ბატონი შეშლილი *1*
-ვინ ხარ? -ვეკითხები ჩემს წინ მდგომ მამაკაცს, რომელიც თითქოს არსაიდან გამოჩნდა -გიორგი ბერიძე-მპასუხობს და უტიფრად მავლებს მზერას სხეულზე -ჩემგან რა გინდა?- შიში მიკრთება ხმაში -შენგან არაფერი მთლიანად შენ მინდიხარ. -არც კი გიცნობ- მოსმენილისგან ლამის ყბა ჩამომივარდეს -მთელი ცხოვრება გვაქვს წინ -აგრძელებს საუბარს და ირონიული ღიმილი უმშვენებს სახეს -აზრს არ მეკითხები -გარდაუვალს გამცნობ -შენი არასოდეს გავხდები-გამომაქვს განაჩენი -არასოდეს თქვა არასოდეს -გზაზე ნუ მეღობები -ვცდილობ გვერდი ავუარო და გზა გავაგრძელო -ყველა გზა ჩემამდე მოგიყვანს -ნუ მომყვები -სახლამდე მიგაცილებ -ეცვლება ხმა -პოლიციას გამოვიძახებ -შენი ნებაა -საერთოდ არ გეშინია? -არა -საერთოდ რამის გეშინია? -მხოლოდ უშენობის -არ ხარ ნორმალური, პოლიციაში კი არა ფსიქიატრიულში უნდა დავრეკო აშკარად პაციენტი გამოექცათ -ბარბარე! -ჩემი სახელი საიდან იცი -შენს შესახებ ყველაფერი ვიცი -მითვალთვალებ -შეიძლება -კარგად ბრძანდებოდე - გინდა საიდუმლოს გაგიმხელ -არ მინდა -ვაპირებ თავი შეგაყვარო -მეტისმეტად ბევრი თავისუფალი დრო გაქვს ალბათ -შენთვის ამოუწურავი -ჟრუანტელმა დამიარა -შეხვედრამდე ბარბარე -იმედი მაქვს უკანასკნელად გხედავ სადარბაზოში შევდივარ და ლიფტს ვიძახებ. ღამის ორი საათია მე კი პარკებით დატვირთული ლიფტის წინ ვდგავარ და ველოდები როდის ინებებს მეთექვსმეტედან ჩამოსვლას. შეშლილი, ალბათ სანაძლეო წააგო, მეც მოვინდომე რა ტკბილი. -შეგეძლო გამოგეძახებინა-მანიშნებს წყლის დასალევად სამზარეულოში მყოფი მამაჩემი -ნეტა გამომეძახებინა იმ შეშლილს ხომ აღარ გადავეყრებოდი-ვბუტბუტებ ჩემთვის -რამე მითხარი? -არაფერი მამა-ვეუბნები უკვე კარებში მყოფს, ტკბილეულს თეფშებზე ვალაგებ და ჩემი ოთახისაკენ მივემართები. სემინარებისთვის მზად ვიყავი ამიტომ საკუთარ თავს ცოტა დასვენების უფლება მივეცი. ფილმის ყურება დავიწყე და ვერ გეტყვით როდის ჩამეძინა. -ბარბარე გაიღვიძე-ჩამესმის დედაჩემის ხმა -ცოტა ხანი რა- ვამბობ და საწოლის მეორე მხარეს ვტრიალდები -ბარბარე სემინარზე აგვიანებ -სემინარი-განგაშის ხმასავით ჩამესმა ყურებში და მაშინღა ვიკადრე თვალების გახელა. ელვის სისწრაფით მოვემზადე, ისე რომ თმაც კი არ დამივარცხნია გარეთ გავვარდი. სადარბაზოდან გამოსული ისევ იმ შეშლილს რომ ვხედავ თვალები მიფართოვდება. ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვუვლი გვერდს -დილა მშვიდობისა ძვირფასო -შენ რა მართლა უსაქმური ხარ -მინდოდა დილა კოცნით დაგვეწყო ამიტომ ყველაფერი გადავდე -სილის გაწნით უფრო დაიწყებ დილას ასე მგონია-ვეუბნები და ნაბიჯს ვუჩქარებ -ასე სად მიგეჩქარება? -არ არის შენი საქმე -შემიძლია მიგიყვანო, მანქანით ვარ -არ მჭირდება ტაქსს გამოვიძახებ -სანამ მოვა დაგაგვიანდება -არაუშავს-ვამბობ და ტაქქს ვიძახებ აპლიკაციის საშუალებით, 5 წუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე იმ შეშლილის შემოთავაზებას დავთანხმებოდი -საოცარი ვარცხნილობა გაქვს-მეუბნება აწ უკვე მანქანაში მყოფს -წინ უყურე-ახლაღა ვიხედები სარკეში , მართლაც რომ საშინლად გამოვიყურები -არაუშავს მე ეგეთიც მომწონხარ - ამას სერიოზულად ამბობ -რა თქმა უნდა, -მოდი ასე შევთანხმდეთ, უნივერსიტეტთან დამტოვებ შემდეგ კი საერთოდ დაივიწყებ ჩემს არსებობას. -პირველ ნაწილში გეთანხმები მეორეში არა -რატომ -შენი აზრით არ ვცადე შენი თავიდან ამოგდება? არ გამომივიდა, გეგმა ა ჩაიშალა ამიტომ გეგმა ბ-ეს მივმართე -იქნებ სხვა მიყვარს -არაუშავს გადაიყვარებ -იქნებ შეყვარებული მყავს -არც ეგაა პრობლემა დაშორდები -განათხოვარი ვარ -მომწონს გამოცდილი ქალები -ტატუები მაქვს -მეც თან არაერთი -გინდა გამაგიჟო -მე უკვე გავგიჟდი -რა გინდა ჩემგან -მინდა ვიცოდე რა მოგწონს, რომელი ფერი გიყვარს, რა არის შენი ჰობი, რა ჟანრის ფილმებს უყურებ, რომელია შენი საყვარელი კერძი, სპორტის რა სახეობას ანიჭებ უპირატესობას, მთა გირჩევნია თუ ზღვა, მოკლედ შენს შესახებ ყველაფერი მინდა ვიცოდე-მანქანას აჩერებს და ჩემკენ ტრიალდება -შეშლილი ხარ-ვამბობ და მაქანიდან გადავდივარ. აუდიტორიაში კისრისტეხით შესულს ლექტორი რომ არ დამხვდა ძალიან გამიხარდა, ამოვისუნთქე და მემგონი ამ ამოსუნთქვას ფილტვები ამოვაყოლე -სად ხარ გოგო აქამდე? -ლიკა ჩამეძინა -გაგიმართლა რომ ზაალს დეკანმა დაუძახა, თორემ ხომიცი ქულას არ გაღირსებდა -საშინელი კაცია, არ მომწონს -საკუთარი საქმის პროფესიონალი ვარ-აჯავრებს ლიკა ზაალს რაზეც ორივეს გვეცინება -სიცილის ხასიათზე თუ ხართ ესეიგი ყველაფერი მზად გაქვთ-ჭექა-ქუხილივით საშინლად გაისმა ზაალის ხმა აუდიტორიაში და ყველას ღიმილი სახეზე მიგვეყინა - ფეხად მოასწარი-ჩამჩურჩულა ლიკამ -გიორგობიანი შენით დავიწყოთ- მომმართავს გვარით და იმ წამს მინდა მიწა გამისკდეს - თემას შევარჩევ მაშ -თემას მე შევარჩევ, დღეს. როგორც მოგეხსენებათ ათ ქულიანი შეფასებაა, ამიტომ ასე მარტივად ვერ გამოხვალთ. -რა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრო? -საერთაშორისო ურთიერთობები მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთხუტმეტე საუკუნის დასაწყისში ევროპულ ქვეყნებს შორის, მოკლედ ჩამომიყალიბე სათქმელი და ძირითადი ყურადღება ინგლისზე გაამახვილე და თუ შეიძლება დაფასთან რომ გამოხვიდე ყველანაირი ჩანაწერის გარეშე -განწირული ხარ-მეუბნება ლიკა -პაპავა შენც დაეხმარე ვიმედოვნებ ესპანეთზე ბევრს ისაუბრებთ-ზაალმა არ დაინდო ლიკაც. რომ არ მოგატყუოთ სემინარმა საშინლად ჩაიარა. საოცარი დაძაბულობა იყო აუდიტორიაში ძლივს ჩავაბარეთ საკითხი რაც ვიცოდი ყველაფერი დამავიწყდა. საბოლოოდ რა ქულები დაგვიწერა კაცმა არიცის სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გავიგებთ. -ასე მეგონა მოვკვდებოდი-წუწუნებს ლიკა -თავი სასამართლო დარბაზში მეგონა ბრალდებულის სკამზე მყოფი, წარმოვიდგინე როგორ ურტყამს ჩაქუჩს ზაალი ჩვენი სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ -ძალიან დრამატულია, ბარბარე შენი ტელეფონი რეავს -უხმოზე მქონდა და ვერ გავიგე, უცხო ნომერია -უპასუხე იქნებ ვინაა -გისმენთ-ვპასუხობ უცხო ზარს -აბა სემინარმა როგორ ჩაიარა- მესმის შეშლილის ხმა -შენი საქმე არაა-ვპასუხობ უხეშაბ -ყველაფერი რაც შენ გიკავშირდება უკვე ჩემი საქმეა - ყურმილს ვკიდებ -მოიცადე, იმის სათქმელად დაგირეკე რომ მომენა.. -წინადადების დასრულებას არ ვაცლი ისე ვკიდებ ყურმილს და ნომერს შავ სიაში ვათავსებ -ვინ იყო? -ნომერი შეეშალათ -ბარბარე გიორგობიანო რას მიმალავ ? -არაფერს, არმინდა ამაზე საუბარი -ხომ იცი მაინც გავიგებ და მერე ძვირად დაგიჯდება -ოდესმე შენთვის რამე დამიმალია? -არასდროს. კარგი მჯერა შენი წავიდეთ ლექციაზე დაგვაგვიანდება ლექციის შემდეგ კიდევ ორი სემინარი ჩავაბარე და სახლში წავედი, ბევრი ფიქრის მიუხედავად მაინც ვერ გავიხსენე ბატონი შეშლილი. არადა აშკარაა თვითონ ყველაფერი იცის ჩემს შესახებ მათ შორი უკვე საკონტაქტო ინფორმაციას. ნეტა იცის რომ კანონდარღვევაა. მაშინებს მისი ქმედებები, მაგრამ სანამ არაფერს აშავებს სხვა ზომებს ვერ მივიღებ. ფიქრების სამყაროდან ისევ ტელეფონის ზარმა მომწყვიტა. ისევ უცხო ნომერი -გისმენთ -მარტო მოსმენა რომ აღარ კმარა ხვდები -ისევ შენ, ახლა რა მოხდა ? -მაინტერესებს სადამდე გააგრძელებ ჩემი ნომრის დაბლოკვას -მანამ სანამ საბოლოოდ არ შეეგუები რეალობას -იმედია შეყვარებულები რომ გავხდებით მერე მაინც დამინდობ -ვთიშავ -დაიცადე, მინდოდა ტკბილი ძილი მესურვებინა შენთვის, იმედია ამაღამ სიზმარში მაინც გამომეცხადები- ამბობს და ვგრძნობ რომ იცინის დამეფიცება -შეშლილი იდიოტი ხარ -ვეუბნები და ყურმილს ვკიდებ ნომერს კი ისევ ვბლოკავ რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ წკრიალებს ჩემი ტელეფონი ყურმილს ვპასუხობ მაგრამ ხმას არ ვიღებ - შეგიძლია შეშლილი იდიოტი საყვარელოთი ჩაანაცვლო -კიდევ რამდენი ნომერი გაქვს -საკმარისი ყოველდღე შენი ხმის გასაგონად -მასე თუ გააგრძელებ გაკოტრდები - ეგრე თუ ღელავ შეგიძლია ჩემი ნომრის დაბლოკვა შეწყვიტო -იოცნებე-ყურმილს ვკიდებ და ნომერს ისევ ვბლოკავ. ჩემდა უნებურად მეღიმება, ****************** მაღვიძარას ხმამ გათენება მამცნო, ძლივ ავბობღდი საწოლიდან. ვერც შხაპირ მიღებამ მიშველა. დილის ლექციები მკლავს. მოვემზადე და უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი. სადარბაზოდან გასულმა ისევ ის შეშლილი რომ დავინახე მაშინ გამოვფხიზლდი ძილის სურვილი საერთოდ გამიქრა. თავიდან მეგონა რომ მეცვენებოდა მაგრამ ლაპარაკი რომ დაიწყო გამახსენდა რომ მოჩვენებები არ ლაპარაკობენ -უკვე მეორე დღეს ვიწყებ შენით ამაზე დიდი ბედნიერება წარმოუდგენელია-იღიმის და მისი კბილები მზეზე მეტად მჭრის თვალებს -უკვე მეორე დღეა მინდა შენი დილა სილის გაწნით იწყებოდეს -შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ მოგენატრე -იოცნებე -ნწ, ოცნება მომბეზრდადა გადავწყვიტე რეალობად ვაქციო -ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო გაქვს ხომ -ნაყინი გინდა -ხუმრობ, ამ სიცივეში -შენც ფიქრობ რომ ნაყინი მხოლოდ ზაფხულში უნდა ჭამოს ადამიანმა -კი ვფიქრობ -უნაკლო მართლაც რომ არავინაა, არაუშავს მე ეგეთსაც მიგიღებ -ორი დღის წინ თავი რამეს დაარტყი და ტვინი გადაგიტრიალდა? რით ვერ გაიგე არ გიცნობ არ მომწონხარ და არ ვაპირებ მომავალი შენ დაგიკავშირო -შეგიძლია ერთ კითხვაზე გულწრფელად მიპასუხო -კაი ჯანდაბას -შემომხედე შენი ოცნების მამაკაცს არ ვგავარ-ამბობს და ტრიალდება სიცილს ძლივს ვიკავებ -მარტო ცხენი გაკლია და ვსო - სიმპათიური ვარ უდავოდ, მდიდარიც, რომატიკულიც, მზრუნველი ოჯახის ბიჭიც. კარგად დაფიქრდი შეიძლება მეორედ ასეთი შანსი აღარ მოგეცეს -რა უნდა გავაკეთო რომ თავი დამანებო -თავს ვერ დაგანებებ და თუ მაინცდამაინც რამის გაკეთება გინდა შეგიძლია გულის კარის გახსნით დაიწყო-ამბობს და ნელნელა მიახლოვდება -კარი დაკეტილია გასაღები კი არ ვიცი სად არის -დაგეხმარები პოვნაში-ჩვენს შორის მანძილს საერთოდ აქრობს ბატონი შეშლილი -ძალიან ახლოს ხარ-ვხედავ როგორ უჩქარდება სუნთქვა და არც მე ვარ მასზე კარგ მდგომარეობაში -ვიცი-ამბობს და ლოყაზე მაწებებს ტუჩემს მე კი გააზრებასაც ვერ ვასწრებ რა მოხდა -სულ შეიშალე, როგორ ბედავ, რატომ მიდიხარ, ნებართვა არ უნდა აგეღო,-ვაგრძელებ ჩხუბს -დღეს მთელი დღე ჩემზე თუ იფიქრებ ჯილდოს მიიღებ-იღიმება კმაყოფილი, მანქანაში ჯდება და უჩინარდება -იოცნებე, შენზე რატომ უნდა ვიფიქრო,გატუტუცებული თავხედი, იდიოტი-ალბათ არ არსებულა სალანძღავი სიტყვა, რომელიც მისი მიმართულებით არ მითქვამს. სულ არ მჭირდება მისი ჯილდო, გულის ძალიან ბნელ შორეულ სიღრმეში კი მაინტერესებს რა ჯილდოზეა საუბარი. *************************** დაგიბრუნდით ახალი ისტორიით... ვიმედოვნებ მოგეწონებათ... ველი თქვენს შეფასებებს... იმედია გაგრძელებად ღირს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.