შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის წლები


21-11-2024, 09:48
ავტორი straw
ნანახია 475

ავტობუსიდან ახლახანს ჩამოვედით. გზის მეორე მხარეს შავებში ჩაცმულმა მოხუცმა მოგვკვრა თვალი.კარგად ვამჩნევდი თავისი ბებერი ქუთუთოები, როგორ აუკანკალდა სიხარულისგან. შორიდანაც კი შევამჩნიე როგორ ჩამოეწელა თვალს ირგვლივ კანი და რამდენი ნაოჭები შემატებია მის მშვენიერ სახეს. ხელებგაშლილი გადმოკვეთა გზა და ორივე მოგვიქცია მის მკლავებში. განაბული ვყნოსავდი მის უცვლელ სურნელს, რომელსაც ნოსტალგიის შეგრძნება დაყვებოდა თან. დასველებული წამწამები მის მხარს მოვაშორე და შევხედე. ისიც ტიროდა. საკუთარი ქალიშვილის ლოყები მოექცია ორივე ხელში და ლოყებს უკოცნიდა.შემდეგ მე შემომხედა და გაუმაძღრად დამიწყო კოცნა.
ეზოში ერთად შევედით. მიმავალს სახლს დავსცქეროდი და ვფიქრობდი, როგორ ეტყობოდა რომ ერთი ადამიანი დააკლდა.დედას ხელი მაგრად ჩავკიდე, რადგან ისეთმა სიცივემ და შიშმა შემიპყრო, რომ მეშინოდა უეცარი პანიკური ტირილი არ დამეწყო.
სიცარიელე და გოდება.
ოთახის შუა გულში ბაბუაჩემის განსვენებულ სხეულს თვალით ვერ შევხედე. არ შემეძლო. ნინომ ვეღარ მოითმინა და ისტერიკულ ტირილზე მეც ტირილი ამიტყდა. ისე ვიყავი ამ წამს, როგორც პატარა შეშინებული ბავშვი,რომელმაც თვითონაც არ იცოდა რა ატირებდა.გული შუაზე მეხლიჩებოდა დედაჩემის მწარე ცრემლებზე. მისი ტკივილით სავსე კვნესა და დაღლილობისგან, ჩუმი ტირილი.
სკამზე ჩამოვჯექი. თავჩაღუნული საკუთარი თავი ფიქრებს მივეცი. მინდოდა სანამ ბაბუას ბოლომდე გააცილებდნენ და ცივი მიწას მიაბარებდნენ, არ დამვიწყებოდა მისი სახე, ხმა და სურნელი. არ მინდოდა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, ვიცოდი რომ ეს ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე გამომყვებოდა. შესაძლოა, იმიტომ არ ვუყურებდი რომ არ მინდოდა რეალობისთვის თვალის გასწორება. არ მინდოდა მეგრძნო, რომ ის აქ აღარ არის.
თამარამ ისევ განაახლა მისი ტკივილით სავსე ტირილი. ყვირილში რომ გადაუვიდა, შემეშინდა ინფარქტის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილიყო და ჩემთან ერთად კიდევ რამოდენიმე ქალი და კაცი ადგა. ხელები ჩავჭიდე და ვაწყნარებდი. იძულებული გავხდი ბაბუაჩემისთვის საბოლოოდ შემეხედა.

გარეთ წვიმას იწყებდა. ხალხმა მანქანები დაძრეს და სოფლის გზას გაუყვნენ. მისაღები ოთახი დაცარიელდა. სკამებს თავიანთ ადგილას აბრუნებდნენ.
გარეთ ისევ გავედი, სუფთა ჰაერი უნდა ჩამეყლაპა აუცილებლად.
დედას ვსთხოვე რომ სახლში დავრჩებიდი, გული მქონდა დამძიმებული და აღარ შემეძლო ამდენის ატანა.
ეზოში უკან დაბრუნებულ მამაკაცს წავაწყდი. მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი. წყლით სავსე თვალებს ერთამენთი ძლიერ დავაჭირე, ორი წვეთი ცრემლის შემდეგ ნათლად დავინახე მისი ნაცნობი სახე.
შევჩერდი. მეგონა უთქმელად ჩამივლიდა და პირისპირ რომ აღმოჩნდებოდა, ჩემს არსებობას არც კი შეიმჩნევდა მაგრამ ისიც შეჩერდა. ჩემს წინ იდგა და მიყურებდა. ვინ იცის ამ წამს მე რა ორმაგ ტკივილს განვიცდიდი, მის მონატრებულ სახეს რომ ვხედავდი. ამ წამს როგორი სულელი არ უნდა გამოვჩენილიყავი, ვფიქრობდი რომ ამ წამს ჩემზე მეტად არავის არ სტკიოდა.
ხელები სახეზე შემახო და უთქმელად დამტოვა. ჩვენი სახლისკენ დაიძრა. უკან დაბრუნებულს დავინახე საკუთარი მანქანა უკვე დაძრული ჰქონდა და წასვლას აპირებდა. ვინ იცის როდის ვნახავდი. ნეტავ სამუდამოდ თუ აპირებდა წასვლას.
ყველაზე მეტად ახლა სწორედ ის რომ მჭირდებოდა თუ ხვდებოდა. მისი ნუგეში და არა სევდიანი გამომშვიდობება.
ჩემს გვერდით მდგომა მამაკაცმა ჭიშკარი გააღო, გზა რომ გაენთავისუფლებინა. მანქანას წინ გადავეღობე. ახლოს მივედი ხელები მწარედ დავარტყი
-არ წახვალ!
-მანო გაიწიე! - უემოციო სახით მიბრძანა. მშვენივრად ვიცოდი როგორც სტიოკდა, როგორც არ უნდა ეცოდოს დამალოს, მე ვიცოდი.
-წახვალ და ვეღარასოდეს მნახავ! - დავემუქრე, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი მასაც ეს უნდოდა. მანქანა ოდნავ წინ გაიწია. უფრო ახლოს მივეჯაჭვე და ისევ დავარტყი ხელი, ორმაგად მწარედ. ხელის გულები ამეწვა, თითქოს ავარვარებულ რკინას დავადე ხელი. ვეღარც კი ვგრძნობდი.
-ნუ მაიძულებ! გამეცალე თორემ ყველაფერს ვიტყვი და გულს გატკენ.
-თქვი! თქვი ის ყველაფერი, აღარაფერი აღარ მადარდებს. სული მეწვის, შენი წასვლა საბოლოოდ გამანადგურებს. გთხოვ! გთხოვ, გემუდარები!
-მანო გამეცალე მეთქი.- მანქანა ისევ დაძრა და მეც ოდნავ გამიყოლია
-თუ გინდა გადამიარე! -ცრემლები წამომივიდა. ისტერიკული ტირილი ამიტყდა. მთლიანი სახე ცრემლებითა და ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენით იყო სავსე. პირიდან დორბლი მდიოდა და ნოეს ვეჩხუბებოდი. ვლანძავდი, ვსთხოვდი.
-შეგიძლია თქვა, შეგიძლია მოყვე ის ყველაფერი, აღარ მადარდებს!
სახე დამანჭა. თვითონაც უჭირდა.
-ჭიშკარი დახურეთ! -მამაკაცს ვუღრიალე.
ნოე გადმოვიდა მანქანიდან. იდაყვში მწვდა. ზემო სართულზე ძალდატანებით ამათრია.
-რა გინდა რა! რა!! თქვენ გამიმწარეთ მე სული! გგონია მხოლოდ შენ ხარ ასეთ დღეში?! მშვენივრად ვიცი რა ეგოისტი ხარ და საკუთარ თავზე როგორ ფიქრობ.
-არასწორად ფიქრობ - ჩუმი ტირილით ამოვთქვი.
ცხვირსახოცი ამოიღო და სახე გამიწმინდა
-შენს მიმართ ხანდახან ზიზღი მიპყრობს. ისეთი ზიზღი რომ მინდა სამაგიერო გადაგიხადო. შენც და შენი ოჯახის წევრებს!
-გულს ნუ მიხეთქავ! - ხელი მკერდზე დავარტყი- ასე რამ გაგაბოროტა!
-თქვენ გამაბოროტეთ! თქვენ!
-გეხვეწები, ახსნის საშუალება მაინც მომეცი. ყველაფერს ავხსნი
-რას ახსნი რას?! გეფიცები, გეფიცები გაზღვევინებ. გაგანადგურებ.ისე დაგწვავთ ნაცარს არ დავტოვებ! - სიბრაზისგან ტუჩები დაუწვრილდა.
-გაჩერდი…
- ნახავ, შენი თვალით ნახავ..
-მანო რა ხდება?- დედაჩემის დაფეთებულ სახეს გადავაწყდი. ჩაწითლებულ თვალებსა და ბებიაჩემის უძლურ სხეულს
-მიდი მოუყევი ყველაფერი - ისე ბოროტულად ჩაიღიმა, რომ ტირილი მინდოდა - მოუყევი.
-მანო ბებო…
-ბებო…-მივაუხლოვდი. დედას ხელები ჩავკიდე და სათქმელად მოვემზადე.


***

ბავშვობაში ძალიან ძნელად თუ ვიმჩნევდი რამეს. იმდენად შეშლილი და მეამბოხე ვიყავი, რომ ყველა ოჯახის წევრი ჩემს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები. თითქმის არავინ მიყურებდა სერიოზულად და არც სერიოზულ საუბარს მიბამდნენ. ოჯახში მოსული სტუმრებიც კი ზედმედ ყურადღებას ჩემს დეიდაშვილს, ნიას აქცევდნენ. შეამკობდნენ კარგი სიტყვებით და მასთან ახლოს მდგომი დედამისი მაქსიმალურად ცდილობდა არ დასტყობოდა როგორ სიამოვნებდა მის ჩვარ შვილს რომ აქებდნენ. რეალურად, არ ვფიქრობ რომ ნია მართლაც ჩვარია, უბრალოდ იმ დღეს ძალიან გავბრაზდი, რადგან დედაჩემმა სირცხვილისგან სამზარეულოშინი შეჰყო თავი, რომ უხერხულობა აერიდებინა. მაშინ გავიფიქრე გულში რა ჩვარიც იყო. ნია წყნარი და მორჩილი ბავშვი იყო. იყო ხოლმე შემთხვევები ჩემს გამო მაგარ შარში ეხვეოდა, მაგრამ მას არავინ არ უბრაზდებოდა როგორც მე. არადა მისი შარიანი იდეები მე მიმქონდა სისრულეში, თავად კი სულ იმალებოდა, რადგან ეშინოდა უფროსებისთვუს იმედები არ გაეცრუებინა. ბოლოს მახსოვს ბებიაჩემი წვრილი ტოტით გამომეკიდა. გაპრიალებული და რეზინივით ტოტს თითქოს არ შევუშნიდი, მაგრამ კოჭზე რომ მომხვდა თავის ჭას მივასკდი.
-მაგიტომ დადიოდი სათხილეში მთელი ერთი კვირა ბებო?
- ხმა არ გამაგონო შენი! - ხმამაღლა დამიყვირა.
- სადიან მოიტანე ეგ ტოტი, ერთი ორჯერ ნიასაც მოუხდებოდა.
ნიამ თვალები დამიწვრილა და ნაბიჯი უკან გადადგა
-და სხვათაშორის სულ მე რომ მცემთ, კითხე ნიას!
- შენი ხმა არ გავიგო მეთქი! გოგო და ასეთი თხა მე არ ვიცი! - ხელმეორედ აპირებდა ჩემს უკანალზე დარტყმას რომ უცებ დავუყვირე
- კითხე მეთქი ნიას! ასეთი ანგელოზი და ნორჩი რომ გგონიათ მთელ ოჯახს! თვითონ მომაწოდა ეგ აზრი, უბრალოდ არ ააქვს და ვერ ბედავს
იმ ტოტს მაინც ვერ გადავურჩი მიზანში უკანალი რომ ჰქონდა აღებული. იმდენი ვიტირე და ვიგორავე ბალახზე, რომ თამარა ბებოს მეტის მოსმენა აღარ შეეძლო და საბოლოოდ შემეშვა.
საღამოობით, თამარამ სახლში მისი სამეზობლო დაპატიჟა და გემრიელი სუფრით გაუმასპინძლდა ბოდიშის მოხდის მიზნით. ეს ის ხალხი იყო ვის ეზოშიც შევიპარე და ტიტები სათითაოდ დავგლიჯე. ვინმე თუ მკითხავს რატომ, უბრალოდ ასე ჩავთვალე საჭიროდ და გავაკეთე. საერთოდაც არ ვნანობდი. ნიაც ამ აზრს იზიარებდა ვატყობდი, თორემ დანაშაულის გრძნობა რომ ქონოდა სტუმრებს ასე უტიფრად ოცდათორმეტივე კბილებით არ გაუღიმებდა.
კვირა დღეს სახლში ნოე და მისი მშობლები გვესტუმრდნენ. ნოეს მამა ერეკლე ორი კვირის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და თამარას მისი დაბრუნების აღსანიშნავად სახლში დილიდან სამზადისი იყო. ოთახიდან ფეხი შიშით არ გამომიდგამს,ბებიაჩემის გამწარებულ სახეს რომ ვხედავდი როგორ ვეღარ ასწრებდა კიდევ სამი ხაჭაპურის გაკეთებას. სამაგიეროდ ყვირილისთვის იცლიდა და მლანძავდა, თუ როგორ არ ვეხმარებოდი არაფერში. ოთახიდან გამოსულს თვალებმა ხორცის ორთქლმა ამიწვა და ქუთუთოები სულ დამისველა. თითქმის ვერაფერს ვხედავდი, შემწვარი თვალების გამო გამუდმებით თვალებზე ვიფიქრებდი ხელებს და ცრემლებს ვაკავებდი. ამასობაში შემთხვევით ვიღაცას გავკარი იდაყვი და ძლივსძლივობით როგორც შემეძლო ისე ავიხედე, რომ იმ ადამიანის სახე დამენახა, რომელმაც უსიამოვნოდ ჩაილაპარაკა
-ერეკლე ძია - სახეზე ჩემთან ერთად ძია ერეკლესაც შეეტყო გაკვირვება
-მანო…- დაგდებული სიგარეტი ისევ პირს შორის მოიქცია და თვალებში დამაცქერდა - როგორ გაზრდილხარ გოგო!
სიგარეტისა და ალკოჰოლის ნაზავმა ცხვირის მილები ლამის ამიწვა, როდესაც ჩემკენ ჩასახუტებლად გამოიწია. უხერხულობისგან ძლივს დავადე მხარზე ხელი, რომ ჩემგანაც ეგრძნო ჩახუტების სურვილი.
გულწრფელი რომ ვიყო, მასთან საუბარი ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ვისურვებდი რომ საერთოდ არ გავჩხირებოდი თვალში, რადგან ჩვენი ეზოს კარებს მიღმა მისი ვაჟიშვილი დედამისთან ერთად ელაპარაკებოდა თამარას.
თამარას როგორც ყოველთვის ლაპარაკს რომ დააწყებინებ ავიწყდება ყველანაირი ეთიკა და სტუმართმასპინძლობა. არადა ჩემთან ააქვს დიდი გული, “სტუმართმასპინძლობა იცოდე აფხაზებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა” იტყოდა ხოლმე და მისი წითელი კოპლებიანი ჭიქიდან ხმაურიანად მოსვამდა ყავას. “ეგ მეგრელები არ არიან სტუმართმასპინძლები?” იკითხავდა ნია გაკვირვებით. “მეგრელები არ მიხსენო, მაგათ ჰქონიათ სამყარო სულ მაგათია” სახეს დამანჭავდა
“მამამისი არ იყო მეგრელი?” გაკვირვებული ავხედე ნიას. “დისკრედიტაციას იმიტომ უწევს, რომ მამამის ყველაფერი მისი საკუთრება ეგონა და ასე ალამაზებს-” ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული მის წამოსროლილ ცხელ ყავას წარმატებით რომ ავაცილე სახე.
ქეთევანი უხმოდ უქნევდა თავს და ახლა უკვე იშვიათად უღიმოდა. დარწმუნებული ვარ კუნთებს ადუნებდა ამდენი ყალბი ღიმილსგან. როგორც იქნა დედაჩემმა იხსნა ქეთევანი და ნოე, თამარას გრძელი ენისაგან, რომელიც გაჩერებს ჯერ კიდევ არ აპირებდა. შემოსავლელი კარისკენ, რომელიც ჩემს წინ იყო გამოუძღვა. ნოე როგორც კი მიახლოვდებოდა, გულისცემაც მიჩქარდებოდა არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა ამ ადგილს გავსცლოდი. დარწმუნებული ვიყავი ჩემი ლოყები ჭარხალივით წითელი იყო და არ მინდოდა მაინც და მაინც ნოეს მოსვლის დროს შემტყობოდა.
ამასობაში ერეკლე ძიას ჩემთვის რაღაც კითხვა დაუსვამს, რომელიც არ გამიგია და ვთხოვე თავიდან გაემეორებინა.
-სკოლაში რა ქულებს იღებ?
-ხუთიანებს - მოვიტყუე
-ყოჩაღ შენ! თამარა ალბათ სულ მაგის ხათრით არ გიბედავს ცემას.
ვაიმე ბატონო ირაკლი გეხვეწებით რაიმე საქმე გამონახეთ და შემეშვით, ვფიქრობდი და თან გულში დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა, რადგან ნოეს მამაზე ვსაუბრობდი.
-წავალ წყალს დავლევ, მცხელა. - ვთქვი თუ არა, ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.
სარკეში ჩახედვისას მართლაც ისე ამწითლებოდა სახე. ბუქნების კეთება დავიწყე, რადროსაც დედაჩემმა შემოაღო კარი სახეზე გაკვირვება ეწერა
-რას აკეთებ?
-ვვარჯოშობ, შეგიძლია კარები დახურო? - ჩემი ხმა ისეთი ცივი და უცეში იყო, რომ აშკარად რაღაცის გადაფარვას უწყობდა ხელს
ცალი წარბის აწვით შემომხედა
-დაბლა ჩამოდი სირცხვილია, სტუმრები აქაა და შენ შენს ოთახში.
-ვაიმე გავიგე! მომიხურე კარები.
-რატომ ხარ წითელი?
-შემთხვევით ხომ არ ვვარჯიშობ? - მივუგე სარკასტულად და ხშირ სუნთქვას ძლივს ამოვაყოლე სიტყვები.
კარები მოხურა თუ არა ფანჯარასთან მივედი. ერთი ჰაერი არ ირხეოდა, მაისის თვეში ღამეც გამოუსადეგარი იყო. ჩვეულ სიგრილეს ვეღარ ვგრძნობდი. ამ დღეებში ჩავდივართ ხოლმე თამარას გრილ სარდაფში. კომპოტები, უზარმაზარ ქილებში ზამთრისთვის შემონახული საკვები. ერთ-ერთი მათგანი დამარინადებული პომიდორი იყო რომელსაც დედას ზაფხულშიც ვახსნევინებდი ხოლმე, ისე რომ თამარას ამის შესახებ გვიან გაეგო. ვიდექი და ვფიქრობდი, სარდაფში ხომ არ დავმალულიყავი, თავი ამ უხერხულობისგან რომ ამერიდებინა. მაგრამ ღამით იმაზე მეტად ყინავდეს იქნებაო ვიდრე დღისით-მზისით. ცოტა ხანში სარდაფში ჩასვლის იდეა გონებიდან ამოვიგდე და ფიქრებს მივეცი ჩემი თავი. ცოტა დრო მჭირდებოდა თავი დამეწყნარებინა, ისე მივდგომოდი ნოეს, თითქოს ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც არ ვეტრფოდი.
არ მინდოდა თამარასთვის თავი სათქმელი გამეხადა,რადგან ოთახში უკვე დიდი ხანია დავრჩი. კიბეებთან ჩასულს მივუსწარი როგორ ახსენებდა ჩემს სახელს უტიფრად. მაინც და მაინც არ გამოირჩეოდა ჩემი ქება-დიდებით სტუმრებთანაც, მაგრამ ერთ კარგს რომ გამომლანძღავდა, ელოდებოდა სტუმრებისგან საქებარ სიტყვებს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ მართლდებოდა. მიკვირდა დედაჩემი მაგის უფლებას როგორ აძლევდა, ვხედავდი როგორ იჯდა სახეზე რეაქცია არ ჰქონდა. ვიცოდი რომ ამ ოჯახში ყველაზე ნაკლებად ყველას მე ვუყვარდი, არც მიკვირდა, უბრალოდ რანაირად შეეძლოთ ასე მარტივად ჩემთვის უარყოფით პერსონაჟად წარმოჩენა სხვების თვალწინ.
ვაღიარებ, სულს ვუმწარებ ხოლმე ოჯახის წევრებთან ერთად, სამეზობლოსაც, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც მტკივა. ოთახში დაბრუნებულმა დერეფანში ნაბიჯების ხმა მომესმა.
კარები გავაღე. ნია დავინახე თუ არა იდაყვში დავეძგერე და ჩურჩულით ვუთხარი
-გვერდიდან არ მომცილდე.
ახლა მისი გვერდით დგომა თუ გადამრჩენდა და მიხსნიდა ამ სიტუაციიდან
-ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა. არ მეგონა კიდევ თუ ველოდებოდით
-ვის ველოდებით? -ვიკითხე და ხალხის ნაკადს ხელებით ვწვედი, რომ გზა გაენთავისუფლებინათ
-ზოგადად ვთქვი, ის კონკრეტული ხალხი ვისაც მოუსვენრად ველოდებოდი უკვე აქ არის - ჩაიღიმა და ლოყები აუღაჟღაჟდა.
თვალები მოვჭუტე და შევარჩერდი.
-ვინ?
ყურადღება არ მომაქცია ისე გამომდო ხელი იდაყვზე და გზა გავარგძელეთ.
-შვილო რა არის, ხომ არის იქით გზა და გაიარეთ აქ რომ არ დაგვაქციოთ - ეს ქალბატონი ირმაა -ესეიგი გაუშლია ფარშევანგივით ხელები და ხალხს როგორც უნდა ისე ეჯახება - ბებიაჩემის ბიძაშვილი. მისი ტკბილ-მწარე ტონი გულზე საერთოდ არ მომხვედრია, მაგრამ მისი ექსტრავაგანტული ჩაცმულობა ნამდვილად ჩამივარდა თვალებში. შავი დეკოლტე, რომელიც მის ჩავარდნილ, დანაოჭებულ მკერდს თავისუფლებას ანიჭებდა. თხელი მოკლემკლავიანი თეთრი მოსაცმელი, რომელზეც შუაგულ ნაწილში თეთრი ბრჭყვიალა ვარდი ფართოდ გადაფურჩქნილიყო. გაშლილი ქვედაბოლო, რომელიც მუხლებამდე იყო გადაჭრილი და მის ძარღვიან, დასიებული ფეხებს მკვეთრად წარმოაჩენდა. არ ვიცი, რატომ იფიქრა, რომ ამ ტანისამოსში ძალიან მიმზიდველი და სექსუალური იყო, მაგრამ შემრცხვა მასთან რაიმე რომ მაკავშირდებდა.
-შვილო? - სახე ახლოს მომიტანა თუ არა ცხვირში მისი ძველი, მძაფრი სუნამოსა და პირიდან ალკოჰოლის სუნი მეძგერა. გული გამისკდა ლამის, როდესაც მის გადადღაბილ წითელ ტუჩებს შევხედე, რომელიც ბუნებრივ ხაზს სცდებობდა. და ეს ამხელა დახატული ხალი, რა უბედურება იყო. - სო რე სკან დიდა, ბაღანა მუშ ნებაშა მიუშკუმალნა. (მეგრ. “სად არის დედაშენი, ბავშვი თავის ნებაზე მიუშვიათ”)
მეგრულად მითხრა რაღაც, მაგრამ სამწუხაროდ არ მესმოდა. ავღნიშნავ რომ ქალბატონ ირმას, დედაც და მამაც მეგრელი ყავდა. მთელი მისი ბავშობა სამეგრელოში გაატარა და ხან და ხან ამოაყოლებდა ხოლმე მეგრულ სიტყვებს. ძირითადად ამას მაშინ შვებოდა, როდესაც საქმე საბუზღუნოდ ჰქონდა და არ უნდოდა ვინმეს რაიმე გაეგო.
-ირმა ბებო, ჩემს სახლში მე როგორც მინდა ისე გავშლი ხელებს, ვინმე რამეს გეკითხებათ? - თვალები მოვჭუტე და სახეზე მივაჩერდი. მარჯვენა ფეხის თითზე წვა ვიგრძენი, მივხვდი რომ ნია მაწვებოდა მთელი ძალით და ცდილობდა ჩემს შეკავებას.
-თავხედო!
-ხოდა წადი თუ თავხედი ვარ! - ირგვლივ სტუმრები მოგვჩერებოდნენ და ვხვდებოდი ირმას როგორ რსცხვენოდა უკვე. მისი აწითლებული ლოყები და გაფართოებული თვალები სიცილს მგვრიდა.
-უზრდელო, ვინ გაზარდა ასეთი? - ჩუმად წაისისინა, ისე რომ მხოლოდ მე გამეგო.
ნიას ფეხი ავაღებინა და უფრო ახლოს მივედი. დოინჯი შემოვირტყი და ვუთხარი
-ბებიამ არ გაგაფრთხილა ძუძუები არ გადმომიყაროო ჩემს სახლშიო? - არ მინდოდა ხმამაღლა გამომსვლოდა, მაგრამ აშკარად ვიღაც-ვიღაცეებმა ყური მოგვკრეს და შემოგვაშტერდნენ.
ისე მართლა მაინტერესებდა, თამარა სად იყო? ნუთუ მართლა ვერ ხედავდა მისი ბიძაშვილის ვულგარულ ტანისამოსს, რომლითაც არ დავმალავ და ორჯერ განათხოვარი ქალი, მისი ასაკით უმცროს ვაჟებს ეპრანჭებოდა. ეგ თუ ვთქვი, კარგი დღე არ დაადგება ამ ქალბატონს.
დედამ დაგვინახა თუ არა ხელი წამავლო და მაგიდაზე ნიასთან ერთად შემომსვა. ხელში ზეთის ხელს ვათამაშებდი და თან ხალხის ცეკვას ვადევნებდი თვალს.
ორი ნაჭერი ტორტის ჭამის შემდეგ, საჭმელი აღარ მინდოდა, ამიტომაც ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი.
ერთი საათი ასე გაიწელა, დედაჩემი გაკვირვებული მიყურებდა, ამ დროის მანძილზე როგორ შევძელი რომ წყნარად ვმჯდარიყავი, იმის მაგივრად რომ რაღაც იდეები დამესახა.
ძალიან კარგად ვიცოდი, სტუმრები რომ დაიცლებოდნენ დედაჩემი თავის ოთახში მომიმწყვდევდა და კარგად მიბაგუნებდა.
ჩემს წინ ნოე და დედამისი დაჯდნენ. ნია უეცრად წელში გაიმართა და ახლა სრულიად საპირისპირო მხარეს იყურებოდა. ნოეს დედას გავუღიმე და ხელი დავუქნიე. ხათუნამ შემამჩნია თუ არა, ადგა და გადაგვკოცნა და მოგვიკითხა. შემდეგ ისტორიების მოყოლას შევუდექით.
-ნოე ერთ წელშიც დაასრულებს სკოლას. თქვენ რა გინდათ გოგოებო, რისი სწავლა გინდათ? - მის მზინავ თვალებში გულწრფელი ინტერესი შევამჩნიე. ნოე კი საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას, თითქოს არ გვკადრულობდა.
-ექიმი -დარცხვენით უპასუხა ნიამ
-მაგრამ ხომ იცი, წლები დაგჭირდება მის შესასწავლად…ცოტა არ იყოს გაწვალდები.
-ვიცი, ვიცი- უხერხულად ჩაიცინა - თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე მომიწიოს სწავლა, იმდენად მინდა ეს პროფესია რომ ყველაფერს დავთმობ.
ხათუნამ ღიმილით მე გადმომხედა. მე რაღა უნდა მეთქვა? არც კი დავფიქრებულვარ ამაზე. რა მინდოდა საერთოდ?
-მეკაჭლე.
ნოემ პირველად შემომხედა თვალებში. ხათუნას დაბნეული სახე და ნიას გაკვირვება ჩემი ბოლო წვეთი იყო არ გამცინებოდა.
არადა, ენის წვერზე რაც მომივიდა ის ვთქვი.
რეალურად, ბებია და დედა თხილს რომ მოაგროვებდნდნ, შევიკრიბებოდით და თხილს ვფრცქვნიდით. ამ საქმჯანობაში ძალიან დახელოვნებული და სწრაფი ვიყავი, ამიტომაც თამარა მეტყოდა მეკაჭლე უნდა გამოვსულიყავი. მეგრელები ასე იტყვიან ხომლმე “დოვკაჭლათ” ანუ, თხილი გავფრცქვნათ. თამარას კი ეს სიტყვა მისი მეგრელი მამისიგან ჰქონდა შემორჩენილი და ოჯახში ყველამ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. საერთოდ რატომ მომივიდა ეს თავში აზრად?
-ვხუმრობ რათქმაუნდა. არაფერსაც არ ნიშნავს - ხელი ჩავიქნიე და უხერხულად გავიცინე. მივხვდი რომ დიდი სისულელე ვთქვი, ამას ნოეს მზერაც მაგრძნობინებდა.
ნეტავ ნიასთვის მიმებაძა, როგორ ცდილობდა თავის წარმოჩენას და სხვებისთვის თავის მოწონებას, მე კი…მართლა რა გამოუსადეგარი რაღაც ვთქვი.
მოცეკვავე გუნდს რომ გადავხედე, სამიზნეში მარინე ამოვიღე. მისი გადაფურჩქნილი ვარდი ჩემს დღიურის ყდას ძალიან მოუხდებოდა.
-ცოტა ხანი დაგტოვებთ.


უკვე ძილის დრო რომ მოვიდა, დედაჩემის ოთახიდან, მარჯვენა ლოყა აწითლებული ჩემი ოთახისკენ დავიძერი. ნია უკვე პიჟამაში ჩაცმული დამხვდა და წვებოდა.
-მიიწიე. შენი ლოგინი არ არის მარტო.

იმ ღამეს გული აჩქარებით მიცემდა.



№1 წევრი avrora_

Auuurakaargiiiyooo♥️♥️

 


№2 სტუმარი ნანო

იდეა გასაგებია,ახტაჯანა გოგოს შესახებ წერთ.თუმცა ,როგორც გოგოა არეული,ისე თხრობაც არეული და გაუმართავია.ყურადღება მიაქციეთ იმას,რომ აზრი დაასრულოთ და პერსონაჟის ემოცია თუ საქციელი უფრო დამაჯერებლად ახსნათ.

 


№3  offline წევრი straw

ნანო
იდეა გასაგებია,ახტაჯანა გოგოს შესახებ წერთ.თუმცა ,როგორც გოგოა არეული,ისე თხრობაც არეული და გაუმართავია.ყურადღება მიაქციეთ იმას,რომ აზრი დაასრულოთ და პერსონაჟის ემოცია თუ საქციელი უფრო დამაჯერებლად ახსნათ.

????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent