შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმამაღალია ზოგჯერ სიჩუმე...


20-04-2017, 00:26
ავტორი L LI
ნანახია 1 770

გარს შემოეხვია ნისლი. ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ შორეული ხმები აღწევდნენ მის ყურამდე. უცნობები განუწყვეტლივ ჩურჩულებდნენ, საუბრობდნენ, ყვიროდნენ... იყო დრო, როდესაც მის ბაგეებსაც წყდებოდა უამრავი ფრაზა- სულიდან წამოსული, მაგრამ ფასს კარავდა საერთო ყაყანში. სიტყვებს შთანთქავდა ბურუსი, იპარავდა ისე, თითქოს არც არასდროს თქმულა.
ბოლოს მიხვდა, რომ არავინ უსმენდა. უსარგებლო იყო თქმა, ყვირილი, მის ხმას მაინც ვერ გაიგონებდნენ. როგორც არ უნდა ეცადა ვერ გაუგებდნენ. გაჩუმება არჩია. ხანგრძლივი აღმოჩნდა დუმილი, თანდათან უფრო იზრდებოდა, უხილავ რკალს ქმნიდა გოგონას გარშემო. კლდესავით მტკიცე იყო საზღვარი... გაჩუმდა,მაგრამ მაინც იყო მის შიგნით ხმაური... ეხეთქებოდნენ უთქმელი სიტყვები დუმილის კედლებს, აბობოქრებული ქარიშხალივით იტაცებდნენ ჰაერში თითოეული ტკივილის მარცვალს. სულ უფრო მეტად ხმაურობდა სიჩუმე, შორიდან მოისმოდა მისი ექო თითქოს...
ნისლი თანდათან დაიფანტა. უსასრულო მდუმარების ხმაურში თანდათან ამჩნევდა მოშავო სილუეტებს, განუწყვეტლივ რომ ჩურჩულებდნენ, საუბრობდნენ, ყვიროდნენ, ჰაერში იქნევდნენ ხელებს, მუდმივად რაღაცას ამტკიცებდნენ... უკვე ხედავდა გოგონა, რამდენი სიყალბე იყო მათ ყაყანში. უთვალავი სიტყვა - ყელიდან წამოსული, უაზროდ იფანტებოდა ჰაერში, არაფერი ჰქონდა მას კავშირი გულწრფელობასთან, სულთან...
სიჩუმემ აუხილა თვალები გოგონას. მიხვდა, რომ ვერაფერს იტყოდა, ისინი მაინც ვერ გაუგებდნენ... მარტოდმარტო იჯდა გამოქვაბულის ცივ კედლებს შორის. უთქმელი სიტყვები დაქროდნენ მთებში, ხეების მწკრივებს შორის. უთქმელი სიტყვები ჭექდნენ, ელავდნენ ჩაბნელებულ ცაზე. და მაინც, როგორი ხმამაღალია ზოგჯერ სიჩუმე...



№1  offline წევრი nninni

და უნდა სდუმდე ისე ძლიერ რო ეს სიჩუმე ანგრევდეს კედლებს ^_^

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

"და მაინც, როგორი ხმამაღალია ზოგჯერ სიჩუმე..."
იმდენად ჩემეული იყო, რომ სიტყვებიც არ მყოფნის... ძალიან კარგად გადმოსცემ შენს გრძნობებს და ემოციებს... ამას ყოველ შენს ჩანახატში ვგრძნობ, ყოჩაღ!! kissing_heart

 


№3  offline წევრი L LI

ონლაინ გოგონა
"და მაინც, როგორი ხმამაღალია ზოგჯერ სიჩუმე..."
იმდენად ჩემეული იყო, რომ სიტყვებიც არ მყოფნის... ძალიან კარგად გადმოსცემ შენს გრძნობებს და ემოციებს... ამას ყოველ შენს ჩანახატში ვგრძნობ, ყოჩაღ!! kissing_heart

გმადლობ heart_eyes

 


№4  offline მოდერი bla.ell

Jer satauria dzaan magariheart_eyes"რამდენი სიყალბე იყო მათ ყაყანში. უთვალავი სიტყვა - ყელიდან წამოსული, უაზროდ იფანტებოდა ჰაერში, არაფერი ჰქონდა მას კავშირი გულწრფელობასთან, სულთან..."mmm magari xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent