკრულება დადო ჯერ გაანახევრა, შემდეგ კიდევ მოაკლო თანხა..? -მოიცადე, ფიქრობ მამაჩემის სახელით ვინმე მოქმედებდა..? -სრულიად შესაძლებელია, აქამდე ამაზე არც ვფიქრობდით და ვერ ვხედავდით, თუ მოვძებნით შესაძლებელია მტკიცებულებებიც ვიპოვოთ.. -ამ ყველაფერს ამდენად რატომ ჩაუღრმავდი..? -ბარბარე, მამაშენზე ვსაუბრობთ, აქამდე პატივს ვცემდი მის შრომისმოყვარეობას, როგორც მამაჩემის პარტნიორს, თუმცა რაც მთავარია როგორც მამაშენს.. ყოველთვის მქონდა ეჭვი, ის არ იყო დამნაშავე.. -რატომ..? ყველა ფიქრობს ისაა დამნაშავე..იყო.. -მას შენი გადმოსახედიდან შევხედე, როგორც გოგოს მამას, როგორი ურთიერთობა გქონდათ.. რამდენჯერ უხსენებიხარ, როგორი სიამაყით საუბრობდა შენზე.. როგორი გახარებული იყო, კომპანიაში დაიწყე მუშაობა, უნდოდა მასთან მეტი დრო გაგეტარებინა.. ასეთი ადამიანი ასეთ რამეს არ გააკეთებს, საფუძვლიან ეჭვს მაინც აჩენს მისი უდანაშაულობის.. ამრიგად, მიხვალ სიმართლემდე.. -თუ დამნაშავეა.. თუ ჩემი სიყვარულის მიუხედავად ამ ყველაფერს აკეთებდა..? ამით როგორ ვიცხოვრო..? . . . მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდა, არც კი დამიშვია ბარბარეს მამა თუ გარდაიცვლებოდა.. წარმოდგენაც კი არ მინდა რისი გავლა მოუწია ამ პერიოდში, ახლაც არ ამომდის მისი სახე, როდესაც მამამისს მიწას აყრიდნენ.. ვერ წამოვიყვანეთ, ბოლო წამამდე დარჩა.. ზოგადად თუ რამე ხდება საქმეზე გადააქვს ყურადღება, ახლა ასე არ მოხდა.. ცდილობდა არ შეემჩნია, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენთან ატარებდა დროს, თუმცა ჩვეულებრივზე ჩუმი, თავის დარდებში გახვეული გახლდათ.. ყველაფერს ვაკეთებდით, მის გვერდით ვყოფილიყავით.. შემდეგ არ ვიცი რა, მაგრამ თითქოს რაღაც მოხდა, რამაც ხალისი დაუბრუნა, მიზეზი მიეცა გასაგრძელებლად.. ამასობაში სასწავლო წელი დასრულდა, ჯერ კიდევ არეული ამინდებია და დიდად ვერ ვგრძნობ ზაფხულის დადგომას.. თითქოს არაფერი და ამავდროულად ყველაფერი შეცვლილია.. რადგან მეტი თავისუფალი დრო მაქვს, წიგნებისთვისაც გამოვნახე დრო.. აი ამჯერად მხოლოდ წიგნებს არ დავუთმობ დროს.. მაშინ ბათუმში ყოფნამ დამანახა, როგორ მომენატრა ასეთი დღეები.. როდესაც აჟიტირებული ხარ, ახალ ადგილას, სხვა ქალაქში, სრულიად სხვა გარემო, რომ გვხდება და ერთი სული გაქვს როდის შემოივლი ყველაფერს.. ზაფხული ისე არ ჩაივლის, მე რომ სადმე არ წავიდე, ეს ზუსტად ვიცი.. რაც სკოლა დამთავრდა დემეტრე არ მინახავს, შეიძლება ამას დავაბრალო, ზედმეტად სიწყნარე, სუფევს ჩემ გარშემო.. მგონი ეს არც ისე დიდ ხანს გასტანს, რადგან მიყვარს საკუთარ თავს საბოტაჟი მოვუწყო.. -აჩი ახლა მაინც არ გვეტყვი აქ რას ვაკეთებთ..? -შეკრებას მიზეზი სჭირდება..? ირაკლისთან და დემეტრესთან აპირებთ ჩემს დატოვებას..? თან რომელს სცალია ჩემთვის, ირაკლი სულ მუშაობს.. დემე მალე მიდის.. -ჩვენ წინასწარ შემოგვიკრიბე თავი მარტო, რომ არ იგრძნო..? ჭკვიანი..-გაეცინა მარგოს -მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მოკლედ მე მაწყობს აჩის კომპანიონობა.. -მადლობა მირანდა მხარდაჭერისთვის.. -ასე მალე მოგანატრე თავი..? რამ მოგაწყინა..-დემეტრეს ხმის გაგონებას არ ველოდი.. -ვკვდებოდი შენი მონატრებით.. ხომ თქვი ჯერ არ მოვაო-აჩის მივუბრუნდი.. -მომიტევე, ვერ გავთვალე.. -ჩემი დღის გეგმას გადმოგიგზავნიდი, რატომ შეწუხდი.. -რისი თქმა მინდოდა..? მარგო ვარჯიში მოგხდომია.. აჩი შესაქებია.. -ერთდროულად ტანჯვის და სიამოვნების ნაზავია.. წასვლა სულ მეზარება, მაგრამ ყოველთვის კმაყოფილი ვბრუნდები.. -როცა ჩემს სახეს დაინახავ, იქიდან უკმაყოფილო როგორ უნდა წამოხვიდე.. -შენს თავს დააბრალე.. -ახლავე დავბრუნდები, წყალს დავლევ.. -წვენი გამოაყოლე რაა, ქვემოთ საყინულეშია..-თავი დავუქნიე და სამზარეულოსკენ წავედი..-ჩვენ გარეთ ვიქნებით.. -არა ამდენად თბილ წყალს ვერ დავლევ.. ისევ ცივი წვენი ჯობია.. -მომეცი, მე წამოვიღებ.. -დემეტრე.. მე მითხრეს და მოვახერხებ წამოღებას.. -სერიოზულად..? -სერიოზულად.. გამატარე..ისე იმ მომაკვდავის კვალობაზე, არა გიშავს.. უკეთ ხარ აშკარად.. -რაც შენგან დასვენების საშუალება მომეცა, ნამდვილად ბევრად უკეთ ვარ.. -ჩემს გარეშე ახლაც ვერ იდგებოდი ფეხზე, იფიქრე ამაზე.. ფაქტობრივად გადაგარჩინე.. -გადამარჩინე..? ეს გახსოვს, არადა მეგონა უბრალოდ ინჰალატორი მომაწოდე, თავადაც ფერდაკარგულმა ხელის კანკალით.. -ბოლოს აღარც იყავი საღ გონებაზე და თავად არ გახსოვს წესიერად არაფერი.. -ყველაფერი მშვენივრად მახსოვს..ყველაფერი.. ჩემზე ღელავდი.. -ვღელავდი..? შენზე..? არა, არ მინდოდა რამე დაგმართოდა და მე დავედანაშაულებინე ყველას.. -არადა წამიერად ვიფიქრე, მომენტი გვქონდა..- გამეცინა, მას რატომ არ ეცინება.. -არც ისე კარგი ხუმრობაა და მაინც შეცდი.. ასე ძალიან თუ გინდა, აიღე ეს წვენი და გადი, გველოდებიან.. -დამინახე და გაქცევაზე ხარ..? რაო ახლა რას მოიმიზეზებ მალე წასასვლელად..? -თავის მოჩვენება საჭირო არაა, როდესაც ყველამ იცის რამდენად არ მომწონხარ, რამდენად ვერ გიტან, რამდენად მიჭირს.. სივრცის გაყოფა შენთან.. -სანამ დრო მაქვს თავს შეგაწყენ მირანდა..-ის ხომ მიდის.. -რაო, სახლში დაბრუნების დროა..? -თავი მაინც მოაჩვენე და ეგ სიხარული დამალე..-გაეცინა.. -ვცდილობ, არ გამომდის.. . . . მეტად მოვბილიზდი და ყურადღება იმისკენ გადავიტანე, შესაძლო დამნაშავე ამოვიცნო.. მამაჩემის სახლი გადავქექე, კაბინეტიც და არაფერია, არ მინდა იმ აზრისკენ წავიდე, თითქოსდა არარსებულ დამნაშავეს ვეძებ.. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ გავიხსენო, რამე ხომ არ გამომრჩა.. გარშემომყოფებიც შევამოწმე, იქაც არაფერი.. თვალებს ვახელ და კაბინეტს ვაკვირდები, არაფრით გამორჩეულია, ყველაფერი თავის ადგილასაა, ფაქტობრივად არაფერს შევხებივარ.. მამაჩემის ლეპტოპსაც აუცილებლობის შემთხვევაში ვიყენებდი, თუმცა ახლა გავიაზრე.. ვინც არ უნდა იყოს გარეული, თავის ლეპტოპს არ გამოიყენებს, მამაჩემის ლეპტოპს გამოიყენებდა, მშვენიერი გზაა ყველაფერი მას, დაჰბრალდეს.. ლეპტოპს ვრთავ.. მეილი ფაილები, მხოლოდ საქმესთანაა დაკავშირებული და იმდენია, საუკუნე მოუნდება ყველაფრის გადამოწმებას.. მიმოწერები.. შეხვედრებს ეხება.. მოიცადე.. როდესაც კირას ლეპტოპი შევამოწმე, ეს მესიჯი არ შემხვედრია, თუმცა რატომ უნდა წაეშალა.. მამაჩემი წერს "შეტყობინება მიიღე..? იმედია ყველაფერი გასაგებია, ამაზე კიდევ ვისაუბრებთ" რომელ შეტყობინებაზეა საუბარი..? რაღაც გამომრჩა, დანარჩენი შეტყობინება კირასთან არაფრით გამორჩეულია.. რამე პირადად უთხრა..? ახლა აქ ფაქტობრივად მხოლოდ მე ვარ, კირა წასულია, მის მაგიდას ვუახლოვდები, უკვე შემოწმებულ ლეპტოპს ხელმეორედ ვამოწმებ, არაფერია.. გარშემო ფაილებშიც არაფერი.. ყველა უჯრა გამოვაღე, ფაილებსაც გადავხედე.. არაფერი.. აქამდე ჩემს წინ არსებული ბლოკნოტი რატომ ვერ შევამჩნიე..? ხელში ვიღებ, მხოლოდ აღნიშნული შეხვედრები, დროები და გეგმები აქვს, გადავფურცლე და პატარა ვარდისფერი ბარათი დაბლა ვარდება.. " შეხვედრის დროს რატომ უნდა ვიგებდე, გადარიცხვებში თუ ცდომილება? " ბარათს ფოტოს ვუღებ და თავის ადგილას ვაბრუნებ.. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ..? -კირა, შემაშინე, აქ რას აკეთებ, მეგონა წახვედი.. -რაღაც დამრჩა.. რამით დაგეხმაროთ..? -ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ხომ უნდა გაგერკვია, მაგას ვეძებდი.. -აი აქ არის.. -მადლობა.. -წასვლას არ აპირებთ..? -კიდევ მაქვს საქმეები, მალე წავალ, აბა მშვიდობიანი ღამე..-კირა მიდის, კაბინეტში შევდივარ და ვკეტავ.. ჯერ ცდილობ დავწყნარდე და გავიაზრო რა მოხდა.. კარებზე კაკუნი ისმის, რაც წამიერად მახტუნებს.. უკან ვიხედები და სადაცააა დაცვა უნდა გამოვიძახო, ირაკლი მხვდება.. კარებს ვაღებ.. -ასეთი შეშინებული სახე რატომ გაქვს..? მოხდა რამე..? -ირაკლი, მგონი სწორ კვალს მივაგენი, ანდაც საერთოდ, დამნაშავეს.. -რას გულისხმობ, თუ ვის.. -მამაჩემის ასისტენტი კირა.. -ამ ყველაფერში გარეულია..? -მგონი სათავეში.. -რას ნიშნავს სათავეშია, არ გადაამოწმე..? -არასათანადოდ როგორც ჩანს, მაშინ იმ ზარის გამო გვეგონა გარეული იყო, არაფერი დაუმტკიცდა.. მასთან ვფრთხილობდი, მაინც მჯეროდა რაღაც დოზით გარეული იყო, მაგრამ არ მეგონა ის თუ ხელმძღვანელობდა ყველაფერს.. -იმ ნაწილამდე მიხვალ სადაც კირა დამნაშავეა..? -სურათი ვაჩვენე.. -ყველაფერი ნათელი არ არის..? კირა მამაჩემის ასისტენტი იყო, თითქმის ყველაფერთან ჰქონდა წვდომა , განრიგი, ხელშეკრულებები, გადარიცხვები.. როგორც ჩანს მამამ შეამჩნია კიდეც.. აღარც მიკვირს რატომ მოიშორა, იფიქრა ოდესღაც მიხვდება, მე ვარ დამნაშავეო.. კიდევ არის რაღაც.. -ამჟამად რა..? -მამაჩემის გარდაცვალების შესახებ კირამ შემატყობინა, ვკითხე შენ საიდან იცი მეთქი და დეტექტივმა დამირეკაო.. ამაში ეჭვი არ შემპარვია, თუმცა დეტექტივთან მინდოდა დეტალების გაგება და დავუკავშირდი, მითხრა თქვენი ასისტენტისთვის არ დამირეკია, გასაკვირია მაგ დროისთვის როგორ მიიღო ასეთი ინფორმაციაო.. -გარკვეული სახის მტკიცებულება გვაქვს, ყველაფერი გასაგებია, თუმცა საკმარისი არაა.. -გვექნება, თვით კირაც დაუშვებდა ან დაუშვებს შეცდომას.. მე კი აქ ვიქნები და დავიჭერ.. . . . ხელი წამიცდა დემეტრეს წიგნისკენ, რომლის კითხვა რამოდენიმე თავის შემდეგ შევწყვიტე.. მისი მხოლოდ საბავშვო წიგნი მაქვს წაკითხული.. ვნახოთ ახლა რა იქნება.. თავიდან დავიწყე და ისეთ განცდა დამეუფლა თითქოს სრულიად სხვა წიგნს ვკითხულობდი.. მაშინდელ განცდებს ერთი მძიმეც არ დაემთხვა.. მთლად ისეც არ მქონია საქმე, არაფერი მეკეთებინოს და თავისუფალი დრო მქონოდეს, სამაგიეროდ როგორც კი დრო გამომიჩნდებოდა მის წიგნს ვკითხულობდი.. თითქოს გარე სამყაროს მოვწყდი, სახლში მომეჩქარებოდა წიგნის გამო.. აქამდეც წამიკითხავს ისეთი ავტორის წიგნი, რომელსაც პირადად ვიცნობ, თუმცა აქამდე წიგნში მოთხრობილის გარდა, ავტორზე არ ვფიქრობდი, ყოველ შემთხვევაში ამდენად არა.. არ ვფიქრობდი რამ დააწერინა, ვცდილობდი ამეხსნა შემთხვევა, მომენტი.. ჩემი გადმოსახედი ნაწილობრივ წამერთვა და მისი გადმოსახედიდანაც ვკითხულობდი.. ამაზე უცნაური გამოცდილება კითხვის დროს არ მქონია.. ახსნას ვერც ვუძებნიდი რა მემართებოდა.. ბოლო გვერდები დამრჩა, რისთვისაც ვერაფრით გამოვნახე დრო, იმდენად აუყვა ყველაფერი ერთმანეთს, სამაგიეროდ ჩანთით დავატარებ თან.. ტელეფონის ხმა რეალობაში მაბრუნებს.. -მირაა, მაგვიანდება, მოახერხებ მაინც შეხვედრას..? -შენს საქმეს მიხედე, მე კაფეში მივალ და დაგელოდები..? -მე მეგონა ადგილზე იყავი, კიდევ კარგი.. მიდი და ვეცდები მალე მოვიდე.. -მიდი მარგო..-ზარი წყდება და კაფესკენ მივემართები.. დიდად აღარ ვჩქარობ, თუმცა მაინც ადრე მიწევს მისვლა.. ახლა მგონი მშვენიერი დროა საკითხავად.. ბოლო გვერდების კითხვა დავიწყე.. ვგრძნობ როგორ მევსება თვალები საშინლად მარილიანი წყლით, შემდეგ კი უკითხავად გზას იკვლევენ.. ის მწერალია, პერსონაჟები გრძნობენ და არა ის.. იქნებ, თავისი განცდები.. არა, მირანდა ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა, იმის გამო ტირი რაც პერსონაჟებს გადახდათ თავს, თუ იმის გამო რამდენად შეიძლება ეს დემეტრეს უკავშირდებოდეს.. არაფერს ეკიდება სერიოზულად, ყველაფერზე შეუძლია იხუმროს.. ის..ის.. -მირანდა.. -მარგო, როდის მოხვედი..?-წიგნს ჩანთაში ვდებ.. -ახლახანს.. მშვიდობაა..? -რაღაცას ვკითხულობდი და მისი სევდიანობა ვერ გავთვალე.. -ასეთი რა მოხდა წიგნში..? მანახე.. -იტალ..იტალიურადაა.. -კარგი.. -როგორ შეიძლება ადამიანი, გაჩვენებდეს რამდენად არ ადარდებს, რამდენად ბედნიერია.. სინამდვილეში არაფერი არ იყოს კარგად..? -თავის მოჩვენება რთული არაა, როდესაც შენს თავსაც აჯერებ ტყუილს.. თუმცა მაინც მიდიხარ ზღვრამდე, როცა შენ თავს ვეღარ გადაახტები, როდესაც იცი ერთი ნაბიჯიც და კლდიდან წყალში აღმოჩნდები.. შემდეგ გახსენდება, რომ არ იცი ცურვა და ვერ გადარჩები, თუ ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევ.. როგორც ჩანს წიგნმა იმაზე მეტად იმოქმედა ვიდრე ელოდი.. -ასეა, მოდი აღარ გვინდა წიგნზე საუბარი და მითხარი, როგორ ხარ..? -საქმეებში ვარ გართული, არც კი ვიცი თუ დავისვენებ.. -ჯერ ივლისიც არ დაწყებულა, ყველაფერს ნუ გააუფერულებ.. -ისე უნდა დავალაგო, თან ყველაფერი მოვასწრო და თან დასვენებისთვისაც დრო დამრჩეს.. -ვითომ ხომ ბარბარესთან ერთადაც ხშირად ვხვდებით, თუმცა თითქოს ჩვენთან არაა და სულ სადღაც დაფრინავს.. -მარტივი არაა გადახარშოს, რაც მის თავს ხდება, ამავდროულად ახლა ის უძღვება საქმეს.. -ეს კი არასდროს უნდოდა.. იმედია მალე დალაგდება ყველაფერი.. -მირანდა, მთლად წიგნს ვერ ვაბრალებ შენს მოწყენილობას, სხვა დროსაც გიტირია წიგნის, გამო, ასე არასდროს ყოფილხარ.. -არ ვიცი, სკოლას მოვწყდი.. ბავშვებს.. -სკოლაც ადგილზე დაგხვდება და ბავშვებიც, ოღონდ სექტემბერში, შეირგე ზაფხული.. მზე დასვენება.. მიუხედავად იმისა, ახლა წვიმს არც მზეა და არც ზღვაზე ვართ..-ორივეს გაგვეცინა..-წავალთ, ერთადაც წავალთ, -მარგუშ ზაფხულის მოლოდინებისგან ვათავისუფლებ ჩემს თავს, მილიონი რაღაც მქონდა დაგეგმილი.. ყოველთვის ასე ხდება, შემდეგ თითქმის არაფერი გამოდის და უკმაყოფილო ვრჩები.. მინდა სხვადასხვა ადგილას წასვლა, თუმცა თუ არ გამოვა მაგაზეც აღარ ვიღელვებ, მთავარია ცოტახნით ჩვეული რეჟიმისგან გავთავისუფლდი.. -კარგი აზრია, მეც მჭირდება, მოლოდინებისგან გათავისუფლება.. ისე წიგნი მოგეწონა..? -რა? -წიგნი, სევდიანი დასასრული კი ჰქონდა, მაგრამ მოგეწონა..?..-ხმამაღლა როგორ წარმოვთქვა..როგორ ვაღიარო, დემეტრე ჯორჯაძის წიგნი მომეწონა მეთქი..? -ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის..თქვენი შეკვეთა.. -კიდევ კარგი ჩემს მოსვლამდე შეუკვეთე, თორემ კიდევ საუკუნე მოგვიწევდა ლოდინი.. -კიდევ კარგი.. . . . -კირა შეხვედრისთვის მოვემზადოთ კარგი..? დეტალების დაზუსტება მინდა.. -კი ბატონო, ანგარიშები, გადარიცხვები, ყველაფერი აქ მაქვს, როგორც მითხარით.. -შეგიძლია კიდევ ერთხელ გადახედო..? არ მინდა რამე გამოგვრჩეს, მე ამ საბუთს გადავხედავ..-იქვე ჩამოჯდა, რთულია ისე მოიქცე თითქოს დიდად არ გადარდებს მისი ყოფნა, თითქოს მართლა ამ საბუთს ჩავჩერებივარ.. -არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდით.. -ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს საქმეს.. სანამ გეგმა არ მექნება რას ვაპირებ, ყველაფერს ასე ვერ მივატოვებ.. -ძალიან რთულია, რაც გადაგხდათ.. თან ამ გოგონების ამბავი.. -გაგვიმართლა, ყველა კარგადაა.. -ერთ-ერთი თქვენი მეგობარი იყო არა..? ალბათ როგორი გახარებული ხართ, გადარჩა.. იღბლიანია.. -მირანდას მეგობარი იყო, ახლა უკვე ჩემიც დიახ.. აქ იღბალი არაფერ შუაშია, ძლიერი ადამიანია, ამ ყველაფერს გაუძლო, არ დანებდა.. ბოლო სამი თვის ანგარიში, ცალკე დაალაგე თუ შეიძლება.. -რა თქმა უნდა.. ისე ცუდად არ მიგულისხმია, პირიქით, მართლაც ძლიერი გოგოა.. ახლა როგორ არის..? -კარგად, მშვენივრად.. -უცნაურია..-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.. -რას გულისხმობ..? -მე.. არაფერი.. -მამაჩემის გამო ჩემთან რომ მეგობრობს..? არ ვიცი, როგორ მოახერხა, თუმცა მეგობრად მიმიღო.. -ცოტაც და ყველაფერი გამოვიდოდა, ვგულისხმობ ყველაფერი გამოუვიდოდათ და შეიძლება ვეღარასდროს გენახათ.. ამაზე არ გიფიქრიათ..? -რა თქმა უნდა, მიფიქრია, საბედნიეროდ ასე არ მოხდა და არ დავუშვებ იქამდე მივიდეთ, იგივე რამ კიდევ განმეორდეს.. -თუმცა შემდეგში შეიძლება მირანდა და მისი გვირილის ფორმის ყელსაბამი ვერ დაგეხმაროთ.. -ყელსაბამი..? -იმ გოგოს ყელსაბამი ხომ მირანდამ აჩუქა, რომელსაც შეტყობინების გაგზავნა შეუძლია.. ჭკვიანურია.. -არა, ყელსაბამის შესახებ საიდან იცი..? -ვინ არ იცის.. ყველა ამაზე საუბრობდა განყოფილებაში.. -ყელსაბამი მტკიცებულების სახით არასდროს წაუღიათ და ის რომ გვირილის ფორმა ჰქონდა არავინ იცოდა..- უდანაშაულოს სახე, რომელიც დამაჯერებელია და სიმართლე, არ ვიცოდე, სულ სხვა რამეში დამარწმუნებდა.. არსაიდან ღიმილმა ჩაანაცვლა.. იმ ღიმილმა, როდესაც არ გინდა აღიარება, რომ გამოგიჭირეს.. -ასეთი რამ საიდუმლოდ ვერ დარჩებოდა, ხომ იცით როგორ.. -ჩემს დარწმუნებას რაში ცდილობ..? დრო მოგცე ახლი ტყუილის მოსაფიქრებლად..? -რას გულისხმობთ..? -კარგი გააგრძელე თამაში, თუ ჯერ კიდევ არ დაღლილხარ..? -ქალბატონო ბარბ..-არ ვიცი წამიერად რა შეიცვალა, თუმცა თითქოს ჩამოიშალა.. წამიერად ის სიყალბე, გაქრა, რომელიც უკვე ზედმეტად ცხადი გახდა..-იმაზე ჭკვიანი ბრძანდებით ვიდრე მეგონა.. -აი ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ.. -კონკრეტულად რაზე გინდათ საუბარი..? როგორ დავგეგმე ყველაფერი, გოგონების გატაცება, თუ კონკრეტულად მამათქვენის მკვლელობა.. ? -იმაზე თავად როგორ გაგიმართლა.. მამაჩემის ასისტენტი გახდი და დაინახე შესაძლებლობა, რამდენი რამის გაყალბება შეგეძლო.. გაგიმართლა მამაჩემის კომპანიამ ზუსტად იმ კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, რომლის გამოყენებაც შეგეძლო.. გაგიმართლა.. ყველაფერი აეწყო შენს სასიკეთოდ არააა..? მიკვირს აქამდე როგორ ვერ დავიჭირე ის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ლანგრით მიართვეს.. რას ვიზამთ, გიმართლებს.. -მიმართლებს..? მეგონა რაღაცას მაინც მიხვდი სწორად.. გამართლება არ არსებობს ცხოვრებაში, ყველაფერს ჩემით მივაღწიე.. ჩემით გაიგონე..? კომპანია, რომელთანაც მამაშენმა დაიწყო თანამშრომლობა, სინამდვილეში მე მეკუთვნის, აქ სპეციალურად დავიწყე მუშაობა, კულისებში ყოფნას, სცენაზე დგომას ვარჩიე.. ვინ გამოვიდა ბოლოს დამნაშავე..? მამაშენი.. თანაც დიდი ხანი ვერაფერს ხვდებოდა.. -როცა მიხვდა.. -დავარწმუნე რაღაც შეცდომა იყო, ბოლოს ისე მოვაწყვე ყველაფერი ის ჰგონებოდათ დამნაშავე.. ყველაფერი ზუსტად ჩემი გეგმისამებრ წავიდა.. ახლა კი ვინაიდან არაფერი გაქვს ჩემს წინააღმდეგ, გირჩევნია შენს საქმეს მიხედო, თუ კიდევ გინდა კომპანიის სათავეში იყო.. -ამდენი ხანია ერთად ვმუშაობთ და საერთოდ ვერ გამიცანი არა..? რადგან შენთვის ფული და ძალაუფლება ყველაფერია, გგონია ყველასთვის ასეა..? - ტელეფონი ავიღე ხელში.. -გგონია ვინმე დაგიჯერებს..? -ამ დროს დაცვა შემოვიდა.. -შეგიძლიათ აქ იყოთ სანამ ქალბატონ კირას პოლიციას გადავცემ..? -რის საფუძველზე..? -კირა მთელი ამ დროის განმავლობაში გგონია უსაქმურად ვიყავი..? გეგონა წლიური ანგარიში ახლავე მჭირდებოდა და შეხვედრა მართლა გვქონდა..? -ვერაფერს მიაგნებ.. -როდესაც წლიური ანგარიში მოგთხოვე შენს გონებაში განგაშის სიგნალი ჩაირთო და ყველაფერი გადაამოწმე თუ რამე შეცდომა დაგიშვია, ყველაფრის გაქრობა ცადე.. დამალე, მე კი ამ დროის განმავლობაში თვალყურს გადევნებდი.. ზუსტად იმ სამხილებლამდე მიმიყვანე რაც მჭირდებოდა, ნუ ამას ბონუსად შენი აღიარება.. იდეალური გამოსვლა იყო, მადლობა ამ შესანიშნავი დადგმისთვის..-სანამ გავიდოდი მივუბრუნდი..-ფილმებიდან მაინც არაფერი გისწავლია..? ბოროტმოქმედის აღიარება, კარგად როდის დასრულებულა..? -ამას ასე არ დავტოვებ.. -დეტექტივს უკვე დავუკავშირდი, მალე ყველა აქ იქნება, თვალი ადევნეთ.. მადლობა..-კაბინეტი დავტოვე.. სანამ ცოტა გონს მოვეგე, დეტექტივი და პოლიციის ეკიპაჟი უკვე მოსულიყო.. -ქალბატონო ბარბარე, მიხარია თქვენი დანახვა.. თქვენს მიერ გამოგზავნილი მტკიცებულებები მივიღეთ, ყველაფერი გადამოწმდა.. -მხოლოდ ეს არ არის.. აი აქ მაქვს ჩანაწერი, კირას აღიარებითი ჩვენება, ტრეფიკინგი.. ყველაფერი რაშიც მამაჩემი იყო ბრალდებული, მისი ჩადენილია.. თავად მამაჩემის მკვლელობაშიც.. -დამერწმუნეთ, ყველაფრისთვის დაისჯება კიდეც.. . . . -ბარბარე არ მჯერა შენს თავს რაც ხდება.. ყველგან ამაზე ლაპარაკობენ.. -მარგო, მე ის გავაკეთე რასაც ყოველთვის ვაკეთებ, მინდოდა ხალხს სიმართლე სცოდნოდა.. არ მინდოდა მამაჩემი იმათ დაემახსოვრებინათ, ვინც სინამდვილეში არ ყოფილა.. მიზანს მივაღწიე.. -მიხარია, ყველაფერი დასრულდა.. -არ ვიცი, მე მეგონა საბოლოოდ გავთავისუფლდებოდი.. დალაგდებოდა ყველაფერი.. -ბარბარე, თავადაც ხომ იცი, ჩქარობ.. ასე მარტივი არაა, მამის დაკარგვა, ის ყველა ბრალდება რაც მამის მაგივრად ატარე.. ეს ქაოსი კირას ციხეში ჩასმით არ დალაგდება, დროა საჭირო ყველაფერი გაიაზრო, ემოციურად დალაგდე.. შენს თავს ნუ მოსთხოვ, უეცრად ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს.. -მადლობა მირა.. შენზე რას იტყვი..? -რას გულისხმობ..? -გგონია დავბრმავდი და ვერ ვხედავ..? -მართლა ვერ ვხდები, რაზე საუბრობ..? -კარგი რაა, შენ და დემეტრე.. -მე და დემეტრე..? -გამეცინა..თავი გავაქნიე..უარყოფის ნიშნად, რომელიც ბარბარესთვის არაფერს ნიშნავს.. -გგონია სკოლის დასრულების ბრალია..? ამდენი წელია გიცნობ, როგორც მირანდას და როგორც მასწავლებელს.. არასდროს ყოფილხარ ასე და სკოლას ტყუილად აბრალებ.. -მოიცადე, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ იმ ფაქტს, მე და დემეტრეს.. ერთად მოგვიხსენიებ.. -მე მეგონა მხოლოდ ჩვენთან არ აღიარებდი, როგორც ჩანს საკუთარ თავთანაც.. მთელი წელი ამ ადამიანთან ერთად გაატარე, ახლა უეცრად ჩამოგშორდა.. გასაკვირი არაა სიცარიელეს თუ.. -ბარბარე გაჩერდი ძალიან გთხოვ.. მე და დემეტრე არ არსებობს, ადამიანს ვერ ვიტან, მაღიზიანებს პიროვნულად, სულ ვკამათობდით, ვერც წარმოიდგენ რა შვებაა, როცა მასთან აღარ მიწევს მუშაობა.. -დარწმუნებული იყავი დაისვენებდი, დასვენებულის კი არაფერი გეტყობა..- ჩაერთო მარგოც, მშვიდი გამომეტყველებით.. თითქოს ჩემი და ბარბარეს საუბარი სადაცაა სერიოზულ კამათში არ გადაიზრდებოდეს.. -ამიხსნი მის წიგნს რატომ დაატარებ ჩანთით ამდენი ხანია..? როდესაც უკვე დიდი ხანია დაასრულე..? -მოიცადე, დემეტრეს წიგნს კითხულობდი მაშინ..? -ყოველთვის დავატარებ წიგნს, რომელსაც ვკითხულობ, ჩვევაა, ახალი კი ჯერ არ დამიწყია.. -გენატრება.. მისი წიგნის კითხვაც ამიტომ გააგრძელე და ახლაც ამიტომ დაატარებ.. -ეს ყოველივე უკვე სასაცილოა.. -ნამდვილად სასაცილოა, აბსურდულ რაღაცაზე როგორ კამათობთ.. ოჰ, კლიენტი მირეკავს.. ცოტახნით გავალ, იქნებ როცა დავბრუნდები აზრზე მოხვიდეთ..-მარგარეტი დგება და აივანზე გადის.. -მირა, მე არ გეუბნები გადაჭრით, გინდა თუ არა დემეტრეზე ხარ შეყვარებული მეთქი, გითხარი რასაც ვხედავ, რაც ჩანს.. -ამ თემაზე საუბრით არსად წავალთ და იქნებ უბრალოდ შევწყვიტოთ..? -ამის ენერგია ნამდვილად აღარ მაქვს.. -გოგონებო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, სახლში ჯდომას და მოთქმას ჯობია გამზადება დავიწყოთ.. -სად გვეპატიჟები..? -გინდოდა გეთქვა სად მივდივართ? უბრალოდ შესანიშნავ ადგილას, კარგი საღამო გაიმართება.. მივდივართ.. -ამდენი დეტალიც არ იყო აუცილებელი.. -ბარბი, ახლა ადექი, ჯდომისთვის ვის სცალია.. -მე.. -მირანდა, შენ და ბარბარე ჯერ კამათობდით და ახლა პირი შეკარით, ნერვებს ვინ უფრო მომიშლიდა..? გამზადება თუ არ დავიწყეთ, ვერაფერს მოვასწრებთ.. თუ სრულ ქაოსს, არეულ გარდერობს, მიყრილ ტანსაცმელს და ზოგადად იმ დროს გამოვტოვებთ, რის შედეგადაც სახლი ამდენად აირია.. აღმოვჩნდებით დანიშნულების ადგილას.. რა თქმა უნდა, დავაგვიანებთ, როდესაც ერთად მივდივართ და სამივეს სწორ დროს მისვლის სხვადასხვა გაგება გვაქვს.. უკვე წასულები დაგვხვდებიან მეთქი ვიხუმრე, თუმცა პირიქით აღმოჩნდა.. ადამიანებითაა სავსე, პიკის საათის დროს, მეტროში უკვე ყველამ მოასწრო და გადაგიარა არა, მაგრამ ადამიანების სიმცირითაც ვერ დაიკვეხნის აქაურობა.. რაც მაშინებს და მამხნევებს ისაა, რომ ყველა თავის სტიქიაშია გართული.. მინდა, მართლა მინდა კარგი დრო გავატარო, თუმცა ამავდროულად ფიქრს ვიწყებ რამდენ ხანში წავალ.. -ორივემ წასვლის გეგმა თავიდან ამოიგდეთ და ეცადეთ მაინც, კარგი დრო გაატაროთ..-მარგომ გადმოგვხედა, თითქოს ახლახანს ჩვენი აზრები არ წაეკითხოს.. თავიდან ერთად ვიყავით, შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, ვერც გავიაზრეთ ისე დავკარგეთ ერთმანეთი.. -მირანდა აქ არ გელოდით, გამიხარდა თქვენი ნახვა.. -ასევე. -საინტერესო და განსხვავებული პროექტი წარადგინეთ, ახლაც ხომ არ მუშაობთ ახალ პროექტზე..? -ცოტახნით ვისვენებ, თუმცა აუცილებლად ჩავერთვები საინტერესო პროექტში, როცა გამოჩნდება.. -უჩვეულო მეწყვილე გყავდათ.. -რას გულისხმობთ..? -ერთი საბავშვო წიგნი აქვს დაწერილი, სკოლაში კი ბავშვებთან ასეთ მნიშვნელოვანი პროექტი მიენდო, რომელსაც.. -თავი შესანიშნავად გაართვა არა..? მისი წიგნები წაკითხული გაქვთ..? მას ასე კარგად იცნობთ, მის შესახებ ასეთ კომენტარებს, რომ აკეთებთ..? -ცუდად არ მიგულისხმია.. -როგორც მასწავლებელს, საკმაოდ კარგი განსჯის უნარი მაქვს, აშკარა იყო რაც იგულისხმეთ.. უნდა დაგემშვიდობოთ, შემდეგში კარგად დაფიქრდით სანამ ვინმეს გაკიცხვას დაიწყებთ, ხართ კი ის ადამიანი, ვისი მხრიდანაც მართებული იქნება რაიმე ითქვას..? -ნამდვილად ცუდად გამიგეთ.. -დემეტრე ჯორჯაძესთან მე ვმუშაობდი და არა თქვენ, მას საერთოდ არ იცნობთ, სწორი ადამიანი, რომ არ ყოფილიყო, პროექტისთვის მას არ აირჩევდნენ და არც მე გავაგრძელებდი მასთან მუშაობას.. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მისი წიგნი არც კი გადაგიშლიათ.. უნდა წავიდე..-რატომ ვარ გაცოფებული..? ჩემზე, ჩემს თვალწინ, ესაუბრათ შეიძლება ხმა არ ამომეღო, საუბარი გადამეტანა.. ფაქტობრივად ადამიანი გამოვლანძღე, არც კი ვიცი, რამდენად სწორად მოვიქეცი, ხმის ამაღლებისას.. სინამდვილეში არც ერთ სიტყვას ვნანობ და ეს მაშინებს.. ჩემს რეპუტაციაზე არ უნდა ვფიქრობდე....? რა მემართება.. ამ გაწამაწიაში, რომელიც სინამდვილეში ჩემს გონებაში ხდება, სიმღერა იცვლება.. წამიერად სცენისკენ გადამაქვს ყურადღება.. თვალებს მაგრად ვხუჭავ და გარეთ გავდივარ.. არა ჩემს თავს არ მივცემ იმის საშუალებას, აქ ყოფნა ჩამაშხამდეს.. ცოტა დრო მჭირდება, როგორც კი დავბრუნდები, კარგ დროს გავატარებ..არაფერს აღარ მივაქცევ ყურადღებას.. -ასეთ საღამოზე, გარეთ ყოფნაში დროს არ უნდა ხარჯავდე..-დემეტრე აქ რას აკეთებს..? მომესმა..? არა ნამდვილად ისაა, თუ არ ვუპასუხებ თავისით არ წავა..? -თავად რატომ ხარჯავ ძვირფას დროს, გარეთ ყოფნაში და ჩემთან საუბარში.. -შენთან საუბარი ნამდვილად დროის ფლანგვაა, ვერ შეგეწინააღმდეგები.. -თუ გგონია ოდნავ მაინც მოქმედებს შენი სიტყვები, აქაც დროს ფლანგავ.. -მე ის მაინტერესებს, ჩემს დაცვაში რატომ გაფლანგე დრო..? -შენ რა მისმენდი..? -როგორც შენ, თავის დროზე.. -ზუსტად იმ მიზეზით რატომაც შენ დამიცავი თავის დროზე.. გვინდოდა თუ არა პარტნიორები ვიყავით დემეტრე, შენში ეჭვის შეტანით ჩემში და მთლიანად პროექტში შეაქვთ ეჭვი.. ამას არ დავუშვებ.. -მხოლოდ ეგ არის მიზეზი..? -სხვა რა მიზეზი უნდა მქონდეს იმ ადამიანის დასაცავად, რომლის დანახვა და მითუმეტეს საუბარი ამდენად აუტანელია..? -მხოლოდ შენი თავის გამო დამიცავი..? კარგი რა მირანდა, ორივემ ვიცით როგორ არიდებ ყველანაირ შესაძლო კონფლიქტს თავს.. ჩემი მისამართით ასეთი სიტყვები ვერ აიტანე, აღიარე.. -ადამიანო ვერ გიტან მეთქი, სხვა არანაირი მიზეზი არ მქონია შენს დასაცავად.. ისე ნუ საუბრობ თითქოს შენ გეხატებოდე გულზე.. ეტყობა მოიწყინე და სხვა გასართობი ვერ ნახე.. არაფერი არ გადარდებს, რაღა ჩემს შენს დაცვას ჩააცივდი..? -გამახსენდა, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვერ მიტან.. შენნაირად ჩაციკლული არ ვარ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს.. -მე ვარ ყველაფერზე ჩაციკლული..? -თითოეულ დეტალს გეგმავ და რაიმე ისე თუ არ წავიდა პანიკაში ვარდები.. შენს თავს ცხოვრების საშუალებას არ აძლევ.. -შენი უდარდელობა, არაფერს ეკიდები სერიოზულად, ცხოვრებაა..? -საკუთარ თავს ჩარჩოში სვამ, გეგმა გაწერილია და ოდნავადაც არ შეიძლება გადახვევა.. ჩემი კი არა, კრეატივის მტერი ხარ.. -ხელოვნების მასწავლებელი..? სასაცილოა.. არსებობს თავისუფალი თემა და არსებობს რაღაც, რაც ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით უნდა გაკეთდეს.. -შენთვის თავისუფალი თემა არ არსებობს.. ყველაფრის გაკონტროლება გინდა, იმდენად გეშინია დაცემის.. -გგონია დაცემის მეშინია..? -რა არის შენი პრობლემა..? ვერ იტან როდესაც ვიღაცას ებრალები, სინამდვილეში კი თავად გებრალება შენი თავი და გგონია ყველა ასე გიყურებს.. იქნებ იმის მაგივრად, სხვები დაარწმუნო რატომ არ უნდა ებრალებოდე, საკუთარ თავს უთხრა, არაფერი მჭირს შესაბრალებელიო.. გგონია ყველა შენს ნაიარევს აშტერდება, როდესაც რეალურად არავის ადარდებს, რადგან ყველას თავისი სადარდებელი აქვს.. -იცი რა..? მივხვდი, ეს სინამდვილეში შენი ნიღაბია, ვითომ არავინ და არაფერი გადარდებს, სინამდვილეში გრძნობების, ადამიანებთან დაახლოების გეშინია.. რამდენად დაუცველი შეიძლება იყო, თუ ადამიანებს შენს ნამდვილ სახეს დაანახებ.. მე ამ როლს ვერ მოვირგებ, მადარდებს..შეიძლება იმაზე მეტად ვიდრე უნდა მადარდებდეს, მაგრამ მადარდებს.. აი შენგან განსხვავებით, ამის დამალვას არ ვეცდები მაინც.. -მირანდა.. -თუ კიდევ გაქვს რაიმე სათქმელი, წერილი გამომიგზავნე, ამ აბსურდის მოსმენა აღარ მინდა.. სინამდვილეში ეს მე არ ვარ, არ მინდა ადამიანები მძულდეს და მათში ცუდს ვხედავდე.. დავამთავრე, რა სისულელეც არ უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის, შეგიძლია მარტო განაგრძო ხმლის ქნევა.. არაფრის მომცემი სისულელეა.. მე მეგონა, ადამიანი, რომელსაც წიგნი აქვს დაწერილი იმის შესახებ, რამდენი რამ შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს, რამდენად ძლიერად შეიძლება უყვარდეს, ატკინონ, მაინც ისევ ისეთი გულითადი დარჩეს..გულის სიღრმეში ასეთად დაგინახე.. მითუმეტეს მწერალი ხარ და დისლექსია გაქვს, რამდენი იშრომა, აქამდე მიეღწია მეთქი.. შეიძლება არ მომწონს პიროვნულად, მაგრამ ამ ამ მოწადინებას, ღირებულებებს მაინც შემიძლია პატივი ვცე მეთქი.. შევცდი იცი..? შევცდი, ამ ადამიანის დაცვა მომინდა, რისი გულისთვის..-აღარც დავაცადე პასუხი დაებრუნებინა, შიგნით დავბრუნდი და ხალხში გავერიე.. ახლა სახლში ყოფნა უარესს დამმართებს, ყურადღება უნდა გადავიტანო.. . . . -ირაკლი.. ასე, უცებ როგორ აღმოვჩნდით..ერთად.. და რატომ ვცეკვავთ..? -დრო მოვიგე, გამარჯობის და მოკითხვის შემდეგ, მაინც ცეკვას გთხოვდი.. -ზედმეტად კარგ ხასიათზე ვარ იმისთვის, კამათი დავიწყო.. -კარგი სიურპრიზი ხარ, აქ არ გელოდი.. კარგი გატყუებ.. -რას ნიშნავს მატყუებ..? -მხოლოდ იმიტომ მოვედი, ვიცოდი აქ იქნებოდი.. -თითქოს ჩემი ნახვა აკრძალული გქონოდეს.. სასახლიდან გამოვიპარე და როგორღაც მოვახერხეთ შეხვედრა..? -აქ ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, წამოსვლას არ ვაპირებდი, მამაჩემი შენი მადლიერია.. -ისე დაგიყოლიე არც მიცდია-გამეცინა..-რაც არ უნდა იყოს, კარგია შენი აქ ყოფნა.. -ახსენე კომპანიაზე საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილებაო, რა მოიფიქრე..? -სათავეში ყოფნა, კომპანიის ხელმძღვანელობა ჩემი არაა.. ამიტომაც მმართველობას სხვას გადავცემ, თუმცა წილზე უარს სულაც არ ვამბობ.. მივხვდი ამ ფულით, რასაც კომპანია მომცემს, რამდენი კარგი რამ შემიძლია გავაკეთო.. უცნაურია მამამ ყველაფერი დამიტოვა, როდესაც იცოდა არასდროს მნდომებია ბიზნესში ყოფნა.. -იცოდა სწორად გამოიყენებდი დანატოვარს.. -შენზე რას იტყვი, არა მგონია ფოტოაპარატის გადადებას და ბიზნესში ჩართვა გქონდეს მხედველობაში.. -არსებობს ოჯახის სხვა წევრიც, რომელიც დიდი სიამოვნებით გაუძღვება ყველაფერს, ახლა არაა საქართველოში და ამიტომაც ვერ ვეუბნები უარს მამაჩემს ბევრ რაღაცაზე.. -რატომ არ მსმენია..? -ჩემს დას დიდად არ უყვარს გამოჩენა, როცა ჩამოვა გაგაცნობ.. -უკვე ოჯახებს ვაცნობთ ერთმანეთს და რამე..?-გამეცინა.. -დაფრთხებოდი თორემ, აქამდე გაგაცნობდი.. -აა მამზადებ წინასწარ.. /? ფსიქოლოგიურად მომზადება მჭირდება..? -ჩემს დას თუ გულისხმობ მონსტრი არაა, მაინც გჭირდება ფსიქოლოგიურად მომზადება..-გაიღიმა.. -რას გულისხმობ..? -არ მინდა დაგაჩქარო, ის გააკეთო რისთვისაც მზად არ ხარ.. ჯერ-ჯერობით შენს ცხოვრებაში შემომიშვი, მაკმაყოფილებს.. - სცენა დავტოვეთ, ხალხი ირევა და რატომღაც ხმაური დიდად არ მაწუხებს.. -დიდი ოჯახი გყავს..? -როგორ მიკვირს ჟურნალისტმა, თავის შეყვარებულზე, არაფერი იცის.. -მირჩევნია შენგან მოვისმინო.. თორემ 5 თაობაც არაფრად ჟღერს.. თითოეულს, თავიანთი დახასიათებით ახლავე გავიგებდი.. -რაც ერთად აღარ ვმუშაობთ, სულ მავიწყდება შენი შესაძლებლობები.. დღესვე მთელი გვარის ისტორია გინდა თუ 5 თაობას დასჯერდები.. -ირაკლიი.. -კარგი მოგიყვები, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.. -საოჯახო ფოტოების და ყავის თანხლებით.. რომელსაც შენ მოადუღებ.. -უკვე წილად მხვდა პატივი..? არ მეგონა თუ დავწინაურდი.. -არ ვხუმრობ, შენი საოჯახო ალბომი უნდა დავათვალიერო, თუ არადა ბატონ მალხაზთანაც მაქვს პირადი კავშირები.. -თქვენ ორი ზედმეტად ხომ არ დაახლოვდით ამ ბოლო დროს..? ცალკე ალიანსი იქმნება და არ ვიცი..? -შეიძლება.. -ბარბარე, საოცრად გიხდება ხვეულები..-თმას წაეთამაშა.. -თვალს ვერ მაცილებ, ხვეულებს დავაბრალო..? -მთლიანად შენ ხარ საოცარი, ხვეულები სასიამოვნო ბონუსია.. . . . ჩემს თავს ტირილის უფლებას არ ვაძლევ, ისე ვიქცევი თითქოს არაფერი მომხდარა და კარგ დროს ვატარებ.. საათები გავიდა და მიკვირს აქამდე შემოვრჩი.. თუმცა უცნობებთან საუბარში დიდი დრო გავიდა.. რატომ არ მივედი ბარბარესთან ან მარგოსთან..? ორივე საკმაოდ კარგ დროს ატარებს და არ მინდა განწყობა გავუფუჭო.. მორჩა ჩემი მაქსიმუმი ამოიწურა, გადავიღალე როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად.. ჩემს მხლებლებს ვემშვიდობები და გასავლელისკენ მივემართები.. მთავარი გასასვლელიდან გასვლას თავს ვარიდებ, რადგან გოგონებმა არ დამინახონ.. არც მინდოდა დემეტრეს დანახვა, უფრო მარტივი იქნებოდა ყველასგან შეუმჩნევლად წასვლა, თუმცა როგორც კი შენობა დავტოვე შემომეჩეხა.. იქვე ზის და სხვა გზა არ მაქვს უნდა გავიარო.. ყურადღებას არ მივაქცევ, ჩემს გზაზე წავალ, ზედაც არ შევხედავ.. არ მაინტერესებს, ჩემთვის არაფერს ნიშნავს.. ასეა არა..? მითხარით.. იქნებ თქვენმა ხმამ მაინც მოაღწიოს ჩემამდე.. წამიერად ვთქვი, მორჩა ჩავუარე, უკან მოვიტოვე მეთქი.. მისი გამოწვდილი ხელი მაჩერებს.. მას რა ჩემი ხელი უჭირავს...? რისთვის.. კიდევ დარჩა რამე სათქმელი..? იძულებული გავხდი შემეხედა, არც კი ვიცი რამოდენიმე წამი უსაშველოდ რატომ იწელება.. -რატომ..? - წინადადებას ფიზიკურად ვეღარ ვასრულებ.. როდესაც მეგონა მტკიცედ, ხმამაღლა გავაჟღერებდი სათქმელს, უნებურად ჩურჩულით წარმოვთქვი.. ახლაღა დახედა ჩვენს ხელებს და მივხვდი, ჩემი გაჩერება დაგეგმილი არ ჰქონია, ალბათ ბოლო წამამდე ეგონა გამიშვებდა.. ეს ყოველივე ინსტინქტი იყო..? -არ ვიცი.. -დემე, რას ვაკეთებთ..? -არ მინდა დავასრულოთ.. ასე.. ასე არ მინდა.. -კამათის თავი არ მაქვს.. -კამათი მხედველობაში არ მქონია.. -ჩვენ კამათის გარეშე..?-გაეღიმა.. მეც.. -მირანდა, ჩემი წიგნი მართლა წაიკითხე..?-გამეცინა.. -ჩვენი კამათიდან, სხვა არაფერი დაგამახსოვრდა..? -წაიკითხე..? -წავიკითხე.. -რას ფიქრობ../? -არ გადავირიე, არაუშავდა..-იღიმის..-ბევრი შენიშვნა მაქვს და თუ შენს წიგნზე საუბარი გინდა, შეიძლება ჩხუბის მეორე სერია დაიწყოს.. -ყველაზე მეტად რა არ მოგეწონა..? -ის რომ სევდიანი დასასრული მომეწონა.. ეს უფრო იმედის მომცემი იყო, ვიდრე ბედნიერი დასასრული იქნებოდა.. და მაინც არ მიყვარს სევდიანი დასასრული.. -რატომ წაიკითხე..? -mi sei mancato..- ხელის გაშვება ვცადე, მაგრამ დემემ არ გამიშვა - ეს კი კარგი სულაც არაა.. -მეც მომენატრე..Fortemente.. Più forte di quanto vorrei.. . . . იმ საღამოდან ორი დღე გავიდა, დემეტრე ამ დროის განმავლობაში არ შემხმიანებია და არც ველოდი მისგან რამეს.. ჯერ კიდევ ბიბლიოთეკაში გახლდით, როდესაც დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.. დავთანხმდი, რა საქმეც მქონდა დავასრულე და შენობა დავტოვე.. იქვე ახლოს კაფეში დავსხედით, თავიდან მეშინოდა ისეთი კაფე არ ყოფილიყო პანდუსი, არაა, მაგრამ ამ კაფეს აქვს.. უკვე იქ გახლდათ, როდესაც მივედი.. იჯდა, მის გარშემო სკამი არ მომხვდა თვალში, რაც უცნაურია, როდესაც სადმე მივდივარ, ყოველთვის მიწევს სკამის გვერდით გადადება.. ჩემთვის განკუთვნილ ადგილას მივგორდი.. -გამარჯობა.. -გამარჯობა..-უხერხული სიჩუმე როდესაც არც ერთმა არ ვიცით რა უნდა ვთქვათ.. -კარგი ეს უცნაური..უხერხულია..-გაგვეცინა..- დემე ამაზე საუბარი, აუცილებელი არაა.. -მინდა ამაზე საუბარი.. -კიდევ ერთხელ განვიხილოთ, რამდენად განსხვავებულები ვართ..? -რას გულისხმობ..? -ამდენი ხანი ვიმუშავეთ ერთად, ყოველდღეს ერთად ვატარებდით, იმის შემდეგაც.. მივეჩვიეთ ერთად დროის გატარებას, ეს მოგვწონდა თუ არა და უცებ ერთმანეთს არ ვნახულობდით, უცნაური იყო.. მოგვენატრა ერთმანეთი, ეს გასაკვირი არაა.. უბრალოდ მივეჩვიეთ ერთმანეთს.. -ლოგიკურად თუ ვიფიქრებთ, ერთმანეთს საერთოდ არ შევეფერებით არაა.. ერთმანეთი ჭკუიდან გადაგვყავს, ყოველ შემთხვევაში შენ გადაგყავარ..-გამეღიმა, თავი დავუქნიე.. -მართალი ხარ.. აჯობებს თუ იმ საღამოს, ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.. თითქოს არც ყოფილა.. -ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.. - წამიერად დაიხედა დაბლა და ისევ შემომხედა, ველოდი კიდევ იტყოდა რამეს, მაგრამ ცოტახნით არაფერი უთქვია.. - მოდი უბრალოდ რამე შევუკვეთოთ, გეგმები გაქვს..? -არა, დღეს რაც მინდოდა დავასრულე.. -ბიბლიოთეკაში..? თუ საიდუმლო არაა, მითხარი რას ეხებოდა, ოღონდ, ჯერ შევუკვეთოთ..-მიმტანი მოვიდა, შეკვეთა მივეცით და დროებით დავემშვიდობეთ .. -ბიბლიოთეკაში ყველას ვიცნობ, როგორც გავიგე რამოდენიმე წიგნი არ აქვთ, მე მქონდა და მათ გადავულოცე.. -შენ არ გინდოდა..? -მათ უფრო სჭირდებათ, მომავალში ვიყიდი.. -საკუთარი ბიბლიოთეკა გაქვს ..? -სიამოვნებით მექნებოდა.. ახლა იმხელა სახლში არ ვცხოვრობ, ბიბლიოთეკაზე ვიფიქრო, თუმცა რის შესაძლებლობაც მაქვს.. ვიყენებ.. -როგორც ვიცი წიგნების გარკვეული რაოდენობა უნდა გქონდეს, ბიბლიოთეკად ჩაითვალოს.. -5,000 ოფიციალურად ამერიკაში, თუმცა ბევრისთვის 1,000 ბიბლიოთეკად ითვლება.. მგონი ჯერ ცოტა მიკლია ბიბლიოთეკამდე.. -ახლახანს სხვა ბიბლიოთეკა მოამარაგე და მასე თუ გააგრძელე..-გამეცინა..- არა თუ სერიოზულად ვამბობთ პირიქით, ვიღაც ვინც ვერ ყიდულობს, შენს გამო შეძლებს წაკითხვას.. -იმედი მაქვს..-შეკვეთა მოვიდა.. როგორ დაცარიელდა ჭიქა და თეფში ვერ გავიგე, დრო სწრაფად გავიდა.. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე მეგონა თვალს როგორც კი მოეფარებოდა დავქოქავდი მანქანას და წავიდოდი თუმცა.. არა, ვერც ვქოქავ, რაღაც არ მიშვებს.. ეს ყოველივე უცნაურია.. სავარძელს მივეყრდენი.. წვიმა დაიწყო, ნელ-ნელა უმატებს.. თვალები მაგრად დავხუჭე.. მინდა წარმოვიდგინო, მე და დემეტრე, როგორც წყვილი და არ გამოდის.. ზედმეტად რთული იქნებოდა.. არ ღირს იმას შევეჭიდოთ რაც არ გამოვა.. თვალებს ვახელ და ჩემს გამოუსადეგარ ფეხებს ვუყურებ..? ვგრძნობ როგორ მეჩხირება ყელში ბურთი, რომლის გადაყლაპვა ახლა შეუძლებელია, ვეღარც ვინძრევი, ასე მგონია ტირილს დავიწყებ და ვეღარ გავჩერდები.. გთხოვ მირანდა ახლა არ იტირო, ამის დრო არაა.. ერთ ცრემლს მეორე მოჰყვება და ვერ გაჩერდები.. საერთოდ რა მატირებს ვინმე ამიხსნის..? თავადაც ვერ გამიგია რა მემართება.. ფანჯარაზე დაკაკუნებამ შემახტუნა, ნამდვილად არ ველოდი ახლა..დემეტრეს..? კარებს ვაღებ.. -რამე მოხდა..? -მირანდა.. -დაჯექი, ამ წვიმაში დგომას, გაცივდები.. -მირანდა მომისმინე.. აქ იმის სათქმელად არ მოვსულვარ, რომ მეთქვა რამდენად არ შევეფერებით ერთმანეთს, რამდენად ალოგიკურია ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან სულ ვკამათობთ.. -ეს სიმართლეა.. -მერე რა..? აუცილებელია ლოგიკურად მოვიქცეთ..? ერთმანეთისგან განვსხვავდებით, აუცილებელი არაა ეს ცუდი იყოს.. იქნებ პირიქით ერთმანეთი გვჭირდება, რადგან შენ ის თვისებები გაქვს რაც მე არ გამაჩნია, იქნებ.. -დემეტრე, მარტივად უყურებ.. -ამას არ გრძნობ..? დავიჯერო..-წამიერად შეყოვნდა.. -აქ იმაზე არაა, რას ვგრძნობ შენს მიმართ.. -მირა, მხოლოდ მაგაზეა და მეტზე არაფერზე.. დაივიწყე ყველა და ყველაფერი შენს გარშემო, მათ შორის მეც.. შენ რას გრძნობ..? შენ რა გინდა..? . . . -აქ აპირებ ფოტოების გადაღებას, მშვენიერი ადგილია.. თუმცა ფოტოსესია ხვალაა, დღეს რატომ მოვედით..? -წინასწარ მინდა დავათვალიერო, შესაძლო ადგილები, სადაც კარგი ფოტოები გამოვა, ხვალ ხომ არ დავიწყებ თვალის ცეცებას..? -კარგი აზრია, ისე ასეთი არ მეგონე.. მე მეგონა მხოლოდ მოულოდნელ ფოტოებს უღებდი ადამიანებს.. -თუ შემოთავაზება საინტერესოა, ვთანხმდები.. -ახლა რამ დაგაინტერესა..? -მოხუცი წყვილია, ადრე ზუსტად ამ ადგილას აქვთ ფოტო გადაღებული.. -ზუსტად ისეთ ფოტოს გადაიღებენ..? თანაც ამდენი ხნის შემდეგ ისევ ერთად არიან.. შეიძლება ხვალაც წამოვიდე..? პრობლემა ხომ არ იქნება..? -არამგონია, თუმცა მაინც გავარკვევ..- ამ დროს წამოვდე რაღაცას ფეხი და კინაღამ ირაკლის აპარატურა გავიყოლე თან.. -დაინახე..?-გამეცინა...-კინაღამ.. მოიცადე შენ რა ახლახანს ფოტო გადამიღე..? -შესაძლოა.. -ახლაც.. გგონია ვერ ვხედავ..? ამ ბოლო დროს ზედმეტად ხომ არ მიეჩვიე ჩემთვის ფოტოების გადაღებას..? სხვამ რომ ნახოს, ფოტოები, რომლებიც გადამიღე ვერ მიცნობს.. იმედია, რომელიმეს გამოქვეყნებას არ გეგმავ.. -ვორჭოფობ.. ასეთ ნამდვილს, მხოლოდ მე გიცნობდე, მხოლოდ ჩვენთვის შევინახო ეს მომენტები თუ ყველას გავაცნო რეალურად ვინ არის ბარბარე ქავჟარაძე.. -მე არ მეკითხები..? -ხომ იცი შენს გარეშე არაფერს გავაკეთებ.. თუმცა იქამდე ხომ უნდა მივიდე, ავიღო თუ არა ნებართვა.. -მთელს გამოფენას ჩემზე ნუ გააკეთებ და შეიძლება რომელიმეზე წამცდეს თანხმობა.. იცი რაა მომეცი ფოტოაპარატი-დაიბნა თუმცა მომაწოდა.. -ფოტო გადამიღე..? -ხომ უნდა იცოდე როგორი გრძნობაა..? თანაც, მხოლოდ შენ რატომ უნდა მიღებდე..-გაეცინა..-რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით.? -საკმაოდ უცნაური გრძნობაა ვაღიარებ.. არ ვარ მიჩვეული.. -პაპარაცები ფოტოებს არ გიღებენ დავიჯერო..? -მაგას არაფრად ვთვლი.. -აბა რას არ ხარ მიჩვეული..? -როდესაც ფოტოს გიღებ, ეს ჩემი ერთ-ერთი სიყვარულის ენაა, მინდა ეს მომენტები არ დაგვავიწყდეს, მინდა დაინახო როგორი ლამაზი ხარ ჩემს თვალში განსაკუთრებით.. არ ვარ მიჩვეული იმავეს, სიყვარულის დაბრუნებას ამ კუთხით.. -რა იცი, რომ სიყვარულს გიბრუნებ..?- წარბები სასაცილოდ ავათამაშე.. გაეცინა.. რა თქმა უნდა, ბარბარე ქავჟარაძემ მომენტი უნდა გააფუჭოს, რადგან არ შეუძლია, არ იცის ასეთ დროს როგორ მოიქცეს.. . . . -მარგარეტ ეს მომენტი უნდა დაიმახსოვრო.. -რას გულისხმობ../?- გალერეას თვალი მოვავლე და ბოლოს ისევ აჩის შევხედე.. -მე მეგონა, შენთან.. ბარბარესთან და მირანდასთან შეხვედრა იყო რაღაც ახლის დასაწყისი, სინამდვილეში კი ყველაფერი ახლა იწყება.. -სანამ ეს მომენტიც გაგვექცა ცოტახნით გავჩერდეთ..? მართალი ხარ, იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი გააზრებასაც ვერ ვასწრებთ.. -გალერეა ცარიელი კედლებით უცნაური სანახავია.. -ველოდები როდის მოიტანენ.. აგვისტოში აქ არავინ იქნება და უნდა მოვასწროთ.. -აგვისტომდე დიდი დროა.. -მალე გადის, ახლახან ამას არ ვამბობდით..? ისე როგორ წარმოგიდგენია, შემდეგი ზაფხული..? -შენთან ერთად.. -მაგას არ ვგულისხმობ.. -მთავარია ჩემს ზაფხულში იყო, დანარჩენს დიდად არ აქვს მნიშვნელობა.. -მეგობრების გარეშე ზაფხული ზაფხული არაა.. -სამეგობრო ფართოვდება.. -შენც შეამჩნიე..? -მირანდა და დემეტრე.. -მე ბარბარეზე და ირაკლიზე ვამბობდი.. არაა, მირანდას და დემეტრეს ურთიერთობა ზედმეტად ჩახლართულია.. ერთმანეთს ვერ იტანენ.. -თავიდან შეიძლება, ახლა ეგ ფაქტი იცვლება.. ზუსტად ვიცი რაც დავინახე, მხოლოდ სიძულვილი არ ყოფილა.. ოღონდ, ამ შემთხვევაში სიძულვილი ძლიერი სიტყვაა.. -ვთქვათ მართალი ხარ, ძალიან დაბალია იმის ალბათობა რამე გამოუვიდეთ.. სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, რაც მახსოვს ერთმანეთის ყველაფერი აღიზიანებთ.. ამ ყველაფრიდან როგორ შეიძლება ჯანსაღ ურთიერთობამდე მივიდნენ.. -თუ არ ცდიან ვერ გავიგებთ.. -დღეს დავასრულე, არ გინდა სადმე გავიდეთ..? -გავიდეთ.. -გცალია..? -შენთვის ყოველთვის.. . . . -ჩემი მანქანითაც შემეძლო წამოსვლა..-უკმაყოფილო სახით გავხედე დემეს.. -სანამ შეხვედრის ადგილას მოხვიდოდი, გაიქცეოდი..-გაეცინა.. -ეს არის შენი გეგმა, ჩემს შესაკავებლად..? -კარგი რაა მირა, პაემანი შენთვის რას ნიშნავს..? ცალ-ცალე მანქანებით მივიდეთ, მერე ცალ-ცალკე დავსხდეთ და ერთმანეთს შორიდან ვუყუროთ..? -ადრამატიზებ, ხვდები../? -შესაძლოა.. -ამას რაღაცას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ და არაა აუცილებელი ყველაფერი შენი "ფორმალობისამებრ" გააკეთოო.. -ამ რაღაცას..? ჩემთვის ეს პაემანია.. ისეთი შთაბეჭდილება გინდა შექმნა თითქოს არ გადარდებს და არაფრად უნდა ჩავთვალო.. შენს თავს არაფრის გამო ბოჭავ, იქნებ უბრალოდ ამ დღით ისიამოვნო.. -პირველი და მგონი უკანასკნელი პაემანია, მართალი ხარ, ნამდვილად უნდა ვისიამოვნო..-გაეცინა.. -ვერ ამიყოლიებ.. -უკაცრავად..? შენს აყოლიებას არ ვცდილობ..-პასუხი აღარც გაუცია, სანამ მანქანა არ გაჩერდა.. -სად ვართ..? მოიცადე.. -მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო.. -არა დემე, არანაირად მანქანიდანაც კი არ გადმოვალ.. საერთოდ რაზე ფიქრობდი, აქ როცა მოგყავდი..? -იმ ადგილზე მინდოდა შენი წაყვანა, რომელიც ახსენე მოგწონდა.. ფოტოც მაჩვენე.. -ადრე, როცა სიარული შემეძლო და ამ უსაშველო კიბეებს ვუმკლავდებოდი.. უბრალოდ აიხედე, დასასრულიც კი არ უჩანს.. მანქანით ვერ ახვალ, ეტლით ხომ საერთოდ.. მართლა მაინტერესებს დროს რატომ ვკარგავთ..? -დროს არ ვკარგავთ.. ამ კიბეებს გადავლახავთ და მშვენიერი ხედითაც დავტკბებით.. მე აგიყვან.. -მართლა გადარეულხარ.. შენ ამიყვან.. ? გგონია იმაზე დაგთანხმდები, რომ ზურგით ამხელა კიბეები ამატარო..? ორი და სამ კიბეზე არაა საუბარი, ჯერ მარტო ახვიდე ეგაა რთული და მე დაგემატო..? არავითარ შემთხვევაში, მოდი უბრალოდ სხვაგან წავიდეთ.. -არა.. შენს თავს შეხედე, წონა არც კი გაქვს.. -რას ნიშნავს, წონა არც კი მაქვს..? დაბრმავდი..? -იმის კვალობაზე, რა წონითაც ვვარჯიშობ, შენს წონას წონად არ ვთვლი..-გამეცინა..-წავედით..? -შენ რა მართლა არ ხუმრობ..? -სახის მიმიკა არ ეცვლება..-არა იცი რაა წავიდეთ.. ღირსი ხარ ამ სატანჯველისთვის.. თან მე არც კი დამიგეგმია.. -მშვენიერი..- შეტრიალდა და დაიხარა..-რას ელოდები, ხელები მომხვიე.. -თავად მოგინდება უკან დაბრუნება.. სადღაც ათი კიბის მერე..-მოიცადეთ მოიცადეთ.. მხოლოდ ახლა რატომ ვიაზრებ მასთან ასე ახლოს, რომ მომიწევს ამდენი ხნით ყოფნა.. ასვლა დავიწყეთ..დაიწყო უფრო სწორია არა..? როგორც არის.. ვაკვირდები, როდის დაეტყობა სახეზე წვალება.. იქნებ წვალობს და არ იმჩნევს..? -ისევ ცუდ იდეად მიგაჩნია..?-გამომხედა.. -მირჩევნია წინ იყურო და არ გადავიჩეხოთ.. -გეშინია..? -ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.. -გგონია ჩამივარდები..?-იმიტაცია თითქოს ვუვარდები..? არც ისე კარგი იდეაა.. მექანიკურად კიდევ უფრო შემოვხვიე ხელები.. -თან გაგიყოლებ იცოდე..- შემომხედა და ჩაეღიმა.. -სასაცილო ვთქვი რამე..? ჩემს ყურებას კი, გირჩევნია წინ უყურო.. -შენ რომ თვალს არ მაცილებ, მაგაზე რატომ არ ამბობ არაფერს..? -ჩემი ყურებით არაფერი შავდება, შენით დაშავდება.. -ანუ აღიარებ.. -ეგ გინდოდა არა..? - დარჩენილი დრო მაქსიმუმი გავაკეთე მისთვის ნერვები მომეშალა.. როგორც ჩანს დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზეა და სიმშვიდეს ინარჩუნებს.. როდესაც დემემ ბოლო კიბესაც გადააბიჯა ხმა ვეღარ ამოვიღე, ადგილი ნაცნობი ამავდროულად კი სრულიად განსხვავებული იმისა რაც მახსოვდა.. იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, რა თქმა უნდა, შეიცვლებოდა.. იქნებ ეს კარგიც კია.. რამდენიმე ნაბიჯიც და იქვე სკამზე ჩამოვსხედით.. -იმედგაცრუებული არ ჩანხარ.. -არ მეგონა აქ ოდესმე თუ დავბრუნდებოდი.. თუმცა სინამდვილეში შენ დამაბრუნე.. -უცნაურია შენს ადგილას ყოფნა.. -ჩემს ადგილას..? -აქ პირველად ვარ, შენ კი აქ ხშირად მოდიოდი.. შენი ადგილია.. -მერე, როგორია ჩემს ადგილას ყოფნა, მოგწონს..? -ვფიქრობ ვხვდები რატომ გიყვარდა ეს ადგილი ასე ძალიან.. -ძნელი მისახვედრი არაა.. რას იტყვი, ღირდა ამდენ წვალებად..? -რომელ წვალებაზე ლაპარაკობ.. -კარგი რაა, უკან გაიხედე, ამხელა გზა ამომატარე, დავიჯერო ამ ხედის სანახავად ღირდა..? -აქ შენს გამო ვარ და არა ამ ხედის გამო.. ეს ხედი, რამდენადაც მშვენიერი არ უნდა იყოს, ვერ განსაზღვრავს რაღაც რატომ გავაკეთე.. -მე განვსაზღვრავ..? იცოდე მთელი პაემანი წინაა, შეიძლება საშინელება იყოს..-იღიმის.. -შენთან ერთად საშინელ პაემანსაც არაუშავს..გადავიტანთ.. . . . -მშვენიერია, მარგოსთან ზაფხულში სტუმრობას არაფერი სჯობს..-ყველამ კიდევ ერთხელ შევავლეთ ბაღს თვალი, მე მარგოს გავხედე, ყოველთვის ახარებს კომპლიმენტი, რომელიც მის ყვავილებს უკავშირდება.. -ბიჭებო სხვათა შორის წინა ზაფხულს, ამ დროს თქვენს გაცნობამდე აქ ვატარებდით დროს.. -ეჰ ბარბარე, როგორი ტკბილი დრო იყო არა..?-მირანდამ გადმომხედა, გამეცინა სპეციალურად დემეტრეს გასაგონად, რომ თქვა.. -ახლა ნაკლებია..? -არა მირანდა მართალია, ადრე უბრალოდ ტკბილი იყო, ახლა თაფლივითაა არაა.. -აჩი კარგი რაა.. ოღონდ, შენ განწყობას მიმაღლებ..? ისე არავინ.. -ტკბილი დიდად არ მიყვარს, მერჩივნა მანამდე..-დემეტრე -ხომ მიდიხარ მერე სახლში, ჰოდა დარჩები ყველაფრის გარეშე, შენც გაბედნიერდები და მეც..-მირა -ჯერ მაგ ბედნიერებას ვერ მოგანიჭებ, არ იდარდო..-დემეტრე -როგორც ვხედავთ, პაემანმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, შემდეგზე როდის მიდიხართ..?-მარგო -ვინ გითხრა, შემდეგი იქნებაო..? პირველის დავიწყებას ვცდილობ საერთოდაც.. -დაუვიწყარი იყო და თავიდან ვერ იგდებ..? -თავი დამანებე, იდიოტი.. -ამ იდიოტთან ერთან მაინც გიხილავ მეორე პაემანზე.. -იოცნებე.. -უკვე დავგეგმე, დეტალებს მოგწერ.. -ნახეთ რაა, როგორი დიდ გულზეა.. -ეს ფლირტი მეორე პაემნისთვის შემოინახეთ თუ შეიძლება.. ცივი ყავა მგონი ყველას უნდა, მალე დავბრუნდები..-მარგო -ზაფხული მშვენივრად მიდის არაა..-როგორც შემდეგ გავიგე მირანდა მაინც დათანხმდა მეორე პაემანს.. ფოტო ვნახე და დამამახსოვრდა, გრძელი ნაცრისფერი კაბა ეცვა, ძალიან კი უხდებოდა.. . . . -ირაკლი სად ვართ..? - თავიდან ვერ ვიცანი -გახსოვს ის წყვილი, ზუსტად იმ ადგილზე გადაიღეს ფოტო სადაც წლების წინ..? -მერე.. -ვთქვით მასეთი ჩვენც გადავიღოთო და აი აქ ვართ.. -იქ სადაც პირველად მითხარი რომ.. -მიყვარხარ.. -ტრადიციის შემოღება გინდა..? -ცუდი იდეა..? -მშვენიერი იდეაა უბრალოდ, ეს ყველაფერი მაშინებს.. -რას გულისხმობ..? -ყოველთვის როცა ვიღაც ჩემთან დაახლოებას ცდილობს, გაქცევის სურვილი მიჩნდება.. ამდენად ახლოს არავისთან ვყოფილვარ ირაკლი, ვიცი რამდენად სწორი ადამიანი ხარ ჩემთვის მაგრამ.. -შეგაშინა შორეულმა მომავალმა.. გასაგებია.. -არ მინდა არასწორად გაიგო.. -პირიქით, მიხარიამ იმაზე მესაუბრები, რაც გაწუხებს.. -მართლა..? -ვიცი მარტივად არ უშვებ ადამიანებს და არ ველი ეს ყველაფერი ერთ დღეში ან ერთ თვეში შეიცვალოს.. ასეთი სიურპრიზი არ უნდა მომეწყო, შემდეგისთვის ვეცდები გავითვალისწინო, შენი გრძნობები მივიღო მხედველობაში.. -არ მინდოდა.. -არ გაბედო და იმის გამო ბოდიში არ მოიხადო, თავს როგორც გრძნობ, არ გვეჩქარება.. შენთან ვარ.. -მადლობა გაგებისთვის.. -ფოტო სხვა დროს გადავიღოთ.. -ახლა მინდა გადავიღოთ.. -აუცილებელი არაა.. -რაც არ უნდა იყოს ამ კადრის ხელიდან გაშვება არ მინდა..- ფოტოები გადავიღეთ, ცოტახნით კიდევ დავრჩით ამ ადგილას და შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვესეირნა.. - გვიან გავიაზრე, კადრის კი არა, ირაკლის ხელიდან გაშვება არ მინდოდა, იმ მომენტში განსაკუთრებით.. არ ვიცი როგორი მომავალი გველის "ჩვენ" მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.. -დღეს რამე ხომ არ გაქვს დაგეგმილი..? -ირაკლი უნდა ვისაუბროთ.. სიტყვებს ვეღარ ვუყრი თავს.. არის.. არის რაღაც, რაც უნდა იცოდე.. ვიცი აქამდეც უნდა მეთქვა..მე..მე.. -ბეღურა ხარ.. ამის თქმა გინდა..? -მოიცადე, შენ რა იცოდი..? -თავიდანვე, რა გეგონა შენთან რატომ მოვედი.. -აქამდე რატომ არ მითხარი თუ იცოდი..? -მინდოდა თავად გეთქვა, როდესაც მზად იქნებოდი.. -კარგი, როგორ გაიგე..? -არ გეტყვი, ჟურნალისტი შენ ხარ, მიდი და ჩაატარე შენებური გამოძიება.. -ირაკლიი, კარგი რა მითხარი..-თავი გააქნია უარის ნიშნად..-მინიშნება მაინც მომეცი.. -გაიხსენე პირველად ვინ გიწოდა “ბეღურა”.. . . . -დემე გჯერა ამდენი ხანი გავიდა..? -სახლი როგორც იქნა მზადაა. -ჩვენი ისტორია ვიგულისხმე.. -დრო მალე გადის, უკვე შენი ქმარი ვარ.. -ჯერ არ მეგონა თუ დავოჯახდებოდი, მითუმეტეს შენზე.. -მითუმეტეს ჩემზე არაა.. კარგი, სიურპრიზს აღარ გაჩვენებ.. -ჩემთვის სიურპრიზი გაქვს..? -ნახეთ ვის გაუნათდა თვალები.. რომელიც უნდა აგიხვიო.. -აუცილებელია..? -მირანდა.. -კარგი მიდი, ამიხვიე თვალები.. -აბა რამეს ხედავ..? ცოტა ხომ არ მოვუშვა..? -მშვენიერია.. მოიცადე სად მივდივართ, მე მეგონა სიურპრიზი მომიტანე.. -ამას გადაადგილება სჭირდება..- კარების გაღებისას მივხვდი, რომელ ოთახშიც გადავინაცვლეთ, თუმცა ვერ მივხვდი აქ რატომ.. ეს ოთახი ცარიელია..-კარგი შეგიძლია გაახილო.. -დემე, არ არსებობს.. შენ რა ბიბლიოთეკა მომიწყვე..? რამდენი წიგნია.. როდის მოასწარი ყველაფრის გადმოტანა..? -შენს მფლობელობაში რაც კი მოიპოვება ყველა წიგნი აქაა.. ამასთანავე შენი სურვილების სიას გადავხედე და ყველა წიგნი დავამატე.. თუ არ მიწყენ ზოგი ჩემი გემოვნებითაც.. თუ არ დაგეზარება დაითვალე, მაგრამ გეტყვი იმდენი წიგნია ოფიციალურად შეიძლება ბიბლიოთეკად ჩაითვალოს.. -დემეე.. იქნებ დაიხარო.. -რატომ..? -სხვანაირად როგორ გადაგეხვევი იდიოტო..-გაეცინა და დაიხარა..-მადლობა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე.. რამდენი იწვალე და ვერც კი შევამჩნიე..მადლობაა.. -ეს ყველაფერი არაა, ეს კი არც კი ვიცი რამდენად მოგეწონება..სახეს ჯერ ნუ შეიცვლი, ისევ კარგ ხასიათზე მირჩევნია იყო.. -ამიტომაც ყველაფერს აკეთებ, ყოველდღიურად ნერვები მომიშალო არაა.. -ეგ ხომ იცი ქმრის მოვალეობაა, გვერდს ვერ ავუვლი..-გამეცინა.. -კარგი მითხარი რა დაგრჩა..-იქვე დადებული ყუთი გადმოიღო და მომაწოდა..-ეს რა არის? -გახსენი..-ყუთი გავხსენი, არ მეგონა ბიბლიოთეკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა.. საბავშვო წიგნი ჩემზე..? -ეს..ეს მე ვარ..?-კიდევ გადავშალე რამდენიმე გვერდი, აშკარად "ჩემი" თავგადასავალია, თან ეტლში ვარ.. -კარგად გადახედე, დაფიქრდი რადგან, ამ წიგნის გამოცემა მინდა.. -რა..? -პირველი ეგზემპლარია, შენს გარეშე ვერავინ იხილავს.. თუ შენ ჩათვლი, რომ არ გინდა გავიგებ და მის გამოცემაზე უარს ვიტყვი.. უბრალოდ გთხოვ დაფიქრდე.. -"პრინცის" გარეშე ..? -ვიცი ბავშვები შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია.. მინდა გაგიცნონ, პრინცის გარეშე.. მხოლოდ შენ.. -მინდა თავიდან ბოლომდე წავიკითხო, მაგრამ დემე, ძალიან მომწონს.. მიხარია აქაც ეტლში, რომ ვარ, რადგან ვიცი რამდენ გოგონას დაეხმარება დაიჯეროს, ეტლშიც მყოფებსაც შეუძლიათ, მიზანს მიაღწიონ.. რაღაც შეცვალონ.. -არ მჯერა, თითქმის დამთანხმდი.. -წავიკითხავ და გემრიელად გაგაკრიტიკებ როგორც ყოველთვის.. -ყოველდღიურადაც არ მაკლებ და მგონი უკვე მივეჩვიე.. -არ მეგონა ახალ საბავშვო წიგნს თუ დაწერდი, თანაც ჩემზე.. -ჩემი ცოლი ჩემი შთაგონების წყაროა, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.. ეს ერთადერთი არ იქნება.. -ჩემზე დაწერას კიდევ აპირებ..? -მთელი ცხოვრება მაქვს შენზე..ჩვენზე ვწერო.. -წიგნი ცოტახნით გვერდით გადავდე.. -ჯერ კიდევ არ მჯერა, აქ რაც ხდება.. სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ მიხარიაა.. უცნაურია.. -რა არის უცნაური..? -ჯერ ბარგი არ გადმოგვიტანია, სამაგიეროდ ყველა წიგნი აქაა.. -მაგაზე აღარ მიფიქრია..-ორივეს ერთდროულად გაგვეცინა.. . . . -რამდენი ზაფხული გავიდა..? ჩვენ კი ისევ შენს გალერეაში ვართ მარგო.. -საქმემ ზაფხული არ იცის აჩი.. შენც წადი, კი არ გიშლი.. -ლანჩისთვისაც არ გცალია..? თუ რამე მოვიტანო.. -გამოვიძახოთ.. -არა, აქვე ვიცი კარგი ადგილი, მოიცა მირეკავენ და მე გავალ მოკლედ.. ჯერ ეს ზარი უნდა ავიღო..-აჩი იქვე ტრიალებდა, მე კი ლეპტოპში ფოტოებს და ვიდეოებს ვათვალიერებ.. თავიდან მართლა ვმუშაობდი, შემდეგ სამეგობროს ალბომმა შემიყოლა.. ძველი ვიდეო..? აღარც მახსოვდა.. მე და აჩიმ გადავიღეთ.. " -დაიწყე.. -მარგო, შენი იდეა იყო, ნება იბოძე და დაიწყე.. -კარგით, მოკლედ გადავწყვიტეთ ვიდეო გადავიღოთ, წლების მერე სანახავად.. -დარწმუნებული ვარ დიდი ხანი არც გავა, ისე შემოგეყურება ვიდეო.. მოუთმენელი ხარ..- ამის გამოცნობა როგორ მოახერხა..? -მნიშვნელობა არ აქვს, სად გავჩერდით..? გამახსენდა, ისეთი ვიდეო მინდა, მერე გავიხსენოთ როგორები ვიყავით და რა შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში.. -საკუთარი დარბაზი თუ მექნება გახსნილი კარგი იქნება..- ახლახანს იყიდა ადგილი.. ამაზე მუშაობს.. -ძველ დარბაზში რომ გავაგრძელო ვარჯიში, იქნებ შენს დარბაზს ვიწუნებ..? -ისეთი გამოვა ფიზიკურად ვერ დაიწუნებ.. თუ გინდა უბრალოდ გავწყვიტოთ ვიდეო და მერე გადავიღოთ.. -რატომ..? -ასეთ სახეს როცა იღებ გშია.. -ასე არაა.. -აღიარე გშია, საკმაოდ კარგად გაგიცანი მარგუშ.. -საერთოდაც არა.. -დაგიმტკიცო საწინააღმდეგო../? -საყვარელ ფერს მეტყვი..? -ყვავილებს გულგრილად ვერასდროს უვლი, ახლოს მიხვალ სურნელს შეიგრძნობ და ხელს გადაატარებ.. ანიმაციები გიყვარს და "ტროლებს" კვირაში 2-ჯერ მაინც უყურებ.. სინამდვილეში დაძინებამდე არაფრის 30 წუთი გიყვარს, ამ დროს აღიდგენ ძალებს.. ხელოვნებასთან დაკავშირებით უცნობი ფაქტების თქმა გიყვარს არსაიდან, არანაირ კავშირში რომაა იმ მომენტისთვის.. შენი ყველა მიმიკა მაქვს შესწავლილი და ვიცი როდის რა გინდა.. გავაგრძელო თუ დარწმუნდი, რამდენად გიცნობ..? - შემდეგ რაც ხდება ბუნდოვნად ჩამესმის, როგორ ვეუბნები რომ მეც არანაკლებ ვიცნობ.. მე ვლაპარაკობ, მაგრამ ვეღარ ვისმენ.. აჩის ვაკვირდები, როგორ მიყურებს.. წამიერად მგონია სუნთქვა მიჩერდება.. ეს შეუძლებელია.. გონებაში ყველა მომენტი თავიდან ტრიალებს, რაც კი აჩისთან ერთად გამიტარებია.. თითოეული საუბარი გოგონებთან, რომ მე და აჩის შორის არაფერი ხდება და მხოლოდ მეგობრები ვართ.. "არც კი იცი როგორ გიყურებს, თვალები გაახილე".. თითქოს ახლა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, აჩის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა.. "მხოლოდ შენთვის" "მთავარია შენ იყო" "ვუყუროთ შენს საყვარელ ფილმს უკვე მერამდენედ" "ტროლების სათამაშო მოგიტანე, ხომ საყვარლები არიან" "მე მაინტერესებს, მიდი მომიყევი" ამდენი ხნის განმავლობაში..მე კი ვერაფერს მივხვდი..? მიმოვიხედე, ის უკვე წასულია.. ყურსასმენები მოვიხსენი, ქურთუკი ავიღე და სასწრაფოდ დავტოვე გალერეა.. არც კი ვიცი სად წავიდა.. ასე უბრალოდ ვერ ვიდგები.. სად წავიდოდა.. ახალი ადგილი ხომ მარჯვნივ..მგონი აქეთ გაიხსნა არა..? სავარაუდო მიმართულებისკენ მივრბივარ.. წითელია და ზებრაზე გადასვლას ვერ ვასწრებ.. მანქანები მიდიან.. მწვანე ინთება და აჩის ვხედავ, როგორ მოდის ჩემი მიმართულებით.. დამინახა, ვერ ხვდება აქ რას ვაკეთებ.. ჩერდება, ერთმანეთთან ნაბიჯი გვაშორებს.. შემდეგ, არ ვიცი რა დაინახა ჩემს თვალებში, მზერა ეცვლება.. იმდენი რამის თქმა მინდა და სიტყვასაც ვეღარ ვპოულობ.. თუმცა ვგრძნობ ხვდება.. იცის.. რადგან მე მიცნობს.. წამის მეასედში ხვდება ყველაფერს.. შემდეგ კი იღიმის.. მექანიკურად მეც მეღიმება.. . . . -დემე მზად ხარ..? -მზად ვარ.. -არ მჯერა უკვე მეორედ ვიღებთ ამ ფოტოს.. -ბარბარეს და ირაკლი იდეა იყო არა..? ყოველ წელს ვიკრიბებით ერთი და იგივე ადგილას და ფოტოს ვიღებთ.. ვნახავთ როგორ შევიცვლებით.. -ახლა დაბერებაზე არ დაიწყო საუბარი, ყველაფერი ახლა იწყება..-დანიშნულების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, ყველა უკვე მისულიყო.. ცოტახანი ისე გავერთეთ საუბარში ფოტოს გადაღება კინაღამ დაგვავიწყდა.. განლაგება ირაკლის ახსოვდა, გაგვახსენა ვინ სად უნდა დამდგარიყო, კამერა ტაიმერზე დააყენა და შემოგვიერთდა.. წამიერად დავფიქრდი, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ამ დროის განმავლობაში.. თურმე აქამდე ეს ადამიანები მაკლდა ცხოვრებაში და არ ვიცოდი.. მეგონა ცხოვრების გაწერილ გეგმას არ გადავუხვევდი, სინამდვილეში კი გეგმის მიხედვით არაფერი წასულა.. მეგონა ჩემი თავი ამოწურული მყავდა, სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა.. უბრალოდ, ბევრი მქონდა საკუთარ თავზე სამუშაო.. კიდევ ერთხელ გავიაზრე როგორი კარგი მეგობრები მყავდა აქამდე და როგორი კარგი მეგობრები შევიძინე მოგვიანებით.. აღარ ვარ მარტოსული, რადგან პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე.. შემდეგ იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც მარტოს არ მტოვებენ და მომენტების, რომლებიც აღარ დაბრუნდება.. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია, ეს ხომ ცხოვრებაა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.. -გადაღებულია.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.