პატარა ლოლას დღიურებიდან (თავი 1)
სამშობლო, რომ დავტოვე მაშინ მივხვდი რას გრძნობდა დედაჩემი, როცა სხვა ქვეყანას შეაფარა თავი და გახდა „ემიგრანტი“. არვიცი, რატომ წამოვედი, რატომ ავიკიდე ამხელა ტვირთი, მაგრამ იმ მომენტში, იქ სუნთქვა გაუსაძლისი იყო ჩემთვის, გავიქეცი, ალბათ ეს სიტყვა უფრო შემეფერება, რადგან ვერ გავუმკლავდი ამდენ ტკვივილსა და იმედგაცრუებას, ხსნას ვეძებდი, ხსნა კი გაქცევით ვიპოვე. ახლა ვზივარ ლონდონის ერთ-ერთ ჩემს საყვარელ კაფეში „Prada Caffee” და ვწერ იმ მოგონებებზე, რაც საზღვრებს მიღმა დავტოვე და რაც მაძლებინებს, რომ მერქვას სხვა ქვეყნის შვილი. 1991წელს, როცა დავიბადე, მზეს ჯერ კიდევ არ გაეღვიძა, წყნეთი ფეხზე დადგა, მეტრეველის ქალი დაიბადაო ყვიროდნენ მეზობლები, 31 დეკემბერს საზეიმოდ გაიშალა სუფრა და ამას მოჰყვა ახალი წელი და ერთი კვირა გადაბმულად ჭამა-სმა. ჩემი დაბადებიდან 33-ე წელი იწურება, მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რაღაც ახლის მოლოდინში, ემიგრირებული, სხვა ქვეყანას ვაფარებ თავს, იმ ბოლო იმედს ვეჭიდები, რომელიც მასულდგმულებს. 2011წელს, 20წლის იუბილეზე, ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს გრანდიოზულად ამეღნიშნა და ასაკის დამრგვალების ნიშნად, ბარში წავედით. ნანკა იძახდა ისე დავთვრეთ, საკუთარი სახელები რომ დაგვავიწყდესო, სიმართლე გითხრათ წინააღმდეგი არ ვიყავი, ცხოვრებაში ერთხელ რაიმე გიჟობა მეც ჰო უნდა გამეკეთებინა, მოსაყოლად მაინც რომ დამრჩენოდა, ამიტომ ავდექი და დავლიე, იქამდე ვსვამდი, სანამ საპირფარეშოში გათენება არ მომიწია. მშვენიერი ისტორია გამომივიდა მომავალში მოსაყოლად, როგორ დავლიე იმდენი, რომ ნახევარი დაბადებისდღე საპირფარეშოში გავატარე. სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გავედი, ვიფიქრე ცივი სიო გამოფხიზლებაში დამეხმარებოდა. პირველი იანვრის დილა დადგა, ცა იასამნისფერი იყო უამრავი ფეიერვერკის სროლისგან, მაგრამ ისე უხდებოდა ლურჯს, შეპარული იასამნისფრი, თვალებს მილამაზებდა, სუნთქვას მიხშირებდა და მეღიმებოდა. ახალი წელი სურვილების ასრულების დღეაო ამბობენ და მე იმ დილით, ჩაუფიქრებელი სურვილი ამიხდა. 10წუთი აივანზე ისე ვიდექი ვერც კი შევამჩნიე, მინდორზე გაშოტილი სხეული, რომელიც ზუსტად იმ მიმართულებით იყურებოდა, საითაც მე ორიოდე წამის წინ, ალბათ ისიც ჩემსავით მოხიბლული იყო იმ სილამაზით, რაც ზემოდან დაგვცქეროდა. სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი, რაც აქამდე არავის მიმართ მნდომებია, არვიცი რამ გამაგიჟა იმ მომენტში, მაგრამ ეს გავაკეთე. მივუახლოვდი...იგრძნო და თავი ოდნავ მოატრიალა, იმის დასადასტურებლად, რომ მის უკან მართლა იდგა ვიღაც. -ძალიან უხდება არა? -ვერ მიგიხვდით? -ლურჯს, იასამნისფერი, ძალიან მოუხდა. -დღეს ქარი იქნება. -თქვენ რა სინოპტიკოსი ხართ? -არა? -მაშინ საიდან იცით? -უბრალოდ დაჯექით და უყურეთ, კარგი? -კარგი. დავყევი მის ნებას, შეუკამათებლად დავემორჩილე. კაცის სახელიც კი არ ვიცოდი და მაინც მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი, არაფერზე მეფიქრებოდა, მხოლოდ მასზე და მისი გაცნობის ღრმა ინტერესზე. -ლოლა! -ბატონო?! -ჩემი სახელია ლოლა. -კარგია. -თქვენი სახელი? იქნებ არ იყოთ ასეთი ლაკონური? -ვერ ვხვდები რა გინდათ? -თქვენი გაცნობა!-გამბედაობა უფრო და უფრო მემატებოდა. -გასაგებია, მე ვარ დიმიტრი. აქ მოვედი რომ ცოტა დამესვენა და მოვდუნებულიყავი, მაგრამ პატარა ქალბატონი ამის საშუალებას არ მაძლევს და ვფიქრობ ჩემი წასვლის დროა, ნახვამდის. -კი მაგრამ, რა ვთქვი ასეთი, შეგეძლოთ უფრო ლმობიერი ყოფილიყავით, მაგრამ როგორც ჩანს ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. -თქვენ ახლა შეურაცხყოფა მომაყენეთ პატარა ქალბატონო. -შეიძლება. -ცდილობ გამაბრაზო? -არა, ვცდილობ თქვენს ენაზე გესაუბროთ. -კარგი, მოდი ზავი დავდოთ. -მგონი ყველანაირი სურვილი დავკარგე, თქვენთან საუბრის, კარგად ბრძანდებოდეთ. მოვტრიალდი და წამოვედი, უკან აღარ მიმიხედავს, რადგან წასვლა უფრო გამიჭირდებოდა, მისმა სიუხეშემ კიდევ უფრო დამატყვევა, ვერაფერს ვიტყვი, ვერ ვიტყვი რატომ გავგიჟდი ასე სრულიად უცნობ ადამიანზე, რა ჯანდაბა დამემართა, ალბათ უკან რომ გამომყვა, ხელი მომკიდა და გამაჩერა ეს იყო პიკი, რომ ერთი ნახვით შეყვარების დამეჯერებინა. -მოიცადე ერთი წუთი, მაპატიე, უხეში ვიყავი. -დიახ იყავი -არც შენ დაგიკლია, მოდი ვაღიაროთ. -თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. -მოიცადე, მინდა ჩემი დანაშაული გამოვისყიდო... -როგორ? -დღეს საღამოს ვახშამზე, რომ დაგპატიჟო ლოლა? ძალიან ადრე ხომ არიქნება? -ადრე რისთვის? -„ჩვენთვის“.-ისე ვნებიანად წარმოთქვა სიტყვა „ჩვენ“ მინდოდა მივვარდნილიყავი და სახე დამეკოცნა, მაგრამ ამის ნაცვლად ვიდექი და ვუყურებდი, ისე, როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას. -საღამომდე დიმიტრი. -დროებით ლოლა. მივდიოდი და ასმეტრის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზე ინფორმაცია არ ჰქონდა, სად ვცხოვრობ, ტელეფონის ნომერი, საერთოდ არაფერი იცოდა და როგორ მომაკითხავდა ან გამაგებინებდა სად უნდა შევხვდე? -დიმიტრი! -გისმენ, ლოლა! -როგორ გავიგო სად უნდა შეგხვდე? -მოგაკითხავ! -მისამართი, რომ არ იცი? -დროებით პატარა ლოლა. ისტორია ეძღვნება პატარა ლოლას, რომელიც ქვეყნიდან წასვლის შემდეგ იხსენებს ამბავს, რომელმაც სრულიად შეცვალა თავისი მომავალი. უკეთესობისკენ თუ უარესისკენ ამას თავად ისტორიის მანძილზე გაიგებთ. მადლობა ყველას ვინც თვალს ადევნებთ ჩემს ისტორიებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.