შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო


21-11-2024, 22:44
ავტორი avrora_
ნანახია 514

-არვიცი რავქნა, ან ლუკას რავუთხრა ან დედას, ან რა მოვიმოქმედო
ღმერთოო…
ვიჯექი და გაკვირვებულ მარიამთან და ტასოსთან ვწუწუნებდი.

-იცი რა? სცადე რატი ცუდი ბიჭი ნამდვილად არარის, მამაშენი ვალებში იხრჩობა მალე მევალეები შენ მოგაკითხავენ… დედაშენს რამენაირად დაველაპრაკებით კარგი?
-არვიცი არაფერი, უნდა ვიფიქრო..
თავი ხელებში ჩავრგე და თავი ფიქრს მივეცი.

ერთ კვირაში პასუხი აუცილებლად მჭირდებოდა მეც და თავად რატისაც…
ტასომ და მარიამმა ბევრი მეჩიჩინეს, ლუკასაც თავად ესუბრნენ, სიტუაცია აუხსნეს და დააწყნარეს..
კარგი ლუკას ამბავი მოვაგვრეთ მაგრამ.. დედაჩემი ალბათ თავს გაიპუტავსს… მამაჩემი კი მე გამპუტავს.

სახლში ვიყავი, ფეხებ მოკეცილი მდივანზე ვიჯექი და ვცილობდი გეგმები დამელაგებინა როგორ ავუხსნიდი დედაჩემს ამ სიტუაციას, ტასო გვერდიდან მამშვიდებდა, ციცქნას ვერ გაეგო რა ხდებოდა მაგრამ მაინც თავისთვის ტიტინებდა.
-კატ რატო ხარ მოწყენილი? გინდა ძია რატის ვუთხრა რო შოკოლადები მოგვიტანოს?
-მოდიი ბევრს გაკოცებ და აღარ ვიქნები მოწყენილი- ლოყები კარგად ჩავუკოცნე და ომისთვის მოვემზადე, ციცქნამ ტასის
ტელეფონი გამოართვა თამაშებს ვითამაშებო და ოთახში გავიდა, ცოტა გასაკვირი იყო რადგან ალექსანდრას ასეთი თამაშები არ იზიდავდა ერჩივნა პაზლები აეწყო ან ბარბების სახლით ეთამაშა.

რამდენიმე ზარის შემდეგ დედამაც მიპასუხა, მოგვიკითხა და ტასიკოსაც მიესალმა.

-დე სასაუბრო მაქვს..

…………..

-შენ რა სულ გაგიჟდი? რა ქორწილი რა ფიქტიურობა? კატო აქ ნუ მომკლავ და არაფერს ვჩივი, შეეშვი ყველაფერს და ჩამოდი ჩემთან, აქაც არის რამდენიმე კარგი უნივერსიტეტი მუშაობაც არ მოგიწევს.. კატო მხოლოდ 20 წლის ხარ რა ქორწილზეა საუბარი? ასე უცბად ენდობი რამდენიმე თვის გაცნობილ ადამიანს? ნუ გამაგიჟე არვიცი ფიქტიური და არა ფიქტიური არანაირი ქორწილი არ იქნება ნერვებს ნუ მიშლი ..

-დედა კარგი რა, დაფიქრდი გთხოვ მხოლოდ სამი თვით, რატი კარგი ადამიანია მართლა, უბრალოდ დახმარება სჭირდება კარგადაც ვმეგობრობთ და ჩათვალე რომ როგორც მეგობარი ისე ვეხმარები.

-არვიცი კატო, მერე ან ჩვენი ნათესავები ან მეზობლები რას იტყვიან? რა უნდა ვთქვა? შვილი გამითხოვდა და სამ თვეში ქმარს გაშორდა თქო?

-ასეც ვიცოდი, ხალხი და ხალხი მხოლოდ მათი აზზრი გაინტერესებს? გაინტერესებს რას იფიქრებენ ჩემზე? სათაყვანებელი შვილი გაუ**ზდაო? სიმწირით ჩამეცინა ამასობაში კარში რატის სილუეტიც გამოჩნდა.

-ღმერთო მიშველე…
-სალამი, მავნემ დამირეკა კატო ტირის და მოდიო, მოხდა რამე? გვერდით მომიჯდა და შემომხედა, ჰმ რაღაც ნამტირალების არაფერი გეტყობა.
ტასოს ჩაეცინა, და ოთხი დატოვა.

-კატო ეს ბიჭი ვინა?? დედაჩემი ვაიმე, სულ დამავიწყდაა ჯანდაბაა…
-გამარჯობა, მე რატი ვარ კტოს საქმრო.
სუსტად და დაბნეულად გაუღიმა რატიმ დედას, დედამ უცნაური მზერა ესროლა რამდენიმე წამი დააკვირდა და

-ქორწილი არ შედგება, კატო ჩამოვა და აქ გააგრძელებს სწავლას- გაისმა დედას დამაჯერებელი ხმა, ფეხზე ავდექი და ანერვიულებულმა საპირფარეშოსკენ გავწიე.. ცივი წყალი მჭირდება სახეზე

ალბათ უკვე ნახევარი საათია აქ ვარ, დებილივით ვიყურები სარკეში და არვიცი რაუნდა ვქნა.

-კატო კარგად ხარ? რატიმ კარზე მომიკაკუნა
ვაიმე რატი დედასთან დავტოვე… თავში ხელი მივირტყი და კარგი გავაღე.

-კი მე კარგად ვარ.. მე ბოდიში ხომ ხვდები მშობელია და ასეთი რექაცი ამიტომაც ჰქონდა.. მაპატიე არუნდა დამეტოვებინე მარტო იქ…
—დამშვიდდი ამდენ ბოდიშს რისთვის იხდი? ყველაფერი მოგვარდა, საღამოს შენც დაელაპარაკე დედაშენს, ხვალ გამოგივლი და ქორწილის დეტალებიც მოვაგვაროთ-

-რაა…ააა?-
ისევ გამიღიმა თითი ცხვირის წვერზე ჩამომკრა და წავიდა -თავს გაუფრთხილდი კატო და საჭმლის ჭამა ნუუ გავიწყდება.


-არა ვერ ვხვდები ეგეთი რა უთხრა რომ დაარწმუნა, თან ისე წყნარაფ გვესაუბრა…

-ალბათ ბებიის ცოდნა გამოიყენა და ჯადო დაადო- ხითხითებდა ტასო
-რაო? თვალებ მოჭუტულმა გავხედე
-კატო არ იცი? ბებია ნამდვილი ჯადოქარიაა
მაგრამ ძალიან მიყვარს - ციცქნა გვერძე მომიჯდა და ამბების მოყოლა დაიწყო.


-ადეე ქალოო შენი ქორწილია ჩემი კიარა ნუ გააქცევ იმ ბიჭს- მარიამი დილაუთენია თავზე დამჭყაოდა.
-ვინ რა? რა ქორწილი? თვალები მოვისრისე და მალევე გამახსენდა რატის დაბარებული

-ღმერთო როგორ მეზარებააა- თავი ბალიშში ჩავრგე და ამოივიკრუსუნე

შავი ჯინსი და თეთრი ტოპი მოვირგე საყვარელი მოსაცმელი ავიღე და კარებში გავვარდი.

რატი მანქანას მიყუდებულიყო და სიგარეტს ეწეოდა.. ჰმმ როგორი სანახავია? თან ტატუც როგორ უხდება, ღმერთო რა სტილი აქვსს…
ჯანდაბა კატო რაებზე ფიქრობ?

-მალევე მივუახლოვდი მივესალმე და მანქანაში ჩავჯექი.

კაბის ასარჩევად ბევრი სიარული არ დამჭირვებია, გრძელი სადა, ნაზი ნაჭრის ბრეტელებიანი კაბა ავარჩიე ამავე ფერის ბრჭყვიალა ქუსლები, გოგონებს დავურეკე აშკარად მოეწონათ არჩევანი და მალევე დავტოვეთ იქაურობა.

-მეგონა მაქსიმუმ სამი საათი მომიწევდა ლოდინი, ყოჩაღ ნამდვილად გაღიარებ.

სადარბაზოზთან მისულები ვიყავით როცა ტელეფონის ზარმა საუბარი შეგვაწყვეტინა.

ტელეფონს დახედა და სახე მოეღუშა.

-კატო უნდა წავიდე სახლში ადი და საღამოსთვის მოემზადე, გამოგივლი ბებია და დედა უნდა გაგაცნო სწრაფად მომაყარა და ლოყაზე მოწყვეტით მაგრამ ნაზად მაკოცა….

ასე უეცარი და სწრაფი კოცნით გაბრუებული დამტოვა და ადგილიდან თავისი მანქანითვე მოწყდა.

რამდენიმე წუთი გზას გავჰყურებდი მალევე გონს მოვეგე და სახლში ავირბინე.

-მაროო სახლში ხარ? დაღლილმა და დაქანცულმა პარკები სამზარეულოსკენ წავიღე.

სახლში არავინ იყო, საღამომდე ჯერ კიდევ მქონდა დრო, ვიმეცადინე რამდენიმე დღეა უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ არც სამსახურში, ხვალ აუცილებლად უნდა წავსულიყავი, კომპანიიდან პატარა საქმეები მქონდა ისინიც მოვილიე და მზადებას შევუდექი.

ისევ ძალიან სადად ჩავიცვი, მხოლოს ტუჩის ფანქარი, თმა წელზე გადმოვიყარე და მშვენიერია..

აივნიდან გადავიხედე, რატიც მოსულიყო ხელი დამიქნია, მეც მალევე გამოვკეტე სახლის კარი და ჩავედი.

სანამ სადრბაზოდან გავიდოდი შევჩერდი და ჩანთაში ტელეფონის ძიებას შევყევი, უეცრად მძიმე ხელი ვიგრძენი მაჯაზე, აზზრზეც ვერ მოვედი ისე მიმანრცხა ვიღაცამ კედელზე…

-აქ ყოფილხარ პატარავ, ვერც უნივერსიტეტში გნახე როგორ მომენატრე სად დაიკარგე?

-გეგა? აქ რა ჯანდაბა გინდა? როგორ მომაგენი ან რა შენი საქმეა რას ბოდავ მთვრალი ხარ?

-ასე მხვდები პატარავ? არადა რამდენი ხანი ვეძებდი შენი სახლის მისამართს- ზიზღით ჩაიცინა ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა, ტკვილისგან სახე დამემანჭა, იმდენად შემბოჭა რომ სუნთქვასაც ვერ ვახერხებდი მხოლოდ კონიაკის სუნს ვგრძნობდი გეგა კი სისულელების საუბარს არ წყვეტდა.

ძალა მოვიკრიბე და ძლიერად დავიყვირე, ხელი სახეში დამარტყა და ინერციით ძირს წავედი.

-ძუკ*ა მადლობა მაინც გადამიხადე ამდენ ხანს გეძებდი.. მოდი შენთან ავიდეთ

ჯერ კიდევ მომხდარისგან შეშინებული ვკანკალებდი, ხელი ლოყაზე მიმედო წინ მიდგებოდა კადრები.. როგორ უნდობლად ურტყამდა მამა დედას…

-ფუ შენი ნაბი**არო, ხელებს მოგამტვრევ.
ნაცნობი ხმა, გეგას ძირს დანარცხება მერე თბილი ხელები ძლიერად მომეხვია და წამომაყენა, რამდენიმე წუთში სახლში ვიყავი, მდივანზე ვიჯექი რატიზე აკრული და ცხარე ცრემლით მაისურს ვუსველებდი.

………….
საშინლად აცოფებდა კატოს ასეთი მდგომარეობა, რამდენიმე წუთიც რომ დაეგვიანებინა არც კი უნდოდა იმაზე გაფიქრება თუ რა მოხდებლდა…. ასეთ სიფრიფანა საყვარელ გოგოს ასე როგორ უნდა მოექცე? რამდენად არაკაცი უნდა იყო?… მთავარია ეხლა კარგადაა მასთან საქმეს აუცილებლად გავასწორებ… - რატი ფიქრებში ჩაძირულიყო, კატოს თმებზე ეფერებოდა და მისი სასიამოვნო სურნელით ტკბებოდა..

-დამშვიდდი კარგი? კარგად ხარ?
-კი უკეთ ვარ, ბოდიში ემოციურობის და შიშის ბრალია.
-არაუშავს, გპირდები აღარასდროს შეგაწუხებს- და მაინც ნამტირალებიც კი როგორი ლამაზიი იყო… ყვრლაფერს დათმობდა ოღონდ ეხლა თუნდაც ერთი კოცნა შესძლებოდა..

-კატ ვინარის ეს ბიჭი ან შენგან რაუნდოდა?
-ჩემი კურსელიაც რამდენიმე თვეა ურთიერთობის დაწყებას მთავაზობს რამდენჯერმე ვუთხარი უარი მაგრამ ..

-კარგი არ ინერვიულო, თუ გინდა დღეს დაისვენე და ხვალ წავიდეთ.
-არა, კარგად ვარ ხვალ უნივერსიტეტში და სამსახურში უნდა გავიდე ასე რომ დღეს
მირჩევნია.
სუსტად გავუღიმე ოთახში შევიარე გაწეწილი თმა ჩამოვივარცხნე და სახლი დავტოვეთ.

………
მანქანაში უჩვეულო სიჩუმე იდგა თან ჩემი ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა..

-იქნებ მათ არ მოვეწონო? მერე რა იქნება?
-დარწმუნებული გარ მოეწონები, ბებიას გასაკუთრებით. მომისმინე, ლია ცოტა უხეში ქალია მაგრამ კეთილი გული აქვს ასე რომ თუ თავიდანვე თვალების ბრიალი დაგიწყო არ უწყინო კარგი? თვალი ჩამიკრა და გზას გახედა.
ლია რატის დედინაცვალი გახლდათ.

მალევე დიდ ჭიშკრიან სახლს მივადეგით, სახლიც და ეზოც საკმაოდ დიდი იყო, რატიმ დაცვის უფროსებს თავი დაუკრა ხელი ჩამკიდა და წინ წავიდა.

შესულებს ყველა სუფრაზე დაგვხვდა.
-გაიცანით ჩემი საცოლე კატო.
ყველამ თბილად გამიღიმა მომესალმნენ და სუფრას მივუჯექით.
-გამარჯობა კატო მე მაშო ვარ, თხუთმეტი წლის- რატის დამ ადგილი შემს გვერდით დაიკავა და თბილი საუბარი გამიბა.

-აბა კატო მოგვიყევი, რამდენი წლის ხარ?რას საქმიანობ? ან რაზე სწავლობ?- ეს აშკარად რატის ბებია გახლდათ, შედარებით ახალგაზრდა ჩანდა თავის ასაკთან შედარებით, საკმაოდ სერიოზული და კარგი აღნაგობის ქალბატონი. რატი თითქოს დაიძაბა ჩანგალი თეფშე დააბრუნა და სკამს ზურგით მიეყრდნო.

— ერთ თვეში ოცდაერთი წლის ვხდები, ვსწავლობ სამართალზე და რადგან ბევრი ენები ვიცი ბატონი თემურის კომპანიაში მუშაობა არ გამჭირვებია- სუსტად გავუღიმე, არანაირი ემოცია არ ეტყობოდა სახეზე.

-როცა რატის ცოლი გახდები სურვილისამებრ სწავლა გააგრძელე და მუშაობას შეეშვი, ალბათ მუშაობის და სწავლის ერთად შეთავსება რთულია…

-იმისთვის არ ვთხოვდები რომ ფეხი ფეხზე გადავიდო და არაფერი ვაკეთო, შემდეგ კი ქმრის ფული უაზროდ ვფლანგო, რათქმაუნდა ზოგჯერ მიჭირს მაგრამ ასე მირჩევნია, მშვენიერი სამსახური მაქვს და უნივერისტეტთან კარგად ვეწყობი, მომიტევეთ თუ რაიმე უხეშად ან ცუდად გამომივიდა.

რატის მომლოდინე სახე თბილმა ღიმილმა ჩაანაცვლა, ბატონ თემურსაც აშკარად ესიამოვნა ჩემი პასუხი რასაც ქალბატონ ლიაზე ვერ ვიტყოდი..

ქალბატონმა ელენამ ცოტახანს მიყურა შემდეგ სუსტად გამიღიმა და მასთან ერთად წაყოლა მთხოვა.

-იმედია კატოს ცოცხზე არ მოისვამს და მერე სადმე ტყეში არ ჩამოაგდებს, ან საერთოდ რამე ჯადო არ დაადოსს ნუუ გაატანნ - ჩუმად ჩაიცინა მაშომ და რატის ალმაცერად გახედა.

ქალბატონმა ელენამ მყუდრო და დიდ ოთახში შემიყვანა სადაც სასიამოვნო ყვავილების სუნი ტრიალებდა, კედლებზე კი გამხმარი მცენარეები ჩამოეკიდა.

ოთახს თვალი მოვავლე და ელენას გავხედე რომელიც თბილ ჩაის ჭიქებში ანაწილებდა.

-კატო ვფიქრობ რომ რატისთვის საკმაოდ შესაფერისი საცოლე ხარ, მხოლოდ ერთი საათია რაც გაგიცანი მაგრამ მერწმუნე ადამიანების ამოცნობა მარტივად შემიძლია, რომ არ მომწონებოდი ისე გაგაქცევდი აქედან როგორც იმ გომბეშო ლიკას დაემართა, მაგრამ არის შენში რაღაც რაც განსაკუთრებულია, ვიცი რომ ფიქტიური ქორწილია მაგრამ საჭირო დროს გაიხსენე და დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები… თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და ნურავიც მისცემ იმის უფლებას რომ თქვენს შორის ჩადგეს, დანარჩენში კი შენ გვერდით მიგულე.

ნამდვილად არ მოველოდი ასეთ გულწრფელ საუბარს გავუღიმე და ოთახიდან გასასველელად მომზადებულს უკან გავყევი.
ყველა აშკარად მოთმინებით ელოდა ჩვენს გამოსვლას, გამოსულს პირველი რაც თვალში მომხდა ლიას ბოროტული ღიმილი იყო.. განა რამე დავუშავე ამ ქალს? რაც მოვედი თვალებს ისე მიბრიალებს თითქოს მოვლენილი სასჯელი ვარ, ჰმ ეგონა რომ ელენმა პანღრს ამომარტყამდა და სახლიდან გამაგდებდა??

-ყოჩაღ შვილიშვილო, შენი არჩევნით საკმაოდ კმაყოფილი ვარ- რატის თვალი ჩაუკრა და ადგილი დაიკავა

ლიას სახე გაუფითრდა შემდეგ კი ეს ყველაფერი გაბრაზებამ შეცვალა.

-მე ამ მდაბიოს რომ რძლად არ მივიღებ ალბათ ხვდებით ხომ? ფეხზე წამოდგა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო.

-ბოდიში ქალბატონო ლია, ჩემი მდაბიოება რაში მდგომარებს? რა არ მოგწონთ?

-საერთოდ ხმას როგორ იღებ? ჯერ რა ჩაცმულობა გაქვს, და თან ხალხი უნდა ალაპრაკო რატის ცოლი ვირივით მუშაობსო? საცოდაობა…

-ლია.. საკმარისზე მეტი ვითმინე შენი ახირებები, შენც და შენი არჩეული ლიკაც ერთამენთს გადაებით და თვალში ნუ მეჩხირებით, კატოსთან ასეთი საუბრის არანაირი უფლება არ გაგაჩნია, ბოდიში მამა, ჩვენ წავალთ.

-წავედით კატ- რატიმ კატოს ხელი ჩაკიდა და წამოაყენა.

-კატო შვილო, ქორწილამდე კიდევ შემოგვიარე ლიას გამო ბოდიშს მე გიხდი-თემური თბილად დამემშვიდობა, ელენა მსუბუქად გადამეხვია და სახლი დავტოვეთ.



მანქანაში სითბომ კატო მოთენთა და თვალები მილულა, თბილი ხელების შეხებამ გამოაღვიძა

-კატოო პატარავ გაიღვიძე მოვედით- რატის წყნარმა ხმამ გამოაფხიზლა.

სადარბაზომდე მიმაცილა ლოყაზე ნაზად
მაკოცა და გაქრა.
სახლში ასულმა გამოიცვალა და დაღლილს საკმაოდ მშვიდად ჩაეძინა.

ბოლო კვირა ქორწილის სამზადისმა წაიღო, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა, სიძე-პატარძალიც ნამდვილად შესანიშნავად გამოიყურებოდნენ
მაგრამ რაღაც დანაკლის და უეცარ სევდას გრძნობდა კატო, თითქმის უცხო ადამიანს მიჰყვებოდა ცოლად… დახმარების მიზნით? იქნებ იყო რაღაც უხილავი კავშირი და გრძნობები რაც ჯერ ვერცერთს გაეგო… იქნებ შესაძლებელია…

…………………………..

ქორწილის დღეც დადგა, დილიდან მზადებას შეუდგნენ, რამდენიმე ვიჟასიტიც მივიდა მსუბუქი მაკიაჟით და თმით კატო საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა.

რესტორანში ბევრი ხალხი ირეოდა, ძირითადად რატის ნათესავები,მეგობრები და კომპანიის პარტნირები იყვნენ, კატოს მხრიდან რამდენიმე მეგობარი ,ბიძაშვილები, დეიდაშვილები და დეიდა მოსულიყო.


ქორწილი საკმაოდ კარგად და მშვიდად მიდიოდა, მეფე პატარძალმა დაისიც შეასრულა და საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ.

-ხომ კარგად ხარ კატ? თითქმის ყოველ ნახევარ საათში რატი კატოს მდგომარეობას ამოწმებდა, თვითონაც კარგად ხვდებოდა კატოს უხასიათობის და სევდის მიზეზს…
თვითონაც აშინებს ეს ყველაფერი, მასში არის რაღაც რაც რატის სასწაულად იზიდავს… ისეთი საყვარელი ნაზი და ჭკვიანია… ნეტავ ყველაფერი რეალობა იყოს, რეალურად ხდებოდეს მართლაც საოცნებო ქალი მისი ცოლი… და რა უშლის ამ ყველაფერში ხელს? წინ მთელი სამი თვე აქვთ თუ სიმამაცეს გამოიჩენსს რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს.. იქნებ არც კატოა მის მიმართ გულგრილი…? ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.


რას ფიქრობთ…??? მგონი
მოვლენებიი სწრაფად ვითარდება დაა ვფიქრობ რაღცეები შევცვალო… დავფიქრდებიი, ცოტა მეტი დრამაც არ აწყენდა ალბათ;)



№1  offline წევრი La dolce vita

ძალიან კარგია, ძალიან მომწონს, მოვლენების აჩქარებას რაც შეეხება, ჯერ ასე მალე ნუ დაახლოევებ, ცოტა დაიტანჯონ განსაცდელები, მოუბლინე ანერვიულე ამასობაში, ცოტა დროც გავა უკეთ გაიცნობენ და გაუღრმავდებათ გრძნობები. ❤️

 


№2  offline წევრი avrora_

La dolce vita
ძალიან კარგია, ძალიან მომწონს, მოვლენების აჩქარებას რაც შეეხება, ჯერ ასე მალე ნუ დაახლოევებ, ცოტა დაიტანჯონ განსაცდელები, მოუბლინე ანერვიულე ამასობაში, ცოტა დროც გავა უკეთ გაიცნობენ და გაუღრმავდებათ გრძნობები. ❤️
udidesi madloba♥️♥️♥️???????? motivaciaxar!!!!!!!????♥️♥️

 


№3  offline წევრი La dolce vita

avrora_
La dolce vita
ძალიან კარგია, ძალიან მომწონს, მოვლენების აჩქარებას რაც შეეხება, ჯერ ასე მალე ნუ დაახლოევებ, ცოტა დაიტანჯონ განსაცდელები, მოუბლინე ანერვიულე ამასობაში, ცოტა დროც გავა უკეთ გაიცნობენ და გაუღრმავდებათ გრძნობები. ❤️
udidesi madloba♥️♥️♥️???????? motivaciaxar!!!!!!!????♥️♥️


მიხარია, თუ ჩემი რჩევები გადგება და მოტივაციას გაძლევს.❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent