ცარიელი სივრცე თავი 1
თავი 1 ამინდიც ისეთი იყო, როგორც თავად სიკვდილი – მძიმე, ყოველთვის უდროო და უშეცდომო. სუნთქვაც კი რთული იყო, თითქოს სამყარომ თავისი გულისცემა დაკარგა და ცოცხალნი სულს ვერ პოულობდნენ. ბურუსი, მტვერი და ნისლი ერთმანეთს ებმოდა, სამყარო საფლავად იქცეოდა, სადაც წაშლილი იყო დრო. მზის სხივები, როგორც უკანასკნელი სურვილები, სასოწარკვეთილი ანათებდნენ და მიწამდე ვერ აღწევდნენ.მხოლოდ სასოწარკვეთილება იყო.გრძნობები, მხოლოდ შიში და ბრაზი, რომლებიც ერთდროულად ებრძოდა ერთმანეთს, თითოეულს საკუთარი საზღვრები ჰქონდა, მაგრამ შიგნიდან ერთმანეთს გლეჯდნენ. თითქოს მთელი სამყარო მის გარშემო გაჩერდა. ცრემლები, რომლებიც უკანასკნელი ცამეტი წლის მანძილზე არ ჩამოვარდნილან, ახლა, თითქოს შეუჩერებლად მიიკვლევდნენ გზას, თითოეული წვეთი დამანგრეველი და ნაზი იყო, თითქოს ისინი უკვე აღარ წარმოადგენდნენ მხოლოდ ტკივილს – ისინი თავად გახდნენ ტკივილი. ყოველი წვეთი, როგორც რაღაც იდუმალი, ლამაზი და საშინელი, უმწეოდ იხრჩობოდა ემოციების ლაბირინთში.მხოლოდ ცრემლების ცეკვა იყო. გაჩერდნენ გაჩუმდნენ მხოლოდ ხანგრძლივი სიჩუმე დარჩა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა არაფერი დასრულებულა. სძულდა სამყარო. იმდენად შესძულდა მარტოობა,რომ ინატრა,მისი ძმის გვერდით ისიც მასთან ერთად დაემარხათ.სრულიად განადგურებული იყო ლილი ბერაია მას შემდეგ,რაც ძმა ცივი მიწისთვის გაიმეტეს.სუნთქვა შეეწყვიტა,მხოლოდ არსებობდა. მისთვის.დათასთვის.მას არ სურდა. სიცოცხლე არ უნდოდა.ძალა არ ჰქონდა. მის გვერდით სურდა, მის გვერდით თუნდაც ცივ მიწაში. ყველაფერი გვერდზე გადადო, არც აინტერესებდა სხვისი აზრი, ლაპარაკი თუ უაზროდ გავრცელებული ჭორი. უბრალოდ არ ანაღვლებდა, აღარ. აქამდე მასთან ერთად ებრძოდა მათ, ახლა კი ისედაც მარტოდ დარჩენილის ძალა აღარ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში ასე გრძნობდა, ასე განიცდიდა, ასე აღიქვავდა მისი გონება, ისედაც გადაღლილი. წამლების მიღების თანავე წამოწვა და გაიტრუნა მოლოდინში. რის მოლოდინში? დათას ნახვის მოლოდინში. ჭერს უყურებდა და მის უაზრო ცხოვრებაზე ფიქრობდა, უფრო სწორედ დათას შემდეგ დარჩენილ სრულიად მისთვის უაზრო სიცოცხლეზე. არ ესიამოვნა, როცა მის ოთახში შესული დედინაცვალის შავებში ჩაცმული სხეულს მოჰკრა თვალი.იწვა და არ ირხეოდა, არ სუნთქავდა, არ ფიქრობდა, მგონი, გულიც არ უცემდა. არც მეორე ქალის სუნთქვა იგრძნობოდა, მით უმეტეს, მისი მოძრაობა. თითქოს დრო გაჩერებულიყო მათთვის. დათას მათ სულებთან ერთად დროც წაეღო. სიჩუმე ისე გამეფებულიყო ოთახში, რომ საწოლის მეორე მხარეს ჩამომჯდარი ვერ იგრძნო. მხოლოდ მერე გაიაზრა, რომ მის გვერდით ქალი იწვა და მისთვის ჰქონდა მოხვეული ხელები.არ სურდა, მისი შეხება გულის რევას იწვევდა მასში, მაგრამ სულ მალე, ისე დაუბუჟდა სხეული, რომ ვეღარც გრძნობდა მის შეხებას, ვერც ერთ მის კიდურს. გრძნობდა, როგორ კარგავდა აზროვნების უნარს. აღარც დედინაცვალის ჩახუტებული სხეული აინტერესებდა იმდენად. დათას ნახვის სურვილით თვალები თავისით დაეხუჭა. ხელზე რომ მოეფერა, მაშინ იგრძნო ქალმა მისი „შვილის“ გაყინული სხეული. _ცივი ხარ. საშინლად ცივი ხარ, ლილიკო. _დაბალ ხმაზე წარმოთქვა ქალმა, გაყინული სხეული მთლიანად დაუკოცნა. ვერც კი მიხვდა, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. ჩახუტებული ჰყავდა და თან მის წინ კომოდზე დაყრილ წამლებს უყურებდა.ყვირილი თავისით წასკდა ბაგეებს.შველას ითხოვდა. შველას მისი შვილისთვის, მისი ერთადერთისთვის. _ლილიკო, გაახილე თვალები, შვილო! ლილიკო! მიშველეთ! სწრაფად, უშველეთ!_ოთახში შემოცვივდნენ ჯერ შეშინებული უფროსი პაპუნა ბერაია მერე ხუთი,ათი და თხუთმეტი კაცი,ჯერ ლილი გადაიყვანეს სასწრაფოდ საავადმყოფოში, შემდეგ კი, უგონოდ მყოფი ეკატერინე. სიმსუბუქე იგრძნო, როცა ჩათვალა რომ დრო გაჩერდა და აღარ უწევდა უშედეგო ბრძოლა.ეგონა ჰაერში იყო. თითქოს გათავისუფლდა, სიმძიმე და სტრესი წამიერად გაქრა, და მხოლოდ უსასრულო სიმშვიდეს განიცდიდა. დრო, რომელსაც აღარ ჰქონდა დასასრული, გრძნობებისგან თავისუფალი იყო. აღარ არსებობდა დრო, აღარ არსებობდა ბრძოლა. იყო მხოლოდ შიში, რომელიც თანდათან ქრებოდა, მხოლოდ სურვილი, ენახა ის, ვისაც ასე ძალიან ნატრობდა და ვერ უძლებდა გული მის გარეშე ყოფნას. ამ ემოციების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ყოველ წუთს ნაკლებად აინტერესებდა ყველაფერი ამქვეყნიური. მხოლოდ ის გრძნობდა, რომ ისევ ერთიანდებოდა იმასთან,ვინც მის ცხოვრებას მნიშვნელობას ანიჭებდა. თვალები რომ გაახილა და ცოცხალი იყო, კიდევ ერთი ტკივილი მაშინ იგრძნო. გათიშული იწვა მის გვერდით მდგარ დივანზე, მისი მეორე, მეორე სიძულვილი და მშვიდად თვლემდა. სული ჯერაც შეწუხებული იყო, თითქოს აღარ არსებობდა, მაგრამ გონება მაინც ამახინჯებდა არსებულს. ისე, რომ აღარ იცოდა, მის წინაშე რა შეიძლება ყოფილიყო უფრო რთული – მისი არსებობა თუ ის, რასაც იმ მეორე პიროვნებასთან გრძნობდა. სიძულვილს. შეზიზღდა საკუთარი თავი ამ სიძულვილის გამო. ასეთი არ იყო, არასდროს არ ყოფილა. ახლა კი ყველაფერი ერთიანად მას დააწვა მხრებზე და გაუჭირდა დათას გარეშე. სუნთქვა გაუჭირდა. მოურიდებლად, ერთადერთი ოჯახის წევრის გარეშე, მოურიდებლად გადაწყვიტა სიცოცხლის შეწყვეტა, მისი ამ განსაცდელში და ჯოჯოხეთში დატოვება და გაქცევა ვერ აპატია საკუთარ თავს იმ წამს. თვალი ჭერისთვის გაეშტერებინა და ღრმად სუნთქავდა. ასე არ უნდა მომხდარიყო. მას ახლა იმაზე დიდი ტკივილი მიაყენა, ვიდრე აქამდე მისი უმოქმედობით.მაგრამ მაშინ, როცა მთლიანად მოიცვა შიშმა და გულისწყვეტამ, რაღაც უცნაური, ხმა მოესმა შიგნიდან – თითქოს მომავალი სძლევდა ტკივილს და ის, ვინც ახლა ასე იტანჯებოდა, ისევ წამოიმართებოდა. ძნელი იყო, მაგრამ ის ისევ ცოცხალი იყო. ამ ჯოჯოხეთშიც, ამ ტკივილში მაინც არსებობდა მისაღები აზრი: შანსი, რომ ებრძოლა. ამ შანსის გარეშე კი შიში საბოლოოდ შეძლებდა, რომ წაეღო არა მხოლოდ ის, არამედ მთელი მისი ცხოვრება, რომლის დასასრულიც ახლა უკვე აქ, ერთადერთი, უიმედო წერტილში იდგა და აკვირდებოდა. „ცარიელი სივრცე“ ვფიქრობ შესანიშნავი სათაურია ამ ისტორიისთვის!ალბათ კარგადაც გადმოსცემს მოთხრობის მთავარი გმირის შიგნით არსებულ სიცარიელისა და დაკარგვის შეგრძნებებს.მოიცავს არა მხოლოდ ემოციურ ჭრილობებს, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელშიც მთავარი გმირი(ლილი) იმყოფება.თითქოს არის, მაგრამ მაინც არ არის, თითქოს რაღაც დიდი სიცარიელით გარემოცულია პატარა ლილი,რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს მარტოობის სიმძიმეს. ვფიქრობ, მოგეწონებათ. ვერ ვიტყვი, რომ პირველად ვწერ – არა, ნამდვილად არა. ალბათ წლებია, არ მახსოვს, აღარ დამითვლია. მაგრამ არც ერთხელ არ მქონია სურვილი ვინმესთვის გამეზიარებინა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს რეალურ გრძნობებზე ვსაუბრობ და უფრო ხშირად გადმოვცემ მათ წერით. ეს ინფორმაცია, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არაფერში გარგებთ, მაგრამ ესეც ისტორიის ნაწილია. გამზადებთ ალბათ, ან ბევრისთვის, ან არაფრისთვის. არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია:)სასიამოვნო კითხვას გისურვებთ თქვენი ლუმინაა<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.