ბედისწერის ძალა (სულ)
მაროკოში ამბობენ, რომ ბედისწერას ვერ გაექცევი ანუ ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და დაწერილი და რაც ჩვენ თავს ხდება ყველაფერი არის მაქტუბ: ანუ ყველაფერი არის წინასწარ დაწერილი იმათ ენახე ალაჰის და ჩვენთან ღმერთის მიერ და რაც არ უნდა შეეწინაღმდეგო ის მაინც თავის გზით წაგიყვანს ვერ შეძლებ მის შეცვლას და ვერც გაექცევი, რადგან ეს უკვე წიმასწარ იყო დაწერილი. აღმოსავლეთ ქვეყნები გამოირჩევა თავის კულტურით და ტრადიციებით სხვა ქვეყნებისგან, ზოგან ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი ადათ წესები იქ სადაც გოგოს არ ეკითხებიან, მის სურვილებზე და უფროსები წყეტენ მათ ბედს და თუ ვინმე დაარღვევს ამ წესს და არ დაემორჩილება მკაცრად ისჯებიან. ერთ საღამოს ერთ-ერთ არაბულ ოჯახს სტუმრად ეწვია, ოჯახის წინამძღოლის მეგობარი და მისი ძმისშვილი, მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა მათი სტუმრობით რა ქაოსი დადგებოდა ახმედის სახლში. ამავ დრულად ზემოთა ოთახში გოგონები ერთ ამბავში იყვნენ ჟასმინმა და მისი ბიძაშვილმა ადამ ცეკვა გადაწყვიტეს ჟასმინმა საწოლზე დადებული მწავანე საცეკვაო კაბა შეამჩნია და მაშინვე ხელი დაავლო. _ ეს შენია?- თვალებ გაბრწყინებულმა წამოიძახა. _ კი.- წამოიძახა გოგონამ. – ეგ კიდევ არაფერია, ასეთი იცი რამდენი აქვს კარადაში შენახული.- სიცილით მიუგი აღმზრდელმა. – რომ გავთხოვდები ყოველ დღე სხვა და სხვა კაბით ვეცეკვები ქმარს. – მეც მასწავლა დედამ ცეკვა. _ აუ, ჩავიცმევ რა და ისე ვიცეკვებ.- კაბას დაავლო ხელი და გამოსაცვლელად გაიქცა. ცოტახანში კი გამოვიდა საცეკვაო სამოსში გამოწყობილი მაგნიტაფონში, მუსიკა მაღალ ხმაზე დააყენეს და ცეკვა დაიწყეს იქვე მოგროვდნენ სახლში მომუშავე ქალები, რომლებმაც გოგონა შეძახილებით გამოავილეს შემდეგ კი ყველამ ერთად დაიწყეს ცეკვა. გოგონამ ლამაზად დაიწყო ცეკვის შესრულება ვუალი აიღო და ისე მოძრაობდა ლამაზად არხევდა სხეულს და ნამდვილად საოცრად გამოსდიოდა მუცლის ცეკვა, ვუალი იქვე მიაგდო და ახლა ისე გააგრძელა ცეკვა. ამ დროს იქ მყოფ სტუმარს მობეზრდა იქ ჯდომა და გადაწყვიტა სახლი დაეთვალიერებინა, სახლის თვალიერებისას ზემოდან მუსიკის ხმა შემოესმა ბიჭს ცნობისმოყვარეობამ სძლია და მოერე სართულზე ავიდა პირველივე ოთახის ფანჯრიდან შენიშნა გოგონა, რომელსაც მხოლოდ ბიუსგალტერი და გამჭირვალე კაბა ეცვა, მისმა დანახვამ ადვილზე გაყინა თითქოს და მონუსხა გოგონა იმდენად ლამაზი იყო გრძელი გაშლილი ხვეული თმა ჰქონდა დიდი ნაცრისფერი თვალები რომლებიც შავი ფანქრით ჰქონდა მოხატული გოგონამ ვუალი მოირგო სახეზე და ისე დაიწყო ცეკვა, შემდეგ ნელი მოძრაობით შემობრუნდა და პირდაპირ ბიჭის წინ შეჩერდა გოგონამ შოკირებული ჩამოუშვა ხელი რისგამოც ვუალი ძირს დაუვარდა და მთელი სხეული გამოუჩნდა. გახევებული იდგა და ბიჭს უყურებდა ამ დროს ატყდა ალიაქოთი ქალებმა კივილი ატეხეს და მიმოიფანტნენ მათ კივილზე ახმედი და მისი მეგობარი ომარი ზემოთ ამოვიდნენ. ახმედი საშინლად გაბრაზდა, როდესაც გოგონა ამ ფორმაში დაინახა. ომარმა ხელი დაავლო ბიჭს და სწრაფოდ გაიყვანა იქიდან. – ამიხსენი, იაგო რა გინდოდა შენ იმ ადგილას? - გაუწყრა კაცი. – ბიძია, მე უბრალოდ ვუყურებდი მეტი არაფერი.- დაბნეულმა მიუგო. _ შვილო, შენ ეს პლიაჟი ხომ არ გგონია. აქ ქალის ყურება იკრძალება შენ ვერც წარმოიდგენ, მაგრამ მათი სახის გამოჩენაც კი არ შეიძლება მამაკაცისთვის, მხოლოდ ქმარს აქვს უფლება, მისი ნახვის შენ კი ნახე ნახევრად შიშველი გოგო. შეიძლება ამ ქცევის გამო საბრალო ან სიკვდილით დასაჯონ ან ასორმოცადაათი როზგი დაარტყან ანდა ოთახში გამოკეტონ. ხვდები მაინც რა ჩაიდინე.? - მართლა ასე სერიოზულად არის საქმე? - დიახ. – კი,მაგრამ კარზე 21 საუკუნე დგას და არ მესმის რატომ უნდა დასაჯონ? – არის ქვეყნები სადაც დრომ ვერ შეცვალა მათი შეხედულება და ცხოვრება, აღმოსავლეთ ზოგ ქვეყანაში ჯერაც ცხოვრობს ძველი ადათ წესები. ისე როგორი გოგო იყო მოგეწონა? _ ძალიან ლამაზი, იყო ბიძია, ასეთი სილამაზე ჯერ არსად მინახავს. – ოხ, ეს ახალგაზრდობა.- გაეცინა კაცს.- კარგი, ხვალ მივალთ და ბოდიშს მოვუხდით ეტყვი, რომ შემთხვევით მოხვდი მანდ. _ მე მართლა, შემთხვევით ავღმოვჩნდი მანდ ბიძია. ***** ახმედი განრისხებული ეცა გოგონას და სახეში სილა გააწნა. რისგამოც გოგონა ძირს დაენარცხა. – შენ უღირსო, გოგოვ, თავზე ჭერი მოგეცი სტუმრად მიგიღე და შენ კიდევ გინდა შემარცხვინო არა.- დაუყვირა. საბრალოს, მტკივან ადგილას ჰქონდა მიდებული ხელი და ცახცახებდა. ვერ გაეგო, რატომ მოექცა ასე ბიძამისი. – ბიძია...- ამოიტირა. გამწარებულმა ხელი დაავლო გოგონას და სარდაფისკენ მიათრევდა. – ბიძია, რას აკეთებთ? გთხოვთ გამიშვით..- ემუდარებოდა გოგონა. – შენ დასჯილი ხარ, იმის გამო რაც ჩაიდინე... - უთხრა და სარდაფში ჩაკეტა. – გთხოვთ ასე ნუ მომექცევით მე არაფერი დამიშავებია. - ტიროდა გოგონა. – იცოდეთ არავინ გაბედოს მასთან მისვლა! – ბატონო, ძალიან მკაცრად ხომ არ ექცევით?- კითხა ქალმა. - მან ხომ არაფერი არ იცის ჩვენს ადათწესებზე ახლახანს ჩამოვიდა აქ. – არაფერი, მოუვა იყოს ცოტახანი იქ და დაფიქრდეს თავის საქციელზე.- მკაცრად მიუგო და წავიდა. ბევრი ხვერწნა მუდარის შემდეგ გოგონა დაიღალა და იქვე კუთხეში ჩაიკეცა. შეშინებული იჯდა და ტიროდა, ვერ ხვდებოდა რა დააშავა რა მისი ბრალი იყო, რომ ვიღაც ბიჭი მოულოდნელად დაადგა თავს, გული ტკიოდა რას წარმოიდგენდა თუ აქ ჩამოსვლის, შემდეგ ეს გადახდებოდა თავს საერთოდ რას ჩამოდიოდა ვერ იყო თავის საყვარელ საქართველოში, ჟასმინს დედა არაბი ჰყავდა მამა კი ქართველი დედის დაღუპვის შემდეგ ბიძას შეეცოდა და შეიფარა თავისთან, თუმცა აზრზეც არ იყო რა სიურპრიზებს უწყობდა მას ბედისწერა. შეშინებული იყო კიდევ იმიტომ, რომ სიბნელის ეშინოდა ამ ოთახში კი სინათლის ნატამალი არ იყო არსად. - მიშველეთ ვინმემ...- სლუკუნებდა, შემდეგ ფანჯარას ეცა იმ იმედით, რომ შეძლებდა გაღებას, თუმცა ჩარაზული იყო. _ ჟასმინ, გესმის ჩემი! -დაუძახა ქალმა. _ ჯემილე,გთხოვ გამიყვანე აქედან ძალიან მეშინია.. – ძალიან მინდა, მაგრამ არ შემიძლია, საჭმელი და ტანსაცმელი მოგიტანე.- უთხრა და ჩუმად შემოუცურა ოთახში. – არაფერი არ მინდა მე მხოლოდ აქედან მინდა გამოსვლა. გთხოვ გამიყვანეთ აქედან სიბნელის ფობია მაქვს..- სლუკუნებდა გოგონა. – კარგი, დამელოდე მოვალ ახლავე...- უთხრა და წავიდა. თავისთავთან მარტო დარჩენილს იმ უცნობზე აეკვიტა ფიქრები, ვინ იყო ის უცნობი ახალგაზრდა ვის გამოც დაისაჯა, თან ებრაზებოდა და თან რატომღაც მას იზიდავდა კიდეც. ჯემილა, მალევე დაბრუნდა და გოგონას გასძახა. – ჟასმინ! – რა ხდება? – დაველაპარაკე, ბატონს და გაგიშვა, ოღონდ ერთი პირობით თუ მიხვალ და ბოდიშს მოუხდი. – მე არაფერი დამიშავებია, ჯემილე და რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში. – უბრალოდ მიდი და დაელაპარაკე ნუ გეშინია. - თბილად გაუღიმა. _ კარგი, დაველაპარაკები, მაგრამ ვეტყვი, რომ აქ დარჩენა აღარ მინდა. – შვილო ამას ნუ იზამ.- შეევედრა ქალი. – მე ასე, არ შემიძლია ჯემილე მე აქ მოვკვდები მე წავალ და ვეტყვი, რომ ასეთ პირობებში ვერ ვიცხოვრებ აქ. დაე მოხდეს რაც მოსახდენია.- წამოიძახა და ბიძამისთან სალაპარაკოდ წავიდა კარებზე დააკაკუნა და შიგნით შევიდა. გაბუსხული აიწურა კარებთან. _ ჩემი ნახვა გინდოდათ ბიძია..? – კი, იმედია ის რაც მოხდა შენთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება და მეტი ასე აღარ მოიქცევი.- მშვიდად მიუგო კაცმა. _ ბიძია, მე არაფერი დამიშავებია უბრალოდ ჩემს ოთახში ვცეკვავდი რა ჩემი ბრალია, ის ბიჭი თუ მიყურებდა.- დაბნეულმა მიუგო. – ის რომ ცეკვავდი ეს,რა თქმა უნდა, ცოდვა არ არის, მაგრამ შენ შენი მოძრაობებით მიიზიდე ის ბიჭი გესმის, ფაქტიურად აცდუნე ეს კი ძალიან დიდი დანაშაულა, მე რომ ავყოლოდი ჩემს მრისხანებას ღმერთმა იცის რა იქნებოდა,მადლობა თქვი შემეცოდე და გამოგიშვი. – რაა? - გაოცებულმა წამოიძახა. _ ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდა? – დიახ,ბიძია მინდა გითხრათ, რომ უკან დამაბრუნოთ საქართველოში. მე აქ ვერ ვიცოცხლებ ჩემთვის ეს ადგილი და აქაური წესები უცხოა არავის ვიცნობ აქ. – არაუშავს, მიეჩვევი ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, უცხო იქნება, დედაშენმა ალბათ არ გასწავლა ნორმალურად არაფერი. – არა, ბიძია მასწავლა დედა ძალიან ცდილობდა აქაური წესების და კულტურის სწავლებას ჩემთვის, მაგრამ მე არ ვარ მიჩვეული ამ ყოველივეს ამ მკაცრ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. – და სად აპირებ წასვლას? ის ბინა, სადაც დედაშენთან ერთად ცხოვრობდი, გაიყიდა გაქვს სხვაგან კიდევ წასასვლელი? – მე... – მესმის, ძალიან შეგეშინდა ალბათ ჩემი გეშინია კიდეც, მაგრამ შვილო, მე შენთვის კარგი მინდა არ მინდა, ისეთი რამ გააკეთო,რის გამოც შემდეგ თავს საფრთხეში ჩაიგდებ. ახლა შეგიძლია წახვიდე ხვალ დილით გავაგრძელოთ საუბარი. გოგონა უსიტყვოდ გამოვიდა ოთახიდან და თავის ოთახში, შევიდა საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა მემგონი ერთი დღისთვის საკმარისი ემოციები მიიღო. და მაინც ვინ იყო ის უცნობი ვინც შემოიჭრა მის ტერიტორიაზე და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, გამუდმებით მასზე რატომ ფიქრობდა და გონებიდან ვერ იგდებდა მასზე აკვიატებულ ფიქრებს. ზოგჯერ ცხოვრებას თავის გეგმები აქვს ჩვენზე და ისე შემოიჭრება ის რასაც არ მოველით და აგვაფორიაქებს, რომ ამის გააზრებასაც ვერ მოასწრებ, როცა დედა ცოცხალი ჰყავდა დაუჯდებოდა და ესაუბრებოდა , დაარიგებდა ხოლმე. – შვილო, ჩემო ლამაზო, ბედს ვერ გაექცევი, რაც არ უნდა გაექცე და დაემალო, ის მაინც მოგძებნის. – რატომ დედა?- ბავშვური მიამიტობით კითხავდა ხოლმე დედას. – იმოტომ რომ ეს შენი გზაა, ცხოვრების რომელიც უნდა გაიარო, ცხოვრებაში შეიძლება, ბევრ უსმართლობას წააწყდე რამაც შეიძლება გული გატკონოს, მაგრამ გული არაფერზე გაიტეხო, როდესაც გაიზრდები, შენს ცხოვრების მეგზურს შეხვდები ღმერთმა ქნას, ჩვენებური იყოს და ჩემსავით შენც არ დაიტანჯო.- ეტყოდა ხოლმე დედამისი. მაშინ დედამისის არ ესმოდა, რადგან პატარა იყო, მაგრამ ახლა როცა მარტოდ მარტო დარჩა ამ უცხო ქვეყანაში და ირგვლივ აღარ შემორჩა არავინ. სწორედ ახლა მიხვდა რისი თქმა უნდოდა დედამისს მისთვის. **** შემდეგ დღეს გადაწყვიტეს ქალაქში გაესეირნათ და ექსკურსია მოეწყოთ გოგონასთვის ვინაიდან ახალი ჩამოსული იყო და ჯერ ქალაქს არ იცნობდა კარგად. – მიდი, გაემზადე ქალაქში მივდივართ სასეირნოთ.- უთხრა ქალმა. _ რაა? მართლა?- თვალები გაუბრწყინდა გოგონას. – ხო, ბატონმა თქვა, რომ შენთვის დაგვეთვალიერებინა აქაურობა. – აუუ, რა მაგარია, ახლავე მოვემზადები.- უთხრა და აბაზანაში გავიდა. ამ ალიაქოთში ჯემილეს და ადას დაავიწყდათ გოგონას დალოდებოდნენ. აბაზანიდან გამოვიდა თავსაბურავს დაავლო ხელი და სირბილით გაედევნა მათ. სწორედ ამ დროს მათთან სტუმრად ომარი და მისი ძმიშვილი მოვიდნენ, რათა ბოდიში მოეხადათ. – აქ დამელოდე, წავალ ახმედს მოვძებნი.- უთხრა კაცმა და შიგნით შევიდა. ბიჭი აქეთ -იქით დადიოდა და თვალებით, გოგონას ეძებდა თავს დამნაშავედ გრძნობდა მომხდარის გამო. გოგონა, მთელი სისწრაფით მორბოდა და თან იმათ ეძებდა. – დამელოდეთ!- წამოიძახა თან ცდილობდა თავზე მოერგო თავსაბურავი და სწორედ ამ დროს შეასკდა მაღალ მკვრივ სხეულს. გოგონამ მაშინვე იცნო ის სიმპატიური უცნობი, რომელმაც მისი სიმშვიდე დაარღვია, მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ, ერთი შეხედვით უცნობები იყვნენ, მაგრამ მათ უახილავი ძაფი აკავშირებდა ერთმანეთთან, იყო რაღაც ძლიერი და ამოუხსნელი, რომელიც იზიდავდა მათ ერთმანეთთან. ბიჭს წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული და არ უშვებდა. – შენ საუბრობ ქართულად? - ჰკითხა ბიჭმა. – ქალაქში, მივდივარ სასეირნოდ მერე, ფეხბურთის საყურებლად.- სწრაფად უპასუხა და გაიქცა. ბიჭმა თვალი გააყოლა გოგონას, რომელმაც ფაქტობრივად მიანიშნა, სადაც იქნებოდა. შემოიარეს მთელი ფესი გოგონა ძალიან მოიხიბლა, მრალფეროვანი მაროკოთი, მართლაც, რომ ლამაზი იყო იქაურობა, თუმცა ამ სილამაზის მიღმა სისასტიკე და ძალადობა იმალებოდა. რომელშიც თითქმის ხმას ვერავინ იღებდა და უბრალოდ შეგუებულები იყვნენ იქაური ხალხი ამ ცხოვრებას. ბოლოს მინდორში წავიდნენ ფეხბურთის სათამაშოთ გოგონა გაოცებული იყო იქ ნანახით ქალები იყვნენ, მოედანზე, რომლებსაც სპეციალურო არაბული სამოსი ეცვათ და ისე თამაშობნენ ფეხბურთს, მათ თამაშზე გულიანად იცინოდა. მოულოდნელად ბიჭი შეამჩნია, რომელიც იქვე იყო დამამალული და ჩუმად გაიპატა იქიდან ბიჭი უკან აედევნა მას გოგონა ნანგრევებში შევიდა. ისევ ერთმანეთის პირისპირ იდგენენ და უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ბიჭმა მისკენ გადადგა ნაბიჯი გოგონას წინ გაჩერდა და სახეზე მოკიდა ხელი. – მითხარი, წუხელ ჩემს გამო ძალიან გაგიბრაზდნენ?- ჩუმი ხმით ამოთქვა და სახეზე მიეალერსა. – კი...- უპასუხა გოგონამ. – ძალიან ვწუხვარ...- მიუგო და კვალავ განაგრძო მისი ალერსი, გოგონა კი ვერაფერს აკეთებდა, როდესაც მის სიახლოვეს იყო ეს ბიჭი მასზე ძალიან მოქმედებდა. – მე იაგო, მქვია.- გაუღიმა ბიჭმა. – მემგონი მე შენთვის არ მიკითხავს შენი სახელი .- უთხრა და სახიდან მისი ხელები მოიშორა შემდეგ კი განზე გადგა. – რა გგონია, რისთვის დაგიბარე აქ?- ჰკითხა გოგონამ. – არ ვიცი, ეგ შენ უნდა მითხრა.- გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და საუბარი განაგრძნო.- მოკლედ აქ იმის სათქმელად დაგიბარე, რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირე, პრობლემები არ მჭირდება, ისედაც ძლივს გადავურჩი წუხელ ბიძაჩემს. ნუ ეცდები ჩემთან სიახლოვეს, რადგან არაფერი გამოვა. – რატომ? – მეკითხები კიდეც, შენ არ ხარ აქაური, რაც ბევრ რამეს ამბობს მე და შენ სამყაროს სხვა და სხვა კუთხიდან ვართ, ასე რომ დაბრუნდი საიდანაც მოხვედი.- უთხრა და წასვლა დააპირა. – მე არ ვაპირებ დანებებას, თუმდაც ამის გამო სიკვდილით დამსაჯონ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ.- მტკიცე ხმით უთხრა. ამაზე გოგონა შემობრუნდა და მიუგო. – არ არის ასე, ეს მხოლოდ ჰაერში ნასროლი სიტყვებია, მე შენთვის უბრალოდ ეგზოტიკური მოვლენა ვარ, რომელითაც მოიხიბლე, შენთვის ახალია ეს და მაგიტომ ამბობ ამას. ტყუილად ნუ ეცდები ლამაზი სიტყვებით ჩემს მოტყუებას ვიცი, ერთხელაც წახვალ და ისე დამივიწყებ აღარც კი, გაგახსენდები შენ წახვალ მე კი გულგატეხილი უნდა დავრჩე და მოტყუებული, ეს შენც კარგად იცი. ასე რომ შენს ცხოვრებას მიხედე. - დაასრულა თავის მონოლოგი და წავიდა. აფორიაქებული გამოიქცა ნანგრევებიან, მაგრამ თითქოს იქ თავის რაღაც ნაწილს ტოვებდა, მოსაღამოვებულს დაბრუნდა შინ. სადაც ადა და ჯემილე ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობნენ. კარები შეაღო და აქოშინებული შევიდა ეზოში. – მადლობა, ღმერთს გამოჩნდი ჟასმინ! - ქალმა ხელები ჰაერში აღაპყრო და გოგონასკენ გაიქცა.- გოგონას გადაფითრებული ჰქონდა სახე და შეშინებული აცეცებდა თვალებს. – სად იყავი?- კითხა ბიძაშვილმა. – მე...მე... იცით იქაურობის თვალიერებას შევყევი და ვერც კი შევნიშნე ისე გავედი ძალიან შორს. შემდეგ კი მივხვდი, რომ დავიკარგე. ძალიან შემეშინდა მეგონა უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. მაგრამ როგორღაც მოვაგენი ბიძიას სახლს. – ოხ, ჟასმინ, ჟასმინ. _ იცით უდაბნო, შევნიშნე იქვე ახლოს და მომინდა იქ მისვლა. – რაა?!- შეიცახადა ქალმა. – რა მოხდა? – შვილო, იქ შესვლა მარტო ძალიან საშიშია, რადგან უდაბნო სავსეა ბედუინებით, ღმერთმა დაგიფაროს ბიძაშენისგან ვიცი, რომ ლამაზ გოგოებს იტაცებენ და ცოლად მოჰყავთ. – რას ამბობ?- გაეცინა გოგონას.- კარგი, წავალ დავისვენებ ძალიან დავიღალე სიარულით.- უთხრა და თავის ოთახში შევიდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ყველაფერზე დაიწყო ფიქრი, ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე თუ რა ელოდა, მომავალში ამ უცხო ქვეყანაში. ნეტა რას უმზადებდა მას ბედისწერა, მასაც ისე გარიგებით გაათხოვებდნენ, როგორც აქ მყოფ სხვა გოგონებს, თუ თავის სიყვარულს შეხვდებოდა ვინ იცის. სახეზე წაიღო ხელი და იმ ადგილზე მოისვა სადაც ბიჭი ეფერებოდა, არასდროს ყოფილა ბიჭთან ასე ახლოს ეგ კი არა ურთიერთობაც არ ჰქონია, მართალია მამით ქართველი იყო, მაგრამ დედამ არაბულ წესჩვეულებებით აღზარდა. არაბეთში კი ქალს და კაცს ერთმანეთის ყურება ეკრძალებათ. ამიტომ ქალების უმეტესს ნაწილს სახე დაფარული აქვთ არიან ერთეულებიც რომლებსაც ბურკა აცვიათ, რითაც სახიდან დაწყებული სხეულით დამთავრებული მთლიანად შენიღბულნი არიან და მხოლოდ თვალები მოუჩანთ. დედამისმა ეს ყოველივე ჩაუნერგა მართალია თანამედორვე ქვეყანაში გაიზარდა ბევრის უფლებას აძლევდა, მაგრამ მამაკაცების სიახლოვეს არ უშვებდა, ეს ბიჭიც მისთვის სიახლე იყო რომელიც მის ცხოვრებაში დაუკითხავად შემოიჭრა. არ შეიძლებოდა მის სიახლოვეს ყოფნა, მაგრამ ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავდნენ. **** იაგო, სასტუმროს აივანზე იყო გასული და ვარსკვლავებით სავსე ცავს გაჰყურებდა თან ეღიმებოდა, ჯერ კიდევ ეიფორიებში იყო ეს ახლად შემოჭრილი ემოციები არ ასვენებდნენ. მართლაც რას გრძნობდა გოგონას მიმართ იქნებ მართალი უთხრა და მხოლოდ ლოტვა აქვს მის მიმართ უბრალოდ მისი ცეკვით მოიხიბლა, რომელმაც გაუცნობიერებლად მიიზიდა ბიჭი ეყურებინა მისი სხეულისთვის და რა იქნება, ეს მხოლოდ ცარიელი ვნება რომ იყოს მის მიმართ უბრალოდ სხეული იზიდავდეს, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის მთავარი, თუ გრძნობა არ აქვს? ან იქნებ მართლაც აქვს მისმიმართ სუფთა და წრფელი გრძნობა. – რაზე ფიქრობ შვილო?- იკითხა ბიძამისმა, როცა ჩაფიქრებულ ბიჭს თვალი მოკრა. – არაფერზე უბრალოდ ვარსკვლავებს ვუყურებდი.- იცრუა. – და გგონია, ამას დავიჯერებ, სახეზე ყველაფერი, გაწერია. მითხარი რა ხდება რამ აგაფორიაქა ასე ან სად გაქრი დღეს დილით? – ბიძია...- ამოთქვა მძიმედ.- ის გოგონა..? – ახმედის დისშვილზე ამბობ? – კი. – თუ ის გაინტერესებს რა ბედი ეწია. გეტყვი ბიძამისმა წუხელ რამდენიმე საათით ბნელ ოთახში ჩაკეტა, მაგრამ შემდეგ შეეცოდა და გაუშვა. – მე ის გოგო ძალიან მომწონს. _ რა თქვი?- წამოენთო კაცი. – ბიძია, მინდა ის გოგო ახლოს გავიცნო.- ძლივს თქვა თავის სათქმელი. – გაგიჟდი? ხვდები მაინც რას ამბობ?! მომისმინე დაივიწყე, ის გოგო, არაფერი გამოვა ასე მასაც საფრთხეს შეუქმნი და შენ თავსაც.- შეწუხებილმა უთხრა. – მაგრამ... – არავითარი, მაგრამ რამდენჯერ უნდა აგიხნსა, რომ ეს არ არის საქართველო ან რომელიმე თანამედროვე ქვეყანა. აქ გოგოს ათხოვებენ უფროსები ვისზეც თავად სურთ და გოგოს უფლება არ აქვს უარი თქვას ასე რომ თავიდან ამოიგდე ეს აზრი. – მე დანებებას არ ვაპირებ.- წამოიძახა. – იაგო, ნუ მაფიქრებიმებ იმას, რომ შენი აქ წამოყვანა შეცდომა იყო, გთხოვ გონს მოდი, კარგი ეს შენთვის რაღაც ახალი და უცხოა ამოტომაც ხარ ეიფორიაში, გოგოების მეტი რა არის თბილისში, რაღა მაინც და მაინც ის გოგო ამოიჩემე. – იმიტომ, რომ ვგრძნობ ის ჩემი ბედია. – ოჰ, ღმერთო. სანამ სულ არ გაგიჟებულხარ ხვალვე გავემგზავრებით უკან მე პრობლემები არ მჭირდება.- წამოიძახა კაცმა. **** გამთენიისას ბიჭი სასტუმროდან გაიპარა, თითქოს ეშმაკი შეუჯდა და შთააგონებდა ამ ყველაფრის გაკეთებას, მაგრამ ეს ხომ ასეა, ადამიანს სწორედ ის იზიდავს, რაც მისთვის მიუწვდომელია და სახიფათოა, იმდენად ჰქონდა იმის ჟინი, რომ გოგონა ენახა, იცოდა, რომ ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მაგრამ ჯიუტად მაინც თავისას აწვებოდა. მათ სახლთან იდგა და გულში ნატრობდა, ნეტა გარეთ გამოვიდესო, ეს ნატვრა მართლაც, რომ აუხდა გოგონა, მხიარულად გამოვიდა გარეთ თავზე ლამაზად ჰქონდა თავსაბურავი მორგებული იმდენად ლამაზი იყო, იმ წუთას, რომ თვალს ვერ წყვეტდა. კარებიდან ჯემილე და ადაც გამოვიდნენ. – ჟასმინ, ერთი ადგილი ვიცი, სადაც ლამაზი სამკაულები და თავშლები იყიდება იქ წავიდეთ.- უთხრა ბიძაშვილმა. – კარგი, მერე უდაბნოში შევიდეთ. – რაა? – ხო, ბიძიას ვთხოვე და მითხრა, როცა დააპირებთ მითხარი და ჩემს კაცს გაგაყოლებთო უსაფრთხოდ, რომ იყოთო, ასე, რომ პრობლემას ვერ ვხედავ.- ომახიანად წამოიძახა და ხტუნვა დაიწყო. – კარგი,კარგი წავიდეთ ახლა.- უთხრა ჯემილემ და წავიდნენ. – აი, თურმე რა გქვია, ჟასმინი, სახელიც ისეთივე ლამაზი გაქვს როგორც თავად ხარ.- გაეღიმა ბიჭს და უკან აედევნა. მათ უკან აედევნა და ერთ- ერთ ბაზრობაზე მივიდნენ, ის ადგილი ძალიან ვიწრო იყო და ახლართული ამ სივიწროვეში კი ასობით კაცი მიმოდიოდა. აქეთ- იქით ვაჭრები დახლებიდან არაბულად რაღაცას კიოდნენ,რაც მისთვის გაუგებარი იყო, ბევრი სიარულის შემდეგ როგორც იქნა იპოვა გოგონა, ერთ-ერთ დახლთან იდგა და ჩადრს ისინჯავდა თავზე მოერგო და ახლა სახეზე შემოიხვია დანარჩენი ნაწილი. – მიხდება! - გასძახა მხიარულად ბიძაშვილს. – ძალიან. გოგონა, შემობრუნდა და გამყიდველის მოწოდებულ სარკეში ჩაიხედა, თავიდან თავის მოხატული თვალები გამოუჩნდა, შემდეგ კი ბიჭის გამოსახულება გამოჩნდა სარკეში რისგამოც შეშინებულმა მოიხედა უკან. – რა მოხდა?- იკითხა ქალმა. – მე... ვიღაც დავინახე სარკეში და შემეშინდა.- უთხრა და არემარეს თვალი, მოავლო. – ალბათ, შემთხვევით გამვლელი დაინახე აქ ათასი ხალხი დადის და რა გასაკვირია.-გაეცინა. – ჰო, ალბათ.- ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის.( ღმერთო, ნუთუ მომეჩვენა, თუ მართლა აქ იყო და მე მიყურებდა. მგონი ჭკუიდან ვიშლები.) -თვალები დახუჭა და გულზე ხელი მიიდო, ბიჭმა, როდესაც შეამჩნია, რომ გოგონამ უკან მოიხედა იმწამსვე თვალს ამოეფარა. აქ ვერაფერს მოიმოქმედებდა საკმაოდ ბევრი ხალხი იყო და მასთან ვერ მივიდოდა, ამიტომ დაელოდა, როდის გავიდოდა უდაბნოში. გოგომა მალევე წავიდა სახლში და შემდეგ დაცვისკაცთან ერთად წავიდნენ უდაბნოში. ძალიან გახარებული, იყო და ერთი სული ჰქონდა ოქროსფერ ბზინავ ქვიშას, როდის ნახავდა. აქლემზე უნდოდა დაჯდომა. უდაბნოს შესასვლელთან მივიდნენ. – ჯემილე, შეგიძლია ამ კაცს უთხრა, რომ აქლემით მინდა გასერინება, თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. _ კარგი . ჯემილე, დაელაპარაკა მცველს და ნება დართო, ოღონდ შორს არ უნდა წასულიყო. გოგონა შემოაჯდა ერთ- ერთ აქლემს და აქლემიც ფეხზე წამოდგა , გახარებულმა ბიძაშვილს სთხოვა სურათები გადაეღო მისთვის. მანაც უამრავი ფოტო გადაუღო. – წავალ გავისეირნებ.- წამოიძახა და აქლემს უბიძგა წასულიყო. – ჟასმინ, შორს არ წახვიდე.- გააფრთხილა ქალმა. გოგონა, აქლემით სეირნობდა და უდაბნოს დიუმებს ათვალიერებდა, რომლებიც მომაჯადოვებლად გამოიყურებოდნენ და თვალს ჭრიდნენ. მოულოდნელად, მას შავცხენოსანი აედევნა ამის დანახვისას ცოტა არ იყოს შეეშინდა, კიდეც აქლემით ვერ გაიქცეოდა, რადგან ნელი ცხოველია, ამიტომ სწრაფად ჩამოხტა აქლემის ზურგიდან და ძირს დაენარცხა. სწრაფად წამოდგა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს, თუმცა მოულოდნელად მხედარმა გზა, გადაუჭრა შემდეგ კი ცხენიდან გადმოხტა. - შეენ!- წამოიკივლა შოკირებულმა, თუმცა ბიჭმა პირზე ხელი ააფრა და იქვე მდებარე კარავში შეიყვანა. გოგონა, შოკში იყო, მომხდარის გამო და აზრზე ვერ მოდიოდა, კარავში, ისხდნენ,მაგრამ ხმას არცერთი იღებდა, გულის ცემა ჰქონდა აჩქარებული და გახშირებული სუნთქავდა. – გაგიჟდი, აქ რას აკეთებ?!- გაბრაზებულმა კითხა. – შენი ნახვა მინდოდა.- მშვიდად უპასუხა. _ ღმერთო, ჩემო! რატომ ართულებ ყველაფერს, იცი რა ამბები დატრიალდება აქ რომ ერთად გვნახონ, ხომ გთხოვე თავი შორს დაგეჭირა ჩემგან, გინდა, რომ სიკვდილით დამსაჯონ ამის გამო, მითხარი ეს გინდა? - შეწუხებულმა კითხა. _ არა. რა თქმა უნდა.- თვალები, ეშმაკურად უელავდა, მაგრამ ამავდროულად ნაღვლიანი ჰქონდა ბიჭს. – უნდა, წავიდე. ალბათ უკვე მეძებენ. – გთხოვ, ცოტახნით კიდევ დარჩი. _ არ შემიძლია.- უთხრა და კარავიდან გასასვლელად მოემზადა. _ შეიძლება, ეს ჩვენი უკანსკვნელი შეხვედრა იყოს.- უთხრა ბიჭმა. – რას გულისხმობ? - დაეჭვებით შემობრუნდა. _ იმას, რომ დღეს საღამოს სამშობლოში ვბრუნდები, მე კიდევ არ მინდოდა ისე წავსულიყავი, რომ არ მენახე და კიდევ...- უთხრა მასთან ახლოს მიიწა და მის ტუჩებს დაეწაფა, გოგონასთვის ისე, მოულოდნელი იყო, რომ თვალები ჭყიტა. ბიჭმა წამიერად აკოცა და მოშორდა. _ უნდა წავიდე, შენ კი, დაბრუნდი იქ საიდანაც მოხვედი და დამივიწყე.- უთხრა და გიჟივით გავარდა გარეთ. _ მოიცადე, ეს გამომართვი ჩემი ტელეფონის ნომერია. თუ რამეა დამირეკე. – არ დაგირეკავ.- მიაძახა და გაიქცა. გული ჰქონდა გახეთქვაზე და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ეშინოდა ვინმეს არ გაეგო. საბედნიეროდ ძალიან შორს არ იყო ეს ადგილი და მალე მივიდა ადგილზე. ისევ ტყულის თქმა მოუწია. სხვა გზა არ ჰქონდა ამ ბიჭის გამო ცოდვას ცოდვაზე ჩადიოდა. _ ჟასმინ, სად გაქრი, შენი აქლემი უკან დაბრუნდა შენ კი, არსად ჩანდი?- შეშინებულმა კითხა გოგომ.- უკვე ვიფიქრეთ, რომ ბედუინებმა, გაგიტაცეს. – არა, მე აქლემით სიარულით დავიღალე და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა.- არეულმა მიუგო.- მგონი დროა უკან დავბრუნდეთ ძალიან დავიღალე. – კარგი. სახლში მისვლის, თანავე თავის ოთახში ჩაიკეტა. ეს ბიჭი თავგზას ურევდა გოგოს,ეს აშკარა იყო, რატომ ეთამაშებოდა მის გრძნობებზე, ან ეს კოცნა რას ნიშნავდა? ვერ გაეგო, სულ აირია. იმედი ჰქონდა, რომ წავიდოდა და ვეღარასოდეს ნახავდა იმ უცნობს. აბაზანაში შხაპი მიიღო შემდეგ, წიგნაკი ამოიღო და გადაწყვიტა ყველა ემოცია ფურცელზე გადმოეტანა. ცოტახანში სავახშმოდ დაუძახეს , გოგონამ დღიური საგულდაგულოდ გადამალა და ქვევით ჩავიდა. – აბა, როგორ მოგეწონა გასეირნება?- კითხა ბიძამისმა. – ძალიან, მომეწონა ბიძია, განსაკუთრებით უდაბნო, დედა მიყვებოდა,ხოლმე თუ რა ლამაზია აღმოსავლეთში უდაბნო. ძალიან მინდოდა ერთხელ მაინც მენახა, ცოცხლად მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი.- უთხრა გოგომ. – იმედია, ეს სურვილი დაიკმაყოფილე? – დიახ. მთელი ეს დრო,გოგონა ჩუმად იჯდა და ჩანგალს აწვალებდა, ეტყობოდა რაღაცას ფიქრობდა. – რატომ არაფერს ჭამ?- კითხა ადამ. – არ ვიცი, ალბათ დაღლილობის ბრალია, თუ შეიძლება მე ოთახში ავალ. – კარგი, წადი. გოგონა, კვლავ ოთახში ჩაიკეტა, რატომღაც დასევდიანდა, დედამისის სიტყვები გაახსენდა, რომელმაც უთხრა ,, იმედია, ჩვენიანს გაჰყვები და ჩემსავით შენც არ დაიტანჯები.,, დედამისის ისტორია, კარგად იცოდა, თუ რამდენი რამის გადატანა, მოუხდა იმის გამო,რომ თავის დროზე წესებს არ დაემორჩილა და გაჰყვა ცოლად იმას ვისაც არ უნდა გაჰყოლოდა მეტიც მასთან ერთად გაიპარა კიდეც. ამის გამო ყველამ ზურგი აქცია, მშობლებმა და ძმებმა. ძალიან ჰარმონიული წყვილი იყო, სელმა და გურამი, მაგრამ სამწუხაროდ მათი ერთად ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდა, კაცს სიმსივნე აღმოაჩნდა და დაიღუპა. დარჩა მარტოდ მარტო უცხო ქვეყანაში ქალიშვილთან ერთად შვილს მზრუნველობას არ აკლებდა ღამეებს კერვაში ათენებდა, რომ ლუკმა პური ეშოვნა. ამ ჯაფაში და ნერვიულობაში ქალიც დაავადმყოფდა და ისიც დაიღუპა, რამდენიმე წლის შემდეგ. მართალია ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწიათ, მაგრამ საბოლოოდ ერთად შეძლეს ყოფნა, იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, ახლა კი, ისევ იგივე ისტორია, მეორდებოდა ამჯერად მათ ქალიშვილს უწევდა ამის გავლა, თუმცა რა იქნება ამჯერად ეგ ჯერ არავინ იცის. – დედა, რომ იცოდე როგორ მჭირდები ახლა, შენი თბილი ჩახუტება და რჩევების მოსმენა მაკლია, ნეტა რას მეტყოდი ამ მოულოდნელ დატეხილ ამბავზე? ალბათ დამტუქსავდი და მეტყოდი, რომ იგივე არ გამემერებინა,მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ.- ამოიტირა. ძალიან ეშინოდა, მზად იყო კი დაპირისპირებოდა ბიძამისს, კარგად იცოდა, რისფასად დაუჯდებოდა ეს ურჩობა. პატარა ხელჩანთიდან ფურცელი ამოაძვრინა და ბიჭის სახელი და ნომერი ამოიკითხა. ***** საკმაოდ გვიანი იყო გარეთ უკვე ძალიან ბნელოდა და გზას მხოლოდ ლამპიონები ანათებდა, ბიჭი ფეხით დაიარებოდა, აშკარად რაღაცაზე გამეტებით ფიქრობდა, ძალიან იყო დაბნეული და არეული, თავში ქაოსი ჰქონდა რას იფიქრებდა ეს მოგზაურობა მის ცხოვრებას თავდაყირა, თუ დააყენებდა, მაგრამ იქნებ ეს მისი ბედისწერა იყო, რომ სწორედ მაროკოში უნდა შეხვედროდა თავის ცხოვრების სიყვარულს, ხვდებოდა, რომ ის იყო ერთადერთი ვისთანაც უნდოდა მთელი ცხოვრების გატარება, მაგრამ ამის მიუხედვად ეს შეუძლებელი იყო, აქამდე გოგოს მიმართ ასე არ დაინტერესებულა და არც გაგიჟებულა, მაგრამ ამ არაბმა გოგონამ შეძლო და ერთი დანახვით აურია ბიჭს თავგზა, მაგრამ იყო ერთი მაგრამ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო, გოგონას ოჯახი დიდი ალბათობით არ დაუშვებენ მათ ერთად ყოფნას ეს ერთი და მეორე არის კიდევ მისი ოჯახი, ეგ კიდევ ცალკე თემაა, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. სასტუმროში მისვლის თანავე, ბიძამისი გაგიჟებული ეცა. – სად დადიხარ, შვილო? გამაგებინე.- შეწუხებული ეცა კაცი. – მე გოგონას სანახავად ვიყავი წასული. – რაა?!- წამოიძახა.- რას ქვია, გოგოს სანახავად იყავი? – ხო,ბიძია. ჩუმად ვუყურებდი შორიდან რა მოხდა?- გაკვირვებით კითხა. – მეკითხები, კიდეც? რა გემართება შვილო, გამაგებინე, შენ ასეთი თავქარიანი და მეამბოხე არასდროს ყოფილხარ ყოველთვის დინჯი და გაწონასწორებული იყავი. – არც მე ვიცი, რა მემართება, ძალიან ვარ არეული, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ის გოგო ჩემი ადამიანია.- ამოთქვა დაღლილმა და დივანში ჩაეშვა. – რატომ ართულებ ყველაფერს შვილო, კარგი დაუშვათ გიყვარს, შენთვითონაც ხომ ხვდები, რომ არცერთი ოჯახი არ მოგცემთ უფლებას ერთად იყოთ. _ როგორც არ უნდა იყო, ბიძია, თუ დამჭირდა მთელ სამყაროს დავუპირისპირდები მისი გულისთვის.- მტკიცედ წარმოთქვა. – შვილო, კარგად დაფიქრდი რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შენს ამ მოქმედებას ახლა შენ ეიფორიაში ხარ მოიხიბლე მოცეკვავე გოგონათი, იქნებ უბრალოდ მისი სხეული გიზიდავს არ დაფიქრებულხარ ამაზე? დრო გავა და ეს ემოციებიც განელდება დამიჯერე. მეტი აღარაფერი უთქვამს, დივანის საზურგეს თავი მიაყრდნო და ემოციებისგან დაღლილმა თვალები დახუჭა გონების მოსაკრებად. ამდენი ფიქრისგან უკვე ტვინი უდუღდა მარტო ის რომ ვიღაც მოგწონდეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგე და ყველაფერს ერთი ხელისმოსმით ხაზი გადაუსვა და გადაახტე ყველაფერს, თანაც მათ შორის დიდი ბარიერი იყო აღმართული რისი გადალახვა არც თუ ისე იოლი იყო, იქნებ მართლი უთხრა გოგომ და მისთვის უბრალოდ ეგზოტიკური აღმოჩენა, იყო რა თქმა უნდა, ყველა მოიხიბლებოდა ლამაზი გოგოს ხილვით, რომელიც ასე ენერგიულათ და სექსუალურად ცეკვავდა. ყველაფერ ამაზე ფიქრობდა ცდილობდა სწორი დასკვნა გამოეტანა. მაგრამ ისიც ფაქტი იყო, რომ მათ უხილავად რაღაც აკავშირებთ ერთმანეთთან რითაც იზიდავენ ერთმანეთს. ვეღარ მოისვენა ოთახში და ვერანდაზე გავიდა, აქეთ-იქით დაიარებოდა და ბოლთას სცემდა. **** გოგონა მოწყენილი იდგა აივანზე და ქუჩებს გადაჰყურებდა, ძალიან მოწყინდა ასე უმოქმედოდ ყოფნა, ვერსად ვერ გადიოდა, თავისუფლად,როცა უნდოდა და მთელ დღეებს სახლში ან ოთახში ატარებდა ენატრებოდა, სამშობლო და იქაური სიცოცხლით სავსე ცხოვრება დედა არ უშლიდა მეგობრებთან ერთად სეირნობას. გარდა ამისა, სწავლა უნდოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს ოცნება ოცნებად დარჩა და ახდენა არ უწერია. წიგნების კითხვა უყვარდა, მაგრამ სათავისო წიგნიც ვერსად ნახა არაბულ ენოვანი წიგნები თუ ნახა, არაბული კი თითქმის არ იცოდა. – ჟასმინ, მანდ რას დგახარ, წამოდი ყავა დავლიოთ. - დაუძახა ბიძაშვილმა. – არ მინდა, მადლობა.- უთხრა უხალისოდ. – იცი, რა გემრიელ ყავას ამზადებს ჩვენი ჯემილე თანაც ყავაში იხედება.- დააინტრიგა. – მართლა?- წამოიძახა. – კი.- გაეკრიჭა და სამზარეულოში წავიდა. ჯემილემ ყავა მოამზადა, შემდეგ ფინჯნებში ჩამოასხა და მაგიდაზე დააწყო, ჟასმინი ჩაფიქრებული იჯდა და ხმას არ იღებდა, ახლაც უხალისოდ იჯდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა კლავდა, ძალიან უნდოდა, რომ ჯემილეს მისთვის ემკითხავა. – ჯემილე...- მიმართა ქალს. – რა იყო? – შეგიძლია ყავაში ჩაიხედო და მითხრა მომავალში რა მელის.- ლეკვის თვალებით გახედა. – რაა? არა, ეს შეუძლებელია, მკითხაობა ცოდვაა, შვილო არ შეიძლება შენი მომავალი წინასწარ იწინასწარმეტყველო, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.- უთხრა ქალმა. – კარგი, რა გთხოვ, მხოლოდ ერთხელ დიდად არ მჯერა უბრალოდ გავერთობით მაინც და რა მოხდება, რომ ჩაიხედო.- შეევედრა. – ეს ბიძაშენმა, რომ გაიგოს მკაცრად დაგვსჯის, ღმერთმა მაპატიოს. კარგი, დალიე მიდი და შემდეგ გადააბრუნე, რომ ნალექი გაშრეს.- აუხსნა, როგორც უნდა მოიქცეს გოგონამ ბოლო ყლუპი მოსვა და ჭიქა გადააბრუნა. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჯემილემ ფინჯანი აიღო და ყავაში ჩაიხედა, საკმაოდ მუქი და ღრმა ნალექი იყო. ყავის ნალექს ყურადღებით აკვიდებოდა, რომ არცერთი დეტალი არ გამორჩენოდა, ეტყობოდა რომ რაღაც ისეთი ამოიკითხა რითაც ქალს სახე დაუსერიოზულდა. – რა ხდება ჯემილე? რას ხედავ?- მოუთმენლად კითხა. – მაცადე ..- სწრაფად უპასუხა თან ისე, რომ თავლი არ მოუშორებია ჭიქისთვის.– ო, ღმერთო ჩემო.- ამოთქვა აღშფოთებით. – რა ხდება?- უკვე გოგონაც დაიძაბა მის რეაქციაზე.- რამე ცუდი დაინახე, გთხოვ არ დამიმალო? – მოდი, ყავის გული გახსენი, თითით და მერე გიამბობ ყველაფერს.- აუხსნა ქალმა გოგონამ ცერა თითით ყავის გული გახსნა და ქალმა ისევ ჩაიხედა ჭიქაში. – პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან დიდი სიყვარული გეწვევა. – რაა? – ხო, ეს სიყვარული ძალიან ძლიერი იქნება, მაგრამ....- აქ პაუზა გააკეთა, შემდეგ კი განაგრძნო.- მაგრამ ასევე ამ სიყვარულს ტკივილიც მოსდევს, სიყვარული ტკივილს ჩაანაცვლებს ტკივილი კი სიყვარულს.- დანაღვლიანებულმა უთხრა. _ ვერაფერი ვერ გავიგე, ანუ ვიღაც შემიყვარდება, მაგრამ ასევე ეს სიყვარული ტკივილს მომაყენებს..? - კი, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ძლიერ შეგიყვარდება, მაგრამ თან დაიტანჯები. – და ვინ არის ის ადამიანი? არ ჩანს? – ეგ არ ჩანს, შეიძლება უკვე არის ეგ ადამიანი შენ ცხოვრებაში ან მალე გამოჩნდება. – მერე რატომ ჩამოგტირის სახე ჯემილე. სიყვარულზე კაი, რა არის. – ეჰ, შვილო სიყვარული ადამიანს გონს აკარგვინებს და ბევრ სისულელეს აკეთებინებს. გაიხსენე დედაშენის ამბავი, ის შეუყვარდა ვინც არ უნდა შეყვარებოდა. – კარგი, რა ასე რატომ ფიქრობ სიყვარული ყველაზე ლამაზი გრძნობა, ამის გამოცდა მხოლოდ ერთეულებს, თუ შეუძლიათ. დედას გაუმართლა, რადგან მან იპოვა თავის ადამიანი და არ დამორჩილდა წესებს. – სიყვარულს ბევრი ტკივილი მოაქვს. _ არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, რადგან სწორედ ტკივილი აძლიერებს სიყვარულს.კარგი და სხვას რას ხედავ მე ძალიან მინდა სწავლა და ეგ არ ჩანს? _ არა, სხვა ყველაფერი ბუდოვანია, მაგრამ ეს რაც გითხარი ძალიან მალე მოხდება.- უთხრა ქალმა. – კარგი, მადლობა.- მადლობა გადაუხადა და ოთახში ავიდა. დაბნეული ჩამოჯდა სავარძელზე და იმ სიტყვებზე ფიქრობდა, დიდად არ სჯეროდა ასეთი რაღაცების, მაგრამ ბოლო დროს იმდენი რამ გადახდა თავს,უეცრად ის ბიჭი გაახსენდა, რომელიც მის ცხოვრებაში დაუკითხავად შემოიჭრა იქნებ ის დაინახა ჯემილემ ჭიქაში. თუ ასეა და ის ბიჭი მისი ბედისწერაა, მაშინ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. კარადიდან საცეკვავო კაბა ამოიღო სწრაფად ჩაიცვა და შემდეგ ბაზრობაზე ნაყიდი ბურკა გადაიცვა. - მე, ცოტას სუფთა ჰაერზე გავივლი და მალე მოვალ.- გასძახა ჯემილეს და სწრაფად გავიდა სახლიდან. უყვარდა, საკუთარ თავთან განმარტოება და ფიქრი,ამიტომაც გადაწყვიტა, წასულიყო თავის საყვარელ ადგილას ეს ადგილი ყველაფრისგან შორს იყო და თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ აი საცეკვაო კაბა, რატომ ჩაიცვა, საინტერესოა. ნანგრევებში მივიდა და იქვე კუთხეში ჩამოჯდა, თავის ნება, რომ იყოს ალბათ მთელს ცხოვრებას ამ ნანგრევებში გაატარებდა, იმდენად თავისუფლად გრძნობდა იმ ადგილას თავს. მოულოდნელად ფეხის ხმა შემოესმა და შეშინებული ამოეფარა კედელს. ცოტახანში ბიჭი დაინახა, რომელიც იქაურობას ათვალიერებდა გოგონას შეეშინდა და კედელს ამოეფარა. – რატომ მემალები? ვიცი, რომ აქ ხარ?- დაუძახა ბიჭმა, მაგრამ გოგონა ხმას არ იღებდა. არ უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ განა შეძლებდა მისგან გაქცევას. ის იყო უკან შემობრუნდა, როდესაც მის წინ ბიჭი ეშმაური ღიმილით აესვეტა წინ. გოგონამ თავის არიდება სცადა, თუმცა ბიჭმა გაქცევის საშვალება არ მისცა. – გთხოვ გამიშვი..- ძლივს ამოთქვა. _ რატომ გამირბიხარ?- კითხა ბიჭმა. – არ გაგირბივარ. აბა, უკან ვბრუნდებიო,მომატყუე?- სხვა თემაზე გადიტანა ყურადღება. _ არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ გამგზავრება გადავდე. – რატომ? – შენ გამო..- გაუღიმა. – ჩემ გამო?- ჰკითხა გაოცებით. – კი, იმიტომ რომ უშენოდ არ შემიძლია.- ამაზე გოგონამ ხელი ჰკრა და იქვე კუთხეში ნაღვლიანი ჩამოჯდა. – რა მოხდა? – რატომ მეთამაშები?- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შემდეგ კითხა. – რატომ გგონია, რომ გეთამაშები? _ განა, ასე არ არის? – არ არის... – არ მჯერა, მაგრამ ასეც რომ იყოს მაინც არაფერი გამოვა ბიძაჩემი დიდი ალბათობით, დაგვხოცავს ორივეს ამის გამო. – მე არ მეშინია, ბიძაშენის. შემიძლია ახლავე წავიდე და შენი ხელი ვთხოვო მას.- მტკივედ წამოიძახა. – რაა? არა, ამას ნუ იზამ.- შეევედრა. _ აბა, რა ვქნა? დაველოდო ბიძაშენი ერთ დღეს როგორ გაგათხოვებს სხვა კაცზე?- სერიოზული ხმით კითხა. - და შენი აზრით ახლა, რომ მიხვალ და ეტყვი ბიძაჩემი ადგება, სიხარულით მოგეხვევა და გეტყვის თანახმა ვარო. ამით უარესს გააკეთებ. – აბა, რას მთავაზობ? – თუ რასაც შენ ამბობ, მართალია და ჩემს მიმართ რასაც გრძნობ ნამდვილია და არ მატყუებ მაშინ დამაჯერე შენი სიტყვების ჭეშმარიტებაში. არა, სიტყვებით არამედ მოქმედებით. – კარგი, მაგრამ მარტო ჩემი სიტყვები არ ეყოფა და მოქმედებას რა აზრი აქვს, თუ შენ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ. - შეეცადე, ჩემი გული მოიგო. არ მინდა შენთვის ასე ადვილად მისაღწევი ვიყო, არ მინდა ჩემთან უბრალოდ გაერთო შემდეგ ადგე და წახვიდე, შენ ვერც კი წარმოიდგენ რამხელა რისკზე მომიწევს წასვლა ამისთვის. – გპირდები, რომ ასე არ იქნება.- უთხრა და მისი ხელის მტევანი თავისაში მოიქცია. – არა, ამჯერად უფლეამბას აღარ მოგცემ შემეხო. ისედაც საკმარისად შევცოდე შენ გამო. – ცოდვას რაში ხედავ??- გაეცინა ბიჭს. - ის რაც დასავლეთის ქვეყნებში მიღებულია აქ აკრძალულია, ახლა მე რომ შენ წინ ვდგავარ ესეც არ შეიძლება.მხოლოდ ქმარს აქვს უფლება შემეხოს. – შენ ისედაც მე მეკუთვნი და არ ვაპირებ შენი თავი სხვას დავუთმო.- უთხრა და თავისკენ მიიზიდა.- ესრაღაც კი მოიშორე სახიდან მინდა, შენი ლამაზი სახე დავინახო, ან რატომ ხარ ამით შენიღბული? _ იმიტომ, რომ ვერავინ მიცნოს. ვინემემ,თუ დამინახა ამ უკაცრიელ ადგილას კარგი დღე არ დამადგება. – ახლა გასაგებია.. შემდეგ იქვე ჩამოჯდნენ და მათ შოროს დუმილი ჩამოწვა, გოგონა ჩაფიქრებული გაჰყურებდა ჰორიზონტს გული საშინლად უცემდა, იმ წუთას მიხვდა, რომ დედამისის ბედი გაიზიარა, მიხვდა, რომ ეს ბიჭი მისი ბედისწერა იყო და სწორედ ამიტომაც არ ანებებდა თავს, ბედს კი ვერ გაექცევი და ვერც დაემალები სულაც, რომ გადაიკარგო სადმე ის მაინც მოგძებნის და მოსახდენი მაინც მოხდება. – მეშინია.- ბოლოს სიჩუმე ისევ გოგონამ დაარღვია. – რის?- ბიჭმა სახე მისკენ მიაბრუნა და ისე კითხა. – იმის რომ შეცდომას ვუშვებ და ამისთვის მკაცრად დავისჯები. – ეს შეცდომა არ არის. – შენ გამო, ცოდვას ცოდვაზე ჩავდივარ და განკითხვის დღეს ამის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები. _ თუ სიყვარული აქ ცოდვათ არის მიჩნეული დაე, ერთად დავიწვათ ჯოჯოხეთის ცეცხლში.- წამოიძახა ბიჭმა. – ხვდები,რომ ეს მარტივი არ იქნება და მზად ხარ გაუძლო ამ ყველაფერს მზად ხარ დაუპირისპირდე მთელს სამყაროს ჩემს გამო? – მე ყველაფრისთვის მზად ვარ. უკვე გითხარი, რომ შენი გულისთვის ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლომდე თუმდაც ამისთვის სიკვდილით დამსაჯონ.- შეანათა თავის მუქილურჯი თვალები, რომლებიდანაც იგრძნობოდა, სიყვარული და ვნება. – ჩემი წასვლის დროა. სანამ ბიძაჩემი მოვა, უნდა დავბრუნდე თორემ თუ გაიგო, რომ სახლში არ ვარ დამსჯის. – მე ცოტახნით სამშობლოში მომიწევს დაბრუნება საქმეები უნდა მოვაგვარო და ოჯახს დაველაპარაკო, ვიცი ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ არ მაინტერესებს მათი აზრი. – მიდიხარ? _ ხო, მაგრამ არ იდარდო მალე დავბრუნდები.- მისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა. – მპიედები, იმედია შენს პირობას შეასრულებ? - მენდე კარგი. – კარგი. – წასვლის წინ მინდა, რომ ჩემთვის იცეკვო. მინდა თან გამყვეს ეს შეგრძნებები. – კარგი.- გაუღიმა გოგონამ შემდეგ ბურკა გაიხადა და საცეკვაოდ გაემზადა, გოგონამ მის ირგვლივ დაიწყო ცეკვა და ლამაზად არხევდა სხეულს ბიჭი კი, გაბრწყინებული თვალებით უყურება, რომ ვერ გაუძლო მის სილამაზეს თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს. – მუდამ მემახსოვრება, ეს მომენტი.- უთხრა ბიჭმა. – ისევ ამ ადგილზე შევხვდეთ, რომ ჩამოხვალ.- უთხრა გოგონამ. _ კარგი. გოგონა სწრაფად დატოვა იქაურობა და სახლში გაიქცა, სიგიჟე იყო რასაც აკეთებდა, რომელშიც იცოდა, რომ ძვირად დაუჯდებოდა ეს საქციელი, მაგრამ რატომღაც არ ნანობდა. სახლში მისვლის თანავე იმ წამვსე, ოთახში გაიქცა და გამოიცვალა, ცოტახანში კი, ქვემოდან ქალების ხმა მოესმა, რომლებიც ჩხუბობდნენ. ინტერესით ჩავიდა ქვემოთ სადაც ახმედის ცოლებს ომი ჰქონდათ გაჩაღებული. შუაში ჯემილე იდგა და მათ გაშველებას ცდილობდა. გაუგებარი იყო, რაზე სპორობდნენ რადგან არაბულად საუბროდნენ. _ რა ხდება ადა? რატომ ჩხუბობენ?- იკითხა ინტერესით. _ ერთმანეთში ვერ რიგდებიან და ბიძია ახმედს ვერ იყოფენ ერთი ამბობს, რომ ქამრი ყურადღებას აღარ აქცევს და ამაში მეორეს ადანაშაულებს. – ღმერთო, რა საშინელებაა მრავალ ცოლიანობა, მოიყვანე ერთი და იცხოვრე მშვიდად არ ჯობია. - გაოცებით წამოიძახა. – შენ სად გაქრი დღეს დილიდან?- ჰკითხა მამიდაშვილს. - სასეირნოდ ვიყავი. სახლში ჯდომით დავიღალე.- წამოიძახა და იქვე ჩამოჯდა. ამ დროს ახმედიც დაბრუნდა შინ და გაბრაზდბული მიუახლოვდა თავის ცოლებს. – რა ხდება აქ ჯემილე?- იკითხა გაბრაზებით. – ბატონო, ერთმანეთში ვერ რიგდებიან, ლეილა ფატმას აბრალებს, რომ მის გამო, თქვენ მას საკმარის ყურადღებას აღარ აქცევთ. ვერაფრით ვერ გავაჩუმე ვერცერთი. კაცი გაბრაზდბული მივიდა მათთან და ორივეს უბრძანა თავიანთ ოთახებში შესულიყვნენ და რომ მერე დაელაპარაკებოდა ორივეს. _ ძალიან დამღალა ორივემ, ვცდილობ ყველას ერთნაირად დავუთმო დრო, მაგრამ მაინც უკმაყოფილოები არიან. კარგი მე ჩემს ოთახში ვიქნები. - თქვა თავის ოთახში ავიდა. **** საწოლზე იყო, წამოწილილი გოგონასთან ერთად გატარებულ მომენტებს იხსენებდა და თან ეღიმებოდა, ეს გოგო, აგიჟებდა და ძალიან იზიდავდა ისიც კი არ იცის რა დაარქვას ამ გრძნობას. სიყვარულია, ეს ვნება თუ უბრალოდ გატაცება, მაგრამ მისი სურვილი კლავდა, უნდოდა მის სიახლოვეს ეტრიალა. თუ უნდოდა მის გვერდით ყოფნა, უნდა ებრძოლა მის მოსაპოვებლად და უნდა დაპირისპირდეს ყველას და ყველაფერს.... ცხოვრება, ამოუცნობი და არაპროგორიზერაბადია, ვერ გაიგებ როდის რას დაგატეხს თავს, მითუმეტეს თუ საქმე სიყვარულს ეხება, აქ სიტყვებიც კი ზედმეტია, ისე გადაგეყრება გზაზე და დააყენებს შენს ცხოვრებაში ქარიშხალს ვერც კი მიხვდები, სიყვარულის ფორმულას სხვა და სხვა ნაირად ხსნიან, მეცნიერების თქმით სიყვარული გამოყოფს სპეციალურ ეფექტებს, რაც ადამიანს უფრო ემოციურს ხდის დროებითია და ორ სამ წელში ნელდება. მაგრამ ეს მხოლოდ აღტაცების გამოხატულებაა, როდესაც ვიღაც უბრალოდ გიზიდავს და მეტი არაფერი. სიყვარული ემოციური მდგომარეობაა, ნამდვილი სიყვარული გულიდან მოდის, გული არ ნიშნავს, ადამიანის, ორგანოს არამედ იგულისხმება, ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, მისი შიმაგანი ემოციური ფონი. მაშ რას განიცდიან რეალურად ეს ორი ერთმანეთის მიმართ მათი სიყვარული ნამდვილია თუ უბრალოდ აღტაცებას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ ვინ იცის. ბიჭი აეროპორტის შესასვლელში ბარგით იდგა, მაგრამ წასვლა სულ არ უნდოდა, ვერ ეთმობოდა, გოგონა. რას არ იზამდა, ახლა მის გვერდით მისი საყვარელი ქალიც,რომ ყოფილიყო და ერთად მიემგზავრებოდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, მის მოსაპოვებლად ბრძოლა იყო საჭირო. რატომღაც მისმა გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა და თითქოს იგრძნო, რომ გოგონა სადღაც იქვე იყო აეროპორტის შენობა მოათვალიერა, უეცრად კი, მოშორებით მდგარი შავ ბურკაში გამოწყობილი გოგონა დაინახა, რომელიც ეშმაკურად უყურებდა მერე კი გაიქცა, მიხვდა, რომ ეს ჟასმინი იყო იმ წუთას მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, თითქოს დრო გაჩერდაო და მთელს სამყაროში, მხოლოდ ეს ორი იყვნენ დარჩენილი მისკენ გაიქცა, გოგონას და ძებნა დაიწყო თვალებით იპოვა კიდევ გოგონა მისკენ მირბოდა და თან უკან იყურებოდა, ხომ არავინ მოყვებოდა. ბიჭის წინ შეჩერდა და თან თვალი მოავლო არემარეს, შემდეგ ბიჭს გაუსწორა მზერა სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა და მხოლოდ თვალები უჩანდა, მაგრამ მზერით მიხვდებოდით, რომ იმ წუთას იღიმოდა. – არ მჯერა, შენ აქ ხარ?- გაუღიმა ბიჭმა. _ ხო, ხომ ხედავ შენ გამო, რა სიგიჟეებს ჩავდივარ, ფაქტიურად თავი საფრთხეში ჩავიგდე აქ მოსვლით. – დასამშვიდობებლად მოხვედი?- კითხა ბიჭმა. – არა, იმის სათქმელად მოვედი, რომ გითხრა არ წახვიდე... - ამოთქვა. - გთხოვ არ წახვიდე... – სიგიჟეა შეიძლება რასაც ვაკეთებ და თავსაც საფრთხეში ვიგდებ, მაგრამ შენ მე აქ მჭირდები.- უთხრა გოგონამ ბიჭს კი მის სიტყვებზე სახე გაებადრა. _ არ გინდა, რომ წავიდე? – არა... – არც მე მინდოდა აქედან წასვლა. ახლა კი საერთოდ აღარ მინდა. – ანუ?- კითხა გოგონამ. – ანუ, აღარსად აღარ მივდივარ. _ მაშინ, ხვალ დილით ჩვენ ადგილას დაგელოდები, ბიძაჩემი გავა თუ არა სახლიდან მაშინვე იქ წავალ. ახლა უნდა წავიდე ბევრი დრო არ მაქვს.- უთხრა და გაიქცა. მაინც რას არ გააკეთებინებს სიყვარული ადამიანს, როდესაც გიყვარს შენ თავს აღარ გავხარ. ბიჭი გაღიმებული დაბრუნდა უკან სადაც ბიძამისის გაბრაზდბულ სახეს გადააწყდა – სად იყავი?- კითხა მოქუფრული სახით. – არსად. აქვე ვიყავი, ბიძია თქვენ დაბრუნდით თუ გინდათ მე კიდევ დავრჩები აქ. – რაა?- შეიცხადა. – ჰო, გადავიფიქრე. _ ღმერთო, სიყვარულმა ამ ბიჭს თავი სულ დააკარგვინა.- დანანებით გაიქნია თავი.- შენ მშობლებს რა ვუთხრა? – უთხარით, რომ აქ ვრჩები. – როგორც გინდა, მაგრამ იმედია ყველა იმ სიმძიმეს გრძნობ და იაზრებ, რაც გელის წინ. - რა თქმა უნდა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. – ხომ იცი, რომ აქ არ არის მიღებული წყვილის შეხვედრები, თუ მართლა გიყვარს მიდი ბიძამისთან და მისი ხელი ითხოვე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, თუ მის მიმართ სერიოზულად ხარ განწყობილი უნდა მიხვიდე, იმედია მარტო გაუმკლავდები ამას. – ნუღელავ ბიძია, შეიძლება თავიდან ცივი უარი მითხრას, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ დამთანმხდება, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებ. _ ღმერთმა ხელი მოგიმართოს შვილო. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. - ბიჭს გადაეხვია და წავიდა. აეროპორტიდან გავიდა ტაქსი გააჩერა და სასტუმროში დაბრუნდა, თავის ნომერში ავიდა ბარგი იქვე დატოვა და საწოლზე წამოწვა. **** გოგონა, შეუმჩნევლად შეიპარა ეზოში და შემდეგ სახლში. თავის ოთახში შევიდა და ოთახში, ჯემილე დაინახა, რომელსაც ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო. – ღმერთო, ჯემილე გული გამიხეთქე.- წამოიძახა შეშინებულმა და შიგნით შევიდა. – სად იყავი? – არსად უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავისერნე. რა მოხდა?- ბურკა მოიხსნა და საწოლზე ჩამოჯდა. - იმედია, არაფერს მალავ და რამე სისულელის გაკეთებას არ აპირებ, თორემ ხომ იცი, ბიძაშენს ვერ გადაურჩები. _ კარგი,რა ჯემილე, გთხოვ არ გვინდა ამ ადათ წესებზე ლაპარაკი, ისედაც აქ ყოფნით თავს ცუდად ვგრძნობ თავი გალიაში გამოკეტილი ჩიტი მგონია, რომელსაც ფრთები დააჭრეს და ვეღარ დაფრინავს.- გულმოსულმა უთხრა და თავი ბალიშზე დადო. – უბრალოდ არ მინდა, თავი საფრთხეში ჩაიგდო. – რაც არ უნდა იყოს მოსახდენი მაინც მოხდება. –კარგი.- უთხრა და გავიდა. ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ ბედნიერი იყოს და ისე იცხოვროს,როგორც უნდა, ვერ უძლებდა ასეთ რეჟიმს, რადგან არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს ის თანამედროვე ცხოვრებას იყო მიჩვეული, სადაც თავისუფლად არის და არანაირი აკრძალვები არ არის. აქ კი, ყველაფერს რელიგიას აწერენ და მის მიხედვით მოქმედებენ, განა სხვა ქვეყნებში ღმერთის არ სწამთ, მაგრამ დიდიხანია გამოვიდნენ ქვის ხანიდან უკვე და სხვა მუსლიმანურ ქვეყნები უკვე დიდიხანია ქვის ხანიდან გამოვიდნენ. მაგრამ აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ცოცხლობს ეს სისასტიკე და აკრძალვები. რატომ რის გამო უნდა ისჯებოდნენ? მხოლოდ იმიტომ, რომ შეუყვარდათ ან როგორ შეიძლება ადგე და შენი გაზრდილი ქალიშვილი კარგ ფასად გაყიდო, როგორც ნივთი ან ცხოველი, სამწუხაროდ ადამიანები ივიწყებენ რომ შვილი არავის საკუთრება არ არის, მათ შორის არც მშობელს ეკუთვნის ის არის პიროვნება, რომელსაც თავის ცხოვრება აქვს და თავის უფლებები, რომელიც არის თავისუფალი რომელსაც აქვს თავის დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს თავისი მიზნები და ოცნებები, მაგრამ აქ გოგოს სურვილებს არავინ უყურებს უკვე რამდენი ქალი შეეწირა ამ სასტიკ რეჟიმს. ამ უსიცოცხლო სამყაროში გოგონას, მხოლოდ ერთი რამ ახარებდა,რომ ეგულებოდა ადამიანი, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა, ფაქტიურად მან ახალი იმედი ჩაუსახა ახალი ცხოვრების. არ იყო ადვილი მის გვერდით ყოფნა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა, თუ საჭირო გახდებოდა ბიძამისის წინღმდეგაც წავიდოდა. – რა გჭირს, ჟასმინ?- კითხა ადამ ,როდესაც ოთახში შევიდა და მისი ნაღვლიანი სახე შეამჩნია. – არაფერი, უბრალოდ ზოგჯერ აქაურობა ძალიან მრთგუნავს...- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. – დღეს დილით სად იყავი? ჯემილე ძალიან ღელავდა. – სუფთა ჰაერზე გავისეირნე... – იცი, ჯემილეს ჰგონია, რომ შეყვარებული ხარ და ამიტომ იპარები სახლიდან ჩუმად. – რაა?? – ხო, მას შემდეგ რაც გიმკითხავა, უცნაურად იქცევი და ფიქრობს,რომ წინასწარმეტყველება ასრულდა. – ასეც, რომ იყოს მერე რა.. – ის შენზე ღელავს, რადგან არ უნდა, რომ თავი საფრთხეში ჩაიგდო. – იცი, დედა, მეუბმებოდა, ხოლმე ბედს ვერ დაემალებიო, ამიტომ თუ მიწერია, მაინც ამისრულდება და მოსახდენი მაინც მოხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ბედს შევურიგდები. – კარგი.- სევდიანად გაუღიმა. – არ ვაპირებ, მეც სხვა გოგოებივით უსიყვარულოდ გამათხოვონ. ****** დილით დაელოდა, როდის გავიდოდა ბიძამისი საქმეზე და ისიც მაშინვე გაიპარა სახლიდან სწრაფად მირბოდა, რომ არავის დაენახა, ნანგრენვებში მივიდა და შიგნით შევარდა. იმდენი ირბინა სანამ სასურველ ადგილამდე მოვიდოდა, რომ ძლივსღა სუნთქავდა სწარაფად აირბინა კიბეები ზემოთ ავიდა და როდესაც ბიჭი დაინახა გაუხარდა ბიჭმა ხელები გაშალა გოგონასდანახვისას გახარებული გაიქცა და მთელი არსებით მოეხვია ბიჭს, ვიღას ახსოვდა ადათ წესები და ტრადიციები, მის გვერდით იმდენად მიეჯაჭვა მას, რომ მისი საყდარი გამხდარიყო მისთვის და თავშესაფარი, თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა. _ დამპირდი, რომ არასდოს მიმატოვებ.- ამოილაპარაკა ჯერ კიდევ მის მკერდს მიკრულმა გოგონამ. - უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. – მე არსად ვაპირებ, წასვლას.- მიუგო მშვიდად და თავი ზევით ააწევინა. ამ დროს კი მისი ცრემლიანი თვალები დაინახა. _ რატომ ტირიხარ? – მე... უბრალოდ ძალიან მეშინია.. – რის? – მეშინია, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიზმარია და ერთხელაც გამეღვიძება და მივხვდები, რომ ეს უბრალოდ ილუზია, იყო. _ ნუ გეშინია, ეს სიზმარი არ არის რეალობაა. მისმინე, დიდხანს მოცდას აღარ ვაპირებ დროს ვერ დავკარგავ, ამიტომ უახლოეს დღეებში მივალ და ბიძაშენს დაველაპარაკები. – რაა? ბიძაჩემი ორივეს დაგვხოცავს.- შეშინებულმა წამოიძახა. იაგომ მხრებში მოკიდა ხელი და იქვე დასვა შემდეგ კი მის წინ ჩაიმუხლა. – მისმინე, მესმის გეშინია, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცევი, ვერ დავუშვებ ბიძაშენმა სხვაზე გაგათხოვოს ამიტომ გარისკვად ღირს, მე დათმობას არ ვაპირებ თანაც, ხომ გინდა, რომ ვიბრძოლო ხოდა ასეც ვიქცევი, არ ვაპირებ დამალვას. – ბიძაჩემი ორივეს დაგვხოცავს.- აუცრემლინდა თვალები. – ვერაფერსაც ვერ იზამს. _ კარგი,მაგრამ მოდი ცოტახანი, ასე ვიყოთ ვინ იცის რა ხდება, იქნებ მეტი ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი. _ კარგი, ოღონდ შენ იყავი მშვიდად.- გაუღიმა და გულში ჩაიკრა. _ რატომ არ გავიცანით ერთმანეთი საქართველოში, ყველაფერი, ხომ მარტივად იქნებოდა... – ალბათ ასე იყო, საჭირო.. _ იცი, ამ კოშკის ნანგრევებს ძალიან სევდიანი ისტორია აქვს..- უთხრა გოგონამ. – მართლა? არ მომიყვები? – კი, დედა მიყვებოდა ხოლმე, არ ვიცი ეს რეალურად მოხდა, თუ უბრალოდ გამოგონილი ამბავია, მაგრამ დიდი სიყვარულის მატარებელია და თან ტრაგედიის. ძველად ამ კოშკში ერთი წყვილი მალულად ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს გოგონა ერთ- ერთი მდიდარი შეიხის ქალიშვილი იყო ბიჭი კი, უბრალო მსახური მათ არ შეეძლოთ ერთად ყოფნა,რადგან არავინ გაათხოვებდა ღარიბ ბიჭზე. ერთხელაც გოგოს ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მათი ქალიშვილი, გაეთხოვებინათ გოგომ ეს ამბავი, რომ გაიგო, ვერ აიტანა, რადგან ის ბიჭი ძლიერ უყვარდა და ვერ წარმოედგინა მის გვერდით სხვა ამიტომ ერთ დღეს ადგა და თავი დაიწვა მალევე კი ბიჭმაც თვით მკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. შეყვარებული წყვილისთვის კი, მათი ამბავი მაგალითად არის ქცეული.. აი ასე.- სევდიანი ხმით დაასრულა მოყოლა. _ გასაოცარია.. – ჰო, ამიტომაც ეს ადგილი ძალიან მიყვარს. – სიყვარული, ხომ უკვდავია დარწმუნებული ვარ მათი სიყვარული ჯერაც ცოცხლობს. _ ხო.- ტირილით მიუგო. – ისევ, ტირი?- კითხრა და ცრემლები მოსწმინდა. – უბრალოდ ძალიან გულჩვილი ვარ და ასეთი ამბები ჩემზე ძალიან მოქმედებს.- უთხრა გოგონამ _ რომ შემეძლოს დროს გავაჩერებდი და უსასრულობამდე ვიქნებით აქ . _ კარგი, იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დროს ვერ გავაჩერებთ. - შენ აქაურს არ გავხარ, ჟასმინ?- კითხა ბიჭმა. – არ ვარ აქაური და მაგიტომ.- გაეცინა. – არ ხარ? – ჰო, ჩემი სამშობლო საქართველოა იქ დავიბადე და გავიზარდე. შენ ჩემს შესახებ თითქმის არაფერი არ იცი, მე დედით არაბი ვარ მამით კი ქართველი და ჩემს მშობლებს ჩვენს მსგავსად შეუყვარდათ ერთმანეთი. – მართლა?? – ჰო, დედა, მიყვებოდა მათ სიყვარულის ისტორიას. ხომ წარმოგიდგენია ახლა რა რეჟიმში ცხოვრობენ აქ და 20 წლის წინ რა იქნებოდა, უფრო მეტად ჩამორჩენილები იყვნენ დროს და წესებით ცხოვრობდნენ ამიტომიმის შანსი, რომ ერთად ყოფნის უფლებას მისცემდნენ თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ ერთ დღეს ადგნენ და გაიპარნენ, რა თქმა უნდა, არც იქიდან წამოსვლის შემდეგაც არ დახვდნენ სიხარულით ამ ამბავს მამას ახლობლები, ამიგომ დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება და ასე... დიდხანს ვერ გასტანა მათმა ამბავმა რაფგან რვა წლის რომ ვიყავი, მამა დაიღუპა და დედა სრულიად მარტო დარჩა. მეშინია, მეც ასე მარტო არ დავრჩე.- ამოიტირა. – შენ მარტო არ დარჩები. კიდევ რას მიამბობ შენზე? – განსაკუთრებულს არაფერს, რადგან ჩემი ცხოვრება ერთ ფეროვანი და მოსაწყენი იყო სულ, თუმცა ძალიან მინდოდა მესწავლა და ჩემი პროფესია მქონოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი.. შენზე რას მეტყვი? – მყავს მშობლები რომლებთანაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა არავისზე დამოკიდებული არ ვარ, მაქვს ცალკე ბინა და ჩემი პატარა ბიზნესი და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ. – რამდენის ხარ?- კითხა გოგომ. – 24- ის შენ? – 18- ტის. - ექვსი წლით შენზე დიდი ვყოფილვარ. _ უნდა წავიდე, უკვე ბინდდება და დროზე უნდა მივიდე სახლში.- წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. - არ ვიცი, გაგაგებინებ, მაგრამ ასე ხშირად ვეღარ გამოვაკ ხოლმე, არ მინდა ვინმემ რამე იეჭვოს.- ბურკა გადაიცვა და დატოვა იქაურობა. მზე უკვე უწურებოდა და ნელ-ნელა ბნელდებოდა, მთელი ძალით გარბოდა, რომ შინ დროულად მისულიყო, ბაზრის გავლა უწევდა, სადაც ათასი ხალხი ირეობდა და ხელს უშლიდნენ გავლაში შემთხვევით კი ერთ- ერთი დახლი წააქცია, რისგამოც ვაჭარმა ჩხუბუ დაუწყო, შეშინებულმა სწრაფად დატოვა იქაურობა ბოლოს, როგორც იქნა მიაღწია სახლამდე და სახლში შევიდა გულში ლოცულობდა, რომ ბიძამისი არ დახვედროდა სახლში, თუმცა ასე არ მოხდა, ბიძამისი შინ დაუხვდა და თანაც ძალიან გაბრაზდბული. – სად დადიხარ ამდრომდე?!- კითხა მკაცრად. – მე... ვსეირნობდი ბიძია და დრო ისე გამეპარა ვერც კი შევნიშნე. – არ იცი, რომ გოგოს გასვლა გარეთ მარტო და თან გვიანობამდე არ შეიძლება. – მაპატიეთ ბიძია, მეტი ასე აღარ მოვიქცევი. – კარგი, შეგიძლია ახვიდე შენ ოთახში.- უთხრა გოგონას. მისი წასვლის შემდეგ მცველს დაუძახა. – გისმენთ ბატონო? – მისმიმე ალიხან, ჩემს არ ყოფნაში ყველაფერი უნდა აკონტროლო, ამ გოგოს არ ვენდობი, ამიტომ მის აჩრდილად უნდა იქცე გასაგებია? – როგორც მიბრძანებთ.- უთხრა და წავიდა. თავის ოთახში, შეიკეტა, თუ არა ჩუმად ტელეფონო ამოიღო და ბიჭს მისწერა. _ ცოტა ხანს, ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. – რატომ? – ბიძაჩემი სახლში დამხვდა და მემგონი რაღაცას ეჭვობს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. – მე დასამალი არაფერი მაქვს.. არ ვაპირებ ბიძაშენს დავემალო, ამიტომ აუცილებლად მივალ და დაველაპარაკები. – გთხოვ არ გინდა. – მენდე. – კარგი, მაგრამ ახლა არა. – როდის შევძლებთ კიდევ შეხვედრას? – არ ვიცი, მოვიფიქრებ და გაგაგებინებ. ახლა უნდა წავიდე, ვიღაც მოდის.- ტელეფონი გათიშა და სწრაფად დამალა. ოთახში ჯემილე შევიდა. – მითხარი რა ხდება, შვილო? ხომ იცი შეგიძლია მენდო.- ნაღვლიანმა კითხა.- ვხედავ შენთავს რაღაც ხდება. გოგონას გული აუვუყდა და ქალს ჩაეხუტა. – შეყვარებული ვარ ჯემილე... – რაა? – ჰო, შენი წინასწარმეტყველება ამიხდა. - რას ამბობ? ვინ არის ის ადამიანი? - ის ბიჭია, ცეკვის დროს რომ მიყურებდა. – ის უცხოელი? – ჰო... მე ის ძალიან მიყვარს, არ ვიცი როგორ მაგრამ თითქოს მას უკვე დიდიხანია ვიცნობ. – ჟასმინ...- ამოთქვა დანაღვიანებულმა.- შვილო, ის აქაური არ არის, ჩვენგან განსხვავებით მათ სხვა წესჩვეულებები და ცხოვრება აქვთ, ის ბოლომდე შენთან არ იქნება, დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ქორწინებას. – მას ვუვყვარვარ ჯემილე, მითხრა, რომ ბიძიას დაელაპარაკება და იბრძოლებს ჩემთვის. – და ასე, რომ არ მოხდეს? ესეც რომ არა ბიძაშენი არ მოგცემთ უფლებას და ღმეთმა დაგიფაროს, მისი რისხვისგან. სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს დამიჯერე ის დაგტანჯავს.- თავზე ხელი გადაუსვა - კარგი, ახლა დამშვიდდი მიდი. მე გავალ საქმე მაქვს და მერე ისევ შემოვალ.- უთხრა და გავიდა. *** ახმედის ბრძანებით, კარის მცველი გოგონას, თვალს არ აშორებდა, ეს დღები და ჟასმინიც მთელ დღეს სახლში ატარებდა, თუმცა კი, ძალიან იყო, მოწყენილი ენატრებოდა, ბიჭი მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ უთვალთვალებდნენ..აუზთან იჯდა მოწყენილი და წყლით სავსე აუზს უცქერდა და თითქოს იქ კი არ იყო, არამედ ფიქრებით ბიჭთან. უკვე ვეღარ ძლებდა მის გარეშე. მოულოდნელად კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა და ესეც კარის გასაღებად გაეშურა, კარის ზღურბლზე იაგო იდგა. მოწყენილი იჯდა ჩაფიქრებული თვალებში კი, ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი, გული დამძიმებოდა დარდისგან ვინ იცის რა ელოდა მომავალში არ უნდოდა ერთხელაც ნივთივით გაეყიდა ბიძამისს, ახლა უფრო რთულად იყო მისი ამბავი დედამისის შემდეგ არავინ გაუშვებდა თავის ნებაზე ყოფილიყო, ძალიან ენატრებოდა თავის სიყვარული, მაგრამ ვერ გადიოდა სახლიდან, რადგან უთვალთვალებდნენ. უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა, გოგონა სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარის გასაღებად წავიდა, გაღებისას კი ადგილზე გაშრა, რადგან მის წინ იაგო იდგა. _ აქ რას აკეთებ?- აღშფოთებით წამოიძახა. - ბიძაშენთან დასალაპარაკებლად მოვედი.- შეეცადა მშვიდად ეთქვა. – რაა? გთხოვ წადი, ძალიან გთხოვ, ახლა ამის დრო არ არის.- ცრემლიანი თვალებით შეევედრა გოგონა.- ის ორივეს დაგვხოცავს. – ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მე ვერ ვუყურებ მშვიდად იმ ამბავს, რომ ჩემი საყვარელი ქალი სახლში ჰყავთ გამომწყვდეული და არავინ იცის რას უპირებენ მას.- წამოიძახა. - ნუ გეშინია კარგი, რაც არ უნდა მოხდეს და რა დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით.- უთხრა და თვალებიდან ცრემლი მოსწმინდა. – მეტი, რომ ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი.. – ყველაფერი კარგად იქნება.- დაამშვიდა. – კარგი, წავალ დავუძახებ.- უთხრა და სახლში შევიდა. ცოტახანში კი, ჯემილე გამოვიდა და ბიჭი მიაცილა ახმედის ოთახამდე. – იმედია ხვდები, რამხელა რისკზე მიდიხარ შვილო? და თუ შეხვალ უკან ვეღარ დაიხევ. – ვიცი და მე ყველაფრისთვის მზად ვარ.- მტკიცედ მიუგო და შიგნით შევიდა ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ოთახში შესლვის თანავე დაძაბულობა წამოვიდა, ხვდებოდა, რომ ეს შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო,მაგრამ ჯობდა გაერისკა და ებრძოლა თავის სიყვარულისთვის ვიდრე დამალულიყო. – რა სიურპრიზა, შენი აქ მოსვლა?- წამოიძახა კაცმა.- ბიძაშენი სად არის? _ უკან დაბრუნდა. მე კი გადავწყვიტე კიდევ დავრჩენილიყავი.. ამავდროულად ჟასმინი ადგილს ვერ პოულობდა ძალიან ღელავდა არ იცოდა რა მოხდებოდა, იქნებ მათი უკანსაკვნელი შეხვედრა იყო, მღელვარებისგან გული საშინლად უცემდა. ოთახში, ჯემილე შევიდა და გოგონაც მისკენ გაიქცა. – რა ხდება ჯემილე? - ჯერ სიმშვიდეა.- უპასუხა. - ძალიან ვღელავ შვილო შენ გამო. ოთახში, ჰაერიც კი დამძიმებულიყო ისეთი, დაძაბულობა სუფევდა, იაგო, იჯდა და ფიქრობდა, როგორ დაეწყო საუბარი, ისე რომ კაცი არ გაეღიზიანებინა,რა თქმა უნდა, ამას ახმედი ხვდებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, უნდოდა დრო მიეცა მისთვის, რომ საუბარი დაეწყო. – ბატონო, ახმედ პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დღისთვის, მე მართლა არ ვიცოდი, თუ ასე რთულად იყო საქმე. _ ახლა ამის გახსენება, არ ღირს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ვხედავ რაღაცაზე ძალიან ღელავ, ყველაფერი რიგზეა?- კითხა კაცმა. – დიახ, თქვენთან სწორედ ამიტომ მოვედი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი ამის გაგებისას რა რეაქცია, გექნებათ. – გისმენ.- დაეჭვებით შეხედა ბიჭს. – იცით, მე... აქ მოვედი რათა, თქვენი დისშვილის ხელი გთხოვოთ.- ამოთქვა ბიჭმა. – რა თქვი? გინდა ჩემი დიშვილის ხელი ითხოვო?!- წამოენთო კაცი. – დიახ, მე ის ძალიან მიყვარს. ვიცი ხელის სათხოვნელად ჯერ ადრეა, ჩვენ მხარეში წყვილი ერთმანეთს ხვდებიან და მერე ქორწინდებიან, მაგრამ აქ პირდაპირ ქორწინდებიან, როგორც გავიგე, ამიტომ მოვედი, რომ ნება დაგვრთოთ. – ხვდები, მაინც რას მთხოვ? შენ სხვა კუთხიდან ხარ არ ემორჩილები ჩვენ წესებს არ მიჰყვები რელიგიას. დასავლეთის ხალხი ურწმუნოები ხართ, გჯერათ, რომ ღმერთი მოკვდა, - გაბრაზდბულმა წამოიძახა. – მე ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით, თუ საჭიროა, ისლამზეც გადმოვალ. – ასე, მარტივი გგონია, ადგე და შეიცვალო რწმენა.არა, ახლავე დატოვე, ჩემი სახლი! – მე უკან დახევას არ ვაპირებ, თუმდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. – დაივიწყე, ამ სახლის გზა და ჩემი დისშვილი, მას მეტი ვეღარასდროს ნახავ. ახლა კი, წადი აქედან სანამ მშვიდად გელაპარაკები. – მე ის ძალიან მიყვარს! – რა გესმის, თქვენ გრძნობების. აქ რომ მოდიხარ და მიცხადებ, ამას შენმა ოჯახმა, თუ იცის რასაც აპირებდი? – ჯერ თქვენთან მინდოდა მოსვლა და დალაპარაკება, მერე კი მათ დაველაპარაკებოდი. - ჩემი აზრი, უცვლელი რჩება, მე არ დავუშვებ, კიდევ იგივე განმეორდეს. - მკაცრად წამოიძახა და მცველს დაუძახა.,- ალიხან ეს ყმაწვილი წაიყვანე აქედან, მისი დანახვა აღარ მინდა.- უთხრა და მცველმა ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია. _ მე ისევ დავრუნდები, იქამდე არ მოვეშვები, სანამ ჩემსას არ მივაღწევ.- დაიყვირა ბიჭმა, ყვირილის ხმაზე გოგონა აივანზე გამოვიდა და დაინახა, მცველი როგორ მიათრევდა ბიჭს. სწორედ ამის ეშინობა, ეშინოდა, რომ ბიძამისი ვერ გაუგებდა მათ, აქ ხომ ეს წარმოუდგენელი იყო, არავინ მისცემდა მათ ერთად ყოფნის უფლებას. გული ეწურებოდა და ცრემლებად იღვრებოდა. ბიჭმა ზემოთ ამოიხედა და თვალცრემლიანი, გოგონა დაინახა. თვალებით ანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო და გარეთ გავიდა. – ხომ გეუბნებოდი შვილო, ბიძაშენი ამის უფლებას არ მოგცემთ- მეთქი.- თანაგრძნობით უთხრა, ჯემილემ. გოგონა, განადგურებული შევარდა ოთახში საწოლზე დაემხო და ატირდა. ახლა რა იქნებოდა, როგორ წარიმართებოდა მათი ბედი. კაცი გააფრთრებული შემოუვარდა გოგონას ოთახში და მწარედ ჩაავლო თმებში ხელი. – ბიძია...!- წამოიკივლა. – ახლა კმაყოფილიხარ, შენი გამომწვევი ცეკვით იმ ბიჭის ყურადღება, მიიქციე ვეჭვობდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და აი თურმე რა ყოფილა, უსირცხვილო ხარ, თავზე ჭერი მოგეცი შენ კი გინდა თავი მომჭრა არა?! _ ბიძია, რა დავაშავე მე უბრალოდ შემიყვარდა, განა სიყვარული დანაშაულია.- ტიროდა გოგონა. – სულელი ხარ და უტვინო და შენც დედაშენის შეცდომებს იმეორებ, როგორც ვატყობ, ისიც ურჯულოს გაეკიდა. არ დავუშვებ, რომ იგივე განმეორდეს. – დედასაც უბრალოდ შეუყვარდა და უნდოდა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო.- შეეპასუხა გოგონა. – არაფრის გაგონება არ მინდა, დაივიწყე ის უცხოელი გესმის, მას მეტი ვეღარ ნახავ.- დაუყვირა და ოთახიდან გავარდა. ძალიან ცუდად იყო და ვეღარ უძლებდა იმ ადგილს სუნთქვაც კი უჭირდა, უკვე ტელეფონზე ზარი შემოვიდა იაგო, ურეკავდა, მაგრამ გოგონა არ პასუხობდა არავისთან საუბარი არ სურდა, ვინ იცის ბიძამისი რას უპირებდა, როგორმე უნდა გაეღწია თავი, ამ სახლიდან. დაელოდა, სანამ ყველა დაიძინებდა და შემდეგ ჩუმად გაიპარა სახლიდან. გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა და ქუჩაში სიარული საშიშიც კი, იყო გზა, აბნეული დაიარებოდა ვიწრო ტუპიკებში და უნდოდა რაც შეიძლება მალე, მოშორბოდა ამ ყველაფერს წასასვლელი არსად ჰქონდა, ვერსად წავიდოდა, ამიტომ თავი ისევ ნანვრევებს შეაფარა და კუთხეში ჩამოჯდა. ტელეფონი, ამოიღო და ბიჭს დაურეკა. _ ჟასმინ, რატომ არ პასუხობდი ჩემ ზარებს?- კითხა ბიჭმა, მაგრამ გოგონა ხმას არ იღებდა, უბრალოდ ტიროდა. – ხმას, რატომ არ იღებ? - უნდა შევხვდეთ.- ჩამწყდარი ხმით უპასუხა გოგომ. – რა ხმა გაქვს, შენ რა ტირიხარ? – გელოდები. – სად ხარ? _ ჩვენ ადგილზე.- ეს უთხრა და გაუთიშა. მარტოდ მარტო, იჯდა მიტოვებულ შენობაში და ფიქრობდა ყველაფერზე, ჯერ მხოლოდ ორი კვირაა, რაც მაროკოში ჩამოვიდა და უკვე რამდენი რამ გადაიტანა ამ მოკლე დროში, ამის წარმოდგენაც კი, არ ჰქონდა. ძალიან ახალგაზრდა იყო, საიმისოდ და ვერ აცნობიერებდა სიტუაციას, მეოცნებე და სიცოცხლით სავსე იყო და ყველაფერს ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა, მაგრამ ცხოვრება ვარდისფერ ფერებში ნამდვილად არ იყო სირთულეებით სავსეს, რისი გადატანაც საჭირო იყო, ამ სამყაროში თუ არ იბრძოლე ისე არაფერი გამოვა. და მაინც რა დააშავა, ის რომ შეუყვარდა, განა შეგიძლია გულს უბრძანო, ერთხელ გადაგეყრება მოულოდნელად და ააფორიაქებს შენს სულს და გულს ამას ვერ განსაზღვრავ და ვერც დაგეგმავ, ის თავისთავად მოვა სიყვარულს კი საზღვრები არ გააჩნია, უბრალოდ გიყვარდება და მორჩა. ფიქრებში იყო გართული, როდესაც ბიჭის ხმა მოესმა. – ჟასმინ!- დაუძახა ბიჭმა და გოგონაც მაშინვე ფეხზე წამოდგა შემდეგ კი გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს. არაფერს ამბობდა უბრალოდ მის გულზე ედო თავი და ტიროდა. - რა მოხდა? აქ რატომ ხარ?- ჰკითხა ბიჭმა. – სახლიდან გამოვიპარე.- ამოიტირა. – რაა?- წამოიძახა ბიჭმა. – ჰო, შენი ნახვა მინდოდა... – მოდი გავიპაროთ აქედან, ჩემთან წავიდეთ, იქ ვერაფერს გახდებიან, რადგან კანონი არ მისცემთ უფლებას რამე დაგვიშაონ. – არ შემიძლია... – რატომ? _ პასპორტი მე არ მაქვს ბიძაჩემმა წამართვა, ამისგამო ქვეყნიდან ვერ გავალ. ხომ გეუბნებოდი, რომ არაფერი გამოვა თქო, თავიდანვე გაფრთხილებდი ჩემგან თავი შორს დაგეჭირა, მაგრამ შენი არ დაიშალე, ახლა რა იქნება? – გთხოვ ნუ ტირი, რამეს მოვიფიქრებთ, მე დანებებას არ ვაპირებ იმდენჯერ მივალ რამდენიც საჭირო იქნება, ბოლოს დაიღლება და დამთანხმდება.- უთხრა ბიჭმა. _ და რომ არ მოხდეს ისე როგორც ამბობ, რამე რომ დაგიშავოს მე ჩემ თავს არ ვდარდობ, მაგრამ შენ... შენ რომ რამე დაგიშაონ თავს ვერ ვაპატიებ. მგონი აჯობებს ისე დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის დაბრუნდი უკან და შენი ცხოვრებით იცხოვრე. – რაა? ასე მარტივად დანებდები, ნუთუ ყოველ დაბრკოლებისას ასე უბრალოდ დაყრი ფარხმალს.- წყენით უთხრა. - როგორ არ გესმის აქ არავის ინდობენ, ამიტომ არ მინდა რაიმე დაგემართოს. – მე ვთქვი, რომ უკანსაკვნელ ამოსუნთქავმდე ვიბრძოლებდი და ასეც იქნება.- მტკიცედ მოუგო, შემდეგ კი, გულში ჩაიკრა. მთელი ღამე ასე ისხდნენ ჩახუტებულები და ერთმანეთს სუნთქვას უსმენდნენ, გოგონას მის გულზე ედო თავი და ბიჭის მშვიდ გულისცემას უსმენდა, რომელიც ასე ამშვიდებდა, მისი რითმული გულის ძგერა, მის მკლავებში კი, თავს დაცულად და მშვიდად გრძნობდა, თითქოს არც არაფერი უნდოდათ მეტი, ამ ქვეყნად სულ გადაავიწყდათ ყველაფერი, იმ წუთას იყვნენ, მხოლოდ ეს ორი და მეტი არავინ. მათი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო და არავინ იცოდა ეწერათ თუ არა ერთად ყოფნა ამიტომ ცდილობდნენ ყოველი მომენტით დამტკბარიყვნენ. გამთენიისას მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ, მზემ გამოანათა თავის ოქროსფერი სხივები და გამოჩნდა ჰორიზოტზეც. – სახლში უნდა წავიდე, სანამ არ გაუგიათ, რომ შინ არ ვარ.- წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. - ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე.- დაამშვიდა ბიჭმა. – ბედს ვეთამაშებით, ხომ ხვდები, რომელშიც ან გავიმარჯვებთ ან დავმარცხდებით, თუ ერთად ყოფნა გვიწერია ვიქნებით თუ არა და ესეიგი ერთად ყოფნა არ გვეწერა.- უთხრა. სწარაფად გადაიცვა შავი ბურკა და ბიჭს წასვლის წინ კიდევ ერთხელ მოეხვია, შემდეგ კი უკან მოუხედავად გაიქცა. დილა იყო და ყველა ახლად უწყებდა სახლიდან გამოსვლას. ვიწრო ტუპიკს გაუყვა და სახლამდეც მივიდა, კარები შეაღო და ჩუმად შეიპარა ოთახში, გაუმართლა, რადგან ბიძამისი ჯერ არ გამოსულა ოთახიდან ფრთხილად აიპარა ოთახში და შიგნით შევიდა. აბაზანაში შევიდა თავი მოიწესრიგა და შემდეგ ისევ ოთახში დაბრუნდა. დღიური ამოიღო და წერა დაიწყო. _ ჟასმინ!- ოთახში ჯემილე შევიდა. – რა ხდება? – ბიძაშენი გეძახის. – რაა?- სწრაფად წამოდგა ფეხზე.- ოო, ღმერთო, ალბათ ახლა განაჩენს გამომიტანს.- შეშინებულმა წამოიძახა. _ არ ვიცი, წამოდი გელოდება.- მიუგო ქალმა და შემდეგ კი ორივე გამოვიდნენ ოთახიდან და ახმედთან წავიდნენ. – ჩემი ნახვა გინდოდათ, ბიძია?- კითხა გოგომ. – კი, შემოდი დაჯექი.- მშვიდად უპასუხა კაცმა. ბიძამისის სიმშვიდეზე გოგონა უარესად აირია და დაიბნა, აშკარა იყო რაღაც ჰქონდა ჩაფიქრბული. დაძაბული იჯდა და ნერვიულად აწვალებდა თითებს. გული კი ნერვიულობისგან საშინლად უცემდა. – არ ვიცი, რა გითხრა. იმედები გამიცრუე, აქაურობას ძალიან ხარ ჩამორჩენილი აქაურ წესებს და რელიგიას, როგორც ჩანს შენში უფროა დასავლური ჩვევები ვიდრე აღმოსავლური ამაში კი დიდი როლი, რა თქმა უნდა, იმან ითამაშა, რომ მამის გენეტიკა უფრო მეტი გაქვს ვიდრე დედის დედაშენს, როგორც არ უნდა ესწავლებინა აქაური წეს- ჩვეულებები შემთვის. შენ შინაგანად არ ხარ ასეთი და ადამიანს,რაც არ უნდა ასწავლო, თუ არ უნდა არ შეიცვლება, შენ კი ზუსტად ასეთი ხარ კიდევ გარემოებამ იმოქმედა შენზე. – ბიძია, მე... – ახლა კი, არ ვიცი რა მოგიხერხო მითხარი, როგორ მოვიქცე? წესით ახლა შენ ან ოთახში უნდა გამოგკეტო ან საჯაროდ ორმოცდაათი როზგი უნდა დაგარტყა.- შეწუხებულმა კითხა.- მაგრამ მეცოდები,ამისთვის. – უბრალოდ მომეცით თავისუფლად სუნთქვის უფლება, გთხოვთ. – შვილო, ის ბიჭი არ გამოგადგება დამიჯერე, შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და მეამიტი,ამიტომ ყველას ენდობი. – მაგრამ მას ვუყვარვარ, თქვენც ნახეთ, რომ მან თავი საფრთხეში ჩაიგდო ჩემს გამო და აქ მოვიდა. _ არა, ასე არ გამოვა რამე უნდა მოვიფიქრო. შეგიძლია წახვიდე ახლა ლოცვის დროა, მერე დავილაპარაკოთ ამაზე.- უთხრა კაცმა და გოგონაც იმწამსვე გამოვიდა ოთახიდან კაცმა, იატაკზე სალოცავი ხალიჩა გაფინა და ლოცვისთვის მოემზადა, მალე მოლის ხმაც გაისმა ფანჯარაში რაც იმას ნიშავდა,რომ უკვე დრო იყო, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. დილით ადრე მოლის ხმა იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. *** სასტუმროს ნომერში იჯდა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, იცოდა, რომ ახმედი უარს ეტყოდა, მაგრამ ამით მან ერთი ნაბიჯი გადადგა, გოგონასკენ, ეს არ იყო სხვა ქვეყნები სადაც შეიძლებოდა თავისუფლად შეეძლებოდათ წყვილს ერთმანეთის ნახვა, რომელ შეყვარებულ წყვილზეა საუბარი ამ ქვეყანაში გოგოს ბედს სხვები წყვეტენ საკუთარ ბედს ვერ განაგებენ და რასაც კარნახობენ იმას აკეთებენ. მოულოდნელად ტელეფონზე ზარი შემოუვკდა და მაშინვე უპასუხა. _ გისმენთ. – როდემდე აპირებ მანდ დარჩენას, დრო აღარ არის უკან დაბრუნდე?- გაისმა ტელეფონში კაცის ხმა. – იქნებ ჯერ მოგეკითხე, როგორ ვარ და მერე გადასულიყავი ჩხუბზე.- გაღიზიანებულმა უპასუხა. - სამუდამოდ მანდ აპირებ ჩასახლებას?- კვლავ თავისა გააგრძელა კაცმა. – იქამდე დავრჩები სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი და თანაც მოემზადეთ რადგან მარტო არ ჩამოვალ.- უთხრა ბიჭმა. – რაა? რას ნიშნავს, მარტო არ იქნები, იმედია მანდ არაფერი მიქარე.. – ნახვამდის მამა.- უთხრა და გაუთიშა. გაღიზიანებულმა მოისროლა ტელეფონი, ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც მათ ესაუბრებოდა, მათ მისი არასდროს ესმოდათ და არ ცდილობდნენ შვილის გაგებას ბავშვობიდან ძიძამ გაზარდა და ისინი კი ფაქტიურად მის გვერდით არც იყვნენ მთელ დროს სამსახურში ატარებდნენ ასე ჩამოშორდა მშობლებს იაგო, როდესაც მიაღწია ზრდასრულ ასაკს და უკვე შეეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება თავისთვის ბინა იყიდა და ცალკე გადავიდა, რა თქმა უნდა, ამ ამბით ირაკლი და თინა აღფრთოვანებულები არ იყვნენ მაგრამ ბიჭი ისე გაიზარდა, ყველასგან დამოუკიდებლად, რომ არავის აზრი აღარ ადარდება, უკვე საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ თავისთავისთვის მიეხედა და თავის ცხოვრებით ეცხოვრა. მშობლებს კი, არ აძლევდა თავის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. საწოლიდან წამოდგა და აივანზე გავიდა, ჩაფიქრებულმა გადახედა ქუჩებს. ტელეფონი მოიმარჯვა და გოგონას გადაურეკა. _ გისმენ.- ჩურჩულით უპასუხა. – შენი ნახვა მინდა..- ამოთქვა ბიჭმა. _ ახლახანს არ დავიშალეთ? –ვიცი, მაგრამ უკვე მენატრები. - კარგი, რამეს მოვიფიქრებ და ჩვენ ადგილზე დაგელოდები. – არა, ამ ჯერად იქ აღარ ვიქნებით. – აბა? _ სიურპრიზია.. - იაგო, რა ჩაიფიქრე? _ ნახავ. ქალაქის შესასვლელთან დაგელოდები.- უთხრა ბიჭმა _ კარგი, მოვიფიქრებ რამეს.- უთხრა და გაუთიშა. ბიჭი სწრაფად გაემზადა სასტუმროდან გავიდა ტაქსი გააჩერა და ქალაქის გასასვლელისკენ წავიდა. იქვე ხის ძელზე ჩამოჯდა და გოგოს უცდიდა, იმედი ჰქონდა, რომ გამოვიდოდა, დაახლოებით 20 წუთში გოგონაც გამოჩნდა, რომელსაც შავი ხალათივით სამოსი ეცვა და სახე სპეციალური ვუალით ჰქონდა დაფარული რომელიც მძივებით იყო მორთული. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ბიჭი კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, იმდენად ლამაზი იყო, გოგონა. – რა ხდება აქ რისთვის დამიბარე?- იკითხა გოგონამ – სიურპრიზია.. როგორ მოახერხე გამოპარვა? – ჯემილეს ვთხოვე დახმარება, მართალია თავიდან არ დამთანხმდა, მაგრამ ძალიან ვთხოვე და უარი ვერ მითხრა, ოღონდ შინ საღამომდე უნდა დავბრუნდე სანამ ბიძაჩემი დაბრუნდება. – კარგი. წამოდი- უთხრა ბიჭმა და ფეხით გაუყვნენ გზას, მალე უდაბნოს შესასვლელთან შეჩერდნენ. – აქ რა გვინდა?- გაოცებით კითხა. – ეს ერთადერთი ადგილია სადაც ვერავინ მოგვაგნებს და მშვიდად ვიქნებით. – და არ გეშინია, რომ ბედუინებმა მომიტავონ.- სიცილით კითხა. – ჩემ გვერდით ეგ არ გემუქრება.- უპასუხა ბიჭმა. შემდეგ აქლემების პატრონს ფული გადაუხადა და წყვილი აქლემებზე შემოჯდა . აქლემი ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო. გოგონა, ვერ იჯერებდა, რომ უდაბნოში ბიჭთან ერთად იყო. თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა ოქროსფერი ბზინავი ქვიშა და ქვიშის დიუმები, ძალიან მომაჯადოვებელი იყო – იცი, ამბობენ უდაბნოში დიდხანს თუ გაჩერდები სიცხისგან შეიძლება მირაჟი დაინახო.- უთხრა გოგონამ. - მირაჟი? – ჰო, შესაძლოა, მოგეჩვენოს რამე დაუჯერებელი, ასე ამბობენ. ყველაზე მეტად მწვანე ოაზისის ნახვა მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ის ძალიან შორს არის იქ კი შესვლა საშიშია. აქლემიდან ჩამოვიდნენ და ქვიშაში დაიწყეს სიარული, ქვიშა ცხელი და ფაფუკი იყო იმდენად რბილი და თხელი იყო, რომ შეიძლებოდა ადამიანი ჩაფლულიყო ამ მომაჯადოვებელ ქვიშაში, დარბოდნენ საჰარას უდაბნოში და ძალიან ბედნიერები იყვენენ, ადამიანს მეტი არც არაფერი სჭირდება, ბედნიერებისთვის, მათ სიყვარული არ იყო, სუსტი მათ შინაგანად უხილავი ძალა აკავშირებდათ, რომლის დანგრევაც არც თუ ისე მარტივი იყო, როგორც იტყვიან ისინი ერთმანეთის მონათესავე სულები იყვნენ, ამიტომაც, პირველივე დღიდანვე მიიზიდეს ერთმანეთი და ეს კავშირი დღითიდღე უფრო იზრდებოდა, რამდენიც არ უნდა ეცადონ მათ დაშორებას ისინი, ერთი არსნი არიან რომლებსაც ერთი გული აქვთ და ერთნაირად უცემთ როდესაც ერთად არიან. უეცრად ქვიშის ქარიშხალი ამოვარდა და გოგონას სწრაფად წამოდგა. _ უნდა წავიდეთ! – რა მოხდა?- ჰკითხა ბიჭმა. – ქვიშის ქარიშხალი გვიახლოვდება, უნდა ვიჩქაროთ,თორემ აქ დარჩენა საშიშია, თუ მოგვისწრო გვშთანთქავს ქვიშა.- წამოიძახა და აქლემთან მივიდა. სწრაფად გაეცალნენ იქაურობას, მაგრამ ქარიშხალი უფრო და უფრო იზრდებოდა, როგორღაც მოახერხეს და თავი გააღწიეს უდაბნოს. უდაბნოს როგორღაც გააღწიეს თავი, მაგრამ ქვიშის ქარიშხალი უფრო იზრდებოდა და მიემართებოდა მათკენ აქლემებს შეეშინდათ ღმუიდნენ, როგორც იქნა გააღწიეს თავი, თუმცა ქალაქშიც იყო ქარიშხალი და არაფერი ჩანდა ამის გამო. – სახლში წავალ, გარეთ დარჩენა ძალიან საშიშია, შენც დაბრუნდი სასტუმროში.- უთხრა გოგონამ. – კიდევ, როდის შევხვდებით?- დახშული ხმით კითხა და გოგონა თავისკენ მიიზიდა. – რას აკეთებ, აქ ასე მოქცევა არ შეიძლება, ვინმემ, რომ დაგვინახოს წასულია ჩვენი საქმე. – არამგონია, ახლა ამ სიტუაციაში ვინმეს ვადარდებდეთ ყველა თავის გადარჩენას ცდილობს ქარიშხლისგან.- გაუღიმა ბიჭმა. – არანორმალური ხარ.- მხარში წამოარტყა ხელი. - შენი დამსახურებით. ქალბატონო, არ მითქვამს შენთვის, რომ ეს სამოსი და სახის სამკაული ძალიან გიხდება. – არა, არ გითქვამს. – როგორ მინდა, უბრალოდ ავდგე და მოგიტაცო, ბიძაშენისგან. _ თუ გინდა, რომ ბიძაჩემის გული მოიგო, უნდა იბრძოლო და დაუმტკიცო შენი სიტყვები. სხვანაირად არ გამოვა.- გაეკრიჭა და დაუსხლტა ხელიდან.- ახლა უნდა წავიდე, არ მინდა ჯემილეს პრობლემები შეექმნას ჩემ გამო, როდესაც მოვახერხებ სახლიდან გამოსვლას გაგაგებინებ.- უთხრა შემდეგ კი, სიცილით გაიქცა. ქარიშხლის გამო, ძლივს მივიდა სახლამდე ისე იყო, ყველაფერი ქვიშით დაფარული ირგვლივ არაფერი ჩანდა, სახლში შევიდა და მაშინვე თავის ოთახში ავიდა, მას უკან ჯემილე და ადა მიჰყვა. _ როგორც იქნა დაბრუნდი, ძალიან ვღელავდით შენზე გარეთ ქვიშის ქარიშხალია. – ხო, გზად მოგვისწრო ქარიშხალმა, მაგრამ თავი დავაღწიეთ.- გაეცინა გოგონას. _ რა ხდება? ასე რატომ იღიმი? _ დღეს დაუვიწყარი დრო გავატარეთ ერთად.- გაბრწყინებული თვალებით გახედა მათ და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. – იმედია, ამ ყველაფერს აზრი ექნება და ტყუილად არ ვცოდავ. ხელს რომ გაფარებ.- უთხრა ჯემილემ. - კარგი, რა, რა თქმა უნდა, ექნება. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.- წარმოთქვა ბედნიერემა და საწოლზე გადაწვა, ემოციები აწვებოდა სახე ბედნიერებისგან გაბადრული ჰქონდა.- ძალიან ბედნიერი ვარ. – ბიძაშენის აკრძალვის მიუხედავად? – კი, ყველაფრის და მიუხედვად მაინც ბედნიერი ვარ, ჩემში იმდენი ემოციაა, მოგროვილი, რომ არ ვიცი სად წავიღო. _ არ დაგავიწყდეს რა გითხარი, ძლიერ შეგიყვარდება, მაგრამ თან ეს სიყვარული დაგტანჯავს კიდეც.- გააფრთხილა ქალმა. _ კარგი, რა ერთადერთი ის მტანჯავს, რომ ბიძაჩემი ნებას არ გვრთავს, სხვა მხრივ ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენად ბედნიერი, რომ შემიძლია, უსასრულოდ ვიმეორო ეს. _ დაიმახსოვრე დიდ ბედნიერებას უბედურება მოსდევს, ჟასმინ და ფრთხილად იყავი.- გააფრთხილა გოგონა და წავიდა. ძალიან ბედნიერი იყო და არ იცოდა, სად წაეღო ამდენი ემოცია, ყველა სირთულისა და აკრხალვის მიუხედავად მაინც ბედნიერი იყო, რადგან მაინც ახერხებდა, თავის საყვარელ ადამიანთან დროის გატარებას, ტელეფონი ამოიღო და უდაბნოში გადაღებული ფოტო ჩართო, ბიჭის გამოსახულებას უყურებდა, რომელიც ძალიან სიმპატიური იყო მისი მომაჯადოვებლად ლურჯი, თვალები, შესიებული, ტუჩები სწორი ცხვირი, თხელი წვერი და მოკლედ შეჭრილი თმა. იმდენად მიმზიდველი იყო, რომ გოგონა თვალს ვერ წყვეტდა მის სურათს ამ ბიჭს ჭკუიდან გადაჰყავდა, გოგონა და ჭკუას აკარგვინებდა. არ იცის რა ელის შემდეგ მაგრამ ამაზე სულ არ ფიქრობს, ცხოვრების დინებას მიყვება და დღევანდელობით ცხოვრობს, რადგან ყველაფერი, რაც ხდება მისი ბედისწერა და ბედს კი მთლიანად მიენდო. აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა შემდეგ ოთახში დაბრუნდა სამუშაო მაგიდასთან ჩამოჯდა უჯრიდან დღიური ამოიღო და წერა დაიწყო. – ,, ძვირფასო, დღიურო დღეს საოცარი დღე გავატარე, მასთან ერთად, უდაბნოში ვიყავით სასეირნოთ და კიდევ იმდენად ვარ ბედნიერი, რომ მეშინია კიდეც, ამ ბედნიერების...იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.,, – ჟასმიინ!- დაუძახა ჯემილემ. - მოვდივარ!- დაუყვურა, დღიური უჯრაში ჩააბრუნდა და ქვემოთ ჩავიდა. ჯემილეს სუფრა გაეწყო და ვახშმობას აპირებდნენ.გოგონაც კუთხეში ჩამოჯდა და ბიძამისს გახედა, რომელიც ძალზედ მშვიდად გამოიყურებოდა. სუფრაზე, როგორც ყოველთვის ცხვრის მოთუშული ხორცი და კუსკუსი იდო,( კუსკუსი ბურღულეუილის არაბული სალათია.) და შავი ჩაი. _ რა ხდება, დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ?- კითხა ბიძამისმა. - არაფერი,არ ხდება ბიძია, უბრალოდ როგორც თქვით კარგ განწყობაზე ვარ.- გაუღიმა. – რა სჭირს ამას ჯემილე?- ჯემილემ კი,იცოდა მისი კარგი განწყობის ამბავი, მაგრამ ამას ხომ არ ეტყოდა. _ გეფიცებით არ ვიცი, ბატონო დღეს მთელი დღეა, ასეთ მხიარულ ტალღაზეა. _ საინტერესოა...- ჩაფიქრდა კაცი.- იმედია არაფერს არ მიმალავ. გოგონამ თავი გააქნია. – კარგი, მოკლედ ხვალ რამდენიმე დღით კაიროში მივდივარ, საქმეებზე და იმედია, ჩემს არ ყოფნაში ჭკვიანად იქნები. _ მიდიხართ ბიძია. – კი,მაგრამ არ გეგონოს, რომ ჩემს არ ყოფნაში რამეს გამომაპარებ. იცოდე, თუ გავიგე, რომ იმ ურჯულოს ხვდები, ორივეს დაგსჯით.- გააფრთხილა კაცმა. - დიახ. ვახშმობის შემდეგ გოგონა, ოთახში ავიდა და გახარებული გაწვა საწოლზე, ბიხამისი მიემგზავრებოდა და ახლა, უფრო თავისუფლად შეხვდებოდა, ბიჭს. ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა. **** ახმედის წასვლის შემდეგ, გოგონა გაცილებით ხშირად ხვდებოდა, იაგოს ნამგრევებში, ის ერთადერთი ადგილი იყო სადაც, შეეძლოთ განმარტოვებულიყვნენ. რას აღარ გააკეთებს შეყვარებული ადამიანი, რომ საყვარელი ადამიანი ნახოს, ამის გამო, გოგონა სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა, იცოდა, რომ ბიძამისი ისე არ დატოვებდა მას და მიუჩენდა მას ადამიანს, რომელიც უკან გაყვებოდა, მაგრამ არაფერს აქცევდა ყურადღებას, ერთმანეთს ხან ნანგრევებში და ხან უდაბნოს პირას მდებარე კარავში ხვდებოდნენ, ხოლმე. მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, რადგან თუ ფრთხილად არ იყავი შესაძლოა დაღმართზე დაეშვა და წაიქცე. ცხოვრებას რეალისტურად უნდა უყურო და არ უნდა შეიქმნა ილუზიები, რადგან ეს კარგს არაფერს მოუტანს ადამიანს ცხოვრებაში, ემოციებით და გულისთქმებით ად უნდა იმოქმედო, ემოციებმა არ უნდა მართონ შენი გენობა არამედ გონებამ უნდა დააბალანსოს შენში არსებული, მოზღვავებული ემოციები,უნდა შეძლო მისი კონტროლი. ერთი საღამო იყო, ორივე ჩუმად ისხსნენ, გოგონა ძალზედ ჩაფიქრებული და ნაღვლიანი იყო. _ მეშინია..- ამოთქვა ჩამწყდარი ხმით და ცრემლიანი თვალებით გახედა ბიჭს. _ რის? – მეშინია, რომ ეს შეიძლება ჩვენი უკანასკვნელი შეხვდრა, იყოს. – ასე რატომ ფიქრობ? - ბიძაჩემი უცნაურად იქცევა, არაფერს ამბობს, მერჩივნა თავის ბრაზი ამოემთხვია, ვიდრე ასე ჩუმად ყოფილიყო, მგონია, რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული, გული მიგრძნობს ეს ამბავი ისე არ ჩაივლის. – იქნებ სულ არ არის ისე, როგორც შენ ფიქრობ და ტყუილად ნერვიულობ, იქნებ ეს უკეთესობისკენ შეიცვალოს. – არ ვიცი... – როგორც კი, ჩამოვა. ისევ დაველაპარაკები მოუწევს შეეგუოს იმ აზრს, რომ ვერ შეძლებს ჩაერიოს შენ ცხოვრებაში და მოგცეს არჩევანის უფლება.- მის ხმაში, ბრაზი და მწუხარება იგრძნობოდა, წუხდა, რომ ვერ იხსნიდა, გოგონას ამ სასტიკი წესებისგან, მაგრამ დანებაბას არ აპირებდა, არცერთმა არ იცოდა, რა ელოდა მომავალში და რა სიურპრიზები ელოდათ ცხოვრებისგან, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება, ხან ნანგრევებში და ხან კარავში ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ორივეს თავის ცხოვრება ჰქონდათ იგაოს თავის ცხოვრება ჰქონდა სამშობლოში ოჯახი სამსახური და ასე შემდეგ, უსასრულოდ ასე ვერ იჯდებოდა აქ, უნდა ემოქმედა და თუ მართლა სურდა გოგონასთან ერთად ცხოვრების გატარება, კატეგორიულად უნდა მოეთხოვა ეს ბიძამისისგან, მაგრამ შეძლებს კი ამის გაკეთებას ის რაც სხვაგან სადამართლოს წესით წყდება აღმოსავლეთში თავის კანონები და წესებია, რომელსაც ემორჩილებიან. _ უნდა წავიდე.- ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. – როდის შევხვდებით ისევ? – არ ვიცი, დღეს ბიძაჩემი ბრუნდება შინ და მის მოსვლამდე უნდა დავბრუნდე. - სწრაფად უპასუხა და გაიქცა. სწრაფად მირბოდა არ უნდოდა, რომ ვინმეს დაენახა, მაგრამ როგორც კი გასასვლელთან მივიდა იმ წამსვე დაიჭირა ბიძამისის კაცმა და წაიყვანა. – გაიქეცი იაგო, გთხოვ !- ყვიროდა გოგონა. სახლში მიიყვანა და ხელი გაუშვა. – ბატონო, ახმედ გონა დავიჭირე.- დაუძახა მსახურმა. _ რაა? ბიძია, დაბრუნდა.- გაოცებულმა წამოიძახა ახმედი ძალიან იყო გაბრაზებული და თვალები მრისხანედ უელავდა, მოქუფრული სახით უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა, მისთვის იმდონებდე იყო გაბრაზებული. – რა მოგიხერხო მითხარი? რაც არ უნდა დაგარიგო, შენ თავში არაფერი ჩადის, ხომ გაგაფრთხილე, იმ ბიჭისგან თავი შორს დაიჭირე- მეთქი? - ბიძია, მე.. – გული მტკივა, რომ ჩემი დისშვილი ასე იქცევა, თუმცა რა გასაკვირია, თავის დროზე დედაშენიც ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა შეარცხვინა ოჯახი და იმ ურჯულოსთან ერთად გაიქცა. – ჩემ მშობლებზე ასე ნუ საუბრობთ მათ უყვარდათ ერთმანეთი, თქვენ სწორედ ეს გაღიზიანებთ, რომ შეძლეს და დაუპირისპიდნენ ყველას და ყველაფერს. – ენა, ჩაიგდე! როგორ მიბედავ.- დაუყვირა კაცმა. - იცი, ახლა რისი ღირსი ხარ საჯაროდ, რომ გაგიყვანო ქუჩაში და 150 როზგი დაგარტყა.მერწმუნე ამისთვის, არავინ შეგიბრალებს პირიქით ყველა მადლიერი იქნება ჩემი. – რაც გინდათ ის მიქენით ბიძია, მე მაინც ვიბრძოლებ ჩემი სიყვარულისთვის, თუმდაც ამის გამო სიკვდილით დამსაჯონ. – წაიყვანეთ ეს უსირცხვილო და ბნელ ოთახში ჩაკეტეთ.- წამოიძახა კაცმა, გოგონა კი ოთახში აათრიეს და ოთახში ჩაკეტეს. საშინელი სიბნელე იყო და არსაიდან სინათლე არ ჩანდა, მხოლოდ ერთი პატარა საწოლი იდგა და მეტი არაფერი. იქვე ჩაიკეცა და ატირდა, ესეც მისი წინათგრძნობა, რომელიც ასე აწუხებდა, ახლა რა იქნებოდა, როგორ გააღწევდა ოთახიდან და როგორ ნახავდა იაგოს. ერთი კვირა იჯდა, ბნელ ოთახში და ამდენი ტირილისგან უკვე, თვალებზე ცრემლი შეაშრა. ერთი კვირაა, დღის სინათლე არ ენახა და რაც მთავარია ბიჭი, საშინლად გრძნობდა თავს, ეგონა რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა და ნელ-ნელა ნებდებოდა კიდეც, რა ელოდა არ იცოდა წინ, იქნებ მთელი თავის ცხოვრება, ამ ოთახში უნდა გაატაროს. ოთახში, ჯემილე შემოვიდა ლანგრით ხელში. - ჯემილე, დამეხმარე გთხოვ.- შეევედრა გოგონა. – ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია საჭმელიც ძლივს შემოგიტანე. _ გთხოვ, ჩემი ტელეფონი შემომიტანე, ძალიან გთხოვ. – რად გინდა? – მჭირდება, ჯემილე გთხოვ მხოლოდ შენ შეგიძლია, ჩემი დახმარება. _ კარგი, ხო რამეს მოვიფიქრებ.- უთხრა ქალმა და ოთახიდან გავიდა. ცოტახანში ისევ უკან დაბრუდა და ტელეფონი მიაწოდა. - მადლობა,.- უთხრა და ბიჭის ნომერი აკრიფა, მალე ყურმილში ბიჭის ხმაც გაისმა. – გისმენ. – ბევრი დრო არ მაქვს, ბიძაჩემმა გამომიჭირა, როდესაც შინ დავბრუნდი და ოთახში გამომკეტა, ტელეფონიც ძლივს ჩუმად შემოვატანინინე. – რას ამბობ? _ დრო არ იცდის იაგო, უნდა ვიმოქმედოთ, მოდი დღესვე გავიპაროთ აქედან. – არა, დამშვიდდი, ხვალ დილითვე მოვალ და ბიძაშენს კატეგორიულად დაველაპარაკები. _ არა, ასე უარესს იზამ. ერთადერთი გამოსავალი, გაქცევა, აქედან. – არ ინერვიულო,კარგი ყველაფერს მოვაგვარებ.- დაამშვიდა ბიჭმა. გოგონამ ტელეფონი, გათიშა და უსიცოცხლოდ ჩამოჯდა საწოლზე. ჯერ კიდევ არ იცოდა, წინ რა ელოდა და ბიძამისი რა განაჩენს გამოუტანდა. – ჯემილე, ძალიან ცუდად ვარ... – იმედია, მოვა ის ბიჭი და შუაგზაში არ დაგტოვებს.- თავზე ხელი გადაუსვა და გავიდა. მთელი ღამე ვერ მოისვენა გული ჰქონდა დამძიმებული და შფოთავდა, სიბნელის გამო კიდევ უფრო ცუდად გრძნობდა თავს, მეორე დილით მისი ბედი გადაწყდებოდა სავარაუდოდ ლოცულობდა, რომ შეძლებდა იაგო, ბიძამისის გდარწმუნებას. ამ იმედით იმშვიდებდა თავს. მეორე დილით, რგორც დაპირდა გოგოს მივიდა ბიხამისთან დასალაპარაკებლად,კარებზე დააკაკუნა და მსახურმა გაუღო. – ბატონ ახმედთან მინდა საუბარი.- უთხრა კაცს. _ ბატონო, ახმედ თქვენთან არიან.- დაუძახა მსახურმა და ისიც გამოემართა სტუმრისკენ. – კიდევ შენ ხარ, ხომ აგიკრძალე აქ მოსვლა! - გაბრაზებულმა დაუყვირა. - მე უკვე გითხარით, რომ ასე მარტივად არ დავნებდები- თქო, სხვა გზა არ გაქვთ ჩემი მოსმენა მოგიწევთ.- მტკივე და კატეგოროული ხმით უთხრა – სიცოცხლე მოგბეზრებია, როგორც ჩანს.- წამოიძახა კაცმა. - როგორ არ გესმით, რომ ასე თქვენს დისშვილს გააუბედურებთ, რატომ არ გინდათ დათანხმდეთ ჩვენ ერთად ყოფნას. მე მართლა მიყვარს თქვენი დისშვილი და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. – სიყვარული ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ძალიან მალე გაქრება და მერე მიხვდებით, რომ ერთმანეთი არ გყვარებიათ. ახლა კი დატოვე ჩემი სახლი, მე არ ვარ ამის მომხრე. _ აქედან მხოლოდ ჩემს ცხედარს თუ გაიტანთ, მე არსად წავალ სანამ ჟასმინს არ გაუშვებთ. - წამოიძახა ბიჭმა. – ღმერთო, შენ მომეცი მოთმინება.- ხელები ჰაერში აღმართა და წამოიძახა, შემდეგ ჯემილეს უთხრა გოგონა გამოეშვათ. ქალი, მაშინვე გაემართა და გოგონას კარები გაუღო. – რა ხდება, ჯემილე?- წამოიძახა გოგონამ. - ის ბიჭია, მოსული. – რაა? იაგო აქ არის? _ ჰოდა ბიძაშენს ძალიან კატეგორიული და მომთხოვნი ტონით ელაპარაკა. _ მართლა? _ არ ვიცი, რა მოხდა ,მაგრამ ბიძაშენმა მიბრძანა გამომეშვი ოთახიდან შეგიძლია, გახვიდე.- უთხრა და გოგონაც იმ წამსვე გაიქცა ბიჭის სანახავად, როგორც კი ტკივილამდე ნაცნობი სხეული დაინახა, იმ წამსვე გაექანა და ბიჭს მოეხვია. – არ მჯერა, რომ ეს შეძელი?- ტიროდა გოგონა. – ხომ გითხარი, რომ ყველაფერს მოვაგვარებ- თქო.- ჩასჩურჩულა ბიჭმა. – ახლა, კარგად მომისმინეთ ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ არ მინდა ტირანი გეგონოთ, რომელიც არავის ინდობს,მაგრამ ასე მარტივი არ არის ყველაფერი, ამიტომ თუ მართლა გინდა ჩემს დისშვილზე დაქორწინება, გაემგზავრები სამშობლოში ოჯახს დაელაპარაკები ყველაფერს მოაგვარებ და შემდეგ დაბრუნდები და თუ ოჯახისგან თანხმობა გექნება,თქვენ დაქორწინდებით, მაგრამ თუ არც შენ გამოჩნდი და არც თანხმობა გქონდა ოჯახისგან, შემდეგ უკვე მე გადავწყვეტ მის ბედს გასაგებია? ახლა ყველაფერი შენზეა, დამოკიდებული. ხომ ხედავთ თვალი დავხუჭე ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ჩემი ძმისშვილისთვის კარგი მინდა. – ყველაფერს მოვაგვარებ.- წამოიძახა ბიჭმა. _ ვნახოთ.- მიუგო კაცმა.– ახლა კი, სასტუმროში დაბრუნდი და გაემზადე წასასვლელად. ერთ კვირას გაძლევ ამ ერთ კვირაში, შენ ყველაფერი უდა მოაგვარო. - კარგი, მაშინ მე...წავალ - გოგონას მიუბრუნდა და უთხრა.- გპირდები, ყველაფერს მოვაგვარებ ძალიან მალე დავბრუნდები,შემდეგ ვიქორწინებთ.- შუბლზე ემაბორა და წავიდა. – ახლა კმაყოფილი ხარ ქალბატონო, ვნახოთ ერთი რის გაკეთება შეუძლია და რაზეა წამსვლელი.- უთხრა კაცმა და წავიდა. ბედნიერი დაბრუნდა, თავის ოთახში, ბიძამისმა, როგორც იქნა დართო,ნება გოგონა, კი ბედნიერებისგან ღრუბლებში დაფრინავდა და ოცნების კოშკებს აგებდა,თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო და არავინ იცოდა, რით დასრულდება ეს ამბავი. ოთახში ჯემილე შევიდა. – ხედავ ჯემილე, ბიძაჩემი დათანხმდა ჩვენ ურთიერთობას.- სიხარულით წამოიძახა და ხტუნვა დაიწყო. – შვილო, ძალიან გთხოვ ფრთხილად იყავი ეს ემოციები დაგღუპავს შენ. კი, დაგთანხმდა, მაგრამ ვფიქრობ ეს მის თავიდან მოსაშორებლად გააკეთა. –კარგი, რა ჯემილე, ასე რატომ ფიქრობ? – შვილო მონეტას ორი მხარე აქვს და არავინ იცის მეორე მხარეს რა იმალება. მეშინია, რომ ის ბიჭი უკან აღარ დაბრუნდება. – კარგი რა აი ნახავ, მალე დაბრუნდება და დიდ ქორწილს გადავიხდით.- წამოიძახა, ბედნიერმა და ჯემილეს მოეხვია.- ნუ ხარ ასეთი დაძაბული.- უთხრა ბოლოს. **** ახლა როცა თითქოს აღარაფერი უშლიდათ, ხელს ახმედიც დაითანხმეს, დარჩა მხოლოდ, მშობლების თანხმობა, რაც არც თუ ისე მარტივი იყო, მაგრამ მოუწევდათ შვილის არჩევანს დათანხმებოდნენ. სასტუმროში თავის ნივთები მოაგროვა და შემდეგი დღისთვის ბილეთი დაჯაფშნა საწოლზე ჩამოჯდა,თვალები დახუჭა და გოგოს სახე წარმოიდგინა, რომელიც მას უღიმოდა. ვერ იჯერებდა, რომ ახმედი ასე მალე დაითანხმა, არც არაფერი მოუმოქმედებია, ხომ შეეძლო დაესაჯა ორივე, მაგრამ ეს არ გააკეთა. _ უცნაურია, რატომ დანებდა ასე მალე და მოგვცა დაქორწინების უფლება.. ერთი შეხედვით ცუდი არც არაფერია, მაგრამ ეს ახმედის საქციელს არ ჰგავდა. - გაიფიქრა ბიჭმა და გოგოს დაურეკა. – გისმენ.- გაისმა გოგოს მხიარული ხმა. – შენი ნახვა,მინდა. ხვალ მივემგზავრები და წასვლამდე მინდა გნახო. _ არამგონია, მოსვლა შევძლო ბიძაჩემი აქ არის და არ გამომიშვებს. – რამე მოიფიქრე, ისე ვერ წავალ თუ არ გნახე. – კარგი, რამეს მოვიფიქრებ და ისევ იქ შევხვდეთ.- უთხრა და გაუთიშა. ბიჭი სასტუმროდან გავიდა შემდეგ კი, ძველ ნანგრევებში მივიდა. აფორიაქებული იყო და შინაგანად რაღაც ღრნიდა, თითქოს რაღაც უნდა, მომხდარიყო, რაღაც ისეთი რაც დააშორებდა თავის სიყვარულთან, ძველ ქვიშის ნაგებობებს ათვალიერებდა, უცნაური შენობები იყო ციხე სიმაგრესავით აღმართული. მალე გოგონაც მივიდა ნანგრევებში და მაშინვე ბიჭთან გაიქცა, როგორც კი, დაინახა მაშინვე გაექანა და მოეხვია. ბიჭმა ძლიერ შემოხვია თავის ძლიერი მკლავები გოგონას და გულში ჩაიკრა, გოგოს ყელში ჰქონდა ჩარგული სახე. არცერთი არ ჩქარობდა მოშორებას ასე იდგენენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს – როგორ მოახერხე გამოსვლა? – ჯემილე, დამეხმარა... - ამოთქვა, გოგონამ. ბიჭმა თავის განიერი ხელები სახეზე მოხვია და გოგონას ჩახედა თვალებში. – ძალიან მომენატრები. – კარგი, რა სულ რაღაც ერთი კვირით დავშორდებით ერთმანეთს. - მე სულ მენატრები. _ ისე ამბობ, თითქოს უკან აღარ დაბრუნდები?- კითხა გოგონამ.- ხომ დაბრუნდები, იცოდე გენდობი და არ მომატყუო, თუ არ დაბრუნდები ჩათვალე, რომ დაღუპული ვარ. – გპირდები, რომ დავბრუნდები, უბრალოდ ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ცოტა დაბნეული ვარ და მეშინია, ბიძაშენის თანხმობა მოჩვენებითი არ იყოს. _ რა გჭირთ შენ და ჯემილეს ისიც აღელვებულია, ფიქრობს, რომ ეს სიჩუმე კარგის მომასწავლებელი არ უნდა იყოს. მოდი არ გვინდა ამაზე საუბარი ყველაფერი კარგად იქნება, იცი მე იმედი არ მქონდა, რომ ბიძაჩემი დთანხმდებოდა, მეგონა იმ ოთახიდან ვეღარ გამოვაღწევდი. – მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა, დამოკიდებული. – შენი მშობლები მიმიღებენ რძლად? _ მოუწევთ მიგიღონ, თუ არ უნდათ, რომ ერთადერთი ვაჟი დაკარგონ. _ ხომ იცი, თუ მშობლების თანხმობა არ გექნება, ბიძაჩემი არ დაგვაქორწინებს. – ყველაფერს მოვაგვარებ. - უთხრა და მოეხვია.- აქედან რომ წავალთ აღარ მოგიწევს, ჩადრის ტარება. - ჰო...- გაუღიმა. _ ბედნიერად ვიცხოვრებთ და ხელს ვეღარავინ შეგვიშლის.- უთხრა და კოცნა დააპირა, თუმცა გოგონამ ხელი ჰკრა და გაიქცა. ბიჭიც უკან აედევნა დამალვა უნდოდა, თუმცა დაიჭირა და მაინც აკოცა. ძალიან ბედნიერები იყვნენ გული ორივეს გამალებით უცემდათ ემოციების მოზღვავებას გრძნობდნენ, ბიჭის თვალები ვნებით და სიყვარულით ჰქონდა სავსე. – ახლა, უნდა წავიდე, არ მინდა ბიძაჩემი გავაღიზიანო.- ბოლოჯერ მოეხვია და გაიქცა. მეორე დილით ის უკვე თვითმფრინავში იჯდა და მიემზავრებოდა სამშობლოში. საინტერესოა, შეძლებს კი, მშობლების დარწმუნებას, მათი აზრი ნაკლებად აინტერებდა, მაგრამ გოგოს ისე ვერ წამოიყვანდა და ამისთვის მშობლების თანხმობა იყო ქორწინებაზე საჭირო. ან იქნებ დაბრუნების შემდეგ დაავიწყდეს ეს ამბავი და მათი რომანიც დროებითი იყო. მოუსვენრად იყო და გრძნობდა, რომ სახლში ჩასვლის შემდეგ ერთი ომის გავლა მოუწევდა. გვიან ღამით ჩაფრინდა, თბილისში დაღლილმა აიღო თავის ბარგი შენობიდან გავიდა ტაქსი, გამოიძახა და თავის ბინაში წავიდა. მეორე დღეს მივიდოდა მშობლებთან და დაელაპარაკებოდა ბინაში შესვლის თანავე, ბარგი იქვე დატოვა ოთახში შევიდა ტანსაცმელი გაიმზადა და შხაპი მიიღო. შემდეგ საწოლზე წამოწვა და უეცრად სიცარიელე იგრძნო აქამდე ეს არ აწუხებდა ახლა კი, როდესაც მის ცხოვრებაში არსებობს, ადამიანი რომელიც მისი ნაწილი გახდა, თავი მარტოდ იგრძნო. მძიმედ ამოიხვნეშა და ტელეფონში მის ფოტოს დახედა, განშორებამ მონატრება უფრო გაუღრმავა. ტელეფონი ამოიღო და გოგონას გადაურეკა. – გისმენთ!- გაისმა ქალის ხმა. ეს ხმა იცნო. – ალო, ჯემილე გთხოვ, ჟასმინს დაუძახე. – მას ახლა, არ სცალია. – გთხოვ მისი ხმის გაგონება მინდა. – კარგი, ხო დაიცადე ცოტახანს ცოტახანში, ყურმილში გოგონას ჰავერდოვანი ხმა, გაისმა. – ალო. – მე ვარ.- უპასუხა ბიჭმა. – როგორ, იმგზავრე?- კითხა გოგონამ. _ ნორმალურად, მაგრამ რაღაც მაკლდა...- ამოთქვა. _ რა? _ შენ მთელი ეს დრო შენზე, ფიქრში გავატარე უკვე მენატრები. _ მეც მენატრები, მალე მოაგვარე ყველაფერი და დაბრუნდი. იცოდე გელოდები. – გპირდები მალე დავბრუნდები, მშობლებიც,რომ არ დამთანხმდნენ მაინც მოვალ და მოგიტაცებ.- იმ წუთას ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, მაგრამ ბიჭმა იგრძნო, რომ გოგონა იღიმოდა. – დაგელოდები. ახლა უნდა წავიდე. – კარგი.- ტელეფონო გათიშა საწოლზე დადო , შემდეგ კი სიზმრების სამყაროში გადაინაცვლა. **** სარკესთან იდგა და ცდილობდა ყველანაირად მომზადებულიყო მათთან დასალაპარაკებლად, ამისთვის მთელი ომის გავლა მოუწევდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად იყო, მშობლებს მოუწევდათ შვილის არჩევანს დათახმებოდნენ, თუ არ უნდოდათ, რომ დაეკარგათ ერთადერთი ვაჟი, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო , ბინიდან გავიდა მანქანაში ჩაჯდა და მშობლების სახლში წავიდა. მთელი გზა, აზრებს ალაგებდა გონებაში,რომ მშობლებისთვის აეხსნა სიტუაცია. მანქნა, ეზოში გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა სახლის კარებთან მივიდა და კარზე ზარი დარეკა. კარები ძიძამ გაუღო. – იაგო, შვილო როგორ გამახარე, როდის დაბრუნდი?- გახარებულმა წამოიძახა ქალმა. _ წუხელ საღამოს, ძიძა,მეც მომენატრე.- უთხრა და ქალს მოეხვია.- მშობლები შინ არიან? – კი. – ჰოდა ძალიან კარგი, მიდი დაუძახე მათთან სალაპარაკო მაქვს, ძალიან სერიოზულ თემაზე. - კარგი.- უთხრა და გაიქცა დასაძახებლად. ბიჭი მისაღებ ოთახში შევიდა შემდეგ დივანზე ჩამოჯდა და ნერვიულად დაიწყო ფეხის თამაში. მალე მისაღებ ოთხში ბიჭის მშობლები შევიდნენ და ბიჭს მოეხვივნენ. – როგორ გაგვახარე შვილო, გვეგონა მთელს შვებულებას იქ გაატარებდი. – დაბრუნდებოდა, აბა მთელ ცხოვრებას იქ ხომ არ გაატარებდა,რადგან დაბრუნდი ესეიგი რაც ტელეფონში მითხარი მართალი არ იყო?- კითხა კაცმა. _ სწორედ ამ თემაზე, სალაპარაკოდ მოვედი აქ. - მე დაგტოვებთ- თქვა ძიძამ. – არა, დარჩი მინდა ყველამ გაიგოთ, რასაც ახლა ვიტყვი. მოკლედ ცოლი მომყავს.- წამოიძახა ბიჭმა. – რაა? ვინ? – გოგონა, რომელიც მაროკოში, გავიცანი ის გოგო, იქაურია. – ხომ არ გაგიჟდი, გინდა თქვა, რომ ორი დღის გაცნობილი გოგო მოგყავს,ცოლად თან მუსლიმი. მეგონა დროებით ერთობოდი იმ გოგოსთან. – არანაირი, გართობა მე ის მიყვარს და მის მიმართ სერიოზულად ვარ განწყობილი. _ და ასე მალე დაქორწინება ვის გაუგია? - იქ ასეა მიღებული, იქ შეყვარებულობის პერიოდს არ გადიან წყვილს პირდაპირ აქორწინებენ. მე თუ ცოლად არ მოვიყავან ბიძამისი მას სიკვდილით დასჯის. – ხვდები მაინც რა სისულელეებს ამბობ.- დაუყვირა კაცმა. _ მოკლედ, გინდათ არ გინდათ მოგიწევთ ამას შეეგუოთ და ჟასმინი რძლად მიიღოთ, მე შემეძლო ისე მომეყვანა, ცოლად რომ თქვენ არც გკითხავდით აზრს, მაგრამ ბიხამისმა თქვა, რომ მშობლების ნებართვის გარეშე არაფერი მოხდება. _ ჩვენ უკვე აგირჩიეთ, გოგო, რომელსაც მოიყვან ცოლად ის გოგო კი, შეგიძლია დაივიწყო. – რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ჩემ პირად ცხოვრებაში ნუ ერევით მეთქი. მე არ მჭირდება, თქვენი არჩეული მე მხოლოდ ჟასმინს მოვიყვან ცოლად. - გაბრაზდბულმა წამოიძახა თავის ოთახში წავიდა და კარი ძლიერ მოიჯახუნა. ბრაზი ახრჩობდა, მშობლებს მისი არ ესმოდათ და არც ცდილობდნენ მისით დაინტერესებულიყვნენ, როდესაც დედ-მამა სჭირდებოდა მაშინ არ იყვნენ მის გვერდით მათთვის სამსახური და კარიერა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე შვილი, დაბადებიდან მოყოლებული ძიძასთან იზრდებოდა და მასთან უფრო ახლოს იყო ვიდრე საკუთარ მშობლებთან, არასდორს დაინტერესებულან შვილით და ახლა, რლდესაც ზრდასრულია მის დაუკითხავად დაუგეგმეს ქორწინება. – შეიძლება, შემოვიდე.- ძიძამ შემოყო თავი კარებში. – თუ შენც საყვედურებით უნდა ამავსო, მაშინ დროს ტყუილად ნუ დაკარგავ, მე უკვე გადავწყვიტე და ვერანაირი ძალა ვერ შემაჩერებს. _ არა, შვილო უბრალოდ შენს სანახავად მოვედი.- უთხრა და ოთახში შევიდა შემდეგ კი მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა. – მართლა ასე ძლირ გიყვარს? _ კი, როდესაც პორველად დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ის ჩემი ადამიანი იყო, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიის. ის სხვებს არ ჰგავს.- გაიღიმა ბიჭმა. _ ხო, მაგრამ ასე უცებ ვინ ქორწინდება? _ ასეთია, მათი ტრადიციები ბიძამისი ძლივს დავითანხმე, რომ უფლება მოეცა მან ერთი კვირა მომცა იმისთვის, რომ მშობლებს დაველაპარაკო და შემდეგ ჩავიდე და მისი ხელი ვითხოვო. _ და თუ ვერ მიიტან თანხმობას რა იქნება? - ამის წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ დიდი ალბათობით მას სამუდამოდ დავკარგავ, რადმგან ჩემზეა დამოკიდებული მისი ბედი თუ არაფერი გამოვიდა ბიძამისი გადაწყვეტს მის ბედს და ღმერთმა იცის, რას დაუპირებს. ამიტომ უნდა ვიჩქარო.- უპასუხა განერვიულებულმა. _ კარგი, დაისვენე და მერე ისევ ვილაპარაკოთ.- უთხრა ქალმა. ******** მთელი ერთი კვირა ცდილობდა მშობლებისთვის აზრი შეეცვალა და გადაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ ისინი მაინც ჯიუტად უარს, ამბობდნენ, რის გამოც ბიჭის ნერვები ეშლებოდა, დრო იწურებოდა მას კი, ჯერ თანხმობაც აე ჰქონდა, ამის გამო უარესად ფსიხდებოდა, რადგან მშობლები სპეციალურად უკეთებდნენ ამას, რომ დრო გაეყვანათ და ბიჭს დაეგვიანა მისვლა, ერთ დღეს, სახლში მისულს სტუმრები დაუხვდა, თურმე დედამისს სახლში გოგონა მიუყვანია, იმის მიუხედვად რომ ბიჭი წინაღმდეგი იყო საკამოდ გაღიზიანებული იყო ისედაც ამ სიტუაციით და ნანახმა უარესად გააგიჟა. – აქ რა ხდება?- უხეშად წამოიძახა და მათთან მივიდა. – შვილო, გაიცანი ეს შენი მომავალი საცოლეა?- მოჩვენებით გაუღიმა ქალმა. _ რას ქვია, საცოლე? მემგონი გასაგებად აგიხსენით, რომ მე არავისზე არ ვაპირებ დაქორწინებას, რადგან უკვე მყავს რჩეული.- უთხრა დედამისს და შემდეგ სტუმრებს მიუბრუნდა.- ძალიან ვწუხვარ დედაჩემმა ტყუილი დაპირება, მოგცათ მე არ ვაპირებ თქვენს ქალიშვილზე დაქორწინებას, რადაგან უკვე მყავს საცოლე და ძალიან მალე მას შევირთავ. თქვენ კი თქვენს ქალიშვილს სხვა საქმრო მოუძებნეთ. – წავიდეთ აქედან.- გაბრაზებულმა წამოიძახა კაცმა და გაეცალნენ იქაურობას. ბიჭმა დედამისს მოქუფრული სახით გახედა. _ ეს რა საქციელი იყო?- წამოიძახა დედამისმა. – რა საქციელი იყო? თქვენზე რას მეტყვით მემგონი გასაგებად აგიხსენით, რომ მე მხოლოდ იმაზე დავქორწინდები ვინც მიყვარს- თქო. ამდროს მისმა ტელეფონმა დარეკა, ჟასმინი ურეკავდა. ბიჭმა მაშინვე უპასუხა. – ჟასმინ. _ იაგო, უნდა იჩქარო...- ტიროდა გოგონა. _ რა ხდება? - ბიძაჩემი, ის.. ის... ძალით მათხოვებს, გთხოვ იჩქარე. _ რაა? - წამოენთო ბიჭი.- არ იტირო, ახლავე ავიღებ უახლოვეს რეისის ბილეთს და ჩამოვალ. ბიჭი, გამწარებული მიუბრუნდა მშობლებს. სახე ალეწა სიბრაზისგან და სახლში ყველაფერი დაამტვრია – თქვენი ბრალია, ყველაფერი სპეციალურად წელავდით, დროს რომ დრო ამოწურულიყო, თქვენ რა მშობლები ხართ, საერთოდ არ გადარდებთ შვილის გრძნობები, დაიმახსოვრეთ, მას თუ დავკარგავ, ამას არცერთს არ გაპატიებთ.- დაიღრიალა და გიჟივით გავარდა სახლიდან. გიჟივით ატარებდა მანქანას და იმდენად იყო გამწარებული, იმედი ჰქონდა, რომ გადაარწმუნებდა, მაგრამ შეცდა მშობლებს მისი გრძნობები სულ არ ადარდებდათ, ვერ აიტანდა, რომ გოგონა, დაეკარგა თვალებში ბინდი გადაჰკროდა ბრაზისგან და ვეღარაფერს ამჩნევდა, საშინელი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მანქანა მწობიდან გამოვიდა საჭე ვეღარ დაიმორჩილა გზიდან გადავადა და ამოყირავდა. ****** ამ დროს გოგონა მას ელოდა, ეგონა დაბრუნდებოდა, როგორც დაპირდა, თუმცა ბიჭისგან არაფერი ისმოდა. - ბიძია, გთხოვთ ასე ნუ მომექცევით, ის დაბრუნდება უკვე გზაშია.- ემუდარებოდა გოგონა,მაგრამ ამაოდ. – საკმარისი დრო მოგეცით ასეც ვიცოდი, რომ ის ბიჭი, არაფრის გამკეთებელი არ იყო, მისი დრო ამოიწურა ახლა კი მე გადავწყვეტ შენ ბედს ამიტომ შენ მალე გათხოვდები. მორჩა.-წამოიძახა გაბრაზებულმა და წავიდა. - შვილო... – რა მეშველება, ჯემილე მე არ მინდა იმ კაცზე გათხოვება. - კიდევ ერთხელ დაურეკე, გაიგე სად არის.- უთხრა ქალმა. გოგონამ ხელის კანკალით აკრიფა ბიჭის ნომერი და ზარი გაუშვა, თავიდან არავინ პასუხობდა, მაგრამ ბოლოს ვუღაცამ ყურმილი აიღო. – იაგო, სად ხარ? - სწრაფად უპასუხა. – იაგო, ახლა ვერ გიპასუხებთ. _ უკაცრავად ვინ ბრძანდებით?- დაბნეულმა იკითხა. – მე დედამისი, ვარ. - რაა? გთხოვთ დაუძახეთ იაგოს. _ მომისინე, ჩემი შვილი დაივიწყე, მას შენ მეტი ვეღარ ნახავ. – რაა? ის დამპირდა, რომ დაბრუნდებოდა. – მოგატყუა, მან ახალი ცხოვრება დაიწყო და მალე ცოლსაც მოიყვანს, შენ კი მისთვის მხოლოდ გასართობი იყავი.- მკვახედ უპასუხა ქალმა, ამის გაგებისას გოგონას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. – რა მოხდა? – დავიღუპე, ჯემილე.- ტიროდა. – რა გითხრა? - დედამისი მელაპარაკა, მითხრა რომ იაგომ ახალი ცხოვრება დაიწყო და რომ მალე ცოლი მოჰყავს, ჩემთან კი ერთობოდა. – შვილო... ხომ გაფრთხილებდი, რომ გული გეტკინებოდა.- ნაღვლიანმა გახედა _ ნუთუ ეს დაპირებები, ამაო იყო და მას არ ვუყვარვარ..-სლუკუნებდა. _ არ ვიცი, დასავლეთის ხალხი უცნაურები არიან მათი, გრძნობები დროებითია.. – ახლა რა მეშველება ...- წამოიძახა და განადგურებული ავიდა თავის ოთახში, ვერ იჯერებდა, რომ შეიძლებოდა ასე მოქცეოდა ბიჭი, არადა, როგორ პირდებოდა, ყველაფერს მოაგვარებდა, ბოლოს რომ ელაპარაკა, ხომ უთხრა, რომ ჩავიდოდა მასთან, ნუთუ მოატყუა. სიცოცხლე აღარ უნდოდა, ამის გამო, ამ სახლიდან თავი უნდა დაეღწია, წინაღმდეგ შემთხვევაში ბიძამისი ვიღაც მოხუცზე მიათხოვებდა,მაგრამ სად წავიდეს არც გზის ფული აქვს და არც წასასვლელი აქვს არსად, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი გაქცევა იყო. დაელოდა, სანამ ყველა დაიძინებდა და შემდეგ შეუმჩნევლად გაიქცა სახლიდან გვიანი ღამე იყო, ირგვლივ სამარადისო სიბნელე სუფევდა, გარეთ. მედინაში სიარული საშიში იყო მითუმეტეს ღამით, რადგან ათასი ყაჩაღი და ბედუინები დადიოდნენ და კაცმა არ იცის რას დამართებენ. უგზო უკვლოდ დაეხეტებოდა ჩაბნელებულ ქუჩებში და ტიროდა, რატომ უნდა მომხდარიყო ასე, ის ხომ დაპირდა, რომ დაბრუნდებოდა, ახლა კი გაიგო, რომ დაივიწყა და ცოლი მოჰყავდა, არ უნდოდა ამის დაჯერება, ვერ იჯერებდა, მაგრამ ვეღარც დაუცდიდა, რადგან საამისოდ დრო არ ჰქონდა. ფიქრებში, იყო გართული, როდესაც ვიღაცამ ხელი ჩაავლო და სადღაც გაათრია. - ვინ ხართ ?ხელი გამიშვით! - კიოდა გოგონა და ეწინაღმდეგებოდა, თუმცა უცნობი მასზე ძლიერი იყო და ვერაფერს გახდა. – მიშველეთ, არავინ ხართ აქ.- გაჰკიოდა ბოლო ხმაზე,თუმცა ამაოდ არავინ ჩანდა, ვინც მის დახმარებას შეძლებდა. კაცმა, ძლიერ გაარტყა სახეში, რისგამოც გოგონა გაითიშა. როდესაც გონს,მოვიდა სრულიად უცხო ადგილას ამოყო, თავი შეშინებული წამოვარდა ფეხზე და იქაურობას, თვალი მოავლო, მიხვდა, რომ ეს ჰარემი იყო, სადაც გოგონები ჰყავდათ დატყვევებული. თავად კი ბნელ ოთახში იყო გამომწყვდეული. კარებს მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო. _ გამომიშვით აქედან, გთხოვთ!- კიოდა გოგონა. მის კივილზე კარები იხსნება და ოთახში, ორი კაცი შემოვიდა. – როგორც ჩანს, ჩვენი მზეთუნახავი, გონს მოვიდა.- ამარზენათ გაეცინა. _ ვინ ხართ რა გინდათ ჩემგან? გამიშვით აქედან. – არა, ლამაზო ეს შეუძლებელია, შენ უკვე ჩვენი საკუთრება ხარ და რასაც გვინდა იმას გიზავთ.- ახარხარდა კაცი - იცი, სად იმყოფები? ეს ჰარემია და აქ ლამაზი გოგონებით ვაჭრობთ, მაგრამ თუ გინდა შეგვიძლია ჩვენც გავერთოთ. _ არ მომეკარო.- დაუყვირა და გრძელი ფრხილებით სახე ჩამოაკაწრა ერთ-ერთს. – ამას უყურე, რა ველური ყოფილა. არაუშავს, მოგხედავთ.- დაისისინა და გავიდა. ახლა მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა,მაგრამ უკვე გვიანი, იყო რატომ არ დაუჯერა არავის, ხომ აფრთხილებდნენ არა, რომ დაიტანჯებოდა, მაგრამ ვის მოუსმინა, ახლა კი შედეგებს იმკიდა. - აქედან უნდა გავაღწიო, რამე ნაირად.- ჩაილაპარაკა, თავისთვის. გული საშინლად უცემდა და ცრემლები ახრჩობდა. თავს მიტოვებულად გრძნობდა, ეს სიტყვები კი გამუდმებით ჩაესმოდა გონებაში.,, მან ახალი ცხოვრება დაიწყო, შენთან კი ერთობოდა.,, პირველად ენდო ვიღაცას პირველად შეუყვარდა გული გადაუშალა და როგორ მოექცნენ, რატომ ჩამოვიდა ამ დაწყევლილ ქვეყანაში, არაუშავდა თუ მარტო დარჩებოდა ვინმესთან შეაფარებდა თავს და ახლა მშვიდად იცხოვრებდა თავის მშობლიურ მხარეში, რომელიც ასე ენატრებოდა, ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ როგორღაც გაეღწია თავი ამ ადგილიდან რამე ნაირად უნდა ჩაეღწია, საქართველოში და ენახა ვინც ასე ცუდად მოექცა. იმ ბნელ და ცივ ოთახში საკმარისი დრო ჰქონდა დასაფიქრებლად, აქამდე არასდროს გასჩენია მსგავსი კითხვა, ახლა კი ყველაფერი გონებაში დაუტრიალდა. ის ხომ მამით ქართველი იყო და შესაბამისად მის ძარღვებში მამის სისხლი ჩქეფდა. მამამისი ცოცხალი, რომ ყოფილიყო სულ სხვა მენატალიტეტით აღიზრდებოდა, მაგრამ მამა, ვერ მოესწრო მის აღზრდას. დედამ კი თავის წესებით აღზარდა და ჩაუნერგა, ბავშბობიდან ის რაც თავად სწამდა ქალს ახლა კი, ამის გამო გოგონა ისჯებოდა. ან მამის მხრიდან ახლობლები, რატომ არ გამოჩნდნენ ნუთუ სულ ერთი იყო მათთვის ერთადერთი, მათი შვილის დანატოვარის ნახვა. ერთხელ არავინ დაინტერესებულან შვილიშვილით. *** საშინელი სისწრაფით ატარებდა მანქანას რისგამოც მანქნა მწყობრიდან გამოვიდა ბიჭმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა საგზაო ზონაში შევარდა და შემდეგ მაღლობოდან გადავარდა რისგამოც მანქანა სამჯერ ამოყირავდა და იმწამსვე ბოლი გაუჩნდა. ჯერ კიდევ გონზე იყო იმ წუთას. თავი ჰქონდა მირტყმული საჭეზე სახე კი, სულ სიხლიანი. მანქანას ბოლი გაუჩნდა და სადაცაა ცეცხლი წაეკიდებოდა ამიტომ რამე ნაირად თავი უნდა გაეღწია იქიდან კარებს დაეჯაჯგურა და მისი გამოღება სცადა ბოლოს, როგორც იქნა გაიღო მანქანიდან გამოძვრა ის იყო, გაეცალა და მანქნაც აფეთქდა ბიჭმა კი, გონება დაკარგა. სახანძრო და პოლიცია მაშინვე მივიდნენ ადგილზე და ალმოკიდებულ მანქანას ცეცხლი ჩაახშეს. მანქანაში ვერავინ ნახეს, ან ვინ უნდა ენახათ მანქანისგან აღარაფერი დარჩენილიყო. იგრვლივ მოათვალიერეს ტერიტორია და უგონოდ მყოფი ბიჭი იპოვეს. – მაიორო, აქ ვიღაც არის.- დაუძახა თანამშრომელმა და კაციც მასთან მივიდა ბიჭი საშინელ მდგომარეონაში იყო. სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს და უახლოეს კლინიკაში მიიყვანეს. იმწამსვე საოპერაციო ოთახში გადაიყვანეს და ბიჭის გამოკვლევა დაიწყეს. სხეულიდან ზედმეტი მატერია მოაცილეს და დაზიანებული ადგილების შესწავლა. – ექიმო, საშინლად არის დაზიანებული, მისი სხეული.- ნაღვლიანმა უთხრა. – ვიცი, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოდ მის გადასარჩენათ.- უთხრა ექიმმა. დასისხლიანებული ადგილები მოწმინდეს ბიჭს და შემდეგ საქმეს შეუდგნენ. – სხეულზე აღენიშნება მრავალ მხრივი დაზიანებები. მაგრამ უფრო მეტად თავი ჰქონდა დაზიანებული ამიტომ ჯერ თავიდან დაიწყეს ოპერაციის გაკეთება თავიდან ის ადგილი გადაპარსეს სადაც დაზიანებული ჰქონდა შემდეგ კი, გაუკკერეს და ბინტით გადაუხვიეს ამის შემდეგ სხვაგანაც გადაინაცვლეს. ოპერაცია, საკამოდ რთული და დამღლელი გამოდგა ბიჭს რამდენჯერმე პულსიც კი დაუვარდა ოპერაციის დროს რისგამოც ექიმებს მოუხდათ ელექტრო შოკით მისი პულსის აღდგენა ოპერაციის ბოლოს, ბიჭს სპევიალური სასუნთქი მილები დაუერთეს ცხვირზე. დაღლილი და შეწუხებული სახით გავიდა ექიმი ოთახიდან. მოსაცდელში კი, უკვე იცდიდნენ მისი ახლობლები. – ექიმო, როგორ არის ჩემი ძმიშვილი?- კითხა ომარმა. - საკამოდ რთული ოპერაცია, იყო ოპერაციის შუალედში რამდენჯერმე პულსი დაუარდა და ლამის ხელიდან გამოგვეცალა, ძლივს მოვაბეუნეთ. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ რაც შეგვეძლო დანარჩენი მასზე და უფალზეა დამოკიდებული. – ამით რისი თქმა გინდათ, ჩემს გადარეულ ბიჭს, რამე მოუვა?- აქვითინდა ძიძა. – ძალიან მძიმე შემთხევავა, იყო საშინელ მდგომარეობაში მოიყვანეს აქ. ახლა ხმოლოდ უნდა დაველოდოთ მის გამოფხიზლებას. – და როდის მოვა, გონს ექიმო? – ვერ გეტყვით, რადგან ის კომაში ჩავარდა, ეს კი ყველას სხვა და სხვა ნაირად ემართება,ზოგო მალე გამოდის ზოგს კი უჭირს.ამან შეიძლება, კვირეები, თვეები და სულაც წელი გასტანოს მთავარია, ერთ წელზე მეტი არ იძინოს, რადგან ამ შემთხვევაში მისი გათიშვა მოგვიწევს. – რაა?- წამოიძახა ძიძამ. – დიახ, ახლა უნდა დაგტოვოთ.- უთხრა და წავიდა. _ ახლა კმაყოფილები ხართ, თქვენ მიიყვანეთ საბრალო, ბიჭი ამ მდგომარეობამდე. ეს ბიჭი არ იმსახურებს თქვენნაირ მშობლებს არა.- სასოწარკვეთილმა წამოიძახა და იქვე ჩამოჯდა. და მართლაც მათი ბრალი, იყო ახლა იაგო, სიკვდილს, რომ ებრძოდა, რომ დათამხმებოდა თავის დროზე მშობლები და დრო არ გაეწელათ, ახლა უკვე გოგონასთან იქნებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ განგებას თავის გეგმები ჰქონდა მათზე და ამიტომაც აირია ყველაფერი, ჩქარობდა უნდოდა დროზე ჩასულიყო მაროკოში, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ახლა იგი უგონოდ იყო საწოლს მიჯაჭვული. ****** იჯდა და რაღაცნაირად გრძნობდა თავს რაღაც არ ასვენდა და განგაშის სიგნალს ურთავდა შინაგანად, მაგრამ ვერ გაეგო ეს რა იყო. მაინც ბიჭზე ფიქრობდა, იქნებ სულაც არ მიუტოვებია და რაღაც შეემთხვა ვინ იცის დედამისმა კი, თავიდან მოიშორა უბრალოდ გოგონა. მიხვდა, რომ დაუფიქრებლად მოიქცა და გაქცევა არ იყო საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რამის შეცვლა ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა რაც შეიძლება მალე წასულიყო ამ ადგილიდან ამ ფიქრებში იყო,გართული როდესაც შიგნით ორი მამაკაცი შევიდა სასმელით ხელში, ფეხები ერეოდათ, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. – რაო,ლამაზო ხომ არ მოიწყინე? არაუშავს, თუ ასეა, ახლა ერთად გავერთობით.- წამოიძახა და გოგონას მიუახლოვდა. – არ მომეკარო!- დაუყვირა გოგონამ – ისე კარგად მოგეკარები. - უთხრა და ცბიერად დააკვირდა მის სხეულს.- მოდი შენ გააკავე მე კი მივხედავ.- უთხრა მის გვერდით მყოფს. მის გვერდით დაიხარა და გოგონას ხელები გაუკავა. – თავი დამანებეთ.- ტიროდა გოგონა. – ნუ გეშინია, შენც მოგეწონება.- უთხრა შემდეგ ჯიბიდან პატარა დანა ამოაძვრინა ასანთით გააცხელა და გახურებული დანის პირით გოგონას ორივე ხელი გადაუსერა, შემდეგ კი დაჭრილ ადგილებზე ალკოჰოლი დაასხა, რის გამოც გოგონას ორმაგად აეწვა დასერილი ადგილები და სიმწრის ცრემლები წამოიუვიდა, ცინიზმით სავსე სახით დაწვდა მის სამოსს და ცალი მხარე ჩამოაგლიჯა. – შენ წადი გარეთ დამიცადე, ჯერ მე ვისიამოვნებ მისით და მერე შენ. თან აკონტროლე იუსუფი არ გამოჩნდეს,თორემ ხომ იცი, სასტიკად დაგვსჯის.- გააფრთხილა კაცმა და ისიც მაშინვე გავიდა. გოგონას ცბიერი სახით დახედა ფეხები და ხელები გაუკავა და შემდეგ ჩამოხეული ადგილი უარესად ჩამოახია. _ თავი დამანებე არამზადავ, მომშორდი.- კიოდა გოგონა, და წინაღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა კაცი მასზე ძლიერი ოყო და ვერაფერს გახდა. მის სხეულს, რომ ურცხვად დააცხრა და მის სხეულზე დაასრიალებდა ხელებს, გოგონას წითელი აენთო გონებაში, ვერ დაუშვებდა, რომ ეს საზიზღარი არსება დაუფლებოდა მის სხეულს ამას ერჩივნა, მომკვდარიყო, მაგრამ თავის სიწმინდეს ვერ დაკარგავდა ვერ დაუშვებდა ამას. კაცი ალკოჰოლის სუნათ ყარდა და გოგონას უარესად უმძაფრებდა გულის რევის შეგრძნებას. რა აღარ სცადა რა აღარ იღონა თავის დასასხსნელად, მაგარამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, კაცმა დარჩენილი მატერია მთლიანად ჩამოახია და კვლავ ურცხვად აგრძელებდა მის უმწეო და სუსტ სხეულზე შეხებას თავის ბინძურ ხელებს, ხან ყელზე ხან კი,მკერდზე მოუჭერდა ხელს. როგორც მხეცი ისე მოძრაობდა მის სხეულზე, და ათას საშინელებებს უკეთებდა ყელზე, რომ მოუჭირა ხელი და მწარედ უკბინა გოგონამ სიმწრისგან ბოლო ხმაზე ამოიყვირა, კაცმა პირზე ააფარა ხელი და კვლავ განაგრძნო თავის საქმე. ისე იქცეოდა, თუთქოს ქალის უნახავი იყოს, ქალის უნახავი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გოგონას სისპეტაკემ და სინორჩემ გააგიჟა და აღაგზნო, რომელსაც ასეთი ნატიფი სხეული ჰქონდა, გოგონა არ ჰგავდა იქაურს, მამას გავდა მასავით თეთრი კანი ჰქონდა და იერი. ცრემლები ახრჩობდა, და გული ჰქონდა ყელში მობჯენილი, სხეული კი წაუბილწა, მაგრამ რამე უნდა ეღონა, რომ თავიდან მოეშორებინა, სანამ მთავარ აქტზე არ გადავიდოდა. _ ღერთო დამეხმარე, გემუდარები. დამეხმარე, - გულში ლოცულობდა გოგონა. როდესაც კაცმა მისი სხეულით იჯერა გული ახლა მთავარზე დაიწყო გადასვლა, ცოტახნით ფეხზე წამოდგა და შარვლის გახდა დაიწყო, გოგონამ დრო იხელთა და შეეცადა იქვე მიგდებული ბოთლი აეღო, თუმცა კაცმა შეამჩნია, ხელიდან ბოთლი გამოგლიჯა და სახეში გაარტყა რისგამოც გოგონა ღონე მიხდილი მიესვენა. ნუთუ ასე უნდა დასრულებულიყო მისი ცხოვრება ასე სასტიკად და საშინლად. ის ხომ ასეთი ახალგაზრდა იყო რომელსაც უამრავი ოცნება, ჰქონდა. უკვე დანებებულიყო ყველაფერს, რადგან აღარ შეწევდა იმის ძალა, რომ წინაღმდეგობა გაეწია. უბრალოდ უსიცოცხლოდ იწვა თვალებ დახუჭული და ნატრობდა ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულებილიყო. მოულოდნელად ფეხებს შორის საშინელი წვა იგრძნო რისგამოც გოგონა ოთხად მოიკეცა მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა და დაკარგა თავის სიწმინდე და მწარედ ატირდა, ვერაფერი ვერ გააკეთა ვერ შეაჩერა, ახლა თუ უნდა მომკვდარიყო მისთვის სულ ერთი, იყო. კაცი, კმაყოფილი სახით წამოდგა და ჩაცმა დაიწყო, სწორედ ამ დროს კარები მთელი ძალით შემოანგრია ვიღაცამ და შემოვარდა. - იუსუფ! - წამოიძახა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. – შენ არაკაცო, ნაბ***რო, ხომ აგიკრძალე გოგოების გატაცება და მათზე ძალადობა, მაინც შენსას აგრძელებ არა.- დაუღრიალა.- ახლა კი ვერც ერთი ვეღარ გადამირჩებით.- ხმალი იშიშვლა და თვალის დახამხამებში გამოასალმა სიცოცხლეს. შემდეგ გოგონასთან, მივიდა იქვე მიგდებული კაცის სამოსი აიღო და სხეულზე მოაფარა, გოგონამ მხოლოდ წამიერად ჩახედა უცნობს თვალებში და გაითიშა. ხელში აიყვანა და თავის ქარავანისკენ წაიყვანა. – ბატონო, ეს გოგონა ვინ არის? - იკითხა მუსტაფამ. – იმ არამზადებს ეს საბრალო დაუჭერიათ და მასზე... ამის გახმოვანებაც კი არ მინდა.- სიმწრით წარმოთქვა.- წავედით, უკან უნდა დავბრუნდეთ, გოგონა ცუდად არის და დახმარება სჭირდება. გონებიდან არ ამოსდიოდა ნანახი, როგორ საცოდავად იწვა გოგონა. ამასაც თითქოს გულმა უგრძნო და სწორედ იმ წუთას მივიდა იმ ადგილზე შესამოწმებლად. ქარავანი დაიძრა და ისევ თავიანთ კარავებში დაბრუნდნენ გოგონა გადმოიყვანა ურემიდან და თავის კარავში დააწვინა. – დეიდა, დუნია გთხოვთ მიხედეთ ამ გოგონას.- თხოვა ქალს. _ კარგი,შვილო.- უთხრა და გოგონას ჯერ დასერილი ხელები დაუმუშავა და შემდეგ კი ბინტით გადაუხვია, სხეული სველი ტილოთი ჩამობანა და სუფთა ხალათი ჩააცვა. გული უკვდებოდა ასეთს რომ ხედავდა, ისეთი ნორჩი და ახალგახრდა იყო. ეტყობოდა, რომ სტრესისგან მაღალი სიცხეც ჰქონდა და ძილში შფოთავდა. ცოტაცნით გამოვიდა კარავიდან, რომ ბიჭისთვის ეთქვა. – რა ხდება, დუნია დეიდა როგორ არის? – მკლავები დავუმუშავე და ბინტით გადავუხვიე, მაგრამ მაღალი სიცხე აქვს. არ ვიცი შევძლებ თუ არა, სიცხე დავუგდო. – ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ, თუ არადა მერე საავადმყოფოში წავიყვან. – კარგი, შვილო მაგრამ ვინ ჩააგდო ამ მდგომარეობაში? – ვინ იზავდა,თუ არა ის ორი გაიძვერა. ფაქტზე წავუსწარი, თუ როგორ...- ამის გაგებისას ქალმა პირზე ხელი აიფარა. - ღმერთო, ჩემო რას ამბობ, შვილო? საბრალო გოგონა, ეტყობა,რომ ძალიან ახალგაზრდა და ნორჩია. - გული მოუკვდა ქალს. – ამიტომ გთხოვ მას ყურადღება მიაქციე, ის კარგად უნდა გახდეს.- უთხრა ბიჭმა. რომელიც კოცონის პირას იჯდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. უკვე რამდენი დღეა, გოგონა უგონოდ იყო და არ იღვიძებდა, სიცხე კი დაუვარდა, მაგრამ მისმა გონებამ იმდენი ემოციური შოკი მიიღო, რომ გაითიშა. ასე ხდება, როდესაც გონება, ვერ ფილტრავს მომხდარს ამიტომ ახლა დრო სჭირდებოდა აღსადგენად, იუსუფი მას გვერდიდან არ სცილდებოდა არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ მისთვის ეს გოგო სულ ერთი არ იყო. დღე და ღამ მის სასთუმალთან ატარებდა და აკვირდებოდა, საბრალოს სხეულზე ათასნაირი სისხლ ჩაქვები აღენიშნებოდა, სისხხლი უდუღდა, ვენებში სიბრაზისგან იუსუფი ღირსეული ადამიანი, იყო და ყოველთვის გამოირჩეოდა ყველასგან, ის არ ჰგავდა იმ ველურ უდაბნოს ბინადრებს თავისი სამართლიანობისა და ღირსეული საქციელით იქაურმა ბინადრებმა კლანის ბელადათ აირჩია, ამის შემდეგ ღირსეულად უძღვებოდა თავის კლანს. ყოველთვის ებრძოდა იმ ცივ სისხლიან ვითომ ბედუინებს, რომლებიც სინამდვილეში ყაჩაღები იყვნენ და ნამდვილი ბედუინები არ იყვნენ. _ რა ხდება, კიდევ არ მოვიდა გონს?- ჰკითხა ქალს. _ არა ..- დანანებით გააქნია თავი ქალმა. – აქამდე უნდა ჩამეძაღლებინა ის არაკაცები. - კბილებში გამოსცრა ბიჭმა. – ახლა ვეღარაფერს შევცვლით.. მთავარია გონს მოვიდეს.- თავზე ალერსიანად გადაუსვა ხელი, გოგონას. კვირაზე მეტი იყო თითქმის გასული, როდესაც გოგონამ გაიღვიძა თვალები ოდნავ გაახილა ჯერ სინათლეს გაუსწორა მზერა, შემდეგ მისკენ მიმართული მწვანე თვალები დაინახა, რომელიც მღელვარედ დაჰყურებდა. გონებაში ყველაფერი ამოუტივტივდა, რაც გადახდა თავს და გიჟივით წამოხტა. - ვინ ხარ არ მომეკარო.- წამოიკივლა გოგონამ. – ნუ გეშინია,მე არაფერს დაგიშავებ ჩემი ნუ გეშინია.- მშვიდად უთხრა. – აქ როგორ მოვხვდი?- შეშინებულმა წამოიძახა და იქაურობას მოავლო თვალი. – მე მოგიყვანე... ახლა გაახსენდა ის მწვანე მოელვარე თვალები, რომელიც წამიერად ნახა. – შენ იყავი,ის უცნობი?- აცრემლებული თვალებით კითხა. – კი, მე წამოგიყვანე იმ ადგილიდან. – ჩემს სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს.- ამოიტირა. – კარგი დამშვიდდი, მესმის რთულია ამასთან გამკლავება,მაგრამ ცხოვრება ამით არ სრულდება. – სად ვარ? - უდაბნოში...- მშვიდად მიუგო. _ უდაბნოში?! მაშინ შენ ბედუინი ხარ,ხომ ასეა? – კი, მე ბედუინი ვარ. ახლა კი, დაისვენე მოგვიანებით, მოვალ ისევ და გავაგრძელებთ საუბარს. თავს იდანაშაულებდა მომხდარის გამო, რომ არ გამოქცეულიყო, ეს ხომ არ მოხდებოდა არა? მაგრამ უტვინოთ მოიქცა. გულს ურევდა, თავის სხეული, რომ ახსენდებოდა, როგორ დაასრიალებდა ის ბინძური კაცი მის სათუთ კანზე თავის ბინძურ ხელებს და როგორ გულის ამრევად ეხებოდა სხეულზე, ყელზე, გულმკერდზე და სხვა დანარჩენ ნაწილებში, მისთვის ყველაფერს აზრი დაეკარგა ახლა უკვე სულ ერთი იყო, ბიჭთან იქნებოდა თუ არა, თავად აღარ მოისურვებდა ბიჭთან ყოფნას, რადგან აღარ იყო ის ვინც აქამდე იყო, უკვე წაბილწული იყო. სასოწარკვეთილმა დაავლო დანას ხელი და ვენებზე უნდა დაესვა, როდესაც შიგნით იუსუფი, შემოვარდა და დანა წაართვა. _ რას აკეთებ გაგიჟდი!- ბრაზით უთხრა. _ გთხოვ, მომეცი დანა, მე ამ ტვირთით ვერ ვიცოცხლებ, მომეცი უფლება, მოვუღო ამას ბოლო. – არა, ამის უფლებას არ მოგცემ, თვით მკვლელობა გამოსავალი არ არის. ახლა კი, დაჯექი და მიამბე, როგორ აღმოჩნდი მათ ხელში. გოგონამ ყველაფერი უამბო თავიდან ბოლომდე როგორც იყო, ბიჭი კი გაოგნებული უსმენდა. – ასე იყო, ყველაფერი, ვეცადე თავი დამეღწია, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვიცი ახლა ფიქრობ , რომ ყველაფერი ჩემი დაუდევრობის ბრალია და მართალიც იქნები. – მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შტერი ხარ, ღამით ჩვენ მხარეში გასვლა ძალიან სახიფათოა, რადგან ბევრი ყაჩაღი დადის. კიდევ იმიტომ ხარ სულელი იმპულსურად, რომ მოიქევი და გამოიქეცი. - ახლა,უკვე გვიანია რამის შეცვლა, ვერც უკან დავბრუნდები.. _ უნდა გაძლიერდე გესმის, ასე არ გამოვა მესმის რასაც განიცდი, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი თავს უნდა მოერიო და ეს გადალახო. _ არა, არ შემიძლია, მე სიცოცხლე აღარ მინდა. მე უკვე ისედაც ცოცხალ-მკვდარი ვარ გესმის. ახლა კი შემიშალე ხელი, მაგრამ ისევ გავიმეორებ იგივეს. – დამშვიდდი, კარგი.- გული უკვდებოდა მის შემყურე, რას არ იზაბდა, რომ ეს აერიდებინა თავიდან, მაგრამ ვერ მიუსწრო, დროულად.- ამდენს გელაპარაკები და არ გაგეცანი, მე იუსუფ რაშიდი ვარ ამ უდაბნოს ბელადი. _ჟასმინ ამირიძე.- ამოთქვა.. – უცნაურია.. – რა არის უცნარი? – ის რომ სახელი აქაური გაქვს გვარი კი არა. - ჰო, იმიტომ რომ დედა მყავდა აქაური მამა კი ქართველი, ამიტომ მქვია აქაური სახელი გვარი კი უცხო. _ გასაგებია. კარგი დაისვენე და მეტი აღარ დავინახო, მსგავსი რამ თორემ მაგრად ვიჩხუბებთ. იუსუფის გასვლის, შემდეგ ოთახში ასაკოვანი ქალი შემოვიდა ლანგრით ხელში და წინ დაუდო, რომ რამე ეჭამა. არაფრის თავი არ ჰქონდა, უნდოდა რომ უბრალოდ გამქარილიყო, აქედან თუმდაც უდაბნოს ქვიშას ჩაეყლაპა ამაზეც კი თამახმა იყო. საღამოს კარავიდან გამოვიდა. _ მაპატიე, რომ გაწუხებ, მაგრამ აქ სად შეიძლება თავი მოვიწესრიგო.- დამორცხვით იკითხა. იუსუფმა, დუნიას დაავალა გოგონას გაჰყოლოდა და ეჩვენებინა სად იყო მათი აბაზანა. გოგონა მიაცილა და სუფთა ტანის სამოსი მიაწოდა. აბაზანაში, შესვლის თანავე მოიშორა ყველაფერი სხეულიდან და დაგუბებულ წყალში ჩაწვა, შემდეგ კი მთელი ძალით ცდილობდა იმ სიბინძურის მოშორებას სხეულიდან, რომელიც გულს ურევდა, იხეხავდა იმ ადგილებს და გულამოსკვნილი ტიროდა. წყალში იჯდა გულ დამძიმებული და ფიქრობდა მომხდარზე, როგორ უნდა მოქცეულიყო ახლა, ცხოვრებას როგორ გააგრძელებდა, – მაპატიე,იაგო...- ამოიტირა - მე არ ვარ შენი ღირსი. საკმაო, დრო გაატარა აბაზანაში,შემდეგ კი გაყინული მზერით ამოვიდა წყლიდან ტანი შეიშრო და ხალათი მოიცვა. აბაზანიდან გასვლის, შემდეგ თავის კარავთან მივიდა, ბიჭის გვერდით ჩამოჯდა რომელიც კოცონთან იჯდა. – დამეხმარები აქედან გაღწევაში...- ამოთქვა გოგონამ. – ახლა ვერ, მაგრამ ალჟირში, რომ ჩავალთ გპიედები დაგეხმარები. ** აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ადგა და უსიტყვოდ შევიდა თავის კარავში, რამდენიც არ უნდა, მოეჩვენებინა თავი, უგრძნობად, როდესაც ღამით მარტოდ დარჩა, ცრემლებმა ამოხეთქეს მისი თვალებიდან და უხმოდ ატირდა. სული ეწვოდა შინაგანად და ტიროდა, ყელში მომდგარი ბურთი, რომელიც აწვებოდა და ახრჩობდა, მოსვენებას არ აძლევდა, ის ხომ ჯერ ასეთი პატარა იყო ამ ტვირთვის საზიდად, არავისთვის არ არის ამის გადატანა იოლი, მაგრამ ის ხომ მეამიტი და მეოცნებე ბავშვი იყო, რომელიც ვარდისფერი სათვალით უყურებდა სამყაროს და ყველა მის ნაირი სუფთა გულის ეგონა, ახლა კი სამყარომ მწარედ დაანახა სიმართლე, თუ როგორი დაუნდობელი იყო. ახლა უკვე სხვა თვალით დაინახა ეს ცხოვრება და აღარც ვარდისფერი სათვალით უყურებდა ამ ცხოვრებას. დაუფიქრებლად მოიქცა და იმპულსებს აჰყვა ახლა რა უნდა ექნა, როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას შეძლებდა კი, ფეხზე წამოდგომას, გულში უფლას საყვედურობდა, თუ რატომ არგუნა ასეთი მწარე ხვედრი განა, რა დააშავა ასეთი, რომ ამისთვის გაიმეტა. თვალები დახუჭა,რომ იქნებ როგომე დაეძინა, თუმცა იმწამსვე თვალწინ დაუდგა ის კოშმარი და აცრემლებული თვალებით წამოდგა. ამის გახსენებისას ზიზღი გაუჩნდა რის გამოც უეცრად გული აერია და კარავიდან გამოვარდა. იქვე კუთხეს ამოეფარა და რაც ჰქონდა და არ ჰქონდა ნაჭამი ყველაფერი უკან ამოუვიდა. თვალებიდან ცრემლებმა გაიკვლიეს გზა, იუსფმა დაინახა, გოგონა, რომელიც შეწუხებული სახით გაიქცა და უკან გაჰყვა. გოგონას ზურგიდან ამოუდგა და თმები უკან გადაუწია. – კარგად ხარ?- აღელვებით კითხა. – არა, არ ვარ კარგად.- ძლივს წარმოთქვა სიტყვები.- და არც არასდროს ვიქნები.- წამოიძახა. წამოაყენა და ჭასთან მიიყვანა შემდეგ კი გრილი წყლით სახე მობანა. გოგონას გრილი წყლი, რომ მოხვდა სახეზე თითქოს ამოისუნთქა. – რატომ? რატომ აკეთებ ამას? - რას ვაკეთებ? _ რატომ ზრუნავ ჩემზე ასე? _ უბრალოდ მინდა და ვზრუნავ. – და მეტი არაფერი? – არაფერი, უბრალოდ ვერ ვუყურებ, როგორ იტანჯები. – იუსუფ... შენ კარგი ადამიანი ხარ, ამიტომ გთხოვ, ამაზე მეტს ნუ დამიახლოვდები. მე.. ვერც შენ შეგიყვარებ და ვინც მიყვარს ვერც იმასთან ვეღარ ვიქნები, მორჩა ჩემი გული გაქვავდა და მოკვდა იმ დღეს. მე ახლა უბრალოდ ვარსებობ. – ასე, ნუ ლაპარაკობ, მე არც მიფიქრია შენი შეყვარება, ჩემი დაა ზუსტად შენი ასაკისაა და როგორც ჩემ პატარა დას ისე გიყურებ, ამიტომ ვზრუნავ შენზე... სიყვარულს კი ხელს ნუ კრავ. ყველაფერი კარგად იქნება, თუ იმ ბიჭს მართლა უყვარხარ, ის ხელს არ გკრავს. _ შეიძლება,მაგრამ ჩემთვის უკვე სულ ერთია.- ამოთქვა. კოცონთან ჩამოჯდნენ და გოგონამ უსუასრულო ცას გახედა სადაც ვარსკვლავებით იყო მოპენტილი. ცაც თითქოს სხვანაირი იყო, უდაბნოში აქამდე, თუ შავი ეგონა ახლა იგი ლუჯი იყო და სულ სხვანაირი იერი ჰქონდა. ყველაფერს – რა უცნაურია...- წამოიძახა გოგონამ.- დღისით სამოც გრადუსამდე აღწევს სიცხე და ღამით კი,როგორ ეცემა ტემპერატურა. – ჰო, ეს იმიტომ, რომ მათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ ყოფნა,როგორც კი, მზე ჩადის ქვიშაც ცივდება. – საინტერესოა, აქამდე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი მეგონა მზე უბრალოდ მზე იყო და ქვიშა კი ქვიშა. – უდაბნო, ეს მარტო ქვიშა არ არის აქ სხვა სამყაროა, ყველასგან განსხვავებული ეს მოძრავი ოქროსფერი ქვიშაა. გოგოგან ქვიშა აიღო პეშვით და ქვიშამ ცურვა დაიწყო მის თითებიდან. – ჰო, ალბათ ასეა. – როდის დამეხმარები აქედან გაღწევაში. – ამაზე ხომ ვისაუბრეთ, როგორც კი ალჟირში გადავალთ დაგეხმარები საზღვრის გადაკვეთაში. – და როდის იქნება ეგ? _ შენს გონზე მოსვლას ველოდებოდი და ახლა კი ნელ-ნელა დავიძრებით ალჟირისკენ. ან ასე, რატომ ჩქარობ ჩასვლას აქ ვერავინ მოგაგნებს შეგიძლია, მშვიდად იყო. – მთელს ცხოვრებას აქ ვერ გავატარებ. აქამდე იმიტომ მინდოდა ჩასვლა, რომ მომეძებნა, იაგო და ჩემი თვალით მენახა მართლა მოიყვანა ცოლი თუ არა და ახლა აღარ ვიცი. – გაინტერესებს ისევ უყვარხარ თუ არა? – ასე იყო სანამ ეს შემემთხვევოდა, ახლა უკვე სულ ერთია. – რატომ არის სულ ერთი, შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია ეგ შენი ბრალი არ იყო,რაც მოხდა და თავს ნუ იდანაშაულებ. შეგიძლია გამოსცადო მისი სიყვარული ხომ გიმტკიცებდა, რომ უყვარდი ხოდა მიხვალ და უამბობ ყველაფერს, თუ ის კეთიკსინდისიერი ადამიანია და გულწრფელად უყვარხარ, ის გაგიგებს და მიგიღებს ყველაფრის და მიუხედავად. _შენ როგორ მოიქცეოდი? შენთვის რომ ეთქვათ. მიიღებდი გოგოს, რომელსაც შენზე წინ სხვა შეეხო და ფაქტიურად შენ კი არა ის მოძალადე გახდა მისი პირველი მამაკაცი, ვინც მის სხეულს დაეუფლა. იუსუფმა ღრმად ამოისუნთქა და თავის მონოლოგი დაიწყო. – მე როგორ მოვიქცეოდი...? არცერთი მამაკაცისთვის არ არის, იმის, მოსმენა ადვილი, როდესაც იგებ, რომ შენს საყვარელ ქალს სხვა შეეხო, მე შეიძლება ჭკუიდან გადავსულიყავი, მაგრამ ხელს ნამდვილად არ ვკრავდი,მას არამედ შევიდოდი მის მდგომარეობაში, გვერდში დავუდგებოდი, გავამხნევებდი და ვეტყოდი, რომ ყველაფრის და მიუხედავად მაინც მიყვარს. ამიტომ თავს ნუ იდანაშაულებ ეს შენი ბრალი არ არის, უბრალოდ გარემოებების მსხვერპლი გახდი, მას თუ ნამდვილად აქვს შენდამი გრძნობები, ზუსტად იგივეს გეტყვის რაც მე გითხარი.-უსმენდა მას და თვალებზე ცრემლი ადგებოდა, როგორი დიდ სულოვანი იყო იუსუფი, და როგორ გაუმართლა, რომ სწორედ მან გადაარჩინა, თორემ ვინ იცის ახლა, როგორ იქნებოდა, ამ უკაცრიელ უდაბნოში, იქნებ ცოცხალიც აღარ ყოფილიყო. – და თუ არ მიმიღო და ვერ შეძლო ამ სიმართლესთან ცხოვრება. – თუ არადა ჩემთან დაბრუნდი. – რაა?- გაოცდა გოგო. – მხოლოდ იმ პირობით გაგიშვებ, თუ მას აღარ ეყვარები უკან დაბრუნდები. - გოგონას, სახე შეეცვალა ამის მოსმენისას რას ნიშნავდა, თუ არ აღარ ეყვარები ჩემთან დაბრუნდებიო. მისგან საფრთხე არ უგრძვნია პირიქით ეხმარებოდა და კარგად ექცეოდა, მაგრამ მისმა სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო და მოსვენება დააკარგვინა. კი უთხრა, რომ დასავით უყურებდა, მაგრამ მისმა სუტყვებმა საპირისპირო დაანახა. _ შენ მე მომატყუე..- წამოიძახა, გოგონამ. – რაა? – მომატყუე, რომ დასავით, მიყურებდი ხომ ასეა?- წარბებ შეჭმუხნულმა გახედა. – არ მომიტყუებიხარ უდაბნოს ვარდო. – თუ ასეა, გამიშვი და დამეხმარე აქედან გასვლაში. – ისევ თავიდან იწყებ, ხომ გითხარი ახლა შეუძლებელია აქედან ვერ გაგიყვან, პოლიცია, ალბათ უკვე ყველგან გეძებს, ალჟირში კი, ნაცნობი მყავს და იმას ვთხოვ დახმარებას. - და როდის ჩავალთ ალჟირში? _ არ ვიცი, ალბათ დაახლოებით ერთ თვეში. _ ერთ თვეში? _ კი, ერთ თვეში.- უთხრა ბიჭმა. გულის სიღრმეში, მართლაც, რომ ეტრფოდა მას და შოროდან ეალერსებოდა, რა უცნაურია არა, შეუყვარდა, სრულიად უცხო, გოგონა,მაგრამ მას სხვა უყვარდა, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ძალით ვერ გააჩერებდა, გოგონას უდაბნოში.. გოგონა, თავის კარავში იწვა და კარავის კუთხიდან მთვარის შუქს უყურებდა , ამდენ ხანს ვერ მოიცდიდა და თანაც იუსუფის სიტყვებმა დააეჭვა..მის კარავთან მივიდა და შეამოწმა ეძინა თუ არა, როდესაც ნახა, რომ მშვიდად ეძინა, მოემზადა, სახეზე აბრეშუმის ნაჭერი შემოიხვია საიდნაც, მხოლოდ თვალები უელავდა. არ იცოდა სად გარბოდა, მაგრამ მირბოდა დაუსრულებლად უნოდა, რაც შეიძლება მალე მოშორებულიყო იქაურობას, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან ძალიან მალე იუსფი დაეწია და დაიჭირა. _ სად მიდიხარ?- კითხა გაბრაზდბულმა. – თავი, დამანებე აქედან უნდა წავიდე.- ბიჭმა ხელი შეუშვა და უთხრა. - კარგი, წადი თუ ასე გინდა,მაგრამ იცოდე აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, რადგან უდაბნო სავსეა ველური ცხოველებით, და ამას, რომ თავი დავანებოთ, გინდა ისევ იგივე გამოიარო მითხარი? თუ ასეა წადი. გოგონა გაჩერდა და აღარ შეეწინაღმდეგა,მიხვდა რომ მართალს ეუბნებოდა. _ ჩემი არ გჯერა? ხომ გითხარი, რომ დაგეხმარები- თქო. **** ცხოვრება რა უცნაურია და მართლაც ამოუცნობი, ერთი ხელით თუ ღრუბლებში აგაფრენს მეორეთი, მიწაზე მტკივნეულად დაგანარცხებს. მათ მისცა გამოეცადათ, ისეთი ამაღლებული გრძნობის შეგრძნება,როგორიც სიყვარულია, მაგრამ ამან ძალიან ცოტახანს გასტანა მათი გზები გაიყარა და ერთად აღარ არიან, ერთი სიკვდილს ებრძვის მეორემ კი ჯოჯოხეთი გამოირა და ახლა ეს სტანჯავს, მაგრამ იპოვიან კი ერთმანეთს საინტერესოა. ზუსტად ერთი თვე გავიდა რაც ბიჭი კომაში იყო და ყველა მის გამოფხიზლებას ელოდა,ძიძა მას გვერდიდან არ შორდებოდა და მოუთმენლად ელოდა, მის გამოფხიზლებას, რაც შეეხება მშობლებს მათ იმდენი გამბედაობა არ ეყოთ, რომ შვილის გვერდით ყოფილიყვენენ. _ ბატონო, ომარ კიდევ რამდენ ხანს უნდა იყოს ასე ბავშვი?- სასოწარკვეთილმა წამოიძახა. – არ ვიცი, ექიმების თქმით ზოგს უჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა, ამიტომ მოთმინებაა, საჭირო.- მშვიდად უპასუხა. _ არადა, როგორ უნდოდა გოგონას ცოლად მოყვანა, პირველად ვნახე ასეთი ბედნიერი, ბატონო ომარ, პირველად. _ როდესაც ეს ამბავი, მითხრა ძალიან გავბრაზდი, რადგან შეუყვარდა ის ვინც არ უნდა შეყვარებოდა. მაგრამ ჩვენი ბიჭი ნამდვილი ვაჟკაცივით მოიქვა, არ შეუშინდა არაფერს და გოგოს ოჯახს დაელაპარაკა. თუმცა ჩემმა ძმამ და რძალმა ყველაფერი გააფუჭეს. - ბოლოს ძალიან ეჩხუბა მათ, სახლში ყველაფერი დაამტვრია და გიჟივით გავარდა სახლიდან. მანამდე კი ვიღაცას ესაუბრა ტელეფონზე მგონი ის გოგო იყო. – საინტერესოა, რა ხდება ახმედთან. რა ბედი ეწია, იმ საბრალოს.- უთხრა და ახმედს გადაურეკა. _ გისმენთ.- გაისმა ქალის ხმა. - თუ შეიძლება, ახმედს დაუძახეთ მისი მეგობარი ვარ ომარი. _ ახლავე. – ომარ, როგორ მოხდა დამირეკე.- ხმაში ბრაზი ერია.. – ამბის გასაგებად დავრეკე, რა ხდება მანდ? – როგორ უნდა ვიყოთ, შენმა ძმიშვილმა ყველა მოგვატყუა, რის გამოც მომიხდა ჩემი დიშვილი დამექორწინებინა. – რაა? გოგონა სხვაზე გაათხოვე?- შეიცხადა კაცმა. _ ვაპირებდი, მაგრამ ეს უტვინო, ბავშვი ადგა და სახლიდან გაიპარა, ერთი თვეა, უშედეგოთ ვეძებთ. – რას ამბობ? _ ხო, ასეა და ამაში იაგოა, დამნაშავე. – ამას ნუ ამბობ, ახმედ შენ არ იცი სინამდვილეში რაც მოხდა, როგორ მოვიდოდა, როდესაც ერთი თვეა, კომაშია ბიჭი და სიკვდილს ებრძვის. – ღმერთო ჩემო, რას ამბობ? – ჰო, ავარიაში მოყვა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. – ძალიან ვწუხვარ, ნამდვილად არ ვიცოდი..- დამწუხრებულმა უთხრა. სწორედ ამ დროს ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და შეირხა, ეს, რა თქმა უნდა, ძიძას არ გამოპარვია და ბიჭს დააკვირდა. აშკარად მოძრაობდა. სწრაფად გაიქცა ექიმთან და დაუძახა. _ ექიმო,ნახეთ ჩემი ბიჭი, გონს მოდის.- ცრემლიანი თვალებით უთხრა ექიმს. ექიმმა, შამოწმა ბიჭი და ახალი ამბავი. – დიახ, ნამდვილად ასეა, ბიჭი გამოვიდა კომიდან გილოცავთ. – ჟასმინ! - წამოიძახა და თვალები გაახილა. თეთრმა შუქმა თვალები მოჭრა, შემდეგ კი, როდესაც მხედველობა აღუდგა. ძიძა დაინახა. – მადლობა, ღმერთს შვილო, დაგვიბრუნდი.- ამოიტირა ქალმა. – რა გატირებს ძიძა? - გაკვირვებით წამოიძახა. – ძალიან, შეგვაშინე შვილო, ექიმებს შენი გადარჩენის იმედი აღარ ქონდათ უკვე. – რაა? აქ რა მინდა, მე ახლა ჟასმინთან უნდა ვიყო.- წამოიძახა და ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა მკვეთრი წამოდგომისას თავი, ძლიერ ატკივდა და ისევ საწოლს მიეჯაჭვა. – რა დამემართა? – შვილო, როგორც საგზაო, პოლიციამ თქვა, დიდი სიჩქარის გამო, საჭე ვეღარ დაიმორჩილე რისგამოც მანქანამ კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდი სასწაულად გადარჩი, რადგან მანქანისგან აღარაფერი იყო დარჩენილი მთელი...- ამოიტირა ქალმა. – დიდიხანია აქ ვარ? – თვეზე მეტია რაც კომაში, იყავი.- უპასუხა ქალმა. – ოო, არა. თუ ერთი თვეა აქ ვარ,მაშინ ჟასმინს რა ბედი ეწია..? უნდა წავიდე და წამოვიყვანო იქიდან.- განერვიულებულმა წამოიძახა,შემდეგ წვეთოვნის შლაგნს დაწვდა და ხელიდან მოიგლიჯა. – შვილო, გაჩერდი რას აკეთებ?- შეშფოთებუთ წამოიძახა ძიძამ. – უნდა წავიდე, ძიძა მასთან უნდა წავიდე მას მე ვჭირდები, ალბათ, ჰგონია, რომ მოვატყუე და არ ჩავედი მასთან. - ნერვიული შეტევა დაეწყო და ჯიურად ცდილობდა ადგომას. – დამშვიდდი, გთხოვ მას აუცილებლად ნახავ, ოღონდ ახლა არა ჯერ გამოკეთდი და მერე წადი მასთან. – როგორ არ გესმის ძიძა, დრო არ იცდის ისედაც ამდენი დრო დავკარგე. ხმაურზე ექთანი შემოვიდა და ბიჭს დამამშვიდებელი გაუკეთეს ცოტახანში კი, დაეძინა. **** დრო გადიოდა და გოგონაც,ამ ტკივილთან ერთად იცვლებოდა, ადრე თუ მისი თვალები ელავდნენ ბედნიერებისგან ახლა მის თვალებში ეს შუქი ჩაქვრა და სიცოცხლის ნაცვლად სიცარუელე დარჩა, აღარც ისეთი ხალისიანი და ცხოვრებით სავსე იყო, ის არ ცხოვრობდა არამედ არსებოდა და გული უფეთქავდა, მაგრამ შინაგანად უსიცოცხლო იყო სწორედ ასეთად აქცია თავი და ის პატარა მხიარული გოგო, იმდღეს დამარხა ღრმად გულში. ცხოვრებამ ყველაფერი წაართვა, რაც უყვარდა საყვარელი, დედა, სიყვარული და უმანკოება. საშინლად გაუსწორდა და გადათელა ეს პატარა გოგონა, ღამით დარჩენილი თავს უფლებას აძლევდა, რომ ეტირა და ყველა ემოცია გარეთ გამეშვა, მაგრამ დღისით არავის აჩვენებდა თავის სისუსტეს. მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდა, რომელიც დარჩა მას. – რაზე ფიქრობ?- კითხა ბიჭმა, როდესაც გოგონას მოკრა თვალი. _ არაფერზე... _ წამოდი მინდა რაღაც გაჩვენო.- მიუგო ბიჭმა. _ არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.- მობეზრებით ამოთქვა. იუსუფმა ხელი დაავლო და ცხენზე შემოსვა. – რას აკეთებ გაგიჟდი?!-დაუყვირა. ცხენს შემოაჯდა და ერთ ადგილას მიიყვანა. ეს ადგილი ძალიან ლამაზი იყო, ირგვლივ პალმები ეხვია და შუაგულ ქვიშაში მწვანე ოაზისი მოესინებოდა. – არ არსებობს ეს ხომ ოაზისია.- გამოცებულმა წამოიძახა. – ხო, ოაზისია.- ღიმილიანი სახით უთხრა. - ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა აქაურობა. – როგორ არ უნდა, მომეწონოს ჩემი ოცნება იყო ოაზისის მონახულება. - თვალები აუწყლიანდა. _ მადლობა, რომ ეს ოცნება ამიხდინე. – მე უბრალოდ შენი გახალისება მინდოდა.. ალჟირში ძალიან მალე ჩავალთ, ვიფუქრე წასვლამდე აქ მოვიყვან- თქო. საღამოს პირს ორივე კოცონთან ისხდნენ, იქაურ ხალხს დოლი და ფლეიტა გამოეტანათ კარავებიდამ და კოცონის წინ ცეკვავდნენ, მათ შემყურე გოგონას თვალზე ცრემლი მოადგა, თვითონაც ძალიან უყვარდა ცეკვა და ძველი დრო გაახსენდა უდარდელად, რომ ცხოვრობდა. – რას ცეკვავენ? - კითხა გოგონამ. _ ამას ბესუინების ცეკვას ეძახიან, ყოველ საღამოს ახალგაზრდა წყვილი კოცონის წინ გამოდიან და ცეკვავენ. – საინტერესოა... – არ გინდა ჩვენც შევუერთდეთ? – რა? არა.- წამოიძახა გოგონამ. - კარგი, რა მალე წახვალ აქედან და ცოტა გამხიარულდი. - ეს ისეთი სიტყვებით წარმოთქვა, რომ მისი სიტყვებიდან იგრძნობოდა, რომ არ უნდოდა მისი გაშვება. -ხელი დაავლო და ხალხში შეერივნენ და ბიჭმა ცეკვა დაიწყო, გოგონა უბრალოდ იდგა და უყურებდა მას. _ მიდი ჰაბიბი,იცეკვე რას დგახარ?- დაუძახა ბიჭმა. ბოლოს იმდენი ქნა სანამ მაინც არ ააცეკვა ბიჭი სასაცილოდ მოძრაობდა, გოგონამ კი მის შემხედვარე, თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. – გიხდება სიცილი.- უთხრა იუსუფმა და გოგონა მაშინვე დასერიოზულდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.. რამდენიმე დღე, უკვე ალღჟირში, იყვნენ და როგორც დაპირდა, დაეხმარა გამგზავრებაში. ნაღვლიანმა მოიხედა უკან და ყველა ცუდი თუ კარგი მოგონება დატოვა იქ და გაემგზავრა. ბრუნდებოდა თავის სამშობლოში, თუმცა არ იცოდა თავს სად შეაფარებდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, მაგრამ მთავარია გააღწია, იქიდან სადაც ამდენი ტკივილი გამოიარა. დამთავრდა ექზორიკური თავგადასავალი. თვითმფრინავის სვარძელზე მიადო თავი თვალები დახუჭა და თვალებს ძლიერ აჭერდა, რომ არ ეტირა, თუმცა გული უტიროდა. მლაშე ცრემლები თვალებს უწვავდა. არაფერი არ გააჩნდა თან, მხოლოდ ცოტა ოდენი ფული და ახალი პასპორტი, რომელიც ალჟირში იუსიფმა მისცა, იდგა შუა ქუჩაში და არ იცოდა სად წასულიყო ვისთან შეაფარებდა თავს. _ უკაცრავად შეგიძლიათ დამარეკინოთ? - თხოვა გამვლელს გოგონამ. – რა თქმა უნდა, გამომართვით.- გოგონამ ერთ მეგობარს გადაურეკა და დახმარება სთხოვა ისიც მაშინვე დათანხმდა. _აი, გამომართვით მადლობა.- უთხრა გოგონამ და ავტობუსის გაჩერებასთან მივიდა, როდესაც ავტობუსი მოვიდა მას გაჰყვა. **** ისე მოხდა ერთი ჩამოვიდა და მეორე მაროკოში გაემგზავრა, საავადმყოფოდან გამოსვლის, შემდეგ როგორც კი გამოკეთდა იმდღესვე გამეგზავრა მაროკოში. მათთან სახლში მივიდა და კარებზე დაკაკუნა, კარები მსახურმა გაუღო. _ ბატონი ახმედი.- მიუგო ბიჭმა და მსახურმაც კაცს დაუძახა, ახმედმა, როდესაც იაგო დაინახა ადგილზე გაშრა. _ იაგო, შვილო. _ სად არის? ჟასმინი სად არის?- მოუთმენლად წამოიძახა. – ის აქ არ არის..- დამწუხრებულმა უთხრა. _ აბა, სად არის? რა უქენით მას?- გამწარებულმა წამოიძახა. _ შვილო, უკვე ერთი თვეა რაც სახლიდან გაიქცა, მას შემდეგ უშედეგოთ ვეძებდით, მაგრამ... კვალს ვერ მივაგენით მხოლოდ მისი თავსაბურავი იპოვეს.- დანანებით წარმოთქვა. _ რაა? ამით რისი თქმა გინდათ? – პოლიციამ საქმე დახურა, რადგან ფიქრობენ რომ ჟასმინი უდაბნოს ყაჩაღებმა გაიტაცეს და შეიძლება უკვე ცოცხალიც აღარ იყოს. _ რატომ არ მოძებნეთ მერე უდაბნოში? _ პოლიცია, მათთან უძლურია, რადგან მათი ყველას ეშინია.... _ არა, არა. ახლა ნამდვილად გავგიჟდები! ეს როგორ დაუშვით, როგორ? _ ვწუხვარ... –ნუ წუხართ, რადგან ის არ მომკვდარა, ვიცი, რომ ცოცხალია. მე წავალ და მოვძებნი, მაგრამ მანმდე მის ოთახში მინდა შესვლა. _ კარგი.ჯემილეე!- დაუძახა. _ გისმენთ ბატონო ახმედ? –ბიჭი ჟასმინის ოთახამდე მიაცილე.- უთხრა ახმედმა და ჯემილემ მიაცილა. ოთახში, შესვლის თანავე, იგრძნო გოგონას სურნელი, ამდენი დრო გავიდა და ჯერავ ტრიალებდა მისი არომატი ოთახში, ყველაფერი ისე, იყო როგორც დატოვა გოგონამ. თვალწინ დაუდგა ის სცენა, როდესაც შუაგულ ოთახში იდგა და ცეკვავდა, გოგონა ზუსტად მაშინ დაინახა პირველად და გულში ჩაუვარდა ახლა კი ცარიელ ოთახს უყურებდა, გული ეწურებოდა, იმის გაფიქრევაზეც, რომ შეიძლება ცოცხალიც აღარ იყოს, თავს იდანაშაულებდა მომხდარში, ვერ შეასრულა დანაპირები ვერ შეძლო მისი დაცვა.ვინ იცის რა გადაიტანა საბრალომ და ის მის გვერდით არ იყო. მისი ტელეფონიც იპოვა, რომელიც საწერ მაგიდასთან იდო. - ვიცი, რომ ცოცხალი ხარ.. მე ამას ვგრძნობ. ოდნავ გამოღებულ უჯრიდან პატარა ზომის წიგნაკი შეამჩნია, ბიჭს დააინტერესა და ამოიღო. უჯრიდან დღიური ამოიღო და გადაშალა. საიდანაც პატარა ფოტოსურათი გადმოვარდა, ეს იყო გოგონას სურათი, რომელიც მომღიმარი სახით იყურებოდა. იმ სურათში, დაახლოებით 16-17 წლისა იქნებოდა, მის სურათს, მიეფერა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, რატომ უნდა მომხდარიყო, ასე როგორ ენატრებოდა, როგორი პატარა იყო, მაგრამ გაბედული, არაფერს უშინდებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიჭი ენახა, თვითონ კი ვერ შეძლო, სიტყვის შესრულება, დატოვა შუაგზაში, მარტოდ. დღიური გადაშალა და პირველი გვერდი წაიკითხა: ,, დღეს უცნაური რამ დამემართა, დღიურო, იცი? მოულოდნელად ჩემს ოთახში, ერთი ბიჭი შემოვიდა, როდესაც ვცეკვავდი, საკმარისი იყო, ერთხელ ჩამეხედა მისთვის თვალებში, რომ მაშინვე უცნაურად ვუგრძენი თავი, თითქოს, მას უკვე დიდიხანია ვიცნობდი, არ ვიცი რა დავარქვა ამას. შესაძლებელია, ასეთი, რამ რომ წინაცხოვრებშიც მენახა ის... მაგრამ ვიგრძენი, რომ მანაც ზუსტად იგივე იგრძნო, რაც მე, ამის გამო ბიძაჩემმა, დამსაჯა და ბნელ ოთახში, გამომკეტა, წესით იმ უცნობზე გაბრაზებული უნდა ვიყოფილიყავჯ, მაგრამ არ ვარ...,, მის დღიურის კითხვისას თითქოს მისი სიახლოვე იგრძნო, გრძნობდა მისი გული, რომ გოგონა, ცოცხალი იყო. მისი, დღიური აიღო და ოთახიდან გავიდა. _ შვილო, კარგად ხარ?- ჰკითხა ჯემილემ. _ არ ვიცი, ჯემილე თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ დავიცავი ის ამ ყველაფრისგან. _ ძალიან, შეშინებული და აღელვებულიყო, რამდენჯერმე დაგირეკა სანამ გაიქცეობდა ბოლოს დედაშენმა უპასუხა და საშინელი რაღაცები უთხრა. – რაა? რა უთხრა?- წამოენთო,ბიჭი. - უთხრა, რომ აღარ შეეწუხებინე, რადგან ახალ ცხოვრებას იწყებდი და მასთან მხოლოდ გაერთე. ეს მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. _ როგორ გაბედა ამის თქმა, ამას ასე არ დავტოვებ მათ გამო, მეც სიკვდილს ვებრძოდი... – მაგრამ არავინ იცის საბრალო ჩემი გოგონა სად არის და რა გადაიტანა, წარმოდგენაც არ მინდა რა დღეში ჩავარდებოდა, ღმერთმა დაიფაროს და თუ ბედუინების ხელში მოხვდა.. _ რას გულისხმობ ჯემილე? _ ბატონისგან გამიგია, რომ უდაბნო სავსეა, ყაჩაღებით, რომლებიც გოგონებს იტაცებენ და საშინლად უსწორდებიან, ხომ ხვდები არა რასაც ვგულისხმობ, მათ ფარული ჰარემი აქვთ სადაც გოგონებით ვაჭრობენ და ათას საშინელებს ჩადიან. – ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.. წავალ და მოვძებნი ჯემილე, იქამდე არ მოვისვენებ სანამ არ ვიპოვი, ყველამ ფარხმალი დაყარა, მე კი მჯერა რომ ის ცოცხალია, რადგან ჩემი გული ამას გრძნობს. – ინშალლაჰ, ასეც იყოს..- წამოიძახა ქალმა. - მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა,სად უნდა ეძებო, ამ უკაცრიელ ადგილას? - მოვძებნი. ისეთი ადამიანი მჭირდება, ვინც უდაბნოს კარგად ცნობს.. **** რატომ არის მათი სიყვარული ასეთი ტკივილიანი, ნუთუ არ შეიძლებლდა ბედნიერად ეცხოვრათ, მაგრამ მათ ხვედრათ, სწორედ ასეთი სიყვარული ერგო, უყვართ, მაგრამ ერთად არ არიან, ნამდვილი სიყვარული სწორედ, რომ ტკივილით სავსეა. ორივემ დაკარგეს ერთმანეთი და ვეღარ პოულობენ ერთმანეთს ან იქნებ, მხოლოდ ერთი ეძებს, სასოწარკვეთილი, უშედეგოთ დაიარება შუაგულ უდაბნოში და ცდილობს იპოვოს ის რაც დაკარგა, კიდევ რამდენ ხანს უნდა იაროს უდაბნოში, რომ იპოვოს. მიუხედავად დიდი სიცხისა, რომელიც სასტკად აჭერს მზე, იგი მაინც არ ჩერდება და მას დაეძებს. – ჟაასმიიინ, საად ხაარ?- დაიყვირა ბოლო ხმაზე და მუხლებზე დაეცა. უკვე მეტის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა ძალა აღარ ჰყოფნიდა. – ბატონო, იქნებ უკან დავბრუნდეთ უთხრა გიდმა. _ არა, მე ის უნდა ვიპოვო, უნდა ვიპოვო. ადგილობრივ ბედუინები შენიშნეს და მასთან მივიდნენ გიდმა, არავუღწერა, გოგონა ბედუინს, მაგრამ თქვა, რომ არ უნახავთ, მსგავსი გარეგნობის გოგო. თუმცა ყური მოჰკრა ამბავს, რომ ერთ- ერთმა, ბედუინმა ვიღაც გოგო, იხსნა ყაჩაღებისგან. - ბატონო, ამბობენ რომ ერთ- ერთმა ბედუინმა გოგონა გადაარჩინაო, იქნებ ის გოგონაა,ვისაც ეძებთ?- კითხა გიდმა. _ კითხე აბა სად არიან? – ხომ არ იცით, სად ვნახოთ ის ბესუინი? – ისინი, მომთაბარე ხალხი არიან და სავარაუდოდ აქ აღარ იქნებიან.- აუხსნა კაცმა. – სად შეიძლება იყვნენ? – სავარაუდოდ ალჟირისკენ წავიდოდნენ. ზამთარს იქით მიდიან ხოლმე. - გასაგებია. გიდი, მოუბრუნდა და აუხსნა ყველაფერი: _ რა ხდება? _ ბატონო აქ ძებნას აზრი აღარ აქვს, რადგან მათი ქარავანი ალჟირისკენ წავიდა და აქედან ძალიან შორს არიან. უკან დაბრუნდნენ ბიჭი განადგურებული იყო, რადგან ვერ იპოვა მისი სიყვარული არადა რა იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა, უკან დაბრუნებულს აღარ ჰქონდა იქ დარჩენის ბილეთი და პირველივე რეისზე გაემგზავრა უკან. ბრუნდებოდა ცარიელი იმედებით, თავს ვერ აჯერებდა, რომ დაკარგა თავის სიყვარული, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ სადღაც ცოცხაი იყო, ეს დანამდვილებით იცოდა. *** ძალიან გაუჭირდა ყველაფრის აღდგენა, გრძნობდა რომ დაიკარგა და თავის თავს ვეღარ პოულობდა, ძალიან ცუდად იყო, რადგან სულიერად ცუდად იყო და მისი სული ითხოვდა სიმშვიდეს, თუმცა არ იცოდა,როგორ მოეპოვებინა სიმშიდე, ეს საზარელი ფიქრები არ ასვენედნენ და სტანჯავდნენ. ქალაქში იყო გასული, როდესაც იქვე ახლოს ტაძარი დაინახა, არასდროს ყოფილა ეკლესიაში, რადგან დედამისი უკრძალავდა, თუმცა რატომ ამას ვერ ხვდებოდა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა სურვილი მოენახულებინა. ახლა თითქოს თავისთან იხმო უფალმა და თავის ფეხით შევიდა ტაძარში, კიდევ უფრო გაოცებული დარჩა, როდესაც ტაძარში ასეთი სიმშვიდე და ჰარმონიულპბა აღმოაჩინა, კედლებზე მოხატულმა, ხატებმა მისი ყურადღება მიიქცია, ეს რაღაც მისტიკური ადგილი იყო სადაც ასეთი სიმშვიდე იგრძნო, კედლებში გამჯდარი სარკმევლის სუნი საოცრად ამშვიდებდა გოგონას. პატარა ჯიხურთან მივიდა რამდენიმე სანთელი იყიდა და სანთლები დაანთო, პირველად იყო, ტაძარში დ არც ქრისტიანობის გაეგებოდა რამე, მაგრამ იმხელა რწმენით და გულით შესთხოვა უფალს, რომ თავი ეპოვა და ის რაც მის სულს უნდოდა ეპოვა. იქვე სკამზე ჩამოჯდა. ისე იყო ჩაფიქრებული, რომ ვერც კი შენიშნა ისე მივიდა მასთან მამაო. _ რა გაგჭირვებია, შვილო?- სათნო სახით შეხედა. – მოძღვარო, მე ჩემ თავს დავეძებ, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში დავკარგე. ახლა ვცდილობ გავიგო, ვინ ვარ მე მუსლიმი თუ ქრისტიანი. გარდა ამისა, სულიერ ტრავმა მაქვს. – მიამბე შენი ამბავი, იქნებ შევძლო შენი დახმარება, პირველ დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობ მუსლიმსა და ქრისტიანში? _ მამა მყავდა ქართევლი რომელიც ქრისტიანი იყო, დედა კი, არაბი მუსლიმი. სამწუხაროდ მე არ ვიცი, რომელი მათგანი ვარ მე... მამა ადრეულ ასაკში დავკარგე და სამწუხაროდ ვერ გავიგე ამ რელიგიაზე ვერაფერი დედამ კი თავის წესებით გამზარდა, თუმცა ჩემი სული ამას ვერ იღებდა იმ რელიგიას და ვგრძნობ,რომ მე ამ რელიგიას არ ვეკუთვნი. დღეს კი, ჩემი ფეხით მოვედი აქ. - ძალიან რთული საკითხია, აქ მხოლოდ ის შემიძლია გირჩიო, რომ შენს სულს მოუსმინე შინაგან ხმას, თუ მან აქ მოგიყვანა ესეიგი სწორ გზას ადგახარ, სულიერ ტრავმაზე რას გულისხმობ? - ძალიან მეუხერხულება და მიმძიმს ამაზს საუბარი. – მომისმინე, არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელმაც შეიძლება მოძღვარი გააოცოს, მე ისეთი რაღაცები მაქვს, მოსმენილი რომ არაფერი მიკვირს ეს აღსარებაა ჩათვალე. – როგორ ვთქვა, მოძღვარო დაახლოებით ერთი თვისწინ ჯოჯოხეთი გამოვიარე, ვიღაც ყაჩაღებმა გამიტაცეს და საშინლად გამისწორდნენ. სული და სხეული დამისახიჩრეს..- ამოიტირა გოგონამ.- ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ? _ ძალიან ვწუხვარ, ნამდვილად არ არის ადვილი გადასატანი, მაგრამ ნახე, ეს რომ არა დღეს შენ აქ არ იქნებოდი და მე არ გამესაუბრებოდი ხომ ასეა? უფალი განსაცდელებს გვივლენს, მაგრამ ასევე გვეხმარება მის გადალახვაში. განსაცდელები იმისთვის იშვება, რომ მათი გადალახვა შევძლოთ და უფრო გავძლიერდეთ, არაფრით არ შემთხვევაში არ დაეცე სულით, პირიქით უფრო გაძლიერდი. – საოცარი ადამიანი ხართ მოძღვარო, ისე მშვიდად და ტკბილად მესაუბრებით, რომ მბურძგლავს. - მევ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. დამელოდე ახლავე, მოვალ.- უთხრა და გავიდა, ცოტაცანში კი საშვალო ზომის წიგნი გამოიტანა და გოგონას მისცა. - ეს რა არის?- გაოცებულმა დახედა წიგნს. - ეს ჩვენი უფლის ქრისტეს, წმინდა წიგნია, წაიკითხე სახლში და გაეცანი, რასაც ვერ გაიგებ, მე დაგეხმარები,თუ ამის წაკითხვის შემდეგ შეიცნობ შენ ქრისტეს, როგორც უფალს მერე მოდი და მოგნათლავ, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი გექნება.- თბილად გაუღიმა მამაომ და წავიდა. **** 3 წლის შემდეგ. ცხოვრენამ ორივეს ღრმა იარა დაუტოვა, წლები გავიდა და ამ დროის მანძილზე ორივემ ასე თუ ისე ისწავლა, ტკივილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ გაერიდნენ თავიანთ გრძნობებს, იაგო ძალიან შეცვლილიყო იმ მშვიდი რომანტიკული ბიჭისგან აღარაფერი დარჩენილიყო, ახლა მხოლოდ მკაცრი ბიზნესმენი იყო, რომელიც მხოლოდ თავის საქმეებში იყო ჩაფლული და არავის არაფერს არ პატიობდა, მშობლებთან სულ გაუცივდა ურთიერთობა და არ ესაუბრებოდა, ვერ შეძლო მათი პატიება, რადგან მათ ადანადაულებდა მომხდარში, კაბინეტში იჯდა და საბუთებს აწესრიგებდა, როდესაც მის კაბინეტში მენეჯერი შევიდა. _ ბატონო იაგო, თქვენთან გოგონაა გასაუბრებაზე, შემოვუშვ?.- მიმართა ქალმა. _ შემოვიდეს.- ცივად მიუგო და განაგრძნო, საბუთებში ქექვა. გოგონა მის ოთახში, შევიდა და იქვე დადგა. – აბა, გისმენ.- მიუგო ბიჭმა. გოგონა წამიერად გაშრა, როდესაც ბიჭის ხმა გაიგონა, ეს ხმა საიდანღაც ეცნობოდა და კიდევ უფრო მიიღო შოკი, როდესაც ბიჭმა თავი წამოწია და გოგონას შეხედა. ორივე შოკირებულები უყურებდნენ ერთმანეთს და ვერ იჯერებნენ, ნანახს. მაგრამ ბედისწერამ, როგორც დააშორა ისე გადაჰყარა კვლავ ერთმანეთს მიძინებულმა გულებმა ისევ დაიწყეს ძგერა. _ ჟასმინ...- ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა მისი სახელი და ფეხზე წამოდგა გაოგნებული მიუახლოვდა მას შემდეგ კი, მის სახეს შეეხო, თითქოს ვერ ეჯერა, რომ მის წინ რეალურად იდგა გოგონა და შემოწმება უნდოდა, მართალი იყო თუ არა. მის სახეს ეხებოდა და გრძნობდა მის კანს. – ვერ ვიჯერებ, ეს როგორ რანაირად? შენ აქ საიდან?- გაოცებული საუბრობდა. გოგონა უსიტყვოდ იდგა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა, მლაშე სითხე თვალებს უწვავდა. შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და უკან მოუხედავად გაიქცა მისი კაბინეტიდან, ბიჭიც უკან აედევნა მას გოგონა, ატირებული გავარდა გარეთ, ცდილობდა რაც შეიძლებოდა გასცლოდა იქაურობას არ უნდოდა ბიჭის ნახვა. შენობიდან გავიდა და გაქცევა უნდოდა, მაგრამ იაგო დაეწია მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ მიაბრუნდა. _ რატომ გარბიხარ?- კითხა წარბებ შეჭმუხნულმა. - სად იყავი მთელი სამი წელი, სად იყავი იცი რამდენი გეძებე, მაგრამ ვერასად ვერ გიპოვე, ამიხსენი აქ საიდან აღმოჩნდი? – არ მინდა ამაზე, ლაპარაკი. ჩვენი გზები მაშინ გაიყო, როდესაც შენ უკან დაბრუნდი უკვე საკამაო დრო გავიდა და ალბათ ცოლიც მოიყვანე ხომ ასეა?- ჩამწყდარი ხმით კითხა. _ არავითარი ცოლი, არ მომიყვანია, მე შენს გარდა არავინ აღარ შემყვარებია, ჩემი გული მარტო შენთვის ძგერდა. _ ტყუი..! –რაა? _ შენ მე გამომიყენე მომატყუე, ბიძაჩემიც კი დააჯერე, რომ ცოლად მომიყვანდი, მაგრამ როგორც კი, წახვედი ყველაფერი შეიცვალა. ორმაგ თამაშს თამაშობდი ჩემთან ერთიბოდი და აქ ცოლის მოყვანას აპირებდი. ჩემი გრძნობებით გაერთე ხომ ასეა? შენ ერთობდი, მე კი ამის გამო, ჯოჯოხეთი გამოვიარე. _ რა სისულეებს ამბობ, მე შენ მართლა მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ, ჩემი გრძნობები ნამდვილი იყო. - გთხოვ არ გინდა ეს სპექტაკლი, მე აღარ ვარ ის პატარა მეამიტი გოგონა, რომელსაც ადრე იცნობდი და ამ ზღაპრების აღარ მჯერა. – რა გჭირს? მესმის ნაწყენი ხარ, რომ ვერ ჩამოვედი დროულად,მაგრამ ეს ჩემი მშობლების ბრალი იყო, მე მართლა მოვდიოდი შენთან მაგრამ... _ არაფრის მოსმენა არ მინდა, შევცდი აქ არ უნდა მოვსულიყავი.- წამოძახა და წასვლა დააპირა. _ არსად არ წახვალ, სანამ არ ამიხნი ყველაფერს.- უთხრა მკაცრად. – ვალდებული არ ვარ, რამე აგიხსნა. - ჟასმინ! რატომ იქცევი ასე, მე ჩამოვედი შენთან, მაგრამ დამაგვიანდა, შენ უკვე დაკარგული იყავი. – ხო, ზუსტად დაგაგვიანდა და ამ დაგვიანების გამო, ყველაფერი დავკარგე.- გულმოსულმა წამოიძახა. შენ რომ დროულად ჩამოსულიყავი ის რაც მოხდა არ მოხდებოდა, მაგრამ მოსახდენი მოხდა. - რას გულისხმობ ჟასმინ? მითხარი სად იყავი მთელი ეს დრო. უდაბნოში გეძებდი, მაგრამ ვერსად გიპოვე, შემდეგ ადგილობრივებისგან შევიტყვე, რომ ერთ-ერთმა ბედუინმა გოგონა იხნსა ყაჩაღებისგან, მაგრამ თქვეს, რომ მათი ქარავანი დიდიხანია რაც წავიდა. სად იყავი, მითხარი? _ გთხოვ ნურაფერს მეტყვი, რადგან მაინც ვერაფერს გეტყვი. – ჟასმინ, უნდა ვიცოდე სად იყავი, ან აქ როგორ აღმოჩნდი? – კარგი, ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე. დავუშვათ, მოხდა ასეთი რამ და გაიგე, რომ შენს საყვარელ ქალს სხვა შეეხო... რას იზამდი ამის გაგებისას? – რაა? ჟასმინ შენ... - გაახსენდა ჯემილეს სიტყვები, რომ უთხრა ყაჩაღების ხელში თუ მოხვდა, გოგონას გააუბედურებენო.- ჟასმინ არ მითხრა, რომ...- ვეღარ შეძლო გაგარძელება, რადგან ძალიან უმძიმდა ამის წარმოთქმა. გოგონამ არაფერი უპასუხა ბიჭის სხეულს უღონოდ მიეკრა და მწარედ ატირდა. ამით ყველაფერი ნათქვამი იყო, მიხვდა, რომ მის საყვარელ ქალზე ძალა იხმარეს. გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა და ეხვეოდა თითქოს ცდილობდა იმ ნუგეშის მიღებას, რაც წლების წინ აკლდა. ვერ ეხვედოა იმის ძალა არ ჰყოფნიდა,რომ გოგონას მოხვეოდა და ენუგეშებინა. ბოლოს მაინც წაიღო და ძალიან ნაზად მოხვია ხელები. სიმწრისგან ძარღვებში, სისხლი უდუღდა და თავს იდანაშაულებდა, მომხდარის გამო, გოგონას მის გულზე მიედო თავი და მწარედ ტირიდა იაგო, კი გახევებული იდგა და ვერ ეხვეოდა, ვერ ბედავდა მოხვევას, იმდენად უსუსურად და საშინლად გრძნობდა თავს თვალები მთლიანად ჩაუწითლდა და ცრემლი ჩაუდგა. – ხო, შემეხნენ და ტანკივით გადამთელეს, გადამიარეს, გამაუბედურეს იმ დღეს, ყველაფერთან ერთად, ჩემი სიცოცხლეც თან გაიყოლეს გემსის?- ტირილ- ნარევი ხმით წამოიკივლა. იაგომ თვალებში ჩახედა და უნდოდა მისი ლამაზი თვალებიდან ცრემლი მოეწმინდა, თუმცა გოგონამ არ დაანება და არ მიუშვა ახლოს. – არა... _ ჟასმინ...- დახშული ხმით უთხრა და ხელი ჰაერში დარჩა. - არა, იაგო, ჩვენ შორის აღარაფერია, ჩვენ ერთად აღარ ვართ, გთხოვ თავი დამანებე და შენი ცხოვრებით იცხოვრე...- მისგან ზურგით შებრუნდა და თვალებიდან ცრემლი მოიწმინდა. – დაივიწყე, ეს ჩახუტება ეს მხოლოდ წამიერი სისუსტე იყო.- უთხრა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. მირბოდა და თან ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით, მოსდიოდა. იაგო, მანქანით აედევნა და გზა გადაუჭრა. – ჟასმინ, ასე ვერ წახვალ!- დაუყვირა და მაჯაში ხელი ჩაავლო. _ თავი დამანებე, გესმის მე შენ აღარ მიყვარხარ გაიგე? _ არ მჯერა, რომ აღარ გიყვარვარ. – დაიჯერე, რადგან მარადიული არაფერია და მათ შორის არც ჩვენი გრძნობები.- დაუყვირა. _ რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მე შენი არ მჯერა.- დაუყვირა. _ ეგ შენი გადასაწყვეტია დაიჯერებ თუ არა, მაგრამ სიმართლე ეს არის.- უხეშად გააშვებინა ხელი გაქცევა სცადა, თუმცა ხელი დაავლო და მანქანაში ჩატენა. - რას აკეთებ გაგიჟდი? – ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია, უნდა ამიხსნა ყველაფერი.- მტკიცე ხმით უთხრა. – არაფრის ახსნას არ ვაპირებ, ახლავე გამიღე კარები! – რაც გინდა ის ქენი იყვირე იწივლე თუ გინდა ცრემლებად დაიღვარე, მაგრამ იქამდე არ წახვალ სანამ ყველაფერს არ მიამბობ გასაგებია, აღარც მე ვარ ის ბიჭი, რომელიც ლმობიერი და დამთმობი იყო, როგორც შენ შეიცვალე ისევე შევიცვალე მეც ასე, რომ ჩემთან შენი ისტერიკები არ გაჭრის.- დაუყვირა - მე აღარ ვარ ის გოგონა, რატომ არ გინდა, რომ გაიგო, ჩემი გული იმ დღეს მოკვდა გესმის მოკვდა?! ახლა კი გააჩერე მანქანა. – არა.- გოგონა, საჭეს ჩააფრინდა და შეეცადა ხელი შეეშალა მისთვის. ბიჭს საჭე აერია და ძლივს დაამუხრუჭა შემდეგ კი, ცივად გახედა. _ იცი, რა მართალი ხარ, შენი გული მართლა გაქვავდა და არანაირი გრძნობა აღარ შემოგრჩა ადამიანური. ახლა კი გადადი მანქანიდან. – რაა? _ რა და გიბრძანებ დატოვო აქაურობა.- დაუღრიალა, რის გამოც გოგონა მოულოდნელობისგან შეხტა თვალებში ცრემლები ჩაუდგა და სახე წაშლილი უყურებდა ჩაბნელებულ ქუჩებს. – ამ მიყრუებულ ადგილას, მტოვებ?- თვალცრემლიანმა გახედა. - როგორც ხედავ. - შეეცადა ცივი გამომეტყველება ჰქონოდა. გოგონა, ადგილიდან არ იძვროდა და წაშლილი სახით უყურებდა უკაცრიელ ადგილს. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა. არ ეგონა, თუ ბიჭი მართლა გაუჩერებდა მანქანას. - კიდევ დიდხანს აპირებ აქ ჯდომას? _ მე... ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და გზა განაგრძნო. _ გთხოვ სახლში წამიყვანე.. - სახლში მოგვიანებით წავალთ, მანამდე კი ყველა კითხვას უნდა გასცე პასუხი. _ რატომ არ გესმის, რომ არ მინდა ამაზე საუბარი.. – მოგიწევს. ამის შემდეგ ხმა აღარცერთს ამოუღია, გოგონა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს. მოღუშული გაჰყურებდა მობნელებულ ქუჩებს. არც იაგო იყო კარგ დღეში, სამი წელია მასზე დარდში და ფიქრებში გალია, სად აღარ ეძება, მაგრამ ვერსად მიაგნო, რას წარმოიდგნედა, თუ ის ცხვირწინ ჰყავდა. როგორ ენატრებოდა, თავს ვერ პატიობდა მის დაკარგვას ახლა კი ეს საზარელი ამბავი შეიტყო, ვერ შეძლო მისი დაცვა, იმ დროს მის გვერდით არ იყო, ვერ დაიხსნა. რამდენიმე საათში უკვე ადგილზე იყვნენ. _ სად მომიყვანე?- იკითხა დაბნეულმა. _ იქ სადაც მარტო ჩვენ ორნი ვიქნებით და ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის ბევრი გვაქვს სალაპარაკო.- მშვიდად მიუგო და მანქანიდან გადმოვიდა გოგონაც უკან მიჰყვა და დაბნეული აცეცებდა თვალებს. იაგო, სახლთან მივიდა და შემდეგ მეორე სართულზე აძვრა. – რას აკეთებ გაგიჟდი?- წამოიძახა გოგონამ. – ვცდილობ კარები გავაღო. - არ მითხრა, რომ ეს შენი სახლი არ არის და ვიღაცისია.- შეიცხადა. – არა, რა თქმა უნდა, ეს ჩემი საზაფხულო სახლია. ამის გასაღები სახლში მაქვს, მეორე კი სახლის დარაჯს აქვს ვისაც ჩავაბარე ამ სახლის მოვლა ახლა გვიანია უბრალოდ და ვერ შევაწუხებ. - უთხრა და აივანზე გადაძვრა შემდეგ კი სახლოს კარებიც გააღო. - შემოდი.- უთხრა და გზა დაუთმო. გოგონა უხმოდ შევიდა ოთახში და იქვე ჩამოჯდა, უკვე ზამთრდებოდა ამიტომ სახლში ძალიან ცივოდა. - აქ დამელოდე წავალ შეშას მოვიტან და ბუხარს ავანთებ. მალე შეშით ხელში დაბრუნდა და ცეცხლი დაანთო. _ გცივა..?- კითხა მზრუნველად, გოგონამ კი თავი დაუქნია. - ცეცხლი უკვე დავანთე და მალე ოთახიც დათბება. - უთხრა და თვალებში ჩახედა. თითქოს ამით უნდოდა, მის სულს ჩასწვდომოდა. - მოდი ცეცხლთან ახლოს დაჯექი და გათბები. - დაუძახა და ისიც ცეცხლთან მივიდა. ერთმანეთის პირისპირ იჯდნენ და ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ. _ ჟასმინ... გთხოვ მიამბე სად იყავი მთელი სამი წელი? – ახლა ამაზე საუბარი უკვე ძალიან გვიანია, მოსახდენი მოხდა, ჩვენი გზები გაიყო და ორივე ჩვენი გზებით წავედით, შენ შენი ცხოვრება გაქვს მე ჩემი, ამით ვეღარაფერს შევცვლით და დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. _ შენი აზრით, არ ვიმსახურებ ვიცოდე შენი ამბავი, იცი მაინც რა გადავიტანე, მეგონა დაგკარგე და ვეღარ გნახავდი,როდესაც უკვე ყველა იმედი გადამეწურა, სწორედ მაშინ გამოჩნდი და თანაც აქ. _ გრძელი ამბავია .. – არაუშავს, მოგისმენ.- უთხრა და უეცრად გოგონას ყელზე პატარა ხისჯვარი შენიშნა. ხელი წაიღო და მის ჯვარს შეეხო.- ეს, ჯვარი შენ... _ ეს ჯვარიც ამ ამბის ნაწილია.- ამოთქვა. – ძალიან მაინტერესებს ამ სამი წლის მანძილზე, როგორ ცხოვრობდი. – ეს ჯვარი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, ჩემს ცხოვრებაში და ისე უბრალოდ არ მიკეთია მას თავის ისტორია აქვს. – ყურადღებით გისმენ, მაგრამ ჯერ მითხარი სად იყავი მთელი ეს დრო სად აღარ გეძებე, თუმცა უშედეგოთ. _ ვერც მიპოვდი, იმ ყველაფრის შემდეგ ერთმა კარგმა ადამიანმა მიხსნა, მასთან ვიყავი მთელი ერთი თვე, იუსუფი დამეხმარა აქ ჩამოსვლაში. _იუსუფი, ვინ არი? - იუსუფი ის ბედუინია, რომელმაც გადამრჩინა, ვთხოვე ქვეყნიდან გაღწევაში დამმხმარებოდა და დამეხმარა. საბუთები გამაკეთებინა და ფული მომცა. – ასეთი, ვინ არის ეგ ბედუინი? – ეგ მხოლოდ ბედუინი არ არის, ის შეძლებული ოჯახიდან იყო, თუმცა მან უარი თქვა ამ ყველაფერზე და ბედუინი გახდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში, ჩემი თავი ვიპოვე და მივხვდი, რომ მე ქრისტიანი ვარ და თანაც ქართველი დედაჩემი ძალიან მიყვარდა, მაგრამ მან არასწორად ამღზარდა, თუმცა ვერც მას დაადანაშაულებ, რადგან მან რაც იცოდა მეც ის მასწავლა, ტაძარში რაღაც ძალამ მიმიყვანა, იქ შესვლისას სულიერი სიმშვიდე დამეუფლა ისეთი მისტიკური იყო. შემდეგ მამაოს გავესაუბრე და რჩევები მომცა და ბიბლია მაჩუქა, მითხრა, რომ წამეკითხა ბიბლია და გავცნობოდი ამ სარწმუნოებას ამის შემდეგ თუ ვცნობდი მხოლოდ ერთ ღმერთად ქრისტეს ის მომნათლავდა ქრისტიანად. ასეც მოხდა მე ავირჩიე ეს გზა. ის მამაო ახლა ჩემი ნათლია და სულიერი მამაა.- თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი და თან უბრწყინავდა. – საოცარია... _ ჰო, ასევე მამაჩემის მშობლებიც ვიპოვე, ახლა მათთან ვცხოვრობ, ბებიასთან და ბაბუასთან, თურმე უკვე დიდიხანია მეძებდნენ თუმცა ვერ მიპოვეს მამაომ მითხრა, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება, ამიტომ ეს გზა უნდა გამევლო, რომ ჩემი თავი და ოჯახი მეპოვნა. - შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი,ვიცნობ. – ძლიერი არ ვიყავი, მას შემდეგ მოვიკრიბე ძალა, რაც ტაძარში მივედი. ახლა უკვე ყველაფერი იცი. – ჰო, ვიცი... - უთხრა. - აქ დამელოდე ახლავე მოვალ.- დაუბარა და წავიდა, სანამ ბიჭი გასული იყო, გოგონას ცეცხლთან ჩამოეძინა. უკან დაბრუნებულს გოგონა მძინარე დაუხვდა. ხელში აიყვანა და ოთახში დააწვინა. – გპიედები, აუცილებლად დავაბრუნებ შენ სახეზე ღიმილს და დაგავიწყებ ყველივე ცუდს. ***** დილით ადრე გოგონამ გაიღვიძა და შენიშნა,რომ ოთახი სულ ვარდის ფურცლებით, იყო მორთული, გაოცებული წამოდგა საწოლიდან ოთახიდან გავიდა და კიბეებს ჩაუყვა, კიბეებიც ვარდის ფურცლებით იყო მორთული ბილიკს გაუყვა, რომელიც მისაღებ ოთახში მთავრდებოდა, გაოგნებული იყო და ვერ გაეგო რა ხდებოდა, ცოტაცანში იაგოც მივიდა მასთან და მის წინ შეჩერდა. _ რა ხდება? რას ნიშნავს ეს?- იკითხა დაბნეულმა. ბიჭმა მხრებში მოკიდა ხელი და დივანზე დასვა, შემდეგ მის წინ მუხლი მოიდრიკა მისი პატარა სუსტი ხელები თავისაში მოიქცია. _ ახლა რასაც გეტყვი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას გადაწყვეტ შენ, დავიწყებ იქიდან, რომ შენ ჩემი მთელი ცხოვრება ჩემი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ხარ, უშენოდ გადატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო, ვიცი ფიქრობდი, რომ ამ ამბის გაგების, შემდეგ ხელს გკრავდი, ვაღიარებ არ არის მარტივი, ამის გაგება, მაგრამ რაც მოხდა ეს შენი ბრალი არ იყო, შენ უბრალოდ გარემოებების მსხვერპლი გახდი ისევე როგორც მე.. ამაში დამნაშავე მეც ვარ, რადგან მეგონა გადავაფიქრინებდი მათ და დავითანხმებდი, თუმცა დრო ტყუილად დავკარგე მათთან კამათში, მე შენ არ მომიტყუებიხარ ჩემი გრძნობა ნამდვილი და სუფთაა, არანაირი ცოლი არ არსებობს, ვიცი ეგ ამბავი, დედაჩემმა სპეციალურად გითხრა, რომ დავეშორებინეთ, როდესაც ეგ გითხრა, მე სიკვდილს ვებრძოდი. შენ ჩემთვის ისევ ისეთი ხელ შეუხებელი და უმანკო ხარ, როგორიც სამი წლისწინ იყავი, მიყვარხარ გესმის მიყვარხარ და ვერაფერი ვერ შეძლებს ამ გრძნობის განელებას ჩემში, ვიცი დავაგვიანე ამის გაკეთება,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.- ბიჭმა ვარდის ფურცლებიან თასში ხელი ჩაყო სული შეუბერა და ვარდის ფურცლები გოგონას სახეზე მიმოიფანტა. ბოლოს კი ხელის გულზე თვლიანი ნიშნობის ბეჭედი გამოჩნდა.- ახლა გკითხავ, გამომყვები ცოლად იქნები ჩემი შვილების დედა და ჩემი ცხოვრების მეგზური.- ბიჭმა ხელი სთხოვა და გოგონას დააკვირდა. თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ამის მოსმენამ გული აუჩუყა. _ მე.... არ შემიძლია...- წამოიძახა და გაიქცა, ბიჭი კი იქ დატოვა. ბაღში გაიქცა და ატირდა, გული ტკიოდა, როგორ უნდოდა, მასთან ყოფნა, თუმცა არ შეეძლო. _ჟასმინ... ხომ კარგად ხარ? - კითხა ბიჭმა. – მაპატიე, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, მე ვერ შევძლებ შენს გაბედნიერებას, გესმის.- ტირილით უთხრა.- მე მეტი აღარ მჯერა სიყვარულის და ურთიერთობის. მის პატარა და თეთრ სახეზე ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით იკვლელვდნენ გზას. - მე იმითაც ბედნიერი ვიქნები გვერდით,რომ მყავდე დამიჯერე... მე უშებოდ არ შემიძლია გესმის...? უბრალოდ მომეცი შანსი. _ შენ უკეთეს გოგოს იმსახურებ ისეთს, ვინც შეძლებს შენს გაბედნიერებას, იქნება მოსიყვარულე და მზრუნველი მე... ეს არ შემიძლია, რადგან ტრავმირებული ვარ და ეს ჩემში ღრმად ჩაილექა, წარმოიდგინე აბა, შენ გინდა შემეხო მე კიდევ არ შემიძლია, რადგან უბრალო შეხებაზეც კი ცუდად ვხდები. – მაგრამ მე სხვა არ მჭირდება, მე მხოლოდ შენ მჭირდები, მესმის შენი და არაფერს გაიძულებ, მხოლოდ ერთს გთხოვ მომეცი უფლება შენ გვერდით იყო და გასწავლო ისევ სიყვარული... – მე... არ ვიცი... _ მხოლოდ დროს გთხოვ, დამიჯერე რამდენიმე თვეში, ისევ აგიზგიზდება შენი გული სუყვარულით მე გაგიქარწ....ბ, ყველა დარდს შენი გულიდან და გონებიდან. – და თუ ვერ შეძელი ამ დროში შენი პირობის შესრულება? - არამგონია, რომ ვერ შევძლო, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, მაშინ გპირდები, რომ სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან და მეტს აღარ შეგაწუხებ. ახლა რასაც გთხოვ ის არის, რომ უბრალოდ ვიყოთ ერთად ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, შენ რომ გხედავ. – კარგი, ვნახოთ რა გამოვა, თუ შენთვის ეს პრობლემა არ არის, იყოს ასე მაგრამ ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლება, მხოლოდ შეხვედრბით მეტს ვერ დაგპირდები. _ კარგი, თანახმა ვარ. - უთხრა თვალებ გაბრწყინებულმა და გოგონას ძალიან ფრთხილად მოხვია ხელი. ბედისწერამ ახალი შანსი მისცა მათ, საინტერესოა შეძლებს იაგო, ისევ მოიგოს ამ ჯერად ტრავმირებული გოგონას გული, შეძლებს მოაბრუნოს ცხოვრებისკენ და დაავიწყოს ყველა ცუდი მოგონება. მათი სიყვარული არ არის სუსტი, ის ძლიერია და ყველაფერზე მაღლა დგას, შეუძლებელია მათი დანგრევა. ისე ფრთხილად და მოწიწებით ეპყრობოდა, როგორც ფაიფურის თოჯინას, რომლის დამსხრევაც ეშინოდა. ის კარგად ხვდებოდა და იაზრებდა მის მდგომარეობას მთლიანად შევიდა მის მდგომარეობაში ამიტომ სათუთად ეპყრობოდა, რადგან არ უნდოდა რამე ეტკინა მისთვის ან დაეძალებინა. აივანზე იდგენენ და ბიჭს ნაზად ჰქონდა წელზე შემოხვეული თავის განიერი ხელები და გოგონას თბილი მზერით უმზერდა, მის თვალებში იმდენი სითბო, სიყვარული და ტკივილი იყო. დიახ, ტკიოდა მისი მდგომარეობა, რომ ვერ შეძლო მისი გადარჩენა. თუმცა ყოველივე ცუდს კარგი მოსდევს. გოგონამ ამდენი გამოიარა ამ სამ წელში და ახლა მის წინ სრუილად სხვა ადამიანი იდგა ის პატარა,გოგონა აღარ იყო ილუზიებით, არამედ დაქალებული და გონებაში ჩამჯდარი იყო, უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. ვიზუალურადაც ძალიან დახვეწილი და დამშვენებული იყო, ელეგანტური. ამაყობდა მისით, რომ ტკივილმა კი არ გატეხა არამედ გააძლიერა . ჯერ სულ რაღაც 22 წლის იყო და სრულიად შეცვლილი. – რა საინტერესოა არა..- უთხრა იაგომ. – რა? _ ის,რომ ბედისწერამ როგორც დაგვაშორა ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს თანაც ჩემს ოფისში, ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი,თუ ჩემს ოფისში გნახავდი.- გაეცინა ბიჭს. – ჰო, ვერც მე... _ რა პოზიციაზე გინდოდა, მუშაობის დაწყება? – ასისტენტის. _ და ახლა აღარ გინდა?- ეშმაკურად გახედა. – არა... – რატომ? – შენთან არ ვიმუშავებ. უფროსწორად ვერ ვიმუშავებ სხვაგან მოვნახავ. – და გგონია, სხვაგან გაგიშვებ, ჩემთან იმუშავებ და ყოველდღე გნახავ ხოლმე. – არ ვიცი, მოვიფიქრებ. აქ არაფერი გაქვს რომ საჭმელი? - უნდა იყოს რაღაცეები. სამზარეულოში გავიდნენ და შემოწმება დაიწყეს იყო თუ არა რამე, მხოლოდ ერთი თევზის კონსერვის ქილა იპოვეს. - ვიპოვე..- წამოიძახა. – ყოჩაღ.- მკრთლად გაეცინა. გასახსნელი ვერსად ნახეს ამიტომ დანით სცადა გაეხსნა ქილა, თუმცა დანა მოუცურდა და თითი გადაიჭრა,იაგომ. გოგონამ შენიშნა ეს და შეშინებული ეცა. _ რა ქენი თითი გაიჭერი.- შეშფოთებით წამოიძახა. _ არაფერია, უბრალო ნაკაწრია. – რა უბრალო ნაკაწრია, ნახე რამხელა ჭრილობა გადევს. აქ სადმე გაქვს პირველადი დახმარების ყუთი? _ მემგონი აბაზანაში უნდა იყოს.- უთხრა ბიჭმა. გოგონა აბაზანაში გაიქცა და იქიდან პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა, სპირტით დაუმუშვა, თუმცა ბინტი სანტავიკი ვერსად ნახა და თითი იზოლენტით გადაუხვია. ერთად იყვნენ მაგრამ ამავ დროულად მათ შორის დისტანცია იყო, როგორ უნდოდა, ძლიერ შემოეხვია ხელები და დაეკოცნა მისი სახე და მოფერებოდა, თუმა ვერ აკეთებდა ამას ეს აგიჟებდა მას. გოგონას დაურეკეს და ტელეფონის ასაღებად გავიდა. ბებია ურეკავდა. – ღმერთო, სულ დამავიწყდა მათი გაფრთხილება.- ჩაილაპარაკა და შემდეგ უპასუხა. - გისმენ. – შვილო, სად ხარ? რატომ არ დაბრუნდი შინ?- ქალის ნერვიული ხმა ისმოდა. – ბებო, მაპატიე დამავიწყდა შენი გაფრთხილება, მეგობართან ვარ მთხოვა დარჩი ცოტახანი ჩემთანო. – კარგი, შვილო როდის დაბრუნდები? - ერთ ორ დღეში. – კარგი, თავს გაუფრთხილდი.... – რა მოხდა?- კითხა ბიჭმა. - შენ გამო, ბებიაჩემი მოვატყუე.- წარბებშეყრილმა უთხრა. - კარგი, არაფერი დაშავდება ამით. მე გავალ იქნებ რომელიმე მაღაზია ვიპოვო, სურსათს ვიყიდი და მოვალ. _ რაა?? აქ მარტო ვერ დავრჩები, მეც წამოვალ.. - როგორც გინდა. მანქანაში ჩაჯდნენ და ცენტრალურ გზაზე გავიდნენ, იქვე ახლოს პატარა მარკეტი შენიშნეს და იქ მივიდნენ. რაც საჭირო იყო ყველაფერი იყიდეს და უკან დაბრუნდნენ ბიჭმა ომლეტის მომზადება დაიწყო, გოგონამ კი მაგიდა გააწყო. შემდეგ კი, სასადილოდ დასხდნენ. ჩუმად ისხდნენ და მიირთმევდნენ ომლეტს, საკმაოდ გემრიელად მოამზდა იაგომ ომლეტი, თუმცა გოგონამ არ შეიმჩნია. – როგორ მოგწონს აბა? - ცუდი არ არის ...- იცრუა. მისაღებ ოთახში ორივე მდუმარედ ისხდნენ, ცეცხლთან და ხმას არცერთი არ იღებდა ცეცხლის ალს ჩაფიქრებული გაჰყურებდა,გოგონა თვალები კი სევდიანი ჰქონდა. – შენ თქვი, რომ სიკვდილს ჩახედე თვალებში? - ენის ბორძიკით კითხა, თითქოს ეშინოდა მისთვის რაიმე ეკითხა, ამის გამო ვერ ბედავდა ამის თქმას. ბიჭის სახეს დააკვირდა, რომელსაც მისი შეკითხვის, შემდეგ სახე შეეცვალა. _ჰო, ასეა..- შეანათა თავის ლურჯი და ნაღველით სავსე თვალები. – შეგიძლია ამიხსნა, რა იგულისხმე?- ძლივს გასაგონად ამოთქვა. ბიჭმა თვალები დახუჭა, გონების მოსაკრებად და შემდეგ დაიწყო თავის მონოლოგის მოყოლა. – სამი წლის წინ, დაახლოებით კი, მაშინ, როდესაც შენ დამირეკე და შენი ნამტირალები ხმა გავიგე, სადაც მითხარი, რომ ბიძაშენი, შენს გათხოვებას აპირებდა, მაშინ ჩემს მშობლებთან სერიოზულად ვიჩხუბე, შემდეგ კი სახლიდან განერვიულებული გამოვვარდი მინდოდა, რაც შეიძლება მალე ჩამოვსულიყავი,მაგრამ საჭე ამერია და მაღლობიდან გადმოვარდი. მანქანა სამჯერ ამოყირავდა არ ვიცი, როგორ მოვახერხე მანქანიდან გადმოსვლა და თავის დაღწევა, რადგან მახსოვს, რომ ჩემი გადმოსვლა და მანქანის აფეთქება ერთი იყო, საშინელდ მდგომარეობაში მიმიყვანეს საავადმყოფოში და თვეზე მეტი კომაში ვიყავი, ყველას ეგონა,რომ ვერ გამოვიდოდი კომიდან, მაგრამ გამოვედი და როგორც კი გამოვკეთდი, მაშინვე შენთან წამოვედი, მაგრამ შენ იქ აღარ იყავი... გოგონა მას უსმენდა და ვერ იჯერებდა, რომ ორივე ასე ძლიერ დაიტანჯა თვალებიდან ცრემლები, წასკდა და ატირდა. – რატომ უნდა მოგვსლოდა ეს? რატომ დაგვცინა ასე მწარედ ბედისწერამ?- ამოიტირა. ბიჭი მისკენ მიიწია და თვალებიდან წამოსული ცრემლების ნაკადი მოსწმინდა გოგონას. - ნუ, ტირი. მართალია მწარედ დაგვცინა, მაგრამ ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს. ჩემი აზრით არაფერი არ ხდება ისე უბრალოდ. – ხო,მაგრამ რატომ მაინც და მაინც ასე სასტიკად. შენ ძლივს გადარჩი მე კი...ეს ჯოჯოხეთი გავიარე, რომელიც მოსვენებას მიკარგავს და ღამის კოშმარად მექცა,მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს თავზე მომდის ბრაზი, მაშინ იმპულსებს ავყევი და გავიქეცი, რისგამოც სასტიკად დავისაჯე, მაგრამ მამაომ მითხრა, რომ ეს ჩემი ბედისწერაა და რაც მიწერია ვერ ავცდები. – ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი.. მაგრამ მან მეორე შანსი, მოგვცა და ახლა ისევ ვხედავთ ერთმანეთს.- უთხრა ბიჭმა. – იაგო,მართალია ერთმანეთს კვლავ შეგვახვედრა, თუმცა ვერ დაგპირდები, რომ ერთად ვიქნებით, უბრალოდ არ მინდა გული გატკინო, ისევ გაგიმეორებ, მე ვერ შევძლებ შენს გაბედნიერებას, კარგი ადამიანი ხარ, რადგან ამის მიუხედვად მაინც გინდა ჩემთან ურთიერთობა, ამას კი ძალიან ვაფასებ, ბევრი ხელს მკრავდა ალბათ, მაგრამ შენ.. – მაგრამ მე ყველა არ ვარ..- ნაღვლიანი სახით გახედა. მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად აკოცა..- მენდე კარგი, მხოლოდ ამას გთხოვ. გაყუჩებულები ისხდნენ ცეცხლის წინ, ბიჭს გულში ჰყავდა ჩაკრული და ნაზად ეფერებოდა თმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა, დაკარგული იყო ბიჭი ცდილობდა, დაკარგული სიყვარულის აღადგენას, რაც არ უნდა ემტკიცებინა, რომ აღარ უყვარდა, მისმა თვალებმა ის გაყიდეს, რადგანაც თვალები სულის სარკეა და ყველაზე მიძინებული გრძნობაც კი აირეკლება, ადამიანის თვალებში. როგორ ენატრებოდა მისი კანის სურნელი, რომელიც ასე აგიჟებდა. – შენ. თმებს რა უქენი?- გაკვირებით კითხა. – რა? – სად წავიდა შენი გრძელი ხვეული თმა, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი?- ცალი წარბი გაოცებით აზიდა ზემოთ. – ხომ გითხარი, მე ძველი ჟასმინი აღარ ვარ, ის ხვეულ თმიანი გოგონა იმ დღეს დაიკარგა და აორთქლდა. მე იმ დღეს შევწყვიტე ოცნება. აქ ჩამოსვლის, შემდეგ სტილი შევიცვალე და არამარტო სტილი, მეც შევიცვალე. მოკლედ, რომ ვთქვა ასე დავსაჯე ჩემი თავი. - ამიერიდან თმებზე ჯავრს აღარ იყრი, რადგან მე მინდა, რომ ისევ ხვეული თმით გხედავდე.- ნიშნის მოგებით მიუგო და გოგონას გამომწვევი მზერით ჩახედა თვალებში, თითქოს რაღაც მინიშნებას ელოდა მისგან, რომ ემოქმედა. რომ დარწმუნდა გოგონასაც სურდა მისი კოცნა, თამამად დაიხარა მის სახესთან და მის ტუჩებს მოწყურებული დაეწაფა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მოულოდნელად გოგონა ცუდად გახდა. თითქოს ბიჭის მაგივრად ის ყაჩაღი, კოცნიდა, ამის წარმოდგენისას სუნთქვა დაუმძიმდა. ბიჭს ძლიერ კრა ხელი და გარეთ გაიქცა. ტიროდა და ვერ მშვიდდებოდა, ისევ ამოუტივტივდა ის საზარელი ღამე თვალწინ. - ჟასმინ, კარგად ხარ..?- განერვიულებულმა კითხა. – ხედავ, ხომ გეუბნებოდი არა, რომ არ შემიძლია, არ შემიძლია, ელემენტარული კოცნაც კი, რადგან აჩრდილივით დამყვება ის ღამე.- ჩაკეცილი იჯდა აივანზე და ტიროდა. _ ჩემი ბრალია, მაპატიე..- სინანულით ამოთქვა. – არ არის, შენი ბრალი, მეც მინდოდა ეს მეგონა შევძლებდი, თუმცა არ გამომივიდა, იაგო, მე მამაკაცის სიახლოვეს ვერ ვჩერდები, არ შემიძლია გესმის? რადგან ყოველ შეხებისას ასე დამემართება. ამიტომ ვერაფერს დაგპირდები. _ არაუშავს. _ გთხოვ წამიყვანე აქედან, სახლში მინდა.- ამოთქვა ჩამწყდარი ხმით. _ კარგი, არაფერს დაგაძალებ, წავიდეთ.- უთხრა ჩამწყდარი ხმით, როგორ უმძიმდა ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა, უფრო დარწმუნდა, რომ გოგონას ნდობის მოპოვება მარტივი არ იქნებოდა, აშკარა იყო, რომ მამაკაცებს აღარ ენდობოდა და თავს არიდებდა არც იყო გასაკვირი, რადგან ყველაში იმ მოძალადეს ხედავდა მას. კი მოთმინება უნდა გამოეჩინა და ებრძოლა მისი გულის მოსაგებად. სახლიდან გავიდნენ მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქში წავიდნენ, მთელი გზა ხმა აღარცერთს ამოუღია ბიჭმა მანქანაში რადიო, ჩართო, რომ გზა გაემხიარულებინა. რადიოში, კი მათი საყვარელი მუსიკა ჩაირთო "alphaville forever young,, გოგონას, როდესაც ნაცნობი მუსიკა მოესმა, თვალები აუცრემლიანდა ეს მუსიკა, ძალიან უყვარდა, ადრე ყოველთვის უსმენდა და ოცნებებში ეშვებოდა, ხოლმე. _ ჩემი საყვარელი მუსიკაა.- უთხრა გოგონას ღიმილით. – ერთ დროს მეც ძალიან მიყვარდა ამის მოსმენა და ოცნებებში გაფრენა, მაგრამ ახლა აღარ ვიცი. თან ეს მუსიკა, ერთ ფილმში აღმოვაჩინე, სადაც ერთ შეყვარებულ წყვილზეა, რომელებიც ბოლოს ერთად არ რჩებიან. – ვიცი, ეგ ფილმი მეც ძალიან მიყვარს.- გაუღიმა. -სამწუხაროდ აჩიმ და ბაბიმ ერთად ყოფნა ვერ შეძლეს რაღაც უაზრო პრინციპების გამო. _ ჰო, მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი აჩეს, გოგო არასწორად მოიქცა მას ზურგი რომ აქცია, რადგან ის არაფერ შუაში იყო. საწყალმა ბიჭმა აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, წასულიყო მეგობრის შეჯიბრზე, თუ შეყვარებულთან წასულიყო და შერიგებოდა მის დაბადების დღეზე საბოლოოდ მაინც აჩე, გამოვიდა დამნაშავე.- სევდიანი თვალებით გახედა ბიჭს.- მოკლედ ეს სიმღერა ამ ფილმიდან შემიყვარდა.- ბოლოს ესღა დაამატა და ფანჯრის მინას მიადო თავი. ნაღვლიანი თვალებით გაჰყურებდა ჩაბნელებულ ქუჩებს და ფიქრს მიეცა, ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე,თუ როგორ წარიმართებოდა ახლა, როდესაც მიძინებულმა გრძნობებმა ისევ გამოიღვიძება დაიწყეს და ისევ გამოჩნდა იაგო, მის ცხოვრებაში. რა აღარ სცადა, რომ ბიჭს თავი დაენებებინა, თუმცა ბიჭი, დანებებას არ აპირებდა. ეს მის სიმტკიცეში იგრძნობოდა. _ აქ გამიჩერე! - წამოიძახა გოგონამ და ბიჭმაც გაუჩერა. _ აქ ცხოვრობ? – კი.- მოკლედ მიუგო და მანქანიდან გადმოვიდა. – კიდევ როდის ვნახავთ ერთმანეთს?- იმედიანი თვალები შეანათა გოგონას. _ არ ვიცი, იაგო.- გოგონამ ნერვიულად ამოიოხრა. _ კარგი, ეს ჩემი ნომერია და როცა მოგინდეს, ჩემი ნახვა დამირეკე. _ კარგი, ვნახოთ, ნახვამდის.- დაემშვიდობა და თავის კორპუსის ეზოში გაუჩინარდა. იაგომ მანქნა მოაბრუნდა და თავის ბინაში წავიდა, ნაღვლიანი მაგრამ გახარებული, რადგან იპოვა თავის დაკარგული სიყვარული, გახარებული შევარდა თავის ბინაში და ძიძას დაუძახა. – ძიძაა!- დაუყვირა, ხმამაღლა და ქალიც გულ ამოვარდნილი გაიქცა მისკენ. - რა ხდება, შვილო ? რა ამბავია? _ვერც კი წარმოიდგენ აქ ვინ ვნახე ?- მხიარულმა წამოიძახა და ქალი დააბზრიალა. _ დიდი ხანია ასეთი ხალისიანი აღარ ყოფილხარ? - გულრწფელად კითხა ქალმა. _ ძიძა მე ის ვიპოვე, გემის? _ ვინ არ მითხრა რომ....- თვალები აუცრემლიანდა. -ჰო, სწორედ ეგ ძიძა, გუშინ ჩემს ოფისში ვნახე, ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შოკში ვიყავი, ნანახით. _ რას ამბობ, შვილო? - გაოცდა ქალი. - ჰო, ძიძა, ის თურმე მთელი ეს დრო თბილისში იყო და მე არ ვიცოდი. მაგრამ აქ მოსვლამდე ძალიან დაიტანჯა.- წამში დაუნაღვლიანდა სახე და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა. _ რა მოხდა? ყველაფერი უამბო, რაც გოგონას ბოლო დროს გადახდა თავს და ძალიან ეტკინა გული მათ, გამო რომ ორივე ასე დაიტანჯა და ბედნიერება ვერ ჰპოვეს. _ ძიძა, ძალიან არის შეცვლილი, მისი მომღიმარე სახე ახლა ცივი და არაფრის მთქმელია,მაგრამ ვიცი, რომ ეს მხოლოდ ნიღაბია და სინამდვილეში ის ისევ ისეთი თბილი და მომღიმარია. ****** სახლში შევიდა და მაშინვე თავის ოთახში შევიდა, არ უნდოდა ბებია გაეღვიძა, თავის ოთახში, ჩაიკეტა საწოლზე უღონოდ გადაეშვა და ატირდა, ბოლო დღის ამბები ამოუტივტივდა, რას წარმოუდგენდა, თუ ისევ შეხვდებოდა წლების შემდეგ თავის ერთადერთ სიყვარულს არადა როგორ ცდილობდა მთელი ეს დრო მის დავიწყებას, მაგრამ ვერ შეძლო ბოლოს ფიქრი შეწყვიტა კიდეც მასზე და მაშინ როცა ეს სიყვარული გულის კუნჭულში ღრმად დამალა, ისევ იჩინა თავი და გაუღვიძა დამამალული გრძნობები. ბედისწერა ოხერი რამ არის, ის თავის ჭკუაზე გვატრიალებს და როგორც თავად სურს იმ გზით წაგიყვანს, უნდოდა მათი დაშორება, დააშორა კიდეც და ორივე ცეცხლის ალში გაატარა. ბოლოს კი ისევ მოისურვა მათი შეხვედრა და შეახვედრა ისევ ერთმანეთს. გოგონას სულ თვალწინ ედგა ბიჭის სახე, რომელიც უფრო გასიმოათიურდა და დაკაცებულიყო, ისეთი შეცვლილი იყო უფრო მამაკაცური და მიმზიდველი რომელსაც მოკლედ შეჭრილი თმა და ოდნავ მოზრდილი და შეთხელებული წვერი ჰქონდა. – რატომ გამოჩნდი ისევ ჩემს ცხოვრებაში?- ამოიტირა გოგონამ.- რატომ გამიცოხლე მიძინებილი გრძნობები. შემდეგ დილას, როგორც ყოველთვის ახლაც იმავე დროს ადგა ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიდა, წყლის დასალევად. წყალი ჩამოასხა ჭიქიდან და მოსვა. თან ფიქრობდა, რა გაეკეთებინა საუზმედ დიდად კარგი მზარეული არ იყო, მაგრამ რაც იცოდა გემრიელს აკეთებდა. უჯრიდან სალათისთვის საჭირო ინგრედინეტები ამოიღო და მზადებას შეუდგა. ცოტახანში ბებიამისიც გამოვიდა ოთახიდან და როდესაც შვილიშვილი დაინახა, ძალიან გაუხარდა: - შვილო, როდის მოხვედი?- გაოცებულმა კითხა. – წუხელ ღამით, ბებო აღარ გაგაღვიძე უკვე გვიან იყო.- ლოყაზე ხმაურიდანად აკოცა და ჩაეხუტა. მან აპატია ბებიას და ბაბუას მშობლებს, რომ ხელი ჰკრეს მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ძალიან ნანობდნენ ამ საქციელს, თანაც მათ მეტი აღარავინ გააჩნდა ამ ქვეყნად. სოფია ბებო, ძალიან თბილი და მოსიყვარულე აღმოჩნდა და არც, თუ ისეთი ცუდია როგორიც წარმოედგინა. სალათის გამზადებას, რომ მორჩა სუფრა გააწყო და ორივე მაგიდას მიუსხდა. გემრიელად მიირთვეს მაგიდა მიალაგეს და გოგონა თავის ოთახში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად. სარკის წინ იდგა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, თმა ხვეული დაეტოვებინა თუ დაესწორებინა. ბოლოს მაინც ბუნებრივად დაიტოვა, ჯინსის განიერი შარვალი და თბილი სვიტერი ჩაიცვა, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ოთახიდან გავიდა. – რა ქენი გასაუბრებაზე,რომ იყავი არ აგიყვანეს? - იკითხა ქალმა. – არა, ვერ ვნახე უფროსი.- უნიჭოდ იცრუა.- მე ცოტახნით სასეირნოდ გავალ და მერე ნინის გავუვლი.- გააფრთხილა ბებია ტელეფონი და პატარა ხელჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. სწრაფად ჩაირბინა სამი სართული და ქუჩაში გავიდა, გზას გაუყვა და თან ფიქრებს მიეცა. მოშორებით იაგოს მანქანა იდგა და ელოდა, როდის გამოვიდოდა სახლიდან, როდესაც გოგონა დაინახა, ჩუმათ აედევნა და ძალიან ნელა მიჰყვებოდა უკან ბიჭს კმაყოფილებისგან ჩაეცინა, როდესაც დაინახა, რომ გოგონას ამჯერად ხვეული ჰქონდა თმა. - ესეიგი, ჩემი რჩევა გაითვალისწინა.- თვალები კმაყოფილებისგან უციმციმებდა. _ ძალიან შორს აღარ არის ის დრო, როდესაც მოგაბრუნებ ჩემსკენ ისევ და სამუდამოდ ჩემს გაგხდი. გოგონა უეცრად შეჩერდა ,უკან მოიხედა და როდესაც ნაცნობი მანქანა დაინახა, გაუკვირდა, თუმცა არ შეიმჩნია და ვითომც არაფერი გზა გააგრძელა. – ესეიგი მითვალთვალებ არა, ბატონო იაგო.- ჩაეცინა და მიფარებულ ადგილას ამოეფარა, ბიჭის მანქანამ ჩაიარა ის იყო, შემობრუნდა, რომ წინ ბიჭი აესვეტა. _ შენ?- დაბნეულმა კითხა. _ ჰო, მე ვარ, გეგონა თავიდან მომიშორებდი არა?- წარბების აზიდვით უთხრა. – არა, მე... - რამდენიმე წუთი გაჩუმდა, შემდეგ კი, განაგრძო.- აქ რას აკეთებ, შენ რა მითვალთვალებ?!- მოჭუტული თვალებით, გახედა. – ვხედავ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და თმები ბუნებრივად დიტოვე.- ეშმაკური თვალებით გახედა. გოგონას კი, სახე აუწითლდა. - სახეზე რაღაც გაქვს? _ რა? რა მაქვს სახეზე?- სახეზე მოისვა ხელი. – პატარა წითელი ცხვირი.- ტუჩის კუთხეში ჩაეცინა და ცხვირზე წაეთამაშა. – მე წითელი ცხვირი არ მაქვს, გასაგებია?- გაიბუტა. _ სამაგიეროდ პატარა ხომ გაქვს.- ჩაეცინა. _ ოფ, მოკლედ გამატარე მეჩქარება.- აბუზღუნდა და ცდილობდა ბიჭისგან განთავისუფლებულიყო, თუმცა ყოველ ჯერზე გზას უჭრიდა. როდესაც შეატყვო, რომ გოგონამ დაიმორცხვა მას უთხრა: _ ოო, ამას რას ვხედავ ჟასმინ ამირიძეს, შეუძლია გაწითლდეს.- ღიმილიანი სახით უთხრა. ბოლოს გზა,დაუთმო და გოგონამაც გაიარა. – გელოდები ჩემს ოფისში!- გასძახა. _ არ, მოვალ.- თავის სიტყვებში, თავად არ იყო დარწმუნებული, რას ამბობდა.- წასვლის წინ კი, წამიერად შეხედა და მკრთლად გაუღიმა, შემდეგ კი წავიდა. _ მეც, სწორედ ეს მინდოდა, რომ ისევ გაგეღიმა, გპირდები ძალიან მალე მოვიგებ ისევ შენს გულს და მერე აღარსად აღარ გაგიშვებ. **** კარებზე ზარი დარეკა და როდესაც კარები გაუღეს არაფრის თქმა დააცადა ნინის, იმწამსვე ოთახში შევიდა, ამ მოქმედებამ კი გოგონა გააოცა. _ რა მოხდა? რა სახე გაქვს?- გაოცებული უყურებდა მის არეულ სახესა და აწითლებულ სახეს. – იმდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, რომ არ ვიცი საიდან დავიწყო.- ამოთქვა. – ნუ დმაინტრიგე რა მოხდა? _ ვერც წარმოიდგენ ვის შევხვდი... _ ვის? _ იაგოს... - რაა? შენ იაგოს, შეხვდი?- თვალები აუცრემლიანდა. - ჰო, სამი წლის შემდეგ ისევ შევხვდით და თან მის ოფისში. ვერ წარმოიდგენ რა დამემართა, როდესაც ჯერ მისი ხმა გავიგონე და მერე მისი სახე ის ისეთი შეცვლილია, ნინი სულ სხვანაირია, უფრო მამაკაცურია და სიმპათიური. - ამოიტირა. _ მერე რა ქენით არ დაილაპარაკეთ? – ჰო, ვისაუბრეთ.. – მერე?- მოუთმენლად კითხა. - ყველაფერი ვუამბე და.. მითხრა, რომ ამის გამო ჩემზე უარის თქმას არ აპირებს. _ ღმერთო... როგორი კეთილშობილი ყოფილა და რატომ არ ჩამოვიდა მაშინ შენთან? - ავარიაში, მოყოლილა და ძალიან ცუდად ყოფილა, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. _ როგორ დაიტანჯეთ, ორივე, ხომ ხედავ მას არ მიუტოვებიხარ. – ხო, მაგრამ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. _ რა არის დაგვიანებული? - ის, რომ მე ვეღარ შევძლებ მასთან ყოფნას. – ნუ სულელობ, ასეთ ბიჭს ხელიდან ნუ გაუშვებ, ხომ ხედავ, როგორ უყვარხარ. _ მაგრამ მე ვერ გავაბედნიერებ მას. – აუ, გცემ ახლა, მისმინე მას უყვარხარ შენ და ისეთს არაფერს გააკეთებს, რომ შენ თავი ცუდად იგრძნო. სიყვარულზე უარს ნუ იტყვი. – ვუთხარი, რომ ვცადოთ- თქო, მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ რამე გამოვა- მეთქი. – ძალიან,კარგი. _ როგორ მოვიქცე, ნინი ძალიან მეშინია...- დანაღვლიანებულმა ამოთქვა. - როგორ უნდა მოიქცე და უნდა მისცე შანსი , რომ თქვენი ურთიერთობა აღადგინოთ. – მეშინია... – რის გოგო, ნუ გადამრიე ახლა.- წამოიძახა, გაოგნებულმა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და მის წინ დოინჯ შემორტყმული დადგა. - მეშინია, ამ გრძნობების, მახსოვს ერთხელ ჯემილემ მითხრა, რომ ეს სიყვარული ძლიერ დამტანჯავდა, ამიტომ აღარ მინდა ისევ დავიტანჯო. _ კარგი, რა ჟასმინ, მესმის დაიტანჯე მაგრამ მარტო შენ არ დატანჯულხარ, გიფიქრია მაინც იმაზე, თუ რა გადაიტანა იმ ბიჭმა, როგორც შენ თქვი ის ყველგან გეძებდა, მაგრამ ვერ გიპოვა, ალბათ როგორ განიცდიდა უშენობას. – ხო,მითხრა,რომ როდესაც ყველა იმედი გადამეწურა მაშინ გამოჩნდიო.- ამოიტირა. _ ხო, მერე? ეგ რას ნიშნავს შენი აზრით? იმას რომ ამ სამი წლის მანძილზე, რომ ვერ გიპოვა, ალბათ ცოცხალიც აღარ ეგონე.- თითის ქნევით უთხრა. - ხო, მაგრამ მე რა გავაკეთო? არ არის ჩემთვის მარტივი. - რა უნდა გააკეთო და თავიდან უნდა დაიწყოთ ყველაფერი, მაშინ თქვენი ამბავი ძალიან სწრაფად განვითარდა და სწრაფადვე დასრულდა იქ სხვა სიტუაცია იყო აქ სხვაა აქ უფრო შეგეძლებათ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ დაუახლოვდეთ და თქვენი სიყვარული უფრო გაამყაროთ. სკამოდ დიდი დრო გავიდა და თავისთავად თქვენც შეიცვალეთ აღარც შენ ხარ 18 წლის თინეიჯერი და აღარც ის არის 24 წლის ბიჭი. ახლა სხვა თვალით აფასებთ, მოვლენებს და სიტუაციებს ამიტომ მიეცი შანსი მასაც და შენს თავსაც, ნუ ჩაიკეტები შენს ნაჭუჭში პირიქით დამარცხე ეგ შიშები შენში და იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის.- დაარიგა მეგობარს. ასეთი იყო ნინო, ყოველთვის აძლევდა, თავის მეგობარს ფსიქოლოგიურ რჩევებს თავადაც მომავალი ფსიქოლოგი იყო და უყვარდა სასარგებლო რჩევებს, რომ აძლევდა ხალხს და ეხმარებოდა. წარბებ შეყრილი დასჩერებოდა თავის მეგობარს, რომელიც დაბნეული სახით იჯდა. _ ანუ ვცადო..? – ხოო!- მოთმინება დაკარგულმა წამოიძახა. - მაგრამ... _ ვაიმე, გეფიცები ახლა მაგ ხვეულ თმებს სულ ღერა-ღერა დაგაცლი, ნუ გადამრიე, თუ ისევ გიყვარს ის ბიჭი, მაშინ იბრძოლე გესმიის იბრძოლე და ნურაფრის შეგეშინდება.- მიაძახა გაბრაზებულმა და დაღლილი სახით ჩაეშვა კრესლოზე. დიდხანს აღარ დარჩენილა მეგობართან მალევე წამოვიდა და მთელი გზა, მეგობრის ნათქვამზე ფიქრობდა, თან უნდოდა თან ეშინოდა ამ შეგრძნებების და სულ აირია, როგორ მოქცეულიყო აღარ იცოდა, გული ეთანხმებოდა გონება კი აღარ. ტაქსი გააჩერა და ტაძარში წავიდა ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მშვიდად გრძნობდა თავს ფიქრი შეეძლო. ტაქსი შესასვლელთან გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და ეზოში შევიდა. ეზოში შესულს უკვე იგრძნო ის სიმყუდროვე და სიმშვიდე სულში. შესასვლელთან პატარა ჯიხურში სანთლები იყიდა და ტაძარში შევიდა შესვლის წინ თავსაბურავი მოიხვია, შემდეგ კი ყველა ხატთან დაანთო სანთლები, ხატების წინ არასდროს ლოცულობდა სანთლებს დაანთებდა ხოლმე და საკურთხევლის წინ მოიდრეკდა, მუხლს და ისე ლოცულობდა ახლაც ასე მოიქცა, ჯერ სანთლები დაანთო და შემდეგ მუხლი მოიდრიკა და გულში ლოცულობდა. როდესაც დაასრულა იქვე ჩამოსაჯდომ ადგილას მდუმარედ ჩამოჯდა. - რა სიურპრიზია, შვილო?- ღიმილით კითხა მამაომ და მის გვერდით დაიკავა დგილი. _ მამა, სერაფიმე თქვენ როგორც ყოველთვის საჭირო დროს ჩნდებით ჩემთან, როდესაც თქვენი რჩევის მოსმენა მჭირდება,ხოლმე.- გაეღიმა გოგონას.- თითქოს გრძნობთ, რომ მიჭირს. - ჩემი ვალია, დავეხმარო ჩემს სულიერ შვილებს.- გაუღიმა.- აბა, გისმენ? - მამაო, სამი წლის შემდეგ ისევ შევხვდი მას. – ვის? შენ შეყვარებულს? – ჰო, იაგოს შევხვდი და ყველაფერი ვუამბე, რაც გადამხდა თავს.. – მერე რა გითხრა? - მითხრა, რომ ამის გამო ჩემზე უარს არ იტყვის და ხელიც კი, მთხოვა. – რა კარგია, მერე შენ რა უთხარი? _ ვუთხარი, რომ დრო მჭირდებოდა ყველაფრის თავიდან დასაწყებად და რომ ვერაფერს დავპირდებოდი, არ ვიცი მამაო, როგორ მოვიქცე ძალიან დავიბენი, ვიცი რომ ვუყვარვარ მეც მიყვარს, მაგრამ მეშინია, რომ ვერ შევძლებ მის გაბედნიერებას და მასთან ყოფნას.- მამაომ გაუღიმა. – შენს გულს მოუსმინე.. - გულს უნდა, მაგრამ გონებას არა. _ თუ მას უყვარხარ, შვილო და ამის მიუხედვად არ გტოვებს, მაშინ ვერ ვხედავ მიზეზსს, რომ უარი უთხრა,მას. ყველაფერს ერთიანად ნუ დაიწყებთ, პატარა ნაბიჯებით დაიწყეთ და დააკვირდი, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, მერე როდესაც დარწმუნდებით ამ გრძნობის სიმყარეში, შემდეგ უკვე გადადით სხვა ეტაპზე მანამდე კი ეცადეთ ერთად ყოფნა ისწავლოთ. - ანუ, მივცე შანსი? - უეჭველად.- გაეცინა. – გთხოვთ, დამლოცეთ მამაო, მე ახლა ეს ჰაერივით მჭირდება.- მიუგო გოგონამ მამაომ თავზე დაადო ხელი და დალოცა. - არაფრის შეგეშინდეს შვილო, გახსოვდეს, რომ ყოველივე ცუდს კარგი, მოსდევს, რადგან ისევ გამოჩნდა ის შენ ცხოვრებაში ესეიგი, უფალს ასე სურდა და მას ხელს ნუ ჰკრავ, რადგან ის ბიჭი შენი ბედისწერაა.- გაუღიმა მამაომ. გოგონა ღიმილით დაემშვიდობა მოძღვარს და ტაძრიდან გავიდა, ახლა უფრო დამშვიდებული იყო შინაგანად. გაღიმებული სახით გამოვიდა და შინ წავიდა. ადრე თუ სახე უტუროდა ახლა უნებურად ეღიმებოდა კიდეც. ნამდვილად მოუხდა მამაოსთან საუბარი. სახლში მისულს ბებოს მოეხვია და თავის ოთახში შევიდა, სარკეში თავის ანარეკლს უყურებდა, რომელიც სულ სხვა მზერით უმზერდა, იქიდან აღარ მოუჩანდა ჩამქრალი თვალები და თითქოს მის თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა კიდეც. _ რა შეიცვალა? ამ მოკლე დროში ნუთუ შესაძლებელია ამ შავი ღრუბელის მოცილება, ჩემი ცხოვრებიდან და ისევ მზის ამოსვლა. _ თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამჯდარი, მაგრამ არ ტიროდა, თვალები კი უბრწყინავდა ცრემლებისგან დანამულს. ***** თავის ოთახში ფანჯრიდან ქუჩებს გადაჰყურებდა და გოგონაზე ფიქრობდა, ამდენი ხნის შემდეგ დღეს პორვრლად დაინახა მის სახეზე ღიმილი, ღიმილი, რომელიც ასე ძალიან უნდოდა ენახა მის ლამაზ სახეზე. იცოდა მისი დგომარეობა და არ ჩქარობდა არ უნდოდა, რამე დაეძალებინა, ამიტომ ნელ-ნელა, მოულბობდა გულს. მაგიდიდან ტელეფონი აიღო და სადღაც გადარეკა. - გისმენ ძმაო?- გაისმა ტელეფონში ბოხი ხმა. – ზურა, შენი დახმარება მჭირდება. უნდა გამირკვიო ჟასმინის შესახებ ყველაფერი..- სერიოზული ხმით მიუგო. – კარგი, შეგიძლია სრული სახელი მითხრა გოგოსი? – ჟასმინ ამირიძე ბებიასთან ცხოვრობს. – კარგი, როგორც კი გავარკვევ, გაგაგებინებ.- საუბრის დასასრულს ტელეფონი გათიშა და იქვე დადო. ეშმაკურად უელავდა თვალები, აშკარა იყო, რომ ჰქონდა ჩაფიქრებული და იცოდა რიგორ მოულბობდა გოგოს გულს. სამი წელი უიმედოდ ელოდა, გოგონას და უკვე იმ ზღვარზე იყო, მისული, რომ ფიქრობდა ვეღარასდროს ნახავდა, მას თუმცა ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ბედისწერამ ისევ შეახვედრა და ახლა ამდენი ხნის შემდეგ ნამდვილად არ აპირებდა გოგონა გაუშვას თავის ცხოვრებიდან. ცოტახანში ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა სადაც გოგონაზე იყო ინფორმაცია. იყო და ფოტო სურათი, ნუ ისედაც იცოდა, მისი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ამის გარდა არაფერი იცოდა. მეილზე მისული შეტყობინება გახსნა სადაც ეწერა ასეთი რამ: ,, ჟასმინი ცხოვრობს ბებიასთან ერთად ვაკის უბანში,მესამე სართულზე ბინის ნომერი 12 ასევე მან ბოლო წლებში წარმატებით გაიარა საოფისე კურსები კოლეჯში. ბოლოს მის სურათს დახედა სადაც სევდიანი, მაგრამ ლამაზი ნაცრისფერი თვალები მოუჩანდა. – როგორ დამეტანჯე, ჩემო ლამაზ თვალებავ, ვიცი,რომ გეშინია ურთიერთობების და ამიტომაც გამირბიხარ, მაგრამ გპირდები, რომ შენს გაყინულ გულს ისევ გავათბობ სიყვარულით.- ჩურჩულებდა თავისთვის და გოგონას სურათს ეფერებოდა. – იაგო, შვილო ვახშამი მზად არის!- ოთახში ძიძა შემოვიდა და ბიჭთან მივიდა, ტელეფონში გოგონას სურათს თვალი მოჰკრა.- ეს არის ის გოგონა ასე,რომ გიჟდები ?- ღიმილით კითხა. – ჰო, ძიძა ეს არის ჩემი ჟასმინი... – ძალიან ლამაზია, შვილო ანგელოზივით არის. – შენ ვერც წარმოიდგენ, როდესაც ეს სილააზე პირველად ვნახე რა დამემართა,ისეთი ლამაზი იყო, იმ საცეკვავო ფორმაში, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი.- დაფიქრებული ჩამოჯდა საწოლზე. – ადრე კი მიამბე ამაზე, მაგრამ კიდევ მიამბე.- ღიმილიანი სახით უთხრა – კარგი. იმ საღამოს ბიძიაჩემთან ერთად მის უნივერსიტეტის მეგობარს ვესტუმრეთ სახლში, მათთან ვიჯექი, მაგრამ იმდენად მომწყიდა იქ ჯდომა, რომ გადავწყვიტე სახლი დამეთვალიერებინა. კედლებს ვათვალიერებდი სადაც ერთი სურათიც კი არ იყო ჩამოკიდული. თვალიერებაში ვიყავი გართული და მოშორებით მაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა და ქალების შეძახილები დამაინტერესა და იმ ოთახთან მივედი ფარდის მიღმა ზურგით მდგომი გოგონა დავინახე,რომელსაც ბიუსგაუტერი და გამჭირვალე მწვანე კაბა ეცვა, მომინდა გამეგო ვინ ცეკვავდა, კარებთან მივედი და იქიდან კარგად დავინახე ხვეულ თმიანი, გოგონა, რომელიც მუცლის ცეკვას ცეკვავდა იმდენად ლამაზად, რომ უბრალოდ თვალს ვერ მოწყვეტდი. როდესაც შემობრუნდა არ ვიცი რა დამემართა, თითქოს იგრგვლივ ყველაფერი გაჩერდა და მარტო ჩვენ ორნი ვიყავით,მწვანე ვუალი სახეზე ეკეთა და რომ დამინახა მოულოდნელობისგან ძირს დაუვარდა. აი მართლაც რომ ბედისწერა გეთამაშება, რაღაცამ მაიძულა ავდგარიყავი და მის ოთახთან გამევლო, ისეთი ლამაზი იყო ძიძა ამის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს.- ღიმილნარევი სახით მოუყვა ძიძას ყველაფერი.- მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ ერთი ნახვისგან შეიძლებოდა გოგო ამის გამო მოეკლათ. მაგრამ სწორედ იმ დროს ვიგრძენი, რომ ის ადამიანი იყო ვისაც ქვევნობიერებლად ვეძებდი, ასე ვთქვათ ჩემი მონათესავე სული. - ძალიან მინდა, ამ გოგოს გაცნობა, როდის გამაცნობ?- იკითხა ძიძამ. – აუცილებლად გაგაცნობ, ძიძა მაგრამ როცა ამის დრო მოვა, ჯერ უნდა მივაჩვიო ჩემს სიახლოვეს ყოფნა ისევ. - კარგი, ჩემო ბიჭო, წამოდი ახლა ვივახშმოთ. **** გოგოა სარკის წინ იდგა და ვერ გადაეწყვიტა მისულიყო, თუ არა იაგოსთან ოფისში, ვერ ბედავდა მისვლას არადა ისე უნდოდა მისი ნახვა, ერთი კვირაა არღასად აღარ შეხვედრია და ენატრებოდა, თუმცა ეშინოდა ეს ის მომენტი იყო, როდესაც გული კის ამბობს გონება კი არა, როგორც ცუდო და კარგი მხარე, როგორ მოვიქცე ღმერთო? მის გონებაში, ხმა გაისმა, რომელიც კეთილი სურვილებით ურჩებდა ბიჭთან მისვლას ხოლო მეორე მხრივ ცუდი მრჩეველიც ჰყავდა, რომელიც ეუბნებოდა რომ ცუდი აზრი იყო იქ მისვლა. ბოლოს ეს აზრები უკუ აგდო და გადაწყვიტა მისულიყო. სახლიდან სწრაფად გავიდა ტაქსი გააჩერა და ოფისში მივიდა. ისე ღელავდა, თითქოს პირველ პაემანზე მიდოდეს ბიჭთან. _ სად წაგიყვანოთ ქალბატონო?- იკითხა მძღოლმა. _ რუსთაველის გამზირზე.- უპასუხა გოგონამ და მძღოლმაც დაძრა მანქანა. დაახლოებით ერთ საათში, უკვე ადგილზე იყო ტაქსი დიდ შენობასთან გააჩერა, მძღოლს ფული გადაუხადა და გადავიდა შენობის წინ იდგა და ამ დროს იგრძნო როგორ დაუარა მღელვარების ტალღამ სხეულში. სახე გაუხურდა და გული აუჩქარდა ღრმად ამოისუნთქა და შიგნით შევიდა. მიმღებთან მივიდა და იაგო იკითხა. - გამარჯობა, ბატონი იაგო აქ არის?- იკითხა გოგომ. _ დიახ, თავის კაბინეტშია. წამოდით მიგავილებთ. - არა, მადლობა ვიცი სადაც არის ჩემით მივალ.- უთხრა და გაღიმებული სახით ავიდა მის კაბინეტში, მის კარებთან შეჩერდა ამოისუნთქა და მხიარულად შეაღო კარები და ღიმილი სახეზე მიეყინა, როდესაც დაინახა, როგორ კოცნიდა, ვიღაც გოგოს იაგო. გახევებული იდგა და თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა. სიმწრისგან ხმამაღლა შემოჰკრა ტაში, გოგონამ და მათაც მისი მიმართულებით გაიხედეს. - ჟასმინ... – რა იყო, არ მელოდი აქ ხო? ხელი ხომ არ შეგიშალეთ?- აცრემლებული თვალებით კითხა. - შევცდი აქ არ უნდა მოვსულიყავი.- წამოიძახა და უკან მოუხედავად გაიქცა ბიჭიც უკან აედევნა. - ჟასმინ, მოიცადე გთხოვ, ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ!- წამოიძახა. _ მე არაფერსაც არ ვფიქრობ ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი, იაგო. ეს არის შენი სიყვარული ასე გიყვარვარ ხო?- გულმოსულმა დაუყვირა.- მე შენ გენდე, ვიფიქრე მივცემ ერთ შანს ჩვენ სიყვარულს- თქო, მაგრამ თურმე შევცდი, ისევ გული მეტკინა ასეც ვიცოდი..სწორედ ამის მეშინოდა.- ესღა უთხრა და შენობიდან გაიქცა. - ჟასმინ! - თავი დამანებე და გაფრთხილებ უკან არ გამომყვე.- დაუყვირა, შემდეგ ტაქსი გამოიძახა და წავიდა. გამწარებული დაბრუნდა ოფისში და მაშინვე თავის მდივანი გამოიძახა. _ გისმენთ ბატონო, იაგო. - მისმენ, კი არა ახლავე მოკრიფე შენი ნივთები და აორთქლდი აქედან შენი დანახვაც კი აღარ მინდა.- დაუყვირა. –რაა? _ დღეიდან აქ აღარ მუშაობ.- ზიზღით უთხრა, მაგრამ ის არც იძვროდა.- ვერ გაიგე რა გითხარი?!- დაუყვირა შემდეგ კი ხელი წაავლო და კაბინეტიდან გააგდო. - ერთ საათს გაძლევ, იმისთვის, რომ მოაგროვო შენი ხარახურები და აორთქლდე აქედან. - დაუყვირაბდა გავიდა შენობიდან. მეგობარის კალთაში ედო თავი და გულამოსკვნილი ტიროდა. – შენ კი მეუბნეოდი, მიმეცა შანსი, ნეტა სულ არ მივსულიყავი.- სლუკუნებდა. _ იქნებ ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, იქნებ იმ გოგომ ძალით აკოცა ამაზე არ გიფიქრია? - რაღაც არ ეტყობოდა რომ ძალით კოცნიდა...- გაბრაზებულმა წამოიძახა. - ახლაზ გაბრაზებული ხარ, მაგრამ გთხოვ ცხელი გულით ნუ იმოქმედებ, დამშვიდდი კარგი, მიდი თვალები დახუჭე და ცოტა დაისვენე როცა დამშვიდდები მერე ვისაუბროთ, კარგი. გოგონამ თვალები დახუჭა და ემოციებისგან დაღლილს მაშინვე დაეძინა. ნინიმ გოგონას ტელეფონი აიღო და ბიჭის ნომერი მოძებნა. შემდეგ კი, გადარეკა. _ ალო, გისმენთ?- ბიჭის ხმა გაისმა. - იაგოს, ვესაუბრები?- კითხა გოგომ. – დიახ.. თქვენ ვინ ხართ? – მე ჟასმინის მეგობარი ვარ. _ ჟასმინის, მითხარით, როგორ არის?- ნერვიულად კითხა. - შენი აზრით?- ჩამწყდარი ხმით კითხა. - ჯანდაბა, მისი ნახვა მინდა უნდა ავუხსნა, რომ მე მართლა არაფერ შუაში ვარ. _ ახლა არ ღირს ძალიან არის გაბრაზებული.. - გთხოვ, მე ის აუცილებლად უნდა ვნახო. – კარგი, მისამართს მოგწერ და იმ მისამართზე მოდი. – კარგი. ტელეფონი გათიშა და ნომერზე მისამართი მისწერა. - იმედია, სწორეს ვიქცევი.- ამოთქვა.- მაპატიე,მეგობარო, მაგრამ აჯობებს ყველაფერი გაარკვიოთ, დარწმუნებული ვარ აქ რაღაც გაუგებრობაა. მალე იაგოც, მივიდა მათთან. ნინიმ კარები გაუღო და წარბებ აზიდულმა ახედა მის წინ მდგარ აღელვებულ ბიჭს. ეტყობოდა, რომ მართლა ღელავდა, არ ჰგავდა იმ ადამიანს რომელსაც გრძნობებზე თამაში შეეძლო. – მაინც და მაინც ამ ვითარებაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს.- ჩაეცინა გოგონას.- კარგი, იმედია მართალს ამბობ და არაფერ დაგიშავებია. - მე მართლა არაფერ შუაში ვარ, ყველაფერი ჩემი მდივანის ბრალი იყო. - ამას მე ნუ მიხსნი, ჟასმინს აუხსენი, იმედია შეძლებ მის დარწმუნებას საპირისპიროში. - სად არის?- იკითხა ნერვიულად. - მისაღებ ოთახში ძინავს, მე გავალ ხელს არ შეგიშლით, სანამ დავბრუნდები ყველაფერი უნდა მოაგვარო. თორემ მეტს მე ვეღარ დაგეხმარები. - კარგი.- უთხრა ბიჭმა და ოთახში შევიდა ნინი კი წავიდა. მისაღებ ოთახში, გოგონას მდივანზე მშვიდად ეძინა, იაგო მას მიუახლოვდა, მის თავთან ჩაიმუხლა და მისი ცქერა დაიწყო. – მართალია გამიბრაზდი, მაგრამ იცი, რატომღაც მესიამოვნა კიდეც, დღეს შენ იეჭვიანე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ გიყვარვარ. ქალბატონო.- ჩაეცინა. გოგონა, შეიშმუშნა შემდეგ კი, გაიღვიძა და როდესაც გვერდით მდგარი, ბიჭი დაინახა დენდარტყმულივით წამოხტა. - შენ აქ რას აკეთებ?- დაბნეულმა წამოიძახა.- ნინი, სად არის?- სახლს მოავლო თვალი. – აქ არ არის...- მშვიდად მიუგო. - რაა? როგორ თუ აქ არ არის? - წავიდა.. - ეს მისი ნახელავი იქნება, ოხ, ნინი... - სალაპარაკო გვაქვს.- სახე დაუსერიოზულდა და მის გვერდით ჩამოჯდა. - სალაპარაკო, არაფერი გვაქვს იაგო, ტყუილად ნუ ეცდები, ახსნას ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. - შენ ის დაინახე რისი დანახვაც გინდოდა, მაგრამ სიმართლე სულ სხვაა. – არ მაინტერესებს, თუმცა არც იმის უფლება მაქვს რაიმე აგიკრძალო, შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და ეს შენი ცხოვრებაა, როგორც გინდა ისე მოიქცევი. - ერთ კითხვაზე მიპასუხე, რატომ იმოქმედა შენზე ამან, შენ ხომ მიმტკიცებდი, რომ აღარ გიყვარდი,მაშინ რატომ იეჭვიანე ასე? არც ის გინდა, რომ ერთად ვიყოთ, ხომ ასეა? _ მე... - თუ ვცდები მითხარი მაშინ, შენთვის სულ ერთი არ უნდა იყოს. – არ არის სულ ერთი, არა?- ბოლოს მაინც წამოცდა.- შენი აზრით, რატომ მოვედი დღეს შენთან? იმიტომ, რომ მინდოდა შანსი მიგვეცა ჩვენი სიყვარულისთვის, თუმცა ეს შეცდომა იყო.- ამოიტირა. – შანსი მიგვეცა, ჩვენი სიყვარულისთვის, ანუ? - ანუ ის, რომ მე შენ ისევ მიყვარხარ, გაიგე მიყვარხარ!! - გულმოსულმა მიაძახა და თვალებიდან წამოსული ცრემლები უხეშად მოიწმინდა. - დღეს ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ, გესმის აფსოლიტურად ყველაფერს და შემდეგ შენ გადაწყვიტე გინდა თუ არა ისევ ვიყოთ ერთად, რადგან თუ ამის შემდეგ უარს მეტყვი მეტი აღარ შეგაწუხებ. მიუხედავად შენი აღიარებისა. მისმინე, მე შენთვის არ მომიტყუებია ის გოგო, ძალით ამეკიდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც შენ შემოხვედი, მოულოდნელად დაიწყო ჩემი კოცნა შენი წასვლის შემდეგ ის სამსახურიდან გავაგდე, მე კი მხოლოდ შენ მჭირდები, მხოლოდ შენზე ვფიქრობ დღე და ღამე. ისე რომ ამ ფიქრებს ჭკუიდან გადავყავარ, მეტი აღარ შემიძლია, სამი წელია შენზე ფიქრში გავლიე, მეგონა ვეღარ გნახავდი, თუმცა ისევ გიპოვე და შენს გაშვებას აღარ ვაპირებ, მაგრამ შენ თუ არ მოგინდება გავიგებ და წავალ შენი ცხოვრებიდან ამიტომ გადაწყვიტე გინდა თუ არა ისევ თავიდან დაწყება? გოგონა, ჩუმად იჯდა და არ იცოდა რა ეთქვა, მხოლოდ ტიროდა, ახლა მასზე იყო დამოკიდებული ან დათანხმდებოდა ან უარს ეტყოდა ბიჭს. – არაფერს იტყვი...?- კითხა ბიჭმა.- თუმცა პასუხად სიჩუმე მიიღო, ნაღვლიანმა დაიქნია თავი და ფეხზე წამოდგა. - კარგი, ვხედავ სათქმელი არაფერი გაქვს.. მეტს აღარ შეგაწუხებ, მშვიდობით, ბედნიერად.- დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. გოგონა, ვერ იჯერებდა,რომ იაგო მართლა მიდიოდა მისი ცხოვრებიდან, უყვარდა მთელი არსებით უყვარდა, დღესაც სწორედ მაგისთვის, მივიდა რომ თავიდან ეცადა, ყველაფერი, თუმცა ახლა იჯდა და ვერაფრს აკეთებდა, ხვდებოდა, რომ თუ ახლა გავიდოდა ამ კარიდან მეტი ვეღარასდროს ნახავდა მას. კარების გაჯახუნების ხმაზე გამოფხიზლდა და ტირილით აედევნა ბიჭს, ატირებული გავარდა დერეფანში, თუმცა სანამ გარეთ გავიდოდა, ბიჭი უკვე აღარ ჩანდა. – იაგოო!- მთელი ძალით დაიყვირა, თუმცა უკვე გვიანი იყო, ბიჭი უკვე შორს იყო. ატირებული ჩაიკეცა, ეს რა გააკეთა, ვერ შეაჩერა ბიჭი, ახლა კი უკვე გვიანი იყო ნინი, რომ დაბრუნდა, ჟასმინი კარებთან გათიშული მზერით იჯდა. – ღმერთო, რა მოხდა აქ? ჟასმინ.- მეგობარი წამოაყენა და ოთახში შეიყვანა. დაბნეული და გაურკვევლობაში იყო, იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდნენ, თუმცა როგორც ჩანს შეცდა. - რა მოხდა არ იტყვი?- ნერვებმა უმტყუნეს. – წავიდა...- ამოიტირა. – ვინ? – იაგო, სამუდამოდ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, მე კი ვერ შევაჩერე. – რაა?- შეიცახადა. - მე ის დავკარგე... - რა ჩაიდინე, ჟასმინ თქვენ რა იჩხუბეთ? – არა, ყველაფერი ამიხსნა, მაგრამ მითხრა, რომ მეტის მოცდას აღარ აპირებდა და ან ახლა ვიქნებოდით ერთად ან არასდროს.. _ მერე? – მერე ის, რომ ვერაფერი ვერ ვუთხარი, ვერ შევაჩერე ის კი ადგა და წავიდა, როდესაც გონს მოვედი და ავედევნე უკვე გვიანი იყო.- ამოისლუკუნა. - ღმერთო, რა სულელი ხარ. - დანანებით გააქნია თავი. – ვიცი. – არა, მართლა მოსაკლავი ხარ, ღმერთმანი, არადა რა იმედი მქონდა, რომ ერთად იქნებოდით.- გაბრაზდბული, დაიარებოდა ოთახში და ვერ მშვიდდებოდა ცოტაღა ეკლდა და მართლა გაპუტავდა მეგობარს. - რა გავაკეთო? - მეკითხები კიდეც?! აიღე ტელეფონი და ახლავე დაურეკე, მიდიი!- წამოიძახა ნერვებ მოშლილმა. ჟასმინმა, ხელის კანკალით აკრიფა ბიჭის ნომერი, თუმცა ზარი არ გადიოდა. – რა ხდება? - არ მპასუხობს?- ამოიტირა. - არა, რა რამდენი გელაპარაკე, როგორ დაგარიგე მეც და მამაომაც და შენ კი რა გააკეთე, ხვდები? უბრალოდ ადექი და უფლება მიეცი წასულიყო. - გთხოვ, ნუღარ მიმატებ ისედაც ცუდად ვარ. - ახლა უკვე გვიანია ნიანგის ცრემლების ღვრა. მაგრამ იმას ვერ ვიჯერებ, რომ ის ასე მალე დანებდა.- ჩაილაპარაკა. ******* ბინიდან სწრაფი, ნაბიჯებით გამოვიდა, იმედი ჰქონდა,რომ შეაჩერებდა, მაგრამ ადგილიდანაც არ დაძრულა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მოწყდა ადგილს. მართალია გამოუტყდა,გოგონა რომ ისევ უყვარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, იმისთვის, რომ ერთად ყოფულიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო რაღაც მოემოქმედებინა ეს იმისთვის, რომ გოგონა გარკვეულიყო, თავის თავში და გრძნობებში, ამიტომ დააყენა ფაქტის წინაშე. ისიც კარგად გაიგო, როგორ დაუძახა გოგონამ, თუმცა შეუჩერებლად მოცილდა ადგილს. - მაპატიე, მაგრამ სხვა გზა, არ მქონდა უნდა გაიაზრო და გაერკვე ყველაფერში, შენ უნდა დაძლიო ეს შიშები რაც გაბრკოლებს სხვანაიარად ბედნიერებას, ვერც შენ მოიპოვებ და ვერც მე.- გაიფიქრა ბიჭმა. ტელეფონზე ზარი შემოვიდა მიხვდა, ვინც ურეკავდა, თუმცა არ უპასუხა, სახლში განერვიულებული მივიდა და თავის ოთახში შევიდა, ყველაფერს მისცემდა, ახლა მის გვერდით რომ ყოფილიყო, თუმცა სანამ გოგონა ამ შიშებს არ დაძლევდა, ვერცერთი ვერ იქნებოდნენ ბედნიერები თუმდაც ერთად ყოფილიყვნენ. *** მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გავდივართ, ათასი განსაცდელებით და არც მათი ცხოვრება იყო გამონაკლისი, უყვართ ერთმანეთი თუმცა, ერთად არ არიან, არადა ისე უნდათ ერთად ყოფნა, მაგრამ სულ რაღაც უშლით ხელს კიდევ რამდენი რამ უნდა გამოიარონ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ერთად იყვნენ, როდემდე უნდა ტანჯოს და აწვალოს ბედისწერამ ისინი. არ კმარა რავ ამ სამი წლის მანძილზე დაიტანჯნენ, რატომ აწვალებდა ასე. მაგრამ ბედისწერას თავის გეგმები ჰქონდა მათზე. ტიროდა და მოთქვამდა, ვერ მშვიდდებოდა მიხვდა, რომ დროულად უნდა შეეჩერებინა,ბიჭი მაგრამ თავის შიშების გამო ვერ ბედავდა მასთან ყოფნას. – როგორ, მოვიქცე, ნინი...?- სლუკუნებდა. – როგორ და შენ თავს უნდა შემოუძახო, თავს უნდა აიძულო, რომ დაამსხვრიო ეს შიშები რა გაბრკოლებს, სხვანაირად სიმშვიდეს ვერ ჰპოვებ, ამიტომ წარსულით ნუღარ იცხოვრებ, დაკარგულს ვეღარ დააბრუნებ და ვერც ვერაფერს შეცვლო ამიტომ უკან კი არა წინ უნდა იყურო, მხოლოდ და მხოლოდ წინ და საკუთარ თავში ძალა უმდა იპოვო, ეცადე ეს ტრაგედია ბედნიერებით ჩაანაცვლო, მხოლოდ კარგზე იფიქრე. - გულწრფელად ტკიოდა, მეგობრის გამო გული, რადგან წარსულს ვერ ივიწყებდა და წინ არ იყურებოდა, ახლა კი ფაქტის წინაშე მოუწია დადგომა, ეს გამოცდა იყო მისთვის, რომ დაეძლია ყველაფერი. თავზე ეფერებოდა და ამშვიდებდა. მას შემდეგ რაც იაგო, წავიდა ჟასმინი უარესად ჩაიკეტა, თავის თავში, ცოტას ლაპარაკობდა და მთელ დროს ოთახში ატარებდა, დეპრესია ჰქონდა, უჭირდა იმის დაჯერება, რომ ასე მარტივად გაუშვა თავის სიყვარული ამის გამო თავს იდანაშაულებდა, ფარდებიც ჩამოუშვა და სრულ სიბნელეში ატარებდა მთელ დროს, - ჟასმინ, იქნებ გეყოს ეს მოთქმა და გონს მოეგო.- უთხრა მეგობარმა. - გთხოვ, მარტო დამტოვე. - გოგოო! ნუ გამაგიჟე ახლა, ისე ნუ იქცევი თითქოს ცხოვრწბა დასრულდა. _ ჩემთვის დასრულდა...- ამოთქვა. - ახლავე ადექი საწოლიდან აბა ნახე რას დაემგვანე აღარც თავს უვლი და აღარაფერი ასე იმ დღის შემდეგაც არ ყოფილხარ. ცოტა თავს შემოუძახე რა გთხოვ, არაფერია დაკარგული, თანაც ნახე კარებთან რა ვიპოვე..- მხიარულად წამოიძახა. – რაა? - ყვავილების თაიგული, თანაც შენი საყვარელი მინდვრის ყვავილებით.- უპასუხა გოგონას და მანაც ინტერესით წამოყო, თავი მართლაც დიდი მინდვრის ყვავილების თაიგული იყო თანაც ბარათით. _ ეს რა არის?- ინტერესით აიღო თაიგულში ჩადებული ბარათი და მისი წაკითხვა დაიწყო. ,, ეს თაიგული, ყველაზე ლამაზ გოგოს იდუმალი, თაყვანისცემელისგან.,,- გაოცებული უყურებდა ხან ბარათს ხან თაიგულს. – რა უცნაურია... - რა არის უცნაური? - ის, რომ თითქოს ამ ბუკეტის ავტორმა ჩემზე ყველაფერი იცის, ისიც კი იცის, რომ მინდვრის ყვავილები მიყვარს.- დაბნეულმა ამოთქვა.- უცნაურია, მაგრამ ისეთი შეგრძნება, მაქვს რომ თითქოს იაგოს სიახლოვეს ვგრძნობ. – რა იცი, რომ მან არ გამოგიგზავნა ეს..- ეშმაკურად ჩაეცინა. - ამით რისი თქმა გინდა? - იმის რომ იმედი არ უნდა დაკარგო, აქ ჯდომით და ტირილით არაფერი გამოვა სანამ საკუთარ თავს არ შემოუძახებ ხომ გინდა, რომ იაგო დაიბრუნო ხოდა იბრძოლე. ახლა, კი ადექი და თავი მოიწესრიგე. მიდი! - მშობელივით დატუქსა და ოთახიდან გავიდა. გოგონა საწოლიდან წამოდგა სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავიც კი ვერ იცნო ისე გამოიყურწბოდა ჩაცვენილი და შეშუპებული თვალის უპები გაწეწილი თმა და გამხდარი სახე. - იქნებ მართლა, დროა გავუშვა წარსული ჩემი ცხოვრებიდან და წინ ვიყურო. რთული იქნება, მაგრამ უნდა შევძლო. აბაზანაში გავიდა წყალი გადაივლო ყველაფერს, რომ მორჩა ოთახში დაბრუნდა თმები დაიშრო თბილი ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. მისაღებ ოთახში ნინი ტელეფონზე საუბრობდა. _ კი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის არ იდარდო..- ჩასჩურჩულა ყურმილში სწორედ ამ დროს გამოვიდა ჟასმინიც. _ რა მიდის, გეგმის მიხედვით?- ჰკითხა მეგობარს და ნინიმაც სწრაფად გათიშა ტელეფონი. – როგორც იქნა, ადამიანს დაემსგავსე.. ასე აე ჯობია. - ნინი რას მიმალავ?- დაეჭვებით გახედა მეგობარს. – არაფერს რას უნდა გიმალავდე, უიმეე... უბრალოდ ერთ ჩემ ახლობელს ვუთხარი, რომ ყველაფერი როგორც დამაბარე ისე გავაკეთე თქო.- აწუწუნდა ნინი. – კარგი, ხო ნუ ბრაზდები. *** მათ სიყვარულმა დროს გაუძლო, მიუხედვად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე ნანახი არ ჰყავდათ, ერთმანეთი, თავისუფლად შეეძლოთ გადაჰყვარებოდათ ერთმანეთი, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან არ იყო ეს უბრალო ლტოლვა ეს გაცილებით უფრო ამაღლებული გრძნობა იყო მათში, რომელმაც პირველივე დღიდან უხილავად გადაჰკვეთა მათი, გზები. მათი საბედისწერო, შეხვედრა იმ დღეს იმ ოთახში, პირველივე დანახვისთანავე იგრძნეს შინაგანად ეს უფრო სულიერი გაგებით, რადგან ადამიანში გიყვარდება არა სხეული არამედ მისი შინაგანი სამყარო ანუ სული. სხეული შეიძლება მალევე მოგბეზრდეს, მაგრამ სული მარადიული და უკვდავია ის ღვთაებრივია და ღვთაებრივი სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდება. ნამდვილი სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს, ბევრი ვერ ახერხებს, ერთად ყოფნას ზოგს ტრაგიკული დასასრული აქვს, ზოგო კი მთელი ცხოვრება იბრძვის, რომ ერთად იყვნენ ზოგიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება, ამოუცნობია უზენაისის, ჩანაფიქრი და როგორც დაუწერა მათ ბედისწერის წიგნში ცხოვრების გზა, იმასაც გადიან. დრო გადიოდა და მონატრება უფრო მატულობდა, ენატრებოდა და შინაგანად სიცარიელეს გრძნობდა, ის იყო მისი ცხოვრების მთელი არსი და მის გარეშე თავს მარტოდ გრძნობდა, ზოგჯერ ფიქრობდა კიდეც ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო და მთელი ეს ჯოჯოხეთი არ გამოევლოთ, როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება, რა იქნებოდა? ყველაფერი მარტივად რომ ყოფილიყო. ბიძამისმა თანხმობა მისცა მშობლებსაც, რომ მიეცათ, შემდეგ ჯერი დადგებოდა ქორწინებაზე, მაგრამ მერე რა იქნებოდა? შეძლებდნენ ერთად თანაცხოვრებას. კი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ასე სწრაფად არავის მოჰყავს ცოლი, იქნებ მერე მობეზრებოდათ ერთმანეთი, გაუვლიდა ხოლმე ეს აზრი, თუმცა ბოლო წუთას ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა. დრომ და მანძილმა ერთმანეთს ჩამოაცილა. ორივე თავის გზით წავიდა, ეს მათი გამოცდა იყო თუ რამდენად ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი, რა თქმა უნდა, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და ხიდან ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, თუ ეს მას არ სურს. ეს იყო მათი ბედისწერა, რომელიც უნდა გამოევლოთ, რომ აქამდე მოსულიყვნენ, წლების შემდეგ კი არცერთი მოელოდა, თუ ერთმანეთს ისევ შეხვდებოდნენ. გულში სითბო ეღვრებოდა, ბიჭის სიტყვებზე, გოგომ ხომ ყველაფერი უამბო, უთხრა, რომ მის წინ სხვა შეეხო და გადათელეს, თუმცა იმდენად ღირსეული ბიჭი იყო, კეთილი გულით, რომ მან ხელი არ კრა, პირიქით უფრო შეიყვარა და დააფასა, რადგან კი არ გატყდა გოგონა, უფრო გაძლიერდა. ბედნიერი იყო, რომ სწორედ ასეთი ადამიანი არგუნა უფალმა, თუმცა თავის შიშების გამო მის გვერდით ვერ იყო და ასე უბრალოდ მისცა უფლება, წასულიყო ბოლოს კი ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ზამთრდებოდა და სიცივეც მატულობდა, მალე ახალი წელიც მოვიდოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ბოლო წლებია აღარაფერი აუღნიშნავს და არც ამ წელს იყო გამონაკლისი, მითუმეტეს მას შემდეგ რაც იაგო წავიდა. – კარგი, რა ჟასმინ, რატომ არ გინდა დაბადების დღის აღნიშვნა?- კითხა ნინიმ. _ უბრალოდ არ მინდა და მორჩა, შენ იცი, რომ ბოლო სამი წელი არაფერი აღმინიშნავს და არც ამ წელს ავღნიშნავ არაფერს, მათ შორის დაბადების დღესაც.- ურეაქციოთ უპასუხა და ისევ ფანჯარში დაიწყო ყურება. - უიმე, კარგი რა როდემდე უნდა იყო ასე, თანაც გული მიგრძნობს ამ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.- დამაჯერებლად უთხა. _ არ, მინდა ნინი...- დაღლილი ხმით მიუგო.- განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ 15 ნოემბერია. ჩვეულებრივი თარიღია ჩვეულებრივი დღით. – არ მაინტერესებს, შენს 23- მე დაბადების დღეს აუცილებლად გადაიხდი.- ჯიუტად მიუგო. _ თავს არ დამანებებ არა?- მობეზრებით კითხა. – ნშ.. - ოფ, კარგი ხო ჯანდაბას შენ წუწუნს რა გაუძლებს, გადავიხადოთ, ოღონდ მხოლოდ შინაურები ვიქნებით. _ ეგ მე მომანდე.- ეშმაკურად შემოკრა ხელები და ოთახიდან გავიდა. კარში გასული არ იყო, რომ მეგობარს დაუძახა. - ჟასმიინ! - დაუძახა და ისიც გამოვიდა. – რა ხდება?- კითხა მეგობარს. - ნახე, ვიღაცას კარებში ეს ყუთი დაუტოვებია. – ეს ალბათ, ისევ იმ იდუმალი თაყვანისმცელის გამოგზავნილი იქნება. - ინტერესით დახედა ყუთს და შემდეგ ყუთი გახსნა ყუთში კი, პატარა ფუმფულა კნუტი იჯდა შავ-თეთრი ბეწვით, ყელზე ბანტი ჰქონდა მორგებული. იმდენად ლამაზი და საყვარელი იყო გრძელი ფუმფულა ბეწვით, რომ გოგონას გული აუჩუყდა და კნუტი გულში ჩაიკრა. იქვე ბარათიც იდო. ,, იმედია , ამ საჩუქარმა შენი გაღიმება შეძლო, ძალიან მალე შევხვდებით.,, _ ღმერთო, ნეტა ვინ უნდა იყოს? უცნაურად არ გეჩვენება?- კითხა მეგობარს. – რაა? - ის, რომ ეს ანონიმური თაყვანისმცემელი, იაგოს წასვლის შემდეგ გამოჩნდა. – საიდან, მოიგონე ალბათ, ვიღაც შორიდან გიცნობს და შენთვის კარგი უნდა. – არა, უცნაურია ეს ყველაფერი და იმედია არაფერს მიმალავ. _ კარგი, რა ჟასმინ რა ეჭვიანი ხარ, უბრალოდ დატკბი ცხოვრებით ნახე რა საყვარელი კნუტია.- მიანიშნა კნუტზე. _ ხო, კნუტი მართლაც საყვარელია...- ამოთქვა და კნუტს წაეთამაშა. რამდენიმე დღის შემდეგ კარზე უკვე დაბადების დღე, მოადგა გოგონას, სულ არ ეხალისებოდა, ამის აღნიშვნა ერჩივნა, სახლში მშვიდად ყოფილიყო, მაგრამ ნინიმ თავი არ დაანება და ახლა დაბადების დღისთვის ემზადებოდა. ნინი ძალიან ეცადა, რომ ჟასმინი ლამაზად ყოფილიყო ამ დღეს, რადგან ეს დღე მისთვის დმამახაოვრებელი უნდა ყოფილიყო, ჟასმინმა,რა თქმა უნდა,ეს არ იცოდა,, თუ რა სიურპრიზს უწყობდა მას მეგობარი. სპეციალურად მისთვის გრძელი ატლასის თეთრი კაბა უყიდა, თმები ისედავ ლამაზი ჰქონდა გოგონას უბრალოდ ცოტა მოცულობა შეუცვალა. მაკიაჟიც სადა გაუკეთა და უკვე მზად იყო. - არ მესმის რა საჭიროა, ეს ყველაფერი? თანაც თეთრი კაბა?- შეწუხებული სახით კითხა.- ეს კაბა მეზედმეტება. – და რა ჭირს ამ კაბას?- გაბრაზებით კითხა. - თეთრი, სიწმინდეს ნიშნავს მე კი... - ვაიმე, რა აზრები აწუხებს ამას.- წამოიძახა გაოგნებულმა.- ნუ გადამრიე ახლა, ეს კაბა გეცმევა, დღეს და შენი ხმა აღარ გავიგო. დარბაზში იყვნენ ნინის ყველა მისი კურსელი, თუ ახლობელი დაუპატიჟნია, თანაც ჟასმინს წინ ორი სიურპრიზი ელოდა, რომელის აზრზეც არ იყო, ყველა სტუმარი ულოცავდა დაბადების დღეს, ის კი პასუხად მხოლოდ უღიმოდა, ყველაზე მეტად ვინც უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო სწორედ ის აკლდა, მხოლოდ მას შეეძლო, მისი გაღიმება. გასვლას აპირებდა, როდესაც უეცრად დაბრაზში შუქები ჩაქვრა და კარში კლასიკურ სამოსში გამოწყობილი იაგო შემოვიდა, რომელსაც თეთრი პერანგი ეცვა და შავი შარვალი. ხელეში უზარმაზარი თაიგული ეჭირა, თავ აწეული და ღიმილიანი სახით შევიდა და დიჯეის ანიშნა რაც დაუკვეთა ის ჩაერთო, როცა ეტყოდა. გოგონა ვერ იჯერებდა, რომ იაგო მასთან მივიდა, თვალები აუწყლიანდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა მისკენ გაიქცა და ძლიერ მოეხვია. – არ მჯერა, რომ მოხვედი..- ამოთქვა. – ხომ გითხარი, რომ მალე შევხვდებოდით.- ეშმაკურად გაუღიმა. - რაა? იმ საჩუქრებს შენ მიგზავნიდი?- გაოცდა გოგონა. – ხო, აბა შენ ვინ გეგონა? - მე მეგონა, სამუდამოდ წახვედი ჩემგან.. - როგორ ფიქრობ მე ის ადამიანი, ვარ ვისაც შეუძლია ასე მალე დათმოს თავისი საყვარელი ადამიანი.- წარბების აზიდვით უთხრა. – გთხოვ აღარ დამტოვო მეტი.. მე უშენოდ ვერ ვიარსებებ. – ვიცი... გამომართვი ეს თაიგული შენია.- უთხრა და ყვავილების თაიგული მიაწოდა.-შემდეგ კი უთხრა- ჟასმინ, ჩემო მზის სხივო გილოცავ შენ დღეს მინდა სულ ბედნიერი და გახარებული იყო,რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად. გოგონა, ცრემლებს ვერ იკავებდა ბიჭის სიტყვებმა გული აუჩუყეს. - თაიგულში კიდევ რაღაც დევს აბა ნახე რა არის?- ეშმაკურად უთხრა და გოგონას გახედა, თაიგულის გულში პატარა წითელი კოლოფი იდო, იქიდან ამოაძვრინა გახსნა და ყუთში ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი იდო. - ეს....- ბიჭმა,გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და უთხრა: – ალბათ, ხვდები ეს რასაც ნიშნავს, მაგრამ მაინც გეტყვი, მე უშენოდ ერთი წუთის გატარებაც კი აღარ მინდა, გესმის წლების შემდეგ როგორც იქნა გიპოვე და ვერანაირი ძალა ვეღარ შეძლებს ჩვენს დაშორებას, მიყვარხარ და მინდა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება, შენს გვერდით გავატარო, ამიტომ გკითხავ, გამომყვები ცოლად?- კითხა ბიჭმა და ყველა მიყუჩდა გოგოს პასუხის მოლოდინში, გოგონა იდგა და ტიროდა უბრალოდ ვერ იჯერებდა, რომ ასე გაუმართლა. ახლა ნამდვილად აღარ აპირებდა, მის გაშვებას. _ კი..- აღმოხვდა გოგონას. _ რა თქვი? - თანახმა ვარ, ცოლად გამოგყვე..- წამოიძახა გოგონამ და ბიჭმაც ბეჭედი გაუკეთა და შემდეგ გულში ჩაიკრა. ყველამ ტაში დაუკრა და მიულოცა. სწორედ ამ დროს ჩაირთო, მათი მუსიკაც. დარბაზი ჩამობნელდა ბიჭმა საცეკვაოდ გაიყვანა გოგონა. _ ეს ხომ... - ჩვენი მუსიკაა..- გაუღიმა და წელზე ნაზად შემოხვია ხელები. გოგონამ მხარზე მიადო ბიჭს თავი და ცეკვა დაიწყეს, ნელა და ლამაზად ყვებოდნენ მუსიკას და ნელ ვალსს ცეკვავდნენ. ბიჭი ხან გადააწვენდა ხოლმე მკლავებზე ხანაც ჰაერში დაატრიალებდა, თვალები ორივეს ბედნიერებისგან უბრწყინავდა. ცეკვის შემდეგ ყველა მივიდა და მიულოცა მათ. რა თქმა უნდა, სიურპრიზები ამით არ დასრულებულა წინ კიდევ, ელოდა ჟასმინს სიურპრიზი. – ჟასმინ. - ჰო... – ახლა ყველაზე მეტად ვის ნახვას მოისურვებდი?- კითხა ბიჭის. – დედას, მაგრამ სამწუხაროდ მას ვეღარ ვნახავ... _ დედის გარდა? – რავიცი, ალბათ მოვისურვებდი მენახა, ჩემი ბიძაშვილი, ბიძაჩემი და ჯემილე, ისე წამოვედი მათთან კონტაქტი აღარ მქონია, მაგრამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება მათზე. - ერთი წუთით აბა უკან მიიხედე.- ღიმილით უთხრა ბიჭმა და გოგონამაც უკან მიიხედა, სადაც სამივე ერთად იდნენ და გაღიმებული სახით უყურებდნენ. მათი დანახვისას გოგონას, ყველა ემოცია ერთიანად მოაწვა და მოგონებები, ცრემლები მოაწვა, რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ, მისი ამბავი, ან შეიძლებაც გაიგეს კიდეც, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია, ეს ამბავი მხოლოდ იუსუფმა ვერ ახერხებდა. – შვილო, როგორ მოგვანატრე თავი...- ამოთქვა ტკივილნარევი ხმა, ქალმა და გოგონას მიუახლოვდა. _დეიდა ჯემილე...- წარმოთქვა მისი სახელი და ატირებული მოეხვია ქალს. – რომ იცოდე, როგორ განვიცადეთ შენი გაუჩინარება წლები გავიდა და უკვე იმედი გვქონდა დაკარგული, რომ ვეღარ გნახავდით, მაგრამ ცოცხალი ხარ და თანაც ძალიან შეცვლილი. – შვილო, მაპატიე მე რომ არა, ახლა თქვენ უკვე ერთად იქნებოდით შენ და იაგო, ჩემს გამო ძალიან დაიტანჯეთ. _ არა, ბიძია ბოდიშს ნუ მიხდით, მე თქვენზე ნაწყენი აღარ ვარ, ჩემი ბრალიც ბევრი იყო, თანაც ყველაფერი უფლის ნებაა, ხომ ასეა?- ჰკითხა. – კი, ასეა და ისიც მისი ნებაა, ახლა ისევ რომ შევხვდით, რადგან მომცა შანსი, ჩემი შეცდომები, გამოვასწორო, ამიტომ როდესაც დაქორწინდებით, გოგოს მხრიდან ქორწილს მე გადავიხდი.- გაიცინა. – რაა?- გაოცდა გოგონა. - აქ რომ იქორწინებთ, მერე აქედან ჩემთან მივდივართ, იქ ჩვენი ტრადიციებით გადავიხდი. – ანუ, ვერ მივხვდი?- სახე შეეცვალა გოგოს, მას ეგონა მათი რჯულის მიხედვით, უპირებდა დაქორწინებას. _ რა სახე გაქვს, რა იყო? უბრალოდ ქორწილს ავღნიშნავთ ჩევნი კულტურით, ნუ გეშინია, ჩვენი რჯულით არ დაგაქორწინებ. ვიცი, რომ რწმენა შეიცვალე, იაგომ მიამბო, ყველაფერი. – იმედია, არ მიბრაზდებით ამის გამო? _ მე ვინ ვარ, რომ განგიკითხო და გაგასამართლო, შვილო ვიცოდი, რომ შენ ჩვენი რჯულისა არ იყავი, შინაგანად, დედაშენმა კი გასწავლა, მაგრამ შენ არ იყავი ჩვენი სამყაროდან. - მართალი ბრძანდებით.- მათ მამა სერაფიმე მიუახლოვდა და გოგონა გულში ჩაიკრა. - თქვენ არ იცით, მაგრამ როდესაც ჩემთან პირვრლად მოვიდა,ჟასმინი გზა აბნეული იყო. უფალი კი, მზად არის დატოვოს ის 99- ტი ცხვარი და იმ ერთის დასახმარებლად გაეშუროს, სწორედ ასე მოხვდა ის ჩემს ტაძარში, გზა, აბნეული და დაკარგული თავის თავში, რომელიც ცხდილობდა ეპოვა თავის თავი. ყოველ ადამიანს აძლევს უფალი თავისუფალ ნებას. მან კი თავის თავი ქრისტიანულ სამყაროში იპოვა. ცოტახანში, აჭარულის სიმღერა ჩაირთო და მასთან მისი კურსელი მივიდა და გოგონა გამოიცეკვა. – წადი გოგო რას დგახარ!- დაუცაცხანა მეგობარმა. – არ მინდა... – როგორ არ გინდა შენ ეს ცეკვა კარგად იცი.- ჟასმინმა იაგოს გახედა და მან ღიმილით დაუკრა თავი. ამ უკანასკვნელმაც ამოიხრა და ბიჭს გაყვა საცეკვავაოდ ბიჭი მას გამოეცეკვა და გოგონამაც ლამაზად გაშალა ხელები და მუსიკას აყვა, გაოცებული უყურებდა იაგო, მას რადგან არაბული ცეკვის გარდა ქართული ტრადიციულიც იცოდა. ლამაზად არხევდა სხეულს და თეთრ კაბას ჰაერში აფრიალებდა. ცეკვა ეს ერთადერთი საშვალება იყო როდესაც ყველაფერს ივიწყებდა და მთლიანად ეფლობოდა მუსიკაში და ცეკვაში. ცეკვის შემდეგ ჟასმინი იაგოსკენ გაემართა და ჩაეხუტა. – შენ მე ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაოცებ.- გაეცინა. – რატომ? – არ მეგონა, ქართული ცეკვებიც თუ იცოდი... -ჰო, მე და ნინი დავდიოდით ცეკვაზე სკოლის პერიოდში. _ გასაგებია, დღეს მინდა რომ ჩემთან დარჩე..- ჩასჩურჩულა ყურში. _ რაა? _ ხო, რა იყო კი არ შეგჭამ. უბრალოდ რაღაც მინდა გაჩვენო. _ კარგი..- ამოთქვა. ნელ-ნელა, ყველა დაიშალა ჟასმინმა სტუმრები დააბინავა და შემდეგ იაგოსთან ერთად წავიდა. აღელვებული იყო, რადგან არ იცოდა რა ელოდა, წინ არა ცუდი, რომ არაფერი მოხდებოდა ეგ კარგად იცოდა, მაგრამ ერთი დღისთვის ძალიან ბევრი ემოცია მიიღო. გული გამალებით უცემდა და ვერ მშვიდდებოდა, იაგო კი, აუჩქარებლად მართავდა მანქანას, თან სახეზე შიგადაშიგ ღიმილი გადაურბენდა, ხოლმე. – იაგო, სად მივდივართ?- ჰკითხა გოგონამ. _ მალე, გაიგებ.- ეშმაკურად ჩაეღიმა. _ მითხარი რა ჩაიფიქრე?- დაეჭვებით გახედა, ბიჭს. _ კარგი, გეტყვი ოღონდ დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები. - რა ხდება? შენ ხომ თქვი, რომ შენთან მივდივართ? _ კი.. - მერე? _ მერე ის რომ იქიდან აღარ გამოგიშვებ.- გაეკრიჭა. _ რაა? - შეიცხადა.- რატომ? _ იმიტომ, რომ მოგიტაცე...- სრული სერიოზულობით უპასუხა. _ ეგ როგორ? ხელის თხოვნის, შემდეგ მიტაცებ? _ კი, ოფიციალურად მოგიტაცე და ყველამ იცის, რომ ჩემი საცოლე ხარ და სრული უფლება მაქვს, მოგიტაცო. გოგონამ, ცოტა ხანს გაოცებული სახით უყურა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა. - გიჟი, ხარ.- სიცილით მიუგო. - ვიცი. – და ქორწილი? – ქორწილიც გვექნება, აბა ისე როგორ.. უბრალოდ შენს გარეშე ერთი წუთის გატარებაც კი აღარ მინდა. ბიჭმა მანქანა, სასტუმროს წინ გააჩერა შემდეგ გოგონასთან მივიდა და გადმოსვლაში დაეხმარა და ხელ ჩაკიდებულები ავიდნენ სასტუმროს ნომერში. გოგონა ცოტა დაიძაბა ახლა მხოლოდ ეს ორნი იყვნენ ოთახში და თანაც უკვე ერთად იყვნენ არა ოფიციალურად. გულმა ბაგა-ბუგი გაუმართა და მოსვენა დაკარგა. - მოდი..- უთხრა ბიჭმა და ხელი გაუწოდა. _ იაგო,მე... – დამშვიდდი, უბრალოდ აქ დაწექი არაფერს მოვიმოქმედებ. გოგონა მასთან მივიდა და გაფენილ ადგილას დაწვა, მის გვერდით იაგოც დაწვა და ხელი მოხვია. ბიჭმა პულტი აიღო და პროჯექტორი ჩართო რის შემდეგაც ჭერზე ვარსკვლავების ფონი გამოჩნდა. - ეს...- თვალები აუწყლიანდა გოგონას. - ვიფიქრე ახლა, ყველაზე მეტად მოგინდებოდა ამათი ხილვა. _ იცი, არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ დედა პატარობაში მეუბნებოდა, რომ მამა ვარსკვლავად გადაიქცა და რომ ახლა ზემოდან მიყურებს. ახლა კი დედაც ვარსკვლავად გადაიქცა.- ნაღვლიანმა მიუგო. _ მეც სწორედ მაგიტომ გავაკეთე ეს ფონი, სახლში მინდოდა გამეკეთებინა სახურავზე, მაგრამ ამინდი არ იყო შესაფერისი და აქ გადავწყვიტე. - ძალიან მომწონს...- ამოთქვა და ბიჭს მიეკრა. უეცრად, პროჯექტორი გამოირთო და გოგონაც წამოდგა. _ დარჩი...- ჩუმი ხმით უთხრა და გოგონაც უბრალოდ დაჰყვა მის ნებას. გოგონა ჩუმად იჯდა არ იცოდა რა ექნა, მღელვარება უფრო და უფრო მატულობდა,მასში კი უთხრა არაფერს მოვიმოქმედებო, მაგრამ ხვდებოდა,რომ ამას მის დასამშვიდებლად ამბობდა. ბიჭმა მის სახესთან დახარა თავი და შემდეგ მის ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა, იღონდ ძალიან ნაზად და ფაქიზად კოცნიდა. ამ კოცნაში კი, გოგონაც აჰყვა, ორივე ვნებების ქარ- ცეცხლში იყო, გახვეული და ერთმანეთის სიყვარულით იწვოდნენ, ბიჭმა გოგონა ნაზად დააწვიინა შემდეგ კი, კვლავ ბგანაგრძნო მისი კოცნა, ამ კოცნაში კი მთელ სიყვარულსა და ალერსა აქსოვდა უკოცნიდა ლოყებს შუბლს, ცხვირს ყელს მის მზერაში კი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა, რომლებიც მოსიყვარულე მზერით უცქერდნენ გოგონას. კოცნიდა და თან ეფერებოდა მზერით ეუბნებოდა, ნუ გეშინიაო. სახიდან ყელზე გადმოინაცვლა და ახლა იქ დაუწყო კოცნა, გოგონას სუნთქვა დაუმძიმდა და დაიძაბა. თითქოს შიშმაც გადაურბინა თვალებში, ეს რა თქმა უნდა, ბიჭს არ გამოპარვია ნაშინვე შეჩერდა და გოგონას უთხრა. _ მაპატიე, ვიცი რომ არ შეგიძლია..- დანაღვლიანებულმა მიუგო. თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან იცოდა, რომ გოგონა არ იყო ამისთვის მზად ის კი.. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ახლა გოგონამ შეაჩერა ბიჭი. – არ წახვიდე...- უთხრა ბიჭი მას მიუწვა გვერდით. _ მაპატიე..- ამოთქვა გოგონამ.- ვიცი, არც შენთვის არის ეს მარტივი და დამიჯერე ვიცი რასაც გრხნობ, რამდენიც არ უნდა მითხრა, რომ ეს ამბავი შენთვის არაფერს ცვლის, გულის სიღრმეში მაინც გაწუხებს ის ფაქტი, რომ..- უნდოდა ეთქვა, რომ სხვა შემეხოვო, მაგრამ ბიჭმა გააჩუმა. _ ჩშ, ჩუმად... - უთხრა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიადო.- ნუ, ფიქრობ ასე, ასეც რომ იყოს, არ ღირს წარსულზე ფიქრი, აჯობებს, თუ აწმყოთი ვიცხოვრებთ და უკან აღარ გავიხედავთ, ასე აჯობებს ორივესთვის. - ჩასჩურჩულა.- იქამდე არ შეგეხები სანამ შენ არ მოგინდება ეს.- უთხრა ბიჭმა. _ მე გენდობი, შენ და ვიცი, რომ გიყვარვარ ამიტომ მე მზად ვარ .. – დარწმუნებული ხარ.. ? _კი, ეს საშინელი მომენტი სასიამოვნო მოგონებებმა,უნდა ჩაანაცვლოს.- უპასუხა გოგონამ. ბიჭმა განაგრძნო მისი ალერსი ნაზად და აუჩქარებლად ეალერსებოდა, გოგონა კი განაბული იწვა. სახიდან ყელზე გადმოინაცვლა და მხურვალედ უკოცნიდა. ხან ერთ მხარეს დაუკოცნიდა ხან მეორეს მალე მის წინ სრულიად შიშველი იწვა მხოლოდ ბიუსგალტერის და საცვლების ამარა. ნაზად კოცნიდა: ყელზე, ლავიწებზე, გულმკერდზე და სასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა, არ უნდოდა, რამე ეტკინა მისთვის და დაეძაბა გოგონა, ამიტომ აუჩქარებლად მოძრაობდა, ხან მიანათებდა, ხოლმე თავის სიყვარულით ანთებულ თვალებს და სახეზე ეალერსებოდა, გოგონა აცრემლიანებული თვალებით უყურებდა, ბიჭს. ნელ-ნელა თანდათან უფრო ქვემოთ ჩადიოდა ბიჭი და სხეულის ყველა ნაწილს უკოცნიდა. გოგონა, კი მისი ალერსით გაბრუებული იწვა, მინაბული. - მიყვარხარ...- ჩასჩურჩულა, ბოლოს და გულში ჩაიკრა.- კარგად ხარ?- აღელვებით გადახედა გოგონას. – ამაზე, უკეთ ჯერ არ ვყოფილვარ...- ამოთქვა თვალცრემლიანმა და ბიჭს მიეკრა. – აბა, რატომ ტირი? - ეს ბედნიერების ცრემლებია... მე ბედნიერებისგან ვტირი, რადგან შენ ბედნიერ ქალად მაგრძნობინე თავი... მადლობა, შენ ამისთვის. _ ძალიან,მიყვარხარ და მინდა იცოდე, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. *** მთელი ღამე ჩახუტებულებს ეძინათ და პირველად მათ ცხოვრებაში, მშვიდად ეძინათ, ყოველგვარი შფოთვის გარეშე, გულისცემა ორივეს რიტმულად უცემდა, ახლა უკვე ერთად, იყვნენ და სულითაც და ხორცითაც ერთნი გახდნენ, ამდენი ტანჯვის შემდეგ როგორც იქნა, შეძლეს ბედნიერების მოპოვება. უკუნითი სიბნელეშიც კი, გამოანათება, ხოლმე იმედის სხივი. დილით გოგონას პირველს გამოეღვიძა და ჩუმად აპირებდა წამოდგომას, მაგრამ როგორც კი, გოგონამ წამოდგომა დააპირა, იაგომ ხელი ჩაავლო და უკან დააბრუნა. _ სად მიიპარები?- წარბები აუზიდა. _ წყლის გადავლებას ვაპირებდი.- ამოთქვა გოგონამ და ბიჭს გახედა,უფროსწორად ახედა, რადგან ბიჭი, მის ზემოდან მოექცა. _ წყლის გადავლებას, მერეც მოასწრებ ახლა კი, მოდი ჩემთან.- უთხრა და ვნებიანად აკოცა. - იაგო... - გისმენ? _ არაფერი დაივიწყე...- სულ აურია გონება ამ ბიჭმა, რადგან მასზე ძალიან მოქმედებდა. ბიჭმა ერთიც აკოცა და გულში ჩაიკრა. _ უნდა მოვემზადოთ, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემებმა არაფერი იციან, იმის თაობაზე რომ მომიტაცე.- ნიშნის მოგებით მიუგო. - წავალთ, ოღონდ მოგვიანებით, კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ უკვე ჩემი ხარ. - თვალი ჩაუკრა. - თავი სიზმარში მგონია...- გაეცინა, გოგონას და სახეზე ხელები აიფარა. _ ეს სიზმარი არ არის რეალობა და დროა მიეჩვიო ამას. – შენი მშობლები რას იტყვიან.- ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა. - მათი აზრი, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია და თანაც, უკვე სამი წელია მათთან კავშირი აღარ მაქვს. ჩემს ბინაში ვარ ძიძასთან ერთად, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც გვერდში დამიდგა,ხო მართლა შენი გაცნობა ძალიან უნდოდა, ახლა, რომ გნახავს ძალიან გაუხარდება.- გახედა გოგონას ეშმაკური ღიმილით. – ასე რატომ მიყურებ?- ჰკითხა, გოგონამ. - მაინც როგორ?- კითხა ეშმაკურად და მოულოდნელად ღიტინი დაუწყო. რისგამოც გოგონას სიცილი აუტყდა. – აუ, გთხოვ გეყოფა აღარ შემიძლია მეტი ვეღარ ვსუნთქავ. - სიცილისგან გადაუწითლდა სახე. - არა.- უთხრა და კვლავ განაგრძნო მისი ღიტინი. სიცილისგან გადაბჟირებულს უკვე სუნთქვაც კი უჭირდა. – კარგი, გეყოფა გთხოვ, ამდენი სიცილისგან გული შემიღონდა უკვე.- ამოთქვა გოგონამ და ბიჭიც შეეშვა. მისი სახე მოიქცია ხელის გულებში და შუბლზე ნაზად აკოცა. - იცი, მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც შენ იყავი, მთელი ჩემი ცხოვრება შენ დაგეძებდი, მაგრამ ვერ გპოულობდი, სანან ერთ დღეს ბიძაშენის სახლში არ დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელსაც მე ვეძებდი.- გაუღიმა.- გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? - განა შეიძლება ამის დავიწყება...- ღიმილით უთხრა. _ მაშინ ჩემს გამო დაგსაჯეს კიდეც. – ხო, მაგრამ ეგ არაფერი, ბედისწერამ მეც იმ ადგილას წამიყვანა, დედაჩემის სიკვდილის შემდეგ. – იმ დღეს, როდესაც მოცეკვავე დაგინახე ჩემთვის ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა და ასე მეგონა მარტო ჩვენ ორნი ვიყავით იქ. - მეც იგივე შემიძლია ვთქვა, შოკი მივიღე როდესაც დაგინახე. იცი თან ვბრაზობდი შენზე თან არა.- გაეცინა.- რა აღარ გავაკეთე, შენი თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ რაც არ უნდა გამეკეთებინა, საპორისპიროდ ხდებოდა ყველაფერი. _ მოდი ვაღიაროთ, რომ ბედისწერას აქვს ძალა, რადგან ბედისწერა გვეთამაშებოდა და ახლაც გვეთაშება, მაგრამ ყველაფერი მისი დამსახურებით გამოვიარეთ, ხომ ასეა? - ყველაფერი, ბედისწერის ბრალია, მართალია ძალიან დავიტანჯეთ ორივე, მაგრამ ამ სამყაროს მადლიერი ვარ, რომ შენი თავი გამომიგზავნა. მამაო სულ მეუბნებოდა, რომ შენი ჩემი ბედისწერა იყავი უფლისგან გზავნილი და ის რაც შენია არასდროს წავა შენი ცხოვრებიდანო. – კარგი, ნათქვამია. ის რაც შენია, არადროს დაგტოვებს და თუ ტოვებენ ესეიგი არც არასდროს ყვარებიათ.- უთხრა და მთელი არსებით მიიხუტა. _ მართალია, სწორედ ამიტომ მადლიერი ვარ უფალის, ასეთი საჩუქრისთვის.- გაუღიმა.- კარგი, დროა წავიდეთ, ჩემები ალბათ ძალიან ნერვიულობენ.- უთხრა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ კი აბაზანაში შევიდა. მთელი ის პერიოდი რაც აბაზანაში გაატრა, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა ახსენდებოდა წუხანდელი ღამე და ბიჭის ალერსი, მან შეძლო და მოუშუშა წარსულის იარები. თავი მოიწესრიგეს და შემდეგ შინ წავიდნენ, ძალიან ღელავდა, რადგან არ იცოდა რა რეაქციები ექნებოდათ, მათ. გარდა ამისა ახალ ცხოვრებას იწყებდა ახალი ფურცლიდან და მღელვარებისგან ადგილს ვერ პოულობდა. მალე მანქანა მათი ბინის წინ გააჩერა იაგომ, შემდეგ კი, ბინაში ავიდნენ კარზე ზარი დარეკეს და კარები ადამ გაუღო. - ოჰ, ინებეთ მობრძანება .- წამოიძახა გოგომ და განზე გადგა, რომ ისინი შემოეშვა. სახლში შესულებს ყველა იქ დაუხვდა ნინიც კი, ჟასმინი განცვიფრებული უყჯრებდა მათ, ყველას ერთად რომ მოეყარა თავი. უფრო დაიძაბა, როდესაც ბიხამისის სახეს მოჰკრა თვალი. _ სად იყავი,მთელი ეს დრო..- მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი. - ბიძია, მე... _ მე გეტყვით, ჟასმინი არაფერ შუაშია, წუხელ სახლში, რომ ვბრუნდებოდით მოვიტაცე. - რაა? რას ქვია, მოიტაცე, მე არ გამიგია, გოგო ჯერ დანიშნო და შემდეგ მოიტაცო,ეს ლოგიკას მოკლებულია.- ტონს მოუმატა კაცმა და გოგონა უფრო დაიძაბა, მათ შემყურე. _ გთხოვთ, არ იჩხუბოთ რაა..- წამოიძახა გოგონამ.- ძლივს სიმშვიდე მოვიპივე დავახლა ისევ ნუ აურევთ ყველაფერს.- სადაცა იტირებდა, როდესაც იაგოს გაეცინა. - კარგი, დამშვიდდი უბრალოდ ვიხუმრეთ.- გაეცინა ბიჭს გოგონას ხელი გადახვია ჩასახუტებლად, მაგრამ გოგონამ ერთი ნაბიჯით დაიხია. – რა თქვი? იხუმრეთ?- ნერვიულად წამოიძახა. _ ხო, ბიძაშენმა წინასწარ იცოდა ყველაფერი.- უთხრა ბიჭმა და შეამჩნია გოგონას გაბრაზებული სახე. _ რა გამოდის, რომ აქ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა ჩემს გარდა? - დამშვიდდი, გთხოვ.- უთხრა ნინიმ. - შენ ხმას ნუ მცემ საერთოდ იცოდი, როგორ განვიცდიდი, მის წასვლას და შენც მას აყევი. - ბრაზით მიუგო.- აქ ყველამ ყველაფერი იცოდა უკვე წინასწარ და კიდევ ეს არ გეყოთ და გადაწყვიტეთ ასე საშინლად გეხუმრათ, ხო? სანამ აქამდე მოვიდოდი ადგილს ვერ ვპოულობდი, იმის ფიქრებით, თუ როგორ უნდა მეთქვა თქვენთვის ეს. და შენ ვაჟბატონო, ძალიან კარგად იცი, რაც გადავიტანე და როგორ მაქვს ფსიქიკა დაზიანებული, ამის მიუხედვად მაინც ასე მოიქეცი. მორჩა დამთავრდა. - რა დამთავრდა?- ჰკითხა დაბნეულმა. - ცოლად აღარ გამოგყვები. აი გამომართვი ბეჭედი.- თითიდან ბეჭედი მოიხსნა და ხელში ჩაუდო. _ ჟასმინ, კარგი რა უბრალო ხუმრობის გამო, ამას ნუ იზამ.- უთხრა იაგომ. - ნუ ართულებ შვილო, ყველაფერს. _ არა, ეს თემა აღარ განიხილება, სანამ ასე მოიქცეოდით მანამ უნდა გეფირათ ამაზე. - უთხრა და თავის ოთახისკენ გაიქცა. _ ჟასმინ! – არავის დანახვა მინდა და არც ხმის გაგონება.- მიაძახა ოთახში შევარდა და კარები ძლიერ მიიჯახუნა. გულ მოსული დაემხო საწოლზე და თავი ბალიშში ჩარგო, ეწყინა, რომ ასე მწარედ ეხუმრნენ, ის აქ განიცდიდა და ესენი კი, თურმე ხუმრობდნენ. ცოტახანში, კარები გაიღო და ოთახში იაგო, შემოვიდა გოგონამ მაშინვე იცვალა გვერდი. – ჟასმინ...- ჩუმი ხმით დაუძახა, მაგრამ გოგონამ ხმა არ გასცა საწოლზე გვერდით მიუწვა და თავი მის კისერში ჩარგო.- კარგი, რა ნუ იბუტები.- უთხრა და ყელზე აკოცა. – თავი დამანებე..- ჩამწყდარი ხმით მიუგო,ბიჭი მიხვდა, რომ ტიროდა და გოგონა მისკენ გადმოაბრუნა. _ შენ რა ტიროდი...? _ არა... – მაპატიე, გთხოვ არ მეგონა, თუ ასე იმოქმედებდა შენზე. და კიდევ, მეტი აღარ დავინახო შენ თვალებზე ცრემლები, მინდა შენი თვალებიდან, მხოლოდ ბედნირებისგან ბრწყინავდნენ.- უთხრა და თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა. _ დამპირდი, რომ მეტი ასე აღარ იხუმრებ. _ გპირდები.- უთხრა და გულში ჩაიკრა. - თანაც ახლა ჩხუბის დროა, მალე ქორწილი უნდა გვქონდეს. – მაინც როდის? _ რაც შეიძლება მალე. უკვე ისედაც ჩემი ხარ, მაგრამ მინდა ყველაფერი მოვაგვარო. როგორი ქორწილი გინდა? - ჩემთვის ისიც საკამეისი იქნება, ჯვარი რომ დავიწეროთ და ხელი მოვაწეროთ. _ კარგი. ცოტახანში ოთახიდან გავიდნენ გოგონა მობუზული ჩამოჯდა დივანზე და დანარჩენებს გადახედა. – ამ ერთხელ გაპატიებთ, მაგრამ მე არ მიყვარს ასეთი ხუმრობები და ეს იაგოსაც ვუთხარი, ამიტომ იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ.- აუხსნა მათ. _ კარგი, ჩემო გოგო, როგორც შენ გინდა.- უთხრა ახმედმა. - კარგი, ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე, მე და ჟასმინს გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ, მაგრამ ქორწილს არ გადავიხდით, მხოლოდ ჯვარს დავიწერთ და ხელს მოვაწერთ. – როგორც გინდათ, მაგრამ მე აუცილრბლად უნდა გადაგიხადოთ ჩვენებური ქორწილი. – კარგი, მაშინ აქედან პირდაპირ ჩემთან მივდივართ, ქორწილის, შემდეგ ეს გადაწყვეტილია, მინდა ჩემს დისშვილს ჩვენებური ტრადიციული ქორწილი გადაუხადო, ჩვენებური ცეკვებით, სიმღერებით და ასე შემდეგ. ქორწილის დრო დავთქვათ და მეც დავიწყებ მზადებას.– უთხრა ახმედმა. - ჩემი აზრით არ ღირს დიდხანს გადადება ქორწილის, ამიტომ ამ კვირის ბოლოსკენ დავქორწინდებით. ხომ ასეა, ჟასმინ?- გიგონას გახედა და თვალი ჩაუკრა. - ჰო, ამოილუღლუღა.- კარგი,წავალ ნითებს ჩავალაგებ. ბებო კნუტი სად არის?- კითხა ბებიას. - ჩემს ოთახშია, წუხელ ძალიან ტიროდა და ჩემთან ეძინა მთელი ღამე.- გაეცინა.- ახლავე მოგიყვან.- უთხრა და კნუტის მოსაყვანად წავიდა. ცოტახანში კნუტით ხელში დაბრუნდა და გოგონას მისცა ჟასმინმა ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. ისეთი მოცუცქნული და უსუსური იყო, ფუმფულა ბეწვით, რომ გოგონას პირველივე დანახვის თანავე გულში ჩაუვარდა კნუტი. ოთახში გავიდა და ნივთები ჩაალაგა, შემდეგ ნაღვლიანი ჩამოჯდა საწოლზე გაახსენდა თავის ოთახში გატარებული, ტკივილიანი ღამეები, ბალიშში, რომ ჰქონდა ჩარგული თავი და ტიროდა, მაშინ ჯერ კიდევ ბედს მისტიროდა და ეგონა, მის ცხოვრებაში აღარასდროს გამოიდარებდა. მაგრამ ახლა, მისი ცხოვრება იცვლებოდა და მისი ცხოვრებიდან შავი ღრუბელი გადადიოდა დრო იყო ბედნიერი ცხოვრების, თუმცა ეს ცოტა აშინებდა კიდეც, როგორც იტყვიან ადამიანები იმდენად ეჩვევიან სულ ცუდის მოლოდინს, შემდეგ უკვე აშინებთ, ბედნიერი ცხოვრება. საწოლის კიდეზე იჯდა და ჩაფიქრებული, როდესაც მის ოთახში იაგო, შევიდა და გოგონას გვერდით მიუჯდა. _ რა მოხდა?- კითხა გოგონას, როდესაც მის ნაღვლიან სახეს დახედა. _ არაფერი, უბრალოდ გამახსენდა ამ ოთახში გატარებული, ტკივილიანი ღამეები, რონელიც ასე მტანჯავდნენ, იცი იმდენი განსაცდელი და ტანჯავა გამოვიარე, ახლა ეს ბედანიერება ცოტა მაშინებს კიდეც.- ამოთქვა ნაღვლიანად და შეანათა თავისი ნაცრისფერი თვალები ბიჭს. - მიეჩვევი, ბედნიერ ცხოვრებას დამიჯერე მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი იყო.- თბილი ხმით უთხრა.- კარგი, თუ მორჩი შეგვიძლია წავიდეთ უკვე. - კარგი..- უთხრა და ფეხზე წამოდგა, გოგონამ ჩანთა დახურა იაგომ კი საწოლიდან ჩამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. კიდეც ერთხელ მოავლო ოთახს თვალი და კარი გამოხურა ოთახთან ერთად წარსულ ცხოვრებასაც მიუხურა კარი და ახალი ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება მისაღებ ოთახში ყველა მათ ელოდა. პირველი ბებიას მოეხვია. - მიფრინავ შვილო, ახალ ბუდეში?- ნაღვლიანმა კითხა. _ ჰო..- ამოიტირა. _ ძალიან მინდა, შვილო ,რომ ბედნიერი იყო, რადგან შენ ამას იმსახურებ და უფალი ორმაგად უფრო მოგცემს ბედნიერ ცხოვრებას, ამ ყველაფრის შემდეგ . შენ კი, გაუფრთხილდი მას.- იაგოს მიუბრუნდა. - ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ.- გაეცინა ბიჭს. ყველას სათითაოდ გადაეხვია და დაემშვიდობა. _ ჩვენთან გელოდებით, სტუმრად.- უთხრა მათ შემდეგ კი, სახლიდან გავიდნენ. უცნაური დღე იყო, ემოციებით სავსე ამაღელვებელი. მანქანაში არცერთი იღებდა ხმას და შეიძლებოდა ითქვას, მხოლოდ მათი გულების ხმა ისმოდა, რომლებიც ერთნაირად გამალებით უცემდათ და აფორიაქებდათ, კნუტი ჰყავდა გულში ჩაკრული და თან გზას გაჰყურებდა. ღელავდა, რადგან მალე ბიჭის სახლში იქნებოდა. ახლა როდესაც ორივეს აუხდათ ეს ნატვრა და დაწყებული საქმე, რომელიც სამი წლის წინ უნდა დაესრულებინათ ახლა შეძლეს. ბიჭმა გოგონას მოულოდნელად ჩაკიდა ხელი. – ღელავ?- მშვიდი ხმით კითხრა. - უჰმ.. _ ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება.. ქორწილის შემდეგ ახალ სახლში გადავალთ საცხოვრებლად. - ახალში, რატომ? _ ეს ბინა სადაც მე ცხოვრობ არის ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი, თანაც ჩვენ დიდი სახლი დაგვჭირდება. _ რატომ?- გულუბრყვილოთ იკითხა. _ იმიტომ, რომ მინდა ბევრი შვილი გვყავდეს.- გაუღიმა. _ მაინც რამდენი? _ რავიცი ხუთი. - რაა? ხუთიი?- გაოცდა გოგონა. - ხო, რა მოხდა? - არ გეცოდები, რა ამბავია ხუთი.- ამოიტირა. – ნუ ღელავ მათ გაზრდაში მეც დაგეხმარები.- გაეცინა ბიჭს. – ვნახოთ შენს სუტყვას თუ შეასრულებ. მანქანა, მის ბინის წინ შეაჩერა, შემდეგ გადმოვიდა და გოგონას დაეხმარა გადმოსვლაში. მეოთხე სართულზე ავიდნენ და ბიჭმა გასაღებით კარები გააღო. შიგნით შესვლის თანავე, ძიძას დაუძახა. _ ძიძაა, მოვედით!!- გასძახა და ისიც მის შესაგებებლად გამოემართა საყვარელი ქალი იყო, ნელი რომელიც საშვალო სიმაღლის ფუმფულა ტანით, ეტყობოდა, რომ სამზარეულოში ტრიალებდა, რადგან წინსაფარი ეკეთა. როდესაც ბიჭის გვერდით, გოგონა დაინახა, მოულპდნელობისგან შეკრთა, იცოდა რომ იაგო, მარტო არ მოდიოდა, მაგრამ ამას არ მოელოდა. _ შვილო.. არ მითხრა, რომ ეს არის შენი ჟასმინი?- ღიმილით კითხა. - კი, ის არის და ამიერიდან ჩვენთან იცხოვრებს... _ მართლა? _ ჰო, მე ის მოვიტაცე ოღონდ ოფიციალურად.- გაეცინა ბიჭს.- ჟასმინ, გაიცანი, ეს ჩემი ძიძაა, ნელი. ეს კი ჩემი ჟასმინია. _ რომ იცოდე, როგორ მიხარია, ისევ ბედნიერს, რომ გხედავ შვილო.- მათთან მივიდა და ორივეს მოეხვია. - მალე ქორწილიც გვექნება, თან ორი ქორწილი. - ორი? – ხო, ერთი აქ და ერთი მაროკოში, ჟასმინის ბიძა იხდის. _ ძალიან კარგი, სულ გამოვშტერდი მეც რას დგახართ კარებში მიდით დალაგდით და მე მანამდე მაგიდას გავაწყობ.- უთხრა ქალმა და სამზარეულოში გავიდა _ წამოდი, ჩვენს ოთახს გაჩვენებ.- თვალი ჩაუკრა შემდეგ კი, ხელი ჩაჭიდა და მეორე სართულზე აიყვანა. ოთახი საკმაოდ მყუდრო იყო, სადა ფერის შპალერით გოგონამ ოთახი დაათვალიერა და შემდეგ ღიმილით გახედა ბიჭს. - ვერ ვიჯერებ.- სახეზე აიფარა ხელი და ისე უთხრა. _ რას? –იმას, რომ უკვე ერთად ვართ და თანაც... _ და თანაც ვეღარავინ ვერ დაგვაშორებს. სამ წლიანი განშორების შემდეგ როგორც იქნა ერთად ვართ. - ჰო, რაღაც მინდა გთხოვო...- დაიმორცხვა გოგომ. - გისმენ? _ სანამ, ოთახიდან გავალთ, მინდა ცოტა თავი მოვიწესრიგო. - გამომყევი.- უთხრა და ოთახიდან გავიდნენ. აბანაზანის კარები აჩვენა.- აი, აქ არის აბაზანა. გოგონა, ოთახში დაბრუნდა სუფთა ტანის სამოსი და საჭირო ნივთები აიღო და აბაზანაში შევიდა. ცოტახანში მოწესრიგებული გამოვიდა აბაზანიდან და ოთახში დაბრუნდა. მალე ოთახიდან გავიდნენ და სუფრას მიუსხდნენ ძიძას უამრავი კერძები გაეკეთებინა და ოთახში საჭმლის მადის ამღძვრელი სურნელი ტრიალებდა. მორიდებულად იჯდა გოგონა. - ახლა ვხვდები, რატომ იყო ჩემი ბიჭი ასე გადარეული შენზე.- გაეცინა ქალს.- ასეთი ანგელოზივით გოგო, როგორ არ უნდა შეგიყვარდეს. – მადლობა.. - ძალიან მინდოდა, შენი გაცნობა და როგორც იქნა მოვესწარი ამ დღეს. საუბროდნენ და თან მიირთმევდნენ, გოგონა ნელ-ნელა, გაუშინაურდა ძიძასაც და გარემოსაც ისე აღარ მორცხვობდა, როგორც თავიდან. სადილის შემდეგ ძიძამ ოთახი გაუმზადა წყვილს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე პირერლად აღარ იძინებდნენ ერთად, გოგონას მაინც ერიდებოდა, ერთ საწოლში ბიჭთან ერთად ყოფნა. ძილისწინ კნუტს აჭმა თავის საჭმელი და შემდეგ საწოლში ჩაწვა. ბიჭიც გვერდით მიუწვა და ანიშნა ჩემთან მოდიო. გოგონაც მიჩოჩდა და ბიჭს მიეკრა, ამ უკანასკვნელმა კი გულში ჩაიკრა. - როგორ მოგეწონა აბა, აქაურობა? - ყველაფერი ძალიან კარგია, ძიძაც შესანიშნავი ადამიანია. - აბა, სხვანაირად, როგორ მე ხომ მან ამღზარდა, მე თუ ცუდი არ ვარ არც ის იქნებოდა ცუდი.- ეშმაკურად აუთამაშა წარბები. - ოხ, იაგო რა..- გაეცინა. **** ეს ორი კვირა სრულ იდილიაში გაატარეს, გოგონა მალევე შეეჩვია ახალ გარემოს და ცხოვრებას. ნელ-ნელა, ქორწილისთვის მზადებაც დაიწყეს, არ უნდოდა ეს საქოწინო თეთრი კაბა, მაგრამ იაგომ, მინდა თეთრ კაბაში გნახოვო, ჩვენ ჯვრისწერაზეო და გოგონამაც უარი ვერ უთხრა მაღაზიებში დადიოდა და არჩევდა ნინისთან და ადასთან ერთად კაბებს, რასაც ისინი ურჩევდნენ, რა თქმა უნდა, ჟასმინს არ მოსწონდა, რადგან მას რაღაც სადა და მოკრძალებული კაბა უნდოდა და არა გაბერილი მოღიავებული. დიდიხნის თვალიერების, შემდეგ როგორც იქნა, იპოვა სათავისო კაბა. სადა გრძელი კაბა იყო ტამზე მომჯდარი და მკლავიანი. - აი, ამას ჩავიცმევ ჯვრისწერაზე.- კმაყოფილმა წამოიძახა და დანარჩენებსაც აჩვენა. _ მაგრამ ეს,ხომ ძალიან უბრალოა.- მიუგო ნინიმ - ხოდა ძალიან კარგი, არ მინდოდა ზემდტად გადატვირთული და ამოღებული კაბა, ჩამეცვა ეს კი იდეალურია ჩემთვის. - კარგი, რა გაეწყობა. ეს ისეთი დაუჯერებელი იყო მისთვის, რომ თავი ზღაპარში ეგონა, გოგონას. ვერ იჯერებდა, რომ ახლა სარკის წინ იდგა და ჯვრისწერისთვის ემზადებოდა, თვალები ცრემლებისგან უელავდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა, სარკეში თავის ანარეკლს უყურებდა და ვერ იჯერებდა, სარკიდან მომზირალი გოგო, რომ თავად იყო. აღარც ის უსიცოცხლო თვალები მაოუჩნდა საკიდან, ახლა ბედნიერებისგან ანათებდნენ. _ რა ლამაზი ხარ,ჟასმინ.- წამოიძახა ნინიმ. - მართლაც, ჩვენი სიძე, რომ დაგინახავს მეტყველების უნარს დაკარგავს.- გაეცინა ადას. ამ დროს კარზს დააკაკუნეს და კარებში იაგო შემოვიდა. – შეიძლება, მინდა ჩემი ცოლი ვნახო. – რაა? არა შენ ვერ ნახავ მას სანამ ქორწილი არ დაიწყება. – კარგი, რა სულ ცოტახნით... _ არა, ქორწილამდე პატარძლის თეთრ კაბაში ნახვა არ შეიძლება, ქვემოთ მოიცადე და ჩვენც მალე ჩამოვალთ.- გაეკრიჭა. ნინი. იაგოს სხვა გზა, აღარ ჰქონდა და ქვემოთ ჩავიდა.. დიდ ქორწილს არ იხდიდნენ მხოლოდ ახლობლები და მეგობრები. ოთახში ახმედი შევიდა _ თუ მზად ხარ, ქვემოთ ჩავიდეთ ყველა შენს გამოჩენას ელოდება.- გაუღიმა გოგონამ მხარი გაუყარა მას და მისაღებ ოთახში ჩგავიდნენ, იაგომ როდესაც დაინახა მისი სატრფო, მისი სილამაზისგან დატყვევებულს თვალზე ცრემლი მოადგა იმდენად ლააზი იყო, ჟასმინი. - რაო,სიძევ მოიხიბლე მისი სილამაზით არა?- გაეცინა ჯემილეს.- შენ მერე უნდა ნახო ჩვენებურად რომ გავალამაზებთ პატრძალს. ისეთი ლამაზი იქნება ჩვენი ჟასმინი. _ ეჭვიც არ მეპარება, დეიდა ჯემილე.- გაეცინა ბიჭს და გოგონასთან მივიდა. _ ულამაზესი ხარ.- ჩასჩურჩულა ყურში და შუბლზე ნაზად აკოცა.- მზად ხარ? – კი...- ხელი ჩასჭიდა და ის იყო უნდა გასულიყვნენ გარეთ, რომ მოულოდ იაგოს მშობლები დაადგნენ თავს. საკმაოდ დანაღვლიანებულები ჩადნდნ _ თქვენ აქ რას აკეთებთ?- განერვიულებულმა იკითხა, იაგომ. - შვილო, ჩვენ... _ არ მოგცემთ უფლებას, რომ ისევ ჩაერიოთ ჩემს ცხოვრებაში და მითუმეტეს ეს ბედნიერი დღე ჩააშხამოთ. - იაგო, იქნებ მოვუსმინოთ რისი თქმა უნდათ.- თხოვნით მიმართა ბიჭს. - კარგი, შენი თხოვნით მოვუსმენ მათ.- უთხრა გოგოს და შემდეგ მშობლებს მიუბრუნდა.- გისმენთ რისი თქმა გინდათ? დიდხანს ნუ შეგვაყივნებთ, მამაო გველოდება. დედამისი ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა მათ და ყველას თანდასწრებით პატიება ითხოვა. - შვილო, გვაპატიე გთხოვ შენ უგნურ მშობლებს ეს საქციელი, ძალიან ცუდად მოგექეცით- ამოიტირა ქალმა. შემდეგ გოგონას გახედა, რომელიც ჩუმად იდგა. _ შენც გვაპატიე, შვილო არ ვიცოდით რას ჩავდიოდით, გვიან მივხვდით ჩვენ შეცდიმებს. _ არა, ბოდიშს ნუ მიხდით, მე ბიძაჩემსაც ვუთხარი, არავის არ ვადანაშაულებ და ვბრაზობ. რაც მოხდა ყველაფერი ღვთის ნება იყო, არაფერი არ ხდება უმიზეზოდ და თუ ხდება ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. მემგონი, უკვე დროა, ამ წყენასა და გაუგებრობას ბოლო მოეღოს ხომ ასეა იაგო?- კითხა გოგონამ. - ხედავთ რა გულკეთილია ჩემი ჟასმინი, ყველაფრის მიუხედვად ის თწვენზე განაწყენებული არ არის. თქვენ კი მას უარყოფდით. კარგი, თუ მართლა ნანაობთ თქვენს საქციელს. მაშინ გპატიობთ, მაგრამ ასეთი რამ მეტი აღარ უნდა განმეორდეს. _ გპირდები, შვილო. - კარგი, რადგან ასეა მაშინ წავიდეთ უკვე ტაძარში მამაო, უკვე გველოდება. ყველა მანქანებში ჩასხდნენ და ტაძარში წავიდნენ, ეს დღე ორივესთვის ამაღელვებელი და ემოციური იყო, იმდენად რომ ამის დაჯერებაც კი უჭირდათ თითქოს უდაბნოს მირაჟივით ეჩვენებოდათ ყველაფერი და ეს უბრალოდ მათი ლამაზი გამოგონილი ზღაპარი იყო ბედნიერი დასასრულით, იმდენად არა რეალურად ეჩვენებოდათ ყველაფერი. ტაძარში შესვლისას და საკურთხეველთან მისვლის თანავე ზღვა ემოცია, წამოვიდა მათში, ყველაფერი იმდენად ემოციური იყო და ამაღელვებელი, როდესაც გვირგვინი დაადგეს თავზე შემდეგ კი საკურთხეველს შვიდი წრე შემოარტყეს ყოველი წრე დიდ მნიშვნელობას ატარებდა. მამა სერაფიმემ ისინი უფლის წინაშე შეაუღლა და რჩევა დარიგებები მისცა მათ. _ გილოცავთ შვილებო, თქვენმა სიყვარულმა როგორც იქნა გაიმარჯვა და ახლა ისევ ერთად ხართ.გახსოვს რას გეუბნეობი შვილო?- თბილი ღიმილით გახედა გოგოს. _ დიახ,მითხარით, რომ ის იაგო ჩემი ბედისწერა იყო, უფლისგამ გზავნილი. – ზუსტად ის შენი მეორე ნახევარია, თქვენ ახლა ერთი მთლიანობა ხართ. ჯვრისწერის შემდეგ ქორწნების სახლში ხელი მოაწერეს და იმ საღამოსვე გაემგზავრნენ მაროკოში, ბიძამისი სახლში. ახმედს უკვე ყველაფერი გაემზადებინა. **** მაროკოში,რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვა გვარად იყო, თავისი განსხვავებული კულტურით და ტრადიციებით. ახმედმა სპეციალურად ქორწილისთვის, ეგვიპტის საუკეთესო მოცეკვავეები მოიწვია, რათა ქორწილი ლამაზი ცეკვებით დაემშვენებინათ. ჟასმინი, ცალკე ოთახში გაიყვანეს და ქორწილისთვის მზადება დაიწყეს, ჯერ ვარდის ფურცლებიან აბაზანა მიიღო, შემდეგ თვალები ლამაზად მოუხატეს შავი ფანქრით, ხვეული თმა აუწიეს და ლამაზად დაუყენეს ხელებზე ხნით ლამაზად მოუხატეს. რა თქმა უნდა, არც სიძე მჯდარა ისე ისიც გამოაწყვეს შესაფერისად. მალევე მიაკითხა ბიჭმა, გოგონას და იქიდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. წყვილის დანახვაზე ქალები შეძახილებით შეეგებნენ და ცეკვა, დაიწყეს. მოცეკვავე ქალები მათ ირგვლივ ტრიალებდნენ და ცეკვავდნენ. ბოლოს გოგონაც აჰყვა მათ ცეკვაში, ოხ, რამდენი ხანია აღარ უცეკვია,არაბული ცეკვები არადა, როგორ უყვარდა ეს ცეკვები. ყველა გაძაზხოდნენ ჰაბიბი ჰაბიბი. გოგონა ცენტრში დადგა და ტანს ლამაზად რხევა დაიწყო. ბიჭს, ბედნიერებისგან ეღიმებოდა და ტაშს უკარვდა, მალე ყველა აიყოლიეს ცეკვებში გოგონა ბიჭთან მივიდა და მის წინ დაიწყო ცეკვა. შემდეგ ჯერი დადგა სპეციალურ საქორწინო ნაწილზე სიძე- პატარძალი სპეციალურ ურიკაზე დასვეს ეს რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ურიკა არ იყო, ქორწინების ერთ-ერთი ნაწილი იყო, ჯერ ჟასმინი დასვეს და მისი ტარება დაიწყეს თან ცეკვავდნენ ყველა. ირგვლივ ყველაფერი ლამაზად იყო მორთული სანთლებით და ყვავილებით. არაბული მუსიკები იყო გაჟღერებული, მართალია სიტყვების შინარსი არ ესმოდათ, მაგრამ იმდენად ლამაზი და ამაყოლიებელი იყო, რომ ყველა ცეკვავდა. მოცეკვავე ქალები მუცლის ცეკვას ცეკვავდნენ, თავზე შანდლებით. ბედნიერი იყო, გოგონა, რადგან ბიძამისმა მართლაც, რომ საოცარი ქორწილი გადაუხადა. თავისი საუვხოვო კულტურით. სიძე პატარძალი, ნეფე- დედოფლის ადგილას ისხდნენ. – ბედნიერი ხარ ..?- ჩასჩურჩულა ყურში ბიჭმა. _ კი, ძალიან.- თვალებ გაბრწყინებულმა უპასუხა. ბიჭმა მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად ემაბორა. შემდეგ საცეკვავოდ გაიყვანა გოგონა. მუსიკას მთლიანად აჰყვა და ხელებით ლამაზად ცეკვავდა. *** ქორწილი ძალიან ლამაზი იყო, მოცეკვავე ქალებით და იქაური დამკვრელებით, რომლებიც არაბული მუსიკალური საკრავებით უკრავდნენ სხვა და სხვა მელოდებს და მღეროდნენ, გულის სიღრმეში მაინც ენატრებოდა აღმოსავლური კულტურა ბავშვობიდან იზიდავდა, ეს ყველაფერი და კიდევ დედისგან დაჰყვა. გოგონა იდგა და თავისით ცეკვავდა, როდესაც ბიძამისმა გამოიცეკვა და გოგონაც მხიარულად აჰყვა ცეკვაში, იქ ატყდა ქალების შეძახილები და ოვაციები, გოგონა ცეკვავდა თან ბიჭს ატყვევებდა თავის მომაჯადოვებელი მზერით, რომელსაც ბიჭი ვერ უძლებდა თვალები, ანთებული ჰქონდა სიყვარულითა და ვნებებით. ნელ-ნელა, დრო დადგა მათი წასვლის, რა თქმა უნდა, ესეც ამ ქორწილის ნაწილი იყო, წყვილი გასასვლელისკენ წავიდა და მოცეკვავე ქალებმა ცეკვა-ცეკვით გააცილეს ცეკვით. მხიარულად და შეძახილებით. ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში გაგზავნა ახმედმა. სასტუმროს ნომერში, იაგომ გოგონა საწოლზე ჩამოსვა შემდეგ ოქროსფერი თასი გამოწია სადაც ვარდისფურცლები ეყარა, შემდეგ გოგოგანს ფეხი გამოაწევინა კაბა აუწია და თბილი წყლით დაიწყო ფეხების დაბანა. - არ მითხრა, რომ შენ ამ ტრადიციის შესახებ წაიკითხე?- გაოცებულმა კითხა გოგომ. _ კი, ამ ტრადიციის თანახმად ქმარი ცოლს ქორწილის ღამეს ბანს ფეხს თბილი წყლით.- გოგონა, გაოცებული უყურებდა ბიჭს. როდესაც ფეხები დაბანა, შემდეგ მის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს პირველი აღარ იყო, მაინც ღელავდნენ, ნელა დაიხარა მისკენ და ყელზე აკოცა, გოგონამ კი როდესაც მისი ცხელი ტუჩები იგრძნო ტანში ჟრუანტელმა დაუარა და თვალები მინაბა. ეს ღამე ალერსში გაატარეს არსად ჩქარობდნენ ამიტომ ყველაფერს ნელა და აუჩქარებლად აკეთებდა იაგო. ახლა უკვე ისინი ერთ ხორცნი იყვნენ, ერთი მთლიანობა ერთი არსი, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ცოლ- ქმარი ორი არსება? რა თქმა უნდა, არა! ღმერთმა ქალი და კაცი და კერძოდ ცოლ- ქმარი ერთ არსად შექმნა, არა მარტო ხორციელი მატერიალური გაგებით არამედ სულიერადაც. მათი შეხვედრა უფლისგან იყო დაშვებული, ისინი ერთმანეთის მონათესავე სულები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ავსებედნენ და მათი განშორება წარმოუდგენელიც კი იყო,ის რაც ღმერთმა შეაუღლა ერთმანეთთან სიყვარულით მათ სიყვარულს ვერანაირი ძალა ვერ მოერეოდა, რადგან ის ყველაზე ზე აღმატებული იყო, ყველასგან, ყველაფრისგან. უფლისგან კურთხეულია, ნამდვილი სიყვარული. ნაზად ეფერებოდა და კოცნიდა, იმდენად უყვარდა და უფრთხილდებოდა, გოგონას. _ ხედავ... –რას?- კითხა გოგონამ. _ ხედავ, ჩვენ უკვე ყველა საქორწინო რიტუალი გავიარეთ ახლა უკვე უფლის და კანონის წინაშე ცოლ-ქმარი ვართ.- გაუღიმა ბიჭმა. –ხო, ყველაფერი გავიარეთ, ეს ბოლო სამი კვირა თავი, ზღაპარში მგონია, ასე მგონია ეს ლამაზი ილუზიაა, როგორც უდაბნოს მირაჟი. – არ არის ეს არც ლამაზი ზღაპარი და არც ლუზია და მითუმეტეს მირაჟი, ეს რეალურად ხდება, მე და შენ მართლა ერთად ვართ და მართლა დავქორწინდით.- გულში ჩაიკრა. **** ქორწინების მეორე დღეს ბიძამისმა თაფლობის თვის გასატარებლად გაუშვა, წყვილი, დუბაიში. ბედნიერებას არაფერი უდგას წინ, დუბაიში ჩასვლის შემდეგ მოიარეს ყველაფერი, საჰარას უდაბნო და ყველა ღირს შესანიშნავი ადგილები. უდაბნოში სერირნობდნენ და ოქროსფერ ქვიშაში დარბოდნენ. გოგონას, არაბული სამოსი ეცვა და ბიჭიც შეიხივით იყო, გამოწყობილი. ბევრი იცინეს და სურათები გადაიღეს. საღამოს ჯერზე სასტუმროში დაბრუნებულებმა წყალი გადაივლეს შემდეგ კი, ივახშმეს. _ იცეკვებ ჩემთვის?- კითხა და ეშმაკურად აუთამაშა წარბები. გოგონა ღიმილით გაეცალა მას და მოსამზადებლად გაიქცა იაგო, კი აივანზე გავიდა. ცოტახანში ოთახში არაბული მუსიკის ხმა გაისმა და გოგონა ცეკვა- ცეკვით, მივიდა ბიჭთან. სამოსზე ზანზლაკებიანი მძივები ჰქონდა და ცეკვის დროს ჩხრიალებდა. იაგომ მისკენ მიიხედა და თვალებ ანთებული შეხედა სექსუალურად გამოწყობილ გოგონას. ჟასმინმა ხელი ჩაჭიდა ბიჭს და საწოლზე დასვლა თავად კი ცეკვა გააგრძელა. შავი საცეკვავო კაბა ეცვა და ბიუსგაუტერი, სახეზე ვუალი ეკეთა და თავის ცეკვით ცეცხლს ანთებდა, ხან წელზე გადაწვებოდა და ისე ცეკვავდა ხან ლამაზად არხევდა მკერდს. ვუალთან ერთად ლამაზად ცეკვავდა ბიჭთან მივიდა ახლოს და მის წინ დაიწყო ცეკვა. იაგომ კი, მეტყველების უნარი დაკარგა, კი ენახა მისი ცეკვა, მაგრამ ამჯერად სულ სხვანაირად ცეკვავდა უფრო, სექსულაურად და ცეცხლოვნად. საწოლზე დაწვა და ტალღებივით ამოძრავებდა მუცელს და მკერდს.ბიჭი დაიხარა მის სახესთან ვნებიანად აკოცა. რა თქმა უნდა, ასეთი ვნებიანი ცეკვის შემდეგ, ეს ამბავი ისე არ ჩაივლიდა, ფეხზე წამოდგა გოგონა ხელში აიტაცა და საწოლზე დააწვინა. _ მითხარი ამის,შემდეგ როგორ მოვიქცე?- ჩახშული ხმით კითხა. - არ ვიცი...- გაეკრიჭა. - არ იცი? შენი ცეკვით აზროვნების უნარი დამაკარგვინე და ჭკუიდან გადამიყვანე და როგორ ფიქრობ, ამის შემდეგ შევძლებ კი, მშვიდად დავიძინო? _ მერე ნუ დაიძინებ...- აკისკისდა გოგონა. _ ასე არა, ნუ მიწვევ ქალბატონო, თორემ დაგსჯი.- ტუჩის კუთხე ჩატეხა. - მაინც როგორ აპირებ, ჩემს დასჯას ბატონო იაგო?- არც გოგო აკლებდა, ბიჭს და უარესად აგიჟებდა. - რითი და ამაღამ ორივე ვნებების ქარ-ცეცხლში გავეხვევით. _ თუ ასეა, მე მზად ვარ დავისაჯო.- ეშმაკურად უთხრა. ვნების ქარ-ცეცხლში გახვეულები იყვნენ ორივე და ერთმანეთის სურვილით იწვოდნენ, გოგონას მეხსიერებიდან მთლიანად წაშლილი იყო, ცუდი მოგონებები უბედურება, ბედნიერებამ ჩაანაცვლა და იმ საშინელი დღეების ნაცვლად კარგმა ჩაანაცვლა. **** მოგზაურობიდან დაბრუნებულებს ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, სახლი ძალიან ლამაზი და კომფორტული იყო, ერთ სართულიანი სახლი იყო, სადაც უამრავი ოთახები იყო. – აბა, როგორ მოგწონს ჩვენი ახალი სახლი? _ ძალიან, მომწომს ძალიან მყუდრო და კომფორტული ჩანს.- გახარებულმა უთხრა გოგომ.- აქ მარტო ვიცხოვრებთ? _ კი, ოღონდ ზოგჯერ ნელი მოვა ხოლმე დასახმარებლად.- მშვიდად უპასუხა. სახლი დაათვალიერეს და ოთახიც აირჩიეს სადაც იცხოვრებდნენ. ბოლო დღეებია, გოგონა თავს ცუდად გრძნობდა, გამუდმებით გული ერევოდა და სუსტად, გრძნობდა თავს, მაგრამ ექიმთან მისვლა არ უნდოდა. სადილობის დროს კვლავ გული აერია და იქიდან ფერდაკარგული დაბრუნდა. _ ჟასმინ რა გჭირს? ბოლო დროს რაღაც არ მომწონხარ, ცუდად გამოიყურები, რატომ არ გინდა, რომ ექიმთან მიხვიდე?- განერვიულებულმა კითხა. - კარგად ვარ, საყვარელო ალბათ რაღაცამ მაწყინა.- ამოთქვა და სავარძელს მიეყრდნო. _ არა, მე ეს არ მომწონს ძალიან გთხოვ ექიმთან მივიდეთ დღეს,კარგი? - კარგი, ნუ ნერვიულობ ასე, ნინის ვთხოვ და მასთან ერთად წავალ ექიმთან, შენ ნუ მოცდები სამსახურს. _ კარგი, მაგრამ გამაგებინე, მერე რას გეტყვის ექიმი. - კარგი. ბიჭი მაგიდიდან წამოდგა გოგონას აკოცა და სამსახურში წავიდა, მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ თავადაც ღელავდა თავის მდგომარეობაზე ნინის გადაურეკა და ისიც იმწამსვე მასთან გაჩნდა. - რა ხდება, რატომ დამიბარე?- ქოთქოთით შევიდა სახლში. _ ექიმთან უნდა გამომყვე...- ამოთქვა დაბნეულმა. _ რატომ რა ხდება? - ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობ, გული მერევა და სუსტად ვარ. – დაიცადე,ერთ წამს ამბობ, რომ გული გერევა და სუსუტეები გაქვს ხო? _ კი... _ ბოლოს ციკლი, როდის გქონდა? - დაეჭვებით კითხა. – ბოლოს... მას შემდეგ აღარ მაქვს რაც მე და იაგო, დავქორწინდით. _ აჰა, ანუ თითქმის თვეა რაც ციკლი შეგიჩერდა.. – ხო,რა იყო? – და არ გიფიქრია, იმაზე რომ შესაძლოა ფეხმძიმედ იყო.- წამოიძახა, გოგონამ. – რაა? – დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვს ელოდები. –კარგი, მაშინ წავიდეთ ექიმთან და ზუსტად გავიგოთ ყველაფერი.- დაბნეულმა წამოიძახა შემდეგ კი, საავადმყოფოში წავიდნენ. რეგისტრაცია გაიარეს შემდეგ გინეკოლოგთან მივიდა. – გისმენ შვილო, რამ შეგაწუხა?- თბილად გაუღიმა ქალმა. - იცით ექიმო, ამ ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობ, სუსუტეები მაქვს და გული მერევა ყველაფერზე. _ გათხოვილი ხარ? - კი...-მორცხვად უთხრა. - ბოლოს ციკლი, როდის გქონდა? - თითქმის თვეა უკვე. _ გასაგებია, მოდი ეხოზე გაგგზავნი გადაგიღებთ მუცლის ღრუს და გავიგოთ ზუსტად. გოგონასთან ერთად ეხოზე შევიდა. - გოჩა, მინდა რომ ამ გოგოს ეხო გადაუღო, მაქვს რაღაც ვარაუდები, მის მდგომარეობაზე, მაგრამ მინდა ამომწურავად გავიგო ყველაფერი. - კარგი, მიდი დაწექი.- უთხრა და გოგკნაც დაწვა სავარძელზე მაისური აწია და ექიმმა , მუცელზე სპეციალური სითხე წაუსვა შემდეგ კი, ბურთულიანი აპარატი გადაატარა. - თავს როგორ გრძნობ ბოლო დროს სისუსტეებს თუ უჩივი? - კი. რამე სერიოზულია ექიმო? - არაფერი სანერვიულო არ გაქვს, შენს მდგომარეობაში, ეს ნორმალური მოვლენაა. - ანუ? - გილოცავ, მალე დედა გახდები. ალბათ პირველი ორსულობაა და მაგიტომ ხარ ასე დაბნეული.- გაეცინა კაცს. – დიახ... _ სამი კვირის ორსული ხარ. ნაყოფი კარგად ვითარდება, მაგრამ დეტალებზე შენი გინეკოლოგი დაგელაპარაკება.- გაუღიმა კაცმა. ექიმმა სალფეტკი მიაწოდა, რომ სითხე მოეწმინდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა, გოგონა და კაცმა საბუთები მიაწოდა. გოგონა გაბრუებული გამოვიდა ოთახიდან და გინეკოლოგთან შევიდა. – აბა, რა გითხრა გოჩამ? - მითხრა, რომ სამი კვირის ორსული ვარ.- ჯერაც შოკურებული იყო. _ ასეც ვიცოდი..- უთხრა და საქაღალდეს გადახედა.- ნაყოფი ჯერ ძალიან პატარაა, თუმცა ის კარგად ვითაედება, მაგრამ ცოტა რთული ორსულობა გექნება და ეცადე, ზედმეტად არ გადატვირთო თავი, კარგად იკვებე, მშვიდ გარემოში იყავი და მძიმეებს მოერიდე. მე ახლა გამოგიწერ ვიტამინებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში რეგულარულად უნდა მიიღო. შემდეგი ვიზოტი გვექნება,იანვრის ბოლოს. – ექიმო, ბავშვის სქსესს, როდის გავიგებ? - თებერვალში. _ კარგი, მადლობა ექიმო. გოგონა, ღიმილიანი სახით გამოვიდა და ნინიც მაშინვე მასთან მივიდა. – აბა, რა ხდება? – ბავშვს ველოდები...- ჩურჩულით ამოთქვა, თითქოს ეშინოდა, ვინმეს გაეგო. - მართლაა? ანუ მალე დეიდა გავხდები?- გახარებულმა წამოიძახა. – ჰო... ცოტახანში იაგომაც დაურეკა. – ჟასმინ, რა გითხრა ექიმმა?-მღელვარეს კითხა. - ყველაფერი, კარგად არის ნუ ღელავ, მითხრა, რომ რაღაც ვირუსები დადის და მაგის ბრალია. - მართლა? - კი,კარგი ახლა გზაში ვარ და საღამოს ვისაუბროთ. - კარგი გზად აფთიაქში გაიარა და წამლები იყიდა, შემდეგ კი, მაღაზიაში, ბავშვის პატარა, ფაჩუჩები იყიდა და კონსლუტანტს შეაფუთინა. – რას აპირებ ჟასმინ? არ ეტყვი შენ ქმარს? - ვეტყვი ოღონდ ჯერ არა, სიურპირზი მინდა გავუკეთო. საღამოს იაგო, როდესაც შინ დაბრუნდა, მაშინვე თავის საყვარელ ქალს მოეხვია. – მომენატრე.- ამოთქვა და მხურვალედ აკოცა. - მეც. - უთხრა და ძლიერ ჩაეხუტა.- უშენოდ ერთი წუთითაც კი ვეე ვძლებ.- ამოიტირა. - მეც ეგრე, ვარ სულ შენზე ვფიქრობ. - იცი, რა ვიფიქრე არ გინდა საახალწლოდ სახლში, რომ იყო. - როგორ არ მინდა ისედაც ვაპირებდი, დასვენების აღებას.- თვალი ჩაუკრა. _ მართლა? მაშინ ხვალ მაღაზიაში გავიაროთ და საახალწოლო ნივთები ვიყიდოთ. - შეგვიძლიაზ ახლავე გავიდეთ თუ გინდა? - ახლა, გვიანი არ იქნება? _ არა, რატომ არის ოცდაოთხ საათიანი სავაჭრო ცენტრებიც, მიდი გაემზადე და წავიდეთ.- გოგონა სიხარულით გაიქცა და მოემზადა, შემდეგ მანქანაში ჩაახდნენ და დიდ სავაჭრო ცენტში წავიდნენ. როგორც პატარა ბავშვი ისე დასტიალებდა საახალწლო ნივთებს და ხტუნავდა. იაგოსაც მეტი რა უნდოდა, მისთვის მთავარი იყო, რომ მისი საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყო ამისთვის კი, ყველაფერზე იყო წამსვლელი. უყურებდა და მის შემყურე თვალები ბედნიერებისგან ენთო, აი რა აკლდა ყველაზე მეტად, ის იყო, მისი ბედნიერების და სიხარულის მიზეზი, უყვარდა, უსასრულოდ და უგონოდ და რაც დრო გადიოდა მით უფრო უღრმავდებოდა გრძნობები, მასში მათი გრძნობა, უფლისგან იყო კურთხეული. – საყვარელო, ნახე ეს თოვლის ბაბუა, რა საყვარლობაა, ვიყიდოთ რაა...- პატარა ბავშვივით ცქმუტავდა თვალებს და ხტუნავდა. – ვიყიდით აბა, რას ვიზამთ.- გაეცინა ბიჭს მოიარა მთელი საახალწლო სექვია და ყველაფერი იყიდა. სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ, ნივთები იქვე მიაწყვეს და დასაძინებლად წავიდნენ, ბიჭმა მაშინვე გულში ჩაიკრა გოგონას სხეული და შუბლზე აკოცა. რამდენიმე დღეში უკვე 25 დეკემბერი დადგა და გოგონა ორმაგად უფრო ბედნიერი იყო, საღამო იყო, ბიჭმა ბუხარი ააგიზგიზა, ოთახში. ტელევიზოერში საშობაო, მუსიკები ჩართო, გოგონამ თავადაც საშობაოდ იყვნენ გამოწყობილები, წითელი ირმებიანი ტანსაცმელი და სანტას ქუდი ეხურათ დიდი ნაძვის ხე დადგეს და მისი მორთვა დაიწყეს მორთვა. შემდეგ ნათურების მორთვა დაიწყეს და ამ სიტუაციაშიც კი, რომანტიკა ტრიალებდა, ერთმანეთს ნათურები შემოახვიეს და თან კოცნიდნენ ერთმანეთს. ბოლოს დაქანცულები ჩაესვენენე დივანზე. - რა ლამაზი გამოვიდა არა?- კითხა გოგონამ. – ლამაზია,მაგრამ შენ უფრო ამშვენებ აქაურობას.- თვალი ჩაუკრა, შემდეგ პატარა კოლოფი ამოიღო და გოგონას მისცა. _ ეს რა არის? – გახაენი აბა.. გოგონამ ყუთი გახსნა და შიგ ლამაზი ყელსაბამი იყო უსასრულობის კულონით. – ეს ... - ეს შენი საახალწლო საჩუქარია...- გოგონამ ბიჭს აკოცა და შემდეგ უთხრა. _იაგო, ხომ არ იცი ის ყუთი იქ საიდან გაჩნდა?- კითხა ვითომც არ იცოდა ყუთში რაც იყო. _ არა.- გაკვირვებულა აიღო ყუთი და დახედა. - გახსენი აბა, ვნახოთ რა დევს შიგნით. - კარგი.- უთხრა და ყუთი გახსნა, ჯერ დაბნეულმა დახედა ყუთში ჩადებულ ლატარა ლურჯ ფაჩუჩებს და შემდეგ ეხოს სურათს. გოგონას გაოგნებული გახედა. – ეს რას ნიშნავს, ჟასმინ? – შენი აზრით?.. - არ მითხრა, რომ... –კი, სწორედ გაიფიქრე მალე მამიკო, გახდები.- ცრემლიანი თვალებით წამოიძახა. ამ დროს იაგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ფეხზე წამოდგა გოგონა ხელში აიტაცა და დაატრიალა ჰაერში. იმ წუთას ორივე ბედნიერები იყვნენ, რადგან მათი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადიოდა. – კარგი დამსვი, თავბრუ მეხვევა, უკვე.- გაეცინა, გოგონას და იაგომაც დასვა. – მიყვარხარ, შენ მე კიდევ უფრო ბედნიერ კაცად მაქციე.- უთხრა და მხურვალედ აკოცა. – მეც მიყვარხარ.- ამოიბუტბუტა და ბიჭს მოეხვია. დასასრული. ........... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.