შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა IV თავი


6-08-2017, 12:02
ავტორი Bu...
ნანახია 2 351

ნახევარ საათზე მეტია გზაში ვართ. ჩემს თავზე მეშლება ნერვები. ისეთი უსუსური ვარ ვერაფერს ვეკითხები. მისი მეშინია, თუ ამ გრძნობას შეიძლება შიში ვუწოდოთ. როდის გავხდი ასეთი ჩემთვის უცნობია. ამ წამს გადავწყვიტე, უნდა დავაბრუნო ძველი მე. ბოლო ხმაზე, რაც შეიძლება მკაცრად ვყვირი:
-სად მივდივართ??
-იქ სადაც ლაპარაკს შევძლებთ,-მპასუხობს მშვიდად, რაზეც უფრო მეშლება ნერვები,- ნეტავ იცოდე რამდენი ხანი გეძებდი.. სოფიო.. ჩემი სოფიო..
-მანიაკი ხარ? თუ არ ხარ, რა გინდა ჩემგან ვერ ვხვდები. და კიდევ ერთი, შენი არასდროს ვიქნები.
მკვეთრად ამუხრუჭებს და ისეთი სახით მიყუებს, სიტყვის თქმასაც ვეღარ ვახერხებ.
-მაგასაც ვნახავთ ბავშვი,- მეტს არაფერს მეუბნება. გზას ისე ვაგრძელებთ, რომ ხმას არ ვიღებთ. ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას მივდივართ. ორ სართულიანი სახლის ირგვლივ არაფერი არ არის. რამე რომ მოხდეს ხმას ვერავის მივაწვდენ. ვიძაფრები, თან ვენდობი, თვითონ არ ვიცი რატომ. სახლში პირველს მატარებს. კარებს გასაღებით კეტავს, რომელსაც შემდეგჯიბეში ათავსებს. როგორ შეუძლია ასეთი მშვიდი იყოს. აწყლიანებული თვალებით ვბრუნდები და ზღვისფერ მზერას ვაწყდები.
-სოფიო..- ამბობს ჩუმად და ჩემს ტუჩებს ცხოველივით ეტანება, ზედა და ქვედა ტუჩს რიგრიგობით მიკოცნის და აი ესეც ჩემი პირველი კოცნა, რომელიც დაუკითხავად მომპარეს. ვერ ჩერდება. ვნებამორეულმა არ იცის რას აკეთებს. ვერ ვაჩერებ, რატომღაც ამის სურვილი არც მაქვს. ვინ წარმოიდგენდა კოცნა ესეთი სასიამოვნო თუ იყო. საკმარისია, დროა ეს ყველაფერი შევწყვიტო. მთელი ძალით ვაწვები, ვცდილობ მოვიშორო, მაგრამ ჩემი ყოველი ცდა ამაოა. ვეღარ ვითმენ და პატარა ბავშვივით ტირილს ვიწყებ. როცა სისველეს გრძნობს, მშორდება და შეშინებული შემომყურებს.
-სოფიო..-მისი ხმა ისეთი ხავერდოვანი და სექსუალურია,- ბოდიში, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე.
რაც ძალი და ღონე მაქვს სილად ვაწნი, შემდეგ ვიკეცები, ერთ ადგილს ვაშტერდები და ვტირი.
-კარგი, ეს დავიმსახურე და ამ ერთხელ გაპატიებ.
-ვინ ხარ და რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?
-შენ მინდიხარ პატარავ, რაც შეიძლება მალე და ხშირად.
-უზრდელი ხარ, წამიყვანე სახლში და სამუდამოდ დამანებე თავი.
-სოფიო, ესე ლაპარაკით ბევრს ვერ მოიგებ. მალე ჩემი უნდა გახდე და ჩემი სახელი მაინც არ გაინტერესებს?
-შენი არასდროს გავხდები!- ვუმეორებ დამარცვლით. სახის გამომეტყველება ეცვლება. სიბრაზე იპყრობს და ჩვეული ტონით, მკაცრად მეუბნება:
-მეორედ ეგ არასდროს გაიმეორო. ჩემი ისედაც ხარ და სექსი უახლოეს მომავალში გვექნება.
-არ დაგნებდები. ნუთუ ისეთი ლაჩარი ხარ, რომ ჩემზე იძალადებ.
-გავა რამდენიმე დღე და აქეთ მომთხოვ შენთან დაწოლას,- სათქმელს ამთავრებს და ჩემს ტუჩებს ეტანება. ვერ ვაჩერებ ძალა არ მყოფნის. როცა ჩემით ძღება, დგება და მეუბნება:
-ადექი, სახლში მიმყავხარ.
წამის მეასედში ვდგები და კართან მივდივარ. უკნიდან მიახლოვდება და ყურში ჩურჩულით მეუბნება:
-ცოტაც, სოფიო, ცოტაც და დაგაგემოვნებ,- ჟრუანტელი მივლის. თავს უხერხულად ვგრძნობ. მინდა გავქრე და ეს არსება აღარასდროს ვნახო. ღმერთო, შენ მიშველე. ჩემს სახლამდე ხმის ამოუღებლად მივდივართ. მანქანიდან გადასვლისას ხელს მკიდებს და მეუბნება:
-როცა დღეს ღამე ვერ დაიძინებ და ჩემზე იფიქრებ, მინდა მხოლოდ ჩემი სახელი გიტრიალებდეს გონებაში.. ალექსანდრე.. ალექსანდრე მქვია,- ხელს მიშვებს და ამით შესაძლებლობას მაძლევს მისგან წავიდე. გაბრუებული ასეც ვიქცევი. სადარბაზოში შესვლიდან რამდენიმე წამში მესმის მანქანის დაქოქვის ხმა. სახლში შესვლისას დედაჩემის გაცოფებულ სახეს ვაწყდები.
-სოფიო თაბაგარო, რატომ გაქვს მობილური გამორთული?!
-დედა, ალბათ დამიჯდა, ხომ იცი დატენვა სულ მავიწყდება. კურსელებთან ერთად ვსეირნობდი. კარგი რაა, დედა!
-კარგი ხო, მოდი ჩაგეხუტო ჩემო პრინცესავ. გილოცავ პირველ დღეს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
-მადლობა დე.. ეხლა შევალ ჩემს ოთახში, დამღლელი დღე მქონდა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე, ალექსანდრეზე ვფიქრობდი. დილით ძლივს ავდექი და უნივერსიტეტში წავედი. ალბათ დღესაც ვნახავ. ნეტავ როგორ უნდა მოვიქცე. მივუახლოვდი შენობას და ჩემი აუდიტორიისკენ წავედი. ყველაზე უკან დავიკავე ადგილი იმ იმედით, რომ ვერ შემამჩნევდა. და აი , შემოვიდა ჩემივლექტორი, მოავლო სტუდენტებს მძერა და ჩემი ზღვისფერებით მომაშტერდა.
-მოგესალმებით ყველას. დღეს ბევრი საქმე გვაქვს,- მისი ორ აზროვანი სიტყვები მხოლოდ მე გავიგე. თვალს მიკრავს და საუბარს აგრძელებს.



№1 სტუმარი Nini

Tavebi gazarde da male dade warmatebebi kaia dzaan

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაგარია ძალიან არაფერი არ შეცვალო ასე გააგრძელე მაგრამ თავები გაზარდე..

 


№3 სტუმარი Guest bubu

dzalian momewona male dade shemdegi tavi

 


№4 სტუმარი ninuca

male dade shemdegi tavi da zoma gazarde

 


№5 სტუმარი GIRL

shemdegi tavi minda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent