რელიქვიების მცველი (შესავალი)
ემმას თვალებში ხმლის ანარეკლი გაკრთა და მის თავზე აღმართული მახვილი მძიმედ დაეშვა ახალგაზრდა ქალის კისრისკენ. ემმა ამაყად უყურებდა მოახლოებულ სიკვდილს. ,,იყავნ ნება შენი“ წარმოსთქვა მისმა ბაგემ, თვალები დახუჭა და მორჩილად დაელოდა თავის ხვედრს. გაისმა რკინის დარტყმის ხმა და ემმას წინ შავებში ჩაცმული მამაკაცი აღიმართა. თითქოს მიწიდან ამოიზარდა და ქალისკენ დაშვებულ ხმალს საკუთარი მახვილი დაახვედრა, მოიგერია დარტყმა და ხმალ შემართულმა შეუტია ხმალ აღმართულ მეომარს. ემმა ფეხზე წამოდგა და მიმოიხედა, მათ გარშემო წრე შეეკრათ ხმალშემართულ მეომრებს და საბრძოლო ყვირილით უახლოვდებოდნენ ემმასა და მის დამცველს. ამმას მცველი დაიხარა, ხელი მიწას დაადო და მიწა თითქოს შეზანზარდა, ქარი ამოქროლდა, მიწა, ქვიშა და ირგვლივ მიმოფანტული ქვები ქარმა დაატრიალა და ქარბორბალა წარმოშვა. ემმა გაშეშებული იდგა და არ იცოდა რა ექნა, გარშემო არაფერი ჩანდა, მხოლოდ ქარიშხხალი ტრიალებდა და მისი უცნაური, თითქოს მიწიდან ამოზრდილი დამცველი ჩანდა. უცებ ყველაფერი ჩაწყნარდა, ქარი ქვიშა ყველაფერი გაქრა, ირგვლივ მხოლოდ მეომრების გვამები ეყარა. შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა ხმალი ქარქაშში ჩააგო, ჰორიზონტს გახედა და ისე წავიდა ემმასთვის ერთი არ შეუხედავს, არაფერი უთქვამს. - მოიცადე.- ემმა გაეკიდა მიმავალს.- სად მიდიხარ? აქ საიდან გაჩნდი?-კაცი არ გაჩერებულა. არაფერი უპასუხა, მიდიოდა დინჯად,თითქოს არაფერი მომხდარა. - მადლობ. დღეს სიცოცხლე მაჩუქე. ახლა შენი მოვალე ვარ.- გასძახა ემმამ მიმავალს. მიწაზე ჩაიკეცა და გასცქეროდა შავებში ჩაცმულ, ზურგზე ხმალ გადაკიდებულ მიმავალ ფიგურას. უცებ კაცი გაჩერდა და მოტრიალდა.შავი ოდნავ ჩამოზრდილი თმა, საოცრად ძლიერი გამომეტყველების მქონე აზიატური სახე ჰქონდა. ქარმა ქვიშა და ეკლის ბუჩქები შეათამაშა ჰაერში,როცა ჩაწყნარდა კაცი აღარსად ჩანდა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ემმამ თავისი ზურგჩანთა მოძებნა, ტელეფონი ამოიღო და დარეკა: - ვიპოვე, იქ არ აღმოჩნდა სადაც თქვენ გეგულებოდათ. გზად წინააღმდეგობას წავაწყდით. ჩემი ხალხიდან არავინ გადარჩა. კოორდინატებს გადმოგიგზავნით და ვერტმფრენი გამოუშვით. ზურგჩანთა დააგდო და ზედ დაჯდა. გარშემო უკიდეგანო უდაბნო იყო. ემმა თავის საიდუმლოებით მოცულ მხსნელზე ჩაფიქრდა. ჩანთიდან უბის წიგნაკი ამოიღო და გადაშალა, შიგ ჩადებული ფანქარი მოიმარჯვა და ხატვა დაიწყო. ხატავდა კაცს რომელმაც გადაარჩინა. ცდილობდა ყველა წვრილმანი გაეხსენებინა რისი დანახვაც მოასწრო. შავი მომდგარი შარვალი, შავი კაპიშონიანი ზადატანი და შავი ხმლის ქარქაში დაიმახსოვრა. სახე შოროდან კარგად ვერ გაარჩია მხოლოდ ის შეამჩნია რომ შავი თმა წინ ცოტა ჩამოზრდილი ჰქონდა და სახეს ნახევრად უფარავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.