შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილია (სრულიად)


23-11-2024, 22:24
ავტორი avrora_
ნანახია 4 243

-მეღადავები? ამაშუკელის საქმეც კი მაგან მოიგო, ვფიცავ სპეციალისტია- ლევანმა ხელი გულზე მიიდო და თედოს თვალი ჩაურკა.
-კაი შენი მასხარაობის თავი არ მაქვს, კომპანიაში თავზე მეყრება საქმე, ყველაფერი გაარკვიე, დაუკავშირდი და ორ დღეში შეხვედრა დანიშნე, ერთი სიტყვით მოაგვარე ეგ თემა.
-კარგით უფროსო- ხელი კარისკაცივით გაიქნია და ბარიდან გასულ თედოს თვალი გააყოლა.
………………………..

-მაშო დაფიქრდი, მშვენიერი შემოთავაზებაა, ბოლო-ბოლო ამხელა კომპანიის დირექტორი პირადად გთხოვს შეხვედრას და დახმარებას..
-ჩემს ბიუჯეტს ნამდვილად რომ არ უჭირს შენც ხომ იცი? თან საბას რა ვუყო? თბილისის ქუჩებში როგორ უნდა გადავადგილდე ეგეც არ მახსოვს, რამდენი წელია რაც აქ ვართ… ნათესავებთან დაკავშირებას ჩემი თავმოყვარეობა შეეწირება და ეს არ მსურს, პლიუს იქ არავინ მეყოლება…

-მომისმინე, თუ შენ უფრო კომფორტულად იქნები სახლი იქირავე აქედანვე დავძებნოთ ონლაინ, ან კიდე ჭავჭავაძეზე ჩემი ბინა საცხოვრებლად მშვენიერი და შესაფერისი ადგილია, საბას რაც შეეხება შენი აზზრით ერთ თინეიჯერ ბიჭს ვერ მივაქცევ ყურადღებას? მიდი მიდი იყიდე ხვალისთვის ბილეთი, ოცი წლის მაშო ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ უდიდესი წარმატების მწვერვალზე ასულიყო..

-ოცი წლის მაშო აღარარსებობს, მაგრამ ოცდაშვიდი წლის, ჩამოყალიბებული და შემდგარი ქალი მაშო არსებობს ხომ? მხოლოდ შენი ბიძგის გამო, რამდენიმე თვეში თუ არაფერი გამოვა და სიტუაციას ვერ შევეწყობი, აუცილებლად უკან მოუხედავად გამოვიქცევი ხომ იცი?

საღამოსთვის მაშომ ბარგიც ჩაალაგა და შემდეგი დღის ფრენის ბილეთიც შეიძინა, შემდეგ კი საბას მოსვლას ელოდა რომ სიტუაცია აეხსნა..

ღამის თორმეტი საათისთვის კარების ჩხაკუნი გაისმა საბა კი ფეხაკრეფით შეიპარა ოთახში.

-მობრძანდი მაწანწალავ? როგორ მოხდა რკმ სახლის კარებს მოაგენი? -მოჩვენებითი გაბრაზებით ეჩხუბებოდა მაშო.

-კაი რა მაშ, ხომ გითხარი ლანასთან ერთად ვიყავი, იცი რაკარგი დრო გავატარეთ? დღეს ლილიები ვაჩუქე ძალიან გაუხარდა.
-ჩემი ჯელტმენი ბიჭი, ყოჩაღ, საბა ხომ იცი ჩვები პირობა? მთავარია ის არ გააკეთო რაც შენც და შენს მომავალსაც დააზიანებს, სკოლაში რა ხდება?
-ვიცი მაშო ვიცი, უკვე გავიზეპირე ეგ სიტყვები- საბამ თვალები მხიარულად ააბრიალა და სკოლასთან დაკავშირებული წინადადებები დააიგნორა, მეძინება მაშიკო უნდა დავწვე.
-საბ, ხვალ თბილისში მივფრინავ

საბას თვალებში უეცარი შიში და გაკვირვება ჩადგა.
-რახდება? მამა დაგირეკა? მაშ უნდა წამიყვანონ? გთხოვ სიმართლე მითხარი.
-არა რას ამბობ, ვინ უნდა წაგიყვანოს ან რანაირად? მინდობილობა და ყველანაირი საბუთი შენთან დაკავშირებით მე მაქვს, რომც მოინდომონ ყველაზე მაგარი ადვოკატი მამიდაშვილი რომ გყავს გავიწყდება?- სიცილით წარბ აწეულმა მიუგო და საბას სულიც და სახეც დამშვიდდა.

-ერთ-ერთი ცნობილი კომპანიიდან დამიკავშირდნენ ჩემი დახმარება აუცილებლად სჭირდებათ, საკმაოდ კარგი ანაზღარებაა ხოდა რატომაც არა? თვალის დახმხამებასაც ვერ მოასწრებ ისე სწრაფად ჩამოვალ გპირდები, ღამე მშვიდობისა ონავარო- ლოყაზე აკოცა და ოთახში გაუშვა.

……………………..

დილის ექვსზე უკვე აეროპორტში იყო, მარიკას გაცილებაზე უარი შესთავაზა, საბას ადრიანად გაღვიძება უჭირდა ასე რომ მარტო იდგა და მისი რეისის გამოცხადებას ელოდა, გული უფრიალებდა მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ? ფრენის შიში არასდროს ჰქონია პირიქით უყვარდა კიდეც, მაგრამ რაღაც ახლის დაწყების მოლოდინი და ოდნავი შიში ჰკრთოდა მის სულში.


დედაქალაქში ჩასულს ბევრი ცვლილება დახვდა, აეროპორტიდან ტაქსი გამოიძახა და სახლისკენ გაეშურა, გაჰყურებდა ქალაქს და ყველა ის მოგონება და წლები თვალწინ უქროდა, აგონდებოდა პატარა მაშო რომელმაც ჯერ კიდევ არიცოდა რამხელა სიბოროტე ნებივრობდა ყველგან, და ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან უყურებდა, იხსენებდა მეგობრებს, კლასელებს, დედას, მამას, და მას, იხსენებდა იმ დაუვიწყარ დღეებს, ნაჩუქარ გვირილებს, ყელსაბამს რომელსაც თილისმასავით ატარებდა, ყოველ ჩახუტებას, ხელის ჩაკიდებას და მის საოცარ სურნელს რომელსაც ვერა და ვერ ივიწყდება.

………..

სახლი ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა, რაც ყველაზე მეტად აბედნიერებდა დიდი აივანი იყო სადაც კომფორტული რბილი მდივანი და პატარა მაგიდა მოეთავსებინათ, მარიკასგან იცოდა რომ კვირაში ერთხელ დამლაგებელი მოდიოდა და სახლს ხელს ავლებდა.

ერთ-ერთი ოთახი აიღო, მყუდრო და არანაირი ფერებით გადატვირთვული, ბარგი მოათავსა, და თბილი შხაპის მისაღებად შევიდა, საკმაოდ დაღლილი მოითენთა და რამის წყალშივე ჩაეძინა.

ეხლა კარგად გამოძინება სჭირდებოდა, დილით ადრე უნდა ამდგარიყო რომ შეხვედრაზე არ დაეგვიანებინა.

……………………….
შავი შლაქსის შარვალი, ქუსლიანები და გრძელი ღია ფერის პალტო მოირგო, და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, სახლიდან ერთი საათით ადრე გაიარა, ტაქის გამოძახება არ დასჭირვებია რადგან მართვის მოწმობა ჰქონდა, მარიკამ საჩუქარი გაუკეთა და ჩასულს მანქანა დაახვედრა ასე უფრო გაგიმარტივდებაო.
იმდენად უყვარდა ეს გოგო მისთვის ტყვიასაც კი გადაეფარებოდა, ერთმანეთის ზურგს ამაგრებდნენ ალბათ ესეთი მეგობარი რომ არ ჰყოლოდა გვერდით ამდენს ვერასდროს მიაღწევდა.

……
შავ bmw ში კომფორტულად მოთავსდა და ლოკაციისკენ წავიდა.

კომპანია საკმაოდ დიდი გახლდათ, მიმღებში გოგონას გაესაუბრა მისი ვინაობა უთხრა მალევე კი დიდ კაბინეტში შეიყვანეს.

-გამარჯობა მაშო- ლევანი ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა.
-სალამი ლევან, როგორ ხარ? ლევანი და მაშო ძველი ნაცნობები იყვნენ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მაშოს დაკონტქატებოდა იცოდა როგორი მონდომებული და დაკვირვებული იყო თავის საქმიანობაში.

-გმადლობ კარგად, თავად როგორ გიკითხო? რადგან ბატონი თედო ჯერ ჩვენთვის მოულოდნელ შეხვედრაზეა ამიტომავ აგვიანდება, ჩვენ დავიწყოთ და ალბათ მალე ისიც შემოგვიერთდება.
-ჰმ როგორი ნაცნობი სახელია.. ისევ მოგონებებმა უნდა წაართვან გონება? არა დღეს ეს არ გამოადგება, საკმაოდ სერიოზულ საქმეზეა გონება მოიკრიფე მაშო, დაახლოებით ას კაცს მაინც ჰქვია თედო…ის ვერ იქნება.
…….…….…….…….…….…….…….…….…….
რვა წლის უკან.

-ჯანდაბა წინ არ იხედები? ჯერ მხოლოდ პირველი დღე აქვს უნივერსისტეტის ამდენ ხიფათს ერთიანად როგორ იზიდავს? ეხლა ამ გაყავისფრებული პერანგით ლექციაზე როგორ უნდა შევიდეს…

-მაპატიეთ კონსფექტებს ვიმეორებდი და ვერ დაგინახეთ

კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ როდესაც თავი ასწია და მის წინ დაბალი საყვარლად ატუზული და სირცხვილისგან გაწითლებული გოგონა დაინახა, გადაქცეული ყავაც და პერანგიც გადავიწყდა..

-კარგი არაუშავს, ბოდიში ცოტა უხეშად და ხმამაღლა მომივიდა ზოგადად ესეთი არვატ- ხელი კეფაზე უხერხულად მოისვა და ზღვისფერი თვალები ისევ მის სახეს მიანათა.

სულ რამდენიმე წუთის გაცნობილმა ბიჭმა და მისმა ლურჯმა თვალებმა უეცრად სასწულად დააბნია.. ნორმალურად ხმასაც კი ვერ იღებდა..


-კარგი მე.. კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა წავიდე ლექციაზე დამაგვიანდება.
-მოიცა, დანაშაულს არ გამოისყიდდი?- ღიმილით მიუგო თითქმის გაქცეულ გოგონას.
-რაა აა? უეცრად ვერც კი გაიზრა რას ეუბნებოდა
-ლექციის შემდეგ დაგძებნდი და ყავაზე გეპატიჟები, უარს არ მივიღებ- თვალი ჩაუკრა შემდეგ კი შეკრებილი და ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებით მყოფი მეგობრებისკენ დაიძრა.

მაშო რამდენიმე წამი გაშეშებული და გაკვირვებული იდგა, მოიცა ნუთუ თვით თედომ დაპატიჟა ყავაზე? თითქმის ერთი წელია ეს ბიჭი მოსწონს.. მაგრამ ის იკითხეთ ვის არ მოსწონს თორემ.. მთელი უნივერსიტეტის გოგონები მასე გიჟდებიან.. კარგი მაშონ ოცნების კოშკებს ნუ ააგებ უბრალოდ ყავაა შეუძახა საკუთარ თავს და აუდიტორიაში შევიდა.

…….…….…….…….…….…….…….…….……

- ასეა ისიც გასათვალისწინებელი ფაქტია რომ ისეთი საბუთები აქვთ სადაც დირექტორს ხელი არც მოუწერია, აშკარად გაყალებებულია.
-ვფიქრობ შესაძლოა წინასწარ გათვალეს და დაქირავებული ჰყავდათ თქვენი რომელიმე თანამშრომელი, ან საერთოდაც ვინმე შემოაგზავნეს.. კამერების გადამოწმებაზე რას ფიქრობთ?

-დიახ ვნახეთ რათქმაუნდა მაგრამ საეჭვო არაფერი ჩანს, რამდენიმე კამერა რაღაც ნაწილში ითიშება და რამდენიმე წუთში ისევ ირთვება, დეტექტივიც გვყავს დაქირავებული რომელიც გარკვეულ იფნსორმაციას ნელ-ნელა მოგაწოდებს და კიდევ..

ლევანს სიტყვა შუაზე წყდება, კარი ხმაურით იღება და ბატონი თედო შემოდის… ბატონი? არა.. მაშოს თედო ….

-გამარჯობა, ბოდიში ცოტა დამაგვიანდა..
უეცრად თედო გაშეშდა, გაშრა ღმერთო ეს რა ხდება მის თავს?… ის ზის, მის წინ, იგივე თვალებით, ქერა პრიალა თმით რომელიც შეუმოკლებია, არადა თედოს მისი გრძელი თმა და სურნელი როგორ მოსწონდა… ისედაც ლამაზი ორმაგად გალამაზებულა და დაქალებულა.. და მაინც რამდენ გაზაფხულს ითვლის ჩვენი სიყვარული.

-მაშო?
მაშოს თედოს ჩახუტების უეცარმა ტალღამ შეუტია, როგორ უნდოდა ეტირა, ყველა პასუხ გაუცემელი კითხვა ტვინში ამოტივტივდა.. და მაინც რამდენჯერ წარმოიდგინა რამით ფიქრებში ეს შეხვედრა ოღონდ ასე არაა.. ამდენად მტკივნეულად არა.

-გამარჯობა თედო
თავს ფეხზე წამოდგომა აიძულა, ტანი ძლივს აზიდა და ხელი გაუწოდა.

-გამარჯობა- მისი ხელი თავის ხელში მხოლოდ რამდენიმე წამით მოითავსა, მაგრამ ვაი რომ ამ წამებს, თბილმა ნიავმა რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა დაუბერა და მაშოს სუნამოს სუნმა აგრძნობინა რომ ის ნამდვილი იყო… ისევ ტობაკოს იყენებდა.. როგორ უყვარდა ეს ვანილის სურნელი ნეტავ შესძლებოდა და ძლიერად მოეხვია მკლავები შემდეგ კი აღარსად გაეშვა.

-ერთმანეთს იცნობთ?- ლევანმა დაძაბულობა და სიჩუმე როცა იგრძნო ისევ თავის თავზე აიღო საუბრის წამოწყება.
მაშონ თედოს ხელი უხეშად გაუშვა და გათეთრებული თავის ადგილს მიუბრუნდა, თედომ კი ლევანს თვალები დაუბრიალა იმის ნიშნად რომ წინ დიდი ჩხუბი ელოდა…


………………….…….…….…….…….…….

-აჰეე ძმაო მე რას მიბღვერ? შენ მაშო წლების წინ თუ მიატოვე ჩემი ბრალია? ან საერთოდაც დამესიზმრებოდა რომ ურთიერთობაში იყავით? ნორმალურად არაფერს ყვები რავქნა .. ის საკუთარ საქმეში საკუეთესოა ასე რომ თუ სასამართლოს მოგება გსურს ის აუცილებლად უნდა დარჩეს, როგორ ამბობ ხოლმე? პირად ურთიერთობებს საქმეში ნუ ურევთო?- თედოსგან უკვე მრავალჯერ ნათქვამი და მოსმენილი სიტყვები მის წინააღმდეგ გაიმეორა და გამარჯვებული იერთი მოსვა ლუდი.

-ლევან ვფიცავ შენც ნუ მიმატებ თორემ ავდგები და გაგალამაზებ, ან მაინც და მაინც მაშო რამ აგარჩევინა? ათასი წარმატებული ადვოკატი დადის შენ კი თითი მას დაადე… ბედიც ამას ქვია..

-არიცი მისი მოგებული საქმეების რაოდენობის შესახებ თორემ ასე არ იჭუკჭუკებდი… კარგი მაინც ბარში ვართ და ერთი დღე გადადე ეგ შენი საქმიანი დირექტორის ნიღაბი და როგორც მეგობარი მეგობარს ისე დამელაპრაკე, რას ფიქრობ კიდევ გრძნობ მის მიმართ რამეს?

-კიდევ ვგრძნობ? ვგრძნობ კიარა ვფიცავ ამ წლების განმავლობაში მის მიმართ მონატრებასთან ერთად სიყვარულიც იმდენად მიძლიერდებოდა, არასდროს არცერთი ქალის მიმართ არ მიგვრძნია ასეთი რამ, პირველად რო კაფეში დავპატიჟე დაბნეული რკმ აცეცებდა საყვარლად თვალებს იქ სწორედ იმ წამს მივხვდი რომ მიყვარდა და მალე უფრო ძლიერადაც შემიყვარდებოდა..
ვიცოდი ჩემი და ჩემი ოჯახის იმ დროინდელი სიტუაციაც პრობლემებიც მე კი მაინც ჯიუტად არ და ვერ დავიჭირე მასთან დისტანცია… შემეძლო არც ის და არც საკუთარი თავი არ გამენადგრუებინა..

-რაგითხრა ძმაო? შენს ადგილად დავფიქრდებოდი.. ცხოვრებამ მეორე შანსი მოგცა ამ შანსაც ხელიდან თუ გაუშვებ მაგ გოგოს ვიღაც აუცილებლად ისე აგაცლის როგორც ფუკას, აი მაგალითად ის დეტექტივი დღეს თვალებს მალულად რომ უჟუჟუნებდა, გოდებას მალე მორჩი და გეგმა დასახე როგორ მოიპოვებ მის პატიებას..

-შენ არიცი ლევან მისი ჯიუტი ხასიათი, ადრე როგორი ჯიუტი იყო და დარწმუნებული ვარ ეხლა უარესი იქნება, იქნებ სულაც ჰყავს ვინმე? არვიცი.. - ამოიგმინა და მთლიანი წითელი ღვინო მიიყუდა.

-ვიცნობ და ვიცი, მერწმუნე არავინ ჰყავს, იმდენად დაიბნა იქ რომ დაგინახა, ზუსტად ვიცი… მის თვალებში შენს თავს ვხედავ..

ფეხზე ადგა, მეგობარს ღვინო ააცალა მხარზე ხელი მსუბუქად დაკრა და გასასვლელისკენ წავიდა.

………………………..

-სასამართლო ორ კვირაშია, სამხილების მოგროვება აუცილებლად უნდა შევძლოთ. შემიძლია ჩემი იდეა გაგანდოთ მზად ვარ რომ ამ თემაში დაგეხმაროთ.
-გისმენთ
-ესეიგი ყველა ერთად ვთანხმდებით და ვფიქრობთ რომ ამ საქმეში ერეკლეს ხელი ურევია, დამამტიკცებელი პატარ-პატარა სამხილებიც გვაქვს, ასევე რადგან ირაკლის სმა გართობა და ამბები იზიდავს შეგვიძლია დევდარიანის ბარში ვინმე შევაგზავნოთ ცოტა გამოთრობა და ალაპრაკება წესით არ უნდა გაუჭირდეს.

როგორც იცით ძველი და ახალი თანამშრომლების სიებს გავეცანი, მათ შორის ერთ-ერთი ერეკლეა რომელიც ზედმეტად საეჭვოდ იქცევა, გუშინ ერთ-ერთ მიყრუებულ უბანში დევდარიანი დავაფიქსირე რომელიღაც ძველისძველ კლუბში შევიდა რამდენიმე წუთში კი გამოსულს ერეკლე მოჰყვა, არსებობს იმის შანსები რომ ის იყო შემოგზავნილი მაგრამ ხელმოწერები როგორ მოიპოვა ნამდბილად არვიცი… მხოლოდ ერთი თვე მუშაობდა შემდეგ კი დაუდგენელი მიზეზის გამო წავიდა.

ლევანის სახეზე გაოცება აღებეჭდა ერ დღეში ამდენი სამხილის და აზზრის მოგროვება როგორ შეძლო? ჰმ ნამდვილად ჭკვიანი ქალია, ფერი ფერსაო მასზე და თედოზეა ნათქვამი..

-რანაირად მიაგენი მის კვალს? ან ღამით სრულიად უცხო უბანში დევდარიანის გამო ამოჰყავი თავი?
-ბოდიში? შენ გაბარო ანგარიში სად წავალ და სად არა?
-შენი სიჯიუტე დაგღუპავს. თედომ ამოიხვნეშა და ხელები მაგიდაზე დააწყო
-სამწუხაროა, სიჯიუტეზე და დაუფიქრებლობაზე შენ რომ ამახვილებ ყურადღებას.

-კარგი საკმარისია, სამოქალაქო ომს ნუ წამოიწყებთ, მე მაშოს იდეა მომწონს თანახმა ვარ.
-ყოველ ხუთშაბათს და პარაკსევს საღამოს რვისკენ დევდარიანი თავის ბარშია, ასე რკმ ჩვეულებრივად შემიძლია დღეს საღამოს ბარში გავიდე და ეს საქმე მოვაგვარო- კმაყოფილმა ჩაიღიმა იცოდა თედოს ეს იდეა აუცილებლად გააბრაზებდა და კამათიც მოჰყვებოდა.

დადიანი მიხვდა რომ ქალბატონი მაშო აზზრზს არ გადათქვამდა, ბარში თავის რამდენიმე კაცს გაგზავნიდა მაშოს ყურადღებას მიაქცევდნენ და თვითონაც მშვიდად იქნებოდა.
…………………………
სახლში მისულმა საღამოს კაბის არჩევა დაიწყო, არუნდოდა რომ ძალიანგამომწვევად სცმოდა, რძის ფერი კაბა ფეხზე ჭრილით და სადა ქუსლები ჩაიცვა, წითელი პომადა კი საოცრად უხდებოდა, საშუალო სიმაღლის, წვრილი წელით, მკვრივი მკერდით , და მხრებამდე თმით ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა.

ბარში შესულმა ბევრის ყურადღება მიიქცია მაგრამ თავად მხოლოს მის სამიზნეს ეძებდა და აი ისიც… აშკარაფ ახალი მოსული გახლად ჯერ კიდევ ფხიზლობდა.
არუნდოდა რომ თავად მოეთხოვა მისგან ყურადღება არც ისე შორს სკამზე ჩამოჯდა და ბარმენს ტეკილა სთხოვა.

დევდარიანმა ყურადღებით მოავლო თვალი შეკრებილებს და ერთ-ერთმა მისი მზერა განსაკუთრებით მიიპყრო, პირველუვე დანახვისთანავე ამოითვალწუნა და მისი შეხების სურვილით დაპყრობილი მისკენ წავიდა.

-გამარჯობა, მარტო ხარ?
-როგორი ბალანური კითხვა- ტეკილა ტუჩებთან მიიტანა მაგრამ ბევრი არ დაულევია.
-არაბანალური კითხვების დასმაც შემიძლია მაგრამ პირველივე შეხვედრაზე თავს ხომარ მოგაწყენ არა? მშვიდი სახე ჰქონდა ბექას.

მალევე შემთვრალი ბექა მაშოს სხვადასხვა ისტორიებს უყვებოდა მაშო კი ცდილობდა ნელ-ნელა კომპანიის საქმეებზეც აელაპარაკებინა.

-ჰმ, რამდენიმე დღეა რაც იტალიიდან ჩამოვედი მაგრამ თქვენს კომპანიაზე ბევრი მსმენია, ალბათ რამდენი მოწინაღმდეგე გყავთ
-აჰამ, საკმაოდ ბევრი, მაგრამ ვინც მე მიპირსპირდება ბოლოს ან დაბლა მიწაში მიდის ან სადმე გისოსებს უკან- ჩაიხითხითა და სმა განაგრძო.

-ბატონმა თედომ ჯერ კიდევ არ იცის წინ რა ელის, მაგას ჰგონია რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს?ვერ მოვართვი ისეთი რაღაცეები გააჩალიჩა ერეკლემ სასამართლოზე დადიანს ყბა ჩამოუვარდება ამდენი ტყუილი მე რანაირად შემტენესო- ამასობაში მაშომ ხმის ჩაწერაც დაიწყო, საქმე მოილია და გულიანად მოცინარი ბექა მარტო დატოვა, გარს იმდენი ქალბატონი ეხვია მაშოს წასვლა თავიდან ვერც გაიგო.

…………………………….
გარეთ გამოსულმა ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნქტა, პალტო კარგად მოიხურა და წასვლას აპირებდა რადროსაც დევდარიანი გარეთ ღრიალით გამოვიდა.

-შენ აი შენ, მინდიხარ, დღეს ჩემთან წავალთ წამომყვები და იმდენი ხანი იქნები ჩემთან რამდენ ხანსაც გიბრძანებ-ფეხზე ძლივს იდგა მაგრამ ენას არ აჩუმებდა.

-ბოდიშით ვიღაცაში გეშლებით, არც მე*ავი ვარ და არც ერთ ღამიან ურთიერთობას არ ვაპირებ შენთან-სრულიად მშვიდი ტონით მიუგო მაშომ, ფიქრობდა რომ საკმაოდ შემთვრალი ბექა ვერაფერს დაუშავებდა მაგრამ მაინც შიში ნელ-ნელა ღრღნიდა და ფეხების კანკალიც ემატებოდა, გარშემო მოიხედა აშკარად არავინ ჩანდა…

-რამდენს მიბედავ პატარა ქალბატონო? ძალიან სწრაფი მოძრაობით კუთხეში მოიქცია და ზევიდან დახედა.
-როცა გეუბნები რომ მინდიხატ ესეიგი ასეა, შენ ადგილას ყოფნა იცი რამდენ ქალს სურს? ძალიან ახლოს ტუჩებთან უჩურჩულა შემდეგ ხელი ბარძაყზე აუცურა და უხეშად ჩაავლო.

მაშოს ტკვილისგან და ზიზღისგან ტუჩებჯ დაებრიცა, მოშორება სცადა მაგრამ მასზე ორი თავით დიდს რას მოერეოდა? რა დროს არ აქვს ელექტროშოკი… სად დატოვა..

აყვირებულ და გაბრაზებულ მაშოს ბექა ყურადღებას არ აქცევდა უსირცხვილოდ დაატარებდა ხელს მის ფეხზე, მაჯაზე ხელი მტკივნეულად მოუჭირა და ხელი მოუტრიალა მაშომ ტკივილსგან ამოიგმინა და თვალები მოჭუტა.

-ბევრს რატომ საუბრობ? მაინდამაინც უნდა გატკინო რომ ურჩხული გეგონო? ზიზღით ჩაილაპარაკა და უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი.

მალევე სამი ახმახი და თედო გამოჩნდნენ, აი ეხლა კი მშვიდად სუნთქვა შესძლო, ფილტვები ჟანგბადით გაევსო და მუხლების განკალი განახლდა.

გონება დაკარგულ სისხლიან ბექა სამი აკცი მიათრევდა, დადიანი კი მაშოს თმაზე ხელს ატარებდა და ამშვიდებდა.

-ხომ გთხოვე, ხომ გგაფრთხილე…

მანქანაში სრული სიჩუმე იდგა, ხმის ამოღებას არცერთი აპირებდა.

თედოს მოთმინება ამოეწურა და უეცრად მანქანა დაამუხრუჭა.

-შენ რა გაგიჟდი? რას აკეთებ?
-მე გავგიჟდი? კიდევ მე მეუბნები მაგას? ჯიუტად ჯინაზე იქცევი, თინეიჯერი გოგოსავით მიხვედი და რა ქენი? მიიღე შედეგი? გააკეთე რამე? რატომ არასდროს არაფერს მიჯერებ? რით ვერ გიაზარდე?- დადიანმა ხმა ვეღარ გააკონტროლა და ყვრილზე გადავიდა

-კი ვნახე იმაზე უკეთესი შედეგი გიდრე წარმოიდგენდი, ვინ ხარ რომ მაკონტროლებ? რა ჯანდაბა გინდა დადიანო რატომ არ ქრები ჩემი ცხოვრებიდან? არ გეყო ერთხელ ჩამწარებული ცხოვრება? კიდევ გსურს? დავიღალე ყველაფერმა დამღალა, ოდნავ დალაგებული ცხოვრება თავზე ჩამომენგრა და და ისე იქცევი თითწოს მგლების ხროვაში მოხვედრილი ცხვარი ხარ, თითქოს მე ვარ დამნაშავე მხოლოდ მე!! ყვრილი ქვითინში და ტირილში გადაეზარდა, როგორ არ უნდოდა მის წინ ეტირა, ამდენი თავდაჯერებულება და მოთმინება თავზე მეხივით დაეცა და ძირს დააგდო…

-მაპატიე კარგი? ზედმეტი მომივიდა უბრალოდ იქ რომ გნახე ისე უვიცად რომ დაასრიალებდა შენს სხეულზე ხელს თავი ვეღარ შევიკავე… ნუ ტირი.. შენი ბრალი არაფერია, ჩემი შეცდომების და ლაჩრობის ბრალია, გპირდები ყველაფერი ჩაივლის და ზუსტ დეტალებში მოგიყვები ყველაფერს… ვფიცავ გულს აღასდროს გატკენ.

………………………………..

-დილით დამშვიდებულს თავის თბილ ლოგინში გაეღვიძა, ბევრი არაფერი ახსოვდა, გაიხსენა როგორ ტიროდა მის კალთაში ის კი ეუბნებოდა რომ აღარასდროს ატკენდა გულს.. და ყველაფერს მოუყვებოდაა… რაუნდა
მოეყოლა? იქნებ არის რაღაც რაც არიცის.. იქნებ არის რამის შანსი…

საუზმე გაიმზადა და მარიკასთან საუბარს შეუდგა.

-რას ამბობ? ეხლა გავგიჟდებიი….. მაშო მგონი შანსია, აშკარად არსებობს რაღაც რაც ჯერ არ იცი, გული მიგრძნობს რომ რაღაც კარგი მოხდება, ჰმ ლევანს ნამვილად ტაჟი ჩემგან.. ისე კაი ბიჭია?

-გოგო რა უთავმოყვარეო ხარ!!! ჩემს მეგობარს თავი დაანებე მაგასაც გული უნდა გაუტეხო? კაცთა მოდგმის მოძულევვ!- მაშომ ენა გამოუყო და სიცილში აჰყვა, ცოტა კიდევ ისაუბრეს შემდეგ მაშო მოემზადა და ისევ კომპანიისკენ გასწია.

……………………………….

-მაშო გაღიარებ, აი ეს მგონი ჩვენი მთავარი სამხილია…
-საინტერესოა აბა ჰკითხე რად დაუჯდა ეს ყველაფერი და როარ მივსულიყავი რა ამბავი დატრიალდებოდა- თედო ფეხზე წამოდგა და ტერასაზე მოსაწევად გავიდა.
-დაგიშავა რამე? ლევანს თვალები აენთო

-არა, იმ ვაჟბატონმა მიშველა, ჩამშვები- თვალები აატრიალა და ოთახიდან გასასვლელად მოემზადა.

-ლევან ხვალ არ მცალია, არ ვიქნები კიდევ გადავხედავ რაღაცეებს და ზეგისთვის საბუთებიც მზად მექნებაა წავედიი- ხელი დაუქნია და შენობა დატოვა.

ლევანი ფეხზე წამოდგა და მეგობართან გავიდა.
-როდის უნდა აუხსნა ყველაფერი? იქნებ გპატიობს? შენც დაისვენებ და ისიც დამშვიდდება.
-არვიცი რა როგორ ვუთხრა.. რა ვუთხრა ლაჩარივით მოვიქეცი, შემეშინდა, შენი დაკარგვა არმინდოდა მოგატყუე რომ მამაჩემის ახირებების და შეცდომების გამო არ დაზარალებულიყავითქო? მაგის გამო გაგიმზარე ცხოვრება და საზღვარგარეთ გაგაქციეთქო? - ამოიხვნეშა და მესამე ღერს გაუკიდა.

-აუხსენი მოუყევი, სანამ დროა ხომ ხედავ სასამრთლოც ახლოვდება, დარწმუნებული ვარ ისეთი მონდომებულია აუცილებლად ამ პროცესს ჩვენ მოვიგებთ, მერე კი წავა და ჩიტივით გაგიფრინდება.

………………………..
მთელი დღე საბუთების დალაგებას და ინფორმაციების მოძიებას შეალია, საკმაოდ ბევრი სამხილი დაუგროვდა, დამშვიდებული და საკუთარ თავში დარწმუნებული რომ
ეს პროცესიც მათ საკითეთოდ დასრულდებოდა, თავი მოიწესრიგა და მის ერთადერთ მეგობართან შესახვედრად მზადებას შეუდგა.

მყდრო კაფეში მოთავხსდნენ, თიკა უკვე გათხოვილი ქალი იყო, და ერთი უსაყვარლესი ბიჭუნაც ყავდა, აზევე ქმარი რომელიც არაფერს აკლებდა და “ხელისგულზე” ატარებდა, ძალიან უყვარდა ეს გოგო, პირველი კალისიდან ერთად მოდიოდნენ, ერთმანეთის ცხოვრებაზე წვრილმანებიც იცოდნენ და კონტაქტს არასდროს წყვეტდნენ.

-ესეიგი დაბრუნდა შენი გულისწორი, ვფიქრობ ქორწილისთვის მზადება მჭირდება, ცოტა კილოგრამებინუნდა დავყარო.
-ხო აი ხვალვე მთხოვს ხელს და ზეგ სამასკაციან ქორწილს გადავიხდი, რა ქორწილი რის ქორწილი, არაფრის ახსნას არ აპირებს ალბათ, თავსაც მარიდებს უკვე.
ეს სასამართლოც ჩაივლის და ჩემს ცხოვრებას მივუბრუნდები…

-არასდროს თქვა არასდროსო არ გაგიგია შენ? გეუბნებიი შეარჩიე უკვე საქორწილო კაბა, რასაც ვამბობ ის სრულდება, არ გახსოვს მანანა მასწავლებელზე რომ ვთქვი ნეტა კიბეებისან დაგორდესთქო და
მეორე დღეს ფეხმოტეხილი გამოგვეცხადა?

ბავშვობის ამბებზე ორივეს სიცილი აუტყდათ კიდევ ბევრი რამ გაიხსენეს და დაიშალნენ, თიკას ქმარმა მოაკითხა, მაშომ
კი თბილისის ქუჩებში ფეხით გასვლა არჩია.

……………………………………

სასამართლო პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, ერეკლეც და ბექაც საკანში გადაიყვანეს, გაყალბებული ხელმოწერების და კომპანიების ჩაძივრის საქმეების გარდა ბევრი შავ-ბნელი საქმეც ამოუქექეს მაგალითად ნარკოტიკების და იარაღების უკანონო გატანა…

გამოსულებს შესასვლელთან რამდენიმე ადამიანი დახვდათ, უეცრად ოცდახუთიოდე წლის გოგონა გამოიქცა და თედოს კისერზე ჩამოეკიდა.
-როგორ მენატრებოდი- ბედნიერმა ამოთქვა, თედომაც მოხვია ძლიერი მკლავები და ჰაერში აიტაცა.

მაშოს თვალები აემღვრა, აუწყლიანდა შენობა სისწრაფით დატოვა და სახლისკენ აიღო გეზი.

გზად საშინელი წვიმა და ქარი დაიწყო, საკმაოდ თხლად ჩაცმული კი ყინვამ აიტანა.
სახლში მისული სუკ გალუმპულიყო, წყალი გადაივლო, თბილი პიჟამოები ჩაიცვა და უკვე უკვე ატირებული საბანში შეწვა.

…………………….
საშინელმა ბრახუნმა თვალების გახელა აიძულა მაგრამ ვერაფერს ხედავდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, თავი უსკდებოდა, კანკალებდა და ბოდავდა.

მალევე რაღაც შემტვრევის ხმა გაიგო შემდეგ გაყინული ხელები, გრილი წყალი მთელ ტანზე ესიამოვნა შემდეგ კი ბურუსში ჩაიკარგა.

……………………
თითქმის ფხიზლეს თავის ტკივილი იმდენად აღარ აწუხებდა, აღარც ცრემლი უსველებდა სახეს, მაგრამ გრძნობდა ძლიერ და თბიკ ხელებს წელზს.

იფიქრა მეჩვენებაო, თავს თვალების გახელა აიძულა და გვერძე დაწოლილ მშვიდად მფშვინავ თედოს რომ მოკრა თვალი უეცრად წამოიყვირა.

-რა გაყვირებს გოგო- თავზე ბალიში წამოიმხო, მაშო ერთი ხელის მოსმით უკან დააბრუნა და უფრო ძლიერად მიიხუტა ტანზე.
-რას აკეთებ იდიოტო, გამიშვი.. დღეს ვისაც ეხუტებოდი იმან ვერ დაგაკმაყოფილა?
-რო იცოდე ეგ ლენკაა, ალბათ გახსოვს ჩემი დეიდაშვილი რომელიც სამი წელია არ მინახავს, ასე რომ დაიმშვიდე შენი ოატარა გული და ცოტახანი მშვიდად ძილის უფლება მომეცი.

-თედო უნდა წავიდე- პასუხით დაკმაყოფილებულმა და დარცხვენილმა ამოიხვნეშა და გათავისფულება სცადა.
-სად მიდიხარ- თვალებ დახუჭულმა ამოთქვა
-უკან ვბრუნდები, ბილეთი უკვე ვიყიდე
დადიანმა თვალების გახელა ინება ერთი ამოისუნთქა სასაუბროდ მომზადებულმა ერთი ხელის მოსმით ბუმბულივით აიტაცა მაშო ხელში და სამზარეულოში დასვა.

-მე ეხლა საჭმელს მოგიმზადებ, ყველაფერს აგიხსნი, შენ არ შემაწყვეტინებ, შემდეგ კი გადაწყვიტე რა იქნება სწორი, მე შენს გადაწყვეტილებას პატივს აუცილებლად ვცემ.

-გისმენ- მაშომ ფეხები სკამზე იკეცა პლედი მოიხვია და მოსასმენად მოემზადა.

-მოკლედ რომ გითხრა ჩვენი ერთად ყოფნის ერთი წლის თავზე გავიგე რომ მამაჩემი ცუდ საქმეებში იყო ჩარეული, მისმა მტრებმა ჩემზე დაიწყეს შურისძიება და მალევე შენც მოგაგნეს, შენი თავით მემუქრებოდნენ, ამიტომაც სიმრთლე რომ მეთქვა ვიცი ვირზე შეჯდებოდი და არ წახვიდოდი, მე კი აქ ვერ დაგიცავდი, თავს არ ვიმართლებ გზა უნდა მომენახა და ლაჩარივით არ უნდა მოვქცეულიყავი

-მაგრამ- დაბნეულმა მოსმენილისგან გაოგნებულმა ამოილუღლუღა და ტუჩები სატირლად მოებრიცა

-არ გამაწყვეტინო, არ იტირო კარგი? მის წინ ჩაიმუხლა დადიანი და ცრემლები მოსწმინდა.

-ჩემს გამო საკმარისი ცრემლი დაღვარე, გპირდები შენ თუ გადაწყვეტ მომავალში ასეთი რაღაც აღარასდროს განმეორდება, ვიცი მაშინ არვიყავი შენთან როცა გჭირდებოდი, როცა შენი გვერდი უნდა გამემაგრებინა მაპატიე კარგი? გთხოვ გამიგე, რომ შემეძლოს დაბრუნება ვფიცავ ბევრ რამეს შევცვლიდი.

-მაშოს პასუხიგან მომლოდინემ გაზი ჩააქრო და მის წინ დადგა.

-უნდა გეთქვა, აგეხსნა და მარტო შენ არ უნდა გადაგეწყვიტა ჩემი და შენი მომავალი… მაგრამ ეხლა წარსულს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ მომავალს შევცლით ხომ ასეა? ღიმილით მიუგო, ფეხზე წამოდგა ფეხის წვერებზე დადგა და აკოცა.

დადიანმა ფეხები საკუთარ წელზე შემოახვევინა და ოთახისკენ აიღო გეზი.

სანამ უჰაერობამ არ შეაწუხა ორივე იქამდე იჯერებდნენ გულს ერთმანეთის კოცნით.

-ესეიგი მპატიობ პატარავ?
-გამოსასყიდი? ეშმაკურად ჰკითხა და მისი კოცნის მოლოდინში გაიტრუნა.

-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.

პასუხისგან დაკმაყოფილებულმა მაშოს ფეხებში ხელი ჩაავლო ნელა აუყვა და ბაყვებზე მოუჭირა, შემდეგ მუცლიდან მკერდზე აიწია, რამდენიმე სველი კოცნა ყელიდან მკერდზე დაუტოვა და სხეულის შესწავლას შეუდგა..

დილით საყვარელი მამაკაცის გვერდით გაეღვიძა, რამდენჯერ უოცნებია ამ მომენტზე რამდენჯერ უფიქრია ….
…………………….
კიდევ ორი თვის თბილისში გატარებას გეგმავდა მაშო, მარიკას და საბასაც გააცნო ვიდეო ზარიდან, თედო საბას დაპირდა რომ ჩამოვაკ შენი ფეხბურთის მატჩებზე ყოველთვის ვივლიო…

თითქმის ყოველდღე თედო მაშოს ლილიებს ჩუქნიდა ან კარებთან უტოვებდა.

რამდენიმე კვირა კომპანიების საქმის დალაგებას მოუნდნენ, თითქმის ყველა გაზეთი და საიტი წყვილის ფოტოს აშუქებდა და მათზე ათას მართლლ და აფსურდ ამბავს წერდნენ.


……………………………………

-ვის უცინი მანდ? -წარბის აწევით მიუგო თედომ ლევანს რომელსაც თავი ტწლეფონში ჩაეყო და ვიღაცას გამწარებული ემესიჯებოდა.

-აა მე არა ვის არა არარვის-
-კაი რას დაიბენი, ჩემმა დაქალმა უკვე მახეში შეაბა და იმის მესიჯებს უღიმის, მგონი იმასაც მართლა შეუყვარდა - ღიმილით ამოთქვა მაშომ და აივანზე მოცინარ მოლაპარაკე ლევანს შეავლო თვალი.
თედომ დრო იხელთა, ქალბატონი დაიჭირა და კალთაში ჩაისვა.

-ერთი საათია შენთვის არ მიკოცნია იცი? მომენატრე ესღა უთხრა და კოცნაში აიყოლა

-უკაცრავად ხელს ხომარ გიშლით?- ჩახველების ხმა და ლევანის სიცილი მოესმათ
-გადიი ბიჯოოო, ვერ ხედავ ხელს გვიშლი?
-კაი კაი გავდივარ, აი ესარი ძმაკაცი რო ქალში გაგცვლის- მოჩვენებითი ცრემლი
მოიწმინდა და კარისკენ წავიდა

-დამელოდე ლევანნ მეც მოვდივარ, ქსეროქსის ოთახში უნდა გავიდე. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა თედოს და ოთახი დატოვა.


საღანოს დაღლილები ოთახში იჯდნენ და საბუთებს აწესრიგებდნენ.

-მოდი სადმე კლუბში წავდიეთ, ცოტას დავისვენებთ ცოტა დალევა სიმღერა…

-უი არ გიშლის მარიკა სახლიდან გასვლას? თვალები მოჭუტა დადიანმა და ლევანის გაბრაზებას შეუდგა.

კლუბში სასიამოვნო მელოდია უკრავდა, რამდენიმე ჭიქა სასმელი შეუკვეთეს ამასობაში რამდენიმე დაპატიჟებული საერთო მეგობრებიც გამოჩნდნე და მათ შეურთდნენ.

საერთო ენაც გამონახეს და ერთმანეთთან გატარებულ დროს და ბავშვობის ამებებს იხსენებდნენ, შემდეგ კი გულიანად იცინოდნენ.

-მალე მოვალ- თედომ მაშოს ყურში უჩურჩულა და ადგა.
უკვე ათი წუთი გასულიყო რაც თედო არ ჩანდა, მაშოს ადგომა ვერავინ გაიგო, რაღაც ცუდს უგრძნობდა გული მაგრამ მაინც ჯიუტად აგრძლებდა თავის გზას ….

-თედო აქ ხარ?
ადგილზე მისულს უცნაური სანახობა დახვდა… ხედავდა ვიღაც გოგო როგორ ეტმასნებოდა თედოს… შემდეგ კი ხელს უცურებდა შარვალში… გული ერეოდა საკუთარ თავზეც და ამ სანახაობაზეც

-ჯანდაბა ჯანდაბა, უკან მოუხედავად დატოვა ტერიოტორია და პირველი ტაქს სახლამდე გაყვა, მისულმა რაც შეეძლო სწრაფად ჩაალაგა ბარგი, იცოდა დადიანი უკან გამოჰყვებოდა, გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა და აეროპორტისაკენ წავიდა…. დაიღალა ყველაფრით … ამდენი იმედგაცრუების და ტყუილი დაპირებებისაგან…


სახლში მისულს მარიკამ არაფერი უთხრა, თავი მის კალთაში მოათავსა და რაც ჰქკდნა ნაგროვები უარყოფითუ ემოციები ერთიანად დაიცალა, დამშვიდებულს კი მის კალთაში ჩაეძინა.

…………….
ორი უსულო კვირა გასულიყო მისი საქარველოდან წამოსვლის, ცოცხალ-მკვდარი დადიოდა ოთახიდან ოთახში, ვერც ჭამდა ვერც სვამდა ვერც იძინებდა.. ხედავდა მარიკას ნერვიულ სახეს რამდენჯერმე გონების დაკარგვის შემდეგ….

შეატყო ბოლო რამდენიმე დღე მარიკა მის თვალწინ მობილურს აღარ პასუხობდა, ან ოთახში გადიოდა ან აივანზე
მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია.

-მაშ გავდივარ, საჭმელი მაცივარშია გვიან დავბრუნდები- ტელევიზორს მივჩერებოდი მარიკამ კოწყვეტით მაკცოა ლოყაზე და კარი გაიხურა.

მთელი ღამის უძინარს მალევე ჩამეძინა, სანამ ბოლომდე სიზმრებში გადავეშვებოდი საკეტის ხმა გავიგე.. ალბათ მარიკა დაბრუნდათწო ვიფიქრე და თავი ძილს მივეცი.

წელზე ნაცნობი ხეკის შეხებისას შევკრთი…

-თედო? თავი წამოვყავი და გვერძე მწოლიარეს გადავხედე

-ადექი, აქ რაგინდა? ხელი მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი.
-ჯიუტი თხა? ფეხზე წამოდგა და მუხლებზე დამისვა.
-მაინტერესებს შენ საქციელს რა გამართლება აქვს?

-რაო? ჩემი საქციელის გამართლებას ეძებ? საპირფარეშოში ვიღაცას ტუჩებში უძვრებოდი და მე ვარ დამანაშავე? ადგომა ვცადე ხელები დამიჭირა და უკან დამაბრუნა.

-ჰმმ აბა კარგსდ გაიხსენე.. მე ვეტმასნებოდი თუ ის? არც კი გიკითხავს ჩემთვის რა და როგორ მოხდა.

-და შენ რას იზამდი? აი მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი.

-გავბრაზდებოდი მაგრამ საუბრის და ახსნის საშუაკებას მიგცემდი, სიყვარულში ერთ-ერთი მთავარი თვისება ნდობაა.. შენც ხომ კარგად იცი? მე შემიძლია საკუთარ თავზე მეტად გენდო იმიტორმ რომ მიყვარხარ… ყველაზე და ყველაფერზე მეტად.

-მე მე არვიცი… მაპატიე.. არც კი დავფიწრებულვარ..

-არაუშავს პატარავ, შევრიგდით? ღიმილით ჰკითხა თავის დაქნევა რომ მიიღო ჩამოგორებული ცრემლი მოსწმინდა და მთეკი სახე დაუკოცნა… შემდეგ ლოგინზე გადააწვინა და ვნება მოზღვავებულმა საყვარელი ქალი მკლავებში მოიქცია…

…………………………………………………………….

-ლილია დეე მოდი ჩემთან- აბა მომიყევი რატომ ტირი?
-ვაჩემ თმა მომქაჩა
-იტყუება მაშო დეიდა, ლილია ვაჩუქე ნახე შენსავით ლამაზი ყვავილიათქო და ეს ტირილით გამოიქცა.

-ლილიამ რომელსაც ტყუილი არ გამოვუდა, დედიკოს კლთიდან ჩამოხტა ცხვირი აიბზუა და ეხლა მარიკა დეიდასთან გაიქცა.

საღამოს ყველა ცეცხლთან შეკრებილიყო, თბილად საუბროდბნენ იხსენებდნენ მარიკას და ლევანის გაცნობას, საბას პირველ დიდ თამაშს, მისი აწი უკვე საცოლის გაცნობას ბოლოს კი ვაჩეს კალთაში თავი რომ მოეთავსებინა პატარა წუნკალ ქალბატონს მისი ბაღის პირველ დღეს იხსენებდნენ, როგორი თავდაჯერებით დაიცვა ვაჩემ პატარა ლილია დიდი ბაღის ბიჭებისგან…

არვიცი როფორი გამომივიდა, დღეს კომივიდა უეცრად აზზრად და ბარემ დავასრულე თორე კერე აცუოებლად დამავიწყდებოდა… დროსაც აუცილებლად დავასრულებ;)) ველიი შეფასებებს)



№1  offline წევრი La dolce vita

უყურე, ეცადე ხოლმე, რომ სიუჟეტური აღწერა უფრო ვრცელი, იყოს და ასე სწრაფ სწრაფად ნუ ამთავრებ აღწერებს, ეცადე მხატვრულად გადმოსცე ამბავი, დიდად მეც ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი მწერალი ვარ,მაგრამ ვცდილობ უფრო დავხვეწო და შენც მაგიტიმ გირჩევ იგივეს რათა ჩემი შეცდომები არგაიმეორო. თუ გაქვს წერის ამბიცია და გიყვარს წერა, ეცადე ბევრი იმუშაო ამაზს თუმდაც ფირცელზე გადმოიტანო, ის სიუჟეტი რასაც აქ წერ, ეცადე ბევრი წიგნ იკითხო, კითხვა ამდიდრებს სიტყვების მარაგს და ლექსიკას და შესაძლებლობას მოგცემს გაუკეთო ანალიზი, ტექსტს.. მაგალითად მე ასე ვაკეთებ ხოლმე, თუ არ ვიცი, ან მინდა დავწერო ისე, როგორც წიგნიში უწერიათ ავტორებს ანუ ვგულოსხმობ ტექსტის აწყობას და განვითარებას. დამიჯერე შენი გზა, გამოვიარე, თავიდან სულ არ გამომდიოდა, ადრე რომ მეუბნებოდნენ ამას მწყინდა ხოლმე ,მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ.
რაც ამ საიტზე ვარ უკვე მესამე ისტორია დავწერე და ვფიქეობ მესამე ამბავი შედარებით უკეთესია.
მოკლედ წარმატებები და ბევრი იმუშავე შენ თავზე ჩათვალე, რომ შენი კეთილის მრჩეველი ვარ და არ მიწყენ.❤️❤️

 


№2  offline წევრი avrora_

La dolce vita
უყურე, ეცადე ხოლმე, რომ სიუჟეტური აღწერა უფრო ვრცელი, იყოს და ასე სწრაფ სწრაფად ნუ ამთავრებ აღწერებს, ეცადე მხატვრულად გადმოსცე ამბავი, დიდად მეც ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი მწერალი ვარ,მაგრამ ვცდილობ უფრო დავხვეწო და შენც მაგიტიმ გირჩევ იგივეს რათა ჩემი შეცდომები არგაიმეორო. თუ გაქვს წერის ამბიცია და გიყვარს წერა, ეცადე ბევრი იმუშაო ამაზს თუმდაც ფირცელზე გადმოიტანო, ის სიუჟეტი რასაც აქ წერ, ეცადე ბევრი წიგნ იკითხო, კითხვა ამდიდრებს სიტყვების მარაგს და ლექსიკას და შესაძლებლობას მოგცემს გაუკეთო ანალიზი, ტექსტს.. მაგალითად მე ასე ვაკეთებ ხოლმე, თუ არ ვიცი, ან მინდა დავწერო ისე, როგორც წიგნიში უწერიათ ავტორებს ანუ ვგულოსხმობ ტექსტის აწყობას და განვითარებას. დამიჯერე შენი გზა, გამოვიარე, თავიდან სულ არ გამომდიოდა, ადრე რომ მეუბნებოდნენ ამას მწყინდა ხოლმე ,მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ.
რაც ამ საიტზე ვარ უკვე მესამე ისტორია დავწერე და ვფიქეობ მესამე ამბავი შედარებით უკეთესია.
მოკლედ წარმატებები და ბევრი იმუშავე შენ თავზე ჩათვალე, რომ შენი კეთილის მრჩეველი ვარ და არ მიწყენ.❤️❤️

უდიდესი მადლობა უკარგესი ხარრ წარმატებები!♥️♥️????

 


№3  offline წევრი La dolce vita

avrora_
La dolce vita
უყურე, ეცადე ხოლმე, რომ სიუჟეტური აღწერა უფრო ვრცელი, იყოს და ასე სწრაფ სწრაფად ნუ ამთავრებ აღწერებს, ეცადე მხატვრულად გადმოსცე ამბავი, დიდად მეც ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი მწერალი ვარ,მაგრამ ვცდილობ უფრო დავხვეწო და შენც მაგიტიმ გირჩევ იგივეს რათა ჩემი შეცდომები არგაიმეორო. თუ გაქვს წერის ამბიცია და გიყვარს წერა, ეცადე ბევრი იმუშაო ამაზს თუმდაც ფირცელზე გადმოიტანო, ის სიუჟეტი რასაც აქ წერ, ეცადე ბევრი წიგნ იკითხო, კითხვა ამდიდრებს სიტყვების მარაგს და ლექსიკას და შესაძლებლობას მოგცემს გაუკეთო ანალიზი, ტექსტს.. მაგალითად მე ასე ვაკეთებ ხოლმე, თუ არ ვიცი, ან მინდა დავწერო ისე, როგორც წიგნიში უწერიათ ავტორებს ანუ ვგულოსხმობ ტექსტის აწყობას და განვითარებას. დამიჯერე შენი გზა, გამოვიარე, თავიდან სულ არ გამომდიოდა, ადრე რომ მეუბნებოდნენ ამას მწყინდა ხოლმე ,მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ.
რაც ამ საიტზე ვარ უკვე მესამე ისტორია დავწერე და ვფიქეობ მესამე ამბავი შედარებით უკეთესია.
მოკლედ წარმატებები და ბევრი იმუშავე შენ თავზე ჩათვალე, რომ შენი კეთილის მრჩეველი ვარ და არ მიწყენ.❤️❤️

უდიდესი მადლობა უკარგესი ხარრ წარმატებები!♥️♥️????

❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent