შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 10 თავი


24-11-2024, 10:43
ავტორი ნეაკო
ნანახია 707

დილის 8 საათიდან იდგა თორნიკე, ნიცას კორპუსის წინ მანქანით და მის გამოჩენას ელოდებოდა. უნდოდა ფოტოაპარატი დაებრუნებინა მისთვის, თუმცა ეს მხოლოდ მიზეზი იყო. სინამდვილეში მისი ნახვის სურვილი კლავდა. თავსხმა წვიმის მიუხედავად თორნიკე იმედს არ კარგავდა, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ რაღაც მიზეზით ნიცა ქუჩაში გავიდოდა და მას ნახვას შეძლებდაა. გაეღიმა, როცა სადარბაზოდან გამოსული ნიცა დაინახა, რომელიც ჩქარინაბიჯით მიუახლოვდა იმ წამს მოსულ გამოძახებულ ტაქს. თუმცა როგორც კი მის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა მაშინვე ცივად შეეყინა სახეზე ღიმილი. უარესი დაემართა როცა თვალცრემლიანი ნიცა გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.
-შემომაკვდება ეს ნაბ*ჭვარი-გაიფიქრა თორნიკემ და სწორედ მაშინ როცა მანქანიდან გადასვლა დააპირა ნიცამ უხეშად მოიშორა აღელვებული ბიჭი და ტაქსიში ჩაჯდა
-ნიცა გთხოვ არ წახვიდე-შეეხვეწა ბიჭი და როცა მანქანა ადგილიდან დაიძრა საბარგულს ხელი გამატებით დაარტყა.
თორნიკე ვერ მოხვდა რა ურთიერთობაში იყვნენ ეს ორნი ერთმანეთთან, თუმცა ბიჭის რეაქციიდან გამომდინარე მარტივად მიიხვდა რომ ნიცა რაღაც არასწორის გაკეთებას აპირებდა, ამიტომ ამ თავხედი ახალგაზრდის ცემა კი სხვა დროისთვის გადადო და ტაქს აეკიდა.
კარგა ხნის სიარეულის შემდეგ ტაქსი პოლიციის შენობის წინ გაჩერდა. წამიერად სუნთქვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა თორნიკეს. ეგონა, სულ რამდენიმე საათში დასრულდებოდა მისი და ანდრიას თავისუფლება ან სიცოცხლე, მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად თავში აზრადაც არ მოსვლია რომ ნიცა შეეჩერებინა. თვითონაც არ იცოდა რატომ.

ვინიცის, იქნებ დაიღალა... ან უბრალოდ მობეზრდა ასე ცხოვრება... იქნებ ძალა გამოელია?

პოლიციის შენობიდან გამოსვლისთანავე, მკლავზე უხეშად წაავლო ხელი თორნიკემ ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას და მანქანისაკენ ძალის გამოყენებით წაიყვანა. სიტყვის უთქმელად გაჰყვა ნიცა, მაგრამ როგორც კი ქუჩის კუთხეში გაჩერებულ მანქანას მიუხლოვდნენ მაშინვე დაფრთხა
-ხელი გამიშვი!
-ჩაჯექი!-დაუღრინა თორნიკემ და მანქანის წინა კარი გაიღო
-მტკივა!- წამოენთო ნიცა. წამიერად დაიბნა თორნიკე, მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე და მკლავზე ხელი უხეშად გაუშვა გაღიზიანებულ გოგონას. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-მანქანაში ჩაჯექი!
-რას აკეთებ-მისმა ზედმეტმა სიახლოვემ ნიცა ააღელვა
-შენ თვითონ რას აკეთებ?!- ძლივს შეკავებული აგრესიით ჰკითხა თორნიკემ
და პოლიციის შენობაზე მიანიშნა, ნიცამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა თორნიკე და ბოლო ხმაზე უღრიალა- მანქანაში ჩაჯექი!- ნიცამ მისი სურვილი არ შეასრულა ამიტომ გაგიჟებულმა ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა აგვისტოს ცხელი ჰაერი და მაქსიმალირად მშვიდი ტონით უთხრა- ნუ მაიძულებ რომ ძალა გამოვიყენო!- როგორც კი მისი სურვილი შეასრულა ნიცამ გაცეცხლებული თორნიკე მაშინვე საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა. კარგა ხანს უხმოდ იარეს ხმას არცერთი არ იღებდა, რადგან ერთს საუბრის სურვილი არ ჰქონდა მეორეს კი ნერვები. თუმცა მალევე მობეზრდა თორნიკეს ეს სიჩუმე და გაურკვევლობა ამიტომ ნიცასთან საუბრის წამოწყება სცადა
-არაფერს მეტყვი?
-შენთვის სათქმელი არაფერი მაქვს
-იცი ახლა რა მოხდება...?!
-გეშინია?-ირონია გაერია ხმაში ნიცას და წამიერად მისკენ მიიხედა
-ნიცა ნუ მაღიზიანებ!- წამოენთო თორნიკე და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა
-მაშინ კითხვების დასმა შეწყვიტე და გააკეთე ის რის გაკეთებასაც აპირებ!
-გეშინია?-იგივე ტონალობით ჰკითხა თორნიკემ რა ტონითაც თავად ნიცამ დაუსვა კითხვა ცოტა ხნის წინ
-სიკვდილის? არა, შენ?- გაეღიმა ნიცას
-რატომ იყავი პოლიციაში მისული?- თორნიკემ მის ცინიზმს ყურადღება არ მიაქცია
-ხომ იცი რომ მაგ კითხვაზე არ გიპასუხებ...
-ნიცა ნუ მაგოჟებ-სიტყვა გააწყვეტინა თორნიკემ და სიჩქარესი კიდევ უფრო მოუმატა.

საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა ნიცას, როცა თორნიკემ ისევ იმ აგარაკზე მიიყვანა სადაც 2 დღე და ღამე ჰყავდათ გამოკეტილი.
-ამის დედასაც შევ*ცი, ამის დედაც-უმისამართო გინება დაოწყო თორნიკემ როცა რკინის კარი პულტით გააღო და ეზოში ზურა დაინახა, თავის დაცვის ბიჭებთან ერთად



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები???????? თორნიკე & ნიცა ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

მეც თორნიკეს და ნიცას წყვილს ვემხრობი, მაგრამ ისეთი იშვიათად წერთ ალბად მომავალ წელს თუ მოხდება რამე. . ერთნაირად დადეთ როცა დაასრულებთ, ასე ნუ გვაწვალებთ. თქვენი ყველა ისტორია ასე იჭიმება და გრძელდება

საინტერესოდ და კარგად წერთ, ძალიან ნიჭიერი ხართ მაგრამ დიდი ხნის ლოდინი გვჭირდება თქვენი ისტორია მთლიანად რომ წავიკითხოთ

ასე ნუ აქუცმაცებთ, ერთიანად დადეთ ბოლოს

 


№3  offline წევრი Nikea

თორნიკე და ნიცა მინდა მეეეეე

 


№4  offline მოდერი ნეაკო

Nikea
თორნიკე და ნიცა მინდა მეეეეე

შეიძლება შედგეს ეს წყვილი შეიძლება არა ❤️

სტუმარი ლილე
საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები???????? თორნიკე & ნიცა ❤️

❤️❤️❤️

სტუმარი მარი
მეც თორნიკეს და ნიცას წყვილს ვემხრობი, მაგრამ ისეთი იშვიათად წერთ ალბად მომავალ წელს თუ მოხდება რამე. . ერთნაირად დადეთ როცა დაასრულებთ, ასე ნუ გვაწვალებთ. თქვენი ყველა ისტორია ასე იჭიმება და გრძელდება

საინტერესოდ და კარგად წერთ, ძალიან ნიჭიერი ხართ მაგრამ დიდი ხნის ლოდინი გვჭირდება თქვენი ისტორია მთლიანად რომ წავიკითხოთ

ასე ნუ აქუცმაცებთ, ერთიანად დადეთ ბოლოს

დიახ მესმის, ამგრამ სამწუხაროდ არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ერთინად ავტვირთო მთლიანი ისტორია. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent